ომი, სამხედრო საქმე და ქრისტეანობა

ომი, სამხედრო საქმე და ქრისტეანობა

MTAVARANGELOZI

გთავაზობთ ფრანგი იურისტების _ ლუი ლე ფიურისა (LUIS LE FUR) და ჟორჟ შკლავერის (GEORGES CHKLAVER) მონოგრაფიიდან ,,საერთაშორისო საჯარო სამართლის ტექსტების კრებული“ (,,Recueil des textes du droit international public“) ერთ ნაწყვეტს (პარიზი, I გამ. 1928წ., II _ 1936წ., გვ. 8-10).

ვინაიდან, ამ მონოგრაფიის მიზანი უფრო ფართოა, ვირდე ომის საკითხის კვლევა ქრისტეანული მოძღვრების შუქზე, ავტორები, ამ თემასთან დაკავშირებით, მხოლოდ მცირე ადგილს უთმობენ ორი ცნობილი ადამიანის: ერთი _ რელიგიური, ხოლო მეორე _ საეკლესიო მოღვაწისა და წმინდანის ნააზრევს. მე მხოლოდ ამ ორი მოღვაწის ციტატების თარგმნით შემოვიფარგლე და ზემოხსენებული იურისტების მოკლედ გამოთქმული პირადი აზრი გვერდით გადავდე.

ომსა და საერთოდ, სამხედრო საქმესთან დაკავშირებით, ხშირად, ადამიანებს ხან ერთი, ხან მეორე უკიდურესობისაკენ მცდარად აზროვნება სჩვევიათ. ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ეს მცირედი თარგმანი.

აი, რას წერს პირველი ანუ რელიგიური მოღვაწე, სახელად, თომა აქვინელი (Thomas d’Aquin), პასუხად შემდეგი კითხვისა: ,,არის თუ არა ომის წარმოება, ყოველთვის, ცოდვა?“. ის თავის აზრს ამყარებს შემდეგ ოთხ საფუძველზე:

პირველი: «საფიქრებელია, რომ ომი ყოველთვის ცოდვაა, რადგან მხოლოდ ცოდვაა სასჯელის მიზეზი. ამასთან, ღმერთი სჯის ომის მწარმოებლებს, თანახმად სახარებისა (მთ. XXVI, 52): ,,რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს“». და ასკვნის, რომ ყველა ომი არის უსამართლო.

მეორე: «ყველაფერი, რაც საღვთო რჩევას ეწინააღმდეგება, არის ცოდვა. გამოდის, რომ ომი არის საღვთო ნების (რჩევის) საწინააღმდეგო, რადგან დაწერილია: ,,გეუბნებით თქვენ, ნუ აღუდგებით ბოროტს“ (მთ. V, 39); პავლე მოციქული კი წერს: ,,ნუ თავით თვისით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა“ (რომ. თ.12,19)». და ასკვნის, რომ ომი ყოველთვის ცოდვაა.

მესამე: ,,ყველაფერი, რაც სიქველეს ეწინააღმდეგება, არის ცოდვა“. დასკვნა: ომი მშვიდობას ეწინააღმდეგება და შესაბამისად, ის არის ცოდვა.

მეოთხე: ,,ყველაფერი, რასაც სამართლიანი მიზანი აქვს, არის თვითონაც სამართლიანი, როგორც ეს ხდება მეცნიერული კვლევების შემთხვევაში. მეომართა წვრთნა კი, რომელიც მეომართა შეჯიბრებაში ხდება, შეუწყნარებელია ეკლესიისათვის და ვინც ამ საბრძოლო ხელოვნების სწავლისას იღუპება, მოკლებულია საეკლესიო განსასვენებელს. შესაბამისად, სრული სისავსით, ომი არის ცოდვა“.

ასე ასრულებს ომის შესახებ თავის ნაშრომში ,,Somme théologique, Secunda Secundae, Quaestio XL (De bello)“ თავის მიმდევართა დამოძღვრას დასამოძღვრი თომა აქვინელი.

ახლა, რაც შეეხება საეკლესიო მოღვაწისა და ეკლესიის წმინდანის სწავლებას.

ნეტარი ავგუსტინე, ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში ,,De puero centurionis“ წერს შემდეგს:

«თუ ქრისტეანობა სრული სისავსით გმობს ომს, (ქრისტესაგან) მიცემული რჩევა მხედართათვის, რომლებიც, ,,სახარების“ მიხედვით, კითხულობდნენ, თუ რა იყო საჭირო მათი ცხონებისათვის, იქნებოდა იარაღის დაყრა და სამხედრო საქმის სრული მიტოვება; თუმცა, მათ ურჩიეს: ,,ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას“ (ლ. 3,14). მათთვის, ვისაც გასამრჯელოთი დაკმაყოფილება ურჩიეს, არ აუკრძალავთ ომის წარმოება.

მე ვფიქრობ _ აგრძელებს წმ. ავგუსტინე _, რომ ომის სამართლიანობისათვის სამი პირობაა აუცილებელი:

პირველი: მთავრის ძალაუფლება, რომლის ბრძანებითაც უნდა იწარმოოს ომი, ვინაიდან კერძო პირს ომის წარმოება არ ხელეწიფება, რადგან მას აქვს საშუალება, მის ზემდგომ ხელისუფალთაგან მიიღოს სამართლიანი მსჯავრი. ასევე, კერძო პირს არა აქვს უფლება მრავალთა მოხმობისა, რაც საჭიროა ომის საწარმოებლად. მაგრამ რადგან სახელმწიფოს მზრუნველობა მთავართ აქვთ მინდობილი, ეს, მათი ვალია, დაიცვან ქალაქი, სამეფო თუ მამული, რომელიც მათი ხელმწიფების ქვეშ იმყოფება. ეს, მათ აქვთ უფლება, დაიცვან ისინი მახვილით მათი შიდა შემაწუხებლებისაგან, რაც დამნაშავეთა დასჯაში გამოიხატება, მოციქულის სიტყვისაებრ: ,,ტყუილად როდი არტყია ხმალი…“ (რომ. XIII,4). ასევე, მთავარს აქვს უფლება, აღმართოს მახვილი ბრძოლაში სახელმწიფოს დასაცავად გარეშე მტერთაგან. აგრეთვე, მეფსალმუნე მიმართავს მთავარს: ,,განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსენით იგი“ (ფს. 81,4). და დასკვნა: ბუნებითი წესრიგი, რომელსაც კაცთაშორის მშვიდობა ესათნოება, ითხოვს, რომ გადაწყვეტილებისა და ომის გამოცხადების ძალაუფლება ეკუთვნოდეს მთავარს.

მეორე: მიზეზი უნდა იყოს სამართლიანი. ეს ნიშნავს საჭიროებას, რომ თავდასხმული იმსახურებდეს შეცდომის გამო თავდასხმას. ჩვეულებისამებრ, სამართლიანი ეწოდება ომს, რომლის მიზანიც უსამართლობის დასჯაა, როცა საქმე გვაქვს ერთან თუ ქალაქთან, რომელსაც არ მოუსურვებია თავის ბოროტმოქმედთა დასჯა ან არ დაუბრუნებია ის, რაც უსამართლოდ იქნა მიტაცებული.

მესამე: საჭიროა, ასევე, რომ ის, ვინც იბრძვის, იყოს პირდაპირი, ანუ იყოს აშკარა, რომ ის იბრძვის ან სიკეთისათვის, ან ბოროტების თავიდან ასაცილებლად».

წმ. ავგუსტინე განაგრძობს თავის ნაშრომში ,,De verbis Domini“: ,,უფლის ნამდვილ (ერთგულ) მსახურთათვის ომი (მათ მიერ წარმოებული), არ არის რა ხარბი და უმოწყალო, არამედ ბოროტის დათრგუნვისა და კეთილის საშველად მშვიდობის სიყვარულით აღძრული, თავისთავად, მშვიდობიანია.

ასევე, შესაძლებელია, რომ ომი უფლებამოსილი ხელისუფლის მიერ იყოს გამოცხადებული სამართლიანი მიზეზით, თუმცა, მისი მწარმოებლის უკანონო ქმედებითა და ქვენა ზრახვებით იქცეს ის უსამართლო ომად.

რაც დასაგმობია ომში, ეს არის სურვილი ზიანის მიყენებისა, უმოწყალო შურისძიება, მშფოთვარე და მოუდრეკელი სული, დევნის საშინელება, ბატონობის ვნება და მსგავსი გრძნობანი (შაინტ აუგუსტინ: (Saint Augustin: ,,Contra Faustum“, I, XXII, cap.74)».

იქვე ვხვდებით ნეტარი ავგუსტინეს 205-ე წერილის (,,Ad Bonifacium“) მცირე ნაწყვეტს: ,,არავინ იღვწის მშვიდობისათვის, რათა მიიღოს ომი, არამედ აწარმოებენ ომს, რათა მიაღწიონ მშვიდობას. მაშ, იყავით მშვიდობისმოყვარენი ომის წარმოებისასაც და მიზნად გქონდეთ, თქვენი გამარჯვებით მიიყვანოთ თქვენი მოწინააღმდეგე მშვიდობის სათნოებასთან“.

ასევე, წერილი V (,,Ad Marcellinum“): ,,მრავალი რამაა გასაკეთებელი იმასთან ერთად, რაც უნდა გამოსწორდეს დიდი სიქველისა და სიკეთის კეთებით. რადგან საჭიროდაა დამარცხებული ის, ვისაც ბოროტების ჩადენის თავისუფლება წაართვეს. მართლაც, არაფერია უფრო საშინელი, ვიდრე ბოროტის ბედნიერება, რაც მათ დაუსჯელობას ასაზრდოებს და აძლიერებს მათ ბოროტ ზრახვას, როგორც მათ შინაგან მტერს“.

საკითხის მიმოხილვას დავასრულებთ ამონარიდით მღვდელ გ. სხილაძის ნარკვევიდან: ,,საქ. ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ..), პარიზი, 2004წ., გვ..7-8:

«…წარსული ცხოვრებით გიორგიანელი ქართველი მორწმუნე ათეისტურმა უღელმა ,,კვიეტისტად“* ჩამოაყალიბა, როგორი სახეც აქვს, სამწუხაროდ, დღემდე მას (როგორ არა ჰგავს ეს რწმენა ჩვენს წინაპართა ,,მებრძოლ  ქრისტეანობას“!).

___________________

*,,კვიეტიზმი“ არის კათოლიციზმის მიმდინარეობა, რომელიც ქადაგებს ცხოვრების მოვლენებისა და სინამდვილისადმი უსაქმო დამოკიდებულებას (ავტ.).

გავიხსენოთ, რად შეარქვეს წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ,,მესიის მახვილი“. _ რადგან ის, როგორც ქრისტეს მხედარი, თავისი ლოცვითაც შეეწეოდა ერს და ჯარსაც წინ მიუძღვოდა. მისი ასეთი მხნე შემართება უშლიდა ხელს თავმდაბლობასა და სინანულში? _ რა თქმა უნდა, არა, რადგან იგია შემქმნელი ,,გალობანი სინანულისანი“-სა და ანდერძით თავისი ნეშტი გელათის მონასტრის კარიბჭეში დაასაფლავებინა, რათა ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს ფეხი დაედგა მასზე ანუ ამით თავის დამცირება სურდა. უფრო მეტიც, საკითხის ასე დასმაც კი არასწორია, რადგან ქრისტეს მხედრობაც სათნოებაა და თავმდაბლობა-სინანულიც და სიკეთე სიკეთეს   ხელს კი არ უშლის, პირიქით, აღვიძებენ და აძლიერებენ ერთმანეთს. რახან ამქვეყნიურ ეკლესიას ,,მებრძოლი“ ეწოდება, მისი ყოველი წევრიც მებრძოლი  მორწმუნე ანუ ქრისტეს მახვილი უნდა იყოს: მამამთავარი _ მთავარსარდალი, მღვდელმთავრები _ მხედართმთავრები, ხოლო მორწმუნე მრევლი _ ქრისტეს მხედრები (აქედან, სამღვდელოება _ სულიერი გაგებით, ხოლო მრევლი _ სულიერადაც და ხორციელადაც, რადგან სასულიერო პირს ვინმეს მოკვლის კი არა, ცემის უფლებაც არა აქვს ზნეობრივადაც და კანონმდებლობითადაც), რადგან ერისკაცთათვის ანუ  მრევლისთვის ,,სჯულისკანონში“ ვკითხულობთ: ,,ერთი და იგივე საქმე ზოგი მიზეზით, ზოგ დროს უჯეროა, ხოლო ზოგი საფუძვლითა და ზოგჯერ _ საპატიებელი და საქებარიც კია; ამ ცხოვრებაში ქმედება ორადაა გაყოფილი: უჯეროა კაცის კვლა, მაგრამ  ბრძოლაში* მამაცობით გამორჩეული პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება“ (წმ. ათანასე დიდის წერილი ამონ მონაზვნის მიმართ).

___________________

*იგულისხმება საღვთო და სამართლიანი ომი (ავტ.).

ეს სიტყვები ქმედით ქრისტეანობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაა, რასაც უპირისპირდება ,,იეღოვას მოწმეთა“ (უფრო სწორად _ ცრუმოწმეთა) ,,კვიეტიზმი“, რაც სახელმწიფო ჯარში წაუსვლელობას ქადაგებს (სამწუხაროდ, გასაკვირი არცაა, რომ ამ სექტამ ფეხი მოიკიდა ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ,,კრემლის ღვთისმეტყველებამ“ ჯერ საერთოდ გააუმეცრა იგი სარწმუნოების  ცოდნაში და თანაც, ,,სერგიანული“ ანუ უმოქმედო, ეროვნული ტკივილებისაგან დაცლილი სული შთაბერა მას). მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს  საგანგებო სავედრებელ ლოცვას მეფისა და ერისათის, ,,რომელი იგალობების ჟამსა ბრძოლისასა, მბრძოლთა მიმართ; წინააღმდეგ მებრძოლთა, ჩვენთა ზედა მომავალთა“;  წესს ,,კურთხევისა ზღვის საბრძოლველისა ნავისა, წინააღმდგომთა ზედა განსატევებელისა; სამხედრო დროშის კურთხევისა; კურთხევისა სამხედრო საჭურველთა, სამხედრო დროშისა და მხედართა კურთხევას საბრძოლველად“. როგორც ამ გამოცემის გარეკანზეა მითითებული, საზოგადოდ, მოსანათლად მოსული უკვე ,,ქრისტეს მხედრად“ იწოდება. ასევე, ვლოცულობთ წინასწარმეტყველის, მეფისა და მთავარსარდლის, დავითის სიტყვებითაც: ,,ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?; ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს“ (ფსალმუნნი: 107, 12-14)».

თარგმნელი და შემდგენელი გიორგი ციცაგი

პარიზის უნივერსიტეტის (Panthéon-Assas)

იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

რედაქცია მღვდელ გიორგი სხილაძისა

20 Responses to “ომი, სამხედრო საქმე და ქრისტეანობა”

  1. ნიკა Says:

    “ამ ცხოვრებაში ქმედება ორადაა გაყოფილი: უჯეროა კაცის კვლა, მაგრამ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა ამოწყვეტა კანონიერია და ქების ღირსი. ამიტომ ბრძოლაში მამაცობით გამორჩეული პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება. ერთი და იგივე საქმე ზოგი მიზეზით და ზოგ დროს უჯეროა, ხოლო ზოგი საფუძვლითა და ზოგჯერ საპატიებელი და საქებარიც კი.”

    (წმ. ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე ამონ მონაზვნის მიმართ).

    ————–

    “დიდგორი” – ის პრესსამსახური

  2. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    გიორგი ციცაგის წერილის _ ,,ომი, სამხედრო საქმე და ქრისტეანობა“ _ გაცნობისას შესაძლოა, ზოგი მკითხველი დაიბნეს არამარტო იმ აკადემიური მიზეზით, რომ ჯერ ვერ წვდებოდეს აქ წარმოდგენილი ორი მოაზროვნის, თომა აქვინელისა და ნეტარი ავგუსტინეს, მსოფლმხედველობათა სახესხვაობის კონფესიურ გარემოებას, არამედ იმითაც, რომ მათი შეპირაპირება ვერ მოახდინოს იმ მარტივი მიზეზით, რომ ორივე ავტორს ციტატებად მოჰყავს ერთი და იგივე წყარო _ ,,წმინდა წერილი“. მაშ, მათ შორის, რომელი ბრძნობს მართლად და ვინც სცოდავს, _ რატომ?

    თომა აქვინელი (Thomas d’Aquin, 1225-1274წწ..) _ დომინიკანელთა ორდენის წევრი, სქოლასტიკური ფილოსოფიისა და კათოლიკური თეოლოგიის ერთ-ერთი მამა, მეტაფიზიკოსი, ეპისტემოლოგი, ეთიკოსი, ლოგიკოსი, პოლიტიკოსი და ესთეტიკოსი; კანონიზებული (1323წ.), ,,ეკლესიის დოქტორად“ (1567წ.), ,,ადგილობრივ დოქტორად“ (1880წ.) და უნივერსიტეტთა, სკოლათა და კათოლიკურ აკადემიათა მფარველად გამოცხადებული რომაულ-პაპისტური საყდრის მიერ.

    ნეტარი ავგუსტინე (Aurelius Augustinus, 354-430წწ..) _ აფრიკული იპონიის (დღევანდელი ალჟირი) ეპისკოპოსი, გვიანი ანტიკურობის ფილოსოფოსი და ქრისტეანე ღვთისმეტყველი, ბერბერი მწერალი, მეტაფიზიკოსი, ეთიკოსი, პოლიტიკოსი, მჭევრმეტყველი, ,,ბიბლიის“ განმმარტებელი, ქრისტეანული ნეო-პლატონიზმისა და ავგუსტინიზმის ფუძემდებელი; ,,ეკლესიის ოცდაცამეტ დოქტორს შორის“ წმინდანად შერაცხილი რომის ეკლესიის მიერ და ნეტარად გამოცხადებული აღმოსავლეთის ეკლესიათა მიერ.

    თომა აქვინელს მოაქვს შემდეგი ციტატები: ,,ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ“ (მთ. 26, 52); ,,მე გეტყვი თქუენ: არა წინააღდგომად ბოროტისა“ (მთ. 5, 39); ,,ნუ თავით თვისით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა“ (რომ. თ.12,19).

    ნეტარ ავგუსტინეს მოჰყავს მაცხოვრის მიერ მეომართა მიმართ ნათქვამი: ,,ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას“ (ლ. 3,14); ,,(ხელისუფალს) ტყუილად როდი არტყია ხმალი…“ (რომ. 13,4); ,,განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი“ (ფს. 81,4).

    პირველი ავტორი ომს, როგორც ასეთს, უარყოფს და უპირობოდ, ყოველთვის ბოროტებად მიიჩნევს; ხოლო მასში ნებისმიერ მონაწილეს _ ბოროტად.

    მეორე კი ომებს ჰყოფს სამართლიანად და უსამართლოდ და ამას აკეთებს ზნეობრივ-სამართლებრივი საზომებით. ხოლო შესაბამისად, მასში მონაწილის გმირობას თუ დამნაშავეობას ამისდა მიხედვით განსჯის.

    ცხადია, აქ ერთ-ერთი მოაზროვნე ცდება. ხოლო თუ _ რომელი, ამას გვიკარნახებს შემდეგი: ნებისმიერი ნაწერი, მით უფრო _ ,,წმ. წერილი“, თუ მართებულად არ განვმარტეთ, რომელიმე უკიდურესობაში ჩაგვაგდებს. მაგ., წმ. პეტრე მოციქული აღნიშნავს, რომ წმ. პავლე მოციქულის ნაწერებში ზოგი რამ არის ისე ძნელად გასაგები, რომ მათ ზოგიერთები თავიანთი თავის დაღუპვად აქცევენო.

    კერძოდ კი რა ხდება მოცემული ციტატების განხილვისას?

    N ,,ბიბლიის“ წიგნებში მამა და ძე-ღმერთი ზოგჯერ მიმართავს ან მხოლოდ ერთ პიროვნებას, ან მხოლოდ პიროვნებათა ჯგუფს (მაგ., მოციქულებს), ან საზოგადოდ, კაცობრიობას. ხშირ შემთხვევაში, სწორედ, ამ თანაწყობის (კონტექსტის) ამოუცნობლობა იწვევს დედააზრის განწვალებას (აქედანაა ცნება ,,მწვალებლობა“) და საბოლოოდ, არასწორი იდეის, ზოგჯერ, მწვალებლურისაც კი, განდგომილ (სექტანტურ) მიმდინარეობად ჩამოყალიბებას.

    თომა აქვინელის მიერ მოხმობილი ციტატები, რომლებსაც ის ყველაფერზე ზედაპირულად ანზოგადებს, მოცემული კონტექსტებიდან გამომდინარე, გულისხმობენ პიროვნულ გაგებას (ასპექტს), რადგან მაცხოვრის, ვთქვათ, ამ სიტყვებს _ ,,ნუ აღუდგებით წინ ბოროტს“ _ თან მოსდევს შემდეგიც: ,,ვინც შემოგკრავს მარჯვენა ყვრიმალში, მიუშვირე მას მეორეც“ (მთ. 5. 39). ანუ, აქ ლაპარაკია საკუთარ ყვრიმალზე, თორემ სხვისი ყვრიმალის მოფრთხილება და დაცვა ადამიანის უბრალო მოვალეობაა. მსგავსად: როცა უფალი მტრის სიყვარულს გვამცნებს, გვეუბნება, გიყვარდეთ მტერნი თქვენნიო (იქვე, 44) და არა _ ჩემნიო ან მოყვასთაო. შესაბამისად, როცა ადამიანი ღმერთის მცნებათა, მოყვასისა და მოყვასთა სამკვიდრებლის ანუ სამშობლოს დამცავ ბრძოლაში, როგორც ერთადერთ გამოსავალში, ებმება, ამით მტრის სიყვარულის მცნებას კი არ არღვევს, არამედ გამჩენისა და მოყვასის სიყვარულისას აღასრულებს.

    ნეტარი ავგუსტინე კი წმინდანისთვის და პირადად, მისთვის დამახასიათებელი ზედმიწევნითი აზროვნებითა და განზოგადების სიღრმით, უხმობს სწორედ ისეთ ციტატებს, რომლებიც უტყუარად პასუხობენ განხილულ საკითხს.

  3. ბესარიონი Says:

    ლუკა
    35. და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა.
    36. და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.
    37. გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.
    38. ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს.

    Лк
    35 И сказал им: когда Я посылал вас без мешка и без сумы и без обуви, имели ли вы в чем недостаток? Они отвечали: ни в чем. Мф 10:9–10; Мк 6:8; Лк 9:3, 10:4
    36 Тогда Он сказал им: но теперь, кто имеет мешок, тот возьми его, также и суму; а у кого нет, продай одежду свою и купи меч;
    37 ибо сказываю вам, что должно исполниться на Мне и сему написанному: и к злодеям причтен. Ибо то, что о Мне, приходит к концу. Ис 53:12; Мк 15:28
    38 Они сказали: Господи! вот, здесь два меча. Он сказал им: довольно.

    ლუკა
    47. და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.
    48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?
    49. იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა?
    50. და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე.
    51. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.

    Лк
    47 Когда Он еще говорил это, появился народ, а впереди его шел один из двенадцати, называемый Иуда, и он подошел к Иисусу, чтобы поцеловать Его. Ибо он такой им дал знак: Кого я поцелую, Тот и есть. Мф 26:47; Мк 14:43; Ин 18:3
    48 Иисус же сказал ему: Иуда! целованием ли предаешь Сына Человеческого?
    49 Бывшие же с Ним, видя, к чему идет дело, сказали Ему: Господи! не ударить ли нам мечом?
    50 И один из них ударил раба первосвященникова, и отсек ему правое ухо.
    51 Тогда Иисус сказал: оставьте, довольно. И, коснувшись уха его, исцелил его.

  4. ბესარიონი Says:

    ლუკა 12
    51. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად.
    52. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან.
    53. განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან.

    Лк 12
    51 Думаете ли вы, что Я пришел дать мир земле? Нет, говорю вам, но разделение;
    52 ибо отныне пятеро в одном доме станут разделяться, трое против двух, и двое против трех:
    53 отец будет против сына, и сын против отца; мать против дочери, и дочь против матери; свекровь против невестки своей, и невестка против свекрови своей.

    • ნიკა Says:

      • davit Says:

        დიდება გამჩენ ღმერთსა! დიდგორზე რომ შემოვდივარ, მგონია რომ ეკლესიაში შემოვედი! სახარება თავისი ღვთისმეტყველებით ისწავლება და თან სულის ტკივილთა დამაამებელი ნეტარი გალობანი! ვტირივარ უფალო, ვტირივარ!

      • mariami Says:

        რა საყვარელი ადამიანი ხარ დავით!

  5. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    რამდენადაც, დღეს არის ,,შენდობის კვირიაკე”, ყველას გთხოვთ მოტევებას!

    • გიორგი Says:

      ჩვენო ძვირფასო მამაო გიორგი! ჩვენო ნუგეშისმცემელო, გთხოვთ, ჩვენც მოგვიტევოთ, თუკი, რაიმეთი გული გატკინეთ, ან რაიმე შევცოდეთ თქვენს წინაშე! ძალიან განვიცდით ხოლმე და დამნაშავედ ვგრძნობთ თავს, როდესაც ურწმუნო, ან გზააბნეული, ან თუნდაც მორწმუნე, მაგრამ განაწყენებული ადამიანები ჩვენი ვებ–გამოცემის მეშვეობით ჭეშმარიტ სამღვდელოებას შეურაცხყოფას გაყენებენ! ვთხოვთ, მამა ზურაბს და მამა გელასის, მოგვიტევონ!

      ასევე, ვთხოვთ, ჩვენს მკითხველს, ყველას უკლებლივ, ჩვენს პატივისმცემლებს და ჩვენს შეურაცმყოფლებს, მოგვიტევონ შეცოდებანი ჩვენნი, მათ წინაშე ჩადენილნი! ცოდვათა შენდობა მოგვეც, ჩვენ უფალო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითი შემწეობით! დაო, მარიამ, დიდი მადლობა, მოლოცვისათვის, და გილოცავთ, ყველას, წმინდა დიდმარხვის დაწყებას!

      გიორგი წულაძე (“დიდგორი”)

      • ნიკა Says:

        ძვირფასო, მეგობრებო, მეც გთხოვთ, შენდობას, ამ “შენდობის კვირიაკეს”! მწამს, ამ ქვეყნად, ერთადერთი ჩემი მხსნელი ღვთისმშობელია, მისი იმედი ჭეშმარიტად მაქვს!

  6. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    მართალია, ჩემს მიმართ არავისა აქვს რაიმე მისატევებელი, _ მაინც, ღმერთმა შეგვინდოს ყველას ჩვენი შეცოდებანი!: საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი.

    მადლობა ,,მარიამსაც” და სხვებსაც მარხვის დაწყების მოლოცვისათვის!

    • ლომისა Says:

      ამინ!

      „დიდგორის“ მკითხველებს გთხოვთ, მომიტევოთ ყველაფერი ის, რაც თქვენს მიმართ შემიცოდავს ნებსით თუ უნებლიეთ, სიტყვით თუ გაფიქრებით, უსიყვარულობით ან უყურადღებობით. მომიტევეთ, თუ უსამართლოდ მოგექეცით და გული გატკინეთ.

      • dato(lenon) Says:

        მე ეს ძალიან მომწონს! თქვენ?
        Georgian SOD Special Forces

      • dato(lenon) Says:

      • dato(lenon) Says:

      • dato(lenon) Says:

        Russians bombed downtown Gori

      • ნიკა Says:

        ეს გამოქვეყნდა ჩვენი პრესსამსახურის ხელმძღვანელის გ. წულაძის Facebook – ზე.

        —————

        ამერიკის (ა.შ.შ.) მასონი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მარიონეტი, მალტის მასონური ორდენის კავალერი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნატო-ში (ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი) შეთრევის პოლიტიკით ახორციელებს საუკუნეთა განმავლობაში ქრისტეს ერთგულებით გამორჩეული ქართველი ერის წინააღმდეგ უსასტიკეს სულიერ ომს, რაც მიიყვანს საქართველოს სრულ ფიზიკურ და სულიერ კატასტროფამდე.
        https://didgori.wordpress.com/2008/09/18/ნატო-გზა-დაღუპვისაკენ/
        ————————————-
        უფლის ტაძრის და საკურთხევლის შებილწვა ნატოს ჯარების მთავარსარდლობის წაყრუებით

      • ნიკა Says:

        p.s. ნატოს ჯარები ბელგრადს საგანგებოდ ბომბავდნენ აღდგომასა და შობას, და CNN და BBC მკრეხელური და ცინიკური კმაყოფილებით გადმოსცემდნენ, როგორ იტვირთებოდა “NATO”-ს თვითმფრინავებში ბომბები წარწერით: “გისურვებთ ბედნიერ აღდგომას” – (Happy Easter).

      • ნიკა Says:

        Albanians from Kosovo destroying church

      • ნიკა Says:

        Вера наша (хор Преподобного Иоанна Дамаскина)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: