წმიდა მამათა განწესებანი ერისკაცთათვის

დიდი სჯულისკანონი, წმიდა მამათა

განწესებანი ერისკაცთათვის

წმინდა სამება

ეკლესიების აშენების შესახებ

სალოცავი სახლის შენებას ნუ მიჰყოფს ხელს ის, ვისაც არა აქვს შენების დამთავრების შესაძლებლობა

  • ნიკეის VII მსოფლიო კრების მე-17 კანონი

ტაძარი უნდა იკურთხოს ეპისკოპოსის ლოცვით და მათში მოწამეთა ნაწილების დასვენებით.

  • VII მსოფლიო კრების მე-7 კანონი


ღმრთის ტაძარში პირუტყვის შეყვანა არ შეიძლება, უკიდურესი გაჭირვების შემთხვევის გარდა

  • VII მსოფლიო კრების მე-13 კანონი


არ შეიძლება ტაძრების მიტაცება, მათი ჩვეულებრივ საცხოვრებლად გადაქცევა.

  • VII მსოფლიო კრების მე-5 კანონი

ის ვინც ღვთის სახლის შეურაცყოფას ასწავლის, შეჩვენებულ უნდა იყოს.

  • ღანგრის კრების მე-5 კანონი

ვინც ეკლესიაში ლოცვაზე ბოლომდე არ რჩება, უზიარებელ უნდა იყოს.

  • მოციქულთა კრების მე-9 კანონი

ეკლესიაში ჭამა, ქეიფი, საწოლის გაშლა და ძმური სიყვარულის ტრაპეზის (აღაპის) გადახდა არ შეიძლება
VII მსოფლიო კრების 74-ე კანონი

  • კართაგენის 42-ე კანონი

ქალს დედათა წესის დროს , ღმრთის ტაძარში შესვლისა და ზიარების მიღების უფლება არა აქვს.

  • დიონისე ალექსანდრიელის მე-2 კანონი

ეკლესიაში წაკითხული უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები.
კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა, ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღმრთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა, ისო ნავეს ძისა, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზდრას ორი წიგნი.
ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის – სამი, იაკობ მოციქულის – ერთი, იუდა მოციქულის – ერთი, იოანეს გამოცხადება – ერთი წიგნი

  • კართაგენის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი

საღმრთო წერილი ახსნილი და განმარტებული უნდა იყოს წმიდა მამათა ნაწერებიდან შეთანხმებით

  • VII მსოფლიო კრების მე-19 კანონი

საღმრთო წერილის წინააღმდეგნი არავინ გადარჩენილა ღმრთისაგან დაუსჯელი

  • კართაგენის კრების მე-5 კანონი

ზიარების შესახებ


მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში ლოცვის დასრულებას და ზიარებას არ ელოდება, უზიარებლობით ისჯება

  • მოციქულთა კრების მე-9 კანონი

ყველამ, ვინც მიდის ამ ქვეყნიდან უნდა მიიღოს ზიარება

  • I მსოფლიო კრების მე-13, კართაგენის მე-7,
  • გრიგოლ ნოსელის I და მე-4 კანონები

ქალს, რომელსაც დედათა წესი აქვს, არ უნდა ეზიაროს.
ტიმოთე ალექსანდრიელის მე-7,

  • დიონისე ალექსანდრიელი მე-2 კანონები

გარდაცვლილის ზიარება არ შეიძლება

  • VII მსოფლიო კრების 83-ე კანონი

თუ მოუნათლავი უცოდინრობით ეზიარება საიდუმლოს უნდა მოინათლოს, რადგანაც ღვთისაგან არის მოწოდებული.

  • ტიმოთე ალექსანდრიელის I კანონი.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ა(1) ეპისკოპოსი ჴელდასხმულ იქმნებოდნენ ეპისკოპოსთა მიერ ორთა ანუ თუ სამთა.

ბ(2) ხუცესი ერთისა ეპისკოპოსისა მიერ ჴელდასხმულ იქმნებოდნენ და დიაკონი და სხუანი სამღდელონი დასნი.

გ(3) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან თჳნიერ უფლისა მიერ განწესებულისა მის შეწიროს სხუაჲ რაჲმე მსხვერპლად საკურთხეველსა ზედა ანუ თაფლი, ანუ სძე, ანუ ნაცვალად ღჳნისა თაფლუჭი რაჲმე მოპოვნებული, ანუ მფრინველი, ანუ ცხოველთაგანი რაჲმე, ანუ ცერცუთაჲ თჳნიერ განწესებულისა მის, განიკუეთენ თჳნიერ ახალი იფქლისა კონაჲ და ყურძენი ჟამსა თჳსსა, ვინაჲცა არა ჯერ-არს სხჳსა რაჲსმე შეღებაჲ საკურთხეველად თჳნიერ ზეთისა სანთებლად და საკუმეველისაჲ ჟამსა მას შეწირვისასა.

კანონი წმინდათა მოციქულთანი


დ(3) ხოლო სხუაჲ ყოველივე დასაბამი ნაყოფთა და ხილთაჲ სახლთა მათთა წარეცემოდედ ეპისკოპოსსა და ხუცესთა და ნუ საკურთხეველად მიმართ. ხოლო ცხად არს, ვითარმედ ეპისკოპოსი და ხუცესნი განუყოფენ მას დიაკონთა და სხუათა მოყუასთა.

ე(5) ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი მეუღლესა თჳსსა ნუ განეშორებიან მიზეზითა კრზალულებისაჲთა და უკუეთუ განიშოროს, დაეხადენ მღვდლობისაგან, ხოლო უკუეთუ დაადგრეს განშორებასა მას ზედა, განიკუეთენ.

ვ(6) ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი სოფლიოთა ზრუნვათა ნუ შეეყოფვის. უკუეთუ არა, განიკუეთენ.

ნათლისღების შესახებ

ქალი, არ შეიძლება მოინათლოს მანამ, სანამ დედათა წესისაგან არ განიწმინდება

  • ტიმოთე ალექსანდრიელის მე-6 კანონი

ჩვილები, რომლებსაც არ ჰყავთ მტკიცე და ზედმიწევნით მცოდნე მოწმეები, რომლებიც დაამოწმებენ, რომ ისინი ნამდვილად ნათელღებულნი არიან და თვითონაც არ შეუძლიათ პასუზი გასცენ უასაკობის გამო, რომ მიღებული აქვთ ნათელი, ყოველგვარი მიზეზ გარეშე უნდა მოინათლონ, რადგან შესაძლებელია ამგვარად ისინი მოუნათლავნი დარჩნენ

  • VI მსოფლიო კრების 84-ე,
  • კართაგენის კრების 72-ე კანონები

ფეხმძიმე უნდა მოინათლოს მაშინ, როდესაც მოისურვებს. ამ დროს ინათლება დედა და არა მისი ნაყოფი მისი მეშვეობით, ვინაიდან ქრისტესთან შეერთების სურვილი მოსანათლმა თავისი ნებით უნდა გამოამჟღავნოს

  • ნეოკესარიის კრების მე-6 კანონი

მეორედ ნათლისღება არ შეიძლება

  • მოციქულთა კრების 47-ე,
  • კართაგენის კრების 48-ე კანონები

ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღები

  • მოციქულთა კრების 46-ე,
  • ბასილი დიდის I კანონები

მწვალებელთა შესახებ

ძველი წმინდა მამების განწესებით, მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა მათ, ვინც სარწმუნოებისაგან მთლიანად ჩამოცილებულია და უცხო ქმნილია. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან განყოფილნი. ერესი ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში.

  • ბასილი დიდის I კანონი

არ შეიძლება ერეტიკოსთან ერთად ლოცვა და მათ შესაკრებელში შესვლა სალოცავად.

  • მოციქულთა კრების 45ე, 65ე,
  • ლაოდიკიის კრების 33ე კანონები

ერესი იმსახურებს შეჩვენებას.

  • II მსოფლიო კრების I კანონი

მწვალებლებს არა აქვთ ღმრთისმსახურებაზე და მორწმუნეთა ლოცვაზე დასწრების ნება, ღმრთის სახლში შესვლის ნება. თუ ისინი ისევ მტკიცედ არიან ერესის მიმდევრები.

  • ლაოდიკიის კრების მე-6 და მე-9 კანონები.

არ შეიძლება მათგან მსხვერპლის მიღება.

  • მოციქულთა კრების 46-ე კანონი

არც მათთან დღესასწაულობა.

  • ლაოდიკიის კრების 37-ე კანონი

არ შეიძლება სიარული ერეტიკოსთა სასაფლაოზე ან მოწამეთა ადგილებად წოდებულ საწამებლებში, რომლებიც განკუთვნილია სალოცავად და განსაკურნებლად.

  • ლაოდიკიის კრების მე-9 კანონი.

არ შეიძლება მათთან ქორწინებით შეუღლება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი დადებენ პირობას რომ გადავლენ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე.

  • IV მსოფლიო კრების მე-14, VI მსოფლიო კრების 72-ე,
  • ლაოდიკიის კრების მე-10, 31-ე, 72-ე,
  • კართაგენის კრების 21-ე კანონები

ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე.

  • კართაგენის კრების 68-ე კანონი.

თუ ვინმე ერისკაცი, ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, უზიარებლობით დაისაჯოს

  • მოციქულთა კრების 65-ე კანონი

თუ ვინმე ერისკაცმა ურიებთან ერთად იმარხოს, ან იდღესასწაულოს მათთან ერთად, მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად უცომო ან სხვა რაიმე მსგავსი, უზიარებლობით დაისაჯოს.

  • მოციქულთა კრების 70-ე კანონი

ქორწინების შესახებ

ქორწინება დადგენილია ღმრთის მიერ და ქორწინებითი პატიოსანი თანამემკვიდრეობა პატივსაცემია

  • მოციქულთა კრების 51-ე კანონი,
  • ღანგრის კრების 21-ე კანონები

უკანონო ქორწინების გვირგვინი არ იკურთხება.
თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აგათონის მიმართ.

არ შეიძლება ერეტიკოსთან მზახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან

  • ლაოდიკიის კრების 31-ე კანონი

სულიერი ნათესაობა მეტია, ვიდრე ხორციელი. ზოგიერთნი, ნათლავენ რა ჩვილ ყრმებს, მათი მშობელი დედების დაქვრივების შემდეგ, ქორწინდებიან მათზე. ვადგენთ: ვინც ჩაიდენს ამგვარ რამეს, დაირღვეს ასეთი უწესო ქორწინება და მეძავთა კანონით დაისაჯოს.

  • VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი

საღმრთო წერილი ცხადად გვასწავლის, რომ არ შეხვიდე სასირცხო კავშირში ხორციელ ნათესავთან (ლევიტელთა 18,6). უფრო ცხადად განვიხილოთ ისინი და დავადგინოთ, რომ თუ ვინმე ამიერიდან იქორწინებს მამის ძმისწულზე, ან მამა და ვაჟიშვილი იქორწინებენ დედასთან და ასულთან, ან ორი და იქორწინებს ვაჟიშვილთან და მამასთან, ან ორი ძმა შეირთავს დედას და ასულს, ან ორი ძმა ორ დას, განკანონებულ იყვნენ 7 წლით უზიარებლობით (ეპიტიმიით) რა თქმა უნდა უწესო ქორწინების დაუყოვნებელი დარღვევის შემდეგ

  • VI მსოფლიო კრების 54-ე კანონი

ვინც ძმის ცოლს შეირთავს, ის არ იქნება შეწყნარებული სინანულად, სანამ არ გაშორდება მას.

  • ბასილი დიდის 23-ე კანონი.

მართლმადიდებელმა მამაკაცმა და დედაკაცმა არ უნდა იქორწინონ მწვალებლებთან. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ ასეთი ქორწინება უკანონოდ და დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელის შეერთება არ შეიძლება. არც ცხვრისა და მგლის ერთად ყოფნა და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება. ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ჩვენი დადგენილება, უზიარებელი იყოს.

  • VI მსოფლიო კრების 72-ე კანონი

ქალები, რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილი არიან სიძვის მოქმედად, ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ, ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული, მაგრამ მათ ედებათ სამი წლით უზიარებლობის სასჯელი.

  • ბასილი დიდის 38-ე კანონი

ქორწინება, რომელიც შედგება დაქორწინებულთა პატრონის ნებართვის გარეშე, სიძვად ითვლება. თუ არც მამა იყოს ცოცხალი, არც პატრონი, დაქორწინებულებს არა აქვთ ბრალი. როცა პატრონი თანახმაა, მაშინ არის მტკიცე და კანონიერი ქორწინება

  • ბასილი დიდის 42-ე კანონი

ვინც სხვისაგან დანიშნულ დედაკაცზე მისი დამნიშვნელის სიცოცხლეშივე იქორწინოს, მრუშობისათვის დადგენილი სასჯელით დაისაჯოს.

  • VI მსოფლიო კრების 98-ე კანონი

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ზ(7) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან წმიდაჲ დღე აღვსებისაჲ უწინარეს გაზაფხულისა დღეთაჲსა ჰურიათა თანა სრულ-ყოს, განიკუეთენ.

ჱ(8) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, ანუ რომელიცა სამღდელოსა დასთაგა/განი, იქმნეს რაჲ წმიდისა მსხუერპლისა შეწირვაჲ, არა ეზიაროს, მიზეზი თქუას და უკუეთუ სამართალ იყოს მიზეზი იგი, შენდობაჲ მიემადლენ. ხოლო უკუეთუ არა თ ქუას, დაეცადენ მღდელობისგან, ვითარცა მიზეზ სავანებლისა ქმნილი ერისაჲ და იჭჳსა შემქმნელი შემწირველისა მისთჳს.

თ(9) ყოველთავე ეკლესიად შემავალთა მორწმუნეთაჲ და წარკიტხვასა წიგნთასა მომსმენელთაჲ, ხოლო არა მომლოდეთაჲ ლოცვასა და წმიდასა ზიარებასა, ვიტარცა უწესოების შემქმნელთაჲ ეკლესიისათაჲ, სზუარებელ-ყოფაჲ ჯერ-არს.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ი(10) უკუეთუ ვინმე სახლსაღათუ შინა თანამლოცველ ექმნეს, უზიარებელ იქმენინ იგიცა.

ია(11) უკუეთუ ვინმე განკუეთილსა სამღვდელოთაგანსა ვისცა თანამლოცველ ექმნეს ვითარცა მღვდელსა, განიკუეთენ იგიცა.

იბ(12) უკუეთუ ვინმე სამღვდელოთაგანი ანუ ერისაგანი უზიარებელი, ესე იგი არს შეუწყნარებელი, წარვიდეს სხუასა ქალაქსა და შეწყნარებულ იქმნეს თჳნიერ წიგნისა დასამტკიცებელისა, უზიარებელ იქმენინ შემწყნარებელიცა და შეწყნარებული იგი.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

იგ(13) უკუეთუ თჳთ უზიარებელ იყოს, განავრცენინ ჟამი უზიარებლობისა მისისაჲ, ვითარცა მტყუვრისა და შემაცთუნებელისა ეკლესიისა ღმრთისაჲ.

იდ(14) ეპისკოპოსსა არა ჴელეწიფების დატევებაჲ თჳსისა ეკლესიისაჲ და სხჳსა მიმართ მიცვალებაჲ, დაღათუ მრავალთა მიერ იიძულებოდის. არა თუ მართალი იყოს მიზეზი ამისდა ქმნად მაიძულებელი მისი, ვითარმცა უმეტესისა შეძინებისა ქმნად შემძლებელ იყო იგი მუშაკობითა მუნ სიტყუასა კეთილად მსახურებისასა. ხოლო ამას ნუმცა თავით თჳსით ჰყოფს, არამედ ბჭობითა მრავალტა ეპისკოპოსთაჲთა და ევედრებიტა დიდითა.

იე(15) უკუეთუ ვინმე ხუცესმან, ანუ / დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანმან დაუტეოს თჳსი ეკლესიაჲ და სხუაგან წარვიდეს და ყოვლითურთ მუნ დამკჳდრებული სხუასა ეკლესიასა შინა იქცეოდის თჳნიერ თანასათნო-ყოფისა ეპისკოპოსისა თჳსისა, ამას უბრძანებთ არღარა მღდელობად, უფროჲსღა უკუეთუ უწოდდეს მას ეპისკოპოსი თჳსი კუალად-ქცევად და იგი არა ერჩდეს, არამედ ეგოს უწესოებასა მას ხედა, ვითარცა ერისკაცი ეზიარებოდის მუნ.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ივ(16) ხოლო უკუეთუ ეპისკოპოსმან, რომლისა სამრემლოსა შინა იყოს, არარად შეჰრაცხოს მისთჳსგანსაზღვრებული ესე კანონი და ვითარცა მღდელი შეიწყნაროს იგი, დაეცადენ მღდელობისაგან იგიცა, ვითარცა მოძღუარი უწესოებისაჲ .

იზ(17) შემდგომად ნათლისღებისა ორგზის ქორწინებულსა, ანუ ხარჭისა მომგებელსა ვერღარა ძალ-უც, რაჲთა იქმნეს ეპისკოპოს, ანუ ჴელთდასხმულ იქმნეს ხუცად, ანუ დიაკონად, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანად.

იჱ(18) რომელმან ქურივი შეირთოს, ანუ განტევებული, ანუ მეძავი, ანუ მჴევალი, ანუ მგოსანთაგანი, ვერღარა ძალ-უც მოსვლაჲ ეპისკოპოსობად, ანუ ხუცობად, ანუ დიაკონობად, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგან ქმნაჲ.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ით(19) ორთა დათა მომყვანებელსა, ანუ ცოლის-დისასა ვერღარა ძალ-უც სამღდელო-ყოფაჲ.

კ(20) სამღდელოჲსა დასისამან, რომელმან თავსმდები დაიდგინოს, განიკუეთენ.

კა(21) საჭურისი უკუეთუ განსაცდელისა მიერ კაცთაჲსა გამოსაჭურისებულ იყოს, ანუ დევნილებასა შინა დაკლებულ იყოს სამამაკაცოთაგან, უკუეთუ ესრეთ იყოს და ღირს იყოს, იქმენინ მღდელ.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

კბ(22) რომელმან გამოისაჭურისოს თავი თჳსი, ნუ იქმნებინ იგი მღდელ, რამეთუ თჳთმკლველი არს თავისა თჳსისა და მტერი საღმრთოჲსა დამბადებლობისაჲ.

კგ(23) მღდელობასა შინა მყოფმან, რომელმან თავი თჳსი გამოისაჭურისოს, განიკუეთენ, ვითარცა მკლველი თავისა თჳსისაჲ.

კდ(24) ერისკაცმან, რომელმან თავი თჳსი გამოისაჭურისოს, უზიარებელ იქმენინ სამ წელ, რამეთუ მტერი არს ცხორებისა თჳსისაჲ.

შვილის მომკვლელი დედების შესახებ

დედები, რომლებიც საწამლავს ამზადებენ და თავის ნაყოფს სპობენ, ადრინდელი კანონის მიხედვით სიკვდილამდე არ დაიშვებოდნენ წმიდა საიდუმლოთა ზიარებაზე. ხოლო ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტი კაცთმოყვარება გამოვიჩინოთ და განვსაზღვრავთ, რომ მათ ათი წელი უნდა შეასრულონ ეპიტიმიის დაწესებულ ხარისხთა მიხედვით

  • ანკირიის კრების 21-ე კანონი

ქალებს, რომლებიც ჩვილებს სასიკვდილო წამალს მისცემენ და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებელ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ

  • VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი

წინასწარ განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს, კაცისმკვლელის სასჯელი ედება. ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, ჩასახულია და არის ბოლომდე გაფორმებული თუ არა მოწყვეტილი ჩვილი. აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებლის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი, რადგან ამ მიზეზით მრავალი ქალი კვდება. ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცისკვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ, მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ. მათი სრულიად განკურნება ბრალისაგან შეუძლია არა დროს, არამედ სინანულის სახეს.

  • ბასილი დიდის მე-2 კანონი

ხშირად ქალები ჯადოქრობით და გრძნეული ძალებით თავს აყვარებენ მამაკაცებს. ამ მიზნით აძლევენ ისეთ წამალს, რომელიც გონებას უკარგავს მათ და კლავს. ასეთი სიკვდილიც, თუმცა სხვა იყო მათი მონდომების მიზეზი და სხვა აღსრულდა, უჯერო და უწესო ხერხების ხმარებისათვის განზრახ კაცისკვლად ჩაითვლება. ამასთან ერთად ისინიც, ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ წამალს მისცემენ, კაცისმკვლელები არიან.

ასევე, კაცისმკვლელის ბრალი ედება, რათქმაუნდა იმათ, ვინც ამ წამალს მიიღებს და მოიხმარს

  • ბასილი დიდის მე-8 კანონი

თუ ქალმა მის მიერ გზაში შობილს ყურადღება მოაკლოს და როგორც შეძლოს არ გაუფრთხილდეს და უგულვებელყოს, ან ცოდვის დაფარვა განიზრახოს, ან ყოვლად კაცთმოძულე და მხეცური განზრახვა შეასრულოს, როგორც კაცისმკვლელი, ისე დაისაჯოს. ხოლო თუ ვერ შეძლოს გაფრთხილება ადგილის უდაბურობის ან გაჭირვებით შექმნილი აუტანელი პირობების გამო და დაიღუპოს შობილი, დედას უნდა შეენდოს.

  • ბასილი დიდის 52-ე კანონი

ჩაცმულობის შესახებ

თუ მამაკაცი სადედაკაცო სამოსელით შეიმოსოს, ან დედაკაცი – სამამაკაცოთი, უზიარებელ იყოს.

  • VI მსოფლიო კრების 62-ე კანონი

საფლავთა მძარცველთა შესახებ

საფლავთა მძარცველობა განიყოფა შესანდობლად და შეუნდობლად. თუ ვინმე ცხედარს მოერიდოს, დამარხული სხეული ხელუხლებლად დატოვოს ან დამარხოს ისევ, რომ მზემ არ ნახოს ბუნების უშვერება და ამ საფლავის ახლოს ააშენოს რაიმე ნაგებობა, თუმცა საქებარი საქციელი არ არის, მაგრამ ჩვეულებას ეს მიუჩნევია შესანდობლად, თუ რაიმე პატიოსანი და საზოგადოდ სასარგებლო საქმისათვის იქნება გამოყენებული ის ნივთები. ხოლო, გაჩხრეკა, მტვრად და მიწად ქცეული ხორცისა და ძვლების აქეთ-იქით მიმოყრა იმ იმედით, რომ შეიძენენ მასთან ერთად დამარხულ სამკაულებს, უნდა დაისაჯოს იმ კანონის მიხედვით, რომლითაც განაკანონებენ სიძვის ჩამდენს.

  • გრიგოლ ნოსელის მე-7 კანონი

თავისმკვლელთა შესახებ

შესაწირავის შეწირვა (ჟამის-წირვა) თავისმკვლელებისათვის არ შეიძლება, ხოლო ვინც ცნობადაკარგული იყო და თავი მოიკლა, მისთვის შეიძლება ჟამის-წირვის ჩატარება.

  • ტიმოთე ალექსანდრიელის კანონი

შვილის მიმტოვებელი დედების შესახებ

თუ ვინმე მიატოვებს შვილებს, არ კვებავს მათ და არ ეხმარება, რაც შეუძლია, რათა აღზარდოს სათანადო ღმრთისმსახურებით, არამედ, განდეგილობის მიზეზით უყურადღებოდ დატოვებს მათ, შეჩვენებულ იქნეს.

  • ღანგრის კრების მე-15 კანონი

ადამის უკვდავად დაბადების შესახებ

ვინც იტყვის, რომ პირველი კაცი – ადამი, დაიბადა მოკვდავად, ისე, რომ თუნდ ჩაედინა ცოდვა, თუნდ არა, მაინც ეწერა ხორციელი სიკვდილი, ე.ი. ხორციდან გასვლა არა ცოდვის სასჯელად, არამედ ბუნების აუცილებლობის გამო, შეჩვენებულ იყოს.

  • კართაგენის კრების 109-ე კანონი

ეკლესიის და სასულიერო პირთა შეურაცხყოფის შესახებ

თუ ვინმე ერისკაცი უგულებელყოფს საღმრთო და სამეუფო ბრძანებებს, სასაცილოდ აიგდებს ეკლესიის მოწიწების ღირს წესებს (დაუწერელ დადგენილებებსა და ძველ გადმოცემებს) და სჯულს ( დაწერილ კანონებს) და გაბედავს სასულიერო პირის ცემას და საპყრობილეში ჩაგდებას დანაშაულის გარეშე, ან რაიმე შეთხზული მიზეზის გამო, შეჩვენებულ იქნეს.

  • სოფიის ტაძარში შეკრებილ წმიდა მამათა მე-3 კანონი

თუ რა ასაკიდან განიკითხება ადამიანი ღმრთის მიერ

ყოველი ადამიანი შემეცნების და მსჯელობის უნარის მიხედვით, განიკითხება ათი წლის ასაკიდან, მეორენი კი, შემდგომი წლებიდან.

  • ტიმოთე ალექსანდრიელის მე-8 კანონი

მამაკაცის და ქალის ერთად ბანაობის აკრძალვის შესახებ

ქალთან ერთად ბანაობა ეკრძალება ყველა ქრისტიანს, რადგან ეს არის წარმართთა მიერ წამოყენებული პირველი ბრალდება ჩვენზე. ასეთ საქმეში მხილებული ერისკაცი უზიარებელ იქნეს.

  • ლაოდიკიის კრების 77-ე კანონი

უძლურთა დაცინვის შესახებ

თუ რომელიმე ერისკაცმა დასცინოს კოჭლს, ყრუს, ბრმას, ფეხებდაწყლულებულს, უზიარებლობით დაისაჯოს.

  • მოციქულთა კრების 57-ე კანონი

ქორწინების შესახებ

ქორწინება დადგენილია ღმრთის მიერ და ქორწინებითი პატიოსანი თანამემკვიდრეობა პატივსაცემია.

  • მოციქულთა კრების 51-ე; ღანგრის კრების 21-ე კანონები.

ვინც ქალწულობს არა ქალწულობის სიწმინდის გამო, არამედ იმიტომ, რომ საძაგლად თვლის ქორწინებას, შეჩვენებული იყოს.

  • ღანგრის კრების მე-9 კანონი

თუ ცოლი დატოვებს ქმარს ქორწინებისადმი ზიზღის მიზეზით, შეჩვენებულ იყოს.

  • ღანგრის კრების მე-14 კანონი

გვირგვინის კურთხევა აუცილებელია ეკლესიაში.

  • რუის-ურბნისის კრების მე-7 კანონი.

უკანონო ქორწინების გვირგვინი არ იკურთხება

  • თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აგათონის მიმართ.

მეორედ ქორწინების შესახებ

მეორედ ქორწინება არის მკურნალობა სიძვისაგან და არა სიბილწის მიზეზი

მეორედ ქორწინებული უზიარებლობით ისჯება ერთი ან ორი წლით.

  • ბასილი დიდის მე-4 კანონი

მესამედ ქორწინების შესახებ

მესამედ ქორწინება არის უწმინდურობა, მაგრამ სიძვაზე უკეთესია.

  • ბასილი დიდის 50-ე კანონი

მას უწოდებენ არა ქორწინებას, არამედ მრავალქორწინებას, უფრო კი სიძვას და სასჯელს იმსახურებს 3 წლით, ზოგჯერ კი ოთხი წლით უზიარებლობას.

უფალმა ხუთნაქმარევ სამარიტელს უთხრა: ”და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი”[იოანე 4, 18]. აქედან გამომდინარე, სამართლიანი არ არის, რომ მათ, რომლებიც მეორედ ქორწინებას გაცდებიან, ქმრობის ან ცოლობის სახელი ეწოდოს ვინმესგან.
ჩვენ მივიღეთ მესამედ ქორწინებულთა ხუთი წლით უზიარებელყოფა, მაგრამ ისინი მთლიანად არ უნდა გავაძევოთ ეკლესიიდან, არამედ ორ-სამ წელიწადს მსმენელობის ღირსი გავხადოთ. ამის შემდეგ, მათ ნება უნდა მივცეთ, რომ დადგნენ ზიარების ღირსთა შორის და როცა აჩვენებენ სინანულის ღირს ნაყოფს, მაშინ მიიღებენ წმიდა ზიარებას.

  • ბასილი დიდის მე-4 კანონი

მრავალქორწინების შესახებ

მამები დუმან ამ ცოდვის როგორც პირუტყვულ და კაცთა მოდგმისათვის სრულიად უცხოს შესახებ. ჩვენ გვგონია, რომ მრავალქორწინებულობა სიძვაზე უარესია, რის გამოც, სამართლიანია მათი განკანონება ისე, რომ ერთი წელი უნდა შესტიროდნენ, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და მხოლოდ ამგვარად უნდა იქნენ შეწყნარებულნი

  • ბასილი დიდის მე-80 კანონი

სიძვისა და მრუშობის შესახებ

და – ძმათა სისხლის აღმრევს კაცისმკვლელის სასჯელი ედება.

  • ბასილი დიდის 67-ე კანონი

ვინც გაბედოს დაქორწინება ნათესავზე, რომელთანაც ქორწინება არ შეიძლებავდა საქმით აღასრულოს ცოდვა, მას მემრუშეთა სასჯელი დაედოს და მათებრ იქნეს განკანონებული.

  • ბასილი დიდის 68-ე კანონი.

ვინც გაუშვებს კანონიერად შეუღლებულ დედაკაცს და სხვას მოიყვანს, იგი უფლის განჩინებისამებრ დაისჯება მრუშობის სასჯელით (შდრ. მათე 19,9) და განკანონებულ იქნება ჩვენი მამების მიერ შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ხოლო მეშვიდე წელს უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად გახდება იგი ღირსი ზიარებისა თუ ცრემლით მოინანიებს.

  • ბასილი დიდის 77- ე კანონი.

ის, ვინც მამის ცოლთან გაიხრწნება, იმავე სასჯელს ექვემდებარება, რაც განწესებულია თავის დასთან შეგინებულისთვის.
ბასილი დიდის 79-ე კანონი

დედაკაცი, რომელიც თავის ქმარს დატოვებს და სხვასთან წავა, მრუშია, როგორც იტყვის საღმრთო და დიდი ბასილი იერემია წინასწარმეტყველის სიტყვათა მოხმობით: ”თუ დედაკაცმა დატოვა თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ, შეგინებით შეიგინოს” [იერემია 3,1]; ან კიდევ ”ვისაც ყავს მრუში ცოლი, უგუნური არის და უღმრთო” [იგავთა 18, 23];

თუ გაირკვა, რომ ცოლი უმიზეზოდ გაშორდა ქმარს, მისი ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი – განკანონებისა. შენდობა ქმარს ეკლესიისაგან ზიარების შეიწყვეტლად მიეცეს, მაგრამ ”მამაკაცი, რომელმაც მიატოვოს კანონიერად შერთული ცოლი და სხვა მოიყვანოს, მრუშობის კანონით უნდა დაისაჯოს” [ლუკა 16, 18] როგორც უფალმა განაჩინა. ასეთები, ჩვენი მამების მიერ, ასე დაისჯებიან: ერთ წელიწადს უნდა შესტიროდნენ (ეკლესიის გარეთ მდგომნი), ორი წელი მსმენელებთან უნდა იდგნენ, სამი წელი შევრდომით (მუხლმოყრით) იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ მორწმუნეებთან ერთად და ასე გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ ბრალს.

  • VI მსოფლიო კრების 87-ე კანონი

უფლის განჩინება, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება ”სიძვის მიზეზის გარეშე” არ უნდა დაირღვეს [მათე 5, 32], თანაბრად ეხება მამაკაცებსა და ქალებს. ჩვეულება კი სხვას გვიჩვენებს. დედაკაცის შესახებ არსებობს ბევრი მკაცრი გამონათქვამი: რომ ”ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მათთან ერთად” [I კორინთელთა 6, 16], – ”თუ დედაკაცმა დატოვოს თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ შეგინებით შეიგინოს” [იერემია 3, 1]
ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ”რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი” [I კორინთელთა 7, 16]; ამის გამო, მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვის ქმარს, ხოლო მიტოვებული შენდობის ღირსია და მასთან შეერთებული სხვა დედაკაცი არ არის დასჯის ღირსი. თუ მამაკაცი მიატოვებს ცოლს და შეუერთდება სხვას, ის მრუშია იმის გამო, რომ ამით ცოლს აიძულებს იმრუსოს, მასთან შეერთებული დედაკაციც მრუშია იმის გამო, რომ სხვა დედაკაცის ქმარი მიისაკუთრა.

  • ბასილი დიდის მე-9 კანონი

თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და იგი ამხილონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში.

  • მოციქულთა კრების 61-ე კანონი

თუ ვისიმე ცოლი იმრუშებს, ან ვისიმე ქმარი მრუში იქნება, შვიდი წელი უნდა გაატაროს (ეპიტიმიის) ხარისხების მიხედვით, სანამ მიიღებს სრულ ზიარებას.

  • ანკირიის მე- 20 კანონი

თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება სამღვდელო პირი გახდეს, ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის მერე იმრუშებს, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს (ისევ) არა აქვს უფლება შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება.

  • ნეოკესარიის მე-8 კანონი.

ვინც სულთა საცდურად მეძავებს შეკრებს და გამოკვებავს, თუ ეკლესიის მსახური იყოს , განიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოს უზიარებელ იქნეს.

  • VI მსოფლიო კრების 86-ე კანონი

ვინც თავის მიერ გახრწნილ დედაკაცს მოიყვანს ცოლად, იმ გახრწნისათვის ჯეროვნად განკანონებული უნდა იქნეს, მაგრამ ნება მიეცეს, რომ ის დედაკაცი ჰყავდეს ცოლად.

  • ბასილი დიდის 25-ე კანონი

სიძვა არ არის ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი, ამის გამო უკეთესია, თუ შესაძლებელი იქნება, სიძვით შეერთებულთა დაშორება. ხოლო თუ ყველანაირად ესწრაფვიან ერთად ცხოვრებას, მათ უნდა შეასრულონ სიძვის კანონი, ხოლო ერთად ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ, რათა უარესი არ მოხდეს.

  • ბასილი დიდის 26-ე კანონი

ძალით გახრწნილს ბრალი არ ედება. იმის გამო, თუ მხევალი იძულებულ იქნა ბატონის მიერ, მას ბრალი არა აქვს.

  • ბასილი დიდის 49-ე კანონი

ჩვენმა მამებმა არ ბრძანეს იმ დედაკაცების გამოაშკარავება, რომლებიც იმრუშებენ და შემდეგ, ღმრთის შიშით, აღიარებენ ცოდვას , ან სხვა სახით გამომჟღავნდებიან, რათა ეს არ გახდეს სიკვდილის მიზეზი მხილებულთათვის. მამებმა მათ მორწმუნეებთან დგომის ნება დართეს, ოღონდ ზიარების გარეშე, სანამ არ შესრულდება მათი სინანულის ვადა.

  • ბასილი დიდის 34-ე კანონი

თუ ცოლიანი იქორწინებს უცხო დედაკაცთან, ამ ქალის წართმევის შემდეგ, იგი მრუშად არის წოდებული პირველი ცოლის მიმართ, ხოლო მეორე ცოლის მიმართ იგი უდანაშაულოა.

  • ბასილი დიდის 37-ე კანონი

მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში

  • ბასილი დიდის 39- კანონი.

მოტაცების შესახებ

თუ ვინმე მოტაცებით მოიყვანს ცოლს, რომელიც ადრე სხვაზე იყო დანიშნული, მისი შეწყნარება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გაუშვებს მას. პირველ დანიშნულს, უფლება აქვს თუ სურს, მოიყვანოს ან გაუშვას. ხოლო თუ ვინმე თავისუფალს მიიტაცებს, ისიც უნდა გაუშვას და დაუბრუნოს თავის ნათესავებს. თუ მისი ახლობლები ნებას დართავენ, ქალის მშობლები იქნებიან ისინი, ძმები თუ მეურვეები და თუ ინებებენ ქალის მიცემას, მაშინ დამტკიცებულ იყოს ეს თანაცხოვრება. ხოლო თუ არ ინებებენ, ნურც იქნებიან იძულებულნი.

  • ბასილი დიდის 22-ე კანონი

დედაკაცების მომტაცებელთა შესახებ არა გვაქვს ძველი კანონი, მაგრამ ჩვენი მოსაზრებით დავაწესებთ, რომ სამი წელი დაჰყონ ლოცვის გარეშე, იმათაც და მოტაცების ხელისშემწყობებმაც, ხოლო თუ ვინმე ამგვარ რამეს მოიმოქმედებს ძალადობის გარეშე, ის უდანაშაულოდ უნდა ჩაითვალოს, თუ არც გახრწნას , არც მოპარვას არ ექნება ადგილი ამ საქმეში. ქვრივი კი თავის თავის პატრონია და მისი ნებაა კაცის წაყოლა. ამის გამო ჩვენი საზრუნავი არ არის, თუ რა სახის არის ამ შემთხვევაში მოტაცება.

  • ბასილი დიდის 30-ე კანონი

თუ ვიმემ დაუნიშნავი ქალწული მოიტაცოს ძალით, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ, უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, თუნდაც გლახაკი იყოს იგი.

  • მოციქულთა კრების 67-ე კანონი

დანიშნული ქალი, შემდეგ სხვის მიერ მოტაცებული, უნდა დაუბრუნდეს იმას, რომელზეც ადრე იყო დანიშნული, მომტაცებლისაგან ძალადობის შემთხვევაშიც.

  • ანკირიის კრების მე-11 კანონი

ვინც მოიტაცებს ქალს მასთან თანაცხოვრების ნიშნით და ვინც მათი თანაშემწყობი ან მრჩეველი იქნება, წმიდა კრება მათ შესახებ ადგენს: რომ თუ სასულიერო პირი იქნება, აეყაროს პატივი, თუ ერისკაცი, შეჩვენებულ იყვეს.

  • ქალკედონის კრების მე-4, 27-ე კანონები.

ეკლესიაში წაკითხული უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები.

კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა, ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღმრთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა, ისო ნავეს ძისა, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზდრას ორი წიგნი.

ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის – სამი, იაკობ მოციქულის – ერთი, იუდა მოციქულის – ერთი, იოანეს გამოცხადება – ერთი წიგნი

  • კართაგენის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი

საღმრთო წერილი ახსნილი და განმარტებული უნდა იყოს წმიდა მამათა ნაწერებიდან შეთანხმებით

  • VII მსოფლიო კრების მე-19 კანონი

საღმრთო წერილის წინააღმდეგნი არავინ გადარჩენილა ღმრთისაგან დაუსჯელი

  • კართაგენის კრების მე-5 კანონი

ზიარების შესახებ

მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში ლოცვის დასრულებას და ზიარებას არ ელოდება, უზიარებლობით ისჯება

  • მოციქულთა კრების მე-9 კანონი

ყველამ, ვინც მიდის ამ ქვეყნიდან უნდა მიიღოს ზიარება

  • I მსოფლიო კრების მე-13, კართაგენის მე-7,
  • გრიგოლ ნოსელის I და მე-4 კანონები

ქალს, რომელსაც დედათა წესი აქვს, არ უნდა ეზიაროს.

  • ტიმოთე ალექსანდრიელის მე-7,
  • დიონისე ალექსანდრიელი მე-2 კანონები

გარდაცვლილის ზიარება არ შეიძლება

  • VII მსოფლიო კრების 83-ე კანონი

თუ მოუნათლავი უცოდინრობით ეზიარება საიდუმლოს უნდა მოინათლოს, რადგანაც ღვთისაგან არის მოწოდებული.

  • ტიმოთე ალექსანდრიელის I კანონი.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ა(1) ეპისკოპოსი ჴელდასხმულ იქმნებოდნენ ეპისკოპოსთა მიერ ორთა ანუ თუ სამთა.

ბ(2) ხუცესი ერთისა ეპისკოპოსისა მიერ ჴელდასხმულ იქმნებოდნენ და დიაკონი და სხუანი სამღდელონი დასნი.

გ(3) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან თჳნიერ უფლისა მიერ განწესებულისა მის შეწიროს სხუაჲ რაჲმე მსხვერპლად საკურთხეველსა ზედა ანუ თაფლი, ანუ სძე, ანუ ნაცვალად ღჳნისა თაფლუჭი რაჲმე მოპოვნებული, ანუ მფრინველი, ანუ ცხოველთაგანი რაჲმე, ანუ ცერცუთაჲ თჳნიერ განწესებულისა მის, განიკუეთენ თჳნიერ ახალი იფქლისა კონაჲ და ყურძენი ჟამსა თჳსსა, ვინაჲცა არა ჯერ-არს სხჳსა რაჲსმე შეღებაჲ საკურთხეველად თჳნიერ ზეთისა სანთებლად და საკუმეველისაჲ ჟამსა მას შეწირვისასა.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

დ(3) ხოლო სხუაჲ ყოველივე დასაბამი ნაყოფთა და ხილთაჲ სახლთა მათთა წარეცემოდედ ეპისკოპოსსა

და ხუცესთა და ნუ საკურთხეველად მიმართ. ხოლო ცხად არს, ვითარმედ ეპისკოპოსი და ხუცესნი განუყოფენ მას დიაკონთა და სხუათა მოყუასთა.

ე(5) ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი მეუღლესა თჳსსა ნუ განეშორებიან მიზეზითა კრზალულებისაჲთა და უკუეთუ განიშოროს, დაეხადენ მღვდლობისაგან, ხოლო უკუეთუ დაადგრეს განშორებასა მას ზედა, განიკუეთენ.

ვ(6) ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი სოფლიოთა ზრუნვათა ნუ შეეყოფვის. უკუეთუ არა, განიკუეთენ.

ნათლისღების შესახებ

ქალი, არ შეიძლება მოინათლოს მანამ, სანამ დედათა წესისაგან არ განიწმინდება

  • ტიმოთე ალექსანდრიელის მე-6 კანონი

ჩვილები, რომლებსაც არ ჰყავთ მტკიცე და ზედმიწევნით მცოდნე მოწმეები, რომლებიც დაამოწმებენ, რომ ისინი ნამდვილად ნათელღებულნი არიან და თვითონაც არ შეუძლიათ პასუზი გასცენ უასაკობის გამო, რომ მიღებული აქვთ ნათელი, ყოველგვარი მიზეზ გარეშე უნდა მოინათლონ, რადგან შესაძლებელია ამგვარად ისინი მოუნათლავნი დარჩნენ

  • VI მსოფლიო კრების 84-ე,
  • კართაგენის კრების 72-ე კანონები

ფეხმძიმე უნდა მოინათლოს მაშინ, როდესაც მოისურვებს. ამ დროს ინათლება დედა და არა მისი ნაყოფი მისი მეშვეობით, ვინაიდან ქრისტესთან შეერთების სურვილი მოსანათლმა თავისი ნებით უნდა გამოამჟღავნოს

  • ნეოკესარიის კრების მე-6 კანონი

მეორედ ნათლისღება არ შეიძლება

  • მოციქულთა კრების 47-ე,
  • კართაგენის კრების 48-ე კანონები

ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღები

  • მოციქულთა კრების 46-ე,
  • ბასილი დიდის I კანონები

მწვალებელთა შესახებ

ძველი წმინდა მამების განწესებით, მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა მათ, ვინც სარწმუნოებისაგან მთლიანად ჩამოცილებულია და უცხო ქმნილია. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან განყოფილნი. ერესი ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში.

  • ბასილი დიდის I კანონი

არ შეიძლება ერეტიკოსთან ერთად ლოცვა და მათ შესაკრებელში შესვლა სალოცავად.

  • მოციქულთა კრების 45ე, 65ე,
  • ლაოდიკიის კრების 33ე კანონები

ერესი იმსახურებს შეჩვენებას.

  • II მსოფლიო კრების I კანონი

მწვალებლებს არა აქვთ ღმრთისმსახურებაზე და მორწმუნეთა ლოცვაზე დასწრების ნება, ღმრთის სახლში შესვლის ნება. თუ ისინი ისევ მტკიცედ არიან ერესის მიმდევრები.

  • ლაოდიკიის კრების მე-6 და მე-9 კანონები.

არ შეიძლება მათგან მსხვერპლის მიღება.

  • მოციქულთა კრების 46-ე კანონი

არც მათთან დღესასწაულობა.

  • ლაოდიკიის კრების 37-ე კანონი

არ შეიძლება სიარული ერეტიკოსთა სასაფლაოზე ან მოწამეთა ადგილებად წოდებულ საწამებლებში, რომლებიც განკუთვნილია სალოცავად და განსაკურნებლად.

  • ლაოდიკიის კრების მე-9 კანონი.

არ შეიძლება მათთან ქორწინებით შეუღლება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი დადებენ პირობას რომ გადავლენ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე.

  • IV მსოფლიო კრების მე-14, VI მსოფლიო კრების 72-ე,
  • ლაოდიკიის კრების მე-10, 31-ე, 72-ე,
  • კართაგენის კრების 21-ე კანონები

ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე.

  • კართაგენის კრების 68-ე კანონი.

თუ ვინმე ერისკაცი, ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, უზიარებლობით დაისაჯოს

  • მოციქულთა კრების 65-ე კანონი

თუ ვინმე ერისკაცმა ურიებთან ერთად იმარხოს, ან იდღესასწაულოს მათთან ერთად, მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად უცომო ან სხვა რაიმე მსგავსი, უზიარებლობით დაისაჯოს.

  • მოციქულთა კრების 70-ე კანონი

ქორწინების შესახებ

ქორწინება დადგენილია ღმრთის მიერ და ქორწინებითი პატიოსანი თანამემკვიდრეობა პატივსაცემია

  • მოციქულთა კრების 51-ე კანონი,
  • ღანგრის კრების 21-ე კანონები

უკანონო ქორწინების გვირგვინი არ იკურთხება.

  • თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აგათონის მიმართ.

არ შეიძლება ერეტიკოსთან მზახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან

  • ლაოდიკიის კრების 31-ე კანონი

სულიერი ნათესაობა მეტია, ვიდრე ხორციელი. ზოგიერთნი, ნათლავენ რა ჩვილ ყრმებს, მათი მშობელი დედების დაქვრივების შემდეგ, ქორწინდებიან მათზე. ვადგენთ: ვინც ჩაიდენს ამგვარ რამეს, დაირღვეს ასეთი უწესო ქორწინება და მეძავთა კანონით დაისაჯოს.

  • VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი

საღმრთო წერილი ცხადად გვასწავლის, რომ არ შეხვიდე სასირცხო კავშირში ხორციელ ნათესავთან (ლევიტელთა 18,6). უფრო ცხადად განვიხილოთ ისინი და დავადგინოთ, რომ თუ ვინმე ამიერიდან იქორწინებს მამის ძმისწულზე, ან მამა და ვაჟიშვილი იქორწინებენ დედასთან და ასულთან, ან ორი და იქორწინებს ვაჟიშვილთან და მამასთან, ან ორი ძმა შეირთავს დედას და ასულს, ან ორი ძმა ორ დას, განკანონებულ იყვნენ 7 წლით უზიარებლობით (ეპიტიმიით) რა თქმა უნდა უწესო ქორწინების დაუყოვნებელი დარღვევის შემდეგ

  • VI მსოფლიო კრების 54-ე კანონი

ვინც ძმის ცოლს შეირთავს, ის არ იქნება შეწყნარებული სინანულად, სანამ არ გაშორდება მას.

  • ბასილი დიდის 23-ე კანონი.

მართლმადიდებელმა მამაკაცმა და დედაკაცმა არ უნდა იქორწინონ მწვალებლებთან. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ ასეთი ქორწინება უკანონოდ და დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელის შეერთება არ შეიძლება. არც ცხვრისა და მგლის ერთად ყოფნა და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება. ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ჩვენი დადგენილება, უზიარებელი იყოს.

  • VI მსოფლიო კრების 72-ე კანონი

ქალები, რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილი არიან სიძვის მოქმედად, ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ, ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული, მაგრამ მათ ედებათ სამი წლით უზიარებლობის სასჯელი.

  • ბასილი დიდის 38-ე კანონი

ქორწინება, რომელიც შედგება დაქორწინებულთა პატრონის ნებართვის გარეშე, სიძვად ითვლება. თუ არც მამა იყოს ცოცხალი, არც პატრონი, დაქორწინებულებს არა აქვთ ბრალი. როცა პატრონი თანახმაა, მაშინ არის მტკიცე და კანონიერი ქორწინება

  • ბასილი დიდის 42-ე კანონი

ვინც სხვისაგან დანიშნულ დედაკაცზე მისი დამნიშვნელის სიცოცხლეშივე იქორწინოს, მრუშობისათვის დადგენილი სასჯელით დაისაჯოს.

  • VI მსოფლიო კრების 98-ე კანონი

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ზ(7) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან წმიდაჲ დღე აღვსებისაჲ უწინარეს გაზაფხულისა დღეთაჲსა ჰურიათა თანა სრულ-ყოს, განიკუეთენ.

ჱ(8) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, ანუ რომელიცა სამღდელოსა დასთაგა/განი, იქმნეს რაჲ წმიდისა მსხუერპლისა შეწირვაჲ, არა ეზიაროს, მიზეზი თქუას და უკუეთუ სამართალ იყოს მიზეზი იგი, შენდობაჲ მიემადლენ. ხოლო უკუეთუ არა თ ქუას, დაეცადენ მღდელობისგან, ვითარცა მიზეზ სავანებლისა ქმნილი ერისაჲ და იჭჳსა შემქმნელი შემწირველისა მისთჳს.

თ(9) ყოველთავე ეკლესიად შემავალთა მორწმუნეთაჲ და წარკიტხვასა წიგნთასა მომსმენელთაჲ, ხოლო არა მომლოდეთაჲ ლოცვასა და წმიდასა ზიარებასა, ვიტარცა უწესოების შემქმნელთაჲ ეკლესიისათაჲ, სზუარებელ-ყოფაჲ ჯერ-არს.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ი(10) უკუეთუ ვინმე სახლსაღათუ შინა თანამლოცველ ექმნეს, უზიარებელ იქმენინ იგიცა.

ია(11) უკუეთუ ვინმე განკუეთილსა სამღვდელოთაგანსა ვისცა თანამლოცველ ექმნეს ვითარცა მღვდელსა, განიკუეთენ იგიცა.

იბ(12) უკუეთუ ვინმე სამღვდელოთაგანი ანუ ერისაგანი უზიარებელი, ესე იგი არს შეუწყნარებელი, წარვიდეს სხუასა ქალაქსა და შეწყნარებულ იქმნეს თჳნიერ წიგნისა დასამტკიცებელისა, უზიარებელ იქმენინ შემწყნარებელიცა და შეწყნარებული იგი.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

იგ(13) უკუეთუ თჳთ უზიარებელ იყოს, განავრცენინ ჟამი უზიარებლობისა მისისაჲ, ვითარცა მტყუვრისა და შემაცთუნებელისა ეკლესიისა ღმრთისაჲ.

იდ(14) ეპისკოპოსსა არა ჴელეწიფების დატევებაჲ თჳსისა ეკლესიისაჲ და სხჳსა მიმართ მიცვალებაჲ, დაღათუ მრავალთა მიერ იიძულებოდის. არა თუ მართალი იყოს მიზეზი ამისდა ქმნად მაიძულებელი მისი, ვითარმცა უმეტესისა შეძინებისა ქმნად შემძლებელ იყო იგი მუშაკობითა მუნ სიტყუასა კეთილად მსახურებისასა. ხოლო ამას ნუმცა თავით თჳსით ჰყოფს, არამედ ბჭობითა მრავალტა ეპისკოპოსთაჲთა და ევედრებიტა დიდითა.

იე(15) უკუეთუ ვინმე ხუცესმან, ანუ / დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანმან დაუტეოს თჳსი ეკლესიაჲ და სხუაგან წარვიდეს და ყოვლითურთ მუნ დამკჳდრებული სხუასა ეკლესიასა შინა იქცეოდის თჳნიერ თანასათნო-ყოფისა ეპისკოპოსისა თჳსისა, ამას უბრძანებთ არღარა მღდელობად, უფროჲსღა უკუეთუ უწოდდეს მას ეპისკოპოსი თჳსი კუალად-ქცევად და იგი არა ერჩდეს, არამედ ეგოს უწესოებასა მას ხედა, ვითარცა ერისკაცი ეზიარებოდის მუნ.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ივ(16) ხოლო უკუეთუ ეპისკოპოსმან, რომლისა სამრემლოსა შინა იყოს, არარად შეჰრაცხოს მისთჳსგანსაზღვრებული ესე კანონი და ვითარცა მღდელი შეიწყნაროს იგი, დაეცადენ მღდელობისაგან იგიცა, ვითარცა მოძღუარი უწესოებისაჲ .

იზ(17) შემდგომად ნათლისღებისა ორგზის ქორწინებულსა, ანუ ხარჭისა მომგებელსა ვერღარა ძალ-უც, რაჲთა იქმნეს ეპისკოპოს, ანუ ჴელთდასხმულ იქმნეს ხუცად, ანუ დიაკონად, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანად.

იჱ(18) რომელმან ქურივი შეირთოს, ანუ განტევებული, ანუ მეძავი, ანუ მჴევალი, ანუ მგოსანთაგანი, ვერღარა ძალ-უც მოსვლაჲ ეპისკოპოსობად, ანუ ხუცობად, ანუ დიაკონობად, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგან ქმნაჲ.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

ით(19) ორთა დათა მომყვანებელსა, ანუ ცოლის-დისასა ვერღარა ძალ-უც სამღდელო-ყოფაჲ.

კ(20) სამღდელოჲსა დასისამან, რომელმან თავსმდები დაიდგინოს, განიკუეთენ.

კა(21) საჭურისი უკუეთუ განსაცდელისა მიერ კაცთაჲსა გამოსაჭურისებულ იყოს, ანუ დევნილებასა შინა დაკლებულ იყოს სამამაკაცოთაგან, უკუეთუ ესრეთ იყოს და ღირს იყოს, იქმენინ მღდელ.

კანონი წმინდათა მოციქულთანი

კბ(22) რომელმან გამოისაჭურისოს თავი თჳსი, ნუ იქმნებინ იგი მღდელ, რამეთუ თჳთმკლველი არს თავისა თჳსისა და მტერი საღმრთოჲსა დამბადებლობისაჲ.

კგ(23) მღდელობასა შინა მყოფმან, რომელმან თავი თჳსი გამოისაჭურისოს, განიკუეთენ, ვითარცა მკლველი თავისა თჳსისაჲ.

კდ(24) ერისკაცმან, რომელმან თავი თჳსი გამოისაჭურისოს, უზიარებელ იქმენინ სამ წელ, რამეთუ მტერი არს ცხორებისა თჳსისაჲ.

შვილის მომკვლელი დედების შესახებ

დედები, რომლებიც საწამლავს ამზადებენ და თავის ნაყოფს სპობენ, ადრინდელი კანონის მიხედვით სიკვდილამდე არ დაიშვებოდნენ წმიდა საიდუმლოთა ზიარებაზე. ხოლო ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტი კაცთმოყვარება გამოვიჩინოთ და განვსაზღვრავთ, რომ მათ ათი წელი უნდა შეასრულონ ეპიტიმიის დაწესებულ ხარისხთა მიხედვით

  • ანკირიის კრების 21-ე კანონი

ქალებს, რომლებიც ჩვილებს სასიკვდილო წამალს მისცემენ და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებელ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ

  • VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი

წინასწარ განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს, კაცისმკვლელის სასჯელი ედება. ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, ჩასახულია და არის ბოლომდე გაფორმებული თუ არა მოწყვეტილი ჩვილი. აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებლის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი, რადგან ამ მიზეზით მრავალი ქალი კვდება. ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცისკვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ, მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ. მათი სრულიად განკურნება ბრალისაგან შეუძლია არა დროს, არამედ სინანულის სახეს.

  • ბასილი დიდის მე-2 კანონი

ხშირად ქალები ჯადოქრობით და გრძნეული ძალებით თავს აყვარებენ მამაკაცებს. ამ მიზნით აძლევენ ისეთ წამალს, რომელიც გონებას უკარგავს მათ და კლავს. ასეთი სიკვდილიც, თუმცა სხვა იყო მათი მონდომების მიზეზი და სხვა აღსრულდა, უჯერო და უწესო ხერხების ხმარებისათვის განზრახ კაცისკვლად ჩაითვლება. ამასთან ერთად ისინიც, ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ წამალს მისცემენ, კაცისმკვლელები არიან.

ასევე, კაცისმკვლელის ბრალი ედება, რათქმაუნდა იმათ, ვინც ამ წამალს მიიღებს და მოიხმარს

  • ბასილი დიდის მე-8 კანონი

თუ ქალმა მის მიერ გზაში შობილს ყურადღება მოაკლოს და როგორც შეძლოს არ გაუფრთხილდეს და უგულვებელყოს, ან ცოდვის დაფარვა განიზრახოს, ან ყოვლად კაცთმოძულე და მხეცური განზრახვა შეასრულოს, როგორც კაცისმკვლელი, ისე დაისაჯოს. ხოლო თუ ვერ შეძლოს გაფრთხილება ადგილის უდაბურობის ან გაჭირვებით შექმნილი აუტანელი პირობების გამო და დაიღუპოს შობილი, დედას უნდა შეენდოს.

  • ბასილი დიდის 52-ე კანონი

ჩაცმულობის შესახებ

თუ მამაკაცი სადედაკაცო სამოსელით შეიმოსოს, ან დედაკაცი – სამამაკაცოთი, უზიარებელ იყოს.

  • VI მსოფლიო კრების 62-ე კანონი

საფლავთა მძარცველთა შესახებ

საფლავთა მძარცველობა განიყოფა შესანდობლად და შეუნდობლად. თუ ვინმე ცხედარს მოერიდოს, დამარხული სხეული ხელუხლებლად დატოვოს ან დამარხოს ისევ, რომ მზემ არ ნახოს ბუნების უშვერება და ამ საფლავის ახლოს ააშენოს რაიმე ნაგებობა, თუმცა საქებარი საქციელი არ არის, მაგრამ ჩვეულებას ეს მიუჩნევია შესანდობლად, თუ რაიმე პატიოსანი და საზოგადოდ სასარგებლო საქმისათვის იქნება გამოყენებული ის ნივთები. ხოლო, გაჩხრეკა, მტვრად და მიწად ქცეული ხორცისა და ძვლების აქეთ-იქით მიმოყრა იმ იმედით, რომ შეიძენენ მასთან ერთად დამარხულ სამკაულებს, უნდა დაისაჯოს იმ კანონის მიხედვით, რომლითაც განაკანონებენ სიძვის ჩამდენს.

  • გრიგოლ ნოსელის მე-7 კანონი

თავისმკვლელთა შესახებ

შესაწირავის შეწირვა (ჟამის-წირვა) თავისმკვლელებისათვის არ შეიძლება, ხოლო ვინც ცნობადაკარგული იყო და თავი მოიკლა, მისთვის შეიძლება ჟამის-წირვის ჩატარება.

  • ტიმოთე ალექსანდრიელის კანონი

შვილის მიმტოვებელი დედების შესახებ

თუ ვინმე მიატოვებს შვილებს, არ კვებავს მათ და არ ეხმარება, რაც შეუძლია, რათა აღზარდოს სათანადო ღმრთისმსახურებით, არამედ, განდეგილობის მიზეზით უყურადღებოდ დატოვებს მათ, შეჩვენებულ იქნეს.

  • ღანგრის კრების მე-15 კანონი

ადამის უკვდავად დაბადების შესახებ

ვინც იტყვის, რომ პირველი კაცი – ადამი, დაიბადა მოკვდავად, ისე, რომ თუნდ ჩაედინა ცოდვა, თუნდ არა, მაინც ეწერა ხორციელი სიკვდილი, ე.ი. ხორციდან გასვლა არა ცოდვის სასჯელად, არამედ ბუნების აუცილებლობის გამო, შეჩვენებულ იყოს.

  • კართაგენის კრების 109-ე კანონი

ეკლესიის და სასულიერო პირთა შეურაცხყოფის შესახებ

თუ ვინმე ერისკაცი უგულებელყოფს საღმრთო და სამეუფო ბრძანებებს, სასაცილოდ აიგდებს ეკლესიის მოწიწების ღირს წესებს (დაუწერელ დადგენილებებსა და ძველ გადმოცემებს) და სჯულს ( დაწერილ კანონებს) და გაბედავს სასულიერო პირის ცემას და საპყრობილეში ჩაგდებას დანაშაულის გარეშე, ან რაიმე შეთხზული მიზეზის გამო, შეჩვენებულ იქნეს.

  • სოფიის ტაძარში შეკრებილ წმიდა მამათა მე-3 კანონი

თუ რა ასაკიდან განიკითხება ადამიანი ღმრთის მიერ

ყოველი ადამიანი შემეცნების და მსჯელობის უნარის მიხედვით, განიკითხება ათი წლის ასაკიდან, მეორენი კი, შემდგომი წლებიდან.

  • ტიმოთე ალექსანდრიელის მე-8 კანონი

მამაკაცის და ქალის ერთად ბანაობის აკრძალვის შესახებ

ქალთან ერთად ბანაობა ეკრძალება ყველა ქრისტიანს, რადგან ეს არის წარმართთა მიერ წამოყენებული პირველი ბრალდება ჩვენზე. ასეთ საქმეში მხილებული ერისკაცი უზიარებელ იქნეს.

  • ლაოდიკიის კრების 77-ე კანონი

უძლურთა დაცინვის შესახებ

თუ რომელიმე ერისკაცმა დასცინოს კოჭლს, ყრუს, ბრმას, ფეხებდაწყლულებულს, უზიარებლობით დაისაჯოს.

  • მოციქულთა კრების 57-ე კანონი

ქორწინების შესახებ

ქორწინება დადგენილია ღმრთის მიერ და ქორწინებითი პატიოსანი თანამემკვიდრეობა პატივსაცემია.

  • მოციქულთა კრების 51-ე; ღანგრის კრების 21-ე კანონები.

ვინც ქალწულობს არა ქალწულობის სიწმინდის გამო, არამედ იმიტომ, რომ საძაგლად თვლის ქორწინებას, შეჩვენებული იყოს.

  • ღანგრის კრების მე-9 კანონი

თუ ცოლი დატოვებს ქმარს ქორწინებისადმი ზიზღის მიზეზით, შეჩვენებულ იყოს.

  • ღანგრის კრების მე-14 კანონი

გვირგვინის კურთხევა აუცილებელია ეკლესიაში.

  • რუის-ურბნისის კრების მე-7 კანონი.

უკანონო ქორწინების გვირგვინი არ იკურთხება

  • თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აგათონის მიმართ.

მეორედ ქორწინების შესახებ

მეორედ ქორწინება არის მკურნალობა სიძვისაგან და არა სიბილწის მიზეზი

მეორედ ქორწინებული უზიარებლობით ისჯება ერთი ან ორი წლით.

  • ბასილი დიდის მე-4 კანონი

მესამედ ქორწინების შესახებ

მესამედ ქორწინება არის უწმინდურობა, მაგრამ სიძვაზე უკეთესია.

  • ბასილი დიდის 50-ე კანონი

მას უწოდებენ არა ქორწინებას, არამედ მრავალქორწინებას, უფრო კი სიძვას და სასჯელს იმსახურებს 3 წლით, ზოგჯერ კი ოთხი წლით უზიარებლობას.

უფალმა ხუთნაქმარევ სამარიტელს უთხრა: ”და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი”[იოანე 4, 18]. აქედან გამომდინარე, სამართლიანი არ არის, რომ მათ, რომლებიც მეორედ ქორწინებას გაცდებიან, ქმრობის ან ცოლობის სახელი ეწოდოს ვინმესგან.

ჩვენ მივიღეთ მესამედ ქორწინებულთა ხუთი წლით უზიარებელყოფა, მაგრამ ისინი მთლიანად არ უნდა გავაძევოთ ეკლესიიდან, არამედ ორ-სამ წელიწადს მსმენელობის ღირსი გავხადოთ. ამის შემდეგ, მათ ნება უნდა მივცეთ, რომ დადგნენ ზიარების ღირსთა შორის და როცა აჩვენებენ სინანულის ღირს ნაყოფს, მაშინ მიიღებენ წმიდა ზიარებას.

  • ბასილი დიდის მე-4 კანონი

მრავალქორწინების შესახებ

მამები დუმან ამ ცოდვის როგორც პირუტყვულ და კაცთა მოდგმისათვის სრულიად უცხოს შესახებ. ჩვენ გვგონია, რომ მრავალქორწინებულობა სიძვაზე უარესია, რის გამოც, სამართლიანია მათი განკანონება ისე, რომ ერთი წელი უნდა შესტიროდნენ, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და მხოლოდ ამგვარად უნდა იქნენ შეწყნარებულნი

  • ბასილი დიდის მე-80 კანონი

სიძვისა და მრუშობის შესახებ

და – ძმათა სისხლის აღმრევს კაცისმკვლელის სასჯელი ედება.

  • ბასილი დიდის 67-ე კანონი

ვინც გაბედოს დაქორწინება ნათესავზე, რომელთანაც ქორწინება არ შეიძლებავდა საქმით აღასრულოს ცოდვა, მას მემრუშეთა სასჯელი დაედოს და მათებრ იქნეს განკანონებული.

  • ბასილი დიდის 68-ე კანონი.

ვინც გაუშვებს კანონიერად შეუღლებულ დედაკაცს და სხვას მოიყვანს, იგი უფლის განჩინებისამებრ დაისჯება მრუშობის სასჯელით (შდრ. მათე 19,9) და განკანონებულ იქნება ჩვენი მამების მიერ შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ხოლო მეშვიდე წელს უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად გახდება იგი ღირსი ზიარებისა თუ ცრემლით მოინანიებს.

  • ბასილი დიდის 77- ე კანონი.

ის, ვინც მამის ცოლთან გაიხრწნება, იმავე სასჯელს ექვემდებარება, რაც განწესებულია თავის დასთან შეგინებულისთვის.

  • ბასილი დიდის 79-ე კანონი

დედაკაცი, რომელიც თავის ქმარს დატოვებს და სხვასთან წავა, მრუშია, როგორც იტყვის საღმრთო და დიდი ბასილი იერემია წინასწარმეტყველის სიტყვათა მოხმობით: ”თუ დედაკაცმა დატოვა თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ, შეგინებით შეიგინოს” [იერემია 3,1]; ან კიდევ ”ვისაც ყავს მრუში ცოლი, უგუნური არის და უღმრთო” [იგავთა 18, 23];

თუ გაირკვა, რომ ცოლი უმიზეზოდ გაშორდა ქმარს, მისი ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი – განკანონებისა. შენდობა ქმარს ეკლესიისაგან ზიარების შეიწყვეტლად მიეცეს, მაგრამ ”მამაკაცი, რომელმაც მიატოვოს კანონიერად შერთული ცოლი და სხვა მოიყვანოს, მრუშობის კანონით უნდა დაისაჯოს” [ლუკა 16, 18] როგორც უფალმა განაჩინა. ასეთები, ჩვენი მამების მიერ, ასე დაისჯებიან: ერთ წელიწადს უნდა შესტიროდნენ (ეკლესიის გარეთ მდგომნი), ორი წელი მსმენელებთან უნდა იდგნენ, სამი წელი შევრდომით (მუხლმოყრით) იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ მორწმუნეებთან ერთად და ასე გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ ბრალს.

  • VI მსოფლიო კრების 87-ე კანონი

უფლის განჩინება, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება ”სიძვის მიზეზის გარეშე” არ უნდა დაირღვეს [მათე 5, 32], თანაბრად ეხება მამაკაცებსა და ქალებს. ჩვეულება კი სხვას გვიჩვენებს. დედაკაცის შესახებ არსებობს ბევრი მკაცრი გამონათქვამი: რომ ”ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მათთან ერთად” [I კორინთელთა 6, 16], – ”თუ დედაკაცმა დატოვოს თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ შეგინებით შეიგინოს” [იერემია 3, 1]

ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ”რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი” [I კორინთელთა 7, 16]; ამის გამო, მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვის ქმარს, ხოლო მიტოვებული შენდობის ღირსია და მასთან შეერთებული სხვა დედაკაცი არ არის დასჯის ღირსი. თუ მამაკაცი მიატოვებს ცოლს და შეუერთდება სხვას, ის მრუშია იმის გამო, რომ ამით ცოლს აიძულებს იმრუსოს, მასთან შეერთებული დედაკაციც მრუშია იმის გამო, რომ სხვა დედაკაცის ქმარი მიისაკუთრა.

  • ბასილი დიდის მე-9 კანონი

თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და იგი ამხილონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში.

  • მოციქულთა კრების 61-ე კანონი

თუ ვისიმე ცოლი იმრუშებს, ან ვისიმე ქმარი მრუში იქნება, შვიდი წელი უნდა გაატაროს (ეპიტიმიის) ხარისხების მიხედვით, სანამ მიიღებს სრულ ზიარებას.

  • ანკირიის მე- 20 კანონი

თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება სამღვდელო პირი გახდეს, ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის მერე იმრუშებს, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს (ისევ) არა აქვს უფლება შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება.

  • ნეოკესარიის მე-8 კანონი.

ვინც სულთა საცდურად მეძავებს შეკრებს და გამოკვებავს, თუ ეკლესიის მსახური იყოს , განიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოს უზიარებელ იქნეს.

  • VI მსოფლიო კრების 86-ე კანონი

ვინც თავის მიერ გახრწნილ დედაკაცს მოიყვანს ცოლად, იმ გახრწნისათვის ჯეროვნად განკანონებული უნდა იქნეს, მაგრამ ნება მიეცეს, რომ ის დედაკაცი ჰყავდეს ცოლად.

  • ბასილი დიდის 25-ე კანონი

სიძვა არ არის ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი, ამის გამო უკეთესია, თუ შესაძლებელი იქნება, სიძვით შეერთებულთა დაშორება. ხოლო თუ ყველანაირად ესწრაფვიან ერთად ცხოვრებას, მათ უნდა შეასრულონ სიძვის კანონი, ხოლო ერთად ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ, რათა უარესი არ მოხდეს.

  • ბასილი დიდის 26-ე კანონი

ძალით გახრწნილს ბრალი არ ედება. იმის გამო, თუ მხევალი იძულებულ იქნა ბატონის მიერ, მას ბრალი არა აქვს.

  • ბასილი დიდის 49-ე კანონი

ჩვენმა მამებმა არ ბრძანეს იმ დედაკაცების გამოაშკარავება, რომლებიც იმრუშებენ და შემდეგ, ღმრთის შიშით, აღიარებენ ცოდვას , ან სხვა სახით გამომჟღავნდებიან, რათა ეს არ გახდეს სიკვდილის მიზეზი მხილებულთათვის. მამებმა მათ მორწმუნეებთან დგომის ნება დართეს, ოღონდ ზიარების გარეშე, სანამ არ შესრულდება მათი სინანულის ვადა.

  • ბასილი დიდის 34-ე კანონი

თუ ცოლიანი იქორწინებს უცხო დედაკაცთან, ამ ქალის წართმევის შემდეგ, იგი მრუშად არის წოდებული პირველი ცოლის მიმართ, ხოლო მეორე ცოლის მიმართ იგი უდანაშაულოა.

  • ბასილი დიდის 37-ე კანონი

მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში

  • ბასილი დიდის 39- კანონი.

მოტაცების შესახებ

თუ ვინმე მოტაცებით მოიყვანს ცოლს, რომელიც ადრე სხვაზე იყო დანიშნული, მისი შეწყნარება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გაუშვებს მას. პირველ დანიშნულს, უფლება აქვს თუ სურს, მოიყვანოს ან გაუშვას. ხოლო თუ ვინმე თავისუფალს მიიტაცებს, ისიც უნდა გაუშვას და დაუბრუნოს თავის ნათესავებს. თუ მისი ახლობლები ნებას დართავენ, ქალის მშობლები იქნებიან ისინი, ძმები თუ მეურვეები და თუ ინებებენ ქალის მიცემას, მაშინ დამტკიცებულ იყოს ეს თანაცხოვრება. ხოლო თუ არ ინებებენ, ნურც იქნებიან იძულებულნი.

  • ბასილი დიდის 22-ე კანონი

დედაკაცების მომტაცებელთა შესახებ არა გვაქვს ძველი კანონი, მაგრამ ჩვენი მოსაზრებით დავაწესებთ, რომ სამი წელი დაჰყონ ლოცვის გარეშე, იმათაც და მოტაცების ხელისშემწყობებმაც, ხოლო თუ ვინმე ამგვარ რამეს მოიმოქმედებს ძალადობის გარეშე, ის უდანაშაულოდ უნდა ჩაითვალოს, თუ არც გახრწნას , არც მოპარვას არ ექნება ადგილი ამ საქმეში. ქვრივი კი თავის თავის პატრონია და მისი ნებაა კაცის წაყოლა. ამის გამო ჩვენი საზრუნავი არ არის, თუ რა სახის არის ამ შემთხვევაში მოტაცება.

  • ბასილი დიდის 30-ე კანონი

თუ ვიმემ დაუნიშნავი ქალწული მოიტაცოს ძალით, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ, უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, თუნდაც გლახაკი იყოს იგი.

  • მოციქულთა კრების 67-ე კანონი

დანიშნული ქალი, შემდეგ სხვის მიერ მოტაცებული, უნდა დაუბრუნდეს იმას, რომელზეც ადრე იყო დანიშნული, მომტაცებლისაგან ძალადობის შემთხვევაშიც.

  • ანკირიის კრების მე-11 კანონი

ვინც მოიტაცებს ქალს მასთან თანაცხოვრების ნიშნით და ვინც მათი თანაშემწყობი ან მრჩეველი იქნება, წმიდა კრება მათ შესახებ ადგენს: რომ თუ სასულიერო პირი იქნება, აეყაროს პატივი, თუ ერისკაცი, შეჩვენებულ იყვეს.

  • ქალკედონის კრების მე-4, 27-ე კანონები.

43 Responses to “წმიდა მამათა განწესებანი ერისკაცთათვის”

  1. გიორგი Says:

    ΘΕΟΤΟΚΕ ΠΑΡΘΕΝΕ

  2. ნიკა Says:

    რუმინეთის სამღვდელოების ლოცვა კათოლიკებთან…

    ———————–

    მწვალებლებს არა აქვთ ღმრთისმსახურებაზე და მორწმუნეთა ლოცვაზე დასწრების ნება, ღმრთის სახლში შესვლის ნება. თუ ისინი ისევ მტკიცედ არიან ერესის მიმდევრები.
    ლაოდიკიის კრების მე-6 და მე-9 კანონები.
    Patriarch Teoctist ‘s Funeral Service – Part 5

  3. guja Says:

    ბატონო ნიკა, ამ ვიდეოში არ არის ერთობლივი ლოცვა კათოლიკეებთან. ისინი ესწრებიან რიტუალს, დაკრძალვაა თუ პანაშვიდია. ალბათ იცით რომ რუმინეთში კათოლიკეებიც მრავლად არიან, ბევრნი არიან. ეტყობა ისეთი პიროვნება გარდაიცვალა ვისაც კათოლიკეებიც პატივს სცემდნენ. რუმინეთში კათოლიკეები იმდენად მრავლად არიან, ხდება ისეც, რომ მართლმადიდებელს და კათოლიკეს ერთმანეთი უყვარდებათ, და ქორწინდებიან კიდეც. მართლმადიდებლები იმდენი არ არიან, რომ მხოლოდ ერთმანეთში გამრავლდნენ, მაშინ აღრევა მოხდება…
    რაც შეეხება ლაოდიკიის კანონს, ჩემი აზრით ეგ კანონი კათოლიკეებს არ ეხებათ, რადგან კანონში სიტყვა “მორწმუნეთა” მიუთითებს რომ მწვალებლებში ურწმუნოები იგულისხმებიან. კათოლიკეები მორწმუნეები არიან და ქრისტიანები. თან ჩვენ არ ვიცით ზუსტად, თუ კონკრეტულად რომელი მწვალებლობა იგულისხმება ლაოდიკიის კანონში, ზოგადად ყველა მწვალებლობას ეხებოდეს არამგონია..

    • ნიკა Says:

      მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
      Воскресенье преподобного Серафима Саровского 2 часть

      • გიორგი Says:

        მოკლედ, ძვირფასო მეგობრებო, ახლა ამოვყვინთე ფეისბუკის დებატებიდან, მინდა ვთქვა, რომ სამკალი დიდია და ხუთიოდ ჰა ათიოდ ადამიანი მღვდელიან მორწმუნიანად თუ არიან მუშაკნი, დანარჩენები სეირის მაყურებლის როლში არიან! ძალიან სავალალო და სერიოზულად უმძიმესი ვითარებაა, ასეთი დიდი დაბნელება სერიოზულად მაფიქრებინებს იმას რომ ისევ დიდი ხნით უდაბნოში გვახეტიალებს ღმერთი! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ჩემს დიდ ძმასა და მეგობარს იოსებ ღუდუშაურს უდიდესი შემწეობისა და დახმარებისთვის! ასევე, ჩემ ერთადერთ და უერთგულეს თანამშრომელს ნიკა გვარამიას დიდგორზე გაწეული უდიდესი შრომისათვის!

        ვებ-საით “დიდგორის” ხელმძღვანელი
        გ. წულაძე

      • davit Says:

        გიორგი ბატონო, მე ხომ მოგწერეთ მოგეხმარებით ფაკებუკზეც თქო და არაო ხუმრობით მითხარით სულ გადამირევ იქ ხალხს ისედაც ჩემზეც ირევიანო და ხოდა მეც აქ ვარ დაბმული ძაღლივით და თუ ვინმემ რამე გაბედა ვყეფ და ვაფრთხობ ნადირს რაც შემიძლია მეტი რა ვქნა! დამავალეთ კიდევ რა ვქნა და ღმერთმანი თქვენთვის უარის მთქმელსა ცა გაუშავდეს თავზე!

      • davit Says:

        კაცო მამილო გუჯა მერამდენე წელია და კიდევ ვერ გაიგე კათოლიკები ქრისტიანები კი არა ეშმაკისტიანები რომ არიან? რას აწუხებ ერთიდაიგივეს ამეორებინებ ამ პატიოსან და ღვთისნიერ ხალხსა! არა რა დეკანოზი კემულარია და ეს გუჯა რა ტყუპისცალივით გვანან ერთმანეთს, რუმინეთის პატრიარქის დასაფალავებაზე დამდგარან ეს წითელქუდა პაპისტები ლოცულობენ ეს გუჯა კიდევ იძახის რიტუალს ატარებენ სადა ლოცულობენო! კაცო რა მოგივიდა იმას მაინც ვერა ხედავ რომ პირებსა აფჩენენ? აბა რისთვის აფჩენენ პირებსა თუ არა ლოცულობენ მაშ იმ პირებიდან რა ამოსდით…ვახმე გადავირიე უკვე! ახლა ამ ვიდეოში კირილე და მუფტი საერთოდ ისეთ რამეებს ამბობენ სიმწრის ოფლმა დამასხა! არა აქვს მნიშვნელობა ვის რა გვწამს მთავარია ყველას ღმერთი გვწამსო, ახლა მე რომ ქრისტეზე ვილოცო გვერდით კიდევ გუჯა-ჯემალი ამოვიყენო რომელიც ხორთუმიანი დათიკოს ხატზე ილოცებს ჩემო უფალოო, როგორ ქრისტე და მოდერატორი დათიკო ორივე ღმერთებია? ახლა ეს რუსეთის პატრიარქიც რა აღტაცებით შესციცინებს მუფტსა მართალი ხარო! ოლალოოლ მესმის ბატონი გიორგი წულაძისა წარმომიდგენია ფაკებუკზე რამდენი მამილო გუჯასნაირი მუტრუკი ეყოლება “რკინის კვერთხით” დასამწყემსი ალაჯა ძაღლი რომ ღმერთი ჰგონიათ და პეტროს მკაწვრელი კიდევ პატრიარქი!

      • გიორგი Says:

        დავით, რამ გაფიქრებინა ის რომ მე თქვენი შრომა: შენი, ლადოს, ელენას, ალექსანდრეს და სხვათა დიდი თანადგომა და შემწეობა დავივიწყე?! არა, არა სწორად ვერ გამიგე, მე ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლზე იოსებზე, ასევე ამჯამინდელ მის შემცველზე ალექსანდრეზე და ნიკაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ვებ-გვერდის შექმნის და მართვის საკითხებში, ნიკა გვარამია პრეს-სამსახურს და ყველა გამოსაქვეყნებელი მასალის კორესპონდენციას თუ სხვა ათასი დავალებების შესრულებას განაგებს! დავით, შენ შეუცვლელი ხარ ჩემთვის!

      • გიორგი Says:

        p.s. სულ თავიდან, ჩემო დავით, “დიდგორმა” ჩამოყალიბება როცა დაიწყო, ხუთნი ვიყავით – ერთი ქალი საქართველოდან და ოთხი კაცი ემიგრაციაში. დავიწყეთ იოსებ ღუდუშაურის ფრთებქვეშ “დიდგორზე” მუშაობა, მერე სამმა ვერ გაუძლეს და ჩამოგვშორდნენ, ისე დაგვემალნენ, რომ ვწერდით, მათ ცალ-ცალკე, როგორა ხართო, ხომ მშვიდობით ხართო და აღარც გვიპასუხეს, დღესაც არ ვიცით სად გაქრნენ! დავრჩით მე, ნიკა და იოსები! ახლა ალექსანდრე ისიც ისევ ემიგრანტი მოგვახმარა იოსებმა, რადგან თვითონ ვეღარ აუდის ამდენ საქმეს დევნილი მთავრობის საქმეებიც ხომ უნდა განაგოს!

        იოსები ღუდუშაური, ეს ფასდაუდებელი საუნჯეა მე და ნიკასათვის და საერთოდ ყველასათვის! მან შეჰქმნა დიდგორი და იგია პირველი, მას განსაკუთრებულად ვლოცავ ყოველთვის, ჩემო დავით, და არ გეგონოთ, რომ ამით, ვინმეს შრომას არ მივაგებთ სათანადო პატივს!

      • davit Says:

        გიორგი ბატონო, როგორ ვინანე რომ საყვედური ვთქვი, ჯანდაბა და დოზანა მე! რას ამბობთ რას ან რა უნდა მეწყინოს! ჯანდაბა ჩემს თავს!

      • ნიკა Says:

        პირიქით, დიდი მადლობა, გიორგი! შენ რომ არ იყო მე რა შემეძლო…

      • ნიკა Says:

        პასუხი გუჯას: ვიდეო, რომელზეც თქვენ გააკეთეთ კომენტარი, რუმინეთის პატრიარქ ფეოქტისტის პანაშვიდია, რასაც ესწრებიან კათოლიკები: Patriarch Teoctist’s Funeral Service: The “sedelnas” read by their Eminences Metropolitans + Teodosie of Constanta, + Nicolae Corneanu of Banat and + Petru Padureanu of Bassarebia. Patriarchal Cathedral in Bucharest, Romania, on August 3, 2007 – Preluare dela: http://roncea.ro/ si

        თარგმანი: Панихида патриарха Теоктиста: … Патриархальный Собор в Бухаресте, Румыния, 3 августа 2007

        ხოლო პანაშვიდზე, მრავალი ლოცვა და ფსალმუნები იკითხება. ასე რომ, სახეზეა კათოლიკებთან ერთობლივი ლოცვა.

        რაც შეეხება, კათოლიკებს, ისინი, არ დაგზარდებით მომავალშიც, და ყოველთვის გაგიმეორებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლით და წმინდა მამათა სწავლებით, შერაცხულნი არიან მწვალებლებად. ლაოდეკიის კანონში მწვალებლებლებზეა ლაპარაკი. მწვალებლების რაიმე შეღავათებით დიფერენცირება, არ არსებობს. ასე რომ ლაოდეკიის კანონი ყველა მწვალებელს ეხება.

      • ნიკა Says:

        რა იდილიაა სექტებსა და მართლმადიდებლებს შორის. აქ არიან საქართველოს პატრიარქი და მიტრ. გერასიმე…
        Религиозный саммит.

      • ნიკა Says:

        ინფორმაცია: საქართველოს პატრიარქი მოლებთან და მონოფიზიტებთან სამიტზე.
        Всемирный саммит религиозных лидеров

      • ნიკა Says:

        Встреча религ. лидеров России, Азербайджана и Армении

      • ნიკა Says:

        Выступление Патриарха на Межрелигиозном совете СНГ
        25 апреля 2010 года в рамках визита в Азербайджан Святейший Патриарх Московский и всея Руси Кирилл принял участие в заседании Межрелигиозного совета СНГ.

        http://www.patriarchia.ru/db/text/114

      • ნიკა Says:

        Патриарх Кирилл наградил Католикоса всех армян

      • ნიკა Says:

        ახლა კი ვნახოთ, როგორ ადიდებს, პატრიარქი ილია მეორე, აღვირახსნილ ეკუმენისტს რუსეთის პატრიარქ კირილეს. რა სამარცხვინო გაცემაა მართლმადიდებლობის ამ პატრიარების მხრიდან.
        Патриарх Илия II о Патриархе Кирилле

      • ნიკა Says:

        ამ სამიტზე ბაქოში ილია მეორე ავადმყოფობის გამო თურმე ვერ ჩასულა, ხოლო მისი ქებული კირილე აქ არის.
        Visit of HH Karekin II to Baku, World Summit of Religious Leaders, April 2010

      • ნიკა Says:

        Year in Review 2009 Part 2 of 2

      • davit Says:

        ტიტუუ რა ამბებია და რა ვიდეო-თეკაა! ტურა-ძერა-კატა-მგელი რა ეშმაშემწირველთა ნირვანანააააააა ოჰოჰოია კირილისტო ილიაა!

      • გიორგი Says:

        შეიძლება თუ არა ნათლიების შეუღლება და პატრიარქის ნათლულების შეუღლება

    • davit Says:

      მონო-მია ფიზიტებოოო ოლალოოლ!!!!!!!!!!!! ბრავო დოქტორანტ! არცა მარჯვნივ არცა მარცხნივ მოლა-ჟიდი-პაპა-მგელიიი!!!!!!!!!!!!!!!!

      • davit Says:

        ტიტუუუუუუუუუუუუუუ სირცხვილოო!

      • ლადო Says:

        ეს არქიმანდრიტი ყველაფერს კარგად ქადაგებს, მაგრამ ვოლე-დიავოლაზე როცა ქადაგებს ცოტათი მაინც ვერ ხვდება რომ ვოლე დიავოლას ემონება – ეკუმენიზმით!
        Архимандрит Рафаил (Карелин). Как узнать волю Божию

      • davit Says:

        ოჰოოია, ეს ნამდვილად ჩელენტანოზე მეტად ყველაზე დიდი აფიორაა კარელინი რაფაელი, ამასთან გაუნათლებელი ილია და მასზე უწიგნური მისი სინოდი და ქვემოთ კიდევა როსტომა-კემულარიები დამჭკნარი ყვავილები არიან, ეს რაფაელი მარადმწვანე სარეველაა….ასეთი მატყუარა შხამიანი სარეველა ძნელად მოიპოვება ღვთის ყანაში! ლადოოო სად მონახე ეს დიდი პითონი ლამაზი დაგრაგნილი წვერ-ულვაშითა!

      • კახა Says:

        დავით რა მოგივიდა რატომ არ მოგწონს მამა რაფაელი, ეგ ყველაზე კარგი მღვდელია…ნუ ლანძღავ რა ძალიან მომწონს მაგის წერილები🙂

      • კახა Says:

        რა მოგივიდა დავით მამა რაფაელის ლანძღვით გუჯიკო რატომ გაახარე, გუჯიკოს პოსტ-მოდერნ-კათოლიკ-ბაპტისტე ეკლესია ძალიან ლანძღავს კარელინს და შენც რატომ?😉

      • davit Says:

        გუჯიკოსა ჩემო კახა რაც კარგი აქვს რაფაელსა შენ რომ წერილები მოგწონს იმის გამო შეუძულებია რაფაელი, რატომ ამხელს კათოლიკობასაო, რატომ ქადაგებს მარხვებზე, ხიბლებზე, ამპარტავნებებზე სწორ ეკლესურსა სწავლებებსაო ხოლო მე კიდევა რასაც ბოროტებას ამხელს ეს ჩვენი რაფაელი მაინც იმ ბოროტებას რად ემორჩილებათქო ვკვირობ, ანუ ამხელს პაპისტობასა ამ დროს უწმინდეს პატრიარქდ მიიჩნებს ბალთაზარ კოზა პაპისტებთან მლოცველსა პატრიარქებსა ილაისა, კირილესა, ბართლომესა, ოლალოოლ და სხვებსაც. აბა რაღა გამოვიდა ამხელ ეშმაკსა და თან ისევ მას ემორჩილები მის სახელს ბარძიმზე პატრიარქის სახელად ასაღებ აბა არ არის ეს პითონური საქმე და ჩელენტანოსეული აფიორა? ჰა?

      • ნიკა Says:

        Патриарх Кирилл в Армении

      • ნიკა Says:

        Встреча с Католикосом-Патриархом всея Грузии Илией II

      • ნიკა Says:

        католики и православные

      • ნიკა Says:

        Католикос-Патриарх Илия II совершил панихиду

      • ნიკა Says:

        რუსეთის პატრიარქები ალექსი და კირილე ლოცულობდნენ, მეგობრობენ და აჯილდოებენ მწვალებლებს, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი იეარარქია ამ მწვალებელ პატრიარქებთან ატარებს ერთობლივ ლოცვებს და მათ სახელზე ლოცულობს, და ამის შემდეგ ვინმე იტყვის კიდევ რომ საქართველოს საპატრიარქომ ერთობლივი ლოცვა შეწყვიტა მწვალებლებთან? აი, ვიდეო მასალა, ნახეთ და თავად დარწმუნდით.

      • eljei Says:

        მაპატიეთ ცოტა უხერხულ კითხვას ვსვამ, მაგრამ მაინტერესებს: ვთქვათ მღვდლის ცოლმა იმრუშა თუ იბოზა რას აკეთებს ამ დროს ეკლესია, მინდა გავიგო არის კანონი ამაზე!

      • eljei Says:

        არ გადამცეთ ამ შეკითხვისთვის ანათემას😉

      • ნიკა Says:

        კანონი 81

        ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისათვის საერო-საზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა (ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა – განიკვეთოს, რამეთუ უფლის მცნების თანახმად “ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად…” (მათ. 6,24).
        (მოც. 6,20,83; IV მსოფ. 3,7; VII მსოფ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).

        —————-

        მოციქულთა 81 კანონის განმარტებანი:
        ——————
        ზონარა: წინამდებარე კრებულის მეექვსე კანონი პატივს ჰყრის მღვდელმსახურს, რომელიც შეუდგება საერო საზრუნავს, ეს კანონი კი განმარტავს ამ განწესებას. რადგან სწორედ ასე უნდა გავიგოთ მე-6 კანონიც, კერძოდ, თუ არ შეისმენს შეგონებას “საერო საქმეებს არ მიჰყოს ხელი” და არ მიატოვებს, უნდა დაემხოს პატივისგან. მაგრამ თუ თავს იკავებს საერო საქმეთაგან და უკვე აღარ ერევა სახალხო მართვის საქმეებში, ადრინდელი შეცდომისთვის შენდობას მიიღებს. ამიტომ ახსენებს წინამდებარე კანონი ადრე მიღებულ კანონს. იხილე აგრეთვე კართაგენის კრების 16-ე (19-ე) და მეოთხე მსოფლიო კრების 3-ე კანონები.

        არისტინე: სახალხო-საზოგადო საქმეებში მონაწილე, არ უნდა იყოს ეპისკოპოსი.

        პრესვიტერი ან დიაკვანი, რომელიც შეუდგება სახალხო მმართველობის საქმეებს, უნდა დასტოვოს იგი, თუ არა და, დაემხოს თავისი პატივისგან.

        ბალსამონი: მოციქულთა მეექვსე კანონი ბრძანებს დამხობას იმ მღვდელმსახურისა, რომელიც შეუდგება საერო საზრუნავს. ხოლო წინამდებარე კანონი მას უფრო შემწყნარებლურად უდგება და ამბობს: “ან ირწმუნოს, რომ საერო საქმეებს არ მიჰყოს ხელი, ან განიკვეთოს”. ამრიგად, შეაერთე ორივე კანონი ერთ აზრად უფრო კაცთმოყვრული განმარტების გამოსატანად და თქვი, რომ 6-ე კანონი უნდა გავიგოთ წინამდებარე კანონის თანხმიერად. იხილე აგრეთვე კართაგენის კრების 16-ე (19-ე) და IV მსოფლიო კრების 3-ე კანონები.

      • ნიკა Says:

        პასუხი
        კანონი 18

        ვინც დაქორწინებლია ქვრივზე, მეუღლეობიდან განტევებულზე, მეძავზე, მონაზე, ან მსახიობზე, ასეთი პირი ვერ გახდება ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, ვერც საერთოდ – სასულიერო დასის წევრი.
        (მოც. 17; ტრულ. 3,26; ბასილი დიდი 27).

        —————————-

        ზონარა: ძველაღთქმისეული სჯულით იუდეველ მღვდლებსაც ეკრძალებოდათ შეერთოთ მეძავი, ტყვე, მონა ან ისეთი დედაკაცი, რომელიც იყო ან ქმარს გაშორებული ან დუქნისა თუ სამეძაო სახლის მფლობელი. და თუ ძველი სჯულის მიერ ასე იყო დაწესებული მათთვის, მით უმეტეს, უნდა ჰქონდეს ძალა ამგვარ წესს სახარების მსახურთათვის. რადგან “აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია” (მათე 12:7). ამიტომაც წინამდებარე კანონი უფლებას არ აძლევს ხელდასასხმელთ შეეუღლონ ქვრივს, ან ქმრისგან უარყოფილს, არც მეძავს, არც მონას და არავის მათგან, ვინც სცენაზე გამოდის და მონაწილეობს გასართობ სანახაობებში. რადგან ძნელია იმათი უბიწოების დაჯერება, რომლებიც ცხოვრობენ უწესივროდ და უსირცხვილოდ აბამენ ლაპარაკს ნებისმიერ შემხვედრთან. ამრიგად, კანონი განაწესებს, რომ ვინც ამდაგვარ დედაკაცს ცოლად შეირთავს არ უნდა იქნეს ხელდასხმულ არც ერთ ხარისხში.

        არისტინე: მღვდელი, რომელიც ცოლად შეირთავს ქმრისგან გაშვებულს ან ქვრივს, ან მოახლეს, ან მეძავს, ვერ გახდება მღვდელი.

        და ის, ვინაც ცოლად შეირთო არათავმდაბალი და მოურიდებელი დედაკაცი, არაქალწული, არამედ სხვის მიერ უარყოფილი, ქვრივი, მოახლე ან მეძავი, არ უნდა იქნეს დაშვებული მღვდლობის საიდუმლომდე.

        ბალსამონი: ყურადღება მიაქციე წინამდებარე კანონს: მას სურს, რათა უბიწოდ ცხოვრობდეს არა მარტო მღვდლად ხელდასხმული, არამედ მისი მეუღლეც. ამიტომაც ის უკრძალავს ხელდასასხმელ კანდიდატებს ცოლად შეირთონ ისეთი ქალები, რომლებიც კანონშია ჩამოთვლილი, რადგან მათი პატიოსნება საეჭვოა მათი ცხოვრების წესისა და ყოფითი ვითარებების გამო. ამრიგად, ვინც შეეუღლება ამგვარ ქალს, არ უნდა გახდეს მღვდლობის ღირსი. ხოლო თუ მღვდლის ცოლი ჩავარდება სიძვის ცოდვაში, ხოლო მღვდელი მას იჩერებს და არ განიტევებს, – უნდა დაემხოს სასულიერო პატივისგან. წაიკითხე აგრეთვე წინამდებარე კრებულის (იგულისხმება ფოტის ნომოკანონი – მთარგმნ.) მე-9 ტიტლოსის 29-ე თავი და ანკირიის კრების მე-10 კანონი. ასევე ის, რაც წერია ამ ორი კანონის განმარტებებში.

      • ნიკა Says:

        p.s. მოციქულთა 18 კანონზე წინამდებარე კანონ-განმარტებითი პასუხი ეკუთვნის eljei – ს:

        —————

        eljei Says:
        August 29, 2010 at 11:26 pm

        მაპატიეთ ცოტა უხერხულ კითხვას ვსვამ, მაგრამ მაინტერესებს: ვთქვათ მღვდლის ცოლმა იმრუშა თუ იბოზა რას აკეთებს ამ დროს ეკლესია, მინდა გავიგო არის კანონი ამაზე!

        ————————–
        ბალსამონი: … ხოლო თუ მღვდლის ცოლი ჩავარდება სიძვის ცოდვაში, ხოლო მღვდელი მას იჩერებს და არ განიტევებს, – უნდა დაემხოს სასულიერო პატივისგან.

      • eljei Says:

        მადლობა დაფასებისთვის. ერთიც მაინტერესებს, ეპისკოპოსი ერთი ცოლის ქმარი რას ნიშნავს, ეპისკოპოსები ადრე იყვენ თუ არა ცოლოსნები…

      • ნიკა Says:

        დიდი ბოდიშით, ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან დამიგვიანდა….

        ————

        eljei Says:
        30/08/2010 at 9:09 pm

        მადლობა დაფასებისთვის. ერთიც მაინტერესებს, ეპისკოპოსი ერთი ცოლის ქმარი რას ნიშნავს, ეპისკოპოსები ადრე იყვენ თუ არა ცოლოსნები…

        —————————-
        პ ა ს უ ხ ი: დიახ, ადრე იყვნენ: ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს. (მოციქულთა კანონი 5)

        ——

        მოციქულთა ეს კანონი მეექვსე მსოფლიო კრებამ გაამკაცრა… ეპისკოპოსები უცოლონი არიან:

        ——-

        კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები (ტრულის ან სხვაგვარად V-VI)
        კანონი 12

        შევიტყვეთ, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში, ზოგიერთი ღვთისმოსავი მღვდელმთავარი მასზე ხელთდასხმის შემდეგაც თავის მეუღლესთან აგრძელებს ცხოვრებას, რითაც სხვებს დაბრკოლებებსა და საცდურებს უქმნის. ვინაიდან გვსურს, რომ ყოველივე მოვაწყოთ ჩვენთვის მინდობილი სამწყსოს სულის სასარგებლოდ, ამიტომ მათთვის სასიკეთოდ მივიჩნიეთ განგვეჩინა შემდეგი: ამიერიდან ნუ ექნება ადგილი მსგავს ქმედებას. ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონმდებლობის გასაუქმებლად ან შესაცვლელად, არამედ მრევლზე მზრუნველობის მიზნით, მათი გადარჩენისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის; აგრეთვე, იმიტომ, რომ ბიწი არ მოეცხოს სამღვდელო წოდებას, რამეთუ საღვთო მოციქული ამბობს: “…ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ, დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა” (I კორ. 10, 31-33; 11,1). ვინც შემჩნეული იქნება აღნიშნულ ქმედებაში, განიკვეთოს.

        (მოც. 5,51; I მსოფლ. 3; ტრულ. 30,48; კართ. 3,4,25,70).

      • ნიკა Says:

        63. ВОПРОС: Может ли прихожанин, состоящий в браке с инославной, которая не желает никак переходить в православие, — состоять в Церковном Совете?

        ———

        ОТВЕТ: По существу дела, конечно, не может. Православная Церковь, как это ясно видно из церковных канонов (72 правило VI Вселен. Собора, 10 и 31 правила Лаодикийского Собора) запрещает браки с непринадлежащими к православному вероисповеданию. В Церковный Совет, согласно постановлению Всероссийского Церковного Собора 1917 /1918 года, должны избираться лучшие люди прихода — «наиболее благочестивые и усердные из прихожан» (см. Введение к Приходскому Уставу), а таковыми не могут почитаться те, которые не блюдут свято каноны Церкви.

        Члены Приходского Совета являются «ближайшими помощниками своего пастыря и проводниками его начинаний в приходе» (см. тот же Устав). На них лежит долг помогать своему пастырю и в его миссионерской работе. Миссионерская работа должна начинаться с своей собственной семьи: плох тот «миссионер», который не в состоянии сделать православными всех членов своей семьи. То, что говорит св. Апостол Павел о пастыре: «Ибо кто не умеет управлять собственным домом, тот будет ли пещись о Церкви Божией?» (1 Тим. 3, 5) — в значительной степени относится и ко всякому труженику на церковной ниве, ко всякому претендующему быть помощником своего приходского пастыря. (архиепископ Аверкий Таушев)
        ————————–

  4. natia Says:

    ver vipove unatlav chvilebze gqondat tema da mashin aq gamovaqveyneb mama davit qvilivizis pasuxs amaze: ადამიანი ჩასახვისთანავე იძენს ადამის ცოდვას „უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს:50) ადამის ცოდვა ნიშნავს ღმერთად გახდომის სურვილს. ეს არის ცოდვა რომლითაც ღვთის წინაშე დგომა შეუძლებელია. სწორედ ამ ცოდვის გამო გამოდევნა ღმერთმა ადამი სამოთხიდან. მანამდე იგივე ცოდვის გამო ღმერთმა ნათლის ანგელოზი ეშმაკად აქცია და გადმოაგდო ზეციდან. ადამის ცოდვა აღიხოცა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ (ქრისტეს ჯვარცმა მოხდა ადამის საფლავზე და ჯვარცმაზე გამოსახული თავის ქალა სწორედ ადამის თავის ქალაა). ქრისტეს ჯვარცმამდე სამოთხე იყო დახშული და იგი მხოლოდ ჯვარცმისას გაიღო. მაცხოვრის სიტყვების თანახმად ნათლობა იგივე ჯვარცმაა. სლავურად ამიტომ ქვია მას „крещение“. როგორც გოლგოთაზე ჯვარცმამდე შეუძლებელი იყო სამოთხეში მოხვედრა, ასევე ნათლობის გარეშე შეუძლებელია ადამის ცოდვის ჩამორეცხვა და სამოთხეში ღვთის წინაშე დგომა. რადგანაც უნათლავ ჩვილებს პირადი ცოდვა არ ქონიათ, როგორც ანასტასი სინაელი იძახის გეენიაში არ მოხვდებიან, მაგრამ არც განდიდდებიან. ჯოჯოხეთში არის სხვადასხვა ადგილები: ქვესკნელი, გარესკნელი, კბილთა ღრჭენის ადგილი, ცეცხლის ტბა, ცეცხლის მდინარე, ტარტაროზი და ა.შ. ასევე ჯოჯოხეთში არის ადგილი რომელიც მსგავსია ძველი აღთქმის აბრაამის წიაღისა, სადაც იყვნენ ძველი აღთქმის მართლები ქრისტეს ჯვარცმამდე (რადგან კაცთათვის სამოთხის კარი იყო დახშული). აქ ისინი არ იტანჯებოდნენ როგორც ამას ლუკა მახარობელი აღწერს იგავში მდიდარზე და ლაზარეზე (ლუკ:16). აქ ტანჯვა–წამებაში მყოფი მდიდარი შენატრის აბრაამის წიაღში მყოფ ლაზარეს ბედს. ასევე ბევრი ცოდვილი მონათლული ინატრებს უნათლავ ჩვილთა ხვედრს. აქვე უნდა ითქვას რომ უნათლაობა კი არ არის მიზეზი სამოთხეში ვერ მოხვედრისა, არამედ ადამის ცოდვა, ისევე როგორც ავადმყოფობის ჟამს უწამლობა კი არ არის მიზეზი სიკვდილისა, არამედ თავად სნეულება. ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთი ადამიანი მაინც შეიძლება ცხონდეს ნათლობის გარეშე ეს ნიშნავს, რომ ჯვარცმის და გოლგოთის გარეშე შეიძლება ცხონება, ქრისტეს გვერდის ავლით, ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხონება და ეს ნიშნავს რომ იესო ქრისტე მაცხოვარი არ არის. ეს კი ღვთის გმობაა. სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე:14:6) „და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“ (საქ:4;12) – (წმ.ნინოს ტაძრის მღვდელმსახური

    დეკანოზი დავით ქვლივიძე )


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: