გაზეთი „განმათავისუფლებელი“ – N_24

გაზეთი „განმათავისუფლებელი“

გაზეთი „განმათავისუფლებელი“ 

გაზეთი „განმათავისუფლებელი“

 

11 Responses to “გაზეთი „განმათავისუფლებელი“ – N_24”

  1. გიორგი Says:

    ბატონებო, კახა კუკავასთან და ზვიად ძიძიგურთან მათ ფორუმზე დიდი დაპირისპირებები გვქონდა საეკლესიო თუ პოლიტიკურ საკითხებზე, ამის გამო კახა კუკავა მკაცრად ვამხილეთ “დიდგორზე” გამოქვეყნებულ წერილში მაგრამ ამ გაზეთში კახა კუკავაზე და კობა დავითაშვილზე ორჯონიკიძეობის დარქმევას იმიტომ რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა დააყენეს დღის წესრიგში ვერ დავეთანხმებით. ისიც გაუგებარია, მტერთან დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართო შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ რატომ არის სამშობლოს ღალატი. ძალიან მოგვეწონა ბატონ კობა დავითაშვილის განცხადება იმის შესახებ რა წინადადება სურთ წარუდგინონ რუსეთის პოლიტიკურ ძალებს, რომ: “არ განვათავსებთ ნატოს ჯარებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუკი რუსეთი მოახდენს საქართველოს დეოკუპაციას” – ო. როცა კაცი კარგ გზას დაადგება რაღაც საკითხში მაინც სასიხარულო და მოსაწონია. ღმერთმა ქნას კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საქმეში და ეკლესიურ საკითხშიც ასეთი სწორი გეზი აიღონ. სამაგიეროდ ამ პატივცემული საზოგადოებას ნეიტრალიტეტი კი არა სხვისი მონობა სურს, თანაც იმის მონობა ვინც მართლმადიდებლობას საუკუნოდ დაშორდა. ნახეთ ახლა რა დოკუმენტსაც წარმოვადგენთ:

    • გიორგი Says:

      1990-91წწ უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება

      საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა უკვე აშკარად და დაუფარავად იწყებენ „დიალოგს” კრემლთან და მას დახმარებას სთხოვენ, რითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც ახლო ასევე შორეულ პერსპექტივაში.
      ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.
      იმ მიზნით, რომ ჩვენი დახმარება საქართველოს დასავლეთის სამყაროში ინტეგრაციის პროცესში იყოს უფრო ქმედითი,
      ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაარსდეს პოლიტიკური გაერთიანება „ქარტია 2010”.

      მედეა თუშმალიშვილი – საფრანგეთი
      ვიქტორ დომუხოვსკი – პოლონეთი

      „ქარტია 2010”-ის გამგეობა:
      დოდონა კიზირია – აშშ
      ირაკლი ხიზანიშვილი – აშშ
      რევაზ ბოჭორიშვილი – საფრანგეთი
      ჩარლზ ჩხოტუა – ესპანეთი
      მაია სიმონია – ჰოლანდია
      რენო სირაძე – ფინეთი

      2010 წლის მარტი
      http://forum.ge/?f=29&showtopic=34094324

      • გიორგი Says:

        ე. ი. ამ ხალხს ის რაც უკვე გახრწნა ამერიკამ და ევრსაბჭომ საქართველო და თავზე დაგვასხა იეღოვას მოწმეები და სხვა სექტები და ახლა გაქანებული კათოლიციზმის პროზელიტიზმი მიმდინარეობს თბილისის ფორუმზე თუ მთლიანად ახალგაზრდულ წრეებში არ კმარათ და უფრო მაგრად სურთ შეეკრან ეშმაკს რუსეთის ჯიბრზე. აკი დაწერა კიდეც ერთმა ზვიადისტმა იუზერმა bacho – მ ეს: “მე პირადად მივესალმები ასეთი ქარტიის შექმნას და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, არა თუ ამ ქარტიის დამფუძნებლებს, თვით ეშმაკსაც კი გავუამხანაგდები!!!” ე.ი. ამ კაცისთვის თურმე მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა რომ მდიდარ ეშმაკს მიჰყიდოს სული ღარიბი ეშმაკის ჯიბრზე?

      • ნიკა Says:

        Руководство Евросоюза устроило официальный прием представителям масонских лож…

        11.04.2008
        В минувший вторник, 8 апреля, европейские представители масонских лож впервые были официально приняты в Брюсселе руководством Евросоюза. В ходе встречи было отмечено совпадение позиций главы Еврокомиссии Жозе Мануэла Антониу Рейш и масонских лож Европы, сообщает Newsru.com.
        http://www.zaweru.ru/content/view/529/2/

      • ლადო Says:

        Iniciacion masonica

    • ლომისა Says:

      დიახ, ბ-ნო გიორგი, უსწრაფესად იცვლება პოლიტიკური სიტუაცია და პოლიტიკოსებიც შესაბამისად ერთი პოზიციიდან მეორეს აწყდებიან. რომ არ ყოფილიყო გამოქვეყნებული „1990-91წწ უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება“- ალბათ, მეც ასეთივე რეაქცია მექნებოდა ძიძიგურზე, კახა კუკავაზე და კ. დავითაშვილზე, როგორი პოზიციაც ამ წერილის ავტორს გააჩნდა.

      მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური პერსონები, კანონიერების აღდგენაზე სრულიადაც არ ფიქრობენ და სულ ცოტა ხნის წინ, დე-ფაქტო გლობალისტური რეჟიმის ფასადების გამოცვლის ფერხულში იყვნენ ჩაბმულნი, დღეს უკვე უმაღლესი განგების წყალობით, ამ ხელისუფლების იდეოლოგიურ ოპონენტებად იქცნენ. ამიტომ, ამ ახალი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მათ ვერ ჩავთვლი სერგო ორჯიკიძეებად. მართალია ისინი კვლავ არალეგიტიმურ ოპოზიციად რჩებიან, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავათ მათ შემობრუნებაზე.

      ალექსანდრე

  2. ლომისა Says:

    სულ ცოტა ხნის წინ, მასონების არსებობის შესახებ რაიმეს თქმა ზვიადისტურ გამომგონებლად ითვლებოდა. ამის გამო, მასონებზე უარყოფითად ხმის ამომღებს გიჟებსა და სულელებს უწოდებდნენ.

    11.04.2008
    В минувший вторник, 8 апреля, европейские представители масонских лож впервые были официально приняты в Брюсселе руководством Евросоюза. В ходе встречи было отмечено совпадение позиций главы Еврокомиссии Жозе Мануэла Антониу Рейш и масонских лож Европы, сообщает Newsru.com.

    http://www.zaweru.ru/content/view/529/2/

  3. a.sanduxaZe Says:

    ბატონებო, ნუთუ გჯერათ დღეს მოსპახანს მოხეტიალე ხალხის, აკი თქვენ თვითონ აღნიშნავთ, რომ კონსერვატორებთან ფორუმებზე დაპირისპირება გქონდათ. ეს ის კონსერვატორები არიან, რომლებიც ნინო ბურჯანაძის მამხილებლებს გაზის კამერაში უპირებდნენ შერეკვას. ისინი ისე გადაეჭვდენ ფულიან და პურისფქვილიან ტომრებს რომ მათი დაშორება არც ისე ადვილი იქნება. სანამ ნინოც “პროამერიკულობდა”, პროამერიკული იყვნენ კონსერვატორებიც. წავიდა ნინო მოსკოვს და გაჰყვნენ ესენიც უკან.

    ნინო ბურჯანაძის რეაბილიტაცია-რეანიმაცია ხომ კონსერვატორებს ჰქონდათ დავალებული და წარმატებით გაართვეს ამ საქმეს თავი.

    დიახ, მტერს უნდა დაელაპარაკო, მაგრამ მაშინ, როცა ერის მანდატი გაქვს ქვეყნის წინამძღვრობისათვის. ახლა კი ვინ არიან ესენი?
    ეს ამბავი ძალიან ჰგავს ჭანტურიას და მისი ქალბატონის, კვარაცხელიას და მისთანების წანწალს რუსეთში, ხოლო თუ რა მოგვიტანა მაშინ მათმა ვოიაჟებმა, ჩემზედ უკეთ თქვენ მოგეხსენებათ.

    მშვენივრად მესმის თქვენი, რაც არის დასავლეთი, მაგრამ ის ორასი წელი, უბედურებისა და სისხლის გუბეების ორი საუკუნეც არ უნდა დაგვავიწყდეს.

    ჩემის აზრით, ეს ხალხი ისევეა დანიშნული ოპოზიცად, როგორც სააკაშვილის ბანდა მთავრობად და ხელისუფლებად.
    ამიტომ გასაკვირი არ არის მათი ორჯონიკიძეებად მოხსენიება, ამასაც ხვალინდელი დღე გვიჩვენებს.

    • გიორგი Says:

      ძვირფასო ბ-ო ალექსანდრე, სად დავწერეთ რომ რუსეთის უღვთო ხელისუფალთა მრავალწლიანი ბოროტება და მტრობა დაგვავიწყდა? ლაპარაკია ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე ანუ არ დავუშვათ დასავლეთის სამხედრო ძალებით საქართველოს ოკუპაცია და მოვითხოვოთ რუსეთის ჯარების მხრიდან საქართველოს დეოკუპაცია. ეს დააყენეს დღის წესრიგში კონსერვატორებმა, კერძოდ კახა კუკავამ, ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა. ნინო ბურჯანაძისგან და ნოღაიდელისგან ასეთი რამ არ გვსმენია, ან არ გამოქვეყნებულა მასმედიით. ძალიან კარგად მოგვეხსენება ვინც ბრძანდებიან კონსერვატორები თუ სხვა ე. წ. ოპოზიცია, მაგრამ კაცს თუნდაც დამნაშავეს დააბრალო ცუდი როდესაც კარგს ამბობს ეს მიკერძოება არ გამოგვადგება. მეტსაც მოგახსენებთ კობა დავითაშვილი წარსულში გიგა ბოკერიას ასწრებდა ისე იცავდა იეღოვას მოწმეთა და სხვა სექტების უფლებებს, დღეს ეს კაცი თავის სიგრძე სანთლებით დგას ეკლესიაში თუმცა ეკუმენისტურში მაგრამ მომავალში იქნებ ესეც გაიგოს რა არის ეკუმენიზმი. და ახლა რომ ისევ დავაბრალოთ სექტების მომხრე ხარო არ ვიქნებით მართალი. რაც შეეხება ერის მანდატს, პრეზიდენტ გამსახურდიას არანაირი მანდატი არ ჰქონდა დისიდენტობისას, მაგრამ უცხოეთში სადაც ხელი მიუწვდებოდა იცავდა ერის ინტერესებს. ერის მანდატი დღეს კანონიერი მთავრობის პრემიერ მინისტრს ბატონ ბესარიონ გუგუშვილს აქვს და თუ მას დაეკითხება ყველა ამას რა ჯობია, მაგრამ ამასაც ბრძოლა უნდა!

      • გიორგი Says:

        რუსეთიდან ჩვენ სულიერი საფრთხე არ გვემუქრება, არამედ მხოლოდ ფიზიკური, ხოლო ამერიკიდან და ევროპიდან პირველ რიგში სულიერი, ხოლო გავიხსენოთ რას გვაფრთხილებს უფალი რისი უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს: ” ნუ გეშინიათ მათი ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.”(მათე 10,28) ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ გადავყევით ფიზიკურ საფრთხეზე ზრუნვას და არაფრად ვაგდებთ და ვერც ვხედავთ სულიერ საფრთხეს! ჩვენი ანტირუსული ისტერიით ამერიკა და ევროპა კარგად ახერხებს თავის წიაღში ჩვენს მიტაცება-დამონებას და დასავლეთში ინტეგრაციას ანუ მონობას მოყვება მართლმადიდებლობის ქართველ ერში სრული გაცამტვერება, ანუ ანტიქრისტე საქართველოშიც დაიდგამს ტახტს! ანტიქრისტე მეფდება, ბატონებო და მას ამეფებს ამერიკა და გაერთიანებული ევროპა! ანტიქრისტე რომ მეფდება და დაიწყო ადამიანთა დაბეჭდვა ეშმაკის ნიშნით 666 – ით მრავალი ვიდეო და წერილი გამოქვეყნდა ამის შესახებ დიდგორზე და ეს ვიდეო მასალა თავად ამერიკელების გაკეთებულია. ასე რომ, ნეიტრალიტეტი! არავის მონობა და ერთადერთი ღმერთის მონობა!

      • ელენა Says:

        გეთანხმებით ბატონო გიორგი! ჩვენ უნდა ამოვიდეთ ქრისტიანული სიყვარულის უმთავრესი პრინციპებიდან: მხილება არავის უნდა დავაკლოთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სახარებისეული მთავარი პოსტულატი: გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ამას პირველ რიგში ჩემს თავს ვახსენებ ხოლმე მუდმივად როდესაც ვიღაცისადმი მტრობით და შურისძიებით აღვივსები ხოლმე, ნეტა ეს შემეძლოს და რაღა მიჭირდა! სიყვარული კი მგონია რომ უმთავრესად ადამიანის სულიერ გადარჩენაზე ზრუნვაა, ვინც არ უნდა იყოს იგი პუტჩისტი, სექტანტი, ეკუმენისტი, მძიმედ შემცოდე თუ ვინც გნებავთ! აქ არ ვგულისხმობ ადამიანს – ხორცშესხმულ პოროტებას, რომელიც ეშმაკის ჭურჭლად ქცეულა და აღარაფერი ეშველება. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ღვთაებრივი სწავლება, რომ მკურნალი ავადმყოფებს ჭირდებათ, ე. ი. რაც იყო ღვთის განკაცების მიზანი დედამიწაზე! ახლა ერთ თემაში შევიხედე და წავიკითხე, რომ შეკრებილან თურმე ადამიანები, კარგი თეზისები ჩამოუყალიბებიათ, რაღაცას ცდილობენ სულიერს და ამის გამო უჩხრიკავენ წარსულის ცოდვებს და რა შეურაცხყოფას არ აყენებენ. წერენ ასეთ ანტიქრისტიანულ რამეს, რომ ისეთი ხალხი იცავს მართლმადიდებლობას შეგვაზიზღებენო! ამ დროს კი პირიქით წერია წმინდა წერილში რომ ერთი ცოდვილის მოქცევაზე მთელი ზეცა ხარობს! ამ თეზისებზე ვამბობ:

        —————————

        საქართველოში “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” ფუძნდება
        09:16 – 25.03.2010
        დღეს “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” პრეზენტაცია გაიმართება. “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებლების განცხადებით, კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას და ქართული ცნობიერების შენარჩუნებას ვემსახუროთ. ჩვენი დიდი ერთობა იქნება ის ქმედითი ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს და რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს.

        კი ბატონო ხელისმომწერებში არიან ის ხალხი ვინც ადრე გვარიან ცოდვებში იყო, მაგრამ დღეს რომ კეთილს ეჭიდება და ღვთისკენ იხედება, რატომ უნდა გავუხსენოთ, რომ ოდესღაც კომკავშირზე ლექსი დაუწერია და ასე შემდეგ. ნახეთ რა ამბავი ატყდა რა ფურთხება და წარსულის წამოძახებები…
        http://forum.ge/?f=29&showtopic=34094553&st=0


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: