მღვდ. გ. სხილაძე – კომენტარების კომენტარები VII

კომენტარების კომენტარები VII

 

       ამ ნაწილს ვიწყებთ ,,მართლმადიდებლურ ფორუმსა“ (church.ge) და ,,თბილისის ფორუმზე“ (forum.ge) გამოსაქვეყნებელი მიმოწერით და ვაგრძელებთ იქ, უკვე, ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნებული კომენტარებით. ჩვენს მოპაექრეთა სტილი და პუნქტუაცია დაცულია.

*  *  *

      წიგნაკი ,,ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ“ [თბ. 1995წ., მოამზადა თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტმა დ. რევაზიშვილმა, რეცენზენტი _ პროტოპრესვიტერი გიორგი (აწ, უკვე _ ეპისკოპოსი იოანე) გამრეკელი], რომელიც პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითაა დაბეჭდილი, გვამცნობს საეკლესიო სამართლის შემდეგ ნორმას (გვ. 26):

      ,,ყრმებისათვის, რომლებიც მოინათლნენ წმიდა ემბაზში. სვიმეონ თესალონიკელისა. ,,არის ვიღაც ორი კაცი, რომელთა შორისაც არ არის რაიმე ნათესაობა. თუ მათი შვილები ერთი და იგივე კაცმა მონათლა, აღარ შეიძლება მათი ცოლ-ქმრობა, ვინაიდან ორივე ერთი და იმავე კაცის მონათლულები არიან, ე. ი. ერთი სულიერი მამის ამოყვანილები წმიდა ემბაზიდან“.    

      VI მსოფლიო წმ. კრების 53-ე კანონს _ ,,სულიერი ნათესაობა მეტია, ვიდრე ხორციელი“ _ ეყრდნობა წმ. ექვთიმე ათონელის მიერ შედგენილი ,,მცირე სჯულისკანონიდან“ ,,თეთრი სამღვდელოების“ IX დარიგება: ,,გამცნებთ, რომ ნათესავების ხუთ თაობას და ნათლიების შვიდ თაობას ნურც დაამძახლებთ და ნურც დაანათლიავებთ“. 

      ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ბოლო დროს, ილია II მიმრქმელად ანუ ნათლიად უდგება ასობით და უკვე, ათასობით ახალშობილს (უფალმა ამრავლოს ისინი!). ვეკითხებით განურჩევლად ყველას: ან თვითონ, ან ვინმე განუმარტავს ახალნათელღებულთა მშობლებს ამ კანონთა შინაარსს და აფრთხილებს?   

      აღნიშნულ ,,ფორუმელებს“ მიმართავს ,,დავით-23“: ,,გამარჯობა! ერთი კითხვა მაქვს, თუ არ გამინაწყენდებით: არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მეჩეთის კედელს ემთხვია და სულიწმინდა იგრძნო?“.

   ,,geoparizeli“: ,,როგორც ქრისტიანს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეჩეთის კედლებზე მთხვევისას ქრისტიანმა, შეიძლება, მადლი მიიღოს?“. 

      _ ,,ჯვაროსანი“: ,,ვერ გეტყვი! ეს თავად მას ჰკითხეთ, ვინც თქვა! იმედია, იცით, ვინც თქვა!; დიახ, დიპლომატიური განცხადება იყო და როგორც ჩანს, ასე ჩათვალა საჭიროდ. მე არ მესმის თქვენი პრეტენზია. განცხადების ავტორს მიმართეთ, თუ რამე გაწუხებთ!“. 

      _ ,,KAIROS: ,,ვინც უცოდველია პირველმა მან ისროლოს ქვა… ჩვენ აქ განაჩენი კი არ გამოგვაქვს (ან რა უფლება გვაქვს) ვინ ვინაა, არამედ ვსაუბრობთ სხვა რელიგების კანონებზე და ტრადიციებზე, გთხოვთ ნუ გააოფებთ თემას“ (იქვე, ერთ-ერთი კომენტატორი მართებულად ეკითხება: «,,KAIROS, კი, მაგრამ ჩემი აზრით, სუსტს შეიძლება რწმენა შეერყეს, დაეჭვდეს რამეში და რა ვიცი, ათასი რამე… რას იტყვი?!»). 

      ჩვენი პასუხი: ჩემთვის ქრისტეანე არ არის არამარტო ამის მთქმელი [მეჩეთის კედელს ვემთხვიე და სულიწმინდა ვიგრძენი], არამედ ყველა ის, ვინც ამ კითხვაზე სწორი პასუხისგან განგებ თავს იკავებს ან ,,დიპლომატიურ“ პასუხებს სცემს (ამ კითხვის ასეთი წყობით დასმა და მასზე ჩვენი პასუხიც აღიქმება ერთგვარ გამოძახილად წმ. ილარიონ ქართველის ,,ცხოვრებიდან“ ცნობილი ამბისა, რაც, უკვე, ერთ-ერთ ელ-გვერდზე გამოვაქვეყნეთ და რასაც ქვემოთაც იხილავთ…)… 

      რაოდენ სავალალოა, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებლის აღზრდილები ასე ,,რთულად“ მიუგებენ ამ უმარტივეს კითხვებს! ამ დროს, ერთმაც კარგად უწყის და მეორემაც, რომ ეს სიტყვები პატრიარქმა ილია მეორემ წარმოსთქვა სწორედ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას; თანაც, ორივეს კარგად მოეხსენება ამ სიტყვათა უარყოფითი შინაარსიც. მაგრამ ამან ისინი, სამწუხაროდ, არ შეაწუხა: პირველი კითხვას, უბრალოდ, თავს არიდებს და ჯერარგაგონილ უაზრობას ოდენ ,,დიპლომატიურ განცხადებად“ ნათლავს; ხოლო მეორეს სხვებზე, მათ შორის, ჩვენზე, ადვილად ,,გამოაქვს განაჩენი“ (უკვე, ,,ამის უფლება აქვს“!) და სწორად დასმულ უმნიშვნელოვანეს კითხვებს ,,გაოფებას“ უწოდებს. ჩვენ რომ მსგავსი მკრეხელობა წარმოგვეთქვა ან დაგვეწერა (ნუ იყოფინ!), მათი ჩვენდამი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ცხადია, ჩვენზე რასაც იტყოდნენ და დაწერდნენ და სწორადაც მოიქცეოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში (გასაგები, მაგრამ მიუღებელი და არასაპატიო მიზეზების გამო), საღვთო სიმართლის თქმის ,,რა უფლება აქვთ“?! იქნებ, რომელიმე მათგანმა გვაჩვენოს კანონი, რომელიც პატრიარქის მხილებას გვიკრძალავს, ხოლო მღვდლისას _ გვავალდებულებს?! ან, ბოლოს და ბოლოს, სად წერია, რომ პატრიარქის მხილება არ შეიძლება? ამასთან კავშირში, საქ. საპატრიარქოს ერთ-ერთ ღვთისმსახურთან რამდენიმე წლის წინანდელი საუბრიდან გაგვახსენდა:

      _ სასულიერო პირმა რომ სპორტი დალოცოს, შეიძლება-მეთქი?

      _ რას ამბობ! არა.

      _ ვინც, მაგალითად, ფეხბურთს ლოცავს, მასზე რას იტყვით?

      _,,უგნურია!“ (სწორედ, ასე წარმოსთქვა).

      _ იცით, რომ პატრიარქმა ჰქნა ეს?

      _ რას ამბობ, მაგას როგორ იტყოდა; ფეხბურთს კი არა, ფეხბურთელებს დალოცავდა!

      მაშინ, გადმოვუღე გაზეთი ,,ქართული ფეხბურთი“ (#1, 27.04.1990): ,,დინამოს“ სტადიონზე ერთ-ერთი ,,მატჩისას“ მისული კათალიკოსი მიკროფონით მიმართავს მრავალრიცხოვან მაყურებელს და ამის ამსახველი სურათის ქვეშაა ფოტო-ასლი მისივე ხელით დაწერილი სიტყვებისა: ,,ღმერთმა დალოცოს ქართული ეროვნული ფეხბურთი. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ (იქვე: ,,საქ. ეროვნულ ჩემპიონატს მხარში ამოუდგნენ და საქ. ფეხბურთის ფედერაციის სახელზე გადარიცხეს: საქ. საპატრიარქომ _ 100 000 მანეთი; #3 საგზაო-სამშენებლო სამმართველომ _ 10 000 მან.; კოოპერატივმა ,,ინტურისტ-ნაკადულმა“ _ 5 000 მან.; თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ს/ს ტრესტმა ,,თბილრემმშენმა“ _ 5 000 მან. საქ. ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის მათ“). როგორ გგონიათ, ამის საკუთარი თვალით ნახვისა და წაკითხვის შემდეგ, ან დაფიქრდა, ან შეწუხდა, ან სინდისმა შეაწუხა? სულ რამდენიმე წამის წინ (ჯერ რომ ვერ წარმოედგინა, მისი სათაყვანო პატრიარქი თუ იტყოდა ამას) არ ჰქონდა წამოცდენილი, ,,უგნურია“ ასეთი რამის მთქმელიო?! გამოსავალი იმაში ჰპოვა, რომ აქეთ ,,მომდგა“, _ ჩვენი პატრიარქის, დედა-ეკლესიის და საქართველოს მტეროო… 

      საქ. საპატრიარქოს მეორე ღვთისმსახურმა საუბარში, უცებ, განგვიცხადა:

      _ სინოდი რასაც იტყვის, საბოლოოა!..

      _ არ შეიძლება, რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის სინოდი რაიმეში შეცდეს (ვეკითხებით)?

      _ (!..)

      _ მაგ., როცა ილია II, საქ. სინოდის წევრებთან ერთად, პაპისტებსა და სხვა ერეტიკოსებს აზიარებდა, სინოდიც რომ დუმილით ეთანხმებოდა?!

      _ რას ამბობთ, ეს დაუჯერებელია, როგორ აზიარებდა მწვალებლებს; ,,ეს, იცით, რამხელა ცოდვაა?..“.

      _ ეს სხვა საკითხია; იქნებ, მოინანია, კიდეც _ ვურბილებთ მიდგომას.

      _ როგორ, მოინანია! ასეთი ცოდვის მონანიება, იცით, რა ძნელი და მძიმეა? თან, სად ჩანს, რომ მოინანია და როდის?

      _ ამაში, რა თქმა უნდა, გეთანხმებით! მაგრამ, იქნებ…

      _ ეს ცილისწამებაა!..

      _ (სხვა წყაროებთან ერთად, საბუთად ვუსახელებ ერთ-ერთს _ საქ. საპატრიარქოს ოფიციალურ ორგანოს _ ,,ჯვარი ვაზისა“, 1984წ., #2, გვ..17-18, სადაც აღწერილია, რომ პატრიარქმა საკუთარი ხელით აზიარა ერეტიკოსები…)

      _ [არ მერწმუნება. მაშინვე, ტელეფონით უკავშირდება საქ. საპატრიარქოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს, მონაზონს, რომელმაც იქვე, მისი კურთხევით, მოძებნა ეს გამოცემა, გადაშალა მითითებული გვერდი და დაიწყო კითხვა (ხმა ჩვენც გვესმის): ,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი… დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება…“.] 

      აქვე, აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მონაზონს ამ ბოლო სიტყვების ჩაკითხვა-განმეორებაც კი გაუჭირდა (ან გვერდით მყოფთა შეეშინდა, ან _ საკუთარი თავისა…), გაჩერდა, წყრომანარევი კილოთი შებედა ჩვენს თანამოსაუბრე მღვდელ-მონაზონს _ რა მოგდით, მამაო, განა, არ იცით, ეს ამბავი ჩვენმა უწმიდესმა რომ, უკვე, მოინანია?!. _ და ამონარიდის კითხვა აღარ გაუგრძელებია: ,,…ხოლო დიდ შაბათს _ ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად… საქართველოში ვიზიტის დასასრულს ქართული ეკლესიის სტუმრები კვლავ შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების დაახლოების საქმეში სასიკეთო წვლილის შეტანისათვის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ვიუცბურგის ტაძრის წინამძღვარი ცელესტინ პატოკი დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. სტუმრებს საქართველოში მოგზაურობის დროს თან ახლდნენ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მარგველი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე), დიაკონი მიხეილ თარხნიშვილი და საპატრიარქოს თარჯიმანი დარეჯან ცხადაძე“. 

      საქ. საპატრიარქოს სხვა მღვდელ-მონაზონთან საუბრიდან:

      _ არის თუ არა მკრეხელობა ამის და ამის თქმა (ვეკითხებით)?

      _ დიახ (მპასუხობს ეჭვნარევად…).

      _ არის თუ არა მკრეხელი ამის მთქმელი?

      _ დიახ.

      _ იცით, რომ ეს პატრიარქმა თქვა?

      _ არ მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს ეკლესიაში; მე მხოლოდ ჩემი ცოდვები მაინტერესებს!.. 

      მეოთხე ღვთისმსახურმა კი გაცნობისთანავე (მოულოდნელად, სახლში გვესტუმრა) მამათმავალი ,,მიტროპოლიტის“ დაცვა დაიწყო… ახალ თაობათაგან ბევრმა არ იცის, რომ როცა მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი პატრიარქად დაადგინეს, მან სასწრაფოდ ორი მღვდელმსახური აკურთხა ეპისკოპოსად (ორივე სოდომური ცოდვის მიმდევარი). ამათგან ერთ-ერთის დამცველად მოგვევლინა, სწორედ, ხსენებული მღვდელ-მონაზონი, ამ ლოგიკით:
      _ იცით, რამხელა ცოდვა ჩაიდინეს იმათმა, ვინც ეს ამბავი ცხონებულ მიტროპოლიტს დააბრალეს?! ხალხი დააბრკოლეს (გვეუბნება).
      _ (ვპასუხობთ) როგორც ჩანს, თქვენთვის ცნობილი არაა, რომ კი არ დააბრალეს, მასზე იმდენი საჩივარი და მამხილებელი მასალა შევიდა საპატრიარქოში, რომ თვით მისი მაკურთხეველი პატრიარქი, რომელიც მას და მისნაირებს ყოველთვის დაჟინებით იცავდა და აწინაურებდა (დღესაც ასეა), იძულებული გახადეს, იგი სამღვდელო პატივისგან განეკვეთა, სინოდის დასტურით (იგივე მოხდა იმ მეორე ეპისკოპოსის მიმართაც).
      _ როგორ გეკადრებათ! დააბრალეს და იცით, რა ქნა? _ დაიბრალა, რომ ხალხი არ დაებრკოლებინა (!).
      _ რას ამბობთ (გაოცებას ვერ ვმალავ)! როგორ, თუ დაიბრალა?! ეს რა გამოსავალია; ხალხს ამით უფრო არ დააბრკოლებდა?
      _ დიახ, დაიბრალა (დაჟინებით იმეორებდა)!
      _ თქვენ შეგიძლიათ, იგივე ან სხვა მძიმე ცოდვა თქვენი მრევლის წინაშე დაიბრალოთ?
      _ (პასუხად, ჩვენი თხოვნისდა მიუხედავად, უდროობის მომიზეზებით, სასწრაფოდ წავიდა)
      როგორც ჩანს, ჩვენს ძმას ერთმანეთში ერევა ორი სხვადასხვა შემთხვევის დედააზრი: 1. ,,პატერიკებში“ აღწერილი ამბავი, როცა ვინმე განდეგილ ბერს (არამღვდელს), რომელსაც გარშემო არც სამწყსო ჰყავს და არც საზოგადოება, სადღაც, უდაბნოში გამოსაცდელად ორ-სამ, სულიერებაში გამოცდილ, ადამიანს მიუვლენენ ცოდვათა დასაბრალებლად და ისიც ყველა ცოდვას იბრალებს მწვალებლობის გარდა. 2. წმ. დავით გარეჯელმა კი სიძვის ცოდვა არ დაიბრალა და იქით ამხილა ცილისმწამებლები. რატომ? _ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი, იმ ბერისგან განსხვავებით, ქალაქში (თბილისში) ცხოვრობდა და თავისი ქადაგებითა და წმინდა ცხოვრებით ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი ჰყავდა ქრისტეს სჯულზე მოქცეული. მძიმე ცოდვა რომ დაებრალებინა ანუ პირადი ღვაწლი გაეწია, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა ცრუღვაწლი, ყალბი თავმდაბლობა, რადგან როგორც უფალი საყვედურობდა თავის ცრუმოციქულებს, თქვენი ცუდი საქციელის გამო ჩემი სახელი იგმობა წარმართებშიო. 
      აქვე, აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ,,მღვდელმთავრებიდან“ ერთი ტაძრის საკურთხეველთან ახლოს, ეპიტაფიით _ მიტროპოლიტი; ხოლო მეორე მონასტრის ეზოში განისვენებს, წარწერით _ მთავარეპისკოპოსი. როგორ ფიქრობთ, ეს პატრიარქის ნებართვის გარეშე მოხდებოდა ან მან ეს არ იცის? მათი საფლავების ფოტო-სურათები პრესაშიც კი გამოქვეყნდა. ჯერარგაგონილი მკრეხელობაა, რომ ყოფილი სასულიერო პირი იმავე იერარქმა, ვინც ის ამ ღირსებისგან სამუდამოდ განაყენა (თან, თურმე, იმ მიზეზით, რომ მამათმავლობას ,,იბრალებდა“), ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალოს მისგანვე ჩამორთმეული და სიკვდილამდე აღუდგენელი წოდებით. სხვათა შორის, აგერ, ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ რომის პაპი, რომელსაც ბრალი სოდომელ კიურეთა მფარველობასა და მათი ცოდვა-დანაშაულის დაფარვაში ედება, ინგლისში ჩასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, აეროპორტშივე დააკავონ და პასუხისგებაში მისცენ… 

      მეხუთე სახასიათო მაგალითი: http://br.az/index.php?newsid=4364

 

      ამ ელ-მისამართზე დადებულ აზერბაიჯანულ გაზეთში გამოქვეყნდა კავკასიის მთავარი მოლას საიუბილეო ღონისძიებების (4-8. 11. 2009წ.) ამსახველი მასალა, რომლის მიხედვითაც ,,სრულიად საქართველოს პატრიარქ-კათალიკოსმა ილია მეორემ შეიხ ულ-ისლამ ალლაჰშუკურ ფაშაზადეს გადასცა ქართველი ხალხის მისალმება. იუბილარის მოღვაწეობას მისცა რა მაღალი შეფასება, მან თქვა:

      _ თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

      პატივცემულო მეხრიბან ხანუმ!

      თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ*, შეიხ ულ-ისლამ ალლაჰშუკურ ფაშაზადე!

      უწმინდესო პატრიარქო მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა, კირილევ!

      ქართული ეკლესიების სახელითა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად მოგესალმებით ყველას. აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რათა ჩვენს მეგობარსა და ძმას _ კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს ხელმძღვანელ შეიხ ულ-ისლამ ალლაჰშუკურ ფაშაზადეს მივულოცოთ 60 წლისთავი. ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ არა მარტო აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელი კავკასიისთვის. ჯერ კიდევ საბჭოეთისას მრავალგზის შევხვედრილვართ ერთმანეთს, არაერთხელ ერთად გვიმონაწილევია კონფერენციებში. ამ ღონისძიებებზე ყოველთვის სიმართლეს ამბობდით. თქვენი ეს უნარი, ილაპარაკოთ სიმართლე, დღემდე შეგინარჩუნებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ასე იქნება.

      _ გავიზარდე ოჯახში, სადაც ჩვენი სტუმრების უმეტესობა სწორედ მუსულმანი იყო. ვიხსენებსაკუთარი ბავშვობის წლებს, როცა ისინი ჩვენთან მოდიოდნენ. ჩვენი მშობლები მაჰმადიანი მეგობრებისთვის საუკეთესო სასტუმრო ოთახებს ამზადებდნენ. ისინი იქ ხალიჩებს აგებდნენ, რათა სტუმრებს, მუსლიმური კანონების მიხედვით, ჩაეტარებინათ თავიანთი წეს-ჩვეულებები. აზერბაიჯანში ჩამოვედი დიდი სიყვარულითა და სიხარულით, რათა კიდევ ერთხელ გითხრათ მეგობრისა და ძმის სიტყვა“.

______________

      *ხაზგასმა მთარგმნ. _ მღვდ. გ. ს. 

      არ უნდა ვიყოთ რა ჩასაფრებულნი და მალემრწმენნი, როცა აქ წაკითხული შევუდარეთ ,,საპატრიარქოს უწყებანში“ [34(521), 12-18.11.09. გვ..3-4] დაბეჭდილს _ ,,უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა, წარმოთქმული ქ. ბაქოში მისი აღმატებულების, სრულიად კავკასიის მუსლიმთა ლიდერის, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს დაბადების 60 და მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით“ _, რომელშიც შეიხთან მიმართებაში გამოყენებული სიტყვა ,,ყოვლადუსამღვდელოესობავ“ აღარ ჩანს და ტექსტიც შეცვლილია, ტელეფონით დავუკავშირდით საქ. საპატრიარქოს პრეს-ცენტრს და მის ერთ-ერთ თანამშრომელს ვთხოვეთ ახსნა იმისა, რატომ სხვაობს ერთმანეთთან ეს ორი ნუსხა. პასუხად მივიღე, რომ პრეს-ცენტრს რომელი ტექსტიც გადასცეს, ის გამოაქვეყნა; ხოლო მისთვის უცნობია სხვა ტექსტის არსებობა. შევთანხმდით, რომ ზემომითითებული აზერბაიჯანული წყაროს მისამართს გავუგზავნიდით; ის კი დაგვპირდა, რომ ყველაფერს გაარკვევდა და შეგვატყობინებდა. მას მერე, გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ ჩვენი მხრიდან იგივე თხოვნის რამდენიმეგზის შეხსენებისდა მიუხედავად, მისგან მხოლოდ საერო ახალი წლის მოლოცვა მივიღეთ (ისიც _ საერო კალენდრით)… ,,ყოვლადუსამღვდელოესი“ წარმოადგენს მხოლოდ ქრისტეანულ-სამოძღვრო ღვთისმეტყველების სამღვდელმთავრო-საეპისკოპოსო წოდებას, რომლის არაქრისტეანთა კი არა, არამართლმადიდებელთა მიმართაც კი გამოყენება წარმოადგენს ეკლესიოლოგიურ შეუსაბამობასა და მკრეხელობას. განა, საპატრიარქოს პრეს-ცენტრის თანამშრომელსა და მისი, ზემონახსენები მთავარი საგამომცემლო ორგანოს სარედაქციო კოლეგიის წევრს არ ესმის ეს?! ხოლო თუ ესმის და თვალს ხუჭავს, თანამონაწილეა ამ მკრეხელობისა. ეკლესია=სამღვდელოება+მრევლი. მკრეხელ იერარქთა მხილება მხოლოდ სამღვდელოთა მოვალეობა რომ არ არის და მრევლსაც თანაბრად ევალება, ამას თვით ეკლესიის მამებიც შეგვახსენებენ:  

      ,,ნუ გეშინიათ ნურც ლომის, ნურც კეთილშობილი ლეოპარდისა; საშინელი გველის უკუქცევაც კია შესაძლებელი. მხოლოდ ერთია საშიში, მერწმუნეთ, _ ცუდი ეპისკოპოსები. გული ნუ გიფანცქალობთ სამღვდლო ხარისხის სიმაღლეთა წინაშე. რადგან მრავალია მხილებული სასულიერო პატივით, ყველა როდია მადლმოსილი“ (წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი).     

      „…ხოლო ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა ჩინისაც, როცა არღვევენ უფლის კანონებს, მოერიდე დუმილს; ყველა შენს წარმოთქმულ სიტყვაში ამხილე მწვალებლობა, ღვთის კანონთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა უკანონობა, რათა მუნჯ ძაღლს არ დაემსგავსო, რომელიც არ ყეფს, როდესაც ქურდები მისი პატრონის სახლს ძარცვავენ და არ ყეფს, როდესაც მგლები მისი პატრონის ფარას თავს ესხმიან და ანადგურებენ“ (წმ. ტიქონ ზადონელი). 

      ,,ეკლესიისთვის ღმერთი ყოველთვის პირველ ადგილზეა, ადამიანი კი _ ყოველთვის მეორეზე. თუკი ადამიანები ღმერთისა და მისი კანონების წინააღმდეგ აღდგებიან, ეკლესია უნდა დაუპირისპირდეს და შეეწინააღმდეგოს მათ. და თუკი ის ამგვარად არ იქცევა, განა, ეკლესიაა? და თუ ეკლესიის წარმომადგენლებიც ასე არ იქცევიან, განა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები არიან? _ არა და არა! რამეთუ საკუთარი თავის გამართლება ამ შემთხვევაში ე. წ. საეკლესიო იკონომიით _ შემწყნარებლობით, სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის და ეკლესიის შეფარული ღალატი. ამგვარი იკონომია ქრისტეს ეკლესიის გაცემაა“ (არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი). 

      ,,ჯვაროსანი მიმართავს ,,დიდგორელებს“, ,,Lashab“-ს და ,,texasuri jleta benzoxerxit-ს ჩვენზე: ,,…ისე გაცოფდით რომ… ეხლა პარიზიდან ის შეშლილიც მოიყვანეთ.  თქვე საცოდავებო თქვენა, ბრიყვებო. ; რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ ავადმყოფების ტყუილებს ნუ ავრცელებ თქო? …გიორგი სხილაძე რომ სერიოზულად აფრენს, ამას პარიზელი ქართველებიც ადასტურებენ, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, როდესაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიას შორდები; …აროშვილები, იქ პარიზში სხილაძე, მკალავიშვილი, დიდი ეჭვი მაქვს ისაკაძეც მალე მაგათ შეუერთდება, ჩამოყალიბებული შიზოფრენიკები არიან…“. 

      ჩვენი პასუხი: ახლა, _ რაც შეეხება შეშლილობას.

      თქვე დალოცვილო; უფრო სწორად _ დასალოცო! მართლა რომ შეშლილი ვიყო, ასე უნდა მიწოდოთ მორწმუნე კაცმა? არ იცით, ამისათვის ცეცხლის გეენას დაექვემდებაროსო, ,,ბიბლია“ (შდრ. მათე: 5,22) რომ ამბობს (და არა მხოლოდ ,,დიდგორი“)?! ნუთუ, თქვენისთანა ნაკითხმა და სულიერებაში ჩახედულმა კაცმა არც ის იცით, რომ შეშლილობა იმდენად ფარდობითი ცნებაა, რომ გააჩნია, ამას ვინ ვის უწოდებს და _ რატომ?! ვინც ჩემზე ეგ სიტყვა გითხრეს (თუ მართლა არიან ასეთნი, ღმერთმა აპატიოთ!), დაფიქრებულხართ, რას შეიძლება, გულისხმობდნენ ამაში? _ იქნებ, იმას, რომ მღვდელი, რომელიც წლების განმავლობაში, მრევლს რომ ზედმეტ ტვირთად არ დაწოლოდა, საკუთარი მძიმე შრომით არჩენდა ოჯახს და არავისთვის არასდროს შესაწირიც კი არ უთხოვია; რამდენიმე უმდიდრეს ქართველს მათ მიერ აგებულ ტაძრებში (თბილისსა თუ პარიზში) წინამძღვრად სურდათ იგი (ოღონდ, საქ. საპატრიარქოს დაქვებდებარებაში) და ეს უკანასკნელი ტაძრის კი არა, სამლოცველო სახლის გარეშე დარჩენილი, ადგილს ადგილზე იცვლის და სადაც თანხმდებიან, მის ქირასა და სხვა გადასახადებს ძლივს-ძლივს იხდის; მხოლოდ იმის გამო და შედეგად, რომ ,,ბილწთ არ შეეკრას ზავითა“, თავისი მოხუცი მშობლები თორმეტი წლის მანძილზე მხოლოდ თორმეტი დღით ნახა და ამ ყველაფრის გამო, უნდა აიტანოს უამრავი განსაცდელი, სულიერი ტკივილი და სიმწარე, შეურაცხყოფა, დაცინვა, მტრობა და ა. შ. (რაც გმირობა კი არა, ყველას ვალდებულებაა ღვთის წინაშე) _ დიახ, იქნებ, სწორედ ამას გულისხმობენ: კაცი რომ დღეს ასეთ გზას ნებით ადგას, გიჟია, აბა, ვინ არის?!. თურმე, ერთხელ, აქაურმა ქართველმა ემიგრანტმა კათოლიკემ საქართველოდან ჩამოსულებს ჩემს მეუღლესა და ჩემზე ისიც უთხრა, ეგენი ცხოვრებას ჩამორჩენილები არიან, პირველი ქრისტეანებივით ცხოვრობენო (ნეტავ, მართლა ისე ვცხოვრობდეთ!), მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანმა რომ შეგვაქო, ისე არავის შევუქივართ… ღმერთმა თქვენც გაგახაროთ და ამ გიჟომანიამ ჩვენი ყმაწვილობისდროინდელი დღეთა სურნელი მაინც გაგვახსენა: სახლში ვზივარ და ვუსმენ ოპერა ,,დაისის“ უვერტიურას. მოულოდნელად შემოდის ჩემი თანატოლი მეზობელი და ,,ასეთ დღეში“ რომ შემისწრო, ესღა აღმოხდა, _ მალხაზ, გაგიჟდი, სამგლოვიარო მუსიკას რომ უსმენ?.. კლასიკური მუსიკა-პოეზიის, ფიზიკა-მათემატიკისა და ფილოსოფია-თეოლოგიის, ერთად აღებულის კი არა, ცალ-ცალკეს მიმართაც კი ტრფიალება გიჟობის თუ არა, სულ მცირე, უცნაურობის კოეფიციენტის განმსაზღვრელი ვის ბავშვობაში, ყმაწვილობაში, ყრმობასა თუ სიჭაბუკეში არ ყოფილა?! საზოგადოდ, საზოგადოება იმიტომ გიწოდებს უცნაურს, რომ მას არ ჰგავხარ. 

      ,,ჯვაროსან“, თქვენისთანა მწიგნობარმა და ,,ახალი აღთქმის“ სპეციალისტმა ,,წმ. წერილის“ სიბრძნე არ უწყით?: კაცთა წინაშე ამაღლებული სისაძაგლეა ღვთის წინაშე; ან _ ამა სოფლისათვის გამოვსულელდი, რათა ბრძენ ვიქმნე სასუფევლისათვის (წმ. პავლე მოციქული). ,,სახარებაში“ არ აღმოგიკითხავთ ან დაგავიწყდათ, თვით განკაცებულ ღმერთს _ მაცხოვარსაც კი შეშლილი რომ უწოდეს ჭეშმარიტების მტერმა იერუსალიმელებმა და რა გასაოცარია, ჩემისთანა უღირსობას, უფლის წინაშე რომ არაფერი ვარ, იგივე გვიწოდონ პარიზელებმა ცოდვილებმა, ზოგიერთს სახლში ცოლად რომ ნათლიდედა უზის?! გიფიქრიათ, რატომ იძულებენ სასულიერო პირს სრულიად უმიზეზოდ ან მდაბიო ჭორებს აყოლით ისინი, რომლებიც ხშირად, არც კი იცნობენ მას და მისგან ერთი სიტყვის მოსმენასაც კი არ ცდილან? ასეთნი, როგორც წესი, მძიმე ცოდვებში არიან ჩაფლულნი და საკუთარი სინდისი რომ მიიჩუმათონ, მღვდელს განიკითხავენ. მათ, პირდაპირ გეტყვით, მანამ რომ ვერ ვაძლევთ მაცხოვრის უწმინდეს სისხლსა და ხორცს, სანამ არ გამოსწორდებიან და ეკლესიურ ცხოვრებას არ შეუდგებიან, ხშირად, ეს ხდება უკმაყოფილების მიზეზი… ამან გაგვახსენა: საქ. საპატრიარქოს აშკარად მრუში, ნარკომანი, საჯაროდ მწეველი და ბილწმესიტყვე ,,მღვდელი“ მეორეჯერ რომ პირისპირ ვამხილეთ, ამის შემდეგ ხმა გაგვივრცელა თქვენი სიტყვებით, _ აფრენსო… ხოლო თუ ჩემს არა სულიერ, არამედ კლინიკურ შეშლილობას გულისხმობთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ვინაობაც ვიცი და მისამართიც! ერთ დღეს რომ თავზე დაგადგეთ და თქვენი საცხოვრებლიდან უახლოეს კლინიკაში ფსიქიატრთან გაყოლა გთხოვოთ ჩემს შესამოწმებლად, მერე რას იზამთ? სხვათა შორის, 1987წ. ზვიად გამსახურდიამ ჩვენთან საუბრისას სატირულად შენიშნა, _ კომუნისტები და ათეისტები გიჟად მთვლიან იმის გამოც, რომ ღმერთი მწამს; რადგან მათ ნებისმიერი მორწმუნეობა ,,შიზოფრენიის ფარულ გამოვლინებად“ მიაჩნიათო; ანუ ამ ლოგიკით, ასეთთა ანუ სამწუხაროდ _ უმრავლესობის თვალში თქვენც შეშლილად ჩანხართ და ეს რომ ვინმემ თქვენი გიჟობის საბუთად გამოიყენოს, სწორი იქნება? თქვენივე არამშვინვიერად სწორ განსაზღვრებას _ ,,ესაა [,,გაფრენა“] ნათელი მაგალითი იმისა, როდესაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიას შორდები“ _ რომ ბოლომდე მივდიოთ, ქრისტეს ეკლესიას, სამწუხაროდ, თქვენ მოშორდით (პაპისტურ ერესში გადახვედით) და თანაც, სრულიად ალოგიკურად აცხადებთ, რომ არ ქადაგებთ, ვინმემ მართლმადიდებლობა უნდა დატოვოს და კათოლიკე გახდესო… _ თუ ეს არავინ უნდა ჰქნას, მაშ, ეს თქვენ თვითონ რატომ გააკეთეთ? და თუ _ კი, მაშ, რატომ არ ქადაგებთ ამას; გეშინიათ? 

      აქვე, მკითხველისთვის დავსძენთ: ემიგრაციული ეკლესიის ბოლო მიტროპოლიტი, კრემლის აგენტურამ რომ ვერ გადაიბირა, ბოლოს, ემიგრაციულისვე იმ უდიდესი ნაწილის მიერ მიყვანილმა ძალოვნებმა, რომელიც ,,წითელ საპატრიარქოს“ მიუერთდა, ფსიქიატრიულში წაიყვანეს და შემოწმების შემდეგ, როცა მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ენაზე პასუხობდა შეკითხვებს, ექიმებმა დაასკვნეს, ნეტავ მის ასაკში (იმ დროს 95წ. გახლდათ) ჩვენც ასეთი ჭკუა-გონება გვქონდესო… 

      ,,ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისასა…“ (მთ.18,10).           

*  *  *

      ,,ჯვაროსანი (მოგვმართავს): ,,მშვიდობა მამაო, ძალიან კარგია რომ დიდგორიდან აქეთ მოდიხართ და წერთ. ამჯერად თუ არ მიწყენთ, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ: რომელი ეკლესიის დაქვემდებარებაში/იურისდიქციაში იმყოფებით და ვინაა თქვენი ეკლესიის მეთაური?“. 

      პასუხი: მშვიდობა და კურთხევა არ მოგკლებოდეთ; ღმერთმა დაგლოცოთ! ოღონდ თქვენ ცხონდეთ და დაე, თქვენს მაგივრად ჩემს უღირსობას ჯოჯოხეთი ეღირსოს! სასულიერო პირი, რაც მეტი არხებით განავრცელებს საღვთო ქადაგებებს, იქნება ეს ,,დიდგორი“, ეს ელ-გვერდი თუ სხვა (მნიშვნელობა არა აქვს), მით უკეთესია… თქვენგან რაც საწყენი იყო (უფალმა მოგიტევოთ!), ღვთის მადლით, ის არ მწყენია, პასუხი არ გამიცია და ეს შეკითხვა რატომ უნდა მეწყინოს? ვიმყოფები ემიგრაციული ეკლესიის იურისდიქციაში, რომლის პირველიერარქის მოვალეობას ასრულებს სან-ფრანცისკოსა და დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი ვლადიმერი (ბოდიშს გიხდით, თქვენს შეკითხვებს მაშინათვე რომ ვერ ვუპასუხე, _ კომპიუტერთან აღარ ვიყავი…). 

      (იგივე): ,,რომელ წყენაზე საუბარი? (ინდულგენციაზე მადლობა, მოტევებისათვის ანუ), იმ წყენაზე ხომ არა აფერისტ და ყალბისმქმნელ დიდგორის საიტს რომ ის ვუწოდე რაც მათ ეკუთვნოდათ? იმაზედ, კათოლიკებს რომ მწვალებლესა და ერეტიკოსებს ეძახით?“. 

      პასუხი: იმას, რაც უკვე მოგიტევეთ, ჩემი მხრიდან საუბარი აღარ შეშვენის; თუმცა, მეორე მხრივ, თქვენი გაკვირვებული კითხვის გამო _ ,,რომელ წყენაზეა საუბარი?“ _, მკითხველს რომ არ ვაფიქრებინო, ჩემდამი რაიმე საწყენის დაწერას გაბრალებდეთ, იძულებულს მხდით, გიპასუხოთ: ვგულისხმობ პიროვნულ შეურაცხყოფას, რაც თქვენ ამ ელ-გვერდზე მომაყენეთ ისეთი სიტყვებით, რომელთა გამეორებაც ჩვენს შორის ქრისტესმიერ სიყვარულს ვერ წაადგება. ნეტავ, როგორც სხვებისადმი წყენას ივიწყებთ, ისე ჩემდამი წყენას ვივიწყებდე!..  

      (იგივე): ,,ემიგრაციული ეკლესია ბევრია, კონკრეტულად რომელის? ოფიციალური ეკლესიაა? და ხელდასხმა ვისგან მიღეეთ, ვინაიდან მაქვს ალბათ უფლება ეს ვიცოდე, რათა თქვენი სამღვდელო ხარისხი მართებულად ვცნო და მიგიღოთ როგორც სასულიერო პირი, მნიშვნელობა არ აქვს სქიზმაში ხართ არა. პასუხი არ გაქვთ? თუ დასამალია რამე?“. 

      პასუხი: ემიგრაციული ეკლესია ყოველთვის ერთი იყო და ასეთად დარჩა მას შემდეგაც, რაც მისი უდიდესი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდა, ხოლო რამდენიმე ეპისკოპოსი განხეთქილებაში გავიდა. ის იურისდიქცია, რომელშიც ვიმყოფები, წარმოადგენს საზღვარგარეთის კანონიკური ეკლესიის IV მიტროპოლიტის _ ვიტალის სინოდის უშუალო გაგრძელებას.

      ჩვენი ხელდასხმა შესრულდა 14/27.01.2002წ., ქართველთა და სერბთა განმანათლებელთა _ წწ.. ნინოსა და საბას ხსენების დღეს, პარიზის სერბულ საკათედრო ტაძარში, სერბეთის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპისკოპოს ლუკას მიერ.

      ჩემო ძმაო, ჩვენი ცხოვრებიდან არაფერია ისეთი, რაზეც პასუხი არ გვქონდეს; არც დასამალი გვაქვს რაიმე. 

      (იგივე):  ,,რა დავწერე გაიმეორეთ, იქნება შენდობასა გთხოვთ?“. 

      პასუხი: უკაცრავად, მაგრამ ჩემგან არ იქნება ლამაზი იმ სიტყვების გამეორება, _ მკითხველებს ახსოვთ და თუ გსურთ, სთხოვეთ, მათი ციტირება ვინმემ მოგიხდინოთ!.. 

      (იგივე): ,,…როგორ გადახვედით ამ ხელდასხმით სქიზმატებთან? რომელნიც არც ერთ ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მადლმოსილად არ სცნობენ?“.

      პასუხი: როგორც ჩანს, ისტორიულად მართლმადიდებელ საყდართა მადლმოსილების საკითხზე ემიგრაციული სინოდის ოფიციალური ეკლესიოლოგიის შესახებ, არასწორად ხართ უწყებული (ინფორმირებული), რაც გაიგივებული გაქვთ, მაგ., ბერძენ მეძველსტილეთა ერთ-ერთი სინოდის _ç,,მათეანელთა“ ცალსახა მიდგომასთან. საზოგადოდ, მადლმოსილების საკითხი სავიქტორინო კითხვა არაა, პასუხად მხოლოდ ,,კი“ ან ,,არა“ რომ მიუდგეს… ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ურთულესი და უღრმესი თემა, რომლის შესახებაც ჩემი უღირსობა წერილს ამზადებს და თუ უფალმა აცოცხლა, მის ნაწყვეტებს აქაც გამოაქვეყნებს… მანამდე კი გეტყვით, რომ ამ კითხვას, ხშირად, არასწორად სვამენ ანუ თავად საკითხი არ არის ხოლმე სწორად დასმული და მოგეხსენებათ, პასუხი რომ გამართული იყოს, ჯერ კითხვა უნდა დაისვას გამართული კონტექსტებითა და ასპექტებით… 

      (იგივე): ,,თქვენ თავს არიდებთ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემას? რატომ?“. 

      პასუხი: გიმეორებთ, რომ არაფერს ვარიდებ თავს; თუ შეიძლება, მოითმინეთ და ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვთ, _ წმ. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, ,,დროზე ადრე განკითხვაში“ რომ არ ჩავარდეთ!.. 

      (იგივე): ,,…ჩემი თქვენდამი მოყენებული შეურაცხყოფის კონკრეტიზაცია მინდა, რათა ვიცოდე რაში მედება ბრალი“. 

      პასუხი: რახან დაჟინებით მთხოვთ ამას, იძულებულს მხდით, გიპასუხოთ: თუ თქვენს მიერ ჩემს მიმართ ნახმარი სიტყვები და გამოთქმები _ ,,შეშლილი“, ,,ბრიყვი“, ,,ავადმყოფი“, ,,აფრენს“, ,,შიზოფრენიკი“, ,,აგენტი“, ,,ფანი“ და ,,მოთაყვანე“ (კაცის), ,,ქრისტესა და ეკლესიის უარმყოფელი“, ,,კერპთაყვანისმცემელი“ და მისთ. _ თქვენთვის შეურაცხმყოფელი არ არის, მაშინ, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს როგორ გავუგებთ? 

      ,,ლადო(ჩვენზე): ,,პატივცემულო ,,დიდგორის“ რედაქციავ, ამ კაცს (,,გუჯა-მამა ჯემალი“) მამა გიორგიმ თხოვა, მღვდლის პატივს ნუ ამასხარავებო. მაინც არაფერი შეისმინა. თქვენც აუკრძალეთ და მაინც ,,მამა ჯემალიო“, წერს და თან, კათოლიკეების ამ სიბინძურესაც ამართლებს. ბოლოსდაბოლოს, ამ კაცს რატომ ვაგდებინებთ მასხრად თავს?“. _ ,,გუჯა (მამა ჯემალი)“: ,,პატივცემულო ლადო, “მამა ჯემალი” სახელთან ერთად იმიტომ მიწერია რომ მიხვდეს აქაური საზოგადოება რომ ფორუმელი ვარ, ანუ აქ ადრე სხვა- გუჯა ტოვებდა კომენტარებს და რომ არ ავერიოთ ხალხს ერთმანეთში ამიტომაც ვწერ სახელსაც და ფორუმულ ნიკსაც, გასაგებია?“.

      ჩვენი პასუხი: კიდევ ერთხელ ვეცდები, ელგუჯას დავეხმარო, როგორ დააღწიოს თავი ამ ცოდვას: გასაგებია მიზეზი, რომლის გამოც, თითქოს, იძულებულია, თავის ზედმეტსახელად ისევ ,,მამა ჯემალი“ გამოიყენოს. მაგრამ შეუძლია, რომ მაგალითად, ასე წარსდგეს: ,,გუჯა (ადრე რომ ,,მამა ჯემალს“ ვირქმევდი, რაც უფალმა მაპატიოს!)“. ღვთისმოშიში ადამიანი, ამიერიდან მაინც, ამას გაითვალისწინებს, რითაც ამაღლდება მორწმუნე მკითხველის თვალში და რისთვისაც ღმერთი დალოცავს! 

      ,,ლადო“, ამ ახალგაზრდაზე და მის თანამოაზრეებზე იმდენად კი არ უნდა განრისხდეთ, რამდენადაც საქართველოს რელიგიურ წინამძღვრებზე, რადგან კეთილმსახურებაში სწორედ მათი დაბრკოლებულია მთელი თაობები და მათ შორის, ეს ხალხიც. ტყუილად კი არ რისხავს მაცხოვარი ცრუწინამძღოლებს, _ ვაი თქვენდა, რომ სასუფევლს ახშობთ, არც თქვენ შედიხართ და შემსვლელებსაც არ უშვებთო (შდრ. მთ. 23, 13)! ეს ადამიანები, ღირსეული სულიერი მამები რომ ჰყავდეთ, შესაძლოა, სანიმუშო მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ…

      ,,ჯვაროსანი“: მამაო რაჭველი ხართ?

      პასუხი: თქვენი შეკითხვის ქვეტექსტი ორნაირად ან ორივენაირადაა გასაგები: 1. ,,რატომ აგვიანებთ პასუხებს?“ ან 2. ,,ასე გვიან რატომ გამოხატავთ წყენას?“. _ 1. პასუხები იმიტომ მიგვიანდება, რისთვისაც ისევ გიხდით ბოდიშს, რომ აქ, ამ ელ-გვერდზე წერის გარდა, უამრავი საქმე გვაქვს, როგორც ,,თეთრი სამღვდელოების“ წარმომადგენელსა და ადმინისტრაციულად დამღლელი ქვეყნის ქვეშევრდომს. 2. როგორც უკვე რამდენიმეგზის გითხარით, _ რომ არა თქვენი ჩაძიებული თხოვნა, ზემომოყვანილ შეურაცხმყოფელ სიტყვებს აღარც გაგიხსენებდით, რადგან როგორც თავშივე მოგწერეთ, ისინი, უკვე, თქვენთვის ქრისტეანულად ნაპატიები მქონდა…

      ისე, ჩემი წინაპარი (ბაბუის პაპა) იმერეთში ჩამოსულა არა რაჭიდან, არამედ ხევსურეთიდან, გვარით სხილაური.       

      (იგივე):  ,,თანაც მეეჭვება ამდენი ხნით დავკავებულიყავი თქვენი შემკობით…“. 

      პასუხი: ეგ ეჭვი რომ განგიქარვოთ, უკვე, ვალდებული ვარ, მოვიძიო თქვენი ,,შემამკობელი“ ფრაზებიც… _ მოიყვანა რა ჩვენი ციტატა, ეხმიანებით ,,simartle“-ს _ ,,ე.ი. ისე გაცოფდით რომ გელასის ხომ დააწყებინეთ კომენტარების კეთება, ეხლა პარიზიდან ის შეშლილიც (მგულისხმობთ _ მღვდ. გ. ს.) მოიყვანეთ. თქვე საცოდავებო თქვენა, ბრიყვებო“ (მიმართავთ ,,დიდგორს“, რომელშიც მეც მაერთიანებთ); განათავსა რა ჩვენი კომენტარი, შენიშვნას აძლევთ ,,Lashab“-ს _ ,,რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ ავადმყოფების ტყუილებს ნუ ავრცელებ თქო? ის რაც შენ დადე, ეთანხმები? იღებ პასუხისმგებლობას? და ეს ხომ იმდენად დიდი სიცრუეა რომ გაქარწყლებას სულაც არ სჭირდება ჯაფა“; აქ კი პირდაპირ ,,მამკობთ“ _ ,,გიორგი სხილაძე რომ სერიოზულად აფრენს, ამას პარიზელი ქართველებიც ადასტურებენ, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, როდესაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიას შორდები“; «,,texasuri jleta  benzoxerxit! …აი ეს დანარჩენები, აროშვილები, იქ პარიზში სხილაძე, მკალავიშვილი, დიდი ეჭვი მაქვს ისაკაძეც მალე მაგათ შეუერთდება, ჩამოყალიბებული შიზოფრენიკები არიან, კიდევ ქუთაისში არიან მგონი. მარა ესენი არაფერი, ეს არაფერი ძალაა, აი ისაკაძისა და მისი კომპანიის ამბები მაფიქრებს ძალიან, თუ მათ თანამოაზრებაად ზოგიერთი ეპისკოპოსიც არის, ეს უკვე ტრაგედიაა, ძალიან შავი ღრუბელი მოდის რა. ამათგან თუ არ გაიწმინდება ეკლესია, მე აღარ ვიცი მერე რა შეიძლება მოხდეს»; ,,…ზუსტი პარალელია, დღევანდელ სხილაძესა და აროშვილებსა და მაშინდელ ზაქარია გაბაშვილს შორის, ესენი ყველანი საქართველოს ეკლესიის მოშურნენი*, რუსეთის ნებით თუ უნებლიეთ აგენტები იყვნენ და არიან. თუმცა ამათ კიდევ უფრო უარყოფითი რამ აერთიანებთ, ესენი ყველანი, თანამედროვენი, ზვიად გამსახურდიას ფანები და მოთაყვანეები არიან, რის გამოც ქრისტე და ეკლესია უარყვეს და კერპთთაყვანისმცემლობა დაიწყეს. მაგრამ მაგ შენს აფერისტ “მღვდლებს” დაავიწყდათ რომ კათოლიკე ეკლესია, ქრისტეს ეკლესიაა, კლდე რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან“.

_____________________________

      *აქ, თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, გულისხმობდით ,,შურიანებს“ ,,შურისმაძიებლებს“, მაგრამ უნებურად ჩვენი შექება გამოგივიდათ, რადგან ,,მოშურნე“, (ბერძნ. ,,ზილოტის“, რუს. ,,რევნიტელ“) ხომ ის შემამკობელი ზედწოდებაა, რომლითაც მოციქული სვიმონ კანანელი და ბევრი აღმსარებელი ბერი მოიხსენიება?! _ მაინც, გმადლობთ (მღვდ. გ. ს.)!  

      ეს ყველაფერი რომ არ გამეხსენებინა, საკუთარი ,,გიხაროდენისთვის“ უკეთესი, ხოლო თქვენი ,,ნეტარებისთვის“ უარესი იქნებოდა, მაგრამ როგორც ,,პავლენში“ წერილ-არს, ,,ვეძიებ არა თქვენსას, არამედ გეძებთ თქვენ…“. _ ვწუხვარ, რომ ამ ფრაზებამდე, უკვე, მოხმობილი თქვენეული სიტყვებისა და გამოთქმების შეხსენებითაც ვერ დაგეხმარეთ უფლის IX მცნებაზე (,,არა ცილი სწამო!..“) დაფიქრებაში… _ ისევ, მიმეორებთ: ,,…მეეჭვება ამდენი ხნით დავკავებულიყავი თქვენი შემკობით, რაც დავწერე, პარიზში მყოფი ზოგიერთი ქართველის პირადი აზრი იყო და აღვნიშნე კიდეც ეს“. რას ნიშნავს ეს? _ ჯერ ერთი, ყოველთვის პარიზელთა კონტექსტით არ ,,მამკობთ“; სულ ერთ შემთხვევაში ახსენებთ პარიზელებს და თანაც, არა ისე, როგორც ახლა წერთ, ,, პარიზში მყოფი ზოგიერთი ქართველის პირადი აზრითო“, არამედ ასე: ,,გიორგი სხილაძე რომ სერიოზულად აფრენს, ამას პარიზელი ქართველებიც ადასტურებენ“. მაგრამ ნათქვამის გადაკეთებით, უნებურად, პირველთქმულის საერთოდ გაბათილებაც მოგიხდათ, რადგან შეიძლება, ნამდვილი გიჟის (ასეთებს ღმერთმა უშველოს!) გიჟობას მხოლოდ ,,ზოგიერთი ადასტურებდეს“ და ზოგიერთი არა? მეორეც და რაც მთავარია, _ თქვენზე რაც იწერება და ითქმება (მათ შორის, ხომ, ზოგი თქვენც იგივეს გიწოდებს, რასაც თქვენ _ მე), ყველაფერი რომ გავიმეოროთ თქვენსავით თხრობით კილოში და მარტოღა ის დავსძინოთ, ესა და ეს ამას ადასტურებსო, საკმარისი იქნება? 

      თქვენ თუ ამას ისევ არ მიხვდებით, მაშინ, უბრალოდ, აზრი დაეკარგება ჩვენს შორის უმაღლეს მატერიებზე ბჭობასა და თეოლოგიურ-ფილოსოფიურ აზრთაცვლას, რადგან როგორც მაცხოვარი გვამხილებს, _ მიწისა გვითხრა და თუ ეს არ გვწამს, ზეცისა რომ გვითხრა, იმას როგორღა ვირწმუნებთ? (შდრ. ი. 3,12)… ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან დაკავშირებულ თქვენს ყველა დასმულ თუ შესაძლო კითხვაზე პასუხი გვაქვს, მოდით, ჯერ უღრმეს ეკლესიოლოგიურ თემებს თავი დავანებოთ და ისევ მიწიურზე გიპასუხებთ!..

      სხვათა შორის, აი, რას ვწერდით ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ,,დიდგორისადმი“: როდესაც საქართველოში ბოლო ოცწლეულში მომხდარ ძირითად მოვლენებს გადავავლებ-ხოლმე გონების თვალს, იმდენ ბოროტებასა და უსამართლობას ვხედავ და აქედან გამომდინარე, იმდენი ადამიანია სახელმწიფო თუ ჩვეულებრივი დამნაშავე, რომ მათი ყველას ციხეში გამომწყვდევის ნაცვლად სურვილი გამჩენია-ხოლმე, ხელისუფლებას ვთხოვო, უფლება მომცენ, მათ ნაცვლად საკუთარი ნებით ჩავჯდე ციხის საკანში, როგორც ყველა დამნაშავეზე მეტად უღირსი, რომ უფალმა ყველას ერთად მცირედით მაინც მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები… ოღონდ, ამის გაკეთებამდე ჯერ შესაბამის შემოწმებას გავივლიდი და დასკვნის მოწმობას თან ვიქონიებდი, _ ეს უცნაური ნაბიჯი შეურაცხადობისთვის რომ არავის მიეწერა, რადგან თვითონ ეშმაკეულებმა თვით მაცხოვარს უწოდეს შეშლილი და რა გასაკვირი იქნება, მართალია, უღირს, მაგრამ მაინც მის მსახურს რომ იგივე უწოდონ (ინტერვიუ აიღო ი. ღუდუშაურმა 12/12/2007წ. ანუ ერთი წლით ადრე, ვიდრე ეთერში გავიდოდა ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ცნობილი გადაცემა ,,საკანი #5“)?!. http://saqme.fr/mama%20giorgis%20qad/mama%20giorgi%203.htm

      ,,გუჯა“: ,,მამა გიორგი, გავითვალისწინებ და მამა ჯემალს აღარ დავწერ!“.

      პასუხი: _ ღმერთმა დაგლოცოთ!

      ვთხოვ აქ შემოსულ ყველა ,,კომენტატორს“, ელგუჯაზე აღარ იხმაროს ,,პადრე“ (მამა), რომ იგივე ცოდვაში არ ჩავარდეს, რადგან როგორი ცოდვაც ამ წმინდა წოდების საკუთარი თავისადმი უკანონოდ წოდებაა, იგივეა სხვის მიმართაც. კაცმა თავმდაბლური ნაბიჯი გადადგა და ეს უნდა გაგვეხარდეს და დავუფასოთ.

      (იგივე): ,,…უკეთესი იქნებოდა მკაცრი შენიშვნა ამ საიტის აქტიურ მომხმარებელ დავითისთვისაც მიგეცათ, რომელიც მწვალებლობასთან ერთად პათოლოგიურად და ჩვენს მიმართ ზიზღით ათასნაირ შეურაცხმყოფელ კომენტარებს სწერს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ მას თქვენ ეთანხმებით და აქამდე ამიტომ არ მიეცით შენიშვნა…“.

      პასუხი: უნდა გითხრათ, რომ ვინმესთვის შინიშვნის მიცემა, ბუნებით, არ მიყვარს (თუ ეს აშკარა სიწმინდეთმკრეხელობას და დანაშაულს არ ეხება). მირჩევნია-ხოლმე, ფეხქვეშ მიწა გამისკდეს, ვიდრე ვინმეს შენიშვნა მივცე… აქ, ამ ელ-გვერდზე, ერთი-ორჯერ ვცადე, შემომსვლელთათვის მეთხოვა, თავი შეგვეკავებინა მოყვასისა თუ არამოყვასის დამცირებისაგან; განსაკუთრებით, ამას ხაზი გავუსვი შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ყველანი დაძაბულები ვიყავით… უნდა ვეცადოთ, სხვებს ,,შენიშვნა“ საკუთარი მაგალითით მივცეთ… სხვისადმი გამიზნული შეურაცხყოფა ხომ თვით ჩვენ შეურაცხგვყოფს?! სამწუხაროდ, პირველ რიგში, მე მავიწყდება, ხშირად, მაცხოვრის ცრემლთამომგვრელი სიტყვები: ,,ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისასა…“ (მთ.18,10). 

      (იგივე): ,,მაქსიმალურად დარწმუნებული ხართ რომ თქვენ მართალი წინამძღოლი ხართ თქვენი მრევლისა? თქვენ ღირსეული სულიერი მამა ხართ ყველასთვის? დარწმუნებული ხართ რომ უეჭველი შეხვალთ ცათა სასუფეველში? მე გულწრფელად გისურვებთ ცხონებას თქვენც და თქვენს მრევლსაც!“. 

      პასუხი: ჩემო ძმაო და შვილო, მადლობელი ვარ ასეთი სურვილისათვის და რა თქმა უნდა, თქვენც იგივეს გისურვებთ! ეჭვი არ მეპარება, რომ იგივე სურთ თქვენთვის (და ყველასთვის) ,,დიდგორის“ რედაქტორს, პრეს-ცენტრს და ყველა იმ ,,კომენტატორს“, ვისაც პირადად ვიცნობ (ვფიქრობ, იგივე უნდა სურდეს ყველა აქ შემომსვლელსაც).

      აქ რა კითხვებსაც მისვამთ, ამაში რომ დარწმუნებული ვიყო, ამ კომენტარებს ხელს ასე კი აღარ მოვაწერდი: უღირსი მღვდელი გ. ს.?! ალბათ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მოძღვარი დავამცირე, როცა დავწერე, _ ამ ახალგაზრდას რომ ღირსეული მოძღვარი ჰყავდეს, თვითონაც სანიმუშო მართლმადიდებელი იქნებოდა-თქო. მაგრამ ამით თქვენი მოძღვარი (თუ გყავთ) კი არ დავამცრე, _ ვამხილე, რადგან თქვენთვის ის შენიშვნა, რასაც ჩვენი დასკვნა მოჰყვა, ჩვენ კი არ უნდა მოგვეცა, არამედ მას. ხოლო თუ იგი ამას აკეთებდა (როგორც აღნიშნავთ) და თქვენ კი არ უსმენდით, მაშინ, ის არც დამცრობილა იმ უბრალო მიზეზით, რომ თქვენი მოძღვარი, უბრალოდ, არ ყოფილა, რადგან კანონიკური განსაზღვრებით, მორწმუნისათვის სულიერი მამაა ის, ვისაც აღსარებას ვაბარებთ და მისგან დადებულ ეპიტიმიას ვასრულებთ. 

      (იგივე): ,,გეკითხებით თქვენ, საიტის რედაქციას და მამა გიორგისაც, ხომ არ აჯობებდა ჩემი ეკუმენისტობის, და კათოლიკური ერესის გმობამდე თქვენივე მომხრეებში აღმოცენებული ერესისთვის მიგეხედათ???“. 

      პასუხი: სამწუხაროდ, დროის უკმარისობის გამო, ამ ელ-გამოცემაზე ყველაფერს თვალს ვერ ვადევნებ… _ შეჩვენებულ-იყოს ყველა ერესი და დალოცვილ-იყოს ყველა უნებურად შემცდარი! თქვენს მიერ ნაგულისხმევ საკითხზე სწორედ დღეს გვკითხეს აზრი და აი, ასეთი პასუხი გავეცით: კუნძულ მარკოპოლოზე ხდენილ მოვლენას ამაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც დაახლოვებით 15 წლის წინათ საქ. ტელევიზიის პირველმა არხმაც აჩვენა, ნათქვამია, რომ მონაზონთა გველების სახით გადაქცევა ლეგენდად შემორჩა ამ სოფელსო… რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნებოდა, რადგან ღმერთს ადამიანი ცხოველად არასოდეს გადაუქცევია (თუმცა, მისი ყოვლისშემძლეობიდან გამომდინარე, ესეც ძალუძს), ცხოველად დაცემული ანგელოზები ანუ დემონები გვევლინებიან-ხოლმე… სინამდვილეში, ეს ასე მოხდებოდა: ამ სოფლის მონასტერს თავს მეკობრეები დაესხნენ. იქ მცხოვრებმა მონაზვნებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შესთხოვეს მოძალადეთაგან დაცვა. მაშინვე, ზეციურმა დედოფალმა ყაჩაღებს გველები მიუსია და შეშინებულები უკან გააბრუნა… მას შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად, სწორედ ამის აღსანიშნავად, არდასავიწყებლად და ,,ბოროტი და მემრუშე მოდგმის (რომელიც სასწაულს ეძიებს)“ ,,საკვებად“ და სამხილებლად ხდება ეს მოვლენაც: გველები, ყ-დ წმ. ღვთისმშობლის ხატისადმი თაყვანისცემით თაყვანს სცემენ მასზე გამოსახულს ანუ უფლის დედას, რომელიც ადამიანთა უმრავლესობამ დაივიწყა… ეს სასწაული გვახსენებს წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებს, _ პირუტყვმა იცის თავისი ბაგა და პატრონი, ხოლო ადამიანს ეს აღარ ახსოვსო… ქვემოთ იხ. ვიდეომასალა, რომელშიც გრაფიკულად იგივე ისტორიაა გადმოცემული, რაც აქ აღვნიშნეთ: http://www.youtube.com/watch?v=F5Za9-uX4b8&feature=related  

 მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი

 

64 Responses to “მღვდ. გ. სხილაძე – კომენტარების კომენტარები VII”

  1. ელენა Says:

    მამაო გიორგი, ძალიან მიყვარხართ და სიხარულით ვკითხულობ ყოველთვის თქვენს წერილებს! ბევრი რამე ვისწავლე თქვენგან და ბევრსაც მომავალში ვისწავლი! ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან, თბილისის ფორუმის პოლიტიკურ განყოფილებაში იქნებ იქადაგოთ და იქნებ ვინმე ორი სამი კაცი მაინც მოიყვანოთ გონს! ხალხს იქ ვერ გაუგია რომ ეს სჯულის გამყიდველი პატრიარქი, არავის მათ შორის არც თავის მრევლს დაიცავს სააკაშვილის მამათმავალი მგლებისგან! ახალგაზრდობაში არ გაუკეთებია ეს და ამ მოხუცებულობაში რიღასი თავი აქვს! ვიცი მრავალ შეურაცხყოფას მოგაყენებენ და დიდ ტალახში მოგიწევთ გავლა მაგრამ ნამდვილად ღირს თუნდაც ერთი სულის გადასარჩენად! ასევე აუხსენით მაგ ხალხს რომ თუ კანონიერი ხელისუფლება არ აღდგება არაფერი არ გვეშველება! წაიღო კახეთი წყალმა, სვანეთის მთები ზვავდებიან ბარში, წელს მოსავალი აღარ იქნება რადგან ამ გარყვნილების პროზელიტიზმმა წალეკა საქართველო და ღმერთმაც რამის არის ამის გამო წალეკოს ჩვენი ქვეყანა! მე ერთი რიგითი ცოდვილი მაგრამ მართლმადიდებელი ადამიანი უმორჩილესად გთხოვთ ამხილოთ არა მარტო საპატრიარქო არამედ მიხეილ სააკაშვილის ეს სოდომ-გომორული ბანდაც!

  2. უღირსი მღვდელი გ. სხილაძე, Leuville sur Orge Says:

    ,,ელენა“: ,,მამაო გიორგი, ძალიან მიყვარხართ!..
    ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან: ,,თბილისის ფორუმის“ პოლიტიკურ განყოფილებაში, იქნებ, იქადაგოთ!..“.
    ____________________________________
    _ ქრისტე აღსდგა!
    გლოცავთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
    გმადლობთ დაუმსახურებელი სიყვარულის გამოხატვისთვის! მეც გიწვდით ხელთა გულისა ჩემისათა!
    ,,თბილისის ფორუმსა“ (forum.ge) და ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე“ (church.ge), რა ხანია, მას შემდეგ, რაც იქ განვათავსეთ ერესთა, საქ. საპატრიარქოსა და პატრიარქის მამხილებელი რამდენიმე კომენტარი, მისმა თაყვანისმცემლებმა, რომლებიც ამ ელ-გამოცემებს ზედამხედველობენ, ამიკრძალეს შესვლა სიტყვიერადაც და ტექნიკურადაც (,,დამბლოკეს“). თორემ, თქვენს თხოვნას აქამდეც და აწიც სიამოვნებით შევასრულებდი.

    • dato (lenon) Says:

      უფლება რომ მოვიპოვო ამ საიტზე დაწერის რედაქციამ როცა დამბლოკა მზაკვარი და ორპირა რომ ვუწოდე მამა გიორგის პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი და მაქვს მისადმი ასეთი შეკითხვა. რა უშლის მას ხელს ეს სურვილი აისრულოს როცა ამას წერს:

      “სხვათა შორის, აი, რას ვწერდით ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ,,დიდგორისადმი“: როდესაც საქართველოში ბოლო ოცწლეულში მომხდარ ძირითად მოვლენებს გადავავლებ-ხოლმე გონების თვალს, იმდენ ბოროტებასა და უსამართლობას ვხედავ და აქედან გამომდინარე, იმდენი ადამიანია სახელმწიფო თუ ჩვეულებრივი დამნაშავე, რომ მათი ყველას ციხეში გამომწყვდევის ნაცვლად სურვილი გამჩენია-ხოლმე, ხელისუფლებას ვთხოვო, უფლება მომცენ, მათ ნაცვლად საკუთარი ნებით ჩავჯდე ციხის საკანში,”

      • dato (lenon) Says:

        მამა გიორგი წერს რომ საზღვარგარეთ საპატრიარქოს მივლინებით წავიდა საქმეზე, ნუ მას არავინ არ დევნიდა, მერე გადავიდა სერბულ ეკლესიაში და საერთოდ დარჩა იქ! მოკლედ სამშობლოში აღარ დაბრუნდა ესე იგი რაღაცის ეშინია და მე მგონი არ არის სიმართლე რომ მას ციხე უნდა. აროშვილები მასზე ნაკლებად არ ამხელენ მაგრამ ჯერ ისინი არავის დაუჭერია. მკალავიშვილი კრიმინალზე დაიჭირეს ცემა=ტყეპის გამო. მამა გიორგის მადლობა ღმერთს ეს მეთოდი არ მოსწონს და შეუძლია აროშვილებივით მამხილებელი იყოს საქართველოში იყოს მას ხელს არავინ ახლებს. ასე წერს მამა გიორგი:

        ” თავისი მოხუცი მშობლები თორმეტი წლის მანძილზე მხოლოდ თორმეტი დღით ნახა და ამ ყველაფრის გამო, უნდა აიტანოს უამრავი განსაცდელი, სულიერი ტკივილი და სიმწარე, შეურაცხყოფა, დაცინვა, მტრობა და ა. შ…'”

        პარიზში რატომ იტანჯება რატომ ტანჯავს მოხუცებულ მშობლებს უნახაობით”

        ნუ მინდა ვთქვა რომ იგი გულწრფელი არ არის თავის ნაწერებში ციხე უნდა და ციხის შიშით არ ჩამოდის. მადლობთ, მგონი კორექტულად დავწერე რაც დავწერე და არ წამიშლით!

  3. უღირსი მღვდელი გ. სხილაძე, Leuville sur Orge Says:

    ჩვენივე ციტატიდან: არ უნდა ვიყოთ რა ჩასაფრებულნი და მალემრწმენნი… ტელეფონით დავუკავშირდით საქ. საპატრიარქოს პრეს-ცენტრს და მის ერთ-ერთ თანამშრომელს ვთხოვეთ ახსნა…

    ასევე ვიქცეოდით აქამდეც, მსგავს შემთხვევებში; მაგ.: როცა შემთხვევით გავეცანით, როგორ ულოცავს ილია მეორე სინაგოგის იუბილეს იუდეველებს (,,Menora“, Georgian Jewish newspapers _ გაზ. ,,მენორა“, N21,1-15.11.2005წ., გვ.2, წერილიდან: «როცა პრეზიდენტი ,,ყოსე შალომ, ბიმრომავ“-ს მღერის, საქმე კარგად უნდა იყოს…»). მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეს-ცენტრის პირდაპირი მოვალეობაა, მისი წარმომადგენლები ახსნა-განმარტებას თავს არიდებენ და სიმართლეს გაურბიან…

  4. aleqsandre Says:

    ეს რა ხდება მამა გიორგი სხილაძე??? რატომ არის თქვენი არგუმენტები ესეოდენ უსუსური? ჩემს მიერ დიდი კი არა უდიდესი პატივისცემის მიუხედავად თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება მამა ბასილის და მისი ქრისტესთვის და ერისთვის მრავალტანჯული მრევლის შეურაცყოფისა. რომელნიც უფლის ნებით და წმინდა გიორგის მოწოდებით იბრძოდნენ შიშველი ხელებით, ლოცვით, შრომით, აქციებით, ქადაგებით მთელი საქართველოს მაშტაბით, მიძინებული ქართველი ერის გამოსაღვიძებლად. ასე ბატონო მამაო არ შეიძლება, ჩამოდით აქ სქართველოში და შეეკითხეთ პატარა ბავშვიდან დაწყებული მოხუცით დამთავრებულს თუ რა საფრთხე მოაქ სექტანტობას, ვინ არიან იეღოველები თუ ბაბტისტები და თავად დარწმუნდებით რაოდენ ძალადაკარგული არის სექტანტური პროზელიტიზმი. თუ მამა ბასილის მიერ ბრძოლის დაწყებამდე, მრავალი ქართველის ოჯახში უამრავი სექტანტური ლიტერატურა ინახებოდა აბა ნახეთ ახლა როგორ უარს ეუბნება რიგითი ქართველი შემოთავაზებულ შხამს და მხილებასაც არ აკლებს, თქვენ კი უკუშედეგზე საუბრობთ? ეს არ მჯერა ნუთუ თქვენ წერთ ხელისუფლების საქმეაო? კი მაგრამ ეს ის ხელისუფლება არ არის თქვენ რომ გაიძულათ ემიგრაციაში წასვლა? ვიღაცას ემალებით? ესეიგი ჩვენ ციხეში წავიდეთ თქვენ კი პარიზში იყავით. ჩამოდით ერთი და მაინტერესებს როგორი იქნება თქვენებური გზა? გოლგოთასეული ჯვარცმისა? თუ პარიზისეული… იცით რა საფრანგეთი და პარიზი საქართველო და თბილისი არ არის და ვგონებ გმართებთ რეალურად რეალობის შეფასება. უღრმესი პატივისცემით დიდგორის რედაქციას, მრავალტანჯული საქართველოს ცოდვილი და უღირსი მაგრამ ერთგული შვილი ალექსანდრე ბოკუჩავა.

  5. kat Says:

    GjeraT tqven rom tavshi j v r e b i s shartymiT brdzolam shedegi moitana?! nutu ase bnela am saitis moghvateebistvisac..

  6. aleqsandre Says:

    ის ადამიანი ვინც ამბობს ჯვრებს ურტაყამდაო მამა ბასილი და მისი მრევლი სექტანტებსო ეს საშინელი სიცრუეა, რადგან ვერასოდეს ვერცერთმა სატელევიზიო არხმა მსგავსი ფაქტი ვერ წარმოადგინა . მე მინდა ლაჩრებს, მატყუარებს, შურიანებს უთხრა რომ ჯვრებს თავში მანანა არჩვაძის მომხრეები აქციების გამართვისას ურტყამდნენ მღებრიშვილის პოლიციელებს და ამისთვის მათ სათანადოდ დიდი ჯვრები გააკეთებინეს დურგლებს ეს ცნობილი ფაქტია რაც არაერთმა ტელევიზიამ გააშუქა. რატომღაც თავისუფლების ინსტიტუტი, სოროსელები და “ვაჯკაცი პატრიოტები” მანანისტების ამ დაუვიწყარ ფაქტს იყენებენ და გლდანის დევნილ ეპარქიას მიაწერენ . თავის დროზე მე კარგად მახსოვს ტელეკომპანია “იბერიამ” სანამ მას დაკეტავდა ვარდების ხელისუფლება და მისმა მფლობელმა ლუბა ელიაშვილმა ბოდიშიც კი მოიხადა მამამ ბასილის წინაშე მანანისტების ნამოქმედარის გამო მას რომ მიაწერდნენ, თორემ გლდანის ეპარქია როდესაც აქციებს მართავდა ჩახუტებული იცავდა ხატებს და ჯვრებს…რაც შეეხება სატანური ეკუმენისტურ-სექტანტური კონგრესების დაშლას რასაც მამამ ბასილი და მისი მრევლი უდიდესი რისკის ფასად ახორციელებდა ეს დიდებული დღეები ქართული ტელევიზიების მიერ გადაღებულიც არის და სიწმინდეების გამოყენება ასეთ შემთხვევაში არსად არ ფიქსირდება, ისევე როგორც არ დაფიქსირებულა ხალხმრავალი დიდი სექტანტური კონგრესების გამართვა საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან ქართველი ხალხის ცნობერება სოფელსა და ქალაქში საკმაოა იმ დონემდე რომ იცოდნენ მსგავსი ფაქტი დამღუპველია ერისთვის და ამას შეიძლება საშინელი სასჯელები მოჰყვეს. ამიტომაც არ მართავენ დღეს ათასი რჯულის სექტანტები მრავალათასიან კონგრესებს და არ არიგებენ მაშტაბურად ტონობით წიგნებს რადგან იციან რომ რეაქცია არ დააყოვნებს უბრალო რიგითი მართლმადიდებელი გლეხისგანაც. მამამ გიორგი კი რაც სწერს? უკუ რეაქცია გამოიწვიაო…ეხხხხხხხხ.

    • kat Says:

      me nanaxi maqvs tavis gadaxotris scenarebi televiziiT , Tumca jvris shartymis faqtebi gadasamowmebelia. me piradad, jvris shartymis faqtebsac ar gamovricxav.samwuxarod, metodebi araswori airchies iaghovelebTan brdzolis. uku reaqciaze tu aris saubari, es pirvel rigshi mama basils emchneva.. ratom moitxoves “patriarqTan sherigeba “, sheicvala rame? dzaladobas kargi araferi moaqvs da arc am brdzolebis mere shemcebula iaghovelebTa ricxvi.

      • ნიკა Says:

        kat Says:
        მაისი 17, 2010 დრო 9:14 pm

        GjeraT tqven rom tavshi j v r e b i s shartymiT brdzolam shedegi moitana?! nutu ase bnela am saitis moghvateebistvisac..

        პასუხი kat – ს.

        ————-
        აჯობებს ვინც უშუალოდ იღებდა მონაწიელეობას გლდანის ეპარქიის ბრძოლაში, ანუ ვინც ჩახედულია ამ საქმეში იმათ სიტყვას ცოტათი მაინც დავუჯეროთ, და ჩვენ “დიდგორის” რედაქცია ასეც ვიქცევით! სანამ რაიმე განაჩენს გამოიტანდეთ საითის შესახებ, მანამდე საჭიროა თვალი მაინც გადაავლოთ ხოლმე მას. რადგან მაგალითად არ იზიარებენ მღვდლები აროშვილები და როგორც წარმოჩინდა მამა გიორგი სხილაძეც გლდანის ეპარქიის ბრძოლის მეთოდებს, მაგრამ “დიდგორის” ვებ-გვერდზე მათი ბანერები და მათი წერილები უხვად არის განთავსებული, როგორც სულის საცხოვნებელი მარგალიტები, ასე რომ არ ბნელა ამ საითზე. რაც შეეხება, მამა ბასილს, ის ჭეშმარიტი მღვდელია და თვლის რომ მისი ბრძოლა არის კანონიერი და “დიდგორის” რედაქცია აფასებს მის შრომასა, ღვაწლს და ოთხწელიწადნახევრიან ციხეს სარწმუნოებისათვის. რა თქმა უნდა, როდესაც აქტიურ ბრძოლას ეწევა მღვდელი მას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ხილულად თუ უხილავად ებრძვიან და სწორედ ამიტომაც იგი არც შეცდომებისგან არის დაზღვეული, ისევე როგორც არავინ არ არის შეცდომებისგან დაზღვეული.

        “დიდგორის” პრეს-სამსახური

      • ნიკა Says:

        მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული.

        (წმ. ტიქონ ზადონელი)

      • ნიკა Says:

        ეშმაკი განსაკუთრებული გაშმაგებით ებრძვის მწყემსმთავარს, ვინაიდან თუ მას დასცემს მთელი სამწყსო განიბნევა.

        წმ. იოანე ოქროპირი

  7. aleqsandre Says:

    აბა შენ იცი კარგად გადაამოწმე ჯვრის თავში ჩარტყმის ფაქტი, არსად არ გამოგეპაროს თორემ მოგიწევს სირცხვილისაგან საკუთარი ხელით თავის გადაპარსვა თუ არა და იმ სომეხ იეღოველ პარიკმახერს მიმართე რომელსაც ეკუთვნოდა ეგ გადასაპარსი აპარატი და იეღოვას სიტყვებს ამოგიკრიჭავს თავში.

    • kat Says:

      es sityvebi me mekuTvnis?? ra aris amxela agresia, cudad aris saqme. garda shemi mrwamsisa, somexi ieghoveli parikmaxeris misamarTic gecodnineba albad. imedia yvela tqveneburad ar fiqrobs aq. dzaladobas gonebis dabneleba moyveba xolme . simarTlis tqmaa dzneli , torem aba sheurawmyofeli “margalitebis” frqvevas ra unda!!!

      • davit Says:

        ღმერთმანი საერთოდ ერთ რამეს დავაკვირდი, ჭეშმარიტად მოძალადეები სულ მოყვარის სიყვარულს და თავზე ხელისგადასმასა ჰქადაგებენ და მათთან მოპაექრე კეთილშობილ ხალხსა ამუნათებენ და ამტკიცებინებენ რომ ძალადობა არცთუ ისე ცუდია!!! ჰჰჰჰჰჰააააააა ეშმაკო რა გონიერი ხარ მაგრამ ახლა შენ აჯობებ უფალს სიბრძნეში შე ტაკიმასხარავ! ჩვენ ქართველებმა ამის სიბრძნე უკვე შევიძინეთ… რა ქარიშხალამ არ გადაიარა ჩვენს თავზე! აბა იმას რა დამავიწყებს გოგა ხაინდრავა და გიორგი ყარყარაშვილი ჯაბა იოსელინის ბანდასთან ერთად სულ ჩაუშესკო ჩაუშესკოს რომ უყვიროდნენ ჩვენს პრეზიდენტ ზვიადსა და ის კიდევ ვარდები ვესროლოთო გაიძახოდა და მაინც ჩაუშესკოდ დაამხეს! ახლა მამა ბასილმა პატარა რომ მიჰყარ-მოჰყარა სარეველა იაღოვას მოწმენი და ჩაჩა-ჩაჩა სონღულაშვილის ხალხი ამათ რაღა დააწყნარებს როცა ვარდისმსროლელი ჩაუშესკოდ მონათლეს!

      • davit Says:

        ოლალოოლ ნეტა პადრე ჯემალის და დოკტორანტ ჩიკვაიძის პრეზიდენტის მიშიკო აღმადაღმამშენებლის მიერი გლდანის ტაძრის დარბევის ვედეოები არ ენახა ჩემს მრავლისმნახველ თვალებს და სხვა წარმოდგენა ექნებოდა ძალადობის რაობაზე! გამოქანდა და რა გამოქანდა ჟანდარმერიის წინა ხაზიდან საბჭოთა ტანკის მსგავსი მანქანა და გადმოლეწა ეკლესიის მავთულხლართა ღობე და გაექანა მორწმუნეთა გასასრესად, მემრე შემოუუღმუვლა გარშემო ტაძარს და აიღო რაზგონი და დაეტაკა ეკლესის კარებს, ნუ ვერ შეანგრია კარები, დაიხია უკან და ზათქითა და უბედურებით დაეჯახა მეორედ და შელეწა…საკურთხევლიდან გამოათრიეს მღვდლები… და ამერიკა ხარობდა…იზეიმეს სარეველებმა ღვთის ყანაში! ახლა კი ეს საბჭოთა ტანკებიდან ამერიკის ბომდამშენებად გადაქცეული ჟანდარემერია შიშველი ხელებით მებრძოლ ხალხს რომელმაც დაწვა თურმე ის წიგნები სადაც უფალს ჰგმობდნენ ეტაკნენ და ცემა-ტყეპით და რა ცემა-ტყეპით შეჰრეკეს ციხეებში და დღემდე გრძელდება ასე ნატოს ჯარების მარიონეტი ქართული ჟანდარმერიის და მისი მასმედიის ძალადობა! სერბეთის ქვეყანას ბომბებზე აღდგომის მილოცვით აფეთქებდნენ და გრძელდება დღემდე და ახლა ჩვენ ქართველებს ვაჟკაცობით და დედობის სიწმინდით გამორჩეულ ერს სამარცხვინო ნამუსის ახდას გვიპირებენ რომ კაცი გადედლდეს და ქალი ავხორცად იქცეს! მოკლედ დედა-ბუდიანად გვაფეთქებენ! და ვისი ხელით? შიდა გამცემლების ხელით! იუდა ერთი იყო იმ 12 მოციქულში მაგრამ თურმე დატოვა იუდების მთელი ლეგიონი ჟანდარმერია!!!აბა ჰე მიდით დაიცავით იეღოვას მოწმეები ნატოს ჯარებთან შიშველი ხელებით შერკინებულ მოძალადე გლდანელებისა თუ სხვა დიღმელი ქართველებისგან!!!

  8. kat Says:

    pasuxi davits
    didi warmosaxvis unari gaqvT, rogorc Tqvens guls uxaria iseTad xatavT yvelas. Tqvens garda ra yvela ieGHoveli , eshmakeuli, prezidenTis damxobi ar ari? ! metis simarTle arc gainteresebT da patara shenishvnaze eshmakeulad naTlavT yvelas. sakuTar tavshi edzieT da sxva ise ganikitxeT.

    • davit Says:

      თავაზიანი ხარ გეტყობა და დავასკვენი კუდი ცოტა მოკლე გაქვს, ფეხებზე ჩლიქები ჯერ არ გიჩანს თუმცა შეიძლება მალავ! მოკლედ კუდი ნეტა რატომ აგეწვა? კატუნია მე შენ ხომ არ მიხსენებიხარ, რა საერთო გაქვს ჯოჯოხეთად მიცვალებულ ჯაბასთან, ჯერ ცოცხლად მიმომავალ მყრალ გვამ ყარყარაშვილთან, ან მის ტყუპისცალ ხაინდრავასთან ან ნატოს ჯარებთან?

      • კახა Says:

        “ფეხებზე ჩლიქები ჯერ არ გიჩანს თუმცა შეიძლება მალავ!”:D

      • კახა Says:

        daviiiiiiiiiiiiit შენ მომიღებ ბოლოს!!!
        🙂 … დავასკვენი კუდი ცოტა მოკლე გაქვს😀

  9. kat Says:

    natos jarebTan maqvs yvelaze didi erToba amas namdvilad ver davmalav, yvelaze kargad jghers. Rusis jars mainc jobia rac ar unda ilaparakoT , verdebis imedad yofnam xom xedavT ra moitana? qveyanas ver ushvela. me mainc dasavleTi mirchevia, “ar qajoben” , jer laparaks kargad swavloben da maghal idealebze ise laparakoben! aq ki ra xdeba aba, statiebs ara ushavs, magram rogorcve komentarebs waikitxav denTis suni udis yvelafers😀😀 mets aghar shegawyenT. sad ari aq saghi azri, an vingha daijerebs tqven gamogvidzeblul erovnul modzraobas? me erti rigiti “kudiani” mxars ar dagisherT, meti saqme ar maqvs

    • davit Says:

      კატუნია აი ისემც არ გაგიხმა შენ ეგ მატყუარა პირი რომ რუსის ჯარს ნატოს ჯარი არა ჰჯობდეს! ჩვენთვის ქართველებისთვის მიწაზე დაპყრობით ერთი ოხერია ბედშავო ეგენი ორივე! ოღონდ განსხვავება იმაშია რომ რუსის ჯარში შე მართლა კატუნია შენებრ გამოისახავენ ხოლმე მართლმადიდებლურად რუსი ჯარისკაცები პირჯვარსა, ხოლო ნატოს ჯარში ირბახისეულ-კათოლიკურ-იეღოველურად ხოლმესა უკუღმა! არ წახვიდე კატუნია, აქ ყველა გამექცა ვერ უძლებენ ჩემს დებატებსა და მოდი რა ცოტა შენ მაინც გამიძელი!!!???

      • davit Says:

        და შენ მაინც დასავლეთი გირჩევნია კატუნია? როგორ კაცი თუ ხარ გათხოვება გინდა კაცზე კალიფორნიის შტატის ამერიკულად? ნუ ქალი თუ ხარ ლეზბოსელა თეა თუთბერიძეს უნდა დაემოწაფო ისე ვერ გაივსებ ტომარას ევროებით… არა ამ წუთას რა გამახსენდა იცით ლადომ თუ ვინ გამოაქვეყნა აღარ მახსოვს მგონი კახამ დეისიძის ვიდეოპრეზენტაცია და მეც იქ დამაინტერესა ვინ უსმენდა ამ სარეველას პორნოპრეზენტაციას და ლოოლ უცებ რას ვხედავ ალასანიას დედობილის თინათინ ხიდაშელის ბრატიშკა დავით ზურაბიშვილი დეისიძის ინცესტობებს უსმენს! რომ იგრძნო რომ კამერა მიუშვირეს უცებ იქედნურ მალულად გამოიხედა არ ეამა რომ წაისწრეს ბინძურ საქმეზე…აი ვინები ემზადებიან მიშას შემდეგ ხელისუფლებაში მოსასვლელად, უფრო მოდერი მთავრობა ფეხებმოჭრილ დას რომ ძმა გააუპატიურებს იმას ევროპის მონაპოვრად ჩათვლიან და თუ ვინმე ამას გააპროტესტებს მამა ბასილის მრევლის ხვედრი მონაგონი იქნება!აბე ჰე კატუნია ჩაეწერე თინათინ ხიდაშელის და დავით ზურაბიშვილის ნატოს ჯარის რიგით მხედრად და მიდი მიაწექი ცხოვრებას ამერიკულად!!

  10. kat Says:

    ar maqvs survili uzrdelrebTan debatebis

    • davit Says:

      არ გაქვს სურვილი ქართველ უზრდელებთან დებატების სამაგიეროდ გაქვს სურვილი ამერიკული, ბრაზილიური, მექსიკური, ფრანგული, იტალიური და საერთოდ დასავლური გარყვნილი ცხოვრების, სადაც აღარც მამიდაშვილობა-ბიძაშვილობა არსებობს რადგანაც ერთმანეთზე ქორწინდებიან, არც რძლობა-მამამთილობა არსებობს რადგან ერთმანეთში მიდი-მოდიან, არც ძმათა ცოლების აღურევლობა რადგან ერთმანეთში იხრწნებიან და არც დეიდაშვილობა-მამიდაშვილობა არსებობს, რადგან მრუშობენ და მეძაობენ ისე ვითომც აქ არაფერი… მიდით გაიხრწენით გათახსირდით ევროპულ-ამერიკულად და იცით რა მოყვება ამას? დაგიტანთ მიწაში ღმერთი, ხომ ხედავთ კახეთი, სამეგრელო, სვანეთი რა დღეშია…კიდევ ღვთისმშობელი გვიფარავს ვენაცვალე მის კალთას!!!

      • კახა Says:

        ეს რომ დავწვა ინკვიზიციად ჩამეთვლება?😦

        ერეკლე დეისიძის წიგნიდან ციტატა: ” ღვთისმშობელს ჭკუა რომ ჰქონოდა იესოს მუცელშივე მოიშორებდა ” .

      • nana Says:

        ღვთის ცეცხლმა დასწვას ღვთისმშობელზე და უფალზე მაგ უხამსობის დამწერი!!!

      • ნიკა Says:

        პასუხი “დიდგორის” მკითხველ-კომენტატორებს.

        ————————————–

        kat Says:
        მაისი 19, 2010 დრო 12:12 am

        aq ki ra xdeba aba, statiebs ara ushavs, magram rogorcve komentarebs waikitxav denTis suni udis yvelafers mets aghar shegawyenT. sad ari aq saghi azri, an vingha daijerebs tqven gamogvidzeblul erovnul modzraobas? me erti rigiti “kudiani” mxars ar dagisherT, meti saqme ar maqvs

        ———————————————-
        ეკა Says:
        მაისი 16, 2010 დრო 5:51 pm

        ხოდა მშვიდობით ბრძანდებოდეთ!!! აღარაფერი მაქვს საკამათო დიდგორის საიტზე გამოქვეყნებული მღვდლების მაღალ ინტელექტთან და ნატიფ რწმენასთან!

        – – – –

        ადრეც დავწერეთ, რედაქციამ განმარტება, და ახლაც ვიმეორებთ. როდესაც სხვადასხვა აზრის მკითხველი ერთმანეთს ეკამათებით, გთხოვთ ნუ მიაწერთ თქვენი მოწინააღმდიგის აზრებს საითის ადმინისტრაციას და რედაქციას. გაუგებარია, რატომ აღარ უნდა შეგვაწუხოთ, რაიმე გაწყენინათ პირადად “დიდგორის” რედაქციამ? ან რაიმე დაგიწერათ არაკორექტული და უკანონო? ან ეროვნული მოძრაობა რა შუაშია, აქ ყველა პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის ადამიანი წერს და შეუძლია დაწეროს თავისი აზრი და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, და თუ რედაქცია მათ რაიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უკანონოდ მოექცევა მაშინ შეუძლიათ გამოთქვან კონკრეტული პროტესტი რედაქციის მისამართით. გთხოვთ, რომელიმე მკითხველი სხვა მკითხველზე განაწყენებული, ნუ გაებუტებით “დიდგორის” რედაქციას.

        ———
        “დიდგორი” – ის პრეს-სამსახური

  11. ნიკა Says:

    კახა Says:
    მაისი 19, 2010 დრო 10:24 pm

    ეს რომ დავწვა ინკვიზიციად ჩამეთვლება?

    ერეკლე დეისიძის წიგნიდან ციტატა: ” ღვთისმშობელს ჭკუა რომ ჰქონოდა იესოს მუცელშივე მოიშორებდა ”

    ———————————-

    სად წავლენ ასეთი გმობის დამწერნი ან ამ წიგნის პრეზენტაციაზე დამსწრე მკრეხელნი ვინც კი რაიმე მიზეზით იწონებს ასეთ საზარელ ნაბოდვარს? “… წავლენ გარესკნელში, საზარელ სატანჯველში, სადაც დაიტანჯებიან მარადიულად და ვეღარასოდეს იხილავენ ღვთის ნათელს, არამედ დაიფარებიან სამუდამო წყვდიადით…” (წმ. იოანე ოქროპირი)

  12. უღირსი მღვდელი გ. სხილაძე, Leuville sur Orge Says:

    ,,dato (lenon)“: ,,…მზაკვარი და ორპირა რომ ვუწოდე მამა გიორგის პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი…“.

    პასუხი: ღმერთმა მოგიტევოთ და დაგლოცოთ! მადლობელი ვარ, მაგრამ არა უშავს, ჩემისთანა რომ ასე მოიხსენიეთ; უფრო მნიშვნელოვანია, ღირსეულ ადამიანებს არ უწოდოთ მსგავსი რამ. ამისათვის თქვენთვის ბოდიშის მოხდა არც მომითხოვია, მაგრამ თუ გახსოვთ, შენდობის თხოვნა გთხოვეთ ,,დავითის“ მიმართ…

    იგივე _ ჩვენზე: ,,მამა გიორგი წერს რომ საზღვარგარეთ საპატრიარქოს მივლინებით წავიდა საქმეზე…“.

    პასუხი: შეგიძლიათ, ამის დამადასტურებელი რომელიმე ადგილი მოიყვანოთ ჩვენი ნაწერებიდან? _ ამას ვერ შეძლებთ ამ უბრალო მიზეზით: ისეთ რამეს როგორ დავწერდით, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება?!

    იგივე _ ჩვენზე: ,,ნუ მინდა ვთქვა რომ იგი გულწრფელი არ არის თავის ნაწერებში…“.

    პასუხი: არასარწმუნო ის უფრო იქნებოდა, ჩემი გულწრფელობა ადვილად გერწმუნათ, რადგან ჩვენ ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ. ღვთის მადლით, ეჭვიანი ადამიანი არა ვარ, მაგრამ ამაში მაინც მერწმუნეთ: რამდენადაც სასულიეროსთან შედარებით, ერისკაცის არაგულწრფელობის ალბათობა უფრო მეტია, ვინმეს თქვენივე ვარაუდის გულწრფელობაში ეჭვი შეეპარება და მისი შინაარსიდან გამომდინარე, გამოწვევად (პროვოკაციად) მოეჩვენება…

    იგივე _ ჩვენზე: ,,პარიზში რატომ იტანჯება… ციხე უნდა და ციხის შიშით არ ჩამოდის; რა უშლის მას ხელს ეს სურვილი აისრულოს…“.

    პასუხი: ვისი გულწრფელობისაც არ გჯერათ, რაღა აზრი აქვს მის აზრს?! ხოლო თუ რიტორიკულად კითხულობთ, ჩვენც სხვა მკითხველთათვის ვიტყვით: ჩვენს ეკლესიაში მეორე მღვდელი ჯერ არ გვყავს… ისე, უფლისთვის ტანჯვა ყველგანაა შესაძლებელი; მათ შორის, პარიზშიც.

    სულიერ შვილებს

    იგი არა-არს ჭეშმარიტად, ჯერ, მღვდელ-მოძღვარი,
    სულიერ შვილზე მეტად უყვარს თუ ხორციელი;
    ვის ერთხელაც კი არ სწვევია გრძნობა, ძლიერი:
    ოღონდ, თქვენ სცხონდეთ, _ ნუ დამტოვოს ღმერთმან ცოცხალი!
    _ ცხონების _ ანუ თუ იმედი გაქვს გადარჩენის,
    ,,ანიც“ და ,,ჰოეც“ _
    ერთად, სწორედ,
    არს გადარჩენა:
    ფანატიზმია სიყვარულის გარეშე რწმენა;
    ,,ლიბერალობა“ _ სიყვარული გერეშე რწმენის.
    _ რაც მხოლოდ თქვენთვის მეთქმის
    და ჯერ არ მითქვამს სხვისთვის:
    დამინთხევია თქვენთვის
    ოფლი, ცრემლი და სისხლი.

    2009წ. შემოდგომა, ლევილი

    • davit Says:

      ახლა მამა გიორგიზე და მამა ზურაბზე მეც მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი! არ არის ლამაზი ახლა ჩვენ საქმეები ვურჩიოთ ჩვენს ქვეყანაში დარჩენილ ხუთიოდ ჭეშმარიტ მღვდელსა, არა მგონია ჩვენ უფრო დიდი დამფასებლები ვიყოთ მამა ბასილის სექტებთან შერკინებისა თუ ციხის დათმენისა როგორც ისინი აფასებენ ამას! გასაგებია მაგალითები ეკლესიის ისტორიიდან, მაგრამ მღვდლის მოვალეობა მაინც ის არის რომ იქადაგოს სიყვარული, მიმტევებლობა, ძალადობის უარყოფა…ახლა ჩვენ თან ქართველები ისედაც სულ მუშტებზე ვიყურებით და კიდევ რომ გვითხრან მიდით ერეტიკოსებს მუსრი გაავლეთო, ღმერთმანი ეს მამა ჯემალი და ირბახი მართლა შემომაკვდება ბედშავ დეისიძეზე აღარაფერს ვამბობ! მამაო გიორგი გაგახაროთ ღმერთმა, გაფასებთ ძალიან გაფასებთ და ვინატრებდი რომ მალე ჩამოხვიდეთ საქართველოში, ნახოთ მამა ზურაბი თავის კარგ ძმა მღვდელ გელასისთან და მამა ბასილთან ერთად და რავიცი თუ არის კიდევ სხვაც ვინმე და ერთად მიხედოთ ამ ჩვენს გაუბედურებულ ხალხსა თეთრი და შავი წესიერად რწმენაში რომ ვერ გაურჩევია…

  13. უღირსი მღვდელი გ. სხილაძე, Leuville sur Orge Says:

    ,,კახა“: ,,ეს რომ დავწვა ინკვიზიციად ჩამეთვლება? ერეკლე დეისიძის წიგნიდან ციტატა: ,,[მოჰყავს… (+გ.ს.)]“.

    ასეთი მკრეხელობა და გმობა არც წერით უნდა განმეორდეს და არანაირად.

    ,,nana“ (ნაგულისხმევ ციტატაზე): ,,ღვთის ცეცხლმა დასწვას ღვთისმშობელზე და უფალზე მაგ უხამსობის დამწერი!!!“.

    _ თუ არ შეინანებს, ამინ!

  14. aleqsandre Says:

    მამაო გიორგი, არ დავიზარე და თავიდან ბოლომდე გადავხედე თქვენს დაწერილ ყველა კომენტარს. არა მეხსიერება დარწმუნებული ვარ არც მღალატობდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ გამნეორება ცოდნის დედააო, ამიტომაც გირჩევთ თქვენ თვითონ კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენივე დაწერილ კომენტარებს და დარწმუნდებით თქვენი კომენტარის არაკორექტულობაში, სავსებით გასაგებია როდესაც წმინდა მამები თუ სასულიერო პირები მიუთითებენ ხელისუფლებას კონგრესებისა და უკანონო კონტრაბანდული მწვალებლური წიგნების განადგურებას და ეს უნდა შეისმინოს ჭეშმარიტმა კანონიერმა ხელისუფლებამ. მაგრამ ? როდესაც დღევანდელ თუ შევარდნაძისეულ არამრთლმადიდებლურ ხელისუფლებებს ავალდებულებთ რომ მათ უნდა ამოიღონ უკანონო სექტანტური ლიტერატურა და მამა ბასილს ეს არ უნდა გაეკეთებინაო??? რომელ ხელისუფლებას უნდა ვთხოვოთ მხარდაჭერა ღვთისმგმობელთა ? რომელებიც გამუდმებით სდევნიან ჩვენს სამშობლოში მართლმადიდებლობას და აკანონებენ სექტებს, რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ შეგვიგინეს ღმერთი და არნახული მხეცური სისასტიკით დაგვირბიეს მართლმადიდებლური სიწმიდეები, და სწორედ ამ სატანისტებს ვემუდაროთ სექტები აკრძალოს და წიგნები ამოიღოს? ცოტა კურიოზული ხომ არ არის რეალობიდან შორს რომ ხართ? რატომღაც ბრალს რომ გდებენ მამამ გიორგი თქვენ კომენტარებში ასეთ საკითხებზე და ეკლესიური და წმინდა მამების ცხოვრებიდან მაგალითები და კანონები რომ მოჰყავთ თქვენ ყოველთვის არაადექვატურ შეფასებას აკეთებთ თქვენს კომენტარებში და გაურბიხართ კონკრეტულ პასუხს. ხომ ვერ მიმანიშნებდით ასეთი მაგალითებიდან კონკრეტულად რომელ კომენტარზე გაეცით კონკრეტული პასუხი. არ გეკადრებათ მსგავსი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არ არის თქვენგან მისაღები იმ შეფასებისა რასაც ტექნიკურად ანთხევთ ამ საიტზე გლდანის მართლმადიდებლობისთვის დევნილი და მებრძოლი ეპარქიის წინააღმდეგ , ეხლა კი ვხვდები რატომ გაგიჭირდათ საქართველოში ჩამოსვლა და წმინდა გიორგის მებრძოლთა რიგებში ჩადგომა . ბოდიში მაგრამ მგონი თქვენი კითხვები მე კი არა წმინდა იოანე ოქროპირის , წმინდა ნიკოლოზის და არაერთი დიდი წმინდა მამის მრავლტანჯულ განვლილი ცხოვრების გზას დაუსვით. დამიჯერეთ მამამო გიორგი ზემოთ ჩამოთვლილი წმინდა მამები არასოდეს თქვენს ადგილზე პარიზში არ დარჩებოდნენ და ცეცხლსაც და მახვილსაც არ მოერიდებოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის გადასარჩენად. უკეთესი იქნებოდა თქვენთვისაც აქ რომ იყოთ თქვენს მრავლტანჯულ ხალხთან ერთად თითო აგური დადოთ ქრისტიანობის გადასარჩენად. “თუ აშკარა უკეთურებასთან გვაქვს საქმე, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ” იმედია დაისვენებთ ჩვენი კრიტიკისგან და უფრო მნიშვნელოვან საქმეს მიხედავთ, მნიშვნელოვანი კი აქ გელოდებით უამრავი მართლმადიდებლობისთვის დევნილი ქართველი. თუმცა თქვენ მაინც ჩასაფრებული პარიზს ამჯობინებთ… პატივისცემით ალექსანდრე ბოკუჩავა.

  15. guja Says:

    თუ შეგიძლიათ საიტზე განათავსოთ წერილობით დოკუმენტები, სადაც ილია მეორე 1990 წლამდე იხსენიებდა რომის პაპ იოანე პავლე მეორეს. თუ არ ვცდები მაშინდელ კალენდრებში და ლოცვანებში არის პაპის მოხსენიება..

    იქნებ დამეხმაროთ

    • კახა Says:

      დაგაინტერესებთ;)
      http://asavali.ge/asdas1_2006/2010-20/1-20.pdf

      • კახა Says:

        kitxva:
        თქვენი აზრით ერეკლე დეისიძის წიგნი მხოლოდ მართლმადიდებლობის შეურაცყოფაა თუ მთელი საქრისტიანოსი?

        gujas pasuxi: არც მართლმადიდებლობის და არც სრულიად საქრისტიანოსი.😦

  16. უღირსი მღვდელი გ. სხილაძე, Leuville sur Orge Says:

    ,,aleqsandre“: ,,…ეკლესიური და წმინდა მამების ცხოვრებიდან მაგალითები და კანონები რომ მოჰყავთ თქვენ[…]გაურბიხართ კონკრეტულ პასუხს. ხომ ვერ მიმანიშნებდით ასეთი მაგალითებიდან კონკრეტულად რომელ კომენტარზე გაეცით კონკრეტული პასუხი“.

    მინიშნება: მოყვანილი მაგალითებიდან კომენტარი გავაკეთეთ სამ მათგანზე (ღირსი იოსებ ვოლოცკოელის ,,სიტყვა ერესის წინააღმდეგ“, VI-VII მსოფლ. წმ. კრებათა 63-ე და IX კანონები), შენიშვნით: ამჟამად, დრო აღარ მრჩება დანარჩენი მაგალითების განხილვისათვის; თუ უფალი მაცოცხლებს, მათზეც ვუპასუხებ.

    ასე, რომ გთხოვთ, მოითმინოთ! დღემდე, ღვთის შემწეობით, არანაირ კითხვას გავქცევივართ.

    იგივე: ,,ბოდიში მაგრამ მგონი თქვენი კითხვები მე კი არა წმინდა იოანე ოქროპირის , წმინდა ნიკოლოზის და არაერთი დიდი წმინდა მამის მრავლტანჯულ განვლილი ცხოვრების გზას დაუსვით“.

    პასუხი: თქვენთვის არანაირი კითხვა დაგვისვამს; უბრალოდ, შეკითხვის ფორმით გთხოვეთ, ჩვენივე ნაწერებიდან მოგეტანათ ერთი ციტატა, მაინც, რომელიც თქვენს მიერ ჩვენდამი ბრალდებებს დაადასტურებდა. ისევ, მესამედ, იგივეს გეკითხებით: შეგიძლიათ მოყვანა ასეთი ციტატის (და ახლა, უკვე, იმ კითხვის, რომელიც, თითქოსდა, დაგისვით)? _ ეს ვერც ამ საკითხში თქვენმა თანამოაზრეებმა შეძლეს (შესაძლოა, ჩვენსავით უდროობის გამო), დღემდე. უკვე, ვინმემ თუ იფიქრა, ამის წერას იმ მაგალითებზე გაგეცა პასუხიო, ამაზეც ვპასუხობთ: ჯერ ამ კომენტარებზე გავაკეთეთ კომენტარები არა იმიტომ, რომ პირადულს ეხება, არამედ ორი მიზეზით: 1. მათი შინაარსიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტი დრო გავიდოდა უპასუხოდ, მით მეტი ადამიანი უმიზეზოდ დაბრკოლდებოდა ჩვენზე, არა როგორც მხოლოდ პიროვნებაზე, არამედ როგორც სასულიერო პირზე; 2. ამ დროის პირდაპირპროპორციული იქნებოდა დამაბრკოლებლის (ბრალმდებლისა და ჩვენი) ეს ცოდვაც.

    ღმერთმა დაგლოცოთ!

    • კახა Says:

      ერეკლე დეისიძე: ”მე სექსუალურად აღვეგზნებოდი(კორექტულად დავწერე, ნატურშიც ნახეთ-კახა/), როცა დედა პირჯვარს იწერდა. ყოველთვის მეუფლებოდა განცდა, თითქოს ცერა, საჩვენებელი და შუა თითები შუბლთან მიტანის შემედეგ, მუცლის ნაცვლად ბოქვებთან გადაინაცვლებდნენ… ო, როგორ მძულხარ, დედა! შენ ერთხელაც არ აგგიმართლებია ჩემი იმედი…”

      gujas pasuxi: არც მართლმადიდებლობის და არც სრულიად საქრისტიანო

      http://ucnauri.com/03/05/2010/ერეკ
      ნატურში აქ არის😦
      http://forum.ge/?f=84&showtopic=34116971&st=210

      • ნიკა Says:

        guja Says:
        მაისი 21, 2010 დრო 12:52 pm

        თუ შეგიძლიათ საიტზე განათავსოთ წერილობით დოკუმენტები, სადაც ილია მეორე 1990 წლამდე იხსენიებდა რომის პაპ იოანე პავლე მეორეს. თუ არ ვცდები მაშინდელ კალენდრებში და ლოცვანებში არის პაპის მოხსენიება..

        იქნებ დამეხმაროთ

        —————————————–

        პასუხი გუჯას:

        ——————–

        საქართველოს საპატრიარქოს არცერთ კალენდრებში და ლოცვათა წიგნებში, რომის პაპი, მადლობა ღმერთს, არ არის შეტანილი. მაგრამ ისე ლოცვითი ერთობა ხომ ყოველთვის ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს და დღესაც აქვს კათოლიკებთან. ეს ფაქტები “დიდგორიდან”, გუჯა, თქვენ ხომ რამოდენიმეჯერ გადაიტანეთ თბილისის ფორუმზე. მთელი დიდგორის საითი მოფენილია ამ კომპრომატებით, იქნება ეს მღვდლების ინტერვიუებში თუ “დიდგორის” პრეს-სამსახურის მხილებებში. აი, თუნდაც ეს ბმული იხილეთ:
        „დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად“.
        https://didgori.wordpress.com/2008/10/01/didi-sjuliskanoni-amxels/

      • ნიკა Says:

        გუჯა, მაქვს შენთან ასეთი შეკითხვა, როდესაც მე შეგეკითხე, რომელ აღმსარებლობას მიაკუთვნებ შენ თავსთქო, მომიგე პასუხად, მართლმადიდებელი ვარო! აღმოჩნდა, რომ არ ხარ მართლმადიდებელი, რადგან პაპისტურ ერესს იცავ შეგნებულად, როგორც და სადც ამის საშუალება მოგეცემა! რატომ იცრუე ჩემს შეკითხვაზე? ეს არ არის პატიოსანი საქციელი!

  17. უღირსი მღვდელი გ. სხილაძე, Leuville sur Orge Says:

    ,,ნიკა“: ,,საქართველოს საპატრიარქოს არცერთ კალენდრებში და ლოცვათა წიგნებში, რომის პაპი, მადლობა ღმერთს, არ არის შეტანილი“.

    იხ. მაგ., ,,საქ. ეკლ. კალენდარი“-1979წ., დაბეჭდილი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, გვ. 313:

    ,,არამართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიები და მათი მეთაურნი:

    1. რომის კათოლიკური: უწმიდესი პაპი იოანე-პავლე II (რომი, ვატიკანი).

    2. სომხური მონოფიზიტური: უწმიდესი ვაზგენ I, პატრიარქ-კათოლიკოსი ყოველთა სომეხთა (ეჩმიაძინი).

    3. ეგვიპტის კოპთა* მონოფიზიტური: უწმიდესი შენუდა III, ალექსანდრიის პაპი და წმიდა მარკოზის ტახტის პატრიარქი, სრულიად აფრიკასა და მახლობელი** აღმოსავლეთში (ქაირო).

    4. მალაბარიის ინდოელთა მონოფიზიტური: უნეტარესი ბასილი მართომა _ მათე I, აღმოსავლეთის პატრიარქ-კათოლიკოსი და მალაბარიის მიტროპოლიტი (კოტაიამი).

    5. ეთიოპიის მონოფიზიტური: უწმიდესი აბუნა თეკლე-ჰაიმანოტი, ეთიოპიის პატრიარქი (ადის-აბება).

    6. სირიელ იაკობიტთა: უწმიდესი მარ იაკობ III, პატრიარქი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა (დამასკო).

    7. ინგლისის ანგლიკანური (ეპისკოპალური): მათი მოწყალება, დოქტორი დონალდ კოგგანი, _ კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი და სრულიად ინგლისის პრიმასი და მიტროპოლიტი (ლონდონი).

    8. ამერიკის ეპისკოპოსი: მათი მოწყალება, დოქტორი ჯონ ალინი, ეპისკოპოსი-პრეზიდენტი ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიისა (ნიუ-იორკი).

    9. მათი მოწყალება, დოქტორი მარინოს კოკი, მთავარეპისკოპოსი უტრეხტისა (უტრახტა).

    10. უნეტარესი მაქსიმე V, პატრიარქი ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთისა, ალექსანდრიისა და იერუსალიმისა (დამასკო)“.
    ______________
    *უნდა იყოს: კოპტთა;
    **უნდა იყოს: მახლობელ (შენიშვ. ჩვ. _ მღვდ. გ. ს.).

    • ნიკა Says:

      guja Says:
      მაისი 21, 2010 დრო 12:52 pm

      თუ შეგიძლიათ საიტზე განათავსოთ წერილობით დოკუმენტები, სადაც ილია მეორე 1990 წლამდე იხსენიებდა რომის პაპ იოანე პავლე მეორეს. თუ არ ვცდები მაშინდელ კალენდრებში და ლოცვანებში არის პაპის მოხსენიება..

      ————————————————-

      დიახ, დიახ, მართალს ბრძანებს, მამა გიორგი, და ახლა მომცა შენიშვნა პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი წულაძემაც, მე არ ვიცოდი და თითქმის ყველა საეკლესიო კალენდარში ყოფილა რომის პაპი შეტანილი, გიორგი წულაძის ხელთ არსებულ კალენდრებშიც 1988, 1989, 1990: გმადლობთ, მამა გიორგი.

      მე როგორც გავიგე, გუჯამ ასეთ კუთხითაც იკითხა, რომ ლიტურგიაზე, ილია მეორე ბარძიმზე ხომ არ იხსენიებდა რომის პაპს, აი მაგალითად როგორც სერბეთის პატრიარქი აცხადებდა, რომ კვეთაში, იხსენიებდა პაპს. რამდენადაც ვიცით, ასეთი რამე არ ყოფილა, არა?

      • კახა Says:

        1. რომის კათოლიკური: უწმიდესი პაპი იოანე-პავლე II (რომი, ვატიკანი).😀
        გუჯიკოს ასე ესმის უწმინდესობა😉

      • კახა Says:

        გუჯიკოს ეკლესიური გაგება უწმინდესობისა:D:D:D
        Washington DC’s first Gay Marriage Wedding Album

      • ნიკა Says:

        გაოცებული დავრჩი ამ კალენდარში გამოქვეყნებული მკრეხელური დასახელებებით, მაგ. იხ. მაგ., ,,საქ. ეკლ. კალენდარი“-1979წ., დაბეჭდილი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, გვ. 313:

        ,,არამართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიები და მათი მეთაურნი:
        1. რომის კათოლიკური: უწმიდესი პაპი იოანე-პავლე II (რომი, ვატიკანი).

        2. სომხური მონოფიზიტური: უწმიდესი ვაზგენ I, პატრიარქ-კათოლიკოსი ყოველთა სომეხთა (ეჩმიაძინი).

        3. ეგვიპტის კოპთა* მონოფიზიტური: უწმიდესი შენუდა III, ალექსანდრიის პაპი და წმიდა მარკოზის ტახტის პატრიარქი, სრულიად აფრიკასა და მახლობელი** აღმოსავლეთში (ქაირო).

        ————————————————
        არამართლმადიდებელს ქრისტიანი როგორ შეიძლება ეწოდოს და ერეტიკოსებს კიდევ უწმინდესნი? აი, ეს არის საქართველოს საპატრიარქოს კიდევ ერთ-ერთი და მორიგი მკრეხელობა და გამცემლობა.

        ახლა ვნახოთ, რას წერს საპატრიარქოს ამ მკრეხელობის საწინააღმდეგოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამა კვიპრიანე კართაგენელი:

        “ის ვინც ერეტიკოსებს ქრისტიანებს უწოდებს, თავად ხდება მწვალებელთა თანაზიარი, რადგანაც მათ ლოცვას უერთდება და მათი საკურთხევლის თანამონაწილეა. შესაბამისად, მას მწვალებლებთან ერთად ერთი რწმენა, ერთი სული აქვს.” (წმ. კვიპრიანე კართაგენელი)

  18. guja Says:

    მამა გიორგი დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, მაგრამ თხოვნა მექნება იქნებ ზუსტი კოპირება გაუკეთოთ და დადოთ თუ როგორი ჩამონათვალით ეწერა კალენდრებში არამართლმადიდებლების მოხსენიების შესახებ? მოხსენიება იყო თუ უნრალოდ ეკლესიების მეთაურების ჩამონათვალი? დიდგორის რედაქციასაც თუ აქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მომაწოდოთ იქნებ, გმადლობთ წინასწარ.

    ბატონო ნიკა დიახ მე მართლმადიდებელი ვარ, კათოლიკეებზე რაც რეალობაა იმას ვწერ, სხვა არაფერს. მიმაჩნია რომ კათოლიკეები ქრისტიანები არიან, ამაზე საეკლესიო კანონებიც მეტყველებენ, ანუ ყველა მწვალებელზე განსხვავებული მიღების წესი ჰქონდათ ეკლესიაში, ზოგიერთ მწვალებელს ხელახალი ნათლობის გარეშე იღებდნენ, მხოლოდ მირონს ცხებდნენ, რაც ნიშნავს რომ აღიარებდნენ ქრისტიანებად.. იხილეთ საეკლესიო კანონები🙂

    • ნიკა Says:

      guja Says: მიმაჩნია რომ კათოლიკეები ქრისტიანები არიან, ამაზე საეკლესიო კანონებიც მეტყველებენ, ანუ ყველა მწვალებელზე განსხვავებული მიღების წესი ჰქონდათ ეკლესიაში, ზოგიერთ მწვალებელს ხელახალი ნათლობის გარეშე იღებდნენ, მხოლოდ მირონს ცხებდნენ, რაც ნიშნავს რომ აღიარებდნენ ქრისტიანებად..

      —————————————-

      პ ა ს უ ხ ი გუჯას: ეტყობა ხუმრობთ, ასეთ რამეებს, როცა წერთ. თქვენ რა და როგორ მიგაჩნიათ, ეს არ არის ანგარიშგასაწევი, არამედ ღმერთს რაც მიაჩნია და მის წმინდა მოციქულებს და ეკლესიის სხვა წმინდა მამებს სწორ სწავლებად, აი იმის სიტყვაშეუბრუნებელი მორჩილება გვმართებს! თქვენ ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ, ამტკიცოთ, რომ თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი, იუდა ისკარიოტელი ერეტიკოს პაპიტთა მსგავსად არის მართლმადიდებელი ქრისტიანი? არა, მას ეწოდება, ქრისტეს ანუ მართლმადიდებლობის გამცემი ყოფილი ქრისტიანი! ისე კი, რაც ლადომ ვიდეო წარმოადგინა რომის პაპის ჯამბაზებით სიცილ-ხარხარით გართობაზე, ერთხელ კიდევ ადასტურებს რაოდენ ქრისტეს მიმბაძველნი არიან თქვენი პირველმეუფეების დონეზე კათოლიკები. გმადლობთ ლადო, წარმოდგენილი ვიდეოსთვის.

      • ნიკა Says:

        p.s. გმადლობთ ლადო, წარმოდგენილი ვიდეოსთვის.

  19. guja Says:

    მამა გიორგი იქნებ ზუსტი კოპირება გაუკეთოთ და დადოთ თუ როგორი ჩამონათვალით ეწერა კალენდრებში არამართლმადიდებლების მოხსენიების შესახებ? მოხსენიება იყო თუ უნრალოდ ეკლესიების მეთაურების ჩამონათვალი? დიდგორის რედაქციასაც თუ აქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით იქნებ მომაწოდოთ, გმადლობთ

    • ლადო Says:

      პაპის კლოუნადა ნახე გუჯა? გავიხსენოთ ბარემ ესეც, პოლემიკა კათოლიკებთან – თემაში…
      WYD 2008 Benedikt XVI in Ros Bay

      • guja Says:

        სიმბოლური მისალმებაა ავსტრალიასთან, ანუ როცა გემი “კაპიტან კუკი” შევიდა და აბორიგენები რომ დახვდნენ მაგის იმიტაციაა. 😀
        “Прибытие Папы Бенедикта XVI на причал Роз Бэй для посадки на “Капитана Кука”. Сидней. Австралия.”

        პ.ს. აბა davit შენ იცი, არ დამაკლო ლანძღვა😀 კომენტარები არ დაგავიწყდეს

      • davit Says:

        არა ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა ეს კლოუნი და პაპი მაინც სულ სხვაა: ბედშავი გარდაცვლილი პაპი გუჯა-ჯემალის მსგავს კლოუნს ისე გადაურევია ორივე ფეხებს სიმწრით აბაკუნებს რომ არ…ეს ირბახის დიდი მეუფე ხედავ შენა რითი ერთობა თურმე, კლოუნსა ჩაუმწყვდევია კურდღელი გალიაში, დასჩხავის თავზე და შიშით გულს უხეთქვას პაწია ცხოველს, ამაზე პაპი ისე იფხრიწება სიცილით რომ ავიწყდება პეტრეს ეკლესია რომ ჰქვია, ახლა მემრე ერთი კლოუნი მეორეს ყურში რაღაცას ასხავს თან ნასოსითა ჰბერავს ამაზეც ხომ სულს ვეღარ იოხებს სიცილითა ილია მეორის უწმინდესი პაპი , მემრე კიდევ ნამცხავრს მიაფარებს ერთი კლოუნი სახეზე მეორესა ამაზე ხომ საერთოდ ვატიკანის მრევლი თავისი მეუფითა ანგრევენ იქაურობას ხარხარით! კაიროსი ნეტაი სად არის? ხედავ შენა რა დღეში არიან ვატიკანში ურჩხულის ხატზე მლოცველები, სულ გაუგიჟებია ურჩხულზე და ვატიკანის ეროტიკულ ნახატებზე ლოცვასა! არა ამ ვიდეომ უფრო დიდი შთაბეჭდილება დასტოვა მოიტოვეს უკან ის ფრანგი პადრე ძაღლების პიტომნიკში ყეფა-ყმუილში პარაკლისს რომ ატარებს….ვაჰმე რა დღეში ვარ წავიდე ცოტა ხანი სული მოვიბრუნო, ამათი ეშმაკი მეც არ მეცეს! ხარება და გოგიავ მიშველე რამე!

      • ლადო Says:

        დავით აქვე მოგართმევ პაპის აბორიგენულ მესას და ესეც გაურჩიე გუჯას! ოღონდ წყნარად რომ არასქიზმატურად გამოგვივიდეს, “პოლემიკა კათოლიკებთან”

        Papal Mass Melanesian Dancers and Singers

      • ლადო Says:

      • კახა Says:

        😀 ავოეეეეეეეეეეე მნათეუსს ბისსსსსსსსსს😀 ეს რა ეკლესია და პაპები დაითრიეთ სულის საოხად!!პაპის პადრე დიაკვანი გვარიანად შეშინებულია დახატულმა აბორიგენმა ოკულტური ბორგვისას არ შემოჰკრას სიფათში, რა ახოვანნი არიან აბორიგენნი, ტიტველ ბარძაყებსაც რა მაღლა იქნევენ ჰაერში შევწუხდი კარდინალებს წიხლი არ მოხვდეთ სახეში:D ნწწწუუ რა ჯიგრული ამბები და მესებია!!!!!!პაპისტები😉 ვორნი დათიკოს!

  20. guja Says:

    კაცო, რა კათოლიკეებს გადაეკიდეთ? მართლმადიდებლები ნაკლებს შვებიან? აბა ნახეთ ესენი და გახსენით ამათზეც თემა და განვიხილოთ

    მოქეიფე ეპისკოპოსი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია

    მღვდლები გულაობენ

  21. guja Says:

    მოდების ჩვენება საპატრიარქოში 😀😀😀😀

    • ნიკა Says:

      შ ე ნ ი შ ვ ნ ა გუჯას:
      ———————-

      გუჯა, გთხოვთ, ნუ იქნებით უსამართლო, რადგან მოდების ჩვენებაც, ვანისა და ბაღდათის მიტრ. ბულუხია და მოცეკვავე ეკუმენისტი მღვდლები…ჩვენ გამოვაქვეყნეთ და ვამხილეთ, და ახლა ჩვენს ვიდეოებს ჩვენს წინააღმდეგ ვითომდაც სამხილებლად ნუ გამოიყენებთ! ამ საითზე, კათოლიკებზე მეტად: საქართველოს, კონსტანტინოპოლის, სერბეთის, რუმინეთის, რუსეთის და სხვა საპატრიარქოების მხილებებით ვართ დაინტერესებულნი და კათოლიკების და სექტების მხილებას მხოლოდ მათ წინააღმდეგ კომპრომატებად ვიყენებთ! იყავით, თუ შეიძლება, კორექტული და სამართლიანი! თქვენ ეტყობა, “თბილისის ფორუმის” საპატრიარქოს მრევლში აგერიეთ, რომლებიც ამხელენ კათოლიკებს და სხვა სექტებს, ხოლო მათთან დაძმობილებულ და თანამლოცველ თავიანთ ეკუმენისტ “მართლმადიდებელ” იერარქებს კბილებით იცავენ, რითიც გასცემენ ქრისტეს!

  22. guja Says:

    მაპატიეთ ბატონო ნიკა, წავალ თავს მოვიკლავ😦

  23. უღირსი მღვდელი გ. სხილაძე, Leuville sur Orge Says:

    ,,aleqsandre“ (მოგვმართავს): ,,არ გეკადრებათ მსგავსი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“.

    პასუხი: ტყუილი*, ბავშვობიდან მოყოლებული, გვეჯავრება და არც მატყუარა გვხიბლავს, არც მატყუარობა და არც ამის ვინმესთვის, მით უფრო _ მღვდლისთვის დამბრალებელი. თანაც, რომელი ტყუილია მხედველობაში? იქნებ, განიმარტოს, რაში გვჭირდება ან მისი, ან ვინმეს მოტყუება?! მას რამდენჯერმე ვთხოვეთ, თავისი ბრალდებების დამადასტურებელი ერთი ციტატა, მაინც, მოეტანა ჩვენი ნაწერებიდან; ამისთვის შეგნებულად საკმაო დროც მივეეცით, მაგრამ დღემდე ვერც ეს შესძლო და ვერც შენდობის თხოვნა _ ჩვენთვის არ დავეძებთ _ მკითხველისთვის, მაინც.
    ______________
    *ერთადერთი გამართლება აქვს ისეთ ,,ტყუილს“ (მაგ., ბავშვისა თუ ღრმადმოხუცისთვის), ვითარცა ,,სიბრძნეს სიცრუისა“, როგორიც მოყვანილია ,,პატერიკებში“: ორ ბერს ერთმანეთი სძულდათ და მესამემ ისინი შეარიგა იმით, რომ მათ ერთმანეთზე ატყუებდა, _ მას უყვარხარ და შენ რატომ გძულსო…

    იგივე (მოგვმართავს): ,,არ არის თქვენგან მისაღები იმ შეფასებისა რასაც ტექნიკურად ანთხევთ ამ საიტზე გლდანის მართლმადიდებლობისთვის დევნილი და მებრძოლი ეპარქიის წინააღმდეგ“.

    პასუხი: ამ ციტატის ტექნიკურ ხარვეზზე რომ არ შევჩერდეთ, ,,ტექნიკურად დანთხევა“ ვერც მაცხოვრის ამ სიტყვებს _ ,,იყვენით თქუენ მეცნიერ, ვითარცა გუელნი“ (მ.10,16), ვერც ვაჟა-ფშაველასეულ ,,გველისმჭამელს“ და ვერც თქვენს მიერ სიტყვის ,,პატივისცემა“ ჩვენს მიმართ ისევ დადებითად გამოყენებას მივუსადაგეთ. თუმცა, ამისთვის მაინც გმადლობთ, მაგრამ რა თქმა უნდა, არც თქვენგან და არც არავისგან ვითხოვ პატივისცემას, სულ მცირე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამას არ ვიმსახურებ.

    • eljei Says:

      ნუ რა დააშავა ასე ძალიან ვასიკო მკალავიშვილმა რომ ვერ იტანს ვერც პოზიცია ვერც ოპოზიცია, ვერც ეკლესია ვერც სქიზმატები! ესე იგი ძალიან დააშავა და აღიარეთ რა ბოლოსდაბოლოს ასე რატომ გიჭირთ დიდგორულ სქიზმას😀

    • იოსებ ღუდუშაური Says:

      ბ-ნო ალექსანდრე! საყვარელო ძმაო ქრისტეში. თქვენ „დიდგორის“ ერთ-ერთი აქტიური და თვალსაჩინო ქომაგი ბრძანდებით. ყოველთვის აღტაცებით ვკითხულობ თქვენს წერილებს, რომლებიც უფლის დიდი სიყვარულითაა განმსჭვალული. დიდი მადლობა, თქვენ, მართლმადიდებლობის დაცვის საქმეში გამოჩენილი მოშურნეობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ. ამინ.

      მიუხედავად ჩემს მიერ გამოხატული დიდი პატივისცემისა თქვენს მიმართ, ვერ დაგეთანხმებით როდესაც წერთ: ,,არ არის თქვენგან მისაღები იმ შეფასებისა რასაც ტექნიკურად ანთხევთ ამ საიტზე გლდანის მართლმადიდებლობისთვის დევნილი და მებრძოლი ეპარქიის წინააღმდეგ“

      ჩემო ძმაო, ჯერ ერთი რას ნიშნავს ფრაზა „ტექნიკურად ნთხევა“? მამა გიორგის მისამართით ამის თქმა დიდი უსამართლობაა! ეს მამა გიორგი სხილაძის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით მოხდა მღვდ. ბასილ მკალავიშვილის და მისი მრევლის მიმართ საჯარო მხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც ოფიციალური დოკუმენტით დადასტურდა 2006 წ. გერმანიის ქალაქ გუტერსლოში. იქ მოწერილ დოკუმენტზე, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლებას გაეგზავნა, ხელს აწერდნენ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარდამჭერები. მამა გიორგიმ და მისი მრევლის თითქმის ყველა წევრამა მოაწერა ხელი მღვდელ ბასილ მკალავიშვილის და მისი მრევლისადმი თანადგომის წერილს. ერთ-ერთი ხელმომწერი ვიყავი მეც.

      ცოტა უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ როდესაც მართალი მღვდლის გამოქომაგებას ეხება საქმე, დუმილი უფრო უხერხულია!

      ბ-ნო ალექსანდრე, რომ არ ყოფილიყო მამა გიორგი სხილაძის თანადგომა მღვდ. ბასილ მკალავიშვილის (აგრეთვე მისი მრევლის მიმართ) მიმართ, არც „დიდგორი“ იქნებოდა თქვენ წარმოიდგინეთ! რა თქმა უნდა „დიდგორის“ სული და გული ბ-ნი გიორგი წულაძეა, მაგრამ მამა გიორგი სხილაძე იყო ჩემთვის „დიდგორის“ დაარსებისთვის სულიერი შთაგონების პირველწყარო. რომ არ გამეცნო მამა გიორგი არც „დიდგორი“ იქნებოდა! ეს, მამა გიორგიმ მომცა, მე, ერთ უღირს ქართველს იმის შნო, რომ „დიდგორიდან“ დამეცვა მართლმადიდებლობის დაცვისთვის დილეგში ჩაგდებული მართალი მღვდელი. ეს, მამა გიორგიმ მომცა გამბედაობა, რომ ხმა ამომეღო საქართველოში ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დევნა-შევიწროვებაზე. მადლობა უფალს ამისთვის!

      რომ არ ყოფილიყო „დიდგორი“, მამა ბასილ მკალავიშვილის მიერ დაწყებულ საქმეს ალბათ სხვა გააგრძელებდა და შეიძლება ჩვენზე უკეთესადაც კი. ღმერთმა უწყის, რამდენად სამართლიანები ვიყავით, როდესაც ანტიმართლმადიდებლური სექტების პოლიტიკურ-რელიგიური ბოსების მხილება ხდებოდა „დიდგორიდან“.

      ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თქვენი „ბრალდება“ მამა გიორგის მიმართ ცოტა უსამართლო და უხერხული გამოდის.

      ბ-ნო ალექსანდრე, თქვენთან და მამა გიორგისთან შედარებით იმდენად უცოდინარი ვარ სარწმუნოების საკითხებაში, რომ ვერც კი გავბედავ სხვა საკითხებზე დავას, რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ არის შესწავლილი. ღმერთმა, ჯერ-ჯერობით იმის უნარი მომცა, რომ სული წმიდით შთაგონებული წმინდა და ღირსი მამების მიერ დადგენილი 7 საეკლესიო კრებით დადგენილი კანონები, ყველა, სხვა, წეს-კანონზე მაღლა დავაყენო!

      ბ-ნო ალექსანდრე, ვგრძნობ რა საკუთარი თავის უღირსობას და თქვენს ღირსეულობას, დარწმუნებული ვარ რომ შემინდობთ ჩემს ამ შენიშვნას. მამა გიორგისაც დიდ ბოდიშს მოვახსენებ იმისათვის, რომ ამდენი ხანი ვდუმდი. დევნილი მთავრობის საითზე და „ფეის-ბუკზე“ დასაქმების გამო დრო აღარ მქონდა კარგად გავცნობოდი კომენტარებს.

      მიუხედავად იმისა, რომ „დიდგორის“ რედაქტორობა სხვას დაეკისრა დროებით, სულითა და გულით ისევ ის „ლომისა“ ვარ!

  24. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    იოსებ ღუდუშაური: ,,ეს მამა გიორგი სხილაძის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით მოხდა მღვდ. ბასილი მკალავიშვილის და მისი მრევლის მიმართ საჯარო მხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც ოფიციალური დოკუმენტით დადასტურდა 2006წ. გერმანიის ქალაქ გუტერსლოში“.

    განმარტება: ჩვენი აზრით, ეს სიტყვები (რისთვისაც, ზრდილობის გამო, მადლიერებას მაინც გამოვთქვამ) მისი ავტორის თავმდაბლობის უნარზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სინამდვილეზე: როგორც მახსოვს, გერმანეთში გამართულ, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების, შეხვედრაზე, სწორედ, მისი და ეროვნული მოძრაობის, ასევე, აქტიური მონაწილეს _ ხატია ღუდუშაურის თაოსნობითა და შრომით შედგა ეს განცხადებაც და საერთოდ, ეს შეკრებაც; რიგითი ხელმომწერი ვიყავი, მხოლოდ.

    იგივე (ჩვენს მიმართ): ,,მამა გიორგისაც დიდ ბოდიშს მოვახსენებ იმისათვის, რომ ამდენი ხანი ვდუმდი“.

    მიგება: დუმილით ყოველთვის როდი გაიცემა ღმერთი და ადამიანი.

  25. Tato Says:

    ჩემო უსაყვარლესო მამავ და მეგობარო.გმერთმა გაგაძლიეროს!!! (ძალიან მენატრებით)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: