ღირსი აღათონ მეგვიპტელი

„არანაირი ცოდვა ჩვენთვის უცხო არაა, მაგრამ ერესი? – ეს ხომ შეგნებული უარყოფაა ღვთის ჭეშმარიტებისა!“

ღირსი აღათონ მეგვიპტელი

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

აღათონ მეგვიპტელი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 მარტი, ახალი სტილით – 15 მარტი. წმინდანი მაკარი დიდის (ხს. 1 თებერვალს) თანამედროვე იყო. ის ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა, თავს უდიდეს ცოდვილად თვლიდა და საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა. ერთხელ ღირს აღათონთან მივიდნენ ბერები და ჰკითხეს: «

„შენ ხარ მამა აღათონი?”

„თქვენს წინ დგას ღვთის ცოდვილი მონა”, – უპასუხა ღირსმა მამამ.

„ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ”, – გააგრძელეს ბერებმა.

„სრული ჭეშმარიტებაა”, – მიუგო წმიდანმა.

„კიდევ ამბობენ, რომ მატყუარა ხარ და სხვებს განიკითხავ.”

„ესეც მართალია”, – დაუდასტურა მან.

„თურმე ერეტიკოსიც ყოფილხარ,” – არ ცხრებოდნენ ბერები.

„ეგ კი ტყუილია”, – იუარა წმიდა აღათონმა და დასძინა: „ყოველი ადამიანი ცოდვის შვილია, ბუნებითაა მიდრეკილი ბოროტისაკენ, ამიტომ არანაირი ცოდვა ჩვენთვის უცხო არაა, მაგრამ ერესი? – ეს ხომ შეგნებული უარყოფაა ღვთის ჭეშმარიტებისა!”»


  • Canon XLV. (45): Let a bishop, presbyter, or deacon, who has only prayed with heretics, be excommunicated: but if he has permitted them to perform any clerical office, let him be deposed.

როცა ღირს აღათონს ჰკითხეს რომელი ღვაწლია უმჯობესი ცხონებისათვის – გარეგნული თუ შინაგანი, მან მიუგო: „ადამიანი ხეს ჰგავს. გარეგან, ხორციელ საქმიანობას გამოაქვს ფოთლები, სულიერს _ ნაყოფი. წმიდა წერილი გვასწავლის: „ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედუას” [1]. აქედან ცხადია, რომ უპირველესია ნაყოფი, სულიერი ღვაწლი, მაგრამ ხეს ამ ნაყოფის დასაცავად ფოთლებიც სჭირდება”.

ღირსი აღათონი გარდაიცვალა 435 წელს. უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში მდუმარე და ჩაფიქრებული იჯდა, თითქოს რაღაცას უთვალთვალებსო. ბერებს უთხრა, საკუთარ თავს ვხედავო უფლის სამსჯავროზე.

«„ნუთუ შენც გეშინია, მამაო?” – ჰკითხეს.

„მე მთელი ჩემი შეძლებით აღვასრულებდი ღვთის მცნებებს, მაგრამ შემიძლია კი, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ უფალს სათნოეყო ჩემი საქმენი? ვერ დავიჯერებ, სანამ არ ვიხილავ ღმერთს, ერთია ადამიანთა სამსჯავრო და სულ სხვაა ღვთის სამსჯავრო”» – ამის თქმისთანავე წმიდანი აღესრულა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე სასომხეთში ერეტიკოსებთან

http://66.208.37.78/index.jsp?sid=1&id=11978&pid=11961

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განმარტებისას გვასწავლის: “თუ იღუმენს ანდა ეპისკოპოსს არასწორი სარწმუნოება აქვს, ანუ მწვალებლურ და ღვთისმგმობ სწავლებათაკენ იხრება, გაიქეცი მისგან, თუნდაც იგი ანგელოსი იყოს ზეციდან”.

“თუ შენი ეპისკოპოსი მწვალებელია, გაექეცი, გაექეცი, გაექეცი, როგორაც ცეცხლსა და გველს. (წმ. იოანე ოქროპირი), და კიდევ – “თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რამეს ქადაგებს, რაც სცილდება კანონების ზღვარს, უბიწოების დამცველიც რომ იყოს, კიდევ რომ წინასწარმეტყველებდეს და სასწაულებს აღასრულებდეს, ცხვრის ტყავში გადაცმულ მგელად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს”. (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი).
__________________________________________________

8 Responses to “ღირსი აღათონ მეგვიპტელი”

  1. ნიკა Says:

    Главные еретики РПЦ ч.2.flv

    • ნიკა Says:

      შემდეგ, როდესაც თეატრი შეპყრობილი იყო სანახაობის უჩვეულობით, ერთმა ვინმემ, სხვებზე უფრო მოხერხებულმა, სცადა ეჩვენებინა ამ სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის, რომ მაიმუნი იყო მაიმუნი. იმ დროს, როცა გაჰყვიროდა ყველა და ტაშს უკრავდა მაიმუნის როკვას, რომელიც რიტმულად ირხეოდა სიმღერისა და მელოდიის ხმაზე, ამ კაცმა სცენაზე დაყარა ნუგბარი საჭმელი, ყველაფერი, რაც ამგვარ ცხოველებს მსუნაგობას აღუძრავდა. მაიმუნმაც, რაწამს დაინახა ქოროს წინ დაფანტული ნუში, აღარ დაახანა და, დაივიწყა რა ცეკვაცა და ტაშიც, აგრეთვე, თავისი სამოსლის მოხდენილობა, მიიჭრა ხილთან და რაც იპოვა, ხელის გულებში შემოიგროვა, თან, ნიღაბს რომ ჭამაში ხელი არ შეეშალა, ბრჭყალებით სულსწრაფად შემოიგლიჯა და შემოიძრო მოგონილი გამოსახულება, რითაც ერთბაშად სიცილი გამოიწვია მაყურებელში და ასე, ნაცვლად იმისა, რომ ქებისა და გაკვირვების საგანი ყოფილიყო, ტლანქად და სასაცილოდ გამოჩნდა ნიღბის ნაგლეჯებში.

      ამრიგად, როგორც ამ მაიმუნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მოგონილი გამოსახულება, რომ ადამიანად ჩაეთვალათ იგი, რადგან ჭამაში მსუნაგობამ ამხილა მისი ბუნება, მსგავსადვე ვისაც სარწმუნოების მიერ ჭეშმარიტად არ ჩამოუნაკვთავს თავისი ბუნება, ეშმაკეული საცთური ადვილად ამხელს მას, რომ სხვა არის იგი და არა იმ აღთქმისა, რაც აქვს. ეშმაკის უკეთური სავაჭრო უძღებ ადამიანებს ლეღვისა და ნუშის ნაცვლად ცუდმედიდობას, პატივმოყვარეობას, ანგარებიანობას, გემოთმოყვარეობას და სხვა ამგვარს სთავაზობს, რითაც ადვილად ააშკარავებს მაიმუნის მსგავს სულებს, რომლებიც გარეგნული მიბაძვის გზით ქრისტიანობას ფარისევლობენ, ვნებათა ჟამს კი განიშორებენ გონიერების სიმშვიდისა თუ სხვა რამ სათნოების ნიღაბს. (წმიდა გრიგოლ ნოსელი – რა არის ქრისტიანის სახელი)

      • ელენა Says:

        ერთმანეთზე საუკეთესო წერილებია… ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ კიდევ ვერ გაიგო რა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და რა კიდევ მწვალებლობა.

    • roni Says:

      ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა… ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
      წმ. კიპრიანე კართაგენელი

  2. a. sanduxaZe Says:

    gilocavT giorgobis dResaswauls, ixareT da iZliereT!

  3. a. sanduxaZe Says:

    В шестом правиле Второго Вселенского Собора мы читаем: “Еретиками же именуем как тех, которые издавна чуждыми Церкви объявлены, так и тех, которые после того нами анафеме преданы: кроме же сего и тех, которые хотя притворяются, будто веру нашу исповедуют здраво, но которые отделились и собирают собрания против наших правильно поставленных епископов”.
    iqneb momawodoT am kanonis (nawyvetis) qarTuli Targmani,.
    didi madloba

  4. roni Says:

    uwmindesi da unetaresi gvtis wyalobaa..da amitomac gtxovt nu sheurawyobt..ki,samgvdeloeba gaixrwna,magram mainc brwyinaven eklesiis wiagshi weshmariti qristianebi..dafiqrdit..ra gaaketa uwmindesma chventvis..man xom nacridan axadgina daqceuli saqartvelo da gaagrdzela tavisi winapari patriarqebis saqme..tu episkoposi,mgvdeli an sxva sasuliero piri codavs es uwmindes ar unda davabralod..aba,tqven rom gyavdet 5 shvili da erti cudi gamovides..gana tqveni bralia..?!da tu tqveni bralia,mash is otxi ratom gamovida kargi?

  5. roni Says:

    გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
    ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: