დოგმატი

ნიკეის VII მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმიდა მამისა ხატთა თაყვანისცემის შესახებ

ღვთის ხატთა თაყვანისმცემელნი, ღმერთს სცემენ თაყვანს მისი საშუალებით, და ღვთის ხატთა მაგინებელნიც ღმერთს აგინებენ, ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღვთის შემაწუხებელი და შეურაცმხყოფელი ცოდვა სრულიად მოისპოს ჩვენი მოდგმიდან. (რუის-ურბნისის კრების მე-19 კანონი)

ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად ჩვენთვის დადგენილ არა ახალშემოსულ საეკლესიო გადმოცემებს. მათთან ერთად არის ხატი, ფერწერული გამოსახულება, რომელიც სახარების ქადაგებებს თხრობებს უთანხმებს და ჩვენ მიერ ღვთის სიტყვის განხორციელების არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტ რწმუნებას და მსგავს სარგებლობას ემსახურება. ამრიგად, რადგან ერთი მეორეზე უთითებს, უეჭველად ერთი მეორეს განმარტავს. ამით, რაც არსებობს, როგორც სამეუფო გზით მავალნი და ჩვენი წმინდა მამების ღვთივმეტყველი მოძღვრების და კათოლიკე ეკლესიის (ვიცით, რომ ეს არის მასში მცხოვრები წმიდა სულისგან) გადმოცემის მიმდევარნი სრული ჭეშმარიტებით და გულმოდგინე განხილვის შედეგად განვსაზღვრავთ: პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულების მსგავსად წესია ღვთის წმინდა ეკლესიებში, წმინდა ჭურჭელზე, სამოსელზე, კედლებზე, ფიცრებზე, სახლებში და გზებზე პატიოსანი და წმინდა ხატები იყოს საღებავებით დახატული, ქვაში გამოკვეთილი და სხვა ამისთვის გამოსადეგი ნივთიერებით შექმნილი, როგორც ჩვენი უფლისა, ღვთისა და მხსნელისა იესო ქრისტესი, ჩვენი უხრწნელი დედოფლის წმინდა ღვთისმშობლისა, ასევე პატიოსანი ანგელოზებისა, ყველა წმინდანებისა და ღირსი მამებისა. რამდენადაც უმეტესწილად დანახვა შეიძლება ხატზე გამოსახვის გზით, იმდენად მათი მაცქერალნი შეუდგებიან ღვაწლს, მოიგონონ და უყვარდეთ ხატზე გამოსახულთა პირველსახენი, პატივი მიაგონ მათ ამბორით და პატივისმცემელი თაყვანისცემით. არა ჭეშმარიტი ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, ღვთის თაყვანისცემით, როგორც შეეფერება ერთიან ღვთაებრივ ბუნებას, არამედ იმგვარი პატივისცემით, როგორც ვეთაყვანებით პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულებას, წმიდა სახარებას და სხვა სიწმიდეებს, საკმეველით და სანთლების ანთებით პატივი მიეგებათ ისევე, როგორც ძველებს ჰქონდათ კეთილმსახური ადათ-წესი, რადგან პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულის არსებას. ასე მტკიცდება ჩვენი წმიდა მამების მოძღვრება, ეს არის გადმოცემა ქვეყნის კიდით-კიდემდე კათოლიკე ეკლესიისა, რომელმაც მიიღო სახარება.

აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.

ფსალმუნი 103

გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი – ალად ცეცხლისა.
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
საზღვარი დადე – ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას – ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
მთანი მაღალნი – ქურციკთათვის, კლდენი – კურდღელთა თავშესაფარი.

შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
ამობრწყინდება მზე – შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი – მცირენი დიდებთან ერთად.
იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი – ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
მისცემ მათ – აიღებენ, გახსნი შენს ხელს – გაძღებიან სიკეთით.
დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
გაუშვებ შენს სულს – წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.

ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!


 

21 Responses to “დოგმატი”

  1. ნიკა Says:

    Giovanni Raffa: La Pala d’Altare per la Parrocchia di Grizzana Morandi (BO) – Volti

    • ლადო Says:

      Psalom 50 – Valaam Choir Psalmul 50 Валаам

    • ლადო Says:

      Orthodox Music – ♫ Agios o Theos ♫ (Hram Svetog Save)

      • გიორგი Says:

        dideba magaliani – დიდება მაღალიანი

      • mariami Says:

        დიდება მაღალთა შინა

      • mariami Says:

        eklesiebi

      • გიორგი Says:

        აღათონ მეგვიპტელი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 მარტი, ახალი სტილით – 15 მარტი. წმინდანი მაკარი დიდის (ხს. 1 თებერვალს) თანამედროვე იყო. ის ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა, თავს უდიდეს ცოდვილად თვლიდა და საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა.
        ***
        ერთხელ ღირს აღათონთან მივიდნენ ბერები და ჰკითხეს: «
        „შენ ხარ მამა აღათონი?”
        „თქვენს წინ დგას ღვთის ცოდვილი მონა”, – უპასუხა ღირსმა მამამ.
        „ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ”, – გააგრძელეს ბერებმა.
        „სრული ჭეშმარიტებაა”, – მიუგო წმიდანმა.
        „კიდევ ამბობენ, რომ მატყუარა ხარ და სხვებს განიკითხავ.”
        „ესეც მართალია”, – დაუდასტურა მან.
        „თურმე ერეტიკოსიც ყოფილხარ,” – არ ცხრებოდნენ ბერები.
        „ეგ კი ტყუილია”, – იუარა წმიდა აღათონმა და დასძინა: „ყოველი ადამიანი ცოდვის შვილია, ბუნებითაა მიდრეკილი ბოროტისაკენ, ამიტომ არანაირი ცოდვა ჩვენთვის უცხო არაა, მაგრამ ერესი? – ეს ხომ შეგნებული უარყოფაა ღვთის ჭეშმარიტებისა!”»

      • mariami Says:

        TSMINDAO GMERTO

      • mariami Says:

        monasteri

      • mariami Says:

        არ შედრკეთ! ყველა ამ ქართულ ეკლესია-მონასტრებში მალე აღდგება სჯულის კანონი! და ასე იქნება ბოლო ჟამის იბერიაში:

        “მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე შენი და წმინდანი შენნი იხარებდნნენ!”

      • კახა Says:

        უფალო შეგვიწყალე

      • კახა Says:

        ჩვენი ცოდვით იწვის რუსეთი ცეცხლში და დაე ამერიკაც მას მიჰყვეს!

  2. კახა Says:

    რაღა აგვისტოში იწვება რუსეთი…აგვისტოს ომის ჩვენი უბედურება მოეწიათ…ოღონდ რუსეთზე მეტად საჭიროა დაიბუგოს ამერიკა ჩვენს წინააღმდეგ საიდუმლო პადჟიგატელი!

    • კახა Says:

      სააკაშვილს და მის ცოლ სანდრას იგივე ბედი ელით ქართველი ერისაგან , რაც მიიღეს თავდაყირა დაკიდებულმა იტალიის დიქტატორმა მუსოლინმა და მისმა ცოლმა როდესაც ფეხებით დაჰკიდეს ქალაქის მოედანზე

      გაფითრებული დუჩე ფასადის კედელს მიეყუდა, კლარა გვერდით ამოუდგა. ვალერიომ ისტერიკული ყვირილი ატეხა: “ბენიტო მუსოლინი… სამხედრო დამნაშავე… სახალხო სამართლიანობამ… სიკვდილის განაჩენი გამოგიტანა…” შეძრწუნებული კლარა მუსოლინის ჩაეხუტა და ვალერიოს დაუყვირა: “არა, თქვენ ამას არ იზამთ! ეს შეუძლებელია!” საპასუხოდ ნერვული შეძახილი მოისმა: “გვერდით თუ არ გაიწევით, თქვენც მოკვდებით!” კლარა არ განძრეულა. ვალერიომ ჩახმახს ხელი გამოჰკრა, თოფი არ გავარდა. ქალი ყვირილით მივარდა ტერორისტს: “უფლება არ გაქვთ, ასე გაგვანადგუროთ…

      ” ვალერიომ გვერდით მდგომ პარტიზანს ხელიდან ავტომატი გამოგლიჯა, კლარა კი მუსოლინის ჩაეხუტა და მთელი ტანით გადაეფარა. გაისმა ავტომატის ჯერის ხმა. კლარა პეტაჩი მოცელილივით დაეცა, მუსოლინის ოთხი ტყვია მოხვდა და ისიც მიწას დაენარცხა. მეთაურმა ვალერიომ მკერდში კიდევ ერთი ტყვია დაახალა. შემდეგ მუსოლინის, პეტაჩისა და სხვა დახვრეტილი ადამიანების ცხედრები საბარგულში შეყარა და მილანისკენ გასწია.

      ლორეტოს მოედანზე, ბენზინგასამართ სადგურთან, შეყვარებული წყვილი რკინის კაუჭზე თავდაღმა ეკიდა – დემოკრატიაზე გამარჯვებული ჰუმანიზმის მკაფიო სიმბოლო.

      • კახა Says:

        mussolini tupac rap

      • კახა Says:

        არ ენდოთ ხალხს პოლიტიკოსებო თორემ დაგკიდებენ მუსულინივით თავდაღმა, ენდეთ მხოლოდ ღმერთს!
        DICHIARAZIONE DI GUERRA DI BENITO MUSSOLINI !!! VINCERE !!!

      • კახა Says:

        აი თქვენი აღსასრული ხალხის მოიმედე პოლიტიკოსებო, როგორც დაგიკრავენ ტაშს, ისე ჩაგცხებენ წიხლს. სულ ეს არის თქვენი პოლიტიკა: : :

        Benito Mussolini – Milano Piazzale Loreto

      • კახა Says:

        ასე დაგკიდებენ პოლიტიკოსებო შურისმაძიებელი მასები, თქვენი გულშემატკივარი ისევ ღმერთი იქნება უბედურებო!!!:
        Autopsia a Benito Mussolini 2/4

      • ნიკა Says:

        კახა, საინტერესო ვიდეოა მუსოლინზე, მაგრამ ერთი თხოვნა გვექნება ყველასთან, შეძლებისდაგვარად კომენტარები ან ვიდეო და ტექსტუალური მასალა გამოაქვეყნოთ ხოლმე შესაბამის თემებში. ეს საშუალებს მოგვცემს, ადვილად მივაგნოთ მომავალში, თქვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალას.

      • გიორგი Says:

        გამოქვეყნდა მუსოლინზე კახას მიერ მოწოდებული ვიდეო – მასალა ჩემს პერსონალურ ფეისბუკზე კახას კომენტარითვე.

      • mariami Says:

        “Благослови, душе моя, Господа”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: