მართლმადიდებლობის ზეიმი (ნაწ. II)

მართლმადიდებლობის ზეიმი

„ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ“ (მთ. 7,15).

_________________________________________

ანათემა ეკუმენიზმის მწვალებლობის წინააღმდეგ

“ანათემა მათ ვინც ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს და ასწავლის, თითქოს ქრისტეს ეკლესია ე. წ. ‘განშტოებებად’ დაიყო, ანდა – თითქოს ეკლესია ხილულად არ არსებობს და მხოლოდ მომავალში შეიქმნება, როდესაც ყველა განშტოება (აღმსარებლობა) და სერთოდ ყველა რელიგია ერთ სხეულად გაერთიანდება. ანათემა მათაც, ვინც ეკლესიის მღვდლობასა და საიდუმლოებს, მწვალებელთა მღვდლობისა და საიდუმლოებისაგან არ განასხვავებს და ამბობს თითქოს მწვალებელთა ნათლობა და ევქარისტია საკმარისია ცხონებისათვის. ანათემა მათაც, ვისაც შეგნებულად აქვს ურთიერთობა (ლოცვითი კავშირი) ხსენებულ მწვალებლებთან, ანდა იცავს, ავრცელებს და ესარჩლება ეკუმენიზმის ახლად მოვლენილ მწვალებლობას, ვითომცდა ძმური სიყვარულის ანდა განყოფილი ქრისტეანების სავარაუდო გაერთიანების საბაბით!”

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

მღვდელმთავართა ფიცი

“პირობას ვდებ, დავიცვა წმ. მოციქულების, შვიდი მსოფლიო კრებისა და კეთილმორწმუნე ადგილობრივი კრებების მიერ განჩინებული კანონები, რომელნიც ჭეშმარიტებით არიან დაკანონებულნი. პირობას ვდებ დავიცვა აღმოსავლეთის წმ. მართლმადიდებელი კათოლიკე სარწმუნოების კანონები და წმიდა განწესებები, მტკიცედ და ურღვევი სახით სიცოცხლის ბოლომდე. ყოველივეს რასაც აღიარებენ ეს კანონები ვაღიარებ მეც. ყოველივეს, რასაც უარყოფენ, უარვყოფ მეც… ხოლო თუ გადავალ პირობას ანდა წინააღმდეგი ვიქნები ღვთიური კანონისა, ჩამომერთვას პატივი სრულად და უცხო ვიქმნე მადლისაგან სულიწმიდისა”.

„დღეს წმიდა ეკლესია ყველას გასაგონად ჩამოთვლის სატანისაგან წარმოშობილსა და გამოსულ სწავლებებს. ეს სწავლებები ღვთის მტრობის გამომხატველია, წინააღმდგომნი ჩვენი გადარჩენისა, წარმტაცებელნი ჩვენი ცხონებისა. ეკლესია ამხილებს ამ მოძღვრებებს, როგორც მგელ მტაცებელთ, გველთ წარმწყმედელთ, როგორც მპარავთა და მკვლელთ. იგი ანათემას გადასცემს ამ სწავლებებს და მათაც ვინც შეუპოვრად ადგას ამ გზას; ამით გვიფარავს ამ მოძღვრებებისაგან და უფსკრულიდან ამოსვლისაკენ მოუწოდებს მათით მოხიბლულებს.“ ( წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.)

ვიდეო: ეკუმენიზმი

ვიდეო: 1991. Канберра. Генеральная Асамблея ВСЦ


ვიდეო: ეკუმენისტური ერესი მოქმედებაში. პატრიარქთა ერთობლივი ლოცვები კათოლიკებთან

patriarhul daniel slujba ecumenica 1/3

Главные еретики РПЦ ч.

Papal Voyage to Ecumenical Patriarchate

Iglesias Ortodoxas reconocen primado de Roma

Ortodoxos búlgaros piden la unidad con los católicos de mane

Benedicto XVI: fe viva en Albania

Gospel in Greek at Papal Inagural

Auguri ecumenici

Serbian Patriarch Irinei has celebrated Hannukah in a synagogue
სერბეთის პატრიარქი დღესასწაულობს ხანუკას სინაგოგაში

”ვინც პირველქმნილ კეთილმსახურების სჯულს არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შემობრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს წმინდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი, როგორც უცხოები, გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის მოკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას” (დიდი სჯულისკანონი, მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 19).

”გალატელებმა უფალი გულწრფელად იწამეს და მთელი სულით მიიღეს სახარებისეული ამბავი ქრისტეში გადარჩენის შესახებ; ხოლო წმ. პავლე მოციქულს ისე ემადლიერებოდნენ ჭეშმარიტებაზე მათი მოქცევისათვის, რომ მზად იყვნენ, თვალები დაეთხარათ და მისთვის მიეცათ. მაგრამ, როგორც კი წმ. პავლე დაშორდათ, მათთან მივიდნენ ცრუ-მოძღვრები, ასევე სახარებით, მაგრამ არა წმინდა, არამედ სიცრუის მინარევებით სავსე ხარებით და დაიწყეს მათი გადარჯულება. გალატელებმა მკაცრად არ გამოიძიეს, მოიხიბლნენ მათი ქადაგებით, მიიღეს ეს მახარებლები და გაებნენ სიცრუის ბადეში. მათი სიტყვები მიმზიდველად ჟღერდა, მაგრამ თავისი არსით ეს იყო დამღუპველი, ბოროტი სწავლება. ასეთი მაცდურია წმინდა და ტკბილი სახელებით შენიღბული ტყუილი!

ამის შესახებ შეიტყო წმ. პავლე მახარებელმა და მათ გონზე მოსაყვანად და ყველა დროისათვის გადაუდებელ კანონად დაადგინა: „დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1,8). და ეს რომ უკეთ დავიმახსოვროთ, კვლავ გაიმეორა: „ვითარცა წინაჲსწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1,9).” წმ. თეოფანე დაყუდებული.)

,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე, მათი ხვედრის ღირსი იყოს!” (წმ. თეოდორე სტოდიელი, იღუმენი, IXს.).

მეორე ნაწილის დასასრული

წერილში მოხმობილია საეკლესიო ტექსტები მღვდელ ზურაბ და გელასი აროშვილების შემდეგი ვებ-გამოცემიდან ”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”

http://www.studieli.com/

wm_giorgis makhvili_R




7 Responses to “მართლმადიდებლობის ზეიმი (ნაწ. II)”

  1. გიორგი Says:

    ვინც გაწევრიანებული ხართ facebook – ის ფორუმზე, გთხოვთ, ეს ალბომი დაათვალიეროთ: http://www.facebook.com/album.php?id=100001094383932&aid=35195
    გ. წულაძე

    • გიორგი Says:

      Ты прочел в Евангелии слова Христа: Всякий грех и хула простятся человекам, а хула на Духа Святаго не простится, ни в этом мире, ни в будущем . И спрашиваешь, что такое хула на Духа Святаго.
      Это хула на Духа Святаго. Безбожник, ненавистник и гонитель истины Божией хулит Духа. Самоубийца, возненавидевший жизнь и убивающий ее в себе, хулит Духа. Ибо Дух Святый назван Духом истины и жизни Подателем. В Евангелии от Иоанна написано, что Господь Иисус Христос трижды назвал Духа Святаго Духом истины (Ин. 14, 17; 15, 26; 16, 13). Кто, отрекаясь, высмеивает истину, тот отрекается от Духа Святаго и высмеивает Его, ибо Он – Дух и Истина. Почему этот грех не простится, спрашиваешь ты, в то время как другие грехи простятся? Ведь простились же Закхею сребролюбие, блуднице – плотские грехи, разбойнику на кресте – насилие, и многим другим прощены их грехи. Почему же не простится отрицание истины, безверие и высмеивание Бога Духа? Потому, что тех грехов люди стыдились и каялись в них, а здесь нет этого. Там люди грешили, но стыдом и страхом были связаны с Богом. Здесь же связь с Богом прервана, и человек-безбожник бесконечно далеко, полностью отошел от Бога. Там – слабость, здесь – упорство воли. Там душа скитается во мраке, но ищет света. Здесь душа, скитаясь во мраке, мрак называет светом. Когда у человека нет воли ко спасению, Бог не хочет насильно спасать его.
      Самоубийство, ненависть к жизни в себе, тоже хула на Духа Святаго, ибо Дух Святый назван Подателем жизни. Когда человек принимает жизнь от Духа жизни и по незнанию, откуда им получен сей дар, не благодарит Бога, то простится ему. Если же некто, приняв от Духа жизнь, с презрением отвергает ее, не простится ему ни в этом веке, ни в будущем. Чтобы это понять, разберемся, что значит “простить”. Простить грешнику грехи – значит вернуть ему всю полноту жизни, заново даровать ему жизнь. Но, если кто-то не желает жить, презирает и ненавидит жизнь, Богу больше нечего дать ему и Он вычеркивает его из Книги жизни.
      Молись Богу, чтобы сохранил тебя и твоих близких от смертного греха – безумного бунта твари против Творца.
      От Господа тебе здравия и милость.

      Святитель Николай Сербский (Велимирович)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: