დეკ. ანდ. კემულარია „ფეის-ბუკზე“

საქართველოს ეკუმ. საპატრიარქოს დეკანოზის ანდ. კემულარიას მხილება სულიწმინდის გმობაში – ერესში

მაგრამ გამოთქმა ‘,,ერთად ლოცვა” მიიღე მაგივრად ამისა: ,,ჩვეულებრივი ურთიერთობის ქონა” და ,,ერეტიკოსის ლოცვის მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენა”, რადგან ასეთებთან, რომლებიც ღირსნი არიან მოკვეთისა, გაუკადრისება გვმართებს და არა ურთიერთობის ქონა. ამიტომაც, საკმარისად გამოჩნდა დასჯა განკვეთით. (მოციქულთა 45-ე კანონის განმარტება, ბალსამონი)

წარმოგიდგენთ, „ფეისბუკზე“ საპატრიარქოს სამღვდელო პირთან – დეკანოზ ანდრია კემულარაიასთან “დიდგორი” – ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი წულაძის მიმოწერას. ეს ჩანაწერი ნათლად ცხადყოფს საეკლესიო კოდექსიდან იმ დიდი და საშინელი განდგომილების სულს, რაც სუფევს, როგორც საპატრიარქოს სამღვდელოებაში, ისე მისგან ცდუნებულ მრევლში. მსოფლიო ოფიციალურ საპატრიარქოთა პირველიერარქების ლათინებთან თანალოცვის ჩვენს მიერ წარდგენილ ვიდეო-მასალაზე როდესაც ვერანაირი კომენტარი ვერ გააკეთა საპატრიარქოს დეკანოზმა, მაშინ დაიწყო გაუგებარი ანტი-ეკლესიური  საუბარი, რომელიც შეიძლება ითქვას მართლაც ნიმუშად გამოდგება იმისთვის, თუ როგორი არ უნდა იყოს მართლმადიდებელი სამღვდელო პირი. ჩვენ ველაპარაკებით ლათინებთან თანალოცვის ერეტიკულ ქმედების ანუ სულიწმინდის გმობის მიუტევებელ ცოდვაზე, დეკანოზი გვიბრუნებს პასუხს ხორციელი ცოდვების შესახებ, ვდებთ ბრალს მის მაღალიერარქებს მწვალებლობაში და გვიბრუნებს პასუხს რომ ჩავიხედოთ საკუთარ სულში და იქ აღმოვაჩენთ შემზარავ რამეებს. აი, ნახეთ როგორ ცდილობს იგი გაუმართლებლის გამართლებას და სიბნელის სინათლედ წარმოჩენას. ბოლოს კი, როცა იგრძნო რომ ბრალდებები მძიმდებოდა წაგვიშალა პოსტები და ამოგვშალა საკონტაქტო სიიდან. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ნახეთ, და თავად დარწმუნდით. (დეკანოზ კემულარიას ყველა ჩანაწერში სტილი დაცულია.)

_____________________________________________________________

დეკანოზი ანდრია კემულარია

გიორგი წულაძე: მამაო ანდრია, მშვიდობა! თქვენთან გვაქვს სასაუბრო საჭირბოროტო ეკლესიურ საკითხზე – ეკუმენიზმზე …თუ შეიძლება, გაეცანით ამ საეკლესიო საითს. https://didgori.wordpress.com/2010/05/31/besarion-katalikosi/ (თანდართული იყო ეს ბმული)

განა ეს საყოველთაო აპოსატასიის ყველაზე დიდი და ბოლო ნიშანი არ არის? წაიკითხეთ ერთი ვის აღიარებენ ე. წ. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიები დაი ეკლესიად პაპისტურ კარიკატურულ თეატრს.

(თანდართული იყო ეს ვიდეო)

Все Православные Церкви признают Римскую Церковь Церковью-сестрой, заявил Архиепископ Хризостом накануне визита Бенедикта XVI на Кипр

რომის პაპი გამოსახავს სატანას რიცხვს 666

Визит Папы Римского на Кипр начнется 4 июня. Он прибудет на остров по приглашению президента Кипра Димитриса Христофиаса и главы Кипрской Православной Церкви Архиепископа Хризостома…Архиепископ Хризостом в интервью “Aris Viketos” 2 июня также назвал визит “очень важным”, потому что он “укрепит связи и диалог между двумя Церквями”. Все Православные Церкви, продолжил Хризостом, признают Римскую Церковь Церковью-сестрой, а Папа Римский является ее главой: “Воля Божия состоит в любви к своим врагам, а тем более к братьям”.

Архиепископ рассказал, что он сделал выговор двум архиереям Кипрской Православной Церкви, которые выступили против присутствия Папы Римского на Кипре. Архиепископ Хризостом угрожал им исключением из состава Синода: “Я призвал их вести себя прилично и уважать решения Синода, с которыми они вначале согласились”. А необходимые выводы будут сделаны в конце визита, добавил он.

http://portal-credo.ru/site/?act=news&id=78096 (თანდართული იყო ეს ბმული)

Dek. Andria Kemularia: არამგონია ეს საიტი სასაუბროდ იყოს შექმნილი. როცა სერბეთის პატრიარქ პავლეს ლათინებთან გადაღებული სურათი მის “სამხილებლად” აღიქმება, არამგონია ვინმე ამ საიტზე აინტერესებდეს განსხვავებული აზრი. კი ბატონო, დავუშვათ, რომ ყველა განდგა. სად ეგულება ამ საიტის მესვეურებს ეკლესია?!

როცა ნოე დათვრა, მართალაც შეუხედავ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი დამცინავი ქამი დაიწყევლა. თუ უფალი ითმენს და ცეცხლი ჯერ კიდევ გადმოდის მართლმადიდებელ პატრიარქზე, ე.ი. ყველაფერი სულაც არ არის ისე, როგორც ზოგიერთს ეჩვენება. განკითხვას დიდი არაფერი უნდა, საკმარისია მოგაკლდეს სიყვარული და ამ ფონზე დაინახო “სიმართლე”. აღმშენებლობა ბევრად ძნელია. ეკუმენიზმი უდავოდ ბოტოტებაა, მაგრამ მეორე უკიდურესობაც არაფრით არის უჯობესი. სადაც არის “მხილება”, მაგრამ არ არის გამოსავლის ძიება, იქ არ არის სიყვარული ეკლესიისა. ცალკეულ სასულიერო პირთა შეუფერებელი და, ზოგან მკრეხელური გამონათქვამი და ქცევა არ არის მთლიანად ეკლესიის ცრუსწავლების “მამხილებელი”. და კიდევ, რა დროიდან იქცა შტაინერისტის აზრი მართლმადიდებელთათვის მისაღებ მხილებად?!

(თანდართული იყო ეს ვიდეო)

გიორგი წულაძე: ნოეს ხორციელ ცოდვაზე კი არ არის აქ ლაპარაკი, არამედ სულიწმინდის გმობის შეუნდობელ ცოდვაზე, ანუ ერესზე, დიდგორზე წარმოდგენილია  რომის პაპთან და სხვა ერეტიკოსებთან ოფიციალურ ეკლესიათა პირველიერარქების ლოცვითი ერთობა და არა რომელიმე  რიგითი მღვდლის. ანუ ამ რომის პაპთან თანამლოცველ ბართლომეოსს, პავლეს, თეოქტისტეს, კირილეს და ასე შემდეგ მივუსადაგოთ აი ეს კანონი:

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

ხოლო ახლა კი თქვენ მოგისადაგებთ ამ კანონს:

  • ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის და რომის პაპის ერთობლივი ლიტურგია ვატიკანის ტაძარში

„თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

თანაც ვინ შტაინერისტზეა საუბარი, აი, აქ ნამხილები გვყავს შტაინერი.

https://didgori.wordpress.com/2008/09/18/სხვა-და-სხვა-ფილოსოფიურ-მ/

Dek. Andria Kemularia: ლოცვა კონკრეტული რწმენის აღმსარებლობაცაა და ნადმვილად ვერ ეწოდება მწვალებელთან მლოცველს მართლამადიდებელი. “

ერეტიკოსებთან ერთად მლოცველი განიკვეთება; და ვინც მათ კლერიკოსებად ცნობს, დამხობილ იქმნება. ხუცესი ან დიაკონი, ერეტიკოსებთან ერთად თუ მხოლოდ ილოცებს, განიკვეთება; თუ ნებას მისცემს მათ, შეასრულონ რაიმე წესი, როგორც ხელდასხმულებმა და კლერიკოსებმა, დამხობილ იქმნება. (მოციქულთა 45-ე კანონის განმარტება, არისტინი.)

____________________________________________

ბატონო გიორგი!

მე თქვენთვის არც მეგობრობა მითხოვია, არც დამოძღვრა. არც თქვენი დარიგება მიცდია. თუ თქვენ გაღიზიანებთ ჩემი პოზიცია, არანაირად არ ხართ ვალდებული ჩემს მეგობართა სიაში ირიცხედობეთ. არ ვაპირებ აქ თქვენთან კამათს თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ საპირისპირო აზრის მოსმენა დღეს არ ძალგიძთ.

ეკლესიაში არის ერთი კანონიკური გზა იერარქთა განკვეთისა – ეკლესიის მღვდელმთავართა კრება. თუ არ არის ეკლესიაში ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც ამას მოინდომებდა, არ არის მღვდლმთავარი, რომელიც არ შეიბილწა ერეტიკოსთან ლოცვით, ე.ი. არ არსებობს უკვე ეკლესია, მაგრამ საბედნიეროდ არ არის ასე. მე ასე მწამს, თქვენ სხვაგვარად.

რაც შეეხება შტაინერის მიმდევარს, თქვენ დასვით კითხვა, მე გიპასუხეთ. არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა ყოფილიყო იერარქთა ლანძღვის ლოგიკური საბაბი.

სულაც არ ვფიქრობ, რომ მწველებელთან გადაღებული ფოტო შეიძლება გაიგივდეს თანალოცვასთან. ხელზე მთხვევაც კი, მიუხედავად ამ საქციელის უზნეობისა და მართლმადიდებლისათვის დამამცირებლობისა, ჯერ კიდევ არ არის თანალოცვა. თანაც საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელიც უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება თქვენს მიერ, უკვე არ არის ეკლესიის წიაღში.

და, კვლავ მსურს გავიმეორო: იმ პირობებში, როცა მებრძოლი ათეიზმი თავის პლაცდარმად აქცევს ინტერნეტს, ტელევიზიას, პრესას, სულაც არ ვაპირებ ამ საითზე კამათს კონკრეტულ სარწმუნოებრივ საკითხებზე.

როცა ეკლესიის ლანძვამდე მიდის საქმე, იყენებთ ზ. გამსახურდიას სიტყვებს, თუმცა რატომღაც გავიწყდებათ მისი სარწმუნოებრივი შეხედულებები. უდავოა მისი ღვაწლის ერის პოლიტიკური თავისუფლების მიღწევაში, მაგრამ მისი ანთროფოსოფიული შეხედულებები უცხოა მართლამადიდებლობისათვის.

უფალი გეწეოდეთ!

მაგრამ გამოთქმა ‘,,ერთად ლოცვა” მიიღე მაგივრად ამისა: ,,ჩვეულებრივი ურთიერთობის ქონა” და ,,ერეტიკოსის ლოცვის მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენა”, რადგან ასეთებთან, რომლებიც ღირსნი არიან მოკვეთისა, გაუკადრისება გვმართებს და არა ურთიერთობის ქონა. ამიტომაც, საკმარისად გამოჩნდა დასჯა განკვეთით. (მოციქულთა 45-ე კანონის განმარტება, ბალსამონი)

გიორგი წულაძე: განგვაცვიფრეთ, მამაო ანდრია, კი მაგრამ მსოფლიო ეკლესიის იერარაქიის ამხელა საშინელ დანაშაულს რომ გვერდი აუარეთ, რაც არის მწვალებლებთან ლოცვა, მწვალებელთა ხელების ამბორი და მწვალებელთა დაი ეკლესიად გამოცხადება, იმ იუდას ამბორის გამცემლური დანაშაულს, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობით განკვეთით და შეჩვენებით ისჯება და უცებ რატომღაც ერისკაცის ზვიად გამსახურდიას შტაინერისტობა გაიხსენეთ, ეს განა  გეპატიებათ? რა უფრო დიდი დანაშაულია ღვთის თვალში, მწყემსი რომ სჩადის შეგნებულად ქრისტეს კანონთა გმობას თუ ცხვრის ფარის წევრის გაუცნობიერებელი შეცდომა?

  • მოციქულთა 45-ე კანონის ნიკოდიმოს დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

იმას, თუ რას ეწოდება ერესი (მწვალებლობა) და რა არის ერესი, გვასწავლის ბასილი დიდის I კანონის განმარტება. მოციქულთა X კანონი, როგორც ვიცით, ეკლესიის ერთობიდან განკვეთილებთან ერთად სახლში ლოცვასაც კრძალავს და განუწესებს განკვეთას ყველა იმას, ვისაც გააჩნია ლოცვითი ერთობა განკვეთილებთან. საეკლესიო ერთობიდან ყველა ერეტიკოსი, ბუნებრივია, განკვეთილია, რომლის ძალითაც სრულიად თანამიმდევრულია ყველა მართლმადიდებლისათვის ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის აკრძალვა. მითუმეტეს, მკაცრად უნდა აიკრძალოს ერეტიკოსებთან ლოცვითი ერთობა მართლმადიდებელ სასულიერო პირთა მხრიდან, რომელნიც ვალდებულნი არიან, რომ წარმოადგენდნენ მაგალითს დანარჩენ მორწმუნეთათვის რწმენის დაცვის სიწმიდეში, რაც შეუბღალავია ყველანაირი ცრუ სწავლებისაგან. ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას ლოცვით ერთობაში ანუ იმაში, როგორც არის თქმული კანონში – „სინევქსამენოს მონონ” („რომელიც, თუნდაც, მხოლოდ ილოცებს”) – საჭიროა, ვიგულისხმოთ ეპისკოპოსისთვისა და სხვა კლერიკოსისთვის ეკლესიაში ერეტიკოსებთან თანალოცვის არა მხოლოდ აკრძალვა, რადგან ამისთვის მოციქულთა 45-ე კანონით ისინი უკვე ექვემდებარებიან დამხობას; რომ დაუშვეს ერეტიკოსთაგან, როგორც სასულიერო პირთაგან, რაიმე სამღვდელო მოქმედების აღსრულება; არამედ, ამასთანავე, სიტყვა „სინევქსამენოს მონონ” უნდა გავიგოთ ამ აზრით: რომელიც, „უბრალოდ, იურთიერთებს“

https://didgori.wordpress.com/2009/02/07/საეკლესიო-კანონთა-განმარ/ (თანდართული იყო ეს ბმული)

გიორგი წულაძე: მამაო ანდრია, თქვენც და ჩვენც ვალდებულება გვაქვს ქრისტეს წმინდა სჯულის წინაშე, და ერთმანეთის მეგობრობის სიაშიც უნდა ვირიცხებოდეთ ღვთის ბრძანების თანახმად, თუ რა თქმა უნდა, ჩვენს შორის რომელიმე არ განუდგა მის წმინდა სჯულს. თანაც რომელ საპირისპირო აზრს მთავაზობთ მოციქულთა 45 კანონის წინააღმდე, ან კი შეიძლება მოციქულთა კანონს ჰქონდეს ალტერნატივა ქრისტეს წინაშე?

თქვენ ამბობთ რომ ეკლესიაში არის ერთი კანონიკური გზა იერარქთა განკვეთისა – ეკლესიის მღვდელმთავართა კრება. მაგრამ ორგზისი კრების მე 15 კანონი ხომ საპირისპიროს ბრძანებს, რომ მღვდელმთავართა კრებამდე უნდა განვუდგეთ ერეტიკოსებთან თანამლოცველ პირველიერარქს. თქვენ დაგიჯეროთ თუ ეკლესიის კანონს?

თქვენ ბრძანებთ, რომ არსებობს მღვდელმთავარი, რომელიც არ შეიბილწა ერეტიკოსთან ლოცვით, უცნაური ანტიკანონიკური ლოგიკაა, კი მაგრამ ეს მღვდელმთავარი ხომ ბარძიმზე იხსენიებს ერეტიკოსებთან თანამლოცველ პატრიარქს ანუ ლოცვით ერთობაშია ამ ერეტიკოს პატრიარქთან, იმის მაგივრად რომ დამორჩილებოდა ორგზისი კრების მე 15 კანონს და განდგომოდა ამ პატრიარქს?

კი მაგრამ, როდესაც ბრძანებთ ერეტიკოსის ხელზე მთხვევაც კი, მიუხედავად ამ საქციელის უზნეობისა და მართლმადიდებლისათვის დამამცირებლობისა, ჯერ კიდევ არ არის თანალოცვაო, განა არ იცით რომ ერეტიკოსებთან არა მხოლოდ თანალოცვას, არამედ კურთხევის აღებასაც კრძალავს ეკლესიის კანონი? იმედია იცით რომელ კანონზეც არის საუბარი თუ წარმოგიდგინოთ?

თქვენგან ვინც უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებაო ბრძანებთ, და ალბათ გარდაცვლილ პატრიარქებს გულისხმობთ, კი მაგრამ მათი შემცვლელი პატრიარქები ხომ უარესს სჩადიან ანუ ისინიც ლოცულობენ ერეტიკოსებთან, და რომ დაგეთვალიერებინათ ყურადღებით “დიდგორი” ყველა მათი თანალოცვის ტექსტუალური მასალა დევს ჩვენს ვებ-გვერდზე!

რადგანაც ერეტიკოსებთან სერბეთის პატრიარქთა თანამლოცველობის ვიდეომ არ დაგაკმაყოფილათ, მაშინ მოდით, წარმოგიდგენთ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მთელი სამღვდელო დასის თანალოცვას სტამბულში ქრისტეს ეკლესიის მიერ შეჩვენებულ ლათინო-პაპისტებთან.

და ასევე მინდა შეგეკითხოთ, რატომ აუარეთ დუმილით გვერდი და რა შეფასებას აძლევთ “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” დატოვების შემდეგ პატრიარქ ილია მეორის თანალოცვას კათოლიკებთან და იუდეველებთან აზერბაიჯანში კავკასიის მუსულმანთა ლიდერ მოლასთან ვიზიტისას?

(თანდართული იყო ეს ვიდეო)

___________________________________________

Dek. Andria Kemularia: ლოცვა კონკრეტული რწმენის აღმსარებლობაცაა და ნადმვილად ვერ ეწოდება მწვალებელთან მლოცველს მართლამადიდებელი.

დიახ, ამას კი სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ.

Грузинский Патриарх нагpажден высшей нагpадой Азеpбайджана


07.06.2005 14:35

7 июня Католикоса-Патриарха всея Грузии и сопровождающих его лиц принял епископ Бакинский и Прикаспийский Александр (Ищеин). В тот же день Илия II совершил молебен о здравии всего народа Азербайджана в кафедральном соборе Святых Жен Мироносиц, восстановленном в 2002 году при поддержке президента Гейдара Алиева. На молебне присутствовали настоятель бакинского римско-католического прихода Христа Искупителя отец Ян, председатель еврейской общины горских евреев Азербайджана Семен Ихиилов, чрезвычайный и полномочный посол Грузии в Азербайджане Зураб Гумберидзе, послы зарубежных стран. Глава Грузинской Православной Церкви побывал в мечети «Бибихейбят». В ходе визита Католикос-Патриарх всея Грузии Илия II и глава Духовного управления мусульман Кавказа шейх Гаджи Аллахшукюр Пашазаде подписали совместное заявление.

http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=18

Dek. Andria Kemularia: დასანანია, რომ ვერ ხედავთ განსხვავებას სიტყვებს შორის “присутствовал” და “сослужил”.

“მაგკვირვებთ, ბატონო გიორგი. “присутствовал”, ქართულად გამოითქმის “ესწრებოდა”. მოციქულთა კანონში კი წერია “ერთად ილოცებს”. ან, იქნებ სულაც არ გსურთ ამ სხვაობის დაჯერება?!”

___________________________________________

გიორგი წულაძე: მამაო ანდრია, ვხედავთ განსხვავებას, მაგრამ მოციქულთა კანონით ორივე “присутствовал” და “сослужил”, პირველი -მღვდელმოქმედების შეჩერებას და მეორე – განკვეთის სასჯელს იმსახურებს.

“присутствовал”: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა.

“сослужил”.: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი  ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

გარდა ამისა, საეკლესიო კოდექსით აკრძალულია, არა მხოლოდ თანალოცვა და სამღვდელო თანამსახურება ერეტიკოსებთან, არამედ მართლმადიდებელ იერარქს ეკრძალება მწვალებელთა ტაძრებში შესვლა და მწვალებლების მართლმადიდებლურ ტაძარში მიღება.

  • მოციქულთა 65- კანონი: ,,თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.
  • ლაოდეკიის კრების 6 კანონი: მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღვთის სახლში“

Dek. Andria Kemularia: “თქვენთვის, ალბათ უცნობია, რომ ლათინები არ უარყოფენ ნიკეის მრწამსს, არამედ ამატებენ filioque-ს. ასე რომ, ეს მათი მხრივ კიდევ ერთი მზაკვრობაა. არ მინდა იმის თქმა, რომ ლათინებთან შეთამაშება კეთილად წარმოაჩენს მსოფლიო პატრიარქს, მაგრამ თანალოცვა სხვა რამაა.

თქვენ ხედავთ ყველაფერს იმ კუთხით, რომელითაც გსურთ და რომელიც ამტკიცებს თქვეს მიერ წინასწარ შერჩეულ პოზიციას და არ გსურთ დაინახოთ სისავსე მოვლენისა. უაზროდ მიმაჩნია ასეთ პირობებში რამეზე საუბარი.

თქვენ გაქვთ თქვენი “კედელი” და წერეთ რამდენიც გაგეხარდებათ. აქ ვერ დავუშვებ ცალმხრივად მომართული გამონათქვამების არსებობას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: არ მომიწვევიხართ, არ მიკითხავს თქვენი აზრი, არ მითხოვია თქვენგან დამოძღვრა, არ მიცდია თქვენთვის რაიმეს მტკიცება.

ორიოდე ათეული წლის წინ მეც თქვენი მსგავსი აზრები მქონდა. მაგრამ საკუთარ გულში ჩახედვამ შიგნით დამანახა მწვალებელიც და უსჯულოც. უმჯობესი იქნებოდა შინაგანი ცხოვრებისათვის მიგექციათ მეტი ყურადღება და ბევრ რამე ახალ და გასაკვირს აღმოაჩენდით საკუთარ სულში, რისი ხილვა, დარწმუნებული ვარ შეგზარავდათ.”


(თანდართული იყო ეს ვიდეო)

გიორგი წულაძე: მამაო ანდრია, რომ ბრძანებთ, არ მინდა იმის თქმა, რომ ლათინებთან შეთამაშება კეთილად წარმოაჩენს მსოფლიო პატრიარქსო, მაგრამ თანალოცვა სხვა რამაა – ო, კი მაგრამ ვატიკანში ბართლომეოსის ყოფნისას ამ ვიდეოში სად ხედავთ ლათინებთან შეთამაშებას, სახეზეა თანალოცვა ბართლომეოსის ლათინებთან, იმ ბართლომეოსის, რომელსაც თქვენ თქვენის მხრივ ბარძიმზე იხსენიებთ, ხომ ხედავთ მრწამსს კითხულობენ ერთ ხმაში ერთად! რატომ წამიშალეთ წინა პოსტები, სადაც საეკლესიო კანონები ღაღადებენ, რომ თანალოცვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, არამედ ამ კანონებით არც ერეტიკოსის შესვლა შეიძლება მართლმადიდებლურ ტაძარში და არც მართლმადიდებლის ერეტიკოსთა ტაძრებში. თქვენ ხორციელ ცოდვებს და ერესს რატომ აიგივებთ ერთმანეთან, რადგან ერესი განდგომაა ქრისტეს სჯულიდან, ხოლო ხორცში ყველა ცოდვილია, განა თვით წმინდა მამები ზიარების წინა ლოცვებში არ ღაღადებენ რომ უფსკრული ვართ ცოდვათაო.

___________________________________________

გიორგი წულაძე: კი მაგრამ, მაშინ, როდესაც ერეტიკოსებთან ვიზიტებს, ლოცვებს, ტრაპეზებს, დიალოგებს არ იკლებენ საპატრიარქოს მაღალიერარქები, თქვენ რატომ შემოგვწყრით ასე რომ დალაპარაკება არ გსურთ ჩვენთან რწმენის საკითხებზე. ახლა ის მითხარით, რა უნდოდათ სინოდის ეპისკოპოსებს გერასიმეს, დანიელს, და ასევე მსოფლიო საპატრიარქოთა სხვა იერარქებს რომის პაპის საპანაშვიდო ლოცვაზე და ახალი პაპის აღსაყდრებაზე? აქ სახარებას კითხულობენ ერთად ვატიკანში.

(თანდართული იყო ეს ვიდეო)

___________________________________________

აი, ამის შემდეგ დეკანოზმა ანდრია კემულარიამ წაგვიშალა ყველა ვიდეო და ყველა კანონიკური ჩანაწერი. აღმოჩნდა რომ ამ დეკანოზს, თურმე ტაძრის მკვდარი ქვები ჰგონია ქრისტე და მისი სჯული და არა სჯულის კანონზე ვითარცა მტკიცე კლდეზე მართლაღმსარებლობით აღშენებული ცოცხალი რწმენა ღვთისა, შეუბღალავი ყოველგვარი ერესისგან! არ დაგავაცადა, რომ გვეკითხა წმინდა რუის-ურბნისის კანონზე, რომელიც ღაღადებს არა განგცეთო შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო და შეაჩვენებს ყველა ერესს, არ დაგვაცადა გვეკითხა გრიგოლ პალამაზე, იოანე ოქროპირზე, მაქსიმე აღმსარებელზე, მარკოზ ევანგელიკოს ეფესელზე და სხვა წმინდა მამებზე, რომლებიც განსაზღვავენ ეკლესიის რაობას არა ტაძრების მკვდარი ქვებით და იერარქთა სიმრავლით, არამედ ჭეშმარიტებით. ნუთუ ამ დეკანოზს არაფერი სმენია ამ წმინდა მამათა შესახებ, ნუთუ მისთვის არაფერს ნიშნავს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ეს სიტყვები: „დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!”

,,ეკლესიის დიდი ნაწილი აღარ იქნება ეკლესია, იგი ,,ცრუ ეკლესია” გახდება, მიიღებს ანტიქრისტეს, ვითარცა თავის ,,მესიას”, გარდა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ,,მცირე რჩეულთა” _ ამ ,,მცირე რჩეულთ” წუთისოფელი გიჟად შერაცხავს, რადგან არ ჰგვანან მას” (წმ. ნიფონტი).

არა, აღმოჩნდა, რომ არაფერს ნიშნავს მისთვის არც მოციქულთა კანონები, არც წმინდა კრებები, არც წმინდა მამათა სწავლებები, მისთვის მთავარია, ლათინებთან და სხვა ერეტიკოსებთან მლოცველი მისი ამა ქვეყნის ძლიერი იერარქები და მათთან შეხმატკბილებით იუდას 30 ვერცხლად მოპოვებული კეთილდღეობა. კი ბატონო, მაგრამ ნუთუ მასში ღვთის შიშიც ისე ჩაკვდა, რომ ასე ყველაფერს ხაზი გადაუსვა? სამწუხაროდ და სავალალოდ, დიახ, ეს  ასეა. დეკანოზი ანდრია კემულარია ნამდვილი სახეა დღევანდელი ქართული ეკუმენიზმის.

“დიდგორი” – ის  პრეს-სამსახური

18 Responses to “დეკ. ანდ. კემულარია „ფეის-ბუკზე“”

  1. aleqsandre Says:

    პატივცემულო დიდგორელებო თქვენ ვალდებულნი ხართ ამხილოთ “მამა” ანდრია კემულარია და მისთანები რადგან შეუძლებელია ,ჭეშმარიტი მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი არ შეაძრწუნოს იმ ვითარებამ რაც საქართველოს სამღვდელოების ტვინჩაცემენტებულ თავებში ხდება. განა ბელიარს არ ემსგავსება ეგ ცრუ “მამაო” კემულარია როდესაც წინააღმდეგობას უწევს ღვთით დადგენილ “სჯულის კანონს”. როდესაც დიდგორი ამხელს სატანას ღვთისა და ჭეშმარიტების გამო და უპირისპირებ ასეთ საეკლესიო მხილებას ყოვლად უსუსურ და თავხედურ მოსაზრებებს, განა ასეთი მოსასზრებების “მოაზროვნე” პიროვნება შეიძლება სასულიერო პირად ჩაითვალოს? როგორც ჩანს საპატრიარქოში ეკლესიისათვის დამახასიათებელი არანაირი გარეგნული ნიშან წყალიც კი არ დარჩა, თორემ როგორ შეიძლება იმ კონფესიებთან ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთმხარდაჭერაზე ლაპარაკი და ერთობლივი ლოცვა რომელნიც დოქტრინალურად არიან დაპირისპირებული ქრისტიანობასთან,რომელნიც გმობენ და შეურაცყოფენ მაცხოვარს, ჯვარს აცვა იგი და მთელი თავისი არსებობის მანძილზე, ღიად თუ ფარულად მართლმადიდებლობის მტრობით და დევნით არიან დაკავებულნი. შენ კი “მოაზროვნე” “მამაო” კემულარია შეინანე გულწრფელად და სისნანულისკენ მოუწოდე შენზე მინდობილ , თუ შენთან ცოდვაში შეამხანაგებულ ერისკაცებს, რამეთუ მოწყალება ღვთისა უსაზღვროა სინანულში ჩავარდნილთათვის; “ნუუკუე იხილონ თუალთა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ყონ და მოიქცენ და მე განვკურნე იგინი” [მათე 13,15}

    • გიორგი Says:

      მოციქულთა 65-ე კანონი: ,,თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

      განმარტება
      ———–

      Зонара. Правило почитает великим грехом, если христианин для молитвы входит в синагогу иудейскую или еретическую. Ибо, по слову великого Апостола, кое согласие Христови с велиаром? Или кая часть верну с неверным (Кор. 6, 15)? Синагога иудеев и их самих не удовлетворяет по отношению к жертве, ибо им запрещено приносить жертву вне Иерусалима. Если же они, входя в свои синагоги, преступают закон, тем паче христианин, молящийся вместе с убийцами Христа, должен быть признан законопреступником. – Что касается собрания еретиков, проповедующих противное православным; то и сему собранию православные не должны оказывать чести, а скорее отвергать оное. – Некоторые говорят, что входящих в таковые синагоги для молитвы, как тяжко согрешающих, это правило подвергает двоякому наказанию, то есть извержению и отлучению. А другие говорят, что правило разделяет сии наказания между клириками и мирянами, и посвященным присуждается извержение, а мирянам отлучение. И Иоанн Златоуст в словах против иудеев сильно нападает на антиохийцев за то, что они празднуют вместе с иудеями. А 11-е правило трулльского собора всем запрещает есть опресноки у иудеев и вступать в содружество с ними, или призывать их в болезнях, и принимать от них врачевства, или мыться вместе с ними; посвященных, не соблюдающих сего, правило подвергает извержению, а мирян подвергает отлучению.

      Аристен. Молящийся с иудеями отлучается. Входящий в синагогу иудеев или еретиков и молящийся вместе с ними клирик извергается, как мыслящий согласно с иудеями; а мирянин отлучается. А если с еретиками и в доме только вместе молился епископ, или пресвитер, или диакон, отлучается по 45-му правилу.

      Вальсамон. В 45-м Апостольском правиле мы истолковали, как должно понимать слова: “молиться вместе с еретиками”. Здесь правило определяет, что молящийся в синагоге иудейской, или еретической, клирик извергается, а мирянин отлучается. Так должно разделить определенное наказание, потому что невозможно извергнуть мирянина. А если скажешь, что клирика так поступающего должно и извергнуть и отлучить, не погрешишь против надлежащего. Прочти и 11-е правило трулльского собора, определяющее, чтобы все носящие имя христиан, то есть посвященные и миряне удалялись от иудеев и не сообщались с ними даже для врачевания, или другой какой причины; в противном же случае – одни были подвергаемы извержению, а другие – отлучению.

      Славянская кормчая. Христианам с еретики не молиться. Моляйся с жиды, да отлучится.

      Толкование. Вшедыи в соборище иудейское, ил в церковь еретическу, или поганску, и помолився с ними, аще убо есть мирский человек, да отлучится. Аще ли причетник, да извержется, яко иудейская мудрствуя. Аще же в дому токмо помолится с еретики, епископ, или пресвитер, или диакон, да отлучится, яко же повелевает 45-е правило сих Апостольских заповедей.

  2. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    დეკ. ანდრია კემულარია: ,,თუ უფალი ითმენს და ცეცხლი ჯერ კიდევ გადმოდის მართლმადიდებელ პატრიარქზე, ე.ი. ყველაფერი სულაც არ არის ისე, როგორც ზოგიერთს ეჩვენება“.

    უფალი სოდომ-გომორელებსაც დიდხანს უთმენდა, მაგრამ ამის გამო, ლოთს არც ასე უთქვამს, ,,ყველაფერი სულაც არ არის ისე, როგორც მე მეჩვენება“-ო და ეს არც მათი მორჩილების მიზეზად გაუხდია.

    იგივე: «როცა ნოე დათვრა, მართალაც შეუხედავ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი დამცინავი ქამი დაიწყევლა; განკითხვას დიდი არაფერი უნდა, საკმარისია მოგაკლდეს სიყვარული და ამ ფონზე დაინახო “სიმართლე“».

    ქართველ სასულიერო პირთა უმრავლესობა სამწუხარო სიმართლის ნებისმიერად თქმას განკითხვად ნათლავს და ამას მკაცრად კრძალავს. მაგრამ მათი აკრძალვა, რატომღაც, მხოლოდ მამამთავარს ეხება და დანარჩენ მღვდელმთავრებს, რომლებიც მას რაღაცაში არ ეთანხმებიან, თვითონაც ,,განიკითხავენ“; მაშინ, როცა მამამთავარსა და ნებისმიერ მღვდელმთავარს შორის მხოლოდ თანამდებობრივი სხვაობაა და არა კურთხევითი (ქიროტონიული), რადგან სამღვდლო ხარისხით პატრიარქიც ისეთივე ეპისკოპოსიაè_ კერძოდ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი _, როგორც სხვა მღვდელმთავარი. ასეთთა მტკიცებითი საბუთი (არგუმენტი) შემდეგია: ,,მამამთავარ ნოეს ცოდვა რომ მისმა შვილმა ძმებთან გაახმაურა, ამისთვის წყევლა დაიმსახურა“. მაგრამ აქ არის რამდენიმე ,,მაგრამ“: 1. მამის საქციელი, ამ შემთხვევაში, ცოდვად ვერ ჩაითვლება იმ უბრალო მიზეზით, რომ ,,დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი. შესვა ღვინო*, დათვრა და გაშიშვლდა“… (დაბ.: 9,20-21); 2. ,,გაშიშვლდა თავის კარავში“ (21) და არა შვილების თვალწინ; 3. ,,დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას“ (22). აი, ეს არის ნამდვილი განკითხვა და უღირსი საქციელი; 4. ,,აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე.Pპირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ“ (23). მათ, ამ შემთხვევაში, მოახდინეს მამის _ არა, მაგრამ მისი საქციელის ანუ სიშიშვლის უარყოფითი შეფასება, მაინც _ მათ ზურგი აქციეს მას; და 5. რაც მთავარია, ნოე ერთადერთხელ დათვრა თავის ცხრაასორმოცდაათწლოვანი ცხოვრების მანძილზე და შეცდა ორგზისუნებურად. ასე, რომ ერთი უკიდურესობაა, როცა ვინმეზე და მით უფრო, პატრიარქზე ათასგვარ ცილისწამებას, ჭორსა და სიბინძურეს ავრცელებენ; და მეორე უკიდურესობაა პატრიარქის ყოველი სიტყვისა და ქმედების დაუფიქრებლად მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ის პატრიარქია. ამ ორი ,,ფართო გზის“ (მ.: 7,13) შუაში გადის მესამე, ეკლიანი და ,,საჭირველი გზა“ (მ.: 7,14), რომელიც არის ,,გზა მშვიდობისა“ (ლ.: 1,79), ,,გზა სიმართლისა“ (მ.: 21,32), ,,გზა წრფელი“ (ლ.: 3,5), ,,გზა უფლისაი“ (იოანე: 1,23) და ,,გზა ღმრთისა“ (მ.: 22,16), რომელიც თავად არის ,,გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ი.: 14,6).
    ______________
    *იგულისხმება: პირველად და მისი ძალა არც უწყოდა (მღვდ. გ. ს.).

    • გიორგი Says:

      “არ შეიძლება ერეტიკოსთაგან ევლოგიის (კურთხევის) მიღება, რადგან ეს უგონობა (ბუტბუტი, ცრუკურთხევა) უფროა, ვიდრე ევლოგია (კურთხევა)”. – (ლაოდეკიის კრების 32 კანონი)

      ——————————

      “არც ერთმა ქრისტიანმა არ უნდა მიატოვოს ქრისტეს მოწამე და არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებელნი იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ, რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღვთისთვის. ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ იყოს.” – (ლაოდეკიის კრების 34 კანონი)

  3. Eusebius Says:

    გამარჯობათ, შეკითხვა მაქვს, ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა.

    ლაოდეკიის კრებაზე რომ საუბრობთ, ეს მეოთხე საუკუნეში(363-364 წლებში) ჩატარებულ კრებაზეა საუბარი, რასაც 30-მდე ეპისკოპოსი ესწრებოდა?

    დავიჯერო ეს კრება არის აღქმული სწორად და ის კრებები რომლებსაც 300-მდე ეპისკოპოსი ესწრებოდა მაგ საუკუნეში, არა?

    საიდან ასეთი მიკერძოება(და დიდი მნიშვნელობის მინიჭება) ამ პატარა სინოდის მიმართ და რამდენად ცნობილია ვინ(რა მრწამსის, ანუ ერეტიკოსნი თუ არა) ესწრებოდა ლაოდეკიის კრებას კერძოდ…

    ისე, ამ კრებაზე იოანეს გამოცხადება არ იქნა აღიარებული ბიბლიის ნაწილად და თუ ეს კრება მართლმადიდებლური და ჭეშმარიტია, რატომ შეიცვალა ამ კრების მე60-ე კანონი?

  4. guja Says:

    აშკარად ცილისწამებაა დეკანოზ ანდრიას მიმართ, როცა მას უწოდებთ სულიწმინდის მგმობელს. მით უმეტეს როცა ეს დადასტურებული არ გაქვთ არგუმენტირებულად. საზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის შეფასებებსაც. შეიძლება ადამიანს არ ეთანხმებოდე, მაგრამ გაბრაზებულ გულზე ადამიანს ასეთი საშინელი რამ დააბრალო, ვერ ვგებულობ რა…

    • ნიკა Says:

      პასუხი გუჯას:

      —————-

      მეტი არგუმენტურებულად რაღა უნდა დავადასტუროთ: რადგან განთავსდა დეკანოზ ანდრია კემულარიას პატრიარქის და სინოდის თანალოცვის ვიდეო და ტექსტუალური მასალა ერეტიკოსებთან, და დაიდო საეკლესიო კანონები განმკვეთელ- განმაკანონებელი ერეტიკოსებთან თანამლოცველობის. დეკანოზმა ანდრიამ კი გაამართლა თავისი საპატრიარქოს ერესი ანუ იქადაგა ერესი, ერესი კი გმობაა სული წმინდის! ზოგად ბრალდებებს და შავის თეთრად გამოცხადებას შეეშვით, ეს არ არის პატიოსანი საქციელი.

      • ნიკა Says:

        “უფალი სოდომ-გომორელებსაც დიდხანს უთმენდა, მაგრამ ამის გამო, ლოთს არც ასე უთქვამს, ,,ყველაფერი სულაც არ არის ისე, როგორც მე მეჩვენება“-ო და ეს არც მათი მორჩილების მიზეზად გაუხდია”. (მამა გიორგი სხილაძე)

        ———–

        გმადლობთ, მამა გიორგი, ზედმიწევნით კარგად ჩამოყალიბებული მხილებაა, ვინც უფლის სახელით ამ დიდი უბედურების მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. და კანონიც ხომ ამის მოთმენას გვიკრძალავს.

        ————

        “არ შეიძლება ერეტიკოსთაგან ევლოგიის (კურთხევის) მიღება, რადგან ეს უგონობა (ბუტბუტი, ცრუკურთხევა) უფროა, ვიდრე ევლოგია (კურთხევა)”. – (ლაოდეკიის კრების 32 კანონი). ამ კანონის საპირისპიროდ, ხომ დღესაც ხდება ეს უბედურება და ამ ბულგარულ ეკლესიას არ მოიხსენიებს განა ბარძიმზე დეკანოზი ანდრია კემულარია თავის პირველიერარქთან და სინოდთან ერთად?
        Orthodox Bulgarians call for unity with Catholics “urgent”

  5. aleqsandre Says:

    პასუხი გუჯას…

    პატივცემულო გუჯა! ნუთუ ვერ ხედავთ რომ თქვენი ეკუმენისტი იერარქები კვლავაც აგრძელებენ საღმრთო გარდამოცემის, მოციქულთა და მსოფლიო წმ. კრებათა კანონების უხეშ დარღვევას და ცინიკურ ხელყოფას. ამის გამო, ისინი, უხილავად განიკვეთებიან მართლმადიდებელი ეკლესიიდან , განაჩენი მათ თავადვე გამოუტანეს საკუთარ თავს, როდესაც ეპისკოპოსებად კურთხევისას აღთქმა დადეს : “შევიწყნარებ და დავიცავ კანონთა წმინდათა მოციქულთასა, აღვიარებ კანონთა და წესთა შვიდთა მსოფლიოთა კრებათა და ადგილობრივთა კრებათა და კანონთა წმიდათა მამათასა, …კუალად აღვსთქუამ არა მიღებად უცხოთა ჩევულებათა, რომელი ეწინააღმდეგების საეკლესიო გარდმოცემასა და დაცვად უცვალებლად ყოველი წესი, მოცემული მართლმადიდებლობითისა აღმოსავლეთისა ეკლესიისა ,…დავამტკიცებ ყოველთავე აღთქმულთა ამათ ჩემთა ყოვლითა სულითა ჩემითა, ყოვლითა გონებითა ჩემითა , ყოვლითა ძალითა ჩემითა -ვიდრე უკანასკნელ აღმოფვშვინვამდე ჩემდა {“ეპისკოპოსის კურთხევის წესი”} …უკუეთუ ჩემს მიერ აღთქმული რაიმე დავარღვიო , ანდა საღმრთო კანონთა წინააღმდეგ ვიყო …, მაშინ დაე ჩამომერთვას და ამეყაროს ყოველი წოდება და უფლება ჩემი, ყოველგვარი შესმენისა და სიტყვის გარეშე, დაე უცხო ვიყო ზეციური ნიჭისაგან, რომელიც ხელდასხმის დროს მივიღე სული წმიდის მიერ.”

    1997 წლის მაისის მოვლენების შემდეგ ,როდესაც საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ გამოდის ემს-დან და უარს ამბობს ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, მართლმადიდებელთა შორის გაჩნდა იმედი, რომ საპატრიარქო დაუბრუნდებოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვიტა ეკუმენისტურ მწვალებლობაში ჩაფლული ოფიციალური საპატრიარქოების საეკლესიო ერთობაში დარჩენა. ილია მეორემ ემს-დან გამოსვლის არა სარწმუნოებრივი, არამედ დიპლომატიური მიზეზი დაასახელა {გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა” 17.07.97}. ჩვენ იძულებული გავხდით გავცილებოდით საპატრიარქოს რელიგიურ ერთობას, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი მომხდარზე და ვგრძნობდით უდიდეს პასუხისმგებლობას ღმერთის წინაშე, ყოველთვის ვფიქრობდით თქვენზე , ჩვენთან დროებით განშორებულ ძმებზე. გული გვტკიოდა და განვიცდიდით, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ჩვენს შორის საპტრიარქოს ეკუმენისტური მწვალებლობით დასერილი და დასახიჩრებული უზარმაზარი ჩრდილი იდგა. ჩვენი ყოველი ქმედება, ჩვენი ყოველი სიტყვა თუ გამოცემა თქვენთან საპტრიარქოს მრუდე სარკის პრიზმაში გადატეხილი აღწევდა. მაშინ თქვენ, 1997 წელს ერთგულნი დარჩით საპატრიარქოს. მას შემდეგ წლები გავიდა. რა მოხდა ამ პერიოდში? მთელი ამ წლების განმავლობაში ოფიციალურ საპატრიარქოებს არ დაუკლიათ ეკუმენისტური მოღვაწეობა: თანალოცვა და თანამსახურება -რიტუალება მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან, ერთობლივი, ყოვლადმკრეხელური განცხადებების გაკეთება და გავრცელება მწვალებლებთან ერთად. რას გვაუწყებს ბატონო გუჯა ყოველივე ეს? თუ არა ქრისტეს უარყოფას , უარყოფას მის მიერ ამ სოფლად მოტანილი მაცხოვნებელი მოძღვრებისა .

    • davit Says:

      ჰაი ჰაი ქართველებო არ გადაშენდებით სანამ aleqsandre – ეს ნაირი კაცები დადიან შენს მიწაზე! იხარე იხარე შენს ოჯახში ქრისტეს რწმენით ძმაო ალექსანდრე აი ასეთი კარგი პასუხისათვის პადრე გუჯასადმი!

      ერთი რამე თვალში მეცა: ხედავ ეს უუწმინდურესი გუჯა, მნათეუსი, ირბახ-ბარაბა და მათთნაირი პედოფილა კათოლიკე და ბაპტისტ ჩაჩაჩაები ვითომ სულ რომ ებრძვიან საპატრიარქოს, დეკანოზ კემულარიასნაირ და დავით ისაკაძისნაირ მღვდლებსა, საკმარისია დიდგორმა სჯულის კანონით ამხილოს კემულარია-საპატრიარქო რომა კემულარიისტები თვალისდახამახამებაში უმალ გაერთიანდებიან ხოლმე პადრეეებთან: ჯემალა-ვასიკო-რუსიკო-სონღულაშვილ-ჯუზეპესთან და ეძგერებიან ხოლმესა დიდგორსა!! აი თქვენ კი გაგიწყრათ თქვენი მეუფე ბელიარი რით ვერ გასძეხით ამდენი თვალთმაქცობითა!

      • davit Says:

        კაცო რას ვერჩოდი რომ ვიცინე პატრიარქისტ ვინმე ვასასიზე, რომ წერდა პაპი გამწვანებული გამოაბრუნეს სვეტიცხოვლის ალტარიდანო და ეს ვაჟკაცობა მისმა სვეტიცხოველში მერსედესებით მიმსრიალებელმა პატრიარქმა ილიამ ჩაიდინაო! ვასასი თურმე ამ კემულარიას დაუმოძღვრია, ზუსტად ვასასური ეკლესიოლოგია აქვს ამ მღვდლის არამსგავსსა! გავკვირდი ამაზე რომ წერს:

        “მაგკვირვებთ, ბატონო გიორგი. “присутствовал”, ქართულად გამოითქმის “ესწრებოდა”. მოციქულთა კანონში კი წერია “ერთად ილოცებს”. ან, იქნებ სულაც არ გსურთ ამ სხვაობის დაჯერება?!”

        გეყურებათ ხალხო? ვინ არის ეს ვითომ მღვდელი კემულარია თუ არა ანაფორაში გადაცმული ტურა-მგელი? ვთქვათ და ილია ლოცულობს და ამ ლოცვას “присутствовал” კათოლიკე, ეს კაცო აბა რა არის თუ არა ამ კათოლიკესთან ერთად ლოცვა, აბა თუ ილია ლოცულობდა ეს ვინმე პადრე ბრეიგდანსსა ხომ არ ცეკვავდა თუ რაშია საქმე! ან ჩვენ მართლმადიდებლები ტაძარში რომ მღვდელი ლოცვას ატარებს განა ამ ლოცვაზე ჩვენ მრევლი არ “присутствовал” – უმესია? აბა მეტი რას ვაკეთებთ ტაძარში?

      • davit Says:

        ვაიმე რა თქვენ შემოგევლეთ ჩემი თავი ჩემო დიდგორის რედაქციავ, რაებს უთმენთ და რაებს კიდევ დაწვრილებით ყოველდღიურათ განუმარტავთ ყველასა! დიდი მოთმინება გაქვთ და კიდევ დიდი მოთმინებით აღგჭურვოთ გამჩენმა ღმერთმა კემულარიას და კემულარიისტებს რომ ამხელთ!

        არა ისიც მეცა თვალში, ხედავ ამ დეკანოზის არამსგავსსა რა დიდი ღვარძლი სდებია პრეზიდენტ ზვიადისა! სად იყო და სად არა, დაწყებულიც რომ არ ჰქონდა წულაძე ბატონს პაპავერა-ჯამბაზიორ ბრეიგდანსთა ხელზე მეამბორე საპატრიარქოების მხილება, თავის შეკავება კემულარიამ ცოტა ხანიც ვერ შესძლო უმალ ზვიადის შტაინერისტობას ეძგერა! ეტყობა ეგეც იმ ბანკეტზე თამადის გვერდით იჯდა ზვიადის ბუნკერი რომ ცეცხლით ამობუგეს და ამ დროს საპატრიარქოს მდიდრულ პალატაში ბანკეტზე მის დამხობას ზეიმობდნენ!

      • davit Says:

        პ.ს. არა რა ეს სურათი მაინც სულ სხვაა! ამაზე ვამბობ რა, პაპის ჭიტა-666 -ის სურათი ნამდვილად იმ დროს არის გადაღებული, როცა კემულარიას პატრიარქი და მღვდელმთავრები ვოიტილასთან აუდენციაზე შევიდნენ და ეტყობა მასე მიესალმა!

      • ელენა Says:

        უნდა ითქვას რომ ეს წერილი – მხილება მ. ანდრია კემუარიასი, ერთერთი უძლიერესი კანონიკური წერილია არა მხოლოდ ამ საიტზე არამედ საერთოდ ეკუმენიზმის მამხილებელ წერილებში! ასე კანონიკურად ასე არგუმენტირებულად როგორც ვიდეოებით და ისე მისი განმჯელი კანონებით, მართლაც რომ უნიკალური ეს წერილია! ვიცი რომ ქება არ შეიძლება, მაგრამ დიდგორის რედაქციამ ვთხოვ მიიღოს ეს ჩემი კომენტარი გამხნევებად!

      • ნიკა Says:

        —————-
        https://didgori.wordpress.com/2009/02/07/saekl-kanonta-ganmartebebi/
        Ο Ύμνος Της Αγάπης

      • გიორგი Says:

        მეგობრებო, და ძვირფასო დავით, გთხოვთ, ნუ შეურაცვხყოფთ, მამა ანდრია კემულარიას არასამღვდელო მიმართვებით! გთხოვთ, ძალიან გთხოვთ! ჩვენ ყველას, მათ შორის მამა ანდრიასაც, მოცემული გვაქვს დრო სინანულისთვის, ესე იგი სამღვდელო თუ საერისკაცო ცოდვების გამოსწორებისთვის, ამიტომ მოწყალე ღმერთს შევევედროთ, გვიხსნას როგორც “დიდგორი” ასევე მისი მოწინააღმდეგენი, ჯოჯოხეთის მწარე სატანჯველისგან!

      • გიორგი Says:

        დაე, დედა ღვთისმშობელი შეგვეწიოს ჩვენ ყველას: “სქიზმატებს” და არასქიზმატებს!

      • გიორგი Says:

        მე, დიდგორის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი წულაძე, ვკრძალავ მამა ანდრია კემულარიას მამხილებელ ამ წერილის კომენტარებში, ყოველგვარ მომავალ ჩანაწერს! ამ წერილის კომენტარები დახურულია! წმინდა მოციქულები შეგვეწიონ მათი სახელობის მარხვაში, სჯულისა და მოყვასის სიყვარულში!
        Ο Ύμνος Της Αγάπης – სიყვარულის ჰიმნი!


Comments are closed.

%d bloggers like this: