ბესარიონ კათალიკოსი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი)

მსოფლიო „მართლმადიდებელი“ ოფიციალური ეკლესიები ლათინო-პაპისტებთან თანალოცვით განუდგნენ ქრისტეს ეკლესიას

“სამი დიდი დაცემა იცის კაცობრიობამ:
ადამისა, იუდასი და პაპიზმის!”
( წმ. იუსტინე პოპოვიჩი)

რომის პაპის აბორიგენული მესა

მეფეო! რომ ჩამოვთვალოთ საეკლესიო და ღვთაებრივ გარდამოცემათა და განგებულებათა ყველა ის დარღვევა, რომლებიც ლათინთა მიერ არის ჩადენილი, მაშინ ჩვენი საუბარი გაგრძელდება და შენს სამეფო სმენას გადაღლის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ აღარ მოვიყვანთ ჩვენი წმიდა პატრიარქებისა და მღვდელმთავრების ვრცელ ნაწერებს მათ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამხილებენ მათ; არამედ მოკლედ მოგწერთ შემდეგს.

 

რომის პაპი ავსტრალიელი აბორიგენის ლოცვის იმედად

მათ, მეფეო, ცვლილებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს სხეულის სიმშვენიერიდან, არამედ გადაეცემიან სატანას.

 კონსტანტინოპოლის პატრიარქი და რომის პაპი

მთელი სახარებისეული სწავლების ბეჭდად მოციქული იმდენად გალატელებს როდი მიმართავს, რომლებიც მხოლოდ ერთ პუნქტში ასწავლიდნენ სხვაგვარად, არამედ იტალიელებს, რომლებმაც თითქმის მთლიანად დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმიდა მამათამიერი გარდამოცემა: ”დაღათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ!” (გალ. 1,8-9). ასევე მეექვსე მსოფლიო წმიდა კრება თავის I კანონში ამბობს: ”ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქმულთა ამათ კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობდეს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელყოფდეს, იყავნ შეჩვენებულ წინასწარ განჩინებულისა მისებრ საზღვრისა პირველმოხსენიებულთა მიერ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ქრისტეანეთა კრებულისაგან, ვითარცა უცხოით განიხადენ და განვარდინ, რამეთუ ჩვენ არცა შემატებასა რასმე და არცა დაკლებასა თავს-ვიდებთ რაითურთით პირველ განჩინებულთა მათ სარწმუნოებისა საზღვართასა, ანუ გარდავხდებით რომელსაცა სიტყვასა”. ასე ღაღადებს ეს კანონი. და განა კანონიკურ ანათემას არ გადაეცემიან ისინი, ვინც საჯაროდ ქადაგებენ სიახლეს და აშკარად მიდიან საღმრთო დოგმატთა წინააღმდეგ, ანუ აკლებენ ანდა ამატებენ რაიმეს მამათა სწავლებას. ხოლო ”რომელთა უწინარეს საკრებო განჩინებისა განაშორნეს თავნი თვისნი ზიარებისაგან ეპისკოპოსად სახელდებულისა მის, რაჟამს მან მწვალებლობაი იგი საეროდ ქადაგოს და დაუბურველითა თავითა ეკლესიასა შინა ასწავოს, ეგევითარნი იგი არა ხოლო კანონთამიერისა განკანონებისაგან თავისუფალ არიან, არამედ ვითარცა მოშურნენი მართლმადიდებლობისანი პატივისაცა ჯეროვნისა ღირს იქმნენ, რამეთუ არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი განიკითხეს და არა განხეთქილებითა განჭრეს ერთობაი ეკლესიისაი, არამედ განხეთქილებათა და განყოფათაგან ხსნაი ეკლესიისაგან ისწრაფეს”. ამას ბრძანებს წმიდა და დიდი ორგზისი კრების მე-15 კანონი.

ოფიციალურ საპატრიარქოთა თანალოცვა და მეგობრობა მწვალებლებთან

რამდენად დასაშვებია და ღვთივსათნოა ჩვენი გაერთიანება მათთან, რომელთაც სამართლიანად და კანონიერად განვეშორეთ და რომელნიც კვლავაც მწვალებლობაში არიან? თუკი ჩვენ ამას მართლმადიდებლურად მივიჩნევთ, მაშინ მხოლოდ ამით დავაქცევთ და წავშლით ყველაფერს ჭეშმარიტს. რამეთუ ღვთაებრივი კანონები ღაღადებენ: ”უკუეთუ ვინმე უზიარებელსა სახლსაღა თუ შინა თანამლოცველ ექმნეს, უზიარებელ იქმენინ იგიცა~”(მოც. 10; ანტიოქ. 2) და კიდევ: ”ვინც მწვალებელთან ერთიანდება იგივე სასჯელს იმსახურებს, რასაც მწვალებელი”. შესაბამისად რა დანაშაულისთვისაც არიან ისინი სასჯელის ქვეშ, ჩვენც მათთან ერთად დავისჯებით საღმრთო კანონებით, რომლებიც სული წმიდამ განაჩინა. არ შეიძლება ამის დაშვება, არ შეიძლება!

სერბეთის პატრიარქი და სამღვდელოება კარდინალთან

არც კი ღირს იმის ხსენება (ვგულისხმობთ ცრუ-პატრიარქ იოანე ვეკკას), ვინც სიბნელეა და თავი სინათლედ მოაქვს, ვინც მთავარი მაცთუნებელია ამ საქმეში, ვინც მათთან გაერთიანების საბაბით ცდილობს მზაკვრული და სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს მთელს სხეულს, ვისაც არ ძალუძს ღიად დაარწმუნოს ვინმე და ამიტომაც ფარულად მოქმედებს, კერძოდ კი ცდილობს, უეცრად გაუღოს სამწყსოს კარიბჭე მგლებს და ბოლომდე მიიყვანოს ბოროტი საქმე. თუ ვინმეს შემოერთების სურვილი აქვს, დაე აზრები შეიცვალოს და ისე შემოგვიერთდეს; ხოლო თუ გაერთიანება საკუთარი ბოროტებისა და სიცრუის შენარჩუნებით სურთ, მაშინ ამას ვერ შესძლებენ.

ოფიციალურ საპატრიარქოთა სამღვდელოება რომის ახალი პაპის აღსაყდრებაში მონაწილეობისას

მეფეო, მოისმინე ყოვლაწმიდა სულის მიერ დამოწმებული სიტყვები, რომელთაგან ერთი იოტაც არა წარხდეს (ლკ. 16, 17). უფლის დიდი მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ”რომელ მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღვრებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ სახლთა თქუენთა და ”გიხაროდენ” ნუ ეტყვით მათ, რამეთუ რომელმან ჰრქუას მას ”გიხაროდენ” ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა” (2 ინ. 1, 10-11).

 რომის პაპი და რუმინეთის პატრიარქი თანალოცვისას

თუკი ჩვენ მათთვის უბრალოდ გზაზე მისალმება გვეკრძალება, თუკი არ შეგვიძლია მათ სახლში შესვლაც კი, მაშინ როგორ მივიღებთ მათ ტაძარში, თვით საკურთხეველში, ძე ღმრთისას საშინელ და საიდუმლო ტრაპეზზე, სადაც თავად უფალი შეიწირება უსისხლო მსხვერპლად? რომელიც უმანკო კრავივით დაიკვლის, რათა შეგვარიგოს მამასთან და თავად მასთან, და ჩვენი ცოდვები საკუთარი სისხლით განწმიდოს. რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება იმის სახელისა, ვინც სული წმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული, და ამით თავად გახდეს ღმერთის მტერი? იმიტომ, რომ თუკი მხოლოდ მისალმება გვხდის ჩვენ მათი მზაკვრული საქმეების თანამონაწილედ, მაშ რაოდენ უფრო მეტია ხმამაღალი მოხსენიება მისი (ცრუპატრიარქის), როდესაც წინ საღმრთო, საშინელი საიდუმლონი გვაქვს დაგებული. თუკი ჩვენს წინ დაგებული თავად არის ჭეშმარიტება, მაშ როგორ დაუშვებს იგი ამ უდიდესი ტყუილის სიმართლედ გასაღებას _ ანუ მის მართლმადიდებელ პატრიარქად გამოცხადებას? ნუთუ საშინელ საიდუმლოთა აღსრულების დროს, როგორც სცენაზე, ისე უნდა ვიხუმროთ? როგორ მოითმენს ამას მართლმადიდებელი სული? განა უმალვე არ განეშორება იგი იმათ, ვინც მას მოიხსენიებს? როგორ არ ჩათვლის ასეთებს სიწმიდის გამყიდველებად? მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმსახურებისას ეპისკოპოსის სახელის ღვთაებრივ მოხსენიებას ყოველთვის სრული ერთობის უპირობო ნიშნად მიიჩნევდა. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელის მიერ დაწერილ საღმრთო ლიტურგიის განმარტებაში ვკითხუ¬ლობთ: ”მღვდელმოქმედი აღამაღლებს ეპისკოპოსის სახელს, წარმოაჩენს რა უპირატესისადმი მის მორჩილებას, სრულ ერთობას მასთან, და მისი სარწმუნოების მემკვიდრეობას და ერთგულებას”.

საქართველოს პატრიარქი და სამღვდელოება პაპს საჩუქრებს უძღვნის

ასევე ჩვენი დიდი მამა და აღმსარებელი თეოდორე სტუდიელი თავის ძვირფას წერილში გვასწავლის: ”შენ მწერ, რომ შეგეშინდა პრესვიტერისთვის გეთქვა _ არ მოეხსენებინა მწვალებელი ეპისკოპოსის სახელი, ერთს გეტყვი მხოლოდ _ მარტო მოხსენიებისმიერი ერთობა ბეჭედივით ასვამს ლაქას, თუნდაც მომხსენებელი მართლმადიდებელი იყოს”. ასე გვმოძღვრავს ეს წმიდა მამა, მასზე ადრე კი თავად ღმერთი: ”და მღვდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი” (იეზეკ. 22, 26). როგორ? ”შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს” (იეზეკ. 22; 26) განურჩევლად იქცეოდნენ და სულ ერთი იყო მათთვის. რა შეიძლება იყოს ამაზე ნათელი და ჭეშმარიტი?

რომის პაპი ყურანს ეამბორება

რომის პაპი იერუსალიმში გოდების კედელთან იუდეველთა წესს აღასრულებს

მაგრამ იქნებ შესაძლებელია კეთილგონიერი შემგუებლობა (იკონომია)? როგორ შევეგუოთ იმას, რაც ბილწავს ღვთისმსახურებას, საღმრთო სულის გარეშე ტოვებს მღვდელმოქმედებას და ამიტომ მორწმუნეებიც ცოდვათა მოტევებისა და ღმერთთან შეთვისების გარეშე რჩებიან? შეიძლება კი იყოს რაიმე ამგვარი იკონომიაზე უფრო მავნე? სულიერი ერთობა თუნდაც ერთ პუნქტში მთელი სიმართლის დარღვევის ტოლფასია. რადგანაც მწვალებელთან ერთობის მქონე იგივე სასჯელის ღირსია, როგორც საეკლესიო კანონთა დამრღვევი. ხოლო ამგვარი იკონომიის მქადაგებელნი, უგულებელყოფენ რა საეკლესიო კანონებს, შედიან ლოცვით კავშირში იუდეველებთან, სომხებთან, იაკობიტებთან, ნესტორიანელებთან, მონოთელიტებთან და საერთოდ ყველა ჯურის მწვალებლებთან და მხოლოდ ამიტომ არ იმსახურებენ არანაირ იკონომიას და თანაზიარნი არიან ყველა ღვთისმბრძოლი მწვალებლობისა, რადგანაც საეკლესიო კანონთა და უზენაესი საღმრთო სჯულის მიხედვით არ განარჩევენ მწვალებლებს მართალთაგან და თავად ივსებიან ყოველგვარი ერესით.

რომის პაპი ავსტრალიაში აბორიგენული როკვის თანხლებით

ვის მივცეთ ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაზე წინამოძღოლობის უფლება, კაცს, რომელიც მწვალებელია? ეს ხომ სრული ღალატია და არა იკონომია. იგი უკანასკნელი ადგილის ღირსიც კი არ არის. რამეთუ დიდი მამა ჩვენი გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს: ”თუკი ნოვატი არ ღებულობდა მათ, ვინც არ შეინანეს დაცემის შემდეგ, არც მე ვღებულობ ასეთებს, თუკი ისინი ქედს არ მოიდრეკენ ან ჯეროვნად არ დამდაბლდებიან, და უჯერი საქმის გამო გამოსწორების პირობას არ დადებენ. აი, მაშინ კი მივიღებ და სათანადო ადგილსაც მივუჩენ”.

რუსეთის პატრიარქი და რომის პაპი

ვინ შეამჩნია მასში (პატრიარქში) ანდა მასთან ერთობაში მყოფთა შორის გამოსწორების სურვილი? სად არის სინანული ავი საქმეების გამო? რა თქმა უნდა, ისინი უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? დაე თუნდაც მოახერხონ რომელიმე ეკლესიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ტფუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ! ”ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვივენ?” (ლუკ. 6,39) და ”უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?” (მათე 6,23). როგორც დიდი ღმრთისმეტყველი გრიგოლი ბრძანებს, ყოველი ქვეშევრდომი თავის წინამძღოლს ემსგავსება.

 სერბეთის საპატრიარქოსა და კათოლიკების თანალოცვა-მეგობრობა

წმიდა კრებათა ღვთაებრივი კანონები მათ მიერ მთლიანად უარყოფილია, სულიერი ცხოვრების კვალი და სუნიც კი არ გააჩნიათ, მხოლოდ ერეტიკოსობენ და ეკლესიას შფოთითა და საცდურით ავსებენ. რამეთუ შეუძლებელია შეუთავსებელთა ერთად ყოფნა, არც შეუერთებელთა შეკავშირება. ”რამეთუ არა მოყვსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა, ანუ რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა”. (2 კორ. 6,14). ანუ რა საერთო აქვთ მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს, რომელთაც უნდა განვეშოროთ, როგორც ამას თავად ღმერთი გვასწავლის: ”აღიხოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის” (2 სჯ. 13.5). და ”უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან” (მათე. 18,9). აგრეთვე დიდი პავლე, უფრო სწორედ თავად უფალი პავლეს ბაგით გვიბრძანებს: ”მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე” (ტიტ. 3, 10) და კვალად _ ”გამცნებ თქუენ ძმანო სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდეს და არა მოძღვრებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან” (2 თეს. 3; 6). სხვაგან კი გვამცნებს ”ნუ თანააღერევით მათ” (2 თეს. 3,14). მსგავსად ამისა გვმოძღვრავს ღმერთშემოსილი დიდი მამა ჩვენი ეგნატე, რომელიც გვაფრთხილებს მოვერიდოთ ადამიანის მსგავს მხეცებს _ მწვალებლებს, რომელნიც არა მხოლოდ არ უნდა მივიღოთ, არამედ მათთან შეხვედრასაც კი უნდა ვერიდოთ.

ოფიციალური მსოფლიო მართლმადიდებლობის გამარჯვებული და ტოტალური ეკუმენიზმი

როგორ ვაღიაროთ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებად და უმაღლეს მსაჯულებად ისინი, ან როგორ მოვიხსენიოთ ხმამაღლა მათი სახელები ეკლესიაში თვით საიდუმლო ტრაპეზის წინ, ისე რომ ტრაპეზი არ წაიბილწოს და კურთხეული დარჩეს.

რუმინეთის პატრიარქი და რომის პაპი

ნუ დაუშვებ ამას შენი სულისთვის, მეფეო წმინდაო და ღვთივარჩეულო, თვითმპყრობელო, ქრისტესმოყვარეო! არამედ ”დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი ვისგან გისწავიეს” (2 ტიმ. 3,14), რამეთუ ქრისტეს მადლით გისწავიეს. ”კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა” (2 ტიმ. 1,14) და ქრისტეს დიდი მოციქულის სწავლებით ”განეშორე ბილწთა მათგან ცუდთთა ხმათა, და სიტყვის-გებათა მათგან ტყუილით სახელის მეცნიერებისათა რომელსა იგი ვიეთნიმე აღუთქმიდეს, და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს” (1 ტიმ. 6, 21-22)! რათა შენს მიერ და შენთან ერთად ჩვენც, მთელი ქრისტიანული სავსება, მართლმადიდებლობითა და სიყვარულით დაცულნი უბიწოდ წარვსდგეთ ”ვიდრე გამოჩინებამდე უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა” (1 ტიმ. 6,15) და გავხდეთ მონაწილენი მისი საუკუნო მეუფებისა. ”სარწმუნო არს ღმერთი”(1 კორ. 1,9), რომელიც ამის ღირსად გვყოფს, თუკი მის მცნებებს დავიმარხავთ ქრისტეს მადლით ყოვლადწმიდა საღმრთო სულში. ამინ.

რომის პაპს თაყვანს სცემს საქართველოს საპატრიარქოს სამღვდელოება

ხოლო წმიდისა და განუყოფელისა ერთღმრთეებისა სამებისა საიდუმლო რაი აღვწერეთ, აწ კუალად ცხოველსმყოფელისა სულისა წმიდისათვის ვიტყვით: თუ რაი არს მიზეზი მათისა (ლათინთა) ესრეთ უწესოდ აღსარებისა, ვითარმედ სული წმიდა მამისა და ძისაგან გამოვალსო, რომელი ესე უცხო არს ქადაგებისაგან წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა კაცთასა. ხოლო ჩუენ არა ვიტყვით სულსა წმიდასა ძისაგან გამოსლვით, არამედ მამისაგან, მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილთა მამათასა. რამეთუ, ვითარცა ძე იშვა მამისაგან პირველ ყოველთა საუკუნეთა და უწინარეს ჟამთა, ეგრეთვე სული წმიდა გამოვიდა მისვე მამისაგან უწინარეს ჟამთა და პირველ ყოველთა საუკუნეთა. რამეთუ ერთი არს არსება და ბუნება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, სიტყვისაებრ საღმრთოთა წერილთასა, მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა და მოძღვრებისაებრ წმიდათა ღმრთის მეტყუელთასა. რამეთუ არცა ერთსა ვის წმიდათაგანსა უთქუამს სული წმიდა ძისაგან გამოსლვით, ვითარცა ძე არა თქმულ არს სულისაგან შობილად, არამედ მხოლოდ მამისაგან. ეგრეთვე არცა ითქუმის სული

წმიდა ძისაგან გამოსლვით, არამედ მამისგან. რამეთუ რაოდენნი ღმრთისმეტყუელნი არიან წმიდათა მამათა მიერ აღწერილნი და უმეტეს დიდისა ღმრთისმეტყუელისა გრიგოლისნი, რომელმან ერგასისნი თავნი ღმრთისმეტყუელებანი აღწერნა ვრცელად და უნაკლოდ. რამეთუ ყოვლად ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა იოანესა ამას მიხუდა სახელი ღმრთისმეტყუელებისა და ყოველივე თქმული მისი ღმრთისმეტყუელებითა აღსავსე არს და არცა ერთსა თქმულთა მისთა შინა იპოების, თუმცა ეთქუა ძისაგან გამოსლვით, არამედ მხოლოდ მამისაგან. არცაღა დიდსა და ზეცით გამობრწყინვებულსა ბასილის, არცა წმიდასა და ყოვლისა სოფლისა მნათობსა ოქროპირსა, არცა დიდსა ათანასის, არცა გრიგოლი საკვირველთმოქმედსა, რომელსა ცხადად წარმოუდგა წმიდა ღმრთისმშობელი და ღმრთისმეტყუელი იოანე და გამოუცხადეს წმიდისა სამებისა საიდუმლოი და მყის აღწერა მათსავე მუნ ყოფასა შინა მათითავე ბრძანებითა მოკლითა სიტყვითა და დიდითა სიბრძნითა და აღწერილი იგი ჰგიეს დღეინდელად დღედმდე, ხოლო მე განვრცელებისათვის არა აღვწერე აქა, და ვისცა ენებოს, იგი წარიკითხოს და ყოველივე ცხადად ეუწყოს. და არცა სხუასა სადა ვის ღმრთისმეტყუელთაგანსა უთქუამს ესე, არცა უკადრებიეს, თუ მამისაგან და ძისა გამოვალს, და თუმცა ყოფილიყო ესე ცილობაი და ამისი თქუმა, მრავალნიმცა აღწერნეს ამის პირისათვის ნეტართა მათ წინა აღსადგომელი უთქუმელისა ამის სიტყუისა, არამედ ნეტარსა იოანე დამასკელსა, რომელსა ეწოდა ოქრონექტარი თვით დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მიერ, ამასა წინათვე ეუწყა სულისაგან წმიდისა წვალება ესე და მან აღწერა ცხადად და ჭეშმარიტად თქმულთა შინა თვისთა ღმრთისმეტყუელებათა. და იტყვის ესრეთ: არა ვიტყვითო სულსა წმიდასა ძისაგან გამოსლვითა, რომელი არასადა გვიპოვნიეს საღმრთოთა წერილთა შინაო. არამედ მამისაგან. და სულად ძისა და სულად ქრისტესაო, ვითარცა წერილ არს, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისა გულთა შინა ჩუენთა. და კუალად იტყვის, რომელსა სული ქრისტესი არა აქუნდეს, იგი არა არს ქრისტეანიო.

ხოლო ძისაგან გამოსლვით არა თქუმით არს, არცა ვის აღწერით დაუტევებიეს, არამედ მამისაგან ვითარცა შობა ძისა, ეგრეთვე გამოსლვა სულისა მისგანვე მამისა, რამეთუ მამა არს მიზეზი შობისა და გამოსლვისა, ვითარცა თავადი ჭეშმარიტება და ცხოვრება ჩუენი ქრისტე ბრძანებს: სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის და თქუენცა მოწამე ხართ (იოანე 12.26), რომლისათვის (რაისათვის) არა თქუა სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან და ჩემგან გამოვალს; ანუ ვერ დაიდუმეს დიდი ესე საიდუმლო წმიდათა მოციქულთა და შემდგომთა მათთა ღმრთისმეტყუელთა.

ხოლო იტყვიან ლათინნი, კაცობრივ იტყვისო და არა ღმრთაებრო. ქრისტემან მეუფემან ჩუენმან ვიდრეღა ხორცითა ქუეყანასა ზედა იქცეოდა, თავისა თვისისა ღმრთეება ცხადად და გამოჭეშმარიტებით არასადა გამოაცხადა, არამედ იგავით და მიფარულადრე. და ოდეს ამაღლდა მამისა, მერმე უკანასკნელ მოწაფემან მისმან და მოციქულმან იოანე ღმრთისმეტყუელმან ცხადად და მზისა უბრწყინვალესად და ყოვლისა საყდრისა უმაღლესად ღაღადყო ღმრთეება მისი და იტყვის.

პირველითგან იყო სიტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისათანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი, ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა: (იოანე 1.1-2.) ესრეთ გამოაცხადა ღმრთეება ძისა და თანასწორება მამისა, ეგრეთვე სხუანი მოციქულნი იტყვიან ღმრთეებასა მისსა და არღარა დაფარვენ, ვითარცა პავლე მიუწერს ტიმოთეს.

ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა, და ამაღლდა დიდებით (1ტიმოთეს მიმართ3,16;) და კუალად ტიტეს მიუწერს.

და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან იგი მისცა თავი თვისი ჩუენთვის (ტიტეს მიმართ 2, 13-14) ვინაითგან ესრეთ ღუთაება ქრისტესი ცხადად თქუეს და არღარა დაჰფარნეს, ვითარ დიდი ესე საიდუმლოი სულისა წმიდისა ძისაგან გამოსლვა რაისათვის დაიდუმეს? და უკუეთუ ქრისტემან ესე არა დაფარა, რაჟამს ეტყოდა მოწაფეთა: რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ (იოანე 15,26) და კუალად ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. ესენი არა დაფარნა და არცა დაერიდა კაცობრიობასა, ვითარმედ მე მოვავლინო და ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. ამისა უმეტესი სიტყვა რაიღა იყო და საიდუმლოსა გამოცხადება. უკუეთუ ესე არა დაეფარა მას რა(ი)დღა დაუტევებდა მამისაგან და ჩემგან გამოვალსო ანუ წმიდანი მისნი მოციქულნი ვითარ არღარა გამოაცხადებდეს(?) ანუ წმიდანი ღვთისმეტყველნი ვერღა დაჰფარვიდენ. ესრეთ არასადა თქმულ არს მათისაებრ სიცბილისა, არამედ ყოველნივე ესრეთ აღიარებდეს, ვითარცა ჩუენ გურწამს და აღვიარებთ, ვითარცა მხსნელისა ჩუენისა ქრისტესაგან გვისწავლიეს, და ვითარცა ესე რა გუესმის.

რამეთუ პირველად თქუა: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა და სხუა ნუგეშინისმცემელი მოგივლინო, აჰა თანასწორება და ერთპატი(ვ)ობა მამისა და ძისა და არა წინააღდგომა ძისაგან მამისა. მერმე იტყუვის: უკუეთუ არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს, და მე მოვავლინო იგი თქუენდა, და ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ: აჰა ხელმწიფება ძისა და თანასწორება სულისა, და ერთ პატიობა. და მერმე იტყვის: ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა შინა. აჰა ხელმწიფება და უფლება სულისა და არა უდარესობა მამისაგან არცა ძისა.

ბულგარეთის საპატრიარქოს სამღვდელოება ხელზე ამბორით თაყვანს სცემს რომის პაპს

რამეთუ პირველად იტყვის მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთვის და სხუაი ნუგეშინის მცემელი მოგივლინო თქუენ. მერმე იტყვის: უკეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს (და ჩემგან მიიღოსა თქუენ.) და მერმე თქუა: ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა შინა.

აჰა ერთობაი და ერთი პატივი და ერთი ხელმწიფებაი და ერთი ღმრთეებაი და სწორი მეუფებაი და სწორი უფლებაი და სწორი განზრახვაი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, განუყოფელობაი და შეურევნელი ერთობაი.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი და რომის პაპი ვატიკანში

ხოლო უკუეთუ ვთქუათ მამისა და ძისაგან გამოსლვა სულისა, ორნივე იქმნებიან მიზეზნი სულისა წმიდისა გამოსვლისანი: ვითარცა მამა, ეგრეთვე ძეცა და სული წმიდა დაკლებულ იქმნეს ერთ პატიობისაგან, რამეთუ მამა და ძე გამოავლენს სულსა, ხოლო სული წმიდა ვერღარას მოქმედებს. უმჯობეს არს რაითა ესეცა თქუან, ვითარმედ მამისაგან და სულისა იშუა ძე და იქმნნეს თვითებათა და გუამთა შერეულება მსგავსად საბელიოზის გმობისა, ანუ განყონ არიოზისებრ უსჯულოსა, ანუ შერევნა და შერწყმა თქუან, ვითარცა ვთქუ გუამთა და თВთებათა, რაჟამს ითქუას მამისა და ძისაგან გამოსვლა სულისა, ანუ განყოფა ითქუას არსებათა და ბუნებათა, რაჟამს ძესა მისცენ მიზეზობაБ სულისა წმიდისა გამოსვლისა, და სულსა წმიდასა არარაБ მიზეზობა; და დაკლებულ ყონ მისვე არსებისა და ბუნებისაგან. იხილეთ სადა მიიწევის გმობაი ესე: ანუ არიოზ იქმნენ ანუ საბელიოზ. ანუ შეარწყუან და შერიონ, ანუ განყონ და განაშორონ ურთიერთას, და დაკლებულ ყონ სული წმიდა სწორ პატივისაგან მამისა და ძისა. გულისხმაყავთ ძმანო, თუ ვითარ საკრძალველ არს სარწმუნოებაი ჩუენი, რომელი მოციქულთა დაჰბეჭდეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, და ვერვის ხელეწიფების იოტა ერთი გინა რქა ერთი შემატებად ანუ დაკლებად. და უკუეთუ იქმნეს მცირედცა რაიმე ანუ დაკლებაი, ანუ შემატებაი, მერმე კუალად სხუაი იქმნების კუალად სხუაი და ესრეთ მცირედ მცირედ დაიხსნას და განირყვნას ყოველივე, ვითარცა ქმნულ არს მათ შორის და არღარა არს საზღვარი დადებული მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა მათ შორის, არამედ ყოველივე განრყუნილ არს და შეცვალებულ, ხოლო ჩუენ დაგვიცვნეს ღმერთმან ყოვლისაგან წვალებისა და საცთურისა მთესველისა მისგან ღუარძლისა და ღირს მყუნეს სასუფეველსა თვისსა ყოველთა წმიდათა მისთა თანა ამინ.

რომის პაპი ვატიკანში ჯამბაზების წარმოდგენებით თავაწყვეტილი მხიარულებისას

____________________________________________________________

(სიტყვისგებაი ლათინთა მიმართ ჩვენ მართლმადიდებელთა მიერ, თუ რაი არს ჩუენგან მათი განყოფილება. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაით, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების ”გურდემლი”)

85 Responses to “ბესარიონ კათალიკოსი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი)”

  1. ნიკა Says:

    “მწვალებელთა ლოცვა სხვა რა არის, თუ არა ღვთის გმობა და მკრეხელობა” (წმ. გრიგოლ ნოსელი)

    ———————–

    “მოერიდეთ და ყოვლითურთ განეშორეთ ადამიანის მსგავს მხეცებს – ერეტიკოსებს, რომელნიც არა მხოლოდ არ უნდა მივიღოთ, არამედ მათთან შეხვედრასაც კი უნდა ვერიდოთ.” (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი)

    ———————–

    “ჩვენი სარწმუნოება თანხმობაშია ევქარისტიასთან, ხოლო ევქარისტია მოწმობს ჩვენი სარწმუნოების შესახებ.” (წმ. ირინეოს ლიონელი)

    ———————–

    “იცოდეთ და გაფრთხილდით შვილნო, რამეთუ მცირედი რაიმე დანაშულიც კი სარწმუნოების საქმეში, არის მთლიანად ღმერთის უარყოფა.” (წმ. ბასილი დიდი)

    ——————

  2. ნიკა Says:

    საბერძნეთის ოფიციალური ეკლესიის მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსის (აწ გარდაცვლილი) და რომის პაპების ლოცვითი ერთობა და მეგობრობა.
    Pope offers prayers for Archbishop Christodoulos

    • ნიკა Says:

      რუსეთის ყოფილი პატრიარქის ალექსი მეორის თანალოცვა პარიზში კათოლიკურ ტაძარში! ახლა იხილეთ, რა საშინელ მკრეხელურ სიტყვას წარმოსთქვავს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბარძიმზე ყოველ წირვას მოხსენიებული რუსეთის აწ გარდაცვლილი პატრიარქი!
      “ჩვენი სარწმუნოება თანხმობაშია ევქარისტიასთან, ხოლო ევქარისტია მოწმობს ჩვენი სარწმუნოების შესახებ.” (წმ. ირინეოს ლიონელი)

      • ნიკა Says:

        “ჩვენი სარწმუნოება თანხმობაშია ევქარისტიასთან, ხოლო ევქარისტია მოწმობს ჩვენი სარწმუნოების შესახებ.” (წმ. ირინეოს ლიონელი)

        —————————————–

        რომც დავუშვათ, რომ საქართველოს საპატრიარქოს იერარქია ერეტიკოსებთან დღეს აღარ ლოცულობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქო ევქარისტიულ ერთობაშია: რუმინეთის, სერბეთის, რუსეთის, საბერძნეთის, კონსტანტინოპოლის, ბულგარეთის ეკლესიებთან, ანუ ლათინებთან და სხვა ერეტიკოსებთან მლოცველ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, დიახაც წმინდა ირინეოს ლიონელის სიტყვების თანახმად, სწორედ ეს მოწმობს საქართველოს საპატრიარქოს სარწმუნოების შესახებ, ანუ ვინაიდან ერეტიკოსებთან მლოცველი ეს ეკლესიები ერესში არიან, ხოლო თავის მხრივ კი საქართველოს საპატრიარქო ამ ეკლესიებთან ევქარისტიულ ერთობაშია, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საპატრიარქო ლოცვით ერთობაშია ერეტიკოსებთან, ანუ თავადაც ერესშია!

      • ნიკა Says:

        და განა მხოლოდ ლათინებთან თანალოცულობენ ეს ეკლესიები? ისინი ხომ სექტათა მსოფლიო ერეტიკული საკრებულოს “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” წევრნიც არიან და ამ საბჭოში ათასი ჯურის სექტებთან ლოცულობენ! ხედავთ რამხელა უფსკრული ჰყოფს უკვე ამ ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს ქრისტესგან ანუ მართლმადიდებლობისგან! მართლმადიდებელი მოძღვრების ფუნდამენტალური კანონი ხომ მკაცრად კრძალავს მწვალებლებთან ლოცვას! აი, ეს კანონიც:

        მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

        ————————————-

        მაშ როგორ მოვიქცეთ? ან მოციქულთა კანონი უნდა უარვყოთ (ნუ იყოფინ!) ან კიდევ ამ ვიდეოებში წარმოდგენილი სამღვდელოების ერეტიკული ქმედებანი სამართლებრივად უნდა შევაფასოთ და კანონიკური განაჩენიც გამოვიტანოთ!

      • ნიკა Says:

        აბა ღმერთი არ განარისხოთ და მის წმინდა მოციქულთა მარხვაში, წმინდა მოციქულთა ამ კანონის დაგმობა არავინ გაბედოთ:

        მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“

        ——————————————

        მეც გილოცავთ, წმინდა მოციქულთა თავთა – პეტრე-პავლობის მარხვის დაწყებას!

      • ნიკა Says:

        მოციქულთა 45-ე კანონის ნიკოდიმოს დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

        იმას, თუ რას ეწოდება ერესი (მწვალებლობა) და რა არის ერესი, გვასწავლის ბასილი დიდის I კანონის განმარტება. მოციქულთა X კანონი, როგორც ვიცით, ეკლესიის ერთობიდან განკვეთილებთან ერთად სახლში ლოცვასაც კრძალავს და განუწესებს განკვეთას ყველა იმას, ვისაც გააჩნია ლოცვითი ერთობა განკვეთილებთან. საეკლესიო ერთობიდან ყველა ერეტიკოსი, ბუნებრივია, განკვეთილია, რომლის ძალითაც სრულიად თანამიმდევრულია ყველა მართლმადიდებლისათვის ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის აკრძალვა. მითუმეტეს, მკაცრად უნდა აიკრძალოს ერეტიკოსებთან ლოცვითი ერთობა მართლმადიდებელ სასულიერო პირთა მხრიდან, რომელნიც ვალდებულნი არიან, რომ წარმოადგენდნენ მაგალითს დანარჩენ მორწმუნეთათვის რწმენის დაცვის სიწმიდეში, რაც შეუბღალავია ყველანაირი ცრუ სწავლებისაგან. ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას ლოცვით ერთობაში ანუ იმაში, როგორც არის თქმული კანონში – „სინევქსამენოს მონონ” („რომელიც, თუნდაც, მხოლოდ ილოცებს”) – საჭიროა, ვიგულისხმოთ ეპისკოპოსისთვისა და სხვა კლერიკოსისთვის ეკლესიაში ერეტიკოსებთან თანალოცვის არა მხოლოდ აკრძალვა, რადგან ამისთვის მოციქულთა 45-ე კანონით ისინი უკვე ექვემდებარებიან დამხობას; რომ დაუშვეს ერეტიკოსთაგან, როგორც სასულიერო პირთაგან, რაიმე სამღვდელო მოქმედების აღსრულება; არამედ, ამასთანავე, სიტყვა „სინევქსამენოს მონონ” უნდა გავიგოთ ამ აზრით: რომელიც, „უბრალოდ, იურთიერთებს”
        https://didgori.wordpress.com/2009/02/07/საეკლესიო-კანონთა-განმარ/

      • davit Says:

        არა მთელი მსოფლიო კი ბატონო წინ იყოს, მაგრამ ქართველმა თუ დასწერა ჭეშმარიტება ის მაინც სულ სხვაა, სულ სხვა სიღრმეთი და სულისკვეთებით არის დაწერილი!

        კაცო სად იყო ეს დიდი ქართული წერილი მე ახლა პირველად წავიკითხე! გენაცვალე სულში დიდო მეუფეო ბესარიონ კათალიკოსო! ეს რა დიდებულად უწერია და აღუმაღლებია ხმა უფლის ჭეშმარიტებისათვის! რა მაღალი წერილია რა ძლიერი ზეცად უფლის ფერხთა კვარცხლბეკამდე აღწევს!

  3. იოსებ Says:

    ძალიან ძლიერი წერილია, ხოლო წმინდა კათალიკოსი ბესარიონი ერთ-ერთი უძლიერესი და უმტკიცესი კათალიკოსი ყოფილა და არის საქართველოსი. ღმერთმა დაგლოცოთ ამ წერილის გამოქვეყნებისათვის.

    სამწუხაროდ, დღევანდელი მართლმადიდებლებისათვის ასეთი კათალიკოსობა მიუღებელი გახდა, ვინაიდან არც სიტყვით ეთანხმებიან და არც საქმით. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიტყვით ეთანხმებიან, საქმით კი საპირისპიროს მოიმოქმედებენ.

    „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“

    დღეს ნელ-თბილობა მოდაში, როგორც ერში – ისე ბერში!

    • კახა Says:

      წერილი ბესარიონ კათალიკოსისა ხომ მაგარია😀 და მაგრადაც გაუფორმებია რედაქციას 8:

      • კახა Says:

        p.s. ——— ძმებო რაიზედ დაგავიწყდათ?
        Забава папы римского

      • კახა Says:

        p.s. ——— ძმებო რაიზედ დაგავიწყდათ?
        A Lion At The Vatican

      • ნიკა Says:

        ქართლის კათალიკოს პატრიარქი 1724-1738. საეკლესიო მოღვაწე, მწერალი

        ————————-

        ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, გარეჯის იაონე ნათლისმცემლის მონასტრის ბერი, შემდგომ ქართლის კათალიკოს-პატრიარქი, ეკუთვნოდა ორბელიშვილ-ბარათაშვილთა გავლენიან და კულტურული ტრადიციების მქონე დიდებულ საგვარეულოს. მისი დაბადების თარიღი უცნობია. არაფერი ვიცით მისი მშობლების შესახებ, გარდა იმისა, რომ მათ რქმევიათ მარიამი და ბეჟანი. როგორც ჩანს, მშობლებს მისთვის კარგი განათლება მიუციათ. განსაკუთრებით გაწაფული ყოფილა ბესარიონი საღვთისმეტყველო ფილოსოფიასა და დოგმატიკურ მწერლობაში. XVIII საუკუნის ქართული სასულიერო მწერალობის აღორძინება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ბესარიონ ორბელიშვილის სახელს…ბესარიონი მოღვაწეობს ჯერ დავით გარეჯის უდაბნოში, ხოლო შემდეგ 1724 წლიდან 1737 წლამდე იგი ქართლის ეკლესიას მეთაურობდა.

        ცნობილია, რომ გარეჯის ბერმონზვნობა ყოველთვის ცხოველ ინტერესს იჩენდა ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებისადმი. განსაკუთრებული სიმწვავით უპირისპირდებოდნენ ისინი ტყვეთა გამყიდველებს, ადებინებდნენ წერილობით პირობას, ემუქრებოდნენ შეჩვენებით და სხვ. როგორც ირკვევა, ბესარიონიც აქტიურად იყო ჩაბმული ტყვეებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. შემონახულია მამია გურიელის ფიცის წიგნი ბესარიონისადმი, საიდანაც ჩანს, რომ ბესარიონი საგანგებოდ ჩასულა გურიაში სააგიტაციოდ ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ: “…ჩუენსა საბატონოში მოხველით და ტყვის აღთქმისა დადება გვიქადაგეთ; ჩუენცა შევისწავეთ და ჩუენსა საბატონოს კაცსა გაუსყიდველობისა აღთქმისა და საფიცარი გამოვართვით…” (ქავთარია, 83). კათალიკოსი მომსწრე იყო იმ მღელვარე მოვლენებისა, რომლებიც თან ახლდა აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ ოსმალთა, შემდეგ შემდეგ ყიზილბაშთა გაბატონებას. 1735 წელს, როცა ოსმალთა პოზიციები აღმოსავლეთ კავკასიაში და საქართველოშიც აშკარად შესუსტდა, ქართული საზოგადოება რუსეთში გადახვეწილი ვახტანგ VI-ის დაბრუნებას ითხოვდა და სრულ მხარდაჭერას სთავაზობდა ქვეყნის საბოლოო განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. ქართველი პოლიტიკოსების გათვლებს და საზოგადოებრივ განწყობილებებს სრულიად იზიარებდა ქართლის კატალიკოსიც, რასაც საუკეთესოდ გამოხატავს მისი წერილი, მიწერილი ვახტანგ VI-ისადმი ჯერ კიდევ 1733 წელს…
        ბესარიონ ორბელიშვილის ლიტერატურული ინტერესები გარეჯაში გამოიკვეთა. აქ მისი მასწავლებელი ყოფილა არაგვის ერისთვისშვილი ხუცესმონაზონი იოსები, რომელიც 10 წლის ასაკიდან იზრდებოდა მონასტერში…ბესარიონი დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელია. იმდროინდელ აღმოსავლეთ საქართველოში დავითგარეჯა იყო ქართული ლიტერატურული ცხოვრების უმთავრესი კერა, აქ არ შემწყდარა ლიტერატურული საქმიანობა თვით ყველაზე მძიმე წლებშიც. ბესარიონი ერთდროულად წარმოგვიდგება როგორც დამკვეთი, მეცენატი, გადამწერი და ხელნაწერთა შემკაზმელი. მას გაუვლია საკმაოდ საინტერესო გზა მწიგნობრობისა მანამ, სანამ საკუთარ შემოქმედებას წარუდგენდა იმდროინდელ საზოგადოებას.

        შემორჩენილია ბესარიონის მიერ გადაწერილი ხელნაწერები. აღსანიშნავია, რომ მას იზიდავდა ასკეტურ-დოგმატური ხასიათის თხზულებები. 1697 წლამდე მას გადაუწერია ,, ლავსაიკონი” და ეფრემ ასურის თხზულებანი. 1695 წლამდე გადაწერილი აქვს ჟამის წირვა, 1697 წელს იგი წერს იოანე სინელის კლემაქსს….

        ბესარიონ კათალიკოსის სახელი ქართული მწერლობის ისტორიაში მაინც უმთავრესად დაკავშირებულია პოლემიკურ ნაშრომთან _ ,,გრდემლი”, რომელიც ავტორს დავით გარეჯის უდაბნოში დაუწერია. ამ ნაწარმოების შექმნისაკენ ავტორს უბიძგა საქართველოში კათოლიკობის პროპაგანდის გაძლიერებამ. კათოლიკე მისიონერებს საერო ხელისუფალნი კარგად იღებდნენ და ხელს უწყობდნენ მოსახლეობისათვის სასარგებლო საქმიანობაში, ხშირად დესპანებადაც იყენებდნენ დასავლეთ ევროპის ხელისუფლებთან, მაგრამ ქართველი სამღვდელოება კათოლიციზმით გატაცებაში საფრთხეს ხედავდა…ბესარიონი საგანგებოდ განიხილავს კათოლიკურ დოგმატებს და მათ განსაქიქებლად იმოწმებს ძალზე ფართო სპექტრის საღვთისმეტყველო ლიტერატურას.

        ძველ საქართველოში ,,გრდემლი” დიდი პოპილარობით სარგებლობდა. ანტონ I კატალიკოსი თავის განთქმულ “წყობილსიტყვაობაში” Mგანსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ბესარიონის, როგორც პოლემისტის, სიტყვის ძალას და ინტელექტს:

        ბესარიონმან, კაცმან მაღალ გონებამ,

        მონაზონებრთა, ჰშრომათაგან ნეტარმან,

        მწყსა ეკლესია ქრისტესი წესიერად,

        სიტყვით მგელთაგან, სიტყვითა ჰსცვიდა სამწყსოს.

      • ნიკა Says:

        აი ბატონებო, “დიდგორს” ასეთ განდგომილებთან უწევს ბრძოლა ფეისბუკზეც. მივუთითეთ ზელიმხან უძილაურს ამ დიდებული წერილის ბმული და ეტყობა არც წაიკითხა ისე დაზუთხულად გვიპასუხა შემდეგი აბსურდი. ვინც გაწევრიანებულია, ვთხოვთ, ადევნონ თვალი “დიდგორის” დებატებს Facebook – ზე…

        —————————

        მომხმარებელმა Zelimkhan Udzilauri დატოვა კომენტარი თქვენს ბმული:

        “ვიცნობ მაგ თვალსაზრისებს, ეგ ხომ სქიზმატიკოსების ანუ მართლმადიდებლობისაგან განდგომილთა ნააზრევია. ალბათ ბოსტონურ დაჯგუფებას ეკუთვნით. საეკლესიო სამართლის თანახმად თქვენ არ ეკუთვნით რომელიმე ლეგიტიმურ კანონიკურ ეკლესიას, არც ავტოკეფალურს, არც ავტონომიურს, არავინ გაღიარებთ გარდა საკუთარი თავისა. რელიგიის ”სამხრეთ ოსეთი” ბრძანდებით.მე ამ საკითხებში გარკვეული ვარ. მოკლედ, თვითმარქვია მართლმადიდებლები ხართ. როგორც ვიცი, იოანე შეყლაშვილი გადაგიდგათ, რადგანაც ამერიკაში მოგზაურობისას(საიდანაც მოდის ეგ თქვენი რუსულ-ემიგრანტული მართლმადიდებლური გადახრა) დაეჭვდა, რომ თქვენი სექტის ვერხუშკა იქ ჰომო იყო.
        და ზოგადად, მართლმადიდებლობა და ჰომოობა განუყოფელია. ხოლო ნამდვილ თავისუფლებასთან ანუ ლიბერალიზმთან რა მოსატანია ჰომოობა, არ მესმის. ეს ვიღაცამ შემოაგდო. მალე დავდებ შესაბამის ბმულებს და დარწმუნდებით როგორ ყვავის ჰომოსექსუალიზმი მაგ. რუმინულ ან რუსულ ეკლესიაში.ასე თავგამოდებულად რატომ ებრძვით მაგ სენს? ალბათ შინაგანი ლტოლვები გაქვთ. ამავე დროს, სულ არ მინდა პიროვნულად ვინმე შეურაცხვყო, ნება თქვენია. აბსურდია, რასაც მსოფლიო პატრიარქზე წერთ, ეს მოგატყუათ თქვენ ცრუმოძღვრებმა. დაფიქრდით, იპოვეთ ძალა და საღი განსჯა თქვენში, დაუბრუნდით ისევ დედა-ეკლესიას, რომელიც მართალია ავადაა, მაგრამ ქრისტესთვის არ მომკვდარა. თავისუფლების იდეა ისევე ძველია ალბათ როგორც კაცობრიობის ისტორია, რა შუაშია აქ თავისუფლების ინსტიტუტი? თეა დაბადებულიც არ იყო, მე რომ ეს ფანატიზმი დავინახე და ომი გამოვუცხადე. აი ნახეთ:მართლმადიდებლობის გამოყენება სურთ ჩვენი დამონების იარაღად, თქვენ ამ საქმეს ემსახურებით, ნებსით თუ უნებლიედ.
        http://www.facebook.com/l/583cf;lib.ge/body_text.php?9009

    • davit Says:

      ერიჰააა, ამ ხევსურსა როგორ დაჰპატრონებია ეშმაკი მამა აროშვილები 1724-1738. ქართლის კათალიკოს-პატრიარქ მეუფე ბესარიონში აჰრევია, ეტყობა ბოსტონის სინოდში ჰგონია . ნახე რასა სწერს:

      ///ვიცნობ მაგ თვალსაზრისებს, ეგ ხომ სქიზმატიკოსების ანუ მართლმადიდებლობისაგან განდგომილთა ნააზრევია. ალბათ ბოსტონურ დაჯგუფებას ეკუთვნით./// – ო.

      აი სულის დაბნელებაც ასეთი მესმის! ახლლა რა სისულელეები უწერია იმ თავის ნაწარმოებში თურმე…ესა კაცო ის კაცი არ არის იმედში გიგა ზედანიასთან ერთად განრისხებული რომ იყო დეისიძის სირობა წიგნის შეზღუდვაზედ, მეც ვუყურე და ვუსმინე მაგის გარყვნილობის გაშმაგებული დაცვის ტელე-გადაცემასა…ჰაი ჰაი ხევსურუო ულვაში მაინც გებას შეგირცხვა ულვაშითქო გეტყოდი! როგორ არა გრცხვენია ბედშავო სუფთა მთის ტრადიციებზე აღზრდილი ხევსური კაცი საიდუმლო სირობების დამცველად რომ მოგვევლინე? თფუი შენს კაცობას შენსასა!!!

      • ნიკა Says:

        პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის პასუხი უძილაურისადმი Facebook – ზე…

        —————————-

        გიორგი წულაძე: 1) ნუ ცრუობთ, რადგან თქვენ არაფერი იცით საეკლესიო სამართლის, ამიტომ თქვენ ჯერ უნდა შეისწავლოთ სჯულის კანონი ანუ უფალ იესო ქრისტეს კანონმდებლობა და მერე უნდა ისაუბროთ სქიზმაზე. ნუ ჩაიყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, რადგან იმეორებთ ეკუმენისტთა სიცრუეს და ამჟღავნებთ საღვთისმეტყველო უმეცრებას. სქიზმა არის მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლის კოდექსიდან განდგომა და ზეპირსიტყვიერებას სჯობს წარმოადგინოთ საეკლესიო კანონი, რის საფუძველზე გამოიტანეთ დასკვნა, რომ ვართ სქიზმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალი გედებათ ცრუპენტელობაში.

        2) თქვენ შეცდომაში შეგიყვანათ ბოსტონის სინოდის მღვდლების “დიდგორზე” განთავსებულმა ბანერმა. მოგახსენებთ რომ არ ვართ ბოსტონის სინოდის იურისდიქციაში. მაგრამ ამ მღვდლებს ჩვენ მივიჩნევთ ჭეშმარიტ სამღვდელოებად, რომლებიც საეკლესიო სამართლის თანახმად განუდგნენ ეკუმენისტურ ერესს.

        3) რას ნიშნავს რელიგიის სამხრეთ ოსეთი? დააკონკრეტეთ თუ შეიძლება ეს გაუგებარი ეკლესიოლოგია, რის თქმა გსურდათ.

        4) არქიმანდრიტი იოანე შეყლაშვილი ჯერ განუდგა ეკუმენიზმს, შემდეგ ისევ დაუბრუნდა ეკუმენიზმს, რითაც ორგზის უღალატა მართლმადიდებლობას. სხვა ყველა მიზეზი სიცრუეა. შეეძლო სხვა სინოდში გადასულიყო რაიმე ეჭვები თუ გააჩნდა, მაგრამ იგი ისევ დაუბრუნდა ერესს.

        4) ის რომ ზოგადად მართლმადიდებლობა და ჰომოობა განუყოფელია ამის დაწერისთვის ანათემის ღირსი ხართ, რადგან ღმერთს აგინებთ, ხოლო ღვთის მაგინებლებს ჩვენგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ მიეწევათ ადრე თუ გვიან ღვთის რისხვა. გირჩევთ ეს გმობა მოინანიოთ, ძალიან საშიშია თქვენთვის!

        5) კი იმას გიჯერებთ თავისუფლება რომ გინდათ სატანაში და ძლიერ გძულთ მონობა ქრისტეში!

        6) ასე თავგამოდებით რატომ ვებრძვით სექსუალურ გაუკუღმართებებს? იმიტომ რომ საჯარო პროპაგანდა მიდის ამ ჯოჯოხეთური ცოდვის საქართველოში და ამას მოჰყვება უმკაცრესი გმანადგურებელი სასჯელი ღმერთისგან და თანაც ამას გვავალდებულებს წმინდა სახარება, აი ეს:
        „ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე. რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ.“ ( რომ.1, 18-32)

        7) ალბათ სწორი იქნებოდა გეთქვათ ეკუმენისტ ცრუ პატრიარქებს – რუსეთის ერეტიკოს პატრიარქს და საქართველოს ერეტიკოს პატრიარქს სურთ მართლმადიდებლობის გამოყენება თქვენი დამონების იარაღად, ხოლო უფალს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სამღვდელოების მეშვეობით სურს თქვენი განთავისუფლება ერეტიკოსთა მონობისგან.

      • ნიკა Says:

        იმისათვის, რომ დავიცვათ ჭეშმარიტება, უნდა გაგვაჩნდეს იგი, ხოლო ამისათვის მისი შეცნობაა საჭირო. ამგვარად, ყველა მცნობელი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა ხდება მისი შემნახველი. რაც მეტია მცნობელი ჭეშმარიტებისა, მით უფრო ძლიერადაა იგი დაცული; მით უფრო უსაფრთხოდაა – არა თავისთავად, არამედ ადამიანთა შორის; და პირიქით, რაც ნაკლებია ჭეშმარიტების მცნობელი, მით უფრო ნაკლებია ზღუდეები სიცრუის წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია ჭეშმარიტების მდგომარეობა ჩვენს შორის! ((წმ. თეოფანე დაყუდებული)
        Lamentation 1st Stasis (H Zwh en tafw) In English

      • ნიკა Says:

        პასუხი კახას:
        ————-
        დიახ, დედამიწის მკვიდრნი ატანილი ჰყავს, საყოველთაო წინათგრძნობას, რომ დიდი და შეუცნობელი კატასტროფა ახლოვდება! რა თქმა უნდა, ეს შეუცნობელია ურწმუნოთათვის, ხოლო ჩვენთვის მართლმადიდებელთათვის ეს ოდითგანვე სახარებით ცნობილია, ეს ხომ უკვე ქრისტეს მეორედ მოსვლის წინა პერიოდია! მართლმადიდებელნო, ფრთხილად იყავით, სადაც ეშმაკმა მოახერხა ათონის წმინდა მთის 19 მონასტრის აღება და ახლა ბოლო მონასტერს – ესთიგმენიას ებრძვის, გახსოვდეთ, რომ იგი ეშმაკი ასეთი ძლიერი არასოდეს არ ყოფილა, როგორიც იგი დღეს არის! ღმერთო, გამოგვიხსენი მისი ხილული თუ უხილავი ზემოქმედებათაგან!
        Holy Mount Athos- Elders & Hermits-Psalm 50

  4. ნიკა Says:

    როცა რომელიმე ცრუ სწავლება გამოჩნდება, ჭეშმარიტების უცოდინარს გაეპარება იგი, რადგან ვერაფრით შესძლებს მის გამოცნობასა და მხილებას; ამ კაცისაგან სიცრუე სხვა უცოდინართან გადავა, მეორისგან – მესამესთან და ასე შემდეგ; სიცრუე დამკვიდრდება ხალხში და შეავიწროებს ჭეშმარიტებას. განა მართალი იქნება იგი, ვინც გაატარა სიცრუე?! – არანაირად. ეს იგივეა, მეომარს დაუდევრობის გამო საიდუმლო ნიშანი რომ გამოეპაროს და მტერი ბანაკში შეუშვას. გამოდის, რომ ყველა, უცოდინარი ჭეშმარიტებისა, მისი გამცემია და გამცემია მორწმუნეთა საზოგადოებისა ანუ წმიდა ეკლესიისა. მკაცრი ნათქვამია? დიახ, მაგრამ ესაა სიმართლე. (წმ. თეოფანე დაყუდებული)
    St. Herman’s Monastery, Platina, Ca

    • mariami Says:

      მეუფეო და უფალო ჩემო შემიწყალე! ღმერთო რა მემართება იცით…როდესაც ჭეშმარიტი ხატების ან სამღვდელოების ვიდეოებს ვუყურებ და გალობებს ვისმენ სულ ვტირივარ!!! ბატონო ნიკა უღრმესი მადლობა უღრმესი!

      • კახა Says:

        ტირილისა რა მოგახსენო მაგრამ დიდგორთან დაკავშირებით ერთი ისეთი სიზმარი ვნახე და თან განმეორებით მას მერე ამ საიტის ცოტა არ იყოს მეც მჯერა😦

      • ნიკა Says:

        რადგან მარიამს გალობები ასე უყვარს, ამიერიდან, ვეცდები ყველა ვიდეო-გალობა მისთვის მოვიპოვო და გამოვაქვეყნო!
        Lamentation 2nd Stasis in English

      • ლადო Says:

        მამა დავით ისაკაძემ განმაკვირვა, რადგან ახლა გაიგო რომ მწვალებლებთან ლოცულობენ მისი დამაჯილდოვებელი პატრიარქი და სინოდი და საპატრიარქოს უცხოელი მეგობარი ეკლესიებიიი? აბა ეს რა არის ვერ ვიტან რა ნახეთ ახლა ეს ნახევარი სიმართლე. რა ჭირს რისი ეშინია ამ მღვდელს ვერ ბედავს რა ბოლომდე!!!
        http://tvali.ge/index.php?action=watch&v=168538

      • davit Says:

        რატომა ჩემო ძმაო ლადო და იცის მამა ისაკაძემ რომ ილიას და სინოდს თუ დაადო ხელი გამოაგდებენ ტაძრიდან და სადმე ბუჩქების ქვეშ უნდა ილოცას, ან მზეში დაიტაჯოს თავი და დასტანჯოს მრევლი, ან სახლი უნდა იშოვოს ნუ დაიქირავოს რა და იქ გააწყოს საკურთხეველი, ახლა კიდევ ეგ ხლაფორთი უნდა მას და მის მრევლსა? მემრე კიდევა ახლა რომ ცოტა მიჰყარ მოჰყარა ჯოჯოები აქეთ-იქეთ ხახვივით შერჩა და აი ბუჩქებიდან თუ გაბედა კუდიანი დეისიძეების და ჰალოვენცების ბუზის აფრენა მემრე ნახავ რა ბიჭები არიან მიშიკო და ბოკერია ახლა კიდევა მათი შეფი დღევანდელი თეთრი კონდოლიზა რაისა კლინტონისა. არა ჯობია ტაძარი და ცოტა პადხალიმაჟი და ცოტაც გადაზავება მხილებაში მოქნილი სინდისისა, ჯობია ქრისტეს უგანო ვიდრე პატრიარქსა და გაადვილდება პრობლემები. ეჰ ჩემო თევდორე მღვდელო სადღა არიან შენნაირი მამაცი მღვდლები!

      • ნიკა Says:

        განა ეს საყოველთაო აპოსატასიის ყველაზე დიდი და ბოლო ნიშანი არ არის? წაიკითხეთ ერთი ვის აღიარებენ ე. წ. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიები დაი ეკლესიად პაპისტურ კარიკატურულ თეატრს.

        ————————————-
        Все Православные Церкви признают Римскую Церковь Церковью-сестрой, заявил Архиепископ Хризостом накануне визита Бенедикта XVI на Кипр

        Визит Папы Римского на Кипр начнется 4 июня. Он прибудет на остров по приглашению президента Кипра Димитриса Христофиаса и главы Кипрской Православной Церкви Архиепископа Хризостома…Архиепископ Хризостом в интервью “Aris Viketos” 2 июня также назвал визит “очень важным”, потому что он “укрепит связи и диалог между двумя Церквями”. Все Православные Церкви, продолжил Хризостом, признают Римскую Церковь Церковью-сестрой, а Папа Римский является ее главой: “Воля Божия состоит в любви к своим врагам, а тем более к братьям”.

        Архиепископ рассказал, что он сделал выговор двум архиереям Кипрской Православной Церкви, которые выступили против присутствия Папы Римского на Кипре. Архиепископ Хризостом угрожал им исключением из состава Синода: “Я призвал их вести себя прилично и уважать решения Синода, с которыми они вначале согласились”. А необходимые выводы будут сделаны в конце визита, добавил он.
        http://portal-credo.ru/site/?act=news&id=78096

        ——————————-
        ეს არის დაი ეკლესია? ვაი, სირცხვილო!

      • eljei Says:

        არა თქვენი მოწინაღმდეგე კი ვარ მაგრამ ამ საკითხებმა საგონებელში ჩამაგდო: აბორიგენული მესა, ცირკი, ჯეკსონური დანსი ვერ მომიაზრებია ეკლესიად და მომკალით😀 , მითუმეტეს ვარ მოცეკვავე…

      • ნიკა Says:

        რომის პაპი სვეტიცხოველში:
        http://mamuli.net/portal/ge/forum/forum_posts.asp?TID=257&PN=1&TPN=11

      • davit Says:

        Quote: vasasi,15.07.2007, 22:31
        პაპთან არა თუ ევქარისტიული კავშირი არ დამყარებულა, არამედ იგი სვეტიცხოვლის საკურთხეველშიც არ შეუშვეს!!! და ვინ გადაუდგა წინ და პატრიარქი! …ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და სტიქაროსნებს ცოცხალი კედელი ჰქონდათ აღმართული საკურთხევლის გასწვრივ. ეს იმიტომ, რომ ერეტიკოსების და მწვალებლების, (რომელსაც მიეკუთვნებიან კათოლიკებიც) საკურთხეველში შეშვება არ შეიძლება. ამის უამრავი მოწმეა, თუ როგორ გადაუდგა თავად პატრიარქი მას წინ, როდესაც ვირეშმაკა პაპმა ჩვენი სტიქაროსნების წუთიერი მოდუნებით ისარგებლა და საკურთხევეში გაემართა. ეს მაშინ მოხდა, როცა ყველამ იფიქრა, საფრთხემ გადაიარაო და ცოტათი მოეშვნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სიფხიზლე არ დაუკარგავს, პარტიარქი იყო და მიუხედავად იმისა, რომ რომ საკმაოდ მოხუცია , როგორც კი პაპის ვერაგი მოძრაობა შენიშნა, უცებ წამოდგა სავარძლიდან და ძალიან სწრაფად დაიკავა სტრატეგიული პოზიცია საკურთხევლის წინ ღიად დარჩენილ ადგილზე.
        ასე რომ პაპი სიბრაზისაგან გამწვანებული უკან წავიდა.

        ———————————————————-

        ჰაჰაააააააააააააა ვაიმე მიშველეთ დავიხვრჩვიიი სიცილით, ოი შენ გაიხარე ვასასი შენ მე მაცინეე, ამდენი კაცო კაი ხანია არ მიმხიარულია…ხედავ რა კონსპირაციები ჩაუტარებიათ თურმე სვეტიცხოველში, ჯერ თავდაპირველად ეს ვირეშმაკა პაპი პატივით და დაფნა ზურნით მიუღიათ აეროპორტში, მერე მერსედესებით მიუსრიალებიათ საპატრიარქოს პალატებში, იქ ხომ მეფურად დახვედრა მოუწყვეს და წელში ვეღარ გასწორდნენ კაი ხანი სინოდი და ზვიადაძის ნაირი მღვდლები მის ხელთან წახრილები, ახლა მემრე სვეტიცხოველში ხომ წაასრიალეს მდიდრული ექსკორტითა და აი მანდამაინც საკურთეველთან გადაგცეულა ვირეშმაკად პაპი და მაშინ გახსენებიათ ერეტიკოსი რომ ყოფილა ეს ვირეშმაკა თან ვერაგულად დაუწყია სვლა საკურთხევლისკენ რომელსაც წუთიერად მოდუნებული სტიქაროსნების ნაცვლად მამაცურად გადასდგომია პატრიარქი ამაზე თურმე გაბრაზებულა გამწვანებული პაპი!!!

      • davit Says:

        პატრიარქმა ძალიან სწრაფად დაიკავა სტრატეგიული პოზიცია საკურთხევლის წინ ღიად დარჩენილ ადგილზე.
        ასე რომ პაპი სიბრაზისაგან გამწვანებული უკან წავიდა.

        ///

        ვაიმეე დავიხრჩვიი, ამდენი ემანდ იდეოში კლოუნის ოინებზეც არ უცინია პაპსა რაც მე ამ ვინმე პატრიარქისტ ვასასის ჩანაწერზე ვიცინე! წავედი ახლა…ცოტა გულზე დარდი გადამეყარა….

      • კახა Says:

        დავით, შენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა ყველა მოდერნისტი სექტანტი კუდამოძუებული გააქციე, საწყალ გუჯიკოს ვეღარ შემოუყვია ცხვირი შენი შიშით, რომ გამოენთები აქ მერე დათიკოს კალთაზე მისვენებული გულს თბილისის ფორუმზე იბრუნებს…:D

      • კახა Says:

        ასეთ ვირეშმაკა გამწვანებულ მწვალებელ პაპს რა პრობლემაა ასეთი რატომ ვერა სთმობენ😀😀😀

      • ნიკა Says:

        ყურადღება აქ მასონ იერარქებსაც იხილავთ, მათ შორის ბართლომეოსს…
        ΜΑΣΟΝΟΙ ΚΥΒΕΡΝΑΝΕ ΤΗΝ ΕΛΛΑΔΑ
        Масонство управлять ГРЕЦИЯ

  5. დეკ. ანდ. კემულარია „ფეის-ბუკზე“ « დიდგორი Says:

    […] გაეცანით ამ საეკლესიო საითს. https://didgori.wordpress.com/2010/05/31/besarion-katalikosi/ (თანდართული იყო ეს […]

  6. merabikaroli Says:

    დეკანოზი ანდრია კემულარია ძალიან კარგი ადამიანია.
    და ცილისწამების და დამცირების არასდროს ეშინოდა ეკლესიას.. უცოდველ უფალს დასწამეს ცილი და ანდრია კემულარიას რატომ ვერ მოუძებნიან რამეს? განკითხვის დღეს იმით შეიძლება გაიმართლონ თვი: ჩვენ დამნაშავეები გვეგონენ და იმიტომ ვადანაშაულებდითო.. მაგრამ, უფალი,რომ სიყვარულს ვერ იპოვის მათ გულებში… ამით ვეღარ გაიმართლებენ თავს…

    • davit Says:

      ნუ რა არის ბატონო გიორგი ეს? არ უნდა ჩაგეკეტათ კემულარიას თემა, აჰა ეს კაცი ხედავთ კიდევ რაებსა სწერს და ახლა ამას არ ვუპასუხო? კაცო შენა კაროლი ხართ თუ მერაბი მოლამ ხომ არ შეგილოცა? არა რა იმდენი იარა ილია პატრიარქმა კავკასიის მოლას პალატებსა და მეჩეთებში და იმდენი ალოცა მოლა ამ ხალხის სახელზე მოჯადავოდნენ, ტვინი შეეკრათ თვალი დაუბნელდათ ვეღარც ესმით,ვეთაღარც კითხულობენ, ვეთარც ვიდეოებს ხედავნ! ხედავ შენა უცოდველი უფალივით დასწამეს ცილი კემულარია დეკანოზსაო, ესე იგი ეს საპატრიარქოთა პატრიარქები ბრეიგდანსა კლოუნადა აბორიგენა პაპებთან ლოცულობენ, სააღდგომო კვერცხებს უჭახუნებენ, უპროშნიან ხელებს ჯამბაზის ოინებით ვატიკანში სიცილით გადაჭიჭინებულ პაპსა ხოლო ამათი ყველას მონა კემულარიას ცილი დასწამეს უცოდველი უფალივითაო! კაცო მერაბ შენ რა სამართალსა ჰკითხულობ, დიდი სჯულის კანონსა თუ ბუდისტურ სურებსა? ვახ კაცო მე პადრე გუჯა და ირბახი მეგონა შექანებულები და აი ეს ყოფილააა ოლალოლ ნაღდად გამოსალოცები არიან…

      • davit Says:

        თანაც კაცო რას ნიშნავს კარგი ადამიანია კემულარიოა, იუდა მოციქულიც რა ქვებს კი არ ისვროდა, ან ვინმე კი არ მოუკლავს ან სხვა რამერუმე ცუდი საქმეები კი არ უკეთებია, ერთი ის გააკეთა რომ გასცა უფალი და ასე ჰქნა კემულარაია დეკანოზმაცა, ვერა ჰხედამთ ნემსის ყუნწში ძვრება ოღონდ გაამართლოს თავისი სალოცავი ხატები პაპავერა იუდა პატრიარქების ეშმა საქმეები!

      • davit Says:

        უი ეს სურათი სულ დამავიწყდა, აგერ ეშმაკივით დახატული აბორიგენი შუბლზეხელმიდებული რომ აკურთხებს პაპსა, აი მემრე ამ პაპს კიდევ ხომ გიორგი ზვიადაძე უპროშნის ხელებსა, მერე ჩამოდის ეს გიორგი ზვიადაძე და კემულარიასთან ერთად ლოცულობს, კემულარია კიდევა კაროლ-მერაბასა ჰმოძღვრავს! შეიძლება მოლამ კი არა ნაღდად ამ აბორიგენმა გადმოსცა ჯადო პაპიდან ზვიადაძეს, ზვიადაძიდან კემულარიას, აი კემულარიამ კი მოაჯადოვა ჩვენი ბედშავი მერაბა თანაც ისე რომ ეშმაკი ღმერთად ეჩვენება და საკუთარი თავი მეფედ!

    • ლადო Says:

      ეჰ დავით ამ ხალხს არაფერი არ ეშველება. ღმერთიც უნდათ და ეშმაკიც. ღმერთი და ეშმაკი ერთად საიდან რანაირად. ისევე როგორც მგელი და ცხვარი ერთად? აჰა კიდევ დეკანოზ კემულარიას მოძმე რუსული ეკლესის მღვდლები ვატიკანში ლოცვასთან ერთად კონცერტებითაც მისცემიან ნეტარებას!
      News Vesti and 1TV about 20 May 2010 RNO Vatican Carlo Ponti

      • ლადო Says:

        კემულარიას სინოდის გერასიმეს და დანიელის მიერ აღსაყდრებული პაპი გოდების კედელთან რაბინებითურთ! ნეტა ამ დროს ვის სახელზე ლოცულობს ქრისტეზე თუ ვინც ქრისტე ჯვარს აცვეს, იმათ მეფე ანტიქრისტეზე?
        Raw Video: Pope Visits Western Wall in Jerusalem

      • ლადო Says:

        აბა პატრიარქისტებო, გერასიმისტებო, დანიელისტებო, გიორგი ზვიადაძისტებო, კირილისტებო, ბართლომისტებო, პავლტიანებო გააგრძელეთ ამის ინაუგურაციები და ხელზე ამბორები, მიდით მიდით წინ უფრო ღრმად ჯოჯოხეთის ლაბირინთებისკენ!!!
        Католики отметили Пасху

  7. merabikaroli Says:

    http://www.link.ge/file/282885/Record-12——————2009—–11-31-52.mp3.html
    აი ეკლესიის მტრების შესახებ ქადაგება შეგიძლიათ ნახოთ…

  8. merabikaroli Says:

    უკაცრავად და ეს საიტი თავისუფლების ინსტიტუტთან ახლო კავშირშია?

  9. merabikaroli Says:

    13. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი. 14. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად. 15. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა. 16. ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს. 17. ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას? 18. და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს. 19. ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას? 20. რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა. 21. და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. 22. და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა. 23. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად. 24. წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ! 25. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა. 26. ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. 27. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. 28. ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა. 29. ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, 30. და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა. 31. ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. 32. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. 33. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? (მათ. 23.13–33)

    • ნიკა Says:

      merabikaroli Says:
      ივნისი 19, 2010 დრო 4:34 pm

      უკაცრავად და ეს საიტი თავისუფლების ინსტიტუტთან ახლო კავშირშია?

      ————

      პასუხი: აი ესენი არიან ერთად, ხოლო კათოლიკების და სხვა სექტების ლობისტი – თავისუფლების ინსტიტუტიც კიდევ ამათთან! საკუთარი პირით ღაღადებენ შენი პატრიარქი და თავისუფლების ინსტიტუტის “კმარას” ბრიგადებით გაპრეზიდენტებული შენი პრეზიდენტი სექტების დიდებას. არ არის საჭირო თვალთმაქცობა, და “ჩემი შენ გითხარის” პრინციპით ბრძნობა.
      globalizaciis forumi

      • ნიკა Says:

        ხოლო შვიდგზის ვაი კი, აი, ამ პუტჩისტებს და საქართველოს ამაოხრებლებს უქვეყნეთ: 31. ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. 32. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. 33. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? (მათ. 23.13–33)
        Gadafurtxebulis alokva / გადაფურთხებულის ალოკვა

      • merabikaroli Says:

        უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.

        ეს არის ეშმაკის საცდური რომ მოაჩვენოს ადამიანებს თითქოს ისინნი განადიდებენ და პატივს მიაგებენ წმინდანებს, წამებულებს ფიქრობენ ის მტარვალები როგორ მოექცნენ წმინდანებსო… მაგრამ აჰაა მათ ხვდებათ ცოცხალი მოღვაწეები, მაგრამ ვერ ხედავენ მათ იმიტომ რომ გონების თვალი აქვთ დაბნელებული… მომავალი ფარისეველებიც ასე მოიქცევიან… განადიდებენ ილია მეორეს და იტყვიან საწყალს ცილს სწამებდნენო და ტანჯავდნენოო, მაგრამ იმ დროის ცოცხალ წმინდანებს ძაგებას და ცილის წამებას დაუწყებენ..

      • merabikaroli Says:

        და ამ ვიდეოში საუბარი იყო იმაზე რომ ყველა რელიგიის მიმდევრების აზრი გასათვალისწინებელია,და პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანის რელიგიურ შეხედულებას. და მათთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გვქონდეს. და აქ საგანგაშო რა იყოო?

  10. merabikaroli Says:

    ნიკა შვიდგზის ვაი კი ყველა ადამიანმა თავის თავზე უნდა მიიღოს, რადგან ჩვენ ყველა ფარისეველები ვართ.

  11. merabikaroli Says:

    მეც მინდა ანდრია კემულარიას კითხვა დავსვა… ვთქვათ ყველა ეკუმენისტია, და სად გეგულებათ ეკლესია? სად უნდა მიიღოს ადამიანმა ქრისტეს სისხლი და ხორცი? სად უნდა ჩააბაროს აღსარება? ქრისტე ხომ დაგვპირდა რომ მისი ეკლესია სოფლის აღსასრულამდე იარსებებდა? თუ მთელი სამღვდელოება ერესშია რატომ გადმოდის ცეცლი მართმადიდებელ პატრიარქზე? ასე ერთი ხელის მოსმით რომ გადასცა ბატონმა გიორგიმ ანათემას სამღვდელოება ეს როგორ შეიძლება? ან სული წმინდის გმობაში სდებთ ბრალს ადამიანს მხოლოდ ერთი სურათის გამო(ისიც გადაკეთებულ–გადმოკეთებული) ყველა წმინდა მამა იმას ამბობს რომ ყველანაირი განკითხვა სავსე არის უსამართლობით, თუნდაც ის “სამართლიანი” იყოს.. და რაღა ითქმის უსამართლო განკითხვაზე. ისიც სასულიერო პირზე?

    • davit Says:

      აჰა აგერ ჩამოგიმწკრივა მერაბ-მეფევ დიდგორის პრეს-მდივან ნიკა ბატონმა თქვენი და კემულარიას პატრიარქის ხალხის გაჭლეტის და მკვლელობების ვიდეოები და იქვე ზედაც დაუსვა ილიას მკვლელებისადმი ხოტბაშესხმის ხელმოწერები! ჰა როგორია? რაო როგორა სწერს პატრიარქი ილია თავის ნათლულ შევარდნაძეს: შენაო რომ არ ჩამოსულიყავი დავიღუპებოდით ეს რა კარგი ჰქენი ბომბები ჩააყარე თავში ღვთისა და ერისგან რჩეულ პრეზიდენტ ზვიადს, ნახევარი გვარდია გაუწყვიტე და ერის ნახევარიც ზედ დააყოლეო, ახლა მკვლელთა მეთაურს როგორ აქებს? ჯაბაო საქართველოს სახეაო და ის სურათი სად არისნ ერთად რომ არიან ჯაბა და ილია წამოგორებულები თეატრში სკამზე სიცილ-ხარხარითა!, კაცო სარწმუნოება თუ არ გესმის მაგას მაინც ვეღარ იგებ ეგ პატრიარქი კი არა ცხვრის ქურქში გახვეული მტაცებელი მგელია რომელმაც ნახევარი ფარა დაგლიჯა და გაწყვიტა?! შენა მერაბ ამ საქართველოში არა ჰსცხოვრობ? იქნებ ნიუ-იუორკში დაიბადე და გაიზარდე?

      • davit Says:

        აი ეს კი ნამდვილად ვეღარ გავიგე რასა სწერს მეფე-მერაბი: ან სული წმინდის გმობაში სდებთ ბრალს ადამიანს მხოლოდ ერთი სურათის გამო(ისიც გადაკეთებულ–გადმოკეთებული) – სგამოოო,

        შე დალოცვილო შენა ასე აშკარა ტყუილი სად გაგონილა და თვალებში კიდევა ნაცრის შეყრა, რა ერთი სურათი რის ერთი სურათი, თვალები მაქვს აჭრელებული უკვე თქვენი პატრიარქების ერეტიკებთან ლოცვისა და ძმობის სურათებით ამდენი სურათი კი არა ამის ნახევარიც კი არცერთ საიტზე არ მინახია! ახლა მერე რომ იცის თქვენი ამბავი გიორგი წულაძემ რომ არა ტყდებით არც ერთ დანაშაულში აიღო და ყველა კანონზე პატრიარქების დანაშაულის ვიდეოები მიაბა, ანუ გაშეშებული დანაშაულები მოძრაობაში მოიყვანა და კიდევ არა სტყდებით?! ნუ ამნაირი უტეხი ხალხი არ ინახია ეს ერეტიკოსები რომ არიან! სასამართლოებში კრიმინალებს რომ მიამწყვდევენ კედელთან დანაშაულს აღიარებინ და ესენი კიდევ კედელთან კი არა კუთხის ძირში არიან მიმწყვდეული და კიდევ უსირცხვილოდ გაიძახიან სადაო და როდისაო!

  12. merabikaroli Says:

    ეჰ ყველაფერს ცუდი თვალით რატომ უყურებთ,კარგის დანახვა რატომ არ შეგიძლიათ ხალხო.პატრიარქს რომ შევარდნაძე არ მიეღო ეხლაც ომი იქნებოდა საქართველოში.
    ამდენ სულელურ ვიდეოსთან ერთად ამდენი ცილის წამება და ტყუილი პირველად ვნახე. აქ ჩანს ამ საიტის და ამ საიტის მესვეურების სიცრუე, რომ სურათებით და ვიდეოებით გინდათ ჭეშმარიტება დაამტკიცოთ.. ყველაფერი ფარისეველების მცდელობას გავს ქრისტეს რომ დასდევდნენ რამეში დაედანაშაულებინათ… მაგრამ უფალი ხედავს ყველაფერს, პატრიარქის მტრები ყოველთვის ჰყავდა, მე მაშინ უფრო შემეპარებოდა პატრიარქის სიმართლეში ეჭვი მისი ამდენი ცილის წამება და დამცირება რომ არ მომესმინა, “ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი”
    უკაცრავად მაგრამ ამ საიტძე არ იგრძნობა არანაირი სიყვარული. მხოლოდ ბოღმა პატრიარქის მიმართ, და ლანძღვა.. შეიძლება რომ ერთი და იმავე პირიდან ღვთის დიდება და ლანძღვა გამოდიოდეს? ხენეში ხე ტკბილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
    დაგინახავთ რომ პატრიარქს ვინმე გაელანძღოს? ან ცილის წამება რომ მოუსმენია თავისი, უთქვამს რამე? ერთხელ მაინც გიფიქრიათ რომ შეიძლება ცდებოდეთ და ტყუილად სდებდეთ ბრალს ჩვენს პატრიარქს, მე ვფიქრობ არა. წარმოიდგინეთ რომ ცდებოდეთ, რამხელაა თქვენი ცოდვა? როცა იესო ამბობს რომ ჩემი მორწმუნის მაცდუნებელს ურჩევნია წისქვილის ქვა დაიკიდოს კისერზე და წყალში გადაიგდოს თავიო..

    • davit Says:

      ძლივს არ მივხვდი კაცო? ეს ჩვენი მერაბ-კაროლა ნაღდი ლეზბოსელა თეა თუთბერიძეა, ახლა ეს მოკლეჭკუა ქალთარამსგავსი ზის თავის კომპტან მიშიკოს დავალებით და იჭაჭება ბოკერია-რამიშვილთან ერთად სიცილით, იქვე მნათეუსი და ვასიკო კობახიძე თავიანთი პაპივითა ბჟირდებიან სიცილით და ნუ თავიანთი ჭკუით ორ კურდღელს იჭერენ: გვამხელიბინებენ პუტჩისტ ილიასსა და თან ჩვენს უბედურებაზეც იცინიან ნუ ქართველ ერს დაგვცინიან, ნუ მაგათ ხომ გეგმაში უფრო გამოდერნისტება სურთ საქართველოსი ილიას კაცთაკვლა და ეკუმენობა აღარა ჰყოფნით, ნუ ლეზბოსელა თეას გააპისკოპებენ, ვინმე მამათმავალ ჯოზე-პინტო ეპისკოპსს იშოვიან ნიუ-ხემფშირიდან და მიდი მოვდივარ ქართულ ტაძრებში აი ისეთ ამბებს ასტეხავენ რა აქ რომ ლადომ ბრაზილიურ-ამერიკული ეკლესიების ვიდეოები დასდო! აი თქვე წყეულნო და ბედშავნო თქვენი გაჩვენებთ უფალი როგორ უნდა მისი ჭეშმარიტების დაცინვა! ჯერ ხომ ისე გრისხავთ, გირიცხავთ ამერიკა ევროების ტომრებსა და უფალი ისეთ რისხვებს ატრიალებს საქართველოში ის ევროები ნახევარი ზარალში მიგდით…დაიცადეთ ცოტა ხანი იმასხარავეთ მასეეე დრო ცოტა დაგრჩათ!

      • davit Says:

        ხო გათახსირებულ ერეკლე დეისიძეს კიდევ გაეპისკოპოსებულ ლეზბოსელა თეა თუთბერიძის სტიხარჩიკად დააყენებენ…ეგე არის რა მივხვდი აბა სხვანაირად ჭკუთმყოფელი კაცი იმას დაწერდა რომ კაცთაკვლის კურთხევა კარგია და ამდენ სულელურ ვიდეოსთან ერთად ამდენი ცილის წამება და ტყუილი პატრიარქისა პირველად ვნახეო…სულელური ყოფილა თურმე პუტჩი და ილია კიდევ თავისი პირით რომ ღაღადებს მკვლელთა დიდებას ეს ვიდეო თურმე ჩვენ შეგითხზია ცილისდასაწამებლად, წადი წადი შე ჟოზე-პინტოვ ნანკა კალატოზიშვილის სიმართლის დროში, თქვენ ფულთან გელანდებათ მხოლოდ სიმართლე!

      • კახა Says:

        წადი წადი შე ჟოზე-პინტოვ ნანკა კალატოზიშვილის სიმართლის დროში, თქვენ ფულთან გელანდებათ მხოლოდ სიმართლე!—-
        —–
        მაგარია! სწორია, ეგეთი ხალხი მარტო ფულის გულისთვის ამბობენ სიმართლეს, დანარჩენი დრო სულ სიცრუეში ცხოვრობენ და სიცრუეს ბოდავენ😉

      • კახა Says:

        მაგ მერაბკაროლასავით აა ამათაც მართალი ეგონათ თავი..
        მხედრიონის ნაბოზვრები

      • ნიკა Says:

        Eusebius Says:
        ივნისი 17, 2010 დრო 8:40 am
        Eusebius Says:
        ივნისი 17, 2010 დრო 8:40 am

        გამარჯობათ, შეკითხვა მაქვს, ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა.

        ლაოდეკიის კრებაზე რომ საუბრობთ, ეს მეოთხე საუკუნეში(363-364 წლებში) ჩატარებულ კრებაზეა საუბარი, რასაც 30-მდე ეპისკოპოსი ესწრებოდა?

        დავიჯერო ეს კრება არის აღქმული სწორად და ის კრებები რომლებსაც 300-მდე ეპისკოპოსი ესწრებოდა მაგ საუკუნეში, არა?

        საიდან ასეთი მიკერძოება(და დიდი მნიშვნელობის მინიჭება) ამ პატარა სინოდის მიმართ და რამდენად ცნობილია ვინ(რა მრწამსის, ანუ ერეტიკოსნი თუ არა) ესწრებოდა ლაოდეკიის კრებას კერძოდ…

        ისე, ამ კრებაზე იოანეს გამოცხადება არ იქნა აღიარებული ბიბლიის ნაწილად და თუ ეს კრება მართლმადიდებლური და ჭეშმარიტია, რატომ შეიცვალა ამ კრების მე60-ე კანონი?

        ——————————-

        პასუხი: ვინაიდან პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჩაკეტა დეკანოზ ანდრია კემულარიას კომენტარები, ბატონო Eusebius აქეთ გადმომაქვს თქვენს შეკითხვაზე პასუხი. და ბოდიშით რომ დაგიგვიანეთ პასუხი.
        ————————–

        საეკლესიო კოდექსში შეტანილია: მოციქულთა კანონები, მსოფლიო კრებები, ადგილობრივი კრებები, და წმინდა მამათა კანონები

        დიახ, ლაოდეკიის ადგილობრივი კრება 364 წელს გაიმართა.

        მსოფლიო კრებებს შორის სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში ეწყობოდა ადგილობრივი საეკლესიო კრებები უკვე მიღებული კანონების აღსასრულებლად ან განსამარტავად, აგრეთვე ახლის მისაღებად. ზოგიერთი კრების მიერ მიღებული კანონები, გამომდინარე მათი შინაარსიდან და საეკლესიო მნიშვნელობიდან, იძენდნენ ზოგადქრისტიანულ დატვირთვას და ენიჭებოდათ, მსოფლიო კრების შემდეგ, უზენაესი ძალა შიდასაეკლესიო კანონების მიმართ. ამგვარი ზოგადქრისტიანული მნიშვნელობა მიენიჭათ: ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიის, ლაოდიკიის, სარდიკიის, კართაგენის და კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებებზე მიღებულ საეკლესიო კანონებს და ისინი შეტანილ იქნენ დიდ სჯულისკანონში.

      • ნიკა Says:

        ეს არის ლაოდეკიის მე – 60 კანონი, ქართულ სჯულის კანონში 59 – ე კანონთან გაერთიანებული და რა შეიცვალა?
        60. Читати подобает книги сии, ветхаго завета: 1 Бытие мира. 2 Исход из Египта. 3 Левит. 4 Числа. 5 Второзаконие. 6 Исус Навин. 7 Судии, Руфь. 8 Есфирь. 9 Царств первая и вторая. 10 Царств третья и четвертая. 11 Паралипоменон первая и вторая. 12 Ездры первая и вторая. 13 Книга псалмов ста пятидесяти. 14 Притчи Соломона. 15 Екклисиаст. 16 Песнь песней. 17 Иов. 18 Дванадесять пророков. 19 Исайя. 20 Иеремия, Варух, плач и послание. 21 Иезекииль. 22 Даниил. Новаго же Завета, евангелий четыре: от Матфея, от Марка, от Луки, от Иоанна; Деяния апостольския; посланий соборных седмь сии: Иакова едино, Петра два, Иоанна три, Иуды едино; Посланий Павловых четыренадесять: к Римлянам едино, к Коринфянам два, к Галатам едино, к Ефесеем едино, к Колоссаем едино, к Солуняном два, к Евреем едино, к Тимофею два, к Титу едино, и к Филимону едино.

  13. იოსებ ღუდუშაური Says:

    merabikaroli-ის ნიკით შემოსული ადამიანის ჯიუტობისა არ მიკვირს. ან რატომ უნდა გაგვიკვირდეს მისი ასეთი ჯიუტობა, როდესაც მისი სულიერი მამაც ასევე ჯიუტ დუმილს არჩევს იმ უსამართლობაზე რაც საქართველოში მოხდა და ხდება 1991-1992 წ.წ. პუტჩის შემდგომ. იმ საშინელ დღეებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ აღარ მოვყვები მაშინდელი მოვლენების ცალკეული მომენტების შეხსენებას. ერთ ბიბლიურ ამბავს შემოგთავაზებთ, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, თუ რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს თუნდაც, შვილების მოსიყვარულე სულიერი მამის რბილ მოპყრობას იმ შვილების მიმართ, რომლებიც მუდმივად ბოროტებას სჩადიან. ალბათ, ვერავინ ვერ გაბედავ იმის თქმას, რომ პუტჩი სიკეთე იყო, ხოლო პუტჩისტების სულიერი მამის საქციელი მხოლოდ რბილი მოპყრობა და არა სრული მხარდაჭერა იმ ბოროტებისა!

    აი, ის ბიბლიური ამბავი, რომელიც ზემოთ ვახსენე:

    ელი მღვდელთმთავარი და მისი შვილები

    ელის, მღვდელთმთავარსა და მსაჯულს, ჰყავდა ორი შვილი, რომლებიც კრებულის კარავს მღვდლებად ემსახურებოდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ, ღმრთის შიშით, მოყვასის სიყვარულით, სათნოებითა და კეთილი საქმით მთელი ხალხისთვის მისაბაძი მაგალითი ეჩვენებინათ, მაგრამ ამის მაგიერ ისინი ყოველმხრივ უმსგავსონი იყვნენ: ღმრთის პატივისცემა და კრძალვა არ ჰქონდათ, უფლის ტაძარში უწესოდ იქცეოდნენ, მეტად საძრახისად ცხოვრობდნენ, ხალხს სამღვდელო ხარჯს მომეტებით ძალისძალად ართმევდნენ, უმსგავსო ქცევით ხალხს ცუდ მაგალითს უჩვენებდნენ, აჩვევდნენ მას უფლის სჯულისა და წესის გაქარწყლებას და აშორებდნენ ღმერთს.

    ელის გაგონილი ჰქონდა თავისი შვილების ბიწიერი ყოფაქცევა. როგორც მამა და როგორც მათი უფროსი, იგი ვალდებული იყო, სასტიკად დაესაჯა შვილები და კეთილ გაზაზე დაეყენებინა, და თუ არ დაიშლიდნენ ისინი ცუდ ყოფაქცევას, უნდა მაშინვე გადაეყენებინა მღვდლობიდან. მაგრამ ელის დასასჯელად ენანებოდა შვილები და მხოლოდ ამისთანა რბილ შენიშვნებს აძლევდა მათ: „რად იქცევით აგრე? ეგ კარგი არ არის, შვილებო. ცოდვაა ასე მოქცევა“. რასაკვირველია, ამისთანა რბილ სიტყვებს ელის გაფუჭებული შვილები ყურსაც არ ათხოვებდნენ.

    უფალმა გადაწყვიტა თვითონ დაესაჯა ისინი და მათთან მათი მამაც იმის გამო, რომ იგი მტკიცედ არ არიგებდა თავის შვილებს და მათ წყენას უფრო ეერიდებოდა, ვიდრე ღმრთისას.

    სამუელი კი, თუმცა ელის გარყვნილ შვილებთან ცხოვრობდა, სრულიად არ ჰბაძავდა მათ, თავს იცავდა წმინდად, უმანკოდ, ამიტომ ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა მას და ხალხსაც სხვებზე მომეტებულად უყვარდა იგი.

    ერთხელ სამუელს კრებულის კარვის კარების წინ ეძინა. უცებ შემოესმა, რომ ვიღაც ეძახდა. სამუელს ეგონა, ეს უთუოდ მღვდელთმთავარი მეძახის კარვიდანო, ადგა, მიირბინა და უთხრა: „აგერ, გეახელით, რად მეძახდით?“ – „მე შენთვის არ დამიძახია. წადი შენსას, დაწექი და დაიძინე,“ – უპასუხა ელიმ.

    მეორედაც ასეთი საკვირველი საქმე დაემართა სამუელს. ელის გაუკვირდა, მაგრამ ვერ მიხვდა კიდევ, რას მოასწავებდა ეს ძახილი. მხოლოდ როცა მესამედაც მიირბინა სამუელმა ელისთან და ჰკითხა, რა ვქნა, რას მეძახიო? მაშინ კი ელიმ ცხადად დაინახა, რომ უცნაური ხმა, რომელიც სამუელს ეძახდა, უფლისა უნდა ყოფილიყო და ასე დაარიგა იგი: „როცა კიდევ დაგიძახონ, შენ უპასუხე: „ბრძანე, უფალო, მონა შენი გისმენს“.

    უფალმა კიდევ დაუძახა სამუელს. სამუელმა ისე მიუგო, როგორც ელიმ ასწავლა. მაშინ უფალმა მას გამოუცხადა: ელის და მის შვილებს სასტიკი დასჯა მოელით და ისინი ამ სასჯელს ვერ აიშორებენ თავიდან, რამეთუ ცოდვანი მათი მძიმე არიანო“.

    დილით მღვდელთმთავარმა დაუძახა სამუელს და ჰკითხა: „რა გითხრა შენ უფალმა? ნურაფერს ნუ დამიმალავ, ყველაფერი მითხარი“. სამუელმა ყველაფერი უამბო. ელიმ ამაზე თქვა: „იყოს ნება ღმრთისა. აღსრულდეს ისე, როგორც მას სწადია“. მის შვილებს კი ამ მუქარამ ყურიც არ გააბერტყინა , ისინი უწინდებურადვე არღვევდნენ სჯულს და ცხოვრებას სხვადასხვა ბიწიერებაში ატარებდნენ.

    /პირველი მეფეთა. 2, 12-25, 27-36, 3, 3-18/

    უფლის რისხვა ელის ოჯახზე

    დიდი სასჯელი მიაყენა უფალმა ელის ოჯახს. ეს სასჯელი შეეხო ყველა სხვა ისრაელსაც, რადგანაც მათ შორის ამ დროს ბევრი უსჯულო საქმე ხდებოდა.

    ისრაელს დაესხა მტერი. პირველივე ბრძოლაში დამარცხდნენ ისრაელნი. იმის მაგივრად, რომ ღმერთს შეჰვედრებოდნენ შემწეობას და შველას, ისრაელთ გაგზავნეს სელომში კაცები და მოითხოვეს კიდობანი სჯულისა. ეგონათ, რომ ეს წმინდა ნივთი თვითონ დაუმარცხებდა მტერს.

    ღმერთი უფრო გაუწყრა მათ ამ უკუღმართობაზე და საშინელი უბედურება მიაყენა. როცა ელიმ სჯულის კიდობანი გაატანა ომში, დაჯდა კრებულის კარვის წინ და გულის თრთოლით ელოდა ამბავს ბრძოლის ველიდან.

    უცებ მოვარდა მაცნე თავზე ნაცარდაყრილი, შემოგლეჯილი ტანსაცმლით (რაც ისრაელთა შორის ნიშანი იყო მწუხარებისა).

    „რას იტყვი, შვილო ჩემო, რა ამბავია?“ – ჰკითხა ელიმ. „ისრაელის ჯარი საშინლად დამარცხდა, შენი ორივე შვილი მოკლეს, სჯულის კიდობანი წარმართებს ჩაუვარდათ ხელში!“

    ეს რომ გაიგონა მოხუცებულმა ელიმ, ელდისაგან სკამიდან ჩამოვარდა, თავი ქვას დაახალა და იქვე მოკვდა.

    წარმართმა ჯარმა თან წაიღო სჯულის კიდობანი, მაგრამ ჩქარა იძულებული შეიქმნა, უკანვე დაებრუნებინა ისრაელისათვის, რადგანაც სადაც კი მიიტანეს სჯულის კიდობანი, ყველგან დიდი უბედურება გაჩნდა: ზოგან ავადმყოფობა დაერია ხალხს, ზოგან სახნავ-სათესი თაგვით აივსო, ზოგან კერპები ჩამოცვივდა მათ ტაძრებში და დაიმსხვრა. ბოლოს დაუდეს კიდობანი სჯულისა ერთ ურემზე, შეაბეს ორი დეკეული და გაუშვეს ღვთის ანაბარად. თუმცა ამ დეკეულებს შინ დაბმული ხბორები ჰყავდათ, მაგრამ მაინც გასწიეს პირდაპირ ისრაელისაკენ და მიიტანეს სჯულის კიდობანი. ისრაელნი სიხარულით ცას ეწივნენ, ჩამოიღეს კიდობანი და შეიტანეს კრებულის კარავში, დეკეულები დაკლეს და უფალს შეწირეს მსხვერპლად, ხოლო ურემი შეშად იხმარეს მსხვერპლის დასაწვავად.

    ამ დამარცხების შემდეგ ისრაელნი ოცი წელიწადი მტრების მონობაში იყვნენ. მაგრამ ბოლოს უფალმა შეიცოდა ისინი და სამუელის თაოსნობით მიანიჭა მათ გამარჯვება მტრებზედ. სამუელი მართავდა ისრაელთ, როგორც მსაჯული და როგორც წინასწარმეტყველი, მას მხურვალედ უყვარდა თავისი ხალხი, სურდა, რომ იგი ყოფილიყო ღვთის მოშიში, ერთობის მოყვარე, ცუდს მორიდებოდა და სათნო ცხოვრება ჰქონოდა. იგი იყო სასტიკი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული. ამიტომ ხალხს დიდი ხათრი და პატივისცემა ჰქონდა სამუელის.
    /1 მეფეთა. 4,1-18; 5, 1-12; 6, 1-14; 7, 7-16/

    p.s.

    ამ ბიბლიურ ამბავს უფრო დაეჯერება თუ merabikaroli-ის ჯიუტ დემაგოგიას?! იმის მაგივრად, რომ პუტჩისტები დიდების შერავანდედით შეემოსა, უფრო მღვდლური და მამური არ იქნებოდა მათი სათანადოდ გაკიცხვა, თუნდაც, ამისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაეყენებინა?! მაშ რას ნიშნავს ქრისტიანობა თუ არა საკუთარი თავის გაწირვას, როდესაც ეს ერს ჭირდება?! იქნებ ყველა მთავრობის მაამებლობაა merabikaroli-ის ქრისტიანობა?!

    ვხედავთ, რომ უფლის რისხვა არა მარტო ელის ოჯახზე გადმოვიდა, არამედ მთელ ისრაელზეც. ახლა მაინც იქნებ დაფიქრდეს merabikaroli თუ ვის გამო შეიძლება დაისაჯოს მთელი ერი! განა იმაზე მეტი დააშავა მღვდელმთავარმა ელიმ, რაც დღევანდელ მშვდელმთავრებს აქვთ დაშავებული ერისა და ღვთის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კეთილი საქმეებიც ბევრი ჰქონდეთ გაკეთებული. ერს, ისეთი მამა ერჩივნოს სულიერ მამად, რომელიც სასტიკია მაგრამ სამართლიანი, ბოროტს მოერიდება და სათნოებით იცხოვრებს! მაშინ აღარც ცხვარი გაიფანტება, აღარც უბედურება იქნება, აღარც მონობაში ვიქნებით და ერისკაცები კი უფრო საერისკაცო საქმიანობით დაკავდებიან ვიდრე სამღვდელო საქმეებით.

    ღმერთმა დაგლოცოთ.

    „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემოწყალე მე ცოდვილი.“

    • davit Says:

      აი გაიხარე ძმაო და ბატონო იოსებ ახლა ამ ჩემს ამდენ რაკა-რუკ მხილებას ეს ისტორია მცოდნოდა და გამომექვეყნებინა არა სჯობდა? ეს რა კარგი ამბავი მოიყვანეთ!

      კაცო ამ ბოლო დროს ერთ რამეზე ვფიქრობ სულ: შევარდნაძის დროს სულ იმას გავიძახოდი ამაზე დიდი ბოროტება და ჭირი რაც ედიკა და საბჭოთა კავშირია ალბათ საქართველოს და მსოფლიოს არა ჰქონია და არც ექნებათქო, თურმე ჯერ სადა ხარ, მოდის უფრო დიდი ბოროტება მიშა სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატები! საბჭოთა კავშირის დროს მართალია ბოროტების ქვეშ გმინავდა ხალხი მაგრამ ფილმებში ქალი რომ კაცისკენ საკოცნელად წაიწეოდა ფოთლებზე გადადიოდა კამერა, დღეს კი რა ხდება? ტელევიზიაში აღვირახსნილი სიძვა და მრუშობა ამას კიდევ რა უჭირს ესეც აღარ ყოფნით დააწესეს ეკლესიებში ერთი სქესის ქორწინება და ამას კიდევ მოაყოლეს კაცი მღვდლები ქორწინდებიან ერთმანეთზე და ლეზბოსელი ეპისკოპოსები, პედოფილთა პარტიები რეგისტრაციაში გაატარეს, პედოფილური ორგანიზაციები ეკლესიას ირქმევენ, ხალხო იცით რომ ანომალიურ დროში ვცხოვრობთ უკვე? ჰეი ჰეი გაიღვიძეთ რაღა დროს ბოლშევიზმია ხალხოო რაღაც ვამპირიზმის ეპოქაში შევედგით ფეხი, ეს ადამიანური ყოფა აღარ არის ადამიანი დემონებით აივსო დედამიწა! აღელვებულია სტიქიებიც, მეფდება მეფდება მხეცი ანტიქრისტე ყველა მხეცზე და ტირანზე ტირანთ-ტირანი, ყველა გარყვნილების სიბილწის მეფე! ღმერთო შენ გვიშველე!

  14. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    ,,Eusebius“: ,,ლაოდეკიის კრებაზე რომ საუბრობთ[…],რასაც 30-მდე ეპისკოპოსი ესწრებოდა[…],დავიჯერო ეს კრება არის აღქმული სწორად და ის კრებები რომლებსაც 300-მდე ეპისკოპოსი ესწრებოდა მაგ საუკუნეში, არა?; საიდან ასეთი მიკერძოება…“.

    პასუხი: ეს რიტორიკული კითხვა და შეკითხვა საფუძველს მოკლებული არ იქნებოდა, ადგილობრივ და მსოფლიო წმ. კრებებს შორის წინააღმდეგობა რომ არსებობდეს: ფრიგიის ლაოდიკიის ადგილობრივი კრების ისეთივე შინაარსის კანონები (32-ე და 34-ე), რომლებსაც თქვენი კითხვები მიემართება, სხვა ადგილობრივ და მსოფლიო წმ. კრებებსაცა აქვთ დადგენილი.

  15. aleqsandre bokuchava Says:

    ეკლესიას დაარსების დღიდან ჰყავდა თავდადებული ადამიანები, რომელთა მხრებზეც ყველა ის სიმძიმე და წინააღმდეგობა გადადიოდა, რასაც ეკლესიის მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ. ესენი იყვნენ იუდეველები, რომელთათვისაც ქრისტე და ქრისტიანობა მიუღებელი იყო; ესენი იყვნენ წარმართები, რომლებიც უსულო საგნებს ეთაყვანებოდნენ და ერეტიკოსები, რომლებიც ეკლესიის წიაღში იზრდებოდნენ.

    დღევანდელი სადღესასწაულო სახარებაც ერთ–ერთ თავდადებულ მღვდელმთავარს, ალექსანდრიის პატრიარქს, წმიდა კირილე ალექსანდრიელს ეძღვნება, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა იუდეველთა შემოტევაც, წარმართთა წინააღმდეგობაც, ბოლოს კი მწვალებელთა და ერეტიკოსთა რისხვა თავს დაატყდა ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის დამცველს.

    წმიდანი დაიბადა ალექსანდრიაში, დაახლოებით 370 წელს. სიყრმიდან ცოდნის მიღებისკენ ყოფილა მიდრეკილი, ადგილობრივ ფილოსოფიურ სკოლაში საფუძვლიანი განათლება მიუღია, შეუსწავლია ბერძნული და რომაული ფილოსოფიური წიგნები. ჯერ კიდევ ჭაბუკ კირილეს განმარტოებით ცხოვრება განუზრახავს და ალექსანდრიის უდაბნოში განმარტოებულა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია კირილეს მამის ბიძაშვილს, თეოფილეს, რომელიც იმ დროს ალექსანდრიის პატრიარქი იყო. მას კირილე მიუწვევია და ხელი დაუსხია ალექსანდრიის მთავარდიაკვნად. უცნობია, თუ რამდენ ხანს იყო დიაკვნად, მაგრამ მღვდლად კურთხევის შემდეგ დიდად გაითქვა სახელი მთელ ალექსანდრიაში.

    ამ დროს ალექსანდრიის ეკლესიაში დიდი არეულობა შეჰქონდათ ნოვატიანელებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით ფარისევლებს ჰგავდნენ, შემოსილები იყვნენ თეთრი შესამოსელით და საკუთარ თავს სუფთებსა და მართლებს უწოდებდნენ. პატრიარქ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი წმიდა კირილე გახდა და შეურიგებელი ბრძოლა დაიწყო არამართლმადიდებლების წინააღმდეგ.

    ნოვატიანელები ამტკიცებდნენ, რომ თუ ხელმეორედ არ მოინათლებოდნენ, არ ეძლეოდათ ადამის დროინდელი ცოდვის შენდობა. ნოვატიანელები ერქვათ იმის გამო, რომ მათი “სულიერი ლიდერი” იყო ვინმე ნოვატონი, მღვდელი რომის ეკლესიაში იმპერატორ დეკიუსის დროს, რომელიც მოელოდა, რომ ავიდოდა რომის პაპის ტახტზე. იმდროინდელი რომის პაპი ფავინუსი მოწამეობრივად აღსრულებულა, მაგრამ პაპის ტახტზე აღზევებულა ღირსეული და ღვთისმოყვარე პაპი კორნილიუსი. ამის შემდეგ ნოვატონი გამხდარა არამარტო პირადი მტერი ღირსი მამის კორნილიუსის, არამედ მტერი ჭეშმარიტი სარწმუნოების.

    წმიდა კირილე ცნობილია არამარტო ნოვატიანელთა წინააღმდეგ ბრძოლით, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნესტორის წინააღმდეგ ბრძოლითაც. ნესტორი ღვთისა და მისი დედის, მარიამის მოძულე იყო. იგი ამტკიცებდა, რომ ქრისტე იყო სრულფასოვანი კაცი და არა ღმერთი, ამიტომ მარიამი არის არა ღვთისმშობელი, არამედ ქრისტეს, ცხებული ადამიანის მშობელი. დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ წმიდა კირილეზე და მის საქმეებზე, რაც ალექსანდრიის პატრიარქის ტახტზე ყოფნისას გააკეთა.

    “აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო ვითარცა ტრედნი”.

    აჰა გგზავნით თქვენ ისე, როგორც ცხვრებს მგლებს შორის; იყავით ისეთივე ბრძენნი, როგორც გველნი და ისეთივე უმანკოები, როგორც მტრედები. ამ შემთხვევაში გველის სიბრძნე გვევლინება, როგორც უარყოფითი, მაგრამ მაინც სიბრძნე, საპირისპირო, სიკეთის განსახიერებაა მტრედი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიბრძნე არ აკლიათ, მაგრამ მათი გული ბოროტებით არის სავსე და თავიანთ სიბრძნეს ბოროტი საქმეების ჩადენაში იყენებენ ისე, როგორც გველმა დაღუპა ევა და ევამ კი ადამის სახით მთელი კაცთა მოდგმა. მტრედი რომ სიკეთის განსახიერებაა, მაგალითად ისიც გამოდგება, რომ მან მიუტანა პირველმა ნოეს ნედლი ტოტი წარღვნის შემდეგ.

    “ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ”.

    მოერიდეთ და თავი დაიცავით ადამიანებისაგან, რადგან წარგადგენენ სამსჯავროზე და ფიზიკურად გაგისწორდებიან სინაგოგებში. სამწუხაროდ, ქართულ თარგმანში პირდაპირ არის მოცემული სიტყვა ტანჯვა, მაგრამ არ არის ნახსენები ტანჯვის ფორმა. მოგითხრობთ ტანჯვის ფორმებზე, თუ როგორ ხდებოდა ქრისტიანების ტანჯვა–წამება სინაგოგებში და სინაგოგებს გარეთ. იუდეველებს ჰქონდათ საწამებელი იარაღი, რომელიც იყო ქამრის ფორმის, დამზადებული იყო საქონლის, აქლემის, კამეჩის და ა.შ. ტყავისგან. დატყვევებულ ქრისტიანს შიშველ სხეულზე 13–ჯერ ურტყამდნენ ამ ქამარს, სულ 39–ჯერ ურტყამდნენ. აღნიშნულ ქამარს ბოლოზე ეკიდა პატარა რკინის ან ძვლის ნაჭერი და მე–40–ჯერაც ურტყამდნენ. ადვილი წარმოსადგენია, რა გაუსაძლისი იქნებოდა აღნიშნული იარაღის 40–ჯერ დარტყმა.

    “და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათა და წარმართთა”.

    აგრეთვე გაგიძღვებიან მეფეთა და მთავართა წინაშე ჩემ გამო, რათა თავი იმართლოთ ყველას წინაშე, როგორც მათ წინაშე, ასევე წარმართების წინაშეც.

    “და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა–იგი იტყოდით”.

    როცა წარდგებით მეფეთა თუ წარმართთა წინაშე, ნუ შეწუხდებით იმის გამო, თუ რა პასუხი გასცეთ მათ, რადგან ამ ყოველივეზე თვითონ ღმერთი იზრუნებს, თუ რა უნდა ილაპარაკოთ.

    “რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის”.

    რადგან არა თქვენი, არამედ მამა ღმერთის სული ამეტყველდება თქვენში, რომელიც ჩაგისახლდებათ სულში და გონებაში. ღვთისმოშიში კაცისთვის ამაზე სასიამოვნო მოსასმენი რა უნდა იყოს, როცა ღმერთი აღგვითქვამს, რომ იმეტყველებს ჩვენში. ქრისტიანობა მარტივი არ არის, ქრისტიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ყურადღების ცენტრში, ამიტომ დევნა, შევიწროება, წილისწამება, შეურაცხყოფა დღესაც ჩვეულებრივი მოვლენაა ქრისტიანის ცხოვრებაში. დღესაც კი ბევრი რამის დათმენა უწევთ მორწმუნეებს.

    “რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ და მამამან შვილი; და აღდგენ შვილნი მამა–დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ”.

    მისცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ, მამა მისცემს თავის შვილს, შვილები აღდგებიან თავიანთი მშობლების წინააღმდეგ და გასწირავენ მათ სასიკვდილოდ.

    “და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს”.

    და ყველანი მოგიძულებენ ჩემ გამო, მაგრამ თუ ყველაფერს მტკიცედ დაითმენთ ბოლომდე, ცხონდებით. დღეს ადამიანის შეურაცხყოფა და გულისტკენა გაცილებით ადვილია, ვიდრე ეს იყო 15–20 წლის წინ. ცხოვრების განვითარებასთან ერთად განვითარდა ბოროტების ხერხებიც. ადრე ადამიანები თავიანთ თავს ვერ მალავდნენ და პრინციპულად იცავდნენ თავიანთ შეხედულებებს, თუნდაც მცდარი ყოფილიყო. ასეთი მცდარი შეხედულებებისა და სწავლების წინააღმდეგ ილაშქრებდა წმიდა კირილე, რომელიც ეპაექრებოდა იუდეველებს, ნოვატიანელებს და ბოლოს ნესტორს, რომელთანაც პაექრობა უდიდეს ენერგიას მოითხოვდა. მთავარი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა წერილობითი ჭეშმარიტება, რათა მორწმუნეები უნებლიეთ არ აღმოჩენილიყვნენ ნესტორის სწავლების გავლენის ქვეშ.

    დღესაც არიან ნესტორის მსგავსი სასულიერო ან ყოფილი სასულიერო პირები, რომლებიც, ნესტორის მსგავსად, პრესისა თუ ელექტრონული მედიის საშუალებით ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ მორწმუნეები და უარი ათქმევინონ მართლმადიდებლობაზე. მართალია, ეს მცირე დოზით ხდება, მაგრამ მაინც ახერხებენ მორწმუნეების დაბრკოლებას.

    ღმერთმა მიუტევოს ყველას, რომლებიც ასე იქცევიან. ასეთი ადამიანები საცოდავები არიან, არა იმიტომ, რომ თვითონ ცხოვრობენ შეცდომით, არამედ იმიტომ, რომ ცდილობენ, სხვები შეიყვანონ შეცდომაში.

    • ლადო Says:

      უჩემოდ ხომ არ მოიწყინეთ? მოკლედ გრძელდება კათოლიკებთან პოლემიკა სადა ხარ პადრე ჯემალ შენს გულს გაახარებს.
      “სამი დიდი დაცემა იცის კაცობრიობამ:
      ადამისა, იუდასი და პაპიზმის!”
      ( წმ. იუსტინე პოპოვიჩი)
      ВЖ 93 – музыка в монастыре Кармил

      • ლადო Says:

        ეს ბედი კი სიკვდილის შემდგომ დეკანოზ ანდრია კემულარიას მის ბატონ პაპისტ პატრიარქებს ელით
        Неожиданный Афон.flv
        Что произошло с Афонскими монахами, после отлуженной литургии с католиками.

      • davit Says:

        უი ეს რა ვნახე კაცო, მართლმადიდებლობიდან გადაკათოლიკებულ ბერებს ეს რა ევოოლუცია განუსდიათ ადამიანიდან მაიმუნად გარდასახულან! დარვინმა უწიათ ხედავ შენა! ახლა ილიას და მის სინოდს ირბახ-მნათეუსის კარდინალებთან რომ ლოცულობენ ბედშავნი ამქვეყნად რა კარგი იერი აქვთ და ხედავ შენა იმქვეყნად რა დარვინისტული ევოლუცია ელოდებათ! ბედშაო დოქტორანტ ძმაო რა გეშველება აი ეგეთად უნდა გადაიქცე ძმაო!?

  16. merabikaroli Says:

    შეიძლება ამაღამვე მოგცელოს სიკვდილის ანგელოზმა, ამიტომ დააჩქარე მონანიება, ისე რომ ჩვენც გავიგოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, დაე, აგისრულდეს „დიდგორის წყევლა! და ეს ასეც იქნება! ამინ!

    დაე, შენი სისხლი ღვთის შიშის ზარით გაიყინოს შენს ძარღვებში და ელდით გაშრეს, ხოლო შენს ენას მატლები დაესიოს იმ სიბილწისთვის, რაც ღვთის სარწმუნოების დამცველი დიდგორის წინააღმდეგ ამოანთხიე!

    დედის მაგინებლების პირი კი სისხლით არის აღსავსე! დაიწყევლოს შენი სასქესო ასო, რომელიც უფლისგან მოგემადლა სიწმიდით გამრავლებისთვის და ეშმაკის გინების ბილწსიტყვაობად გარდააქციე!

    ეს ამ საიტის ერთ ერთი წევრის(მხარდამჭერის) სიტყვებია, და თქვენი აზრით ეს მართმადიდებელური საქციელია? საბრალო ადამიანს შესაძლოა წყევლა აუსრულდეს, მაგრამ 5ჯერ უფრო საწყალია ამ წყევლის დამწერი… თუკი უცოდველმა უფალმა არ დაწყევლა მისი მაგინებელნი, და მტანჯველნი ჩვენ ცოდვილებს გვაქვს წყევლის უფლება? უფალი გვირჩევს რომ ვლოცოთ ჩვენი მაგინებელნი და მაწყევარნი, და არა ბოროტებას ბოროტებით ვუპასუხოთ.

    • davit Says:

      მერაბ კაროლ კიდევ კათოლიკურ ჭკუაზე ხარ კაცო? შენ ამ საიტის გამკეთებელთა წყევლას ნუ ეხუმრები თორემა აბა აიხედე მაღლა რა გელოდება ბედშავო როგორი შესახედაობა გექნება მომავალში, ხედავ ეკლესიის წყევლამ მართლმადიდებელ ბერებს როგორ უწიათ კათოლიკებთან რომ ულოციათ მაიმუნებად გადაქცეულან, აი ჩემო კაროლ შენს უწმინდეს მამას ილიას და მის მორჩილსა დეკანოზ ანდრიას რა ელოდებათ როგორ დაღმიჭავს წყევლა!!! ეჰ გეტყვი თორემ მაშინვე არ დამიჯერო!

      • კახა Says:

        ბედშაო დოქტორანტ ძმაო რა გეშველება აი ეგეთად უნდა გადაიქცე ძმაო!?

        დოქტორანტი ვინღაა😀

  17. merabikaroli Says:

    თუ წყევლის წინააღმდეგ გამოსვლა, კათოლიკეობად მიგაჩნიათ, აღარ მიკვირს პატრიარქს ასე უსამართლოდ რომ სწამებთ ცილს… ეჰ დამნახავი დაინახავს ყველაფერს

    • ლადო Says:

      შენ merabikaroli თვალები არა გაქვს იქნებ ბრმა ხარ და ვერ კითხულობ, ბუდისტობა კარგიაო ამას უნდა გვასწავლიდეს მართლმადიდებელი პატრიარქი? ესე იგი ბუდისტი ბერებივით თვითმკვლელობის რიტუალები რომ მოვაწყოთ ეს სულიერად განვითარებაა როგორც შენი პატრიარქი გვასწავლის, მაშ რა არის ეს მწვალებლობას არ გვასწავლის! კათოლიკებთან არ ლოცულობს შენი პატრიარქი ვერა კითხულობ ამ საიტზე რამდენი დოკუმნტია დადებული! არა მართლა ეგზორციზმი გჭირდებათ! ლეგიონი ეშმაკების დაგპატრონებიათ პატრიარქისტებს, მაგარი გაძლება მოგცეთ ღმერთმა საიტის ხელმძღვანელებო ბატონებო გიორგი და ნიკა! მე მეტი აღარ შემიძლია ამ ტვინნაღრძობთა გაძლება ამას მირჩვნია ცხრა ყანა ვთოხნო ყოველდღე რასაც თქვენ უძლებთ ამას მე უკვე ვეღარ გავუძლებ!!!დავითს დავცინოდი და მეც დამიავადეს ნერვები ამ პატრიარქისტმა ბრმა-ყრუ ხალხმა და რამდენიმე თვით გაქცევაზე მიჭირავს თვალი…ძაღლის ყბა გამოგვაბეს რა…

      • ლადო Says:

        ერეტიკოს-ეკუმენისტებს მხოლოდ მართლმადიდებელ ბერთა ეგზორციზმი თუღა უშველით!!!
        откровение-1

  18. merabikaroli Says:

    სად და როდის თქვა პატრიარქმა ბუდისტობა კარგია მივსდიოთო მითხარი გეხვეწები… პატრიარქმა ერთი ის თქვა რომ მიუხედავად მრწამსისა და ეროვნებისა ადამიანებს მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთში …

    • ლადო Says:

      აქა წერს: ,,ჩვენ ვეკუთვნით ორ დიდ რელიგიას და თავისთავად, უკვე, ეს გვაახლოვებს. ჩვენს ხალხს ძალიან აინტერესებს ბუდისტების ცხოვრება; ვსწავლობთ და მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენს შორის ბევრი რამაა ისეთი, რაც გვაერთიანებს: პირველყოვლისა, ჩვენი რელიგიების მოვალეობა და დანიშნულება _ ორივე ემსახურება ხალხს; ადამიანის განვითარება უნდა ხდებოდეს ორნაირად: სულიერად და მატერიალურად _ ქრისტიანობა და ბუდიზმიც კაცობრიობის სულიერ განვითარებას ემსახურებიან… მე დიდ ყურადღებას ვაქცევ მხატვრობას, მათ შორის _ ბუდისტურ მხატვრობას. მოსკოვში, ამ რამოდენიმე ხნის წინ, საკომისიო მაღაზიაში შევიძინე ბუდას ქანდაკება…“ (,,ჯვარი ვაზისა“,1986წ.,#2,გვ.60-61).
      Samospalenie mnicha buddyjskiego Thích Quảng Đức’a, 1963

      • ლადო Says:

        …ქრისტიანობა და ბუდიზმიც კაცობრიობის სულიერ განვითარებას ემსახურებიან…(,,ჯვარი ვაზისა“,1986წ.,#2,გვ.60-61).

      • კახა Says:

        ავოეეე ეს რა ვნახე ბუდისტებმა როგორ შეწვეს კაცი!!!! ესენი ვინა ყოფილან, კამიკაძური სექტა!!!

  19. merabikaroli Says:

    აშკარად არასწორი ინფორმაცია გაქვთ ბატონო ლადო, ერთი ორი კვირის წინ პატრიარქმა თავის ეპისტოლეში აღნიშნა რომ მხოლოდ მართმადიდებლობაა მაცხოვნებელი და ვინც თვლის რომ სხვა რელიგიასაც შეუძლია ცხოვნება არასწორად ფიქრობსო…

    • ნიკა Says:

      merabikaroli შეეშვით თვალთმაქცობას, არ წაადგება პატრიარქის შეცდომების და გმობების გამართლება თქვენს ცხონებას! უნდა დაიცვათ ქრისტეს სჯული და არა ქრისტეს სჯულის დამრღვევი პატრიარქის საქმეები. თორემ გივლის წუთისოფელი და აღმოჩნდებით უფლის სამსჯავროს წინაშე და ეგ თვალთმაქცობა აღარაფერს გიშველით! გთხოვთ, წაიკითხო ჩვენი ვებ-გვერდი, სადაც საპატრიარქოს ოფიციალური ბეჭდვით ორგანო “ჯვარი ვაზისა” – დან არის პატრიარქის ერეტიკული გმობები მოხმობილი, თქვენ რა გინდათ თქვათ, საპატრიარქოს ჟურნალი გვაწვდის არასწორ ინფორმაციას? ლადომაც ბუდიზმზე პატრიარქის ქება ხომ საპატრიარქოს ჟურნალიდან მოგიყვანათ. ასე თვალსა და ხელს შუა ტყუიით და ცოტა მაინც არ გრცხვენიათ?! აბა ვისი ჟურნალის დასახელება აქვს პატრიარქის ამ სიტყვებს. “…ქრისტიანობა და ბუდიზმიც კაცობრიობის სულიერ განვითარებას ემსახურებიან…” (,,ჯვარი ვაზისა“,1986წ.,#2,გვ.60-61). წადით და საპატრიარქოს მოჰკითხეთ, რატომ ავრცელებენ საკუთარ თავზე ასეთ ინფორმაციებს.

      პრეს-სამსახური

  20. merabikaroli Says:

    იქნებ ჟურნალ კრიალოსანიდან მოგეყვანათ პატრიარქის ქადაგებები ან ჟურნალ კარიბჭიდან, იმიტომ არ მოგყავთ რომ იქ შეცდომას ვერ გააპარებთ, და ცილისწამების ხელმოსაჭიდიც არ გაქვთ… მე არ ვიცი ჟურნალი ჯვარი ვაზისა და ვერ შეგედავებით რადგან თქვენ რაც ციტატები მოიყვანეთ 80იან წლებშია გამოქვეყნებული ეგ სტატიები, მე მაგ დროს დაბადებულიც არ ვიყავი… თქვენ რომ ტყუილი დაწეროთ შეგედავებათ ვინმე ? ვერა იმიტომ რომ იმ წლის ნომერი ძნელად მოსაპოვებელია… და მეორეც იმ დროს სიტყვის თავისუფლება იყოო? კომუნისტების შიშით ჭიანჭველა ვერ დადიოდა თავის ნებაზე და მღვდლებს ქადაგება კი არა ანაფორის ჩაცმის უფლებაც არ ჰქონდათ, და ჩემი აზრით ჭეშმარიტ მართმადიდებლურ სტატიებს კომუნისტები არ დააბეჭდინებდნენ არავიის…

  21. merabikaroli Says:

    ადვილად შესაძლებელი იყო, რომ პატრიარქის სახელით გამოეშვათ ჟურნალები…

    • ნიკა Says:

      „ყველას კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.“ ( ილია მეორის სიტყვიდან მოსკოვში სექტების სამიტზე, საპატრიარქოს უწყებანი (# 26 (2006 გვ. 5-6)
      —————————————————————————-
      ესეც ძველია? მონახეთ და წაიკითხეთ. საპატრიარქოშიც გადაამოწმეთ ეს ჟურნალი. ამაზე დიდი ქადაგება რა უნდა იყოს ერესის, როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი სექტანტურ მსახურებას უწოდებს მაღალ მსახურებას და სექტებს უსურვებს წარმატებებს ადამიანთა სულის წარწყმედაში!

  22. a.sanduxaZe Says:

    გამარჯობათ, თვალს ვადევნებ კამათს და ისეთი აზრი მრჩება, რომ ჩვენი საზოგადოების ერთი, და თანაც მოზრდილი ნაწილი ნებაყოფლობით იუნჯებს თავს, არ სურს სიმართლისა და ჭეშმარიტების შეცნობა და გათავისება.მე დიდი ეკლესიური ცოდნით ვერ დავიკვეხნი მაგრამ, როდესაც ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაურის მიერ დაფრქვეულ “მარგალიტებს” ვკიტხულობ, შიში მეუფლება, რა მოგველის ხვალ? რა და ვინ შეგვეწევა?

    ერთი რამ ნათელია და უდაო, “დიდგორელები” რასაც სწერენ, რაც სააშკარაოზე გამოაქვთ ყველაფერი რეალური, მომხდარი, ნათქვამი და დაწერილია.

    მე ერთი რამ მაკვირვებს დავერ გამიგია, რატომ ესარჩლებიან ასე შიოლაშვილს, განა მას არ შეუძლიაა წაყენებული ბრალდების, ასე დავარქვათ, უარყოფა?
    მაგრამ რაც დაიწერა და ითქვა მას ალესილი ნაჯახით ვერასდროს ამოძირკვავ.

    სიმართლისა და კანონიერების დამცველებს “ისტები” და კერპთაყვანისმცემლები გვიწოდეს და გვიწოდებენ. იმ ხალხს რა უნდა ეწოდოს ვინც ქართულ მართლმადიდებლობაში კაცმადიდებლობას და კერპთთაყვანისცემას აფუძნებს და ამკვიდრებს? იქნებ ეს ჩვენი მონური ყოფის გადმონაშთი და ეგზომ დამახასიათებელი ჭირვეულობაცაა.

    ბატონო „მერაბ კაროლ“, რატომ გვინდა ვიყოთ ურწმუნო თომები?
    ხომ ხედავ შენს ყოველ კაპრიზს საფუძვლიანი და არსებით საბუთები დაუპირისპირეს?
    ან როგორ შიძლება იმ ადამიანის ქომაგობა ვინც ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს მესიად რაცხდა?
    დაგავიწყდა სამონეთმა და უსულო არსებემა ედოს გადანაფურთხი რომ ალოკეს? ვინ ედგა იმ ავადმყოფებს სათავეში?

    გთხოვთ, კიდევ ერთხელ გამოიტანოთ ის ვიდეო, დააკვირდით ედოსა და ირაკლის ჩახუტებას, რა შემზარავი, შემაძრწუნებელი ღიმილი და მლიქვნელობა გამოსჭყივის მისი თვალებიდან, თითქოს ედოს ეუბნება – “ხო მაგარი ვარ ნახე რა ვთქვიო!”

    დაგავიწყდათ საქართველოს მოძულეები და მაოხრები რომ ინათლებოდნენ 18 წლის წინ საქართველოს ეკლესიებში, ედოსა და ჯაბას თავი რომ გავანებოთ, გრაჩოვს სადღა მიუდივართ?
    რა ხეირი დააყარა საქართველოს გრაჩოვის განათვლამ?

    კაცი ახალაიების მშობელსა და გამზრედელს რომ დააჯილდოებს, იმის შემდეგ მის საქომაგოდ ენა როგორ დავასველოთ?

    მე ერთი რამ მჯერა, დადგება ის დრო, როდესაც ირაკლი შიოლაშვილის დღევანდელი მეხოტბენი გადააუბრუნებენ “პლასტინკას”, იმიტომ რომ მაშინ შილაშვილისადმი დითირამბების მიძღვნა მოდაში აღარ იქნება, ჯერი სხვასზედ დადგება, მაგრამ იცოდეთ, ყალბი ლიქნითა და დაუმსახურებელი ფერებით ფონს ვერ გავალთ, ამისთვისაც დაგვსჯის უფალი და განერიდეთ, შეიბრალეთ უბედური საქართველო!

  23. a.sanduxaZe Says:

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს
    უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აკადემიის საპატიო დიპლომი დღეს გადასცეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის წევრები
    ესწრებოდნენ.

    მეცნიერებმა პატრიარქს ღვინის წარმოების, ხორბლის გადამუშავებისა და ეთეროვანი ზეთების დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებიც გააცნეს. საუბარი იყო ქართული ხორბლის ჯიშების უნიკალურობაზეც.

    “ძალიან განვიცდი, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი მოცდენილია. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს რაიონის ისეთი გამგებელი, რომელიც მოაცდენს მიწებს. გამგებელი ისეთი უნდა იყოს, რომელიც მიწას გამოიყენებს, ასწავლის შრომას ჩვენს ახალგაზრდობას”, – ბრძანა უწმინდესმა.

    “ინტერპრესნიუსი”

    წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/22918-saqarthvelos-katholikos-patriarqi-soflis-meurneobis-samecniero-akademiis-sapatio-tsevrad-airchies.html#ixzz0sg33Spnh

    vaa, es kaci grnomic yofilaa?

    • ლადო Says:

      – აი, მამაო რამდენი მღვდელმთავარი გვყავს.

      – არა, – უპასუხა ლავრენტიმ, – მე მხოლოდ ოთხს ვხედავ; იქნება მეხუთეც. დგება უკანასკნელი ჟამი, როდესაც სასულიერო პირთ გაიტაცებს ამქვეყნიური ამაოება და სიმდიდრე: ექნებათ მანქანები და აგარაკები, ივლიან კურორტებზე, წაერთმევათ იესუს ლოცვა! ისინი სულაც დაივიწყებენ მას! შემდეგ ისინი თვითონ გაჰყვებიან იმ გზას, რომელზეც არ უნდა იარებოდნენ და სულმოკლეებსაც აიყოლიებენ! თქვენ კი ბრძენნი და განმსჯელნი იყავით. მათ ლამაზ სიტყვებს უსმინეთ, ხოლო მათსავე საქმეებს ნუ მიჰბაძავთ! (ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი ანტიქრისტესა და უკანასკნელ ჟამზე)
      Marian Moise/ As vrea sa intru-n manastire/ Cantare duhovniceasca

      • ლადო Says:

        დავით ნუ ერჩი რაფაელ კარელინს. მან კარელინმა იცის რა ზღვარგადასული მწვალებელია პატრიარქი ილია მეორე და ამიტომ მე არ მინახავს მას ექოს ეს მოხუცი მწვალებელი, მორიდებულად ემორჩილება …მაგრამ აი ნამდვილი აფიორა, განათლებული აფიორა თეოდორე გიგნაძე, ნახე ნახე დავით ეს საშენო კაციააა:::მე არ შემიძლია ამ აფერისტის ვიდეოს კომენტარი გავუკეთო! მომეხმარე რა დავით!!!
        Patriarqi

  24. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    ,,დიდგორის“ რედაქციას ვთხოვ, გამოარკვიოს: როდისაა ჩაწერილი პატრიარქისადმი ეს ქებითი შესხმა დეკ. თეოდორე გიგნაძისა? ცნობისთვის: 2005წ. შემოდგომაზე, თბილისში ჩასვლისას, დროის უკმარისობის მიუხედავად, მასთან, როგორც ჩემს ყოფილ უახლოეს სულიერ ძმასთან და ოჯახურად ნათელ-მირონთან (რომელიც დიდად მიყვარდა; სიძულვილით არც ახლა მძულს), სახლში მივედი და ვუთხარი: ძმაო თეოდორე, შენს ქადაგებებს მშვენიერებას უკარგავ იმით, რომ ილია მეორეს ქებით იწყებ და ამთავრებ; ეს კაცი ქებას რომც იმსახურებდეს, ხუცესისგან საკუთარი პატრიარქის ქება-დიდება უხერხულია, ხოლო შენც ხომ იცი, რომ ამას იგი ნამდვილად არ იმსახურებს. ამის პასუხად, მან თავი ჩახარა, თავის შავ წვერზე ხელი ჩამოისვა და მომიგო: მართალს ამბობ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: