მოციქულთა 45 კანონის შესახებ

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი

___________________________________________________________

მოციქულთა 45 კანონის შესახებ


ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ – ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის – ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, “რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?” (2კორ. 6,14-15).

მოციქულთა 45-ე კანონი ღაღადებს: “თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს”! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს, მაინც რომელი ლოცვა ან მსახურება გვეკრძალება, პირიქით, გვიკრძალავს ყოველგვარ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან – თვით კერძო ლოცვასაც კი.

ეკუმენურ ლოცვებში კი განა უფრო შორსმიმავალი, გაბედული ცვლილებები არ ხდება? ლაოდიკიის კრების ოცდამეთორმეტე კანონი მიგვითითებს: “მწვალებლებისაგან, რომლთა კურთხევა უფრო ამაოდ მეტყველებაა ვიდრე კურთხევა, კურთხევის მიღება არ შეიძლება.”

ამ ეკუმენურ კრებებისა და მსახურებების დროს კი განა მწვალებლები არ იძლევიან კურთხევას? რომაული კათოლიციზმის ეპისკოპოსები, მღვდლები, პროტესტანტი პასტორები და თვით ქალებიც კი. წმ.მოციქულთა და მამათა ეს კანონები მარტო ძველად კი არა, დღესაც მოქმედებენ და უდავოდ აუცილებელნი არიან ჩვენთვის, დღევანდელი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ასევე უდავოდ ქმედითნი რჩებიან ისინი ჩვენი პოზიციისთვისაც რომის კათოლიკეებისა და პროტესტანტების მიმართ, რამეთუ რომის კათოლიციზმი პლურალისტური მწვალებლობაა, პროტესტანტიზმზე კი რაღა გვეთქმის? აჯობებს საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. განა წმ.საბა ჯერ კიდევ შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არ ლაპარაკობდა “ლათინურ მწვალებლობაზე?” მას შემდეგ კიდევ რამდენი ახალი მწვალებლობა გამოიგონა და “უცთომელი” დოგმატის ხარისხში აიყვანა პაპმა! სრულიად აშკარაა, რომ პაპის უცთომელობის დოგმატის მეშვეობით რომაული კათოლიციზმი პან-ერესი გახდა, და ვატიკანის მეორე, ქებულმა კრებამაც ეს საზარელი მწვალებლობა კი არ შეცვალა, პირიქით, კიდევაც განამტკიცა.

ამიტომ, თუ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გვინდა ასეთებად დავრჩეთ, შეგვფერის წმ.საბას, მარკოზ ეფესელის, კოზმა ეტოლიელის, იოანე კრონშტადტელისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წმ.აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა პოზიციაზე ვიდგეთ რომაულ კათოლიკეებსა და პროტესტანტებთან მიმართებაში, რომელთაგან არავინ არის მართლმადიდებელი ორ ძირითად ქრისტიანულ დოგმატში, ანუ დოგმატებში წმ.სამებისა და ეკლესიის შესახებ.


___________________

თქვენო უწმიდესობავ და სინოდის წევრებო!

როდემდე განვაგრძობთ ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობისა და წმ.საბას ეკლესიის შეურაცხყოფას იმ სამწუხარო და საზარელი, წმ.გარდამოცემის საწინააღმდეგო პოზიციით, რომელიც გვიჭირავს ეკუმენიზმისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართ?

ყოველი გულწრფელი მართლმადიდებელი, წმ.მამათა ხელმძღვანელობით აღზრდილი, სირცხვილით იწვის, როდესაც კითხულობს, რომ ჟენევის მე-5 სრულიადმართლმადიდებლური კონფერენციის (1968 წ., 8-16 ივნისი) მართლმადიდებელმა წევრებმა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებელთა მონაწილეობის თაობაზე განაცხადეს: “მართლმადიდებელი ეკლესია თავის თავს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს”.

ეს დადგენილება აპოკალიფსურად საზარელია თავისი არამართლმადიდებლობით და ანტიმართლმადიდებლობით. არსებობდა კი აუცილებლობა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ უწმინდესი ღმრთაებრივ-კაცობრივი ორგანიზმისათვის, იმდენად დამცირებულიყო, რომ მისი ღმრთისმეტყველი წარმომადგენლები – ზოგი ეპოსკოპოსი და ზოგიც ერისკაცი – “ორგანულ მონაწილეობას” თხოულობდეს ემს-ში, რომელიც, ასე და ამნაირად, ხდება ახალი საეკლესიო “ორგანიზმი”, ახალი “ეკლესია”, და მასში მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიები მხოლოდ ნაწილებს წარმოადგენენ (“ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულებს”)? ვაი, რა გაუგონარი მუხთლობა და ღალატია!

ჩვენ უარვყოფთ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ამ ორგანულ კავშირს ღმერთკაცსა და მის უწმიდეს სხეულთან – წმ.მოციქულების, მამებისა და მსოფლიო კრებების მართლმადიდებელ ეკლესიასთან და გვსურს გავხდეთ “ორგანული ნაწილი” მწვალებლური, ჰუმანისტური და კაცთა თაყვანისმცემელი საზოგადოებისა, რომელიც 263 ერესისაგან შედგება და თითოეული მათგანი სულიერი სიკვდილია!

როგორც მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ “ასონი ქრისტესნი”. “აღ-უკვე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? (1 კორ.6,15). მაგრამ სწორედ ამას სჩავდივართ ჩვენი “ორგანული” შეერთებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ათეისტური, კაცთა თაყვანისმცემელი წარმართობის აღორძინება.

ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, რომ ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, წმ.მამებისა და წმ.საბას ეკლესიამ, მოციქულთა და აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა ეკლესიამ შეწყვიტოს ეკლესიური, ლოცვითი და იერარქიული აღრევა ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან და სამუდამოდ უარი თქვას ერთობლივ ლოცვასა და ღმრთისმსახურებაში მონაწილეობაზე (ღმრთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში ორგანულად არის გაერთიანებული ერთ მთლიანობად და ევქარისტიით გვირგვინდება). ასევე, სრულიად განეშოროს ყოველგვარ მონაწილეობას ნებისიმიერ საეკლესიო ქმედებაში, რომელიც შეიცავს და გამოხატავს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უნიკალურ და განუმეორებელ ხასიათს – იმ ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის ერთიანია და ერთადერთი.

__________________

არ ერთიანდება რა მწვალებლებთან, სადაც არ უნდა იყოს მათი ცენტრი, ჟენევაში თუ რომში, წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მუდამ იმარხავს წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ერთგულებას, ამით უარს არ ამბობს თავის ქრისტიანულ მისიასა და სახარებით ნამცნებ მოვალეობაზე, ანუ იგი ყოველთვის სიმდაბლით, მაგრამ მტკიცედ და გაბედულად დაამოწმებს უზენაეს ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ ღმერთკაცს და მართლმადიდებლობის ყოვლის მაცხოვნებელ და ყოვლის გადამასხვაფერებელ ძალას თანამედროვე მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი სამყაროს წინაშე. ეკლესია, რომელსაც თვით ქრისტე ჰყავს წინამძღოლად, წმ.მამათა და ღმრთისმეტყველთა მეშვეობით მუდამ მზად იქნება პასუხი გასცეს ყველას, ვინც ამ პასუხს ეძიებს “თქუენ შორის სასოებისა მისთვის” (I პეტ. 3,15). ჩვენი სასოება კი ერთია უკუნითი უკუნისამდე: ღმერთი და კაცი იესო ქრისტე და მისი მისტიური სხეული, წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ეკლესია. მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები “საერთო ეკუმენისტურ ლოცვებში” კი არ უნდა მონაწილეობდნენ, არამედ საღმრთისმეტყველო საუბრებში ჭეშმარიტების შესახებ, როგორც ამას წმიდა და ღმერთშემოსილი მამები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ “ცხონებულთა” ხვედრია (მე-2 მსოფლიო კრების მე-7 კანონი).

მოციქულთა ხარება ყოვლად ჭეშმარიტია: “განწმედა სულისა და სარწმუნოება ჭეშმარიტებისა” (2 თეს.2,13). ამ სარწმუნოების არსი არის ჭეშმარიტება, ერთადერთი სრული ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი და კაცი – იესო ქრისტე. ეს სარწმუნოება და ეს სიყვარული არის გული და ცნობიერება მართლმადიდებელი ეკლესიისა. მთელი ეს საგანძური სავსებით და შეურყვნელად მხოლოდ წმ.მამათა მოწამეობრივ მართლმადიდებლობაში ინახებოდა, და მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულნი არიან უშიშრად დაამოწმონ ეს დასავლეთის წინაშე, მისი ცრუსიყვარულისა და ცრუსარწმუნოების წინაშე.

წმ.იოანე ოქროპირის ხსენება, 13/26 ნოემბერი,

1974 წ. ჩელიეს წმიდა მონასტერი.

26 Responses to “მოციქულთა 45 კანონის შესახებ”

  1. ნიკა Says:

    Pouke za vernike

    • ნიკა Says:

      ep.lavrentije с 30 своих священников в паломничество в Рим
      episkop lavrentije u poseti papi

  2. ნიკა Says:

    Antiekumenski Skupovi Svetosavaca ispred Patrijarsije SPC monah Antonije 2 deo

    • ნიკა Says:

      Irinej: SPC pozdravlja dolazak pape

      • ნიკა Says:

        უფრო და უფრო დიდი მტაცებელი მგლები მოდიან ოფიციალურ ეკლესიათა სათავეებში!
        ОТКРЫТОЕ ОТСТУПЛЕНИЕ: СЕРБСКИЙ ПАТРИАРХ ПРИЗВАЛ К ПЕРЕХОДУ НА НОВЫЙ КАЛЕНДАРЬ ДЛЯ ОБЪЕДИНЕНИЯ С КАТОЛИКАМИ


        Кроме того Патриарх Ириней открыто рассказал о своем желании, чтобы все Поместные Православные Церкви перешли на новый календарь для сближения с папистами.

        Что касается совместного празднования Пасхи с католиками, Патриарх сказал, что это крайне необходимо и что это вопрос календаря. «Мы давно размышляем, и был один собор в Константинополе, на котором активно обсуждался календарный вопрос. Одни Православные Церкви приняли новый, а другие – старый», – сказал Сербский Патриарх.
        http://inok-arkadiy.livejournal.com/24865.html

      • davit Says:

        აი თქვენ კი ამოგწყვიტოთ უფალმა ღმერთმა სერბეთის პატრიარქო და მისო სინედრიონო! ხედავ შენ ამ ეშმაკის თანასწორ ირინეოსს გაერთიანება სწადია თურმე პედოფილიის საყდართან!არ გეღირსოთ ეგ დღე წყეულნო! დაგსეტყვოთ და დაგრისხოთ უფალმა თქვე შეჩვენებულნო! არა რა ეს უკვე მეტისმეტია!

      • davit Says:

        და ვინ არის სერბეთის საპატრიარქოსთან ევქარისტიაში, ან ვინ არის მისი მრევლი, ან ვინ არის ამ მრევლის მხარდამჭერი? რა თძქმა უნდა საქართველოს საპატრიარქო! აი თქვენც კი დაგწყევლოთ და დაგსეტყვოთ უფალმა ღმერთმა თქვე შეჩვენებულნო! არავინ გამოექომაგოთ მათ! თორემა გინება მე არ ვიცი და ისეთ დარისხვას გავუგზავნი მოწნააღმდეგეთ რომ პირი ქვებით ამოევსებათ!

      • davit Says:

        p.s. გამოირეცხეთ ბინძური აქოთებულ-აყროლებული პირი ეკუმენიზმის მიმდევრებო სანამ მის უდიდებულესობას და მონას ღვთისას იუსტინე პოპოვიჩს ახსენებდეთ!

      • ლადო Says:

        “იოტუბიში” გადავსებულია ვიდეოები სამყაროს აღსასრულზე და იქნებ მართლაც დგება აღსასრული:
        Конец света 2012 г

      • ლადო Says:

        2012 год конец света

      • ელენა Says:

        ლადო, შენ ეგ არ შეგეშლებოდა, ის რომ არავინ უწყის როდის დადგება ამა სოფლის აღსასრული, მაგრამ ჩანს რომ საგანგებოდ დადე 2012 წელი! მეც ვგრძნობ რომ რაღაც უჩვეულო ხდება ბუნებაში, ზაფხული ზაფხულს აღარ ჰგავს, ზამთარი ზამთარს, ზაფხულში ზოგან თოვლი მოვიდა, ზამთარში ხეები გაყვავდა! ის რომ წყალდიდობები და მიწისძვრები ლამის ყოველდღიური გახდა აღარ გავაგრძელებ! მაინც რა არის ეს, რას ნიშნავს?

      • ელენა Says:

        sos! ლადო, შენ ეგ არ შეგეშლებოდა, ის რომ არავინ უწყის როდის დადგება ამა სოფლის აღსასრული, მაგრამ ჩანს რომ საგანგებოდ დადე 2012 წელი! მეც ვგრძნობ რომ რაღაც უჩვეულო ხდება ბუნებაში, ზაფხული ზაფხულს აღარ ჰგავს, ზამთარი ზამთარს, ზაფხულში ზოგან თოვლი მოვიდა, ზამთარში ხეები გაყვავდა! ის რომ წყალდიდობები და მიწისძვრები ლამის ყოველდღიური გახდა აღარ გავაგრძელებ! მაინც რა არის ეს, რას ნიშნავს?

      • გიორგი Says:

        გეთანხმებით, ლადო და ელენე, რომ მართლაც უჩვეულო ჟამში ვცხოვრობთ, მაგრამ რაიმე დაკონკრეტებისაგან თავი შევიკავოთ და მივსდიოთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწორ სწავლებას მეორედ მოსვლის შესახებ:::
        ——————————
        რამეთუ ვითარცა ელვა რა გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით, და ჰსჩანნ – უცებ გაიელვებს ვიდრე დასავალამდე, ეგრეთ იყოს, თავის დრო მოსვლა ძისა კაცისა, მოულოდნელად, უცაბედად. „როგორა ბრწყინავს ელვა? … ასე უცაბედად გამოჩნება ქვეყანაზე, – ამბობს წმ. ოქროპირი, – ელვას ყველა ამჩნევს, სადაც უნდა იყვნენ, ასევე იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომელიც ყველას უცებ მოევლინება თავის დიდების ელვარების გამო“.

        ეს იქნება ის ჟამი, როდესაც ღმერთი გამობრძანდება თავისი სამყოფელიდან, რათა აღასრულოს დედამიწის მკვიდრთა სასამართლო. იგი მოვა ბრწყინვალე ზეციური ძალებით გარშემორტყმული; ესენი იქნებიან ძლიერი დასები, უფლის ბრძანების თანახმად განმგებელნი მზის ამოსვლისა და ჩასვლის, ქარისა და წვიმის მოქმედების, ჰაერის კეთილისმყოფლობის, სიცოცხლის აყვავებისა და შემდეგ, მისი კვდომის, ზღვებისა და მდინარეების, ვულკანებისა და ოკეანეების მმართველნი ღმერთის ხელმწიფებით და სიცოცხლის ყოველგვარი გამოვლინების გამგებელნი…
        https://didgori.wordpress.com/2009/08/31/qristes_samsjavro/

      • გიორგი Says:

        უფლის მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს დღის მოახლოების ნიშნები (მთ. 24)

        უფალმა ისევ ჩვენივე ზნეობრივი სიკეთისათვის არ ინება, გაემხილა ამჟამინდელი ცისა და ქვეყნის „ბოლო ჟამის“ თარიღი, დღე ძე კაცისას მოსვლისა, „დღე უფლისა“. „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მთ. 24,36). „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი იგი მამამან დასხნა თჳსითა ხელმწიფებითა“ (საქმ. 1,7). ამ გაურკვევლობამ უნდა აიძულოს ქრისტიანები, მუდმივად ფხიზლობდნენ სულიერად: „მღვძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი… რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ მღვიძარე იყვენით“ (მრკ. 13,33,37)

        მაგრამ უფლისაგან დაწესებული ვადების არცოდნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქრისტიანს, ფიქრებით ჩაუღრმავდეს ისტორიულ მოვლენათა მსვლელობას და მათში „ბოლო ჟამის“ მოახლოების ნიშნები ამოიცნოს. უფალი გვარიგებდა: „ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დარჩჩჳან, და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდით, რამეთუ ახლო არს ზაფხული“ (მთ. 24,32).

        აი, საღვთო წერილში მითითებული ზოგიერთი ნიშანი:

        ა. სახარების გავრცელება მთელს მსოფლიოში: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფევლისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (მთ. 24,14);

        ბ. ბოროტი ძალების უჩვეულო გამოვლინება. „განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განხმეს სიყვარული მრავალთაჲ“ (მთ. 24,12). პავლე მოციქღლთ ამბობს: „უკანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი: და იყუნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ… გულისთქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ ღა ძალსა მისსა უარყოფდნენ“ (2 ტიმ. 3,1-5). რწმენიწ დასუსტება: „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?“ (ლკ. 18,8);

      • გიორგი Says:

        და მთავარი ნიშანი მეორედ მოსვლისა:
        ————————————————
        გ. ეშმაკი წამოიწყებს ბრძოლას ქრისტეს სამეფოს წინააღმდეგ თავისი იარაღის – ანტიქრისტეს მიერ. სახელდება „ანტიქრისტე“ წმიდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით გამოიყენება: ზოგადი, რომელი გულისხმობს ქრისტეს ყველა მოწინააღმდეგეს (ამ გაგებით იხსენიება ანტიქრისტე წმ. იოანე ღვთისმეტყველის 1 და მე-2 ეპისტოლეებში) და განსაკუთრებული მნიშვნელობით, გარკვეული პირის – ქრისტეს მოწინააღმდეგის აღსანიშნავად, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება. ანტიქრისტეს თვისებებსა და საქმეებზე ვკითხულობთ პავლე მოციქულთან: „ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ, უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტოდე თქუენ?… რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა,
        https://didgori.wordpress.com/2010/03/27/antiqristes-shesaxeb_ge/

      • ნიკა Says:

        Бенедикт XVI и архиепископ Chrisostomos II, духовного лидера греко-православной общины, принимая участие в экуменическом торжества.
        Papa a Cipro: Celebrazione Ecumenica

  3. ნიკა Says:

    TV2000 – Incontro con l’arcivescovo di Cipro 05 06 10 1a parte

  4. Mirian Takvarelia Says:

    უწმინდური და უნეტარო პატრიაქი ერეტიკოსი, ფლიდი სატანა ილია მეორე და ასევე ეშმაკთა თავყრილობა სინოდი გვყავს თავზე წამომჯდარი უფლის ერს , ეს დასაგმობია , მაგრამ ამეებისგან მარტო იესო ქრისტე გაგვათავისუფლებს. http://www.lazare144.ge

  5. Mirian Takvarelia Says:

    პავლე მოციქულთან: „ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ, უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტოდე თქუენ?… რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ
    გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა,.
    ეს უკვე მოხდა, განდგომილებაც მოხდა, და ყველაფერი აღსრულდა. აბა 2000 წლის 30 აპრილის აღდგომა დღეს ინაგურაცია შევარდნაძესი(666-სატანა- კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ) იყო ”ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი” ამის აღსრულება. და ზუსტად ამბობს დანიელი რომ ტაძარში დაჯდომის მერე ჟამსა შინა მოიკვეთოსო, ზუსტად 42 თვეში ვითომდა ჩამოაგდეს და მოდის მეორე ანტიქრისტე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: