პირადული წერილები-III

,,დიდგორის“ მართლმადიდებლობის განყოფილების პრეს-ცენტრს

მღვდელი გ. სხილაძე და მისი მეუღლე, ქ-ნი ნ. ფერაძე

თქვენი ელგვერდის განყოფილებაში _ ,,კომენტარები“ _ გავეცანით ბოლო გამოხმაურებებს, რომლებშიც ზოგიერთისგან დასმულია იგივე (ზოგჯერ, პირადული) საკითხები, რომლებზეც ჯერ კიდევ 2006. წერილობით ვუპასუხეთ პროტოპრესვიტერ ბასილი მკალავიშვილის მრევლის წევრებს (რომელთა სახელებსაც მათთან შეუთანხმებლად ვერ დავასახელებთ; და ამას არცა აქვს არსებითი მნიშვნელობა). რამდენადაც, ამ ,,კომენტარებშიზოგან უარყოფითი ასპექტით ირიბად ვიგულისხმებით ჩვენც, ვიფიქრეთ: პასუხი საერთოდ რომ არ გავცეთ, იფიქრებენ, სათქმელი არაფერი ჰქონდა და _ იმიტომო; ასე თავი მართალი ეგონებათ და ამით ცოდვაში ჩავარდებიანმეთქი. გავცეთ და _ ჩანს, საერო პირები არიან და სასულიერო პირისგან შეკამათებამ უფრო არ გააკადნიეროს ანუ მაინც ცოდვაში არ ჩააგდოსთქო. ამიტომ, გამოსავალი ვიპოვნეთ იმით, რომ რახან მათმა გზავნილებმა გაგვახსენეს ჩვენი ადრინდელი ,,პასუხები“, გთხოვოთ, გამოაქვეყნოთ ისინი (მკითხველს ბოდიშს ვუხდით ჩვენს ზოგიერთ პირადულ თემაზე ყურადღების შეჩერების გამო, მაგრამ ეს, ვიმეორებთ, გვაიძულა ,,კომენტარებშიდასმულ პირადულ, ზოგჯერ, ოჯახურ საკითხებზე პასუხის გაცემის გარდუვალობამ):

_______________________________________

მშვიდობა თქვენდა, დანო და ძმანო!

გმადლობთ თქვენი გზავნილისათვის და ღმერთმა დაგლოცოთ ასეთი ნაშრომისათვის!

თქვენს, სიმართლით აღწერილ, სამხილებელს რომ მეტი დამაჯერებლობა შეეძინოს მცირედმორწმუნეთა და ურწმუნოთათვის, გთხოვთ, თუ მისაღებად ჩათვლით, გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებანი:

1) რამდენჯერმე დაშვებულია ტექნიკურ-მექანიკური შეცდომა, რომელთაგან ერთი უხეშ აზრამდეც კი დადის. კერძოდ, ყოვლადწმიდა სამების შესახებ წერია ,,სამგვაოვანი“. ცხადია, გსურდათ, დაგეწერათ ,,სამგვაოვანი“. განმართვა (კორექტირება), ხომ, ხშირად თვით ფილოლოგთა ნაწერებსაც კი სჭირდებათ.L

2) როდესაც ბეჭდავთ სურათებს მხილების თვალსაზრისით, აუცილიბელია, რომ ეს ფოტოები ასახავდნენ მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როცა ,,მართლმადიდებლები“ მწვალებლებთან ერთად ,,თანალოცულობენ“ ან სხვა რაიმე მკრეხელობას ჩადიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვთქვათ, თუ ისინი მხოლოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან ან სხედან, ასეთი სურათები ბევრისთვის, მტკიცებულების თვალსაზრისით, დამაჯერებლობას მოკლებულნი არიან და პირიქით, წყალს ეკუმენისტთა წისქვილზე ასხამენ.

3) საჭიროა, რომ თქვენი მართალი ნაწერი მართლწერის წესებითაც იყოს გამართული; კერძოდ, გრამატიკულად: წყობითად (სტილისტურად) და სასვენ-ნიშნურად (პუნქტუაციურად).

4) რომის ,,პაპი“ რომ არის გამოსახული საკუთარი ხელებით თვალებზე შემოწყობილი, აქ, ალბათ, გამოგრჩათ აღგენიშნათ, რომ თითების ასეთი განლაგებით ის ანტიქრისტეს კოდურ რიცხვს _ 666-ს გამოსახავს პირდაპირი და ამობრუნებული სახით.

გთხოვთ, ასეთი იძულებითი შენიშვნები ასოკირკიტობად არ მიიღოთ, რადგან გამართული ნაწერი, უკვე, თავისთავად, ქადაგებაა ურწმუნო მწიგნობართათვის.

დაგლოცოთ ღმერთმა!

+  +  +

მშვიდობა თქვენდა!

მთავარეპისკოპოსი ანტონი (ორლოვი) და ეპისკოპოსი ბიქტორი (პივოვაროვი) მიტროპოლიტ ვიტალის ბრძანებით დაყენებული არიან მღვდელმოქმედებისაგან. როცა ისინი მამა ბენიამინს დაუპირისპირდნენ, მეუფე ვიტალიმ საბოლოოდ მისი მხარე დაიჭირა (ეს, ალბათ, თქვენ უკვე იცით). აქედან გამომდინარე, დავრჩი ეპისკოპოს ვლადიმირის მომხსენებელ ეკლესიაში. კანონიკურად ასე ჩანს, რომ მეორე აყალიბებს ახალ ეკლესიას და არა მიტრ. ვიტალის ხაზის გამგრძელებელი მხარე.

რაც შეეხება თქვენს წინა წერილში დასმულ საკითხებს:

სიამოვნებით მივიღებ თქვენსა და ნებისმიერის შენიშვნებს, თუ ისინი საფუძვლიანნი იქნებიან.

თქვენ მწერთ: ,,მწვალებლებთან მხოლოდ თანალოცვა   არ შეიძლება განიხილებოდეს ერეტიკულ დანაშაულად“. ჩვენ კი გწერდით მათთან არა მხოლოდ თანალოცვაზე, არამედ სხვა რაიმე მკრეხელობის ჩადენაზეც (ჩვენი ეს წერილი თუ შენახული გაქვთ, შეგიძლიათ, კიდევ გადაიკითხოთ), რაშიც ვიგულისხმეთ სწორედ ის შემთხვევები, რაზეც თქვენს მიერ მოხმობილი წმ. მამები წერენ: ,,არავითარი ურთიერთობა არ გქონდეთ მწვალებლებთან; მწვალებლებს არასოდეს დაუმეგობრდეთ“. ხოლო როცა ამას ამბობენ, გულისხმობენ, რომ ,,ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად“ (როგორც მეგობრებთან); ,,ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი“ (როგორც მეგობრები), ,,არც მათ სახლებსა და თავყრილობებში შეხვიდეთ“ (მეგობრულად). თორემ, თუ ჩვენ ყველაფერ ამას ვიქმთ არა ჭამის, მგზავრობის (ან სხვა), არამედ მათი შეგონების მიზნით, ამისი არათუ უფლება, მოვალეობაცა გვაქვს. თუ ჩვენ სიტყვას ,,არავითარი“ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ, როცა თქვენ, ვთქვათ, თვითმფრინავით მგზავრობთ, თქვენს გვერდით თუ არამართლმადიდებელი ზის, არაფერს შეჭამთ? ან საერთოდ, როგორ იმგზავრებთ? როგორ იმგზავრა მამა ბასილმა (მკალავიშვილი) საბერძნეთში? განა, ის თქვენთან ერთად ერეტიკოსთა სახლებსა და შესაკრებლებში არ შედიოდა? თანაც, წმიდა მამები აქ გულისხმობენ ჭეშმარიტების აშკარა მტრებს, ჯიუტად ჩამოყალიბებულ მწვალებლებს. დღეს კი კაცობრიობის უმეტესობა არა უფრო მწვალებელი, არამედ წარმართია, რომელსაც ორმაგი სიყვარული და თავმდაბლობით მოქცევა სჭირდება. დილის ლოცვებშიც რომ წერია: ,,უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი, წარმწყმედელთა წვალებათაგან დაბნელებულნი (ზოგან _ ,,დაბნეულნი“)“, აქ ერეტიკოსი მხოლოდ პირველ შემთხვევაში მოიაზრება; დანარჩენი ორი სახეობა (კატეგორია) უფრო წარმართობაა, ვიდრე მწვალებლობა. ამიტომაც ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: ,,როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს; ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ, გაარჩიე შენიანი უცხოსაგან“. ,,სჯულისკანონში“ კი ვკითხულობთ: ,,თუ მონოფიზიტის მკვდარზე მიხვიდე, როგორც საერო პირმა, ისე დაიტირე, ჯვარი არ დასწერო, არც სახარება წაიკითხო. თუ მონოფიზიტი შენ მკვდარზე მოვიდა, მანაც ეგრე ქნას“.

ველოდები თქვენს დასკვნას.

ღმერთმა დაგლოცოთ!

+  +  +

მშვიდობა თქვენდა!

ბოდიშს გიხდით პასუხის დაყოვნებისათვის, მაგრამ ერთი მხრივ, ვერა და ვერ მოვახერხე ეს, ხოლო მეორე მხრივ, ვიფიქრე, ალბათ, აღელვებულ განწყობაზე დაწერეთ თქვენი ბოლო წერილი და ამიტომ, დროის გასვლა ვარჩიე, რომ ამ საკითხებზე ისევ დაფიქრებულიყავით.…

მაშ, გპასუხობთ თქვენს ბოლო ორ წერილზე:

თქვენ მწერთ ჩემს მეუღლეზე: 1) ,,თქვენ საყვარელი იმით ხართ, რომ ჭეშმარიტება არჩიეთ სატანურ სიცრუეს, ხოლო თქვენ თავზე მეტად თუ გიყვართ, არ გყვარებიათ სათანადოდ ჭეშმარიტება“. ეს აზრი სწორი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თქვენთვის რომ მომეწერა, ჩამი მეუღლე ჭეშმარიტებაზე მეტად მიყვარს-თქო (ღმერთმა დამიფაროს!). არ შეიძლება, ადამიანს ჭეშმარიტება ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდეს და ამასთანავე, მეუღლე ან სხვა ვინმე _ თავის თავზე მეტად? იქნებ, ამიხსნათ, რატომ? 2) იქვე აგრძელებთ: ,,სწორი იქნებოდა გეთქვათ, რომ სიცოცხლეს დასთმობდით მის გადასარჩენად ისევე, როგორც ნებისმიერი ცოდვილისთვის“. დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი, მაგრამ განა ზემოთქმული აზრი იგივეს არ მოიცავს? სიცოცხლეს როგორ დავთმობთ სხვის გადასარჩენად, თუკი ის სხვა ჩვენს თავზე მეტად არ გვიყვარს? ხოლო იმას კი მართალს მწერთ, ,,არ გყვარებიათ სათანადოდ ჭეშმარიტება’’-ო,…რადგან მე უღირსს, სამწუხაროდ, ჭეშმარიტება კი არა, მეუღლეც კი არ მიყვარს სათანადოდ.…

ახლა, თქვენი მეორე ანუ ბოლო წერილი მიმოვიხილოთ:

რატომ ჩათვალეთ, რომ თქვენ უსიყვარულო ადამიანად გამოგიყვანეთ? რამდენჯერმე გადავიკითხე ჩვენი ის წერილი, რამაც თქვენ გული დაგწყვიტათ (რისთვისაც ბოდიშს გიხდით), მაგრამ იქ ასეთი ვერაფერი ვნახე; ყოველ შემთხვევაში, გულდასაწყვეტად არაფერი მინდოდა, მეთქვა. ხოლო თუ თქვენ წაკითხულიდან ასეთი დასკვნა გამოიტანეთ, გეტყვით, რომ მე უღირსი თქვენზე და ყველაზე მეტად უსიყვარულო ადამიანი ვარ (სამწუხაროდ).…

ვპასუხობ თქვენს შეკითხვებს:

1) ,,რას ერჩით გიორგი ზვიადაძეს, რომელიც ერეტიკოსს ხელზე ემთხვია, ხოლო რატომ არ განსჯით საკუთარ თავს, რომელმაც ერეტიკოსის კუბო მხრებით ატარეთ?!“. რატომ ვერ ხედავთ განსხვავებას ამ ორ შემთხვევას შორის? რომის ,,პაპს“ რომ ხელზე ემთხვევი, ეს მისი ანუ საბოლოოდ, კათოლიციზმის მადლმოსილების აღიარებაა, ხოლო ერეტიკოსის კუბოს ტარება _ ,,ხორციელი სიბრალულის შვიდ საქმეთაგან“ ერთ-ერთი _ ,,მიცვალებულთა დამარხვა“ _ მოვალეობაა. ,,სჯულისკანონში“ ვკითხულობთ: ,,თუ მონოფიზიტის მკვდარზე მიხვიდე, როგორც საერო პირმა, ისე დაიტირე, ჯვარი არ დასწერო, არც სახარება წაიკითხო. თუ მონოფიზიტი შენ მკვდარზე მოვიდა, მანაც ეგრე ქნას“.

2) ,,ბარემ, რომის პაპის კუბოც გეტარებინათ მხრებით?!“. რომის ,,პაპის“ დაკრძალვაზე წასვლა, ისევ ვიმეორებ, როგორც სამოქალაქო პანაშვიდზე, შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მისი ნათესავ-მეგობარი იყო ან მისი ოჯახის წევრს ან მის ნათესავს იცნობს (ჩვენ ვიცნობთ მღვდ. იოანეს ცოლს, შვილებს, მშობლებს, ძმას, რძალს, მათ შვილებს და ა. შ.). ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლობის დასწრება მის დაკრძალვაზე მკრეხელობა იყო, რადგან ისინი იქ იყვნენ არა ვინმესთვის მისასამძიმრებლად (მისიანს არავის იცნობდნენ), არამედ მისთვის პატივის მისაგებლად, როგორც რომის ეკლესიის მეთაურისა.

3) ,,თანაც, არა მარტო თქვენ, არამედ ატარებინეთ თქვენს სულიერ შვილებსაც?“. ჩემი სულიერი შვილი მალე თვითონ აგიხსნით (წერილს გამოგიგზავნით), თუ რატომ ატარა მხრებით ეკუმენისტი მღვდლის კუბო.

4) «ერთი ,,პაპარაცი“ იყო საჭირო და თქვენი მართლაღმსარებლობა დასამარდებოდა». ამასწინათ, ერთ მორწმუნეს სწორედ ამ საკითხზე ვწერდი: როდესაც ბეჭდავთ სურათებს მხილების თვალსაზრისით, აუცილიბელია, რომ ეს ფოტოები ასახავდნენ მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როცა ,,მართლმადიდებლები“ მწვალებლებთან ერთად ,,თანალოცულობენ“ ან სხვა რაიმე მკრეხელობას სჩადიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვთქვათ, თუ ისინი მხოლოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან ან სხედან, ასეთი სურათები ბევრისთვის, მტკიცებულების თვალსაზრისით, დამაჯერებლობას მოკლებულნი არიან და პირიქით, წყალს ეკუმენისტთა წისქვილზე ასხამენ“. ამაზე მან მიპასუხა წმ. ეფრემ ასურის დიდებული სიტყვებით: ,,მწვალებლებს არასოდეს დაუმეგობრდეთ, ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად, ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი, არც მათ სახლებსა და თავყრილობებში შეხვიდეთ, რამეთუ მწვალებლებს ყველაფერი უწმიდური აქვთ“, რაზეც ჩვენ ასეთი განმარტება გავუგზავნეთ: აქ იგულისხმება, რომ ,,ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად“'(როგორც მეგობრებთან), ,,ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი“ (როგორც მეგობრები), ,,არც მათ სახლებსა და თავყრილობებში შეხვიდეთ“ (მეგობრულად). თორემ, თუ ჩვენ ყველაფერ ამას ვიქმთ არა ჭამის, მგზავრობის (ან სხვა), არამედ მათი შეგონების მიზნით, ამისი არათუ უფლება, მოვალეობაცა გვაქვს. ხოლო თუ ჩვენ ამას პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებდით, მაშინ, როცა თქვენ, ვთქვათ, თვითმფრინავით მგზავრობთ, თქვენს გვერდით თუ არამართლმადიდებელი ზის, არაფერს შეჭამთ? ან საერთოდ, როგორ იმგზავრებთ?

როგორ იმგზავრა თქვენმა მოძღვარმა საბერძნეთში? განა ის თქვენთან ერთად ერეტიკოსთა სახლებსა და შესაკრებლებში არ შედიოდა? თანაც, წმიდა მამები აქ გულისხმობენ ჭეშმარიტების აშკარა მტრებს, ჯიუტად ჩამოყალიბებულ მწვალებლებს. დღეს კი კაცობრიობის უმეტესობა არა უფრო მწვალებელი, არამედ წარმართია, რომელსაც ორმაგი სიყვარული და თავმდაბლობით მოქცევა სჭირდება. დილის ლოცვებშიც რომ წერია: ,,უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი, წარმწყმედელთა წვალებათაგან დაბნელებულნი“ (ზოგან წერია ,,დაბნეულნი’’), აქ ერეტიკოსი მხოლოდ პირველ შემთხვევაში მოიაზრება; დანარჩენი ორი სახეობა (კატეგორია) უფრო წარმართობაა, ვიდრე მწვალებლობა. ამიტომაც ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: ,,როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს; ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ, გაარჩიე შენიანი უცხოსაგან“.

5) ,,თქვენ, ერეტიკოსთა ტაძარში შესული პანაშვიდზე,… ნამდვილად დაასამარებდით თქვენს მართლაღმსარებლობას“. ამაზე განგიმარტავთ, რომ აქ, საფრანგეთში (და მგონი, მთელს დასავლეთში) სამოქალაქო პანაშვიდები, ძირითადად, ტაძრებში იმართება; სახლებში მიცვალებულის დასვენება იშვიათობაა; მღვდ. იოანეც თავის სახლში კი არა, მხოლოდ ტაძარში დაასვენეს (მანმადე მორგში ვიყავით და იქ წავუკითხეთ მხოლოდ ფსალმუნები) და ამიტომ მომიწია ტაძარში მისვლა, ვიმეორებ, როგორც სამოქალაქო პანაშვიდზე.

6) ,,თქვენ კი არ უნდა გიყენებდეთ ულტიმატუმებს თქვენი მეუღლე სერბული ერეტიკული ეკლესიის სამრევლოდან, არამედ დროა, თქვენ დაუსვათ პრინციპულად საკითხი: ან გადმოვიდეს თქვენთან ანუ ჭეშმარიტებაში, ან არა და უნდა გაეყაროთ მას, როგორც ერეტიკოსს, რამეთუ როგორც მღვდელს, საეკლესიო სამართლის თანახმად, მასთან თანაცხოვრების აღარავითარი უფლება არ გაგაჩნიათ“. როგორც ჩანს, აღარ გახსოვთ მაცხოვრის სიტყვები: ,,რომელმან განუტევოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი“ (მათე; 5, 32), რომელთა საფუძველზე ,,სჯულისკანონი“ განაწესებს, რომ თუ ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთი მოიქცა ქრისტეანობაზე და მოინათლა, ხოლო მეუღლემ კი არ ისურვა იგივე, ამის გამო ნუ განშორდება მონათლული მას, რადგან წმ. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, შესაძლოა, მეუღლის ლოცვით მეუღლე მოიქცეს და გადარჩეს.

სად შეგეძლოთ, წაგეკითხათ ამის საწინააღმდეგო სწავლება, რომელ ,,საეკლესიო სამართალში“?

ველოდები თქვენს წერილს.

ღმერთმა დაგლოცოთ!

უღირსი მღვდ. გ. ს.

+  +  +

გმადლობთ თქვენი წერილებისათვის, მაგრამ მეგონა, ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს მომწერდით; თქვენ კი ისევ უკმაყოფილებას გამოხატავთ ჩემს მიმართ… ღვთის მადლით, ეს არ მწყინს, მაგრამ გული კი ნამდვილად მტკივა თქვენზე…

თუ ას წელს მიტანებული მოხუცის ანდერძი არ უნდა მივიღოთ, როგორც თქვენ მწერთ, მაშინაც ას წელს მიტანებული არ იყო მეუფე ვიტალი, სინოდის თავმჯდომარის მოადგილედ მეუფე ანტონი რომ აირჩია? მაშინ, არც მისი მოადგილეობა გამოდის სარწმუნო…

ჩემი ხელმოწერა მიმართული იყო არა მეუფე ვიტალის საწინააღმდეგოდ, არამედ მამა ბენიამინის დასაცავად, რადგან ის წერილი, სწორედ, ასეთი შინაარსისა იყო (შეგიძლიათ, გადაამოწმოთ). ხელი კი მოვაწერე იმიტომ, რომ ვხედავდი, მ. ბენიამინი რამდენს აკეთებდა, როგორც სინოდის მდივანი და მისი გადაყენების ვერანაირ საფუძველსა და საჭიროებას ვერ ვხედავდი. პირიქით, ამით არეულობისა და განხეთქილების დაწყებისა შემეშინდა. თანაც, როცა მეუფეების _ ანტონისა და ბიქტორის წერილები წავიკითხე, რომლითაც მ. ბენიამინს დაუპირისპირდნენ და ასევე, წავიკითხე ამ უკანასკნელის მიმართვა პირველიერარქისადმი, აშკარად გამოჩნდა ყველაფერი, _ სულიერება და სიმართლე ვის მხარეს იყო.

მოსანათლი მეუღლისაგან განშორების უფლებას თუ არ გვაძლევს ეკლესია, მით უფრო, მონათლულისგან მოგვცემს? მიმითითეთ, რომელი კანონი მავალდებულებს ამას და დღესვე დავუსვამ წერტილს ამ საკითხს; თუ არადა, გთხოვთ, როგორც ჩემს ქრისტესმიერ დას, შენდობა ითხოვოთ ღვთისაგან მღვდლისადმი ასეთი უკანონო მოთხოვნისათვის. უფლის მადლით, თქვენგან და ყველასგან ყველანაირ ბრალდებასა მივიღებ, მაგრამ უკანონო მოთხოვნებს _ ვერა. მწერთ, ,, კრიტიკა ოჯახურ თემაზე ჩემგან თქვენ არც კი მიიღეთ“-ო. რომ მიმეღო, რა უნდა მექნა _ ცოლს განვშორებოდი? კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რომც მდომოდა, კანონი რომ მიკრძალავს?! აი, ისიც: ვინც ღვთისმსახურების მომიზეზებით მეუღლე განიშოროს, შეჩვენებულ-იყოს! ამავე აზრს იმეორებს ,,სჯულისკანონი“ სხვაგანაც, ბევრჯერ. კიდევ ვიმეორებ: სად შეგეძლოთ წაგეკითხათ საწინააღმდეგო განჩინება? გთხოვთ, მიპასუხოთ.

თქვენს წერილებს, როგორც პირობა მოგეცით, არავის ვაკითხებ. ჩემს იმ სულიერ შვილს, რომელიც მაკედონიელი მღვდლის სამოქალაქო პანაშვიდზე ჩემთან ერთად მოვიდა, ვთხოვე, აღეწერა, სარწმუნოებრივად და ადამიანურად დაესაბუთებინა, თუ რატომ ზიდა მიცვალებულის (თუნდაც, ეკუმენისტის) ცხედარი ხელით და ეს ტექსტი ჩემთვის გადმოეგზავნა, რომ მერე თქვენთვის გადმომეგზავნა. თუ ისურვებთ, მოგაწვდით.

ჩვენი წერილები, სადაც და როდესაც გენებოთ, გამოაქვეყნეთ; დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს.

ღმერთმა დაგლოცოთ და უფლისა და ერთმანეთის სიყვარული არ მოგვიშალოს!

უსიყვარულო, უღირსი და ა. შ. მღვდ. გ. ს.

„ყველაფრით დაღლილს სანატრელად“…
ბერობა მრჩება,
რომ განვერიდო უშორესში მსოფლიერებას,
რადგან ამ სოფლად სათნოება ქრება და ქრება
და ამა ქვეყნის სიბინძურით გული მერევა.
ო, აღარ მინდა გაოგნებულს ერში დარჩენა,
რომ ამით შევძლო ჩემი ერის ოდნავი შველა.
სიყვარულის წილ სიძულვილი მომაგო ბევრმა.
ჩემს ფრთებქვეშ* მინდა შემოვკრიბო ერთობით ყველა.
ჩემზე უღირსი არ არსებობს არავინ ქვეყნად;
თან ჩემს დაცემას, კაცობრიულს, ყველაში ვხედავ
და ცრემლებამდე შეძრწუნებულს წყურვილად მრჩება,
ადამიანებს სათითაოდ გულში ჩავეკრა.
დიდი მუსიკა გულმკერდიდან ყელში მაწვება;
ძალა არ შემწევს მის შესაფერ აღმოსათქმელად…

___________

*იგულისხმება სამღვდლო შესამოსლის _ ანაფორის სახელოების კალთები, რომელნიც ანგელოზის ფრთებს განასახიერებენ.

+  +  +

თუ თავი არ მოგაწყინეთ ჩემი დალოცვით, ისევ გლოცავთ, რა თქმა უნდა!

თქვენ რომ, აქამდე, ,,მეუღლესთან განშორებასა და ბერად აღკვეცაზე გელაპარაკათ“, როგორც სურვილსა და რჩევაზე, რა თქმა უნდა, ამაზე არ გეტყოდით, ეს მოინანიეთ-მეთქი. ,,როგორც მღვდელს, საეკლესიო სამართლის თანახმად, მასთან თანაცხოვრების აღარავითარი უფლება არ გაგაჩნიათ“ _ აი, თქვენი რომელი აზრის პასუხი იყო ეს რჩევა (თორემ, ბერობას რომ კარგა ხანია, მივესწრაფვით, ეს რომ თქვენთვის გვეჩვენებინა, ამიტომ გამოგიგზავნეთ ბოლო წერილში ჩვენი სონეტიც).

,,სახარებისეულ სწავლებებს და საეკლესიო კანონებს უკონტექსტოდ და უადგილოდ იყენებთ?“, მსაყვედურობთ. სიამოვნებით მივიღებ თქვენს საყვედურს, თუ ერთ მაგალითს მაინც დამისახელებთ, თვალნათლივ. მაგრამ ეს კი, სამწუხაროდ, თქვენს ნაწერში ნამდვილად არის (საწყენად კი არა, საწვრთნელად გეუბნებით, რამეთუ ,,გონიერსა წრთვნაი უყვარს, უგუნურსა _ გულსა ჰგმირდეს“):

1) როცა მოგაქვთ მაცხოვრის სიტყვები ლუკას სახარებიდან: ,,გგონიათ, ვითომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ: გასაყოფად. მამა იქნება ძის წინააღმდეგ და ძე  _ მამის წინააღმდეგ, დედა ასულისა და ასული დედის წინააღმდეგ“, აქ გამოტოვებული გაქვთ, ნებსით თუ უნებლიეთ (რა თქმა უნდა, არ გკადრებთ, რომ _ განგებ), ამ ციტატის შუა ნაწილი, რომელიც სწორედაც რომ პირდაპირ სცემს პასუხს გადასაჭრელ საკითს: ,,რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან“ (12, 52). დიახ, ,,სახლსა შინა ერთსა“, ე. ი. კი არ უნდა გაეყარონ ერთმანეთს, ერთ სახლში დარჩებიანო. ,,განყოფა“ და ,,გაყრა“, ამ კონტექსტში, სხვადასხვა რამაა, ცხადია.

2) «განა ასევე არ ბრძანებს: ,,თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე“ (ლუკა 15, 26). რა გაყრაზე და რა მოძულებაზე ლაპარაკობს აქ უფალი?»  _ მეკითხებით და ერთი, გულზე ხელი დაიდეთ და მიჩვენეთ, სად ამბობს აქ უფალი სიტყვას ,,გაყრა“? როგორც ,,განყოფა“ და ,,გაყრა“ არის სხვადასხვა რამ (რაც უკვე აღვნიშნეთ), ასევე _ ,,გაყრა“ და ,,მოძულება“. ხოლო ოჯახის წევრთა და საკუთარი სულის მოძულება (ისევ ამ კონტექსტში) ნიშნავს, რომ ჩვენს შემოქმედ ღმერთზე მეტად არც ერთი უნდა გვიყვარდეს, არც მეორე; და არა იმას _ მათ აუცილებლად უნდა გავეყაროთ (ოჯახს კი, მაგრამ აბა, საკუთარ სულს როგორ გავეყრებით?!). ხოლო ჭეშმარიტების ნიშნით ოჯახის წევრთა გაყრა, აღესრულება მისი მეორედ მოსვლის ჟამს: ,,მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა (ახ. ქართ. _ საწოლში): ერთი იგი წარიტაცოს და ერთი იგი დაეტეოს“ (ლუკა: 17, 34). ხედავთ? _ ,,ერთსა ცხედარსა“-ო, ე. ი. ოჯახურად ისინი მაინც ერთად არიან.

3) ,,სამგზის ანათემას გადაცემული ერეტიკოსის დატირება რომ არ შეიძლება საჯაროდ და მრევლის საცდუნებლად იმიტომ, რომ სამგზის ანათემირებულია უწმიდესი კანონით,  რატომ ეს კანონი არ გაკმაყოფილებთ“?, მწერთ და ისევ, მერამდენედ გთხოვთ: მიჩვენეთ, თქვე დალოცვილო, ეს კანონი და ღვთისგანაც შენდობას ვითხოვ და თქვენც ბოდიშს მოგიხდით. მაგრამ ასეთ კანონს თქვენ ვერ მიჩვენებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ კი ამ კანონს უკვე მესამედ გიჩვენებთ: ,,თუ მონოფიზიტის მკვდარზე მიხვიდე, როგორც საერო პირმა, ისე დაიტირე, ჯვარი არ დასწერო, არც სახარება წაიკითხო. თუ მონოფიზიტი შენ მკვდარზე მოვიდა, მანაც ეგრე ქნას“ (,,მცირე სჯულისკანონი“, თეთრი სამღვდელოების დარიგება, თავი XII).

4) «იქნებ, ეს მაინც იყოს საკმარისი თქვენთვის: ,,მეორეს კი უთხრა: გამომყევი“. მან თქვა: ,,უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“. მან კი უთხრა მას: ,,მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი“. სხვამაც თქვა: მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, რომ ჩემს შინაურებს გამოვემშვიდობო“. უთხრა მას იესომ: ,,არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და თან უკან იხედება“ (ლუკა 10, 59-62)»  _ მწერთ და გსურთ, ეს იყოს საკმარისი ჩემთვის ჯვარდაწერილი მეუღლის განტევებისათვის. მაგრამ აქ რომ ასეთი არაფერი წერია?! ხოლო რასაც ჩვენ უცხოობაში წამოსვლით შინაურების მონატრებას განვიცდით, ამის გამოცდას თქვენ ნამდვილად არ გისურვებთ… წამოვედით კი იმიტომ, რომ საღვთო ჭეშმარიტება და ეროვნული სიმართლე ბოლომდე გვექადაგა, როგორც სასულიერო პირს, რადგან უკვე დიაკვნის ხარისხი იძულებით გვქონდა და საქართველოში მღვდლად კურთხევაზე, უღირსობის გარდა, იმიტომაც არ დავთანხმდით, რომ ორი არჩევანი იყო _ ან პირი დაგვეყო, ან თქვენს მოძღვარს გვერდით დავდგომოდით, რასაც ჩვენ ემიგრანტობის სიმძიმე ვარჩიეთ, რადგან ესენიც საქართველოს შვილები არიან და მათ უფრო სჭირდებათ, აქ, მწყემსი. ხოლო რატომ მამა ბასილის გვერდით არ დავდექით, ამაზე, თუ ისურვებთ, მაშინ ვისაუბროთ, როცა ის საპყრობილედან გამოვა (ღმერთმა ქნას, მალე!); თუ გნებავთ, მასთან ერთადაც (თუ უფალმა მანამდე მაცოცხლა…).

ახლა თქვენივე სიტყვებით მოგიგებთ, ,,რატომ ეს კანონი არ გაკმაყოფილებთ?“: ,,ვინც ღვთისმოსავობის მომიზეზებით მეუღლეს განეშოროს, შეჩვენებულ-იყოს!“.

კიდევ, ეს ნამდვილად დაუჯერებელია, რომ ,,მამა ბასილმა თავისი ოჯახის სიყვარულით თავისი ოჯახის მხარე დაიჭირა“, რასაც თქვენ მწერთ. ამას მასზე თვით მისი მტრებიც კი ვერ იტყვიან. ის რომ ასეთი კაცი იყოს, ახლა ციხეში არ იქნებოდა… არც თქვენს შემთხვევაში, მგონია, იქნებოდა ასე; როგორც ჩანს, საქმე სხვა რამეშია…

რა შენიშვნებიც მომეცით, მგონი, ყველაფერი მივიღე (არ მივიღე მხოლოდ მეუღლეობის საკითხზე თქვენი არა შენიშვნა, არამედ უკანონო მოთხოვნა), რადგან თავის მართლება არაფერზე დამიწყია. გეთანხმებით ყველაფერ იმაში, რაც ჩემს ცუდ ქრისტეანობაზე მეტყველებს, მაგრამ საღვთო სიმართლეში ჩემს საყვარელ ადამიანებსა და უსაყვარლეს მეუღლესაც კი არაფერს ვუთმობ…

ღმერთმა იცის, ჩემი მიზანი იყო არა კამათში თქვენი დამარცხება, არამედ თქვენთვის სულიერი მამინაცვლობის გაწევა (სანამ თქვენი სულიერი მამა დაგიბრუნდებათ), მაგრამ მამინაცვალი ხომ თითქმის არავის უყვარს… ასეთ დამოკიდებულებას აქ, ჩვენს მრევლში, უკვე, შეჩვეული ვარ _ ვინც აქ ჩამოდის სტუდენტად, რამოდენიმე წლით, მათგან ზოგს, უკვე, ჰყავს საკუთარი მოძღვარი საქართველოში და მე მხოლოდ დროებით მოძღვრად ანუ მამინაცვლად არმიქვამენ. ასე, რომ პირველი არა ხართ, ვინც ,,მშობიარობის ტკივილებს“, როგორც წმ. პავლე მოციქული იტყოდა, განმაცდევინებს…

დალოცვილი იყავით!

უღირსი მღვდ. გ.

+  +  +

აქვე, გაგიმეორებთ წმ. ბასილი დიდის კანონს იმის შესახებ, რომ წარმართი ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთი თუ მოინათლა და მეორე _ არა, ნათელღებულს უფლება არა აქვს, მოუნათლავ მეუღლეს ამის გამო განეშოროს.

თქვენს მიერ მოტანილ ციტატებში წმ. მამები გულისხმობენ სარწმუნოებრივ ურთიერთობას, რომ მწვალებლის სახლში არ უნდა შეხვიდე სალოცავად; ასეთთან პური არ უნდა გატეხო, როგორც თანამოაზრესთან და ა. შ., თორემ, თუ მოსაქცევად შეხვალ იქ, ეს არ შეიძლება?

თქვენ, გუშინ, ალბათ, გულისხმობდით შემდეგი კანონის განმარტებას:

მოციქულთა 48-ე კანონი:

,,თუ ერისკაცმა თავისი ცოლი განიშოროს და შეირთოს ან მეძავი, ან სხვისგან გაშვებული ქალი, უზიარებლობით დაისაჯოს“.

ნიკოდიმე დალმატიელ-ისტრიელის განმარტება:

,,სჯულიერად გვირგვინნაკურთხ წყვილთა გაყრა შეუძლია ან მხოლოდ სიკვდილს, ან მიზეზს, რომელიც აღემატება, თუ შეიძლება ასე გამოთქმა, ქორწინების ურღვევობის საეკლესიო ცნებას და ანგრევს მის ზნეობრივსა და სარწმუნოებრივ საფუძველს, წარმოადგენს რა, ასევე, სიკვდილს, ოღონდ, სხვა სახით: მაშასადამე, ქორწინებითი კავშირის გაუქმება ძალუძს მხოლოდ სხეულებრივ, ზნეობრივ და სარწმუნოებრივ სიკვდილს და სხვას არაფერს“.

დიახ, აქ ლაპარაკია შემთხვევაზე, როცა მეუღლე იწვევს მეუღლის ,,სარწმუნოებრივ სიკვდილს; ანგრევს მის ზნეობრივსა და სარწმუნოებრივ საფუძველს“ ანუ მეუღლე მეუღლეს უშლის ლოცვას, მარხვას, წმინდა ცხოვრებას და უზნეობას აიძულებს. ჩემს შემთხვევაში კი ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის და ეს განმარტება, საბედნიეროდ, არ გვეხება.

წმ. დედოფლებს, თეოდორასა და ირინას, ქმრები აშკარა მწვალებლები _ ხატმებრძოლები ჰყავდათ, მაგრამ ქმრებს არ განშორებიან. ასევე, ხომ გახსოვთ, ორი ძმის ცოლებს რომ მონასტერში უნდოდათ წასვლა და ქმრებმა არ გაუშვეს, დაემორჩილნენ და სახლში დარჩნენ? ღვთის გამოცხადებით, ეს ქალები უფალმა თვით მეუდაბნოე მამაზე წინ დააყენა სიწმიდითა და სულიერებით.

ასე, რომ ფრთხილად იყავით, ცოდვაში ფეხი არ ჩაიდგათ და ვინმეს, რჯულის უცოდინარს, უკანონოდ ოჯახის დანგრევაში ხელი არ შეუწყოთ!

ველოდები თქვენს გზავნილს, რომელსაც გუშინ დამპირდით. ხოლო თუ ამ განმარტებას გულისხმობდით, _ ეს მაინც მომწერეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ!

+  +  +

ვფიქრობ, უკვე განვმარტე, რა იგულისხმება სარწმუნოებრივ სიკვდილში. თანაც, გასაოცარია, რატომ მწერთ, ეს ბოლოში მაინც დააყენეო, როცა უკვე აღვნიშნე ეს და განვმარტე, კიდეც.

+  +  +

წმ. ბასილი დიდის ეს მშვენიერი კანონი იწყება ასე: ,,თუ მღვდელი უცოდინარობით უწესოდ იქორწინებს, მის შესახებ განვსაზღვრე, რაც საჭიროა…“, ანუ აქ საუბარია იმაზე, ვინც მღვდლობაში იქორწინებს.

+  +  +

კი, მეუღლე კი მოითხოვდა სერბულ ეკლესიაში დაბრუნებას ჩემგან (ახლა შეწყვიტა), მაგრამ ჩემზე ამას იძულების ძალა არა აქვს და ქალი კაცს ფიზიკურად ვერც აიძულებს. ის რომ ამას აღწევდეს, მაშინ გამოვიდოდა, ეს, სარწმუნოებრივი სიკვდილი და უფლება მექნებოდა, გავშორებოდი.

წმ. ბასილის კანონი არ ეხება იმ მღვდელს, ვისი მეუღლეც მცირედმორწმუნეა; არამედ მღვდელს, ვინც მღვდლობაში იქორწინა და აქედან გამომდინარეა მისი ქორწინება უწესო. ხოლო უწესოა იმიტომ, რომ მღვდელს ქორწინების უფლება არა აქვს და არა იმიტომ, რომ მან მწვალებელი ცოლი შეირთო. რა, _ მღვდელმა რომ ძლიერი მართლმადიდებელი შეირთოს, ეს ქორწინება უწესო არ იქნება?

+  +  +

რომ წერია, ,,ვისაც საკუთარი წყლულები აქვს განსაკურნებელი“, მინიშნებულია კიდეც, რომელ წყლულზეა საუბარი, კერძოდ, ანუ იმაზე, რომ მღვდელი თუ იქორწინებს. ხოლო სხვა ,,წყლულები“ ანუ ცოდვები, რომლებიც მღვდელს უფლებას არ აძლევს, იმღვდლოს (ანუ რომლის გამოც უნდა განიკვეთოს), ჩამოთვლილია ,,სჯულისკანონში“ და არსად წერია ის, რომ განიკვეთოს მღვდელი, ვისი ცოლიც სარწმუნოებრივად დაბრკოლდესო.

ოცი წელია ეკლესიაში ვტრიალებ და არსად წამიკითხავს და არავისგან არასდროს მსმენია ის, რასაც თქვენ მეუბნებით ამ საკითხზე.

+  +  +

თქვენ ისევ საუბრობთ მღვდლის ,,წყლულზე“ (წმ. ბასილი დიდის კანონიდან), მაგრამ უკვე ხომ განგიმარტეთ, რომ აქ იგულისხმება უშუალოდ მღვდლის მიერ ჩადენილი ცოდვა (ამ შემთხვევაში, მღვდლობაში ქორწინება) და არა მისი მეუღლის მიერ ჩადენილი ცოდვა. სხვისი, თუნდაც ცოლის, ცოდვა როგორ მიეწერება მღვდელს?

თქვენს მიერ მოყვანილ რუსულ კითხვაზე (შეუძლია თუ არა მღვდელს, ცხოვრება გააგრძელოს თავის ცოლთან, რომელიც ერეტიკულ იურისდიქციაში წავიდა) პასუხში ის კი არ წერია, ამის გამო, მღვდელი ვალდებულია, მას გაეყაროსო, არამედ: ,,ეს წარმოადგენდა სერიოზულ საბაბს საეკლესიო განქორწინებისათვის, რაც პირდაპირი პასუხი კი არ არის, რომ არ შეუძლიაო, არამედ ზოგადი ნათქვამია და გულისხმობს შემდეგს: ცოლ-ქმარი, მათ შორის წარმოშობილი სულიერ-მსოფლმხედველობრივი უთანხმოების გამო, შესაძლოა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ერთმანეთს დაშორდნენ. თუ თქვენი ადრესატი პირდაპირ გეტყოდათ, არა, არ შეუძლიაო, მაშინ, ის წავიდოდა წინააღმდეგ ,,დიდი სჯულიკანონის“ განჩინებისაც, რაც გუშინ დამავიწყდა, თქვენთვის მიმეთითებინა: ვინც ღვთისმსახურების მომიზეზებით ცოლი მიატოვოს, შეჩვენებულ-იყოს!

+  +  +

ერთს გეტყოდით, მხოლოდ:

თქვენი მეუღლე რომ ამ დაბრკოლებაში ჩავარდნილიყო, რაშიც ამჟამად ჩემი მეუღლეა, თქვენს მეუღლეს ისეთი სიტყვებით არ მოვიხსენებდი, როგორც თქვენ ჩემს მეუღლეს იხსენებთ.

პირადად, მე, რამდენიც გნებავთ, მლანძღეთ _ ეს, ღვთის მადლით, ვერ გამაღიზიანებს, რადგან ამას, კარგა ხანია, მივეჩვიე და ამაზე პასუხსაც არ მოგთხოვთ. მაგრამ ერთს კი შეგახსენებთ: ჩვენ რომ უფალი გვეუბნება, ვინც ერთ ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირეო, აქ ჩვენს საკუთარ ლოყებს გულისხმობს და არა სხვისას და მით უფრო, მეუღლისას.

არანაირად მსურდა, თქვენს ბოლო წერილებზე მეპასუხნა, მაგრამ რომ მწერთ, ,,მე არ მსურს, მყავდეს მოძღვარი ისეთი, რომელიც ვერ იმორჩილებს თავის ცოლს!“, თქვენ, როგორც ჩანს, ამავე დროს, ისეთი მოძღვარიც გსურთ, გყავდეთ, რომელიც უპასუხოდ დატოვებდა საკუთარ ცოლზე თქმულ იმ სიტყვებს, რომლებსაც თქვენ იყენებთ.

უღირსი მღვდელი (და მეუღლე) გ. ს.


23 Responses to “პირადული წერილები-III”

  1. mariami Says:

    სულიერ შვილებს

    იგი არა-არს ჭეშმარიტად, ჯერ, მღვდელ-მოძღვარი,

    სულიერ შვილზე მეტად უყვარს თუ ხორციელი;

    • mariami Says:

      პატრიარქის გალობა

      • mariami Says:

        saqarTvelos patriarqi

      • mariami Says:

        Патриарх и Папа читают символ веры вместе

      • mariami Says:

        По мотивам Символа Веры Католической Церкви
        По мотивам Символа Веры Католической Церкви

  2. mariami Says:

    • mariami Says:

      პატრიარქი ე.შევარდნაძის იუბილეზე

      • mariami Says:

        იუდას დაფურთხებულის ალოკვა

      • mariami Says:

        Nana Peradze – კახა, მართალი შენიშვნაა. მე ძალიან მიყვარს პატრიარქი პავლე. მას პირადადაც შევხვედრივარ სერბეთში სტუმრობისას. უსაზღვროდ თავმდაბალი ადამიანი იყო. ვერც კი წარმოიდგენდა ადამიანი წინასწარ რომ არ სცოდნოდა, რომ ეს პატარა კაცი, და თანაც ძალზედ უბრალო, ქცევით, გარემოცვით, დიდი სერბეთის პატრიარქი იყო. მართლაც ძალიან გულწრფელი სიყვარულით უყვართ სერბებს და სიცოცხლეშივე წმინდანს ადარებდნენ,…
        Недостојни (ανάξιος)

      • mariami Says:

        მხედრიონის მხეცობა სამეგრელოში

      • mariami Says:

        საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების” ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი: შენ საქართველოს სჭირდები! ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი „საიდუმლო სერობა” უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს…(ჯაბა იოსელიანის იუბილე მარჯანიშვილის თეატრში” გაზეთი “6 საათზე”- 11 ივლისი, ოთხშაბათი, 2001 წელი;).
        Georgian Harmony Choir – Troparion of the Cross

  3. ბესარიონი Says:

    * * *

    Лк 12:51–53
    51 Думаете ли вы, что Я пришел дать мир земле? Нет, говорю вам, но разделение; Мф 10:34
    52 ибо отныне пятеро в одном доме станут разделяться, трое против двух, и двое против трех:
    53 отец будет против сына, и сын против отца; мать против дочери, и дочь против матери; свекровь против невестки своей, и невестка против свекрови своей. Мих 7:6

    51. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად.
    52. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან.
    53. განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან.

    51. იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება.
    52. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი – ორს და ორი – სამს;
    53. დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე – მამისაგან; დედა – ასულისაგან და ასული – დედისაგან; დედამთილი – რძლისაგან და რძალი – დედამთილისაგან.

    51 разделение — განყოფად — განხეთქილება
    52 разделяться — განყოფილ — განუდგება
    53 против — განყოფად — განდგესა

    * * *

    Мф 10:34–36
    34 Не думайте, что Я пришел принести мир на землю; не мир пришел Я принести, но меч,
    35 ибо Я пришел разделить человека с отцом его, и дочь с матерью ее, и невестку со свекровью ее.
    36 И враги человеку — домашние его. 34-36: Лк 12:51–53; 35-36: Мих 7:6

    34. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
    35. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა.
    36. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.

    34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
    35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი – დედამისს, და რძალი – დედამთილს მისას.
    36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.

    35 разделить — განყოფად — გავყარო

    * * *

    Мих 7:6
    6 Ибо сын позорит отца, дочь восстает против матери, невестка — против свекрови своей; враги человеку — домашние его. Мф 10:21, 35, 36; Лк 12:53

    * * *

    • ნიკა Says:

      მკითხველმა გვთხოვა ჩვენი პოზიცია ღიად დავაფიქსიროთ მღვდლის ოჯახის შესახებ. ვინაიდან თემა ძალიან დელიკატურია, ჯერჯერობით, მხოლოდ წარმოვადგენთ ეკლესიურ განსაზღვრებებს და პირადი კომენტარებისგან თავს შევიკავებთ, მალე წარმოდგენილ მასალას ერთობლიობაში ჯერ რუსულად და მერე ქართულად გამოვაქვეყნებთ:

      ———————————————
      Профессор архимандрит Киприан (Керн).

      ПРАВОСЛАВНОЕ ПАСТЫРСКОЕ СЛУЖЕНИЕ.
      Глава: Семейная жизнь священника

      С вопросом брака священника в Православии связан ряд требований канонического характера, удовлетворение которых считается обязательным. Хотя они и относятся к области церковно-правовой дисциплины, все же упоминание о них может иметь интерес и в настоящем контексте. Священник не может быть женат на иноверной (IV Всел. соб. 14 прав.); дом его должен быть православным (Карфаг. 45 прав.); дети его не должны быть сочетаемы браком с еретиками (Лаод. прав. 10; Карфаг. прав. 30); сама супруга священника не может быть ни вдовой, ни разведенной, ни блудницей, ни “позорищной”, т. е. актрисой (Апост. прав. 18; VI Всел. соб. прав. 3); в случае неблаговидного поведения жены священника, он должен или развестись с нею или быть растриженным (Неокесс. 8).

      პრეს-სამსახური

      • lado Says:

        ახლა რა ატირებთ, პატ. პავლე სააღდგომო კვერცხს რომ უჭახუნებდა პაპისტ კარდინალს, მაშინ უნდა ეტირათ.
        Patrijarh Pavle preminuo -Serbian Orthodox Church head Pavle dies at 95

  4. lado Says:

    РАТ ЗА ДУШЕ 4. део

    • nana Says:

      სულიერ შვილებს

      იგი არა-არს ჭეშმარიტად, ჯერ, მღვდელ-მოძღვარი,

      სულიერ შვილზე მეტად უყვარს თუ ხორციელი;

      ———————————————–
      ————————————

      ზუსტად მიგისადაგებია პატივცემულო მარიამ მამა გიორგის ლექსი მისსავე ამ წერილთან! ეს რა წერილია მასხარად აგვიგდეთ? სად არის ნანა ფერაძის მწვალებლური ფეისბუკის დაგმობა მამა გიორგის მხრიდან, სადაც მისი ცოლი ხან პავლე პატრიარქს აქებდა, ხან 26 მაისის აღლუმის აღტაცებებს აგროვებდა, ხან ფრანგ დიდგვაროვანთა პაპისტური მარიაჟობების სურათებით იმკობდა თავს, ხან გიტარით კათოლიკურ ტაძარში საყვარლის საფლავს მღეროდა, ხან პატრიარქის, მიტრ. გერასიმეს და სხვათა სტუმრობებზე სახეგაბადრული მასპინძლობდა, ხან დაცინვით უძღვნიდა ვინმე ელენე გიორგობიანს პატრიარქისადმი მიძღვნილ გალობას, ხან საპატრიარქოს მიერ მოწყობილ კონცერტზე ფილარმონიაში ჩვენებურები მღეროდა, ხან საპატრიარქოში ილია მეორეს და გიორგი ზვიადაძის წინაშე გალობდა!! ხან მისი მრევლი თამარ ბუქურს დასცინოდა მისი ცოლისადმი დიფირამბების მიძღვნით…პირდაპირ გეტყვით! ეს არის პირველი დაცემა სანიმუშოდ მოღვაწე დიდგორის რომ ეს წერილი გამოაქვეყნა!

      • nana Says:

        აბა რას იზამს ნანა ფერაძე თავისი ქმრის ამ წერილის შემდეგ, გაიმარჯვა! ივლის ეკუმენისტურ სერბულში კი არა სადაც გაეხარდება და იმას იზამს რაც მას მოესურვება, რადგან საწყალი თურმე მეუღლის შეფასებით ერეტიკოსი კი არა დაბრკოლებული ყოფილა და მოეფერებიან ისევ ისე როგორც დაბრკოლებულს! მამა გიორგის მრევლი კი? ისევ ფარისევლობას გააგრძელებს წაუწერენ საჯაროდ: რა ლამაზები ხართ, ულამაზესი ოჯახი ხართ! ხოლო მის დაბრკოლებულ მეუღლეს ფეხქვეშ გაეგებიან და ტუფლთა მტვერს აულოკავენ, აბა მზია არაბული ამის შემდეგ ასეც მოიქცევა! სირცხვილი და ვაი თქვენ ღვთის წინაშე!
        ———-

  5. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    გზა მშვენიერებისაკენ

    შენს სილამაზით, ლამის, აქვე გავვანგელოზდე.
    ო, ეს მშვენება ვინ დახატა, რომელი კალმით?
    მშვენიერების სასახლეში დიდხანს გელოდე,
    მისი დედოფლის გადმოგეცა რომ დანაბარი…

    მაგრამ მე მივხვდი: ხორციელი მომხიბვლელობა
    ცაზე მოსახლე ღრუბელივით წარმავალია.
    ჰო, მხიბლავს, როგორც საიდუმლო სახის სერობა,
    მაგრამ სულ სხვა რამ მაგ სახეში მატკბობს, ძალიან.

    მე სული მიყვარს, სხეულში რომ ჩასახლებულა;
    მას, რომ შემეძლოს, სამუდამოდ მოვიპარავდი
    და თუ მამყოფებს სახე ზეცის მოტაცებულად,
    ჩემს თვალში გსახავს ანგელოზად სული მარადი.

    მე კი არა მსურს, რომ დავიპყრო შენი არსება;
    მიყვარს და მინდა შენს ფერხთით გაფიანდაზება.

    მალხაზ სხილაძე, 1984წ., თბილისი

    + + +
    ნანა ფერაძეს*

    მიყვარხარ, მაგრამ არაფრით შენზე
    ხელის შეხებაც არ შემიძლია.
    მზე ხომ მთვარესაც ასე დაეძებს
    და შეუხებლად სულ მუდამ რბიან?!.

    _ არრა მშიშრობის, არრა მორცხვობის, _
    ესაა ,,ბრალი“ უწმიდეს გრძნობის
    (თუმცა, ვინა თქვა უწმინდურობად
    მეუღლის ყოლა
    და შვილთა შობა?!).

    ისე მოგეტრფი ჩემს წმინდა ასულს,
    რომ შენზე ხელის შეხებაც არ მსურს.

    მალხაზ სხილაძე, 1988წ., ზესთაფონი
    ___________________
    *მომავალ მეუღლეს.

    • nana Says:

      აბა რას იზამს ნანა ფერაძე თავისი ქმრის ამ წერილის შემდეგ, გაიმარჯვა! ივლის ეკუმენისტურ სერბულში კი არა სადაც გაეხარდება და იმას იზამს რაც მას მოესურვება, რადგან საწყალი თურმე მეუღლის შეფასებით ერეტიკოსი კი არა დაბრკოლებული ყოფილა და მოეფერებიან ისევ ისე როგორც დაბრკოლებულს! მამა გიორგის მრევლი კი? ისევ ფარისევლობას გააგრძელებს წაუწერენ საჯაროდ: რა ლამაზები ხართ, ულამაზესი ოჯახი ხართ! ხოლო მის დაბრკოლებულ მეუღლეს ფეხქვეშ გაეგებიან და ტუფლთა მტვერს აულოკავენ, აბა მზია არაბული ამის შემდეგ ასეც მოიქცევა! სირცხვილი და ვაი თქვენ ღვთის წინაშე!

      • nana Says:

        საყვარელ დიდგორს კი მოვახსენებ! ამ წერილით დაამარცხეთ ის ჭეშმარიტება რითაც ამაღლდით უფლის წინაშე!

      • ნიკა Says:

        “დიდგორის” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი წულაძის თხოვნით, ამ წერილის კომენტარები იხურება!

        —–

        “დიდგორის” პრესსამსახურის პრეს-მდივანი ნიკა გვარამია

      • ნიკა Says:

        ბოლო კომენტარის უფლება, მხოლოდ მამა გიორგი სხილაძეს აქვს!

      • nana Says:

        სულ მამა გიორგის იყოს ბატონო ნიკა ეს კომენტარებიც…ბოდიშით!


Comments are closed.

%d bloggers like this: