ოპიუმი ქართველი ხალხისთვის ანუ ცალი წითელი წაღი

„სულისა აზნაურება დაუმონებელ გამოაჩინე მოწამეო, და მღვდელმთავარო ქრისტესო, გემოთა სიტკბოებანი მოაკვდინენ, და მიაგე ნაცვალი შენთვის მომკვდარსა მას მეუფესა ქრისტესა“

(იკოსი წმ. აბიბოს ნეკრესელისა)

    რელიგია პოლიტიკა არ არის, არც პოლიტეკონომია. მითუმეტეს, ქრისტიანობა არ არის პოლიტიკა. სახარებაში არ არის არც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი,  ვერც რაიმე სოციალურ კონცეფციას აღმოაჩენთ მასში. სწორედ ამის გამო არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტე და მისი მოძღვრება, რადგან ქრისტემ არც პოლიტიკაში ჩარევა ისურვა და არც  სოციალურ კეთილდღეობას დაპირებია ვინმეს. ქრისტეანობა ყოველგვარი პოლიტიკისა და ეკონომიკის მიღმაა,ის არაამსოფლიურია. შეიძლება ითქვას პირიქითაც, ეს სოფელი, თავისი პოლიტეკონომიით, ყოველთვის იყო და არის დაპირისპირებული ქრისტესთან და მის მიმდევრებთან.  „უკეთუ მე მდევნეს, თქვენც გდევნიან“- ამბობს უფალი. სწორედ ესაა ქრისტეანთა უმთავრესი ნიშანი. ასე რომ, ვინც ქრისტეს სახელით აღწევს ამქვეყნად დიდებასა და პატივს, კეთილდღეობასა და ძალაუფლებას – ის ცრუ ქრისტეს მიმდევარი და მქადაგებელია, ქრისტე ხომ ყოველთვის იდევნება, ის ყოველთვის საკანშია და იქიდან იყურება სევდიანი თვალებით მათკენ, ვინც მის სახელს ამოფარებული უტიფრად ღალატობს მას. „ და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეხსენა პეტრეს სიტყვაი იგი უფლისაი: ვიდრე ქათმის ხმობამდე სამგზის უვარ-მყო მე“ (ლუკა 22,61) „რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან?“(ფს. 29,10) თუკი ქრისტეანთა ტაძრებშიც ჩემს ვნებას გაიხსენებენ მხოლოდ, როგორც სევდიან ისტორიას, თუკი ჯვარი ჩემი იქნება მხოლოდ თეატრალური სანახაობა, რომლითაც ისეირებს ხალხი, მაშ ვისთვის მოვკვდი? უმადური ხალხისთვის, რომლებიც ჩემს სიყვარულს არ ცნობენ, ანდა საერთოდ არ სჭირდებათ იგი, აი რატომ არს „შეწუხებული ჩემი სული ვიდრე სიკვდილამდე“ (მათე, 26.39)

  

           სტატისტიკური გამოკითხვების მიხედვით პატრიარქს უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე ქრისტეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას? ნუთუ ეს ნორმალურია? ხომ არ მოხდა ქრისტეს ჩანაცვლება პატრიარქით? კი მაგრამ რატომ ? როგორ?     

             როგორ და მარტივად –  ქრისტეანობა ჯვრის ტვირთვა და ქრისტეს შედგომაა, იგი ვიწრო და ეკლოვანი გზაა და მცირენი ვლენან მასზედ, იგი გულისხმობს უარის თქმას ამქვეყნიურ სიამოვნებებზე და კომფორტს მიჩვეულ თანამედროვე ადამიანში ერთგვარ პროტესტსაც კი იწვევს. თავისუფლება (მსგავსება ღვთისა) მძიმე ტვირთია, იგი სერიოზულ პასუხისმგებლობას მოითხოვს ადამიანისგან – მან თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, მიიღოს გადაწყვეტილება, რაც გარკვეულ შრომას, ფიქრს, ნერვიულობას გულისხმობს. ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარ სინდისთან ბრძოლაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა, და აი გამოსავალიც! ჩვენი თავისუფლება, რომელიც ასე მძიმე საზიდია , შეგვიძლია ვინმე სხვას ჩამოვკიდოთ კისერზე, მაგალითად საყოველთაოდ აღიარებულ, რომელიმე რეიტინგულ ავტორიტეტს, ვინც თავად ითხოვს ამას. შედეგად, ჩვენს მაგივრად სხვა იაზროვნებს, სხვა მიიღებს გადაწყვეტილებებს, პრობლემა მოხსნილია, გამოსავალი – ნაპოვნი, შეგვიძლია საკუთარ სურვილებს მივხედოთ. სწორედ აქ მთავრდება რელიგია და იწყება მაგია, ინგრევა რელიგიის არსი – ნებაყოფლობითი  ურთიერთობა თავისუფალ ადამიანსა და პიროვნულ ღმერთს შორის. ჩვენს შემთხვევაში, ადამიანსა და ღმერთს შორის (ცხადია, თვითონ ადამიანის სურვილით) დგება ვინმე კაცღმერთი, რომელიც ადამიანის პიროვნული თავისუფლების, ანუ დამოუკიდებელი აზროვნების უნარის დელეგირების სანაცვლოდ, მზადაა თავად დადგეს ცხონებისა და ამქვეყნიური კეთილდღეობის გარანტად, ადამიანს კი სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა მონური მორჩილება ამ კაცღმერთისა და რა თქმა უნდა მის მიერ ხელდასხმული მცირე კაცღმერთუნების რიტუალებზე ,როგორც სპექტაკლებზე დასწრება ,მათი შინაარსისა და დანიშნულების სრული არცოდნითა და მხოლოდ ავტომატიზმამდე დაყვანილი რეგულარულობით. ამგვარად, სახეზე გვაქვს მაგია თავისი საკრალიზებული სუპერქურუმით. ღმრთის მსაგვსი ადამიანის ნაცვლად, ვღებულობთ ზომბს, თავისუფლებისა და სიყვარულის რელიგიის ნაცვლად კი – ოკულტიზმს.

      ყოველივე ამის შედეგად, სუპერქურუმი – იგივე კაცღმერთი, ღებულობს ღმერთზე მაღალ რეიტინგს. იგი იქცევა ყველაზე ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად და მთავრობაც იძულებული ხდება ბიუჯეტიდან ოფიციალური ხარკი უხადოს ათობით მილიონისა და უძრავ-მოძრავი ქონების სახით, რაც უდიდეს სიმდიდრესა და კეთილდღეობას აძლევს მას.  სხვადასხვა კალიბრისა და მიმართულების პოლიტიკოსები, ადგილობრივი თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ბანკირები, ბიზნესმენები, საბჭოთა ინტელიგენცია, ძველი თუ ახალი კომკავშირლები თუ  სნობიზმისადმი მიდრეკილი ფართო მასები – ერთმანეთს ეჯიბრებიან კაცღმერთის საამებლად. და აი, უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ჩვენს წინაშეა ოქროს გუმბათები , ანტიკვარებით სავსე საპატრიარქოს კაბინეტები, თეთრი რაშები თუ ბრილიანტ-ალმასებით  მოჭედილი შესამოსლები… მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ქრისტესთან? მის მოძღვრებასთან ანუ  უპოვარებასა და უანგარობასთან ? „ხოლო ძესა კაცისასა ადგილი არა აქვს რათა თავი მიიდრიკოს“ (ლუკა 9,58)

        და მაინც, რა ჰიპნოზის გამოყენებით მოახერხა ეს პატრიარქმა? ძალიან მარტივად – კონფორმიზმის საშუალებით, იგი ხომ ყოველთვის მორჩილია ამა ქვეყნის ძლიერთა, ყოველთვის ახერხებს უტყუარი ალღოს გამოყენებით, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო პოზიცია დაიკავოს, და რა თქმა უნდა ამას აფასებს ეს სოფელი, რადგან „სოფელიმცა თვისთა ჰყვარობდა“ (იოანე 15,19).  და აი,  საყოველთაო პოლიტიკური ამორალიზმის ფონზე, უბადლო მსახიობური ტალანტით დაჯილდოვებული კაცღმერთი აღწევს სანუკვარ მიზანს – ხდება აბსოლუტური რელიგიურ-პოლიტიკური ავტორიტეტი, ერთგვარი აიათოლა, სუვერენი, რომელიც ერთპიროვნულად ფლობს და განაგებს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება კი ხდება ის, რასაც მისი ბაგენი წარმოსთქვამენ.

          ვის ბაძავს პატრიარქი? რისი მიღწევა სურს, რას ესწრაფის? ნუთუ ალექსანდრიის მონოთელიტი პატრიარქი – კიროს ფაზისელია მისი იდეალი, რომელმაც იმპერატორისგან ცალი წითელი წაღი (სამეფო ძალაუფლების სიმბოლო) ანუ,  სრული პოლიტიკური, სამხედრო და სავაჭრო-ეკონომიური ძალაუფლება მიიღო? ამის შემდეგ ხომ მართლმადიდებელთა სისხლით მოირწყო მთელი ეგვიპტე, ხოლო არაბ დამპყრობლებს კოპტები, როგორც განმანთავისუფლებლებს ისე შეხვდნენ. იქნებ ძლევამოსილი თეოფილეა მისთვის გმირი, რომელიც თავის ჭკუაზე ატარებდა იმპერატორის ოჯახს, შედეგი კი  მხოლოდ ღვთის სათნომყოფელი წმ.იოანე ოქროპირის დევნა და სიკვდილი იყო. თუ რომის პაპი ლეონ IX, მთელი საქრისტიანოსგან რომ ითხოვდა იმპერატორის შესაფერ პატივსა და რეგალიებს – მოსამსახურე პერსონალსა და დაცვას სამღვდელოებითვის, თეთრით შემოსილ ცხენებს გადაადგილებისთვის, სენატორების ფეხსაცმელს, პატრიკებისა და კონსულთა შესამოსელს, სასახლეებსა და მიწებს არა მარტო იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში და ა.შ (იხილეთ ლეონ IXის ეპისტოლე კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიქაელ კერულარიუსისადმი)

         პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა, ქრისტეანობაში კი კომპრომისი ხშირად ღმერთის, ჭეშმარიტების ღალატის ტოლფასია. ეკლესიის ისტორია, ჭეშმარიტების, ქრისტეს შესახებ სწორი სწავლების დაცვისა და ქადაგების გმირული ეპოპეაა. თუ ქრისტეს მოტანილ მოძღვრებას რაიმეს დავაკლებთ ან დავუმატებთ, რაც ხშირად პოლიტ.კომპრომისების გამო ხდება, ის აღარ იქნება ქრისტეს ქადაგება,  ჭეშმარიტებას არ შეიძლება რაიმე აკლდებოდეს ან ემატებოდეს. ხშირად, სულ მცირეოდენ კომპრომისს ითხოვდნენ წმინდა მოწამეებისგან წარმართი იმპერატორები – გაჩუმებულიყვნენ, არ ეთქვათ, რომ წარმართთა ღმერთები მხოლოდ უსულო კერპებია და მათი თაყვანისცემა დემონთა გასახარი საქმეა. სანაცვლოდ მათ დიდებას, პატივს, საკუთარი რიტუალების აღსრულების თავისუფლებას პირდებოდნენ, მაგრამ არათუ არ მიდიოდნენ ამ კომპრომისზე ქრისტიანები, არამედ ყველას გასაგონად ამბობდნენ სიმართლეს, მათთვის სრულიად უცხო იყო კონფორმიზმი და დიპლომატიური ლავირება, „რამეთუ არა აქუნდათ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას (ზეციურს) ეძიებდნენ“. ან რა სჯიდათ წმინდა მღვდელმთავრებს , რომლებსაც მუქარისა და ხშირად მოსალოდნელი სიკვდილის მიუხედავად, არასოდეს უთქვამთ თეთრზე შავი და პირიქით. რა უნდა ექნათ ილია წინასწარმეტყველს, იოანე ნათლისმცემელს, იოანე ოქროპირს, თეოდორე სტუდიელსა თუ გრიგოლ ხანძთელს, დაედოთ პოლიტიკური ზავი იეზაბიელთან, იროდისთან, დედოფალ ევდოქსიასთან თუ სხვა ამა ქვეყნის უზნეო ძლიერებთან? უნდა გაჩუმებულიყო წმ. გრიგოლ პალამა, რომელიც თავის თანამედროვე პატრიარქს – „პოლიტარხს“ ეძახდა? ( რა ზუსტი და შესაფერისი ეპითეტია თანამედროვე კირილეების, ილიების, ბართლომეებისათვის). ალბათ უნდა გაჩუმებულიყვნენ ღირსმოწამე ათონელი ბერებიც, მიეღოთ პატრიარქ იოანე ვეკკას მიერ შემოთავაზებული უნია. ანდა, რატომ არ გამოიჩინა პოლიტიკური გამჭრიახობა წმ. მარკოზ ეფესელმა? რატომ ჩაშალა ესე ნანი-ნანატრი დიპლომატიური პროექტი?

      ნეტავ რა სინდისით ახსენებენ თანამედროვე პატრიარქ – პოლიტარხები მოწამეებს – ევდემოზს, ლუარსაბს, ქეთევანს, შუშანიკს, ანდა კომუნისტების მიერ დახვრეტილ ახალმოწამეებს? მათ ხომ პრინციპულად თქვეს უარი ყოველგვარ პოლიტიკაზე?

      ქრისტეანობაში უმაღლესი ამოცანა დგას , რომელიც განღმრთობას ისახავს მიზნად. „ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს“ – აი ყველა დროის ყველა წმინდანის დევიზი. განღმრთობა ანუ ცხონება (მარადიული ცხოვრება) ჩვენი შეგნებული ღვაწლია სრულყოფისა და ღმერთთან ურთიერთობის გზაზე. ამიტომაც, მასთან დაკავშირებული შემეცნება ჭეშმარიტებისა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ჩვენს შინაგან გამოცდილებასთან და არ უნდა რჩებოდეს სრულიად გაუგებარ საიდუმლოდ. ქრისტეს ეკლესიისათვის სრულიად უცხოა როგორც გნოსტიციზმი, ისე გნოსომახობა. საღმრთო მოძღვრება მხოლოდ „იდუმალგანდობილებისთვის“ როდია, მისი შესწავლა ყველა ქრისტიანისთვისაა სავალდებულო, ამის გარეშე შეუძლებელია ცხონება და მადლით განღმრთობა, რადგან მადლი ავტომატურად არ მოქმედებს, იგი მის გონიერ მაძიებლებს მიენიჭებათ მხოლოდ.

      თანამედროვე რელიგიურმა ავტორიტეტებმა კი ეკლესია ორ ნაწილად გაყვეს: იერარქია, რომელიც ექსკლუზიურად ფლობს და განაგებს ჭეშმარიტებასა და მადლს, და მრევლი, რომელსაც შთააგონეს, რომ გნოსომახების მსგავსად მათთვის დამღუპველია სჯულის გამოძიება და შესწავლა,  მხოლოდ უსიტყვო მორჩილებაა საკმარისი ცხონებისათვის.

     გაიღვიძეთ ძმებო და დებო, გამოფხიზლდით ამ ბანგისა და ოპიუმისგან, რომლებსაც თავისი კეთილდღეობისთვის იყენებენ კაცღმერთუნები. ქრისტემ გვიხსნა ცოდვის მონობისაგან, ქრისტეანობა აზნაურობა,  ქრისტესთან მეგობრობაა. „ნუ იქნებით მონა კაცთა“  – გვასწავლის პავლე მოციქული, მით უმეტეს იმ კაცთა, ვისაც  მთელი ცხოვრება მებრძოლ ათეისტებთან მონობაში, და მათ ერთგულ სამსახურში გაუტარებიათ.  ნუ გავრისკავთ,  ჩვენი ცხონებით, სასუფეველში მხოლოდ სულიერი აზნაურნი, თავისუფალნი შევლენ. რადგან ღმერთმა ადამიანი სამოთხეში თავისუფლად შექმნა, იქ დასაბრუნებლადაც სწორედ თავისუფლების მოპოვებაა საჭირო. თავისუფლება იმ პროვინციული მითოლოგიისგან, ფილეტისტური ურაპატრიოტიზმისგან და „მკვდარი ღმერთის“ თეოლოგიისგან, რომელსაც სტალინისტი „კაცღმერთი“ ქადაგებს – ყოველივე ამას ხომ არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ თქვენი მწყემსები მტაცებელ მგლებს დაუმეგობრდნენ და მათთან ერთად ქეიფობენ ბაქოში,  მოსკოვში, ჟენევასა თუ რომში.

        ეს ჩვენი პრეზიდენტი , ეტყობა, ძალიან ძუნწი კაცია, თორემ აქამდე შეელეოდა ერთ წითელ წაღს, რომელზეც ასე ოცნებობენ საპატრიარქოში. დროზე გაიმეტეთ ბატონო მიხეილ! ერთბაშად ორივე არ დაკარგოთ.  

         და მაინც, რა ღირს ოპიუმი ქართველი ხალხისთვის? ვაი , რომ ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს ის ყველას, ვისაც კაცღმერთის დიდი ფოტოპორტრეტი დაუკიდია ღმერთკაცის ხატზე მაღლა.

მღვდელი გელასი აროშვილი 

წმ. აბიბოს ნეკრესელის ხსენება , 2009

იხ. “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”
წმიდა თეოდორე სტუდიელის სახელობის, ჭეშმარიტ-მართლმადიდებლური რესურსების ელექტრონული გვერდი
   http://studieli.blogspot.com/

        

49 Responses to “ოპიუმი ქართველი ხალხისთვის ანუ ცალი წითელი წაღი”

  1. ALEXI Says:

    ეს გამოქვეყნდა „საპატრიარქოს უწყებანი“-ში. კომენტარი თქვენთვის მომინდვია. ან რა კომენტარი ჭირდება ამდაგვარ მოღვაწეობას? ყველაფერი ნათელია! მართალია მამა გელასი რასაც ამბობს ამ წერილში.
    ———————————–
    უწმინდესისა და უნეტარესისა,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის სიტყვა წარმოთქმული ქ.ბაქოში მისი აღმატებულების,სრულიად კავკასიის მუსლიმთა ლიდერის,შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს დაბადების 60 და მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით
    ჩვენ აქ შევიკრიბეთ,რათა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და სიყვარული თქვენდამი,ძვირფასო ძმაო,და მოგილოცოთ დაბადებიდან 60 წლისთავი.
    ეს კონფერენცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმ გონივრული მშვიდობისმოყვარე პოლიტიკისა,რომელსაც ახორციელებს Aაზერბაიჯანის დღევანდელი ხელმძღვანელობა,მისი პრეზიდენტის,ბატონ ილჰამ ალიევის მეთაურობით.
    ასევე დიდია თქვენი,ძვირფასო ფაშა-ზადე,როგორც კავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის დამსახურება Aზერბაიჯანის,საერთოდ კავკასიის,კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებაში,ამიტომაც სარგებლობთ ყველგან ასეთი მაღალი ავტორიტეტით.
    თქვენი მოღვაწეობის უშუალო შედეგია ისიც,რომ კავკასიაში წარმატებით მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის,ტარდება კონფერენციები და შეხვედრები,რაც ადამიანურ,თბილ ერთიერთობებში გადადის.ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების მეგობრობა,რომელიც მრავალ საუკუნოვან ისტორიასთან ერთად დღეს ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება.
    ის,რომ სამხრეთ კავკასიაში ამჟამად მძიმე სიტუაციაა,ყველამ ვიცით.ვიცით ისიც,რომ ჩვენს წინაშე უმნიშვნელოვანესი ამოცანები დგას:ტერიოტორიული მტლიანობის აღდგენა,ჩვენი სუვენერიტეტის დაცვა და ამასთან მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება.
    ვფიქრობ,ამ მიზანს ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა მივაღწიოთ.ძნელია ეს,მაგრამ შეუძლებელი,რადგან აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც აქვს კულტურული და მორალური რესურსები იმისა,რომ ჩვენი მეზობლებისა და მეგობარი ქვეყნების ხელშეწყობით ეს რეგიონი მშვიდობიან სივრცედ ვაქციოთ.
    ჩვენ,როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერი ლიდერებს,ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისთვის და კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისათვის..მართალია,თანამედროვეობა მრავალფეროვან და მარავლრიცხოვან ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის,მაგრამ უნდა ვეცადოთ,სულიერებით,სიყვარულით,მშვიდობით დავძლიოთ პრობლემები და საზოგადოებაშიც ეს განწყობა დავამკვიდროთ.
    საქართველოს ისტორია ფაქტორბივად ომების ისტორიაა.ომის სიმძიმე ჩვენ ბოლო პერიოდშიც გამოვცადეთ და კარგად ვიცით ფასი მშვიდობისა.ამიტომაც ქართველები მისალმების ორ ძირითად ფორმას ხმარობენ:მშვიდობა და გამარჯვება.მშვიდობას და მშვიდობით მიღწეულ გამარჯვებებს ვუსურვებ ჩემს ქვეყანასაც,აზერბაიჯანსაც და თქვენ ყველას.
    ძვირფასო ფაშა-ზადე,ჩვენ,-მე და თქვენ,გარდა ოფიციალური ურთიერთობისა,მეგობრობა და სიყვარული გვაკავშირებს,რასაც კარგა ხნის ისტორია აქვს და რაც,შეიძლება ითქვას,სამაგალითოა სხვადასხვა აღმსარებლობის სულიერ ლიდერთა ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით.თქვენ ათეული წლებია ხართ კავკასიის მუსლიმთა წინამძღოლი.ადამიანები ხშირად ამა თუ იმ პიროვნების მირწევების მხოლოდ გარეგნულ მხარეს ხედავენ და ავიწყდებათ,რომ ყველა ხელმძღვანელობა ურთულესი და უმძიმესი ტვირთია;განსაკუთრებით დღეს.
    შეგაძლებინოთ გამჩენმა,იყოთ თქვენი ხალხის ერთგული მსახური და თქვენი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით კვლავაც მრავალი პრობლემა გადაალახინოთ არა მარტო თქვენი ხალხს,არამედ კავკასიის მოსახლეობასაც.
    გისურვებთ ჯამრთელობას,დღეგრძელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და მოღვაწეობაში.
    ვისურვებდი,ჩვენ ყველას გვეცხოვრა ისე,როგორც წერს ნიზამი განჯელი:,,იყავი ისეთივე მდიდარი და თავმდაბალი,როგორც მიწა’’

    • ლადო Says:

      “შეგაძლებინოთ გამჩენმა,იყოთ თქვენი ხალხის ერთგული მსახური და თქვენი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით კვლავაც მრავალი პრობლემა გადაალახინოთ არა მარტო თქვენი ხალხს,არამედ კავკასიის მოსახლეობასაც.”
      ===============================
      ეს სიტყვები ილიამ ფაშას ბაქოში და საპატრიარქოს უწყებანმა დაბეჭდა? ნეტა რომელ გამჩენს გულისხმობდა ანტიპატრიარქი, ქრისტეს თუ მუჰამედს, თუ ორივეს ერთად? ე. ი. ფაშა-ზადე არისო ერთგული მსახური თავისი ხალხის, და თანაც ბრძენიო და შორსმჭვრეტელი არა? ნუ სიტყვები არ მყოფნის ჩემი აღშფოთების გადმოსაცემად. ბაპტისტების ჩაჩა-ჩაჩას შემდეგ საპატრიარქოს ამ მუჰამედურმა რწმენამ უკან ჩამოიტოვა მრავალი უსირცხვილობა. დავით სადა ხარ მომეხმარე!

      • გიორგი Says:

        პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ, მამა გელასის ამ მშვენიერი ღვთივგანბრძნობილი წერილის მოწოდებისთვის. ხოლო ამის შემდეგ, მინდა ჩემი აზრიც გამოვთქვა ბაქოს დოკუმენტთან დაკავშირებით. ეს არის მართლაცდა ყოვლად სამარცხვინო, ყოვლად მკრეხელური და ყოვლად შესაჩვენებელი მიმართვის ტექსტი. წარმოუდგენელია, ასე როგორ უნდა დაეცეს პატრიარქი და მისი სინოდი, რომ ასეთი აღტაცების, მეგობრობის, ძმობის გამომხატველი სიტყვებით შეუქონ ქრისტეს მოწინააღმდეგეს აღმსარებლობა. განა ამის შემდეგაც საეჭვოა, რომ ეს პატრიარქი მთელი თავისი საპატრიარქო მოსაყდრეეებით ნამდვილად მოციქულ იუდა ისკარიოტელის ეკლესიაა? დიახ, ილია მეორე ისეთივე პატრიარქია და ისეთივე სამღვდელმთავრო სინოდი ჰყავს, როგორი მოციქულიც იყო 30 ვერცხლად უფლის გამყიდველი იუდა ისკარიოტელი.
        ”დიდგორის” პრესა/ გ.წულაძე

      • გიორგი Says:

        p. s. კომპრომისი? საქართველოს საპატრიარქოს ამ გამცემლურ დოკუმენტს კომპრომისი კი აღარ ეწოდება, არამედ სჯულის გამოცვლა.

  2. a.sanduxaZe Says:

    wavikiTxe, wavikiTxe da kidev ufor gamiaTmagda rwmena imisa, rom ufali cems tanjul ers ar gaswiravs, ar gaimetebs miwis pirisagan mosasrelad, imitom rom sabednierod da sasixarulod qartVel ers , miuxedavad amdeni gansacdelisa, mainc SemorCa iseTi sulieri moZRvrebi, rogorc mRvdlebi aroSvilebi, giorgi sxilaZe da maTebr moRvawe sasulieroni hyavs, mere ra Tu dRes mati ricxvi mcirea, simcire xom rCeulTa xvedria, da mwams, rom maTi locva -vedrebiT, WeSmariti RvTismsaxurebiT isini mravlad gaCndebian Cveni eris wiaRSi!
    dailoceT gaixareT, Tqven uZRvebiT am nareklian, golgoTisken aRmaval gzaze Cvens tanjul da jvarcmul ers, raTa sixarulad Seecvalos amdeni xnis mwuxereba da gasaWiri. Cven isRa dagvrCenia ufals vevedroT, rom gvimravlos Twvenebr WeSmariti moZRvrebi da momavlis imediT gavlioT Cveni codvili cxovreba. iRorZineT, iZliereT qristes mxedrebo!

  3. ლომისა Says:

    თუკი ქრისტეანთა ტაძრებშიც ჩემს ვნებას გაიხსენებენ მხოლოდ, როგორც სევდიან ისტორიას, თუკი ჯვარი ჩემი იქნება მხოლოდ თეატრალური სანახაობა, რომლითაც ისეირებს ხალხი, მაშ ვისთვის მოვკვდი? უმადური ხალხისთვის, რომლებიც ჩემს სიყვარულს არ ცნობენ, ანდა საერთოდ არ სჭირდებათ იგი, აი რატომ არს „შეწუხებული ჩემი სული ვიდრე სიკვდილამდე“ (მათე, 26.39)

    • mariami Says:

      gasagebia, rom saqartvelos patriarqi mwvaleblobashia. magram forumze wavikitxe kairosis ai es azr, sadac amtkicebs rom ar unda gamoveyot patriarqs imitom rom mwavelebluri azri awuxebs. aseti patriarqebi wavlen, sxvebi movlen da eklesia rcheba eklesiad. mainteresebs amaze ras upasuxebt, radgan lashas ar alaparakeben.
      ყურადღებას ვაქცევთ, რომ აქ წერია “ტახტი იქნა დაკავებული” რაც იმას კი არ ნიშნავს უცებ მთელი ეკლესია მწვალებლობაში გადავარდა, რადგან სათავეში მყოფს მწვალებლური აზრი აწუხებდა, არამედ იმას რომ ეკლესიაში დაიწყო შიგა დაპირისპირება მწვალებელ და მართლმადიდებელ იერარქთა შორის, ეკლესიის აზრს და მის პოზიციას განსაზღვრავს არა ის, ვინაა
      მის სათავეში და რას ფიქრობს (ანუ პაპიზმთან ახლოს იდეები), არამედ მისი კრებსითობით გამოხატული იდეა, რაც არცერთ ზემოთ დასახელებულ ეკლესიაში არ მომხდარა, მოკვდა ის პატრიარქები ისე, რომ ვერ იზეიმა იმ ეკლესიებში მწვალებლობამ.
      http://church.ge/index.php?showtopic=4059&st=200

  4. ნიკა Says:

    პასუხი_მარიამს:
    ——————-
    მარიამ, ძვირფასო დაო, გთხოვთ, ნურც ”კაიროსს”, ნურც ”კანონისტს”, ნურც ”აფხაზს”, ან სხვა სჯულის თვითმარქვია მასწავლებლებს, ნუ დაუჯერებთ, გნებავთ, იქნებიან ისინი საპატრიარქოს ფორუმიდან თუ სხვა ფორუმებზე, არამედ საჭიროა, რომ დაუჯეროთ თავად უფალს და მის კანონიკურ განწესებებს, იქნება ეს ზოგადად ერესის თუ მართლმადიდებელი ეკლესიის რაობის, ან თუნდაც ათეიზმის შესახებ.

    • davit Says:

      ბატონო ალექსანდრე! ძლიერ გამახარა თქვენმა დიდებულმა კომენტარმა დევნილი სამღვდელოების შესახებ. დიახ, ჭეშმარიტი სამღვდელობის დევნით, ყოველთვის იდევნებოდა თავად ქრისტე, ისევე, როგორც ეროვნულ მოძრაობაშიც იდევნებოდნენ ქართველი ერის ერთგული გმირები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია! დიახ, ჭეშმარიტი სამღვდელოება არის ჩვენი ერის დიდება! ეკუმენისტი მღვდლები მრავალრიცხოვანი არიან, ხოლო ჭეშმარიტი მღვდლები მცირედნი, ისევე, როგორც ეროვნულ მოძრაობაში, ეროვნულობაზე პრეტენზიას მრავალნი აცხადებდნენ, მაგრამ უმცირესობაში იყვნენ ზვიადი და მერაბი!

      • davit Says:

        პ.ს. საცა სიმართლეა იქ არის ქრისტე, ხოლო საცა სიცრუეა, იქ არის სატანა!

      • davit Says:

        არა რა კუზიანს სამარის მეტი რემ ვერაფერი გაასწორებსო, ამ კაიროსზე და მის ცოცხზე გადამჯდარ ძმებსა თუ დებზეა ნათქვამი. გავეცანი მარიამის მოწოდებულ ბმულს და გაკვირვებული დავრჩი. ეს უტიფარი ჭინკები როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, სულ არ აინტერესებთ მოციქულთა კანონები, სულ არ აინტრესებთ წმინდა მამათა კანონები, გაგიხარია, როცა აწყობთ გამოიყენებენ წმინდა სწავლებებს, ხოლო როცა არ აწყობთ, მაშინ დაიწყებენ მტკიცებას შეცდნენო და მოძველადნენ ეს კანონ-სწავლანიო. როდიდან გახდნენ წმინდა მაქსიმეს დამცველები, ადრე ამტკიცებდენ წმინდა კოზმა, წმინდა იუსტინე და სხვა წმინდა მამები კათოლიკებთან და მონოფიზიტ-მიაფიზიტებთან დაკავშირებით შეცდნენ და ყოველთვის მსოფლიო კრებაა საჭირო ყველა მწვალებლობის ცალ-ცალკე დასაგმობადო. ალბათ მილიონი მსოფლიო საეკრესიო კრებაა საჭირო მაგათი მოთხოვნები რომ დავაკმაყოფილოთ. ჰაი ჰაი ეშმაკებო ღმერთს გინდათ აჯობოთ არა თქვე მიწაზე არ დამჩნეულო საბრალო ქმნილებებო! კაიროსს თავისი მართლმადიდებლობა აქვს, კანუდოსელას თავისი, აფხაზს ცალკე შეუქმინი მართლმადიდებლობა, კატო-ბატოს თავისი, დოქტორანტი ხომ მაგისტრია სულ ცალკე შექმნა ახალი მართლმადიდებლობა, ნუ მოკლედ რომ ვთქვა მაგ ფორუმზე რასაც თვალი გადავავლე 70-ამდე ”მართლმადიდებლობა” და თან სულ ურთიერთგანსხვავებული შეუქმინათ. არადა კაცო მე რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლობა ერთია და ის ხომ ქრისტეს სჯულის კანონია.

      • davit Says:

        აი გენაცვალეთ სულში მამა ზურაბ აჰა, მართლაც ვაჟკაცო და მართალო მღვდელო, რა მაგრად ბოღმავთ და გულზე ნარ-ეკალად ესობით მაგ კაიროსს და სხვა მისნაირად გადარჯულებულ ჭინკებსა. ნახეთ ნახეთ რა მაგრად ემტერებიან მამა ზურაბსა, რას არ უწოდებენ ეს პირშავა ”მართლმადიდებელები”. დოქტორანტ არა თქვათ ძველებურად თქვენი მოლათი აღტაცებული პატრიარქი სჯობია მამა ზურაბსაო, ან აი აიხდეთ რა ზემოთ ვიდეოში ზუგდიდ ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე მთარგმნელად რომ დასდგომია ფაშაზადეს და ნახეთ ერთი რა პატივით დახრილა მისკენ და უთარგმნის ბურჯანაძის სიტყვას მოლასა. იქეთ კიდევ ცხუმ აფხაზეთის დანიელი გამოჭიმულა მოლებთან და მონო-მიაფიზიტებთან. ბურჯანაძის უკან წვეტიანი ქუდით სომეხი ალაჯორი ისე დამდგარა კაცო რომ მეგონა მისი წვეტიანი ქუდით ბურჯანაძის თავი შეუმოსავთ უკვე და ვკვირობდი ესეც რუსიკოსავით გაეპიკოპოსებოლათქო. ნუ არა რა ამ კაიროს-ვირუსებმა ბაბტისტების ჩაჩა_ჩას შემდეგ მთლად გადამრიეს და ნეტა მართლა ხიბლში ხომ არა ვარ?!!

      • davit Says:

        პ.ს. არა ლაშაბს ტყუილად ვაწყენინე, ვიჩქარე! კარგი ბიჭი ხარ ლაშა შენ, კარგი! მამა ზურაბი აიყვანე ლაშა მოძღვრად და ცხონდები!

  5. patriot Says:

    გამარჯობათ,სანამ კომენტარს გავაკეთებდე თქვენს ,,კომენტარებზე” მინდა შეგახსენოთ რონ საერთოდ ადვილია შორიდან კრიტიკა როცა იქ არ ხართ,იმ ჯვარს არ ზიდავთ,იმ სიმძიმეს.შვილს შეიძლება სულ ჩიჩია უნდოდეს,მაგრამ არ კი კითხულობდეს,მამას შეუძლია?განა იმიტომ რომ არ აინეტერსებს,უბრალოდ იმიტომ რომ ჯერ მისი გონება ვერ ხვდება,ჩვილია და მიტომ.ასეთივე შემთხვევას თუ შეიძლება მივაწეროთ თქვენი ხმაური,გულწრფერალდ გინდათ რაღაც,მაგრამ არ კი კითხულობთ,ვერ კითხულობთ სიღმისეულად,ვერ წვდები.პატრიარქის მიმართვაზე მსჯელობთ მარტო გარეგნულად,არათუ მის სიღრმისეულ არსზე ფიქრობთ,არამედ გარეგნულ ეფექტსაც კი ვერა ჰხედავთ.ისე გაგონილი გექნებათ გველსა შიგან გამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარი.კიდევ სხვა ბევრი გამონათქვამისა თუ ხალხური ლექსის მოყვანა შეიძლება,ამ აზრის გასავრცობად,მაგრამ რუსთველიც ვიკმაროთ.განა ზვიადის ცნობილი ტაქტიკა არ იყო.მტერი მოყვრად გაეხადა?განა ამით არ ხსნიან პუჩისტების არ დასჯას? ხოდა თან როცა ჩადიხარ,ისტორიულად შენს მტრადნამყოფ ქვეყანაში,რომელზეც დამოკიდებულია შენი ქვეყნის,ანუ შვილთა მდგომარეობა(ეკონომიური,რის გამოც დაიცალა საქართველო) განა ბევრი რამ არ უნდა გაითვალისწინო?განა იყავთ ბრძენი ვიათარცა გველნი,ანუ ის მოუბრობა ტკბილად არ უნდა გაიხსენო? რასაც შენი წინაპრები აგრერიგად იყენებდნენ? მოკლედ სიღრმე აკლია თქვენს კრიტიკასაც,კაია კრიტიკა მაგრამ გაანალიზებული,გასიგრძეგანებული,ტკბილად მოსაუბრეა პატრიარქი არ მოგწონთ,მტერთა ხმამაღლა მაგინებელია პრეზიდენტი,ისიც არ მოგწონთ,კი ბატონო ზვიადი დიდი პიროვნებაა,მაგრამ ჩავლილმა დღენმა რამდენი უნდა გვადინოს ცრემლი,როცა წინ მომავლის დღენი გვაქვს.

  6. patriot Says:

    გაითვალისწინეთ ის გარემოებები რაც საქართველოში ხდება,ის გარემოებები რომ აჯერბაიჯანში,ბაქოს სიღრმეში დაბადებული გაზრდილი მუსულმანი რომელსაცგაგონილი არა აქვს საერთოდ ქრისტიანობის შესახებ სიტყვაც,უცბად გებულობს რომ არსებობს თურმე ასეთი რელიგიაც.რომელშიც შეიძლება გამოიწვიოს ცხოველი დაინტერესება,თან მაშინ რომ ბაქოში გადაწყდა რომ უნდა აშენდეს მართმადიდებლური ტაძარი,განა ეს ყველაფერი თQვენ კრიტიკის დროს არ უნდა გაითვალისწინოთ? ასე ზერელე დანოკიდებულება და ყველაფერში ნიჰილიზმი და პესიმიზმი არ შეიზლება,უბრალოდ არაა პროგრესის მომტანი,თუ რეალურად გწადიათ რამის შეცვლა,მაშინ კრიტიკას ანალიზიც დაურთეთ,მაგალითად პატარა გაკვეთილს მოგცემთ,პატრიარქმა ეს ქნა ამის გამო,მაგრამ შეიზლებოდა სხვანაირადაც,ურო უკეთ,და დასახეთ გზა.თუ თქვენ უკეთ გესმით.გაიხსენეთ რას წერდა ილიას მკვლელებზე ვაჯა ფშაველა,როდესაც საზოგადოების რაღაც ნაწიი მათი სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.რა საჭიროა სისხლს კიდევ სისხლი დავუმატოთო.ანუ ვაჯამ გაანა ის თქვა რომ ილია მოსაკლავი იყოვო,არამედ გაანალიზებულად ძმათა კვლის თუნდაც ცოდვილების სისიხლიანი ,,ვენდეტა” არ უნდა რომ მომხდარიყო.შედარება ერთი ერთზე არაა გაკეთებული რაღა თQმა უნდა,მაგრამ მე მითითების გამო გწერთ რომ,როცა აკრიტიკებთ,რამე სხვა ალტერნატიული გზა მაინც დასახეთ რომ,ასე თუ არა ასე უფრო უკეთ შეიძლებოდა გაკეთებაო.ჰარი ჰარალოზე ყვირილი არაფრის მომტანი არაა.ჯერ საკუთარ თქვენი თავებისთვის ნიტ უფრო იმ მიზნისთვის რასაც თQვენ თQვენს გულებში ემსახურებით,ანუ ჩვილი ბავშვის ხმაური მამაი ჩიჩია მინდაო.

    • ნიკა Says:

      პასუხი_patriot: -ს:
      ————————-
      თქვენ ბრძანებთ, რომ:
      ————————-
      ”ადვილია შორიდან კრიტიკა როცა იქ არ ხართ,იმ ჯვარს არ ზიდავთ,იმ სიმძიმეს.შვილს შეიძლება სულ ჩიჩია უნდოდეს,მაგრამ არ კი კითხულობდეს,მამას შეუძლია?განა იმიტომ რომ არ აინეტერსებს,უბრალოდ იმიტომ რომ ჯერ მისი გონება ვერ ხვდება,ჩვილია…”.

      ————————————-

      გასაგებია, მაგრამ თუ ჩვენი გონება ჩვილია პატრიარქის ვიზიტების შეცნობისადმი ბაქოსა თუ სხვაგან და ერეტიკოსებისადმი მის მიერი ”ბრძნული” ხოტბის შესხმებისადმი, მაშინ გეკითხებით, უფლის, მისი წმინდა მამების გონება და მათ მიერ დადგენილი საეკლესიო კოდექსიც ჩვილია პატრიარქის ”სიღრმისეულ” ქმედებათა მიმართ? ამ ქმედებებს ხომ უფალი, მოციქულები და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წმინდა მამაები სამგზის ანათემებს განუწესებენ თქვენებრ რომ ვთქვათ ”ჩვილი გონებით”? იხ. სანამ ქართულად გამოვაქვეყნებთ, რას წერს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმინდა მამა ისლამზე ”ჩვილი გონებით”.
      http://didgoriru.wordpress.com/2009/11/16/преподобный-иоанн-дамаскин-2/

      ნიკა გვარამია (”დიდგორი” ის პრეს-მდივანი)

      • ნიკა Says:

        დამატება_პასუხი “patriots”/.ს .

        ——————————–

        იგი წერს: ”ბაქოს სიღრმეში დაბადებული გაზრდილი მუსულმანი რომელსაცგაგონილი არა აქვს საერთოდ ქრისტიანობის შესახებ სიტყვაც, უცბად გებულობს რომ არსებობს თურმე ასეთი რელიგიაც…”

        —————————————————
        კი მაგრამ, რას გებულობენ, რომ არსებობს რომელი რელიგია? მართლმადიდებელი ქრისტანობა თუ ეკუმენიზმი? დიახ, რა თქმა უნდა, გაიგებენ, რომ არსებობს ეკუმენიზმი ანუ მრავალღმერთიანობა. ხოლო თქვენ კი საჭიროა, რომ ათ მცნებას მიუბრუნდეთ, სადაც უფალი ”ჩვილი გონებით” პირველსავე მცნებაში მკაცრად კრძალავს კერპთაყვანისმცემლობას, ანუ მრავალღმერთიანობას.

      • ნიკა Says:

        1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

  7. a.sanduxaZe Says:

    ბატონ patriots!

    ბატონო პატრიოტო, წავიკითხე თქვენი კომენტარი, პირს ღიმილი მომადგა, მართლაც რომ “ჩვილის გონებითაა” დაწერილი.

    ხშირად შემოვდივარ ამ საიტზე, ვკითხულობ წერილებს, რომელიც “დიდგორის” რედაქციის ავტორობით ქვეყნდება, თქვენგან განსხვავებით მე ერთი რამით ვარ აღფრთოვანებული, ამ რედაქციის წევრების მართლმადიდებლური განსწავლულობით, დიახ, ეს ასეა, აქ ჩემსგან არაფერი არ არის მაამებლური, რედაქციის ყოველი წერილის ამოსავალი სჯულისკანონი, წმიდა მოციწულთა და წმიდა მამათა აზრებია.

    გაოცებული ვარ იმით, რომ ოპონირება საწინააღმდეგო მხრიდან ზერელე და ხშირად მტრულია, რამეთუ რედაქციის ფარი და მახვილი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მრწამსია.

    პირადად ვერ დავიკვეხნი ამ ყველაფრის სიღრმისეული ცოდნით, პირიქით დილეტანტის დონეც არ გამაპნია, მაგრამ მათი წაკითხვისთანავე, შიში მეუფლება უსაშველო, ვაი, რა ცოდვილი და ბიწიერი ვარ-თქო.

    ბატონო პატრიოტო ადვილი ისაა, რომ ამ ხალხს მოწინააღმდეგენი მხოლოდ პიროვნულად, ყოველგვარი ქრისტიანული აზრთა გაცვლა -გამოცვლის გარეშე, ცილისწამებებითა და უზნეო ხერხებით ებრძვიან, მე არ წამიკითხავს რომელიმეს საბუთად, არგუმენტებათ საეკლესიო კანონსამართალი მოეტანოს, ან რას მოიტანენ ის ხომ ერთია – ჭეშმარტი მართლმადიდებლური სჯულის კანონი და საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებები, ან კიდევ უპირისპირდებიან დამღუპველი ეკუმენისტური ბოდვებით.

    ხოლო, ვისაც სჯულის კანონი შეუსსიხლხორცებია, მას ენა როგორ მოუბრუნდება ან გაბედოს შეკამათება.

    ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ეს ხალხი საქართველოში არ არის და ადვილია კრიტიკა, რადგან თურმე იმ ჯვარს არ ტვირთავ, რომელსაც საქართველოში მყოფნი ეზიდებიან, ვერ არის მთლად მართალი. მართალი და პატიოსანი ქართველისათვის ყველაზე დიდი დასჯა და ხვედრია სამშობლოსთან განშორება, რაც გაცილებით მძიმე ჯვარია ვიდრე საქართველოში ყოფნა. თუმც რომელიც ზიდავს ჯვარს, საქართველოს ჯვარისმტვირთველი ილია II სიტყვებით, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, გაიხსენეთ რამდენიმე წლის წინათ, სამების საკათედრო ტაძარში, მარიამობა დღეს რომ შეამკო პატრიარქმა პრეზიდენტი და ცოტა მოგვიანებიტ, წელს მართლაც აჩუქა ჯვარი.

    თქვენ ზვიად გამსახურდია ახსენეთ და აქვე მინდა დავძინო, ბატონო პატრიოტო ეს პატრიარქი ყველა მთავრობაძეს კაი ბიჭი ხარო ეძახის, თუმც ერთის გამოკლებით, ერთ მთავრობას, იმ მთავრობას (ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას) რომელმაც დედა ეკლესიას მრევლი დაუბრუნა და აღადგინა მინავლებული და მიფერფლილი რწმენა, სწორედ იმ მთავრობისთვის არ დასცდენია კუთვნილი ალალი სიტყვა. მე ვერ გამიგია, როგორ უნდა აქებდეს პატიოსანი კაცი და ამ შემთხვევაში ერის სულიერი მამა ერთნაირი მონდომებითა და დითირამბებით შევარდნაძეს, პატიაშვილს, გუმბარიძესა, სააკაშვილს, ჯაბა ისოსელიანს და ახალაიებს?

    საინტერესოა, ამას რად არ უფიქრდებიან დავაჟკაცებული გონების ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია ერის ავანგარდში ყოფნაზე აქვთ? იმიტომ რომ თვით არიან ასეთები, განა ეს ხალხი, დღეს თავის ტავს ოპოზიციას და ერის მჭვუნვარე მამებს უწოდებს, თავის დროზე ასე არ ექლესებოდნენ ყველა ტახტედ მოკალათებულს?

    და ისინიც მსგავსად მათი სულიერი მამისა, გულგრილნი რჩებოდნენ ყოველთვია ქართველი ერის უმართლესი და უსაყვარლესი შვილის – ზვიად გამსახურდია მიმართ, იმიტომ რომ ზვიადი ამათი ხროვიდან, ამათი კოლტიდან არ იყო!

    ამ თქვენმა პატრიარქმა თავის დროზე სამღვდლოთაგან ვინც უერთგულა უფლის მიერ მირონცხებულ პრეზიდენტს, ვინც წესი აუგო პრეტიდენტის ცხედარს, ყველა ანათემას გადასცა და განკვეთა ეკლესიისაგან. ხოლო, როდესაც საქართველოს წამებული შვილის წმინდა ნეშტი დიდებით დაუბრუნდა მასსავით ვნებულ სამშობლოს, მაშინ კი პატრიარქმა აღავლინა ლოცვა-ვედრება და წესიც აუგო. გეკითხებით ბატონი პატრიოტო, სად არის აქ სიმართლე და პატიოსნება, მე ვერ გამიგია როდის იყო პატრიარქი მართალი, მაშინ, როდესაც შევარდნაძეს, სააკაშვილს, პატიაშვილს, გუმბარიძეს ხოტბა – დიდებას ასხამდა თუ იმ დროს, როდესაც თავს ადგა წამებული რაინდის ნეშტს?

    იქნებ ჩვფიქრდეთ: რატომ, რისთვის, საიდან ამდენი განსაცდელი, ჭირი და უბედურება ჩვენს თავს, ჩვაფიქრდეთ და იქნებ მივხვდეთ, მივაგნოთ ამ მიზეზებს, იქნებ ვიპოვნოთ ის ბილიკები, რომლებიც სწორ გზაზე დაგვაყენებენ.

    უფალო, მალე გაუნათე გონება ჩვენს ხალხს!

  8. patrioti Says:

    აქა მშვიდობა.

    მინდა ნიკას ვუპასუხო პირველად,სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალ მანამდე,პატარა შესავალს გავაკეთებ,წინა კომენტარში მქონდა საუბარი იმაზედ რომ როცა რაიმეს კრიტიკა ხდება, უნდა ხდებოდეს მისი გაანალიზება,სიღრმისეული წვდომა, და შემდეგ დასაბუთებულად შეცდომების მითითება და შემდეგ გზა, გამოსავალის დასახვა.რაც ისევ და ისევ მოკლებულია თქვენს მომდევნო პასუხს.მხოლოდ და მხოლოდ თვალი,სიტყვა ჩვილისთვის მოგიკრიათ,და მასზე ააგეთ მთელი თქვენი გულწყრომილი პასუხი,რამაც ობიექტურობის საზღვრიდან გამოგიყვანათ და კვლავ სუბიეტივიზმში გადაგისროლათ, რის გამოც აცდით ისევ და ისევ,თემის არსს.ობიექტურობის დაკარგვა ყველაზე ცუდია როცა ძიებაში ხარ,მით უფრო ცუდი როცა თავი თვით ჭეშმარიტება გგონია.

    თქვენ წერთ რომ პატრიარქი რბილად ესაუბრა მოლას,მე გითხარით რუსთველის მიდგომა,რომელსაც სათავე უფლის სიტყვებთან ,,იყავნთ ბრძენი ვითარცა გველი” უნდა ჰქონდეს. მე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ რომ ზვიადი რომ საქართველოს პრეზიდენტად დარჩენილიყო, და ბაქოში ჩასულიყო სადაც უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს ეკონომიური სტაბილურობის საკითხი პატივისცემით მოიხსენიებდა მის პრეზიდენტსაც და მის მოლასაც.ახლა ის რომ მამები ანათემას გადასცემენ მუსულმანობას, რა თქმა უნდა,და მართმადიდებელიც რომ ვარ და ვაღიარებ ჩემი მამების მოძღვრებას ეს უკვე ნიშნავს რომ მე ვეთანხმები მათ ანათემებსაც და განაწესებსაც.ასვე პატრიარქიც როცა მისი ხელშეწყობით ისწავლება სასულიეროში მამათა ანათემები, რელიგიათა განსხვავებები,ასევე როცა სხვადასხვა ეპისკპოსები გამოსცემენ წიგნებს,ანტიეკუმენიტური სულიკვეთებით,ესეც ხომ უნდა გაითვალისწინოთ,თქვენს კრიტიკაში, ესეც ხომ უნდა ახსენოთ,და აქედან გამომდინარე თუ გრჩებათ ადგილი კრიტკისთვის,მერე უფრო დასაბუთებული იქნება,თქვენი შეხედულებები.

    მეორე აბზაცში ზოგადად შევეხები ქვემოთ გამოქვეყნებულ კომენტარებს, მე არ მიგულისხმია ჯვრის ტარებაში აქ ყოფნა, რა თქმა უნდა გადასახლება,სასჯელის ერთ ერთი ფორმა იყო ადრეულ ხანებში,სასჯელი კიდე ყოველთვის სასჯელია.მე ვიგულისხმე უშუალოდ პატრიარქის ადგილას ყოფნა.
    მოდით ერთ რამეზეც შევთანხმდეთ.ზვიადი დიდი ადამიანი იყო,მაგრამ მას გვერდში როდი ყავდა ყველა დიდი.თუმცა მისი დარჩენილი თანამებრძოლები,ამ პირობებში როცა თავი დევნულნი ჰგონიათ,ერთმანეთთან საერთო ენაც კიდე ვერ მოუნახიათ.ელემენტარული რომ ისაუბრონ,ესეც კი ვერ მოუხერხებიათ.ზვიადის საქმეებს გაგრძელება უნდა,ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში, ერის ცნობიერებაში ახალი ეტაპის დაწყებით,პროგრესით,და არა ისე ანუ როგორც თქვენ გაუგებრად,ერთამნეთთან დაპირსიპირებულად. ილია ჭავჭავაძე გვიძრახოდა პირში, ოღონდ გზებსაც სახავდა,მოძულებული კი არ ყავდა ძმა თვისი.ასევე ზვიადი, ამხელდა ბოროტების იმპერიას, მაგრამ ძმანი კი არ ყავდა მოძულებული,არამედ ყველა გააერთიანა მიუხედავად იმისა რომ ბევრი უღისი იყო მაშინდელ ეროვნულ მოძრაობაში. ილიამ ახალი ეტაპი, აზროვნების დიაპაზონის გაფართოვება მოიტანა მაშინდელ ქართველ ხალხში,ასევე ზვიადიმ,ახალი იმედები დაბადა.ხოლო თქვენ რომ იბრალებთ ზვიადის გზის გაგრძელებას,სად ჩანს ეს, მოძმეთა მოძულებაში? მერე რა რომ თუნდაც ფიქრობთ რომ უღისნი არიან, მეორეც ისევ და ისევ შეგახსენებთ ვაჟას ნათქვამს ილიას სიკვდილზე,რომ ილიას მკვლელები კი არ ჩავქოლოთო,რათა სისხლს კიდევ მოძმეთა სისიხლი არ დავამატოთო.

  9. patrioti Says:

    საქართველოს ღირსეული შვილები,ყოველთვის იბრძოდნენ ეროვნული თვით შეგნების ამაღლებისთვის,IX საუკუნეში უწევდათ დამპყრობლის უღლის ტარება,ასევე XX საუკუნეში,მაგრამ ორივე დროს მოხერხდა აღმასვლა.რაც საბოლოოდ ზვიადის გამარჯვებით დამთავრდა,ცუდია რაც მერე მოხდა,და თუ ისინი სხვისი ხელიდან იდევნებოდნენ მაგრამ მაინც მოახერხეს ქართველთა გაერთიანება,განა ნამდვილ,ჭეშმარიტ ეროვნულმა მოძრაობამ უფრო მეტი არ უნდა შეძლოს დღეს? ამიტომ თუ ფიქრობთ რომ ეს ძალა თქვენშია,რაც ნაკლებად მგონია,მაშინ თQვენგან უნდა წამოვიდეს,ახალი სიტყვა,პროგრესი აზროვნებაში,პროგრესი საქმის კეთებაში,გამომცემლობებით,სოფელ-სოფელ სიარულით,რასაც დღევანდელი საპატრიარქო უფრო აკეთებს ვიდრე აგრე რიგად ხმამაღლა მომყვირალი ზუსტადაც რომ ჩვილი ბავშვები.

    • ნიკა Says:

      pasuxi_patriots: გაუგებარია, ბატონო ჩემო, რა მოძულებაზე საუბრობთ, ან რა ჩაქოლვაზე, ან რა გაერთიანებაზე. როგორც დაახლოებით, მივხვდი, თქვენ უნდა საუბრობდეთ ბოროტებასთან თანხმობასა და გაერთიანებაზე, რასაც პატრიარქი ილია და მისი სინოდი, მართლაც შესანიშნავად და ყველაზე ბრწყინვალედ ახერხებდნენ და დღესაც ახერხებენ. ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმინდა მამები საპირისპიროს გვასწავლიან. ვის დავუჯეროთ? ბოროტებასთან დაზავებულ და ყველა დროში ბელიართან შეხმატკბილებულ პატრიარქს თუ ამ ღვთიურ სიტყვებს?

      —————————————————-

      „ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი…“
      (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი)

      ———————————————————-

      „უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს“ (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)“

      • ნიკა Says:

        რაც შეეხება, იმას, თუ რაში ვხედავთ გამოსავალს, ამაზე მრავალი იწერება ჩვენს ვებ-გვერდზე და ვაქვეყნებთ ხოლმე ფორუმებზეც. ვხედავთ გამოსავალს შემდეგში: “უნდა აღსდგეს პუტჩით დამხობილი ლეგიტიმური ხელისუფლება თავის უფლებებში, ე. ი. დაბრუნდეს ემიგრაციიდან საქართველოში ცეცხლითა და მახვილით განდევნილი მთავრობა, და დაინიშნოს მის მიერ კანონიერი არჩევნები, ხოლო ამის შემდგომ დაინიშნოს საეკლესიო კრება (მეორე რუის_ურბნისი). ამ კრებაზე საეკლესიო სამსჯავრომ განკვეთოს ერეტიკოსი სამღვდელოება და განწმინდოს ქართული ტაძრები უღირსი სამღვდელოებისგან.

  10. patrioti Says:

    ((((pasuxi_patriots: გაუგებარია, ბატონო ჩემო, რა მოძულებაზე საუბრობთ, ან რა ჩაქოლვაზე, ან რა გაერთიანებაზე. როგორც დაახლოებით, მივხვდი, თქვენ უნდა საუბრობდეთ ბოროტებასთან თანხმობასა და გაერთიანებაზე, რასაც პატრიარქი ილია და მისი სინოდი, მართლაც შესანიშნავად და ყველაზე ბრწყინვალედ ახერხებდნენ და დღესაც ახერხებენ. ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმინდა მამები საპირისპიროს გვასწავლიან. ვის დავუჯეროთ? ბოროტებასთან დაზავებულ და ყველა დროში ბელიართან შეხმატკბილებულ პატრიარქს თუ ამ ღვთიურ სიტყვებს?))) Tqven ukacravad wakiTxulis gaazrebasTan problemebi gaqvt? anu zviadic borotebasTan iyo erTobaSi? me mogiyvaneT zviadis magaliTi,gamodis rom zviadic erTiandeboda borotebasTan? Tqvens pasuxebSi vrwmunedbi vaJas ukvdav sityvebSi.,,gana ra unda iyos umecrebaze ufro Tamamio,, arc araferi!!!

  11. კანონისტი Says:

    ყოჩაღ ბასილ მკალავიშვილს!

    ეგრეთ წოდებულო მამაო გელასი, იქნებ მიბაძოთ თქვენც!

    “6. წმიდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა დედა-ეკლესიაში დაბრუნების შესახებ და განაჩინა:

    ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი გაიგზავნონ ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში სინანულისათვის.”

    http://www.patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=533

    მე მწამს, რომ უფალი მიუტევებს მას “სიჭაბუკეთა შინა ცთომათა” და შეუნდობს ცოდვებს. ამინ.

  12. patrioti Says:

    😀 araferic ar gaugzavniaT,tyiulia eg.rusTavze ar naxeT ra Tqva basil mkalavliSvilna rom me araferi ar gamigzavniao!!!

    • ნიკა Says:

      პასუხი_”კანონისტს”:
      ———————-
      რატომ არის მამა გელასი ეგრეთ წოდებული? განა რაიმე კანონი დაარღვია საეკლესიო კოდექსიდან სულწმინდის მგმობელი ერეტიკული დანაშაულის შემცველი ქმედებით? ან განა როდესმე ილოცა მწვალებლებთან, ან მონაწილეობა მიიღო მათ ფორუმებში? გთხოვთ, წარმოადგინეთ ფაქტები, თუკი მამა გელასიმ ასეთი ერეტიკული დანაშაული როდესმე ჩაიდინა. ხოლო თქვენი პატრიარქის და მისი სინოდის წევრების ერეტიკული დანაშაულის შემცველ ქმედებათა მრავალი ფაქტია განთავსებული ”დიდგორზე”. განა თქვენი პატრიარქი და სინოდის წევრები სულ ახლახანს მოლას არ ასაჩუქრებდნენ და ადიდებდნენ აზერბაიჯანში?
      მეორეც, ელგუჯა მარდალეიშვილს წარვუდგინეთ ვიდეო, სადაც მამა ბასილი უარყოფს საპატრიარქოს იურიდიქციაში დაბრუნებას, და მას ტაძრის ჩამორთმევაზე აქვს დავა საპატრიარქოსთან. არ ნახეთ ვიდეო, ან არ წაიკითხეთ ჩვენი განმარტება? შეეშვით, ჭეშმარიტების წინააღმდეგ უტიფარ და მუდმივ გალაშქრებას.
      ”დიდგორი” – ის პრეს-სამსახური

  13. კანონისტი Says:

    შურისძიების ეშინია ზოგიერთი ე.წ. მართლმადიდებლის მხრიდან😉

  14. კანონისტი Says:

    მამა გელასი იმიტომ არის ეგრეთ წოდებული მღვდელი, რომ მას ხელდასხმა მიღებული აქვს არაკანონიკურ “ბოსტონის სინოდში”. ის, რომ მას მტკიცედ აქვს მართლმადიდებლური რწმენა, სულაც არ ნიშნავს, რომ ის მღვდელია.

    დოგმატიკის ცოდნასა და მღვდლობას შორის არის ხელდასხმა, რომელსაც აღასრულებს არა თვითგამოცხადებული ეპისკოპოსი, არამედ კანონიკურად ხელდასხმული და უწყვეტი სამოციქულო იერარქიული მადლის მქონე მღვდელმთავარი.

    მკალავიშვილს რაც შეეხება, ის შიშობს, რომ ზოგიერთები გაუსწორდებიან მისი ამ შენანების აქტის გამო. ისე, რა ვიდეოზეა საუბარი, იქნებ მეც მაჩვენოთ.

    ჭეშმარიტება მე ვიცოდი აქამდე, რომ მართლმადიდებლობაში იყო და არა თქვენ საიტში ან ცალკეულ მღვდლებსა თუ “მღვდლებში”… ეტყობა შევცდი.

    • ნიკა Says:

      შემდეგი_პასუხი_კანონისტს:
      ———————————
      იგი წერს: ”დოგმატიკის ცოდნასა და მღვდლობას შორის არის ხელდასხმა, რომელსაც აღასრულებს არა თვითგამოცხადებული ეპისკოპოსი, არამედ კანონიკურად ხელდასხმული და უწყვეტი სამოციქულო იერარქიული მადლის მქონე მღვდელმთავარი.”
      ————————————————————
      და რომელ კანონიკურად ხელდასხმულ და უწყვეტი სამოციქულო იერარქიული მადლის მქონე მღვდელმთავარს მიეკუთვნებით თქვენ, ამას ხომ არა”

      „ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, „ევროპის ეკლესიათა კონფერენცია“ და ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენცია… ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა“ ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა“, 1988, N2, გვ. 72/ #1).
      ———————————————————–
      და თანაც რომელ მართლმადიდებლურ კანონიკაზე საუბრობთ, ამაზე ხომ არა: ” ამ მწვალებლებთან ლოცვის დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

      ”დიდგორი” ის პრეს-სამსახური

      • ნიკა Says:

        ელგუჯასადმი განკუთვნილ ახსნა-განმარტებას და ვიდეოს მ. ბასილთან დაკავშირებით, განმეორებით ვუქვეყნებთ ”კანონისტსაც”:

        —————————————————

        ძალიან ხომ არ ჩქარობთ სიხარულს ელგუჯა? რამდენადაც ჩვენ შევიტყვეთ მამა ბასილის ეპისკოპოსისგან (საბერძნეთი). საპატრიარქოში მამა ბასილი და მისი ეპარქიის მღვდელი მამა ვახტანგი მარგიანი რამოდენიმეჯერ დაიბარეს გლდანის ტაძრის საკითხთან დაკავშირებით. დიდი ხანია, მიმდინარეობს გლდანში მამა ბასილის მიერ აშენებული ტაძრის ჩამორთმევის და საპატრიარქოს კუთვნილებაში გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები საპატრიარქოს მხრიდან ხელისუფლებასთან. მამა ბასილის წაუყენეს რამოდენიმეჯერ მოთხოვნა, ან მოინანიოს და წავიდეს შეტირილში რომელიმე საპატრიარქოს მონასტერში ან არადა ჩამოართმევენ ტაძარს და გარეთ ქუჩაში გაუშვებენ მრევლთან ერთად. ამჯერად სერიოზულად არისო საქმე, მოგვწერა მამა ბასილის ეპისკოპოსმა, რადგან საპატრიარქო უკვე ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ჩარევას აპირებს ტაძრის ჩამოსართმევად…იხ ვიდეო, სადაც თავდაპირველად აცხადებენ ინფორმაციას, რომ მამა ბასილი ბრუნდება საპატრიარქოს იურიდიქციაში, შემდეგ მამა ბასილი აკეთებს განცხადებას, რომ არანაირ სინანულს არ აპირებს და არც ტაძარს არ დასთმობს, ანუ საპატრიარქოში დაიბარეს ბოლო გაფრთხილებით, რომ ან მოინანიოს ან დატოვოს ტაძარი. მოუსმინეთ საპატრიარქოს გავრცელებული განცხადების შემდეგ, მამა ბასილის მიერ ამ განცხადების უარყოფას, რომ არ აპირებს საპატრიარქოში დაბრუნებას. ახლა დაველოდოთ ძალოვანების ჩარევას, და იმედია, ელგუჯა, ეს ჩარევა, თქვენ, გლდანის ტაძრის დარბევის ძველებურ სიხარულს მოგგვრით და დაგაკმაყოფილებთ.

      • ნიკა Says:

        მორიგი_ პასუხი patriot – ს:

        Tqven ukacravad wakiTxulis gaazrebasTan problemebi gaqvt? anu zviadic borotebasTan iyo erTobaSi? me mogiyvaneT zviadis magaliTi,gamodis rom zviadic erTiandeboda borotebasTan? Tqvens pasuxebSi vrwmunedbi vaJas ukvdav sityvebSi.,,gana ra unda iyos umecrebaze ufro Tamamio,, arc araferi!!!

        —————————————-

        კი ბატონო, ახლა გასაგებია, რომ ზვიადზეც უნდა გიპასუხოთ, მაგრამ თქვენ ხომ პატრიარქის სიბრძნეზეც საუბრობდით, რომ იგი აზერბაიჯანის მოლასთან და სხვა მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეებთან სიამტკბილობა – დაზავებით ადამიანთა გაერთიანების კეთილ ნაყოფს იღებსო? ამიტომ მე პატრიარქზე გიპასუხეთ, წმინდა მამათა შეგონებით. ახლა კი ზვიადზეც ვისაუბროთ. კი მაგრამ ზვიადმა ქართველი ერი როდის გააერთიანა? განა ქართველი ერის ერთმა ნაწილმა პრეზიდენტი ცეცხლითა და მახვილით არ დაამხო და მტაცებელი მხეცივით არ სდია, როგორც სასიკვდილოდ განწირულ მსხვერპლს მთასა თუ ბარში, სახლსა თუ უცხოეთში?. ზვიადი არასოდეს დაზავებია ბოროტებას და ამიტომაც იდევნა სასტიკი შურისძიებით ქრისტეს მტერთაგან. მას დაუპირისპირდა ჭეშმარიტების ერთგულებისთვის არა მხოლოდ ქართველი ერის ნაწილი, არამედ მთელი მსოფლიო. ასევე იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გაერთიანება შეუზავებლის, ანუ კეთილისა და ბოროტის თქვენებრი შეხედულებით ასე ადვილად რომ ხდებოდეს, მაშინ უფალი როცა დედამიწაზე განკაცდა გააერთიანებდა მთელ მსოფლიოს. პირიქით კი მოხდა, ქრისტე უმცირესობაში აღმოჩნდა და უმრავლესობამ ჯვარს აცვა. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. (“didgori”)

  15. dato Says:

    თვალს ვადევნებ,კომენტარებს,რა თქმა უნდა პოზიცია რომელიც დიდგორს უკავია,სამართლიანია.მაგრამ ერთი რაღაც გასათვალისწინებელია,როცა სხვის მიმართ ხარ კრიტიკული,თვითონაც უნდა შეგეძლოს მიღება,ბოლოკომენტარში ნათქვამია რომ,ზვიადის ხალხი დაუპირისპირდა,ხოლო ქრისტეს კაცობრიობაო(ასეთ კონტექსტშია ნახსენები) მინდა გითხრათ რომ,თქვენ რომ ემპირიული კვლევა ჩაატაროთ,დარწმუნდებით რომ ორივე შემთხვევაში ცდებით!!!და რატო.
    ქრისტეს კაცობრიობა არ დაპირისპირებია,მას კონკრეტულად საზოგადოების გარკვეულია(ბოროტად მოაზროვნე,ბრბო,)ნაწილი დაუპირისიპირდა.ხოლო უფრო კონკრეტულად მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი სიბოროტისკენ,პარალელის გავლებაც შეიძლება ზვიადის შემთხვევაში,მას ქართველი ხალხი არ დაპირსპირებია,მას გარკვეულ ბოროტი წრე,ბრბო ნაწილი ერისა,დაუპირისპირდა.აქედან გამომდინარე არის ფაქტი რომ საქართველოში სამოქალაქო ომი არ ყოფილა,ანუ რაღაც ბოროტმა ნაწი;მა ესროლა ერის რჩეულს. ასე რომ ამ კონსტატაციის მოტანა თითქოს ზვიადი არ ზრუნავდა ერის გაერთიანებაზე,და მას არ ჰქონდა მცდელობა ამისა,არის ცუდი,და რატო: ქრისტე ხალხთა გაერთიანებას ცდილობდა.ვინ უარყოფს ამას? ეს სხვაა,რომ ხალხმა თავის სიბოროტის გამო უარყო გაერთიანება მართმადიდებლობაში,მაგრამ სხვაა როცა გეუბნებიან გაერთიანდი ჭეშმარიტებაშიო,სხვაა როცა შენ არ გინდა ეს.მაგრამ არა ყველას გარშემო.ყველა დიდი ქართველი ცდილობდა ერის გაერტიანებას,თუნდაც პირველი საუუნიდან ოყოლებული დღემდე,ცუდია ტუ მას გარკვეული ბრბო შეუშლის ხელს,იმას არ ნიშნავს რომ შენი ძმის მხილებაზე,ანუ შეგონებაზე,შეზახილზე ხელი აიღო….

    • ნიკა Says:

      პასუხი_daTo – ს:

      ———————-

      მან დაწერა: ”მაგრამ ერთი რაღაც გასათვალისწინებელია,როცა სხვის მიმართ ხარ კრიტიკული,თვითონაც უნდა შეგეძლოს მიღება”

      —————————————————-

      ძვირფასო ძმაო, სიამოვნებით მივიღებთ, თქვენს კრიტიკას. რა თქმა უნდა, საჭიროა, მეტად დაკონკრეტება და მეტი გულისხმიერი პასუხი ოპონენტისადმი, მაგრამ მოგვიტევეთ, რომ ამას ძნელად ვახერხებთ.

      თქვენ შენიშვნა მოგვეცით ამ სიტყვებით ”ნათქვამია რომ,ზვიადის ხალხი დაუპირისპირდა,ხოლო ქრისტეს კაცობრიობაო(ასეთ კონტექსტშია ნახსენები) მინდა გითხრათ რომ,თქვენ რომ ემპირიული კვლევა ჩაატაროთ,დარწმუნდებით რომ ორივე შემთხვევაში ცდებით!!!და რატო.”

      —————————————-
      ა) ჩვენ ვთქვით, რომ ზვიადის ხალხი კი არა, არამედ ქართველი ერის ნაწილი დაუპირისპირდა, ის ნაწილი, რომელმაც პუტჩში მიიღო მონაწილეობა. ხოლო ქრისტეს რომ კაცობრიობა დაუპირისპირდა ამას ჩვენ კი არ ვამტკიცებთ ემპირიულად, არამედ ეს თავად ქრისტემ ბრძანა, რომ ”მოვალ მეორედ და ვპოვებ კი ჭეშმარიტ რწმენას დედამიწაზეო”, ანუ უფალმა წინასწარ განჭვრიტა საყოველთაო განდგომილება მართლმადიდებლობისაგან, ანუ მისგან – ღმერთისგან. ახლა გთხოვთ, თქვენ ჩამოთვალოთ, რომელი მართლმადიდებელი სახელმწიფო შერჩა უფალს დედამიწაზე. ვიმეორებთ, რომელი მართლმადიდებელი სახელმწიფო, და არა სახელმწიფოებში მიმობნეული ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, და ამის შემდგომ გავაგრძელოთ დავა…

      • ნიკა Says:

        თქვენ ბრძანებთ ასევე ”ასე რომ ამ კონსტატაციის მოტანა თითქოს ზვიადი არ ზრუნავდა ერის გაერთიანებაზე,და მას არ ჰქონდა მცდელობა ამისა,არის ცუდი,და რატო: ქრისტე ხალხთა გაერთიანებას ცდილობდა.ვინ უარყოფს ამას?”
        __________________

        და კი მაგრამ განა სადმე დავწერეთ, რომ ან ღმერთი, ან ზვიადი არ ზრუნავდა ამაზე? მეტსაც გეტყვით, ჩვენი სატკივარიც ეგ არის რომ გაერთიანდეს ქართველი ერი ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაში. მაგრამ? ვერ ხედავთ, რა სავალალო მდგომარეობაა? ლამის თუთიყუშებად გვაქციონ ”კანონისტმა” ”გუჯამ”, ფორუმის ახალგაზრდობამ და სხვებმა, გაუთავებლად ვიმეორებთ კანონებს, მცნებებს, წმინდანთა შეგონებებს, მღვდლები ცალკე არ აკლებენ მცდელობას და მაინც ვერაფერს ვაწყობთ, რომ თუნდაც ელემენტარული რამე უფლის სარწმუნოებისა გაიგონ? ზრუნვა და მცდელობა ერთია და შედეგი კი მეორე! ასე რომ, გთხოვთ, სწორად გაგვიგოთ.

      • dato(lenon) Says:

        momewona gujas taktika, radgan didgoris redaqcias tbilisis forumze ar ushveben, (es tqveni bralia, bodishit) amitom mec zogiert sakitxs aq gadmovitan forumidan radgan tqveni pasuxebic zalian mainteresebs. me magalitad datikos es shefaebebi zalian momewona, tqveni azric sainteresoa:

        LIKAQUOTE
        სიმართლის ფანი ვარ ჯიგარო.

        არც სიმართლის ფანობა არის კარგი და არც დიდგორის! ორივე უკიდურესობაა! საერთოდ ეს “ფანობა” რა უბედურებაა?!
        ფანატიზმი დასაგმობია. მკალავიშვილის მსგავსი სიბიექტები მოსაჯენი! დიდგორისა და მ.მ.კ. -ს მსგავსი ორგანიზაციები კანონს დასამორჩილებელი.
        ქურდული და ძველბიჭურ-კაიბიჭური მენტალიტეტი ერთხელ და სამუდამოდ მოსაცილებელი!
        და სიმართლის ფანი ვარო რომ იძახი, ჯერ კარგად გაარკივე სიმართლე რა არის!

      • ლომისა Says:

        სიტყვა „ფანი“ ალბათ სიტყვა ფანატიკოსიდან წარმოიშვა არა? მართლა რა უბედურებაა ეს ფანობა? რაღაც კერპთაყვანისმცემლობის მსგავსია. დღევანდელი ახალგაზრდობა ნაირ-ნაირ „ღმერთუკებს“ იხდიან კერპებად და თქვენ წარმოიდგინეთ რიტუალებსაც კი აწყობენ „მსხვერპლშეწირვის“ დროს.

      • ეკა Says:

        frzurab01: რაც შეეხება ადამიანურ სენტიმენტებს, რომელნიც გამოჩნდა ზემორე პოსტებში. მერწმუნეთ, სენტიმენტალური გრძნობანი სარწმუნოებრივ საკითხებში ფრიად ცუდი მეგობარია.

        პატვივცემულო frzurab01, არც მიკერძოებული გრძნობებია სარწმუნოებრივ საკითხებში ფრიად კარგი მეგობარი. სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არა? მრავალი ცოდვები თქვენი სინოდის მღვდლებსაც შეემთხვათ ჩვენც რაღაც ღაღაცეები ვიცით და რატომღაც როცა საჯაროდ გადმოგილაგებენ ხოლმე სარწმუნოებრივი სენტიიმენტები მარტო საკუთარი ინტერესების დასაცავად გეუფლებოდათ და მამა ბასილთან გულს საეჭვოდ გაიგრილებთ ხოლმე. ისე მაგრად კი გამოგივიდათ კარგად გაუსწორდით მაგ უნამუსო ხალხის გვერდით ჩვენს მოძღვარს. ისე არ გაწყენდათ ერთი ორი დუბინკა ერთხელ მაინც თქვენც მოგხვედროდათ სენტიმენტალური გრძნობები ცოტა აგიმუშავდებოდათ.
        ეკატერინე მამა ბასილის მრევლი

      • ლომისა Says:

        ქ-ნო ეკა, მიუხედავად ყველაფრისა რასაც მამა ბასილს საყვედურობენ (შეიძლება სამართლიანადაც), მაინც უდიდესი პატივივისცემით ვართ მისადმი განმსჭვალული. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ კანონიერი ხელისუფლების განდევნის შემდეგ, ე.ი. მას შემდეგ რაც საქართველოს საპატრიარქოში ბანკეტიც კი გადაიხადეს „სატანა“ გაძევდა საქართველოდანო, როდესაც თითქმის ყველა დუმდა, მამა ბასილი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მაინც იყო იმ სამღვდელო პირთაგან, რომლებიც არ შეუშინდნენ კაენის მიმდევრებს და კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს მხარში ამოუდგნენ – სულიერად ამხნევებდნენ! ამის გამო, მამა ბასილი სასტიკად იდევნებოდა და რამდენჯერმე მისი მოკვლაც კი სცადეს ჯალათებმა. მამა ბასილი მაშინაც ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელიც საჯაროდ გმობდა პეტრე გელბახიანისთვის და დოკვაძისთვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს. ისიც მახსოვს, რომ სასამართლო სხდომაზე თავისი მრევლით მივიდა რათა მოსამართლე შეეგონებინა და სასიკვდილო განაჩენი არ გამოეტანა კანონიერი ხელისუფლების მომხრეებისათვის. ეს მამა ბასილის, როგორც მოძღვრისა და როგორც კაცის დადებით თვისებებზე მიგვითითებს და სენტიმეტალობა არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა LIKA-ს სენტიმენტები მამა ბასილის სარწმუნოებრივ სიმწიფეს ვერაფერს შემატებს, მაგრამ ადამიანურად მეც თანავუგრძნობ მას მხოლოდ საჯაროდ. პირისპირ შეიძლება ჩვენც გავკადნიერებულიყავით და მოკრძალებით შეგვეხსენებინა ის ფაქტები, რომლითაც მას საყვედურობენ ჩვენი პატივცემული სასულიერო მამები.

      • მღ. ზურაბი Says:

        კეთილი და პატიოსანი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მაგრამ ჩვენი ეჭვები და შეკითხვები სავსებით კანონიერად მიმაჩნია.
        რაც შეეხება ჩვენი სინოდის სას. პირების ამბებს. ამაზე მაისში კანონისტს გავეცი თბილისის ფორუმზე ვრცელი პასუხი თავის დოკ. მასალით. შეგიძლიათ მოიძიოთ და წაიკითხოთ. და საერთოდ მ. ბასილის ცოდვილობა არ ცოდვილობაზე გავაკეთე მე სადმე კომენტარი? გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ კომენტარები და ნუ იქნებით სუბიექტურები.

      • ნიკა Says:

        პასუხი_დათოს (ლენონი):

        —————————–

        გასაგებია, რომ მოგწონებიათ, თბილისის ფორუმელი ”მუსიკანტი დათიკოს” სიბრძნისმეტყველება, მაგრამ ეტყობა არ ჩაუკვირდით დათიკოსეულ პოსტულატს, რომელიც მკრეხელურად წინააღმდეგობაში მოდის სახარებისეულ ცხრა ნეტარებასთან. დათიკო გასწავლით ”არც სიმართლის ფანობა არის კარგი და არც დიდგორის! ორივე უკიდურესობაა!”

        ხომ ხედავთ, თქვენ მოგეწონათ ის, რაც მკრეხელურად წინააღმდეგობაში მოდის სახარებისეულ ცხრა ნეტარებასთან, ე. ი. აი ამ მერვე ნეტარებასთან: ”ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.” მაშ ასე, პირდაპირ უფლის მოძღვრება ყოფილა დათიკოსთვის უკიდურესობა. (ფანატიკოსობა)

        ამიტომ უფრთხილდით მაგ მოძღვარს (მუსიკანტ დათიკოს). სხვასაც ბევრ რამეს ანტიეკლესიურს გასწავლით.

        ახლა კი, სრულად გამოვაქვეყნოთ ცხრა ნეტარება

        —–

        1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

        2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.

        3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

        4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.

        5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

        6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

        7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.

        8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

        9. ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.

        – არც სიმართლის ფანობა არის კარგი და არც დიდგორის! ორივე უკიდურესობაა!

      • ალექსანდრე Says:

        პატივცემულო დიდგორის რედაქციავ, ქართველო ერო , ყველას ქრისტეშობას გილოცავთ!!!
        ამ დღის მადლი გფარავდეთ ყველას …დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოსნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს:,,უფალო ძლიერო,ბეთლემს შობილო,აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი;მოგვმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა;მოგვეც სიბრძნე,სიმშვიდე ,ერთგულება,ერთსულოვნება,გულის სიწრფელე,რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთლიანობა ქვეყნისა,შვილთა სიმრავლე,ნაყოფთა სიუხვე,ამაღლებული სიყვარული,სასოება შეურყვნელი, რათა ვიხაროთ ორთავე სოფელსა შინა.,,
        ჯანმრთელობას და ბედნიერეებას გისურვებთ… მრავალს დაესწარით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი უკუნისამდე!

      • dato (lenon) Says:

        amas kidev ras upasuxebt?
        ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ სინოდისა და მ. ბასილის ურთიერთობაზე- თუ ვინ მტყუანია და ვინ მართალია, ვეცადოთ ამოვიდეთ პრინციპულობის პრინციპიდან.
        ანუ, პირველი თუ სინოდი იძახის, რომ მ. ბასილს წერილი არსებობს სინანულისაო, უნდა ამოიღოს და გამოაქვეყნოს, რადგანაც მ. ბასილმა ეს საჯაროდ უარყო ტელევიზიით, ანუ ბრალი დასდო სინოდს ცრუპენრტელობაში.
        მეორე, რომ თუ მ. ბასილი არაფერ შუაშია ამ გაუგებრობაში, მაშინ რას უჯდა მისთვის (და არა მარტო მისთვის) მწვალებელთა სინოდის კრებას, კარებთან 4-5 საათი? ამიტომაც მოვალეა მ. ბასილი განმარტოს თავისი საქციელი საჯაროდ, რადგანაც საჯაროდ გახდა ეს ფაქტი ცნობილი და საჭიროებს საჯაროდვე უარყოფას, უფრო სწორედ ახსნა-განმარტებას.

        ამ დღეების განმავლობაში სინოდსაც და მ. ბასილსაც ეს ყველაფერი უნდა გაეეკეთებინათ, მაგრამ რადგანაც ერთმაც და მეორე მხარემაც საეჭვოდ დაიდუმა. ჩვენ კვლავ ვრჩებით იმ აზრზე, რომ სინოდსა და მ. ბასილს შორის არსებობს ფარული კავშირ-მოლაპარაკებანი და თუ მოილაპარაკეს მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება. მანამდე კი მ. ბასილმაც და სინოდმაც მოგვცეს საფუძველი ვიქონიოთ მათზე ეჭვი, რომ ისინი ამ ეტაპზე გულწრფელნი არ არიან საკუთარ ქმედება-განცხადებებში ….

        რაც შეეხება ადამიანურ სენტიმენტებს, რომელნიც გამოჩნდა ზემორე პოსტებში. მერწმუნეთ, სენტიმენტალური გრძნობანი სარწმუნოებრივ საკითხებში ფრიად ცუდი მეგობარია.

  16. dato (lenon) Says:

    p.s. ise ertsac vtxov mama zurabs ert parizel mRvdels SeekiTxos, ratom uzis misi coli mteli sicocxle serbi “mwvaleblebis” kars

  17. მღ. ზურაბი Says:

    ვფიქრობ შემეშალა და თითქოს მოდერატორს გავეცი პასუხი. ამ დროს პასუხი უფრო მ. ბასილის მრევლს ეკუთვნოდა. ბოდიში.

    • ლომისა Says:

      მამაო ზურაბ, ყველაფერი რიგზეა და ჩვენთან საბოდიშო არაფერი გაქვთ. პირადად ვცდილობ რომ ობიექტური ვიყო, მაგრამ ამისგან არავინაა დაზღვეული. ჩვენც ველოდებით მოვლენების განვითარებას.

  18. qartveli Says:

    გულს ნუ გაიტეხთ,ერთი რამე რაც მართალია რომ,დიდგორის ოპონენტები ვერსაოდეს ვერ იმართლებენ თავს როდესაც დიდგორის მხილბეის მახვილი მოხვდებათ ხოლმე,უბრალოდ შიშისაგან დამფრთხალები იძულებულები არიან იხელმძღვანელონ არა წმინდა მამათა გადმოცემებით,არამედ რაგაც ღმერთის მოწინააღმდეგე ადამიანების უნიჭო გონების ,,კომპრომისების” ნაჟურით.ავიწყდებათ წმინდა მამათა სწავლებანი და ეყრდნობიან დროის მოტხოვნილებებს,და გამოსავალს მხოლოდ იქეთ ხედავენ სადაც ტყავის გადარჩენაა შესაძლებელი.(რაც სულის დაღუპვას უტოლდება ხშირ შემთხვევაში) გუშინ მიშიკო ამაყობდა:,,მე არასოდეს დაამვიწყდება რომის პაპის და ილია II ერთობლივათ აღვლენილი ლოცვებიო” ანუ ფაქტია,სააკაშვილს უსწავლია პატრიარქისგან ლოცვა მწვალებლებთან.აი რას ნიშნავს საქციელით საჯაროდ ქადაგება ეკუმენიზმისა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: