კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი (წერილი II)

ქალდეაში წარმოებული გათხრების მნიშვნელობა

ქართველთა საწყისი ისტორიისათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II-1917 წ.

(მოკლე მიმოხილვა)

ბოლოს და ბოლოს დადგა დიდი ხნის საწადელი დრო ქართველთა მოდგმის ისტორიის წინარეული ცხოვრების ახსნისა. გამოთქმას _ ისტორიის წინარეული ცხოვრება _ ვხმარობთ საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით. ჩვენს მშობლიურ ისტორიასთან მიმართებაში, როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ, მოხდება ჩვენი წინაპრების ისტორიის წინარეული ცხოვრების გადანაცვლება VII-VI ათასწლეულებისაკენ ქრისტეშობამდე. ბედნიერმა შემთხვევამ, რომელმაც საფრანგეთის კონსულს _ გოტტის-ს სურვილი გაუღვიძა ქალდეაში გათხრებს შედგომოდა, ჩვენ უდიდესი სამსახური გაგვიწია. მან პირველმა მოიძია მიწის წიაღში, ჩვენი ქვეყნის უხნესი, ათასწლოვანი ძეგლები. მიწაა საუკეთესო საცავი ისტორიული ძეგლებისა, სწორედ იგია უდიდესი სამარხი.

მან შემოგვინახა ძველი, პრეისტორიული, ზოგადსაკაცობრიო კულტურის ძეგლები. იმ გათხრების წყალობით, რომლებიც დაიწყო 1877 წლის დასაწყისში ბასორში და შემდეგ სხვა ადგილებშიც გადაინაცვლა, მიწის წიაღიდან ჩვენს თვალწინ წამოიმართა ბუმბერაზი სახელმწიფოები, რომლებიც არსებობდა ჩვ. წ-მდე VIII-VII ათასწლეულებში და რომელთა სახელწოდებებს-ღა თუ ვიცნობთ უძველესი ისტორიის წყალობით.

განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია აღმოჩენები, რომლებიც მოპოვებულ იქნა ინგლისელი ოსტენ ლეიარდის გათხრების შედეგად.

უდიდესი წვლილი წარსულში ცივილიზებულ ქართველთა ბედ-იღბლის შესწავლის საქმეშI შეიტანა არქეოლოგიამ და ლინგვისტიკამ, რომლებმაც ჩვენდა საბედნიეროდ,  XIX საუკუნეში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს. ჭეშმარიტად კოლოსალური შრომა იტვირთეს დასავლეთ ევროპის მეცნიერებმა. ქება-დიდება მათ.

განსაკუთრებით მადლიერნი კი უნდა ვიყოთ ჩვენ, ქართველები.  ჩვენი მშობლიური _ ქართველური ისტორია, რომელიც დასაბამს იღებს ძველი აღთქმისეული პატრიარქის ნოეს შვილიშვილიდან, დღემდე ითვლებოდა გამონაგონად და იგავსიტყვაობად, და ყოველივე ხდებოდა იმიტომ, რომ ეს მეტისმეტად დიდ პატივად იყო მიჩნეული მორიდებულ ქართველთათვის.

ამ ერის ხასიათში ბუნებით მოცემულ ინდივიდუალურ თავისებურებათა და ქართველთა გამორჩეულად _ დახვეწილი რაინდული კეთილშობილების გამო, მა თარ ძალუძთ იხმაურონ და ყვირილით ამცნონ ქვეყანას თავისთავის შესახებ, როგორც ამას ზოგიერთი ყველაფრის მკადრებელი ერი სჩადის.

ქართველური მოდგმის სათავეების ისტორია დღემდე ითვლებოდა მითიურად, თუმცა ბევრი რამ, სახელდობრ: უხნესი და სრულყოფილი ანბანი, მაღალ ჰარმონიულ ეროვნული გალობა, ყოფითი ცხოვრება, რომელიც უდაოდ ატარებს უძველესი ცხოვრების ანაბეჭდს, მრავალრიცხოვანი და ცნობილი მხატვრული ძეგლები, ძველთაძველი გადმოცემები, ქართველი ენის კლასიკური დახვეწილობა, ამ ერის შესანიშნავი სიცოცხლისუნარიანობა და სხვა მრავალი, უდაოდ ადასტურებდა ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი კულტურის მეტისმეტ სიძველეს, იმ წინაპრებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ მესოპოტომიაში (შუამდინარეთში) დაახლოებით  2000-3000  წლით ადრე ვიდრე ბიბლიური ადამის მოდგმა.

ცხადია, ამ წინამდებარე მოკლე მიმოხილვასი ვერ ვიმსჯელებთ ვრცლად და დაწვრილებით იმ ძველი პერიოდის შესახებ, რომლის წარმოდგენაც კი ძალზე რთულია. ჩვენ ვისურვებდით სპეციალისტების ყურადღება მიგვეპყრო ჩვენი დასაბამიერი ისტორიის ზოგიერთ პრობლემაზე, რომლებმაც მიწის მთხრელ მეცნიერტა ამ უკანასკნელი დროის აღმოჩენების წყალობით სრულიად ახლებურად წარმოჩნდა.

დღემდე მცდარი გაგება იყო გავრცელებული ებრაული კულტურის შესახებ.  2000 წელზედ მეტია, რაც ებრაელებს რელიგიურ-ისტორიულად თითქმის დამონებული ჰყავდათ მთელი მსოფლიო, რომელსაც თავს მოახვიეს მათ მიერ ფარულად მითვისებული და საკუთარ ყაიდაზე გადაკეთებული სხვა უძველეს ხალხთა რელიგიური შეხედულებები.

მიანიჭეს რა ღვთაებრივი გამოცხადების მნიშვნელობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ეროვნულ კულტს, ებრაელებმა, როგორც ღვთივრჩეულმა ხალხმა, მსოფლიოს თავს მოახვიეს საკუთარი ისტორიაც, რომელიც სავსებით შერწყმულია რელიგიის ისტორიასთან).

მოძღვრებას ერთღმერთიანობის შესახებ მხოლოდ ებრაელებთან ვხვდებით, თუმცა-ღა ძალზედ ზედაპირული სახით. სხვა, უძველესი კულტურების მატარებელ ხალხთა რელიგიურ შეხედულებებს და სარწმუნოებას კი საერთოდ არავინ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

გათხრებმა დაადასტურა, რომ მესოპოტომიაში, ქრისტეშობამდე VIII-VII ათასწლეულებამდე ცხოვრობდნენ ქალდები, რომლებმაც მსოფლიოში პირველებმა შექმნეს ეროვნული კულტურა, რაც შემდგომ წყაროდ და ნიმუშად იქცა მომდევნო ხალხების კულტურებისათვის. მათვე პირველებმა გამოიგონეს ლურსმული დამწერლობა და ამით უდიდესი სამსახური გაუწიეს კაცობრიობას, გაუადვილეს რამ ას შემდგომი სრულყოფის მეშვეობით ანბანის შედგენა. ქალდები, ისტორიული ძეგლების თანახმად, ჰუმანური ხალხი იყო, რომელმაც გაუძლო ასირიელთა დესპოტურ მონარქიასთან საუკუნოვან ბრძოლას ჰუმანისტური იდეების დასაცავად. უძლიერესი სახელმწიფოების მიერ შევიწროებული ქალდები იძულებული ხდებიან დატოვონ თავისი მშობლიური კერა და ცალკეული კოლონიების სახით გადაადგილება დაიწყონ ჩრდილოეთის მიმართულებით. კითხვაზე, თუ რა დაემართა იმ ხალხს, რომელიც ქალდების სახელს ატარებდა, ერთნი პასუხობენ, რომ იგი გადაშენდა და განადგურდა, ხოლო მეორენი _ მათ შთამომავლებად ქართველებს მიიჩნევენ. ამ უკანასკნელებმა კი, სამწუხაროდ, ვერა და ვერ შეძლეს თავის შეხედულებათა დამკვიდრება, ვინაიდან, ჯერ ერთი, ჩვენი სამამულო ისტორია საზოგადოდ სუსტადაა შესწავლილი და მეორეც _ ძალზედ ზედაპირულად იცნობენ თვით ქართველურ ენას დამ ის მექანიზმს, რაც არ აძლევს მათ საშუალება უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით დაასაბუთონ თავიანთი მოსაზრებები და სადაო არ გახადონ. ამიტომაც არის, რომ მათი თვალსაზრისი დღემდე პრობლემურ ხასიათს ატარებს.

მას შემდეგ, რაც პირველი ცნობები ქალდების შესახებ მოპოვებულ იქნა ლურსმული წარწერების გაშიფვრის გზით,  ქალდები მთელი მსოფლიო ისტორიის ამოუხსნელ ამოცანად რჩებიან. აკვანი და კუბოც ამ ხალხისა იდუმალებით არის მოცული.

მაგრამ არ შეიძლება რომ ქალდები მთლიანად გამქრალიყვნენ, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. თუკი თმის ღერიც არ ვარდება ადამიანის თავიდან მამაზეციერის ნების გარეშე, მაშინ მით უმეტეს მთელი მოდგმა ქალდებისა, რომელმაც პირველმა დაუნთო კაცობრიობას კულტურისა და ჰუმანურობის ლამპარი, არ შეიძლებოდა კვამლივით გამქრალიყო. ხალხები და ტომები არასაოდეს არ ქრებიან ისე, რომ რაიმე ცოცხალი ნიშან-წყალი არ დატოვონ დედამიწაზე. გარკვეული პოლიტიკური გარემოებების გამო ისინი ხშირად იცვლიან ადგილსამყოფელს, ზოგჯერ ახალ სახელწოდებასაც იღებენ, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სხვადასხვა დროს მათ მეზობლად მყოფი სხვადასხვა ხალხები მათ განსხვავებულ სახელებს არქმევენ.

ასევე მოუვიდათ ქალდეველებსაც.

მოდით შევეცადოთ გავხსნათ ფრჩხილები და ზოგიერთი პრობლემა განვმარტოთ ქართველთა ისტორიისა.

ჩვენი ეროვნული მატიანის „ქართლის ცხოვრების“ თანახმად ჩვენი ქვეყანა, რომელიც დასახელებული იყო ქართლოსის შთამომავლობით, იწოდებოდა როგორც „ქართლი“. ჩვენი მხარის _ ქართლის და მისი ეპონიმის ქართლ-ოს (ოს ბერძნ. დაბოლოებაა) სახელწოდებებში არ შეიძლება არ შევიცნოთ ჩვენი წინაპარი ქალდების უძველესი სახელი.

ჩვენი ხალხი თაყვანსასცემდა და აღმერთებთა თავის ფუძემდებელსა და მამამთავარს, მისგან მიიღო სახელწოდება ჩვენმა სამშობლომ და თვით ხალხმა და ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას უდაოდ უნდა გაააჩნდეს სიღრმისეული მიზეზები. ხო მარ შეიძლებოდა სრულიად უმიზეზოდ მიეღო ჩვენს მამაულს სახელწოდება: „ქართლი, ხოლო ხალხს:  „ქართ-ველი?“

ჩვენ, ქართველები რაღაც უბედურ ვარსკვლავზე ვართ გაჩენილნი. ჩვენ არავინ არ გვიწოდებს საკუთარ სახელს და ჩვენ ამ სისხლხორცეულ წყენას მორჩილად ვითმენთ. ჩვენი მხარე, როგორც ზემოტაც აღვნიშნეთ, იწოდებოდა როგორც  „ქართლი“, ხოლო ხალხი როგორც  „ქართ-ველი“.

შემდგომ და შემდგომ „ქართველები“ უძველესი მწერლებისათვის ცნობილი ხდებიან როგორც „ივერიელები“, ხოლო ქვეყანა _ როგორც „ივერია“. IV საუკუნის დასაწყისშივე,  ქრისტიანობის მიღების შემდეგ ივერიას, რომელიც თავის პატრონად წმ. დიდ-მოწამე გიორგის მიიჩნევდა, ბერძნებმა `გეორგია~ უწოდეს.

სპარსელების მიერ ჩვენი წინაპრების სიმამაცის აღსანიშნავად ჩვენს მხარეს გურჯისტანი ეწოდა (მიწა ანუ ქვეყანა ძალთა), ხოლო ხალხს „გურჯები“.

არაბებმა უწოდეს დოქურ (მტკვრის _ „ქურ“ სახელწოდებიდან)

სომხებმა _ ვრაც, ვრაცტან _ ჩრდილოელი

ევროპელი ხალხები ქართლს შემდეგი სახელწოდებებით იცნობენ:

ფრანგეფთან _Georgia, Georgien

გერმანელებთან _Grusien, Grusiner.

ინგლისელებთან _Georgia, Georgien

ქართველური მოდგმის უხნესი შტო _ მეგრელები „ქართველებს“ უწოდებენ „ქართუ“-ს. ამ სახელწოდებაში არ შეიძლება არ დავინახოთ ჩვენი წინაპრების უძველესი სახელწოდებისა: ქალდუ.

ჩვენი აზრით, რომელიც უკვე გამოვთქვით ჩვენს სტატიაში „ხუთი დღე ქართლში“, სახელწოდება  „Грузия“ წარმოადგენს გურჯის დამახინჯებულ ფორმას, რისი დასტურიცაა ამ სიტყვის თავდაპირველი ფორმა  „Гурдзия“ რაც შემდეგ გადაკეთდა „Грузия“-ად.

ლეარდის გათხრებმა დაადასტურა, რომ ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ ქვემო მესოპოტამიასი, _ სპარსეთის ყურესთან _ კარდუნიაშ-ში, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე VII-VI ათასწლეულებში.

ისინი, ჩვენი წინაპარი ქალდები, სახლობდნენ ქალაქებში, რომელთა სახელწოდებებია _ ერიდი, უბე, ტელო, ლარსა, ერე, ასევე მათი კვალი ნაპოვნია უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში, როგორებიცაა: სუბა (შუში), ქუთა, არბეხა, ქალახი, ნინევიის ცოტა ქვევით.

ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანი, რომელიც მდებარეობდა მდ. ტიგროსისა და ევფრატის ქვემო ველზე _ იარეხი, წმიდა ქალაქად ითვლებოდა. აქ ქალღმერთ ნანას _ სიკვდილისა და აღორძინების ქალღმერთის _ უძველესი ტაძარი იყო აგებული.  ეს ქალღმერთი უდაოდ ქალდეველთა პანთეონს მიეკუთვნებოდა, და ეს სახელი _ ნანა _ დღესაც კი ზედმიწევნით არის გავრცელებული საქართველოში.

იმის დასადგენად თუ სად გაქრნენ ქალდეველები, რომლებიც უხსოვარი დროიდან სახლობდნენ მდ. ტიგროსისა და ევფრატის, მც. აზიის თვალუწვდენელ ველებზე, არსებობს კიდევ ერთი საიმედო ორიენტირი. ცნობილია, რომ როდესაც ესა თუ ის ხალხი ახალ ადგილზე გადადის საცხოვრებლად, ახალ ქვეყანაში, მას თან მიაქვს ძველი, მშობლიური დასახელებები მდინარეების, მთების,  ქალაქების და ა.შ. და ახალ საცხოვრებელ ადგილებში იყენებენ მას. ამგვარად ახალ ადგილას ჩნდება გეოგრაფიული ნომენკლატურა, რომელიც გარკვეულ დამოკიდებულებაშია იმ ადგილებთან, საიდანაც ეს ხალხი მოვიდა. ეს კარგად დაადასტურა ლეიარდის წარმატებულმა გათხრებმა.

დღეს ჩვენამდე მოღწეული ქართული სოფლებისა და ქალაქების დასახელება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საიდან სწარმოებდა კოლონიზაცია ქართველთა მიერ, რომლებიც მესოპოტომიიდან და ქალდეველთა ქვეყნიდან იყვნენ მოსულნი.

ასევე უძველესი წარმოშობისაა ქართველთა ტაძრებზე მშენებელთა გამოსახვა, რომელთაც ხელთ შენობის მოდელი უპყრიათ. ასირიელ მეფეთა სასახლეების ზოგიერთ ბარელიეფზე ასევე წარმოდგენილი არიან ხუროთმოძღვარნი ხელში შენობების მოდელებით.

ქალდეველ მეფეთა მიდრეკილება ეშენებინათ სასახლეები და რაც შეიძლება მეტი ტაძრები, ასევე თავს იჩენს ქართველთა მეფეებში.

ერთნაირია დამოკიდებულება მიცვალებულთა მიმართაც, რომლებსაც ჩვენი წინაპრები არასოდეს არ ტოვებდნენ უცხო მიწაზე.

——————————-

ალიზი _ მზეზე გამომშრალი აგურია. იგი ისევე მზადდებოდა მესოპოტომიაში, როგორც ეს დღემდე კეთდება ჩვენში _ თიხაში სიმაგრისათვის ურევენ წვრილად დაკეპილ ნამჯას.

პირველი ეპოქა, თუ ვიმსჯელებთ ქანდაკება-ბარელიეფების, თუ ეპიგრაფული ფიგურებისა და წარწერების მიხედვით, მებრძოლური სულისკვეთებით არის აღვსილი, რაც ახასიათებს სახელმწიფოს შექმნის წინარე გარდამავალ პერიოდს, როდესაც ხდება საზოგადოებრივი მღელვარება და დაპირისპირებულ მხარეთა შეჯახება.

დღევანდელ დღეს უშედეგოდ ცდილობენ აღადგინო ვითომდა გადაშენებული ხალხების _ ხეთების ფიზიონომია, ისე რომ არც კი ინტერესდებიან მათი ეროვნული ვინაობისა (?) თუ ამ ამოუცნობი ხეთების კულტურული ძეგლების რაობით…

რა საჭიროა ხეთების გარეგნობის ასლების ძიება, თუკი თვით ხეთები დღემდე განაგრძობენ სიცოცხლეს თავის შთამომავლებში?!

ქალდეველთა კულტურის გამოკვლევა ქართველთა კულტურის რესტავრაციის საქმესაც წაადგება ზოგადად, ამგვარად საქართველო მოწმეა უამრავ სახელმწიფოების და დინასტიების დაცემისა და აღორძინების, ცივილიზაციების და ხალხთა წარმოშობისა და გაქრობისა.

პატრიარქი კირიონ II

წერილი მოგვაწოდა გიორგი ჩიჩუამ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: