რუსეთის ეკუმენისტური საპატრიარქო

რუსეთის ეკუმენისტური საპატრიარქო

მოსკოვის საპატრიარქოს ნამდვილი სახე. სერგიანელობა და ეკუმენიზმი მოქმედებაში.
ფოტოარქივი

პატრიარქი ალექსეი (სიმანსკი) და მიტროპოლიტი ნიკოლაი (იარუშევიჩი)

მიტ. ნიკოლაი (იარუშევიჩი) ამხელს „ხალხის მტრებს“, პორტრეტის ქვემოთ პატრ.  ალექსეი (სიმანსკი)

სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოს მიერ შექმნილი ე.წ. „სრულიად სლავების კომიტეტი“, მარცხნიდან მარჯვნივ: კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი ა. გუნდოროვი, მიტ. ნიკოლაი (იარუშევიჩი) და ჩეხი პოლკოვნიკი ლუდვიგ სვობოდა

მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი პროტოპრესვიტერი ნ.კოლჩიცკი მღვდლებთან ერთად, რომლებიც დაჯილდოვდნენ საბჭოთა ორდენებისთ 1945 წელს.

პატრ. ალექსეი (სიმანსკი) და მარჯვნიდან სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს განყოფილების უფროსი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გენერალ-მაიორი გ.გ. კარპოვი. 1952 წელი

პატრიარქი ალექსეი გერმანიის ევანგელისტური ეკლესიის დელეგაციასთან. 1952 წლის იანვარი

მიტრ. ნიკოლაი (იარუშევიჩი) და მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია სტალინის კუბოსთან, 1953

პატრიარქ ალექსეის სიტყვა სტალინის პანაშვიდზე

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ალექსეის სიტყვა სტალინის პანაშვიდზე, წარმოთქმული საპატრიარქო ტაძარში მისი დაკრძალვის დღეს (9. 03. 1953 წელი)
„ჩვენი ხალხის უდიდესი ბელადი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი აღარ არის. აღარ არის ძალა უდიდესი, ზნეობრივი, საზოგადო: ძალა, რომელშიც ჩვენი ხალხი თავის ძალას გრძნობდა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა თავის შემოქმედებით შრომებში და დაწესებულებებში, რომელშიც ის მრავალი წლის მანძილზე ნუგეშს სცემდა.  არ არსებობს სფერო, სადაც არ შეღწეულიყო დიდი ბელადი ღრმა ხედვით.  მეცნიერების ხალხი გაოცებული იყო მისი ღრმა მეცნიერული გათვითცნობიერებით თვით მრავალგვარ სფეროში, მისი გენიალური სამეცნიერო განზოგადებით; სამხედრონი – მისი სამხედრო გენიით; სხვადასხვაგვარი პროფესიის ხალხი შეუწყვეტლივ ღებულობდნენ მისგან მძლავრ მხარდაჭერას და ღირსეულ მითითებებს. როგორც გენიალური ადამიანი, ის ყოველ საქმეთი ხსნიდა მას, რაც მიიუღწეველი და შეუმცნეველი იყო ჩვეულებრივი ჭკუისათვის.

მისი დაძაბული შრომისა და გამარჯვებების შესახებ დიდი სამამულო ომის დროს, საომარი მოქმედებების მისი გენიალური ხელმძღვანელობის შესახებ, რომელმაც გამარჯვება  მოგვცა ჩვენ ძლიერ მტერზედ და საერთოდ ფაშიზმზე, მისი მრავალმხრივი თვალუწვდენელი ყოველდღიური მმართველობის ღწვის, სახელმწიფო საქმეების მართვის შესახებ ფართოდ და დამაჯერებლად ამბობდნენ პრესაში, და განსაკუთრებით დღეს უკასკნელ გამომშიდობებაზე, მისი დაკრძალვის დღეს, მისი უახლესი თანამოძმენი. მისი სახელი, როგორც მთელს მსოფლიოში მშვიდობისათვის მებრძოლისა და მისი დიადი ქმედებანი საუკუუნეების მანძილზედ იცოცხლებენ.

ჩვენ მისთვის სალოცავად შეკრებილები, მდუმარედ გვერდს ვერ ავუვლით მის ყოველჟამს კეთილისმყოფელ, თანამგრძნობ დამოკიდებულებას ჩვენს საეკლესიო გასაჭირთან.  არც ერთი საკითხი, რომლითაც ჩვენ მისთვის არ მოგვიმართავს, არ ყოფილა მისგან უარყოფილი, ის ყველა ჩვენს თხოვნას აკმაყოფილებდა. და ბევრი კეთილი და სასარგებლო, მისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით გაკეთდა ჩვენი ეკლესიისთვის ჩევნი მთავრობის მიერ.

დაუვიწყარია მისი ხსოვნა ჩვენთვის, და ჩვენი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, დასტირის რა მის წასვლას ჩვენგან, აცილებს მას უკანასკნელ გზაზე მხურვალე ლოცვით.

ჩვენთვის ამ მწუხარე დღეებში, ჩვენი მამულის ყოველი კუთხიდან არქიელებისაგან, სამღვდელოებისაგან და მორწმუნეთაგან, უცხოეთიდან ეკლესიების მეთაურთაგან და წარმომადგენლებისაგან, როგორც მართლმადიდებლურისაგან და  სხვებისაგან, მე ვღებულობ მრავალ დეპეშას, რომელშიც იუწყებიან მისთვის ლოცვების შესახებ და გამოხატავენ მწუხარებას ჩვენი ამ სამწუხარო დანაკლისის გამო. ჩვენ მისთვის ვლოცულობდით, როცა მოვიდა ცნობა ამ მძიმე დაავადების შესხებ. და აწ, როდესაც ის აღარ არის, ჩვენ ვლოცულობთ მისი უკვდავი სულის სიმშვიდისათვის.

გუშინ ჩვენმა განსაკუთრებულმა დელეგაციამ ყოვლად უწმინდეს მიტროპოლიტ ნიკოლოზის – ციმბირის საეპისკოპოსოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წარმომადგენლის, არქიეპისკოპოს პალლადის – უკრაინის საეპისკოპოსოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წარმომადგენლის, აქრიეპისკოპოს ნიკონის და პროტოპრესვიტერის მამა ნიკოლოზის შემადგენლობით მის კუბოსთან მიიტანა გვირგვინი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სახით მუხლი მოიყარა მისი ძვირფასი ნეშტის წინაშე.

ლოცვა, აღვლენილი ქრისტიანული სიყვარულით აღწევს ღმერთამდის. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ლოცვა გარდაცვლილის შესახებ შესმენილი იქნება ღმერთის მიერ. და ჩვენს საყვარელ და დაუვიწყარ იოსებ ბესარიონის ძეს ჩვენი ლოცვით, მხურვალე სიყვარულით დავუმკვიდრებთ სამარადისო ხსოვნას. ”

მიტრ. ნიკოლაი და იორკის არქიეპისკოპოსი დ-რ რამსეი, მოსკოვი, 1956 წ. ივლისი

იორკის არქიეპისკოპოსი დ-რ რამსეი და ანგლიკანური ეკლესიის დელეგაციის სხვა წევრები ღვთისმსახურების დროს მოსკოვის საპატრიარქოს საპარტიარქო კათედრალურ ტაძარში, ივლისი, 1956 წელი

სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი შვერნიკი (მარცხნივ) და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე სუკ-ის გენერალ-მაიორი კარპოვი კრემლში პატრიარქ ალექსეისთვის (სიმანსკი) ორდენის გადაცემის შემდეგ. 1960 წ

პატრ. ალექსეი (სიმანსკი) და სსრკ-ს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე ვ.ა. კუროედოვი (მარცხნივ). 1962 წელი

პატრ. ალექსეი (სიმანსკი) ხმას აძლევს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, 1966 წელი

კენტერბერიის არქიეპისკოპოსის მაიკლ რემიეის მიღება პატრიარქ ალექსეი I მიერ. 1962 წელი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის – მოსკოვის საპატრიარქოსა და ლუთრანული ეკლესიის საღვთისმეტყველო დიალოგის მონაწილენი მოსკოვის საპატრიარქოში, 1962 წელი

პატრ. ალექსეი I სერგიევის სამების ტაძარში ღებულობს ეთიოპიის მონოფოზიტური ეკლესიის დელეგაციის მეთაურს გონდარის არქიეპისკოპოსს პეტრეს, 1963 წელი

ეკლესიის მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის ოდესის სესიის მონაწილენი სერგიევის სამების საპატრიარქო დარბაზში, 1964 წლის თებერვალი

პატრ. ალექსეის (სიმანსკის) მიესალმება ანგლიკანური ეკლესიის ვესტმისნსტერის სააბატოს წინამძღვარი, ლონდონი 1964 წელი

პატრ. ალექსეი (სიმანსკი) და კენტერბერიის არქიეპისკოპოსი დოქ. მაიკლ რამზეი, ლონდონი, 1964 წელი

1964 წლის 13 ივნისი. სპალსკის ტაძარში ეკუმენისტურ ლოცვაში მონაწილეობა. Mმარცხნიდან მარჯვნივ: არქიეპისკოპოსი გუნარ ხულტგრენი, არქიეპისკოპოსი მაიკლ რამზეი და მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსი ალექსეი რიდიგერი (შემდგომში მოსკოვის საპატრიარქოს პატრიარქი)

რომის კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანული ერთობის ხელშეწყობის სეკრეტარიატის მდივანი მაურიანის ეპისკოპოსი იოანე ვილებრანდსი და მღვდელმონაზონი პეტრე დიურერი პატრ. ალექსეისთან (სიმანსკი) მიღებაზე მოსკოვის საპატრიარქოში, 1965 წელი

პატრ. ალექსეი (სიმანსკი) იღებს აშშ-ის ეკლესიის ეროვნული საბჭოს დელეგაციას მოსკოვის საპატრიარქოში, 1965 წელი

სკკპ-ს ცკ-ს გენერალური მდივანი ლ. ბრეჟნევი, პატრ. პიმენ იზვეკოვი, მიტრ. ალექსეი რიდიგერი (შემდგომში მოსკოვის საპატრიარქოს პატრიარქი), და მოსკოვის ქორალური სინაგოგის მთავარი რაბინი იაკობ ფიშმანი ზეიმობენ ღმერთთან მებრძოლი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის წლისთავს

ესტონეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ი. გ. კებინი ტალინის ეპისკოპოსს ალექსეი რიდიგერს სუკ-ის აგენტს „დროზდოვს“ გადასცემს ხალხთა მეგობრობის ორდენს, 1979 წელი

ესტონეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები და ტალინის მიტროპოლიტი ალექსეი რიდიგერი ხალხთა მეგობრობის ორდენის გადაცემის შემდეგ, 1979 წელი

მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი ლენინგრადის მიტროპოლიტი ალექსეი რიდიგერი ლენინგრადის საოლქო კომიტეტში მიღებაზე

მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს სხდომაზე მიტროპოლიტი კირილი (გუნდიაევი) ასრულებს ეკუმენისტურ „ღვთისმსახურებას“, მას ემსახურება მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს თავმჯდომარე წარმართი მენდისი შრი-ლანკიდან

სააღდგომო ეკუმენისტური „ღვთისმსახურება“ ვანკუვერის ყრილობის დროს, სადაც არქიეპისკოპოსი კირილი აძლევდა შეძახილებს, 1983 წელი

რუსეთის „მართლმადიდებელმა“ პრეზიდენტმა ვ. პუტინმა მოსკოვის ებრაული თემის ცენტრში იუდეველებს მიულოცა ხანუკა და აანთო იუდაისტური მენორა. მოსკოვი, 21 დეკემბერი 2001 წელი

რფ-ს „მართლმადიდებელი“ პრეზიდენტი ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების რაბინების გაერთიანებულ ყრილობაზე

რფ-ს „მართლმადიდებელი“ პრეზიდენტი იუდაისტური ქუდით რაბინ ბერლ ლაზართან ერთად

საქართველოს „მართლმადიდებელი“ პატრიარქი ასრულებს იუდაისტურ წარმართულ წესს – მენორას ანთებს

მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს განყოფილების მეთაური მიტ. კირილე გუნდიაევი და იუდაისტი რაბინები

ქვეყნისა და არმიის უმაღლესი ბელადი
——————-
ავტორი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (იარუშევიჩი)
– – – – – –

რუსმა ხალხმა ჯერ კიდევ თავისი ისტორიის გარიჟრაჟზე შექმნა თავისი გმირის იდეალი გამოსახული რაინდულ ეპოსში. ილია მურომეცი – ეს არის სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის, გმირობის, ნებითი პათოსის, სიბრძნის, მტრებთან დაუნდობელი ურთიერთობის და თვისტომისადმი გულისხმიერი სიფაქიზის სინთეზი.

რუსეთის წარსული მდიდარია ისტორიული პიროვნებებით – თავისი ხალხის ბელადებითა და მხედართმთავრებით, თავის თავში განივთებული ეს თვისებები და რუსეთის იმპერიის ძნელბედობის წლები თავის უბრწყინვალეს საბრძოლო გმირობებში, რომლებმაც რუსული სახელმწიფო დიდების სიმაღლეზე აიყვანეს. ასეთები არიან სამარადისო დიდებით შემკობილი ალექსანდრე ნეველი, დიმიტრი დონელი, თავადი პოღარსკი, გენერალსიმუსი სუვოროვი, ფელდმარშალი კუტუზოვი. საშიშროების ჟამს, რომელიც სამშობლოს ემუქრებოდა ეს რუსი რაინდები დგებოდნენ რუსული მხედრობის სათავეში, ამ გმირთა სახელები რუსი ხალხისათვის იყო სიმბოლო გარდაუვალი გამარჯვებისა; სამშობლოს ეს პატრიოტები თავიანთი სახელების გარშემო აერთიანებდნენ რუს ადამიანებს განურჩევლად მდგომარეობისა, ასაკისა და შეხედულებებისა. და რუსეთი არ ემხობოდა მუხლებზე მტრების წინაშე. რუსეთი არ ვარდებოდა შიშში ან უძლურებაში. რუსეთი იმარჯვებდა!  მარადიული, უკვდავი დიდებით იმოსებოდა დროშები დაუმარცხებელი რუსული მხედრობისა.

ჩვენი სამშობლოს დიდი სამამულო ომი ფაშისტი მოძალადეების წინააღმდეგ უკვე ორ წელზე მეტს მიმდინარეობს. მთელი ქვეყანა, როგორც ერთი ადამიანი, უსაზღვროდ ძაბავს ძალისხმევას ფაშისტი ყაჩაღების ურდოების გასანადგურებლად, ჩვენი მამაცი წითელი არმია კი ერთი ერთმანეთზე მიყოლებული მძლავრი დარტყმებით სცემს ჰიტრელურ სამხედრო მანქანას და ანადგურებს მტრის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას. ბრწყინვალე გამარჯვებებით მოსკოვთან, სტალინგრადთან, ჩრდილოეთ კავკასიაში, ორიოლთან, ბელგოროდთან, ხარკოვთან, პოლტავასთან, ტაგანროგთან, სმოლენსკთან, ლენინგრადთან უკვდავ იქნენ რუსი მეომრები.   ჩვენი ქალაქი ულევი ვაჟკაცობით იტანს ომთან დაკავშირებულ ყველა სიმძიმეს, ჩვენს მეომარ რაინდებთან ერთად ერთი წუთითაც არ მოდუნდა და არ მოდუნდება საბოლოო გამარჯვების თავის უძლიერეს რწმენაში, იმიტომ რომ მტერთან ბრძოლაში არმია მიჰყავს იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ჩვენი ხალხის უსაყვარლეს ბელადს, ჩვენი მხედრობის გენიალურ მხედართმთავარს, ღვთითმოვლენილს სამშობლოს სამსახურისთვის თავის გმირობისათვის ამ მძიმე განსაცდელში. Yყველა ჩვენი გამარჯვება ორგანიზებული და ხორცშესხმულია მისი სამხედრო გენიით.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა სერგიმ სტალინის სახელზე თავის ტელეგრმაში საბჭოთა სახელმწიფოს 25 წლისთავისადმი (1942 წლის 7 ნოემბერი) გამოხატა ყველა რუსი მართლმადიდებლის გრძნობები, როდესაც მან თქვა: „გულითადად და ლოცვით მივესალმები თქვენი სახით ჩვენი ჯარებისა და კულტურული ძალების ღმერთის რჩეულ ბელადს, რომელსაც ჩვენ მივყავართ ბარბაროს დამპყრობელზე გამარჯვებამდის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან აყვავებამდის მისი ხალხის ნათელ მომავლამდის“. რუსი მორწმუნეები უზენაესი ბელადის სახეში ხედავენ ღვთითბოძებულ მამას მისი ხალხისას და მხურვალეა მათი ლოცვა უფლისადმი მისი მრავალწლოვანი ჯანმრთელობისთვის.

ჩვენს ბელადში მორწმუნეები მთელს ქვეყანასთან ერთად სცნობენ ადამიანებს შორის უდიადესს, როგორებიც შვა ჩვენმა ქვეყანამ, თქვენს პიროვნებაში გაერთიანებულ ყველა ჩვენი რუსი რაინდის და წარსულის დიდი მხედართმთავრის ზემოხსენებულ ღირსებებს, ხედავენ ყველა საუკეთესოსა და ნათელის განსხეულებას, რაც შეადგენს რუსი ხალხის წმინდა სულიერ მემკვიდრეობას, ნაანდერძევს წინაპართაგან: მასში განუყოფლად გაერთსხეულდა სამშობლოსადმი და ხალხისადმი მხურვალე სიყვარულის ერთიანი სახე, უდიდესი სიბრძნე, ძალა მამაცებრივი, შეუდრეკელი სული და მამობრივი გული. როგორც სამხედრო ბელადზე, მასში შეერწყა გენიალური სამხედრო ოსტატობა და გამარჯვებისადმი უმტკიცესი სწრაფვა.

ომის დაწყებიდანვე ხალხისადმი ყველა თავის მიმართვაში იოსებ ბესარიონი განუწყვეტლივ მოუწოდებს გამარჯვებების მტკიცე რწმენისაკენ. მთელ ქვეყანას, როგორც ერთს, სწამს ამ რწმენისა, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია კი ლოცვით აკურთხებს გმირობას, რომელსაც ის ატარებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ბედნიერების სახელით, შესთხოვს ღმერთს შეეწიოს ჩვენს ბელადს მის  დიად ისტორიულ მოწოდებაში – დაიცვას ღირსება, თავისუფლება და დიდება მშობლიური ქვეყნისა.
საერთო სახალხო პატრიოტული შემართების დღეებში ჩვენს ქვეყანაში, 1942 წლის დასასრულს და 1943 წლის დასაწყისში, როდესაც ნიაღვარივით წამოვიდა საბჭოთა ადამიანების შემოწირულობები ფაშისტი მხეცის განადგურების საქმისათვის, ამ ნაკადში თავისი წვლილი შეიტანა რუსეთის ეკლესიის სამღვდელოებამ და მრევლმა. და, აგზავნდნენ რა თავის შესაწირს თავდაცვის ფონდში, მორწმუნე პატრიოტები ჩქარობდნენ გამოეხატათ თავიანთ ტელეგრამებში ჩვენი მხედრობის ბელადისადმი თავიანთი ერთგულება, მისი გმირობებისადმი, რწმენისა და მისი გენიისადმი.

მიტროპოლიტი სერგი წერდა: „მხურვალედ გისურვებთ თქვენ განგეცადოთ მტერზედ სრული გამარჯვების სიხარული და  იხილოთ წამებული სამშობლოს აღორძინება“.
სხვა მისალმებაში ის წერდა იოსებ ბესარიონის ძეს: “დაე, აღსრულდეს ფაშიზმის ბნელ ძალებზე გამარჯვებით საერთო სახალხო გმირობა გამარჯვებით, თქვენის მეთაურობით“.
„თქვენ, იოსებ ბესარიონის ძევ, უპირველეს მხედართმთავარსა და ბელადს ჩვენი უძლეველი არმიისას, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს მძიმე ღწვაში“ – წერდა თავის სურვილებში კუიბიშევის არქიეპისკოპოსი ალექსეი ქალაქ კუიბიშევის ყველა მორწმუნის სახელით.
„იცოცხლეთ მრავალ წელს, ჩვენო ბრძენო ბელადო იოსებ ბესარიონის ძევ“ – გადმოეღვარა სულის სიღრმიდან პენზის ”პროტოიერს” ალექსი ივანეს ძე ვინოგრადსკის.

„ჩვენო საყვარელო მამავ”, – ამ სიტყვებით იწყებდა თავის შეტყობინებას იოსებ ბესარიონის ძისადმი შემოწირულობის შესახებ მოლოტოვის ოლქის მღვდელი ალექსანდრ ალექსანდრეს ძე ტროიცკი.
და იოსებ ბესარიონის ძის მამობრივმა პასუხებმა ყველა ამ მიმართვაზე სამღვდელოებისა და მორწმუნეთა მიმართ გამოხატული “გულითადი მოკითხვითა და მადლიერებით“, მორწმუნე რუსი ადამიანები აიყვანა შემართების მაღალ საფეხურზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოსახლე  ყველა ხალხთან ერთად ქმნიან ერთიან ძმურ ოჯახს ერთი საერთო მამის მეთაურობით.

იოსებ ბესარიონის ძის სტალინისადმი, მისი ბრძნული შორსმჭვრეტელობისადმი, მისი მამობრივი გულითადობისადმი მოწიწების და ყველა მოქალაქის გასაჭირისადმი განმანცვიფრებელი  ყურადღების გრძნობამ მორწმუნეებში მიაღწია უმაღლეს აღმასვლას სექტემბრის დღეებში, როდესაც მთელმა ქვეყანამ გაიგო კრემლში გამართული მთავრობის მეთაურის და მიტროპოლიტების სერგის, ალექსეისა და ნიკოლოზის მიღების შესახებ.

ამ მიღებაზე საუბრის დროს იოსებ ბესარიონის ძემ გამოხატა თავისი კმაყოფილება სამამულო ომის დღეებში მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიოტულ მოღვაწეობაზე. როდესაც საპატრიარქოს თანამესაყდრემ ბელადს განუცხადა იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეთა შორის არსებობს განზრახვა ეპისკოპოსთა კრების მოწვევისა პატრიარქის ასარჩევად საპატრიარქო კათედრაზე, იოსებ ბესარიონის ძემ უპასუხა, რომ ის გაგებით ეკიდება ამ წინადადებას.  ამავე თანაგრძნობით და განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება მთავრობის მეთაური ასევე ჩვენი ეკლესიის ყველა საჭიროებას, რომელიც ჩვენ  წარვადგინეთ ამ ისტორიულ მიღებაზე.

ჩვენი სამშობლოს ბელადის ამ დამამონებელი გულის შესახებ, ნატიფ, მამობრივ მიდგომაზე საეკლესო ადამიანების ყველა სურვილსა და იმედებზე მოგვითხრო მიტროპოლიტმა სერგიმ ეპისკოპოსებთან კრებაზე კრემლში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ მსწრაფლ შეიტყო მთელმა მართლმადიდებლურმა მოსკოვმა და ქვეყნის ყველა მართლმადიდებელმა. ყველა მხრიდან ვღებულობთ აღფრთოვანებულ გამოძახილებს, ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ვიცით, თუ როგორი ენთუზიაზმით აღავსო მორწმუნეთა გულები ცნობამ ამის შესახებ და ამ დღეებში მათ ბაგეებს არ შორდება სახელი იოსებ ბესარიონის ძე სტალინისა, მთელი ქვეყნის სიყვარულით მოსილი.
ჩვენ, იოსებ ბესარიონის ძესთან შეხვედრის მონაწილენი, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ ამ შთაბეჭდილებების ქვეშ, რომლებმაც მოგვიცვეს ჩვენ ქვეყნის საყვარელ ბელადთან შეხვედრისა და საუბრის საათებში. ჩვენ აღვფრთოვანებული ვიყავით ამ შეხვედრის უბრალო გულითადობით და თვით მთავრობის მეთაურის პიროვნებით; მაგრამ ამ უბრალო გარეგნული მომაჯადოებელი უბრალოების ქვეშ მის სიტყვებში, ადამიანების მიმართ მის მიმართვებში – ჩვენ დავინახეთ ბელადის ჭეშმარიტი სიდიადე, რომელსაც მთელი ქვეყანა სამართლიანად უწოდებს დიად სტალინს. იოსებ ბესარიონის ძე სტალინთან შეხვედრით აღელვებულები და სიხარულით აღფრთოვანებულები, ჩვენ სულის სიღრმემდის ვიყავით შეძრულები არა მარტო ეკლესიისადმი მისი ყურადღებით, არამედ მისი ყურადღებით თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისეული ყოფისადმი. იოსებ ბესარიონის ძის ყურადღება ეკლესიის გასაჭირისადმი ფრთებს გვასხამს ჩვენ, და ჩვენი ეკლესია გასამმაგებული ენერგიით უძღვნის მთელს თავის ძალებს საყვარელი სამშობლოსადმი სამსახურს ამ ძნელბედობის დღეებში.

იოსებ ბესარიონის ძის სტალინის სახელი, გარემოსილი ჩვენი სამშობლოს ყველა ხალხის სიყვარულით – დროშაა დიდებისა, აყვავებისა, ჩვენი სამშობლოს სიდიადისა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აკურთხებს ქვეყნისა და წითელი არმიის დიდი ბელადის ცხოვრებასა და ღწვას.

გამოქვეყნებულია: მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი. 1944, #1. გვ. 13-15

პატრიარქმა ალექსეი II მიულოცა ვიეტნამის პრეზიდენტს სამოქალაქო ომში კომუნისტების გამარჯვების 30 წლისთავი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსეი II 12 მაისს მიულოცა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტს ჩან დიკ ლიონგს კომუნისტების წინააღმდეგობის ომში (სამოქალაქო ომი) გამარჯვების 30 წლისთავი, რომელსაც აწარმოებდა დემოკრატიული სამხრეთი კომუნისტური ჩრდილოეთის წინააღმდეგ.

“გულითადად გილოცავთ თქვენ, თქვენი სახით კი მთელს მოძმე ვიეტნამელ ხალხს ამ დიად იუბილეს” ნათქვამია საპატრიარქო ეპისტოლეში. პატრიარქმა აღნიშნა, რომ “რუსული მართლმადიდებლური ეკლესია უმძიმეს წლებში განუხრელად გამოდიოდა ვიეტნამში მშვიდობის აღსადგენად”. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქო ასრულებდა რა საბჭოთა ხელმძღვანელობის მითითებებს შექონდა თავისი წვლილი “ამ დღის მოახლოებასთან სამშვიდობო ძალისხმევით საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციის ფარგლებში”.

“ჩვენ გვახარებს ის, რომ გმირი ვიეტნამის 30 წლის უკან მიღწეულმა გამარჯვებამ ამ ომში წერტილი დაუსვა ქვეყნის ორად – ჩრდილოეთად და სამხრეთად გაყოფას, ვიეტნამელი ხალხის წინაშე გახსნა ეროვნული განვითარების ახალი ჰორიზონტები დამოუკიდებლობის პირობებში” –ხაზი გაუსვა რუსეთის მრთლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა.

პატრიარქმა ალექსიმ პრეზიდენტ დიკ ლიონგს უსურვა “უფლის შემწეობა ვიეტნამელი ხალხის კეთილდღეობისათვის კეთილშობილურ შრომაში”, ვიეტნამელ ხალხს კი “ბედნიერება და აყვავება”.
მართლმადიდებლური ეკლესია მხარს უჭერს კომუნისტებს – ეს ნონსესია!

მართლმადიდებლური საძმოების კავშირს გადაწყვეტილი აქვს სახალხო დეპუტატთა არჩევნებზე მხარი დაუჭიროს უკრაინის კომუნისტურ პარტიას – იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი წწწ.ინვიცტორყ.ორგ ЛІГАБізнесІнформ –ზე დაყრდნობით.

როგორც ЛІГАБізнесІнформ –ის კორესპონდენტი იუწყება, მან აღნიშნა, რომ 2005 წლის აპრილში მართლმადიდებლური საძმოების კავშირმა შექმნა ორგანიზაცია “Православный выбор”, აგრეთვე გამოიმუშავა პრინციპები, რომელთა თანახმად მხარს დაუჭერს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. ვ. ლუკიანიკის სიტყვებით, კავშირისათვის ახლოა უკრაინის კომუნისტური პარტიის პრინციპები, რომელთა შორის პატრიოტიზმი, შრომა, და აგრეთვე კომუნისტებთან საერთოა შეხედულებები ადამიანების უსამართლო გამდიდრებაზე, უკრაინაში რუსულ ენაზე. ამას გარდა, უკრაინის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერამ კანონიკურ ეკლესიისადმი ითამაშა თავისი როლიც. ვ. ლუკიაკინმა განაცხადა, რომ კავშირმა კონსულტაციები გაიარა სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც მართლმადიდებლებისთვის მხარდაჭერაზე უმაღლესი რადის არჩევნებზე, მხოლოდ კომუნისტურმა პარტიამ შესთავაზე მათ ადგილები თავიანთ საარჩევნო სიებში უკრაინის უმაღლეს რადაში. “თუ თქვენ ჩვენ გიყვარვართ, მაშინ გიყვარდეთ სერიოზულად, სერიოზული განზრახვა კი ეს არის სიებში ადგილები”-ხაზი გაუსვა ლუკიანიკმა.

კავშირის თავკაცმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში 11 ათასზე მეტი ეპარქიაა და მორწმუნე ელექტორატს ეყოფოდა ყველა პოლიტიკური ძალისათვის, მართლმადიდებლები არანაირი პირობების შემთხვევაში მხარს არ დაუჭერენ პარტიათა ბლოკს “სახალხო კავშირი ჩვენი უკრაინა”, БЮТ, СПУ, “Пора-ПРП”, РУХ –ს, აგრეთვე მათთან იდეოლოგიურად ახლო მყოფ პარტიებს.

“რუსეთის საზოგადოებამ დავიწყებას არ უნდა მისცეს საბჭოთა განათლების სისტემის დადებითი რეზულტატები, თვლის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსეი II. “საბჭოთა აღმზრდელობითმა სისტემამ შეძლო მიეღწია განსაზღვრულ მიღწევებს, რომლებიც, პირველსავე შეხედულებებისას გამოჩნდა, ადასტურებენ გამოყენებული მეთოდების სისწორეს. სახელმწიფო ამ პერიოდისათვის ვითარდებოდა აქტიურად, ქვეყანამ მიაღწია ცნობილ მიღწევებს სამრეწველო წარმოებაში, ყამირი მიწების ათვისებაში, ცოდნის სამეცნიერო დარგების განვითარებაში, კოსმოსურ და სამხედრო ტექნიკის შექმნაში” – განაცხადა პატრიარქმა კალუგაში ახალგაზრდებთან შეხვედრისას. რუსეთის ეკლესიის მესვეურმა აღნიშნა, რომ ქცევის სოციალისტური ნორმები, რომლებსაც ადამიანს თავისი ცხოვრების აშენებისთვის სთავაზობდნენ, “გარეგნულად ახლო იყო ქრისტეს მოძღვრებასთან. ფაქტიურად ამით აღიარებულია ქცევის რელიგიური ნორმების გარდაუვალი მნიშვნელობა (სულ მცირე სოციალურ პლანში), მთელი იდეოლოგიური სისტემის საყოველთაო ათეისტური განწყობისას”. (“Православие и мир”, http://www.pravmir.ru/article_625.html)

2007 წლის 22 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსეი II დააჯოლდოვა გაზეთ „იზვესტია“ –ს სელმძღვანელობის წარმომადგენლები გამოცემის 90 წლისთავთან დაკავშირებით. Mმოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ეკლესიური კავშირების განყოფილების თავმჯდომარის სახელით სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილმა გაზეთის მთავარ რედაქტორ ვლადიმერ მამონროვს გადასცა წმინდა კეთილმორწმუნე მოსკოვის თავად დანილის III ხარისხის ორდენი. მთავარ- რედაქტორ ელენე ოვჩარენკოს – წმინდა მოციქულთა სწორის თავად ოლღას ორდენი (II ხარისხი) პოლიტიკის განყოფილების რედაქტორს გიორგი ილიჩევს სერგი რადონეჟელის მედალი (II ხარისხი). „გულითადად გემადლიერებით გაზეთის მთელს კოლექტივს, განსკუთრებით დაჯილდოებულებს, თქვენი შრომისათვის“ – თქვა მეუფემ ცერემონიის დროს.  მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ გაზეთი „იზვესტია“ „გაუსაძლის დროსაც რჩებოდა რესპექტაბელურ, პატივსაცემ გამოცემად“. „ბოლო წლებში კი ის ნამდვილად გახდა ზოგადეროვნული, დაიბრუნა რა ადრინდელი თავისი პოზიციები“ დაამატა მიტროპოლიტმა კირილემ. (“Интерфакс-религии”, http://www.interfax-religion.ru/?act=news&div=17256)

ზედმეტია საუბარი გაზეთის აწინდელ პურინურ-„დემოკრატიულ“ კურსზე, რომელიც არ გამოხატავს ქვეყნაში და მსოფლიოში არსებულ რეალურ მდგომარეობას. მართლმადიდებლობის მსოფლმხედველობით გამონათქვამი „დაიბრუნა თავისი პოზიციები“ შეიძლება აღნიშნავდეს მხოლოდ კომუნისტური დროების პოზიციებს, როდესაც გაზეთი ერთერთი „რესპექტაბელური“ რუპორი იყო სკკპ-ს ღმერთთან მებრძოლი ხელისუფლებისა. (Ред. “РИ”]

რუსეთში ქალთა საერთაშორისო დღის ზეიმობა არ არის რაღაც უჩვეულო – თვლიან რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.”მართალია ამ დღესასწაულს გააჩნია რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებიდან შორსმდგომი წარმოშობა, ამავე დროს ასეთი რეალობაა, რუსეთში ჩვევად შემოვიდა მიულოცონ ეს დღე ქალებს, რომელშიც მე პირადად ვერავითარ სისულელეს ვერ ვხედავ” –განუცხადა ინტერფაქსს მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ “პროტოიერარქმა“ ვსევოლოდ ჩაპლინმა.(“Радонеж”, http://www.radonezh.ru/new/?ID=3167)

არ ღირს შეიცვალოს 8 მარტის დღესასწაულის აღნიშვნა – გაცილებით უკეთესია, შევავსოთ ის ახალი შინაარსით – აღნიშნა მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საგარეო კავშირის განყოფილების თავმჯდომარემ სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილემ. რუსეთის ისტორიაში ქალების გმირობა იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას: “სწორედ ქალებმა შემოინახეს რწმენა რუსეთში საბჭოთა დროში, როდესაც მორწმუნედ ყოფნა საშიში იყო… ჩვენ ყველანი ჩვენმა ბებიებმა გადაგვარჩინა. წმინდა რუსეთი გადარჩა იმიტომ რომ, მართლმადიდებელმა ქალებმა შეინარჩუნეს რწმენა, როცა მათმა ქმრებმა და ვაჟებმა იმხდალეს“. მიტროპოლიტი კირილე ამბობს, რომ მისთვის 8 მარტი – პირველ რიგში მათი გმირობის ხსოვნაა, ვინც მართლმადიდებლური რწმენა შემოგვინახა. „ეს არავითარი საერთაშორისო სოლიდარობის დღე არ არის, ჩემთვის მასში არავითარი პარტიული აზრი არაა. ამ დღეს მე ჩვენი ქალებისათვის ვლოცულობ“  – განაცხადა მეუფე კირილემ.

რაც შეეხება მართლმადიდებლურ ქალთა დღეს – წმინდა ქალ-მშვიდობისმყოფელთა კვირა დღები არ წარმოადგენს საერთო ეროვნულს, შეგვახსენა მიტროპოლიტმა კირილემ, მოუწოდა რა არ დაამძიმონ ეს გარემოება. „მე ვერ ვიტყოდი: მოდით დავიწყოთ კამპანია იმისათვის, რომ შევცვალოთ 8 მარტი, ჩვენთან ერთად ცოტანი თუ გაიგებენ. აი, მოდით შევავსოთ ეს დღე სხვა შინააარსით, მოდით ბევრი ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც ოდესღაც დაედო ამ დღესასწაულს საფუძვლად, აღარ მუშაობს, ჩვენ ხალხში ამ იდეოლოგიაზე აღარავინ ფიქრობს“ –თვლის მიტროპოლიტი კირილი. „ამიტომ წინააღმდეგი ვარ 8 მარტის დღესასწაულის შეცვლისა – მე იმის მომხრე ვარ რომ შევავსოთ ის რეალური შინაარსით”.  (“Русская линия”, http://www.rusk.ru/svod.php?date=2005-01-31)

მსოფლიო რევოლუციის ბელადის ნეშტის გადასვენება ქრისტიანული მსოფლმხედველობით არ წარმოადგენს პრინციპალ საკითხს და ადამიანთა შეგნებაში ნუ შევიტანთ არევას, ასე თვლიან მოსკოვის საპატრიარქოში. “ლენინის ნეშტის გადასვენების თემა დრო და დრო წამოიჭრება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ, ქრისტიანობისათვის, ჩემის აზრით, არ აქვს პრინციპული ხასიათი“, -თქვა სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილმა, გასცა რა პასუხი გაზეთ “ტრუდის” მკითხველთაA შეკითხვებს. მეუფემ შეგვახსენა იესო ქრისტეს სიტყვები: «Предоставьте мертвым погребать своих мертвецов». ამავე დროს, დაამატა მიტროპოლიტმა, რომ მიუხედავად ლენინის ათეისტური შეხედულებებისა ვლადიმერ ულიანოვი მონათლული იყო მართლმადიდებლურ ეკლესიაში და უკვე აქედან გამონდინარე აქვს დამარხვის უფლება, რაც არ უნდა შორდებოდეს მისი ახლობლების სურვილსაც, კერძოდ ქვრივისას. Aამიტომ მსოფლიო პროლეტარიატის ნეშტის გადასვენების საკითხი უნდა დავტოვოთ ისტორიის სამსჯავროზე, თვლის მეუფე. “მოდით ამ საკითხის გადაჭრა დავუტოვოთ ისტორიას და ხალხის შეგნებაში ნუ შევიტანთ კიდევ ერთ არევას”, – თქვა მან. (“Интерфакс-религии”, http://www.interfax-religion.ru/?act=news&div=9934, полный текст в газете “Труд”: http://www.interfax-religion.ru/?act=print&div=3065)

ეკლესია მზადაა ილოცოს ლენინისათვის, თუ იქნება ნათესავების თხოვნა. ვ. ჩაპლინმა თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით „სახელმწიფო ხელისუფლება ყურს უნდა უგდებდეს საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა ნაწილს“. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ ნეშტის ბედი არანაირად არ გაიზიარა საზოგადოებამ და არ გახდა გართულების მიზეზი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მიმდინარეობებს შორის“ მან გაგვაგებინა, რომ ეკლესიას, თუ ნათესავები გამოამჟღავნებენ სურვილს, შეუძლია“აღავლინოს ლოცვა“ ადამიანზე, თუ ის განკვეთილი არ არის ეკლესიის მიერ. ლენინი არ იყო განკვეთილი. თუ იქნება თხოვნა ნათესავების მხრიდან, მაშინ ის განიხილება“ (“Русская линия”, http://www.rusk.ru/svod.php?date=2004-03-05)

მიტროპოლიტმა კირილმა და მისმა მოადგილემ რატომღაც დაივიწყეს პატრიარქ ტიხონის ანათემა ბოლშევიკებზე, ესე იგი ეკლესიიდან მათი განკვეთის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს მეორე პირის ამ განცხადებაზე პასუხი გასცა რუსი ხალხის კავშირის განცხადებამ “Вопрос очищения от антихристианской символики – принципиальный для возрождения России”.

„რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო სიმბოლიკა ჰარმონიულად აერთიანებს ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის სიმბოლოებს“ – მიტროპოლიტი კირილი. მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების მეთაურს სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტს კირილს მიაჩნია, რომ თანამედროვე რუსეთში ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა მოყვანილია ჰარმონიაში. „ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა სხვადასხვა ისტორიული რეალობები. ჩვენ გვქონდა პეტრემდელი რუსეთი და ამ რუსეთის სიმბოლოს წარმოადგენდა ორთავიანი არწივი. ჩვენ გვქონდა პეტრესეული რუსეთი, რომლის სიმბოლო ტრიკოლორი იყო. შემდეგ საბჭოთა დროება, რომელზეც არ არის საჭირო უარის თქმა, და ამ დროის სიმბოლო იყო ალექსანდროვის მუსიკა.  ბოლოს ჩვენ გვაქვს ახალი რუსეთი და მისი სიმბოლოა ჩვენი ჰიმნის სიტყვები“ – თქვა მიტროპოლიტმა პროგრამა „პოდრობნოსტ“-ისთან ინტერვიუში.  მეუფის აზრით „ჩვენ პირველებმა შევქმენით სიმბოლოთა სისტემა, რომლებიც არ შედიან ერთმანეთთან კონფრონტაციაში და წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის რეალობას“. (“Интерфакс-религии”,  http://www.interfax-religion.ru/?act=news&div=7336)

ჩვენის აზრით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უმაღლესი ფუნქციონერები არ ისწრაფვიან ღმერთთან მებრძოლი კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრეობის გადალახვას, არამედ მზად არიან მათი მართლმადიდებლობაში „ჰარმონიულად“ შესარწყმელად, მდგომარეობს იმაში, რომ თვით მათ ეკავათ მასში გამოჩენილი ადგილი (მათ შორის სახელწიფო უშიშროების თამნამშრომლის ხარისხშიც) და ამიტომ არ არიან დაინტერესებულები მისი სატანისტური არსის პატიოსან გახსნაში. სწორედ ამიტომ მათ არ უშლით ხელს, არც არქიიერარქის ტიტული „კალინინგრადის ტიტული“, არც ღმერთთან მებრძოლის მუმია ქვეყნის წმინდა ცენტრში, არც მისი და მისი მომხრეების ძეგლები მთელს რუსეთში, არც ქუჩების, ქალაქების და ოლქების სახელები – მეფის მკვლელთა სახელებიც კი, არც კრემლზე ანტიქრისტეს პენტოგრამა, თვით ხომ ყოველწლიურად (აღნიშნავენ რა 23 თებერვლის თარიღს) მუხლს იყრიან ამგვარი პენტაგრამის წინაშე გეენიის მარადიულ ცეცხლთან კრემლის კედლებთან.
М.Н.

http://www.rusidea.org/?a=130054

რუსულიდან წერილი თარგმნა და მოამზადა ალექსანდრე სანდუხაძემ

 

3 Responses to “რუსეთის ეკუმენისტური საპატრიარქო”

  1. davit Says:

    პაპპაა პაპააა აქ ხედავ რა კომუნისტურ-ეკუმენისტური ამბებია! ხედავ შენა თურმე როგორ აქებდნენ დედაეკლესიის იერარქები დიდ ბელადსა, წითელი ინტელიგენტები თავიანთი ლექსა-პროზით ამათთანა ღლაპნი ყოფილან! რა სიტყვები რა სიტყვები მსუყე მსუყე!

    • davit Says:

      რაო კაცო? მელანდება თუ მართლა წერია ——-: ეკლესია მზადაა ილოცოს ლენინისათვის, თუ იქნება ნათესავების თხოვნა. ვ. ჩაპლინმა თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით „სახელმწიფო ხელისუფლება ყურს უნდა უგდებდეს საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა ნაწილს“.
      —————————————–
      ეს ჩაპ[ლინი ნაღდი რეირკარნაციის პირმშოა, ადრე ალბათ ჩარლზ ჩაპლინი იყო ეგა მსახიობი?! მაგრამა ის ხომ კაცთმოყვარე არ იყო კაცო? ხედავ როგორ გარდაქმნილა ლენინის ტარტაროზობაზე უნდა ალოცოს დედა ეკლესია?!!!

      • davit Says:

        გიოო სადა ხარ სადა! შემო აქა ბედშავო, ლენინზე უნდა გალოცონ ლენინზე! ვაიმეე ვაიმე რა დღეში ხართ………………!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: