ცხრა ნეტარება

ცხრა ნეტარება

ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაბიმთა უპატიოსნესო, მხოლოო და აწ ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენ მონათა შენთათვის ნუ დასცხრები, რაითა ვიხსნენნთ ჩუენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა, გარე-მოდგომილისა ვნებისა, დავიცუნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საფრთხისა ეშმაკთასა, არამედ, ვიდრე აღსასრულამდე, ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩუენ, რაითა შენითა შუამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი, დიდებასა, ქებასა და მადლობასა, და თაყვანისცემასა ყოველსა ზედა, ყოვლისათვის, სამებისა წმინდისა, და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

________________________________________________________________________________

1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა;

2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ;

3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა;

4. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ;

5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ;

6. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ;

7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ;

8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა;

9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.

ცხრა ნეტარების განმარტება

  • პირველი მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

გლახაკი სულითა არის ისეთი კაცი, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი უღირსება ღვთის წინაშე; შეგნებული აქვს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ღმერთის შეწევნის გარეშე. მოკლედ, სიგლახაკე სულითა არის სიმდაბლე (თავმდაბლობა). სიმდაბლე არის დასაწყისი ქრისტიანის სულიერი ცხოვრებისა, პირველი სათნოება მისი, რადგანაც აიძულებს კაცს ეძიოს შემწეობა ღვთისა და არა ჰქონდეს სასოება მარტო საკუთარი თავისა; როგორც ამპარტავნება არის დასაწყისი ცოდვისა, ისე სიმდაბლე არის დასაწყისი ცხონებისა. გლახაკი სულითა შეიძლება იყოს ყველა ქრისტიანი, მდიდარიც და ღარიბიც.

მაგალითი სიმდაბლისა არის მეზვერე, რომლის ლოცვაც – ღმერთო, მეოხ მეყავ მე ცოდვილსა ამას, არის ლოცვა ყველა მდაბალთა და გლახაკთა სულითა. სულით გლახაკებს ღმერთმა აღუთქვა სასუფეველი ცათა.

  • მეორე მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.

სიმდაბლის შეგნებას აუცილებლად მოსდევს გლოვა და ტირილი ცოდვათა გამო. რაკი შეიგნებს ქრისტიანი თავის სულიერ სიღატაკეს და უძლურებას, უეჭველად იწყებს გლოვას და სთხოვს ღმერთს ცოდვათა მიტევებას და შეწევნას.

მაგალითები ცოდვათათვის მგლოვარებისა არის მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, რომელმაც მძიმედ სცოდა, მაგრამ ყოველ ღამ სარეცელს ალტობდა ცრემლით. ასევე მოციქული პეტრე, რომელიც მწარედ სტიროდა ქრისტეს უარყოფისათვის.

მგლოვარეთ ღმერთი ანიჭებს სულის მშვიდობას და ცოდვათა მიტევებას, მაგრამ სრულს ნუგეშს ცოდვთა შესახებ მგლოვარენი მიიღებენ მომავალს ცხოვრებაში.

  • მესამე მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

სიმშვიდე არის ისეთი მდგომარეობა სულისა, როცა ქრისტიანი არავის აბოროტებს, არ აწყენინებს და თვითონაც ერიდება განრისხება-გაბოროტებას. მშვიდი კაცი მზად არის მოითმინოს და აიტანოს სხვისგან შეურაცხყოფა უდრტვინველად. ცდილობს მოსპოს მტრობა და ბოროტება, თუნდაც რომ შეილახოს მისი უფლება და ზარალი მიეცეს ამით. ეს არ ნიშნავს ხასიათის სისუსტეს. ამისთანა კაცს ყოველთვის შეუძლია ეძიოს თავისი, მხოლოდ სიყვარულით, განუბოროტებლად. უდიდესი მაგალითი სიმშვიდისა არის ქრისტე მაცხოვარი.

მშვიდთა ქრისტემ აღუთქვა დამკვიდრება ქვეყანისა, ანუ სრული დიდება მომავალ საუკუნეში, რომელშიც იქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა.

  • მეოთხე მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.

მშიერი და მწყურვალი სიმართლისათვის არის ისეთი კაცი, რომელიც არ ესავს თავის კეთილ საქმეებს, რაც უნდა ბევრი ექმნას, არამედ, არამედ, როგორც მშიერს უნდა პური და მწყურვალს წყალი, ისე ეძიებს ღვთის სიმართლეს და განმართლებას მის წინაშე.

სიმართლისათვის მშიერთ და მწყურვალთ ღმერთმა აღუთქვა განძღომა, ე.ი. სრული დაკმაყოფილება. სულიერი განძღომა მისცემს მათ სულის სიმშვიდეს და ძალას ღვთის ნებისა და მცნებების აღსასრულებლად. სრული განძღომა მშიერთა და მწყურვალთა სიმართლისათვის მოხდება მომავალ ცხოვრებაში, როცა კაცი მიიღებს მონაწილეობას ღვთის დიდებაში.

  • მეხუთე მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

მოწყალე არის ისეთი კაცი, რომელიც ხედავს მოყვასის გაჭირვებას და ეხმარება ყველაფრით, რითაც შეუძლია – რჩევა-დარიგებით, ქონებით, ცოდნით. მოწყალება არის მუდმივი თვისება ჭეშმარიტი ქრისტიანისა. მოწყალება არის სულიერი და ხორციელი: სულიერი მოწყალება ეკუთვნის კაცის სულიერ მხარეს, ხორციელი – ხორციელს. მშიერის გამოზრდა, შიშველის შემოსვა, ავადმყოფის მოვლა-პატრონობა არის ხორციელი მოწყალება; მოქცევა შეცდომილისა ჭეშმარიტების გზაზე, ნუგეშინისცემა მწუხარისა, მიტევება შეურაცხყოფისა არის სულიერი მოწყალება.

მოწყალეთ ღმერთი შეიწყალებს საშინელ განკითხვის დროს მისთვის, რომ მშიერი გამოზარდეს, შიშველი შემოსეს. მაგალითი მოწყალებისა მაცხოვარმა გვაჩვენა მოწყალე სამარიტელის შესახებ იგავით.

  • მეექვსე მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

წმიდა გულით არის ის კაცი, რომელიც ცდილობს არაფერი ბოროტი და ცუდი განზრახვა არ იქონიოს გულში, რადგანაც გული არის ძირი და წყარო ყოვლისავე კეთილისა და ბოროტისა. როგორი გულიც აქვს კაცს, მისი საქმეებიც ისეთი იქნება. წმიდანი გულითა იხილავენ ღმერთს. რადგანაც ღმერთი არის წმიდა არსება, ამიტომ მისი ხილვა შეუძლიათ მხოლოდ წმიდა გულის პატრონთ. ღმერთი არის ნათელი, ამიტომ ვერ მიეახლება მას ცოდვებით დაბნელებული კაცის გული.

  • მეშვიდე მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.

მშვიდობის მყოფელი ეწოდება ისეთ კაცს, რომელსაც უყვარს მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრება; რომელიც არამც თუ თვითონ არავის წაეჩხუბება და შეაწუხებს, არამედ ცდილობს შეარიგოს წაჩხუბებულნი და უკმაყოფილონი. მშვიდობის მყოფელი ცდილობს განამტკიცოს ქვეყანაზე სასუფეველი ღვთისა წინააღმდეგ ბოროტისა. მშვიდობის მყოფელნი თავის მოღვაწეობით და მოქმედებით ემსგავსებიან იესო მაცხოვარს, რომელიც მოვიდა შეცოდებული კაცის შესარიგებლად ღმერთთან, და ამიტომაც იწოდებიან მშვიდობის მყოფელნი ძედ ღვთისა.

  • მერვე მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

ქრისტეს ჭეშმარიტ მონებს ამ სოფელში მოელით დევნულება, ტანჯვა, ცილისწამება, დაცინვა. ძნელია ქვეყანაზე სიმართლით ცხოვრება და მუდამ სიმართლის თქმა, მაგრამ ქრისტიანი მუდამ მხნე უნდა იყოს, მომთმენი და მტკიცე თავის აღმსარებლობასა და სარწმუნოებაში.

დევნულთ სიმართლისათვის ქრისტე აღუთქვამს ზეცათა სასუფეველს ნაცვლად იმისა, რასაც მოაკლდებიან და დაკარგავენ აქ სიმართლისათვის დევნულობის ჟამს.

  • მეცხრე მცნება ნეტარებისა

ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.

უდიდესი ნეტარება მოელით იმათ, ვინც ეწამებიან ქრისტეს სარწმუნოების სახელისათვის. ქრისტე ღმერთი ძვირფასია ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის. მოციქულებმა, მოწამეებმა სისხლი დასთხიეს ქრისტეს სიყვარულისათვის და ამით დაამტკიცეს მისი სიყვარული, ამიტომ ასეთებს ქრისტე მრავალ ჯილდოს აღუთქვამს ცათა შინა.

29 Responses to “ცხრა ნეტარება”

  1. davit Says:

    ღმერთო ძლიერო! ღვთისმშობლის ხატის ასეთი დიდებულება და ზესთამშვენიერება იშვიათად მიხილავს!

    • ნიკა Says:

      გილოცავთ სულთმოფენობას, აჭარაში წამებულ მამათა და დედათა, და სვიმეონ კანანელის ხსენებას!

      • ნიკა Says:

        ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისგან. (წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი)
        St. Herman’s Monastery, Platina, Ca

      • ნიკა Says:

        Monasticism

      • ნიკა Says:


        Монашество. Закон Божий, ч. 53

  2. ნიკა Says:

    • ნიკა Says:

      ჩემი საუკეთესო შვილნი სწორედ ისინი არიან, რომლებიც სოფლის საზრუნავს განშორებულან, რათა მოუკლებელი ლოცვის შესწავლას დაუფლებოდნენ. (მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცკელი)
      Blessed Father Seraphim Rose

      • davit Says:

        ნეტა მეც მანდ მაცხოვრა, მაგ მონასტრებში, საცა ბერები ცხოვრებენ!!! მაგრამ იმათთან რა მინდა იუდა მოციქული ბერები რომ ცხოვრობენ რომელთაც გასცეს ქრისტე, არამედ სერაფიმე როუზისნაირი გამჩენი ღმერთის ერთგული ბერები საცა ცხოვრობენ აი იქ მინდა! როგორც ყველა ადამიანი არ არის ადამიანი, ისე ყველა ბერი არ არის ბერი იგი იუდა არის! ეკუმენიზმს ვგულისხმობ! ბართლომეს და ილია მეორის ბერები გადაშენდნენ ეგენი ბერობაში არა სწერიან…გერასიმე ზუგდიდ ცაიშის და დაინიელი რომის პაპის ხელის მლოშნავები ბერ-ეპისკოპოსები კი არა ეშმაკები არიან ბერის ტანსაცმელში გადაცმული ავაზაკები!!! ოჰ ნეტა სერაფიმ როუზის და სერაფიმ საროველის ნაირი ბერების ფეხის მტვერს მამთხვევინა და სიკვდილსაც ადვილად გადავიტან!

      • davit Says:

        ახლა ეს ვინმე თორნიკე გამოგვეცხადა პაპის დამცველი და კითხულობს რატომ სწამებთ ცილსა პაპსაო რაღაც რაღაცეებშიო! შე დალოცვილო შენა პაპს შენი დაცვა რაში სჭირდება მას მერე რაც ბრეიგდანსის ბუქნაობებით ერთობა მეორე პაპი კიდევ ცირკის კლოუნადათი! მოუნდომა ახლა ამ ბედშავმა თორნიკემ ჯამბაზობის ტაშისმკვრელ პაპებს დოგმატების სივრცეში სადებატოდ გადატყორცნა…შეეშვით რა ბატონო ნიკა ამ დარვინიზმის მიმდევართა ეშმაკობებისს აყოლ-დაყოლვას! მამა ზურაბმა ისეთი განათლება აჩვენა მაგ ბედშავებს თბილისის ფორუმზე პოლემიკა კათოლიკებთანო და მაინც ვერაფერი გაიგეს და არ გეწყინოთ ბატონო ნიკავ და მამა ზურაბს ნამდვილად ვერ აჯობებთ და მამა ზურაბზე უკეთესად მაგათ ვერაფერს დაუწერთ!!!

  3. იოსებ ღუდუშაური Says:

    „დიდგორის“ რედაქციის წევრებს გილოცავთ სულთმოფენობას! შეგეწიოთ სულიწმიდა!

    • mariami Says:

      რა საყვარელი ვიდეოა საგალობელი – შენ ხარ ვენახი! ჩაიძირები მართლა ნეტარებაში! რა ლამაზად, სინაზით და ღვთიური ნიჭით გაუკეთებია ავტორს!

      • ნიკა Says:

        დავით, მეც შენსავით მძულს ცრუ ბერები და მიყვარს ასეთი ჭეშმარიტი ბერები!
        Sfântul Serafim de Sarov / Saint Seraphim of Sarov – 2 ianuarie

      • ნიკა Says:

        “ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არ უნდა იბილწავდნენ თავს მწვალებელებთან რაიმე ერთობით, არამედ უნდა გაურბოდნენ მწვალებლებს, როგორც გველის შხამს, რომელიც სხეულს კი არ აყენებს ზიანს, არამედ ბნელი წყვდიადით მოიცავს სულის სიღრმეებს”. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

      • ნიკა Says:

        საგალობელი გული ჩემი აღავსე ღმერთო

      • ნიკა Says:

        Iisus Hristos

      • mariami Says:

        მოკლედ ვიტყვი: ჯერ ღმერთი მიყვარს, მერე სამღვდელოება, მერე მშობლები!!!

      • ნიკა Says:

        ძვირფასო მარიამ, თქვენ, მართლმადიდებელი აღმსარებლობის სყვარულის კატეხიზმო წარმოგვიდგინეთ! დიახ, სჯულიც მასე გვავალებს: ჯერ ღმერთი უნდა გვიყვარდეს, შემდეგ ჭეშმარიტი სამღვდელოება და ბოლოს, ხორციელი მშობლები უნდა გვიყვარდეს! მადლობა თქვენ, და მადლიერების ნიშნად, ამ ვიდეოს თქვენ გიძღვნით!
        Acatistul Domnului nostru Iisus Hristos

      • ნიკა Says:

        Acatistul Domnului nostru Iisus Hristos – partea 5

      • ეკა Says:

        გილოცავთ ლომისობას! წმინდა გიორგობას! ჩვენც გლდანის ეპარქიას გვაქვს წმინდა გიორგის სახელობის საეკლესიო გაზეთი ლომისა! დიდგორის წერილებზე თქვენც ყველგან ავტორი ლომისა გიწერიათ! შეგეწიოთ ლომისის წმინდა გიორგის მადლი!

        ეკატერინე – მამა ბასილი მკალავიშვილის მრევლი

      • ნიკა Says:

        გმადლობთ, ძვირფასო ეკატერინე! შეგეწიოთ, თქვენ და სრულიად საქართველოს წმინდა დიდმოწამე გიორგის ყველა სალოცავის მადლი, და სხვანაირად არც იქნება, ჩვენ ქვეყანას ხომ ამ დიდმოწამის სახელი გვიბოძა უფალმა ღმერთმა – გეორგია – გეორგიანელები! მოგვიკითხეთ ქრისტესმიერი სიყვარულით მამა ბასილი!

        “დიდგორი” – ის პრეს-სამსახური

      • ნიკა Says:

        ვუძღვნით გლდანის ეპარქიის მრევლის წევრს ეკატერინეს! 26 მაისს კიდევ ეს წყეული მთავრობა აღნიშნავს?

        ————————-

        მეცხრე მცნება ნეტარებისა

        ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.
        Pogrom Georgian Church (Mikhael Saakashvili). [Eklesiis Agheba 2003 Weli ]

      • გიორგი Says:

        მოუნანიებლობის შემთხვევაში, წყეულიმც იყოს, ის, ვინც ამ ვიდეოში ხელი აღმართა ეკლესიაზე, ჯვრებზე, ხატებზე და მის თაყვანისმცემელ მრევლზე! განსაკუთრებით, წყეულიმც იყოს, უშუალო აღმასრულებელი, გიორგი ბარამიძე, და დაედოს მას ღვთის შეჩვენების სასჯელი, თუკი, იგი ამ საშინელ დარბევაში მონაწილეობას არ შეინანებს!

        “დიდგორის” პრეს-სამსახურის უფროსი გიორგი წულაძე

      • ნიკა Says:

        ვაქვეყნებთ, ბატონ იოსებ ღუდუშაურის მილოცვას, რომელიც დიდგორის Facebook- ზე გამოქვეყნდა…

        —————————————

        “პასუხი ქ-ნ ეკატერინეს”.

        ქ-ნო ეკატერინე და ძვირფასო გლდანელო მართლმადიდებელო მრევლო! გილოცავთ ლომისობას! მრავალ ქრისტიანულ დღსასწაულს დაგასწროთ უფალმა!

        ძვირფასო ეკატერინე, ჩვენზე უკეთ გეცოდინებათ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სალოცავია. მთიულები, ფშავლები, გუდამაყრელები და მოხევეები საკუთარ თავს ამ სალოცავის ყმებად თვლიდნენ ყოველთვის. ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი ჩემი წინაპრების სალოცავიც იყო და რასაკვირველია ჩემი სალოცავიცაა. შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი. ამინ.

        1991-1992 წ.წ. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ კანონიერ ხელისუფლებაში პრეფექტის თანამდებობაზე მუშაობის დროს, დუშეთის პრეფექტურის და სოფელ მლეთის ახალგაზრდობასთან ერთად შევაკეთეთ ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი საყდრის სახურავი და მთლიანად სპილენძით გადავხურეთ. ძვირფასი ლითონი მაშინ ვეტმფრენების საშუალებით გადავიტანეთ საყდრამდე, ვინაიდან სამანქანო გზა იქამდე არ მიდის. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში, ამაზე სასარგებლო საქმე არ გამიკეთებია სარწმუნოების გულისათვის და მეამაყება რომ ამ სალოცავის ყმად ვითვლები.

        კანონიერი ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გროზნოში დევნილობაში ყოფნის დროს, ხშირად მიწევდა საქართველოს საზღვრის არალეგალურად გადალახვა-გადმოლახვა, მაშინ როდესაც კავკასიის სამხედრო გზას მხედრიონისა და კრიმინალური სამხედრო საბჭოს ბანდები აკონტროლებდნენ. ჯერ კიდევ დარიალთან და შემდეგ კი სოფ. მლეთასთან მიახლოვებისას, სადაც მთის წვერზე ლომისის წმინდა გიორგის სალოცავია, გულმხურვალედ ვიწყებდი ხოლმე ლოცვას წმინდა გიორგის სახელზე და იგი იყო ჩემი მფარველი ყაჩაღებით სავსე გზაზე! სხვანაირად როგორ უნდა გადავრჩენილიყავი ცოცხალი თუ არა წმინდა გიორგის მფარველობა? დიდება უფალს!

        ამიტომაც გავკადნიერდი და „დიდგორის“ რედაქტორის ფსევდონიმად ლომისა ავირჩიე. წმინდა გიორგიმ განმსაჯოს რამდენად ვუერთგულე ამ სახელს და რამდენად კიდევ ვერ ვუერთგულე. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ „დიდგორმა“ პირნათლად გააგრძელა მღვდელ ბასილ მკალავიშვილისა და გლადანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლის მიერ მართლმადიდებლობის დაცვისათვის დაწყებული საქმე. ალბათ, ასე ენება უფალს, რომ წმინდა გიორგის სახელობის საეკლესიო გაზეთ „ლომისას“ მიერ დაწყებული საქმე კვლავ ერთ-ერთ „ლომისას“ გაეგრძელებინა.

        კეთილი სურვილებით,

        ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის პრეზიდიუმის წევრი,

        იოსებ ღუდუშაური ანუ ერთ-ერთი „ლომისა“

        ჰელსინკი

        p.s.

        დევნილობაში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით „დიდგორის“ რედაქტორობა დროებით სხვას დაევალა და ეს სხვაც, უფლის განგებით, ერთ-ერთი „ლომისა“ აღმოჩნდა!

      • კახა Says:

        მაგარი დარბევაა გლდანელების ესე დაწვრილებით არ მქონდა ნანახი😦 რავი დეისიძეს სიტყვა არ აკადროთო…:(

  4. იოსებ Says:

    გილოცავთ ლომისობას! წმინდა გიორგობას! ჩვენც გლდანის ეპარქიას გვაქვს წმინდა გიორგის სახელობის საეკლესიო გაზეთი ლომისა! დიდგორის წერილებზე თქვენც ყველგან ავტორი ლომისა გიწერიათ! შეგეწიოთ ლომისის წმინდა გიორგის მადლი!

    ეკატერინე – მამა ბასილი მკალავიშვილის მრევლი

    —————————————–

    პასუხი ქ-ნ ეკატერინეს.

    ქ-ნო ეკატერინე და ძვირფასო გლდანელო მართლმადიდებელო მრევლო! გილოცავთ ლომისობას! მრავალ ქრისტიანულ დღსასწაულს დაგასწროთ უფალმა!

    ძვირფასო ეკატერინე, ჩვენზე უკეთ გეცოდინებათ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სალოცავია. მთიულები, ფშავლები,გუდამაყრელები და მოხევეები საკუთარ თავს ამ სალოცავის ყმებად თვლიდნენ ყოველთვის თავს. ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი ჩემი წინაპრების სალოცავიც იყო და რასაკვირველია ჩემი სალოცავიცაა. შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი. ამინ.

    1991-1992 წ.წ. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ კანონიერ ხელისუფლებაში პრეფექტის თანამდებობაზე მუშაობის დროს, დუშეთის პრეფექტურის და სოფელ მლეთის ახალგაზრდობასთან ერთად შევაკეთეთ ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი საყდრის სახურავი და მთლიანად სპილენძით გადავხურეთ. ძვირფასი ლითონი მაშინ ვეტმფრენების საშუალებით გადავიტანეთ საყდრამდე, ვინაიდან სამანქანო გზა იქამდე არ მიდის. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში, ამაზე სასარგებლო საქმე არ გამიკეთებია სარწმუნოების გულისათვის და მეამაყება რომ ამ სალოცავის ყმად ვითვლები.

    კანონიერი ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გროზნოში დევნილობაში ყოფნის დროს, ხშირად მიწევდა საქართველოს საზღვრის არალეგალურად გადალახვა-გადმოლახვა, მაშინ როდესაც კავკასიის სამხედრო გზას მხედრიონისა და კრიმინალური სამხედრო საბჭოს ბანდები აკონტროლებდნენ. ჯერ კიდევ დარიალთან და შემდეგ კი სოფ. მლეთასთან მიახლოვებისას, სადაც მთის წვერზე ლომისის წმინდა გიორგის სალოცავია, გულმხურვალედ ვიწყებდი ხოლმე ლოცვას წმინდა გიორგის სახელზე და იგი იყო ჩემი მფარველი ყაჩაღებით სავსე გზაზე! სხვანაირად როგორ უნდა გადავრჩენილიყავი ცოცხალი თუ არა წმინდა გიორგის მფარველობა? დიდება უფალს!

    ამიტომაც გავკადნიერდი და „დიდგორის“ რედაქტორის ფსევდონიმად ლომისა ავირჩიე. წმინდა გიორგიმ განმსაჯოს რამდენად ვუერთგულე ამ სახელს და რამდენად კიდევ ვერ ვუერთგულე. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ „დიდგორმა“ პირნათლად გააგრძელა ბასილ მკალავიშვილისა და გლადანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლის მიერ მართლმადიდებლობის დაცვისათვის დაწყებული საქმე. ალბათ, ასე ენება უფალს, რომ წმინდა გიორგის სახელობის საეკლესიო გაზეთ „ლომისას“ მიერ დაწყებული საქმე კვლავ ერთ-ერთ „ლომისას“ გაეგრძელებინა.

    კეთილი სურვილებით,

    ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის პრეზიდიუმის წევრი,

    იოსებ ღუდუშაური ანუ ერთ-ერთი „ლომისა“

    ჰელსინკი

    p.s.

    დევნილობაში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით „დიდგორის“ რედაქტორობა დროებით სხვას დაევალა და ეს სხვაც, უფლის განგებით, ერთ-ერთი „ლომისა“ აღმოჩნდა!

    • ნიკა Says:

      დიდგორის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის – გიორგი წულაძის ჩანაზერი Facebook – ზე, რომელიც მე მომეწონა და ასლი გადმომაქვს:

      ———————————–

      ბატონებო, ძვირფასო და საყვარელნო მამულიშვილნო ქრისტეში! როცა თქვენი ეს ჩანაწერები წავიკითხე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს თქვენნაირი მორწმუნეების გამო არ გასწირავს უფალი! ეკლესიის ღირსმა მამებმა სერაფიმე საროველმა და ლავრენტი ჩერნიგოველმა იწინასწარმეტყველეს: “ბოლო ჟამს ანტიქრისტე შეეცდება იბერიაში ტახტი დაიდგას, დაიწყება სასტიკი დევნა მართლმადიდებლების, მაგრამ იგი ვერ შესძლებს ტახტი განიმტკიცოს, იბერია გაბრწყინდება და უფლის ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა!” და აჰა განა არ ახდა ეს სიტყვები? განა არ ცდილობს ანტიქრისტე იბერიაში ტახტის დადგმას? ნახეთ, რა ტალახსა და სიბინძურეში სურთ ჩაძირონ საქართველო, ნახეთ, რა გაუგონარ სიბილწეებს წერენ ზელიმხან უძილაური და ძმანი მისნი, ხოლო ხმას ამოიღებს თუ არა ვინმე უფლის სჯულის დასაცავად, მაშინვე ციხეებში უკრავენ თავს! სამაგიეროდ ერეკლე დეისიძეები, რომლებიც წერენ რომ თურმე უნდა დახოცონ ადამიანებმა მშობლები, უნდა გააუპატიურონ ხეიბარი დები, სექსუალური აღგზნება უნდა დაემართოთ ნათესავებზე, ღმერთს და ღვთიმშობელს ხომ აღარ გავიმეორებ რა სისაძაგლით არ მოიხსენიებენ, აი ასეთი ხალხი თავისუფლად დაპარპაშებენ, პრეზენტაციებს უმართავენ მათ, სიცილ-ხარხარებენ ტაშის კვრით მათ პრეზენტაციებზე, გეი-პარადების, ჰელოუნის ქვესკენელური აქციების მოწყობის დააკანონებათა გამუდმებული მოთხოვნები გაისმის, აფინანსებენ ტელე-პროექტებს ერთი სქესის ქორწინებების რეკლამებით და ათას გახრწნილებას აქადაგებენ ათასი ჯურის ცოდვილსა და დამნაშავეს! ხოლო ამ დროს სამღვდელოების ჯარი სად არის? განა ახლა მე და თქვენ უნდა ვიცავდეთ ქრისტეს სჯულს და ერის სულიერებას და არა ისინი? სად არიან და ეკუმენიზმში, მეგობრობას და ტრაპეზს იყოფენ ათასი ჯურის სექტებთან, მოდების ჩვენებით და ღვინის ფესტივალებით იქცევენ თავს და ისე უჭირავთ თავი რომ არაფერი ესმით და ვერაფერს ხედავენ, ისე შიგდაშიგ ნაზად თუ წაიჩურჩულებენ მხილებას, მაგრამ ხომ ხედავთ, აჰა, მათაც მიადგნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლური სამოსი და რიტუალები შემორჩათ, ამასაც კი ვერ პატიობენ, ლიბერალებმა მათაც მძვინვარედ შეუტიეს და ისევ ჩვენი დასაცავნი გახდნენ, იმიტომ რომ მთლიანად მაინც არ მოაშლევინონ მართლმადიდებლური რიტუალები! საპატრიარქოს მაღალიერარქები მოსყიდულნი არიან და დადუმებულნი ვერცხლით! ეს მძიმე მდგომარეობა, მართლაც, რომ უნიკალურია საქართველოს ისტორიაში. ამითაც ნიშანდობლივია, რომ ბოლო ჟამია! უფალი გფარავდეთ, ძვირფასო ქრისტიანებო, როგორც მოგვიწოდებს უფლის წმინდა მოციქული “დაიცავით მართლმადიდებლობა ყოველ წუთს, დროულად თუ უდროოდ” დაიცავით, ის წმინდა სჯული, რისთვისაც ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა არანახული მოწამეობრიობით დასდეს თავი!

      • ნიკა Says:

        ერთხელ კონსტანტინეპოლის ქუჩაში მიმავალმა წმინდა ანდრიამ დაინახა, რომ მიცვალებულს მოასვენებდნენ. გარდაცვლილი ძალზე მდიდარი იყო. მის კუბოს უამრავი ადამიანი მოჰყვებოდა ანთებული სანთლით; გუნდი, ჩვეულებისაებრ, გალობდა საგალობლებს წესის აგებასა ზედა, ხმამაღლა მოსთქვამდნენ ნათესავები. ანდრია შეყოვნდა, პროცესიას მიაჩერდა და აი, თავისი გამჭრიახი თვალით ხედავს შავკანიან ეთიოპელებს, რომლებიც წინ მიუძღვიან კუბოს და გაჰყვირიან: „ვაჲ მას, ვაჲ მას!“ ზოგს ხელში ნაცრის გუდა უჭირავს და ხალხს, რომელიც კუბოს მიჰყვება, ნაცარს აყრის, ზოგი ურცხვად ცეკვავს და იცინის, ზოგი ქოფაკივით ყეფს, ზოგიც ღორივით ღრუტუნებს, სხვები კი რაღაც მყრალ სითხეს აპკურებენ მიცვალებულს.

        უცებ ხედავს ნეტარი, რომ ცეცხლივით თვალებაელვარებული ეშმაკთა მთავარი, რომელსაც ხელში გოგირდი და ფისი უჭირავს, მკვდარს უახლოვდება და გვამის დაწვას ლამობს.

        პროცესიას ბოლოს ჭაბუკის იერის მქონე ანგელოსი მიჰყვება, სახედამწუხრებული და მწარედ მოტირალი. როდესაც იგი წმინდა ანდრიას გაუსწორდა, ნეტარი მიუახლოვდა და ჰკითხა: „მითხარ, ღვთის გულისათვის, რატომ ტირი? არასდროს მინახავს, გარდაცვლილს ასე დასტიროდნენ, როგორც შენ“. და ანგელოსმაც უთხრა: „იმად ვტირი, რომ მე ამ გარდაცვლილთან ვიყავი დადგენილი, ვისაც შენ ხედავ და ვინც ეშმაკს დარჩა. აი, ამიტომ ვტირი და ვწუხვარ“. წმინდანმა უთხრა: „გვედრი შენ, ჰოჲ ანგელოსო ღვთისაო, მითხარ რა ცოდვები ჰქონდა, რომ საბოლოოდ ეშმაკი დაეპატრონა?“ ანგელოსმა უპასუხა: „ეს ადამიანი, მეტისმეტად ცოდვილი და სასტიკი პირად ცხოვრებაში, დიდ პატივში ჰყავდა მეფეს, მაგრამ, აი, მიილია მისი ცხოვრება, სიკვდილი უნანელს, აურაცხელი ცოდვებით დამძიმებულს ეწვია, რის გამოც სული მისი ეშმაკებს დარჩათ, ხოლო როგორი აბუჩად აგდებით მიაცილებდნენ მის შებილწულ სხეულს ბოროტი სულები, შენ თავად იხილე. ამიტომაც ვწუხვარ და ვტირი, რომ ჩემი მფარველობის ქვეშ მყოფს დემონები დასცინიან“. ამ სიტყვებით ანგელოსი გაუჩინარდა.

        ქუჩაში მიმავალნი, თავიანთი უღირსების გამო, ანგელოსს რომ ვერ ხედავდნენ, ერთმანეთს ეტყოდნენ: „ერთი შეხედეთ ამ სულელს, როგორ მასხარაობს და უაზროდ ელაპარაკება კედელს“, – ამასთან ხელს კრავდნენ და აგდებდნენ იქიდან. ნეტარი უჩუმრად გაეცალა იქაურობას და მარტო დარჩენილი მწარედ ატირდა დაღუპულ ადამიანზე.

  5. WWW.GOOGLE.COM « WWW.GOOGLE.COM Says:

    […] 9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა. განმარტება […]

  6. Bimurza Dadeshqeliani-Afrasidze Says:

    ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

    გლახაკი სულითა არის ისეთი კაცი, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი უღირსება ღვთის წინაშე; შეგნებული აქვს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ღმერთის შეწევნის გარეშე. მოკლედ, სიგლახაკე სულითა არის სიმდაბლე (თავმდაბლობა). სიმდაბლე არის დასაწყისი ქრისტიანის სულიერი ცხოვრებისა, პირველი სათნოება მისი, რადგანაც აიძულებს კაცს ეძიოს შემწეობა ღვთისა და არა ჰქონდეს სასოება მარტო საკუთარი თავისა; როგორც ამპარტავნება არის დასაწყისი ცოდვისა, ისე სიმდაბლე არის დასაწყისი ცხონებისა. გლახაკი სულითა შეიძლება იყოს ყველა ქრისტიანი, მდიდარიც და ღარიბიც.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: