მართლმადიდებლობის ზეიმი (ნაწ. I)

მართლმადიდებლობის ზეიმი

ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე, მათი ხვედრის ღირსი იყოს!” (წმ. თეოდორე სტოდიელი, იღუმენი, IXს.).

,,არცა ვის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთ-მოძღვარსა ახლისა რაისამე სჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ბეწვი არა შეიცვალების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესე ვითარსა მას კათოლიკე ეკლესიაი შეაჩუენებს“ (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ბერი, VIIს.).

მართალი დედოფალი თეოდორა (ბერძნ. Θεοδώρα — ღვთის საჩუქარი), მისი ინიციატივით 842 წელს მოწვეული იქნა საეკლესიო კრება, სადაც ანათემას გადასცეს ხატმებრძოლები. საზეიმოდ აღდგენილი იქნა წმინდა ხატების თაყვანისცემა.

დიდი მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ხატების თაყვანისცემის აღდგენას და ზოგადად ყველა მწვალებლობაზე გამარჯვებას. ეს დღესასწაული 842 წელს დაწესდა, როდესაც ეკლესიამ საბოლოოდ გაიმარჯვა ხატმებრძოლობის მწვალებლობაზე. საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, ამ დღეს მწუხრის მსახურებაზე იკითხება მართლმადიდებლობის სინოდიკონი, სადაც ერთის მხრივ, საუკუნო ხსენებით იმკობიან მართლმადიდებლობის აღმსარებლები და ამავე დროს, წარმოითქმევა ანათემები მწვალებლობების, მათი მოთავეებისა და თანამოაზრეების წინააღმდეგ.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის და კენტერბერიელი ანგლიკანი ”არქიეპისკოპოსის” ერთობლივი ლოცვა

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ დაშორდა ოფიციალური მართლმადიდებლობა მამათა სარწმუნოებას, არის თუნდაც ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლობის სინოდიკონი დღეს არ იკითხება (იშვიათი გამონაკლისების გარდა) არც ერთ ოფიციალურ საპატრიარქოში. სამაგიეროდ ის აღესრულება ყველა ჭეშმარიტ-მართლმადიდებელ ეკლესიაში, ანუ მათ მიერ ვისაც არა აქვს თანაზიარება ოფიციალურ (ფსევდო) მართლმადიდებელ იერარქებთან. მიზეზი იმისა, თუ რატომ ამოიღეს ეს მსახურება ოფიციალურ საპატრიარქოებში, ალბათ ნეთელია – დღეს, უკლებლივ ყველა ადგილობრივი ეკლესია, ჩავარდნილია ეკუმენიზმის მწვალებლობაში, და პირდაპირ თუ ირიბათ, ყველა მათგანი ლოცვით კავშირში იმყოფება მწვალებლებთან. უფრო მეტიც, თვითოეული ადგილობრივი ეკლესიის პირველ-იერარქის ზეპირი განცხადებებითა თუ ნამოქმედარით აშკარაა, რომ მათ არ სწამთ რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ერთადერთი და ჭეშმარიტი ეკლესია. მათთვის საერთოდ არ არსებობს რაიმე განსხვავება მართალსა და ცრუ სარწმუნოებას შორის, მართლმადიდებლობასა და ერესს შორის. აქედან გამომდინარე, ოფიციალური საპატრიარქოების თვალში, სრულიად ეკარგება აზრი (და უხერხულიც არის) რაღაც ანათემების წაკითხვა იმ რელიგიური წარმოდგენების წინააღმდეგ, რომელთა მიმდევრებთან ერთად ისინი საერთო ლოცვებსაც ატარებენ და საერთო საიდუმლოებებსაც აწესებენ. მართლაც, როდესაც სჭირდებათ, ფრიად თანმიმდევრულები არიან ოფიციალური საპატრიარქოების მესვეურნი – სარწმუნოების მიზანმიმართულად ფეხქვეშ გათელვაში, მათ თანმიმდევრულობას ბადალი არა აქვს!

ხოლო, თუ ვინმეს კიდევ ერთხელ სურს დარწმუნდეს დღევანდელი ოფიციალური საპატრიარქოების მწვალებლურ შეხედულებებში, ვთავაზობთ კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს, მართლმადიდებლობის კვირასთან დაკავშირებულ წლევანდელ ენციკლიკას, სადაც ის ქადაგებს (არც მეტი, არც ნაკლები) მწვალებლებთან ერთობის მართებულობას.

სხვა მრავალ “მარგალიტს” შორის, რომელიც უხვად მოიპოვება ამ ენციკლიკაში, და რომლის გაცნობაც (ინგლისურ ენაზე) მკითხველს ამ ბმულზე შეუძლია, მოგვყავს ერთი მცირე ციტატა:

„ქრისტიანეთა ერთობისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა არის უფლის მიერ მოცემული მცნება და ანდერძი. თავისი ვნების წინ, მან ილოცა მამისადმი „რაითა ყველანი ერთ იყვნენ, რაითა სოფელს ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (იოვანე, 17:21).“

რუსეთის პატრიარქის (ალექსი მეორე) და კათოლიკების თანალოცვა

და ამ სიცრუის მქადაგებელს ”მართლმადიდებელი” პირველ-იერარქი ჰქვია! შევახსენებთ მკითველს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, მაცხოვრის სიტყვები “რაითა ყველანი ერთ იყვნენ” ეხება მისი ეკლესიის წევრების ერთობას, მისი სხეულის ნაწილების ერთობას, ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთობას – ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შვილების ერთობას, ერთ სარწმუნოებაში ნათელღებულთა და ერთ ბარძიმში მაზიერებელთა ერთობას.

ხოლო მათ, ვისაც ამ ციტატაში პატრიარქი ბართლომე „ქრისტიანებად“ მოიხსენიებს, არათუ არ არიან ქრისტეს ეკლესიის წევრები, არამედ იმ მწვალებლობებისა და ერესიარქების მიმდევრები არიან, რომლელთა წინააღმდეგაც, მართლმადიდებელი ეკლესია (ზუსტად დღევანდელ დღეს!) საქვეყნოდ კითხულობს ანათემების მსახურებას.

პატრიარქი ბართლომე რომ კითხულობდეს მართლმადიდებლობის სინოდიკონს, ეცოდინებოდა თუ როგორ ესმის ეკლესიას „ქრისტიენეთა ერთობა“. ამ მსახურების დროს, გაძლიერებული ლოცვის კვერექსში ჩართულია დამატებითი მუხლები, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს მწვალებელთა ეკლესიაში დაბრუნებისთვის. მსახურებაში ასევე ითქმევა განსაკუთრებული სამღვდელო ლოცვა, რომლის დროსაც ეკლესია კვლავ სთხოვს უფალს, რომ მან გაუნათლოს გონება მწვალებლობაში მყოფთ, რათა ისინი დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და ეკლესიის ერთობას.

სერბეთის პატრიარქის და კათოლიკების თანალოცვა

აი ასე ესმოდათ წმიდა მამებს „ქრიტიანეთა ერთობა“ – მწვალებელთა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაბრუნებით, და არა ისე როგორც ამას პატრაირქი ბართლომე ქადაგებს – ბუტაფორია, ეკუმენისტური, „დოგმატური მინიმალიზმის“ საფუძველზე აღმოცენებული „ერთობა,“ თავისი ლიმა-ლიტურგიებით და მკრეხელური თანალოცვებით, „ერთობა“ ეკლესიის ფარგლებს მიღმა და ჭეშმარიტი სარწმუნოების ხარჯზე.

არ დააყოვნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭომაც და თავის ელეტქრონულ საითზე, პატრიარქ ბართლომეს ენციკლიკის ხოტბა გამოაქვეყნა. ე.მ.ს.-ეს თავმჯდომარე, დრ. ოლაფ ფიქსე ტვეიტი, პატრიარქ ბართლომეს ენციკლიკას, თავისი მნიშვნელობით, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ 1920 წელს გამოქვეყნებულ (ავად-სახსენებელ) ენციკლიკას ადარებს (ამ უკანსკნელის ტექსტი და ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ აქ.)

სერბეთის პატრიარქის (ირინეი) იუდეველებთან ხანუკობაზე

ისიც საგულისხმოა, რომ ე.მ.ს.-ეს ამავე ელექტრონულ გვერდზე, როგორც თავად მკითხველს შეუძლია იხილოს, მოთავსებულია მართლმადიდებლობის ზეიმის ხატი (იგივე, რომელსაც ჩვენს სტატიას ურთავთ თავში), რაც ამ წმინდა დღესასწაულის სრული დაცინვა და გამასხარავებაა – ე.მ.ს. წევრ-ეკლესიათა ურავლესობა ხომ ღია თუ ფარული ხატმებრძოლია და შესაბამისად იმათი სულიერი მემკვიდრე, ვიზე გამარჯვების ზეიმიც არის ამ ხატზე ასახული! მაგრამ როგორ უნდა მოვკითხოთ ე.მ.ს.-ეს მართლმადიდებლობის პატივისცემა, როდესაც მსოფლიო მართლმადიდებლობის “ლიდერი”, სახეში აფურთხებს ეკლესიის ათასობით წმინდა აღმსარებელს, ღიად ქადაგებს რა მწვალებლობას მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე?

საქართველოს პატრიარქის იუდეველებთან თანალოცვა

ხოლო ჩვენის მხრივ, განვეშორეთ რა ამგავარ ცრუ-იერარქებს, მთელი გულით ვუერთდებით ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტეანს, მსოფლიოს ყველა კუთხეში, და მათთან ერთად ვიმეორებთ დღევანდელი მსახურების ბოლო მუხლს:

“ანათემა მათ ვინც ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს და ასწავლის, თითქოს ქრისტეს ეკლესია ე. წ. ‘განშტოებებად’ დაიყო, ანდა – თითქოს ეკლესია ხილულად არ არსებობს და მხოლოდ მომავალში შეიქმნება, როდესაც ყველა განშტოება (აღმსარებლობა) და სერთოდ ყველა რელიგია ერთ სხეულად გაერთიანდება. ანათემა მათაც, ვინც ეკლესიის მღვდლობასა და საიდუმლოებს, მწვალებელთა მღვდლობისა და საიდუმლოებისაგან არ განასხვავებს და ამბობს თითქოს მწვალებელთა ნათლობა და ევქარისტია საკმარისია ცხონებისათვის. ანათემა მათაც, ვისაც შეგნებულად აქვს ურთიერთობა (ლოცვითი კავშირი) ხსენებულ მწვალებლებთან, ანდა იცავს, ავრცელებს და ესარჩლება ეკუმენიზმის ახლად მოვლენილ მწვალებლობას, ვითომცდა ძმური სიყვარულის ანდა განყოფილი ქრისტეანების სავარაუდო გაერთიანების საბაბით!”

„შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს“ (წმ. კოზმა ეტოლიელი)


глава Кипрской Церкви Архиепископ Хризостом. Одним из первых мероприятий визита папы Римского Бенедикта XVI на Кипр стало экуменическое богослужение в храме «Агиа Кириаки Христополитисса».

——————————-

ლათინებზე ბრძანებდნენ ათონელი ბერები იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი მიმართვაში: „მათ მეფეო ცვლილებებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს ეკლესიიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მათ თითქმის მთლიანად დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმიდა მამათამიერი გარდამოცემა. რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება ასეთი (პაპისტებთან თანამლოცველი პატრიარქის) სახელისა? ვინც სულიწმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული?!

რა თქმა უნდა, ასეთი პატრიარქები უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? ტფუუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ!“ აი, ასე ამხილეს ათონელმა ბერებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი – იოანე ვეკკა მეფის წინაშე, როდესაც მეფე და პატრიარქი ლათინებთან გაერთიანებას ცდილობდნენ.

ბულგარეთის საპატრიარქოს მაღალიერარქები ვატიკანში (რომის პაპს ხელზეც ემთხვივნენ)
Both Presidents were accompanied by their top Orthodox prelates.

http://www.catholicpressphoto.com/servizi/2009-05-22%20presindente%20bulgaria/default.htm

„სამგზის ანათემა ყოველივე სიახლეს; სამგზის ანათემა საეკლესიო გარდამოცემისა და წმიდა, ნეტარხსენებულ მამათა კანონების წინააღმდეგ ქმედებას!“ (VI მსოფლიო კრების VIII კანონი).

რუსეთის პატრიარქი კირილე გუნდიაევი რომის პაპს აუდენციისას ვატიკანში ხელზე ემთხვია

,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე, მათი ხვედრის ღირსი იყოს!” (წმ. თეოდორე სტოდიელი, იღუმენი, IXს.).

რუმინეთის პატრიარქი დანიელი ”ევროპის ეკლესიათა კონფერენციის” XIII ასამბლეა

ყველა მწვალებელი შეჩვენებულ-იყოს.

ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ-იყოს.

ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება.

(წმიდა რუის-ურბნისის კრების ძეგლის წერა)

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე ინტერკონფესიურ სადღესასწაულო შეხვედრაზე

მრისხანე ანათემა სდევს თან ყოველს, რომელი განუდგა მართლმადიდებლობას (1054 წელს კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა წმიდა კრებამ ანათემას გადასცა პაპიზმი). იგი ყოველწლიურად ცხადდება მართლმადიდებლობის კვირაში, ოდეს ეკლესია მტრებზე გამარჯვებას იხსენებს. ანათემას მიეცემიან როგორც რწმენის მოწინააღმდეგენი და მგმობნი, ასევე, ისინიც, ვინც საეკლესიო დადგენილებებისა და წმიდა მამათა გადმოცემების საწინააღმდეგოდ სარწმუნოებრივ კავშირში შედიან მწვალებლებთან (წმიდა თეოფანე დაყუდებული).

Archbishop of Canterbury and His Greek Orthodox Pope and Patriarch of Alexandria and Africa Theodoros II
ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პატრიარქი და ანგლიკანიზმის არქიერეტიკოსი

Patriarch Ignatius IV of Antioch and Aram I
ანტიოქიის პატრიარქი და მონოფიზიტების მაღალიერარქი


საბერძნეთის არქიეპისკოპოსი იერონიმე და სირიელი მონოფიზიტი

On the evening of Tuesday 25 January 2011, Ieronymos-II, the Archbishop of Athens and All Greece and the accompanying delegation were given a warm welcome at the St. Ephrem Syriac Monastery in Ma’arat Saydinnya, Damascus.

  • მე ვგმობ ეკუმენიზმს და იგი უბრალოდ წვალებად კი არა, საყოველთაო წვალებად – ყველა წვალებისა და ცრუმოძღვრების საცავად მიმაჩნია (ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ VI)

საქართველოს პატრიარქი და რომის პაპი სვეტიცხოვლის ტაძარში ლოცვისას

ეკლესიიდან განყენება მომავალ ცხოვრებაშიც გადადის და მარადიული ტანჯვით მთავრდება. ამ მხრივ საგულისხმოა გამოცხადება, რომელიც ღვთის დიდ სათნომყოფელს, წმ. სვიმეონ სალოსს ჰქონდა. მას ზეგარდამო ეუწყა, რომ სახელგანთქმული მეცნიერისა და მოღვაწის ორიგინეს სული ჯოჯოხეთში იტანჯება მისი მწვალებლური შეხედულებებისათვის.

სერბეთის წინა და ახლანდელი პატრიარქები კათოლიკებთან ლოცვაზე

მსგავსი გამოცხადება ჰქონდა ბერ თეოფილეს, როგორც ეს იოანე მოსხის ”ლიმონარშია” მოთხრობილი. მწვალებელი ნესტორის მიმდევარ თეოფილეს მწმიდა კვირიაკოზ მონაზონის ლოცვით ღმერთმა დაანახა, თუ სად არის ყოველთა მწვალებელთა მარადიული სამყოფელი: ეჩვენა თეოფილეს ადგილი ბნელი, სიმყრალით სავსე, სადაც ცეცხლი მძვინვარებდა და უჩვენეს მას ‘მუნ შინა შთაყრილნი ნესტორ და არიოზ და ევტიქოს და ევარგენე (ორიგენე) და საბელიანოს და ყოველნი მოყვასნი მათნი მწვალებელნი და ჰრქუა მას კაცმან დიდებულმან, რომელი გამოუჩნდა: ესე არს ადგილი ყოველთა მწვალებელთა და ყოველთა, რომელნი მათ შეუდგნენ. აწ უკეთუ გთნავს ადგილი ესე, დაადგერ შენ ნესტორიანობასა ზედა, რაითა ამას შეხვიდე. და უკეთუ არა გნებავს შესვლაი ამას შინა, აჰა მოვედ კათოლიკე ეკლესიად და აღიარე მართალი სარწმუნოება. და აჰა, მე გაუწყებ შენ, უკეთუ ქმნნეს კაცმან ყოველნი სათნოებანი და არა აქუნდეს მას მართალი სარწმუნოება, ამას ადგილსა მომავალ არს’. (იოანე მოსხი, ‘ლიმონარი’, 1960 წ. გვ.10).

მსოფლიო ოფიციალური ”მართლმადიდებლობის” ერთობლივი ლოცვა, ესწრებიან კათოლიკები

”არავითარი ურთიერთობა არ გქონდეს მწვალებლებთან, არავინ მოიხსენიო მათგან ან ვინც მათ აზრებს იზიარებს, რამეთუ დიდმა ოქროპირმა ხმამაღლა, ყველას გასაგონად გამოაცხადა ღმრთის მტრებად არა მარტო მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენიც” (წმ. თეოდორე სტუდიელი ‘Творения Св. Феодора Студита’, т.II, 1908 г.).

”ევროპის ეკლესიათა კონფერენციის” XIII ასამბლეა – ეკუმენური ლოცვა, ესწრებიან მსოფლიო ადგილობრივ ”მართლმადიდებელ” ეკლესიათა პატრიარქები და საპატრიარქო დელეგაციები.

”იტყვის უფალი, ვითარმედ: ”გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ, და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ” (მათე. 10;5) ესე მცნება დავიხმაროთ მწვალებელთა მიმართ და ნუ შევალთ ეკლესიათა მათთა და ნუცა სახლთა მათთა, არამედ სადაცა იყოს ძე მშვიდობისა და თესლი ღმრთისმსახურებისა, მუნ სავანე ვჰყოთ. ვეკრძალნეთ მჩემებელთაგან ჭეშმარიტებისათა, რომელნი უწოდებენ თავსა თვისთა წინამძღვრად და არა არიან წინამძღვარნი, არამედ მაცთურნი და გონებაცთომილნი, რომელთა სასჯელი ცხად არს. დავიცვათ სარწმუნოება მიუდრეკლად და ცხოვრება შეუგინებლად”. (წმ. თეოდორე სტუდიელი ‘საკითხავი დიდი მარხვის პირველი კვირიაკის შაბათის მწუხრზე. ”რათა მხნედ და მტკიცედ ვიყუნეთ მართალსა შინა სარწმუნოებასა”. ”მარხვანი”).

,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე, მათი ხვედრის ღირსი იყოს!” (წმ. თეოდორე სტოდიელი, იღუმენი, IXს.).

მოამზადა ”დიდგორის” პრესსამსახურმა

2011 აღდგომის დიდმარხვის პირველი კვირა

”მართლმადიდებლობის ზეიმი” – ის საეკლესიო დღესასწაული

wm_giorgis makhvili_R


15 Responses to “მართლმადიდებლობის ზეიმი (ნაწ. I)”

  1. გიორგი Says:

    ვინც გაწევრიანებული ხართ facebook – ის ფორუმზე, გთხოვთ, ეს ალბომი დაათვალიეროთ: http://www.facebook.com/album.php?id=100001094383932&aid=35195
    გ. წულაძე

  2. გიორგი Says:

    ŚWIAT ekumenizmu 2

  3. ლადო Says:

    With the Patriarch of Buddhism

    • davit Says:

      რა ვნახე ეს მაცხოვრის ხატი! ვაი ჩემო ცოდვილო თავო! როგორ დასდის სისხლი!!! უფალო უფალო შემიწყალე!!!

      • davit Says:

        ეს რა ამბებია ამ ვიდეოებში, მართლმადიდებლობა თურმე გამქრალა მსოფლიო მართლმადიდებლურ ტაძრებში! მეტი აპოსტასია რაღა გინდათ, ვხედავთ უკვე გატიალების მოოხრების ამბებს წმინდა ადგილეას მდგომს ღვთის ტაძრებში! დამდგარა აპოსსაცია და მეფდება ანტიქრისტე!

      • ნიკა Says:

        ΙΣΤ΄ Σύναξις Ορθοδόξου Ενημερώσεως: «Ο Διάλογος με το Βατικανό και οι Αντιπαπικές Δηλώσεις» (Κυριακή της Ορθοδοξίας, 3/16 Μαρτίου 2008) ( Play All, 120′ ; Play All High Quality) http://www.synodinresistance.org/Publications_el/VideoSeriesA.html

      • ნიკა Says:

        რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები

        კანონი 1

        პირველ რიგში განვკვეთეთ და მღვდლობის პატივი ჩამოვართვით ისეთ ეპისკოპოსებს, რომლებიც ღირსეულად ვერ ატარებენ მღვდელმთავრობის პატივს და უღირსნი არიან პირველი მწყემსმთავრის ქრისტესი, რადგან სიწმინდის შეხება არაწმინდისგან არ შეიძლება. ღმრთის ახლოს მყოფი – ცეცხლის ახლოს მყოფია, და აუცილებელია, რომ სუფთა ოქრო იყოს. ასეთნი არ შეგვიკრავს, არც შეგვიჩვენებია, ღმერთმა ნუ ქნას! არამედ უბრალოდ ერისკაცებთან ერთად ზიარების უფლება მივეცით, თუ ამიერიდან სიწმინდეს შეინახავენ. მათ ნაცვლად დავადგინეთ სხვები, ასაკითაც და საქმითაც სარწმუნონი, რომლებმაც კეთილად გამოაწრთეს ხორცი და დაუმორჩილეს სულს.

        კანონი 2

        ამასთანავე ხელთდასხმის დროს სულმოკლეობა და აჩქარება, როგორც უწესო და უკანონო საქციელი, ავკრძალეთ. ვადგენთ, რომ ამიერიდან აღარავინ გაბედოს არაფრის ქმნა, გარდა იმისა, რასაც კანონი განაწესებს: ეპისკოპოსი ხელთდასხმულ უნდა იქნეს ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი – ოცდაათი წლისა, დიაკონი – ოცდახუთი წლისა, წიგნისმკითხველი – რვა წლისა.

        კანონი 3

        ამასთან ერთად ვკრძალავთ ხელთდასხმის უწესო წესს, როცა ვინმე ერთსა და იმავე დღეს მიიღებს ხელთდასხმას წიგნისმკითხველად, ჰიპოდიაკვნად, დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსადაც. თუ ასეთი რამ კიდევ იქნეს სადმე, ხელთდასხმულიცა და ხელთდამსხმელიც განიკვეთოს მღვდლობისგან, რადგან პირველად ჯეროვანია წიგნის მკითხველად და ჰიპოდიაკვნად ხელთდასხმა. ორივე ამ ხარისხის ერთ დღეს მინიჭება შეიძლება, შემდეგ – დიაკვნად. როცა დიაკვნობაში დაყოფს რამდენიმე ხანს და ემსახურება მღვდლებს დღეების განმავლობაში, შემდეგ აკურთხონ მღვდლად. თუ ეპისკოპოსი უნდა გახდეს, შვიდი დღის ჟამისწირვის შემდეგ მოიყვანონ ეპისკოპოსად ხელთდასხმისათვის. ეს ეხება იმათ, ვისაც რაიმე საჭირო მიზეზი აჩქარებს, ხოლო ვისაც სათანადო მიზეზი არა აქვს ასაჩქარებლად, მათ წელი და წლები უნდა დაყონ თითოეულ ხარისხში და უფრო მეტად – დიაკვნობაში, რადგან დიაკონთა სიმრავლის გარეშე ვერც ერთი საეკლესიო წესი ვერ იქნება სათანადოდ მშვენიერი. ამიტომ ვამცნებთ ყველა ეპისკოპოსს, რომ დიაკონთა უფრო გამრავლებისათვის იღვწოდნენ თავიანთ ეკლესიებში. მონაზონს, რომელიც მღვდელი ან ეპისკოპოსი უნდა გახდეს, ჯერ მონაზონთა დიდი სქემით სრულყოფას ვუბრძანებთ და შემდეგ შეიძლება მისი მღვდლად კურთხევა.

        კანონი 4

        ხელთდასხმის შესრულების წესი ისე უნდა აღსრულდეს, როგორც ნეტარებით მოხსენიებული გიორგი მთაწმიდლის ახალ ”კურთხევანშია” აღწერილი. ეკლესიის კურთხევა, საკურთხევლის დამყარება და ღმერთმყოფელი მირონის განწმენდა ასევე უნდა შესრულდეს, როგორც მასშია მოხსენებული.

        კანონი 5

        ქრთამის და საფასურის შესახებ, რომელსაც ხელთდამსხმელნი მიიღებენ ხელთდასხმადთაგან, წმინდა მოციქულთა და მამათა მიერ ადრე დადგენილისამებრ ჩვენც განვსაზღვრავთ, რომ ასეთი უნდა ჩამოშორდეს ეკლესიას და მას უნდა აეკრძალოს მღვდლობა თავის მაკურთხეველთან ერთად. ამიერიდან ასეთი რამის ჩადენა არავინ გაბედოს. ვინც გაბედავს, შეჩვენებულ იქნეს ისე, როგორც სვიმონ მოგვი პეტრე მოციქულისგან (შდრ. საქმე მოციქ. 8, 9-20). ნუ მიიღებენ ნურაფერს ნურასოდეს, ნურც ხელთდასხმამდე, ნურც ხელთდასხმის დროს, ნურც ხელთდასხმის შემდეგ, ნურც ქრთამს, ნურც ძღვენს, ნურც ევლოგიას; კათალიკოსი – ეპისკოპოსებისა, დიაკვნებისა, ქორეპისკოპოსებისაგან, ეპისკოპოსები – დიაკვნებისა, მღვდლებისა, ქორეპისკოპოსებისა, სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელთა და ეკლესიის მნეთაგან.

        კანონი 6

        სამღვდელო ჭურჭლის და ღმრთისადმი შეწირულ სიწმინდეთა შესახებ, როგორიცაა ბარძიმ-ფეშხუმი, სამწერობელი, ყოველივე ეკლესიისთვის შეწირული და ერთხელ ღმრთისათვის მიცემული ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი, მინა, სტავრა, სირმით ნაქსოვი, სპილენძი, რკინა, ხე, თიხა, ქვა, – ვადგენთ წმინდა კანონთა მიხედვით, რომ არავის მიეცეს მათი ხმარების უფლება, ტყვეთა გამოსახსნელადაც კი, გინდ უქმად და უხმარად ეწყოს და ფეხით სათელად ეყაროს ეკლესიის საგანძურში. ხოლო თუ ვინმე გაბედავს მათ ხმარებას ეკლესიის გარეთ, გარდა იმ საჭიროებისა, რისთვისაც ეს ნივთები დაწესებულია და რა სახითაც ეკლესიის სამსახურებლად ან საკურთხევლისთვის შექმნილია, მას მოელოდეს ამქვეყნად ბაბილონელთა მეფის ბალტაზარისა (შდრ. დან. 5, 23-31) და ანანიას და საფირას სასჯელი (შდრ. საქმე მოც. 5, 1-10), ხოლო იმქვეყნად საუკუნო ცეცხლი, გამზადებული ეშმაკებისა და მათი ანგელოზებისთვის.

        კანონი 7

        ამასთან ერთად ისიც გავიხსენოთ, რომ ეკლესიისა და საკურთხევლის გარეშე არც ნათლისცემა შეიძლება, არც გვირგვინთა კურთხევა. არ შეიძლება არც მონაზონის კურთხევა ეპისტოლითა და სქემით. არც მონაზონ-მღვდელს აქვს ნება გვირგვინის კურთხევისა. არც მღვდელს აქვს ნება, მონაზონი აკურთხოს.

        კანონი 8

        პირველი ან მეორე გვირგვინის კურთხევის შემდეგ ცოლ-ქმარს წმინდა საიდუმლოს ზიარება მართებთ იმ დღეს, რომელ დღესაც იკურთხნენ, თუ რაიმე ზომასგადასული სიბილწით შეპყრობილნი არ არიან. თუ უზიარებლობით დასჯილნი არიან, შემდეგ შეასრულონ მათთვის დაკისრებული უზიარებლობის კანონი.

        კანონი 9

        მეორე გვირგვინის მაკურთხეველი მღვდელი სადილზე ნუ მივა ჯვარდაწერილებთან. მეორედ დაქორწინებულ ცოლ-ქმარს პირველი გვირგვინის მსგავსი კურთხევით ნუ აკურთხებენ. ამ დადგენილების დამრღვევი მღვდელი განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.

        კანონი 10

        ვადგენთ, რომ ამიერიდან ჩვილი ქალ-ვაჟის გვირგვინი არ ეკურთხოს. თუ მათ მშობლებს საჭიროდ მიაჩნდეთ, დაინიშნონ ისინი ერთმანეთზე და შემდეგ, როცა სრულწლოვანებას მიაღწევენ, იქორწინონ. ქალი 12 წელზე უმცროსი ნუ დაქორწინდება. ამ კანონის დამრღვევი, ზემოხსენებული განჩინების თანამდები იყოს.

        კანონი 11

        ქორეპისკოპოსად კათალიკოსმა და ეპისკოპოსმა აირჩიონ სჯულისა და საღმრთო წიგნთა მცოდნე მღვდელი ან დიაკონი და ღმრთის შიშით ემცნოს მას ყველა ქრისტიანული წესის უბიწოდ დაცვა. მან არაფერი არ უნდა გასცეს ქრთამად, არაფრი გაყიდოს ვერცხლზე, როგორც იუდამ უფალი, რათა მისი ჩამოსახრჩობი თოკი არ მიიღოს მემკვიდრეობით.

        კანონი 12

        ზემოთქმულის შემდეგ, გვგონია, საჭიროა ამის გახსენებაც: ძალიან ბევრი და აურაცხელია მოძღვრად წოდებული მონაზვნების რიცხვი. ერთ მონასტერში ხუთი, ათი, ხშირად ოცი და ოცდაათიც არის, თუ მონასტერი დიდია. ეს კი მრავალი შფოთისა და განხეთქილების მიზეზი ხდება. ამისთვის ვადგენთ, რომ ამიერიდან შეწყდეს ამგვარი უწესობა. პირველად ამას დავაწესებთ: იმას, ვინც სამღვდელო პირი არ არის, არა აქვს უფლება, იყოს სულის განმკითხველი, რადგან მას ჯერ შეკვრისა და გახსნის უფლება უნდა ჰქონდეს და შემდეგ შეუძლია სულთა განკითხვას მიჰყოს ხელი. ამასთანავე, დიდ მონასტრებში ორ-ორო, ხოლო მცირეში საკმარისია, რომ იყოს თითო მოძღვარი. თუ ვინმე ამ დადგენილებას გადავა, უეჭველად გაიგონოს მან, რომ ჭეშმარიტების გარდამავალთ და ურჩებს, სიცრუის მორჩილებს – რისხვა, სულისწყრომა, ჭირი, გაჭირვება და ა.შ.

        კანონი 13

        ის წესი, რომლითაც შეკრებილებს დასასხდომად მოუწოდებენ, ამიერიდან ნუღარ იქნება. მონასტერში ნუ მოაწყობენ ერის სავაჭრო შეკრებას, მონასტერში ნურც სხვა სამოქალაქო და ამქვეყნიური წესი შესრულდება, რათა სალოცველი ადგილის ავაზაკთა გამოქვაბულად გადაქცევით თქვენი სულების ”ფარდულები” საღმრთო სიტყვით არ დაიქცეს, როგორც ფულის დამხურდავებელთა ტაბლები (შდრ. მათე 21, 12-13). ამის ჩამდენნი წმინდა მამებისა და კრებათამიერი განკანონების ღირსნი გახდებიან.

        კანონი 14

        ერთ საკურთხეველთან ერთი და იმავე შესაწირავის შეწირვით მრავალი სულისთვის მრავალი მღვდლის მიერ ჟამისწირვა წესი არ არის და უკუგდებულია, იგი ნუღარსად შესრულდება. კიდევ უფრო დიდი საეპისკოპოსო ეკლესიის ან მონასტრის საკურთხეველზე არ არის წესი ჟამისწირვის შესრულება ვინმე ერთისთვის, არც ცოცხლისთვის, არც მიცვალებულისთვის, აღაპისა და სულის სახსენებლად დაწესებული დღის გარდა. წესია, რომ ჟამისწირვა აღსრულდეს იმ ეკლესიის მაშენებლებისა, შემომწირველებისა და ერთად ცოცხალი და მიცვალებული ყველა ქრისტიანისთვის. ერთი კაცისათვის ან ერთი სულისათვის პატარა სამლოცველოში ან ეკლესიის შტოში ერთმა მღვდელმა უნდა წიროს ჟამი.

        კანონი 15

        ვინც ხაჩეცართა, სომეხთა ღმრთისმავნებლობით მწვალებლობიდან მართალ და უზაკველ სარწმუნოებას შეუდგება, წმინდა და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდება და შეაჩვენებს ერთბუნებიანთა ბილწ მწვალებლობას, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტეს შესახებ უვიცად ამბობს, რომ იგი არის ერთი ნებისა და ერთი მოქმედებისა, ღმრთეებისა და კაცობისაგან შეზავებული, არც ღმრთაებრივი და არც კაცობრივი, არამედ რაღაც შერეული და უცხო, მათთვის განვაწესებთ ასე: სრულიად ნათელ-სცენ, როგორც წარმართებს, რადგანაც დიდი ეკლესიები, როგორიცაა ანტიოქიის საპატრიარქო საყდარი და სხვა მისი მიმდევარი აღმოსავლეთის ეკლესიები, ასე მოქმედებენ.

        კანონი 16

        აგრეთვე განვაწესებთ, რომ მართლმადიდებელი მამაკაცი მწვალებელ ან წარმართ დედაკაცს ან დედაკაცი მამაკაცს არ უნდა შეეუღლოს, რადგან ყველა მართლმადიდებელი ღმრთის ტაძარია ჩვენში დამკვიდრებული მისი სულისათვის, ხოლო ყველა ბოროტად მადიდებელი და ყველა არა მადიდებელი – ეშმაკის ტაძარია. არაფერი აქვს საერთო ღმრთის ტაძარს კერპებთან, ბნელს – ნათელთან, მოწმობს საღმრთო მოციქული. ვინც ამიერიდან გაბედავს ამის ქმნას, განკანონებულ უნდა იქნეს ის პირველთქმული კანონით.

        კანონი 17

        შევიტყვეთ, რომ მრავალი სჩადის ასეთ უწესობას, ეს უფრო ეხება დიდგვაროვან, წარჩინებულ და არა უბრალო კაცებს. ეს უწესობა ხდება კიდით-კიდემდე და არაერთგან: გვირგვინს უკურთხებენ ერთხორცად შესაერთებელ მეუღლეებს და აკურთხევენ დედაკაცის გვირგვინს სხვა უცხო მამაკაცთან და მამაკაცისას – სხვა მამაკაცთანვე. რა უნდა იყოს ამაზე უწესო და უფრო სასაცილო? ეს ხომ სავსებით ჰგავს მარკიონის მოწაფეთა საქციელს, რომლებიც მკვდრის მაგიერ ნათლავენ ცოცხალს. ამგვარად გვირგვინკურთხეულნი, მამაკაციც და დედაკაცის, უნდა ჩაითვალონ მემრუშე ცოლ-ქმრად, რადგან კურთხევისას სხვისი სახელი იხსენიება და სინამდვილეში კი სხვა არის წარმოდგენილი. რაც შეეხება ორ მამაკაცს, რომლებმაც ერთად იკურთხეს გვირგვინი, ვინ და რა სახელი უნდა მოიგონოს მათთვის, გარდა იმისა, რომ დასცინოს მათ და აბუჩად აიგდოს ასეთი, ჩვენი სჯულისა და კეთილწესიერების, კაცობრივი ქცევისა და ჩვეულების-გარეშე უსჯულოება. ამის გამო ვადგენთ: მათ, ვინც აქამდე ასე არიან კურთხეულნი და მოხუცებულობის ასაკს მიღწეულნი, შევუნდოთ არცოდნის მიზეზით, ხოლო თუ მომავალში სადმე აღმოჩნდებიან ასეთნი, ისინი სჯულიერ ცოლ-ქმრად ნუ ჩაითვლებიან. ამიერიდან ნურავინ გაბედავს ამის ქმნას. თუ სადმე მოხდეს ასეთი რამ, ის ოთხი კურთხეული და ორი მათი მაკურთხეველი მღვდელი, – ექვსივე განკანონებულ იქნენ.

        კანონი 18

        ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სადომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისაგან. ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი – კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. დაბ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა! კაცთათვის ღმრთისაგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ: მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება როგორც რაღაც სქელი და მძიმე, დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირდთან არეული, რათა დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე. ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავს ხშირი ალმურის სისქედ, ხელით საძიებელი სიბნელის ფერად და დამახრჩობელ კვამლად, ნიშნად რისხვისა. ამასთან ერთად მიწა – მყარი, მტკიცე და მასზე დამყარებულ სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს, პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს. შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს. წყალიც უცხოდ და შეცვლილად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე, ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან, როგორც ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით. ამ ურჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არა მხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ მათი კაცობისა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოს ყველა მხარეში ხმაგავარდნილი მოდგმა, მათი სამეფოთი და მთავრებით, არა მარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა.

        არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში: ”რაჲ ზიარებაჲ იყო ბელიარისი ქრისტეს თანა?” (II კორ. 6,15), რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით ისრაელის ნეშტიღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას – დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს – განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას.

        კანონი 19

        ერთმანეთის პატივით თაყვანისცემის მიზეზად ჩვენ შორის მყოფი ღმრთის ხატება არის აღსარებული და ქადაგებული ჩვენს დიდ მოძღვართა და მამათა მიერ. ცხადია, ღმრთის ხატის თაყვანისმცემელი ღმერთს სცემს თაყვანს მისი საშუალებით და ღმრთის ხატის მაგინებელიც ღმერთს აგინებს უეჭველად, როგორც წერს ამას წმინდათა შორის დიდი ბასილი.

        ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღმრთის შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელი ცოდვა სრულიად მოისპოს ყველა ენისა და ჩვენი მოდგმისაგან და ვინც ამიერიდან შეაგინოს თავისი სული, გონება და პირი ზემოთქმული უსახური გინებით, ისიც განკანონებულ იქნეს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: