ბაპტისტურ-ევანგელისტური სექტა საქართველოში

ბაპტისტურ-ევანგელისტური სექტის მოკლე ისტორია

ფლანგებზე ბაპტისტურ – ევანგელისტური სექტის ლიდერები და ცენტრში საპატრიარქოს მღვდლები ბასილ კობახიძე (მღვდმოქმედება შეჩერებული-არგანკვეთილი) ზაზა თევზაძე (მოქმედი მღვდელი) ერთობლივი ლოცვისას

ეს აღმსარებლობითი მიმდინარეობა სექტათა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ინგლისელი „პურიტანების“ წიაღში იღებს სათავეს. ბაპტისტთა პირველი საზოგადოება წარმოიშვა ინგლისში 1612 წელს, ხოლო 1939 წელს გადაინაცვლა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მისი ცენტრი როდ-აილენდი გახდა. თავდაპირველად ამ სექტას წარმატება არ გააჩნდა, მაგრამ XVIII საუკუნის დასასრულს შეიქმნა „საქადაგო კავშირი“, რომლის მიზანი იყო ამერიკის ზანგთა შორის ისეთი ქრისტიანობის გავრცელება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა „ზედმეტი“ დოგმატებისაგან, რიტუალებისაგან და აუცილებელი სიმბოლური ნიშნებისაგან. ამ მიმართულებამ მხარდაჭერა ჰპოვა მდიდარ ამერიკელთა შორისაც. გაჩნდა სახლები ობოლთა და მოხუცთათვის, სკოლები, კურსები, საავადმყოფოები და უამრავი მოხალისე მქადაგებლები. ამ დროიდან ბაპტიზმი იზიდავს ახალ მიმდევრებს ინგლისში, გერმანიაში, იჭრება ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, პოლონეთში, რუსეთში. საქართველოში პირველი ბაპტისტი დადასტურდა ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში. ამჯერად თბილისში მოქმედებს ორი ბაპტისტური საკრებულო-ეკლესია. საქართველოს მასშტაბით ბაპტიზმი ყველაზე კომპაქტურად ქვემო ქართლშია გავრცელებული. საქართველოს ბაპტისტებს მეთაურობს მათი „ეპისკოპოსი“ მალხაზ სონღულაშვილი.

ბაპტისტური სექტის რიტუალი ქალი “ეპისკოპოსის” მონაწილეობით

განსაკუთრებული წარმატება ბაპტიზმმა აშშ-ში ჰპოვა. 1814 წელს აქ დაარსებულმა „ბაპტისტურმა კავშირმა“ დიდძალი სახსრები შეიძინა და თავისი პროპაგანდით მთელი მსოფლიო მოიცვა. 1976 წელს ამერიკელთა 20% თავს ბაპტისტად თვლიდნენ (მათ შორის 70% ზანგია). პროტესტანტიზმის ტრადიციის მიმდევარი ბაპტისტები რწმენის ერთადერთ წყაროდ ბიბლიას თვლიან. აღიარებენ პირად ხსნას იესო ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლისადმი რწმენის მეშვეობით და ღმერთის მიერ ხსნისათვის მორწმუნეთა შერჩევას. დროთა განმავლობაში ბაპტიზმი დაიყო მრავალ განშტოებად. დაყოფა დაიწყო ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასასრულს, როდესაც ბაპტისტები დაიყვნენ „კერძოდ“ ანუ „პარტიკულარულებად“ (რომელთაც აითვისეს კალვინის მოძღვრება აუცილებელი წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ) და „ზოგადებად“, „საერთოებად“ (ანუ „თავისუფალი ნების ბაპტისტებად“, რომელნიც აღიარებდნენ ღმრთის მხსნელი მადლის საყოველთაო ხასიათს, რომელიც ადამიანის თავისუფალი ნებით მიიზიდება), ადრე „კერძო“ ბაპტისტები უარყოფდნენ ფიცს, სამხედრო სამსახურს და სასამართლოს, მაგრამ ამჟამად ისინი არ ამჟღავნებენ სახელმწიფო და სამოქალაქო ვალდებულებათა აშკარა უარყოფას.


 ამერიკული ბაბტისტური სექტის “ლოცვის” რიტუალი

ბაპტისტები აღიარებენ „საყოველთაო მღვდლობას“ პრინციპს, უარყოფენ სასულიერო წოდებას, როგორც მორწმუნეთა და ღმერთს შორის შუამავალთ; არ აღიარებენ წმიდანებს, წმიდა საგნებს, ხატებს, ჯვრის გამოსახვას, ბერ-მონაზვნობას, საეკლესიო საიდუმლოთ და ა.შ. მათი ნათლობისა და „პურის განტეხვის“ რიტუალები სიმბოლურ ხასიათს ატარებენ.

არსებობენ იუდაიზმისადმი ტენდენციით გამორჩეული ბაპტისტები, მაგალითად: „მეშვიდე დღის ბაპტისტები“, რომლებიც შაბათს დღესასწაულობენ. „ქრისტიანული ბაპტისტები“ უარყოფენ სამების დოგმატს, სწავლებას ჯოჯოხეთისა და ეშმაკის შესახებ და ქრისტიანულ დღესასწაულებს (თითქოსდა წმიდა წერილის საწინააღმდეგოდ). არსებობენ ბაპტისტები, რომლებიც ებრაული აპოკრიფული წიგნების მიხედვით ასწავლიან ევას ორი მემკვიდრეობის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი თითქოსდა ეშმაკისგანაა.

ბაპტიზმის ყველა განშტოება გაერთიანებულია ბავშვთა მონათვლის საერთო უარყოფით. ბაპტისტები ამტკიცებენ, რომ (ჩვილები) ქრისტიანთა შვილები უკვე განწმენდილნი არიან ქრისტეს სისხლით, ამიტომ მათი მონათვლის საჭიროება აღარაა. ამასთან, ისინი იმოწმებენ ქრისტეს მოწოდებას მოწაფეებისადმი: „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით“ (მათე 28, 19). ამ სიტყვებში ისინი ხედავენ მოსაზრებას, რომ მოციქულთ დაევალებათ მოენადირებინათ უფროსები და არა ბავშვები.

ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმ. წერილს და პირველ ეკლესიათა პრაქტიკას. წმიდა წერილი მოითხოვს ყველას მონათვლას, თვით ბავშვების გათვალისწინებითაც, იესო ქრისტე ამბობს, რომ მხოლოდ წყლისა და სულისაგან შობილნი შეძლებენ ღმრთის სასუფეველში შესვლას (იოანე 3, 5). ხოლო ბავშვთა შესახებ აცხადებს: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე 19, 14), „ბავშვთა ნათლობა სათავეს იღებს მოციქულთა დროიდან“ – ამოწმებს ორიგენე, III საუკუნის ცნობილი მწერალი. ამასთან, ახალ აღთქმაში ნათლობამ შეცვალა ძველ აღთქმაში წინადაცვეთის რიტუალი, რომელიც სწორედ ნათლობის წინასახე იყო და თითქმის ბავშვის დაბადებისთანავე სრულდებოდა (მე-8 დღეს). „საქმე მოციქულთა“-ში ნახსენებია, რომ მოციქულები ნათლავდნენ მთელ ოჯახებს, რომელშიც, უეჭველია, ბავშვებიც იყვნენ. რადგანაც ყველა მონათლულნი სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის უფლებას იღებენ, მათ შორის ევქარისტიისაც (ზიარებისასაც), ამიტომ, რაც უფრო ადრე იღებს ადამიანი ნათლობას, მით უფრო ადრე ეზიარება იგი ქრისტესმიერ მადლს და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. ასეთი ნიჭი არც ბავშვებს უნდა მოვაკლოთ, მით უმეტეს, რომ ბავშვი, როგორც უფროსზე ბევრად უფრო ნაკლებად ცოდვილი, ადვილად მიმღებია სულიწმიდისა.

ბაპტისტებს, როგორც სხვა პროტესტანტებს, არ გააჩნიათ ეკლესიის შესახებ მკაფიო სწავლება. „მე არ ძალმიძს ჩამოვაყალიბო ეკლესიის შესახებ ჩვენი სწავლება“ – თქვა ქ.ფილიასმა, ბაპტისტთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა 1937 წელს ედინბურგში, ბაპტისტთა კონფერენციაზე.

ბაპტისტებს, ისევე როგორც სხვა სექტანტებისა, ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა თავიანთი უცილობელი გადარჩენისადმი რწმენა. იგი გამომდინარეობს პროსტესტანტული სწავლებიდან, რომ ხსნა თითქმის ავტომატურადაა დაკავშირებული ქრისტეს რწმენასთან. ბაპტისტები ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ეყრდნობიან წმიდა წერილიდან ამოღებულ ცალკეულ ფრაზებს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 6, 47); „ეს მოგწერეთ თქვენ, ღმრთის ძის სახელით მორწმუნეთ, რათა იცოდეთ, რომ ღმრთის ძისადმი რწმენით გაქვთ საუკუნო სიცოცხლე“ (I იოანე 5, 13). მაგრამ ამასთან ერთად, წმიდა წერილი გვიჩვენებს განსხვავებას მკვდარ და ცოცხალ რწმენას შორის: „რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ის, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კი ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?.. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე მკვდარია თავითავად“ (იაკობ 2, 14, 17). „შენ გწამს, რომ ერთია ღმერთი? კეთილი და პატიოსანი; ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც“ (იაკობ. 2, 19). მათ აღმსარებლობაში მთავარი მოთხოვნა ცხოვნებისთვის – რწმენაა, ხოლო მათთვის მეორე პლანზე გადადის ადამიანის პირადი მოღვაწეობა საკუთარი სულის განწმნდისთვის. ბაპტისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ქრისტიანის უხილავ ღვაწლს, იმას, რომ მხოლოდ „ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება“ (მარკ. 13, 13).

ბაპტისტთა ორგანიზაცია იმართება დემოკრატიული პროცედურის საფუძველზე. სათავეში მას უდგანან სათათბიროები, რომლებიც, სხვადასხვა დარღვევათა შემთხვევაში განკვეთენ დამნაშავე ადამიანებს. ბაპტისტებს გააჩნიათ საკუთარი უნივერსიტეტები, გაზეთები, გამომცემლობები, მისიონერული საზოგადოებები და ა.შ. 1997 წლის დასაწყისში მსოფლიოში ამ სექტის 40 მილიონი მორწმუნე 150 ათას სამრევლოში ნაწილდებოდა.


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 17, 1999 წ.

 

59 Responses to “ბაპტისტურ-ევანგელისტური სექტა საქართველოში”

  1. felixmenduza Says:

    ცნობისმოყვარეობის გამო დავესწარი ერთერთ ბაპტისტურ ცერემონის დიდი ხნის წინ,მაშინ უცხოეთში ვხვოვრობდი, არ ვაჭარბებ არაფერს, ბაპტისტი მღვდელი საშინელად უხეშ არაღმერთული ხმით “საუბრობდა”, “მაგას ლოცვას და გალობას ვერ დავარქმევ” ისეთ ხმაზე “ხიხინებდა” გეგონებოდა ვიღაცამ ყელი გამოსჭრა და შველას ითხოვსო, სიმართლე გითხრათ ამან ძალიან შემაშოთა და გამაოცა.. შემდგომ, ერთერთ ბაპტისტ მღდველთან მქონდა კითხვა პასუხი, მან ასეთი რამ თქვა : “თუკი მოინათლები და გახდები ბაპტისტი, აუცილებლად სამოთხეში მოხვდები, ეს არის ჩვენი რწმენის ერთერთი ფუძე და მაგის გარანტიას ბაბტისტური რელიგია იძლევაო” მე კიდევ ასეთი კითხვა დავუსვი: ესეიგი ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ფაქტიურად ადამინს თავის თავზე პასუხისმგებლობას ყველანაურად უხსნით, და თითქონს სტადიონზე დასასწრები ბილეთი იყოს, “უბრონავთ სამოთხეში ადგილს”. და როგორ შეიძლება მასეთი ადამიანი როდესმე იყოს მართალი?, ან უპრიანი არ იქნება იფიქროთ რომ მასეთი ადამიანს უფრო უმრუდებთ მუდამ საფიქრრალ, ცხოვრების გზას, და ყველანაირ საკუთარ თავის საქციელზე ფიქრის სურვილს უქარწყლებთ? ან ხომ შეიძლებ ადამიანი “მოინათლოს” თქვენი რელიგიით და შემოგიერთდეთ თქვენ და შემდეგ სულ მცირე ხანში ჩაიდინოს საშინელი დანაშაული ან ცოდვა , მაგ ცოდვაზე პასუხისმგებელი ვინ იქნება?- ამაზე პასუხი არ ჰქონდა და შეცბუნდა კიდეც, ერთადერთი რაც თქვა ის იყო, რომ ვინც ბაბტისტად მოინათლება მასეთ დანაშაულებს (და საერთოდ ცოდვას) აღარ ჩადისო, რასაც მე ვთვლი საშინელ მკრეხელობად, ვიცი არ უნდა ვკიცხავდეთ სხვებს და მე პირადად უამრავი საკუთარი ცოდვები მაქვს გამოსასწორებელი ვიდრე სხვის რეგილიგიის მსოფლმხედველობაზე დავიწყებდე ბაასს, და ისიც ვიცი, როცა განსჯი თვით განისჯები, მაგრამ მასე მჯერავს და მასე აღვიზარდე მე; თუკი არ ვარ მართალი, დაე უფალმა დამსაჯოს ჩვემი მართლმადიდებლური რწმენისდა მიხედვით.

    მე არ მეცოდება არც ერთი ქართველი ვინც მართლმადიდებლობას გაცვლის სხვა რელიგიაში, და არც არის დასანანი მასეთი “არა-ადამიანი”.

    მშვიდობა იყოს თქვენთან ჩვემო თანანემამულენო, არ გავაჩეროთ ბრძოლა და ჩვენი სიმართლის მზეც ამოვა “აუცილებლად”.

    ღმერთი გფარავდეთ.
    “ლაზარე”

    • ლომისა Says:

      felixmenduza, მადლობა დალოცვისათვის. კეთილი იყოს შენი აქ შემოსვლა!

      რა ვიცი ჩემო ძმაო, შესაცოდია ასეთი ადამიანი, ვინაიდან არ იცის რა სასჯელს უმზადებს საკუთარი სულს. უფრო შემწყნარებლები უნდა ვიყოთ მათ მიმართ, რომლებიც დაიბნენ და რაღაც გარემოებების გამო ვერ გაიგეს სად არის ჭეშმარიტება. ხოლო ისეთებს, რომლებიც შეგნებულად ებრძვიან წმინდა მართლმადიდებელ რჯულს, საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

      ღმერთმა დაგლოცოს.
      ალექსანდრე

      • ლადო Says:

        ეს და ვასიკო დაბნეულები არიან?

      • ლადო Says:

        ივერა-მნათეუსის საიტ ჯვაროსნების საპატიო წევრის ვასიკო კობახიძის და მისი რელიგური ძმის მალხაზ სონღულაშვილის ამერიკელი შეფები! “პეტრეს მემკვიდრეთა” რა სამყაროა!

      • ლადო Says:

        ბაპტისტების გამო “პეტრეს მემკვიდრე” კათოლიკებს რომ არ დასწყდეთ გული! აბა ივერ და რქიანო მნათეუს გაიმაგრეთ გული. თუმცა თქვენ ხომ აღარაფრის არ გრცხვენიათ, ისე როგორც მალხაზ სონღულაშვილის ამერიკულ ელიტარულ ბაპტისტურ ჩაჩაჩა “ეკლესიის” მრევლს
        ЛИТУРГИЧЕСКИЕ ЗЛОУПОТРЕБЛЕНИЯ: маленькая компиляция изображений, отражающих проблемы и литургические злоупотребления в католической литургии начиная с литургической ‘реформы’ Пола VI после Ватиканского Совета.

      • davit Says:

        ლადო ბრავო რა ხუთაინს გიწერ! ოლალოოოლ ეს რა ვიდეო გამოუტანე სამსჯავროზედა “პეტრეს” მემკვიდრე ივერა ბედშავსა, პადრე ჯემალსა და რქიან მნათესა! პაპპააააააააა რა ამბავია რა ამბავი! ხედავ შენა თურმე ჰალოვენას ლიტურგიაც კი ჰქონიათ გიტლერის მემკვიდრე მაგ კუკლუსკლანა კათოლიკებსა! ჰაჰაჰჰჰჰჰჰჰჰჰჰა მეც არ გამიკვირდა ლეზბოსელა თუთბერააანთ ქალის წინამძღვრობით რატომ იცავდნენ საქართველოში ეს პაპავერა ლათინები ჰალოვენას კვახთთაყვანისცემასა!!! ნუ რა ამბავია კარდინალთა ლიტურგიებზე ცხვირზე დაკოსებული ჯამბაზების ცხვირები, შიშლიკანა ბალერინები, ქალ მღდლებთან თანალიტურგიები არადა ვულკანის კრატერივით ჰქონდა აქაფებული პირი ივერასა არ ვცნობთ კათოლიკები ქალ მღვდლებსაო, კატებიც დავლანდე ვატიკანის ტაძრებში, გიტარებით მსახურებანი, ყავახანის ლიტურგიები და თავისქალის შავი მესები!!!აჰ რა დონეა ღვთისმეტყველებისა! რაიო გიორგი მთაწმინდელიც ასეთ ჰალოვენიზმსა სცემდა თაყვანსაო?! პეტრე მოციქულის შემდეგ აღარ დაასვენა ამ უწმინდურმა ივერამ გიორგი მთაწმინდელი! კაცო აიემანდ გერმანიაში ჩვენს პატრიარსაც უმსახურია ქალ მღვდელთანა? ნუ ივერა, ვასიკო კობახიძე და პადრე ჯემალაი რა გაოცებული არიან რატომ ეძახიან ილიასა მართლმადიდებელსა და მაგ ბედშავებსა კიდევ პატრიარქის მტერ კათოლიკესა და ბაპტისტებსა! ვატიკანის ურჩხულის ხატზე მლოცველები იხოკამენ ლოყებსა პატრიარქიც ჩვენნაირიაო და ვერაფრით ვერ დააჯერეს გაშტერებული საწყალი მართლმადიდებლობის მოსურნე და პატრიარქის კალთას მიტმასნებული ქართველები! ოლალოოლ მეტირება რა ჩვენ საწყალ ხალხზე! ვეღარ იგებენ რა ქნან!!!

      • davit Says:

        ბაპტისტი მღვდელი საშინელად უხეშ არაღმერთული ხმით “საუბრობდა”, “მაგას ლოცვას და გალობას ვერ დავარქმევ” ისეთ ხმაზე “ხიხინებდა” –

        ///

        ფელიქსმენდუზა ძმაო ბაპტისტების ამ ვიდეოში ხიხინს ვინ ჩივის ასეთ თავაწყვეტილ კაკაფონია ცეკვასა რესტორნებში მაგრად გალეშილ ხალხშიც ვერა ნახავთ…შენ ალბათ კათოლიკე პადრეს ცხოველთა კურთხევა არ გინახია, ძაღლების ყეფაში ალილუიას რომ გალობენ ხიხინი იმასთან რა მოსატანია დაათვალიერე კარგად დიდგორი ბევრს ისეთ რასმეს ნახავ…

  2. felixmenduza Says:

    ეეჰ, მე თვითონ ვერ ვხდები რასაც ვიქმნ ხანდახან, და მაგათ ჩემზე უარესად ჰქონიათ საქმე მაგ ვიდეოში ვინც მასხარაობს, არ ვიცი მაგას როგორ უნდ შეებრძლოს კაცი,თუმცა ეს ყველაფერი მასეც უნდა მოხდეს, უფალი ამბობს მაგას,და ეს სამყაროც არის მასე აწყობილი, აღარავინ აფასებს სიტყვას დღესდღეობით,😦
    ჩვენ ქართველები, ვანადგურებთ ჩვენივე ხელით ჩვენს ენას, და მაშასადამე, რელიგიას, და რწმენასაც,და ეგ “რელიგიებიც” მოქარგული სიტყვით გვეტმასნებიან, აღარ არის “ყელზე მიბჯენილი ხანჯლით რელიგიის იძულებითი შეცვლა” ეფექტური,გალსტუკით და ცოტა ფულითაც შეძლებულა თურმე უგნური, ან სუსტი ადამიანის დანგრევა, თუმცა ქართველები ჯერჯერობით ვერ დაანგრიეს, მაგას დრო ჭირდება “ალბათ მასე ფიქრობენ” თითქოს დავწერე მაგაზე ცოტა ხნის წინ “აზრი და სიტყვა”, .რავიცი აბა, ერთს იმას ვხვდები რომ თუკი თოთიეულმა ქართველმა არ იფიქრა იმაზე რომ სამშობლოს გვერდში ამოუდგეს, მემგონი მარტო ოჯახის და შვილების დაზრდა აღარ არ არის სამკარისი რომ სული გადაგვირჩეს, თორემ ხორცეულ გადარჩენას რა უნდა, აგერ შევეტენოთ რომელიმე ქვეყანას და გვექნება მაცივარი სავსე კარაქით და ლუდით, აი მაგას ვერ ხვდება ხალხი, უფრო სწორედ კი ხვდება ვერ გამოაქვს აზრი საბოლოოდ რა “გვჭირს”. შველა ჭირდება საქართველოს,სასწრაფო შველა,თორემ ორთავიანი და ერთთავიანი არწივები უკვე ხლიჩავენ შუაზედ.

    • გიორგი Says:

      დიახ, ამ ვიდეოებიდან კარგად ჩანს დასავლური “ქრისტიანული” ღირებულებები! დიახ კარგად ჩანს კაცობრიობის “ეკლესიური” სახე! სრული აპოსტასია! მცირე სამწყსო დარჩა! დიახ, კაცობრიობა მზად არის ანტიქრისტეს მისაღებად და რადგან ეს ასეა, იგი საცაა გამოჩნდება, აღარ დააყოვნებს!

      • ლადო Says:

        დავითმა დაწერა: შენ ალბათ კათოლიკე პადრეს ცხოველთა კურთხევა არ გინახია, ძაღლების ყეფაში ალილუიას რომ გალობენ ხიხინი იმასთან რა მოსატანია – ხოდა დავით, შენს სიტყვას ხომ უნდა დაეჯერებოდეს და აჰა არ თქვან მოიგონაო
        Psalm 150 from Geoffrey Beaumont’s Jazz Mass sung here at the Blessing of Animals on the feast of St. Francis of Assisi.

      • ლადო Says:

        აი აქ კი ყველა ცხოველია ტაძარში, აბა დავით გული გაიმაგრე და არ ეცე ახლა შენებურად პადრე ჯემალს
        St Francis Day 2009 at the Cathedral Church of St John the Divine, NYC

      • ლადო Says:

        ეს კათოლიკე ივერას და კაიროსს არ დავწყვიტოთ გული
        Папа Римский Бенедикт XVI благословил двух овечек
        Pope Benedict XVI blesses the lambs for the feast of Saint Agnes

    • ლადო Says:

      Необычного гостя представили Папе Римскому Бунедикту XVI артисты, выступавшие с благотворительным концертом в Ватикане. Завершив представление, жонглеры и фокусники принесли Понтифику львенка

      • კახა Says:

        :Dპეტრეს მემკვიდრეები!!!

      • ნიკა Says:

        ლადო, დიდი მადლობა! შეგიწიროს ღმერთმა მართლმადიდებლობის მტერთა სამხილებელი შრომა! და ესეც ვნახოთ:
        სკანდალი ვატიკანში

      • ლადო Says:

        პირიქით მადლობთ! მადლობამ წამახალისა და მინდა მოგიყვეთ პაპისა და საწყალი მტრედის ამბავს

      • კახა Says:

        :Dვასიკოოოოოოოოო ივერააააააააა ასე ჯიგრულად ერთობით?

      • კახა Says:

        მუსიკანტი დათიკო^

        anastasiQUOTE
        პაპისტების

        შენ ხო დაგვორნე ამ სიტყვის გამო?!
        ვინა ხარ კაცო შენა? რა სიჯიუტეა?!
        ბანი შენ! ერთი კვირით!

        ამ კაცმა დათიკომ სულ გააფრინა რა! მე ფორუმელი ვარ და გავაგიჟა რა უკვე! ნახეთ რაზე გვაბანავს და გვორნავს პაპისტი რატომ უწოდე კათოლიკესო არ არი სატანა ეხლა? კათოლიკე ივერას კიდევ ისეთ ბანძი სიტყვებით ალანძღინებს ჩვენს თავს რომ ბრაზი მოგერევა რა მაგრამ ვერაფერს აკადრებე ვერც ივერიელს და ვერც მნათეუს! ნამდვილად კათოლიკეა დათიკო დავრწმუნდით ამაში…ოხ მაგისი დამაგლეჯენია მაგაზე ყურები!!!!!!!!
        http://forum.ge/?f=84&showtopic=34091453&st=495

    • davit Says:

      აბა ახლა მანდ ჩემო კახა რომ დაიდოს ლადოს ვიდეოები ძაღლის ყეფაში რომ ლოცულობენ კათოლიკები და მაგათი დღევანდელი ბენედიქტე კლოუნადათი როგორ ერთობა, ან კიდევა ნაირნაირი გარყვნილი მესები რომ აქვთ პაპისტებსა, მათ შორის გამოარჩეულია სექსუალურ დიაცებთან მაგათი კარდინალების მესები, დათიკოს ცრუ მეუფე სტეფანეს სენატში უმალ უბრძანებენ თემის საერთოდ დახურვას! კაცო რით ვერ გაიგეთ რომ საცა ვატიკანში დანიელი, გერასიმე, ზვიადაძე მოთქმითა და ლოცვითა სტიროდნენ პაპსა ვინ გაპატიებთ კახავ ბატონო მანდ პაპისტები დაუძახოთ კათოლიკებსა! სასაცილოა მართლა, წმინდა მამებიც მასე ეძახოდნენ კათოლიკებსა და ვითომ რატომ ერცხვინებათ ვდრუგ სიტყვა პაპიზმი! ვაი ბედშავო დავთ მე არ ვიცი ზუსტად სად მოვხვდები მაგრამ აი შენ კი ჯოჯოხეთის ფსკერი არ აგცდება შე ღვთის პირისაგან წამხდარო! კახავ ბატონო ან რა გინდათ რასა პოსტავთ მაგ ეშმაკეულ საიტზე, მოდი აგერ დიდგორზე, იკითხე წერილები და ცხონდი!

      • კახა Says:

        მოლაპარაკებული არიან ივერა და დათიკო ვითომ გალანძღავს ხოლმე ივერა და ერთდღიან ბანს დაადებს დათიკო:D სამდღიანი ბანი დაადო სულ არაკაცი სპეციალურად ეძახა ივერამ დემოკრატის იმიჯი რომ შეექმნა დათიკოსთვის და ამ დროს სხვას გადაკრულ სიტყვაზე ერთკვირიან ბანებს ადებს. ასე მოლააპარაკებულები მხარიმხარს მიცემულები არ ახარებენ არავის მართლმადიდებლობის მომხრეს

      • კახა Says:

        აბა რას ვაკეთებ მე სულ ვეცნობი აქაურ მასალებს მაგარი ვიდეოები დადო ლადომ პაისტებზე და ბაპტისტებზე იმაზე მაგრად ვიცინე მთელი ცხოველთა სამყარო რომ ჩამოატარეს და დალოცვები ჩაუტარეს ტაძარში, მაგათ კიდევ ამის მერე რომ ხმა ამოეღებათ:D

  3. ALEXI Says:

    კახა, შენ გეტყობა რომ კარგად არ იცნობ თბილისის ფორუმის სადამსჯელო მოდრაციის თავისებურებებს, თორემ ასეთ რამეს არ დაწერდი; -„მოლაპარაკებული არიან ივერა და დათიკო ვითომ გალანძღავს ხოლმე ივერა და ერთდღიან ბანს დაადებს დათიკო:D სამდღიანი ბანი დაადო სულ არაკაცი სპეციალურად ეძახა ივერამ დემოკრატის იმიჯი რომ შეექმნა დათიკოსთვის და ამ დროს სხვას გადაკრულ სიტყვაზე ერთკვირიან ბანებს ადებს.“

    რა თქმა უნდა ასეა როგორც შენ ამბობ, მაგრამ რა გიკვირს? მაგათ დავალება აქვთ და ემორჩილებიან გარკვეულ პოლიტიკურ ბოსებს. ნაწილი მოდერატორებისა საქართველოს საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ არიან და რეკომენდაციებს იქიდან იღებენ – არც მალავენ ამას ისინი.

    თუმცა, რა თქვენ რა იმ პოლიტიკურ ძალებს არ ექვემდებარებით, რომელიბიც თავის თავს ლეგიტიმურ მთავრობას უწოდებენ. შეიძლება არ ექვემდებარებით, მაგრამ რევერანსებს კი უკეთებთ ხოლმე ხანდისხან.

    მაგ ფორუმზე ვისიც ყველაზე მეტად ეშინიათ სიცოცხლის ბოლომდე აქვთ აკრძალული შესვლა. ანუ, სანამ ეგ საიტი თავისუფლების ინსტიტუტის და რესპუბლიკელების ზედამხედველობის ქვეშაა, გლობალისტური ძალების ხელისუფლებისაგან განებივრებულნი იქნებიან ყველანაირად.

    ზოგიერთს კი საერთოდ გაუუქმეს ნიკი.
    ნუ, აქ შემომსვლელ ზოგიერთ „მამხილებელს“ ვურჩევდი საკუთარი პოზიციის გამოხატვისას ყოფილიყვნენ უფრო თავშეკავებულნი და ნუ გამოიყენებენ ფორუმულ მეთოდებს. ამით ვერაფერს ვერ მოიგებთ. უფრო გააგიჟებთ და გააბორიტებთ მათ, რომლებიც ისედაც გაბოროტებულნი არიან თქვენი მისამართით.

    მაშ ასე – ახლა თქვენ იცით ახლა რა დასკვნებს გამოიტანთ. მე ჩემი სათქმელი გითხარით.

    თქვენი კეთილის მსურველი

    • ლადო Says:

      კახა, კარგია რომ დამიფასე ვიდეოებზე. ნახე ესეც ორი ვიდეო რადგან ამის გარეშეც არ იქნება, რომ სხვებიც დარწმუნდნენ კათოლიკებს და ივერას სხვა მეგობარ კონფესიებს ხმა არ ამოეღებათ, კათოლიკების დიდი ჯგუფი პედოფილები, ხოლო ეპისკოპალ-ანგლიკანების წარმომადგენლები პედერასტი “ეპისკოპოსები”
      Gene Робинсон, первый открыто gay епископ Епископальной Церкви, во вторник сравнила борьбу геев и лесбиянок к движению за гражданские права 1960-ых.

      • ლადო Says:

      • ლადო Says:

        აქ კი ყველა ერთად არიან, ქალი “ეპისკოპოსების” და პედერასტთა ეპისკოპოსებად მაკურთხებელი ეპისკოპალ-ანგლიკანების დიდი დასით და დათიკოს მსოფლიო მამების ჩათვლით

      • ლადო Says:

      • ლადო Says:

        შემზარავი ვიდეო:
        CATOLICOS – BAILES HOMOSEXUALES – CURAS

    • ნიკა Says:

      კათოლიკურმა ეკლესიამ პედოფილიის ფაქტებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

      • ლადო Says:

        ქრისტეს აღდგომას მეც გილოცავთ! და ვინაიდან დიდგორი მხილების საიტია მოდით ვნახოთ როგორ ამასხარავებენ და უკუღმართულად-დამახინჯებულად წარომადგენენ აღდგომას კათოლიკები, ბაპტისტები და ასე შემდეგ ურიცხვი და ურცხვი სექტები სხვადასხვა ფერის კვერცხებით, კურდღლებით, ღორებით და ….მოკლედ ვასიკო კობახიძე და ზაზა თევზაძის “აღდგომა”

      • კახა Says:

        რა მაინტერესებს იცით, პაპისტები რომ დიდ ბეჭდებს იკეთებენ რად უნდათ? რომის პსპს მსხვილი ბეჭედი უკეთია და კარდინალებსაც, რად უნდათ, რამე საეკლესიო დანიშნულება აქვს ბეჭედს? მართლმადიდებელი მღვდლები არ იკეთებენ

      • ნიკა Says:

        Облачение и привилегии

        Главные наружные отличия кардинальского сана: красная мантия, красная шапочка, кольцо, крытый красной или фиолетовой материей зонтик, трон (в их собственной церкви) и герб. – ეს მათი ერთ-ერთი ვებ-გვერდიდან.

        კარდინალის ხარისხის აღმნიშვნელ ბეჭედზე გამოსახულია ჯვარცმა და ვატიკანის ბეჭედი. საერთოდ როგორც ყველაფერი გაუკუღმართებული აქვთ პაპისტებს, ისეა ამ ბეჭდის ამბავიც, თითზე რომ არ გაეკეთებინათ ჯვარცმა გულზე ვეღარ დაიტიეს, საყურეებსაც დაიკიდებენ ჯვრების! ხატების ნაცვლად ნახატები, ორღანის კონცერტები, უკუღმა პირჯვრისწერა, შესამოსელი თეატრალიზირებული, წვერ-ულვაში გაპარსული, და რა ვიცით კიდევ ვინ მოსთვლის მაგათ განმაახლებლობს და მოდერნიზმს თვით ცხოველთა მესით დამთავრებული.

      • ლადო Says:

        დავით ივერიელის-ირბახაჯვაროსნის ფსევდონიმით, ლეონ სუთიძე-მნათეუსის, მამა ჯემალას და სხვა კათოლიკეთა ბაპტისტთა ლიბერალიზმ-დემოკრატიამ რწმენის ამბებში ამ პაროდიამდე შეიძლება ბოლოს მიგვიყვანოს

        Собака по кличке Пудинг готовится стать монахом-буддистом

        Благословение домашних животных в католических храмах стало обыденной церемонией. Буддийский священник пошел дальше. Он воспитывает свою собаку в канонах буддизма и надеется со временем посвятить ее в монахи, сообщает телекомпания НТВ.

        Эта экстравагантная идея пришла в голову Таидо Сато, когда он заметил необычное поведение своей собаки по кличке Пудинг. Еще щенком она любила подходить к алтарю, садиться рядом и мечтательно смотреть на статую Будды. Сато, который подобрал собаку на улице, не исключает, что в нее переселилась душа верующего человека.

        По крайней мере, искра веры в Пуддинге есть, и, может быть, в один прекрасный день пес обретет нирвану. Собака особенно не возражает, когда Сато одевает ее в яркую оранжево-синюю монашескую мантию и ведет в храм.

        Животное давно освоилось и во время богослужений ведет себя прилично – спокойно сидит на парчовой подушке, не лает и не пугается, когда священник бьет в ритуальный барабан. Вот только длинные утренние молитвы остаются для Пудинга настоящим испытанием: собака откровенно зевает.
        http://www.portal-credo.ru/site/index.php?act=news&type=forum&id=7760

      • ლადო Says:

        ფეხბურთის მოტრფიალე რომის პაპი
        Папа Римский идет на футбол

        В воскресенье Папа Римский Иоанн Павел Второй отслужит мессу на олимпийском стадионе в Риме в рамках празднований нового тысячелетия для спортсменов.
        Папа Римский будет также присутствовать на футбольном матче между национальной сборной Италии и командой иностранных игроков, выступающих за клубы первой лиги страны. Это будет первый случай посещения первосвященником публичного спортивного мероприятия.//BBC
        http://www.tri.md/newsarchive/g_people000929.html

      • ნიკა Says:

        http://www.facebook.com/profile.php?id=100000415729221&v=wall&story_fbid=128368723849581&ref=mf

        ———————

        Zaza Tevzadze ბატონო გიორგი წულაძე თქვენ რა ეკლესიოლოგიას ქადაგებთ და მოძღვრავთ ადამიანებს, ალბათ ვასილი მკალავისვილის ან მისი მონათესავე სააგენტოდან ხართ, მაინტერესებს ერესების კვალიფიკაცია და შეფასება თქვენს მიერ, რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდებ? თქვენ ვინც მოგისმენთ მართლმადიდებლობაზე და ჭეშმარიტებაზე ესკლუზივი მხოლოდ თქვენ გაგაჩნია. თქვენი აზრით ყველა ავთოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია რომელიც კონსტანტინეპოლის ეკლესიის ეკლესიის გვერდით დაგას ერეტიკული და წაწყმედილია. თქვენღა გვაკლდით და აი გამოჩნდით კიდეც.
        07 06, 20:16-ზე

        Zaza Tevzadze გეთანხმები ზელიმხან, საპატრირქოს ზოგი იმისთვის ებრძვის, რომ ჯერ მსოფლიოსთან აბსოლიტურ იზოლიცაში როტომ არააო…

        Zaza Tevzadze ზელიმხან აბა რა ვიცი ეგ მამა გელასი კობახძესთან მეგობრობს, განსხვავებული აზრების პატივისცემაც ვხედავ, რომ შეუძლია, ნუთუ ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა?
        07 06, 20:34-ზე

        გიორგი წულაძე ზაზა თევზაძე: „ბატონო გიორგი წულაძე თქვენ რა ეკლესიოლოგიას ქადაგებთ და მოძღვრავთ ადამიანებს, ალბათ ვასილი მკალავიშვილის ან მისი მონათესავე სააგენტოდან ხართ, მაინტერესებს ერესების კვალიფიკაცია და შეფასება თქვენს მიერ, რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდება? თქვენ ვინც მოგისმენთ მართლმადიდებლობაზე და ჭეშმარიტებაზე ესკლუზივი მხოლოდ თქვენ გაგაჩნია. თქვენი აზრით ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია რომელიც კონსტანტინეპოლის ეკლესიის ეკლესიის გვერდით დაგას ერეტიკული და წაწყმედილია. თქვენღა გვაკლდით და აი გამოჩნდით კიდეც.“

        პასუხი: ვინაიდან, მართლმადიდებლურ სამღვდელო სამოსში ხართ გამოწყობილი, ამიტომ თავს ნებას ვერ მივცემ ფამილარულად ერისკაცივით მოგმართოთ, მაგრამ შევცდებით, დაგარწმუნოთ, რომ თქვენ თქვენი არასამღვდელო ანტიკანონიკური ქმედებებით თავადვე დაამხვეთ საკუთარი თავი სამღვდელო პატივიდან. მაშ ასე, მამა ზაზა, თავდაპირველად, გთხოვთ გვიპასუხოთ, ამჟამად რომელი საეკლესიო იურიდიქციის მღვდელი ბრძანდებით, რომელ ტაძარში აღასრულებთ სამღვდელო მოქმედებას და რომელ საეკლესიო სამართალის კოდექსით მოქმედებს თქვენი საეკლესიო იურიდიქციის პირველიერარქი და მხოლოდ ამის შემდეგ გიპასუხებთ ჩვენს მიერ ერესების კვალიფიკაცია რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდება.
        08 06, 1:54-ზე ·

      • eljei Says:

        ნუ რა დააშავა ასე ძალიან ვასიკო მკალავიშვილმა რომ ვერ იტანს ვერც პოზიცია ვერც ოპოზიცია, ვერც ეკლესია ვერც სქიზმატები! ესე იგი ძალიან დააშავა და აღიარეთ რა ბოლოსდაბოლოს ასე რატომ გიჭირთ დიდგორულ სქიზმას😀

      • eljei Says:

        —– ნუ რა დააშავა ასე ძალიან ვასიკო მკალავიშვილმა რომ ვერ იტანს ვერც პოზიცია ვერც ოპოზიცია, ვერც ეკლესია ვერც სქიზმატები! ესე იგი ძალიან დააშავა და აღიარეთ რა ბოლოსდაბოლოს ასე რატომ გიჭირთ დიდგორულ სქიზმას😀

      • ლადო Says:

        თამარ მეფეს შეგვიგინებს ჰოლივუდი, რატომაც არა, როცა აი ამ სიძვის დემონს ათარეშებს ქართველი კაცი საქართველოში!
        რუსუდან გოცირიძე

      • ელენა Says:

        ამდენი სისულელე ერთად არ მომისმენია! ქალის გაეპისკოპოსება პირველი პრეცენდენტი! ახლა გამრავლდებიან!

  4. gio Says:

    პოსტებს რატომ შლით?

    • ლომისა Says:

      ბილწსიტყვაობას გაანებე თავი და წერე რამდენიც გენებოს!

  5. gio Says:

    ისე თქვენს სექტაობაზეც ბევრს ლაპარაკობენ და რას იტყვით ამაზე.
    და კიდევ მაინტერესებს თქვენი პატრიარქი ვინ არის?

  6. gio Says:

    პასუხს რატომ არ მცემთ?

    • davit Says:

      ეს ვინღაა გიო ვაროო რომ გამოგვიცხადა რაღა ამ თემაში შემოვარდა ზაზა თევზაძე ხომ არა არის ნეტა, ან მაგ ჯიშის ჩაჩა-ჩა სექტიდან იქნება!

      • gio Says:

        ყველა სექტა მაგრად მკიდია.
        უბრალოდ კითხვა დავსვი და ყური წაიყრუეს.
        იქნებ შენ გამცე პასუხი?
        1- თქვენს სექტაობაზეც ბევრს ლაპარაკობენ და რას იტყვით ამაზე?
        2- კიდევ მაინტერესებს თქვენი პატრიარქი ვინ არის?

      • davit Says:

        ვაა რა სექტანტური სიტყვა-პასუხი აქვს ამ შემოსუნსულებულ ჩლიქოსანს! აბა ოლალოოლ მართლმადიდებელი ასე ხომ არ იტყვის ”მაგრად მკიდია”_ოოო! ვა შე ბედშავო მართლა გკიდია დიდი ეშმაკებით გამოჭედილი ტომარა კისერზე! გადმოაგდე ბიძიკო გადმოაგდე!

      • davit Says:

        ჯერ შენ გვითხარი ვინა გყავს პატრიარქი აბა გამოგვიტყდი ვინაა შენი მწყემსი? პაპა-ვერა ბრეიგდანსა რომის პაპი თუ ვინა, ვინა ჰა?

      • gio Says:

        ვაჟკაც შენ რომ მიცნობდე ეჭვიც არ გაგიჩნდებოდა იმაში რომ სექტა-მექტა არ მეხატება გულზე. მაგრამ აქ რაც წავიკითხე დასკვნა გამომაქვს რომ არც თქვენ ხართ ამათზე სუფთები.
        პასუხს ვერ მცემთ 2 შეკითხვაზე. ცოდვით სავსე მეშოკი რომელს უფრო დიდი გვკიდია ზევით გამოჩნდება.

        პასუხს ველი მაინც, იქნებ სხვამ გამცეს პასუხი.

      • davit Says:

        ჰაჰაჰაა ჰა ჰაა! კაცო აბა რომელი პატრიარქი გეხატება მაშ გულზე სექტა-მექტასთანა რომა ლოცულობენ ისინი ხომ არა ჰა?

      • davit Says:

        გიოვ, სექტანტური აბა რა წაიკითხე აქა არასუფთა თანაც გაფიცებ რომის პაპსა, რა არ მოგწონა ოლალოოლ გადმომიკოპ-პასტე ერთი რამე მაინცა, დაკუმენტ სლუში დაკუმენტ!

      • gio Says:

        ერთი კვირა კითხვაზე პასუხს ვერ მცემთ, თავ არიდებთ.
        მემგონი რომის პაპთან თქვენ უფრო ახლოს დგახართ ვიდრე მე.
        მოკლედ შეგიძლიად აღარ მიპასუხოთ. ისედაც ყველაფერი ნათელია.
        იეღოველებისგან და ბაბტისტებისგან ვერ განსხვავებთ. იმათაც რომ კითხვას უსვამ ვერ მპასუხობენ.
        კარგად იყავით ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
        პოსტები არ წაშალოთ და ხალხს ნუ აბოლებთ.

      • ელენა Says:

        ბილწსიტყვაობაში გეტყობა რა მართლმადიდებელიც ხარ. ”აბოლებთ” ”მკიდია” ეს არის შენი მრწამსის გამომხატველი წესიერება. რა პასუხი უნდა გაგცეს დიდგორის რედაქციამ დღესაავით ნათელი წერილები აქვთ გამოქვეყნებული: წერილობითი, ვიდეო, ფოტო მამხილებელი მასალით და საეკლესიო კანონების ფონზეა ყველაფერი განხილული. წაიკითხე საიტი და პასუხი ყველაფერზეა გაცემული. დემაგოგია მოგიძველათ.

      • გიორგი Says:

        The “American Circus” visits the Pope

      • გიორგი Says:

        Il Circo Acquatico Zoppis in Vaticano

  7. natalia Says:

    აშკარად გაკლიათ…..თქვენი აზროვნება აშკარად უპირისპირდება მართმადიდებულ აზროვნებას…..და არა მარტო მათ…..

    • ლომისა Says:

      თქვენ არ გაკლიათ ალაბათ ზროვნება და გვასწავლეთ. რით ვუპირისპირდებით წმინდა სამოციქულო ეკლესიის სწავლებას? კიდევ რას ვუპირისპირდებდით მართლმადიდებელობის თანამედროვე მოდერნისტულ-გლობალისტურ გაგებას?

  8. love jesus Says:

    modi jer biblia kargad waikitxet da mere ilaparaket…sxvebs sheurawyopas ayenebt da ggoniat sworad aketebt gmerti ar gvaswavlis sxvebis dacinvasa da sheurawyopas…rac sheexeba tkvens inpormacias baptistebi eklesiashi arc cekvaven da isini martla emsaxurebian gmerts mat gulshi gmertia tkven ki gmerts mxolod bageebit adidebt…saqartveloshi arsebobs baptisturi eklesiebi sadac cheshmaritebaa midi ik da gaigebt rom araswori warmodgena gkondat….girchevt jer kargad gamoidziot informacia da mere daadginot vinaa martali da vin ara ….biblia waikitxet yuradgebit….

  9. ucnobi Says:

    vinc martlmadidebelia shegizliat mipasuxit :” tu me ar msurs evangelisyebtan urtiertoba amit rames vashaveb????… an sashineli adamini var radgan isini chemtvis miugebelni arian.

  10. თეა Says:

    უფალმა დაგლოცოთ ასეთი სიმართლის აღიარებისთვის,ცრუ ყოველთვის უნდა ამხილო და ვინც მართმადიდებლობას კათოლიკებთან, ევანგელისტურ ბაბტისტურ სექტასთან,ან იაღოვას მოწმეებისგან დიდად ვერ არჩევს, ან ჯიუტად არ არჩევს ის არანორმალურია. ავადაა. მართლა ვწუხვარ თქვენზე ჩემო თანამემამულეებო, ქართველებო, მინდა უფალმა გაანათოს თქვენი გონება და მიხვიდეთ ჭშმარიტ სარწმუნოებამდე. ძალიან ბევრი მოეგო გონს და უფლის დახმარებით მიხვდება ის ვინც მართლა ადამიანია:) ღმერთმა დაგლოცოთ ჩმო საყვარელო ადამიანებო, ყველას შეგეწიოთ უფალი ვინც ამ სექტებს ფარდა ახადა. არ ვიცოდი რას წარმოადგენდა ეს რელიგიური ჯგუფები და უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სად რწმენა და სად ეს მასკარადი. ადამიანის გამოთაყვანება ადვილია, მაგრამ ჭკვიანები არ შცდებიან. მე მგონია რომ ქართველები ძლიან ჭკვიანი ხალხი ვართ და გავუძლებთ და გადავრჩებით. დიდება უფალს!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: