წმ. სერაფიმე საროველი

მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმინდანი ღირსი სერაფიმე საროველი

მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმინდანი ღირსი სერაფიმე საროველი, ერობაში პროხორე მოშნინი, დაიბადა 1754 წლის 19 ივლისს, ქ. კურსკში.

მისი მამა ღვთისმოსავი ვაჭარი, შრომისმოყვარე ისიდორე მოშნინი, აშენებდა ტაძრებს. იგი მტკიცე რწმენით და და ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა, დედა ჭეშმარიტი მხევალი ღვთისა, აღათია, რომელიც მეუღლესთან ერთად იღწვოდა ტაძრების აღმშენებლობის საქმეში, ღატაკებისა და ქვრივ-ობლების დიდი დამხმარე იყო.


პროხორეს მამა ადრე გარდაეცვალა და მცირეწლოვანი ყმა დედის აღათიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მას უფლისა და ღვთისმშობლის მფარველობა ბავშვობიდანვე არ აკლდა. პირველი სასწაული პროხორეს მიმართ 7 წლის ასაკში აღსრულდა: ყმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა მაგრამ სრულიად უვნებელი გადარჩა, მეორე და უდიდესი სასწაული უკვე 10 წლის ასაკში აღესრულა, როცა პროხორე მძიმედ დაავადდა დედას მისი გამოჯანმრთელების იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ ვაჟმა მას უამბო, რომ ძილში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნებას შეჰპირდა.

მართლაც, მალე, მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ დასტაცა ხელი ავადმყოფ შვილს და ღვთისმშობელს მიუახლა, რის შემდეგაც მან სწარაფად დაიწყო მომჯობინება. ამის შემდეგ მასში უიშვიათესმა ნიჭმა, ნათელმა გონებამ, განსაკუთრებულმა მეხსიერებამ და საქმისადმი უაღრესმა გულმოდგინებამ იჩინა თავი.

ეს თვისებები მას სიკვდილამდე შემორჩა. რა საქმისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, ყველაფერს სწრაფად და მტკიცედ ითვისებდა. პროხორეს ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთის მსახურებაზე დასწრება, წმიდა წერილის და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო, განმარტოებული ლოცვა იზიდავდა.

ღვთისმოსავმა აღათიამ ადრევე შენიშნა წმინდანის მისწრაფებანი. იგი ვაჟიშვილზე აღსრულებულ ღვთისმიერ სასწაულებსაც ვერ უგულებელყოფდა. პროხორეს ამჩნევდა გულითად ლოცვას, წუთისოფლისგან განდგომის სურვილსა და მიწიერი საზრუნავისადმი გულგრილობას. დედის გული უკვე მომზადებული იყო მსხვერპლის გასაღებად, როდესაც სიმწიფეში შესულმა პროხორემ სანუკვარი ჩანაფიქრი გაუმჟღავნა დედას. პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმინდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე საჩინოდ ატარებდა.

პროხორემ მალე დატოვა თავისი მშობლიური კერა და თავის ხუთ თანამოძმესთან ერთად, რუსული მიწის გულისკენ, ღვთივხსნილი კიევისაკენ ფეხით გაემართა. მათ მშვიდობიდ ჩააღწიეს კიევამდე. გზად მიმავალნი ღვთისმშობლის მიმართ ლოცულობდნენ, წმინდა ნაწილებს ემთხვეოდნენ და სიწმინდეებს მოილოცავდნენ.

ახალი ცხოვრების გზაზე შემდგარნი გამოცდილ ბერს ეძებდნენ რათა რჩევა დარიგება მიეღოთ მისგან. სწორედ ასეთი ბერი იყო კიევიდან მოშორებით კიტაევოს სავანეში მოღვაწე, სქემ – მონაზონი დოსითე. ბერმა მაშინვე განჭვრიტა მასში ღვთის მადლი, და საროვის სავანეში წასასვლელად აკურთხა. შინ დაბრუნებული ღვთოისმოყვარე ყმაწვილი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას, ნათესავებს, და ორ თანამოძმესთან ერთად პროხორე წავიდა საროვში.

1778 წლის 3 დეკემბერს, საღამოს ბინდში სამი ახალგაზრდა მლოცველი მიადგა საროვის ჭიშკარსა და აი, ახდა მათი სანუკვარი ნატვრა. უფლის მაძიებლებმა მყუდრო ნავსაყუდელი ჰპოვეს. სადაც მამა პახომი, წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა.

ახალი მორჩილი პროხორე ყოველთვის დიდი მოღჩილებით გამოირჩეოდა, ყოველივეს სრულყოფილად გულმოდგინედ ასრულებდა. გამუდმებული შრომით ის თავს იცავდა მოწყინებისგან, რომელიც, როგორც შემდგომში აღნიშნავდა ყველაზე საშიში საცდურია.

წმინდა სერაფიმე, უფრო მეტად, რომ განწმენდილიყო ხორციელი ვნებებისგან, უფალმა ბერობის დასაწყისშივე მოუვლინა სენი, მონასტერში მისვლიდან ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა, სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა და მან მამა პახომს თვინიერად მიუგო: “ჩემი თავი წმინდა მამაო, სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მივანდე”, თქვა მან და ზიარება ითხოვა. ბერმა იოსებმა ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა, ახსარება ჩაიბარა და აზიარა. ამის შემდეგ პროხორე მალე გამოჯანმრთელდა.

იგი ყველას უამბობდა, თუ როგორ გამოეცხადა წმინდა ზიარების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით. ღვთისმშობელი იოანე ღვთისმეტყველისაკენ შებრუნდა სნეულზე მიუთითა და განაცხადა: “ესე შენი მოდგმისა არს”, ე.ი ზეციურიაო.

წმინდა საროვის უდაბნოში 8 წლიანი მორჩილების შემდეგ 1786 წლის 13 (26) აგვისტოს, მარხვის დასასსრულს, იღუმენმა პახომმა პროხორე ბერად აღკვეცა. მას სახელად სერაფიმე ეწოდა იგი ებრაულად “ცეცხლოვანს”, ძვ. ქართულად კი “ცეცხლებ დამწველნი ნიშნავს”. ეს სახელი მართლაც რომ შეეფერებოდა მის მგზნებარე სიყვარულს უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ურთიერთობებში ბერი მუდამ გულთბილი და ალერსიანი იყო.

მას გულისთქმაშიც არ უდარდია ამქვეყნიური ცხოვრებისგან განდგომა “ვითარცა მწიფე ნაყოფი, ისე მიეცა ხელთ უფალს”. შემდეგ სერაფიმე მსახურობდა ტაძარში და ღვთისმსახურების შემდეგაც გამუდმებით ლოცულობდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვრთო ხილვების ღირსი, მამა სერაფიმე წირვა ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმინდა მამა, თავად მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს საღმრთო ლიტურგიაზე, ამ ხილვის შემდეგ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.

1793 წლის 15 სექტემბერს ღვთის სიტყვით ანთებული მამა სერაფიმე უდაბნოში განმარტოების სურვილით აენთო. და განდეგილობა გადაწყვიტა. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წმინდანს მეუდაბნოებაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრიდან ხუთი ვერსის მოშორებით, მდინარე საროვოს ნაპირზე, უდაბურ ფიჭვნარში ამაღლებულ ბორცვზე ერთოთახიან ხის სენაკში დასახლდა.მთელი კვირის განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის წინ მიდიოდა სავანეში. ლიტურგიის შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების ტიპიკონების მიხედვით შეადგინა. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას ჩაიკითხავდა ხოლმე. აგრეთვე, კითხულობდა წმინდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებსაც. სერაფიმემ შეისწავლა მრავალი საგალობელი და ტყეში მუშაობის დროს ზეპირად გალობით აღავლენდა ლოცვებს. მან იქვე პატარა ბოსტანიც მოაწყო, ფუტკარიც მოაშენა და თავის ლუკმა- პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა.

ბერი სერაფიმე ძალიან ცოტეს ჭამდა, საკვებს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირას შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმინდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

წმინდა სერაფიმესთან რჩევის და ლოცვა-კურთხევისთვის მოდიოდნენ როგორც მონასტრის ძმები, ისე ერისკაცებიც.

მამა სერაფიმე აპურებდა ცხოველებს, არსებობს გადმოცემა, რომ მის სენაკთან, ისევე როგორც წმინდა ვლასთან, ღამღამობით სხვადასხვა ცხოველები და გველები მოდიოდნენ, იგი გამოვიდოდა მათთან და თავისი მწირი სუფრიდან კვებავდა მათ. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მოჰქონდათ მონასტრიდან.
წმინდა სერაფიმეს ებრძვოდა ეშმაკი: ჯერ ეცადა დაეფრთხო იგი, შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ამიტომ ღირსმა მამამ უფრო გაამკაცრა ლოცვა. იგი ყოველ ღამით ტყეში ერთ უზარმაზარ ლოდზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა. დღისით კი კელიაში აგრძელებდა ლოცვს, სადაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. უდაბნოში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ 1804 წლის 12 სექტემბერს, ერთხელ , როდესაც მამა სერაფიმე ტყეში შეშას ჩეხავდა, მასთან სამი უცნობი გლეხი მივიდა და ფულის გამოძალვა დაუწყეს. ბერმა უთხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა მაგრამ მათ არ დაუჯერეს და თავს დაესხნენ. მამა სერაფიმე ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო, თანაც ნაჯახი ეჭირა და თავის დაცვაც შეეძლო. როგორც შემდგომში იხსენებს, ამ აზრმა თავში გაუელვა, მაგრამ უმალვე მაცხოვრის სიტყვები გაახსენდა და “ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ”. წმინდა მოწამემ მშვიდად დაუშვა ნაჯახი და უთხრა: “რაც გინდათ ის მიყავით”. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ სენაკისკენ გაათრიეს, ხელები შეუკრეს და სენაკის ჩხრეკას მიჰყვნენ. ცოტა ხანში მოულოდნელად ყაჩაღები შიშმა აიტანა და შეძრწუნებულნი გაიქცნენ. სერაფიმე ღვთისმშობელმა თავისი გამოცხადებით განკურნა ჭრილობებისგან.
1807 წელს იღუმენი ისაია გარდაიცვალა, მამა სერაფიმე შემდეგ ახალ ღვაწლს სრულ მდუმარებას ირჩევს. იგი მნახველებთან საერთოდ აღარ გამოდიოდა. თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმინდანმა სამი წელიწადი, კვირის წირვაზეც კი არ მიდიოდა სავანეში. 1825 წლის 25 მოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისკენ და ამ დღის შემდეგ მისი კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისთვის.

იგი ლოცვებით კურნავდა ადამიანებს. წმინდა სერაფიმე განსაკუთრებულად ზრუნავდა დივეევოს დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.

საოცარი იყო ღირსი სერაფიმეს ცხოვრება და საკვირველი იყო მისი აღსასრული.

უკანასკნელ წელს ბერი ძალიან დასუსტდა. სისუსტის გამო ღირსი მამა იშვიათად დამოდიოდა მონასტრიდან, ხალხსაც ნაკლებად იღებდა. ხშირად იკეტებოდა ეს მას ეხმარებოდა სხვა ცხოვრებაში გადასასვლელ მზადებაში. მას ხშირად ხედავდნენ სენაკის შესასვლელში. იქ წმინდა ბერი დიდხანს იჯდა კუბოზე, რომელიც თავისთვის შეამზადებინა, ღირსმა მამამ ითხოვა მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ. მის მიერ წინასწარ მინიშნებულ ადგილას.

მამა სერაფიმემ განჭვრიტა თავისი აღსასრულის მოახლოება და სულიერ შვილებთან განშორებისთვის იწყო მზადება. ხშირად აფრთხილებდა მნახველებს: “ჩვენ აწი ვეღარ შევხვდებით”. დედა პარასკევას ეუბნებოდა: “ამიერიდან მარტო იცხოვრეთ, გტოვებთ!”

1833 წლის 14 იანვარის დილას იგი უკანასკნელად მივიდა ეკლესიაში. იგი უჩვეულოდ იქცეოდა, ყველა ხატთან სანთელი დაანთო და ემთხვია. ასეთი რამ ადრე არ გაუკეთებია. ისეთნაირად “ემშვიდობებოდა”, უფრო ზუსტად კი ემზადებოდა წმინდანებთან შესახვედრად.

ყველა ხვდებოდა, რომ ჩვეულებრივი ბერი კი არა, სრულიად მართლმადიდებლურ რუსეთში აღიარებული ღვთის წმინდანი ტოვებდა მათ.

15 იანვარის, დილის ექვსი საათისთვის წმინდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო, წმინდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა, “სანამ ცოცხალი ვარ ჩემს კელიაში ცეცხლი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება”.

როდესაც კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებს და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა. მამა სერაფიმე კი მცირე ანალოგიის წინ ლოცვაში მუხლებმოყრილი იხილეს, მის წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მოალერსე” იდგა.

წმინდანის ნაწილები რვა დღის მანძილზე ტაძარში იყო დასვენებული. შემდეგ იგი მისივე არჩეულ ადგილზე მიაბარეს მიწას. სადაც განისვენებდა 70 წლის მანძილზე, 1903 წლამდე.

მამა სერაფიმემ სასწაულის ძალით სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც უამრავი ადამიანი განკურნა დამბლისგან, სიბრმავისგან და სხვა სნეულებებებისგან.


23 Responses to “წმ. სერაფიმე საროველი”

  1. გიორგი Says:

    იხილეთ, და დატკბით ზეციური სასუფევლის დედოფლის დიდებით. ამ საკვირველი წმინდანის ლოცვა შეგვეწიოს, რომელიც ღვთისმშობლის სიყვარულით ლოცვაში მიიცვალა: “მამა სერაფიმე მცირე ანალოგიის წინ ლოცვაში მუხლებმოყრილი გარდაცვლილი იხილეს, მის წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მოალერსე” იდგა.”
    Născătoare de Dumnezeu, Fecioară, bucură-Te! (GRUPUL TRONOS)

      • ეკა Says:

        Orthodox Hymn-“O Pure Virgin” or “Agni Parthene”(Polish Female Choir)

      • ეკა Says:

        წყეულიმც იყოს იეღოველთა სექტა და მასთან ერთად ყველა მისი მხარდამჭერი!!!
        Romanian Byzantine Chant-Agni Parthene

      • ეკა Says:

        ივერიას განაბრწყინებს მხოლოდ მამა ბასილ მკალავიშვილისნაირი ღვთისთვის თავდაუზოგავად მშრომელი მღვდლები! მე დიდ პატივს ვცემ მამა ბასილის მიტროპოლიტს კვიპრიანეს და მის სინოდს საბერძნეთში! მივიჩნევ ამ სინოდის წევრად თავს!
        Canonizarea Sfântului Ioan Maximovici

      • ეკა Says:

        Правда о “Свидетелях Иеговы”

      • გიორგი Says:

        ქ-ნო ეკა, კეთილი და პატიოსანი. ჩვენც ვაფასებთ მ. ბასილის აქამდე გაწეულ შრომას, თუმცა მისი ბოლოდროინდელი კომპრომისი მისვლა მწვალებელთა კარზე კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ საბედნიეროდ კარგად დამთავრდა ყველაფერი და თქვენი მოძღვარი ძველ გზაზე დგას ისევ.

        თქვენს სინოდსაც პატივს ვცემთ, მაგრამ სამწუხაროდ ე. წ. ალანიის ეპარქიის და საქართველოს ძირძველი ტერიტორიის ოსეთად გამოცხადება კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ ესეც დროებითია და ბერძნები მალე დარწმუნდებიან ალბათ, რაოდენ დიდ შეცდომაში შეიყვანა თავისი სიცრუით ისინი ეპ. გიორგი ფუხაევმა. ჩვენ მრავალი ისტორიული მასალა გადავგზავნეთ თქვენს სინოდში და ვფიქრობთ, რომ ამ სინოდის სასულიერო პირები ძველებურად ვეღარ არიან დარწმუნებულნი გიორგი ფუხაევის გაყალბებული ისტორიული ნარკვევებით ქართულ ტერიტორიების შესახებ.

  2. Barcelonisimo... Says:

    თუ არ ვცდები, წმინდა სერაფიმის შესახებ იქადაგა ერთხელ ჩემმა მოძრვარმა წირვაზე, ის რჩეულთ აფრთხილებდაო, ბოლო ჟამის დადგომისას, საქართველოში წადითო…
    თუ ზუსტად მახოვს…
    შესანიშნავი სტატიაა :))

  3. a.sanduxaZe Says:

    batono giorgi, me adrec msmenia am somexi samRvdlos Sesaxeb, rom man SecdomaSi Seiyvana berZeni mRvdelTmTavari. Cemi survili iyo gagvecno mRvdelTmTavrisaTvis Siad qarTlis Sesaxeb arsebuli yvela istoriuli narkvevi da awindeli Sromebi, romlebic mravlad sdevs rusul da inglisur enebze kavSir “iberianas” saitze.
    kargi iqneboda, Tu xma mogiwvdebaT, gaacnoT berZen mRvdelmTavars am saitis arseboba, imedia naTels mohfens yovelives da amxels muxanaTur sicrues, osi separatistebisas, Tundac samRvdlo pirisas.

    keTili survilebiT
    a.sanduxaZe

    • ნიკა Says:

      დიახ, ბ-ნო ალექსანდრე, აუცილებლად გადავუგზავნით მიტროპოლიტ კვიპრიანეს ბერძნულ სინოდს, სადაც ე. წ. ალანიის ოსი ეპისკოპოსი გიორგი ფუხაევია, თქვენს მიერ მითითებულ ვებ-გვერდს…

      • ნიკა Says:

        Agni Parthene Fecioara Curata – Ortodox Music

      • კახა Says:

        გაბოროტებული გუჯიკოს თემა:😀😀😀
        წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირმა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა (მმკ-მ) თავიანთ საიტზე გამოაქვეყნა მსოფლიო პატრიარქის “მამხილებელი” სტატია…

        მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ ეკუმენისტობაში და ამის გამო მკაცრად აკრიტიკებენ, როცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც წლების წინ აქტიური ეკუმენისტი და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტიც გახლდათ.

        მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ “ავაზაკთა კრების” მოწვევასა და ჩატარებაში, სინამდვილეში მერვე საეკლესიო კრება არც ერთ საეკლესიო კრებას არ უწინასწარმეტყველებია “ავაზაკთა კრებად”, არც რაიმე საეკლესიო სწავლება არსებობს ამასთან დაკავშირებით.

        მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებში, და მმკ მოუწოდებს მრევლს რომ მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება უნდა შეწყდეს.

        მოვიყვან სტატიიდან ციტატას:

        მე-20 საუკუნის კონსტანტინოპოლის ეკუმენისტ და
        ანტიმართლმადიდებელ პატრიარქთა მემკვიდრე და მათი საქმის
        გამგრძელებელი, პატრიარქი ბართლომე, თავისი ანტიეკლესიური,
        წმიდა მამათა სწავლების უარმყოფელი და შეურაცხმყოფელი
        ქმედებებით სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას იწვევს
        მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ შვილთა წრეში.
        საყოველთაოდ დგება დღის წესრიგში საკითხი პატრიარქ
        ბართლომეს მოხსენიების შეწყვეტის თაობაზე. ეკლესიის მრავალი
        წევრი და ავტორიტეტული მამები მოუწოდებენ ათონის მთის
        წმიდა კინოტს და ყველა მართლმადიდებელს, მკაცრად შეაფასონ
        პატრიარქ ბართლომეს ეკუმენისტური, პროპაპისტური და
        ანტიმართლმადიდებლური საქმიანობა და შეწყვიტონ მისი მოხსენიება.
        ——————————–

        ციტატის დასაწყისშივე იწყება პატრიარქთა ლანძღვა, ხოლო ციტატის ბოლო მთავრდება სქიზმატური მოწოდებით, რაზეც, საქართველოს საპატრიარქომ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთი განცხადების მიმართ!

        სრული ტექსტი წაიკითხეთ, და მიხვდებით რომ მმკ მიზანმიმართულად ებრძვის მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის პროგრესს, რეფორმებს, და ფსევდომართლმადიდებლური “წინასწარმეტყველებებით” თუ რიგითი ეკლესიის მამების ამოგლეჯილი ციტატებით ცდილობენ მსოფლიო პატრიარქის დადანაშაულებას…

        “პაპისა და პატრიარქ ბართლომეს ანტიმართლმადიდებლური ქმედებანი” http://religia.ge/siaxleebi.html

        პატრიარქის, მით უმეტეს მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტას გადაწყვეტს უმაღლესი იერარქები, საეკლესიო სამართლის მცოდნეები და არა მმკ-ს წევრები და მათი სასულიერო პირები. უმაღლესი საეკლესიო პირის არმოხსენიება ხდება მაშინ, როცა მსოფლიო ეკლესია გამოაცხადებს მას ოფიციალურ მწვალებლად/ერეტიკოსად ან განდგომილად. არც ერთ ბრალდებაზე ოფიციალურად არ არის წარდგენილი მისი უწმინდესობა -ბართლომეოსი, თუმცა მმკ ხომ…..

        ჯერ იყო და ქართული გალობა აღარ გვინდა, არაკანონიკურია და ბიზანტიური გალობაო, მერე მოუნათლავი ჩვილები ვერ ცხონდებიანო, მერე წმ. გრიგოლ ფერაძე წმინდანი არააო და სინოდი შეცდა რომ შერაცხეს წმინდანადო, აღარ მოვყვები კრიმინალურ ქმედებებს და ხალხის და ტელევიზიის დარბევებს, ეხლა კიდე მსოფლიო პატრიარქს დაუპირისპირდნენ და მისი მოხსენიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მრევლს და….

        რა უნდა ამ ხალხს? ვისგან იმართებიან? როდემდე უნდა უთმინოს საპატრიარქომ და წმ. სინოდმა ასეთი გამოხტომები ამ კავშირს?
        * * *
        ერთი კითხვა მაქვს: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში თუ არსებობენ საეკლესიო სამართლის სპეციალისტები? კანონისტები? დათიკო, სემინარიაში ისწავლება რაიმე საეკლესიო სამართალთან დაკავშირებით?
        * * *
        ერთი კითხვა მაქვს: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში თუ არსებობენ საეკლესიო სამართლის სპეციალისტები? კანონისტები? დათიკო, სემინარიაში ისწავლება რაიმე საეკლესიო სამართალთან დაკავშირებით?
        http://forum.ge/?f=84&showtopic=34141976&st=0

      • კახა Says:

        გუჯიკოს გამოსწორება არ იქნებაააააა😀
        OtherguyLQUOTE
        დღეს დავინახე ეგენი, დიდუბის მეტროსთან, სამთო ქიმიის წინ იდგა ერთი და ხალხს ეუბნებოდა მოაწერეთ ხელი ეკლესიის სახელით მართლმადიდებელი პატიმრების გამოსაშვებად-ო…

        მე ის მიკვირს, საპატრიარქო და თავად პატრიარქი რომ არ უცხადებს მხარდაჭერას მმკ-ს პატიმრებს მაგრამ ალბათ გაიგო პატრიარქმა მმკ-ს ბოლოდროინდელი ქმედებები, ის უეჭველი ვიცი რომ პატრიარქმა დაჯილდოვების დღეს გაფრთხილება/საყვედური უთხრა მამა დავით ისაკაძეს რატომ გალობთ ბიზანტიურსო, არ იცოდა უწმინდესმა და რეგენტმა უთხრა საკურთხეველში.. ეხლა ალბათ ისიც გაიგო პატრიარქმა რომ მმკ დაუპირისპირდა მსოფლიო პატრიარქს და ისე გაკადნიერდნენ რომ მის არ მოხსენიებაზე მოუწოდებენ მრევლს.
        ეს რომ მსოფლიო პატრიარქმა და მსოფლიო საპატრიარქომ გაიგოს ცხადია ჩვენს ეკლესიას და არც პატრიარქს არ აწყობს, ეს ხომ იზოლაციის და განხეთქილების პროვოკაციაა..
        დაპირისპირება მსოფლიო პატრიარქთან და საპატრიარქოსთან არანაირად არ აწყობს ილია მეორეს, ასე რომ მმკ ცეცხლს ეთამაშება ჩემი აზრით, რატომ პროვოკატორობენ ვერ ვხვდები, მოსწონთ მერე წამებულის როლში ყოფნა? ალბათ მოსწონთ, მერე დაიწყებენ- გვებრძვიან, გვიჭერენ, ეხლა ეკლესიიდან გვაგდებენ და ა.შ.
        http://forum.ge/?f=84&showtopic=34141976&st=0

      • davit Says:

        ჰააჰააჰაოჰოჰოია…ვეშაპო შე მუდრეგო შენა ! პადრე გუჯასა მნებავს ვკითხო ეგ ის კაცი არ არის გალობის დარდი რომ შეჰყრია ვითომა მმკა ბიზანტიურადა ჰგალობსო და პატრიოტულად მსურსო გალობა ვაპროტესტებო ამ დროს ნახეთ რას იჭაჭება ეგ მუტრუკი ეგა და როგორ იქნევს გველეშაპურ კუდსა თბილისის ფორუმზედა რომა ის ბიჭები დეისიძისა სირობისთვინა რომ ჩასვეს დამნაშავეები არიანო ჰალოვენცები რომ დაარბიეს ჯერ კიდევ მაშინ იყვნენ დასაჭერებიო… თურმე მაგ გველეშაპსა სინამდვილეში ჰალოვენცურად სურს მღერა-ყმუილი ქართულ ტაძრებშია მე კიდე კინაღამ დავიჯერე რა პატრიოტი ყოფილათქო!!! არა ეს ჩვენი ჟოზე პინტო პადრე გუჯა სულით რომ სიმყრალეში ბორგავს ისევ ამას არცარასოდესა მალავს ხოლმე მაგრამ აი საპატრიარქოს დოქტორანტი ჩიკვაიძე პრეზიდენტა ხედავ როგორ გამოენთო ძველებურად მამათმავალთა დამქორწინებელსა ბართლომესა დასაცავად, რაო ელენემა რა დასწერა აქა მთავარეპისკოპოსმა ამბერკიმა რა ბრძანაო? რაო და იყო ეკუმენისტი ესა ნიშნავს დაწინაურდე ყველაგანაო და ევროებით აივსო ოჯახის ბეღლის ტომრებიო! ეჰ პრეზიდენტა პრეზიდენტა რით ვეღარ გასძღა ქრისტეს გაყიდვის ფასად ეგ შენი ოჯახის სტომაქი, ეტყობა ფსკერი არა აქვს დოქტორანტის სტომაქსა! ტროიკა: პადრე გუჯა, პრეზიდენტა და ვეშაპო ეგენი ჩემო კახა მაგ თემაში ვატიკანის ეკუმენური დიდი ოჯახის სასიქადულო წევრების ხატებანი არაიან! ოლალოოლ რა შემზარავნი არიან!

      • davit Says:

        რა ვქნა კაცო ძალიან მიყვარს ადამიანი რაღაცა მცირეს ჭეშმარიტების მარცვალსა მაინც რომ ჩასწვდება, ახალ მე ვერავინ ბრალს ვერ დამდებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მომხრეაო, რასაც ამ საიტზედა მაგათ მე ვამათრახებ, უმალ მიწა გამისკდეს რა მინდა მაგათ მხარესა სანამ საქართველოს საპატრიარქოს უღმერთობაში ჰსუფევენ მაგრამ მძიმე ავადმყოფი რომ მოიხედავს ხოლმე და გაიხარებ ეგებ ეშველოს რამე და გადარჩესო, ისე ვარ მეცა ამ მმკას ხალხზე, რაღაც კეთილი გამონათებები რომ აქვთ, ახლა ერთერთსა კეთილ გამონათებასა ბართლომეს რომ აღუდგნენ სულითა ამან ძაან გამახარა მაგრამ რად გინდა წაესევიან ხოლმე ეს ლეშიჭამია ყვავ-ყორნები და ისევ თავისკენნ მიითრევენ! ეჰ ღმერთმა უშველოთ!

      • კახა Says:

        არა დავით რა ვატიკანი აი მამა ანდრიას და მეუფე გერასიმეს ცხვრები არიან პრეზიდენტა, ვეშაპოც და სხვები…;)
        http://church.ge/index.php?showtopic=4317&st=1320

      • კახა Says:

        http://church.ge/index.php?showtopic=6717&mode=threaded&pid=523127
        აქ რომ მამა ირაკლია კანონისტთან ერთად, ეგ უნდა ნახოთ, ეკლესიის გარეთ სულ ჯინსებით და შარვალ-კოსტუმით დადის, მაგის ცოლი მაგრა ჩალურჯებული ჩახატული თვალებით დადიოდა ახლა აღარ ვიცი მაგარა მოდური იმენნა თანამედროვე მღვდლის ოჯახური სასტავია! მეც მაგ მრევლის ამბებში ვიჩითებოდი ხოლმე, დღეს სახლში ვზივარ!!!

      • კახა Says:

        აი კანონისტი სტიქარში ბართლომეზე ლოცულობს😀

      • mariami Says:

        დღეს მარინეობაა, და ეს სასწაული ძალიან ამაღელვებელია.

        წმინდა მარინემ ბერძნების ოჯახს ბავშვი გადაურჩინა

        ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, ვინც წმინდანების მეოხებით ღმერთს შეწევნას ევედრება, ჩვეულებრივი მიწიერი მოვლენაა მიწიერ და ზეციურ ეკლესიებს შორის უშუალო კავშირი. ამ ორიოდე წლის წინ, ვასილიუსების ოჯახი კვიპროსიდან, მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მათ ლეიკოზით დაავადებული მცირეწლოვანი ანდრიასათვის ზურგის ტვინის გადანერგვისათვის საჭირო დონორი ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცა, დონორი გამოჩნდა და ოჯახი აშშ-ში გასამგზავრებლად მოემზადა, რადგან სწორედ იქ უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია.

        თუ როგორ ევედრებოდა უფალ იესო ქრისტეს შვილის გადარჩენას ვასილიუს ოჯახი, სატელევიზიო სიუჟეტშიც ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმიდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა აეღოთ. ისინი, კუნძულ ანდროსზე მდებარე, წმ. მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს – არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით ესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, რომ ოპერაციის დროს წმიდა მარინე ყოფილიყო მათი ბავშვის შემწე. მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმიდა მარინესადმი უსაზღვრო რწმენით მშობლები პატარა ანდრიასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ.

        შესაბამისი წინასაოპერაციო გამოკვლევისა და მომზადების შემდეგ, პატარა ანდრია ურთულეს ოპერაციაზე შეიყვანეს. ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ქირურგთან ერთი ქალი მივიდა და განუცხადა, რომ იგი პატარა პაციენტის პირადი ექიმია და ოპერაციაზე დასწრება სურს. საუბარში ქალმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოამჟღავნა, რომ ქირურგს მასში ეჭვიც არ შეპარვია, თუმცა აუხსნა, რომ ასეთ რთულ ოპერაციაზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელია და მათი საოპერაციო ბრიგადის პრაქტიკაში მსგავსი რამ არც მომხდარა. თუმცა ქალის დაჟინებულმა თხოვნამ ქირურგს აზრი შეაცვლევინა. ოპერაციაზე შესვლამდე მან ქალი მდივანთან გაგზავნა, სადაც მას თავისი მონაცემები უნდა ჩაეწერა.

        უცნობი ექიმი ქალი არა მარტო დაესწრო, არამედ ენერგიულად ჩაერთო პატარა ანდრიას ოპერაციის მსვლელობაში და მას რამდენჯერმე ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქირურგმა უცნობ ექიმ ქალს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა. პატარა ანდრიას მშობლებმა როგორც კი ქირურგი დაინახეს, ოპერაციის შედეგის გასაგებად მიეჭრნენ: „ყველაფერმა ძალზე კარგად ჩაიარა“, – უთხრა მათ ქირურგმა და დაამატა: „თუმცა ვერ გამიგია, რატომ მომმართეთ მე, თუკი ბავშვებისათვის ასეთი ექიმი გყავდათ?“. გაოცებულმა მშობლებმა თქვეს, რომ არავითარი ექიმი არ ჩამოჰყოლიათ და ასეთ ვინმეს არც კი იცნობენ. მაშინ, ქირურგმა ურჩია, რომ ცოტაც მოეთმინათ, ვიდრე უცნობი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვიდოდა… ამაოდ უცდიდნენ და ამაოდ ეძებდნენ ყველგან უცნობ ექიმ ქალს – იგი გაუჩინარდა. პატარა ანდრიას მშობლებმა ბოლოს ივარაუდეს, რომ რომელიმე ექიმს საბერძნეთიდან ან კვიპროსიდან, მათი თანადგომისათვის, ოპერაციაზე დასასწრებად აშშ-ში ჩამოვიდა. ისინი მდივანთან მივიდნენ, რათა ამ უცნობი ექიმის მისამართი მაინც გაეგოთ და მადლობა მოგვიანებით გადაეხადათ. ყველასათვის გასაოცრად უცნობ ექიმ ქალს ჟურნალში თავისი სახელი – მარინე ანდროსიდან ჩაეწერა. ბავშვის მშობლები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, კარგა ხანს გაოგნებულები იდგნენ. მათი თვალები სიხარულისა და წმიდა მარინესადმი მადლიერების ცრემლებით აივსო. მაშინ გაიხსენეს მონასტრის იღუმენის სიტყვები: „წადით ამერიკაში, დაე, წმიდა მარინე გყავდეთ შემწე საოპერაციოში“.

        უსაზღვრო სიხარულითა და მადლიერებით აუწყა ვასილიუსთა ოჯახმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატარა ანდრიას გამოჯანმრთელებისა და ნამდვილი სასწაულის შესახებ. ამ ამბის შემდეგ ოჯახმა აღთქმა დადო, რომ კუნძულ ანდროსზე, წმიდა მარინეს მონასტერში, ყოველწლიურად დასწრებოდნენ ამ სასწაულმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.

        ღვთის მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მრავლად აღესრულება წმინდანთა სასწაულები, რომელთა მეშვეობით, ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე, თითოეული ჩვენგანის რწმენაში განმტკიცებას ცდილობს.

        გაზეთი „სტილოს ორთქოდოქსიას“
        ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ

        გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 6, 2006 წ

      • mariami Says:

        პ.ს. დიდგორის პრეს-სამსახურს რამდენიმე თვის წინ გავუგზავნე გამოსაქვეყნებლად ეს სასწაული და თუ ამ წმინდანის დღესასწაულზე გამომიქვეყნებთ დიდი მადლობელი დაგრჩებით.

  4. a.sanduxaZe Says:

    gvainteresebs beris mama gabrielis biografia, gamigonia rom is gankvetili iyo eklesiidan. vinc icis amis Sesaxeb mogvawodeT cnobebi.
    didi madloba

    • mariami Says:

      “Георгий Победоносец” фильм
      Внеконкурсная работа школьников Ивана Теселкина и Дмитрия Ненькина из города Старый Оскол


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: