ზვიად განმათავისუფლებლის პარტიის განცხადება

ზვიად განმათავისუფლებლის პარტიის  განცხადება

ზვიად განმათავისუფლებლის პარტია  გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის საფლავის ხელყოფისა და ადგილსამყოფელის ერთპიროვნულად შეცვლის მცდელობის გამო, რაც საეჭვოდ დაემთხვა გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილების (კონსტანტინესა და გიორგის) საქართველოში არყოფნას, ხოლო ცოტნეს უკანონო პატიმრობაში ყოფნას.

პრეზიდენტის ქვრივის მანანა არჩვაძის 17 თებერვლის თვითნებურ ქმედებას ვაფასებთ ვანდალიზმად და კიდევ ერთხელ საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდიას  2007 წლის 1 აპრილს ერმაც, ბერმაც და საკუთარმა შვილებმაც სრულიად სამართლიანად და დამსახურებულად მიუჩინეს ღირსეული ადგილი საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში და ამ ერთსულოვანი გადაწყვეტილების შეცვლის უფლება არა აქვს თვით პრეზიდენტის ქვრივსაც და წარმოადგენს უკანოო ქმედებას.

მოვითხოვთ ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციებისაგან, საიმედოდ დაიცვან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამუდამო განსასვენებელი და მთაწმინდის პანთეონში უზრუნველყონ მისი საფლავის უსაფრთხოება.

ხოლო ქალბატონ მანანა არჩვაძის მომხრეებს კი მოვუწოდებთ, სრულად გააცნობიერონ მომხდარი და ნუღარ მიიღებენ მონაწილეობას მსგავს მწვალებლურ, ვანდალურ და სამარცხვინო აქტში.

პარტიის თავმჯდომარე

ლეილა ცომაია

2010 წლის 18 თებერვალი. თბილისი

წყარო: http://ganmatavisuflebeli.webs.com

12 Responses to “ზვიად განმათავისუფლებლის პარტიის განცხადება”

  1. ნიკა Says:

    ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ პარტია ზვიად განმათავისუფლებელის თავმჯდომარემ ქ-ნმა ლეილა ცომაიმ უდიდესი ტვირთი აიღო თავის მხრებზე და საქართველოში მოქმედი ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტად უერთგულა ეროვნული მოძრაობის იდეალებს.

    მიუხედავად ამისა, ერთი შენიშვნა მსურს გამოვთქვა ამ განცხადების მიმართ. რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდია სამართლიანადაა დასაფლავებული მთაწმინდის სასაფლაოზე, მაგრამ დიდი უსამართლობა იყო მის დაკრძალვაზე საქართველოს ეკუმენისტურ-პუტჩისტური საპატრიარქოს დაშვება, როგორც კოლხურ კოშკში აგრეთვე დასაფლავების ცერემონიაზე…

    • ლომისა Says:

      ინფორმაცია საიტიდან „იბერიანა“ –> http://iberiana.wordpress.com/iberiana/ukugmartoba/#comment-352

      ———————–

      საღმრთო მშვიდობა ქართველ მამულიშვილებს!

      დღევანდელ ინტერნეტ-სივრცეში იშვიათობაა ასეთი საინტერესო და სასარგებლო ინტერნეტ გამოცემა. ასეთი საინფორმაციო გამოცემის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული მოძრაობის დაქსაქსული ძალების გაერთიანების საქმეში, ვინაიდან ჭეშმარიტი ეროვნული ძალებისთვის დაბლოკილია ინფორმაციის გავრცელების ისეთი მძლავრი საშუალება როგორიცაა ტელევიზია, ხოლო უსახსრობის გამო ვერ ხერხდება სრულყოფილი ტირაჟით გაზეთების გამოცება.

      საქართველოში გამოცემული გაზეთებიდან გვსურს საგანგებოდ გამოვყოთ გაზეთი „განმათავისუფლებელი“, რომელსაც უძღვება ეროვნული მოძრაობის ერთგული წევრი ქ-ნი ლეილა ცომაია თავის მეგობრებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანის თავგანწირული შრომის შედეგად, ნაწილობრივ შეივსო ის ვაკუუმი, რომელიც გაჩნდა „იბერია-სპექტრის“ დახურვის შემდგომ. მის სიცოცხლეს რამდენჯერმა შეექმნა საფრთხე და მასზე ტერორი დღესაც გრძელდება!

      ახლა, ნება მოგვეცით, გაგაცნოთ დევნილი კანონიერი მთავრობის პოზიციები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა დადებითად გადაწყვეტის ერთსულოვანი მსურველები თქვენც ბრძანდებით.

      ბ-ნო თემურ, ბ-ნო ალექსანდრე და ბ-ნო ირაკლი, თქვენ ალბათ იცით როგორი იყო დევნილი ხელისუფლების პოზიციები კანონიერების აღდგენასთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიას დაღუპვამდე და იმასაც ხედავთ როგორ შეიცვალა ამ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა პოზიციები მისი დაღუპვის შემდეგ. გთხოვთ მომიტევოთ, თუ ვიტყვი რომ კანონიერი ხელისუფლების თითქმის აბსოლიტურმა უმრავლესობამ უარი თქვა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გზის გაგრძელებაზე და იმ პოლიტიკური დოქტრინის გამტარებელ „პოლიტიკურ მატარებელს“ გაჰყვნენ, რომელმაც სისხლში ჩაახშო ქართველი ერის მისწრაფება თავისუფლებისაკენ. გმირული შარავანდედით მოსილმა მამულიშვილებმა ჭეშმარიტ ეროვნულ ფასეულობებზე მაღლა, ცრუ, დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებები დააყენეს და უპატრონოდ მიაგდეს ზვიადისა და მერაბის მიერ სისხლითა და ოფლით აღორძინებული ეროვნული მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იდეის გარშემო ძალების შემოკრებისა, ეროვნული მოძრაობა დიდი ხნით დასამარდა, ხოლო გათითოკაცებული ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრები კვლავაც დასავლური დემოკრატიის ხიბლის ქვეშ იმყოფებიან და იქიდან ელოდებიან ხსნას. არის კიდევ მეორე დამღუპველი მოსაზრებაც, რომ თითქოს სულ მუდამ „დამარცხებულად“ ყოფნას ერთხელ „გამარჯვება“ ჯობდეს!

      დარჩა რა ერი უპატრონოდ მიტოვებული, ამით ისარგებლეს სხვადასხვა ანტიქრისტიანულ იდეოლოგიას შეხიზნულმა ვაიპოლიტიკოსებმა და მას ალტერნატივა აღარ დაუტოვეს – ერი უპრინციპო ხელმძღვანელობას გაჰყვა, რითაც მოხდა ერთი უკანონო ანტიქართული რეჟიმის მეორეთი ჩანაცვლება, მოგვიანებით „გაკეთილშობილება“ და შემდგომ მივიღეთ ბოროტების სრული რეანიმაცია. რაც ე. შევარდნაძის რეჟიმს დარჩა გასაყიდი და მტრებისთვის დასაკანონებელი – ამ რეჟიმმა გაყიდა და დაუკანონა!

      ახლა რამდენიც არ უნდა ირტყან ცხვირში „ციხის შეგნიდან გამტეხებმა“ და თავზე ნაცარი წაიყარონ უკვე აღარაფერი აღარ ეშველება.

      ვფიქრობ, რომ ქართველ ერს უფალმა განსაცდელი მოუვლინა, რათა გამოერკვას საღათას ძილისგან, მოინანიოს უფლის სარწმუნოებისადმი ურჩობა და გაიხსენოს ძველი გზა.

      მეგობრებო, შეგახსენებთ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვიდან დასკვინით ფრაზას, წარმოთქმულს 1990 წლის 26 მაისს:

      „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!“

      ვისაც ჰგონია, რომ ეს სიტყვები საკუთარი მართლმადიდებელი მრწამსის გამოხატვის კოპწიაობისთვის უნდა გაიხსენოს და საქმით საწინააღმდეგოს იქმს, მაშინ ბარაბას გზით უვლიათ ჩვენი ერის დღევანდელ მესაჭეებს. ეს შენიშვნა თანაბრად ეხება არა მარტო მიშა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს და პუტჩისტურ ოპოზიციას, არამედ ეროვნული მოძრაობის ნიღბით მომქმედ იმ ძალებსაც, რომლებმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უპატრონოდ მოაგდეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იდეა.

      საქართველოს არ ჰყავს დღეს პატრონი!

      საქართველოს განთავისუფლების იდეა მიშა სააკაშვილის სიძულვილში კონცენტრირდება და არა გლობალისტურ-ანტიქრისტიანული რეჟიმის მიუღებლობაში! ეს არ არის ეროვნული მოძრაობა და მიშას წასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს მოუწევს ქართველ ერს “უდაბნოში” სიარული!

      გლობალისტურ-ანტიქრისტიანული რეჟიმი შესაძლებელია უფრო დემოკრატიულ-ტოლერანტულით ჩაგვინაცვლონ! როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავი?! როდემდე უნდა ვიყოთ კაცთა მონები და სხვისი ხელის შემყურენი?

      დევნილი მთავრობის პრეზიდიუმის სახელით,

      ი. ღუდუშაური

  2. a.sanduchadse Says:

    პირადად მეც გეთანხმებით, თქვენს მიერ გამოთქმულ შენიშვნაზე, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ზვიად განმათავისუფლებლის პარტია და მისი თავმჯდომარე უძლური იყო, რადგან პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ასე გადაწყვიტეს.

    • ლომისა Says:

      ბ-ნო ალექსანდრე, ბ-ნ ნიკა გვარამიას ეს შენიშვნა, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებიდან ყველაზე ნაკლებად ეხება პატივცემულ ლეილა ცომაიას. ქ-ნი ლეილა პირველია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ლიდერებიდან, რომელმაც დაამსხვრია ცრუმამულიშვილობის სტერეოტიპები. რომელმაც, საჯაროდ, კაცთმადიდებლობაზე მაღლა ღმერთმადიდებლობა დააყენა. ქ-ნი ლეილა, ამ გამბედაობისთვის, რომელიც თავგანწირვის ტოლფასია დღეს, უაღრესად დასაფასებელია ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისგან. პირადად მსურს მადლობა გადავუხადო მას და გავამხნევო. ერთია, სადღაც შორიდან მამულიშვილობა, როდესაც უსაფრთხოდ გრძნობ თავს და სულ სხვაა, როდესაც შენს სადარბაზოსთან ნაღმს გიდებენ. საკუთარ თავს ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა.

      ჩვენის აზრით, ამ განცხადებაში, ქალბატონმა ლეილამ და მისი პარტიის წევრებმა აღარ დააზუსტეს ვის გულისხმობდნენ კონკრეტულად ერში და ბერში. დარწმუნებული ვართ, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს სულაც არ უფიქრიათ, ამ შემთხვევაში, იმ პუტჩისტ-ეკუმენისტ სასულიერო პირებზე, რომელთაც უღალატეს წმინდა სამოციქულო ეკლესიას, რომელთაც აკურთხეს პუტჩი და ზვიად გამსახურდიას დევნა, რომელთაც აკურთხეს კანონიერი ხელისუფლების დევნა-რეპრესიები, რომელთაც აკურთხეს საქართველოს დასარბევად შექმნილი მხედრიონის ბანდები, რომელთაც წააქეზეს დღევანდელი ანტიქართული რეჟიმი გლდანის ეკლესიის მრევლის დასარბევად და მართალი მღვდელი 6 წლით სატუსაღოში გამოამწყვდიეს, რომელთაც დევნეს და დევნიან ჭეშმარიტ სამღვდელოებას თუ ერისკაცობას. თქვენ თუ მოგისმენიათ პატრირქის განცხადება იმის შესახებ, თუ ვინ იყო კანონიერი პრეზიდენტი და ვის უნდა ემართა ქვეყანა?!

      ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა თითქმის სახალხო დაკრძალვად გადაიქცა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით დაჟინებით, რომ ერის უშუალო ძალისხმევით მოხდა ეს ყველაფერი. ქართველი ერის ღირსეულ შვილებს მხოლოდ იმის შესაძლებლობა ჰქონდათ, მცხეთიდან მთაწმინდამდე მიეცილებინათ მისი ნეშტი, როდესაც ათასები იყვნენ მზად დარიალის ხეობიდან ხელით ეტარებინათ იგი, მაგრამ ისე უეცრად, ისეთ დროს და ისე გააქციეს პრეზიდენტის ცხედარი, რომ ხალხის უმეტესობა აზრზეც კი ვერ მოვიდა. ეს ყველაფერი მოლაპარაკებულ იქნა ვიწრო წრეში და ერის ღირსეული წარმომადგენლებს, დიახაც არავინ არაფერს არ ეკითხებოდა!

      უფრო სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა რომ ყველაფერი გადაწყვიტეს ოჯახმა და ოჯახთან დაახლოვებულმა პირებმა, ხოლო დანარჩენი საზოგადოება ფაქტის წინაშე დააყენეს.

      ამასთან ერთად, სახალხო დაკრძალვას თან ახლდა გარკვეული უხერხულებაც, რომელიც ზვიად გამსახურდიას ოჯახის ერთ-ერთი წევრის მხრიდან კავკასიის ჯალათების ვ. პუტინის და რ. კადიროვისადმი გადახდილმა მადლობებმა გამოიწვია. ეს უხერხულობა ცოტა იმან გამოასწორა, რომ მსვლელობის დროს, უბრალო ხალხისგან გაისმოდა მეძახილები „ზვიადი“ და „ჯოხარი“. ქართველმა ერმა ჯერ-ჯერობით ამით გადაუხადა მადლობა იჩქერიის პირველ პრეზიდენტს, ბ-ნ ჯოხარ დუდაევს, რომელმაც შეიფარა დევნილი ზვიად გამსახურდია და მისი ოჯახი.

      რატომ აწერს ამ განცხადებას მხოლოდ ქ-ნი ლეილა და არ აწერენ პარტიის სხვა წევრები? შეიძლება ეს პარტიული მუშაობის სტილია და აქ დასაეჭვებელი არაფერია. ვფიქრობთ, რომ ქ-ნი ლეილას მარტო დატოვება ყოვლად დაუშვებელია, ამიტომ მზად ვარ მოვაწერო ხელი ამ განცხადებას ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. თქვენთან ერთად მიგულეთ ქ-ნ ლეილა!

      ღმერთმა დაგლოცოთ.

      დევნილი ხელისუფლების პრეზიდიუმის სახელით,

      იოსებ ღუდუშაური

      P.S.
      ბ-ნო ალექსანდრე, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ზვიად განმათავისუფლებელის პარტია წინააღმდეგი იქნებოდა ეროვნული ხელისუფლების და ზვიად გამსახურდიას მდევნელი სამღვდელოების დასწრებისა. ამიტომაც გააკეთა ბნ-მა ნიკა გვარამიამ სამართლიანი შენიშვნა, რომელსაც თქვენც იზიარებთ.

      • ნიკა Says:

        გთხოვთ, წაიკითხოთ, ეს შესანიშნავი მხილება, პრეზიდენ ზვიად გამსახურდიასი, იმ დამნაშავეზე, რომელიც უკანონო პრეზიდენტ მ. სააკაშვილს და ე.წ. მისით მოხიბლულ ზვიადისტებს წიკლაურს და სხვებს მეფედ უზით კრწანისის რეზიდენციაში.

        Вы заявляете, что в ближайшее время в Грузии состоятся свободные и демократические выборы по стандартам, принятым во всем мире. Такие выборы в Грузии уже состоялись 28 октября 1990 года. У Грузии есть законный президент и парламент, без которого никто не имеет права назначать новые выборы. Так что ваши «выборы» будут фальшивыми незаконными, а ваш новый закон о выборах не будет иметь никакой юридической силы.

        https://didgori.wordpress.com/2010/02/18/gamatavisuflebelis-gancxadeba/

      • ნიკა Says:

        ახლა კი ვნახოთ, ზვიად გამსახურდიას მიერ ნამხილებ სამხედრო ტრიბუნალზე გადასაცემ კრიმინალ ე. შევარდნაძეს, როგორ აქებს ეს “კაკებეშნიკი” პატრიარქი, რომელიც სამარცხვინოდ მიიწვია ზვიადის ოჯახმა მისი წესის აგებაზე კოლხურ კოშკსა და მთაწმინდაზე და დაასაფლავებინა “დიდებით” და დიდი სიხარულით! რაოდენი ცინიზმია და თანაც რაოდენი გაცემაა ჩვენი ტანჯული და კანონიერი პრეზიდენტის ხსოვნის.

      • ნიკა Says:

        Но все-таки ваше самое большое преступление это подготовка и осуществление криминальной революции в Грузии, прецедента, подобного которому еще не было в истории.

        Вы, будучи, когда-то вроде бы борцом с преступностью связались с преступным миром и с его помощью устроили переворот в Грузии. Представитель преступного мира Джаба Иоселиани со своим «мхедриони» и Тенгиз Китовани со своей криминальной «гвардией», которая изменила законной власти, до сих пор являются вашей опорой. Созданная вами криминальная хунта при помощи войск ЗакВО совершила в Грузии то же, что делали орды Мурвана Глухого, Джалаледина, Темурленга, шах Аббаса и Ага Махмада.

        (Президент Республики Грузия Звиад Гамсахурдиа.
        Открытое письмо Эдуарду Шеварднадзе.
        (Часть I)

        http://didgoriru.wordpress.com/2010/02/18/президент-республики-грузия-звиад-га/

      • ნიკა Says:

        საერთოდ ფარისევლობა დიდი ცოდვაა და მისგან იშვება ათასი უსამართლობა და ბოროტება. მლიქვნელობა ხომ უფრო ამაზრზენია. ზვიად გამსახურდიას ოჯახი დიდად დაშორდა ზვიადის ჭეშმარიტ მამულიშვილობას, ღვთისნიერებას და აირჩია კონმფორმიზმის, უკანონობის და უღვთოობის გზა. ნაწილი საზოგადოების ზვიადის მტრობით მისი ოჯახის ზიზღს ვერ ფარავს, ნაწილი კი პრეზიდენტის სიყვარულით მის ოჯახს ყველაფერს პატიობს და მლიქვნელური ფარისევლობით განადიდებს. ღვთის წინაშე კი ეს ორივე დამოკიდებულება საძაგელია. ჩვენ ძალიან მოგვეწონა “თბილისის ფორუმის” ერთ–ერთი იუზერის “ლიკა” – ს მიერ გამოქვეყნებული წერილი და ვთავაზობთ ჩვენს მკითხველსაც:

        –––––––––––––––––––––––––––

        მ. ტაბატაძე – “გვაპატიეთ, ბატონო ზვიად!”

        დესპანის წევრის თხოვნით ვაქვეყნებთ სტატის გამოვეყნებულს გაზეთ “კვირის ქრონიკა”-ში

        პროფესორი – მ. ტაბატაძე
        გაზეთი “კვირის ქრონიკა”, 21-27 დეკემბერი

        გვაპატიეთ, ბატონო ზვიად!

        იქნებ, არ ღირდა სამსხვერპლოზე საკუთარი ოჯახის შეწირვა, მაინც ვერ დავინახეთ, მაინც ვერ დავაფასეთ. შემაძრწუნებლად უზნეოა ცოტნეს მიმართ ჩვენი დუმილი. სამშობლოს სიყვარულში გამორჩეულობას ვერ პატიობენ თქვენს ოჯახს, ბატონო ზვიად! საქართველომ პირველ რიგში, ქალბატონ მანანას უნდა სთხოვოს პატიება, – მეუღლე მოვუკალით, დევნილობაში ვაცხოვრეთ, სახლ-კარი გადავუწვით, შვილი დავუჭირეთ – ცოტნე, რომელმაც პრეზიდენტის გადმოსვენება მორიგ შოუდ არ აქცევინა ხელისუფლებას, მისი დაკრძალვა კი სრულიად საქართველოს ერთიანობის, ბატონ ზვიადისადმი ერის უსაზღვრო პატივისცემის და მადლიერების ზეობად აქცია, სწორედ ამის გამოა ცოტნე პატიმარი.
        —————————
        ქვეყნდება შემოკლებით. მხოლოდ დასაწყისი დავდე.

        ახლა ჩვენც მოგვისმინეთ ბ-ნო პროფესორო მ. ტაბატაძე და მისნაირად მოაზროვნეებო!

        იქნებ, არ ღირდა სამსხვერპლოზე საკუთარი ოჯახის შეწირვა,

        1.არა ბატონო, ნამდვილად ღირდა! ზვიად გამსახურდია რომ გააცოცხლოს ღმერთმა იგივე ცხოვრების გზას გაივლიდა!

        -მაინც ვერ დავინახეთ, მაინც ვერ დავაფასეთ.

        2.პირადად ყველაფერი დავინახე და ვაფასებ ზვიად გამსახურდიას უდიდეს ღვაწლს ქართველი ერის წინაშე!მე არ ვიცი საკუთარ თავზე რატომ ამბობთ ამას?

        -შემაძრწუნებლად უზნეოა ცოტნეს მიმართ ჩვენი დუმილი.

        3.მე არ ვდუმვარ და ერთგულებას ვუწევ იმ კანონიერ ხელისუფლების აღდგენას, რომლის აღდგენასაც ცდილობდა ბ-ნი პრეზიდენტი!

        რაზე უნდა ვთხოვო ქ-ნ მანანას პატიება ვერ ვიგებ.

        მე მისი მეუღლე არ მომიკლავს და არც სრულიად საქართველოს! ქართეველმა ერმა იბრძოლა და თავიც გასწირა!

        -მეუღლე მოვუკალით, დევნილობაში ვაცხოვრეთ, სახლ-კარი გადავუწვით, შვილი დავუჭირეთ

        4. მე არ მივდევდი ზვიადს მოსაკლავად და ვინც მისდევდა იმან თხოვოს პატიება! არც ცოტნე არ დამიჭერია და არც სახლ-კარი გადამიწვავს! ისე, ჯობდა მიშასთან ჩახუტებული მოღალატე ცრუზვიადისტებისთვის მიგემართა!

        ცოტნე, რომელმაც პრეზიდენტის გადმოსვენება მორიგ შოუდ არ აქცევინა ხელისუფლებას

        5. ყველა მოუნანიებელი პუტჩისტი რო მიიწვიეს და მათ შორის პატრირქიც ეს ნუთუ შოუ არ იყო?!
        თუ მთლიანად შოუდ არ იქცა დაკრძალვა, ეს ერის დამსახურებაა და არა ცოტნესი!

        -მისი დაკრძალვა კი სრულიად საქართველოს ერთიანობის, ბატონ ზვიადისადმი ერის უსაზღვრო პატივისცემის და მადლიერების ზეობად აქცია,

        6. მისი დაკრძალავა ჩვენ ყველამ ერთად ვერ ვაქციეთ ჭეშმარიტი სამართლიანობის ზეობად, რომელიც ეროვნული მოძრაობის წევრთა ერთა ნაწილის ცრუზვიადისტობიდან იღებს სადავეს. ასეთები ვითომ პატივს სცემენ ზვიად გამსახურდიას ხსოვნას მისი ქვრივთან მლიქვნელობით და სიმართლის ვერთქმით. ამიტომაც იქსაქსება ეროვნული მოძრაობა. ქ-ნ მანანას კი ამაში ლომის წვლილი მიუძღვის.

        -სწორედ ამის გამოა ცოტნე პატიმარი.

        7.ვერ დავეთანხმებით, რომ ცოტნე, პროფესორ მ. ტაბატაძეს მოსაზრებების გამოა პატიმარი. როგორც ვიცით, გიორგი და კოკოც მისი შვილები არიან, მაგრამ რა საერთო აქვთ მათ მამამისის მიერ დაარსებულ ეროვნულ მოძრაობასთან? ერთი შევარდნაძის რეჟიმის დამცველი იყო და ახლა მიშას იცავს, ხოლო მეორე იმ ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოში მოკალათდა, რომელმაც მისი ძმა დააპატიმრა ვითომ იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა ამ ხელისუფლებას პიარად არ გამოაყენებინა. ეს არის სიცრუე!

        ისე, რომ ზვიად გამსახურდიას კაიშვილობა აქ არაფერ შუააშია!

        p.s.

        ბაჩო, ნიაკო, ელ-პასტორ და სხვ. თქვენი რიგია.

        This post has been edited by LIKA on 20 Feb 2010, 18:38
        http://forum.ge/?act=ST&f=29&t=34080576&st=45#entry18085737

      • გიორგი Says:

        ახლა, რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას პატიმრობიდან განთავისუფლებაზე ჩვენს აზრს.

        საკითხი ასე უნდა დაისვას: მაშინ როდესაც საქართველოს ამაოხრებელი და ათასობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ედუარდ შევარდნაძე კრწანისის სასახლეში მეფურად განისვენებს, ხოლო მისი მაკურთხებელი მეორე დიდი დამნაშავე ცრუ პატრიარქი “ივერიელი” საპატრიარქოს მდიდრულ დარბაზებში, ხოლო შედარებით უფრო წვრილფეხა მკვლელები: თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი, გოგა ხაინდრავა, გიორგი ყარყარაშვილი და სხვა სახელმწიფო დამნაშავეები დაუსჯელად დაპარპაშებენ ქვეყნიერებაზე, თანაც მონაცვლეობით, დრო და დრო იკავებენ მაღალ პოსტებს სხვადასხვა უკანონო ხელისუფლებებში, ამ დროს, ცოტნე გამსახურდიას თუნდაც მკვლელობაში ეჭვმიტანილად ციხეში განწესება, ვერ ჩაითვლება „კანონის“ აღსრულებად.

        გ. წულაძე (“დიდგორის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი)

      • davit Says:

        ისე კაცო მე რა გამკვირვებია იცით? საეკლესიო კატეხიზმოში წავიკითხე და აქ დიდგორზე იოანე ოქროპირის წერილში სიტყვა მღვდლობაზე წერილში წერია, რომ ყველაზე მაღალი ღმერთია, მერე მისი მღვდელი, მერე კიდევა მეფე და ბოლოს ერისკაცები. ამ ჩვენს ხალხს მალიმალ თავის სიგრძე სანთლებს რომ ანთებენ და ტაძრებში ტევა არ არის ხოლმე რისი სწამთ ოღონდაც ეს გამაგებინა რა…ეს დალოცვილები ესენი მღვდელი ბასილი მკალავიშვილი იეღოველთა სექტასთან მებრძოლი და ქრისტეს ინტერესების დამცველი 4 თუ ხუთი წელი ციხეში იჯდა და კაკალი სიტყვა ვერავის გააგდებინეს პირიდან აზვირთებული მიტინგებზე და ინტელიგენციაში მაღალსა თუ დაბალში სატანისტო მიშა გამოუშვი ეგ მღვდელიო, მარტო ეს ჩვენი სამი თუ ოთხკაციანი დიდგორი ღაღანებდა და იკლავდა თავსა, ხან ვის ეაჯებოდა ფორუმებზე და ხან ვისა ხმა ამოიღეთ ხალხო მღვდელი ციხეშია არ შეიძლება უფალი დაგვსჯისო და სამი ხელმოწერაც ვერავის დააწერინეს ქაღალდზედა. სამღვდელოებაც ხომ სამარისებურად დუმდა და ხარობდა…ზვიადის შვილებს და ცოლს მანანასა თავის მომხრებით არც კი გახსენებიათ საწყალი სვარშიკი მღვდელი. სამაგიეროდ თუკი ვინმე დაიჭირა მიშიკომა დაწყებული ოქროაშვილიანთ ბიჭითა და დამთვარებული ამ ამ ჩვენი ცოტნეთი გნიასია და რა გნიასი მთელი პოლიტიკა და წითელ თუ ყვითელი ინტელიგენციანად ფეხზე დგას ხოლმე ყველას დაჭერაზე, მარტო მღვდელზე ვერ გამართეს მუხლი…ნეტა რას ფიქრობს უფალი ჩვენზედა? რა რწმენა გვაქვს ოლალოოლ რა რწმენა! იმადაც მიდის ჩვენი საქმე კარგად და კიდევ დიდხანს დაგვცხებს გავაზე უფალი საბლის მათრახებს და ახია ჩვენზედა!

        ეგ მანანა არჩვაძე კიდევ ბესარიონ გუგუშვილს ასავალ–დასავალში სიხარულით რომ უკიჟინებდა შვილებით დაგსაჯა უფალმაო, ახლა ვინ არის დასჯილი თავად შვილით არ გამწარდა? რად უნდა მაგ დალოცვილსა მაგდენი გნიასი და პრეზიდენტის ამოთხრა საფლავიდან, დედის ლოცვა ღვთისმშობლისადმი ისეთი ძლიერია მთელი დედამიწის ხელმოწერები და პროტესტებიც ვერ დაეწევა. მართალი ხართ ნიკავ და გიორგი ბატონო, საშინელი ურწმუნოება, უსამართლობა, ფარისევლობა, ანგარება, მლიქვნელობა ბოროტების და უზნეობის აყვავებაა ჩვენს ქვეყანაში…

      • davit Says:

        პ.ს. სამაგიეროდ ჩვენს მართალ პრეზიდენტს ზვიადსა რუსულ წერილში წავიკითხე შევარდნაძის მხილებაში დახვრეტილი მღვდელი არ გამორჩენია. ზვიადი ყოფილიყო და ეგ მიშიკო როგორ გაატარებინებდა მღვდელ ბასილს 5 წელს ციხეში მაგასაც ვნახავდით, მთელ ქვეყანას თავზე დაამხობდა!

      • davit Says:

        გლობალისტურ-ანტიქრისტიანული რეჟიმი შესაძლებელია უფრო დემოკრატიულ-ტოლერანტულით ჩაგვინაცვლონ! როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავი?! როდემდე უნდა ვიყოთ კაცთა მონები და სხვისი ხელის შემყურენი?///

        წავიკითხე იოსებ ბატონო თქვენი კომენტარები საიტ იბერიანაზე და გულს მალამოდ დამეფინა. რა კარგად აყალიბებთ ყველაფერს, ჩემს გულში ზიხართო თითქოს! იმ ბატონმა თეიმურაზ გუმბარიძემა მაინც რა ვერ გაიგო ნეტაი? რა ეშმაკუნები უღრღნის სულსა? ეტყობა ცოტას წაიპუტჩისტებს, კიდე ახალი მიშიკოს ნაირის მომყვანთა გზებზე გარბის. რაღაც კანონიერება ძალიან არ ეხატება გულზე, ნაღდი ახლა თინათინ ხიდაშელის და თეა თუთბერიძის სასტავს დაგვასვავენ თავზე ეგეთი ხალხი ახალი უკანონო არჩევნებითა! რა თქმა უნდა სულ ასე იქნება იოსებ ბატონო თუ კონსტიციური წესრიგი არ აღდგა: მიშიკო მალე უსუფაშვილ–გამყრელიძით ჩანაცვლდება, მერე ისინი გიგა ბოკერიას და გიორგი გაბაშვილის შვილებით და ასე იქნება მუდამ. ოღონდ მაგათ ბესარიონ გუგუშვილი არ უხსენოთ და ყვავს მტრედად გამოაცხადებენ. მაგათა ეროვნულობა ისე არ უხდებათ როგორც ვირს პაგონები!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: