ბ. გუგუშვილი – კანონიკური მართლმადიდებლური იკონოგრაფია

წმინდა სამების ხატის კანონიკური მართლმადიდებლური იკონოგრაფია

1. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2. ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
3. ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
4. მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
5. ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
6. დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
7. შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
8. მზისა – სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
9. მთვარის და ვარსკვლავებისა – ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფსალმუნი 135 (136)

_________________________________________________________________________

რამდენადაც:

18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.

[სახარებაჲ იოვანეს, თავი 1]

ადამიანი ვერ იხილავს ღმერთს, რამდენადაც ღმერთს არ გააჩნია არაფერი ისეთი რისგანაც შედგება ხილული და ხილვადი სამყარო — რომლის დანახვაც ადამიანს შეუძლია. თუმცა-ღა — ღმერთი — სიტყვის, მაცხოვრის, განკაცებული ღმერთის სახით მოევლინა კაცობრიობას და ამითი კაცობრიობამ იხილა ღმერთის სახე და წმინდა სამების სახე.

ამიტომ:

მამა ღმერთისა და წმინდა სამების (ცალკეულ პირთა) უშუალო, პირდაპირი გამოსახვა, დახატვა მართლმადიდებლური კონცეფციისათვის უცხოა, მიუღებელია.

შესაბამისად:

კანონიკურად, დასაშვებად ითვლება სამების (და სამებაში მამა ღმერთისა და სულიწმინდის) მხოლოდ გამოკვეთილად სიმბოლური გამოსახვა – უპირატესად „ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატის“ სახით — „აბრაამის სტუმართმოყვარეობის φιλοξενια“ თემა — როდესაც აბრაამს წმინდა სამება სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა:

ძველი აღთქმა,დაბადება, თავი 18

1 გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.

1 ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.

2 თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.

2 და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.

3 უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.

3 და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა.

4 მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.

4 მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.

5 პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.

5 და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.

6 გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.

6 და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.

7 მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.

7 და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.

8 გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.

8 და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.

წმინდა სამების მართლმადიდებლურ ხატზე სამების სამივე პირი ერთნაირად, მსგავსად, სამეფო Жезл-ით ხელში,  სამი ანგელოზის სახით უნდა იქნას დახატული (ერთნაირი ნიმბებითა და ტანისამოსით. ნიმბი ანუ შარავანდი, შარავანდედი – Нимб, nimbus). ამავე დროს შარავანდი მართლმადიდებლურ ხატებზე ნათებაა (სინათლე, სიწმინდე) წმინდა პირის თავს უკან, ხოლო — კათოლიკურ ხატებზე თავს ზემოთაა როგორც გვირგვინი. მაცხოვარის ნიმბზე ჯვარია გამოსახული. არაკანონიკურ ხატებზე მამა ღმერთის ნიმბზე ორი სამკუთხედია ექვსკუთხედად, ხოლო სულიწმინდის ნიმბზე კი სამკუთხედი (სულიწმინდა ყოველთვის მტრედის სახითაა).

წმინდა სამების ხატზე, როგორც წესი, სიმბოლურად გამოსახულია, აგრეთვე, აბრაამის სახლი (რომლის წინ სამსხვერპლოა), შუა ანგელოზის ზემოთ მუხაა (ეს მუხნარში მოხდა) სამოთხის სიცოცხლის ხის სიმბოლო, და თასი მაგიდაზე, სუფრაზე ზვარაკით. ხბოს დაკვლის სცენა ხატის ქვედა ნაწილში სიმბოლოა მაცხოვრის ვნებისა.

კანონიკური სამების ხატზე გამოსახული სერობა, აგრეთვე, საიდუმლო სერობის პროტოტიპად განიხილება.

ხშირად, წმინდა სამების პირთა ალეგორიულად გადმომცემ ანგელოზების მარჯვენა ხელი — მოკეცილი მხოლოდ არათითითა და ცერათითით და გამართული საჩვენებელი, შუა და ნეკათითით — გამოსახავს მაცხოვარს.

ამაზე:

Именословное перстосложение — особое сложение перстов, которое употребляется только архиереем или священником для благословения. Каждый палец при этом изображает букву греческого алфавита, что и составляет монограмму имени Иисуса Христа — IC ХС (указательный палец вытянутый, что составляет литеру I, средний слегка согнут и похож на литеру C, большой палец скрещивается с безымянным и получается литера X, мизинец приподнят и похож на литеру C. IC XC — Иисус Христос). С таким жестом часто изображают на иконах Иисуса Христа.


Именословное перстосложение — особое сложение перстов, которое употребляется только архиереем или священником для благословения. Каждый палец при этом изображает букву греческого алфавита, что и составляет монограмму имени Иисуса Христа — IC ХС (указательный палец вытянутый, что составляет литеру I, средний слегка согнут и похож на литеру C, большой палец скрещивается с безымянным и получается литера X, мизинец приподнят и похож на литеру C. IC XC — Иисус Христос). С таким жестом часто изображают на иконах Иисуса Христа.

ამას გარდა არსებობენ კიდევ არაკანონიკური „ახალი აღთქმის წმინდა სამების ხატები“ — რომლებზეც სამების თიოეულ პირს ინდივიდუალური სახე გააჩნიათ — მამა ღმერთი ჭაღარა მოხუცის სახითაა, მაცხოვარი ყრმის სახით (), ხოლო სულიწმინდა კი მტრედის სახით, შესაბამისი ნიმბებით — რაც არაკანონიკურია. ასეთ ხატებზე ძალზე ხშირად მამაღმერთს თითები მოწყობილი აქვს ისევე, როგორც კათოლიკეები გამოსახავენ წმინდა სამებას ანუ საჩვენებელი და შუათითი გაშლილია, ხოლო ცერა, არათითი და ნელი მოკეცილი და შეერთებული.

დასკვნა:

წმინდა სამების კანონიკურ მართლმადიდებლურ ხატებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ რუბლიოვის ცნობილი ხატის მსგავსი ხატები.

წასაკითხი:

http://en.wikipedia.org/wiki/Holy_Trinity_Icon

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D1%80%D0%B0%D0%B2%D0%BE%D1%81%D0%BB%D0%B0%D0%B2%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%8F_%D0%A2%D1%80%D0%BE%D0%B8%D1%86%D1%8B

კანონიკური ანუ „ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატები

ბევრ სამების კანონიკურ ხატებზე ანგელოზები მარჯვენა ხელით გამოსახავენ წმინდა სამებას (?) — გამართული საჩვენებელი, შუა და ნეკათითით და მოკეცილი ცერა და არათითით.

კანონიკური ანუ „ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატი”.

მარცხნივ მამაღმერთის სიმბოლო, შუაში მაცხოვრისა და მარჯვნივ სულიწმინდისა. აბრაამის სახლი — ღვთიური ზეციური ეკლესიის სიმბოლო, მუხა — სამოთხის სიცოცხლის ხის სიმბოლო და მთა ზეციური სატახტოს სიმბოლო. მხოლოდ გაშილი საჩვენებელი და შუათითი და მოკეცილი ცერა, არათითი და ნეკი. ხარზე არაა გამოსახული აბრაამი, სარა და სხვა ობიექტები — ამით ხაზგასმულია წმინდა სამების იმთავითობა და მთელი სცენა დროის მიღმა არსებობს.

კანონიკური ანუ „ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატი“

ხატზე აგრეთვე აბრაამი და ცოლი მისი სარრა
„აბრაამის სტუმართმოყვარეობის φιλοξενια“ თემა
მხოლოდ გაშილი საჩვენებელი და შუათითი და მოკეცილი ცერა, არათითი და ნეკი.

კანონიკური ანუ „ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატი”

გამოსახულია აგრეთვე აბრაამი და ცოლი მისი სარრა
„აბრაამის სტუმართმოყვარეობის φιλοξενια” თემა
ანგელოზებს მარჯვენა ხელის მხოლოდ არათითისა და ცერათითის მოკეცვით სამება აქვთ გამოსახული.

კანონიკური ანუ „ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატი“

გამოსახულია აგრეთვე აბრაამი და ცოლი მისი სარრა
„აბრაამის სტუმართმოყვარეობის φιλοξενια“ თემა

ყრმა მაცხოვარი თითებით გამოსახავს იგივეს — რასაც წმინდა სამების პირები
არაკანონიკური ანუ „ახალი აღთქმის წმინდა სამების ხატები

არაკანონიკური ანუ „ახალი აღთქმის წმინდა სამების ხატი“.

მამაღმერთისა და მაცხოვარის გამოსახულებები ხელით კათოლიკურ სამებას გამოსახავენ.

არაკანონიკური ანუ „ახალი აღთქმის წმინდა სამების ხატი“

ამავე დროს მამაღმერთის ნიმბი სამკუთხედია ექვსკუთხედის ნაცვლად.

არაკანონიკური ანუ „ახალი აღთქმის წმინდა სამების ხატი“.

მამაღმერთისა და მაცხოვარის გამოსახულებები ხელით კათოლიკურ სამებას გამოსახავენ.

არაკანონიკურ ანუ „ახალი აღთქმის წმინდა სამების ხატებზე“ ხშირად მამაღმერთისა და ყრმა მაცხოვარის ნახატები ხელით „კათოლიკური სამების“ სიმბოლოს გამოსახავენ — როგოც ამ ხატზეა:

მაცხოვრის უძველესი ხატი სინადან — პანტოკრატორი
— რომელზეც მაცხოვრის ხელით გამოსახულია „კათოლიკური სამება“ ანუ Двоеперстие — მოკეცილი და შეერთებული ცერა, არა და ნეკათითებით — და, გაშლილი, მიტყუპებული საჩვენებელი და შუათითით. 

Двоеперстие (также двуперстие) доминировало до реформ патриарха Никона в средине XVII века и было официально признано в Московской Руси Стоглавым Собором. Практиковалось оно до XIII века и на греческом Востоке (Константинополе), быв позже вытеснено троеперстием

აბსოლუტურად არაკანონიკური და დაგმობილი გამოსახვა „მამა ღმერთისა“

აბსოლუტურად არაკანონიკური და დაგმობილი გამოსახვა „მამა ღმერთისა“

ორივე ხელი გამოსახავს კათოლიკურ „სამებას“.


წმინდა სამების უკიდურესად არაკანონიკური, გარკვეულწილად მწვალებლური კათოლიკური გამოსახულება.

წმინდა სამების უკიდურესად არაკანონიკური, გარკვეულწილად მწვალებლური კათოლიკური გამოსახულება.
არაკანონიკური გამოსახვის სხვა მაგალითი:

მაცხოვარი — ჭაღარა მხცოვანი — სერაფიმის სახით
უბისა
ეს აგრეთვე — პანტოკრატორული ხატია — Спас в силах. 

Христос Ветхий денми (Ветхий днями, ჭაღარა მხცოვანი) — изображение Иисуса Христа в облике седовласого старца. Одежды традиционны для икон Христа, нимб обычно кресчатый.

Эпитет «Ветхий деньми», как и источник иконографии восходят к Ветхому Завету. В видении пророка Даниила Бог описывается в виде старца — «воссел Ветхий днями; одеяние на Нем было бело, как снег, и волосы главы Его – как чистая волна» (Дан.7:9). Понимание библейского Ветхого денми как Бога-Отца, первого Лица Святой Троицы, приводит к таким формально запрещённым иконографическим схемам изображения Троицы, как Отечество и Сопрестолие. Догмат о неизобразимости Бога-Отца и неоднократно описываемые в Библии антропоморфные облики Божества (Быт 3: 8; 32: 24-28; Исх 6: 1, 33: 23; Дан 7: 9, 13 и др.), приводят к выводу о том, что видимым людям являлось второе Лицо Троицы, Бог-Сын. В иконописи подобная точка зрения выражается в надписывании имени Иисуса Христа над изображением Ветхого денми.

Первые изображения Христа Ветхого денми известны не позднее VI века (церковь святой Констанции в Риме). В русской иконографии можно отметить фрески церкви Спаса на Нередице (Новгород Великий, XII век).

არახატი — ფერწერა:

ფერწერული ტილო — „აბრაამის სტუმართმოყვარეობის φιλοξενια“ თემა — სამი ანგელოზი, აბრაამი და სარრა…
ბესარიონ გუგუშვილი — პრემიერ-მინისტრი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში (Government of Republic Georgia in exile)

 

7 Responses to “ბ. გუგუშვილი – კანონიკური მართლმადიდებლური იკონოგრაფია”

  1. ნიკა Says:

    ფსალმუნი 135
    Psalm 135

    • ელენა Says:

      + ძალიან კარგი წერილია! მადლობა ბატონ ბესარიონს! გილოცავთ სვეტიცხოვობას! მრავალჟამიერ დიდება უფალს და ჩვენ კი მისი წყალობა და მფარველობა!

      ===================

      სვეტიცხოველი ქართველთა უმთავრესი და უპირველესი ტაძარია, რადგან აქ დამარხულია უდიდესი სიწმინდე ჩვენთვის – იესო ქრისტეს კვართი – სამოსელი. კვართი ღმრთისმშობლის ხელით იყო ნაქსოვი და მას იესო მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა. ჯვარცმის დროს, ქრისტეს სამოსი, კვართი, წილად ერგო მცხეთიდან ჩასულ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს. მათ კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ეს ღვთის ნებით შესრულდა, რადგან ქართლის ქვეყანაში კვართთან ერთად, ქრისტეს მადლს, ღვთაებრივ ძალას ჩამოეღწია.

      მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს მისი და – სიდონია შეეგება. სიდონიამ ძმისაგან შეიტყო უფლის ჯვარცმის შესახებ. ტირილით ჩაიკრა კვართი გულში და ისე ძლიერ განიცადა მოსმენილი, რომ გარდაიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს. ჩვენ სხვა არაფერი ვიცით სიდონიას ცხოვრების შესახებ. მიუხედავად ამისა, ის წმინდანად არის შერაცხული, იმიტომ, რომ ქრისტესადმი სიყვარული მან თავისი სიკვდილით დაამტკიცა.

      მაცხოვარმა ინება, რომ ამ დიდი სიწმიდის გამოგზავნის გარდა, ქართველთა ქვეყანაში მისი სიტყვაც ექადაგათ მოციქულებს – ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას.

      მას შედეგ სამი საუკუნე გავიდა, მაშინდელი ქართველები ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ თაყვანს.

      კაბადოკიაში მცხოვრებმა 12 წლის მორწმუნე გოგონამ, ნინომ თავისი აღმზრდელისაგან შეიტყო, რომ იესოს კვართი ჩრდილოეთით მდებარე წარმართთა ქვეყანაში მოხვედრილა. ნინოს ღმრთისმშობელი გამოეცხადა და დაავალა თავის წილხვედრ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. თან ვაზისაგან საკუთარი ხელით გაკეთებული ჯვარი მისცა.

      პატარა გოგონა ნინო, შემდეგ ქართველთა ქრისტეს სარწმუნოებაზე მომქცევი, მოციქულთასწორი წმიდანი გახდა. ნინოს ლოცვით მოხდენილი მრავალი სასწაულის შემდეგ, ნამდვილი ღმერთი ირწმუნეს ქართლის მეფემ და დედოფალმა – მირიანმა და ნანამ. შემდეგ კი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს.

      ნინოს თანხმობით ტაძარი მეფის სასახლის სამოთხეში – ბაღში უნდა აეგოთ. იქ მდგარი ხეებისაგან გამოკვეთეს შვიდი სვეტი. ექვსი აღმართეს, მეშვიდეს კი ვერაფერი მოუხერხეს. ღამით წმიდა ნინომ თავის მოწაფე ქალწულებთან ერთად იხილა, როგორ გადმოვიდა ზეციდან ანგელოზი და როგორ აამაღლა სვეტი მოჭრილი ხის ძირზე. ხის სვეტს ნათელი სვეტი დაადგა, რომელიც ზეცას წვდებოდა. ეს ხე სიდონიას საფლავზე აღმოჩენებული კვიპაროსი იყო. ეს იყო ადგილი, სადაც იესოს კვართი სამი საუკუნის მანძილზე საიდუმლოდ ინახებოდა. სვეტმა მრავალი სასწაული მოახდინა. მას მირონი სდიოდა, კურნავდა ავადმყოფებს, ბრმებს თვალს უხელდა, მკვდრებს აღადგენდა. იგი იქცა ქრისტეს ძალის, მადლის, ახალი სიცოცხლის მომნიჭებლად, ამიტომაც უწოდებენ მას სვეტი-ცხოველს, ანუ სიცოცხლის სვეტს.

      სასწაულთმოქმედი სვეტი ტაძრის შუაგულში იდგა. საუკუნეების მანძილზე ტაძარი ახლად შენდებოდა, ფართოვდებოდა, მშვენდებოდა. შემდგომში თავად ტაძარს ეწოდა „სვეტიცხოველი“. ის არის ჩვენი დედა ტაძარი, რადგან სწორედ აქედან მოეფინა მთელ საქართველოს ქრისტეს სიცოცხლე და ნათელი.

  2. ბესარიონი Says:

    არსებითი დამატებითი განმარტება:

    Православные иконы традиционно содержат лишь !двумерные! изображения, дабы подчеркнуть, что действие на них изображенное, происходит в ином измерении, в мире !духа!, куда обычными 5 чувствами проникнуть нельзя. Святые лики, изображенные на иконах не просто совершенные личности, а гораздо большее – они прошли стадии преображения и прославления, а посему преисполнены Милостью Божией.

    ძალზე არსებითია — მართლმადიდებლურ ხატზე პირი !არ! უნდა იყოს გამოსახული ნატურალისტურად, „ბუნებრივად“.

    Православные чтут и целуют иконы, считая, что почитание иконы передаётся и Св. Лицу на ней изображённому.

    Католическое искусство !трехмерно!, !натуралистично!, в нём разрешены статуи, и корнями оно восходит ко греко-римской языческой традиции. Священные персонажи Католических изображений подаются в их “естественном состоянии”, “как живые”. Эта идея восходит к представлению Католического Ренессанса о том, что “Милость Божия улучшает Природу” (а не просто наполняет её).

  3. ბესარიონი Says:

    …подобно изображению честного и животворящего Креста, полагати во святых Божиих церквах, на священных сосудах и одеждах, на стенах и на досках, в домах и на путях честные и святые иконы, написанные красками и из дробных камений и из другого способного к тому вещества устрояемые, якоже иконы Господа и Бога и Спаса нашего Иисуса Христа, и непорочныя Владычицы нашея святыя Богородицы, такожде и честных ангелов, и всех святых и преподобных мужей. …и чествовати их лобызанием и почитательным поклонением, не истинным, по вере нашей, Богопоклонением, еже подобает единому Божескому естеству, но почитанием по тому образу, якоже изображению честного и животворящего Креста и святому Евангелию и прочим святыням фимиамом и поставлением свечей честь воздается, яковый и у древних благочестный обычай был. Ибо честь, воздаваемая образу, преходит к первообразному, и покланяющийся иконе поклоняется существу изображенного на ней.

    — Догмат о иконопочитании Трехсот шестидесяти седми святых отец Седьмого Вселенского Собора (787 г.)

  4. OtherguyLB Says:

    me shemimchnevia didubis eklesiis gumbatshi mama gmertis freska, aris tu ara es arascori? tu marto xatebzea saubari? saertod xom mama gmertis gamosaxva angelozis garda aranairad ar sheizleba?

    faqtia didubis eklesiashi aris gumbatshi gamosaxuli mama gmerti motetro cverit…

  5. OtherguyLB Says:

    ise ki dzvelmartlmadidebeltan misaubria da amtkicebs eg xalxi rom ori titi iko scori gardasxva pirjvrisa.

    da ori titi agnishnavso iesos or bunebas, xolo 3 mokecili titi rogorc mandaa – samebaso.

    ori titit imitom iceren jvars, rom ieso gaekra jvarze da ara cminda sameba. sami titit jvriscera gamova rom samebit saxaven jvars.

    ai esaa mati mtavari argumenti da cxadia istoriulad aqvt bevri magalitebi…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: