მაინც რა არის მორცხვობის გრძნობა და რა საჭიროა ის?

რატომ არის შეუფერებლად ჩაცმა დანაშაული
ჩადენილი საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე

მორცხვობის გრძნობა – ეს არის ღვთის მიერ ქალისათვის
მომადლებული ნიჭი (განცდა), რომელიც იცავს მას გარყვნისაგან.

ცნობილია, რომ ცხოვრება კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა, მაგრამ დღეს უკეთურება შიშველი სახით ნაკლებად გვევლინება. მას ზოგჯერ თითქოსდა უვნებელი, ხშირად კი – მომხიბლავი ნიღაბი უკეთია. ვფიქრობთ, რომ დროულად უნდა იქნას განხილული და შეფასებული ის კონკრეტული არასწორი ქცევა, რომელიც მიმბაძველობით მასობრივად ახლახან შემოვიდა ჩვენში და რომელიც დამკვიდრებას ცდილობს. ერთი რამ შეიძლება გადაჭრით ითქვას – თუკი ქართველი ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გაითვალისწინებს იმ ობიექტურ მეცნიერულ ცოდნას, რაც არსებობს ფიზიოლოგიის, მედიცინისა და ფსიქოლოგიის დარგებში, ის გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს როგორც საკუთარ თავსა და შთამომავლობას, ასევე საზოგადოებასაც. ქართველი კაცის განათლება და მისი კულტურა მისი ცხოვრების წესში უნდა აისახოს.

ხშირად არასწორი ქცევის მიზეზი თავისუფლების ცნების მცდარი გაგებაა. ყოველი ადამიანი ვალდებულია დაიცვას სახელმწიფოში არსებული სამოქალაქო კანონები. წინააღმდეგ შემთხვევაში იქ უწესრიგობა, ანარქია დაისადგურებს. ამასთანავე, ყოველი ადამიანი ვალდებულია დაიცვას არა მარტო სამოქალაქო, ე.ი. ადამიანების მიერ შექმნილი კანონები, არამედ ზნეობრივი, ე.ი. ღმერთის მიერ დადგენილი კანონები (მცნებები). ამის გარეშე პიროვნების რღვევა ხდება. დემოკრატიული წყობილება მოითხოვს ყველას მიერ კანონების შესრულების აუცილებლობას, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. მაშასადამე, ადამიანი თავისუფალია მხოლოდ კანონის ფარგლებში, ხოლო რადგან ყველა კანონი განსაზღვრულ აკრძალვას გულისხმობს, აქედან გამომდინარეობს, რომ თავისუფლება – ეს არის არაკანონიერი ქმედებებისაგან მოთმინება და თავშეკავება.

ჩვენი წიგნის თემა თანამედროვე ქართველი ადამიანის შეუფერებელი ჩაცმულობაა, რომელიც ადამიანის თავისუფლების ცნებას უკავშირება; ხოლო მიზანი – მეცნიერული დასაბუთებით უკეთურებისათვის მაცდუნებელი ნიღბის ჩამოხსნა.

ყოველი ადამიანი თავს არიდებს გარემოს ისეთ მავნე ზემოქმედებას, რომელიც მას მაშინვე დააზიანებს. მაგალითად, ცეცხლს, წყალს, ელექტროსადენის ხელით შეხებას და სხვ., მაგრამ არსებობს მრავალი გარეგანი ფაქტორი, რომელიც ცვლის ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიასა და ფსიქიკას, და რომელთა უარყოფითი შედეგი არა მაშინვე, არამედ მოგვიანებით შეინიშნება. ხშირად მოგვიანებით მოსალოდნელი უარყოფითი შედეგის წინასწარ შეცნობა მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ. ისინი ვალდებულნი არიან განუმარტონ მოსახლეობას ამის შესახებ. შეუფერებელი ჩაცმულობის უარყოფითი გავლენა ადამიანებზე მეცნიერულ დასაბუთებას მოითხოვს.

ადამიანის ამა თუ იმ საქციელის შეფასებისას საზოგადოებაში განსხვავებული აზრი წარმოიშვება ხოლმე. ხშირად საკამათო ხდება, უკულტუროა თუ არა ესა თუ ის ქცევა. ეს საკითხი ძალიან მარტივი გადასაწყვეტია. უკულტუროა ისეთი საქციელი, რომელსაც ზიანი მოაქვს როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფთათვის. ამის მიხვედრას კი, ზოგიერთ შემთხვევაში, სათანადო ცოდნა სჭირდება.

თანამედროვე ქართველი ქალების უმრავლესობა გამომწვევ ტანსაცმელს ატარებს. მათ აცვიათ მოკლე, მუხლებს ზევით კაბა, ღრმად ამოჭრილი გულისპირითა და სრულიად უსახელო, ძალზე შემოტმასნილი (სპორტსმენი მამაკაცის) მაისური; გრძელი, მაგრამ ღრმად ჩაჭრილი ქვედა ბოლო. გამოწვევის მიზნით აცვიათ ძალიან ვიწრო შარვალი, ზემოდან გრძელი, ხალვათი მოსაცმელის გარეშე; დადიან გრძელი, გაშლილი თმებით და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გამომწვევად იცვამენ არა მარტო ახალგაზრდები, არამედ ასაკიანი ქალებიც – აცვიათ მათთვის შეუფერებელი მოდელისა და ფერის ტანსაცმელი, რაც ყოველთვის მიუღებელი იყო ქართველი ქალისათვის. თანამედროვე მოდაში შეინიშნება ურცხვობა და მოურიდებლობა.

რატომ ითვლება გამომწვევად (ურცხვობად) მუხლების გამოჩენა ან ღრმად ამოჭრილი გულისპირი? იმიტომ, რომ სხეულის ამ მიდამოების კანში არის ისეთი მგრძნობელობის ნერვული დაბოლოებები, რომელთა შეხებაც მამაკაცში სიძვის მოთხოვნილებას (აგზნებას) იწვევს. ასეთივე შედეგს იძლევა მათი შეხედვაც.

როგორც თვითმხილველები აღწერენ, მორცხვობის გრძნობით დაჯილდოვებული ყოფილან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი (წამებული).

მაინც რა არის მორცხვობის გრძნობა და რა საჭიროა ის?

ბრძენი ადამიანები – იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) და წმიდა იოანე კიბისაღმწერელი წერენ, რომ მორცხვობის გრძნობა – ეს არის ღვთის მიერ ქალისათვის მომადლებული ნიჭი (განცდა), რომელიც იცავს მას გარყვნისაგან. დედამ და პედაგოგმა მორცხვობის გრძნობა ბავშვში პატარაობიდანვე უნდა განამტკიცოს შესაბამისი ჩაცმულობით, პირადი მაგალითით, კეთილი დარიგებით. მწერლები ყველა დროში ქებით მოიხსენიებენ ამ სათნოებას ქალისას – მორცხვობას. ძველ აღთქმაში (თავი 25) ისუ ზირაქი ქებით ამკობს მორცხვობის ნიჭს ქალისას. გაბრიელ ეპისკოპოსი ღვთის დედის დახასიათებისას წერს: „უმთავრესი და უმშვენიერეი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, სიმორცხვე; მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივი სიწმინდით, კრძალვით, მორიდებითა და სიმდაბლით. ყოველი ქრისტიანი ქალი უნდა უყურებდეს და ჰბაძავდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისასა“.

რატომ აქვთ ქართველ ქალებს გამომწვევად ჩაცმის სურვილი? მიმბაძველობის გამო. ტყვიასავით ეშინიათ, რომ საზოგადოებამ არ უწოდოს მათ „ძველმოდური“, „ჩამორჩენილი“, ხოლო როგორია შეყვარებული მამაკაცის ფსიქოლოგია, კარგად არის გადმოცემული ერთ ქართულ სიმღერაში: „ო, რომ შემეძლოს თბილისის ღამეს, შემოგახვევდი სახეზე ჩადრად, რომ სილამაზე, მშვენება შენი, ჩემს მეტს არავის არ დაენახა“. მაშ, რატომ არ უკრძალავს ზოგიერთი მამაკაცი თავის მეუღლეს გამომწვევად ჩაცმას (თუმცა გულში კი იტანჯება და ფორიაქობს, რადგან იცის, რომ მასთან გულში მრუშობენ მილეთის კაცები)? ზოგიერთი ცოლის ასეთ საქციელს იმიტომ ითმენს, რომ ამაში „ქრთამს“ იღებს. გვაგონდება ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „სოფლის აშიკი“, როდესაც აღელვებული და ღირსებაშელახული ქმარი კაცს, რომელმაც მის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლოში უჩივლებს, მაგრამ შემდეგ ქრთამს აიღებს და ამის გამო საჩივარს გააუქმებს. თანამედროვე მამაკაცისთვის ქრთამი არის საზოგადოების ერთი ნაწილის აზრი მის შესახებ, რომელიც მას ცოლის ასეთი საქციელის მოთმენის გამო „ძველმოდურს“ კი არა „თანამედროვეს“ უწოდებს. ტანჯვას და სულიერ აფორიაქებას ორგანიზმი ხანგრძლივად ვერ უძლებს, იფიტება და ადამიანისაგან დამოუკიდებლად, მასში ამოქმედდება თავდაცვის ინსტიქტი, რომელიც მიმართულია მეუღლის სიყვარულის შესუსტებისაკენ. როცა არ გიყვარს, არც იტანჯები. განა შეიძლება სიყვარულის დიდი გრძნობის რაიმეზე გაცვლა?

მრავალი თანამედროვე მწერალი დადებითად აფასებს ქალის მორცხვობის გრძნობას. მაგალითად, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ სტეინბეკი თავის წიგნში „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ სიმპათიით აღწერს 15 წლის ქალიშვილის მორცხვობის განცდას ასაკთან დაკავშირებული გარეგნობის შეცვლის გამო.

როდესაც ადამიანი რაიმე მიზეზის გამო გაურცხვდება, გრძნობს რა ამას, ის ცდილობს სხვაც დაიმსგავსოს და შექმნას შესაბამისი საზოგადოებრივი აზრი. მორიდებულსა და მოკრძალებულ ადამიანს დასცინის, უწოდებს მას „კომპლექსიანს“, „ჩამორჩენილს“ და სხვ. აი, რას წერს მსოფლიოს დიდი მოძღვარი ბასილი დიდი ასეთი ქცევის ქალებზე პირველი ფსალმუნის განმარტებისას: „ეს უსჯულონი ცდილობენ, რომ საკუთარი ბიწიერება ყველას გადასდონ, ყოველ ღონეს ხმარობენ, რაც შეიძლება ბევრი დაიმსგავსონ, რათა ცოდვა საერთო გახდეს და ამ გზით ლანძღვას დააღწიონ თავი. ამას კი მართლა უნდა ვერიდოთ, რადგან ცოდვილთან ხანგრძლივი ყოფნით სულში რაღაც გამოუსწორებელი ჩვევები ყალიბდება“. აი, როგორი ყოფილა ადამიანის ფსიქოლოგია!

თანამედროვე ქართველი ქალის ბუნებასა და ჩაცმულობას შორის შეუსაბამობა არსებობს. ქართველი ქალი თავისი ბუნებით წესიერია, პატიოსანია. მასში საუკუნეების მანძილზე ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა, ტანსაცმელი კი (მიმბაძველობის გამო) ურცხვი ქალისა აცვია. ცნობილია, რომ გარემო გავლენას ახდენს ადამიანზეც. გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმა იმიტომ არის საშიში, რომ მას ერთი მეტად შემპარავი თვისება აქვს: ის თანდათან, ნელ-ნელა ცვლის ადამიანის ბუნებას და თუკი ქართველი ქალი განაგრძნობს ასე ჩაცმას, მაშინ მისი ბუნება აუცილებლად მისი ჩაცმულობის შესაბამისი გახდება და ის გაურცხვდება. გამომწვევად ჩაცმა მასში თანდათან ჩაკლავს ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს (განცდას), რომელიც მას გარყნისაგან იცავს, ხოლო თუკი ადამიანი ბუნებით გაურიცხვდა, წესიერი ჩაცმულობა მას ვეღარ გამოასწორებს. ამიტომ არის გამომწვევად ჩაცმა დანაშაული, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის წინააღმდეგ.

რა გავლენას ახდენს გამომწვევად ჩაცმა გარშემო მყოფებზე?

1. მე-20 საუკუნის ათონელი ბერი პაისი წერს: „როცა დედა მოკრძალებულად არ იცვამს, ის თავისი ქცევით სულიერად აღატაკებს ბავშვს“.

გთხოვთ, დააკვირდეთ და ერთმანეთს შეადაროთ ორი ქცევა: როდესაც გაცეცხლებული მამაკაცი მეორეს შეაგინებს „შენი დედაო…“. ის ამ დროს აღლევებულია, სიტყვებს ვერ არჩევს და მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტად ატკინოს გული მოწინააღმდეგეს. ამჟამად თბილისში ძალიან გავრცელდა მეტად შემაძრწუნებელი გინება „ჩემი დედა…“, რომელსაც მშვიდი სახით წარმოთქვამენ ახალგაზრდები „დედას გეფიცების“ ნაცვლად, როდესაც სურთ, თავისი სიმართლე დაუმტკიცონ თანამოსაუბრეს. ბოლომდე მიუწვდომელია, რა აზრები აღეძვრება ვაჟიშვილს, როდესაც გამომწვევად ჩაცმულ დედას ხედავს. რთულია ადამიანის ფსიქოლოგია, აღნიშნული ფაქტი კი მეტად დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი. გამომწვევად (ურცხვად) ჩაცმა დაუშვებელია სახლშიც, ოჯახის წევრების წინაშეც, შვილებთან, მამასთან, ძმასთან. ალბათ, უმიზეზოდ არ წარმოშობილა ეს შემზარავი გინებაც. რადგან ყოველ წარმოთქმულ სიტყვას სათანადო წარმოდგენაც ახლავს, დიდი ხანია, საგანგაშო ზარი უნდა ჩამოგვეკრა ექიმებს, ფსიქოლოგებს, პედაგოგებს…

2. თავისი ბუნებით ქართველი ადამიანი საკმარისი ტემპერამენტით ხასიათდება და ბუნებრივი ბიოლოგიური ლტოლვის ხელოვნურ გაძლიერებას არ საჭიროებს. ამას ერთი შეხედვით განაპიროებებს ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, კლიმატი, კვების ხასიათი, მეორე მხრივ – ჩვენი ზნეობრივი ცხოვრების წესი. გამომწვევად ჩაცმული ქალის დანახვა განსაზღვრულ ემოციურ განცდას აღძრავს მამაკაცში, რომელიც თავის მხრივ, იწვევს ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების გაძლიერებულ მუშაობას, ჰორმონების უმიზეზოდ გამოყოფას; ასე გრძელდება საათების განმავლობაში, რაც იწვევს ადამიანის გადაღლას, ცვეთას და მისი ჯანმრთელობის შერყევის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ასეთი სანახაობა ბავშვებსა და მოზარდებზე.

3. ცნობილია, რომ ყოველი საქმის სრულფასოვნად შესრულებას შესაბამისი განწყობა ესაჭიროება, ხოლო სათანადო განწყობასთან ერთად აუცილებელია შესაბამისი გარემო პირობები. განა შეიძლება მუყაითად იმეცადინოს ახალგაზრდამ მისაღები გამოცდებისათვის, თუკი იგი გადაწყვეტს, რომ იმუშაოს არა მყუდრო ოთახში, არამედ ზღვის პირას ჩრდილში მდგარ მაგიდასთან, სადაც შორიახლოს ადამიანები ბანაობენ? ასეთ პირობებში ვერც მეცნიერი დაწერს სერიოზულ ნაშრომს.

გამომწვევად ჩაცმული ქალი დილიდანვე უარყოფითად მოქმედებს სამუშაოზე მიმავალი ყოველი პროფესიის ადამიანზე და ცვლის მათ განწყობას. ამ ზემოქმედების გამო მოწაფესა და სტუდენტს აღარ ეძლევა სწავლაზე ყურადღების კონცენტრაციის საშუალება, ბევრი მუყაითი ახალგაზრდა შეიძლება კალაპოტიდან ამოვარდეს (შრომისმოყვარე შვილის აღსაზრდელად კი მშობელმა ძალიან დიდი შრომა გასწია)! ნებისმიერ დაწესებულებაში გამომწვევად ჩაცმული ქალი არასამუშაო ატმოსფეროს, არასამუშაო განწყობილებას ქმნის, აბრკოლებს მუშაობას, ღლის ადამიანებს.

4. ადამიანისათვის გარემოსთან კავშირის დასამყარებლად აუცილებელია თავის ტვინი. ეს არის ურთულესი და უნატიფესი ორგანო, რომლის ნორმალურ მუშაობაზე დამოკიდებულია ცოცხალი ადამიანის ფიზიკური და სულიერი მდგომარობა. თავის ტვინის უჯრედები მეტად მგრძნობიარეა და ამიტომ მათ ნორმალურ მუშაობაზე ზეგავლენის მოხდება მრავალ ფაქტორს შეუძლია.

თავის ტვინის უჯრედები განსაზღვრული თვისებების მატარებელია. მას ახასიათებს აგზნებისა და შეკავების პროცესების განვითარების უნარი, ახასიათებს ადაპტაცია, ანუ შეგუება სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიურ გამღიზიანებელთან, ახასიათებს დაღლა და მრავალი სხვა თვისება. თავის ტვინის ნორმალურ მუშაობაზეა დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობილება, სულიერი წონასწორობა, ორგანიზმში არსებული ყველა ორგანოს ნომალური ფუნქციონირება, ჯანმრთელობა, მშობლიური (გამრავლების) და თავდაცვის ინსტინქტების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება. ერთი სიტყვით, თავის ტვინი მეტად სათუთი და გასაფრთხილებელი ორგანოა. ამიტომ არის, რომ კულტურული ქცევის ესა თუ ის წესი თავის ტვინის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნის შენარჩუნებას ემსახურება. ჩვენ აქ ყველა წესს არ ჩამოვთვლით და მხოლოდ შეუფერებელი ჩაცმულობის ზეგავლენაზე ვისაუბრებთ.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ადაპტაციის ანუ შეგუების თვისება, რადგან მას უშუალო კავშირი აქვს იმ საკითხთან, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ.

ადაპტაცია – ეს არის ორგანიზმის თვისება, შეეგუოს ხანგრძლივად მოქმედ გამღიზიანებელს. ადაპტაცია, ანუ შეგუება ახასიათებს გრძნობათა ორგანოებსა და თავის ტვინს. მისი დანიშნულებაა დაიცვას ნერვული უჯრედები გამოფიტვისაგან, რასაც განგრძლივი აღგზნება იწვევს. ადამიანის მიერ ეს პროცესი სუბიექტურად აღიქმება, როგორც მიჩვევა და გამოიხატება იმაში, რომ მკვეთრად სუსტება მგრძნობელობა ხანგრძლივად მოქმედი გამღიზიანებლის მიმართ. მაგალითად, ყველას შეუმჩნევია, რომ იმ ოთახში შესვლისას, სადაც ეწევიან, თავდაპირველად ადამიანი შეიგრძნობს თამბაქოს სუნს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ვეღარ გრძნობს მას, ეჩევა. ასევე, თუ სამზარეულოში წვეთავს ონკანი, თავდაპირველად გვესმის წვეთების ხმა, შემდეგ ვეჩვევით და აღარ გვაწუხებს. ასეთივე ადაპტაცია, ანუ მიჩვევა ვითარდება გრძნობათა ორგანოებში და თავის ტვინში, როდესაც მამაკაცი თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და სამსახურშიც უყურებს გამომწვევად ჩაცმულ ქალებს. თავის ტვინის უჯრედებში ადაპტაციის, ანუ შეგუების პროცესის განვითარების გამო ვითარდება მიჩვევა, ანუ ძლიერ ინტიმურ გამღიზიანებლებზე მგრძნობელობის მკვეთრი დაქვეითება, რაც დასაჭურისების ტოლფასია. ამას კი ძალიან მტკივნეულად განიცდიან განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის მამაკაცები. ეს იწვევს მათ პოტენციურ შესაძლებლობებეში დაურწმუნებლობის შეგრძნებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მათი ნერვული წონასწორობის დარღვევას, გაღიზიანებას, ზოგჯერ აგრესიულობას, ზოგჯერ კი დეპრესიულ მდგომარეობას, შრომის უნარის დაქვეითებას, პათოლოგიური მიდრეკილებების განვითარებას, უბიძგებს ცოლის ღალატისაკენ და სხვ. (ადაპტაციის მოხსნა ხდება მისი გამომწვევი გამღიზიანებლებისაგან ხანგრძლივი დროით დასვენების შემდეგ).

გამოდის ქუჩაში გამომწვევად ჩაცმული ქალი. მოდის ის მიამიტი გამომეტყველებით, რადგან გაუცნობიერებლობის გამო გულწრფელად სჯერა, რომ სწორად იქცევა, ფიქრობს, რომ თავისუფალია. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მას ავიწყდება, ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ადამიანს არა აქვს უფლება თავისი თავისუფლებით მეორე ადამიანის თავისუფლება შეზღუდოს, ე.ი. არა აქვს უფლება თავისი ქცევით ავნოს მეორე ადამიანს. ამას ადამიანის უფლებების დარღვევა ჰქვია. ყოველ ადამიანს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს ნორმალური ფიზიოლოგია და ფსიქიკა. გამომწვევად ჩაცმა – ეს არის ქალის ძალადობა მამაკაცზე, რადგან იქმნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი თავს ვერ იცავს ამ მავნე ზემოქმედებისაგან. ტელევიზიით გადაცემული არასასურველი სანახაობისაგან მას შეუძლია თავის დაცვა იმით, რომ გამორთოს ტელევიზორი, მაგრამ ქუჩაში და სამსახურში თვალახვეული ხომ ვერ ივლის? აგრერიგად ჩაცმულ ქალს ჰგონია, რომ არავის არაფერ უშავებს. სინამდვილეში კი თავისი დაუფიქრებელი ქცევითა და მიმბაძველობით იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის, რადგან სიყვარულის გრძნობას მისდევს მოსაკლავად. ნამდვილი (თავგანწირული) სიყვარული არის ის, რაც ძალას აძლევს ადამიანს, იგი აძლევს ადამიანის სიცოცხლეს აზრსა და ხალისს. სიყვარულის გარეშე ხომ სიხარულისა და ბედნიერების ნამდვილი განცდა არ არსებობს! ამიტომ თუკი ქალი თავისი ქცევით ხელს შეუშლის ამ გრძნობის განვითარებას და ამის გამო უბედურს გახდის ადამიანებს – ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს?

ქართველი ქალი სინამდვილეში სიყვარულისაკენ ისწრაფვის, მაგრამ სატელევიზიო მდარე დონის ფილმებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო მამაკაცში სიძვის მოთხოვნილების აღძვრას სიყვარულს უწოდებს, თავს იტყუებს, თუმცა მან კარგად იცის, რომ „სიყარული სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი“. ამიტომ ასეთმა ქცევამ ადამიანს არ მოუტანა სულიერი სიმშვიდე და სიხარული, პირიქით, დღეს ვინც ცუდად სარგებლობის შემოქმედის მიერ ბოძებული დროებითი უპირატესობით – სინორჩით, ან სილამაზით, ის ხვალ თვითონვე აღმოჩნდება მოტყუებული ან მიტოვებული მეუღლის როლში. ქალურობა – ეს კეკლუცობა და მამაკაცში სიძვის მოთხოვნილებების გამოწვევაში დაოსტატება როდის. ასეთ ქცევას ქართულად დღესაც იგივე სიტყვა შეესაბამება, რომელსაც სულხან-საბას ლექსიკონში ვხვდებით. ქალურობა – ეს კდემამოსილი და მოკრძალებული ქცევაა; ქალურობა – ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე ქცევაა; ქალურობა – ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილების აღზრდაა; ქალურობა – ეს უღალატო და ერთგული ცოლობაა.

წმინდა იოანე ოქროპირი დაწვრილებით აგვიწერს იმ ტრაგიკულ შედეგს, რაც მოჰყვება გამომწვევი ქცევისა და ჩაცმულობის ქალის დანახვას:

„თუმცა შენ არ გიმრუშია საქმით სცენაზე გამოსულ მეძავთან, მაგრამ გქონდა კავშირი მასთან სურვილით და არა მარტო იმ დროს იმრუშე, როცა სპექტაკლს უყურებდი, არამედ მაშინაც, როცა დამთავრდა წარმოდგენა. შენ წახვედი სახლში, მაგრამ გაგყვა ამ მეძავი ქალის სახება, მისი ხმა, მისი სამოსი, მისი გამოხედვა, მისი მიხვრა-მოხვრა, მისი სხეული და შენ დაბრუნდი სახლში მთლად დასერილი მრუშული ვნებით. აქედან არ მოდის უთანხმოებანი სახლში? აქედან არ იწყება უზნეობა? აქედან არ იწყება გახეთქილება ცოლსა და ქმარს შორის? აქედან არ მოდის კამათი და ჩხუბი? აქედან არ იბადება ათასი უსიამოვნო ამბავი? რამეთუ, როდესაც შენ, დატყვევებული იმ მეძავი ქალის სახებით, მოდიხარ სახლში, ცოლი უკვე უსიამოვნოდ გეჩვენება, შვილები – აუტანლად, ოჯახის სხვა წევრებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია; საქმე, რომელსაც ემსახურები, გეზარება, აუტანელი ხდება. მიზეზი ყოველივე ამისა ის არის, რომ თეატრიდან სახლში მარტო როდი ბრუნდები, შენ მოგყავს მეძავი ქალი, არა პირდაპირ, აშაკარად, არამედ გონებაში, შენს წარმოდგენაში. მიდიხარ სახლში ბაბილონის ქურაზე უფრო გახურებული და ანთებული მრუშული ვნებით, და ამის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დგება სახლში. როგორც ციებ-ცხელებით შეპყრობილი ავადმყოფი, უმიზეზოდ ეჩხუბები ყველას, გვერდზე მყოფთ, უკმაყოფილო ხარ ყველაფრით, ასევე ამ საშინელი სენით დასერილი კაცი უმაყოფილოა სახლში, ჩხუბობს, ყვირის, ითხოვს წესრიგს და ა.შ… ეს ძალიან მძიმე საქმე და განუკურნებელ ავადმყოფობას იწვევს.

მე იმიტომ ვწუხვარ, რომ თქვენ, თეატრიდან დაბრუნებული, ვერ გრძნობთ ამ ავადმყოფობას და გაიძახით, არაფერი გვევნო, უვნებლად დავბრუნდით შინო. სინამდვილეში კი მრუშული ვნებით ანთებული ივლით ყველგან, სადაც წახვალთ ამ სანახაობის შემდგომ“.

ძალიან მძიმე არ არის სატარებლად ადამიანის სუსტი მხრებისთვის ასეთი დიდი დანაშაული? ზოგიერთს დანაშაულად (ცოდვად) მხოლოდ უკანონო ინტიმური კავშირი მიაჩნია და მას ინანიებს მხოლოდ. და რადგან უწესოდ დღეს ძალიან ბევრს აცვია, ამას ცოდვად აღარ თვლის.

დღეს საქართველოში ვწუხვართ ეკონომიკური სივიწროვის გამო, მაგრამ კულტურულ ქცევასა და ზრდილობიან საუბარს ხომ ფული არ სჭირდება…

ქალების შეუფერებელი ჩაცმულობისადმი მამაკაცების მხრიდან თავისი ობიექტური დასაბუთებული დამოკიდებულების გამოხატვა აუცილებელია. ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახის მამაზე. ის ყოველმხრივ უნდა ეცადოს, რომ მეუღლეს, ქალიშვილს ან დას შეუფერებლად არ ეცვას. მოსიყვარულე მეუღლე და შვილი ხომ ოჯახის უფროსის თხოვნას აუცილებლად ყურად იღებს.

ახლა განვიხილოთ, თუ რამდენად უვნებელია შარვლის ჩაცმა ქალისათვის და მის გარშემო მყოფთათვის, ანუ არის თუ არა ეს კულტურული საქციელი. შარვალი – მისი საქმიანობისა და ანატომიური აგებულების გამო – მამაკაცის შესაფერისი ტანსაცმელია. ჩაიცვამს თუ არა ქალი შარვალს, მას მაშინვე ეკარგება ქალური სინაზე (სინაზე სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ქალი არ უნდა იყოს მხნე). ჩაიცვეს მასობრივად ქართველმა გოგონებმა და ქალებმა შარვალი და საოცრად დაუშნოვდა გარემო. ქალის ქცევა, მისი ბუნება, როგორც მოსალოდნელი იყო, თანდათანობით შეცვალა შარვლის ჩაცმამაც. შარვალმა ქალი გააუხეშა. იგი სიარულისას ადგამს მამაკაცურად დიდ ნაბიჯებს, შეეცვალა დგომისა და ჯდომის მანერა, მრავალი ეწევა სიგარეტს, გახშირდა მეტყველებისას უცენზურო, ჟარგონული სიტყვების ხმარება. ყველაფერმა ამან განაპირობა მამაკაცებში ქალების მიმართ უპატივცემულობის განვითარება, მათდამი ინტერესის დაქვეითება, ბიოლოგიური ლტოლვის შესუსტება.

სოფელში ქალს მრავალგვარი სამუშაოს შესრულება უწევს: წველის ძროხას, აბალახებს მას, წყაროდან მოაქვს წყალი, ბაღ-ბოსტანში თოხით მუშაობს და სხვ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქალს დაეჩივლოს, კაბა ხელს მიშლის მუშაობაში, ნეტავი შარვალი მეცვას მამაკაცივითო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სჯულის კანონი ბრძანებს: „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეიცვალოს სამოსელი და სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას შეჩვენებულ იყოს“. განა ადამიანის ფიზიოლოგია და ფსიქიკა ყველაზე უკეთ შემოქმედმა არ იცის? ჩაცმულობა რომ უმნიშვნელო რამ იყოს, კანონის რანგში ხომ არ იქნება ეს მოთხოვნა აყვანილი? თუ თუკი ღმერთი შეგაჩვენებს, სიხარულს როგორღა ეღირსები?

როგორც ამჟამად სასულიერო პირები ამბობენ, სიცივისაგან თავის დასაცავად, თუკი სურვილი აქვს, ქალს შეუძლია ჩაიცვას შარვალი კაბის შიგნით, ისე, რომ გარედან არ გამოჩნდეს. ადამიანების ანატომიურ აგებულებაში განსხვავებულობა მათ ჩაცმულობაშიც უნდა აისახოს. ამაშია დიდი სიბრძნე, რადგან შეუფერებელი ჩაცმულობა თანდათანობით ცვლის ადამინის ბუნებას, ხელს უწყობს პათოლოგიური მიდრეკილებების განვითარებას.

ქალი, რომელსაც აცვია შარვალი, ან ისეთი ვიწრო ტანსაცმელი, რომელიც იმეორებს სხეულის ფორმას, ტყუილად ინუგეშებს თავს, თითქოს შემოსილი დადიოდეს. იგივე ითქმის მამაკაცებზეც.

როდესაც ასიათასმა მოწამემ ხატების შეურაცხყოფის მაგიერ ჯალათს თავი მიუშვირა მოსაკვეთად, მათ ამისათვის ძალას, ალბათ, რწმენისა და ღვთის სიყვარულის გარდა იმის შეგრძნებაც აძლევდა, რომ ასეთი საქციელით თავიანთ შთამომავლებს გააძლიერებდნენ რწმენაში და გადაარჩენდნენ. რას წარმოადგენდა ჩვენი წინაპარი, რომ ქართველი ადამიანი შეუმოსავი გაივლიდა ქუჩაში.

სირცხვილის გრძნობა გიპყრობს ადამიანს, როდესაც წარმოიდგენ, რომ შესაძლოა ფერეიდნელი ქართველები ჩამოვიდნენ საქართველოს სანახავად. ისინი ხომ თავიანთი სჯულის პატივისცემის ნიშნად ჩადრის ტარებას ითმენენ.

ადამიანმა მოდის შესაბამისად უნდა ჩაიცვას. მაგალითად, თუ მოდაში მრგვალი საყელოა, თუკი სურვილი აქვს, ატაროს მრგვალი და არა სხვაგვარი. მაგრამ, როდესაც ისეთ მოდას გთავაზობენ, რომელიც შეცვლის შენს ზნეობას, ბუნებას, ასეთი მოდელი მიუღებელი უნდა იყოს ყოველი ადამიანისათვის. საქართველოში გამომწვევად ჩაცმა და ასევე ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევა ყოველთვის უკულტურო საქციელად ითვლებოდა. როდესაც ხალხის დიდ ნაწილს შეუფერებლად აცვია და უზნეოდ იქცევა, განათლებული, მცოდნე და მორწმუნე ადამიანისათვის მიუღებელია დაუფიქრებელი მიმბაძველობა და ასეთი პრიმიტიული, ყოვლად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი მსჯელობა: „ყველა ასე იქცევა“ ანდა „ყველას ასე აცვია და მეც უნდა ჩავიცვაო“. როდესაც ადამიანს აქვს ცოდნა, მაშინ მან იცის, თუ რა არის არასწორი და რა არის სწორი. ადამიანი არ შეცდება, თუ იგი ყოველივე ახლად შემოთავაზებულს განიხილავს ზნეობრივი კანონების შუქზე, რომელთა ჭეშმარიტება ამჟამად მეცნიერულად არის დასაბუთებული (მოვიგონოთ ისიც, რომ მსოფლიო წარღვნისას მხოლოდ მართალი ნოე გადარჩა). ქართველი ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა გამოვნებიანი, და ამავე დროს ასაკის შესაფერისი ჩაცმულობით. „ყოველი ასაკი ხომ თავისებურად მშვენიერია“. ასევე, თუთიყუშივით აჭრელებული ტანსაცმლის ტარება დიდისთვისაც და პატარისთვისაც მიუღებელი იყო. თანამედროვე ჩაცმულობის მოდა ადამიანებს უზნეო ყოფაქცევისაკენ უბიძგებს. გარდა ამისა, მოგვიანებით, ადაპტაციის ანუ შეგუების პროცესის განვითარების გამო მამაკაცებში იწვევს ქალებისადმი ბიოლოგიური ლტოლვის დაქვეითებას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასაჭურისების ტოლფასია.

გულკეთილი, ჭკვიანი, თვალებმზიანი ქართველი ქალი, ასიათასი მოწამის, თამარისა და ქეთევანის შთამომავალი, ჯერ ურცხვი არ გამხდარა, მასში საუკუნეების მანძილზეა ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა. მას უზნეო ქალის ნიღაბი უკეთია მხოლოდ, რომელსაც მრავალი მათგანი სულიერი ტკივილის ფასად ირგებს, რათა თანამედროვე გამოჩნდეს. მთავარია, მოსალოდნელი საფრთხე შეიგრძნონ, ნიღბის მოხსნა კი ადვილია, თუკი ადამიანი ამას მოისურვებს. მაშინ საზოგადოების პატივისცემას დაიმსახურებენ. მოკრძალებულობა და კდემამოსულება სამკაულია ქალისა. მამაკაცს მოსწონს ასეთი თვისებების ქალი ცოლად, რადგან, მწერალ მარიკა ბარათაშვილის ერთი პიესის გმირისა არ იყოს, არავის არ უნდა „ფრონტი გახსნას“ ოჯახში. მორიდებულობა ხომ გარშემო მყოფთა პატივისცემასაც გულისხმობს. საქართველოში უამრავი ადამიანია უმაღლესი განათლებით. ალბათ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სამედიცინო განათლება აქვს მიღებული. ეს ძალიან სასარგებლობა, მაგრამ სასურველია ეს განათლება აისახოს ჩვენი ცხოვრების წესში, ჩვენს ქცევაში.

ნეტავი ყველა ქართველს ენახა ის მტკაველის სიგრძე და თითის სიმსხო გვერდებჩასწორებული ლურსმანი (სამსჭვალი), რომლითაც ხის ძელზე მიაჭედეს მაცხოვარი (ეს სიწმინდე ერთ-ერთი წირვის შემდეგ გამოიტანეს სიონის საკათედრო ტაძარში). მისი ნახვისას ნათლად წარმოიდგენ, თუ როგორ გაგლიჯა ამ მსხვილმა ლურსმანმა კუნთები და სისხლძარღვები, როგორ იტანჯებოდა მაცხოვარი შენი გადარჩენისათვის, შენი სიყვარულისათვის. გონების თვალით თითქოს ხის ძელთან სისხლის გუბესაც ხედავ. ამის შემხედვარე თვალაცრემლებული მორწმუნე ადამიანს უდიდესი სირცხვილისა და სინანულის გრძნობა გიპყრობს შენს მიერ ჩადენილი ყოველი ისეთი საქციელისა და წარმოთქმული სიტყვის გამო, რომელიც მოსაწონი არ იქნებოდა უფლისათვის და გულს ატკენდა მას.

ბავშვში ამა თუ იმ ჩვევის გამომუშავებაში თავიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა. რადგან ჩვევა – ეს არის გაავტომატურებული პირობითი რეფლექსი, ამიტომ ერთი ჩვევის შეცვლა მეორეთი, ანუ ერთი ჩვევის შეცვლა მეორეთი, ანუ ერთი გამომუშავებული პირობითი რეფლექსის შეცვლა მეორეთი – იოლი არ არის, ეს მტკივნეული პროცესია. მშობელმა თავიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება შვილების ჩაცმულობას, საქმიანობას, მიიღოს მონაწილეობა მისი პროფესიის შერჩევაში (ბავშვის სქესის გათვალისწინებით) და თუ შეამჩნევს, რომ გოგონას ბიჭური თამაშობანი მოსწონს, ან ბიჭუნა თოჯინებით ერთობა – რჩევისათვის უნდა მიმართოს ექიმს (ენდოკრინოლოგს). გოგონას თავიდანვე კაბა უნდა ჩავაცვათ, ე.წ. „პიჟამო“ გრძელი, ფოფიალა ღამის პერანგით შევცვალოთ; შესანიშნავია, როდესაც მოსწავლე გოგონა ატარებს ნაწნავს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ სადაც არ უნდა იყოს: ძველბურ ურემზე დაჯდება თუ თანამედროვე ბოინგის ტიპის თვითმფრინავში ჩაჯდება – მუხლისთავი მუხლისთავს არ უნდა დააშოროს და მუხლებზე კაბა უნდა ჩამოიფაროს. არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი ქალის სხვაგვარად მოქცევა გარშემო მყოფთა აბუჩად აგდებაა, მათი დამცირებაა, მამაკაცის ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის გაუთვალისწინებლობაა და მას ცუდი შედეგი მოსდევს. ცოდო არ არიან ასეთ გარემოში გაზრდილი პატარა გოგო-ბიჭები, რომელთაც უსიყვარულობა და დასაჭურისება ელოდებათ? განა შეიძლება მამაკაცს პატივისცემა და მორიდება ჰქონდეს ისეთი ქალისა, რომელიც ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას არაფრად აგდებს და თავისი ქცევით მის ჯანმრთელობას ვნებს?

უპატივცემულობას უპატივცემულობით პასუხობენ და მამაკაცმაც (მიმბაძველობით) ჩაიცვა მოკლე შარვალი, უსახელო პერანგი. მრავალი კი გრძელ, მაგრამ მეტად ვიწრო შარვალს ატარებს. კულტურული მამაკაცები მანდილოსანთან საუბრისას პერანგის ღილს საყელოსთანაც კი იკრავენ.

ტანსაცმლის მოდელიორს ადამიანის სულიერებაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტი უპყრია ხელთ. ეს მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა და ადამიანისაგან დიდ განათლებას, ჭეშმარიტ რწმენას, შინაგან კულტურას, მაღალ ზნეობასა და კაცთმოყვარე გულს მოითხოვს (სასურველია, რომ ამ პროფესიის მსურველ აბიტურიენტისათვის უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისათვის საჭირო მოთხოვნები (კითხვები) ისე იყოს შედგენილი, რომ ადამიანის ამ თვისებების წარმოჩენა შეეძლოს). მრავალი თანამედროვე ტანსაცმლის მოდელიორი ფსიქოლოგიურ ომს უცხადებს ადამიანებს. ყოველ ომს ხომ ნგრევა და განადგურება ახასიათებს. მრავალი მათგანი ცდილობს დაანგრიოს ადამიანთა სწორი წარმოდგენა ჩაცმულობაზე და შესაბამისად – ქცევაზე, ცდილობს ჩაკლას ქალში ბუნებრივი მორცხოვბის გრძნობა, შესაბამისად – მოკრძალებული ქცევა.

ზოგიერთი საბრალო მოდელიორი თავისი საქმიანობისას მხოლოდ ფულის მოგებაზე ფიქრობს და ღმერთის არსებობა დავიწყებული აქვს. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ მრავალი თანამედროვე მოდის ტანსაცმელში შეიგრძნობა მოდელიორის უსიყვარულო და უპატივცემულო დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ხშირად მათ მიერ შემოთავაზებული ტანსაცმლის მოდელი ქალს მხოლოდ გარკვეული მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელ საგნად წარმოაჩენს, ამით კი შეურაცხყოფს და ამცირებს ადამიანის ღირსებას. ადამიანის მიმართ უსიყვარულობის და უპატივცემულობის გამოვლინებაა ის, რომ მრავალი თანამედროვე მოდელიორი ქალებს ზაფხულში სთავაზობს შავი ფერის ტანსაცმელს. ფიზიკიდან ცნობილია, რომ ღია ფერის ტანსაცმლისაგან განსხვავებით, რომელიც ირეკლავს და ფანტავს ჯანმრთელობისთვის საშიშ მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას, შავი ფერი – ინტენსიურად შთანთქავს მას. ამიტომ ადამიანი, რომელსაც კანი დაფარული აქვს ღია ფერის ხალვათი ტანსაცმლით, სიცხეს ნაკლებად შეიგრძნობს. შეამჩნევდით, ზაფხულში ის ადამიანები უფრო წუხან ხოლმე სიცხის გამო, ვისაც ძალიან შილიფად აცვია. ყოველ ამინდში შესაფერის ტანსაცმელს ხომ დამცველი ფუნქცია აკისრია. თანამედროვე მოდა ქალებს სთავაზობს ზამთარში მოკლე ქურთუკს. არადა, თუ პალტო მოკლეა და მუხლებს არ ფარავს, ის ვერც იცავს მცირე მენჯის ღრუში განლაგებულ მნიშვნელოვან ორგანოებს გაცივებისაგან (როგორც ექიმები აღნიშნავენ და ექოსკოპიური გამოკვლევები ადასტურებენ, ძალიან გახშირდა ამ ორგანოების ანთების შემთხვევები მოზარდებშიც, რაც ადრე უიშვიათედი შემთხვევა იყო და რაც შეიძლება უნაყოფობის მიზეზი გახდეს). ხოლო მამაკაცებისათვის მოდელიორის მიერ შემოთავაზებული გრძელი (თითქმის კოჭებამდე) პალტო მათ ხელს უშლის გადაადგან მამაკაცური, ენერგიული ნაბიჯი.

ზოგიერთი მოდელიორი ცდილობს მსგავსი და არა განსხვავებული მოდელის ტანსაცმელი შესთავაზოს ქალსა და მამაკაცს. ამით ისინი გარეგნულად ერთმანეთს ემსგავსებიან, ეს კი ფსიქოლოგიურად დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ზოგადად ქალისა და მამაკაცის ნორმალურ ურთიერთობაზე. გარდა ამისა, ასეთი ჩაცმულობა ხელს უწყობს მამაკაცის გაქალაჩუნებას, ხოლო ქალები მამაკაცურ თვისებებს (მიდრეკილებებს) იძენენ და თანდათანობით კარგავენ ქალურობას.

მრავალი თანამედროვე მოდელიორი ახდენს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ფერის აღრევას. ისინი მამაკაცებს სთავაზობენ წითელ, ყვითელ, იასამნისფერ, შინდისფერ, ღია მწვანე ფერის, ზოგჯერ კი მოჩითულ ტანსაცმელს და ყელსახვევს, რაც ქალის შესაფერია, რადგან სახეს სინაზეს აძლევს (ჩვენში მამაკაცებმა არა ერთი ფერის, არამედ მოჩითული პერანგებისა და ასეთივე ყელსახვევების ტარება დაიწყეს მიმბაძველობით გასული, მე-20 საუკუნის, 70-იანი წლებიდან).

ჩვენ სრულიად არ ვფიქრობთ, რომ ამ ფსიქოლოგიურ ომს მოდელიორები მაინცდამაინც გაცნობიერებულად და მიზანდასახულად აწარმოებენ. შეიძლება ეს შედეგი იყოს სამედიცინო საკითხების, ადამიანის ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის უცოდინარობისა. ადამიანის ქცევაზე და მიდრეკილებებზე დიდი ზეგავლენის გამო ჩაცმულობა არ არის უმნიშვნელო რამ. მისაღები ტანსაცმლის მოდელის შექმნა მოითხოვს სათანადო სამედიცინო განათლებასაც. ამისათვის მასობრივი წარმოებისათვის შემოთავაზებული ტანსაცმლის მოდელი ქვეყანაში სამედიცინო კონტრონს უნდა ექვემდებარებოდეს.

შეუფერებელი ჩაცმულობა საზოგადოებისათვის ანგარიშის გაუწევლობასა და უპატივცემულობას გულისხმობს, მიუთითებს ადამიანთა ეგოიზმზე. ქრისტიანობისთვის ხომ უცხოა ეგოიზმი. მეგობრობა, სიყვარული და ეგოიზმი ურთიერთ შეუთვისებელი ცნებებია. ამიტომ ასეთ ჩაცმულობა ქართველების მეგობრობისა და სიყვარულის მაღალ გრძნობას უქმნის საფრთხეს. დღეს საქართველოში მრავალი ადამიანი პიროვნების თავისუფლებას არასწორად გაიაზრებს და უკულტურო ქცევას, ე.ი. ისეთ ქცევას, რომელსაც ზიანი მოაქვს საზოგადოებისათვის – პიროვნების თავისუფლებად აღიქვამს. სინამდვილეში ირღვევა გარშემო მყოფ ადამიანთა უფლებები. უკულტურო საქციელი დიდი დანაშაულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი არღვევს საღვთო სჯულის ორი ძირითადი სწავლებიდან ერთს – „გიყვარდეს მოყვასი შენი“.

ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას შეუფერებელ ჩაცმულობაზე, როგორც ქალისა და მამაკაცის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორზე იმიტომ, რომ ოჯახს სწორედ ისინი ქმნიან – ქალი და მამაკაცი. როდესაც მეუღლეები ერთმანეთს პატივს არ სცემენ და ანგარიშს არ უწევენ ერთმანეთის ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიას, ეს პირველ რიგში მათ სიყვარულის გრძნობაზე მოქმედებს, ჯერ ასუსტებს და შემდეგ კი მთლიანად გააქარწყლებს მას. ასეთ ოჯახში შვილებიც უსიყვარულონი და გულგრილები იზრდებიან. ამიტომ არის, რომ შეუფერებლად ჩაცმული ადამიანი სიყვარულის გრძნობის ჩაკვლას უწყობს ხელს. ისევე, როგორც ოჯახში, საზოგადოებაშიც, სადაც ერთმანეთს პატივს არ სცემენ და ანგარიშს არ უწევენ – გაუსაძლისი ხდება ცხოვრება.

დღეს საქართველოში ადამიანები მიმბაძველობით თვითონვე ქმნიან ისეთ გარემო პირობებს, სადაც უკიდურესად ძნელია ერთგულებისა და ოჯახის სიმტკიცის შენარჩუნება; როდესაც ადამიანის ქცევა როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების საზიანოდ არის მიმართული, ასეთ მოქმედებას გონივრულს ვერ ვუწოდებთ და ასეთ ადამიანს – განათლებულს.

ყოველი ადამიანი ანგარიშს უწევს საზოგადოებრივ აზრს. არავის არ სურს, რომ ის უწესობით გამოირჩეოდეს. ამიტომ ჩვენი საზოგადოების აზრი ქცევის ნორმებისა და ჩაცმულობის შესახებ უწინდელი უნდა დარჩეს. ე.ი. უნდა ემყარებოდეს ჭეშმარიტ რწმენას, ობიექტურ მეცნიერულ მონაცემებს, განათლებას და არა მიმბაძველობას, რაც არ უნდა მდიდრები და მრავალრიცხოვანი იყვნენ მისაბაძი ობიექტები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევა და გამომწვევად ჩაცმა ყოველთვის უკულტურობად მიიჩნეოდა.

ახალი მოდის შექმნის სხვა გზაც არსებობს. მედიცინიდან ცნობილია, რომ ქალსაც და მამაკაცსაც ორივე სასქესო ჰორმონი გააჩნია. განსხვავება ის არის, რომ მამაკაცში სჭარბობს მამაკაცური ჰორმონი, ხოლო ქალებში – ქალური. მეცნიერებისათვის ცნობილია მრავალი გარეგანი ფაქტორი (რადიაცია, მაგნიტური ველი, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება და სხვ.), რომელიც მოქმედებს ჰორმონალურ სისტემაზე. თუკი ასეთი ზემოქმედების გამო ზრდასრულ მამაკაცს დაერღვა ჰორმონალური წონასწორობა და შეუმცირდა მამაკაცური ჰორმონები, მას ეცვლება ფსიქიკაც: ატარებს ქალურ ვარცხნილობას, ზოგჯერ სამკაულს, იცვამს წითელ, ყვითელ, მოჩითულ და სხვა ნაზი ფერის ტანსაცმელს, თავზე იკრავს თავსაფარს („ბენდენა“), იცვამს მოკლე შარვალს (შორტებს), აჩენს შიშველ, ბეწვიან ფეხებს (რომელთა შეხედვაც სხვათა შორის, ქალებში ზიზღის მსგავს გრძნობას იწვევს), ირჩევს ქალურ პროფესიას (მაგალითად, საბავშო ბაღის აღმზრდელი) და სხვ. ქალები, ჰორმონალური წონასწორობის დარღვევისას იცვამენ მამაკაცურად, იკეთებენ ბიჭურ ვარცხნილობას, იტაცებთ მამაკაცური პროფესიები და საქმიანობა, ერთვებიან მამაკაცურ სპორტში (მაგალითად, ფეხბურთის თამაში) და სხვ. თუ ჰორმონალური წონასწორობის დარღვევის გამო ჩაცმულობა შეიცვალა რომელიმე პოპულარულმა მსახიობმა, ეს გაუცნობიერებელი საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც ახალი მოდა და დაუფიქრებლად ბაძავს მას (ჰორმონალური წონასწორობის დარღვევის შედეგად ადამიანის ფსიქიკის შეცვლა გადმოცემულია სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენთათვის შედგენილ მრავალ სახელმძღვანელოში).

ფიზიოლოგია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს მოძღვრებას ადამიანის ბუნების შესახებ. იგი შეისწავლის როგორც მთლიანი ორგანიზმის, ასევე ცალკეულ ორგანოთა სისტემების მუშაობის მექანიზმებს, იმ მექანიზმებს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის, როგორც მთლიანის არსებობას და მის ურთიერთობას გარემოსთან. ფიზიოლოგია საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ამა თუ იმ დაავადების დროს ამ მექანიზმის დარღვევის მიზეზი და მისი ბუნება, განვსაზღვროთ ორგანიზმზე ზემოქმედების ის გზები და მეთოდები, რომელიც აღადგენს დარღვეულ ფუნქციას; ამიტომ ფიზიოლოგია მედიცინის თეორიული საფუძველია.

ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიური სკოლა უძლიერესია მთელს მსოფლიოში. აღნიშნულ დარგში ცოდნის გასაღრმავებლად საქართველოში ყოველი კუთხიდან ჩამოდიოდნენ და ახლაც ჩამოდიან მეცნიერები. ასევე, მთელს მსოფლიოშია აღიარებული გამოჩენილი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის სწავლება განწყობის შესახებ. მისი სახელმძღვანელო ყველგან ყველა განათლებული ფსიქოლოგის სამაგიდო წიგნია. მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილი ფაქტები მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას როდი უნდა ემსახურებოდნენ, დაგროვილ ცოდნას ადამიანები პრაქტიკულად უნდა იყენებდნენ და მისით უნდა სარგებლობდნენ.

დღეს მრავალი ადამიანი ცდილობს, ერთმანეთს წაბაძოს ჩაცმულობაში. თითქოს დაიკარგა პიროვნების ინდივიდუალურობა და თავისთავადობა. გარეგნობაში მთავარი ხომ გამომეტყველება და თვალების სილამაზეა. თვალების სილამაზე კი სულის სილამაზეზე არის დამოკიდებული, რადგან „თვალები ადამიანის სულის სარკეა“. ამიტომ თვალების გალამაზება ყველას შეუძლია, თუკი მოინდომებს.

ამჟამად მრავალი მშობელი ბავშვს აცმევს არა ბავშვურად, არამედ დიდების მსგავსად, რაც არასწორია. საერთოდ, ბავშვს არ უნდა გავუმახვილოთ ყურადღება ჩაცმულობაზე, რადგან პატარაობიდანვე ყურადღების სწორად განაწილებას (რაც ქმნის სათანადო განწყობას) დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ჩამოყალიბებაში (რაც ცალკე საუბრის თემაა). გარეგნობისადმი და ჩაცმულობისადმი არაზომიერი, გადაჭარბებული ყურადღება (რაც ამჟამად შეიმჩნევა ჩვენს საზოგადოებაში), სულიერად ფიტავს ადამიანს. საერთოდ კი მოდისადმი მონური დამოკიდებულება, ისევე, როგორც ყოველგვარი მონობა, ადამიანის ღირსების შემლახავია.

განვიხილოთ, რამ განაპირობა ქალის გამომწვევი ტანსაცმლის მოდელის შექმნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამ გამოიწვია ზოგიერთ ქვეყანაში მამაკაცის ქალისადმი ბუნებრივი ბიოლოგიური ლტოლვის დაქვეითება, ინდიფერენტიზმი, რამაც აიძულა ქალი მიემართა ამ ხერხისათვის (საქართველოში ასეთი ჩაცმულობა საჭიროების გამო კი არა – მიმბაძველობის გამოა გავრცელებული). თუკი ძველი დოკუმენტური მასალის მიხედვით ვიმსჯელებთ, უწინ გამომწვევად მხოლოდ ერთეულებს (მეძავებს) ეცვათ, ახლა ასეთი ტანსაცმელი მასობრივად აცვიათ.

ყოველ მოვლენას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ამ მოვლენასაც აქვს მიზეზი. ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი არის ზოგიერთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში ადამიანების მიერ რამდენიმე ათეული წლის წინ დაშვებული შეცდომა. გარკვეული როლი ითამაშა ადამიანის თავისუფალი ნების მცდარმა გაგებამაც. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ამ შეცდომას თავისი სიმძიმით ძნელად თუ შეედრება სხვა, თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე შედეგს, რაც მას მოჰყვა. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში (ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში) უქორწინებლად ინტიმური კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ბუნებრივ მოვლენად იქნა მიჩნეული და მას საზოგადოებრივი აზრი აღარ კიცხავდა. ამ ადამიანების მიერ მოხდა ღვთის მეშვიდე მცნების (კანონის) „არ იმრუშოს“ უარყოფა. ეს მოვლენა ცნობილია „სექსუალური რევოლუციის“ სახელწოდებით და როგორც მათი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ამის მიზეზი გამხდარა მე-20 საუკუნის 69-იან წლებში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოგონება.

როდესაც პიროვნება სამოქალაქო, ანუ ადამიანის მიერ შექმნილ კანონს არღვევს, სასჯელი მცირეა. ღმერთის მიერ დადგენილი კანონის დარღვევისას კი სასჯელი, როგორც მოსალონდელი იყო, ძალიან მძიმე აღმოჩნდა: ასეთმა არაზნეობრივმა ქცევამ შეასუსტა მამაკაცის ბუნებრივი ლტოლვა ქალისადმი, შეასუსტა სიყვარული ცოლ-ქმარს შორის და ამის შედეგად კატასტროფულად გაიზარდა დანგრეული ოჯახების რიცხვი, გაიზარდა ნევროზით დაავადებულთა რიცხვი, გახშირდა შიდსი და ვენერიული დაავადებანი, ნარკომანია, პათოლოგიური მიდრეკილებები, ჰომოსექსუალიზმი. ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში გამომავალი მრავალრიცხოვანი, ათასგვარად დასურათებული ლიტერატურა, რომელიც ქალებს ასწავლის ხელოვნური, ადამიანის ღირსების დამამცირებელი მეთოდებით მამაკაცის აგზნებას, მიუთითებს მათ გასაჭირზე სექსუალურ სფეროში. ეს გასაჭირი მათ თვითონვე შეიქმნეს თავიანთი ქცევის, ღვთის მეშვიდე მცნების დარღვევით. აღსანიშნავია, რომ ამ გასაჭირიდან თავის დასაღწევად ისინი მიმართავენ მცდარ მეთოდს (გამომწვევი ქცევა, გამომწვევი ჩაცმულობა, აღმაგზნებელი მუსიკისა და სიმღერების მოსმენა და სხვ.), რაც მეტად ხანმოკლე შედეგს იძლევა და ამას მოსდევს კიდევ უფრო ღრმა ადაპტაციის პროცესი.

25 წელია, ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი ლაბორატორია აკადემიკოს მიხეილ ხანანაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს ექსპერიმენტულ ინფორმაციულ ნევროზებზე. 15 წლის წინ საფრანგეთიდან სპეციალურად (საკუთარი ინიციატივით) ექსპერიმენტული ნევროზის ჩვენი მოდელის გასაცნობად ჩამოვიდა პროფესორი, რომელსაც აინტერესებდა, გამოადგებოდა თუ არა აღნიშნული მოდელი ნერვული სისტემის დეპრესიის სამკურნალოდ. მეცნიერმა აგვიხსნა, რომ საფრანგეთში 28-დან 40 წლამდე მამაკაცებს შორის ძალიანაა გახშირებული ღრმა დეპრესიული ნევროზი, რომლის დროსაც ადამიანი სრულიად კარგავს შრომის უნარს და სიცოცხლის ხალისს. პროფესორმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის დამოკიდებული მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს დაავადება ქალებისადმი ბუნებრივი ლტოლვის შესუსტებისა და ღრმა ადაპტაციის პროცესის განვითარებითაა გამოწვეული.

ადამიანების სულიერი მდგომარეობა მუსიკაშიც აისახება. თუ ამ ქვეყნების ბოლო წლების მუსიკალურ მიმდინარეობებს დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ეს არ არის დალხინებული და სულიერად მშვიდი ადამიანების გულის ნაჟური. ეს სიყვარულის გრძნობის შესუსტების გამო გამწარებული სულის კივილია, რომლის ხმა ჩვენამდეც აღწევს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ღვთის მეშვიდე მცნების („არ იმრუშოს“) დარღვევამ მეტად მძიმე პრობლემების წინაშე დააყენა ადამიანები. ამ პრობლემების შესახებ ისინი თვითონვე წერენ და საუბრობენ.

2000 წლის 26 მარტს ჩატარდა საუკეთესო კონოფილმისათვის ოსკარის მინიჭების ცერემონიალი. იგი გადაეცა რეჟისორ სემ მენდესის ფილმს „ამერიკული სილამაზე“. მეორე დღეს (ე.ი. 27 მარტს) კი ამ ფაქტთან დაკავშირებით რადიოთი გადმოიცა დიალოგი „ამერიკის ხმის“ წამყვან ჟურნალისტ ეთერ ფიჩხაძესა და ნიუ-იორკელ კორესპონდენტს მანანა ჯინჯიხაშვილს შორის. ეთერ ფიჩხაძის კითხვაზე, თუ რითი დაიმსახურა ესოდენ დიდი ჯილდო აღნიშნულმა ფილმმა, მანანა ჯინჯიხაშვილმა უპასუხა, რომ ფილნი ეხება მეტად აქტუალურ პრობლემას, პრობლემას, რომელიც მეტისმეტად აწუხებთ ამერიკელებს. ეს არის გაუცხოება (სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიყვარულის შესუსტება). როდესაც გაუცხოება ქვეყნის პრობლემაა, მას არა ცალკეული, არამედ მასობრივი ხასიათი აქვს. შემდეგ მანანა ჯინჯიხაშვილმა განმარტა, რომ ამერიკაში მასობრივად აღინიშნება გაუცხოება ცოლსა და ქმარს, მშობლებსა და შვილებს, თაობებს შორის (აღსანიშნავია, რომ დღეს გაუცხოება მრავალი ქვეყნის პრობლემაა).

რა უნდა იყოს ადამიანისათვის იმაზე დიდი პირადი ტრაგედია, ვიდრე ის, როდესაც გაუცხოებული არიან ყველაზე უახლოესი ნათესავები? როდესაც უკიდურესად შესუსტებულია ან თითქმის აღარ არსებობს მათ შორის სიყვარულის გრძნობა. ასეთი ადამიანები ხომ მოკლებული არიან სიყვარულისა და ნამდვილი ბედნიერების განცდას და მისი შევსება კარგ ეკონომიკურ პირობებსაც არ ძალუძს, თუმცა ფული კი იჩემებს ყოვლის შემძლეობას. ამ ფაქტმა კარგად დაგვანახა, რომ ნამდვილ, დიდ სიყვარულს ფულით ვერ იყიდი (ცნობილია, რომ აშშ-ში ეკონომიკურ სიდუხჭირეს არ განიცდიან).

„1996 წელს აშშ კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც იცავს ოჯახსა და ქორწინებას. ამერიკის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ სახელმწიფოს ამოცანაა საზოგადოების აღორძინების უზრუნველყოფა, რის საფუძველსაც ოჯახი უნდა წარმოადგენდეს. ამერიკელებმა, რომლებმაც იგემეს „სექსუალური რევოლუციისა“და „თავისუფალი საზოგადოების“ მომხიბვლელობა შიდსის, ნარკომანიისა და სხვადასხვა დანაშაულობის გეომეტრიული პროგრესიით ზრდაში გამოვლენილი, სექსუალური განათლების პროგრამების ნაცვლად სკოლებში შემოიღეს ისეთ ტრადიციულ ფასეულობათა განმამტკიცებელი პროგრამები, როგორიცაა უბიწოება, ქორწინება და თავშეკავება, რაც გამოიხატება სექსუალური თავაშვებულობის, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარის თქმაში. ამ პროგრამების რეალიზაციაზე ყოველწლიურად გამოიყოფა 50 მლნ დოლარი, რამაც უკვე გამოიღო პირველი შედეგებიც: იმ შტატებში, სადაც ეს პროგრამები მოქმედებს, არა მხოლოდ შემცირდა აბორტების რიცხვი, არამედ ათჯერ იკლო ფეხმძიმობის შემთხვევებმა მოზარდ გოგონებში. ამერიკელები უბრუნდებიან ტრადიციული ოჯახის იდეალს, ხოლო ოჯახის ძირითად როლს ბავშვების აღზრდაში ხედავენ (ექიმი ა.პოლინსკი, მართლმადიდებელი სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი „სიცოცხლე“).

ხალხში ვრცელდება ორი არასწორი მოსაზრება: 1. თითქოს თავშეკავება იწვევდეს ნევროზულ მდგომარეობას და 2. თითქოს მომავალი ოჯახის სიმტკიცისათვის აუცილებელი იყო წინასწარი (უქორწინებელი) ინტიმური კავშირი. როგორც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების სამედიცინო სტატისტიკა თავად გვაუწყებს, ამ ქვეყნებში აღინიშნება ნევროზით დაავადების ძალიან მაღალი პროცენტი. ასევე ძალიან მაღალია გაყრილი ოჯახების რიცხვი. იგი 50-70%-ს (ზოგიერთ ქვეყანაში კი უფრო დიდ პროცენტს) შეადგენს. მათი ეს მონაცემები სრულიად ასაბუთებს ამ ორი მოსაზრების მცდარობას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს მოსაზრება გაუცნობიერებელი ხალხის შეცდომაში შესაყვანად იყოს გავრცელებული.

ზნეობრივ ქცევას ალტერნატივა არ გააჩნია. ის ყოველთვის თანამედროვეა, მოდაშია, რადგან ადამიანის სასარგებლოს არის მიმართული. ზნეობრივი კანონები ითვალისწინებენ ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას. იგი ადამიანისათვის ფარია, ჯავშანია, განამტკიცებს ადამიანებს შორის სიყვარულს, პატივისცემას, იცავს მათ ღირსებას.

განა შეიძლება ადამიანს წაბაძო იმის გამო, რომ შენზე ეკონომიკურად უკეთესად ცხოვრობს? ისტორიას თუ გადავხედავთ, მატერიალური კეთილდღეობა ადამიანს ერთ დღეს აქვს, მეორე დღეს კი შეიძლება წაერთვას. ჩვენ ხომ სულიერად მდიდარი ერი ვართ. სულიერი სიმდიდრის დაგროვებას კი საუკუნეების სჭირდება და მასზე უამინდობა არ მოქმედებს. ჩვენ არა დროებითი და წარმავალი, არამედ მარადიული ღირებულებით – სათნოებით ვართ მდიდარი. ჩვენს ძარღვებში ხომ დავითის, თამარის, ქეთევან დედოფლისა და ასიათასი მოწამე ქართველის „ნაქონი სისხლი“ მიედინება. ჩვენს სიყვარულიან, ადამიანურ ურთიერთობას ვინ გვასწავლის? მეზობლის თხოვნით (რომელსაც ბავშვი დასასვენებლად მიჰყავს) მის ბინაში რომ გაათევ ღამეებს, რათა იგი არ გაქურდონ, მრავალი უცხოელი ამას შენი პრობლემის სხვაზე თავის მოხვევას უწდებს, ჩვენებურად კი ამას კარგი მეზობლობა, მეგობრობა და სიყვარული, დაქალობა და ძმაკაცობა ჰქვია.

მოვიყვანთ კიდევ ორ მაგალითს, რომელიც შარშან მოხდა:

1. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ახალგზარდა ქალის პირველი მშობიარობა შესაძლებელია ძალიან რთულად წარმართულიყო მისი ზედმეტი წონის გამო. შეწუხებულმა მეუღლემ ღამის ორ საათზე სულიერი თანადგომისათვის ორ მეგობარს დაუკრეკა (თუმცა მშობლები და ნათესავები გვერდით ჰყავდა) და ის იანვრის ღამე ბავშვის დაბადებამდე ნახევრად ფეხზე მდგომებმა გაათენეს სამშობიარო სახლის დერეფანში.

2. იმერეთის სოფელში სამოც წელს მიტანებული, ფეხმტკივანი, ხელჯოხიანი ქალი აგვისტოს პაპანაქება სიცხეში ქალაქში წასვლას გადაწყვეტს, რადგან გაიგო, რომ ღამით, მოშორებით მცხოვრები მეზობლისათვის სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთებიათ – პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს და იქნებ გამოადგეთო. მას არ აბრკოლებდა ძლიერი სიცხე, არც ის, რომ ქალაქში მიმავალს, ფეხმტკივანს, ავტობუსის გაჩერებამდე დაახლოებით ერთი კილომეტრი დაღმართიანი, აღმართიანი და კოლბოხიანი გზა უნდა გაევლო.

ადამიანებს გარშემო მყოფთაგან სიყვარულისა და თანადგომის შეგრძნება სიხარულსა და სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს. ასეთი სიყვარულის, მეგობრობისა და თანადგომის გამოხატვის შემთხვევა ხომ ერთული არ არის ჩვენს ქართულ სინამდვილეში. ამას მასობრივი ხასიათი აქვს. ერის მაღალი კულტურა, მაღალი დონის ცივილიზაციის გამოვლინება სწორედ სიყვარულით იზომება. ჩვენ სახარებაზე გაზრდილი წინაპრების შთამომავალნი ვართ. პავლე მოციქულის სწავლება: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი. სიყვარულიანი ურთიერთობა სწორედაც რომ ჩვენგან უნდა ისწავლონ სხვებმა, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანნი და მდიდრები იყვნენ ისინი. ცხოვრების წესის შეცვლისას, ჩვენი ტრადიციების უარყოფისას, სწორედ ჩვენს სიყვარულიან ურთიერთობას ემუქრება საფრთხე.

ჩემო კარგო! რამდენი წელია, რაც შენ გამომწვევად გაცვია და შეგეცვალა ქცევა. დავაკვირდეთ, ამის გამო შენი ცხოვრება გახდა უკეთესი?

1. ამ წლების განმავლობაში მამაკაცების მხრივ შენდამი ინტერესი, ყურადღება და პატივისცემა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა (შენ კი გეგონა, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებდი);

2. არც სულიერად ხარ უფრო მშვიდად, პირიქით. გარდა ამისა, როდესაც წესიერი ადამიანი არასწორად იქცევა, მას მუდმივად ამხილებს შინაგანი ხმა. შენ ხომ ხშირად სულიერი ტკივილის ფასად ირგებ ასეთ ტანსაცმელს?

3. რაც ყველაზე მთავარია, შენი საქციელით აწყენინე უფალს, და თუკი შენთვის და შენს გარშემო მყოფთათვის მხოლოდ ცუდის მომტანია შენი ქცევა და ჩაცმულობა, რატომ უნდა გააგრძელო ასე?

დასაფიქრებელია მე-17 საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამის, ღირსი ნილოს მირონმდინარე ათონელის წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის შესახებ: „ვეღარ მოხერხდება ერთურთისაგან ქალისა და მამაკაცის გარჩევა, იმდენად შეურაცხი იქნება ფორმა მათი სამოსისა და ვარცხნილობისა“. აი, რას წერს მსოფლიო დიდი მოძღვარი ბასილი დიდი მეშვიდე ფსალმუნის განმარტებისას: „მე ვფიქრობ, რომ ყველა სამართლიანი მსაჯულის მიერ ერთნაირად როდი განისჯება. წარმოიდგინეთ, რომ სამსჯავროზე მრუშობა განისჯება, მაგრამ ერთმა შესცოდა იმიტომ, რომ ქვეყნად გარყვნილი მშობლებისგან გაჩნდა, ყრმობიდანვე უკეთური ჩვეულებებით: ლოთობით, თამაშით, სამარცხვინო საუბრებით აღიზარდა. მეორეს კი ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რაც ზნეობრივი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა: აღზრდა, მასწავლებელნი, მოსმენა ღვთის სიტყვებისა, სულის მხსნელი საკითხავები, მშობელთა შეგონებანი, საუბრები, რომელიც პატიოსნებისა და უმანკოების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, ზომიერება საზზრდელის მიღებისას. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩათრეულ იქნა პირველი ცოდვის მსგავს ცოდვაში და პასუხი უნდა აგოს თავისი ცხოვრებისათვის. განა სამართლიანად არ არის ეს უკანასკნელი პირველთან შედარებით უფრო მძიმე სასჯელის ღირსი?“

მრავალი ქვეყნის მოქალაქენი გემი „ტიტანიკის“ მგზავრებს ჰგვანან. ნუ გაგაოცებს და ნუ დაგაბნევს მათი მრავალრიცხოვნება. ცდუნება ძალიან დიდია, მაგრამ ნუ შეეცდები ამ გემის მგზავრი გახდე. მისი ბედი ხომ ცნობილია!

ადამიანებზე ტექნიკურმა პროგრესმა ფსიქოლოგიურად იმოქმედა – ზოგი ააღელვა, ზოგი დააბნია. განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა კოსმოსური ხომალდის გაშვებამ და ტელევიზორის შექმნამ. ტექნიკურმა საშუალებებმა შეცვალა გარემო, რომელშიაც ადამიანი ცხოვრობს. როგორც ჩანს, ტექნიკური პროგრესი არ შეჩერდება, ანუ ერთი ტექნიკური მოწყობილობა კვლავ შეიცვლება მეორეთი. როგორც აღვნიშნეთ, გარემო პირობები, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, ცვალებადია. ამიტომ მრავალმა ადამიანმა შეცდომით იფიქრა, რომ გარემოს ცვალებადობასთან ერთად უნდა შეცვლილიყო ადამიანის თვისებები და ადამიანური ურთიერთობები. ეს აბსოლუტურად მცდარი აზრია, რადგან ადამიანი გარემო პირობებს ეგუება თავის ტვინის საშუალებით, ხოლო ადამიანის თავის ტვინი ანატომიურად, ბიოქიმიურად და ფიზიოლოგიურად არ იცვლება. იგი დღესაც ისევეა აგებული, როგორც იყო პირველ საუკუნეში და უფრო ადრეც. ამიტომ ადამიანს დღესაც იგივე მიზეზი ანიჭებს სიხარულს ან მწუხარებას, აყენებს ტკივილს, უნარჩუნებს ან აკარგვინებს სულიერ სიმშვიდეს, როგორც პირველ საუკუნეში. ადამიანს დღესაც იგივე ინსტიქტები გააჩნია, რაც ადრე ჰქონდა.

ამერიკაში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ე.წ. „სექსუალური რევოლუციის“ სახით ღვთის მეშვიდე მცნების დარღვევის არნახული მასშტაბის დიდი ექსპერიმენტი ჩატარდა და მისი დამანგრეველი შედეგი, რომელიც გამოვლინდა არა ომისა და კრიზისის, არამედ ამ ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობის ვითარებაში: შიდსის, ნარკომანიის, სხვადასხვა დანაშაულობათა გეომეტრიული პროგრესიით ზრდასა, განქორწინებათა გახშირებასა და ადამიანთა ურთიერთგაუცხოებაში – უნდა გავითვალისწინოთ ქართველებმა. გონიერი და განათლებული ადამიანი ხომ სხვის შეცდომებზე სწავლობს და არა საკუთარზე.

ყოველი ადამიანი ანგარიშს უწევს საზოგადოებრივ აზრს. საზოგადოებრივი აზრი ქცევის ნორმებისა და ჩაცმულობის შესახებ უნდა ემყარებოდეს ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და მედიცინის დარგში მოპოვებულ ობიექტურ მეცნიერულ მონაცემებს, განათლებას, ჭეშმარიტ რწმენას და არა დაუფიქრებელ მიმბაძველობას.

ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ჟურნალისტებისადმი მიმართვაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსოფლიოში არსებულ მასობრივი განადგურების სტრატეგიულ საშუალებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფსიქოლოგიური იარაღია (გაზეთი „მედიცინა“, 8 თებერვალი, 2000 წელი). ამ ომში რომ არ დავმარცხდეთ, არ ვცდუნდეთ და არ დავიღუპოთ, საჭიროა მტკიცე მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა, მეცნიერული ცოდნა, განათლება, მულხჩაუხრელი ფიზიკური და გონებრივი შრომა, მშობლიური ენისა და სამშობლოს უზომო სიყვარული. უცხო ქვეყნების გავლენისაგან, ასევე უკულტურობისაგან თავის დაცვის სხვა საშუალება არ არსებობს. დამღუპველია დაუფიქრებელი მიმბაძველობა. ფსიქოლოგიურ ომს ერთი მეტად დამახასიათებელი თვისება აქვს: ამ ომში დამარცხებას, შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში, დროებითი ხასიათი ჰქონდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სათანადო ცოდნის შეძენის შემდეგ ადამიანი მიხვდება თავის შეცდომას, გაიცნობიერებს მას და როდესაც ეყოფა მას ძალა და ნებისყოფა ამ შეცდომის დასაძლევად. უკეთურებას ზოგჯერ თითქოსდა უვნებელი, ზოგჯერ კი მომხიბლავი ნიღაბი უკეთია. შვილების თავგანწირულმა სიყვარულმა უნდა შეაძლებინოს მშობელს ჩამოიხსნას ეს ნიღაბი და უკეთურების ნამდვილი სახე გამოაჩინოს, რათა დაღუპვისაგან იხსნას ისინი.

____________________________________________

სჯულის კანონი ბრძანებს: „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეიცვალოს სამოსელი და სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას შეჩვენებულ იყოს“.



18 Responses to “მაინც რა არის მორცხვობის გრძნობა და რა საჭიროა ის?”

  1. ნიკა Says:

    СВ. ВЕЛИКОМЪЧЕНИЦА ВАРВАРА

    • ნიკა Says:

      ტროპარი

      ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

      • ნიკა Says:

        წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
        ხსენება 4(17) დეკემბერი

        წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. გოგონას ძალიან უყვარდა თვალწინ გადაშლილი წალკოტის ყურება, ხშირად ფიქრობდა ამ მშვენიერების შემქმნელზე და ბოლოს მიხვდა, რომ უნდა არსებულიყო ერთი შემოქმედი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, რომელიც ყველაფერს ქმნის და ყველაფერს ანიჭებს სიცოცხლეს. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, – ისინი მეხმა ფერფლად აქცია.

        წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: ყველა, მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი, უზიარებლად გარდაცვალებისაგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ლოცვა უფალმა შეიწყნარა.

        წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.

      • ლომისა Says:

        გილოცავთ წინდა ბარბარეს ხსენების დღეს! მრავალს დაესწარით.

        ალექსანდრე

    • ნიკა Says:

      St. Basil’s Cathedral. Храм Василия Блаженного

  2. a. sanduxaZe Says:

    აი, ამ დონის შეგნების და სულის ქომაგები ჰყავთ!

    მუშვანი და დუმბაძე პირველები არ არიან, ამათი ცოდვა მიეცათ მათსავე დამგეშ ავაზაკებს, ესენი აქ კრუნჩხვებში ვარდებიან, ისინი კი განაგრძობენ გრიალსა და ლხენას!
    მართლმადიდებლობის ბალავრის თითოეულ ქვას -სჯულის კანონის პარაგრაფებს, ამონაგლეჯებს უწოდებენ, თავისივე საპატრიარქოს ჟურნალის ციტატებს ფარატინა ფურცლებს, ფეხზე ჰკიდიათ მოციქულთა და წმინდა მამათა კანონები, სჯულის კანონი სძულთ, ჭეშმარიტების შეგონება აცოფებთ, ვინ არიან, რა უნათ თვითვე არა უწყიან.
    სადაც სამართალი, ცოდნა და გონი არ ჰყოფნით იმწამსვე გინების კორიანტელს აყანებენ.
    ამათთვია არ არსებობს არავითარი წმინდა ავტორიტეტი, წმინდანი და წამებული ღვთისმეტყველნი, მხოლოდ ერთია შიოლაშვილი, ისე იცავენ და იგლეჯენ ტანისამოს, უცოდველ კრავად წარმოადგენენ, იმდენ რამეს მიაწერენ და ამ დროს შიოლაშვილს გულში ეცინება.

  3. roni Says:

    gvtismshoblis mfarvelobit viwonebt tavs (rogorc iudevlebi.abraamit),is ki gvaviwydeba rogori unda viyot chven,qartveli martmadidebeli kaci tu qali..ertmanets vwamt,vaginebt da yovelgvar sazizgrobebs vaketebt..is ki dagvaviwyda ra mogvca ufalma mcnebadcveni pozicia da gind opozicia sad iyo mashin roca sodomelebi maskarads awyobdnen?!mat mxolod fulis siyvaruli(iudas simptomi(amodzravebt,samshoblos siyvaruli ki daviwyebiat..vaglax saqartvelo ras moeswari..dachanakda xalxi..airia eri tu beri ..yvelgan shfoti da gautanlobaa~~~!!!sad gaqra siyvaruli?!sad??roca winaprebi am siyvaruls(moyvasis) saukuuneebis mandzilze dzerwavdnen?!sad?!eria da swamen sisxlit ertmanets,beria da shuroben ertimeorit..sad daikarga xalxno siyvaruli??????!

    • OtherguyLB Says:

      chemi azrit saqartvelo tavs verafris moiconebs… absoluturi umravlesoba an uzneobitaa dakavebuli, an umecrebit…

      izaxe exla sikvaruli, ki batono ikos sikvaruli mat mimart, magram qristianebi ratom unda vucodot?

      xom ambobs pavle mociquli:

      9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ,

      10. და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი.

      11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.

      13. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური. (1 korintelta 5 tavi)

      • roni Says:

        megobaro..siyvarulia mtavari..rjulic ki fuchia tu siyvaruli ar aris..gmerti xom siyvarulia.me sheidzleba vcodav magram,arasodes ar vityvi uwmindesse cuds.radganac tavi maqvs gasakitxavi..roca davinaxav rom shemidzlia ubiwo viyo ai mashin davinaxav sxvis codvebs..da tiki is codavs ,shemoqmedi mas sakadrisad dasjida.gmerts es ar gauwirdeboda.mec winaamgdegi var ekumenizmis,magram,imas ver vityvi rom uwmindesi ekumenistia..sheidzleba bevria ekumenisti eklesiashi,da tqven tu ese ,,zrunavd,, patriarqis ,,umecrobidan,, amoyvanas,ratom ar amxelt mis sameebs saxalxod,tuki is martla egeti codvilia(codvili yoveli adamiania)..me patriarqs namdvilad ar vagmerteb,magram meshleba nervebi.ese rom glejt ertmanets,..marto tqvenze aramaqvs laparaki..mshvenivrad vxedav rogor glejen ertmanets eklesiashi..

  4. OtherguyLB Says:

    ki magram marto qalze ratom aris gamaxvilebuli kuradgeba?

    dgevandel saqartveloshi roca sircxvilad itvleba sidzvis archadena, roca bichebis absoluturi umravlesoba bordelshi sistematiur siaruls ickebs 14 clidan, iq isev qalebis mimart aris pretenzia? gasagebia rom mati bralic aris, magram damijeret bichebis umravlesoba dgevandel saukuneshi sidzvas sistematurad eceva da es araa calsaxad qalebis chacmulobebis brali…

    mxolod chventan sheizleba martlmadidebelma dascinos sxvas imis gamo rom ar eceva sidzvas… da es xdeba masiurad… aseve xdeba dacinva tu ar bilcsitkvaob, radgan sizva da bilcsitkvaoba kacobad miichneva…

    • roni Says:

      eg matvis migebulia..samwuxarod da saubedurod.mec 16 wlis var da vici eg grdznoba..amitomac sxvaze ver daviwyeb laparaks.ubralod minda rom es saqartvelo ar iqces sodomta sadgomad..me isev is qali tu kaci mirchevnia ,vinc sidzvaobs,vidre sodomeli mamatmavlebi…

      • davit Says:

        კაცო რონი 16 წლისა ხარ თუ ათასის ისეთ სისულელეებს წერ რომა უნდა აღგზარდო რა! ოლალოოლ, ვინ არიან ეს ახალგაზრდები კითხვა ეზარებათ ეტყობა თორემ რომ წაეკითხა ამ რონისა ეს დიდგორი ამდენ სიბრყვეს ხომ არ დაწერდა, ჰა არა? ოთერგეი ჩემო პატარა ძმობილო, ამ რონის ახლა ისეთს დავცხებ რომ პატრიარქისგან გამორეტრეტებულ თავს პატარაზე გადმოვურეტრეტებ ჩემსკენ! გაგონილა კაცო, რამდენი ჩლიქოსანი ეშმაკი შემოვა ამ საიტზე ბებერი თუ ახალგაზრტდა სულ ახლიდან უნდა ვიმეოროთ ილია პატრიარქის გადარჯულების ამბები?

      • davit Says:

        არა რა სანამ ღვთისმეტყველ აზრებზედ გადავიდოდე ორ გადაცემაზე უნდა ვისაუბრო, რადგან ეს თემა ქალის მორცხვობას ეხება: იმედით გადის ორი გადაცემა, ასე ჰქვიათ ლაივ-შოუ და დღის შოუ! ლაივ შოუ ერთ ნახევრად შიშლიკანა დედაკაცს მიჰყავს აი ისეთს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ტიტლიკანა ქალები სახართებით რომ როკავენ და ამ ქალმა შორენა ბეგაშვილი შეცვალა მაგრამ ნეტა არ შეეცვალა, ერთ ტიტველ შორენას კიდევ გაუძლებდა კაცი და ეს ლაიფ-დედაკაცი დაეხეტება სტრიფტიზ კლუბებში დაათრევს ამ დღის შოუს წამყვანს ნანიკო ხაზარაძეს და სხვა გახრწნილ გადაჯიშებულებს და ისეთ ამბებს აჩვენებენ სერიოზული იმიჯით რომ ამერიკელერბიც ვეღარ დაეწევიან! ამ დროს საპატრიარქოს ყურზე სპილომ დაადგა ფეხი თუ თვალთ უბნელდებათ სტრიფტიზებით არ ვიცი ოლალაოლ მღვდელი აღარ არის საქართველოში? გამაგებინეთ კაცო მღვდელები ამოწყდნენ საქართველოში?

      • davit Says:

        ახლა კიდევ ეს დღის შოუ, დღისით მზისით მრავალსერიან გადაცემებს აწყობს საქორწინო აპკების გაკერვებზე, და ოლალოოლ 50 სერია მაინც აჩვენეს ფალოსის ამბებზე! მოჰყავთ ფალოსის ამბის ექიმები და ყურში არ შეიშვება ისეთ ამბებში არიან, ხორხოცებენ, იფხრიწებიან ეს ექიმებიც ძაგძაგებენ სიცილით მათ აყოლილილნი და გეფიცებით რა ჯოჯოხეთში მგონია თავი! ძმიშვილმა პატარა ბიჭმა ხომ გამაყრუა შეკითხვებით, ვერ ვწყვიტავთ მაგ გადაცემას…ვაჰმე ხალხო ამოწყდნენ მღვდლები საქართველოში? იოანე ნათლისმცემელა ჰეროდესა თავი შეაკლა და ჰეროდე? ჰეროდე ანგელოჩიკია დღის და ლაიფ შოუსთან!

      • davit Says:

        აი დაეწვას ეგ საპატრიარქო ტახტი ილია მეორეს სინედრიონიანდა! ასეთი გახრწნილების აყვავებისთვინა საქართველოში დაე გადაიბუგოს ღვთის ცეცხლით მთელი საპატრიარქო სოდომ-გომორობის გვერდით შეხმატკბილებული ცხოვრებისთვინა, აკი ნაძვის ხეებითაც გადაიფურჩქნებიან ხოლმე ლოცვა-კურთხევებში! თფუი ეგეთ პატრიარქსა, ტფუი ეგეთ სამღვდელოებასა ასე4 ყვაოდეს გახრწნილება ქვეყანაშე და ასე შეტკბობილნი ცხოვრობდნენ მათთანა?!

  5. dafiqrdit Says:

    sayvarleboooo…yvelaze ukanaskneli medzavic ki tkvenze amaglebulia…ganmkitxvelebo..ra saqme gaqvt uwmindesobaze…martlac rom anatemas gadasacemi xart…waikitxet msoflio krebebi da gahkivit sisuleeleb…gankvetilebo jobt sinanulshi chadget!!!dadgeba dro da mixvdebit rom ras aketebdit..mase eqceoendnen wm.ioane oqropirs misi xalxi,eri tu beri…xolo mis mimdevrebs ioanitebs…aha,tqven ki uwmindes xan beber shiolashvils uwodebt xan ki,gankvetil,ekumenist da tvitmarqvia patriarqss..dafiqrdit..tavi brdzenebad rom mogaqvt..da tu gindat eklesiis ganwmenda ese ar unda iqceodet,eklesiidan ar unda wasuliyavit…martmadidebel mshobelta kavshiri amxels codvil samgvdeloebas,magram arc ki ufikriat deda eklessidan wamosuliyvnen…chemo megobaro farisevlebo!!

  6. alo Says:

    sacodaveboo..yvelaaa…gind tqven da an sapatriarqos qomagebs….gaidzaxit codvilia ertimeoreze..aba chemo kargeboo vinaa aq uwmindesi xati rom davwero?!shen tu shen?!gankvetilebi tu sapatriarqos warmomadgenlebi?!xoo…aba dafiqrdit gulebshi ra gitrialebt..eklesiashi erti meores shescqerit..idzaxit yvela mrushoba codvaa..da gulit kidevac sodomelobt!!au,,ar daiwyot..egrea…albat 5 procentiga darcha wminda gulis..aba shevudqet sodomur codvebs…stiqarosnebi xom samarcxvinoebi..didi gamosvlis shemdeg gamodian da abolebe3n,,,ai mamaota agzrdilebi..shemdeg ki bilsityvaoben..bevri stiqarosani vici rom sodomelia..saxelebsac ki dagisaxelebt..me sheidzleba aravar morwmune magram mecineba aq rac xdeba…ertmanets askdebit..modit yvelani davfiqrdet chvens tavwebshi..eklesiam unda gamofxizrdes,,zedmeti lmobiereba ryvnis eklesias!!!samebis stiqarosnebis 80 procennti geia..yvelas getyvit…tavi angelozebad moaqvt dilas,game ki sodomelebze vares aketeben..ai sqimoznebo da patriarqmonebo…oriveni xart garyvnili bunagi…gmertma gvicocxlos uwmindesi.

    • ლომისა Says:

      alo, საკმარისია orthodox ნიკით შემოსვლა! რა საჭიროა გამეორება? ამ mail.ru-ს მაინც როგორ ვერ ელევით ეს ანტიმართლმადიდებელი პაპისტები „ru“ დაბოლოებიან ელ-ფოსტებს. დიდი ხანია პაპისტებში რაც გადაბარგდით? სსრკ სუკზე ადრე არ იყავით რაღაც ასეთი გულდათუთქული, როგორიც ახლა მართლმადიდებლობაზე ხართ! რატომ? რაღაც ძალიან უცბად და საეჭვოდ განიცადეთ ტრანსფორმაცია მართლმადიდებლობიდან პაპისტობამდე. ალბათ, პაპისტები უფრო მეტს იძლევიან ვიდრე სუკისტები და ქართველების უეცარი გაპაპისტებაც ამ არჩევანმა განაპირობა.

      „მოკითხვა“ თქვენს სულიერ ძმებს დეისაძეს, ვასილ კობახიძეს, მნათეუს სუთიძეს …. თქვენ სულიერ დას ე. თუთბერიძეს და ტელევიზეიებში „სექსისშვილობის“ პროპაგანდით დაკავებულ პაპისტებს თუ სოდომ-გომორელებს! თუ მართლმადიდებლობის ლანძღვას და შეურაცხყოფას არ შეეშვებით მოგიწევთ ისევ „თბილისის ფორუმით“ და პაპისტური შავი საიტებით დაკავდეთ.

      ალექსი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: