კანონიერი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა რუსეთ-უკრაინა-სომხეთის 1993 წლის ოქტომბრის დამლევის ინტერვენციისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდგომ, 1994 წლის თებერვლიდან იძულებულია საქმიანობა განაგრძოს უცხოეთში — დევნილობაში ანუ ემიგრაციაში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დევნილობაში წარმართავს ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი და დევნილი მთავრობის პრეზიდიუმი.

ბესარიონ გუგუშვილი

________________________________________________

ფული — სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ

საქართველოს განვლილი ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო — შეიქმნა ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი, ძლიერი და ღრმა საზოგადოებრივი აზრი, თეორია და პრაქტიკა — რომელზე დაყრდნობითაც საქართველომ არა თუ წარმატებით მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ერებიც წაახალისა დამოუკიდებლობისთვის საბძოლველად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს კვლავ დაეპატრონენ ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული ძალები, რომლებიც ისე წარმოადგენენ საქმეს თითქოს დამოუკიდებლობის მოპოვებით ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიზანი აღსრულდა (ისეთი წვრილმანის გარდა, როგორიცაა „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“) — ამით კი ეროვნული იდეოლოგიის საჭიროებაც გაქრა და იგი ბუნებრივად შეცვალა „დემოკრატიულმა“, „ლიბერალურმა“ იდეოლოგიამ.

მეორე მხრიდან — ამჟამად ძალზე ბევრი ლაპარაკი და მასჯელობაა იმაზე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება. მაგრამ, არასოდეს ითქმის და მიიჩქმალება, რომ ყველაფერს და ნებისმიერ ეროვნულს — აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში შესაბამისი ანუ ეროვნული იდეოლოგია და თეორია — სჭირდება საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ანუ ავტორიტეტული აზრი, სიტყვა. ამდენად — ქართული ეროვნულობის მტრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მიზანია — არ დაუშვან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში და დამოუკიდებლობის შესაბამისი ქართველი ერის ერთიანი და საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული იდეოლოგიის წარმოშობა, შექმნა, განვითარება და დანერგვა.

  • პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეთოთხმეტე

«17 რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.»

«Но истинной справедливости нет нигде, кроме той республики, Основатель и Правитель которой — Христос, если эту последнюю угодно будет называть республикой, так как нельзя отрицать, что она — народное дело. Но поскольку в нашем случае это название может показаться несколько необычным, то скажем так: истинная справедливость существует только втом граде, о котором Писание говорит: «Славное возвещается о тебе, град Божий» (Пс. ЕХХХУТ, 6).»

ათასწლეულებია რაც ადამიანი, კაცობრიობა განუყოფელია სარწმუნოებისგან — ათეისტები და ღმრთისმგმობებიც კი იძულებული არიან აღიარონ, რომ ადამიანების უძველესი სოციუმებიც კი არსებითწილად იმართებოდა რელიგიური წარმოდგენებით და რელიგიური წარმოდგენები ამ სოციუმების შემაკავშირებელი დუღაბი იყო.

ხოლო სარწმუნოება, რელიგია — საფუძვლიანად, ფუნდამეტურად, კაპიტალურად დაფუძნებულია და ეყრდნობა ავტორიტეტს — უპირველეს ღმერთის, უფლის, ღვთაებების ავტორიტეტს, თაყვანისცემას — ანუ არამატერიალურს, რწმენას, სიტყვას და აქედან გამომდინარე ღმრთისმეტყველთა, ღვთისმსახურთა, ქურუმთა, ზოგადად — სარწმუნოებრივი სიტყვის მომსახურეთა ავტორიტეტს.

ავტორიტეტის საწყისი მნიშვნელობა ხომ: ძალაუფლება, ხელისუფლება, გავლენაა (თაყვანისცემა) — და, სწორედ ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით უნდა შევხედოთ პრობლემას — განსაკუთრებით კი უფლის, ღმერთის, სარწმუნოებისა და აქედან გამომდინარე ზნეობრიობისა და სულიერების ავტორიტეტსა და ძალაუფლებას — რასაც უნდა ნერგავდეს და ახორციელებდეს ეკლესია.

ტრადიციული ანუ რელიგიაზე, სარწმუნოებაზე და შესაბამისად ზნეობასა (და სულიერებაზე) დაფუძნებული სახელმწიფოები იმართებოდა სიტყვის ავტორიტეტზე, თაყვანისცემაზე დაყდნობით, სიტყვაზე დაყრდნობით — ტაძრის, ეკლესიის, მეფის სიტყვისმიერ (მორალურ, ზნეობრივ და სულიერ) ავტორიტეტზე და სიტყვისმიერ თაყვანისცემაზე დაყრდნობით — რაც თავის მხრივ ღმერთის, უფლის, ღვთაებების ავტორიტეტისა და თაყვანისცემიდან ამოიზრდებოდა, მომდინარეობდა — ანუ განსახელმწიფოებრიებულ ხალხს აერთიანებდა სიტყვა და არა მატერიალური რამ (ოქრო-ვერცხლი, ეკონომიკა, ფინანსები, არმია და სხვა მსგავსი).

არსებითწილად სახელმწიფოების წარმოქმნა და განსახელმწიფოებრივებული ხალხების არსებობისა და ორგანიზაციის საყოველთაო წესად, ხერხად და მეთოდად გადაქცევა უმჭიდროესადაა დაკავშირებული „სახელმწიფო რელიგიაზე“ გნებავთ „სახელმწიფო სარწმუნოებაზე“ — უფრო ზუსტად კი „სახელმწიფო სიტყვაზე“ — ანუ ისევ და ისევ სიტყვის (არამეტერიალურის) ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებულ სისტემაზე.

სარწმუნოებაზე, სიტყვაზე — ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე — დაფუძნებული სახელმწიფოებრივი სისტემები წარმატებით არსებობდნენ ათასწლეულების განმავლობაში — მანამ, სანამ ფულად-სასაქონლო ურთიერთობები იმდენად არ განვითარდნენ, რომ დაიწყეს სიტყვის ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სისტემების ჯერ ჩანაცვლება და შემდგომ შეცვლა-გარდაქმნა.

ორიათასი წლის წინ კი კაცობრიობის ცხოვრებასა და არსებობაში უდიდესი გარდატეხა მოხდა — განკაცებული უფალი, სიტყვა თვით მოევლინა ამ ქვეყანას და აჩუქა საკუთარი ადამიანური არსის მეშვეობით სიყვარულის სიტყვა. ათასწლეულების განმავლობაში ხალხში ღვთიური ძალით დათესილი სიტყვის მოლოდინი სიტყვად გადაიქცა, მოევლინა. ამის შემდგომ კაცობრიობისთვს სიტყვის მთავარი მნიშვნელობა სიყვარული შეიქნა და ამ სიყვარულის ავტორიტეტი და თაყვანისცემა.

ახალმა აღთქმამ უფალთან დაახლოების, ცოდვათა მიტევების, სამუდამო სასუფევლის, უფლის მადლის მოპოვების, მიღწევის საშუალება მისცა ყოველ ცალკეულ ადამიანს და არა „რჩეულ ერს“, როგორც მთლიანობას და ამითი მოახდინა ხალხების, საზოგადოების გათითოკაცება, ატომიზება — რათა გათითოკაცებული ადამიანები კვლავ და უფრო ძლიერად გაერთიანებულიყვნენ ღვთის სიყვარულში და ურთიერთისადმი ღვთიურ სიყვარულში. ამდენად გათითოკაცებული ადამიანების გაერთიანების საფუძველი გახდა უფლის ავტორიტეტი და თაყვანისცემა — ამითი კი იმ მიწიერი და ცოდვილი ადამიანების — პირველ რიგში კი მოციქულთა და წმინდა ღვთისმეტყველთა — რომლებსაც მართალი და შეურყვნელი ღვთიური სიტყვა მიჰქონდათ ადამიანებთან. ეს, აგრეთვე, იმასთან დაკავშირებითაც, რომ ახლა ზოგი ისე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქართველი ერი „რჩეული ხალხია” ან საქართველო „ღვთისმშობლის წილხვედრია“ და ამით თავისთავად და დაუმსახურებლად ერგებათ უფლის მადლი — ცდილობენ მიჩქმალონ ზ. გამსახურდიასეული გაფრთხილება ქრისტეს გზასა და ბარაბას გზას შორის უფსკრულზე.

ღვთიური სიყვარულის სიტყვაზე დაყრდნობით, ამ სიყვარულში მადლიანი გაერთიანებით, ადამიანის თანდაყოლილი და შეძენილი სულიერი სნეულებების მიუხედავად, ქრისტიანი ხალხები საოცარი ტემპებით განვითარდენ — მათ შორის ეკონომიკურად, სოციალურად, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაზრისით. ქრისტიანული ქვეყნები ყოველ მხივ დაწინაურდნენ და თანამედროვე ცივილიზაციის მამოძრავებლები გახდნენ.

მაგრამ, ეკონომიკურმა განვითარებამ, მატერიალური სიმდიდრის უზარმაზარმა დაგროვებამ — სიყვარულის სიტყვის მადლის მეოხებით — განვითარებულ და დაწინაურებულ ხალხებში გააჩინა მატერიალურის, სიმდიდრის გაკერპების ტენდენციები. სიმდიდრის, მატერიალურის კერპი თანდათანობით სულ უფრო და უფრო ძლიერი გახდა და ძლიერად დაუპირისპირდა ღვთიური სიყვარულის სიტყვას. სიმდიდრის კერპმა დაიწყო გავლენის მოპოვება მანამდე ასკეტიზმით გამორჩეულ ეკლესიაშიც და ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის. სწორედ ამაზე წერდა გულისტკივილით ზ. გამსახურდია თავის თეორიულ ფუძემდებლურ ნაშრომში „დილემა კაცობრიობის წინაშე“

იმისათვის, რომ შეესუსტებინათ და შემდეგ მოესპოთ სიტყვის ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სისტემები — ფულად-სასაქონლო სისტემაზე დაფუძნებულ, აგებულ სისტემებს (და მათ შორის სახელმწიფოებრივებს) პირველ რიგში უნდა მოესპოთ ზოგადად სიტყვის ანუ საერთოდ ავტორიტეტისა და თაყვანისცემის გავლენა, შესაბამისი ინსტიტუტიები, წეს-ჩეულებები, ტრადიცია, დაესუსტებინათ და სახელი გაეტეხათ სიტყვის მცველი ეკლესიისთვის და სანაცვლოდ დაენერგათ სიტყვისგარეშე, სიტყვისმგმობელი ე.წ. „დამოუკიდებელი“, „თავისუფალი“, „ლიბერალური“, „პლურალისტული“ ამორფული აზროვნება — რომელსაც არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს ფუნდამენტური, საყოველაო ავტორიტეტები და მათდამი თაყვანისცემა — ანუ უნივერსალურ და საყოველთაო ღვთაებრივ სიტყვაზე დაფუძნებული რაიმე.

უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის „თავისუფლება“ და „ლიბერალიზმი“, რომელიც უპირველესად უზნეობით ვლინდება და უარყოფს ზნეობრიობას ზნეობისგან გარეცხილი, უზნეო „კანონის“ სასარგებლოდ.

ადამიანებს ამგვარ „ლიბერალურ“ საზოგადოებაში ფულად-სასაქონლო ურთიერთობების აგენტები უნერგავენ საყოველთაო უნდობლობას უნივერსალური და საყოველთაო სიტყვისადმი, ზოგადად ავტორიტეტებისადმი და თაყვანისცემისადმი — ნებისმიერ საკითხზე ხელოვნურად ქმნიან და ნერგავენ არაერთ, მრავალ და დაპირისპირებულ შეხედულებას, მოსაზრებას. და — ამ და ასეთ ხელოვნურსა და მართვად „აზრთა მრავალფეროვანებას“ უდიდეს სიკეთედ წარმოადგენენ. ამდენად, ასეთ „ლიბერალურ“ საზოგადოებებში ადამიანებს უკვე აღარ და ვეღარ აერთიანებს რაიმე ერთიანი და უნივერსალური ღვთიური სიყვარული, სიტყვა, ავტორიტეტი, თაყვანისცემა ან კიდევ — იდეოლოგია და აზროვნება. ხდება ხალხის, საზოგადოების, სოციუმის სრული ატომიზირება — თითოეული და ყოველი ყველაზე ჭკვიანია, ყველას საკუთარი და სხვებისგან განსხვავებული და ორიგინალური აზრი და მეტიც სიტყვა გააჩნია, არავინ აღარ იზიარებს და ითავისებს სხვის აზრს. ამავე დროს — მოდაში შემოჰყავთ და ნერგავენ სიამაყეს ადამიანის „საკუთარი“ — „დამოუკიდებელი“, „ორიგინალური“ და „არაორდინალური“ აზროვნებით, და — ასეთს უპირისპირებენ ავტორიტეტისა და თაყვანისმცემის ტრადიციულ აზროვნებას.

მეტიც — „ლიბერალურ“ საზოგადოებაში ინერგება თვით ღვთიური სიტყვისადმი, სარწმუნოებისადმი „ლიბერალური“, „მრავლმოსაზრებიანი“, „თავისუფალი“,„მოდერნისტული“, „შემოქმედებითი“ დამოკიდებულება — ნებისმიერი ადამიანი შესაძლებლად მიიჩნევს განსაჯოს, იმსჯელოს თვით სარწმუნოების ნებისმიერ საკითხზე საკუთარი თვალთახედვით ისე, რომ არ გაითვალისწინოს რელიგიური ავტორიტეტები — მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმინდა ღვთისმეტყველები. შესაბამისად ადამიანი რჩება, არსებობს მოძღვარის (მასწავლებლის, დამრიგებლის, აღმზრდელის) გარეშე — რამეთუ მას აღარ შეუძლია მოძღვარის ავტორიტეტის ატანა ანუ მოძღვრისადმი დამორჩილება. ცალკე საკითხია, რომ კატასტროფულად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა — რომლებიც მოძღვრობას შესძლებდნენ (თითქმის ნებისმიერ დარგში). ანუ — ხდება თვით ავტორიტეტისა და თაყვანისცემის, სიტყვის დაკნინება და დამდაბლება, დევალვირება და ინფლიაცია — რაც თავისთავად ამდაბლებს და აკნინებს ურთიერთსიყვარულის ფაქტორს საზოგადოებაში.

საზოგადოებას სულ უფრო ნაკლებად აერთიანებს სიტყვა, ღვთიური სიყვარული, საერთო ავტორიტეტები, საერთო თაყვანისმცემლობა და სულ უფრო მეტად აერთიანებს მატერიალური, მიწიერი, ბილწი ინტერესები და მეტიც — გამაერთიანებელი სიძულვილი რეალური მტრისადმი თუ მტრის ხატისადმი.

„ლიბერალურ“, „პლურალისტურ“ საზოგადოებაში ადამიანები თავს აღარ თვლიან ღვთის მონებად — რამდენადაც აღარ ეთაყვანებიან უფალს და აღარ ცნობენ მას უნივერსალურ და საყოველთაო ავტორიტეტად (შესაბამისად არც ღვთისმტყველებსა თუ მსოფლიო საეკლესიო კრებების დოქტრინებს) — მათ თავი წარმოდგენილი აქვთ „თავისუფალ და დამოუკიდებელ“ არსებებად. ამგავრად „განთავისუფლებული“ ადამიანი უკვე სავსებით მზადაა ფულის, მატერიალურის მონა გახდეს, მეტიც — იგი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. მისი ამ მისწრაფების დასაკმაყოფილებლად ფულით, დაფინანსებული კამპანიების მეშვეობით აჩენენ, ქმნიან უამრავ კერპს — სპორტულს, მუსიკალურს, მხატვრულს, კინოსა და მოდისას და ასე შემდეგ (უფრო ხშირად გამომწვევად გარყვნილსა და უზნეოს) — რომლებისადმი თაყვანისცემა ტოტალურად ანაცვლებს უფლის თაყვანისცემას.

ასეთი ატომიზებული საზოგადოებების მართვა და მასში „ერთიანობის“ მომენტის შეტანა შესაძლებელი ხდება და ძალიანაც იოლად ხორციელდება — უკვე მხოლოდ და მხოლოდ ფულით! ფული, ფულით შექმნილი კერპები და ფულით ორგანიზებული პიარ კამპანიები სავსებით საკმარისი ხდება სიყვარულის სიტყვის მადლს მოკლებული ასეთი საზოგადოების სამართავად. და — ასეთ საზოგადოებაში, სოციუმში წარმატებით მოქმედებენ მხოლოდ ის ინსტიტუციები, რომლებიც ფულის შემწეობით იქმნება, არსდება და ფუნქციონირებს — ხოლო, ფული კი ყოველთვის კონცენტრირებულია გლობალისტური მმართველი კლასის ხელში (საკუთრივ ამ ქვეყანაში ან სულაც საზღვარგარეთ).

სიყვარულის სიტყვის მადლს მოკლებული, ატომიზებული საზოგადოების ადამიანი, მარტოსული — უძლური ხდება გაუგოს და დაეხმაროს სხვა ადამიანებსა და საზოგადოებებს, ჩაწვდეს მათს ჭირ-ვარამს — იგი შეუთავსებადი, ყინულივით ცივი ხდება სხვის მიმართ და ამითი საკუთარი თავის მიმართაც.

აღნიშნული „განვითარებისა და პროგრესის“ შედეგად ათასწლეულების განმავლობაში არსებულ ღვთიურ, სარწმუნოებრივ, რელიგიურ ავტორიტეტსა და თაყვანისცემას, სიტყვას სიყვარულისას ანაცვლებს, ცვლის მმართველი კლასის ფულის ძალა. თანამედროვე გლობალიზმს არ სჭირდება რაიმე ავტორიტეტები და თაყვანისცემა — მით უმეტეს არც სიყვარულის ძალა და მადლი.

აღზრდისა და სწავლების სისტემები სულ უფრო მეტად წვრთნის ფუნქციით შემოიზღუდებიან და იმთავითვე უნერგავენ ახალგაზრდობას ნიჰილიზმს, ავტორიტეტისა და თაყვანისმცემლობის უარყოფას — უნერგავნ, რომ არ არსებობს რაიმე უნივერსალური, საყოველთაო და მით უმეტეს ღვთიური დოგმები, წესები და წესრიგი. განათლების სისტემა ანუ ღვთიურ სინათლესთან სულიერი ზიარების სისტემა სრულებით ისპობა.

ყოველივე ზემოთაღნიშნული სავსებით რეალურად და პრაქტიკულად მოქმედებს დღევანდელ საქართველოში. პრაქტიკულად არსებობს მხოლოდ ერთი, ფუნდამენტურად უცხოური ფესვების მქონე ცენტრალიზებული მატერიალური ინტერესებით შედუღაბებილი, ორგანიზებული კომპრადორული, გლობალისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალა, მმართველი კლასი — რომელსაც უპირისპირდებიან აგრეთვე მატერიალური ინტერესების ზეგავლენაში მყოფი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ვერაფრით ვერ ერთიანდებიან იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ არც ერთიანი ავტორიტეტები და სათაყვანისცემო და არც — ერთიანი დამფინანსებელი (რაც მონოლითად ადუღაბებს „ნაცმოძრაობას“). აქვე — ფულის, მატერიალურის ზეგავლენა და სულ უფრო მეტად იგრძნობა ეკლესიაში, იმ ადამიანთა უკანასკნელ თავშესაფარში, რომელთაც კიდევ შემორჩათ სულიერება — სადაც, ღვთისმსახურების პროცესშიც და წამომადგენლურ, საზოგადოებრივი თვალთახედვის არეში მყოფ წრეებში ფრიად იშვიათი გახდა ასკეტიზმი, თავმდაბლობა და ზოგადი, ყოველდღიური მარხულობა — რომელიც საუკუნეების განმავლობაში სწორ გზას უგებდა ეკლესიის ავტორიტეტს.

უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის „თავისუფლება“ და „ლიბერალიზმი“, რომელიც უპირველესად უზნეობით ვლინდება და უარყოფს ზნეობრიობას ზნეობისგან გარეცხილი, უზნეო „კანონის“ სასარგებლოდ.

უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის ძველი აღთქმის ადამიანის, კერპთაყვანისმცემლის მისწრაფება მატერიალური ღირებულებების, ფულის, დოვლათის, სიმდიდრის ეკლესიისადმი და უფრო ხშირად კი უშუალოდ სასულიერო პირებისადმი „მსხვერპლ-შეწირვით“ უფლის „მომადლიერებისა“ და „მოქრთამვისა“. უფალთან ურთიერთობაშიც კი თავს იჩენს მიწიერის, მატერიალურის პრიორიტეტი.

მეორე მხრივ უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის „თავისუფლება“ და „ლიბერალიზმი“, რომელიც უპირველესად უზნეობით ვლინდება და უარყოფს ზნეობრიობას ზნეობისგან გარეცხილი, უზნეო „კანონის“ სასარგებლოდ.

სიყვარულის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის ასპექტში, ჭრილში ძალზე ნიშანდობლივია, რომ თვით ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა შორისაც კი იშვითად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც ღრმად აქვს შესწავლილი, გათავისებული, გაგებული და ცალსახად იზიარებს მის თუნდაც ყველაზე არსებით დებულებებსა და მოსაზრებებს — თუმცა სიტყვაზე ყოველი მათგანი თითქოს აღიარებს ზ. გამსახურდიას ავტორიტეტს და თაყვანს სცემს მის ღვაწლს. ამას გულისტკივილით თვით ზვიადიც აღნიშნავდა: მრავალს სახლში ჩემი წიგნები აქვს და გამოსაჩენ ადგილას უდევს — მაგრამ ძალზე იშვიათია ისეთი, რომ ეს წიგნები ყურადღებით შეესწავლოს, ღრმად ჩაწვდომოდეს — ხოლო ჩემი მოსაზრებები კი გაეთავისებინოსო.

იმის მიუხედავად, რომ ზ. გამსახურდიამ, ეროვნულმა ხელისუფლებამ, ეროვნულმა მოძრაობამ მოკლე დროში საკმაოდ არსებითი ფრიად პოზიტიური თეორიული და პრაქტიკული აზროვნება, ცნობიერება და სიტყვა შექმნა — თითქმის არ ხდება, რომ ვინმე ამ საგანძურს სერიოზულად და სისტემატურად სწავლობდეს, განავრცობდეს და ავითარებდეს (მხოლდ-ღა მტრები ჯიჯგნიან და ჩენჩავენ ბოროტად). იმათ შორის, ვინც ეროვნულად მოაზროვნედ თვლის საკუთარ თავს — თითქმის ყველა და თითეული ამაყად გატაცებულია საკუთარი კონსტრუქციის ველოსიპედის გამოგონებით და სხვისის კრიტიკით, განქიქებით ან რაც კიდევ უარესია — მიჩქმალვა-მიჩუმათებით, საკუთარი ავტორიტეტის ნარცისული ფერებით.

ხოლო — საქართველოს მტერს არავითარი ავტორიტეტები და თაყვანისცემები არ სჭირდება — იგი გათითოკაცებულ ქართველობას აერთიანებს სიძულვილში და მართავს მცირეოდენი ფულის 30 ვერცხლისეული ძალით…



27 Responses to “კანონიერი პრემიერ-მინისტრი”

  1. იოსებ Says:

    ღმერთმა დალოცოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.

    დიდი მადლობა „დიდგორის“ რედაქციას, კერძოდ ბ-ნ გიორგი წულაძეს ამ წერილის მომზადებისა და გამოქვეყნებისათვის.

    ყველას გილოცავთ მარიამობას! მრავალ მარიამობას დაგასწროთ ღმერთმა!

    • mariami Says:

      ვულოცავ ბატონ ბესარიონს – ღვთისმშობლობას!

      • mariami Says:

        საიდუმლოს გასაღები

        ქრისტე აღდგა – მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

        ქრისტე აღდგა – მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.

        ქრისტე აღდგა – მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.

        ქრისტე აღღგა – მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.

        ქრისტე აღდგა – მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.

        ქრისტე აღდგა – მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია.

        ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ ქრისტე აღდგა! – წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
        Pouke za vernike

      • mariami Says:

        ტანჯვის საზომი

        მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება.

        გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე.

        მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სორელი; „თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?“ გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს. – წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

      • mariami Says:

        Heruvimska pesma

  2. ბესარიონი Says:

    შეცდომა გამპარვია…

    არის:
    ასეთი ატომიზებული საზოგადოებების მართვა და მასში ერთიანობის მომენტის შეტანა შეუძლებელი ხდება და ძალიანაც იოლად ხორციელდება — უკვე მხოლოდ და მხოლოდ ფულით!

    უნდა იყოს:
    ასეთი ატომიზებული საზოგადოებების მართვა და მასში „ერთიანობის“ მომენტის შეტანა შესაძლებელი ხდება და ძალიანაც იოლად ხორციელდება — უკვე მხოლოდ და მხოლოდ ფულით!

    შეუძლებელი ხდება — შესაძლებელი ხდება
    და
    ერთიანობის უნდა ბრჭყალებში: „ერთიანობის“

    • davit Says:

      კარგი წერილია, ნამდვილი ქართული მთავრობა ქართული მამა პაპური პატიოსანი ღვთისნიერებით აზროვნებს, არა ბიჭო და ემანდ სურათში რქიანი საზოგადოების ჯიბის ჭკუა გვაჯობებს რა!

      • გიორგი Says:

        კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს. (წმინდა იოანე ოქროპირი)

      • ლადო Says:

        ტაძრები

      • ლადო Says:

        p.s. ყველაფერი წარმავალია ღმერთის და მისი ეკლესიის გარდა! რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და როგორც არ უნდა ვაკეთებდით, გვყავს მხოლოდ ერთადერთი მსაჯული – ყოვლადწმინდა სამება და ამ ქვეყნად არსებული ყველა გზა მის სამსჯავრომდე მიდის!

      • გიორგი Says:

        შესანიშნავია, ლადო! დიდი მადლობა! წარუვალია, მართლაც ეს:
        psalmul 102 al lui david

      • davit Says:

        ბატონო გიორგივ, ეს რა კარგი საგალობელია ფსალმუნი 102! რატომ მატირებ ძმაო რატომ! ღვარად დამდის ცრემლები!

      • davit Says:

        როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ. ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. ქარი გადაუქროლებს და – აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს. ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე – შვილთაშვილებზე…!!! /ფსალმუნი 102/

      • ნიკა Says:

        Ekumenizm w Polsce i na świecie

      • ნიკა Says:

        ახლა ფეისბუკიდან გადმოგვაქვს საძაგლად ცილსმწამებლური წერილი, რომელიც გამოაქვეყნა იმ ქალბატონმა, ვისაც ადრე შევუქეთ მამულიშვილური საქმე. კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ.

        ———————————-
        ლეილა ცომაია: ბატონო ბესარიონ, შეთქმულებასა და მკვლელების მფარველობაში გადანაშაულებთ!
        ბესარიონ გუგუშვილი-ის მიერ 2010 წლის 02 10, შაბათი, 0:37-ზე

        დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საპარლამენტო კომისია (თავმჯდომარე – პარლამენტარი კონსტანტინე გამსახურდია) მუშაობას განაგრძობს.

        იმის გამო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო უმრავლესობამ, კომისიას, საგამომძიებლო სტატუსი არ მისცა, შეთქმულებაში მონაწილე სავარაუდო ეჭვმიტანილები, ხელის აქნევით ამბობენ უარს კომისიასთან თანამშრომლობაზე (გუგუშვილი, შევარდნაძე…).

        კომისიის მუშაობას, ასევე დიდად აფერხებს და აზარალებს საჭირო თანხების უქონლობა, საპარლამენტო უმრავლესობამ, ვერა და ვერ გაიმეტა, კომისიის მიერ მოთხოვნილი 10 000$ უცხოელი ექსპერტებისათვის, რისი მიზეზითაც მათი მოწვევა დღემდე ვერ ხერხდება. ეს იმ რეალობაში, როდესაც, სააკაშვილის როკ– შოური ხელისუფლება, ასი ათასობით დოლარს ხარჯავს გართობის ინდუსტრიის და ბულვარ–შადრევნების მშენებლობებში.

        აშკარაა, ე. შევარდნაძის მემკვიდრე სააკაშვილი, არ არის დაინტერესებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის რეალური და ფაქტიური გამოძიებით, არამედ, საპარლამენტო კომისია მას მხოლოდ “კეთილი ნების” ჟესტის დემონსტრირებად სჭირდება. სააკაშვილი ვალდებულია დაიცვას თავისი პოლიტიკური მამისადმი მიცემული “ხელშეუხებლობის” გარანტია.

        ამადაც, მთავარი სახელმწიფო დამნაშავე – პუტჩისტი და პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის შემკვეთი – ე. შევარდნაძე, სრულიად უსაფრთხოდ და გულმშვიდად განაგრძობს უზრუნველყოფილ ცხოვრებას კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში. ერთადერთი, ვინც მის სიმშვიდეს აფრთხობს, ეს არის ერის – ეროვნული მოძრაობის ხმა– შეძახილები (“მკვლელო!” “სისხლიანო!”), რომელიც, აგერ უკვე მეორე ათეული წელია, გამუდმებით ისმის ამ “თეთრი მელის” რეზიდენციასთან და სიცოცხლეს უმწარებს.

        არსებითად აუცილებელი დაფინანსების მოლოდინში, კონსტანტინე გამსახურდია, თვიდან თვემდე კომისიის მუშაობის გახანგრძლივებას ითხოვს, რაზეც თანხმობას ამჯობინებს საპარლამენტო უმრავლესობა, ვიდრე იგი საჭირო ფინანსებითა თუ საგამომძიებლო სტატუსით აღჭურვოს. თავად კონსტანტინე გამსახურდია, შეუძლებელია, რეალურად არ აფასებდეს შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ ცდილობს ბოლომდე გასწიოს ჭაპანი, რათა პოლიტიკური შეფასებისთვის ვარგისი დასკვნა მაინც დადოს და ისტორიულად ამხილოს სახელმწიფო დამნაშავენი.

        ჩვენს მტკნარ ღიმილს იწვევს ბიზნესმენთა (საქართველოსა თუ საზღვარგარეთ მყოფ) სრული უგულისყურობა გაცხადებული ფინანსური პრობლემებისადმი. მაშინ, როცა ეს გაქსუებული ბიზნესმენები, ამდენივე თანხას (10 000$), უშურველად ხარჯავენ რესტორნებსა და “კრუიზებში”, ხოლო არ ავლენენ მეცენატობას ამ ისტორიული დანაშაულის გამოკვლევაში. ეს სამარცხვინო ფაქტი, თანამედროვე ბიზნესმენთა სრულ დეგრადირებასა და დენაციონალურობაზე მეტყველებს. ეს კვაჭი, თუ ქუდ–ბედიანი პერსონები, მხოლოდ “ფულის ტომრებად” ქცეულან სწორედ და არად ანაღვლებთ ერი და ისტორია. არადა, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მკვლელობის გამოძიება, თითოეული ქართველის ეროვნული ღირსების საკითხია!

        სააკაშვილის აშკარა მფარველობით გულმოცემული ე. შევარდნაძე და ბესარიონ გუგუშვილი, ერთნაირად დემაგოგობენ, მრისხანებენ: “ვის გაუგია, შვილი იძიებდეს მამის მკვლელობას, ობიექტური “იქნებაო?!” ეს “ჩვენ უნდა გამოვიძიოთ, ეროვნულმა ხელისუფლებამო” – გაცხარებით გვიკიჟინებს გუგუშვილი ფინეთიდან.

        თქვენ, ბატონო ბესარიონ, პრეზიდენტის შეთქმულებასა და მკვლელების მფარველობაში ეჭვმიტანილმა უნდა გამოიძიოთ?! მერედა, ობიექტური იქნებით?! ან ვინ გიშლიდათ აქამდე ხელს, შევარდნაძესა და თქვენ, გამოგეძიათ, თუნდაც “თვითმკვლელობა” პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასი? იქნებ ის “საიდუმლო ხელშეკრულება”, რომლის არსებობა, საჯაროდ (მას–მედიით), თქვენ მხოლოდ 2005 წელს გაუმჟღავნეთ საზოგადოებას და ისიც, თავდაცვის მიზნით? მოდით, კიდევ ერთხელ გავეცნოთ ამ ხელშეკრულებას (მასზე ჩვენს გაზეთში იხ. “განმათავისუფლებელი”, 2007 წ. აპრილი, № 13, “რა საშინელი დანაშაულის გამჟღავნების ეშინიათ მანანა არჩვაძესა და ბესარიონ გუგუშვილს?”, გვ. 1–3).

        “ზვიად გამსახურდიას ოჯახი, მისი ქვრივის სახით, არასოდეს არ წამოაყენებს რაიმე სხვა ვერსიას ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შესახებ, გარდა თვითმკვლელობისა. ხოლო ჩვენ, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეები არ მოვითხოვთ ცხედრის მიმართ სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზას, არც ჩეჩნეთში და არც საქართველოში და არ მივიღებთ მონაწილეობას ამასთან დაკავშირებულ არავითარ გამოძიებაში; პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნა: ოჯახის წევრები და სიკვდილის მოწმეები კატეგორიულად უარს ამბობენ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებასა თუ რაიმე გამოკვლევაში მონაწილეობაზე.

        პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულად უარს ამბობს, რომ გარდაცვლილის ცხედარი გაკვეთონ, გამოიკვლიონ, ანდა განახორციელონ რაიმე სხვა მოქმედება, გარდა უშუალოდ ადგილზე ამოცნობისა” (იხ. გაზ. “ასავალ–დასავალი”, № 48 (587), გვ. 17. 2005 წლის 28 ნოემბერი – 4 დეკემბერი).

        ჩვენთვის უცნობია ამ შავბნელი საიდუმლო დოკუმენტის შედგენის ზუსტი თარიღი (საგაზეთო მასალაში მითითებული არ არის. სავარაუდოდ, იგი პრეზიდენტის იჩქერიაში გადასვენების პერიოდში შედგა), ხელმომწერთა ვინაობა და ზუსტი რაოდენობა. დოკუმენტის მთავარი ხელმომწერნი, გუგუშვილი და პრეზიდენტის ქვრივი ქ–ნ მანანა ვალდებული არიან საზოგადოებას და საპარლამენტო კომისიასაც განუმარტონ “ხელშეკრულების” დადების აუცილებლობის მოტივი და გარემოებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს “ხელშეკრულება” თავად ამხელს მათ შეთქმულებაში. თუ გარდაცვლილი პრეზიდენტის ქვრივი ქ–ნი მანანა, ცხედრის მოპოვების (გროზნოში ჩასვენების) სანაცვლოდ იძულებულყვეს დაედო ამგვარი მძიმე პირობები (ექსპერტიზის ჩაუტარებლობა და სხვა), დღეს, ისეთივე კატეგორიულობით რატომღა ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებასა და ექსპერტიზას?

        ზემომოყვანილი ე.წ. “ხელშეკრულება”, ჩვენის აზრით, გუგუშვილისეული ინტეპრეტირებაა ქ–ნ მანანა არჩვაძე–გამსახურდიას მიერ 1994 წლის 13 იანვრის წერილისა, რომელიც მან, გროზნოდან, მოთხოვნების ჩამონათვალის სახით (5 ჩამონათვალი) გამოუგზავნა შევარდნაძის ხელისუფლებას. ეს მოთხოვნები, სწორედ ჩამონათვალის სახით, დაბეჭდილი აქვს გურამ შარაძეს თავის დოკუმენტურ წიგნში “ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება” (გამომცემლობა “სახალხო წიგნი”, თბილისი, 1995, გვ. 13). ამავე წიგნში გურამ შარაძე წერს გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილების – ცოტნესა და გიორგის, აგრეთვე, პირადი მცველის მ. ჭიჭინავას ნაამბობს, რომელსაც დაუბან–გაუპატიოსნებია პრეზიდენტის ცხედარი: “ტანზე რაღაც ლურჯი ზოლები შეიმჩნეოდაო, რაც ალბათ მოწამვლით უნდა აიხსნასო!” (გვ. 44) და ა.შ.

        ბესარიონ გუგუშვილი ხან ამბობს, რომ პრეზიდენტი მოწამლული იყოო და ხანაც, უარყოფს. პრეზიდენტი რომ მოწამლულიყო, ამას ადასტურებენ დაცვის წევრები ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე (იხ. “ასავალ–დასავალი”, 2005 წ. 21–27 ნოემბერი, გვ. 16–19).

        როსტოვის ექსპერტიზით, პრეზიდენტის ცხედრისა და შვილის ცოტნე გამსახურდიას დნმით – კვალიფიციურად დადასტურებულია, რომ გროზნოდან გადმოსვენებული ცხედარი, ნამდვილად არის ზვიად გამსახურდიასი.

        ის მრავალმხრივი მოტეხილობები, რომელიც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნით, ნატყვიარის გარდა აღენიშნებოდა ცხედარს, უთუოდ და სავარაუდოდ, საფლავის გრუნტის სიმძიმით უნდა წარმოქმნილიყო.

        ამგვარი მძიმე დაზიანებების საჯაროდ გაცხადებამ, გულუბრყვილო ხალხში გააღვიძა მბჟუტავი იმედი, რომ ცხედარი შეიძლება არ იყოს. ზვიად გამსახურდიასი, არამედ რომელიმე ჩეჩენის, ხოლო ზვიადი კი, ცოცხალი იყოსო.

        ბესარიონ გუგუშვილი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის დასტურად, რატომღაც იმოწმებს აწგარდაცვლილ ექიმ დავით ჯალაღონიას და კონსტანტინე გამსახურდიას მასთან გასაუბრებას უთითებს (გვჯერა, რომ ემიგრაციაში მყოფს არა აქვს ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ). საბედნიეროდ, თავის დროზე მასთან ინტერვიუ აქვს ჩაწერილი გაზეთ “ასავალდასავალის” მაშინდელ კორესპონდენტს ქნ ბელა შალვაშვილს. ეს ერთადერთი ინტერვიუ მე და კონსტანტინემ, ქნ ბელასგან ერთდროულად გამოვითხოვეთ. ამ ვრცელ ინტერვიუში (იხ. “ასავალ–დასავალი”, 2004, 1–14 ნოემბერი) ექიმი დავით ჯალაღონია, რომელმაც გარდაცვლილ პრეზიდენტს ბალზამირება გაუკეთა, გუგუშვილის ნათქვამზე დაყრდნობით ამბობს, რომ “ეჭვი, რომ სხვამ მოკლა, არ არსებობდა”ო. ამასთანავე, “… იარაღი ზედ საფეთქელზე არ იყო მიდებული, ოდნავ შორიდან არის ნასროლი”–ო. ხოლო საბოლოო სიტყვაში ინტერვიუერი ექიმი ჯალაღონია კი აცხადებს: “ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა უსაყვარლესი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ამიტომ ექსპერტიზაა საჭირო!”ო

        აი, ასეთი მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნებით დაგვმოძღვრა თქვენს მიერ რეკომენდირებულმა ექიმმა დავით ჯალაღონიამ, ბატონო ბესარიონ. თქვენ კი, უბრალო ახირებული კაცივით მიეთმოეთობთ და აშკარად არ გაგაჩნიათ პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობის სახელმწიფოებრივი განცდა, არამედ განრისხებული ეწინააღმდეგებით პრეზიდენტის გარდაცვალების ექსპერტიზასა და ყოველგვარ გამოძიების სამართლებრივ პროცესს, რაშიც უპირველესად თავად უნდა იყოთ დაინტერესებული, რათა არ დარჩეს ეჭვი თქვენი იოტისოდენა დანაშაულისაც, რომ პირნათელი იყოთ ერის, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე.

        მაგრამ, ყველასა და ყველაფრის წინაშე, საუბედუროდ, თქვენ პირშავად ხართ! – თქვენს თვალწინ დახვრიტეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, თქვენ იცნობთ პრეზიდენტის მკვლელებს.

        დიახ, ბატონო ბესარიონ, სახელმწიფო შეთქმულებასა და პრეზიდენტის მკვლელების მფარველობაში გადანაშაულებთ!

        “ზვიადმა, თავისი სიკვდილით, ჩვენი სიცოცხლე იხსნაო” – ხმამაღლა დაგცდათ იჩქერიაში, პრეზიდენტთან გამოთხოვების სამგლოვიარო მიტინგზე.

        მამულიშვილნი სხვაგვარ არჩევანს გააკეთებდნენ.

        ლეილა ცომაია

        გაზ. „განმათავისუფლებელი“, 2010, ოქტომბერი, #2, გვ.4

  3. იოსებ ღუდუშაური Says:

    გავეცანი ამ წერილს, რამაც მძიმე შთაბეჭდილება დამიტოვა ქ-ნ ლეილა ცომაიაზე.

    სამწუხაროდ, ქ-ნ ლეილას სახით, კიდევ ერთი ეჭვებით შეპყრობილი დაემატა პუტჩისტი კომისიონერების სიას. აბა, დარჩა საქართველოში ვინმე, ვინც ქვეყნისათვის თავდადებულ კაცს ტალახს არ ესვრის?!

    სირცხვილია ქ-ნო ლეილა! თქვენც პუტჩისტები სიმებზე მოგიმართავთ უსამართლობის „დამკვრელი ჩონგური“!

    „დიახ, ბატონო ბესარიონ, სახელმწიფო შეთქმულებასა და პრეზიდენტის მკვლელების მფარველობაში გადანაშაულებთ!“-ო, წერს ქ-ნი ლეილა.

    ხოლო, მე, იოსებ ღუდუშაური, დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვადანაშაულებ ქ-ნ ლეილა ცომაის მართალი კაცების ცილისწამებაში. ვადანაშაულებ მას, აგრეთვე, პუტჩისტებისგან დაკომლექტებულ კომისიის წევრებთან თანამოაზრეობაში და ვამხელ ბესარიონ გუგუშვილის წინაღმდეგ დაწყებულ შეთქმულებაში, რომლის მიზანიც მისი ფიზიკური განადგურებაა!

    სამწუხაროდ, რაც აქამდე დადებითი გაუკეთებია ქ-ნ ლეილას, რომელიც რამდენჯერმე აღვნიშნეთ კიდეც „დიდგორზე“, „იბერიანაზე“ და სხვა ვებ-გვერდებზე, ყველაფერ ამას, მან, ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი.

    ქ-ნო ლეილა, უკანონო რეჟიმის პარლამენტის მიერ, ეროვნული ხელისუფლების აღდგენის მოწინააღმდეგეებით დაკომპლექტებულ კომისიას ედუარდ შევარდაძეღა აკლია და ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს ობიექტურად მის მიერ დევნილი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები?!

    “ზვიადმა, თავისი სიკვდილით, ჩვენი სიცოცხლე იხსნაო” – ხმამაღლა კი არ დასცდა ბ-ნ ბესარიონს, არამედ გაბედულად თქვა! თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მოყვასისათვის თავგანწირვა სამარცხვინოა, მაშინ როგორი სურთ ამ ადამიანებს რომ ზვიადი ყოფილიყო? ისეთი როგორც ედუარდ შევარდნაზეა? რომელიც უწინ თვითონ გამოასალმებს სიცოცხლეს ყველას, თუ ამის საშუალება მიეცემა! თქვენ რა ქ-ნო ლეილა, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მიერ, მოყვასისადმი თავგანწირვის უნარს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ?! დიახ, ზვიად გამსახურდიამ, თავისი სიცოხლის სანაცვლოდ, უამრავ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ამიტომაა ბ-ნი ზვიად გამსახურდია კიდევ უფრო მეტად ძვირფასი და ამაღლებული მამულიშვილი პატიოსანი ადამიანების თვალში. მაგრამ, რატომ ადანაშაულებთ ბ-ნ ბესარიონს, რობიზონ მარგველანს და ბაჩუკი გვანცელაძეს? ეს ხომ საშინელი ცილისწამებაა, რომლის არავითარი საფუძველი, გარდა პუტჩისტური მონაჩმახისა და კოკოს სულელური ფანტაზიებისა არ არსებობს!

    ასეთი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, პირშავად თქვენ გამოდიხართ უფლისა და ერის წინაშე, ასეთი დაუნდობელი და უფლისთვის საძულველი ცილისწამებლური წერილი რომ გამოაქვეყნეთ, თორემ ბ-ნ ბესარიონს საპირშავო ნამდვილად არაფერი აქვს და პირნათელია როგორც უფლის, ისე ერის წინაშე!

    ღმერთმა დალოცოს ბ-ნი ბესარიონი, რობიზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე. აი, ესენი არიან ნამდვილი კაცები და ვაჟკაცები. მაგათ ენცვალოთ ჩემი თავი. ამ ხალხის სახით, განსაკუთრებით კი ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის გმირული საქციელით, გადარჩენილია კაცობა, ერთგულება და სამშობლოს სიყვარული. ამ ადამიანების მხარდაჭერა და დაცვა მართებს ყველა პატიოსან ადამიანს და არა პირში წყლის ჩაგუბება!

    ღმერთმა დალოცოს ქ-ნი ლეილა ცომაიც! ერთგულისა და მოღალატის გარჩევის უნარი მიანიჭოს მას!

    იოსებ ღუდუშაური

    საქართველოს დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი

    p.s.
    ისე გამოჰყავს ჟურნალისტ ლეილა ცომასიას, რომ ბ-ნი ბესარიონი წინააღმდეგი იყო ექპერტიზის ან ლეგიტიმური საგამომძიებლო ორგანოს მიერ ამ საქმის გამოძიებისა – რაც სრული სიცრუეა! ბ-ნი ბესარიონი და დაცვის წევრები დაჟინებით ითხოვდნენ ექსპერტიზასაც და ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ საგამომძიებლო კომისიის დაარსებას. ამის დამადასტურებელი ბევრი დოკუმენტები და ინფორმაცია არსებობს და გაუგებარია თუ რატომ აძალებს იგი ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილს უკანონო ხელისუფლების მიერ შექმნილ კომისიასთან თანამშრომლობას! ყველაზე მეტი დოკუმენტაცია, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარდაცვალებას ეხება, ბ-ნი ბესარიონისგან აქვს მიღებული კოკოს. ამას გარდა, ინტერნეტში არსებობს მის მიერ ამ თემაზე გავრცელებეული კოლოსალური მასალა.

    რა სურს ქ-ნ ლეილას? ბ-ნი ბესარიონი ეახლოს სააკაშვილის უკანონო ხელისუფლებას? ეს ხომ მისგან, ამ უკანონო ხელისუფლების აღიარება იქნებოდა? ჯერ ედუარდ შევარდნაძე დაკითხოს მაგ კომისიამ და შემდეგ ჩამობრძანდნენ ფინეთში პრემიერ-მინისტრთან გასასაუბრებლად. ბ-ნი ბესარიონი არ აპირებს კოკოს ხუშტრუკებზე და კომისიონერი პუტჩისტების ნებაზე სიარულს. ან ვინ არიან ეს კომისიონერები? რა უფლებით იძიებენ ლეგიტიმური ხელისუფლების არმცნობი პუტჩისტები ლეგიტიმური ხელისუფლების პრეზიდენტის დაღუპვის საქმეს.

    დღევანდელმა ანტიქართულმა ხელისუფლებამ, თავისი ვერდიქტი უკვე მაშინ გამოიტანა, როდესაც კოკოს კომისიას „მკვლელობის“ გამოძიება დაავალა და არა ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ან გარდაცვალების გარემოებათა შესწავლა!

    • davit Says:

      ნეტა რა განდიდების ბზიკმა უკბინა ამ ქალბატონს – ცომაიას! საერთოდ ასეა, დევნილს და მარტოდ მყოფს, ვინ მეტ ტალახს ესვრის მეტად დაფასდება!

      • ნიკა Says:

        რა კარგად გამოთქვი ჩემი სათქმელი დავით!
        ———————————————-
        davit Says:
        October 8, 2010 at 5:13 pm

        ნეტა რა განდიდების ბზიკმა უკბინა ამ ქალბატონს – ცომაიას! საერთოდ ასეა, დევნილს და მარტოდ მყოფს, ვინ მეტ ტალახს ესვრის მეტად დაფასდება!

      • ნიკა Says:

        გახსოვდეთ საზვერეები

        ყოველ ქრისტიანს წმინდა ნათლისღებისას უფალი მფარველ ანგელოზს უგზავნის, რომელიც უხილავად იცავს მას ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის. იგი ადამიანის კეთილ საქმეებს იწერს. მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც ჩვენს ბოროტ ქმედებებს თვალს ადევნებს და ინიშნავს კიდეც.

        ყველას უნდა გვახსოვდეს იმ საშინელი დღის შესახებ, როდესაც ცოდვები მოგვეკითხება. სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეების გავლა მოუწევს. იქ მას ეშმაკები ელიან, ახსენებენ და პასუხს სთხოვენ მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ უხამს საქციელზე, ისეთზეც, რომელიც ადამიანს აღარც კი ახსოვს. სულს ამ რთულ გზაზე მფარველი ანგელოზიც ახლავს და მის დაცვას ცდილობს. სწორედ სიცოცხლეში ქმნილმა სიკეთემ და ახლობლების ლოცვამ უნდა გადაალახინოს სულს ეს საშინელი საზვერეები. თუ ადამიანმა სიცოცხლეშივე აღიარა ცოდვები და გულით მოინანია ისინი, საზვერეებში ეს ცოდვები აღარ მოეკითხება.

        I საზვერე – უქმად მეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის ცოდვა (აქ ყველაფერზე მოთხოვენ პასუხს, რაც კი ოდესმე ცუდი უთქვამს, თუკი ვინმესთვის დაუცინია და სხვა)

        II საზვერე – სიცრუის ცოდვა

        III საზვერე – განკითხვისა და ცილისწამების ცოდვა

        IV საზვერე – ნაყროვანებისა (მარხვის გატეხა, ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა

        V საზვერე – სიზარმაცის ცოდვა

        VI საზვერე – ქურდობის ცოდვა

        VII საზვერე – სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა

        VIII საზვერე – ანგარების ცოდვა (მექრთამეობა და მლიქვნელობა)

        IX საზვერე – ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა

        X საზვერე – შური

        XI საზვერე – ამპარტავნება

        XII საზვერე – მრისხანება

        XIII საზვერე – ძვირსხსენების ცოდვა ანუ ავის ლაპარაკი

        XIV საზვერე – ავაზაკობის ცოდვა

        XV საზვერე – ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა

        XVI საზვერე – სიძვის ცოდვა

        XVII საზვერე – მრუშობის ცოდვა

        XVIII საზვერე – სოდომის ცოდვა (აქ სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ ლაპარაკიც კი სამარცხვინოა)

        XIX საზვერე – კერპთაყვანისმცემლობისა და ყოველგვარი მწვალებლობისა

        XX საზვერე – ულმობელობა და ყოველგვარი სისასტიკე

        თუ ამ საზვერეეებს გადალახავს, სული სასუფეველში მოხვდება.

    • ნიკა Says:

      მეცხრე მცნება: არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

      ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოწმის განკითხვა…

      ღირსი მამა ანტონი წერს: „ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებლისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანთა შორის, სთესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ ადამიანს სახლის კარებს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს“.

      ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველის და მორელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილიმწამებელთან ახლოს ყოფნა, რადგან იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხავენ ღვთის სამსჯროზე.

      ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, „ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით“ (წმიდა ანტონი დიდი).

      • ნიკა Says:

        mariami Says:
        August 15, 2010 at 10:37 pm

        ეს საგალობელი მე ძალიან მომწონს! ძალიან! ნიკა, მოგწონს?
        Поуке Светих Отаца 3
        ———————————–
        მარიამ, ძალიან მომწონს შენი მოპოვებული ეს საგალობელი!

  4. a.sanduxaZe Says:

    1990 წლის 28 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა აირჩია პირველი ნამდვილად ეროვნული საკანონმდებლო ორგანო საქართველოს უზენაესი სბჭო.

    28 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში დაიმკვიდრებს ადგილს ღირსახსოვარ თარიღთა შორის.

    28 ოქტომბერი არის მესაძირკვლე 9 აპრილისა და მკვდრეთით აღმდგენელი 26 მაისისა – საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისა.

    ყოველ ჭეშმარიტ ქართველს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ ნამდვილ, ზვიადისეულ თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას და გახარებას. ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს და მის კანონიერ მთავრობას!
    ამინ!

    • გიორგი Says:

      იხარეთ ქრისტეში, ძვირფასო ბატონო ალექსანდრე! ვუერთდებით, თქვენი მილოცვის შესანიშნავ სულისკვეთებას! ჭეშმარიტად, მალე გვღირსებოდეს ზვიადისეული და ბატონი ბესარიონისეული საქართველო, აი, მაშინ გაბრწყინდება ჭეშმარიტი მართლმადიდებლობით საქართველო!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: