სამშობლოს ღალატი

http://www.asavali.ge/asdas1_2006/2009-51/1-20.pdf

დიდი მადლობა ბატონ გიორგი გიგაურს ამ წერილის გამოქვეყნებისათვის. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ჭეშმარიტი მამულიშვილები. ამინ.

ბ-ნო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ ხდება 1991-1992 წ.წ. სამხედრო პუტჩის სიტყვიერი დაგმობა, მცირედნი საუბრობენ შეჩერებული კონსტიტუციისა და დევნილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენაზე. საქართველოს უბედურება მომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოში არ გვყავს კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ უფრო დიდი უბედურება დევნილი კანონიერი ხელისუფლების ემიგრაციიდან  დაბრუნების სურვილის უქონლობაა. ამიტომ, პუტჩის და პუტჩისტების ნებისმიერი შეფასება, რაც არ უნდა პირუთვნელი იყოს იგი, ყოველგავარ მნიშვნელობას ჰკარგავს პუტჩის მიერ დევნილი ხელისუფლების დაბრუნების სურვილის არ ქონის გარეშე.

ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციიდან დაბრუნება ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების უპირველეს მოთხოვნილებად უნდა იქცეს!  წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პუტჩის დაგმობა და ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზების ე.წ. გამოძიება, წმინდა წყლის ფარისევლობა არის და იქნება!  ეს იქნება არა მარტო ზვიად გამსახურდიას, არამედ ეროვნული ხელისუფლების და სამშობლოს ღალატიც!

ვინც ზვიად გამსახურდიას მკვლელებს  ეროვნული ხელისუფლების ერთგულ ხალხში ეძებს და უკანონო ხელისუფლების სადამსჯელო ორგანოებისათვის მიუნდვია ამის გამოძიება, იგი პუტჩისტებზე უარეს დანაშაულს სჩადის.

დღეს, მართლაც, ზვიად გამსახურდიას „ქომაგობა“ ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლების ვერდაბრუნების ერთ-ერთი მოხერხებული ფანდია! ამიტომ, ყველა პატიოსან ადამიანს მოვუწოდებთ დღის წესრიგში დააყენონ დევნილი კანონიერი მთავრობის საქართველოში დაბრუნების საკითხი.

დევნილი მთავრობის წარმომადგენელი

ი. ღუდუშაური

143 Responses to “სამშობლოს ღალატი”

  1. guja Says:

    ძვირფასო დიდგორელებო! ბასილ მკალავიშვილმა უღალატა და გიღალატათ ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს???? გაოგნებული ვარ😀😀 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდს მიმართა ბასილ მკალავიშვილმა დედა ეკლესიაში დაბრუნების თხოვნით, და დღეს განიხილეს სინოდზე მისი საკითხი…

    იქნებ ცალკე თემა გახსნათ ამ საკითხზე? რას ფიქრობთ თქვენ?
    ———————————————————————-

    22 დეკემბერი, 2009 წელი

    ა.წ. 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა.
    სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

    წმიდა სინოდს სიტყვით მიმართა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
    მისმა უწმიდესობამ მიმოიხილა საერთო მდგომარეობა და შეეხო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს წმიდა სინოდის წევრებმა, რის საფუძველზეც გაკეთდა შემდეგი განცხადება:
    სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა!
    წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!
    ჩვენც ვმადლობთ უფალს იმ წყალობისათვის, რასაც იგი ავლენს ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანასა ზედა.
    ვმადლობთ უფალს, რომ წმიდა სინოდს აქვს ერთსულოვნება და ამ ერთობით წლების მანძილზე ვემსახურებით ღმერთს და სამშობლოს, ჩვენს ხალხს. ქრისტეს ეკლესიის მიზანიც მაცხოვნებელ რწმენაში საყოველთაო ერთობის მიღწევაა ღვთის სადიდებლად.
    აღვნიშნავთ იმასაც, რომ არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა. ისინი ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოკულტურისა და რელიგიური ინდეფერენტიზმის დანერგვისაკენ მოგვიწოდებენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა სახის სიცრუესა და შეურაცხყოფას მიმართავენ, რათა ხალხს ეკლესიისადმი სიყვარული და ნდობა დააკარგვინონ. ამით კი სურთ, ერს მთავარი საყრდენი გამოაცალონ.
    ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს აღორძინებასა და წინსვლას წინ ყოველთვის ეკლესიის განმტკიცება უძღვოდა. ეს პროცესი ეკლესიაში დაწყებულია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სურთულეებიც შექმნა, რაზეც მსჯელობა, სჯულისკანონიდან გამომდინარე, წმიდა სინოდის სხდომებზე უნდა ხდებოდეს.
    სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან.
    წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ ანტიეკლესიურ კამპანიას ზიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსთვის მოაქვს, რადგან ეს არის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობა. პროცესები თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.
    2. მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივი ეკლესიების დიპტიხთან, ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებასთან დაკავშირებით, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა შამბეზში (შვეიცარია). ამის თაობაზე მოხსენება გააკეთა ამ სხდომის მონაწილემ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე). წმიდა სინოდი დაეთანხმა ყველა იმ გადაწყვეტილებას პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ამა თუ იმ ეკლესიისთვის ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებას, და მოიწონა ჩვენი დელეგაციის პოზიცია (დიპტიხის საკითხი სამომავლოდ გადაიდო).

    3. წმიდა სინოდმა მოისმინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) მოხსენება იერუსალიმში ვიზიტთან დაკავშირებით. მან ისაუბრა იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე. შეხვედრისას დაისვა საკითხი ქართველი სამღვდელოების იერუსალიმში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
    მოლაპარაკებები დადებითად შეფასდა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად განმტკიცდება.
    4. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქართველი მრევლისა და ჩვენი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამრევლოების მმართველმა, ეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული).
    სინოდის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობის სტატუსი დიდი ბრიტანეთის მაგალითზე განისაზღვროს შემდეგნაირად: `საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია~ (შენიშვნა: ეს საკითხი შეთანხმებულია კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან).
    5. წმიდა სინოდმა მოისმინა წინადადება ეპისკოპოს ქრისტეფორესთვის (წამალაიძე) შეჩერებული მღვდელმოქმედების აღდგენის შესახებ.
    თავის მხრივ, მეუფე ქრისტეფორემ შენდობა ითხოვა საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო.
    წმიდა სინოდმა განაჩინა: ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს გამოსაცდელი ვადით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და შემდეგ მოხდეს მისი საკითხის განხილვა.
    6. წმიდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა დედა-ეკლესიაში დაბრუნების შესახებ და განაჩინა:
    ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი გაიგზავნონ ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში სინანულისათვის.

    • ლომისა Says:

      ჩვენ რას ვფიქრობთ შეიტყობთ მას შემდეგ, რაც თქვენი ინფორმაცია დადასტურდება მამა ბასილის შესახებ. გისურვებთ, რომ გულწრფელი ყოფილიყავით და შესაძლო ადამიანური სისუსტეები ირონიის საგნად არ გაგეხადოთ. სხვა საკითხებზეც მოგვიანებით გაგცემთ პასუხს „დიდგორის“ პრეს-სამსახური.

      P.S.

      თქვენს ირონიაზე მიუთითებს ის სიცილაკები, რომელიც „გაოგნებული ვარ“- ის შემდეგ განგითავსებიათ. პირადად საირონიოს აქ ვერაფერს ვხედავთ.

      • ნიკა Says:

        ძალიან ხომ არ ჩქარობთ სიხარულს ელგუჯა? რამდენადაც ჩვენ შევიტყვეთ მამა ბასილის ეპისკოპოსისგან (საბერძნეთი). საპატრიარქოში მამა ბასილი და მისი ეპარქიის მღვდელი მამა ვახტანგი მარგიანი რამოდენიმეჯერ დაიბარეს გლდანის ტაძრის საკითხთან დაკავშირებით. დიდი ხანია, მიმდინარეობს გლდანში მამა ბასილის მიერ აშენებული ტაძრის ჩამორთმევის და საპატრიარქოს კუთვნილებაში გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები საპატრიარქოს მხრიდან ხელისუფლებასთან. მამა ბასილის წაუყენეს რამოდენიმეჯერ მოთხოვნა, ან მოინანიოს და წავიდეს შეტირილში რომელიმე საპატრიარქოს მონასტერში ან არადა ჩამოართმევენ ტაძარს და გარეთ ქუჩაში გაუშვებენ მრევლთან ერთად. ამჯერად სერიოზულად არისო საქმე, მოგვწერა მამა ბასილის ეპისკოპოსმა, რადგან საპატრიარქო უკვე ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ჩარევას აპირებს ტაძრის ჩამოსართმევად…იხ ვიდეო, სადაც თავდაპირველად აცხადებენ ინფორმაციას, რომ მამა ბასილი ბრუნდება საპატრიარქოს იურიდიქციაში, შემდეგ მამა ბასილი აკეთებს განცხადებას, რომ არანაირ სინანულს არ აპირებს და არც ტაძარს არ დასთმობს, ანუ საპატრიარქოში დაიბარეს ბოლო გაფრთხილებით, რომ ან მოინანიოს ან დატოვოს ტაძარი. მოუსმინეთ საპატრიარქოს გავრცელებული განცხადების შემდეგ, მამა ბასილის მიერ ამ განცხადების უარყოფას, რომ არ აპირებს საპატრიარქოში დაბრუნებას. ახლა დაველოდოთ ძალოვანების ჩარევას, და იმედია, ელგუჯა, ეს ჩარევა, თქვენ, გლდანის ტაძრის დარბევის ძველებურ სიხარულს მოგგვრით და დაგაკმაყოფილებთ.

  2. guja Says:

    მაპატიეთ, მე არ მქონდა მამა ბასილის ინტერვიუ ნანახი და როცა ვნახე გაკვირვებული დავრჩი. არ არის გამორიცხული რომ სინოდმა მოიტყუა და ბასილისთვის ტაძრის ჩამორთმევის გამო გამოაქვეყნებს “ბასილის სინანულის” ამბავი… ირონიულად არ დამიწერია ეს, და თუ შეცდომაში შევიყვანე დიდგორის მკითხველი ბოდიშს ვიხდი.

    • ლომისა Says:

      ღმერთმა დაგლოცოს თუ გულწრფელად ინანიებ და ბოდიშს იხდი. ასეთი საქციელით ადამიანი ნამდვილად მშვენდება. მაგრამ, ვინაიდან, დაახლოვებით ვიცნობთ შენს მოღვაწეობას ცოტა ეჭვი კი გვეპარება ამ გულწრფელობაში. ახლა ვნახეთ რომ „დოლორესს“ აკრიტიკებთ, ხოლო მამა ზურაბ აროშვილის სიტყვებს ოსტატურად იყენებთ მღვდ. ბასილ მკალავიშვილის განსაქიქებლად. ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე და ტყუილად შემქონდეს ეჭვი შენს გულწრფელობაში – მაშინ, ბოდიშს, მე მოგიხდით!

      http://forum.ge/?f=84&showtopic=34054877&st=15

  3. guja Says:

    მამა ზურაბმა ფორუმზე გამოთქვა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვეთანხმები და ვაკოპირებ მის პოსტს:
    ——————————————

    frzurab01 ე.ი. და რადგანაც და ა.შ. . . . მოუსმინეთ მიტროპ. იობის ღრმად მნიშვნელოვანი ტონით წაკითხულ სინოდის განჩინებას. ასევე მოუსმინეთ დეკ. დათო შარაშენიძის მიერ ბორძიკ-ბორძიკით წაკითხულ იგივე განჩინებას სინოდისა და ასევე მოუსმინეთ და ვიხილეთ მ. ბასილ მკალავიშვილის საღამოს ჩართვა რუსთავი 2-ზე.
    რა თქმა უნდა, ვინც საპატრიარქოს კულუარებში მიმდინარე პროცესებს არ იცნობს და ასევე მიტროპ. კიპრიანეს ე.წ. “ეკლესზიოლოგიას” ვერ ჩასწვდენია, ეს ამბავი ფრიად გაუგებარ-განუმარტავი დარჩება.
    აქ შეკითხვა ასე არ უნდა დაისვას – ვინ იტყუება მ. ბასილი თუ სინოდი? არამედ უნდა ვიკითხოთ რაშია საქმე? საინტერესოა ამ სინოდის სხდომამდე რა ურთიერთ გარიგება-მოლაპარაკება მიმნდინარეობდა მკალავიშვილსა და სინოდის ზოგიერთ გავლენიან ეპისკოპოსებს, ანდა მღვდლებს შორის?
    და ასევე უნდა ვკითხოთ მ. ბასილს დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდე რას უჯდა სინოდის სხდომის კარებთან და რას ელოდებოდა? როგორც თვითონ იძახის ის ემორჩილება საბარძნეთის ერთ-ერთ ძველ მესტილე სინოდს და საქ. საპატრიარქოს სინოდის სხდომის კარებთან რას ელოდებოდა?
    ანუ, გასაგებად და მარტივად, რომ ვთქვათ არც ერთი მხარე არ არის აქ სუფთა და ბოლომდე არ იძახიან თუ რაში იყო საქმე. არც მ. ბასილია ბოლომდე გულახდილი და არც სინოდია მთლად პატიოსანი თავის განცხადებებშიი . . .
    ანუ, როგორც თავში დავწერე – ე.ი. და რადგანაც და ა.შ. . . . ანუ ქართულ-ხალხურ-პროვინციულ-სელხოზ გაგება სარწმუნოება-მართლმადიდებლობისა.

    http://forum.ge/?showtopic=34054877&view=findpost&p=17085348

    • ნიკა Says:

      პასუხი_ელგუჯას:
      ———————
      დიახ, გავეცანით, მამა ზურაბის კომენტარს ფორუმზე. რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, სადაც სურს და როგორც სურს, მაგრამ მიუხედავად მისადმი ჩვენი დიდი პატივისცემისა, გუდაწყვეტით უნდა აღვნიშნოთ, რომ მის გარდა საკმაოდ და მრავლად ჰყავდა მამა ბასილს ”შემფასებლები” და კარგი იქნებოდა არ ეჩქარა. მითუმეტეს, ამ ყოვლადაღმაშფოთებელი შეფასების შემდეგ, რაც ფორუმზე გაკეთდა: ”ისე ეს ბასილი რა საშინელი ფიზიონომისაა,ეშმას გავს” (დოლორესი). ძალიან სამწუხაროა.

      • guja Says:

        დოლორესის ეგ კომენტარი არც მე მომეწონა, და არ შეიძლება ასეთი შეფასება…

      • davit Says:

        ///მე კი მამა ბასილის ამ სურათს რომ დავხედე და ვიდეოშიც რომ ვუყურე მის სახეს, სახტად დავრჩი და შეძრწუნება დამეუფლა მისი ტრაგიკული სახის მხილველს. მე მამა ბასილის არ ვიცნობ და ასე ახლო არასოდეს მინახავს მისი სახე. ტანჯვა, მწუხარება, დაღლილობა, ავადმყოფობა და განწირულება… ღმერთო რა დღეში ჩააგდეს ამ ეშმაკის მოციქულებმა ეს მღვდელი!!! ღმერთო უშველე მამა ბასილს რომ ვერ გაიმარჯვოს მასზედ ეშმაკმა!

  4. qartveli Says:

    გულს ნუ გაიტეხთ,ერთი რამე რაც მართალია რომ, დიდგორის ოპონენტები ვერსაოდეს ვერ იმართლებენ თავს როდესაც დიდგორის მხილბის მახვილი მოხვდებათ ხოლმე, უბრალოდ შიშისაგან დამფრთხალები იძულებულები არიან იხელმძღვანელონ არა წმინდა მამათა გადმოცემებით,არამედ რაგაც ღმერთის მოწინააღმდეგე ადამიანების უნიჭო გონების ,,კომპრომისების” ნაჟურით.ავიწყდებათ წმინდა მამათა სწავლებანი და ეყრდნობიან დროის მოტხოვნილებებს,და გამოსავალს მხოლოდ იქეთ ხედავენ სადაც ტყავის გადარჩენაა შესაძლებელი.(რაც სულის დაღუპვას უტოლდება ხშირ შემთხვევაში) გუშინ მიშიკო ამაყობდა:,,მე არასოდეს დაამვიწყდება რომის პაპის და ილია II ერთობლივათ აღვლენილი ლოცვებიო” ანუ ფაქტია,სააკაშვილს უსწავლია პატრიარქისგან ლოცვა მწვალებლებთან. აი რას ნიშნავს საქციელით საჯაროდ ქადაგება ეკუმენიზმისა.

    • გიორგი Says:

      qartvelma dawera: ”გუშინ მიშიკო ამაყობდა:,,მე არასოდეს დაამვიწყდება რომის პაპის და ილია II ერთობლივათ აღვლენილი ლოცვებიო” ანუ ფაქტია,სააკაშვილს უსწავლია პატრიარქისგან ლოცვა მწვალებლებთან. აი რას ნიშნავს საქციელით საჯაროდ ქადაგება ეკუმენიზმისა.”

      სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, ბატონო qartveli!

      ”დიდგორის” რედაქცია

      • daTo (lenon) Says:

        დიდგორელებო უკან დასახევი გზა აღარა გაქვთ! მართალია გუჯა და მამა ზუარაბი, თქვენმა მამა ბასილ მაკალავიშვილმა მართალც მოინანია! არ წაიკითხეთ დღევანდელი ასავალ-დასავალი? წერს მკალავა რომ ვეხვეწე პატრიარქსო, ველოდე სინოდის კართანო, ვემუდარე დამაბრუნეთ ჩემს ხარსხშიო, ნუ ლოოლ რომ მღვდელი ვარო რა ამ გაგებით. მაგრამ სინოდმა უარი მითხრა და ინანიეო გამაგზავნა ვანი-ბაღდადის ეპარქიაშიოოოოო. ამიტომ მერე გაბრაზებული გავიქეცი რუსთავში და გავაპროტესტეო. ანუ მკალავას პატრიარქის მინიჭებული მღვდლობა და ტაძარი უნდოდა რა. ჯერ არ არის ინტერნეტში ახალ ნონერი ასავლ-დასავალის და ხვალ წაიკითხეთ მკალავას ”სირცხვილი” დიდგორელების საახალწლო ნობათად!!!

      • ნიკა Says:

        და “lenon” რატომ არა გვაქვს უკანდასახევი გზა ”დიდგორელებს”? გასაგებია, რომ მამა ბასილი უდიდეს ცოდვაში ჩავარდა და დაგმო ჭეშმარიტება, მაგრამ ხომ მაინც არ დაუბრუნდა ეკუმენისტური საპატრიარქოს იურისდიქციას, როგორც ვთქვათ, ძველი ანტიეკუმენისტი განდგომილები შიო-მღვიმის ყოფილი წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე შეყლაშვილი, ბეთანიელი ბერი (აწ გარდაცვლილ) ანგია ჩოხელი და სხვები? არა ხართ მართალი, რადგან, ჯერ კიდევ არის უკან დასახევი გზა, ბატონო ”ლენონ”! მართლაც დასაგმობია, მამა ბასილის ეს კომპრომისი, რომელიც მან უსულო ტაძრის შენარჩუნების მიზნით გააკეთა. დიახ, ვწუხვართ, მაგრამ გვწამს, რომ იგი სინანულით აღსდგება.

        ”დიდგორი” – ის პრეს-სამსახური

      • dato (lenon) Says:

        მოკლედ სიმართლის მსახურები ვართო და სინამდვილეში თქვენც ”ჩვენნაირები_გამოდიხართ”, ანუ ვისაც გვამხელთ! გაწყობთ ხოლმე და მართლები ხართ, გაწყობთ შავები. აბა იხარეთ მკალავიშვილის ეკუმენიზმით.
        http://www.asavali.ge/asdas1_2006/2010-1/21-40.pdf

      • ლომისა Says:

        daTo (lenon) დიდი მადლობა „მოლოცვისათვის“ და „საახალწლო ნობათისათვის“ – ისეთი მაინც არაფერი უთქვამს რაც საქართველოში გათავხედებულ სექტანტებს შვებას მოჰგვრიდა! ფარისევლური „მოლოცვების“ და ინტრიგების გავრცელების ნამდვილი ოსტატი ყოფილხართ. არ არის საჭირო ამდენი წვალება „დიდგორის“ რედაქციის გამოსაწვევად. ხომ ხედავთ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა და ამას დასჯერდით. დიდი მადლობა ინფორმაციის „დროულად“ მოწოდებისათვის. „დიდგორის“ რედაქცია განიხილავს მამა ბასილის „მონანიებას“, მაგრამ ვეჭვობ რომ თქვენი ვნებები დააკმაყოფილოს.

        რაც შეეხება მამა ბასილის ახალ ვერსიას ზვიად გამსახურდიას გარემოცვის დათრობაზე კომენტარს არ გავაკეთებთ. ასეთი ინფორმაციით მას შეეძლო მიემართა იმ პირთათვის, რომლებიც უკანონო სექტა – ხელისუფლების ასევე, უკანონო, საპარლამენტო-საგამომძიელბლო კომისიას ხელმძღვანელობენ.

      • nana Says:

        მამა ბასილის,შესახებ მე ასეთი რამ გამიგია,მას ჰყავს პატრიარქის მომხრე ცოლ-შვილი, ბიჭი პატრირქის მრევლი და მითხრეს მთელი ცხოვრება უჩიჩინებენ შერიგებას და სულ ისტერიკებს უწყობენ სერიგდი საპატრიარქოსთანო.ცოლი საშინელი პატრიარქისტიო.ხომ გაგიგიტ ხე შეძახილით გახმა. წმინდა დიმიტრი როსტოველს უწერია მორწმუნე საზოპგადოებაში სული ყვავილივთ ხარობს და უღვთო საზოგადოებაში პირიქიტ ხმებაო. ეჰ ეს ცოლები ცოლები…

      • nana Says:

        საპატრირქო ეტყობა მღვდელ ბასილისოჯახით მაგრად ”ჩალიჩობდა”თუმცა მადლობა,ღმერთს ვერც ახლა მოუხერხდათ,საწყალი მღვდლისბოლომდე დაღუპვა. ბასილის სინოდის ბრალია ყველაფერი,როგორ შეიძლება მღვდელმა ასე ტავის ნებაზე ირბინოს, პატრონი ეპისკოპოსი არა ჰყავსა?.

      • ეკა Says:

        ალექსანდრე დიდი მადლობა მამა ბასილის დაფასებისთვის. აქ მღვდლები უკმაყოფილონი არიან მამა ბასილით რომელიც საპატრიარქოსთან წავიდა კომპრომისებზე. მაგრამ იგი რომ იძულებული გახდა ამ კომპრომისში საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავენ. დაბრძანებულან სახლებში, წერენ წიგნებს, მისჯდომიან კომპიუტერებს და ჰგონიათ რომ სულ ეს დაუბარათ უფალმა და მორჩა. ვაღიარებ რომ კარგ წიგნებს წერენ! მაგრამ შეედრებიან ჩვენს მოძღვარს იმ კოლოსალურ შრომაში როდესაც იგი ღია ცის ქვეშ წირვა ლოცვას ატარებდა, მერე სექტების კონგრესების ჩასაშლელად აქციებს აწყობდა, მერე მთავრობის თუ პარლამენტის წინ აქციებს აწყობდა მართლმადიდებლობისთვის. გვარბევდნენ შევარდნაძის დროს, მე პირადად ელექტროშოკებით დასერილი მაქვს სხეული. მერე სააკაშვილის დროს შევარდნაძეზე უარესი მხეცობით დაგავარბიეს, ჩვენი მოძღვარი სასტიკად ნაცემი პატარა უჯრედში შეაგდეს სადაც დღე და ღამე ნახევრად ნაინფარქტალი წყვდიადში ეგდო უპატრონოდ. მერე ოთხი წელი ციხის უმძიმესი პირობები. დააკვირდით მამაო ამბობს ასავალ-დასავალში რომ თუ მღვდლად არა მთვლიდნენ ისე მაინც ვინმე მღვდელს მოვენახულებინე როგორც ადამიანიო. მე ვეკითხები მამა ზურაბს და მის ძმა მამა გელასის ამ ოთხი წლის განმავლობაში, თუ მღვდლად არ თვლიდნენ მამა ბასილს მაშინ როგორც ისე უბრალო პატიმარი თუ მოინახულეს? ისე როგორც მღვდლებმა, რაც სახარებაში წერია და რასაც თავის მრევლს უკითხავენ: ”უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავ და არ შემმოსეთ; სნეულ ვიყავ და საპყრობილეში; და არ მომინახულეთ.” (მათე 26 – 43)

      • ლაშა Says:

        გავიგე ასე – დაცემა მოხდა ბასილისა და თანაც აროშვილების დახმარებით 8)

      • davit Says:

        ქალბატონო ეკა, ბოდიშით მაგრამა აქეთ რატომ მოიღერეთ ჭეშმარიტი მღვდლებისაკენ და დიდგორისკენ თქვენი მხილების მახვილი? ან ერთი ნახეთ მამა ბასილის მტერი თუ ან მეორე? გთხოვთ რა რომ ამხილოთ ჭეშმარიტი მტრები მართლმადიდებლობისა, აქეთ ილია-სინოდიანად და იქეთ კიდევა ბაპტისტელი ვასიკო ზაზა თევზაძიანად. გამაკვირვა ქალბატონო თქვენმა განურჩევლობამ! ბოდიშით.

        მამა ბასილის შრომის დიდად დამფასებელი კაცი დავითი გოგიტიძე

      • ეკა Says:

        ნუ აზვიადებთ ბატ. დავით. მე არ დამიწერია დიდგორის წინააღმდეგ რაიმე, არამედ ამას გავეცი პასუხი

        frzurab01 ანუ, გასაგებად და მარტივად, რომ ვთქვათ არც ერთი მხარე არ არის აქ სუფთა და ბოლომდე არ იძახიან თუ რაში იყო საქმე. არც მ. ბასილია ბოლომდე გულახდილი და არც სინოდია მთლად პატიოსანი თავის განცხადებებშიი . . .
        ანუ, როგორც თავში დავწერე – ე.ი. და რადგანაც და ა.შ. . . . ანუ ქართულ-ხალხურ-პროვინციულ-სელხოზ გაგება სარწმუნოება-მართლმადიდებლობისა.

        მ. ბასილის ხალხურ პროვინციული-სელხოზ გაგება სარწმუნოების დასაცინად გაუხდია მამა ზურაბის, მაგრამ თავისი სვეტი სარწმუნოებით იქნეებ ეკადრებინა და შეჰხიდებოდა პროვინციელ მღვდელს. ფორუმებზე სადაც ხროვა მტრები ანადგურებენ სელხოზ მღვდელს იქ ვის ან რას კითხულობდა რას აკეთებდა მამაო საპატრიარქოს კართან, დაკავშირებოდა და პირადად ეკითხა და ეთქვა არ შეცდომეას უშვებ დიდსო, ციხეშიც მისულიყო და გაემხნევებინა და ეთქვა გაუძელი არ შეგირიგონო, რომ გამოვიდა ციხიდან მაშინ მაინც მისულიყო და დაერიგებიან რა ეშლებოდა და რა არა. მაგრამ არ კადრულობენ პროვინციელებს. …განათლება კარგია თუ სიმდაბლით გამოიყენებს მღვდელი და სელხოზებს არ დასცინებს.

        ეკატერინე გლდანის ეპარქიიდან

      • ეკა Says:

        ერთიც -კვიპრიანეს ეკლესიოლოგია არ მოსწონს მამაო ზურაბის. ცნობისთვის, ჩვენი მიტროპლიტი ავად არის რამოდენიმე თვეა კომაშია. მამაო ამბროსიმ კი კვიპ. მოადგილემ სამჯერ სპეციალურად მოინახულა ციხეში ჩვენი მამაო. ათენიდან სპეციალურად ჩამოვიდა. ჩვენმა ქართველმა მღვდლებმა კი თბილისის და რუსთავის ზონამდე ვერ მიაღწიეს პატიმარი მღვდლის მოსანახულებლად. როცა მაგათი სინოდის მღვდელი ეხლა გარდაცვლილი მამა გიორგი ზარზმელი დაჭრეს და საავადმყოფოში იყო მამა ბასილს არ დაუწყია სინოდის საქმეების გამოკვლევები და სამჯერ მოინახულა საავადმყოფოში მამა გიორგი. აცხოვნოს უფალმა მისი სული.

      • ეკა Says:

        მამა გელასი წერს რომ კვიპრიანეს ეკლესიოლოგია ერეტიკულია და ერეტიკოსები გამოჰყავთ ჩვენი სინოდი. ეს იგი ჩვენც! ესარის ცილისწამება!!! კვიპრიანეს ვიდეოებია აქ სულ რაც მე ვნახე ეკუმენიზმის მამხილებელი. თანაც რას ნიშნავს როგორ შეაღწია ციხეში მამა ამბროსიმ. რა ირიბად დასმული კიტხვაა, ე. ი. რაღაც ბნელმა ძალებმა შეიყვანეს არა? საეჭვო ის არის თქვენ რომ ვერ შეაღწიეტ ციხეში. სამაგიეროდ თქვენ ხარტ განკვეტილი რუსული ემიგრაციული ეკლესიიდან. თუ რუსული ემიგარციული ეკლესიაც ერეტიკულია მარტო ტქვენ ყოფილხართ დედამიწაზე ცხონებულნი. აი გამჟღავნეტ ტავი.

      • ეკა Says:

        კითხვა მაქვს ასეთი მამა გელასისთან: თუ ჩვენი მიტროპოლიტი ერეტიკოსია ესეიგი მამა ბასილიც ერეტიკოსია? ასევე რუსული ემიგრაციული ეკლესიის მღვდელ;ი მამა გიორგი სხლაზეც რომლის სინოდმაც თქვენ განგკვეთატ ერეტიკოსია? მიპასუხეთ ძალიან გთხოვთ.

      • ლომისა Says:

        ქ-ნ ეკა და პატივცემულო მამაო გელასი, ჩვენი აზრით, ამ საკითხების განხილვა ჯობდა გადადებულიყო ჭეშმარიტი საეკლესიო კრების მოწვევამდე, ვინაიდან მღვდელი ბასილ მკალავიშვილიც და მამა გელასიც სამართლიანად „გაიქცნენ“ ეკუმენისტური საპატრირქოდან. ეკუმენისტებისგან ვინ სწორი მიმართულებით „გაიქცა“ და ვინ კიდევ „გარბის“ არ უნდა გამხდარიყო ეკუმენისტთა სამსჯავროზე გამოსატანი. ეს უფრო შიდა სასაუბრო უნდა იყოს, სანამ „რუის-ურბნისის“ დარი საეკლესიო კრება შედგება საქართველოში. გთხოვთ ორივე მხარეს თავი შეიკავოთ. გთხოვთ კიდევ ერთხელ თავი შეიკავოთ ამ საკითხების საჯაროდ განხილვისა.

        ჭეშმარიტი სამღვდელოება და ჭეშმარიტად მართლმადიდებელი მრევლი, თითქმის ყოველთვის დევნილი იყო სახელმწიფოსგან, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ამა თუ იმ ქვეყანას უფლის ერთგული ხელისუფალნი მართავდნენ. აქედან გამომდინარე, სამართლიანი იქნება ისიც აღვნიშნოთ, რომ ჯერ კანონიერი ხელისუფლება „გააქციეს“ საქართველოდან 1991-1992 წ.წ. სატანისტური პუტჩის შედეგად, რომელიც ჯერაც ვერ მობრუნებულა დევნილობიდან. შემდეგ, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდლების დევნაც დაიწყეს გამძვინვარებულმა უფლის მტრებმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტი საეკლესიო კრება თუ საქართველოში კანონიერი ანუ ღმრთივ კურთხეული ეროვნული ხელისუფლება არ იარსებებს? ვინ უნდა იყოს გარანტი ნამდვილი საეკლესიო კრების სამართლიანად ჩატარებისა? იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ ქვეყანას უფლის მტრები მართავენ და ეკლესიის მსახურნიც მათ ემორჩილებიან? იქნებ ჯერ პატრონი უნდა გამოუჩნდეს ქვეყანას კანონიერი ხელისუფლების სახით და ეს საკითხებიც მაშინ განხილულიყო საჯაროდ?

        დიდ ბოდიშს მოვუხდით მამა გელასის და ქ-ნ ეკასაც, თუ უნებლიეთ რაიმეთი გული ვატკინეთ.

      • გიორგი Says:

        ვეთანხმები, ბ–ნ იოსებ ღუდუშაურს (ლომისა), რომელიც არის ზ. გამსახურდიას დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის პრეზიდიუმის წარმომადგენელი და “დიდგორის” ვებ–გამოცემის დამაარსებელი. დიახ, ბატონი ღუდუშაურის დარი მართლმადიდებელნი რომ გვეყოლება ხელისუფლებაში საეკლესიო კრებასაც მოვიწვევთ და ყველა ერეტიკოს მაღალ იერარქს თუ უღირს სამღვდლო პირი განიკვეთება, და განიწმინდება ეკლესია–მონასტრები უწმინდურთაგან, და ერიც ნორმალურ საეკლესიო ცხოვრებას და წმინდა ღვთისმსახურებას ეზიარება. მანამდე კი, როდესაც ხალხს რწმენაში მარჯვენა მარცხენისაგან ვერ განუსხვავებია, სინოდალური ეკლესიოლოგიური კამათით საერთოდ დავაბნევთ. ასევე მინდა ვთხოვო ქ–ნ ეკას და სხვა მართლმადიდებლებს, ჭეშმარიტ სამღვდელობასთან ასეთ თამამ ფამილარულ მიმართვებს მოერიდნენ. რას ნიშნავს თავი იმხილეთ? ასე რომ მამა გელასის მრევლმა მიმართოს მამა ბასილს ხომ არ მოგეწონებათ ქნ–ო ეკა? დიახ, მამა გელასიმ და მამა ზურაბმა თავი ჭეშმარიტად “იმხილეს”, ოღონდ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის უკომპრომისოდ დაცვაში.

        გ. წულაძე “დიდგორის” პრეს–სამსახური

      • გიორგი Says:

        რაც შეეხება, მამა ბასილის ეპისკოპოსს ამბროსი ბაირდს, მასთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა, ერთად ვაგზავნიდით მამა ბასილის ციხიდან გამოშვებისთვის საპროტესტო მიმართვებს მსოფლიოს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებაში. ამაში მაშინდელი პარლამენტის წევრი ბატონი კახაბერ კუკავაც დაგვემოწმება. ეპ. ამბროსიმ პირადად მას მისწერა თხოვნა დახმარებოდა მამა ბასილს. ეპ. ამბროსი შესანიშნავი პიროვნებაა, ძალიან ყურადღებიანი, გულისხმიერი. ბევრ საკითხში ჩვენს საითსაც ეხმარება ანტიეკუმენისტური ვიდეო–მასალის და სხვა მასალის მოწოდებაში… მას მართლაც დიდი ამაგი აქვს ქართველ მღვდელზე. ხოლო რაც შეეხება, იმას თუ როგორ შევიდა ციხეში, თავად მისგან ვიცით, რომ მამა ბასილის ოჯახის და პირადი ადვოკატის დახამარებით. ასე რომ, ქართველებს, ამ უცხოელი სასულიერო პირისადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

      • ლომისა Says:

        ბ-ნო გიორგი, არ უნდა დაგვავიწყდეს როდესაც ვასახელებთ ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოებს, ყოველთვის მივუთითოთ, რომ საქმე გვაქვს უკანონო პარლამენტთან და ზოგადად უკანონო ხელისუფლებასთან. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვითარებაში, როდესაც არავინ აღარ ფიქრობს კანონიერების აღდგენაზე. დღეს, პოლიტიკოსთა აბსოლიტური უმრავლესობა, იმაზე ფიქრობს, რომ უკანონო ხელისუფლებას როგორმე ჩაენაცვლოს!

        კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქართველ ერს დევნილობაში ჰყავს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ ხელდასხმული მთავრობის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით მუშაობა განაახლა დევნილი კანონიერი მთავრობის პრეზიდიუმმაც. სწორედ ამიტომაც, საგრძნობლად იმატა მის (პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი) მიმართ გაჩაღებულმა ცილისწამებამ, ე.წ. შავმა პიარმა, როგორც უკანონო ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე ცრუოპოზიციის რიგებიდან. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით, ყველაზე მეტად, აქტიურობს გაზეთი „ასავალ-დასავალი“-ის ზოგიერთი ჟურნალისტი, რომელთა „გლოვა“ ზვიად გამსახურდიას დაღუპვაზე თეატრალურ დადგმას ემსაგავსება!

      • ეკა Says:

        დიდი ბოდიშით მაგრამ თქვენ რას აკეთებთ? ჯერ იმდენი საქმე აკეთეთ რაც მამა ბასილმა გააკეთა თბილად რომ ბრძანდებოდით სახლებში და თქვენი ტაძრის კედლებს არ გაცილდით და მერე გაქვთ უფლება უფრო დიდი სიამაყის.მე პირადად არსად არ მივყვებოდი არანაირ ეკუმენიზმში, და რა თქმა უნდა განვუდგებოდი მამა ბასილს რომ შერიგებოდა საპატრიარქოს. მაგრამ მე მას ვპატიობ იმიტომ რომ რაც მეტს მოისურვებს სიკეთე აკეთოს ადამიანმა მით მეტs დასცემს ეშმაკი , მამა ბასილმა ძალიან ბევრი აკეთა მთელი ცხოვრება რომ იცხოვროთ იმის ნახევარსაც ვეr გააკეთებთ.. თქვენ ცოტა აკეთეთ და კარგადac იცავთ თავს დაცემებისგან, და რა იცვით რომ მამა ბასილი იმიტომ არ დასცა უფლის დაშვებით ღმერთმა რომ თქვენი ეს ჩასაფრება და სიამაყე გამოჩენილიყო. ვერ დავიჯერებ რომ ახლა ამას თქვენ ჩვენი სულების ზრუნვებისთვის აკეთებთ. ეს რომ მართლაც ასე იყოს, ფეხგადაბრუნებულ მღვდელს არ დაეცემოდით თავს ოპერატიულად. ოპერეტარიოლაბა ჯობია იქიმსადმი გამოიჩინოთ რომ იხრწნება მთელი ერი. სადა ახართ რატომ ხმას არ იღებთ telekompania იმედზე რომ სექსუალური გაკვეთილები დააწესეს შორენა ბეგაშვილიოს მონაწილებოთ. მიდით ხმა ამოიღეთ, მამა ბასილზე რომ კარგავთ დროს cotaa erSi saqme? ara da arc gaakeTebT..მე ვფიქრობ შუღი და სიამპარტავნე გჭირთ თორემ ასეთი ცასაფრებულ ოპერატიულობას არ გამოიჩენდით

      • ეკა Says:

        ხოლო კვიპრიანეზე ვიტყვი რომ ზალიან ადვილად ჭრით და კერავათ, თავი დაანებეთ ანგელოზობანას თამაშს, თორემ შეიძლება ისე დაგცეთ ეშმაკმა თქვენი მაგ სიამაყით რომ პეტროს მკაწვრელს გადაასწროთ. ყოფილან თქვანნაირნი და მაგ სიმაღლეებიდან ტალახში ჩამოცვენილან. უკანასკნელნი პირველნი და პირველნი უკანასკნელნიო ისე არ მოგივიდეთ.

      • ეკა Says:

        კიდევ ერთი, როცა მამა ბასილი განუდგა ეკუმენიზმს და ტაზარ მონასტერ–მონასტერ დადიოდა და ეხვწებოდა სამღვდელოებას არავინ არ დაუჭირა მაში მხარი. მაშინ დიდი არჩევანი არ ჰქონდა მას სინოდების გამოკვლევისა, მაშინ თქვენ ჯერ კიდევ ეკუმენიზმში ბანაობდით და მხოლოდ ორი წლის მერე გამოდით ეკუმენიზხმიდან, მაშინ როცა კვიპრიანეს ეკუმენიზმის მხილება ლამის მოტავებული ჰქონდა.

      • ალექსანდრე Says:

        ბატონო მამა გელასი თქვენდამი დიდი პატივისცემით თან დიდი გაკვირვებით მინდა გითხრათ რომ გაოცებული ვარ თქვენი მიდგომით მამამ ბასილისა და მიტროპოლიტ კვიპრიანის ჭეშმარიტი სინოდის მიმართ . ჯერ ერთი მამა გელასი მე მინდა გითხრათ რომ თქვენ საერთოდ არ გიცნობდით ეს წლები და საერთოდ არც ვიცოდი თქვენი არსებობის შესახებ და თუ ვინმემ გაგიცნოთ მორწმუნე ხალხმა მათ შორის მეც გაგიცანით დიდგორის ჭეშმარიტი მაცხოვნებელი ვებ გვერდის კითხვისას. მანამდე კი მე მხოლოდ გაგებული მქონდა ერთხელ რომ იყავით როგორც ბოსტონის დაჯგუფება. რაც შეეხება მამა ბასილს და მიტროპოლიტ კვიპრიანეს ჭეშმარიტ სინოდს რომელსაც მსოფლიო ევქარისტია ჰყავს, მათ იცნობს მთელი მსოფლიო, რადგან მათ უდიდესი შრომა ჩაატარეს ეკუმენიზმის წინააღმდეგ და ეკუმენიზმის წიაღში შთაფლული ხალხის გამოსაფხიზლებლად და ამან სერიოზული შედეგი გამოიღო სხვათაშორის მეც მაგათგან შევისწავლე და მაგათი ვიდეო–მხილებებიტ, რა იყო ეკუმენიზმი, ამიტომ მხოლოდ მარტო აქედან გამომდინარე თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ ერეტიკულად გამოცახადოტ ეს ჭეშმარიტი სინოდი. გაილაშქროთ საჯაროდ ისეთი სინოდის მიმართ რომელსაც 17 წელი ციხეში და ტანჯვაში მყოფი უდიდესი ახალ მომწამე წმინდა რუმინელი მამა მიტროპოლიტი ღლიკერი ჰყავს და ევქარისტია აქვს რუმინეთის და ბულგარეთის ძველმესტილე ჭეშმარიტ ეკლესიებთან. მიტროპ. ღლიკერი, რომლის წმინდა სხეული დღესაც უხრწნელია და მთელი რუმინელი ხალხის, და კვიპრიანის სინოდის სიხარული და სიამაყეა. ბატონო მამაო გელასი თქვენ წმინდა ღლიკერისა და მამა ბასილისაგან განსხვავებით 17 წელი კი არა 17 წუთი არ დადგებით ქუჩაში საქადაგებლად მართლამდიდებლობის დასაცავად . მე თქვენი ახლანდელი საქციელი საერთოდ არ მომეწონა ისევე როგორც არ მომწონს მაპატიეთ და თქვენი უსაქმურობა ქართველი მართლამდიდებელი ერის გადასარჩენად. თქვენ რომ გიყვარდეტ საქართველო და ქრისტე ღმერთის მართლმადიდებელი შვილები მაშინ ხმას ამოიღებდით და ხალხს უშიშრად უქადაგებდით საჯაროდ ტელევიზიით თუ პრესით იმ უბედურებას რასაც საპატრიარქო და მისი სულიერი კახპები ნანკა კალატოზიშვილი შორენა ბეგაშვილი და მერაბ სეფაშვილი და ძმანი მათნი სჩადიან. იცით რა ბატონებო თაობა იხრწნება, იხრწნება ჩვენი დები და ძმები თქვენ კი გირჩევნიათ სახლში ჯდომა ეს არის თქვენი უკომპრომისო მორწმუნოება? თქვენს თავზე და რამოდენიმე კაცზე ზრუნავა? დაგავიწყდათ რა ბრძანა უფალმა ვინც თავისი სულის გადარჩენისთვის ზრუნავს ზუსტად ის დაიღუპება… თქვენი თავდასხმები მრავალტანჯული მამა ბასილის და მისი მიტროპოლიტ კვიპრიანის წინააღმდეგ. თქვენი ახლანდელი ზურგში მახვილის ჩაცემა მწვალებელთა გასახარად ეს არის თქვენი სარწმუნოებრივი გზა? გამაგებინეთ ერთი რა აზრი აქ თქვენს არსებობას თუ თქვენ არ ზრუნავთ ქრისტიანთა სულების გადასარჩენად ქუჩა–ქუჩა საჯარო ქადაგებებით, როგორც ამას მამა ბასილი აკეთებდა? რატომ უწოდებთ თქვენ თავს მართლმადიდებლობისთვის დევნილებს როდეცას არც არაფერს არ აკეთებთ გარდა ფორუმებში კლავიატურაზე კაკუნისა და მხოლოდ წიგნების წერისა?? აააა ადვილია არა თბილად ნაჭამი ყავას მიირთმევთ და ჩასაფრებულები გაამპარტავნებულები იმით რომ ენციკლოპედიური ცოდნა გაქვთ თავს ესხმით მრავალტანჯულ ღვაწლმოსილ თუნდაც დროებით დაცემულ ადამიანს . თქვენ რა მრევლი გაგიჩერდებთ ან საერთოდ გყავთ მრევლი? გამოდით ერთი ქუჩაში და იქადაგეთ ჩაატრეთ აქციები მოუწოდეთ ქართველებს უმწიკვლოდ მართლამდიდებლობის ტრადიციების და ზნეობის დასაცავად .რა გავიწყდებათ როგორ ქადაგებდნენ წმინდანები? რომ მილიონობით ქართველს არ აქვს კომპუტერი ინტერნეტი და არც იციან თქვენ რა გაქვთ დაწერილი ყველა ვერ ადევნებს თვალს თქვენს წერილებს ინტერნეტში. იცით რა ბატონებო? არც მე მარ მომწონს რაც გააკეთა მამა ბასილმა მაგრამ ამ დროსაც მიტროპოლიტ კვიპრიანეს სინოდი იჩენს ჩემის აზრით დიდ მოთმინებას რადგან საქმე ადამიანთა სულებს ეხება ხოლო სინოდიდან გამოგდება სულ ერთი წუთის საქმეა.

        უღირსი ერისკაცი ალექსანდრე ბოკუჩავა

      • გიორგი Says:

        ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ გავაკეთებთ ერთ გაფრთხილებასაც, რომ შეწყდეს სინოდალური დაპირისპირება, რადგან ჩვენ ამით ავცდებით მთავარ მიზანს, რაც ამ ეტაპზე დაუშვებლად მიგვაჩნია. ცოტა მოგვიანებით, ფორუმს გავხსნით და მოვიწვევთ მიტრ. კვიპრიანეს სინოდის ბერებს და სხვა სასულიერო პირებსაც და თუ ისურვებენ ამ ფორუმზე შეუძლიათ თანაბარ პირობებში განავითარონ ეკლესიოლოგიური დავა და ერისკაცნი თვალის დევნებით მიიღებენ შესაბამის განმარტებებს. მანამდე კი ვწყვეტთ ამ თემაზე დაპირისპირებას. გთხოვთ, ძვირფასო მამებო, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა. ასევე, თქვენი ფორმაც, ბატონო ალექსანდრე, მღვდლებთან დაპირისპირებისა სრულიად მიუღებელია “დიდგორის” რედაქციისთვის.

        “დიდგორის” პრეს–სამსახური

      • ნიკა Says:

        მამაო ზურაბ, თქვენი კომენტარი ქვევით გადმოვიტანეთ. გამოქვეყნების დროს დაუწკაპუნეთ “replay” – ის _ „უპასუხე“ და გამოქვეყნებისას სულ ბოლოში მოექცევა…
        —————————
        მღ. ზურაბი Says:
        იანვარი 3, 2010 დრო 3:46 pm

        თვალი გადავავლე ბოლო დღეებში გაკეთებულ კომენტარებს. ფქატიურად ვზიარებ ”დიდგორი”-ს რედაქციის აზრს და დამოკიდებულებას. მე მესმის, რომ მ. ბასილის ბოლო დროინდელმა ამბებმა ”დიდგორი”-ს რედაქციაც და სხვა ბევრი გულწრფელი გულშემატკივარიც მ. ბასილისა რბილად, რომ ვთქვათ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. მ. ბასილი ჯერ კიდევ ციხეში იჯდა როდესაც ”დიდგორი” მასზე თითქმის ყოველდეღე სწერდა და თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებდა.
        რაც შეეხება ჩემს სათქმელს. ვეცდები რამდენიმე პუნქტში და რაც შეიძლება ძალიან მოკვლედ ვთქვა.
        1.) 1995 წელს მოხდა მ. ბასილის დაპირისპირება პატრიარქ ილიასთან. მან გვნახა ჩვენ (ასვე გ. გაბაშვილი და მ. სულაქველიძე). ასე ვთქვათ რჩევა იკითხა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მის მდგომარეობაში ჩავრდნილი კაცი. ასეთი აზრიც კი გამოთქვა, რომ იქნებ იერუსალიმის პატრიარქ დიოდოროსთან გადავიდეო?! ნუ, ჩვენ აუხსენით, რომ ეს გაუგებარი და მიუღებელი ამბავი იქნებოდა და ასვე ვურჩიეთ, რომ როდესაც პატრიარქთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაზე საუბრობდა უნდა ჰქონოდა სერიოზული სარწმუნოებრივი მოტივი. და ასეთი ჩვენს დროში ეკუმენზმი იყო. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მაშინ მ. ბასილი ილიაზე ნაწყენი იყო, რადგანაც ბევრჯერ ილია მას უსამართლოდ მოექცა და დაჩაგრა და მის საუბარში დომინირებდა ეს ნაწყენობა. ნუ, მთლად კარგად გარკვეული არ იყო ამ ეკუმენზმში. რა მოხდა რომ? მაშინ რამდენიმე კაცი თუ ერკვეოდა ამ პრობლემაში და ისინიც ფრიად მცირე ინფორმაციას ფლობდნენ. წლები ვაგროვებდით დოკუმენტებს რომელიც ასე ჰქონდა დამალული ოფიც. საპატრიარქოებს და ეხლა მ. ბასილი თუ ვერ ერკვეოდა ამ საქმეებში რა დიდი გასაკვირი იყო. ამიტომაც მეგობრულდ ვურჩიეთ, რომ უმთავრესი მოტივი მართლაც სარწმუნოებრივი საკითხი – ეკუმენიზმი ჰქონოდა და ამ მოტივით ჩამოცილებოდა საპატრიარქოს. ჩვენც ძალიან მწირი ინფორმაცია გვქონდა ”ემიგრანტულზეც” და ”სტარასტილნიკებზეც” ამიტომ ამ საკითხზე ვერაფერი კონკრეტული ვერ ვუთხარით. შემდგომ თვითონ თავის გზებით მოძებნა კვიპრიანეს სინოდი. აქ, სწორად სწერდა ერთი, რომ – …” მ. ბასილი დადიოდა ეკლესია-მონასტრებშიო და თანადგომა ვერ იპოვაო…”. ნამდვილად ასე იყო 1995-1996 წლებში.
        2.) როდესაც კვიპრიანეს ე.წ. ”ეკლესიოლოგიაზე” ვსაუბრობთ უნდა ვიცოდეთ, რომ საბერძნეთის არც ერთი ზილოტური სინოდი არ ცნობს მის სწავლებას მართლმადიდებლურად და ფრიად სერიოზული ეჭვით უყურებენ. მარტო ჩრდილოეთ ამერიკა და ჩვენ არ ვართ ასეთი ”ამპარტავნები” როგორც აქ წერს ზოგიერთი. თუ რედაქცია საჭიროდ ჩათვლის მოიყვანონ კომპენტენტური სას. პირები ამ სინოდიდან და ჩვენ მათ კონკრეტულად გავცემთ პასუხს ყველა სარწმუნოებრივ საკითხებზე. ნჲ თუ საჭიროდ ჩათვლიან ამ საკითხზე პოლემიკის გამართვას.
        3.) რაც შეეხება დღევანდელ სიტუაცია და მ. ბასილს. თუ ვინმე მეტყვის, რომ მ. ბასილი გვძულს, ან დავცინით და ა.შ. ვერ დავეთანხმები. როდესაც სელხოზზე ვსაუბრობდი უმეტეს წილად ვგულისხმობდი სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც თავის სახე-შინაარსით მართლაც ასეთია.
        მაგრამ მოდი სიმართლე ვთქვათ. მ. ბასილს ხომ უნდა დაბრუნება საპატრიარქოში? ხოდა, თუ უნდა მაშინ ვეღარ ექნება მართლმადიდებლის და მისთვის მებრძოლის სახელი. ამას ყველა უნდა შეეგუოს. ჩვენ, ან ვართ მართლმადიდებლები, ან არა!
        ასე ვუთხარი თავის დროზე მ. იონესაც, როდესაც უკან მიბრუნება დააპირა. თან საპატრიქოში და თან მართლმადიდებლები ვერ ვიქნებითქოო. ორ სკამზე ერთად ვერ დავჯდებით. არადა მ. იოანე ჩვენი გამზრდელ-მოძღვარი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაგრამ რა გვექნა გავყოლოდ-ჩავყოლოდით? არა! ჩვენ ეს არ შეგვეძლო. ჩვენი წინამოსაჯულე, ჩვენი სინდისი ამის უფლებას არ გვაძლევდა. ასევე, მინდა იცოდეთ, რომ როდესაც მ. იოანე დაბრუნდა საპატრიარქოში, იქაც განაგრძო ჩვენზე მამობრივი ზრუნვა და მოურიგდა პატრიარქს, რომ ჩვენ მღვდლების ხარისხით მიგვიღებდნენ, თუ შევინანებდით და დავბრუნდებოდით. მაგრამ ჩვენ კატეგრიული უარი ვთქვით ამ შემოთავაზებაზე. ვერ გავყიდით ჩვენს სარწმუნოებას საპატრიარქოს მღვდლობაზე!!!!!
        ვერ ვიტყვი საკურთხევლის წინ : – ”მოიხსენე მართლმკვეთელობით სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათაო . . .” ილია მეორეზე. უბრალოდ ვერ შევძლებ ამას.
        ასე დაემართა 1997 წელს არქიმანდრიტ გრიგოლს, დავით-გარეჯის წინამძღვარს. ერთხელაც ამოვიდა შიო-მღვიმეში და თქვა. გამოვედი დიდი გამოსვლის დროს ბარძიმ-ფეშხუმითო და ვეღარ ვთქვი ილიას სახელიოო! აი, ეს არის ნამდვილი სარწმუნოება – ჩვენს გულში, სულში და გონებაში.

        გამიგრძელდა. ბოდიში. დანარჩენს კიდევ მერე ვიტყვი. . . .

      • ეკა Says:

        ნუ ხო არა გვაღადავებთ? მამა ბასილი დაბოღმილი იყო პატრიარქზე და პირადი წყენის გამო განუდგა ისე რომ არაფერი არ იცოდა თქვენნაირ განსწავლოლთა დარად რა იყო ეკუმენიზმი, რატომ მრავლდებოდა სეკტები, რატომ ირღვეოდა ეკლესიებში პატიოსნება . დიოდოროსით დადასტურეთ ნუ რომ რადგან დიოდოროსი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში იყო მამაომ არაფერი იცოდა. მაგრამ საიტერესოა თუ თქვენ შეგეკითხათ განუსწავლელი მღვდელი სად იყავით ორი წელი შეკითხვის შემდეგ, მარტო რატომ იბრძოდა მამა ბასილი, ორი წელი რომ შევარდნაძეს არბევინეთ და მაგ დროს ეკუმენიზმში რატომ ბანაობდით, მერე როგორც იქნა გონს მოდით და განუდექით. ესეიგი ორი წელი თურმე პირადი წყენის გამო ებრძოდა მამა ბასილი საპატრიარქოს, ორი წელი უშვებდა გაზეთ ლომისას, წიგნებს, აქ ვნახე დიდგორს გამოუქვეყნებია ჩვენი ეპარქიის წიგნი სადაც მამა ბასილი ამხელს ეკუმენიზმს. სადაც თქვენ წარმოიდგინეთ მაღალი-სწავლა განატლებით ამხელდა. არა არ გერიდებათ ისე ტყუით. ზილოტი ნამდვილად არ გეწოდებათ ტქვენ., უფრო შეგეფერებათ მარცხენა უკიდურესობა.

      • ეკა Says:

        დიდგორის დიდი მადლობელი ვარ პირადად, ასევე მამა გიორგი სხილაძის პარიზში რომ არის. რადგან ციხეში მყოფ მამა ბასილს მათ დაუჭირეს მხარი. მამა ბასილი რომ შერიგებოდა საპატრიარქოს, მე, მამა გიორგის მრევლის წევრი გავხდებოდი. მამა ზურაბმა და მამა გელასმა ციხეში ვერ შეაღწიეს, მაგრამ თუ სადმე, თუნდაც დიდგორზე დაწერეს კი, ან რაიმე პროტესტი, ან მახარდაჭერა რომ ციხიდან გამოეშვათ მამა ბასილი. არ დაწერეს იმიტომ, რომ მთელი ოთხი წელი არაფერი იმიტომ რომ არასოდეს ცნობდნენ.

      • ეკა Says:

        ერთიც – მე მოვითხოვ, არ დამბლოკოს დიდგორმა, თუ გაჩუმდებიან მამა ბასილის გამანდგურებელი მღვდლები, მეც აღარ დავწერ სიტყვასაც კი და თუ გააგრძელებენ მამაოს დამცირებას სიტყვას არ შევარჩენ მათ.

      • ეკა Says:

        მამაო ზურაბი წერს რომ-ყოველთვის თავს იკავებდნენ სას. პირები და გვეუბნებოდნენ ადრეაოო. საბოლოოდ როგორც იქნა მიიღეს გადაწყვეტილება და ჩვენც გავყევით. – ესეიგი ადრეაო ვიყოთ ეკუმენიზმშიო გეუბნებოდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მყოფ პატრიარქზე და თქვენც უჯერებდით და პირად გადაწყვეტილებას ვერანაირად ვერ იღებდით. კარგია თქვენი სარწმუნოებრივი უპრიციპობა რომ აღიარეთ. და მამა ბასილი რომელიც განუდგა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, რატომღაც ასე ჩათვალეთ”მოტივაცია და მიზეზები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში დარჩენისი უფრო არასაეჭვო და სარწწმუნოებრივი იყო, ვიდრე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან განდგომილი მამა ბასილის თუნდაც უსწავლელის აყოლ-დაყოლა. მიტომ არ გავყევ-ავყევით, რომ თავიდანვე მოტივაცია და მიზეზები ფრიად საეჭვო და არასარწმუნოებრივი იყო და ეს ზემოთაც დავწერე.”! მაგარია! ნუ! ნუ! ნუ!

      • მღ. ზურაბი Says:

        მიტრ. კიპრიანეს ”ეკლესიოლოგიის ” შესახებ –

        http://studieli.blogspot.com/2010/01/blog-post.html

        http://studieli.blogspot.com/2010/01/2.html

      • ეკა Says:

        ჰო, მე არა მაგრამ მამაო ზურაბ უფალი ხომ იხედება ტქვენს გულში. სიხარულით აღარ იყავით ალბათ რომ გაიგეთ მამა ბასილის მისვლა საპატრიარქოში და სარწმუნოებრივი უპრინციპობა! რატომ იცით, იმიტომ რომ დაგედასტურებინათ თქვენი მარადმწვანე უარყოფა მამა ბასილის ბრძოლისადმი. წააგოოო! გაგიხარდათ ალბათ, ვინმე გუჯასავით, სამწუხაროთ დიდგორისმსგავსად გუჯას რომ უთხრა მეც ასე ვიტყვი: იჩქარეთ სიხარულში. ჯერ არ შერიგებია მამა ბასილი საპატრიარქოს. იმდენად გულუბრყვილო მღვდელია რომ ეს ყველაფერი დაწერა და აღიარა, თუმც შეეძლო დაემალა! და ღმერთმა ნუ ქნას ეს მოხდეს, რადგან მებრალება. ახლა კი ჩემს სარწმუნოებრივ პრინციპულობას მოგახსენებთ: თუ მამა ბასილი შეურიგდება საპატრიარქოს იგი ჩემს თვალში იგივე არარაობად იქცევა რორორიც არის პატრიარქი. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

      • ეკა Says:

        p.s.
        მამა ზურაბმა დამიწერა: თქვენ კი გირჩევთ ფრთხილად იყავით, რადგანაც მღვდლის უსამართლო გინება არ არის კარგი საქმე.
        ამაზე აუცილებელია პასუხი გავცე: გამხილეთ ამპარტავნებაში, ხოლო უსამართლო თანაც გინება არ მიკადრებია თქვენთვის.. უსამართლო და თანაც გინებით გაგინებენ ფორუმელები. საჭიროა, გამოასწოროთ თქვენი ამპარტავნება უსწავლელი მებადურებისადმი. განსწავლული მებადურები ისედაც ვიცით რომ “გიმონებენ”

        ეკატერინე-მამა ბასილის სულიერი შვილი

      • ეკა Says:

        ეჰ საბრალო ამპარტავანო მოძღვრებო! წავიკითხე და ადრეც მქონდა წაკითხული მიტროპოლიტ კვიპრიანეს “მწვალებლური ეკლესიოლოგიის შესახებ” ახლა რომ მომაწოდეთ თქვენი საიტით. მაინტერესებს როდესაც წლების წინ თქვენ თქვენი მრჩეველი არქიმანდრიტებითა და მღვდლებით ჭირვეულობდით და წვალობდით მაშინ როდესაც მამა ბასილი გამოეყო პატრიარქს და შეუერთდა მიტროპოლიტ კვიპრიანეს რომელ ნაწილში ითვებოდით თქვენ ჯანმრთელში თუ დაავადებულში თუ საერთოდ ამ ქვეყანაზე არც არსებობდით როგორც არც დაავადებული და არც ჯანმრთელი და არც არასოდეს არსებული ეკლესია…მიკვირს ასე მარტვად ასე ხელაღებით როგორ წყვიტავთ იმ საკითხებს რომელიშიც თავად იღებდით მონაწილეობას როგორც ჯერ დაავადებული და მერე ცოტა გონსმოსულ-გაჯანმრთელებული, მერე მთლად გონსმოსული მაგრამ ადრეაო რომ იძახოდით ესეიგი არ გამოყოფილი ნაწილი და მერე უკვე როცა გამოეყავით პატრიარქს მთლად გაჯანმრთელებულნი.

      • ეკა Says:

        თქვენი ეკლესიოლოგიის მიხედვით ერთ ადამიანს არ აიყვანდით ცათა სასუფეველში. მაგრამ მადლობა უფალს რომ იგი მწყემსი კეთილი თქვენესავით “სწავლულად” არ წყვეტს ცხონება-წარწყმედის ამბავს.

      • ეკა Says:

        მინდა ვუპასუხო ორიგინეს ამ ნაწერზე: ქალბატონო ეკატერინე, თქვენც ალბათ ეხმარებოდით მამა ბასილს ფრიად ქრისტიანულ საქმეში მაშინ, როცა იგი სექტებს არბევდა თავის შეურაცხად და ბნელ/გაუნათლებელ მრევლთან ერთად…

        დიახ ვეხმარებოდი და სიამოვნებით დავეხმარები ყველა მოძღვარს ვინც ამას ითავებს მომავალშიც. მაგრამ ცდებით მამა ბასილის მრევლი ძალიან ჭრელი იყო განათლებულებიდან დაწყებული გაუნათლებლ;ებით დამთვარებულები. თქვენ სჯობს ჯვრის, ხატის და ასე შემდეგ იეღოველებზე აღლესოთ მხილების მახვილი, თქვე იეღოველო. მართლმადიდებლები როგორმე გავარკვევთ ერთმანეთსი სადავო საკითხებს.

      • გიორგი Says:

        როგორც ჩანს, ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს და ანტიეკუმენისტებს შორის სინოდალური დაპირისპირება ისევ გრძელდება, თანაც მ. ბასილის მრევლის მხრიდან მტრული ფორმით. ამიტომ დასკვნითი სიტყვა ეძლევათ მოძღვრებს – მ. გელასის და მ. ზურაბს, ხოლო მამა ბასილის მრევლი (ეკატერინე) და სხვა ყველა ერისკაცი, ვინც მართლმადიდებელთა შორის ამ შიდა დაპირისპირების პროვოცირებას გააგრძლებს დაიბლოკება. ეს არის ჩვენი ბოლო სიტყვა.

        გიორგი წულაძე – “დიდგორის” რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი

      • გიორგი Says:

        ორიგინე, იეღოველთა წინააღმდეგ ინკვიზიციები საიდან მოიტანეთ, რადგან იეღოველები თავისი კრიმინალური ქმედებების მიუხედავად რეგისტრაციაში გაატარეს საქართველოში, ხოლო ამ სექტის გამო პირიქით მხეცურად და პაპისტური ინკვიზიციით დაარბიეს გლდანის ტაძარი. თუ გული დაგეწვათ იეღოველთა დარბევაზე და მათი წიგნების დაწვაზე, იქვე უნდა აღეშფოთებინეთ ძალადობის არნახულ მხეცობას, რასაც გლდანის ტაძრის დარბევისას ჰქონდა ადგილი. საჭიროა გაეცნოთ ამ წერილს.
        https://didgori.wordpress.com/2009/04/01/სიტყვა-ერეტიკოსთა-სამხი/

      • Origene Says:

        ბატონო გიორგი, მადლობთ პასუხისთვის პირველ რიგში.

        პირველ რიგში დამისახელეთ რა კრიმინალურ ქმედებებზეა ლაპარაკი. ქადაგება კრიმინალური ქმედებაა?

        I საუკუნეში ქრისტიანებიც ეგრე ქადაგებდნენ, ერესებს კი ისინი აპოლოგიებით პასუხობდნენ…

        წიგნების დაწვა არის სხვისი საკუთრების ხელყოფა, რაც ასევე უნდა დაისაჯოს კანონით… და სახლებში შევარდნა და იაღოველთა ოჯახების დაწიოკება უარესი დანაშაულია… აქ მარტო იაღოველებზე არაა საუბარი, როგორც ვიცი 50-იანელებზეც განხორციელდა რამოდენიმე თავდასხმა…

        თუმცა აქვე ვიტყვი, რომ გლდანის ტაძრის ეგეთი დანგრევა და შემდეგ იქ მდგომი ხალხის დაწიოკება არანაკლები დანაშაული იყო ხელისუფლების მხრიდან… ბასილ მკალავიშვილი რომ იმსახურებდა კანონით დასჯას, ეს ცხადია, მაგრამ ხელისუფლების ქმედებაც ნამდვილად არასწორი იყო…

        თქვენს მიერ მოცემულ გვერდს კი გავეცნობი ეხლავე…

      • Origene Says:

        აჰაა, ეგ გვერდი ადრე მაქვს წაკითხული, ეხლაც გადავხედე. პირველ რიგში კარგი იქნება ხოლმე რომ დიდგორის რედაქციამ მიუთითოს თუ სად წერს წმინდანი მასეთ რამეებს. ანუ ნაშრომის სახელწოდებაზეა საუბარი…

        უფალ იესო ქრისტეს ძაგებად თუ ყველა სახის მწვალებლობად თვლით, ვერ დაგეთანხმებით… თუ ადამიანს მასე ესმის, უნდა აუხსნა და დაუმტკიცო რომ ცდება, თორემ ცემა-ტყეპით მას დაარწმუნებთ რომ მართალია და თავსაც გასწირავს მისი რწმენისთვის შემდეგ…

        გავიხსენოთ წმინდა ამბროსი მილანელი, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა არიანელებს, მაგრამ მხოლოდ სიტყვით, იგი წინააღმდეგი იყო ყველანაირი ძალადობის, მან ერთხელ დაინდო კიდევაც არიანელები როცა ჯარს სთხოვა არ მოეკლათ ისინი რადგან ეს ქრისტიანობას ეწინააღმდეგებოდა…

        საერთოდ კი IV საუკუნემდელი ეკლესიის მამების(უმეტესობა წმინდანები) უმეტესობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ყველანაირ ძალადობას…

        თქვენ გეშინიათ იმის რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი რელიგიურად გაუნათლებელია და მათი მოქცევა ადვილად შეიძლება(ცხადია ბევრს როგორც ყოველთვის პატრიოტიზმი იცავთ და მეტი არაფერი). ასევე ეშინოდათ იქ მოყვანილ წმინდანებსაც, რომლებიც ცდილობდნენ წარმართი ხალხის როგორმე გაქრისტიანებას ფაქტიურად ყველანაირი ხერხებით…

        ისე კი, არიანიზმი სრულად არასოდეს დამარცხებულა, ნიკეის კრებიდან დაიწყო მათი აღზევება(კონსტანტინოპოლის კრებაზე ოფიციალურად დამარცხდა) და შემდეგ თითქმის ყველა ერესში(მონოთელიტობა თუნდაც, რომელმაც არიანიზმივით ეკლესიის უდიდესი ნაწილი ჩაითრია) გამოაჩინა თავისი თავი…

      • გიორგი Says:

        პატივცემულო ორიგენე, ღირსი იოსებ ვოლოცკელის ეს რუსული ვერსია წაიკითხეთ და pdf დოკუმენტიდან სრული წერილი ჩამოტვირთეთ. ღირსი მამის მიერ მითითებულია ნაშრომები და წმინდა წერილის მაგალითები ზუსტად. მოიძიეთ ეს ყველაფერი და გადაამოწმეთ. იმედია, სხვა ნაშრომებზე თუ ხელი არ მიგიწვდებათ ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე მაინც მიგიწვდებათ ხელი . ღირსი მამა იოსებ ვოლოცკელი არაფერს იგონებს, არამედ მიუთითებს ყველა მოხმობილი არგუმენტის ბიბლიურ თუ წმინდამამათამიერ წყაროს, ანუ ნაშრომს.
        http://bpg.sytes.net/DidgoriRU/default.asp?bpgpid=96&pg=1

      • გიორგი Says:

        იეღოვას მოწმეთა სექტის კრიმინალურ ქმედებებზე ვსაუბრობდი. რაც შეეხება წიგნების დაწვას, მოიძიეთ მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლის კოდექსის “დიდი სჯულის კანონიდან” საეკლესიო კანონი, ერეტიკოსთა წიგნების დაწვის კანონიერების შესახებ, პატ. ორეგინე…

      • გიორგი Says:

        ეფესოს მეორე მსოფლიო კრებაზე შედგენილი დოკუმენტები

        „არავინ გაბედოს იქონიოს თავისთან ან წაიკითხოს, ან გადაწეროს სულიწმიდის მგმობელი და ურჯულო ნესტორის ურჯულო წიგნები, რომლებიც წმიდა მართლმადიდებელი რელიგიის და ეფესოს წმიდა ეკლესიის ეპისკოპოსების დოგმატებს ეწინააღმდეგება, შეგრობდეს ეს წიგნები და საჯაროდ დაიწვას.“

        სია ბრძანებიდან პორფირის, ნესტორიანობის და ეპისკოპოს ირინეოსის წინააღმდეგ იმპერატორ ფეოდოსის

        „ვბრძანებ, ყველა მწვალებლური მოძღვრებანი, ადრე დაწერილი, ან აწ დაწერილი, უნდა დაიწვას და მთლიანად განადგურდეს, ისე რომ ვერავინ წაიკითხოს,

      • გიორგი Says:

        /პატივც. ორიგენე, ეს 7 მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმებიდან არის. დამეთანხმებით ალბათ, რომ საეკლესიო მსფ. კრების ოქმებში უკანონობას ვერ შეიტანდნენ, თქვენ რომ ბრძანებთ ერეტიკულ წიგნთა დაწვა უკანონობააო, ამაზე მოგახსენებთ. თანაც ღვთის კანონზე მაღლა ადამიანის კანონი ვერც ვერასოდეს და არც არასოდეს დადგება. პირდაპირ სჯულის კანონიდანაც მოგართმევთ საეკლესიო კანონს ერეტიკოსთა წიგნების დაწვის შესახებ. ცოტა გვადროვეთ. ჩემი თანამშრომელი ნიკა გიპასუხებთ.

      • Origene Says:

        ბატონო გიორგი, მე არ მითქვამს კრება უკანონო იყო მეთქი, არც ის მითქვამს რომ არ მჯერა მაგ კანონის დიდი სჯულის კანონში არსებობისა.

        ესეგი რომ შევაჯამოთ : შეიძლება(და აუცილებელია) ერეტიკული წიგნების დაწვა და პირადად ერეტიკოსების პირდაპირ გასამართლება? (ანუ დევნა, ჟლეტა და ა.შ.) დაშვებულია ხომ ეგ ორივე ეკლესიურად?

      • ალექსანდრე Says:

        აროშვილებმა ამპარტავნება და ბოსტონის დაჯგუფება უნდა დათმონ და მიტროპოლიტ კვიპრიანეს წინააღმდგომთა წმინდა სინოდს დაუბრუნდნენ რომელსაც მსოფლიო ევქარისტია აქვს და თავისი მებრძოლი ეკლესიით უკომპრომისონი არიან მართლმადიდებლობის მტრების წინააღმდეგ. აი მერე გაიგებენ ბუხართან მოკალათებული აროშვილები როგორი მძიმეა ქადაგება კარდაკარ, მოსახლეობის მასიურად ჭეშმარიტი ნათლობები და სხვადასხვა რიტუალების შესრულება მათთვის, ტაძრების მშენებლობა, ანტიეკუმენისტური და ანტიმასონური აქციების გამართვა , სატანური სექტების თავყრილობების დაშლა და მომწამვლელი ლიტერატურის დაწვა , დევნა–ტანჯვა–ტირილი–ციხე. რომელი ერთი ჩამოვთვალო რასაც მიტროპოლიტ კვიპრიანეს სინოდი აკეთებს ერისთვის მამულისთვის და რწმენისთვის. ეხ აროშვილებო აროშვილებო, საეკლესიო კანონის დაცვა, ისევე როგორც დოგმატისა, უნდა ხდებოდეს სიტყვითაც, წერილობითაც და რაც მთავარია ქადაგებითაც და საქმითაც.
        დოგმატებისა და საეკლესიო კანონების დაცვის დროს სამღვდე-ლოებას და მრევლს შეიძლება მოუწიოს ყველანაირი დევნისა და ცილისწამების დათმენა. მაგრამ მართლმადიდებლები არ უნდა შეუშინდნენ ყოველივე ამას, რამეთუ მცნებაა ღვთისა: “ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი”. (მათე, 5, 10).
        ეხ ბოსტონელო აროშვილებო , ვინც წმიდა მამათა საზომით მიუდგება მართლამდიდებლობის დაცვის საკითხს, გაახსენდებათ სამეუფო გზაზე გაბრწყინებული წმ. ილარიონ ქარ-თველის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი:
        “მეორე დღეს, ფაშას უფრო მეტად გასაღიზიანებლად, მამა ილარიონმა დაიწყო ლაპარაკი მუსულმანობისა და მისი დამაარ-სებლის, მუჰამედის სიცრუეზე. მას მატყუარას უწოდებდა და ამბობდა, _ როგორც თვითონ დაიღუპა, ისე ყველა მისი მორწმუნე დაიღუპებაო…მაშ შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება?” (შეეკითხა თურქი ფაშა). _ “მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების წიაღში მყოფნი; მათ გარდა ყველანი: ებრაელები, სომხები, კათოლიკეები და პროტესტანტები სატანჯველით დაისჯებიან.” (უპასუხა მამა ილარიონმა). მაშინ ყველამ, ვინც კი ოთახში იმყოფებოდა, (ამ დროს ფაშასთან შეკრებილიყო ყველა მთავარი თურქი მოხელე, აგრეთვე – წარჩინებული უცხოელები: ინგლისელები, ფრანგები, ებრაელები და სომხები), გამძვინვარებულმა შესძახა: “სიკვდილი მაგას!”…მამა ილარიონმა თავი მოიშიშვლა, დახარა და თქვა: “აჰა! მოჭერი! ჭეშმარიტებისათვის სიკვდილისა არ მეშინია!”.””
        ასეთია სამეუფო გზა და არა აროშვილისეული კაკუნი კომპუტერის კლავიატურაზე ბუხართან .
        მამა გელასი აროშვილი ამბობს, – «შევარდნაძის დროს პოლიცია, ადგილობრივი ხელისუფლება და კრიმინალები ერთად იბრძოდნენ ჩვენ წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ამოვისუნთქეთ. ვშიშობთ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ისევ დაუცველები აღმოვჩნდებით. ეხ აროშვილებო აშკარაა რომ თქვენ დიდად გიხაროდათ ამ ხელისუფლების მოსვლა რომელმაც მამა ბასილი ციხეში გამომამწყვდია, თქვენ კი ამ დროს დაცულები იყავით და აგრძელებდით კაკუნს, კაკუნს, რომელიც საერთოდ უსარგებლოა მთელი ერისთვის რადგან ეს კაკუნი ჰგავს უღრან ტყეში კოდალას კაკუნს რომელიც სოფლად არავის ესმის, ვერც ხედავენ და არც იმ ღვინოს გემო იციან რომელსაც თქვენ მიირთმევთ ბუხართან მხარ–თეძოზე წამოწოლილები, დიახაც აროშვილებო სანამ თქვენი ბუხარი გიზგიზებს და სითბოს გამოსცემს როგორც სებასტიელი მოწამეების დროს ცხელი აბანო გამოსცემდა ტბის ნაპირზე რომელიც ურწმუნოებისთვის და ქრისტეს გამყიდველებისთვის იყო გამზადებული, ხოლო სებასტიელი ქრისტიანი მეომრებმა უარი თქვეს თბილ აბანოზე და გაყინულ წყალში იდგნენ და იტანჯებოდნენ მართლამდიდებლობისთვის და დიახაც ასევე იტანჯებოდა მიტროპოლიტ კვიპრიანეს არაერთი სამრევლო რუმინეთსა და საქართველოში, საბერძნეთსა და ამერიკაში. ეხ აროშვილებო აროშვილებო გირჩევნიათ დათმეთ თქვენი ამპრტავნება და გაღუღუნებული ბუხარი და ჭეშმარიტ ქრისტეს გზას შეუდექით, იცოდეთ უფალი და ქართველი ერი გელოდებათ რას მოიმოქმედებთ. შეუდექით ქრისტეს გზას, ჯვარცმის, აღდგინებისა და ამაღლების!!!

      • მღ. ზურაბი Says:

        ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ. დაა, საპატრიარქოში, საბოლოოდ რომ გადაბარგდებით მერე ალბათ დასარბევადაც მოგვივარდებით, არა?

        სხვა დროს, ზემოთ ”განმანათლებლების” ჩამონათვალში ”სამხრეთ ოსეთის” ”განმანათლებელი” ფუხაევი არ დაგავიწყდეთ.

        და კიდევ, ე.ი. თქვენ საპატრიარქოში გადადით (ნუ, თუ რა თქმა უნდა სინოდის განჩინება მოგეწონებათ) და ჩვენ კიდევ მიტ. კიპრიანეს ”დაუბრუნდებით” (როგორც თქვენ ითხოვთ).

        აბა, შეიძლება ამ ყველაფერზე რაიმე სერიოზული პასუხი დაგიწეროთ? თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ სამარცხვინო ოპუსით საკუთარ თავს და მ. ბასილს არ არცხვენთ?

      • ეკა Says:

        სამარცხვინო თქვენო უპასუხისმგებლობაა. რატომ არის სამარცხვინოობა რუმინეთის და ბულგარეთის ძველმესტილე ეკლესიებტან ევქარისტია სამარცხვინოობა. ფუხაევით რომ განსაზღვრავტთკვიპრიანეს სინოდის სამარცხვინოობას, საკუთარი სინოდის მღვდლების ცოდვებიც გეყოფათ . ხომ არ ჩამოგითვალოთ. ხან პატრიოტიზმი ფილეტიზმია თქვენთვის, ეხლა კვიპრიანეს ბოღმით ფუხაევიტ გაპატრიოტდით. ფუხაევს ჯობია ამხილოთ სააკაშვილი და არც შევარდნაძის მხილებით იკლავდიტ თავს. სწორად გითხრათ ალექსანდრემ ყოველტვის ყველა პოლიტიაკს გაუგორდებოდიტ ხოლმე გატრუნული. მიბაძეთ იოანე ნათლისმცემელს რომელიც მეფეს ამხელდა.

      • ლომისა Says:

        შენიშვნა!

        ქ-ნო ეკა, კამათი შეურაცხყოფაში გადადის, ამიტომ გთხოვთ ასეთი კომენტარების შედგენაზე დრო აღარ დაკარგოთ – ვეღარ გამოვაქვეყნებთ!

      • ალექსანდრე Says:

        როგორ მეცოდებით კლავიატურაზე მოკაკუნე აროშვილებო , მე მრცხვენია თქვენს მაგივრად სისულელეებს რომ ბჟუტურობთ და რომ უბრალო ერისკაცები უფრო თავდადებულები არიან ვიდრე თქვენ. თქვენს ადგილზე სირცხვილისაგან სტრაუსივით დავიმალებოდი. თუმცა ისედაც დამალულები ხართ. თითქოს სამშობლოსა და მართლმადიდებლობისთვის თავდადებისთვის ძალა და საშუალება არ გქონდეთ, რადგან იმის მისაღებად რასაც ქრისტესთვის, საქართველოსთვის და ერისკაცთათვის თავდადება ჰქვია, ამისთვის მადლს ღმერთი გვიგზავნის , თუ თქვენ თვლით თქვენ თავს ქრისტეს მხედრებად იცოდეთ რომ მხედრობისთვის მხოლოდ გადაწყვეტილების სიმტკიცე და მასთან ყოფნის სურვილია საჭირო და არა კლავიატურაზე დამალული კაკუნი. ბატონო აროშვილებო, ხსნის გზა მარტივია და ის თავად იესო ქრისტემ მოგვცა: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა“ (მთ. 11,29), ე.ი. მიიღეთ ის, რასაც მე გიგზავნით, „რამეთუ, – განაგრძობს უფალი, – უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“. თქვენ კი აროშვილებო, რა ტკბილ მდგომარეობაშიც იმყოფებით ის სამწუხაროდ მძიმე ტვირთად გეჩვენებათ – ასეთია თქვენი გონების დაბნელების შედეგი. ამიტომ საკუთარ გონებას კი არ უნდა ენდოთ, არამედ მაცხოვარს, მივიღოთ მისი რჩევა და მისგანვე ვისწავლოთ სიმშვიდე და სიმდაბლე.

      • ლომისა Says:

        მოკრძალებული შენიშვნა ბ-ნ ალექსანდრეს!

        ბ-ნო ალექსანდრე, ქ-ნ ეკას მისამართით გაკეთებული შენიშვნა თქვენც გეხებათ და იმედია, არ გაგვიწყრებით. ღრმად გვწამს, რომ ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს პირადი შეურაცხყოფის გარეშეც შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა. ქართველი ერის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მტრების ლეგიონი გვიყურებს ახლა და ხარობს ჩვენ შორის ასეთი დაპირისპირების და გამო. ჩვენ, მაინც ერისკაცები ვართ და ვეცადოთ მაგალითი მივცეთ სხვებს იმისა, თუ როგორ უნდა სარწმუნოებისთვის თავდადებული მღვდლის პატივისცემა – თუნდაც თქვენთვის მიუღებელი „კლავიატურაზე მოკაკუნე“ მოღვაწისა. სხვათა შორის, ჩვენც, ამ კატეგორიის ერისკაცები ვართ ჯერ-ჯერობით, ვინაიდან ბრძოლის სხვა საშუალება არ გაგვაჩნია. ჩვენც, არანაკლები ბრძოლა გვმართებს, არა მარტო მართლმადიდებლობის დასაცავად, არამედ კანონიერების აღსადგენადაც!

        ადრე თქვენ ბრძანდებოდით კარგი მაგალითის მიმცემი სადავო სიტუაციებში და სამართლიანი შენიშვნაც კი დავიმსახურეთ. მომიტევეთ, ამ შეხსენებისათვის. გთხოვთ, ამ კამათის შესაძლო გაგრძელებამ, პირად ფოსტაში გადაინაცვლოს, თუ საჭიროდ ჩათვლით და ამისი სურვილი გექნებათ.

        ციტატებს აღარ მოვიტანთ თქვენი ჩანაწერებიდან, ვინაიდან, თქვენც ხვდებით, რომ აქ უნდა შევჩერდეთ! მამა ზურაბს კი ბოდიშს მოვუხდით, თუ „დიდგორიდან“ შეურაცხყოფა მიადგა. ვიცით რომ მამა ზურაბი შეჩვეულია ლანძღვას სხვა და სხვა ელ-გამოცემების მხრიდან, მაგრამ არ გვსურს რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ იმ ელ-გამოცემათა გვერდით აღმოვჩნდეთ, რომლებიც მასაც და მამა ბასილსაც აგდებით ეპყრობიან. მამა ბასილზე კი, ჩვენი აზრი, ადრეც მოგახსენეთ. მან, არა მარტო შეურაცხყოფა, ლანძღვა და გინება იგემა ქრისტიანობის შეუგნებელი თუ შეგნებული მტრებისგან, არამედ სასტიკადაც იგვემა და იტანჯა!

        კეთილი სურვილებით,

        ქრისტეშობის დღესასწაულის მოლოდინში

        p.s.

        სრულიადაც არა ვარ ამ შემთხვევაში სენტიმენტალური, უბრალოდ მეც დიდი სურვილი მაქვს რომ მამა ბასილი არ დაეცეს და თავისი წვლილი შეიტანოს რუის-ურბნისის დარი საეკლესი კრების მოწვევაში, რაც მამა ზურაბის და ყველა ჭეშმარიტი სასულიერო პირის უდიდესი სურვილია. ჩვენი აზრით, უფალს არ სურდა მამა ბასილის შერიგება ოფიციალურ საპატრიარქოსთან და ამიტომ არ მოხდა ეს „შერიგება“. ეს არის მთავარი და დიდება უფალს!

      • ლომისა Says:

        დიდი მადლობა ბ-ნ ნიკას, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინში კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერისკაცებს სამღვდლო ხელისუფლების დიდებულების შესახებ.

        „საქმე მღვდლობას, ასეთ მაღალ ხელისუფლებას ეხება, რომელიც ისევე აღემატება ყველანაირ ხელისუფლებას, როგორც სული – ხორცს მღვდელმსახურება, სრულიად სამართლიანად, ზეციური განწესებით აღესრულება ამ სოფელში. რამეთუ კაცმა, ანგელოზმა, მთავარანგელოზმა და ღმერთის მიერ ქმნილმა ძალამ კი არა, თავად ნუგეშინისმცემელმა განაწესა სასულიერო ხარისხთა მიმდევრობა, და ჯერაც ხორცში მყოფი ხალხი გახდა წარმომადგენელი ზეციური მსახურებისა. ამიტომაც აღმსარებლობით ისეთი წმიდა უნდა იყოს მღვდელმოქმედების აღმასრულებელი, ვითარაცა ცათა შინა ზეციურ ძალთა წინაშე მდგომარე.“

        წმინდა იოანე ოქროპირი

        იხ. წმინდა იოანე ოქროპრის ეს წერილი შემდეგ მისამართზე:

        https://didgori.wordpress.com/2008/11/14/წმიდა-იოანე-ოქროპირი-2/

      • ალექსანდრე Says:

        პატივცემულო დიდგორის რედაქციავ, ქართველო ერო , ყველას ქრისტეშობას გილოცავთ!!!
        ამ დღის მადლი გფარავდეთ ყველას …დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოსნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს:,,უფალო ძლიერო,ბეთლემს შობილო,აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი;მოგვმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა;მოგვეც სიბრძნე,სიმშვიდე ,ერთგულება,ერთსულოვნება,გულის სიწრფელე,რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთლიანობა ქვეყნისა,შვილთა სიმრავლე,ნაყოფთა სიუხვე,ამაღლებული სიყვარული,სასოება შეურყვნელი, რათა ვიხაროთ ორთავე სოფელსა შინა.,,
        ჯანმრთელობას და ბედნიერეებას გისურვებთ… მრავალს დაესწარით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი უკუნისამდე!

      • გიორგი Says:

        ძვირფასო მოძღვარნო: მ. ზურაბი, მ. გიორგი და მ. გელასი, გილოცავთ მაცხოვრის ამ ქვეყნად განკაცების ბრწყინვალე დღესასწაულს – შობას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესას! ასევე ვულოცავთ: მამა ბასილის მრევლს – ალექსანდრეს, ეკატერინეს, ჩვენს აქტიურ მკითხველებს და თანამშრომლებს დავითს, სტალკერს, ლადოს, ელენას, ნანას, ალექსანდრეს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ დიდ საუფლო დღესასწაულს. ძმანო და დანო, ძვირფასნო ქრისტეში, ჩვენ ხომ ერთი ღმერთი გვყავს, ერთი ღვთისმშობელი, ერთი წმინდანები, ერთი ეკლესია, ერთი დოგმატები. სულ სხვაა ის თუ რამდენად ღირსეულნი ვართ რწმენაში, ზოგნი ძლიერნი არიან რწმენაში, ზოგნი უფრო სუსტნი და ამადაც ნაბრძანებია წმინდა წერილით რომ შეეხიდნონ ძლიერნი უძლურთ რწმენაში, დაცემულნი წამოაყენონ, დაეჭვებულნი და სუსტნი გაამხნევონ და განამტკიცონ და ასე შემდეგ. მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდვააო, ნახეთ რა ბრძნულად გამოუთქვამთ; აქ ახსენეს რუმინეთის ახალმოწამე მიტრ. გლიკერი, რომელმაც მრავალწლიანი ციხე დაითმინა რუმინეთში კალენდარული სქიზმის ჟამს. მთელი სამღვდელო დასი გადავიდა ახალ სტილზე და მარტო გლიკერი იდგა მტკიცედ ჭეშმარიტების სადარაჯოზე! ციხეში იჯდა, როდესაც მრავალი სულიერი შვილი დაუხვრიტეს, მაგრამ დადგა მის ცხოვრებაში მცირე ხანი დაეჭვების და იგიც დაფიქრდა, როგორ ნუთუ მთელი სასულიერო დასი ცდება და მე ერთი ვარ მართალი? და ამ დაეჭვების ჟამს მას თავად უფალი გამოეცხადა და უბრძანა გაეგრძელებინა ბრძოლა. ხომ ხედავთ, ამ ახალმოწამის დაეჭვების განქარვებას თავად უფლის გამოცხადება დასჭირდა. (მაპატიეთ, რომ ზუსტ ამონარიდს ვერ მოვუხმე და შეიძლება რაიმე უზუსტობა დავუშვი) ამ ამბავს, ცოტა მოვიანებით გამოვაქვეყნებთ. გვახსოვდეს, უფლის მადლის გარეშე ჩვენ ყველა უძლურნი ვართ ყველანაირ სასულიერო ღვაწლში. მხოლოდ არჩევანში ვართ თავისუფალნი. რა თქმა უნდა, შეიძლება ცხონება იყოს ჩვენი არჩევანი, მაგრამ თუ უფალს არ ვუხმეთ ლოცვაში შემწედ, ამ არჩევანს აღსრულება არ უწერია. გილოცავთ ქრისტეშობას, საყვარელნო ქრისტეში!

        “დიდგორის” რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

      • ლომისა Says:

        ძვირფასო მოძღვარნო და ერისკაცებო!

        ვუერთდები ბ-ნ გიორგი წულაძეს საშობაო მოლოცვას და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. მრავალ შობას დაგვასწროს გამჩენმა ღმერთმა.

        ნება მიბოძეთ, საგანგებოდ მივულოცო შობის დღესასწაული ბ-ნ გიორგი წულაძეს, რომელიც „დიდგორის“ სული და გულია მისი დაარსების დღიდან! ღმერთმა დაგლოცოს ბ-ნო გიორგი შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!

      • ეკა Says:

        mec gilocavt qristeSobas! mama gelasisac vulocav da vtxov rac Cven vamxileT me da aleqsandrem martalia uxeSad magram bevri rame simartle ido im uxeSobis ukan. Seisminos aucileblad, da es sityvebi daexmareba rata Seiyvaros mxileba: “ამხილე ბრძენსა და შეგიყვაროს შენ; ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს… რომელი განიშორებს სწავლასა, სძულს მას თავი თვისი, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა,უყვარს მას სული თვისი… და რომელთა სძულს მხილება, აღესრულენ საძაგლად,”

      • ეკა Says:

        ამერიაკასა და ანტარქტიკაზე სიარული და დაახლოვების ძიება გაუგებარია, მაშინ როდესაც თბილისში საპატრიარქოდან განდგომილი სამღვდელოება წლები მიჰქრის და ერთხელ არ შეხვდებიან ერთმანეთს რომ ქვეყნის და ეკლესიის პრობლემებზე დაილაპარაკონ. ქრიზოსტომოსის მღვდელი გრიგოლი კობახიძეც მამა ბასილი ხომ არ არის, უცხო ქვეყანაში რომ უახლოვდებიან გრიგოლ კობახიძის ეპისკოპოსებს შეეკითხეთ მამა გელასის და მის ძმას ზურაბს ერთხელ მაინც ნახულობენ მაგ განდგომილ ქართველ ბერს თუ მღვდელს გრიგოლს. ერთმანეთის განკითხვასა და სიძულვილშია არიან წლების განმავლობაში და თავთავიანთი მრევლის ერთმანეთზე წაკიდებააა მათი სამღვდელო საქმე. აძულებენ ხალხს ერთმანეთს. მოგთხოვთ მაგაზე უფალი პასუხს ასეთ სიძულვილს რომ თესავთ ამ გამოგონილი ეკლესიოლოგიურ-ზილოტური აკვიატებებით ქრისტიანებს ერთმანეთს შორის..

      • ეკა Says:

        ბატონო დიდგორის რედაქცია! ტყუილად ოცნებობთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე. კარგი ხალხი ხართ ნამდვილად კარგი პატრიოტები, მაგრამ თქვენ ამ განდგომილ მღვდლებს არ იცნობთ, გლდანელები სამაგიეროდ კარგად ვიცნობთ. უმალ მთა მივა იმ საეკლესიო კრებაზე ვიდრე ეგენი შეხვდებიან იმ კრებაზე ერთმანეთს. არ დაელევათ ეკლესიოლოგია და ზილოტური მჩხიბაობა კირკიტი და მუდამ ასეთ სიძულვილში იქნებიან ერთმანეთში და მრევლში შუღლის და სიძულვილის დათესვის. ერთხელ მაგათ მრევლს შევხვდი ქუჩაში წლების წინ, სულ ცოფები ყარა მამა ბასილიზე, მერე გრიგოლ კობახიძე ლანძღა, ახლა მერე გრიგოლის მრევლს შევხვდი იმან მამა ბსილი მიწასთან გაასწორა და მერე აროშვილები ჩადო სამარეში…სანამ მამა ბასილი იბრძოდა ეგენი მასეთ ჭორაობა განკითხვაში იყვნენ ერთმანეთის. მიზეზ მიზეზ დოს მარილი არ დაელიაო ასე იქნებიან. ამიტომ არ გქონდეთ მაგათი იმედი და ტყუილად ნუ ეფერებით, თუ არა და მალე დარწმუნდებით. რუის -ურბნისის ეგ მიუღწეველია.

      • ნიკა Says:

        პასუხი_”origene” – ეს:
        ————————————–

        Origene Says:
        იანვარი 5, 2010 დრო 11:17 am

        …წიგნების დაწვა არის სხვისი საკუთრების ხელყოფა, რაც ასევე უნდა დაისაჯოს კანონით…
        ——————————————————————–

        ვბრძანებთ, რომ ეკლესიაში არავინ შემოიტანოს ჭეშმარიტების მტერთა მიერ შეთხზული მოწამეთა წიგნები, რომელიც შეთითხნილია იმისთვის, რომ ქრისტეს მოწამენი უპატიო ჰყონ და მსმენელნიც ურწმუნოების სასჯელით დასაჯონ. ისინი ცეცხლში უნდა დაიწვან, ხოლო მათ შემწყნარებლებს, ან მათ ჭეშმარიტების ჩამთვლელთ და მრწმენელთ შევაჩვენებთ…არავინ არ უნდა დამალოს ქრისტიანობის ცილისმწამებელ მწვალებელთა წიგნები. ყველა უდღეური ნაზღაპრი და ყალბი ნაწერების გონებაარეული ცდომა, რომელიც ზოგიერთებმა აღწერეს პატიოასან ხატთა დასამხობად, უნდა გადაეცეს კონსტანტინეპოლის საეპისკოპოს, რათა ისინი დაიდოს მწვალებელთა სხვა წიგნებთან ერთად. ხოლო ვინც მათ დამალავს, თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი იქნება განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი ან მონაზონი – უზიარებელ იყოს. (VI მსფ. კრების 63 კანონი – VII მსფ. კრების 9 კანონი);

      • ნიკა Says:

        მ. გელასი, თუ სულ ბოლო კომენტარის ქვეშ, არა აქვს მნიშვნელობა ეს კომენტარი თქვენი იქნება თუ სხვისი, სიტყვა /პასუხი(reply)/ არ დააუწკაპუნეთ ხოლმე, ახლადგამოქვეყნებული კომენტარი ბოლოში არ ექცევა ხშირ შემთხვევაში. აი, ამ სიტყვას ვგულისხმობ – “პასუხი” (reply). დაუწკაპუნეთ ხოლმე “მაუსი” _ /პასუხი დატოვეთ გამოხმაურება/. ახლა მე გადმომაქვს ბოლოში თქვენი ბოლო კომენტარი.

        m.gelasi Says:
        იანვარი 8, 2010 დრო 2:16 pm

        რა შუაშია ხალხო, ბასილი,გრიგოლი,გელასი თუ სხვა; თავის ცოდვებზე ყველა თვითონ აგებს პასუხს. თქვენ მართლმადიდებლობა შეისწავლეთ, წმიდა მამათა მოძღვრების ერთგულნი იყავით,მათ ენდეთ მხოლოდ. ვერც ბასილის და ვერც გელასის მიმდევრობა ვერ აცხოვნებს ვერავის. ” იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღვრებასა არა თავს იდებდნენ,არამედ, გულისთქმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდნენ მოძღვართა,ქადილითა ყურთათა. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-მიიქცინენ,და ზღაპრებასა მიიქცენ”(2ტიმ.4,3)

      • ნიკა Says:

        Святитель Гликерий (Тэнасе) родился 9 февраля 1892 г. на Буковине, в селе Миховени, недалеко от города Сучава (Молдавия) в бедной крестьянской семье. Родителей его звали Николай и Рахила. Мальчик был крещен с именем Георгий в честь святого великомученика Георгия. Он рано остался сиротой и был взят в дом деда Иллариона Тэнасе, который воспитал его в христианском благочестии.
        http://didgoriru.wordpress.com/2010/01/08/святитель-гликерий-тэнасе/

      • m.gelasi Says:

        რა შუაშია წმ. გლიკერი აღმსარებელი კვიპრიანესთან ან მის ეკლესიოლოგიასთან? მას სწორი სწავლება ჰქონდა. იგი 1985 –ში გარდაიცვალა იმავე წელს ,როდესაც გარდაიცვალა წმ. მიტროპოლიტი ფილარეტი. 1959- წლიდან კი ლოგინს იყო მიჯაჭვული,იმ ჭრილობების გამო რომლებიც ჟანდარმებმა მიაყენეს. 1985 -მდე არავინ იცოდა ვინ იყო კიპრიანე,მით უმეტეს მისი ეკლესიოლოგია,რომელიც მხოლოდ 90 -იანებში გახდა ცნობილი.

      • davit Says:

        არა რა ხომ ვთქვი რომა ათასი “მართლმადიდებლობა” მძვინვარებს საპატრიარქოს ფორუმზე. ამის სამეუფეო გზას უყურეთ ერთი, რა დოქტორანტ შემოიხედე შენი ბრატიშკის ე.ი. სამტრედიიდან ვატიკანში გადასახლებული კაიროსის სამეუფეო გზა განვიხილოთ. მადლობა ორიგენე ეს რა კარგი საკბილო ჩამიგდე ურჩხულის ხატზე მლოცველი კაიროს-სოსოია ფარულავას აღმსარებლობის შესახებ. წავიკითხოთ ერთი:
        http://church.ge/index.php?showtopic=7196
        ახლა, ორივე მხარემ უნდა დაიცვათ შუა და სწორი პოზიცია, ბადრი რომ ამბობს “ასე გამოდის”.ო, აბსურდია, არავიზე ნაკლები პატრიოტი არ ყოფილა თამარაშვილი და თარხნიშვილი, და მეტიც მემედ აბაშიძე და მონოფიზიტი (მიაფიზიტი) მხარგძელები ვინც თამარის გვერდით იბრძოდნენ.
        მადლობა ღმერთს მართლმადიდებელბს კათოლიკებისაგან განსხვავებით ყველა შემთხვევაში გამოვრციხავთ რომელიმე პიროვნების კულტს და უცდომელობის დოგმატს, ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია ცალმხრივობა, რომელიც შენს პოსტში სჩანს მნათე, სადაც მხოლოდ ცუდს ხედავ და ხაზს უსვამ და ბადრის კომენტარი, სადაც ცდილობს ყველაფერი გაამართლოს, პრინციპით “პატრიარქმა თქვა”.
        პატრიარქიც ცდება რათქმაუნდა, მაგრამ არა ისე, ბევრს რომ უნდა, და არც ისე უცდომელია ბევრი რომ ფიქრობს, ვისწავლოთ სამეუფო გზა, უწმიდესს შეიძლება გააჩნდეს მისი პირადი აზრები, მაგრამ იგივე უწმიდესი არსად ამბობს დოგმატად მიიღეთ რასაც ვქადაგებ ექს-კათედრიდანო.
        ვერავინ ვერ გადაწონის უწმიდესის ღვაწლს, მისი სამშობლოს, მისი ეკლესიის და მისი ხალხის წინაშე, იგი უზარმაზარი პიროვნებაა და ამ სიდიადეს რეალობას ანიჭებს მას მისი ადამიანური სისუსტეები და ადამიანური შეცდომები.
        იყავით რეალურები;
        კაიროსი!

      • davit Says:

        კაცო ეს Otherguy ია ცოტა განათებული და მეუფე ქრისტეს გზისკენ მომზირალი, დანარჩენები მაინც თავიანთი ათასი მართლმადიდებლური გზებით მიაგელვებენ რქიან ჭინკა მერნებსა ხედავ შენ ფარაულავა სოსოიასთვის ქრისტე უფალი თურმე სამეუფეო გზით არ მიდიოდა როცა თქვა წადით ჩემგან ყველა არამართლმადიდებელო საუკუნო ცეცხლში რომელიც ეშმასა და მისი მიმდევრებისთვის გავამზადეო. ნეტა რასა ფიქრობს სოსოია მწვალებლებად აღსრულებული თამარაშვილი და თარხნიშვილი, და მეტიც მემედ აბაშიძე და მონოფიზიტი (მიაფიზიტები) მისის სამეუფეო გზიდან სად მოსჩანს ახლა?

      • ეკა Says:

        აჰა ამ პატივცემულ მღვდელს თანაც ზილოტს ძალიან რბილი ტკბილი შეხედელუები გააჩნია ბასილ კობახიძისადმი. საინტერესოა ასე რომ გადაეფარა კობახიძეს მამა ბასილზე რატომ შემოიძარცვა მხილებით ანაფორა. სე მაგის დაწერილი თბილისის ფორუმზე მღვდელ ზუარბის: კატოლიკე თუ ბაბტისტია იმ კობახიძეზეze.
        “ვის მიერ და სად გადაბირებულია? რაიმე კონსპირაციის თეორია ისევ? და რატო უნდა ენდოთ თქვენ, ანდა არ ენდოთ? რაიმე ნდობის რელიგია შექმნა? ხმამარლა გამოხატავს თავის შეხედულებებს დღეს ოფიც. ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე.”
        ერთი თუ ღმერთი გწამთ რა ასეთ უსირცხვილობას ვერ ვიტან, საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსზე ჯანმრთელად აგერ ვიცი დიდგორი წერს და ბასილ კობახიძე კი იმას წერს რომ რატომ არ გადაბარგდება ოფიციალურად მთელი საპატრიარქო ბაპტიზმში. კვიპრაიანეს ეკლესიოლოგია არ მოსწონს და კობახიძეს მატროსოვივით გადაეფარა. თავად თქვენ მღვდელო ზურაბ რატომ არ გამოხატავთ თქვენს აზრს ბასილკობახიძეძე, საპატრიარქოც ეშმაკია და კობახიძეც და რაRac Zalian ბუნდოვანია თქვენი აზრები კობახიძის მიმართ. xo დაიცავით….ხო ვთქვი მალე პეტროს მკაწვრელი გახდებითთქო. აასეთი შეფარული დაცვა აქვს seqtanti basil კობახიძის მღვდელ ზურაბ აროშვილს. waikitxet.
        http://forum.ge/?f=84&showtopic=34057982&st=120

      • ეკა Says:

        მღვდელ გელასის კი ვეტყვი, ძღაპრებისკენ კი არა მაქვს ყურები მიპყრობილი არამედ დიდი სჯულის კანონისკენ. ზღაპრებისკენ ყური მიპყრობილი ბასილ კობახიძეს აქვს და მის მiმდევრებს და რომ ეთბილება თქვენი ძმა ფორუმზე kobaxiZes ასწავლოს. ხოლო გლიკერიზეც ვიტყვი, გლიკერმა დატოვა ის ეკლესია ვლასის ეკლესია რომელსაც ტქვენ არ ცნობT. გლიკერის დროს რომ ყოფილიყავიT, მაშინ როცა იგი ციხეებს იხდიდა უღმერთო ხელისუფლებებისაგნ დევნილი, Tქვენ ასე გატრუნული იქნებოდიT მაშინაც თბილად მოკალატებულნი და ეკლესიოლოგიურ კირკიტს დაუწყებდით გლიკერს Surit დადარაჯებული.

      • stalker Says:

        საპატრიარქოს ვაი-მამხილებელი ვასიკო-რუსიკო-მალხაზი-ზაზალუსიოსი თევზაძე და ასევე მისი მამხლილებელი ჯუზეპე პაზოტო და ჯვაროსმები თუთბერიძის ბანდით საპატრიარქოს ეხმარება რომ რაც შეიძლება უფრო უკეთესად დარაზმოს საპატრიარქოს გარშემო ილიას გამაღმერთებელი კაცღმერთად გადამქცეველი კერპის გარშემო დაზომბირებული ხალხი. მე ვფიქრობ ეს შეგნებულად კეთდება რათა გააკრიტიკებ თუ არა ილია მეორეს მაშინვე თუთბერიძეს და კობახიძეს შემოგჩრიან პირში ბურთად, აბა რა გინდა ისისნი გინდა რომ ეკლესიის ადგილი დაიკავონო. მე მიკვირს ეს ხალხი ამას რატომ ვერ ხვდება. დააკვირდით როგორც კი საფუძვლიანად ამხელს ვინმე საეკლესიო კანონებით ილიას და მის სამღვდელოებას მაშინვე აქტიურად აამუშავებენ ვასიკო კობახიძეს და ხალხიც სანთლებით შემოეჯარება საპატრიარქოს ახალგაზრდობის რიგებით დარაზმული რომ ეკლესიას სექტები უტევენო. რა სისულელეა, ერთი ძალაა და ეშმაკის ორი ფრთა საპატრიარქო და კობახიძე. ვასიკო კობახიძის “მხილება” საპატრიარქოს განდიდებას ემსახურება ხალხის მასებში.

      • გიორგი Says:

        იძულებული ვართ, ერთი განცხადებაც გავაკეთოთ: ქ-ნო ეკა, ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ, შეწყვიტოთ მღვდელ აროშვილებსა და მამა ბასილს შორის დაპირისპირების პროვოცირება. ეს არ წაადგება, არც თქვენს სულიერებას და არც საერთო საქმეს. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაუწეროთ მოძღვარ აროშვილებს თქვენი აზრები, მაგრამ ასეთი, გვაპატიეთ და პირდაპირ გეტყვით, თავხედური ფორმით, სრულიად დაუშვებელია მოძღვარს გაუკადნიერდეთ. ეს ძალიან საშიშია თქვენთვის, რაც არ უნდა მართლად მიგაჩნდეთ თავი. სამაგიეროდ ჩვენ არ ვთვლით თქვენს სინოდს ერეტიკულად, რადგან ასე რომ ჩაგვეთვალა, მაშინ თქვენს ეპისკოპოს ამბროსის არ ჩამოვართმევდით ინტერვიუს და არ გამოვაქვეყნებდით “დიდგორზე” და არც მამა ბასილს დავუჭერდით ასე აქტიურად მხარს მისი ციხეში ყოფნის დროს. . მაგრამ ამავე დროს არის სინოდის ეკლესიოლოგიაში სადავო საკითხები და მღვდელ აროშვილებს კანონიერი უფლება გააჩნიათ გამოთქვან ამის შესახებ საკუთარი აზრი. რაც შეეხება მამა ბასილის მისვლას საპატრიარქოში, მოგახსენებთ, რომ მამა ზურაბიმ სრულიად კანონიერად გამოთქვა თავისი უარყოფითი შეფასება ამის შესახებ, რადგან მამა ბასილს მართლაც ეს არ უნდა გაეკეთებინა ეს და თავისი დიდი შრომისათვის ჩრდილი არ უნდა მიეყენებინა. თუმცა თუკი მონანიებს მ. ბასილი ამ მოქმედებას მომავალში, მაშინ სინანული აღადგენს მას თავის პირვანდელ ღირსებასა და ავტორიტეტში. კიდევ ერთხელ გიმეორებთ თხოვნას, შეგიძლიათ ვისაც გნებავთ შეედავოთ, მათ შორის მღვდლებსაც, მაგრამ თუკი ეს შედავება იქნება მღვდლების ღირსების შემლახავი, თქვენი კომენტარები აღარ გამოქვეყნდება. ნუ დაემსაგვსებით თბილისის და საპატრიარქოს ფორუმელებს მოძღვართა სამღვდელო პატივის შეურაცხყოფაში, გთხოვთ, სწორად გაგვიგოთ და არ გვიწყინოთ.

        “დიდგორის” პრესსამსახური

      • გიორგი Says:

        p.s.

        რაც შეეხება, იმას რომ იცოდა თუ არა მიტრ. კვიპრიანეს სინოდმა მ. ბასილის საპატრიარქოში მისვლის შესახებ, ამაზე შევეკითხეთ ეპ. ამბროსის და მან განაცხადა რომ არ იცოდნენ ამის შესახებ, რაც საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და გაზეთ “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა, არამედ მ. ბასილსგან იცოდნენ შემდეგი: საპატრიარქო გლდანის ეპარქიას ტაძრის ჩამორთმევას უპირებს და ამაზე მიდიოდა საპატრიარქსთან დავა. ეპ. ამბროსიმ განგვიცხადა, რომ მამა ბასილს ეს ნაბიჯი, ანუ საპატრიარქოში მისვლა – ანტიკანონიკურია. ვწუხვართ, მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორებას მ. ბასილი ვიმედოვნებთ, შესძლებს.

      • მღ. ზურაბი Says:

        თხოვნა “დიდგორის” პრესსამსახურს.
        ნუ დაბლოკავთ ეკას. გამოთქვას ჩვენზე საკუთარი აზრი. დაბლოკვა ხელოვნური იქნება. მას აუცილებლად ეწყინება და დაიჩაგრება. ვფიქრობ აჯობებს წეროს რასაც ფიქრობს. პასუხს ნამდვილად არ დავზარდებოდი, მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე არ ღირს. ის უბრალოდ ნაწყენია ჩვენზე და ასევე ძალიან უყვარს თავის მოძღვარი, რაც ბუნებრივია. ვფიქრობ გადაუვლის წყენა და უფრო სამართლიანად მოგვექცევა. მითუმეტეს, რომ მე მ. ბასილისადმი არანაირი ავაი ზრახვები არ გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია იმ ეტაპზე სწორი, სამართლიანი და მისთვისვე სასარგებლო იყო.
        ღმერთმა ყველას გვიშველოს. ამდენი მტრობისგან დავიღალე.

        რაც შეეხება ვასილ კობახიძეს. მგონი ადრეც მითქვია თქვენთვის, რომ ის ჩემი სიყრმის მეგობარია და მე არასოდეს არ მითქვამს უარი ამ მეგობრობაზე და არც ვაპირებ. ამ ჟამად ის მღვდელი არ არის. თვითონ თქვა უარი საპატრიარქოს მღვდლობაზე. ამ ბოლო პერიოდში რასაც იძახის, აქვეყნებს და წერს საპატრიარქოზე სრული სიმართლეა. მას შეიძლება ეწოდოს საპატრიარქოს საქმეთა ექსპერტი. ამ სიმართლის გულისთვის მას უამრავ შეურაცხყოფას აყენებენ საპატრიარქოს დაქირავებული თუ დაუქირავებელი ვექილები. თბილისის ფორუმზე დავაფიქსირე პირადად ჩემი პოზიცია. უფრო წვრილ და დეტალურ განმარტებას ამ საკითხისას, ამ ეტაპზე არ მივიჩნევ საჭიროდ.

        პატივისცემით, მღ. ზურაბი

      • elena Says:

        ძვირფასო მამაო ზურაბ, თქვენ ბრძანეთ: “რაც შეეხება ვასილ კობახიძეს. მგონი ადრეც მითქვია თქვენთვის, რომ ის ჩემი სიყრმის მეგობარია და მე არასოდეს არ მითქვამს უარი ამ მეგობრობაზე და არც ვაპირებ.” და მე ეს პირველად გავიგე, ყოველშემთხვევაში აქ დიდგორზე არ დაწერილა. ამაში პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით. მიკერძოებას აქვს ადგილი. თუ ეკუმენიზმში საპატრიარქოს ვამხელთ ეს გასექტანტებული ათაგზის ეკუმენისტი მეგობრობას არ იმსახურებს თქვენნაირი ჭეშმარიტი მოძღვრისგან, რადგან თქვენც სასულერო პირებს და ჩვენც მრევლს ბასილი დიდი ხომ ამას გვასწავლის: “თუკი ვინმე იქადის სრულყოფილად ვაღიარებო მართლმადიდებელ სარწმუნოებას, თვითონ კი თანაზიარობაშია იმათთან, ვინც ეწინააღმდეგება მას, ჩვენ არათუ არავითარი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, არამედ ძმადაც კი არ უნდა მივიჩნევდეთ ასეთ ადამიანს” (ბასილი დიდი), ასევე წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: “თუკი შენი ძმა, ღვიძლი დედითა და მამით, არ არის შენთან ერთობაში ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი”. კათოლიკე ან ბაპტისტი ან ზოგადად ეკუმენისტი საპატრიარქოს საქმეთა ექსპერტად ვერ გამოგვადგება. კობახიძის ექსპერტობა სულ არ მჭირდება, დიდგორზე იმდენი წერილები და ვიდეოები დახვავდა საპატრიარქოს საქმეებზე მამხილებლად, რომ თავისუფლად ჩატარდება უკვე მეორე რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელზეც ანათემას გადაეცემა ილია მეორე თავის სინოდით და თავის ექსპერტებით ვასილ კობახიძით და ზაზა თევზაძით, ანუ საიტი ჯვაროსნებით.

        პატივისცემით ელენე

        p.s.

        ” ამ ჟამად ის მღვდელი არ არის. თვითონ თქვა უარი საპატრიარქოს მღვდლობაზე”

        საპატრიარქოს მღვდლობა რა შუაშია, ბასილ კობახიძემ მართლმადიდებლობაზე და უფლის მღვდლობაზე სთქვა უარი: ეკუმენისტური “მართლმადიდებლობიდან” გაწევრიანდა სექტაში – კათოლიკურ ორდენში, იღებს მონაწილეობას ბაპტისტური სექტის რიტუალებში, ქადაგებს ყველანაირ გახრწნილებას და ერესებს და შეუერთდა მწვალებლობას, იღებს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ასამბლეებში მონაწილეობას.

      • ეკა Says:

        მღვდელ ზურაბ აროშვილს.

        მამაო ზურაბ, თქვენ სასახელოდ კი იცავთ მართლმადიდებლობას, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც ვერ აყვარებთ მართლმადიდებლობას და შეიძლება შეაძულოთ კიდეც ასეთი ორმაგი სტანდარტების გამო.

        მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს ის აქვს კარგი, რომ ეშმაკის მიმდევარ „ჰალოვენებს“ დაერია და ცუდი ის რომ ეკუმენისტურ საპატრიარქოს ვერ წყდებიან. ბ-ნ ბასილ კობახიძეს თუ დაუნახეთ კარგი მ.მ.კ. – მა რა დააშავა?

        ვერ დაგეთანხმებით. ორმაგი სტანდარტები იქ უნდა მოვიძიოთ სადაც ქრისტეანობის სახელით ანტიქრისტიანულ საქციელს სჩადიან. არანაირი გამართლება არ აქვს ქრისტიანობაზე ძალით მოქცევის პრაქტიკას. ასეთი რამ მაცხოვარს ჩვენთვის არ უსწავლებია . ნუ დავამატებთ ჩვენს სწავლებას, ” ბოროტ და ცოდვილ ადამიანთა” ცემა-ტყეპით მოქცევის შესახებ. რადგანაც ამით ვახდენთ ქრისტიანული მოძღვრების პაგანიზაციას და პროფანაციას. ქრისტეს სახელით ვაძულებთ ჩვენ ადამიანებს ქრისტიანობას. ვერც წმ. ოთხთავში, ვერც საქმე მოციქულთაში და ვერც მოციქულთა ეპისტოლეებში ვერ ნახავთ მსგავს სწავლებასა და ქმედებას. ჩვენდა სახელმძღვანელოდ არის დაწერილ-გადმოცემული ეს წიგნები. რაც შეეხება ეკლესიის ისტორიაში შემორჩენილ რამდენიმე გამონაკლის შემთხვევას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, საღმრთო-საეკლესიო კანონთა რანგში ავიყვანოთ ისინი და ზოგად-საეკლესიო სწავლებად დავიდგინოთ. ისევე როგორც ილია წინასწარმეტყველის საქციელის მიხედვით არ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ კერპთთაყვანისმცემლები და სხვა არასწორი სარწმონოებების მიმდევარნი უნდა ჩავიყვანოთ ხევში და დავაჭრათ კისრები. საღმრთო წერილიდან ასეთი დასკვნები მუჰამედის მიმდევრებმა გამოიტანეს და ცეცხლითა და მახვილით დაიწყეს საკუთარი შეხედულებების გავრცელება. ჩვენ, მართლმადიდებლები ტალიბები ვერ გავხდებით. ჩვენი იარაღი ჩვენი სიტყვა და საქმეა, ანუ სწორი მოძღვრების დაცვა, ერთგულება, გადაცემა და ჩვენი ცხოვრებით მისი აღსრულება.
        დანარჩენი სხვა დრო იყოს . . . . .
        http://forum.ge/?f=84&showtopic=34057982&st=150

      • ეკა Says:

        კაი ბატონო. თქვენ გაეცით მღვდელ ზურაბს პასუხი, როგორც მოძღვარს ეკადრე, ახლა რაც გადმოვიტანე ფორუმიდან. მე ნამდვილად არ მესმის რა ეკლესიოლოგიაა ის რომ ფრანცისკანური კათოლიკური ორდენის წევრს დაუთმობელი მეგობარი ეძახო და მისი ნაბოდვარი, ის რომ განაწყენებულმა საპატრიარქოზე მისი სამზარეულო გარეთ გადმოიტანა სიმართლისთვის დევნილობა და პაგანიზაცია. ჩვენი ბრძოლა სექტების წინააღმდეგ, როდესაც კონგრესებს ვშლიდით და მათ წიგნებს ვწვადით ძალადობა. ხევში ვინ ჩავიყვანეთ და დავაჭერით კისრები ასეთ უტრირებას კადრულობს…. ამ ბასილ კობახიძემ რომ მთელი ახალგაზრდობა გახრწნა ეს უკეთესი ყოფილა…არ ვიცი უპასუხეთ კი ბატონო როგორც მას ეკადრება.

      • ალექსანდრე ბოკუჩავა Says:

        ვაი სირცხვილო!!! „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“, – ეთანხმებით? თუ გინდათ ისევ თქვენი ენციკლოპედიური ცოდნით დაგვარწმუნოთ, რომ აწ უკვე საპატრიარქოს წარმომადგენლის, ყოფილი პრესამსახურის უფროსის, ეკუმენისტ კობახიძისეული მეგობრობა სულ სხვაა???…რომელი მართლმადიდებელი ადამიანი იმეგობრებს გაკათოლიკებულ, აწ უკვე, ვითომ „მღვდლის“, ბასილ კობახიძესთან, რომელიც არ ცნობს უფლის სამართალს „დიდი სჯულის კანონს“ და საერთოდ შეგნებულად ფეხ ქვეშ თელავდა და თელავს ყოველგვარ სამოციქულოს, მართლმადიდებლურს, უფლისაგან ნაბრძანებს და განწესებულს? როგორ შეიძლება ჭეშმარიტი სასულიერო პირი ამბობდე და თან სააშკარაოდ ამაყობდე დიდი ხნის მეგობრობით შავი მესის ამღსრულებელ ბასილ კობახიძესთან, რომელიც მკრეხელობებით და სხვა ათასგვარ უსჯულოებით გმობს სამყაროს შემოქმედი ღმერთის სახელს და მისგან დაფუძნებულ მართლმადიდებელ ჭეშმარიტ ეკლესიას დედამიწაზე. რაღა უნდა ილაპარაკო პატივცემულო „დიდგორის“ რედაქციავ მას შემდეგ, რაც თქვენ არაერთხელ გამოაქვეყნეთ დოკუმენტური მტკიცებულებები ფოტო–მასალებთან ერთად ბასილ კობახიძის და მისი სულერი ძმის და მეგობრის ბაპტისტური სექტის ლიდერის მალხაზ სონღულაშვილის მწვალებლური და დამღუპველი მოღვაწეობის შესახებ. ეხ, მ. ზურაბ, გული მტკივა რომ თქვენ დაჰკარგეთ მიტროპოლიტ კვიპრიანეს და წინააღმდგომთა სინოდის მიმართ სიყვარულის უნარი და თურმე გაღრმავებულა თქვენი მეგობრობა თქვენი დიდი ხნის მეგობართან, სუპერეკუმენისტ ბასილ კობახიძესთან. საინტერესოა, როდემდე აპირებთ მეგობრობას სხვადასხვა მწვალებლური კონფესიების ერთ–ერთ გამოჩენილ ლიდერთან? ბოლოს და ბოლოს როდის გექნებათ სიმამაცე, თავგანწირვა და როდის დაიწყებთ უშიშრად და შემართებით წმინდა ღვთაებრივი სჯულის მართლმადიდებლობის დაცვას? მოციქულთა და წმინდა მამათა მსგავსად ქუჩაზე და მოედნებზე, ქალაქად და სოფლად მართლმადიდებლობის ქადაგებას…როგორც წმინდა მამები იტყოდნენ: როცა გონება ვეღარ ერევა გულით მოქმედებ, ანუ ეშმაკი უამრავ სხვადასხვა ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და დაღუპვისაკენ უბიძგოს მათ. ერთ–ერთი მათგანი არის უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისაგან იხრწნება, მრავალი ქრისტიანი მთელი დღეების განმავლობაში მცონარებს: ხეტიალობენ ქალაქის ქუჩებში, ერთმანეთს ახალ ამბებს უყვებიან, გარშემომყოფ ადამიანებზე ჭორაობენ, და თუ მაინც მიდიან ეკლესიაში, მხოლოდ იმისათვის, რომ მათ მეტი საქმე არა აქვთ. ასე გაჰყავთ დრო და საკუთარი თავისთვის და სხვისთვის არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ.

        აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: „მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა“. ეშმაკმა, თითქოსდა თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ.

        უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია, მთელი დღე გაატაროს განკითხვაში და თუკი მცირე ხნით მაინდ დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა მისი ბაგეები განწმენდილია ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით – ეს მცირედაც არ ანაღვლებს, ის მშვიდად ბილწავს მათ განკითხვით.

        რამდენადაც უსაქმური კაცი შრომის მტერია, იმდენად იგი სიამ-ტკბილობის მეგობარია. უსაქმურობის მოყვარული ხშირად მოწყენილია, თუკი ამ სიამოვნებას ვერ ღებულობს. ზარმაცი ჯარი მალე იღლება.

      • ეკა Says:

        “ვერ დაგეთანხმებით. ორმაგი სტანდარტები იქ უნდა მოვიძიოთ სადაც ქრისტეანობის სახელით ანტიქრისტიანულ საქციელს სჩადიან. არანაირი გამართლება არ აქვს ქრისტიანობაზე ძალით მოქცევის პრაქტიკას. ასეთი რამ მაცხოვარს ჩვენთვის არ უსწავლებია . ნუ დავამატებთ ჩვენს სწავლებას, ” ბოროტ და ცოდვილ ადამიანთა” ცემა-ტყეპით მოქცევის შესახებ. რადგანაც ამით ვახდენთ ქრისტიანული მოძღვრების პაგანიზაციას და პროფანაციას. ქრისტეს სახელით ვაძულებთ ჩვენ ადამიანებს ქრისტიანობას.” (mRvdeli zurabi aroSvili)

        “მართლმადიდებლობის პაგანიზაცია” წმინდა კირილე
        ალექსანდრიელის მიერ

        ალექსანდრიაში აღმართული იყო დიდებული, მშვენიერი ეკლესია, მისი ამშენებლის, ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელზე, რომელიც აქ 312-326 წლებში მწყემსმთავრობდა და ერთერთი უმხნესი დამცველი იყო მართლმადიდებლობისა არიოზის მწვალებლობისგან. და აი, ერთხელაც, ბოროტმა იუდევლებმა მუხანათური ბოროტება განიზრახეს ქისტიანთა წინააღმდეგ: ისე აღიჭურვნენ, თითქოს საომრად მიემართებიანო და ღამის დადგომისთანავე ქრისტიანთა უბნებში საშინელი ხმაური ატეხეს, არიქა ალექსანდრეს ეკლესია იწვისო! ამ ხმის გაგონებაზე, ქრისტიანები მრავლად გამოცვივდნენ თავიანთი საცხოვრებლებიდან და ტყუილი ხანძრის ცასაქრობად გაქანდნენ. აქ კი ქუჩაში შეუიარაღებელ მორწმუნეთ მზაკვარი იუდეველები ხვდებოდნენ და ხოცავდნენ – ზოგს მახვილით ჩეხავდნენ, ზოგს შუბს უყრიდნენ, სხვებს კი დანებით დაჰკლავდნენ. იმ ღამეს მრავალი ქრისტიანის სისხლით მოირწყო ალექსანდრიის ქუჩა-ფოლორცები. მეორე დილით ამ ვერაგული ხოცვა-ჟლეტის შესახებ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემაც შეიტყო. როცა მწუხარების პირველმა ელდამ გადაუარა მოკლულთა გამო. მან სამართლის ძიება იწყო ხელისუფალთა წინაშე იუდეველთა წინააღმდეგ, მაგრამ ქალაქის ეპარქი ორესტე, მიუხედავად თავისი გარეგანი ქრისტიანობისა, მკვლელ იუდეველებს შეეწეოდა და მტრულად იყო განწყობილი წმინდა მღვდელმთავრისადმი. მაშინ წმინდა კირილე მრავალ ქრისტიანთან ერთად გაემართა იუდეველთა თავყრილობისაკენ და უკლებლივ ყველა იუდეველი განდევნა ალექსანდრიიდან, თანაც ისე, რომ მოაოხრა მათი საცხოვრებლები და ცეცხლს მისცა მათი სინაგოგა! ქალაქის თავი ამის გამო დიდად განურისხდა წმინდანს…( მამათა ცხოვრება. გამომცემლები: გ.აროშვილი. ზ. აროშვილი; 1996 წ. გვ.8-9)

      • ეკა Says:

        ვერც წმ. ოთხთავში, ვერც საქმე მოციქულთაში და ვერც მოციქულთა ეპისტოლეებში ვერ ნახავთ მსგავს სწავლებასა და ქმედებას. (mRvdeli zurabi)

        marTlmadideblobis “paganizacia-profanaciuli” qmedeba qristes mier

        ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა,, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედების გამყიდვლებს უთხრა: “გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად.” მის მოწაფეებს გაახსენდათ, რომ დაწერილია: “შენი სახლის შური შემჭამს მე.” (იოანე 2-3, 13, 17)

      • ლომისა Says:

        ქ-ნო ეკა, გთხოვთ მოგვაწოდოთ მამა ბასილ მკალავიშვილის სასამართლოს საბრალდებო დასკვნა. გვაინტერესებს ბოლოს და ბოლოს რამდენ იეღოველს გაუჩეჩქვა თავი და რამდენი მიტყიპა, რამდენს ჯვარი ჩასცხო და საერთოდ რა დანაშაული დაუმტკიცდა ბოლოს და ბოლოს მამა ბასილს? ხომ არ შეგიძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამ საკითებზე?

        წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ!

      • ეკა Says:

        gamarjobat lomisa. es aris oficialurad wayenebuli braldeba:

        თბილისის რაიონული სასამართლო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის საქმეზე განაჩენს გამოიტანს

        ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო ხუთშაბათს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის ვასილ მკალავიშვილის საქმეზე განაჩენს გამოიტანს, რომელიც საკუთარი შეურიგებლობით არის ცნობილი საქართველოსთვის არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების მიმართ.

        ბრალდების წარმომადგენელი მოითხოვს მკალავიშვილისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას , რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

        ბრალდებულის სკამზე მკალავიშვილთან ერთად მისი ექვსი მომხრე იმყოფება – ყველა ისინი 2004 წლის 12 მარტის პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

        პროკურორმა მოითხოვა მკალავიშვილის ერთ-ერთ მომხრეს – პეტრე ივანიძეს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯოს.

        უნდა აღინიშნოს, რომ პერტე ივანიძეს წაყენებული აქვს ბრალდება იმავე მუხლებით, როგორც მკალავიშვილს : სისხლის სამართლის კოდექსის 155 მუხლით (რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებისთვის უკანონო წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობით ან მუქარით, ან მორწმუნეთა და რელიგიის მსახურთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით) და 187 (2) მუხლით – (ქონების დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდების გზით).

        ამავე დროს, მათ მოუხსნეს ბრალდება – სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით ( მასობრივი უწესრიგობების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, დარბევა, ხანძარი, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება, ან შეიარაღებული წინააღმდეგობა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ).

        მკალავიშვილის დანარჩენ დაკავებულ მომხრეებს ბრალი ედებათ პოლიციისადმი წინააღმდეგობაში დაკავების დროს.
        http://newsgeorgia.ge/emergency/20050127/341546.html

        es sisruleSi moyvana

        http://www.tavisupleba.org/content/article/1539530.html

      • ალექსანდრე ბოკუჩავა Says:

        მართლმადიდებლობისთვის და საქართველოსთვის “მებრძოლ” მღვდელ ზურაბ აროშვილს… იმპერატორმა მოიწვია ყველა ეპისკოპოსი I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ნიკეაში, 325 წელს
        დათქმული დროისათვის ყველა ქვეყნიდან ნიკეაში ჩამოვიდნენ ეპისკოპოსები. ჩამოვიდა წმინდა ნიკოლოზიც. იმპერატორიც დაესწრო ამ კრებას. კრება შედგა სამეფო სასახლის ერთ-ერთ დარბაზში. კრებაზე დამსწრეთა რიცხვი 2000-ზე მეტი იყო. მათგან ეპისკოპოსთა რიცხვს 318 შედაგენდა. მაშ შორის იყვნენ: ოსია კორდუბელი, ევსტათი ანტიოქელი, მაკარი იერუსალიმელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვები. კრების სხდომამ 2 თვემდე გასტანა. ეპისკოპოსთა სკამები დარბაზის გარშემო დადგეს. შუაში კი იდო წმიდა წერილი, როგორც ჭეშმარიტების უტყუარი მოწმობა. მისთვის უნდა შეესაბამებინათ კრების გადაწყვეტილება. კრებას იმპერატორი თავმჯდომარეობდა. მან ეპისკოპოსებს მიმართა სიტყვით და გამოხატა თავისი სიხარული მათი ასეთი მრავალრიცხოვნების გამო. შემდეგ იწყეს არიოზის წინადადების განხილვა. არიოზი ჯიუტად იცავდა თავის შეხედულებებს, მას მხარს რამდენიმე ეპისკოპოსიც უჭერდა. არიოზი ისეთი კადნიერებით გამოირჩეოდა თავის მტკიცებებში, რომ ნიკოლოზმა, რომელიც თვითონაც ღებულობდა ამ კამათში მონაწილეობას, ვერ მოითმინა და ყველას თანდასწრებით მას სილა გააწნა. ეკლესიის მამებს ეს საქციელი შეუფერებლად მოეჩვენათ და ნიკოლოზს მთავარეპისკოპოსის ხარისხის შესამოსელი გახადეს. მაგრამ მალე იხილეს, როგორ გადასცა ნიკოლოზს თვითონ უფალმა სახარება, ღვთისმშობელმა კი – ომოფორი. ამ ხილვის შემდეგ მათ დაუბრუნეს ნიკოლოზს ძველი წოდება და პატივი მიაგეს. ხანგრძლივი, მძაფრი კამათის შემდეგ, მართლმადიდებლებმა წერილობით ჩამოაყალიბეს სწავლების არსი ეკლესიაზე და წმიდა სამებაზე. მაშინ შეადგინეს ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი სიმბოლო სარწმუნოებისა – მრწამსი. ასე წარმოაჩინეს განსხვავება მართლმადიდებლობასა და ერეტიკოსობას შორის. დაგმეს არიოზის ცრუსწავლება, იგი კი თავის მომხრეებთან ერთად განკვეთეს. თევდორე კველთელი, თევდორე მღვდელი († 1609), ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირი. 1609 ოსმალთა ჯარი ქართლში შეიჭრა და ცდილობდა გზა გაეკვლია მეფის ბანაკისაკენ. ოსმალებმა სოფ. კველთის მღვდელი თევდორე კველთელი შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. თევდორე კველთელმა მტერი სხვა მიმართულებით გაიტყუა და დააშორა ისინი ცხირეთის ციხეს, სადაც მეფის ბანაკი იდგა. ბოლოს ოსმალები მიუხვდნენ განზრახვას და წამებით მოკლეს. თევდორე კველთელის თავგანწირვამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და საშუალება მისცა მეფე ლუარსაბ II-ს მომზადებული დახვედროდა მტერს. ლაშქარი რუისის ეპისკოპოსს დომენტი ავალიშვილს უნდა ეზიარებინა. მასთან პირველი თეიმურაზი მივიდა. გაოცდა: ეპისკოპოსი სრულიად შეჭურვილიყო, იარაღიც ესხა. ომში ხმლით ბრძოლა სამღვდელოებისათვის უცხო რამ იყო. ამიტომაც მეფემ უთხრა:- თუ ბრძოლას აპირებ, დაე, სხვამ გვაზიაროს, ხოლო თუ ხმალს შეიხსნი, მაშინ შენ გვაზიარე.მაგრამ ყველა მღვდელს იარაღი ესხა, ყველა მისთვის მოსულიყო, რომ მამულისთვის ხმლითაც ებრძოლა. ლაშქარი ისევ შეჭურვილმა ავალიშვილმა დალოცა და აზიარა. მარაბდის ომში დაეცა რამდენიმე ეპისკოპოსი არა იმიტომ, რომ ისინი სისხლისმსმელები იყვნენ არამედ იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში ასე იყო საჭირო, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში ისინი ჯართან ერთად გასულიყვნენ და ეს იყო გამონაკლისი და არა წესი!..სიყვარულით და ერის გადარჩენის მიზნით გაკეთებული საქმე ყოველთვის მისაღებია და სწორედაც, რომ რჯულისა და მცნების აღსრულებას წარმოადგენს!!!

      • ეკა Says:

        ვეცდები კორექტულად დავაფიქსირო ჩემი უმკაცრესი აზრი, მღვდლებ აროშვილებთან დაკავშირებით. მათ სამშობლოს ღალატში ვდებ ბრალს. მიშა სააკაშვილი, იეღოველთა, ბაპტისტთა, სექტა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სულიერების უბოროტესი მტრები არიან. ეს მღვდლები კი მნათეუსის, დათიკოს, კობახიძის, ზაზა თევზზაძის, ე.ი. კათოლიკეთა ეკლესიის და სხვა სექტების- საქართველოს ამომგდებთა გვერდით და მხარდამხარ დაუპირისპირდნენ გლდანის ეპარქიას. შეიძლებოდა ჰქონოდათ კრიტიკული შეხედულებები, მაგრამ ასე საქვეყნოდ ფორუმებზე ჩვენ მართლმადიდებლებს გვეკვეთნენ და სექტებს დაუდგნენ გვერდით. ჩვენ გამოგვაცხადეს ანტიქრისტიანები, ქრისტიანობის პრaფანატორები, ხოლო ფრანცისკანელი კათოლიკური ორდენის წევრი ვასილ კობახიძე და ზაზა თევზაძე, სონღულაშვილის ხელზე მოსამსახურენი სიმართლისთვის დევნილები. მე მათ მოვუწოდებ მოინანიონ სამშობლოს ეს საშინელი ღალატი.

      • ეკა Says:

        გილოცავთ უფლის წინადაცვეთის დღეს და ბასილი დიდის ხსენებას. დღეს ჩემი მოძღვრის მამა ბასილის დაბადების დღეც არის. ვულოცავ ჩემს საამაყო მამაოს (თუმცა საპატრიარქოში. მისვლას არც მე ვუწონებ) დაბადების დღეს. ღმერთმა მომავალშიც შეაძლებინოს უფლის და საქართველოს უბოროტესი მტრების წინააღმდეგ ძველებური ძლევამოსილი ბრძოლა. გლდანის ეპარქია თავისით არ იბრძოდა, არამედ ზეცით იყო მისი ბრძოლა კურთხეული, ამიტომაც ჩვენს ბრძოლებს ხშირად ზეცაზე გამობწყინებული გვირგინი მიუძღოდა, ისე როგორც ისრაელის ერს ცეცხლის სვეტი.

      • ეკა Says:

        p.s. მამა ბასილი 14 იანვარს ბასილობას არის დაბადებული.

      • ლადო Says:

        მეც გილოცავთ დამდეგ უფლის წინადაცვეთის დღესასწაულთან ერთად წმინდა ბასილობას და მამა ბასილსაც ვულოცავ დაბადების დღეს

      • ნიკა Says:

        უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, ყველა მართლმადიდებელი!!!

      • ნიკა Says:

        ღვთისმშობელო! შეგვავედრე უფალს, ჩვენ ყველა მართლმადიდებელი! მოაქციე ყველა არამართლმადიდებელი!

      • ნიკა Says:

        დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, “დიდგორის” მკითხველსა და თანამშრომელს ლადო გეგენავას, იმ შესანიშნავი კომენტარის გამოქვეყნებისთვის, რომელსაც “დიდგორის” რედაქცია სრულად იზიარებს. გაითვალისწინოს მოდავე მხარეებმა (მამა ზურაბმა, მამა გელასიმ და გლდანის ეპარქიის მრევლის წარმომადგენლებმა) ეს, რასაც ახლა ვაქვეყნებთ (ლადოს კომენტარს), როგორც ჩვენს მტკიცე პოზიციასაც ამ დაპირისპირების შესახებ:

        ——————————————–

        ლადო Says:
        იანვარი 8, 2010 დრო 12:40 am

        არა რას ბრძანებთ “ლომისა” რა უნდა მწყენოდა თქვენგან, მაგრამ მძიმე შთაბეჭდილება კი მოახდინა მღვდელ აროშვილების და მამა ბასილის მრევლის წევრთა დაპირისპირებამ. ეს თუ სასულიეროშიც ხდებოდა არ ვიცოდი, პოლიტიკურში კი ამის მეტი რა მინახავს. ვერ გავამართლებ ვერც ერთ მხარეს და ვერც მეორეს, რადგან ორივე ჩემს სულთან ახლოს არიან. მაგალითად ძალიან მომეწონა მამა გელასის წერილი, ძალიან შემიყვარდა მამა ზურაბი ფორუმებზე და დიდგორიდან გავიცანი. ასევე ძალიან ვაფასებ მამა ბასილს, მის თავგანწირულ და მართლაც დიდ შტურმს სექტებზე და უღვთო ხელისუფლებებზე. ასევე ძალიან გამახარა მამა გიორგი სხილაძის გაცნობამ და მსისი წერილები დიდგორზე ჩემი მასწავლებლები გახდა. წავიკითხე უცხოელი კვპრიანეს ეკლესიოლოგიაც და სიმართლე გითხრათ მასში მხოლოდ განსხავავებული აზრი დავინახე და არა ერეტიკული. მათ საიტსაც გავეცანი, მართლაც კარგად ამხელენ ეკუმენიზმს და რაც მთავარია განდგომილები არიან ოფიციალური საპატრიარქოდან. ჩვენ შორის ასეთი მტრული და საჯარო დაპირისპირება მართლაც ძალიან ზედმეტია როცა ამდენი სამხილებელი ბოროტება სუფევს გარშემო. ეს არის ჩემი აზრი და კარგი იქნება თუ ამ დაპირისპირებას წერტილი დაესმება.

        “დიდგორის” რედაქცია

      • ნიკა Says:

        ბატონო ალექსანდრე, ეს წაიკითხეთ, დაკვირვებით, თუ შეიძლება, თუ როდის არის ახალი წელი:

        ——————————————

        მინაწერი: მორწმუნე ერი ნამდვილ ახალ წელსაც (1/14 სექტემბერს) კი არ დღესასწაულობს და ცაში ისვრის (აქ რა არის სასიხარულო?!), არამედ მადლობს უფალს განვლილისთვის და წყალობას სთხოვს შემდეგი წლისათვის (მღვდ. გ. ს.).
        https://didgori.wordpress.com/2008/10/01/მ-გიორგი-სხილაძე-საეკლეს/

        —————————————

      • ალექსანდრე ბოკუჩავა Says:

        ბატონო ნიკა მე ღვთის წყალობით უკვე 13 წელია რაც ვიცი რომ სექტემბერშია საეკლესიო ახალი წელი და დიდი პატივისცემით მეც გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ რაც დავწერე : “გილოცავთ წინადაცვეთას იესო ქრისტესი, ბასილი დიდის ხსენებას
        და საერო ახალ წელს” აქ გარკვევით მიწერია რომ ბასილი დიდის ხსენების დღე და საერო ახალი წელი ანუ ორივე ერთად და არა საეკლესიო ახალი წელი და არა ილიასეული ახალი სტილისეული 1 იანვარი, ანუ ვგულისხმობ 14 იანვარს მარხვის შემდეგ.

      • ნიკა Says:

        ბ-ნო ალექსანდრე, ჩვენც ასე ვიცოდით ადრე, მაგრამ მამა გიორგი სხილაძემ აგვიხსნა, რომ არანაირი ახალი წელი არც 1 იანვარს (ახ. სტ.) და არც 14 იანვარს (ახ. სტ.) არ არის, არამედ საეკლესიო (საეროც) არის 1/14 სექტემბერს. საკვირველია, ეკლესიას ცალკე რატომ განვაყენებთ ხოლმე და ერს ცალკე? რაც ეკლესიამ დააწესა, ანუ ღმერთმა ერმაც იმ წესით უნდა იცხოვროს. ამაზე ჩვენ ბევრი ვიდავეთ თბილისის, კონსერვატორების და საპატრიარქოს ფორუმთან….თქვენ ეტყობა არ ადევნებდით თვალს.

        ბ-ნო ალექსანდრე, თქვენც და ყველა მართლმადიდებელს ვულოცავთ უფლის წინადაცვეთის საუფლო დღესასწაულს და ბასილი დიდის ხსენების დღეს.

      • ალექსანდრე ბოკუჩავა Says:

        ბატონო ნიკა, მე შეძლებისდაგვარად ვადევნებ ფორუმებს თვალყურს და თუ ვერ ვახერხებ თქვენსავით სულ იქ ყოფნას ალბათ არის ამის მიზეზი, იმედია მიმიხვდით არ დავიწყებ ახსნას რა მიზეზებსაც ვგულისხმობ. რაც შეეხება მამა გიორგი სხილაძეს არაერთ ნაშრომს ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად, მათ შორის ახალ წელთან დაკავშირებით, მე პირადად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და მას უდიდეს პატივს ვცემ რწმენის საკითხში რომ უკომპრომისოა და სიმართლეს ამბობს, მაგრამ არის ერთი მაგრამ…სამწუხარო რომ ის საქართველოში არ არის, ვიცი რომ პატრონობს სამრევლოს საფრანგეთში და უბრალოდ გული მწყდება რომ ამოდენა მისი ქართველი ერი ცოდვაში ვზივართ და მისი აქ ჩამოსვლა ერის გამოსაფხიზლებლად კარგი იქნებოდა. ალბათ ყველაფერი უფლის ნებაა. როგორც მამა გიორგიმ აგვიხსნა ეკლესია წელიწადის ათვლას სექტემბრიდან იწყებს. მე ვიცი რომ ვიდრე ახალი წლის 1 იანვრის ანუ 14 ძველი სტილით აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდებოდა, IX-X საუკუნეებში, ამ დრომდე წელიწადის ათვლა სექტემბრიდან იწყებოდა ანუ ხდებოდა წელთაღრიცხვის ათვლა სამყაროს შექმნიდან, რასაც ეკლესია დღემდე განაგრძობს. გამოთქმა “შობა-ახალი წელი” დამკვიდრებულია, რადგან ჯერ იშვა მაცხოვარი და შემდეგ დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა. ამიტომ ჯერ შობის დღესასწაულს ვზეიმობდით და შემდეგში ახალი წელს . ქრისტესშობიდან კიდევ ერთი ახალი წელიწადის დაწყებას სახელმწიფოც აღნიშნავდა. ეს დღე ემთხვეოდა მაცხოვრის წინადაცვეთის დღესასწაულს: შობიდან მერვე დღეს ძველი სჯულისამებრ, მაცხოვარი წინადაცვითეს. სწორედ ამ დღეს – იულიუსის კალენდრის მიხედვით, პირველ იანვარს (რასაც დღეს ძველ სტილს ვუწოდებთ) აღინიშნებოდა ახალი წელი.
        რაც შეეხება ახალის წლის პირველ იანვარს ძველი სტილით 14 –ში აღნიშვნის ტრადიციას, ის სათავეს იღებს IX-X საუკუნეებიდან.
        აღნიშვნის ტრადიცია კი X საუკუნიდან დამკვიდრდა. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ეს არის მაცხოვრის შობიდან ახალი წელთაღრიცხვის ათვლის დასაწყისი.
        არსებობს საეკლესიო-სასულიერო და საერო დღესასწაულები. საეკლესიო დღესასწაულები იმ თარიღებთან და ბიბლიის ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებთან ან წმინდანთა სახელებთანაა დაკავშირებული, რომელთაც ეკლესია უდიდეს პატივს მიაგებს; საერო დღესასწაულებით კი ქვეყნიურ, მიწიერ მოვლენებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებს აღვნიშნავთ. საერო დღესასწაულებს სახელმწიფო აწესებს. მე 14 იანვარის ახალ წელს იმ საერო დღესასწაულთან ვაიგივებ როგორიც არის ვთქვათ 26 მაისის საერო დღესასწაული, 3 მარტი დედის დღე, რომელიც ბატონ ზვიად გამსახურდიამ დაარსა. მე მშვენივრად მესმის რომ ეს დღესასწაულები არ არის მაცხოვნებელი. უბრალოდ დასანანია რომ არავინ არ არის დღეს საქართველოში სასულიერო პირი ვინც ქადაგებით მიაწვდის მოსახლეობას ქვეყანაზე დატრიალებული უბედურების მიზეზს.

      • ნიკა Says:

        ბ-ნო ალექსანდრე, ის სხვა თემაა, მამა გიორგი საქართველოში მალე მუდმივად დასახლდეს, ხოლო ახალ წელზე რასაც გვასწავლის ეკლესია და მამა გიორგი კი ამის დადასტურებას აკეთებს, ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა!

      • davit Says:

        ძალიან დიდი პარდონ, მაგრამ ერთი მეც ვიტყვი ორ სიტყვას აქ გამართულ კამათზე. ძალიან შემცდარან საპატრიარქოსგან გამიჯნული მღვდლები თუ ისე გადაყოლიან ეკლესიოლოგიურ განსხავაებებს ისე რომ ერთმანეთს არ ნახულობენ და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან წლებია! ეს მართლაც წარმოუდგენელია! როგორ მამა გელასი, მამა ზურაბი, მამა გიორგი, მამა ბასილი მამა მერკვირი ერტმანეთის ნახვაზე, და საეკლესიო-საქვეყნო საკითხებზე ლაპარაკსზე უარს აცხადებენ? აბა მაშ ჩვენ ქრისტიანებმა რა ვქნათ, ესეიგი დოქტორანტს სამართლიანად რომ უნდა განვუდგე – ეს გასაგებია, მაგრამა ახლა მერე მამა ბასილის მრევლსაც უნდა განვუდგე? მერე კიდევა მამა გიორგის მრევლი მე უნდა განმიდგეს? მერე კიდევა, მამა გიორგის მრევლი მამა ზურაბის მრევლს უნდა განუდგეს? ეს რა ამბავია, ეს რა ხდება? პარდონ მაგრამ ჩემი გონებრივი შესაძლებლობები ვერ სწვდება ამდენ განდგომებს!!!

      • davit Says:

        p.s.
        არა რა ძალიან ვარ გულგატეხილი… მეგონა ივერია გაბრწყინდებოდა, რა გააბრწყინებს ჩვენს უბედურ ქვეყანას სადაც ორ სამ მღვდელს ერთმანეთთან დალაპარაკება არ შეუძლია.

      • ლომისა Says:

        ყველაფერი უფლის ხელშია ბ-ნო davit! გამორიცხული არ არის, რომ უფალმა, ადამიანური ამპარტავნების და უძლურების დასანახად, ისე წარმართოს ამ ქვეყნის საქმენი რომ ერთმანეთს ვეღარაფერს ვაგებინებდეთ. ეს კიდევ იმისთვის, რომ ადამიანურ ძალებზე იმედის დამყარების ილუზია გაგვიცამტვეროს.

        ჭეშმარიტად გაბრწყინდება ივერია ძმაო დავით! აღმართი მაშინ იწყება, როდესაც დაღმართის უკიდურეს წერტილს მივაღწევთ. ქართველი ერი ჯერ კიდევ დაღმართისკენ მიექანება და აქედან გამომდინარეობს ჩვენი ეჭვიანობა. ეჭვიანობას კიდევ მცირედმორწმუნოება უწყობს ხელს, რომელიც ჩვენ ყველას მეტ-ნაკლებად გვახასიათებს. მაშ, ვილოცოთ რომ ღმერთმა რწმენაში გაგვაძლიეროს და აღმართსაც მაშინვე შევუდგებით.

        ღმერთო, გვიხსენი მცირედმორწმუნეობისაგან და ჭეშმარიტი რწმენა მოგვმადლე. ამინ.

      • mariami Says:

        საპატრიარქოს ფორუმზე წავიკითხე რომ სასულიერო პირმა შეიძლება უანაფოროდ იაროს ხანდახან და ამტკიცებენ საპატრიარქოს ფორუმელები რომ შეიძლებაო პრობლემა არ არისო. ფოტო დადეს მამა დავით შარაშენიძის უანაფოროდ რომ არის სადაღაც ზღვაზე. მაინტერესებს შეიძლება, როგორ თვლის ეკლესია?
        http://church.ge/index.php?s=8e003958c4997a224de4dcf84fcb2f9c&showtopic=7385

      • ნიკა Says:

        პასუხი _მარიამს:

        ———————-

        სამღვდელო პირს არა აქვს უფლება, შეიმოსოს შეუფერებელი სამოსელი, არც ქალაქში და არც გზაში, სამღვდელოებამ ისეთი სამოსელი უნდა ჩაიცვას, როგორიც განწესებულია სამღვდელო დასისათვის. ხოლო თუ ვინმე ამგვარ რასმე ჩაიდენს, იგი უზიარებელი უნდა იყოს ერთი კვირის განმავლობაში. (VI მსფ. კრების 27 კანონი)

      • ნიკა Says:

        რაც შეეხება ანაფორა განმოსილი მღვდლის (მღვდ. დავითი შარაშენიძე) ზღვაზე გაშიშვლებული ხალხის გარემოცვაში დასვენებას, თანაც პოზირებს ამ მკრეხელობას ფოტოზე, ეს ნიშნავს, იმას რომ ამ მღვდელმა თავად განაყენა საკუთარი თავი სამღვდელო პატივიდან.

      • ნიკა Says:

        საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

        ბატონმა დიტო – დიმიტრი ჩუბინიძემ ა.წ. 9 იანვარის გაზეთ “ალიაში” დაბეჭდა სტატია სათაურით: “რა მინიშნებები გააკეთა პატრიარქმა სააკაშვილზე საშობაო ეპისტოლეში”, რითიც შეეცადა პრეზიდენტსა (ხელისუფლებასა) და პატრიარქს შორის ვითომ არსებულ დაპირისპირებაზე ელაპარაკა და ამასთან პატრიარქი “დადებით” კონტექსტში წარმოეჩინა.

        ბატონმა დიმიტრიმ და გაზეთმა “კვირის ქრონიკამ”, რომელიც ასევე “ალია ჰოლდინგის” გამოცემაა, მთელი თვეების მანძილზე და ამასთან ბოლო დრომდე თავისი რესპოდენტების საშუალებით შეურაცხყოფისა და ცილისწამების კამპანია აწარმოეს ეკლესიისა და პირადად პატრიარქის წინააღმდეგ და ახლა ამავე მიზნით, ოღონდ სახეცვლილი მეთოდით კვლავაც ცილისწამებას მიმართეს.

        მათი ფანტაზია, ალბათ, მომავალშიც შემოგვთავაზებს სიახლეებს ერთი კია, – ხალხი კარგად ხედავს, ვინც რას აკეთებს და რატომ აკეთებს. შევნიშნავთ იმასაც, რომ მორწმუნემ იცის, ვინც რას აკეთებს, პირველ რიგში თავის თავს უკეთებს.

        9 იანვარი, 2010 წელი

        ——————————

        დიახ, დაიხ, ვიცით, ვინ რას აკეთებს, განსაკუთრებით საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, უანაფოროდ, ჯვარ აყრილი ზღვის “პლიაჟებზე” რასაც აკეთებს.

      • ალექსანდრე ბოკუჩავა Says:

        გილოცავთ წინადაცვეთას იესო ქრისტესი, ბასილი დიდის ხსენებას
        და საერო ახალ წელს!

        წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; წმინდისა ბასილი დიდისა, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა (379); მოწამისა ბასილი ანკვირელისა (დაახ. 362); წმინდისა ემილიასი, ბასილი დიდის დედისა (IV)

      • Origene Says:

        დიდი მადლობა ბატონო ნიკა, ეგ გასაგებია.

        მე მაქვს შეკითხვა ასევე მწვალებლების დაწიოკებაზე, გადასახლებაზე, ფიზიკურ შეურაწყოფაზე და ასე შემდეგ… დაშვებულია თუ არა ეს ეკლესიურად?

        p.s. რამოდენიმე წმინდანის მაგალითს ნუ დავეყრდნობით, კრების განჩინებას თუ დაწერთ, კარგი იქნება.

      • მღ. ზურაბი Says:

        დიდგორის რედაქციას.
        მე დავამთავრე მკალავიშვილისადმი ღრმად მორწმუნე მრევლთან საუბარი. მათგან ცილისწამებებით გაჯერებული წკავწკავის მეტი არაფერი მსმენია . რაც მოძღვარი ჰყავთ ისიც სულიერი შვილები არიან.
        თუ ვინმეს აინტერესებს კვიპრიანეს სარწმუნოებრივი შეხედულებანი შეუძლია იხილოს ამ ვებ გვერდზე – http://studieli.blogspot.com/ .
        ჯერ მხოლოდ სამი ნაწილი დევს. ალბათ მომავალში მოემატება.

        დროებით გემშვიდობებით პატივცემულო დიდგორის რედაქციის წევრებო. მადლობთ, რომ საშუალება მომეცით ორიოდ სიტყვა მეთქვა ამ ფორუმზე. კარგი ქენით, რომ არ დაბლოკეთ მკალავიშვილის მრევლი და მიეცით საშუალება ეთქვათ ის რასაც ამდენი წლები გულში ატარებდნენ ჩვენზე. გთხოვთ არ წაშალოთ მათი ნაწერები.
        გილოცავთ დამდეგ ქრისტეშობას და გისურვებთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებით გაგეტარებინოთ წუთისოფელი. ვიცი ძნელია, მაგარამ არ შედრკეთ. გისურვებთ ცხონებას!!!!

      • ეკა Says:

        წკავწკავი კი არა თუ ჩაუკვირდებით სიმართლეა. თქვენ უფრო უკეთესად წარმოაჩინეთ მამა ბასილის მოყვრობაში თავი! და რაც გულში ზიზღი გქონდათ ჩვენდამი და ჩვენი სინოდისადმი, მოგისმინეთ. ჩვენც მადლობას ვუხდით „დიდგორის“ რედაქციას, აროშვილების ჩვენდამი სიყვარულის და მოყვრობის წარმოჩენაში. ჩვენც გილოცავთ ყველას დამდეგ შობას და გისურვებთ სიმდაბლეს.

      • მღ. ზურაბი Says:

        პატივცემულო გიორგი. უფრო ზუსტი იქნებოდა გეთქვათ დაპირისპირება გრძელდება ეკასა და მ. ზურაბს, ან მ. გელასის შორის. აქ, არანაირი სინოდალური დაპირისპირება არ არის. უბრალოდ ეკას უყვარს თავისი მოძღვარი და მისი შეცდომების მიუხედავად ბოლომდე იცავს. ჩვენ კი მიუღებლად მივიჩნიეთ მ. ბასილის საქციელი და ასვე გადავწყვიტეთ ორიოდ სიტყვა გვეთქვა მიტრ. კიპრეანეს სინოდზე. ასვე მოვიყვანეთ მიტ. ვიტალის სინოდის ბოლო განჩინება მიტ. კიპრიანეს ეკლესიოლოგიაზე და სხვა.
        ეკას მიერ პიროვნულად, ჩვენს წინააღმდეგ მოტანილ არგუმენტებს პასუხს არ გავცემ ამ ეტაპზე. მკითხველმა თვითონ განსაჯოს მისი არგუმენტების გონივრულობა.
        ასევე, დაბეჯითებით გთხოვთ, რომ ნუ აუკრძალავთ ეკას საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას. ჩვენ თუ შერაცხყოფას გვაყენებს ეგ არაფერია, შეჩვეულები ვართ. სამაგიეროდ მკითხველი სარგებელს იღებს, რადგანაც თვალ-ყურს ადევნებს ორ სარწმუნოებრივ პოზიციას და არკვევს რომელი უფრო სწორი და მისაღებია. გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
        ეკას კი მინდა ვთხოვო, რომ ჩვენთვის ამპარტავნების ძახილს კარგად შეისწავლოს მართლმადიდებლობა და ამ სარწმუნოების პრინციპების მიხედვით იმოქმედოს ყოველთვის.
        ჩვენ კი ვეთანხმებით, რომ ვართ ამპარტავნები. ხოლო მ. ბასილი თავისი სინოდითურთ ბოლომდე ზილოტი, მართლმადიდებლები ვერ არიან!

      • ეკა Says:

        კარგია რომ აღიარეთ ამპარტავანნი რომ ხართ. ეს ერთი, მერე კარგადა მაქვს შესწავლილი მართლმადიდებლობა სხვატაშორის ტქვენი წიგნებიც გადაბულბულებული მაქვს. კიდევ სხვა, თქვენ ვერა ხართ მართლმადიდებლები ბოლომდე რადგან მეტი კაცთმოყვარება გმართებთ და არა დადარაჯებულობა. კიდევ სხვა, და სხვათაშორის აქაური მკიტხველი ყველა ხვდება რომ მამა ბასილი სარწმუნოებრივად უპრინციპოთ მოიქცა, მაგრამ თქვენგან განსხვავებით სულგრძელობა და კაცთმოყვარება მართებთ რომ ამაზე არ ჭორაობენ სექტების ცხვირწინ. მამა გიორგის არა მგონია აჯობოთ მღვდლობაშა და ზილოტობაში და მამა ბასილის სარწმუნოებრვი უპრინციპობის შეფასებაში., მაგრამ თქვენგან განსხვაებით თავს იკავებს. ამპარტავნებას მკურნალობა უნდა და არა სინოდებზე მაღლიდან ყურება. თქვენ ასე ვიტყვი “ზილოტური ამპარტავნება გჭირთ” თუ არ გამოასწორეთ პეტროს მკაწვრელს უკან მოიტოვებთ. მიტრ. ვიტალისაც არ თვლით თქვენ tolad da sworad და ახლა იარაღად იყენებთ რაც სულმდაბლობაა. ვთხოვ დიდგორს არ დაბლოკოს ჩემი ეს კომენტარი მხოლოდ. და მეტს აღარ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ ერთ ხმაში გააგრძელოთ მამა ბასილის და მისი სინოდის gankitxva.

      • ეკა Says:

        პეტროს მკაწვრელი ტყუილად არ მომიყვანია. როდესაც დედოფალი დედათა წესით დადგა ტაძარში, პატრიარქ პეტროსს სისხლით აევსო ბარძიმი. ესეიგი დედოფალი იქ ამ მდგომარეობაში არ უნდა მდგარიყო პატრიარქის გვერდით. პატრიარქმა იგი საჯაროდ დასწყევლა და ამაში იგი ზილოტურად მართალი ჩანდა ღვთისა და ერის წინაშე მაგრამ აქედან დაიწყო მისი დაცემა. ისმის კითხვა რა უნდა გაეკეთებინა პატრიარქს, რა და დედოფალი ჩუმად უნდა განეშორებინა იქიდან “არაზილოტურად”, ვისაც ყური აქვს ისმინოს…..მშვიდობით, მამაო ზურაბ უჩემოდ გააგრძელეთ.

      • მღ. ზურაბი Says:

        სულმდაბლობა რატომ არის?
        სპეციალურად სხვადასხვა მართლმადიდებელი სინოდების დამოკიდებულებას ვაქვეყვნებთ მიტრ. კიპრიანეს ეკლსიოლოგიაზე, რათა ეჭვი არავის გასჩენოდა, რომ მხოლოდ ჩვენს სინოდს აქვს ასეთი დამოკიდებულება მიტრ. კიპრიანესა და მისი სწავლებისადმი. კვლავ უსამართლოდ გვლანძღავთ.

        პეტროს მკაწვრელთან კი თქვენეული ანალოგიები მკითხველმა შეაფასოს. ვფიქრომ აქაც უსამართლო ხართ.

        თქვენ წერთ, რომ მ. ბასილი სარწმუნოებრივად უპრინციპოდ მოიქცაო. ხოდა მიხედეთ მაგ საქმეს. ნათქვამია, – სინანული კარგი და უებარი წამალიაო!

      • მღ. ზურაბი Says:

        ბოდიში. კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, რომ არც თქვენ და არც თქვენი მოძღვარი ნამდვილად არ გვძულხართ და არც ზემოდან არ გიყურებთ. დამიჯერეთ, ძალიან გაგიჭირდებათ ჩვენი წყენინება და მოთმინებიდან გამოყვანა. დამშვიდდით და თავებს მიხედეთ.

      • ეკა Says:

        p.s.
        კვიპრიანეს სინოდზე გამოქვეყნებას კარგი იყო ის მასალები გამოგექვეყნებინატ მიტროპოლიტ ვიტალის სინოდს რა შეხედულება აქვს თქვენს სინოდზე. ასევე ქრიზოსტომოსის მეძველსტილე სინოდს საბერძნეთში თქვენს სინოდზე. გამოაქვეყნეთ მოუხდება თქვენს სიმდაბლეს, წამლად შეგეწევათ.

      • მღ. ზურაბი Says:

        თქვენ გამოაქვეყნეთ. თუ მოგეპოვებათ ეს მასალები. ან ვინმეს თუ სურვილი გაუჩნდება შეუძლია გმოაქვეყნოს. გპირდებით, ჩვენის მხრიდან პასუხი არ დააყოვნებს. ხოლო თქვენის მხრიდან ჩვენი შეურაცხყოფის გარდა აქ სხვა, თემატური პასუხი ჯერ არ წამიკითხავს.
        ასევე მინდა ვთქვა, თქვენთვის გასაგონადაც და სხვა დაინტერესებული მკითხველისთვისაც, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა რამდენიმე ძირითად სინოდს შორის დამოკიდებულება. მიმდინარეობს დაახლოების და შერიგების ურთულესი პროცესი. –
        1.) ე.წ. ძველმესტილე ბერძნულ სინოდებს შორის. ავქსენტიანელთა ფრთა, ანუ ჩვენ და ხრიზოსტომოსის სინოდს შორის დაახლოება ყველაზე აქტიურ ფაზაშია. 4-5 ეპისკოპოსისს შემადგენლობით ხრიზოსტომოსის დელეგაცია ამ ბოლო წლის განმავლობაში უკვე ორჯერ ოფიციალურად ეწვია ჩვენებს ამერიკაში და რამდენიმე კვირით ისტუმრა ისინი ჩვენმა ყველაზე დიდმა მონასტერმა. პირადად, მეც ვიყავი ნიუ-იორკში, ასტორიაში მათ ეკლესიაში ჩვენს ერთ ეპისკოპსთან ერთად სტუმრად. მოვინახულეთ მათი ორი ეპისკოპოსი. გვქონდა ხანგრძლივი, მეგობრული საუბარი. რომლის დროსაც ორივე მხარე ავღნიშნავდით, რომ არანაირი სარწმუნოებრივი პრობლემა არ გვაქვს ერთმანეთთან და აუცილებელია გაერთიანება. ამ ეტაპზე უკვე ჩვენი მრევლის წევრები ეზიარებიან მათთან საბერძნეთში და ასვე მათი მრევლის წევრები ჩვენთან ამერიკაში. ასევე, მიმდინარეობს ურთულესი მოლაპარაკება მათეანელთა დაყოფილ სინოდებთან. ამ ეტაპზე უკვე აღდგენილია კეთილმოგობრული ურთიერთობა. ასევე, ცნობისთვის მიმდინარებს მოლაპარაკება კიპრიანეს სინოდის რამდენიმე მღვდელმთავართანაც. ჯერ-ჯერობით თვალსაჩინო შედეგები არ შეიმჩნევა.
        2.) თვითონ, რუსული ემიგრაციული ეკლესიისგან დარჩენილ ნაწილებს შორისაც გააქტიურებულია მოლაპარაკებანი. შეიმჩნევა მცირე პროგრესი.
        ასე, რომ დღეს ცოტა სხვა ვითარებაა ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ რუსული სინოდების, ან ბერძნული სინოდების წარმომადგენლებმა დაიწყონ ჩვენ სინოდთან დაპირისპირება და ძველი და არაფრის მომტანი საეკლესიო პოლიტიკის რეანიმაციას შეეცადნონ.

        ყოველი შემთხვევისთვის, თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი ამ არაფრის მომცემი თემების წამოწევისა, ჩვენ მზად ვართ გავცეთ საკადრისი პასუხი.

      • Origene Says:

        ამას უნდა გამოვეხმაურო, და ეს არანაირად არ ეხება სინოდალურ დაპირისპირებას რაც აქ მიმდინარეობს…

        უნდა ითქვას რომ: სარმუნოება მოდის განათლებით, როცა კაცმა ეკლესიოლოგია და თეოლოგია არ იცის კარგად, როგორც შეიძლება იგი ანტიეკუმენისტი ან საერთოდ რამე კონფესიის მატარებელი იყოს? თუ ადამიანი არ იცნობს არც თავის და არც სხვა კონფესიებს, რა სინდისით ამბობს ეკუმენიზმი არასწორია და მისი კონფესია სწორი? ესაა თქვენი სიმართლე?

        ქრისტიანი მისიონერობას/პროზელიმიტიზმს მუდამ უნდა ეწეოდეს და გაუნათლებელი კაცი ამას როგორ გააკეთებს? აჰ გასაგებია, კეტით და მახვილით… იესომაც ეგ მოუწოდა ხომ მოციქულებს?

        პ.ს. იაღოველობის ბრალდებას ჩემი მისამართით შეეშვით თუ შეიძლება…

      • ლომისა Says:

        Origene-ის თხოვნა:

        didgoris redakcias vtxov exla rasac vcer – cashalos da chemi cina dacerili, romelic ratomgac zemot daicera da ara im adgilas sadac unda daceriliko, gadmoitanos im adgilas sadac unda ikves – drois gatvalscinebit, anu qalbatoni ekas იანვარი 4, 2010 დრო 9:25 pm – postis mere…
        Origene
        ————————-

        ქალბატონო ეკატერინე, თქვენც ალბათ ეხმარებოდით მამა ბასილს ფრიად ქრისტიანულ საქმეში მაშინ, როცა იგი სექტებს არბევდა თავის შეურაცხად და ბნელ/გაუნათლებელ მრევლთან ერთად… დიახ, შეურაწყოფით დავიწყე, რადგან რასაც ბასილი აკეთებდა იყო განა უბრალოდ არაქრისტიანული, არამედ რაღაცა არაადამიანობა… სწორედ მისნაირებზე და მისი მრევლისნაირებზე(და ცხადია არამარტო) ვინც მას ეხმარებოდნენ ამ საზიზღრობაში:

        რომაელთა მიმართ 2 თავი:

        20. უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.

        21. კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?

        23. რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?

        24. ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.

        დიახაც, მამა ბასილმა თავისი ამ საქციელით სახელი გაუტეხა მართლმადიდებლურ ეკლესიას და ზოგადად მართლმადიდებლობას…

        თავის დროზე წმინდანები აპოლოგიებს წერდნენ ერეტიკოსების მისამართით, გამახენეთ როდის იყო ეგეთი ქრისტიანული წესი რომ მწვალებლებს დარეოდნენ და ამოეჟლიტათ? პაპს ინკვიზიციებზე და შუასაუკუნეების სიბნელეზე აკრიტიკებთ და თავად ნათელში გგონიათ თავი?

        p.s. სხვა საქმეა რომ მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები საპატრიარქოს და რომ ზოგადად საზოგადოებაც არ მომწონს… ამ უკანასკნელის დაწერა საჭიროდ ჩავთვალე გარკვეული მიზეზების გამო…

      • მღ. ზურაბი Says:

        თქვენი აღელება გასაგებია. ჩემი ტყუილში დადანაშაულება კი, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლობაა. ჩვენ უკვე დიდი ხანია შეჩვეული ვართ შეურაცხყოფებს და ამით ვერ გამაკვირვებთ. თქვენ კი გირჩევთ ფრთხილად იყავით, რადგანაც მღვდლის უსამართლო გინება არ არის კარგი საქმე.
        რაც ზემოთ დავწერე ნამდვილად ასე იყო და მერწმუნეთ გაცილებით რბილად და კეთილგანწყობით დავწერე ვიდრე რეალურად იყო. დაჯერება არ დაჯერება კი, თქვენი ნებაა.
        რაც შეეხება შეკითხვას, თუ ჩვენ სად ვიყავით 1995-1996 წლებში? სადაც მ. ბასილი იყო 1990-დან 1995 წლამდე.
        ასევე უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ერისკაცები ვიყავით და საეკლესიო საქმეებს სათავეში ვერ ჩაუდგებოდით. ყოველთვის გვქონდა ამ თემაზე (გამოყოფაზე) საუბარი სას. პირებთან 80-იანი წლებიდან (თქვენ წარმოიდგინეთ მ. არჩილ მინდიაშვილიც მოვიდა ერთხელ ჩვენთან. არკვევდა საით გაქცეულიყო. საბოლოო ჯამში არსად არ წასულა). ყოველთვის თავს იკავებდნენ სას. პირები და გვეუბნებოდნენ ადრეაოო. საბოლოოდ როგორც იქნა მიიღეს გადაწყვეტილება და ჩვენც გავყევით.
        არ მკითხოთ მ. ბასილს რატომ არ გაყევითო? და თუ მკითხავთ გეტყვით. იმიტომ არ გავყევ-ავყევით, რომ თავიდანვე მოტივაცია და მიზეზები ფრიად საეჭვო და არასარწმუნოებრივი იყო და ეს ზემოთაც დავწერე. საპატრიარქოსკენ მიდრეკილება მასთან ყოველთვის ჩანდა და ახლა, უბრალოდ საჯაროდ გამოჩნდა.
        ჩვენზე ნუ გაბოროტდებით. საკუთარ მოძღვარს მოჰკითხეთ მართლმადიდებლობა და ურჩიეთ ნუ მიუბრუნდება საპატრიარქოს.
        კეთილი სურვილებით გემშვიდობებით. გულწრფელად გპატიებთ ჩვენს წინააღმდეგ ნათქვამ ყველა სიტყვას.
        ჩვენ ნუ გვებუტებით. თავს უშველეთ კომუნისტურ -ეკუმენისტურ საპატრიარქოში არ აღმოჩნდეთ ისევ.

      • ლომისა Says:

        ბატონო გიორგი, ვერ დაგეთანხმებით ჩვენს გადამეტებულ შეფასებაში! – „დიახ, ბატონი ღუდუშაურის დარი მართლმადიდებელნი რომ გვეყოლება ხელისუფლებაში “ – სრულიად არასაკმარისია და შეუძლებელიც კი არის იმის განხორციელება, რაზეც დღეს მრავალი მამულიშვილი ოცნებობს. მცირედ მორწმუნე გახლავარ ბ-ნო გიორგი და ღმერთს შევთხოვ რწმენა მომმადლოს! არ ვიცი რამდენად სინოდალურია ეს დავა, მაგრამ ფაქტია რომ სარწმუნოების აშკარა მტრების წინაშე ანტიეკუმენისტი მართლმადიდებელი მღვდლების კამათის გამოტანა კარგს არაფერს მოიტანს.

        ვერც მე დავეთანხმები ქ-ნ ეკას იმაში, რომ თითქოს მამა ზურაბმა და მამა გელასიმ რაიმეთი თავი „იმხილეს“! დავამატებთ, რომ მათ მართლა „იმხილეს“ თავი უფლის ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვაში. ასევე „იმხილა “ თავი ამ საპატიო საქმეში მამა გიორგი სხილაძემ. ხოლო მღვდელმა ბასილ მკალავიშვილმა თავიც კი გასწირა სარწმუნოების დაცვისათვის. ჩვენ ყველას სათანადო პატივს მივაგებთ და გვიყვარს სწორედ იმ საქმის გამო, რასაც წმინდა სამოციქულო ეკლესიის სამართლის დაცვა ჰქვია.

        p.s.

        დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისათვის.

  5. ალექსანდრე Says:

    საინტერესო ამბები ხდება გაოცებული ვარ თუმცა მე ვფიქრობ რომ პრესა და ტელევიზია საპატრიარქოს ხელშია და მამა ბასილს ბევრ ჩირქს სცხებენ, საინტერესო იქნებოდა მისი მოსმენა პირდაპირ ეთერსი რუსთავი ორზე ან იმედზე, ალბათ გაგვარკვევდა ყველაფერში ,ისე სიმართლე გითხრათ მოგვანატრა თავი თავისი შემართებით რომ იბრძოდა მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის…

  6. ალექსანდრე Says:

    ხოოოოო საინტერესო ამბები ხდება გაოცებული ვარ თუმცა მე ვფიქრობ რომ პრესა და ტელევიზია საპატრიარქოს ხელშია და მამა ბასილს ბევრ ჩირქს სცხებენ, საინტერესო იქნებოდა მისი მოსმენა პირდაპირ ეთერსი რუსთავი ორზე ან იმედზე, ალბათ გაგვარკვევდა ყველაფერში ,ისე სიმართლე გითხრათ მოგვანატრა თავი თავისი შემართებით რომ იბრძოდა მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის… …

  7. m.gelasi Says:

    pativcemulo eka mesmis tkveni,magram chvenc valdebulebi vart rom pozicia gamovxatot.rac sheexeba m.basilis shexidebas,rogorme tavad gavarkvevt saqmes,metic karga xania garkveuli gvaqvs- man icis chveni pozicia misi episkoposis shesaxeb,romlis eklesiologiac eretikulad migvachnia da es karga xania piradad movaxsenet.tu unda chventan urtiertoba advilad gvipovis.dzalit tavs aravi arapers ar vaxvevt. exla cixeze – saocaria rogor moaxerxa ambrosim iq shesvla,rodesac amdeni welia es mtavroba chven ar gvishvebs sakutari dzmebis sanaxavat. ise namdvilad mindoda naxva, tanac chemi studentobis megobaric ijda mastan ertad,telefonitac araertxel damirekes, wignebi mtxoves, m.basilsac vesaubre,rac shemedzlo gaugzavne,shegidzliat gadaamowmot.rac sheexeba iliastan misvlas,rbilad,rom vtkvat sarwmunoebrivat sruliad uprincipo nabiji iyo,piradat vetyvi tu vnaxe.ketili survilebit m. gelasi

  8. m.gelasi Says:

    erti shekitxva makvs — daushvat m.basili miegot eretikul sapatriarqoshi mistvis misagebi pirobebit, ras izamda misi mrevli? cxvrebivit miyvebodnen ekumenizmshi? an ikneb sergianul-ekumenistur sapartriarqos agar miichnevt mwvaleblurad? da vin gamodixart amis shemdeg tkven?kargad dafiqrdit erti! an saertod, shegitanxmdat tkven winaswar tu ras apirebda? am yvelafris shemdeg kidev bedavt da xmas igebt? eg yvelaferi aris zustad kiprianizmis logikuri sulieri shedegi. amas geubnebit mxolod qristianuli siyvarulis gamo,shemedzlo arc metkva magram , mashin tkveni sulebis modzule viqnebodi,rac namdvilat ara var. exla rusebis shesaxeb — rodesac m. vitalim gaauqma 1983 wlis ekumenizmis anatema , anu ugalata sinodis dzvel suliskvetebas,swored mashin daamyara kavshiri kiprianestan,rac logikuri iyo — feri fersao. tumca gardacvalebamde mixvda tavis shecdomebs , daiwyo zrunva mat gasworebaze,kerdzot gawyvita kavshiri kiprianestan da a. sh. magram meti vegar moaswro. dokumentebis gamoqveynebazec ar dagzardebit.

  9. მღ. ზურაბი Says:

    უკაცრავად. ჩემი პასუხი ისევ სადღაც ზემოთ დავწერე.
    ბოდიში.

  10. Origene Says:

    didgoris redakcias vtxov exla rasac vcer – cashalos da chemi cina dacerili, romelic ratomgac zemot daicera da ara im adgilas sadac unda daceriliko, gadmoitanos im adgilas sadac unda ikves – drois gatvalscinebit, anu qalbatoni ekas იანვარი 4, 2010 დრო 9:25 pm – postis mere…

  11. Origene Says:

    მადლობა პასუხისთვის ბატონო გიორგი.

    აჰა გასაგებია, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რომ ეგ ტირანიაა, რაც ნიშნავს იმას რომ ქრისტიანობა არაა თავსებადი ლიბერალურ/დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემასთან…

    შეიძლება ითქვას კარგად იქნა გამოყენებული ის რომ იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა. თავის დროზე არიანელებმა გამოიყენეს იმპერატორის მხარდაჭერა კარგად.

    რატომღაც მგონია რომ ეგ საქციელი ემსახურება იმას, რომ მრევლმა ზედმეტებზე არ იფიქროს და მიჰყვეს დაკანონებულ მრწამსს… თუმცა მაგ ლოგიკით მისიონერობა და პროზელიმიტიზმიც ვერ განხორციელდება მართლმადიდებლების მიერ, თუ მათაც იგივე კანონი აქვთ(ანუ იმ ქვეყანაში სადაც ქადაგებენ) – რომ დაწვან მართლმადიდებელთა წიგნები თავიანთ ქვეყანაში… რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტეს მოწოდებას – გაერვცელებინათ ქრისტიანობა ყველგან…

    ანუ თუ ერთი სახელმწიფო აკრძალავს თავის ქვეყანაში სხვა კონფესიის ლიტერატურას, მაშინ სხვებიც აკრძAლავენ თავისთან – რითიც შეუძლებელი გახდება მისიონერული საქმიანობა… იესომ კი მისიონერობა იქადაგა და არა – “აირჩიეთ ერთი ტერიტორია, იქ დასახლდით და იყავით ჭეშმარიტებაში, სხვების მოქცევა არ გინდათ(რითიც გაწირავს კიდევაც ყველა დანარჩენს სამუდამო სატანჯველისთვის)”…

    მე ვთვლი რომ ეგ კანონი იმ დროს საჭირო იყო იმიტომ რომ გავრცელების შემთხვევაში რთული იყო ერესის შეჩერება… ფაქტიურად შიშიც იყო ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, მოკლედ მეტის დაწერა აღარ არის საჭირო ამაზე…

    p.s. არსად მითქვამს რომ ღირსი მამა იოსებ ვოლოცკელი რამეს იგონებს, უბრალოდ მაინტერესებდა გადამომება, ეს იყო და ეს, დიდი მადლობა ვებგვერდის მითითებისთვის.

  12. m.gelasi Says:

    ხალხო რამხელა სიყვარული გქონიათ, ასე რამ გაგაბოროტათ,ვინ დაგიმახინჯათ ასე სულები? მთავარია გული არ გავიბოროტოთ თორემ ცხონების მიღმა დავრჩებით. ჩვენი შეცდომა იყო ალბათ, რომ ამ თემაზე აზრი გამოვთქვით,რადგან ყველას მხილება როდი შეიძლება .როგორც ბრძენი სოლომონი ასწავლის: ” ამხილე ბრძენსა და შეგიყვაროს შენ; ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს… რომელი განიშორებს სწავლასა, სძულს მას თავი თვისი, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა,უყვარს მას სული თვისი… და რომელთა სძულს მხილება, აღესრულენ საძაგლად, ხოლო გზა შეურაცხისმყოფელთა წარწყმდეს.”(იგავთა წიგნი) ღმერთმა ყველას გვიშველოს , მაპატიეთ თუ გაწყენინეთ. ცხადია უსიამოვნოა მხილება, რა ვიცი შესაძლოა მე უარესად მოვქცეულიყავი. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.

    • ლომისა Says:

      მამაო გელასი, ვცდილობთ არ გავბოროტდეთ, სამართლიანი მხილება შევიყვაროთ და შევირგოთ ხოლმე – ყოველთვის არ გამოგვდის ეს ერისკაცებს! დიდი ბოდიში თუ „დიდგორიდან“ შეურცხყოფა მოგადგათ. გთხოვთ შეგვინდოთ. დიდი მადლობა შეგონებისათვის. გილოცავთ დამდეგ შობას და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

  13. Origene Says:

    ყველას გილოცავთ შობას(თუმცაღა მოგვიანებით), მეც მსურს რამოდენიმე სიტყვა ვთქვა…

    დიდგორზე ადრეც დამიპოსტავს სხვა სახელით და ვიცნობ აქაურ სიტუაციას…

    მიუხედავად კრიტიკისა და ყველაფრისა, ამ შემთხვევაში ქალბატონ ეკას ვეთანხმები, კერძოდ იმაში რომ ერთიანობა აუცილებელია… თქვენმა მონაყოლმა გრიგოლ კობახიძეზე, საკმაოდ არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა…
    სქიზმაში ყოფნისას ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ბრძოლის სურვილი, სურვილი იმისი, რომ შეძლოს ოფიციალური ქართული ეკლესიის გამოსწორება.

    მე ვიცნობ მამა ზურაბს, შევხვდით რამოდენიმეჯერ ერთმანეთს და მისგან ბევრი რამ ვისწავლე… მას ბევრჯერ უთქვამს რომ საქართველოში თეოლოგიურ/ეკლესიური განათლება არ არის, რასაც ემატება ე.წ. ილია-პაპიზმი, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ხალხის მასის დაყოლიებას(ამასთან ერთად ოფ. საპატრიარქოს წევრები ხალხს არწმუნებენ რომ მათზე “შეტევა”, ეს მთლიანად ეკლესიაზე შეტევაა, ხალხსაც ცხადია სჯერა), ამის გამო საჭიროა პრეზიდენტმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება რომ ჩაატაროს რუის-ურბნისის კრების მაგვარი კრება, რასაც ასევე უნდა დაემატოს ლუსტრაციის კანონის შემოღება(გახსოვთ ალბათ შეკითხვები პატრიარქისა და ხელისუფლების მიმართ – არც შეიწუხეს თავი პასუხების გაცემით, ხალხმაც მხარი დაუჭირა საპატრიარქოს და ეგაა.) – რათა დაისაჯნონ ყოფილი კაგებეშნიკები და გამოაშკარავდეს საეჭვო ადამიანების ბიოგრაფიაში არსებული საზიზღარი დეტალები…

    ისე კი, დარწმუნებული ვარ, კრების დანიშვნის შემთხვევაში, განდგომილის მღვდლების აბსოლუტური უმრავლესობა დაესწრება მას…

    ისე კი, ერთი მიზნისთვის მებრძოლები ხშირად ერთიანდებიან, თუნდაც განსხვავებული იდეები ჰქონდეთ. ნიკეის კრებაზე ეპისკოპოსების მცირე ნაწილი საბელიანისტები იყვნენ, რომლებმაც ცხადია არიანელების წინააღმდეგ მისცეს ხმა. მარკელოზ ანკირიელი საბელიანისტი იყო, არადა ათანასესთან ჰქონდა ევქარისტული კავშირი, რომელიც ათანასემ ბასილი კესარიელის მოთხოვნის მიუხედავად არ გაწყვიტა… მათ ერთად გადააგდეს არიანიზმი… აგრეთვე აპოლინარიუს ლაოდეკიელი, თუმცა მეტს არ გავაგრძელებ ამაზე…

  14. m.gelasi Says:

    რა შუაშია ხალხო, ბასილი, გრიგოლი, გელასი თუ სხვა; თავის ცოდვებზე ყველა თვითონ აგებს პასუხს. თქვენ მართლმადიდებლობა შეისწავლეთ, წმიდა მამათა მოძღვრების ერთგულნი იყავით,მათ ენდეთ მხოლოდ. ვერც ბასილის და ვერც გელასის მიმდევრობა ვერ აცხოვნებს ვერავის. ”იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღვრებასა არა თავს იდებდნენ, არამედ, გულისთქმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდნენ მოძღვართა, ქადილითა ყურთათა. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-მიიქცინენ, და ზღაპრებასა მიიქცენ”(2ტიმ.4,3)

  15. ნიკა Says:

    ამ ეკუმენისტი სამღვდელოების სინდისზეა ჩვენი ქვეყნის უბედურებები! ნახეთ, ამ ვიდეოში, ჯერ “პლიაჟზე” უანაფოროდ-ჯვარ აყრილი დამსვენებელი მღვდელი, აქ უკვე წმინდა შესამოსლით აღკაზმულა და გულისტკივილიან განცხადებას აკეთებს. ამათ ლოცვას როგორ შეისმენს უფალი, მაშინ, როდესაც მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონებს დაურიდებლად არღვევენ? შეისმენს კი არა რისხვით იქნება აღვსილი…

  16. afxazi Says:

    აბა სტრასბურგელმა „მ. გიორგიმ“ (ილა II მღვდელი), ანუ ოხროხინემ (ასე ვეძახით აქაურები) კვრაში 2 საათი რომ აცვია ანაფორა, თვითონ უზიარებელმა სხვა როგორ უნდა აზიაროს? ვამხილეთ სხვადასხვა ცოდვაში და საქმის ყურში ჩავაყენეთ საპატრიარქო. მამამთავარმა ტელევიზიით შემოგვითვალა ტალახს ნუ ესვრით საზღვარგარეთ ერთმანეთსო… და მამათმავალი „ბერი“ გამოგვიგზავნა, რომელმაც დიდხანს ვერ გაუძლო და გაიქცა. დასკვნა ერთია, ბანდიტების კასტას, მამათმავლებით აბალანსებს ე.წ. საპატრიარქო.

    P.S.

    ადგილობრივი პოლიციაც საქმის ყურშია „მ. გიორგის“ ნარკოტიკებთან ურთიერთობაზე, მაგრამ „დედა ეკლესია“ დაბრმავებულია. ნეტა სადამდე უნდა იბოგინონ და გვარცხვინონ პლანეტის მასშტაბით…ღმერთო შენ დაგვიფარე და გაგვაძლიერე რწმენაში…ამინ.

    • ლომისა Says:

      მშვიდობა აფხაზს!
      დიდი მადლობა „afxazi“ გამოხმაურებისათვის. ღმერთმა გაგვაძლიეროს რწმენაში…ამინ.

      თუ ნებას მოგვცებთ, თქვენს კომენტარს ქართული ასოებით გამოვაქვეყნებთ.

      ალექსანდრე

  17. afxazi Says:

    RA TQMA UNDA SHEGIZLIAT…MADLOBA ROM ARSEBOBT, CHEMTVIS DIDI CULIERI WYARO XART. MADLOBA GMARTS ROM MARTO AR VAR…

  18. Viera Says:

    Здравствуйте.
    Хороший у вас сайт, просто отличный. Коллеги приятно было бы видеть вашу ссылку на страницах моего сайта. У меня сайт рекламируется через все рекламные компании, много посетителей, которых так же как и меня заинтересует ваш сайт.
    Добавляйте свой сайт ко мне в каталог http://remonthome.com/links/ , добавить можно на странице http://remonthome.com/links/add.php .
    Наш сайт многие знают и многих заинтересует ваш! Взаимно… ,
    С Уважением, Игорь.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: