9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიენელი

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთ მონათა შენთა: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა, და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულ მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება. ამინ.

ძმანო და დანო !საქართველოს ოსტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი! როდესაც,ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი… ღვთის წინაშე! (მერაბ კოსტავა)

__________________________________________________________

9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა!

zviadi_2

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“

9 აპრილის გმირები

1985 წელს საბჭოთა კავშირში გარდაქმნის კურსის გამოცხადამ, რამელიც დანგრევის პირას მისული სსრკ-ს მოდერნიზაციისთვის მოიგონეს „დემოკრატიის მამებმა”, გამოიწვია საბჭოთა კავშირის შემადგენელობაში ძალადობით შეყვანილი სახელმწიფოებში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობა. ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ ყველაზე დიდი მასშტაბები მიიღო საქართველოში, ჩამოყალიბება იწყეს სხვადასხვა პარტიებმა და პოლიტიკურმა ოროგანიზაციებმა, რომელსაც მაშინ არაფორმალურ გაერთიანებებს უწოდებდნენ. გაჩნდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და საქართველოს გათავისუფლებისა, რომელსაც ყოველთვის სათუთად, გულში ინახავდა ქართველი კაცი.

ეროვნულმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ედგნენ, განსაკუთრებით მძლავრი ხდება 1988 წლიდან. ქართველი მამულიშვილების ძალისხმევით ეწყობოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები საბჭოთა ხელისუფლების დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. 1989 წლის 4 აპრილს საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის და დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგი წამოაყენეს. მიტინგის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა დაიწყო პოლიტიკური შიმშილობა.

ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნები კომუნისტური ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადამჭრელი ზომები მიეღო და ძირშივე აღეკვეთა ეროვნული მოძრაობის გაძლიერება. 1989 წლის 8 აპრილს, კრემლის დავალებით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მხარი დაუჭირეს მომიტინგეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების წინადადებას. იმავე დღეს გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მკაცრდებოდა მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების აღკვეთის მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით შეიქმნა მიტინგის დარბევის „იურიდიული” საფუძველი.

9 აპრილის დილისათვის მიტინგის დასაშლელად გამოყენებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოისროლეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ასობით ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი. დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

სამხედრო ჯავშანმანქანების კოლონა, რამდენიმე ასეული ჯარისკაცის თანხლებით, იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინა მოედანზე და შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. სადამსჯელო ჯარებმა, რომელსაც გენერეალი ი. როდიონოვი ხელმძღვანელობდა, ქართველი მამულიშვილების აქცია სისხლში ჩაახშო. საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ეროვნული მოძრაობა 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორად თვლის დღესაც დაუსჯელია! საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა გაუგონარი სისასტიკით დაშალეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც მოედანზე დარჩა 19 მოკლული ადამიანის, აქედან 16 ქალის (მათ შორის, ერთი ორსულის) გვამი. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა, მრავალი კი დაიჭრა. 9 აპრილს უღმერთო-კომუნისტურმა სადამსჯელო ორგანობმა ადამიანების მოსაწამლად გამოიყენეს მანამდე უცნობი ქიმიური შემადგენლობის მომწამვლელი გაზი, რომლის გამოყენებაც აკრძალული იყო საერთაშორისო კონვენციით.

9 აპრილის სისხლიანმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნული მოძრაობა, კიდევ უფრო შეუპოვარი გახდა ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. და აი, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდაც დაჰკრავს… ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი ქართველების ხსოვნის დღე არის…

საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და 9 აპრილი, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა!

„დიდგორის” რედაქცია


ჩვენ გვსურს საგანგებო განცხადება გავაკეთოთ 9 აპრილთან დაკავშირებით და საბჭოთა ჯარების ბარბაროს ჯარისკაცთა გვერდით დავაყენოთ საქართველოს „პატრიარქი” ილია მეორე შიოლაშვილი, რომელმაც 9 აპრილის შემოქმედ ედუარდ შევარდნაძესთან შეთქმულებით მომავალშიც გააგრძელა ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის, თენგიზ სიგუას „ნიჩბებით” მრავალტანჯული ქართველი ერის სხეულისა და სულის აჩეხვა!

დააკვირდით, 9 აპრილის ღამის მიტინგზე, ამ იუდა “პატრიარქის” გამოსვლას: ის კი არ მოუწოდა ქართველ ერს ფეხი არ მოვიცვალოთ ამ გადამწყვეტ ომში ჩვენი მტრების წინააღმდეგ და დავდოთ თავი ქრისტეს სამსხვერპლოზე და მისი რწმენის ერთგული ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელი სამშობლოს წინაშეო, არამედ მოუწოდა სამარცხვინო ღალატისკენ, ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაპარვისკენ, იუდა მოღალატის გზისკენ! რადგან იგი საბჭოთა კავშირის უშიშროების „შპიონაჟის” უმაღლესი გენერალი „ივერიელი” იმ ღამესაც ასრულებდა გენერალ „როდიონოვის” მხარდამხარ თავისი საკუთარი ხელმწიფის საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მასონ მიხეილ გორბაჩოვისა და მისი მარჯვენა ხელის ასევე მასონთა ლოჟის ხელდასხმულ გამორჩეული სისხლისმსმელი დემონის ედუარდ შევარდნაძის უშუალო დავალებებს.

1993 წლის 14 სექტემბრის ღამეს, რუსთაველის პროსპექტზე შევადნაძის წინაშე დაჩოქილმა პუტჩისტმა ყაჩაღებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს! მათ სასიკვდილი განაჩენი გამოუტანეს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და ასობით მგზნებარე მამულიშვილს.

9 აპრილის გმირები

9_aprilis_gmirebi_1

თამუნა ჭოველიძე, 16 წლისა, 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე. ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლისა, კომაროვის სკოლის X კლ. მოსწავლე. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლისა. 51- ე საშუალო სკოლის მოსწავლე.

9_aprilis_gmirebi_2

ნანა სამარგულიანი, 30 წლისა, თბილისიდან. მარინე ჭყონია – სამარგულიანი, 35 წლისა, თბილისიდან. ნატო გიორგაძე, 23 წლისა, ჩოხატაურის რაიონიდან.

9_aprilis_gmirebi_3

თინა ენუქიძე, 70 წლისა, თბილისიდან. ნინო თოიძე, 25 წლისა, მახარაძის რაიონიდან. ზაირა კიკვიძე, 61 წლისა, თბილისიდან.

9_aprilis_gmirebi_4

ვენერა მეტრეველი. თამარ მამულაშვილი, 50 წლისა, თბილისიდან. მზია ჯინჭარაძე, 43 წლისა, თბილისიდან

9_aprilis_gmirebi_5

შალვა (დათო) ქვასროლიაშვილი, თელავის რაიონიდან (სოფ. აკურა). ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლისა, თბილისიდან. მამუკა ნოზაძე, 22 წლისა, ლაგოდეხის რაიონიდან.

9_aprilis_gmirebi_6

აზა ადამია, 22 წლისა, სტუდენტი, გეგჩკორის რაიონიდან. თამუნა დოლიძე, 28 წლისა, თბილისიდან. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლისა, თბილისიდან

9_aprilis_gmirebi_7

მანანა ლოლაძე, 33 წლისა, თბილისიდან. გია გიორგის ძე ქარსელაძე, 25 წლისა, თბილისიდან. მანანა მელქაძე, 23 წლისა, თბილისიდან.

მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურმა

2010

22 Responses to “9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე”

    • ელენა Says:

      ახლა ყველა ფარისეველი, პუტჩისტი თუ სექტანტი, ძველი კომსომოლები ნაც-პატრიოტებად გადაქცეულები შენი დაწერილისა არ იყოს ლადო ქრისტეს ჯვარმცმელი ბარაბას მიმდევრები კათოლიკე-სექტანტს დაბადების დღეს რომ მხურვალედ ულოცავდნენ ილია მეორის სამღვდელოების კმევითა და გუნდრუკით ჩამწკრივდებიან მთავრობის სახლის წინ 9 აპრილის გმირების სადიდებლად და ნამდვილ ეროვნულ ხალხს ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ადგილს აღარ დაუტოვებენ. 9 აპრილის დარბევისას მეც ვიყავი მაგრამ ზვიადის დამხობის შემდეგ ამ პუტჩისტებმა და სოროსელებმა ისე მომაბეზრეს თავი რომ ამ დღეს ფეხის მიმდგმელი აღარა ვარ მთავრობის სახლთან და არც ტელევიზორს ვრთავ ხოლმე რომ არ ვისმინო ფარისევლური ვითომ მწუხარება და დიდება! ამ დღეს ვანთებ სახლში ხატებთან სანთლებს და ვიხსენიებ აპრილის გმირებს, მართლა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს მათი სული ღმერთმა!

  1. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი Says:

    ქართველ მამულიშვილებსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც მტრულად არ არის განწყობილი მის მიმართ, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

  2. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი Says:

    არსებობენ ისეთი გამონათქვამები და ქმედებანი, რომლებიც ირიბად ცოდვას, ხოლო აშკარად _ სახელმწიფო დანაშაულს წარმოადგენენ. ასეთთა რიცხვს განეკუთვნება საქართველოს მოქალაქეების და მით უფრო, მისი ,,ხელისუფლების“ მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს. ეს უკანასკნელი თარიღი, 1918წ-დან მოყოლებული, ძალაში იყო იმ დღემდე ანუ 1991წ. 9. 04-მდე, როცა საქ. ეროვნულმა ხელისუფლებამ, საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის ოკუპირებისა და დაპყრობის (,,ანექსია“) გამო, კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამდენად, ეს ბოლო მოვლენა უნდა აღინიშნოს. ასე, საქ. ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა დამოუკიდებლობის აღდგენა და ყველა იმ თარიღს ხომ არ ვიდღესასწაულებთ (არასწორი მაგალითი მოჰყავთ, ზოგჯერ, ა. შ. შ-ის მიერ 1776წ-ის 4. 07-ს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღემდე აღნიშვნის სახით და მხედველობიდან ,,რჩებათ“ ის გარემოება, რომ ამ ქვეყანას, მას მერე, დამოუკიდებლობა არ დაუკარგავს; აქედან გამომდინარე, არც კვლავ აღუდგენია იგი და ამიტომ, ეს თარიღი მათთვის რჩება არამარტო პირველ, არამედ უკანასკნელ თარიღადაც და ამის გამო, აღნიშნავენ მას დღემდე)?!

  3. იოსებ ღუდუშაური Says:

    დევნილობაში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მამულიშვილებს, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

    დიდი მადლობა მამა გიორგი სხილაძეს და ყველა ჭერმარიტ სამღვდელო პირს, რომლებიც ყოველთვის მხარში ედგნენ კანონიერ ხელისუფლებას, როგორც საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე დევნილობაში.

    დიდი მადლობა „დიდგორის“ სარედაქციო ჯგუფს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისათვის და სათანადოდ აღნიშვნისათვის. დიდი მადლობა ბ-ნ გიორგი წილაძეს.

    ქართველ ერს ვუსურვებ კვლავ გაერთიანებას, კანონიერებისა და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის აღდგენას!

    ღმერთი იყოს სრულიად ქართველი ერის მფარველი.

    „ძმანო და დანო !

    საქართველოს ოსტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი! როდესაც… ამ 70 წლის მანძილზე… ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად… ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი… ღვთის წინაშე!“ (მერაბ კოსტავა)

    • ნიკა Says:

      Fecioara curata (Agni Parthene)

      • ნიკა Says:

        წმინდა პარასკევას უხრწნელი სხეული
        Sfanta Cuvioasa Parascheva de la Iasi

      • davit Says:

        გულითა და სულით გილოცავთ უფლის ზეცად ამაღლების დღესასწაულს!

        ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა

        ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

  4. a.sanduxaZe Says:

    [15:35:13] leila tsomaia: gamosaTxovari

    damoukidebeli erovnuli gazeTis _ “ganmaTavisufleblis” _ redaqcia Rrma mwuxarebiT iuwyeba, rom 2010 wlis 23 ivliss, 77 wlis asakSi gardaicvala prezident zviad gamsaxurdias uzenaesi sabWos deputati, prezidiumis wevri, erovnuli mTavrobis ganaTlebis yofili ministri qalbatoni lia andRulaZe. dakrZalva 27 ivliss.

    • გიორგი Says:

      რა ძლიერ სამწუხაროა, ეს ინფორმაცია! ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქ-ნი ლია ანდღულაძის სული! მე პირადად, ყოველთვის მოვიხსენიებ მას ჩემს პირად ლოცვებში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მეოხი მისი სულისათვის უფლის წინაშე!

      ——–

      “დიდგორის” პრეს/სამსახურის ხელმძღვანელი გ. წულაძე

      • davit Says:

        ეჰ გიორგი ბატონო მეც დამწყდა გული ამ ქალბატონზე დეპუტატზე, ცრემლები მერევა ჩვენს გაუხარელ და გამწარებულ ეროვნულ ხალხზე როცა მათ სიკვდილს ვიგებ ასე დამემართა ჩემს მოგვარე ჯემალ გოგიტიძეზეც, თორემ სხვა მხრივ სიკვდილს არაფერი აქვს საშიში თუ უფლის საქმისთვის ჩვენი პატიოსნებით ერთი აგური მაინც დაგვიდია მის საქმეზე! წაკითხული მაქვს ერთი მიცვალებული ქალი მხოლოდ იმად შეიწყალა უფალმა ღმერთმან რომ ღვთისმშობლის კანდელში გამუდმებული რუდუნებით ასხამდა თურმე ზეთს და რომ მუდამ ათებული ჰქონდა ნათელი დედა ღვთისმშობელს! უფალმა შეიწყალოს ჩვენი გარდაცვლილი ქართველი ქალბატონის სული! ჭეშმარიტად!

  5. gocha Says:

    პატრიარქს დიდი მსხვერპლისგან ხალხის გადარჩენა უნდოდა მაშინ. რა იოლია დაბრალება, ასეთი თვალდაბნელებულები რომ კვლავ ბევრია საქართველოში, იმიტომ აქვს ამ ქვეყანას კარგად საქმე. მოგწონს არ მოგწონს – პატრიარქის სიტყვას უნდა ემორჩილებოდეს ერი. უფრო მეტიც, უმეფობის ხანაში ის მეფეც არის – მესიის მახვილი…მან ქვეყანას კვლავ გაუღო გული უფლისკენ და ზოგიერითი ჯოჯოები მაინც გესლს ანთხევენ მის წინააღმდეგ. ღმერთ მათ სასტიკად დასჯის და სჯის კიდეც ასეთი დიდი ცოდვისთვის!…. მაშინ – 9 აპრილს, იქ შეკრებილი ხალხი ყური არ ათხოვა და არ დაემორჩილა პატრიარქს და შესაბამისად – ღვთის ნებას. საქართველო დამოუკიდებლობას ისედაც მოიპოვებდა დაა ასეთი მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მაშინდელმა იქ მდგომმა ლიდერებმა დაღუპულთა ცოდვა დაიდეს მხრებზე, ისევე როგორც გასულ წელს 26 მაისის სისხლიანი ღამის ლიდერებმა….

    • davit Says:

      ვაა ეს ეჩმიადინელი გოჩაც მოსულააა, რაიო რაიო? ხედავ შენა პატრიარქსაო დიდი მსხვერპლისგან ხალხის გადარჩენა უნდოდაო ბრძანა გოჩა კარაპეტიანმა! მწვალებლებთან რომა ლოცულობს მაშინ ვისი გადარჩენა უნდა ხოლმე, აი მაგალითად ახლა რომ ილოცა გარეგინთანა, წარსულში რომის პაპთანა, ბუდისტებთანა თუ შამანებთანა, ქალ მღვდელებთანა, მამათმავლებთანა? აბა ერთი მიპასუხე გოჩავ, და მერე კიდევ გავაგრძელებ!

    • davit Says:

      კაცო გოჩავ , რა მაინტერესებს იცი, სანთელს რა დროს ანთებენ განა ლოცვისას არა კაცო? სჯულის კანონმა სთქვა მწვალებლებთან ვინც ილოცოსო და არა მხოლოდ ვინც წირვა ჩაატაროსო. ეს ეჩმიადენის დამცველები რა გაეშმაკებულები არიან თვალსა და ხელს შუა არ გატყუებენ?

    • ლომისა Says:

      ხალხის გადარჩენისთვის კი არ მივიდა იქ ილია მეორე, არამედ საბჭოთა მილიციის მაღალჩინოსანთა მოთხოვნის შედეგად! ამ მილიციის მაღალჩინოსნებს კი კომპარტიის ცკ-ის მდივანმა ან რომელიმე მათზე ზემდგომმა უწყებამ დაავალა. არის ამის დამადასტურებელი ვიდეო და მოწმეებიც ცოცხლები არიან!

      ხალხის გადარჩენა თუ უნდოდა ავადსახსენებელი პუტჩის დღეებში თავი არ უნდა მოემკვდარუნებინა და არ უნდა დამალულიყო, როდესაც ქართველების სისხლს ანთხევდნენ რუსთაველი პროსპექტზე. როდესაც კანონიერ პრეზიდენტს და ეროვნულ ხელისუფლებას დევნიდნენ, მის წევრებს ხოცავდნენ და მშვიდობიან დემონსტაციებს ხვრეტდნენ ყაჩაღების და კრიმინალების იუბილეებზე არ უნდა ეგოგმანა და ეხარხარა.

      და თუ მართლა ხალხის გადარჩენა უნდოდა ოდიკი გაეშალა რუსთაველის პროსპექტზე, ზარები დაერისხა, ჯვრები და საეკლესიო დროშები გამოეტანა, სანთლები დაენთო, მთელი სინოდი (ან ვინც გაბედავდა) გამოეყვანა და ასე გადაარჩენდა ხალხს. თუ ვერ გადააარჩენდა, მაშინ მის გულწრფელობაში ეჭვიც არავის შეეპარებოდა და აღარც ეს უსაიმოვნო საუბარი იქნებოდა. არ ხერხდება ბ-ნო გოჩა ერისა და კომპარტის ერთგულება იმავდროულად. ვერ ემსახურები ღმერთსა და მამონს ერთდროულად!

      !!!

  6. gocha Says:

    მწვალებლებთან არ ლოცულობს. ბოღმა და გესლი ისე გიბნელებს თვალს, რომ მალე ალბათ საკუთარ თავშიც რამეს დაინახავ, მაგალითად, ანდროგინს და თვითკმაყოფილებაში გაიპარები. ჯოჯოხეთამდის გზა გქონია. კარაპეტიანი სახლში მოიკითხე შე ნამდვილად ჯოჯო შენა….

    • davit Says:

      ვაჰმე რატომ იუკადრისე კარაპეტიანი, კაცოო, განა ილიამა სინოდითა შენმა პატრიარქმა გარეგინი არ მიიღო აი ახლა? განა სანთლებითა არ ილოცეს და აკმიეს ერთად სიონშიო, მემრე კარაპეტიანულ ტაძრებშიო? რატომ დაირცხვინე გოჩავ, ჯოჯოდ რაზედ გადააქციე სანაქებო გარეგინ კარაპეტინის მოდგმა, არა გრცხვენია კაცო გარეგინის და შენი პატრიარქის ასე ღალატი?

      • gocha Says:

        სტუმარი, მტერიც რომ მტერია, სტუმარია (კიდეც რომ თავს მოხვეული სტუმარი იყოს). ეკუმენისტებთან და მწვალებლებთან ერთობლივი წირვა (თუ იცი რას ნიშნავს წირვა საერთოდ?) არ შეიძლება. მაგრამ სადმე დაინახე ასეთი რამ? სანთელი მილიონი რომ დაანთონ მერე რა? ერთობლივად როდის ან რა აკმიეს? ”ბრტყელი” ხარ, ტყუილიც არ შეგიძლია ნორმალური. გარეგინი მარტო რომ დატოვა პატრიარქმა საზღვარზე, ჩუმად უკან საქართველოში შემობრუნებულა და სომხებთან კვლავ მისულა ქართველების ზურგს უკან, საქმეები ურჩევია. ამაზე რატომ არაფერს ამბობ? თუ შენ თვითონ ხარ სომეხი და არ გაწყობს ნამდვილი პრობლემის წარმოჩენა? კუზიანს ვერაფერი გაასწორებს. ასეთ კამათში მტყუანი მხარე არასდროს დაიხევს უკან, რადგან კამათობს კამათის გულისთვის. ამიტომ შენთან განუწყვეტლივ კამათს აზრი არა აქვს, ანდროგინი იყავი და დარჩი ანდროგინად…

      • ნიკა Says:

        ბატონო გოჩა, ეს ვებ-საითი ეკუმენიზმს ამხელს, გამომდინარე აქედან, მსოფლიო სამღვდელოების მრავალი სამხილი მწვალებლებთან ლოცვის შესახებ, იქნება ეს საქართველოს საპატრიარქო თუ სხვა ქვეყების საპატრიარქოები, (თუ პირველიერარქები) ”უხვად” არის განთავსებული ”დიდგორი” – ზე. რომ დარწმუნდეთ, ჯერ ჩვენი საპატრიარქოთი, გთხოვთ, აქედან დაიწყოთ: https://didgori.wordpress.com/2009/01/22/ilia-me-2-es-eretik-qmedebebi/

  7. ლომისა Says:

    გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

  8. kkeettiii Says:

    ხალხო გონს მოეგეთ ,,რეებს ბოდავთ პატრიარქზე??? ყველას გვტკივა 9 აპრილის გმირები,მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ ეს იყო უაზროდ გაღებული მსხვერპლი და ძალიან დიდი შეცდომა… საბჭოთა კავშირი 9 აპრილის სისხლისღვრის გარეშეც დაიშლებოდა..

  9. anano Says:

    საშინლად მოექცნენ ქართველ მოსახლეობას ეს დიდი სისასტიკეა, ასეთი დაუნდობელი ადამიანები ქვეყნად დალეული მეგონა მაგრამ ვცდებოდი ყოფილან თანაც რამდენი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: