ათი მცნება

მე ვარ უფალი ღმერთი შენი

ი კ ო ს ი

გონებასა კაცობრივსა ვერ ძალუძს ცნობად, თუ ვითარ ქორწილისა გამოუცდელმან ქალწულმან იტვირთე ყოველთა ღმერთი და უხრწნელად შევ ძეი, რისთვისაც შიშით ვხმობთ შენდამი: გიხაროდენ, სიხარულო ჩვენო, მტვირთველო ღვთისა – ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შენსა.

უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა, იგი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. მას შემდეგ ეს მცნებები სავალდებულო გახდა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცნებების სიძველე არ ნიშნავს, რომ ისინი მოძველდა. ეს მცნებები მარადიულია. როგორც საუკუნეების წინ იყო ამ მცნებების ყოველი სიტყვა შესასრულებელი, მისაღები და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ასევე დღესაც და მარადჟამს მომავალშიც. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ბუნებრივია, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს ყოველი მცნების აზრი და არსი. მიუხედავად იმისა, რომ უფლის განკაცების შემდეგ უფალმა ახალი აღთქმის მოძღვრება მოიტანა, ეს არ ნიშნავს, რომ მან მოსეს ათი მცნება გააუქმა. ათი მცნება უფლის ქადაგებით არ გაუქმებულა, პირიქით, იგი უფრო განმტკიცდა, კაცობრიობას სახარებისეულად კიდევ უფრო ნათლად განემარტა. სწორედ ეს ათი მცნება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. ამიტომ ჩვენ თითოეული ამ მცნების აზრი და მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ.

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

6. არა კაც-ჰკლა.

7. არ იმრუშო.

8. არ იპარო.

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

განმარტებანი:

კიევ-პეჩორის ლავრა

ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმენდს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინებელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.

მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისაგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია.

პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.

  • პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.

დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა… ბინდავს ადამიანის გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, მწვალებლობას, ხშირია მკრეხელობა მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი (ნათლისღება, აღსარება, ზიარება და სხვა) უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ან ერეტიკოს პატრიარქებზე და მღვდელმთავრებზე, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.

ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.

იმისათვის, რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ სახარება, წმინდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება – ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2, 29-30).

  • მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას.

ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია, სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშებს მისდევენ… ღმერთი და მისთვის მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.

მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.

  • მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ, კიდევ უფრო დიდი და მძიმე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სიმართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა, ღმერთის შესახებ ანეკდოტების მოყოლა და ყველანაირი ხუმრობა ღმერთზე.

ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აგვიღწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: „ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და… ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება“ (ესაია 6, 1-3).

აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მით უმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.

  • მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.

ქრისტიანები უქმობენ კვირას, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა, აგრეთვე დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე.

მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ, დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვები, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულისათვის.

სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგან მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.

  • მეხუთე მცნება: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივიცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა, ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.

მშობლები სწუხან, ტირიან შვილების უდიერის საქციელის გამო, თუმცა უმეტეს წილად თვითონ არიან დამნაშავნენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ აღზარდეს ისინი.

დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.

ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას თავისი შვილები.

მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ; მაგრამ თუ მშობელი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.

  • მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.

მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება, ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.

ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამ ქვეყნადაც დიდად დასჯილია, გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და ტანჯვაში დალია თავისი დღენი; ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.

მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.

დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგანაც ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, – გვარიგებს წმიდა ბასილი დიდი, – მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ჰუმანურ სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.

საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.

ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით… წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკულელსა არა აქუს ცხოვრებაი საუკუნოი“ (I იოანე 3, 15).

  • მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.

ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას კაცსა და ქალს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მრუშება, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები…

„სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი… ნუცაღა სახელ-იდებიან თქვენ შორის“ (ეფესელთა 5, 3) – გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს: უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში“ (მათე 5, 27-28).

არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა… არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.

  • მერვე მცნება: არა იპარო.

არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა – სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა – ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და, საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა…

ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავისი საქციელის გამართლების მიზნით, სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს, და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა.

ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანად გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული კი მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: „ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების“.

იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმინდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკა 23, 41-42).

და მიუგო იესომ: „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 43).

ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.

  • მეცხრე მცნება: არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოწმის განკითხვა…

ღირსი მამა ანტონი წერს: „ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებლისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანთა შორის, სთესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ ადამიანს სახლის კარებს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს“.ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველის და მორელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილიმწამებელთან ახლოს ყოფნა, რადგან იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხავენ ღვთის სამსჯროზე.

ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, „ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით“ (წმიდა ანტონი დიდი).

  • მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფირთმა – შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.

სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, – წერს წმიდა ბასილი დიდი, – შური კი ისე სჭამს კაცის სულს, როგორც ჟანგი რკინას… შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახშობს მას, ვის სულშიც ბუდობს.

გახსოვდეს, რომ თუმცა ნათლობით ცოდვებისაგან განიწმინდება ადამიანი, მაგრამ ცოდვისაკენ მიდრეკილება რჩება! რადგან ნათლობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი, ცოდვათა მიდრეკილებების აღმოფხვრისათვის აუცილებელია ხშირად აღსარების თქმა და ზიარება. აუცილებელია, რომ მშობლებმა შვილები ჩვილობიდანვე მიაჩვიონ ზიარების მიღებას. ხოლო როდესაც წამოიზრდებიან, აღსარების თქმას.

წამალს რომ ვსვამთ, ექიმის წარსულ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი ფიზიკური განკურნებისათვის, ასევე აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს დროს იკურნება ჩვენი სული და მოძღვრის წარსულ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სულის განკურნებისათვის. ზიარების აუცილებელი პირობაა ქრისტეს რწმენა, სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა და ღვთის მცნებებით ცხოვრებისა. თუ არა გაქვს სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა ნუ ეზიარები, რადგან დაისჯები ღვთისაგან. იმიტომ კი არ მიდის მორწმუნე ეკლესიაში თავი მართალი რომ ჰგონია, არამედ იცის მხოლოდ ეკლესიაში არის შესაძლებელი სულის ჭეშმარიტი განკურნება. ყოველთვის გახსოვდეს, რომ დედამიწაზე სტუმარი ხარ და რომ შენი სამუდამო სამყოფელი ზეციური ეკლესიაა.

მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურმა

 

 

56 Responses to “ათი მცნება”

  1. ნიკა Says:

    105 – Чудотворные иконы Божией Матери. ч 1.avi

  2. aleqsandre Says:

    პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვებია:
    1. უღმერთოება, როდესაც უგუნურნი იტყვიან: არა არს ღმერთი;
    2. მრავალღმერთიანობა, როდესაც აღიარებენ მრავალ ცრუ ღმერთს;
    3. ურწმუნოება;
    4. მწვალებლობა;
    5. განდგომილება;
    6. სასოწარკვეთილება;
    7. მკითხაობა და ცრუმორწმუნეობა.

    არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
    ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს:

    კერპთა თაყვანისცემას.

    კერპი არის ცრუ ღმერთების გამოხატულება.

    მეორე მცნება არ გვიკრძალავს ხატის თაყვანისცემას, ვინაიდან ხატი არის გამოხატულება ჭეშმარიტი ღვთისა და მისი წმინდანებისა. და, როცა ჩვენ ხატს თაყვანსა ვსცემთ, გონების თვალით უნდა მივხედოთ ღმერთს და იმ წმინდანებს, რომელნიც ხატზე არიან გამოხატულნი.

    ეს მცნება გვიკრძალავს: კერპთა თაყვანისცემას, ანგარებას, გემოთმოყვარებას, ნაყროვანებას, სიმთვრალეს.

    • ნიკა Says:

      პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

      ————————–
      საქართველოს საპატრიარქოსთან ევქარიტიულ ერთობაში მყოფი ანტიოქიის საპატრიარქო პირველი მცნების წინააღმდეგ:

      —————

      მიტროპოლიტი გიორგი კოდრე (ანტიოქიის საპატრიარქო): როდესაც ბუდისტი ანდა მუსულმანი თავიანთ საღმრთო წიგნებს კითხულობენ, მადლისმიერი შთაგონებით გაბრწყინებულნი, ისინი თვით ქრისტეს ჭვრეტენ. სული წმიდის მადლი არაქრისტიანულ რელიგიებშიც მოქმედებს. სული ცხოვრობს იქ, სადაც სურს. ქრისტიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ქრისტესკენ, როგორც ჭეშმარიტებისკენ, არ შეუქმნიან რაიმე დაბრკოლებას სხვა ჭეშმარიტებებს, რომლებიც სხვა ტრადიციებშია გაფანტული, რადგანაც ყველა ეს ჭეშმარიტება ერთი ღმრთაებრივი წყაროდან მომდინარეობენ. დიალოგის მიზანი არის შედეგების მიღწევა რელიგიურ გარდამოცემათა გვერდის ავლით, რადგანაც ეს გარდამოცემანი წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. ვიპოვოთ ღმრთაებრივი ჭეშმარიტება, რომელიც შეფარულია სხვადასხვა ნიშნებსა და სიმბოლოებს მიღმა – აი, მთავარი მიზანი. ეს არ არის სინკრეტიზმი, ეს თავად ქრისტეა, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ, რომელიც სხვადასხვა რელიგიათა უკიდეგანო სივრცეებზე დააბიჯებს (,,Faith and Order“, Paper #166, WCC Publications,GJeneva, 1994).
      http://www.patriarchate.ge/?action=bmulebi

      • ნიკა Says:

        პირველი და მეორე მცნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
        ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს:

        კერპთა თაყვანისცემას.

        კერპი არის ცრუ ღმერთების გამოხატულება.

      • ნიკა Says:

        პირველი მცნების დარღვევა პაპისტურად…

      • ნიკა Says:

        პირველი მცნებისგან განდგომა რუსული ემიგრაციული ეკლესიის იუდას ცოდვით დაცემული ნაწილის

      • ნიკა Says:

        აი ვის შეუერთდნენ პირველი და მეორე მცნების საწინააღმდეგოდ რუსული ემიგრაციის ლავრის სინოდი.

      • ნიკა Says:

        პირველი მცნების საწინააღმდეგოდ რომ არ შეგეპაროთ ეჭვი უცხო ღმერთთა თაყვანისცემაში რომ არიან პაპისტები და მათთან მლოცველი მართლმადიდებელი პატრიარქები:

      • ნიკა Says:

        პირველი და მეორე მცნების წინააღმდეგ საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჩადენილი გმობა ღვთის: “მრავალწლიანი თავისი ერთგული მსახურებით მთელი კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე წარმოადგენს დიდ მაგალითს მომავალი თაობებისათვის…თქვენო უსამღვდელოესობავ შიეხ ულ-ისლამ ალაჰ-შუქურ ფაშაზადე!” (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის სიტყვა წარმოთქმული ქ.ბაქოში)

      • ნიკა Says:

        განსაკუთრებული ცინიზმით გაცემა მართლმადიდებლობისა, იხ. პირველი და მეორე მცნების გმობა:

      • davit Says:

        ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! გენაცვალეთ დიდგორო! ვფიცავ ჩემს მფარველ ანგელოზს დავით აღმაშანებელს, მისი ჭეშმარიტი მეომრები ხართ! ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი აი ვისზე უთქვია თურმე დალოცვილ იოანე ზოსიმეს! ორლესულო მახვილო მხილებისაო ჩემო სულიერო დიდგორო, სიმართლის დაცვით ასე ჩემი მტკივნეული შეჭირვებული გული ჯერ არავის გაუხარებია !

      • გიორგი Says:

        დავით! დაგლოცოს წმინდა დავით აღმაშენებელმა! მადლობა ძვირფასო ძმაო ქრისტეში!

        “დიდგორის” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი – გიორგი წულაძე

      • ნიკა Says:

        ქრისტეს ჯვარმცმელთა და ყოვილსმპყრობელი ღვთის ათი მცნების გამცემ ერესიარქთა მორიგი ერეტიკული საქმენი:
        Главные еретики РПЦ ч.2.flv

      • ნიკა Says:

        სერბეთის საპატრიარქოს გამცემლობა:

        —————————-

        Сербский Патриарх Ириней предлагает провести экуменическую встречу в 2013 году

        Белград, 29 января, CWN/Zenit/Благовест-инфо. Патриарх Сербский Ириней, недавно избранный предстоятелем Сербской Православной Церкви, считает необходимым развивать диалог между православными и католиками. Во время своей первой пресс-конференции в качестве Патриарха Ириней предложил провести экуменическую встречу в 2013 в Сербии. По замыслу Патриарха, на встречу будут приглашены лидеры Поместных Православных Церквей и Папа Римский Бенедикт XVI. Таким образом, может состояться первый в истории визит Римского понтифика в Сербию…
        http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=32258

      • ნიკა Says:

        Патриарх Сербский Павел о сотрудничестве с Католической Церковью

        Сотрудничество с Католической церковью является “одним из важнейших приоритетов” для Сербской Православной Церкви. Об этом заявил 11 октября журналистам Святейший Патриарх Сербский Павел после рабочей встречи с президентом Сербии Борисом Тадичем, прошедшей на Патриаршем подворье Белграда.
        http://www.kiev-orthodox.org/site/events/1125/

      • ნიკა Says:

        Папа Бенедикт XVI благословляет сербского мальчика, которого подвел к нему епископ Сербской патриархии. Последняя активно практикует совместные молитвы с католиками, которые нередко проводятся по благословению Патриарха.
        http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=62692&type=view

      • ნიკა Says:

        Декан коллегии кардиналов Анджело Содано будет представлять Папу Бенедикта XVI на отпевании Патриарха Сербского Павла. Заупокойное богослужение состоится 19 ноября в белградском соборе святого Саввы на Врачаре.

      • davit Says:

        ეხლა ყველა ვიდეო რაც გამოაქვეყნეთ ბატონო ნიკავ ვნახე ყურადღებით და კიდევ ერთხელ ეს მერამდენეჯერ გავჯავრდი დოქტორანტზე! ხომ თქვა მარტო ტაფის თუ ქვიჯის მეშინია დემოკრატი კაცი ვარო! უნდა გამოვიწვიო სადმე დუელში და დიდი ბებიაჩემის თუჯის ტაფით უნდა მივიდე და თუ კიდე მითხრა ამ პატრიარქებზე კირილეზე ილიაზე ბართლომეზე და გარდაცვლილ პავლეზე თუ გარდაუცვლელ მის შემცვლეზე დედა ეკლესიააო აი ოლალოოოლ რა რომ გამოვუდგებე ბებიაჩემის ტაფით და ჩავცხებ იმ ეშმაკისგან გარეტრეატებულ თავში მერე მდიოს გერასიმეს დანიელის ზვიადაძისა და სტეფანეს სამართლითა!

      • კახა Says:

        დავით ერთი არა ცხრა მაინც, თუ დათვალე რამდენი თუჯის ტაფა გინდა, ნახე დაიძრნენ ნაც-ლიბერალების გოგო-ბიჭები…:D
        http://forum.ge/?f=84&showtopic=34110317&st=105

      • კახა Says:

        ნაც-გოგობიჭეებს თუ მიშისტ ზროხა კაც-ქალებს ერთი დიდი ნიუანსი ვერ გაუგიათ;( ამ სახალხო გაერთანებულ მართლმადიდებლურ მოძრაობაში ისეთი ხალხი გაწევრიანდა სულ ფეხებზე ეკიდათ ეკლესია და რწმენა! მაგრამ ვთქვათ და გაბვიხილოთ ერთერთი წევრი სოსო ჯაჭვლიანი სვანი კაცია და წამდაუწუმ აპარებენ რომ შეიძლება მისი ბიჭი გაათხოვონ ან გოგომ ცოლი მოიყვანოს და გამოფხიზლდა რა სვანი კაცია და იკრა ხანჯალზე ხელი😀 თბილისის ფორუმზე ატყდა განგაში ფაშიზმი დაიწყო საქართველოშიო:D

      • კახა Says:

        ქართველი კაცის წვერ-ულვაში და კაცური გაწვ გამოწევა ფაშიზმია და მამა ჯემალას თეძოების რხევა რასაც ევროპული მამაკაცობა ჰქვია გადედლებული ლიბერალიზმი😀 ბისსსსსსსსსს კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე ესეც აღარ გამოგვდის😀

      • კახა Says:

        მეც გილოცავთ ყველას გიორგობას! თქვენიანი ვარ უკვე😀 გადმომიბირეთ…

  3. კახა Says:

    პასუხზე რატომ არავინ გამცა პასუხი😦

    • იოსებ ღუდუშაური Says:

      გოლოცავ გიორგობას ბ-ნო კახაბერ!

      „დიდგორმა“ კი არა უფლის სიყვარულმა გადაგიბირა ჩვენო ახლადშეძენილო ძმაო ქრისტეში ისევე, როგორც „დიდგორის“ სხვა გულშემატკივრები. გვიხარია რომ ჩვენიანი ანუ ქრისტეს მხედარი გახდი.

      ღმერთმა დაგლოცოს!

      p.s.

      გაიღიმე და იხარე ძმაო, დღევანდელ დღეს უხდება! ჭეშმარიტების სიცრუეზე გამარჯვების დღეა დღეს! სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეა დღეს – დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა!

      • კახა Says:

        დიდი მადლობა! ნამდვილად მიხარია კარგი ხალხის გაცნობა😀

        აი ამ ხალხის კი რა მოგახსენოთ! სიტყვა პაპიზმზე არ გამახარა მოდერატორმა დათიკომ, ამ თემაში კი ჰომოებისგან ბიბლიაზე თავდასხმისას ნახეთ რა გასუსულ გასუნსულებულია! ახლა Lashab რომ ნაწყენი იყო მართლმადიდებლები თან სცოდავენ და მაინც მართლმადიდებლობას აწვებიანო, თემაში http://forum.ge/?f=84&showtopic=33962773&st=75 პედერასტებთან ერთად ამტკიცებს რომ ღმერთმა დაუშვა ერთი სქესის ქორწინება! არ შეიძლება ცოტა კომპეტენტურად განუმარტოთ თორემ მოდერატორ დათიკოს ჩაეძინა ხვრინავს, მარტო სიტყვა პაპიზმზე ეღვიძება😀

      • ეკა Says:

        ერთ საკითხზე კახას მინდა გავცე პასუხი. სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობაში ნანა დევდარიანიც არის თუ არ ვცდები გაერთიანებული. ძველი სახალხო დამცველი შევარდნაძის დროს. გულდამწვარი დამცველი სექტების და დღეს მართლმადიდებლურად გადაქცეულა… მამა ბასილს სისხლი გაუშრო და ბოლოს ანათემა დაიმსახურა მისგან1 ანათემის შემდეგ სწრაფად წავიდა ასპარეზიდან და როგორც გავიგეთ გვარიანად იყო შეშინებული! ეტყობა ანათემის შიშმა განკურნა. თუ მოვიძიე მასალა ამ საკითხზე გამოვაქვეყნებ…

  4. guja (mama jemali) Says:

    davit Says: ეხლა ყველა ვიდეო რაც გამოაქვეყნეთ ბატონო ნიკავ ვნახე ყურადღებით და კიდევ ერთხელ ეს მერამდენეჯერ გავჯავრდი დოქტორანტზე! ხომ თქვა მარტო ტაფის თუ ქვიჯის მეშინია დემოკრატი კაცი ვარო! უნდა გამოვიწვიო სადმე დუელში და დიდი ბებიაჩემის თუჯის ტაფით უნდა მივიდე და თუ კიდე მითხრა ამ პატრიარქებზე კირილეზე ილიაზე ბართლომეზე და გარდაცვლილ პავლეზე თუ გარდაუცვლელ მის შემცვლეზე დედა ეკლესიააო აი ოლალოოოლ რა რომ გამოვუდგებე ბებიაჩემის ტაფით და ჩავცხებ იმ ეშმაკისგან გარეტრეატებულ თავში მერე მდიოს გერასიმეს დანიელის ზვიადაძისა და სტეფანეს სამართლითა!”
    ———————————————

    6. “არა კაც-ჰკლა.” თემა ათი მცნების შესახებაა გახსნილი, შენ კიდე ადამიანის მიმართ დუელზე და ტაფის თავში ჩარტყმაზე ოცნებობ და გინდა? ტაფის ჩარტყმა და დუელი რომელ ქრისტიანულ მცნებაში ამოიკითხე? თავში ტაფას რომ ჩაარტყამ რომ შემოგაკვდეს მერე? თუ მოზომილად ჩაარტყამ? გიჟი ხარ რა, და რატომ არ გაძლევენ შენიშვნას აქ ასეთ გამოხტომებზე ვერ ვხვდები…
    საიტი ბანძდება…

    • კახა Says:

      გუჯა შენ იცავ ათ მცნებას?😀 გუჯას გულის დარდები😀

      4 მაისს, ილიას უნივერსიტეტთან ფაშიზმის დასაგმობად და გამოხატვის თავისუფლების იდეის მხარდასაჭერად დაწყებული აქცია შხლა შემოხლით დასრულდა. აქციაზე მივიდნენ ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წინა დღის მოთხოვნებს იზიარებდნენ, ან უბრალოდ არ ეთანხმებოდნენ ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობა უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში გაყიდვის და კაფე „ლიგამუსში 15 აპრილს წიგნის პრეზენტაციის გამართვის ფაქტს. აქციაზე აქტუალური იყო სასწავლო დაწესებულებაში სამლოცველოს გახსნის მოთხოვნაც.

      • ნიკა Says:

        guja (mama jemali) Says:
        მაისი 8, 2010 დრო 12:57 pm

        6. “არა კაც-ჰკლა.” თემა ათი მცნების შესახებაა გახსნილი, შენ კიდე ადამიანის მიმართ დუელზე და ტაფის თავში ჩარტყმაზე ოცნებობ და გინდა? ტაფის ჩარტყმა და დუელი რომელ ქრისტიანულ მცნებაში ამოიკითხე? თავში ტაფას რომ ჩაარტყამ რომ შემოგაკვდეს მერე? თუ მოზომილად ჩაარტყამ? გიჟი ხარ რა, და რატომ არ გაძლევენ შენიშვნას აქ ასეთ გამოხტომებზე ვერ ვხვდები…
        საიტი ბანძდება…

        —————————-

        პასუხი გუჯას:

        ———–

        თქვენც იღებთ შენიშვნებს, მითუმეტეს მამა გიორგი სხილაძისგან მიიღეთ დასაბუთებული შენიშვნა, რომ მოგეხსნათ, თბილისის ფორუმიდან თქვენი ავატარის დასახელება, მაგრამ შეისმინეთ? ასევე განგემარტათ მრავალგზის რომ მართლმადიდებლობა უფლის მოციქულთა და წმინდა მამათა სამართლის გარეშე არ არსებობს და მაინც ქადაგებთ განმაახლებლობა-მოდერნიზმს “დიდი სჯულის კანონის” საწინააღმდეგოდ. ველოდით, რომ რაღაცა შენიშვნას მაინც გაითვალისწინებდით და მიიღებდით, მაგრამ შენიშვნებით ჯერ თქვენთან ვერაფერს ვერავინ მიაღწია, მათ შორის ვერც ჭეშმარიტმა სამღვდელო პირებმა. ასე რომ, შენიშვნების გაცემა ადვილია, მაგრამ თავმდაბალნი ვინც ამ სამართლიან შენიშვნებს წყენის გარეშე მიიღებენ მცირედნი…ასევე, ვფიქრობთ, რომ დავითმა მეორე დავითს “ბების ტაფით” დუელში გამოწვევაზე გაეხუმრა, მაგრამ რადგან თქვენ სერიოზულად მიიღეთ, ეტყობა არ გამოუვიდა წარმატებული ხუმრობა. საერთო ჯამში თქვენი შენიშვნა, რა თქმა უნდა, სამართლიანია…

      • eljei Says:

        ნიკა Says:

        ველოდით, რომ რაღაცა შენიშვნას მაინც გაითვალისწინებდით და მიიღებდით, მაგრამ შენიშვნებით ჯერ თქვენთან ვერაფერს ვერავინ მიაღწია, მათ შორის ვერც ჭეშმარიტმა სამღვდელო პირებმა. ასე რომ, შენიშვნების გაცემა ადვილია, მაგრამ თავმდაბალნი ვინც ამ სამართლიან შენიშვნებს წყენის გარეშე მიიღებენ მცირედნი

        ———————————————————————–

        გუჯას რა მოეთხოვება ცხვარია უფრო სწორედ თხა, თავმდაბალი მღვდელი მე ვისაც ვიცნობ არ მინახია. ერთხელ რაღაც აშკარა დარღვევაზე მიმაგზავნეს ძმაკაცებმა ჩემ მოძღვართან კარგი გაგებით ნუ შვება მაგას დასცინის ხალხიო, ცოდვას არ დავასახელებ, მეც მივედი და ვუთხარი, უნდა გენახათ როგორ აღენთო რისხვით ლამის საცემრად გამოიწია! არც მე დავუთმე და გამექცა…გადის ხანი და კურთხევის აღებაზე მისვლა დავაპირე და ამაყად ჩამიარა, ნაღდად გამებუტა რა მთელი ერთი თვე, მერე მასთან დაახლოვებულ ძმაკაცს ვკითხე აღარ უნდა დამელაპარაკოსთქო და უთქვია თურმე ამპარტავანია ხიბლშია და სანამ მუხლებზე არ იხოხებს მასე დავტოვებო! ხოდა მეც დავემშვიდობე სამუდამოდ…ისე შენიშვნებს სხვისი რა გითხრათ მეც მიჭირს ატანა რთული ამბავია😀

      • mariami Says:

        ქართული საგალობლები უტკბილესია, და თუ ასეთი სულისშემძვრელი იყო ბერძნული საგალობლები მოულოდნელობაა ჩემთვის რადგან არ მქონდა არასოდეს მოსმენილი! ათ მცნებაში ჩასმული 135-ე ფსალმუნის ვიდეო-საგალობელი განუმეორებელია! მადლობა რედაქციას რომ მსოფლიოს ასეთ ეკლესიურ სიწმინდეებს გვაზიარებს!

      • კახა Says:

        eljei დაწერა: ხოდა მეც დავემშვიდობე სამუდამოდ…

        და მერე არ მოგიკითხა დაკარგული ცხვარი?😀

        ამაზე სულ მეცინება რა!!! რაც მეც ვიცი ჩემი ნაცნობი მრევლიდან, თუკი ვინმე გაქცეულა თავისი მოძღვრიდან, არასოდეს მღვდლებს არავინ მოუკითხავთ! ასე რომ დაკარგული ცხვარის მოძიების ამბავი მხოლოდ ქრისტესთან დარჩა!

      • nana Says:

        მეშვიდე მცნების საწინააღმდეგო კიდევ ერთი ცოდვა არსებობს – სისხლის აღრევა – როცა ცოლ-ქმრული კავშირით შეერთდებიან ახლო ნათესავები. აი, რას ამბობს ამ სამარცხვინო ცოდვის შესახებ პავლე მოციქული: „ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ჰქმნა“ (1 კორ. 5, 1-2).

        ეს ცოდვა დამღუპველად მოქმედებს არა მარტო სჯულის კანონის დამრღვევებზე, არამედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ შთამომავლობას. გონებაჩლუნგობა და, საერთოდ, ფსიქიური ძალების სისუსტე, ხეიბრობა – ეს არის სამწუხარო შედეგი ნათესავთა შორის ქორწინებისა, რომელიც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.

  5. ბესარიონი Says:

    მცნებების, ნეტარებებისა და ცოდვების შუქზე საფიქრებელია, რომ ფრიად აქტუალურია გლობალისტურ-სატანისტური ე.წ. „თავისუფლების“ და ყოველგვარი „ლებერტ“-ების წყაროს, მიზნებისა და საწყისების განხილვა.

    გლობალისტური „თავისუფლება“ და „ლიბერალურობები“ ხომ — რაც უმთავრესია — პირდაპირ და ზუსტად უფლის მონობისგან, ზნეობრიობისგან და სულიერებისგან ადამიანისა და მთლიანად კაცობრიობის „განთავისუფლებას“ გულისხმობს.

    გლობალისტური „თავისუფალი ადამიანი“ და „თავისუფალი საზოგადოება“ ხომ „მხოლოდ“ კანონისა და კანონიდან გამომდინარე უამრავი ვალდებულებებსაგან არაა თავისუფალი… — იგი თავისუფალია ღვთის მონობისაგან — სამაგიეროდ მონაა ფულის, მომხმარებლობის, უზნეობის…

    ასე ცდილობს გლობალიზმ-სატანიზმი ადამიანის სათნოებებისაგან „განთავისუფლებას“ და ამონებს მას ცოდვებისადმი.

    • ლადო Says:

      დიახ ბატონო ბესარიონ, გლობალისტური „თავისუფლება“ და „ლიბერალურობები“ ხომ — რაც უმთავრესია — პირდაპირ და ზუსტად უფლის მონობისგან, ზნეობრიობისგან და სულიერებისგან ადამიანისა და მთლიანად კაცობრიობის „განთავისუფლებას“ გულისხმობს.

      1. Протоколы Сионских Мудрецов

      Весь текст, печатаемых далее Протоколов,

      взят с подлинного издания С. Нилуса,

      напечатанного в типографии Свято-Троицкой

      Сергиевой Лавры в 1911 году.

      Протокол No 1

      Право в силе. Свобода – идея. Либерализм. Золото. Вера.

      Самоуправление. Деспотизм капитала. Внутренний враг. Толпа. Анархия.

      Политика и мораль. Право сильного. Необоримость масонско-еврейской

      власти. Цель оправдывает средства. Толпа – слепец. Политическая азбука.

      Партийные раздоры. Наиболее целесообразный образ правления –

      самодержавие. Спирт. Классицизм. Разврат. Принцип и правила

      масонско-еврейского правительства. Террор. Свобода, равенство, братство.

      Принцип династического правления. Уничтожение привилегий гоевской

      аристократии. Новая аристократия. Психологический расчет. Абстракция

      свободы. Сменяемость народных представителей.
      http://radolub.narod.ru/Sionskie_protokoli.htm

      • ლადო Says:

        ძალიან გთხოვთ ამ ვიდეო-მასალას უყუროთ, და რედაქციას ვთხოვ გამოაქვეყნოს სიონის ბრძენკაცთა ოქმები. უნდა მიხვდეს ბოლოსდაბოლოს ხალხი რომ ერეკლე დეისიძის პორნო ნაჯღაბნი და სხვა გარყვნილებანი ისე უბრალო შემთხვევითობა კი არ არის, არამედ დიდი სტანური გეგმის პატარა ნაწილია…ანტიქრისტეს გამეფებას ემსახურება ეს ყოველი
        КЛАН. Фильм о тех, кто правит на Земле. (2 из 5)

      • ნიკა Says:

        Irinej: SPC pozdravlja dolazak pape

      • ნიკა Says:

        სერბეთის საპატრიარქოს გამცემლობა
        tadić vatikan i hrvati-smrt ekumenizmu

      • ნიკა Says:

        “Что касается визита папы, то это – дело Римско-католической церкви. Для нас это был бы визит, который Сербская Православная Церковь только бы приветствовала. Это был бы удобный случай не только для экуменической встречи, но и для диалога, может быть, “золотой” случай для постановки вопроса о повторном объединении…” (Новоизбранный Патриарх Сербский Ириней)
        Irinej Bulovic Ekumenisticko udruzivanje

      • davit Says:

        ახლა მივხვდი სერბი ერის უბედურებასა! ჩვენსავით თურმე ზეციდან რატომ ისჯება ეს ქვეყანა!!! ნუ ჩვენნაირი პატრიარქი ჰყოლიათ თურმე გარყვნილ გადაგვარებული კათოლიკებისკენ მცცოცავი სულითა და გონებითა. შეხედავ წვერები მოუშვია ამ ახალ სერბ პატრიარქს, იერითაც პატიოსნად ბერულად გამოიყურება მაგრამ ხომ ხედავ შენა თურმე პირტიტეველა პედოფილიის ცენტრის ბალთაზარ კოზები როგორ ძლიერ ჰყვარებია გაერთიანება მსურსო, გუჯა ჯემალი ახლა სიხარულით აბორიგენულად აბრახუნებს ალბათ დაფდაფებსა! პატრიარქიც რომ ჩვენნაირი ჰყოლიათ რამდენ ერეკლე დეისიძეებს ჩეკავენ ახლა სერბეთშიც გველები და გველის წიწილები! კაცო გამაგებინეთ ერთი! სადღაა ეს მსოფლიო დედა ეკლესია სულ გადაკეთებულა კათოლიკურ ყაიდაზე, აქეთ რუმინელების ეკლესია, იქეთ ბულგარელების ეკლესია ყველა ულოშნავს პაპებს ხელებს, ნუ ბართლომე ხომ სულ აღვირახსნილია აიემანდ ლადოს ვიდეოში დედა მღვდლთან რომ ამაყად მოირხევა მართლმადიდებლურ ჭკუაზე საერთოდ აღარ არის, ხომ არ იცით საპატრიარქოს დოქტორანტი ჩიკვაიძე სამშობლო ეჩმიადინში ხომ არ დარჩა რაღაც აღარა ჰსჩანს რომ შევეკითხო ლადოს გამოქვეყნებულ ახალ ამბებზე…მაიცა კარგად ვუყურო მოტლინკავე აბორიგენების მესას პაპის გარშემო და მუზა უფრო მომივა დოქტორანტს სამეუფეო კითხვები არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ რომ ჩამოვაყალიბო სქიზმატურად არ გამომივიდეს…

      • ნიკა Says:

        აქ, მიტროპოლიტ გერასიმეს, გთხოვთ, რომის პაპის პანაშვიდის ლოცვაზე დააკვირდით კარგად, ბერძენი ეკუმენისტების ზურგს ეფარება; მიტრ. დანიელი დათუაშვილიც იქვე არის! ეს არის საპატრიარქოს მრევლი რომ აცხადებს, აღარ ვლოცულობთ ერეტიკოსებთანო? იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვიდეოები წარმოვადგინეთ, პაპების ბრეიგდანსებით, ჯამბაზებით თუ აბორიგენული მესებით გართობის შესახებ, ნუთუ საქართველოს საპატრიარქოს შუბლზე სინდისის ძარღვი აქვს გაწყვეტილი ასეთ ზღვარგადასულ ერეტიკოსებთან რომ თანალოცულობს? ახლა დანიელსაც გაჩვენებთ…
        PART 2 FUNERAL POPE GREEK PRAYERS

      • ნიკა Says:

        ახლა ვნახოთ, მიტროპოლიტები გერასიმე შარაშენიძე და დანიელ დათუაშვილი, სხვა ქვეყნების ოფიციალური “მართლმადიდებელი” ეკლესიის უმაღლეს იერარქიასთან ერთად, როგორ იღებენ მონაწილეობას აბორიგენული მესის “ვარსკვლავის” ახალი პაპის ბენედიქტეს ინაუგურაციაში…
        Gospel in Greek at Papal Inagural

      • ნიკა Says:

        p.s. მაშ ასე, საქართველოს საპატრიარქოს მიტროპოლიტებმა გერასიმე შარაშენიძემ და დანიელ დათუაშვილმა, მონაწილეობა მიიღეს, აი, ამ აბორიგენული მესის “ვარსკვლავის” ახალი პაპის ბენედიქტეს ინაუგურაციაში…რამხელა სირცხვილია!

      • ნიკა Says:

        იხილეთ, ეს ის მიტრ. დანიელია, აქ ამ ვიდეოში, გვერდს რომ უმშვენებს ილია მეორეს, ხოლო ვატიკანში, ზემორე ვიდეოში კი აბორიგენული ვარსკვლავის – ბენედიქტეს ინაუგურაციაზე სახარების კითხვაში მონაწილეობას რომ იღებს!
        ილია II საკვირაო ქადაგება

      • ნიკა Says:

        ეს კი მიტრ. გერასიმე შარაშენიძეა, ნახეთ ახლა როგორ იუდას ამბორით ეამბორება ღვთიმშობლის ხატს, თითქოსდა მისი მტრების ლათინების პირველიერაქის კურთხევაზე არ აღევლინოს ლოცვა სატანის განსადიდებლად!

      • ლადო Says:

        ჯერ ხომ დაიტირეს ჯამბაზებით მოხარხარე და აკუნტრუშებული ბიჭების ბრეიგდანსით აღტაცებული პაპი ვოიტილა, მერე ვატიკანის ტახტზე აბორიგენი პაპის ბენედიქტეს დასმაზე ხომ სახარებაც იკითხეს, მერე ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩააწყვეს მართლმადიდებლურ-შთაგონებული სახეები და გააგრძელეს ჩუმი მგლობა! მოგეშველებით, ბატონო ნიკა და გადმოვიტან ამ ვიდეოს, აქ უფრო კარგად ჩანს, გერასიმე და დანიელი!
        Похороны папы-римского.flv

      • ლადო Says:

        ქართველმა მიტროპოლიტებმა გერასიმემ და დანიელმა ვინც ვატიკანში დაიტირეს, ბარემ იმ გარდაცვლილის “წმინდა სასულიერო” ღვაწლი აქაც გავიხსენოთ.
        La risa de Juan Pablo II

      • ნიკა Says:

        გავაგრძელოთ, და ახლა კიდევ სხვაც ვნახოთ, სერბეთის საპატრიარქოს გამცემლობაც… როგორ ეამბორებიან ხელზე “მართლმადიდებელი” იერარქები ჯამბაზური გართობით მოხარხარე და სხვა ათასგვარი ერეტიკული ცოდვის ბნელეთის მეუფე – რომის პაპს! ვინ გაბედავს და ამის მნახველი უწოდებს ამ ღვთისმგმობელ სამღვდელოებას მართლმადიდებელს?
        Недостојни (ανάξιος)

      • davit Says:

        ამ პატრიარქების და საერთოდ რაც აქა ვნახე ყველას მაგივრად მე შემეშინდა! თუ ვიტყუებოდე შემაჩვენოს ღმერთმა!!! ახლა მე ცოდვებში განა ვინმე დამეწევა გუჯა-ჯემალი შეიძლება ჩემზე ბევრად უცოდველი კრავია, რადგან ხორცი სიამის მოყვარეა და ადამიანის მტერია, ნუ თავისას ეწევა, მაგრამ ამ დროს გონებამ ხომ იცის რომ უფლისგან რა შეიძლება და რა არ შეიძლება და უარყოფს ყოველთვისინ რასაც ხორცი სცოდავს და გონება იტანჯება ხორცის მაგივრად! კაცო ამ ვითომ სასულიერო პირებს დავაკვირდი სულ სხვა რამე სჭირთ ხალხნო სხვა რამე! გონებით გონებით უარყოფენ ქრისტეს კანონებს ანუ ქრისტეს! გესმით ხალხნო თუ ვერა? გონებით უარყოფა ღმერთისა იცით რასა ნიშნავს? თუ ვინმე ვერა ჰხვდება დაწეროს და მემრე გავაგრძელებ!

      • davit Says:

        ხო ერთსაც დავამატებ: ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, ყოველ წამს მივქრივართ სიკვდილისაკენ! ჰა გასწი გამოსწიე 90 წლამდე იცხოვროს ვინმემ, ჰა კი ბატონო კარგი 100 წლამდე! სულ ეს არის? ვაიმე ჩემო ბედშავო თავო და მერე მერე რა მოგველის… ნუთუ სულ ესა ვართ ადამიანები და იმიტომ ვიბრიქებ ვიბზიკებით რომ 100 წლის შემდეგ მიწის ტალახს შევერიოთ! არა ასე არ არის მიწის ტალახიდან აღმადგენს მე ქრისტე და თავის მარჯვნივ ნათელში დამაყენებს და სწორედ ამიტომ მე თაყვანს ვცემ მის დადგენილება-კანონებს, და სწორედ ეს არის ჩემი ერთადერთი იმედი, სხვა მხრივ ყოველადცოდვილი ვარ! და კი მაგრამა ამ პატრიარქებს და სამღვდელო კაცებს ნუთუ ეს უფრო მეტად არ უნდა ესმოდეთ?! საკვირველია პირდაპირ ღმერთმანი! მე სად მოვხვდები ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი რომ ჯოჯოხეთში გმინავს სიმწრით გარდაცვლილი ყველა პაპი და მასთან დაახრჭიალებენ გმინვა სიმწარით სულს ეს პატრიარქები და მღვდლები…

      • კახა Says:

        შენ ისე იყავი გადაკიდებული ზუგდიდ ცაიშსსსსსსსსსსს დავით რომ არაფრით მოასვენე მიტროპოლიტი გერასიმე და არ მოასვენე რედაქციაც სანამ აიემანდ შენებურად რა აბორიგენული მესის ვარსკვლავთან არ გამოსჭიმე😀

      • კახა Says:

        დანიელი თურმე პატრიარქის სიკვდილს ელოდება რომ დააბრუნოს ვასილ კობახიძე საპატრიარქოს პრესსამსახურის ამპლუაში😉

      • კახა Says:

        ეს მაგარია რა ჩემს გაგებაში😦
        მართლმადიდებლობის და საქართველოს მტრები

      • ნიკა Says:

        1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

        —————————–

        ხოლო შუბლზე სინდისგაწყვეტილი ეს ერეტიკოსი ნახეთ რა საშინელ ერესს ასწავლის და უქადაგებს ხალხს:

        Святейший Патриарх Кирилл посетил мечеть «Таза-пир». Здесь Предстоятель Русской Православной Церкви и шейх-уль-ислам Аллахшукюр Паша-заде обменялись приветствиями.

        Выразив свою радость в связи с возможностью посетить главную мечеть города Баку, Предстоятель Русской Православной Церкви поделился размышлениями о том, какую роль в жизни верующего человека играет молитва.

        «Молитва соединяет нас с Богом, — сказал, в частности, Святейший Владыка. — У нас есть различия в нашем понимании Бога, в нашей религиозной жизни, но у нас есть общее, и этим общим является молитва. Человек во время молитвы призывает помощь Божию; человек во время молитвы, думая о Боге и о своей жизни, становится лучше»….

        Вот поэтому, когда нам говорят, что религии разделяют людей, мы говорим, что это ложь, — убежден Святейший Патриарх. — Религия может отделять одного человека от другого тогда, когда этот человек далек от Бога, когда он не молится, не разговаривает с Богом, не чувствует Бога. Тогда он будет далек от другого человека — даже того, кто исповедует ту же религию».
        http://www.patriarchia.ru/db/text/1148251.html

      • nika Says:

        1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
        Серафим Саровский. О любви в ближним.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: