წმ. მარკოზ ეფესელი

ეფესოს უწმინდესი მიტროპოლიტის მარკოზ ევგენიკოსის აპოლოგია, რომელიც მან წარმოთქვა მოახლოებული აღსასრულის ჟამს

ლათინო-პაპისტთა ერესის საუკუნოდ შემმუსვრელი – წმინდა მარკოზ ეფესელი!

თუმცა უკვე სიკვდილი მიახლოვდება, მსურს, რომ უფრო ვრცლად გამოვთქვა ჩემი აზრი, რათა დასაბამიდან აღსასრულამდე თანხმობაში ვიყო საკუთარ თავთან. არავინ იფიქროს, თითქოს ოდესმე სხვას ვამბობდი, გონებაში კი სხვას ვფარავდი, რისი გამხელაც მმართებდა მიცვალების ჟამს.

პატრიარქის შესახებ ვიტყვი: ნუ განიზრახავს იგი, თითქოსდა ჩემი დაფასების საბაბით, მოავლინოს ეპისკოპოსები, ანდა მღვდლები, ანთუ ვინმე ისეთი, ვინც თანამოაზრეა მისი, რომ ჩემი უბადრუკი სხეულის დაფლვის ჟამს, აგრეთვე, როდესაც ჩემს ხსენებას სრულყოფენ, მათაც ერთობლივად ილოცონ და თანაშეერთონ ჩემეულ მღვდლებს, რომლებიც მსახურებას აღასრულებენ; ნურც იმას იფიქრებს, თითქოს რაიმე სახით, თუნდაც ფარულად, შევიწყნარებ მის ზიარებას. იმ მიზნით, რომ ჩემი დუმილი თანხმობად არ შერაცხონ მათ, რომლებმაც ჯეროვნად და ღრმად არ უწყიან ჩემი აზრი, ვამბობ და ვწამებ აქ მყოფი ყოველი ღირსეული კაცის წინაშე: არ მსურს და არც შევიწყნარებ მის, ანდა ვინმე მისთაგანის, ზიარებას; სრულიად არანაირად, არც ჩემს სიცოცხლეში, არც სიკვდილის შემდეგ (არ შევიწყნარებ) ქმნილ “ერთობას”, არც ლათინთა დოგმატებს, რაც შეიწყნარეს პატრიარქმა და მისმა მომხრეებმა, რომლებმაც დაამტკიცეს ისინი და პირველობისაკენ სწრაფვით დაარღვიეს ეკლესიის მართებული დოგმატები. ჭეშმარიტად მწამს, რომ რამდენადაც განვეშორები მათ, იმდენად მივუახლოვდები ღმერთს, აგრეთვე, მორწმუნეებსა და წმიდა მამებს; ანუ, რამდენადაც განვეყოფი მათ, იმდენად შევუერთდები ჭეშმარიტებას და ეკლესიის ღვთისმეტყველ წმიდა მამებს. მჯერა, რომ მათი თანამოაზრენი განუდგებიან ჭეშმარიტებასა და ეკლესიის ნეტარ მოძღვართ. ამიტომ ვამბობ: ისევე, როგორც განშორებული ვიყავი მათგან მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ასევე ვარ ამჟამადაც. აღსრულებისას, და ასევე ვიქნები სიკვდილის შემდეგ. ფიცით გამცნობთ, რომ არავინ მათგანი არ დაესწროს ჩემს დასაფლავებას, არც ჩემს ხსენებას; ნურც შეეცდება ვინმე, მათი მოაზრე, შემოგიერთდეთ და თქვენთან ერთად აღასრულონ მსახურება, რადგანაც ეს იქნება შეუზავებელთა შეზავება. ხამს, რომ ისინი ყოველგვარად განეშორონ ჩვენეულ ნაწილს, ვიდრე ღმერთი არ მოჰმადლის ჩვენს ეკლესიას ჯეროვან განმართვასა და მშვიდობას.

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
“სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. II

28 Responses to “წმ. მარკოზ ეფესელი”

  1. ლადო Says:

    დავიით უშენოდ შრომაში სტიმული არა მაქვს! სად გაქრი ძმაო! აი ემანდ ვიდეო მოგიბრძანე შენს მიერ დასახელებული დავით ისაკაძის რელიგიური აფიორს შესახებ!

    —————————————

    „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ… ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში… თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის… საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ილია მეორის ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42)

    რეპორტაჟი: ილია II-ის ჯილდო მამა დავით ისაკაძეს

    • ლადო Says:

      უფრო მაგარი რელიგიური აფიორაა ყველა მხრიდან აქ არის დავიიიიიიიით!
      გადაცემა “კვირის რეპორტაჟი” – 18/10/09

  2. guja Says:

    რა აზრის ხართ ე.წ. ბიზანტიური გალობის გადმოქართულებაზე დიდგორელები? თქვენს მიერ ნახსენები მამა დავით ისაკაძე აქტიური მხარდამჭერია ე.წ. ბიზანტიური გალობის გადმოქართულების, რაც წმ. სინოდმა წლების წინ აკრძალა, რადგან ეს იყო თვითნებური წამოწყება, რამაც არაერთი მორწმუნე დააბრკოლა..

    აბა ნახეთ ვიდეო, დავით ისაკაძე წირავს და მისი გუნდი გალობს

    http://tvali.ge/index.php?action=watch&v=168024

    • ნიკა Says:

      რომელიმე ეკლესიის მშობლიური კანონიკური საგალობლით ქართულ ენაზე ადიდო ღმერთი ეს არანაირი სულიერი დაბრკოლება არ არის არავისთვის, მაგრამ გაუგებარია ეს რატომ უნდა გაკეთდეს, მაშინ როდესაც ქართველებს თავად გვაქვს კანონიკური დიდებული საგალობლები! ამიტომ უცხო ქვეყნის ეკლესიის საგალობლით იგალობო და საკუთარი დაუტევო ეს სრულიად უადგილოა! როგორც ქართულ ენაზე ტარდება ღვთისმსახურება და ლიტურგიები ასევე უნდა შესრულდეს ქართული საგალობლებითაც და თუ დამატებით ხანდახან რომელიმე ეკლესიის საგალობლით ქართულადაც იდიდება უფალი, შესანიშნავია!

      პრეს-სამსახური

      • ნიკა Says:

        p.s. ჩვენ მალე შევუდგებით, ქართული კანონიკური საგალობლების ვიდეოთა შექმნას და იმით გავამშვებებთ ჩვენს ვებ-გვერდს როგორც ქართულ და ისე რუსულ ვერსიაშიც, რათა უცხოელებმა მოისმინონ რაოდენ დიდებული და ღვთიურად სულშიჩამწვდომია ქართული კანონიკური საგალობლები!!

      • davit Says:

        კაცო ერთი რამე უნდა ვაღიარო! ეს პადრე ჯემალი ძმასავით შევიყვარე იმდენს დასეირნობს აქა და რომ არ გამოჩნდება ხოლმე ვდარდობ ნეტაი სად არის ხომ არაფერი დაუშავდათქო! ნეტა თუ კითხულობს ამ წმინდა მარგალიტებს მარკოზ ეფესელსა და სხვებსა! წმინდაო მარკოზ ეფესელ-ევანგელიკოსო, წმინდაო მამაო, გამოიხსენი ჩემი ძმა გუჯა კათოლიციზმისა და ყველა სხვა მწვალებლობებიდან!

      • ლადო Says:

        წმინდა ნინო wminda nino 2 nawili

      • ლადო Says:

        წმინდა ნინო wminda nino 2 nawili

      • ლადო Says:

        წმინდა ნინო wminda nino 3 nawili

      • ლადო Says:

        p.s.

        წმინდა ნინოზე ამ სამ ვიდეოში არის ზოგიერთ ადგილას უცხოელთათვის დამახასიათებელი ისტორიული უზუსტობები (tamar mefezec), მაგრამ ძირითადად ძალიან კეთილი დამოკიდებულებით არის გაკეთებული…

        p.s.

        В этих трех клипах о святой Нине, в некоторых местах есть некоторые исторические неточности которые свойственны для иностранцев (также о царице Тамаре), но в общем они сделаны с любовью и с уважением.

      • guja Says:

        გმადლობთ პასუხისთვის, მაგრამ აქ პრობლემა იმაშია რომ დეკანოზ დავით ისაკაძე და მისი სულიერი ძმა-მღვდლები ქართულ მრავალხმიან გალობას უარყოფენ და არაკანონიკურს უწოდებენ. ამიტომ თვითნებურად დაიწყეს ბერძნული თუ ბიზანტიური გალობის გადმოქართულება, უცხო ჰანგს დაადეს ქართული ტექსტი, და მიაჩნიათ რომ მხოლოდ ბიზანტიური გალობაა კანონიკური, ქართული მრავალხმიანი გალობა კი არაკანონიკური, მხოლოდ ტრადიციული, “იტალიიდან და რუსეთიდან” შემოტანილი😀 ცხადია ეს პათოლოგიური შეცდომა ქართველმა გალობის მოამაგეებმა და თავად მუსიკოსმა მგალობლებმა ამხილეს, და თავად პატრიარქმა ილია მეორემ ხელი შეუშალა ამ თვითნებურ წამოწყებას, ბიზანტიური გალობის წამოწყებასთან დაკავშირებით და წმ. სინოდმაც აკრძალა განჩინებაში ე.წ. “ბიზანტიური” გალობის გადმოქართულება და ქართული კანონიკური გალობის უარყოფა.

        ქადაგებაშიც აღნიშნა ილია მეორემ:- ….ჩვენი კულტურა, ჩვენი ტაძრები, ჩვენი არქიტექტურა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი ხელნაწერები, ჩვენი გალობა და მრავალი სხვა, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. თუმცა იქამდე მივედით, რომ ამბობენ, ქართული გალობა არ არის კანონიკური და ბერძნულია კანონიკურიო.
        არც ერთ ჩვენს წინაპარს არ მოსვლია ასეთი მზაკვრული აზრი. იმდენად დაეცა ქართველი ადამიანი, რომ ასეთი დამოკიდებულება, ზოგიერთ სასულიერო პირსაც გაუჩნდა და ჩვენ დაგვჭირდა სინოდის დადგენილების გამოტანა, რომ ქართული გალობა დაგვეცვა…..

        საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II. სამების საპატრიარქო ტაძარი. 13 მაისი. 2007 წელი

        თუ შეიძლება პატივცემულო ადმინისტრაციავ, ქართულ მრავალხმიანი კანონიკურ გალობას თემა მიეძღვნას და დავდებ საინტერესო დოკუმენტებს

      • davit Says:

        გილოცავთ მოციქულთა საქმის შემხიდებელნო ჩვენს იბერთა ქვეყანაში პეტრე-პავლობის დღესასწაულსა ჩემო დიდგორელებო! მრავალი კეთილი საქმე გააკეთეთ რაც ეს საიტი გაიხსნა, თამამად შემიძლია ვთქვა რომ თქვენ გაახარეთ მოციქულთა სულნი ზეციურს ეკლესიაში! ორლესულ მახვილად აღეღებული გქონდათ მოციქულთა 45 კანონი და მუსრავდით ცრუ მოციქულ სამღვდელოებას, მეც ისე შემაყვარეთ ეგ კანონი და ისე შემასისლხორცეთ რომა წმინდა კვერთხივით ბაკვეთებ ხოლმე უსჯულოებს სამხილებლად! დღეს ახლა მოციქულთა 45 კანონის მტრები მიტროპოლიტები დანიელი და გერასიმეც ქართულ ტაძრებში უგალობენ მოციქულებსა და ალბათ თან თვალმოჭუტული ფიქრით ვატიკანის სასახლეებში დაჰქრიან ურჩხულის ხატის სადიდებლად!

      • davit Says:

        ისე ნინოს ვიდეოებს რომ ვუყურე რასა ვფიქრობდი იცით? ამ პატარა ნაზმა არსებამ ლოცვით კერპები დაამხო, მთელი ერი მოაქცია მეფე-დედოფლიანად და ეს ამხელა სამღვდელოება დღეს თვლა რომ არა აქვთ რისი მაქნისი არიან, გაამრავლეს ნინოს ქვეყანაში არმაზისა და ზადენის კერპთაყვანისმცემლობა მაგათ ვინა სჩივის ზედ მოლებიც დააყოლეს, დეოკლიტიან მეფეებს ხომ სულ აქებ-ადიდებენ, გარყვნილება კიდევ ისე აღაზევეს რომ აღარაფრისა სცხვენიათ უკვე ხალხსა…ერთმა პატარა ნათლისმცემელმა ქალამ რა ჰქმნა და ამ კაცთა ანაფორიონმა სინოდრიონმა ხომ უფსკრულთან მიიყვანეს ქვეყანა… იმ პატარა ქალასთან სულიწმინდის მადლი იყო და იმადაც, დიდება ღვთის ძალას! ხოლო ამ მრავალრიცხოვან სინედრიონთან შავი დემონები დაჯლიგინობენ!

      • ნიკა Says:

        დავით, დიდი მადლობა! თქვენც გილოცავთ მოციქულთა ხსენების დღეს! ჩვენ კი თქვენნაირი ერთგული ხალხი გვიმრავლოს ღმერთმა!

        ———–

        პრეს-სამსახური

      • ლადო Says:

        ეჰ, როგორ აგვიხდა უფლის სიტყვები, მოვალ ისევ მაგრამ ვპოვებ კი ჭეშმარიტ რწმენას დედამიწაზე…განდგომილება მთელი თავისი სისავსით სახეზეა!
        AS VREA SA INTRU IN MANASTIRE.

      • გიორგი Says:

        ილია მეორეს მონაყოლიდან:

        როცა 10 წლის წინათ, მისი და ე. შევარდნაძის მოწვევით, საქართველოში რომის პაპი კაროლ ვოიტილა (იოანე-პავლე II) ჩავიდა, პატრიარქი და პაპი ერთ მანქანაში ისხდნენ, როცა ამ უკანასკნელს ილია მეორემ უთხრა, ხელს დაგადებთ და თქვენი ავადმყოფობისგან (ყველა ხედავდა, რომ პარკინსონი სჭირდა) განგკურნავო. მართლაც, ხელი დაადო და პაპს კი არაფერი ეშველა და იქედან მოყოლებული, თავად პატრიარქს დაემართა იგივე დაავადება (ღმერთმა განკურნოს ხორციელადაც და სულიერადაც!).
        ————–
        (ეს ინფორმაცია მამა გიორგი სხილაძემ მოგვაწოდა)

      • ელენა Says:

        Весьма печальным симптомом духовного неблагополучия в современных православных церквах является и то, что идеи «экуменизма» распространяются зачастую совсем не «идейно» и не «безкорыстно». Большую роль в деле их широкого распространения играют карьерные и чисто-материалистические соображения. Быть экуменистом это стало уже выгодно, ибо это обезпечивает и карьеру — быстрое продвижение по иерархической лестнице — и деньги с полным материальным благополучием.

        Вот чем, главным образом, объясняется успех экуменического движения в последнее время!

        Как все это безконечно далеко от истинного христианства, от подлинного Апостольского и Отеческого Православия! (Архиепископ Аверкий (Таушев)

      • გიორგი Says:

        ნიკა, ჩემი თანაშემწე არ არის ადგილზე, ამიტომ ვეღარ ავუდივარ ამდენ სამუშაოს, ფეისბუკზე ხომ გადავიღალე, გთხოვთ, ან ელენემ, ან ლადომ, ან ვინც გნებავთ გაცნობიერებულმა მკითხველმა ამ პიროვნებას უპასუხეთ.
        —————————
        кому didgori.presscenter@gmail.com
        дата 16 августа 2010 г. 14:07
        тема გამარჯობა
        отправлено через gmail.com
        подписан gmail.com

        მოგესალმებით ძმებო ქრისტესთან ერთობაში ძვირფასო მართლმადიდებლებო,
        მე გახლავართ იესო ქრისტეს დაარსებულ წმინდა პეტრეზე აშენებული ეკლესიის მრევლი. საყოველთაო ეკლესიის ანუ კათოლიკური ეკლესიის. სამწუხაროდ თქვენ მიერ მოხსენიებული პაპისტურ მწვალებლური ეკლესია.მე გამაჩნია თქვენდამი რამოდენიმე შეკითხვა.
        რისთვის მოვიდა იესო ქრისტე გაერთიანებისთვის თუ დასანგრევად?
        მაშინ როდესაც თქვენ ქრისტიანს მწვალებელს ეძახით ეს გაურკვეველია ჩემითვის. როდესაც ნათქვამია რომ იქ სადაც ქრისტეა ვერ დაიმკვიდრებს სატანა ფეხს.
        ეკუმენიზმი არის ერთობლივი ლოცვა , რის წინააღმდეგ ხართ იმის რომ ერთად ვილოცოთ ყველამ? ნუთუ ქრისტემ ლოცვა დაავალა მხოლოდ გამორჩეულებს? და მითუმეტეს თუ ცდუნებული არის სხვა ადამინი რა მიიყვანს მას ჭეშმარიტებამდე ლოცვა თუ გმობა?
        კათოლიკური ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია რომელიც პირნათლად ასრულებს თავის ფუნქციებს ასევე როგრც მართლმადიდებლური ეკლესია. დეტალურად თუ ვიტყვით რა არ მოგწონთ ის რო ალტარი ღია კაღით არის? ნუთუ არ იცით რომ მართმადიდებლებს გქონდათ ღია კარი და შემდეგ დაკეტეთ? რა არ მოგწონთ ზიარება რომ არის თხელი პურით? ნუთუ საიდუმლო სერობის დროს იესომ არ გადასცა ცალკე პური მოწაფეებს და იყო ებრაული პური რომელიც თხელი არის? ვეზიარებით ერთ ქრისტეს იესოს ჩვენს მხსნელს რომელიც ჩვენი უფალი არის ღმერთი და კაცი ჩვენი მხსნელი.

        ნუთუ არ თქვა იესომ ნუ განსჯი? და განსაჯე ცოდვა არა ცოდვილი ? და იესომ არ თქვა რომ ადამიანის კაცს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ მიხვდეს ვინ მიდის ჯოჯოხეთში და სამოთხეში. და თქვენ პირდაპირ მიშვებთ როგორც მწვალებელს ჯოჯოხეთში.
        ძალიან მოხარული ვიქნები თუ თქვენგან მივიღებ პასუხს.

        დიდი პატივისცემით წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრი .
        ————–

        press-samsaxuri
        giorgi wulaze

      • mariami Says:

        ნიკა, ეს ადამიანი კათოლიკეა, პასუხს ითხოვს და უპასუხოდ დაგრჩათ:
        МОЛИТВА АНГЕЛУ ХРАНИТЕЛЮ

      • ლადო Says:

        Benedict XVI meets with the president of Georgia, Mikheil Saakashvili.

      • ნიკა Says:

        უფალო შეგვიწყალენ!
        Ο Ύμνος της Αγάπης

      • ლადო Says:

        Karol Wojtyla, the unpublished images – part 2 (1962-1970)

      • ლადო Says:

        აქ ახალ პაპს მიჰყავს ლოცვა და ე.წ. მართლმადიდებელი იერარქია კარდინალთა ამალაში ხმას აყოლებს თავმადაბლად სექტებთან ერთად!
        Pater Noster

      • ნიკა Says:

        Concerning the Papal Visit to the Phanar, 2006

      • გიორგი Says:

        ГОХ.Истинно-Православные Христиане Греции.

      • ნიკა Says:

        Jan Pavel II. (Giovanni Paolo II.) in Czech republic (May 1995) [Part 2/5]

      • davit Says:

        რაც ამ დიდგორზე ვუყურებ პაპიტებს ხოლმე ნუ მეც ხომ სულ ვერთობი ამ პაპის ნაირ-ნაირი გართობით, მაგრამ აი ამ ვიდეოში ეს ხუმრობა რაღაცა ვერ ჩავხვდი იცით, რა სპექტაკლი თამაშდება ნეტა ვერ მივხვდი, ლოოლ პაპი რაღაცა ძალიან ნაძალადევად იფხრიწება არა სიცილით? იმ მეორე კარდინალს ღიმილიც კი ვერ მოჰგვარეს, მეც ვერ გავიგე რა სკეტჩი დადგეს, ჩეხეთში ეს რა უნიჭო კათოლიკური რწმენა ჰქონიათ?

      • davit Says:

        არა რა შედარებაა ნიკავ ბატონო სად მართლმადიდებლური კონცერტი ის უფრო ამაღლებულია, უფრო შთამაგონებელი…სად ჩვენებურები რომ მოხდენილად ჩამოიცეკვებენ საპატრიარქოში, ან კიდევ მეუფე ზენონი რომ გულშიჩამვდომად ააკვნესებს ქართულს ჰანგებს, ან მეორე მეუფე ისაია რომ დოლს მამა-პაპურად დააგრგვინებს, ან ზარზმის ბერები რომ ჯეირანოს საფლავზე გადმოფრენას ააგუგუნებენ! აბა ასეთი პაპისტური უნიჭობა რა თავში უნდა ვიხალოთ კინაღამ ჩამომეძინა!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: