გილოცავთ მარიამობის მარხვის დაწყებას

გილოცავთ მარიამობის მარხვის დაწყებას

ისევ გვიხმობს წმიდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს. კვლავ მოგვიწოდებს, რომ შევუერთდეთ მოსაგრეებს. ისევ სურს, რომ გავხდეთ მამაცნი, ვნებათა დამთრგუნველნი, უმეტესნი სულიერებით განვბრწყინდეთ და ჩვენი შრომის საზღაურად გვირგვინით შევიმკოთ თავი. (წმიდა იოანე ოქროპირი)

სამოთხე მარხვის დარღვევის გამო დავკარგეთ და ახლა მაინც ვიმარხულოთ (წმიდა ბასილი დიდი მარხვის შესახებ)

ესეც გვახსოვდეს: ამ სოფლის მხედართ მათი შრომის მიხედვით ეზრდებათ გასამრჯელო, ხოლო სულიერ მხედრებს, რომელნიც დიდად ავიწროვებენ ხორცს, უმეტესი პატივი ექნებათ. ჩვენი ჩაფხუტი განსხვავდება მათი ჩაფხუტისაგან, რადგან მათი ჩაფხუტი რვალისაა და ჟანგი სჭამს, ხოლო ჩვენი მარადიული ცხოვრების სასოებითაა შემზადებული (I თესალ. 5,8).

მათი ფარი განხრწნადია, ჩვენ კი სარწმუნოების ფარი გვაქვს მოცემული, ჩვენ სიმრთელის ჯაჭვით ვართ აღჭურვილნი, ხოლო ისარი რკინის პერანგით. ჩვენ სულის მახვილი მოგვეცა საბრძოლველად (ეფეს. 6,7), ხოლო მათ რკინის მახვილი უჭირავთ გაშიშვლებული. არც საზრდელი გვაქვს ერთნაირი, ჩვენ საღმრთო სწავლანი განგვამტკიცებენ, ხოლო მათ მუცლის აღვსება. ჩვენი ცხოვრების გვირგვინად მარხვა რომ გვექცია, მაშინ იგი არ იქნებოდა ასე მრავალი მწუხარებითა და ტანჯვით აღსავსე, იმიტომ, რომ მარხვა არა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას გვასწავლის, არამედ ყოველგვარი უკეთურობისაგან, ანგარება იქნება ეს თუ მრისხანება. (წმიდა ბასილი დიდი მარხვის შესახებ)

23 Responses to “გილოცავთ მარიამობის მარხვის დაწყებას”

  1. mariami Says:

    დიდი მადლობა მარხვის დიდებული მოლოცვისათვის!
    რა საყვარელია არა სამღვდელოება, განსაკუთრებით ბერ-მონაზვნები!
    მეც გილოცავთ მარხვას! მე ეს ფსალმუნი ძალიან მიყვარს!
    Psalm 50-Romanian Orthodox Chant

    • mariami Says:

      ეს წმინდანი ღვთისმშობელ დედას ძალიან და გამორჩეულად უყვარს! ამიტომ დაე, ყოველთვის მასთან სუფევდეს!
      Sfântul Serafim de Sarov / Saint Seraphim of Sarov – 2 ianuarie/19 iulie

    • mariami Says:

      Orthodox Saint-Seraphim Rose

      • mariami Says:

        Bucura-te

      • mariami Says:

        Polieleu

      • mariami Says:

        ქართული საგალობელი
        Поуке Светих Отаца 1

      • mariami Says:

        ეს საგალობელი მე ძალიან მომწონს! ძალიან! ნიკა, მოგწონს?
        Поуке Светих Отаца 3

      • გიორგი Says:

        მშვიდობა მარიამ! ნიკა კომპიუტერთან ცოტა ხანი არ იქნება. მართლაც სულშიჩამწვდომი საგალობელია ქალთა მიერ შესრულებელი ღვთისმშობლის სადიდებელი! დიდი მადლობა!

      • davit Says:

        გამარჯობათ მეგობრებო როგორა ხართ დიდგორელებო, მთაში ვიყავი და მომენატრეთ ძალიან რა ხდება აბა აქ უჩემოდ ხომ არ დაგჯაბნეს მტრებმა!! თუ წაიხვეტტნენ და ისვენებენ…რა კარგი მისალოცია მარხვისა, მეც გილოცავთ!!!

      • ნიკა Says:

        გილოცავთ, დიდ საუფლო დღესასწაულს – ფერისცვალებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
        ————-
        ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
        ————
        კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.
        201. Преображение Господне..avi

      • ნიკა Says:

        Pouke za vernike

      • ნიკა Says:

        იესოს ლოცვა Gospodova Molitva – Господова Молитва

      • ნიკა Says:

        იესოს ლოცვა ISUSOVA MOLITVA

      • mariam Says:

        Прича о Божијем промислу

  2. mariam Says:

    Херувимская песнь

    • ნიკა Says:

      გთხოვთ, გაეცნოთ, ახალ წერილს რუსულ ვერსიაში:
      Сатанизм в РПЦ МП
      http://didgoriru.wordpress.com/2010/08/25/сатанизм-в-рпц-мп/

    • mariami Says:

      Církevní kalendář 14.1. sv. Nina (Religious calendar)

      • mariami Says:

        პ.ს. ბოდიშით, ამ ვიდეოს ბოლოში კათოლიკური ნახატები შემოდის…კალენდარში!

      • mariami Says:

        გილოცავთ წმინდა ნინოს დღესასწაულს!!!

      • ლომისა Says:

        გილოცავთ ნინოობას!

        ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

        კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

        ალექსი

  3. იოსებ ღუდუშაური Says:

    ლოცვა წმიდისა მოციქულთა სწორისა დედისა ნინოს მიმართ სათქმელი მუხლთ მოდრეკით

    მიიღე ფრიად-შვენიერებით და სიმკაცრით სულთა ჩვენთათვის, დედობრივ მოღვაწეო-ქალწულო, ნეტარო ნინო, მცირე კნინი სამადლობელი ესე ძღვენი ჩვენ გლახაკთა, უღირსთა მონათაგან წადიერებით და სიყვარულით, შენ დედოფლისა და მოღვაწისა ჩვენისად შეწირული! ყოველთა დედათა ნათესავთაგან შენ მაცხოვრად და მოღვაწედ სულთა ჩვენთათვის დაბნელებულთა და ეშმაკისა მონებისაგან ბნელისა მხსნელად ღვთისა მიერ მოწყალებად ჩვენდა მოფენილო ნათელო! ვითარ იგი უპირატეს ამისა პირველ იღვაწე ჩვენთვის მოციქულებრითა შრომითა შენითა და დედობრივითა მოწყალებითა შენითა, აწცა ნუ დააცადებ მოღვაწებასა და მეოხებასა წინაშე მეუფისა ქრისტესა, რომელი შენ გვახა-რენ ჩვენ მოციქულებრითა შრომითა შენითა და იხსნენ სულნი ჩვენნი საწყალობელნი, მონებისა მისგან ბნელისა ეშმაკისა და საცთურთაგან მისთა მრავალ ღონეთა და ტყვეობისაგან მრავალ საძაგისა მის სულთა დამაბნელებელისა ვნებისაგან გამოიტაცე გონება და სული ჩვენნი! აღსდეგ ზენაითა მით ძლიერითა შეწევ-ნითა შენითა მტერთა ჩვენთა ჩვენზედა აღდგომილთა და შეჰმუსრენ მკლავნი მათნი ბარბაროზებრივნი მრავალ ღონეობით ჩვენზედა განმარტებულნი და მოუღენ ძალი და ძლიერება მათი ყოვლად ძლიერითა ქრისტეს მეუფისა ჩვენისა უძლეველისა ძალისათა! და სრულიად უკუნ აქცევდე დედაო ტკბილო სანატრელო, ცოდვათა ჩვენთა სიმრავლისაგან დღითი დღედ მომავალთა მომსრველთა სიმრავლეთა წარმართთასა და წარტყვენვად ჩვენ ზედა აღჭურვილთა და ვიდრე აღსრულებადმდე და აღკრებადმდე სოფლისა ამის ამაოებისა ჰგიებდე ჩვენთანა განუშორებელად, დედაო სანა-ტრელო, დედა ეგე მოწყალე შვილთა შენთა თანა, ცოდვისა ბრალთაგან განფრდილთა და ვნებისაგან ეშმაკისა ტყვექმნულთა და იღვაწე ჩვენთანა განუშორებელად ნაღვაწი შენ მიერ საღმრთო იგი მართლმადიდებლობისა ყოვლად უბიწო სარწმუნოება ცხოველსმყო-ფელითა მით მადლითა ყოვლად წმიდისა სულისა შეწევნისათა! და განსლვადმდე ცხოვრებისა ამის ჩვენისა კნინისაგან დაგვიფარენ მარადის უბიწოსა სარწმუნოებასა შინა უბიწოთა მოქალაქობითა, რათა შენ მიერითა მეოხებითა და შეწევნითა და საფარველითა შენითა მარად თაყვანისცემით მოუკლებელად ვადიდებდეთ, ყოველსა ცხოვრებასა შინა ჩვენსა, ყოველთა დამბადებელსა მეუფესა მას მეუფეთასა მაცხოვარსა ჩვენსა ქრისტესა, მამით და სულით ერთ-ღვთაებით და ერთარსებით ყოველთა არსთაგან თაყვანისცემულსა, აწ და სამარადისოდ და მომავალსა საუკუნესა, ამინ.

    ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ წმინდა ნონოს დღესასწაულს!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: