გარეგინ II დიდებით დახვედრა საქართველოში

საქართველოს საპატრიარქოს მიერ სომეხთა მონოფიზიტი პატრიარქის გარეგინ II დიდებით დახვედრა საქართველოში


ვინც ხაჩეცართა, სომეხთა ღვთისმავნებლობითი მწვალებლობიდან მართალ და უზაკველ სარწმუნოებას შეუდგება, წმინდა და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდება და შეაჩვენებს ერთბუნებიანთა ბილწ მწვალებლობას, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტეს შესახებ უვიცად ამბობს, რომ იგი არის ერთი ნებისა და ერთი მოქმედებისა, ღვთაებისა და კაცობისაგან შეზავებული, არც ღვთაებრივი და არც კაცობრივი, არამედ რაღაც შერეული და უცხო, მათთვის განვაწესებთ ასე: სრულიად ნათელსცენ, როგორც წარმართებს, რადგან დიდი ეკლესიები, როგორიცაა ანტიოქიის საპატრიარქო საყდარი და სხვა მისი მიმდევარი აღმოსავლეთის ეკლესიები ასე მოქმედებენ. ( წმიდა რუის-ურბნისის კრების 15 კანონი)

მრევლის მწვალებლობით ცდუნება: 

„დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსი, გარეგინ მეო­რე მიიღო. თბილისის მთავარი საკათედრო ტაძრის შესასვლელში პატრიარქებს დროშებითა და ბაირაღებით შეხვდნენ. გარეგინ მეორე, ისევე როგორც ილია მეორე, მრევლს საკურთხევლისკენ მსვლელობისას ერთობლივად სახავდა ჯვარს. პატრიარქების ტაძარ­ში შესვლისას, მორწმუნეთა ნაწილმა ვერ გააცნობიერა, რომ ილია მეორეს გვერდით არამართლმადიდებელი პატრიარქი იდგა და გა­რეგინ მეორეს თავზე ხელის დადებით დალოცვის საშუალება მისცა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტაძრის სტიქაროსნებმა მრევლის ამ ჟესტს აგრესიით უპასუხეს. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით ”სტიქაროსანმა ხელი მომკიდა, მღვდელთან მი­მიყვანა და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩავაბარო აღსარება მწვალებლისგან კურთხევის გამოთხოვის გამო”.

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

მიუხედავად შეხვედრის დამსწრე პირთა არაერთგვაროვანი რეაქციისა, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სტუმარი ამბიონზე მი­იპატიჟა და მასთან ერთად სანთელიც დაანთო – რაც მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტთა აზრით მწვალებელთან თანალოცვა და შესაბამისად, მართალი რწმენის ღალატია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქომ 1999 წელს, რომის პაპის, ნეტარი იოანე-პავლე მეორის ვიზიტისას, მას რიყეზე მესის აღსრულების საშუალება არ მისცეს. ხოლო მრევლს სპორტის სასახლეში გამართულ პონტიფიკალურ მესაზე დასწრება აუკრძალა.

იმის გასარკვევათ მრევლის გაფრთხილება ცალკეული სასულიერო პირების ინიციატივა იყო თუ ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავდა, საპატრიარქოს პრესცენტრთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გამოხმაურების შემთხვევაში მათ კომენტარს ტაბულა აუ­ცილებლად მიაწვდის მკითხველს.

წყარო: http://www.tabula.ge/article-4504.html

სამ მსოფლიო კრებაზე: ეფესოს III (ნესტორის წინააღმდეგ), ქალკედონის IV (ევტიქის წინააღმდეგ) და კონსტანტინოპოლის(მონოთელიტების წინააღმდეგ), ეკლესიამ განაცხადა დოგმატი, რომლის თანახმად უფალი იესო ქრისტე ერთჰიპოსტასოვანი და ორბუნებოვანია (ღვთაებრივი და კაცობრივი)… მესამე მსოფლიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად.

კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: კირილე ალექსანდრიელი, იუბენალი იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი, ცელესტინე, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)… შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება – ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“. 

მონოფიზიტები (ბერძნ. მონოს – ერთი, ფიზის – ბუნება), დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე – ადამიანური, რასაც აღიარებენ დიოფიზიტები.

V საუკუნის შუა ხანებში ალექსანდრიაში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა, მონოფიზიტობა. მონოფიზიტები ქრისტეს ადამიანურ საწყისს უარყოფდნენ და მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ, 451 წელს დაგმო მონოფიზიტობა და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის განუყოფლობა – დიოფიზიტობა.

ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინეპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს კი ( 408-450) – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ…

წმ. კირილე ალექსანდრიელი–თორმეტი ანათემა

  1. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!
  2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!
  3. თუ ვინმე ერთ ქრისტეში განყოფს ჰიპოსტასებს შეერთების შემდეგ და შეაკავშირებს მათ მხოლოდ ღირსებისმიერი ან თვითუფლებრივი ან ძალმოსილებითი თანაშეკავშირებით და არა, უმალ, ბუნებითი შეერთების შესაბამისი თანაშერთვით, ანათემა!
  4. თუ ვინმე სახარებისეული და სამოციქულო ნაწერების სიტყვებს ანდა ქრისტეს შესახებ წმინდანთა გამონათქვამებს ან კიდევ თვით მის მიერვე თავის თავზე თქმულთ ორი პირისადმი ანუ ჰიპოსტასისადმი განყოფს და ერთ ნაწილს განუკუთვნებს მას როგორც ადამიანს, მამაღმერთის სიტყვისგან განცალკეცებით მოაზრებულს, მეორე ნაწილს კი, როგორც ღვთის შესაფერისს, მხოლოდ მამაღმერთის სიტყვას, ანათემა!
  5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!
  6. თუ ვინმე ამბობს, რომ მამაღმერთის სიტყვა არის ქრისტეს ღმერთი და მეუფე და თუ ვინმე უმალ თვით არ აღიარებს ერთობლივად ღმერთად და ადამიანად, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, თანახმად წერილისა, ანათემა!
  7. თუ ვინმე ამბობს, რომ იესო, როგორც ადამიანი, მოქმედებდა ღვთის სიტყვის მიერ და რომ მას უკავშირდებოდა მხოლოდშობილის დიდებულება, როგორც თითქოსდა მხოლოდშობილისგან განსხვავებულს, ანათემა!
  8. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ საჭიროა ღმერთ-სიტყვასთან ერთად მისგან მიღებული ადამიანის თანათაყვანისცემა, თანადიდება და ღმერთად თანაშერაცხვა, როგორც სხვისა სხვასთან (რადგან წინდებული „თანა” ყოველთვის იმას გვაიძულებს, რომ შემატებულობა ვიფიქროთ) და თუ ვინმე უმალ ერთი თაყვანისცემით არ სცემს პატივს ემმანუელს და ერთ აღსარებას არ უკავშირებს მას, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, ანათემა!
  9. თუ ვინმე ამბობს, რომ ერთი უფალი იესო ქრისტე იდიდება სულიწმინდის მიერ, რომ არის იგი თავისი ძალის, როგორც თითქოსდა უცხოს, გამომყენებელი და რომ სულიწმინდისგან იღებს იგი შემძლეობას, რათა იმოქმედოს უწმინდური ძალების წინააღმდეგ ან აღასრულოს ადამიანების წინაშე საღვთო ნიშნები, და თუ თავისვე საკუთრად არ იტყვის სულიწმინდას, რომლის მიერ იმოქმედა მან, აგრეთვე, საღვთო ნიშნები, ანათემა!
  10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ – სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა!
  11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ – რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!
  12. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ღვთის სიტყვა ხორცით ევნო, ხორცით ჯვარსეცვა, ხორცით იგემა სიკვდილი და გახდა პირმშო მკვდართა, რადგანაც არის იგი სიცოცხლე, ცხოველმყოფელი, და ღმერთი, ანათემა! (წმ. კირილე ალექსანდრიელი–თორმეტი ანათემა თარგმნა ედიშერ ჭელიძემ „სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“ II თბილისი, 2004 წ)

 

და ვითარცა ერთსა ბუნებასა ქრისტესა მქადაგებელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
და ვითარცა ერთსა მოქმედებასა მქადაგებელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
და ვითარცა ერთსა ნებასა ქრისტესა მქადაგებელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
და ვითარცა ქრისტეს შობისა უარისმყოფელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
და ვითარცა ხარებასა ღვთისმშობლისასა არა მედღესასწაულენი, შეჩვენებულ იქმნენ!
( სომეხ მონოფიზიტთა ანათემატიზმები წიგნიდან „საქართველოს სამოთხე” )

______________________________________________________________

მოამზადა დიდგორის „პრეს-სამსახურმა“ 

24 Responses to “გარეგინ II დიდებით დახვედრა საქართველოში”

  1. davit Says:

    ხედამ შენა, რა ყვვვილთა ფიანდაზები დაუგიატ გარეგინისთვინა! მიაფიზიტიო თუ მონოფიზიტიო, ერთი ეშმაკია და სად არის ჩვენი დოქტორანტი ახლა რარას იტყვის. თუმცა მე შენ გეტყვი შერცხვება მიაფიზიტსა, ნაღდი რა, გეუბნებით რა ასიანი დოქტორანტი და მამა ჯემალიც უგებდნენ ვარდის ფურცლებსა პადრე გარეგინს ღვთისმშობლის ხარებისა არ მედღესასწაულესა, თუ ქრისტეს შობისაცა არ მედღესასწაულე ალვაჯორას! ააა! ვახ კაცო გონება ამერია ეს რა ვნახე, ვიდეოებში რა უალვაჯორიათა პატრიარქ გერასიმე სინოდსა. მაგარი ტრაპეზიც გაუმართავთ პადრე გარეგინთანა ჯავახეთში…აფერუმ თქვენს მართლმადიდებლობას დოქტორანტ! ამათ შემყურე “მამა ჯემალსა” ნუ გუჯა მარდალეიშვილია ნამდვილი სახელითა ისე აჰრევია გონება უბედურსა ვიდეო გამოაქვეყნა აქ დიდგორზედ და წაგიშლიათ უკვე, ვიოლინოზე დაკვრითა სულ სასქესო ასოს უმღეროდა!

    • davit Says:

      ბედშავო ცხვრებოოო! თქვენი ცოდვა მიეცათ სინედრიონსააააააააააააააა! ლოოლ, მნათეუსს ჭკუა უხმარია, სანამ გარეგინთან გამაგზავნიდნენ ჯობია ჩემით პაპთან გავიქცე თეთრი ტანსაცმელი მაინც აცვია გარეგინელებივით შავ კუკლუსკლანებს მაინც არა ჰგვავანანო! ეხლა მოიცათ და ამის შემხედვარე რაც გამოაქვეყნეთ კიდე მე არ დამჩაგროთ დიდგორო და წესიერად იმეტყველეოო არ დამიწეროთ, თორემა…

      • ლომისა Says:

        ტყუილად იმოსები „დიდგორისგან“ დევნილის სტატუსით ბ-ნო დავით. წესიერი მეტყველება აქ აუცილებელია. თუ არ გაწყობს მაშინ „მამა ჯემალა“-ის და „მუზიკანტი დათიკოს“ ინფორმაციულ სივრცეში მოგიწევს გადასვლა. სიმართლის დამტკიცებას არ ჭირდება ღადაობითი მეტყველება. იმედია გაითვალისწინებთ. ისე, იდეაში გეთანხმებით მაგრამ გამოსახვას გიწუნებთ.

      • ლომისა Says:

        და კიდევ ერთი შენიშვნა! ვისაც წესიერად მეტყველება სამარცხვინოდ მიაჩნია და ღადაობით მეტყველებას აძლევს უპირატესობას სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათისას ისინიც გარკვეულწილად (თავისებურად) ეწინააღმდეგებიან ქრისტიანულ სწავლებას. აბა შე კაი დაედ-მამის შვილო სადშე თუ გინახავს რომ უფლის მოციქულები, წმინდა და ღმრთივშემოსილი მამები ღადაობით სტილში იცავდნენ ეკლესიის სიწმინდეს? გთხოვთ გაითვალისწინოთ.
        P.S. ზოგიერთს წესიერი ენით არ ესმის და იქნებ სხვანაირად გავაგებინოთო – ფიქრობს მავანი. მე ასეთ მაგალითებს ვერ მივიყვან ეკლესიის ისტორიიდან და ვინც იცის იმან მოიყვანოს.

    • ლომისა Says:

      „ნუ გუჯა მარდალეიშვილია ნამდვილი სახელითა ისე აჰრევია გონება უბედურსა ვიდეო გამოაქვეყნა აქ დიდგორზედ და წაგიშლიათ უკვე, ვიოლინოზე დაკვრითა სულ სასქესო ასოს უმღეროდა!“-ნუთუ აქამდე გათავხედნენ?!

      • davit Says:

        დალოცვილო ლომისავ რა მაღადავებს მართალსა ვჰსწერ! რამე ტყუუილი დავსწერე თუ რა. წმინდა მამებისაგან ძალიან შორსა ვარ და გაალავჯორებული ილაისა და გერასიმეს შემხედვარე სულ გავრეტრეტდი! ვიდეო კაცო არა ნახეთ მაგ მუტრუკი მევიოლინე პადრე გუჯასი, როგორ არა ნახავდით აბა რატო წაშლიდით!

      • davit Says:

        დაუდია ავატარად თბილისის ფორუმზე პადრე გუჯასა ერთი ალვაჯორი პადრეს სურათი და სიხარულით გაქვს და გამოაქვს არემარე, ისეა გახარებული ისე ილაის გარეგინი რომ მიუღია მუზიკანტი დათიკოც ვეღარ აცხრობს მის სიხარუ;ს…ოლალოოლ რა გაუვალი მყრალი ჭაობია ისევ თბილისის ფორუმზეეე! ახლა კიდევ ალვაჯორულმა ვიზიტმა ისევ დაუსიცხათ ტვინები, ბედშავნი ურაკუნებენ დერვიშურ-რასელიტურ აზრებიან თავებსა ერთმანეთს და უფრო მარდად მიექნანებიან წკვარამისაკენ!

  2. gaunatlebeli Says:

    მე მაგდენი სასულიერო განათლება არ მაქვს, რავი, მე ესე ვთვლი, თუ კაცს ქრისტეს შობის, აღდგომის და ამაღლების სწამს და მას ქრისტეს ავედრებს თავის ცოდვილ სულს, ესეიგი ქრისტიანია, ჩემთვის, როგორც უბრალო ადამიანისთვის სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.. ხოდა ყველა პროფესორი ვერ იქნება, და ასეთ ხალხს რას გვეტყვით, შევიძულოთ პატრიარქი? ზურგი ვაქციოთ ქართულ ეკლესიას? მაშინ არსობის პური საიდანღა მივიღოთ?! ვფიქრობ მარტო ერთი გზა გვაქვს, ეკლესიის იერარქიას უნდა დავემორჩილოთ და თუ ვინმე იერარქი უღირსია, მას ღმერთი მიხედავს, უბრალო ხალხის განსაკითხი ეგ არ არის..

    • ლომისა Says:

      „უბრალო ხალხის განსაკითხი ეგ არ არის..“ —ზუსტად უბრალო და ამ უბრალოებით ღირსეულ ხალხს შეუძლია სამოციქულო მხილებას მიბაძოს! ამასვე ადგენს „დიდი სჯულისკანონი“ და ვის უფრო დაეჯერება?

  3. lazi Says:

    კარგი იქნება, თუ “12 ანათემის.. შესახებ, გასაგები ენით ისაუბრებთ. ნათარგმნი რომ არის,მით უფრო. მორწმუნეს ისეც სჯერა, მაგრამ, თუკი შეძლებისდაგვარად ჩაწვდება, ალბათ, უკეთესია.—თხოვნით მოგმართავთ.

  4. მღვდ. გ. სხილაძე, ლევილი Says:

    ელია II და მელია II

    ქართლის მამამთავრად IVს. 90-იანი წლებიდან Vს. დასაწყისამდე მცხეთას იჯდა ეპისკოპოსი წმ. წინასწარმეტყვეელის სახელით _ ელია (I). რახან 1977წ-ის ბოლოს საქ. კათალიკოს-პატრიარქად დასვეს მისი მოსახელე (ძვ. ბერძნ. ელია _ ახ. ბერძნ. ილია), მას ეწოდა II.

    მაცხოვარი მისი მკვლელობის მსურველსა და წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისმკვეთელს _ მეოთხედმთავარ ჰეროდეს ,,მელს“ (ახალქართ. მელა, მელია) უწოდებს (ლ. 13,32). ,,აპოკალიფსშიც“ ანტიქრისტე მტაცებელი ცხოველების ხასიათებითა და ქცევებითაა ,,შემკობილი“ (მხეცი, გველი, გველ-ვეშაპი…). ედუარდ (მომავალში _ გიორგი) შევარდნაძეს, ჯერ კიდევ საქართველოში პირველკომუნისტობისას (1972წ-დან), ხალხში ,,თეთრი მელა“ შეარქვეს (თეთრი _ თეთრთმიანობის გამო). რადგანაც, ჩვენთვის ცნობილი არ არის ისტორიაში მსგავსი შედარება, მას მიესადაგება ,,მელია მეორეც“.

    ამ ორმა პიროვნებამ, ყველასთვის სამწუხაროდ, იმდენი დანაშაული ჩაიდინა ღმერთისა და ქვეყნის მიმართ, რომ მათ სრულ გამოაშკარავებას მიუკერძოებელი ჟამთააღმწერელნი მოახდენენ… მანამდე კი, ორივეს გულწრფელად ვუსურვებ რა დარჩენილი წლების ღრმა სინანულში განვლას, ხოლო საქართველოს _ საეკლესიო სასამართლოსა და საერო სამართლიანობის აღდგენას, მართლმსაჯულებას ვთავაზობ: გასამართლდნენ (მ. სააკაშვილთან ერთად) და რამდენი წელიც მიესჯებათ, მათი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მათ მაგივრად საკუთარი ნებით ჩავჯდები ციხეში.

    21.09.2011

    • ლომისა Says:

      მამაო, ეს აუცილებლობას წარმოადგენს? ჩვენ თუ საკუთარი ნებით ჩავჯდებით ესენი უფრო მეტ დანაშაულს არ ჩაიდენენ? ყველა შემთხვევაში თქვენს და ნამდვილ მამულიშვილთა თავისუფლებას ვისურვებდი ამ პერსონების მკაცრი მხილებისათვის.

      ციხე მაგათ შეიძლება წამალივით მოხდენოდა, თქვენი თავისუფლება კი ძალუმად ჭირდება მართლმადიდებელ მრევლს.

      ღმერთმა დაგლოცოთ მამაო გიორგი და ჯანმრთელად გამყოფოთ.

      • უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

        მინაწერი ჩვენს ბოლო კომენტარზე:

        1993წ. 6 ნოემბერს ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (СНГ) ეგიდით, ძირითადად, რუსეთის ჯარებმა, 1801, 1921 და 1991წწ-ის შემდეგ, კვლავ დაამხვეს საქ. კანონიერი ხელისუფლება და საქართველო ისევ დაიპყრეს (რასაც შეერთებული შტატები პოლიტიკურ-ფინანსურად ახანგრძლივებენ…).

        მკაცრად რომ არ ვთქვათ, _ სამშობლოს სამსახურს ვერ უწევს ან ავად უწევს ყოველი პოლიტიკოსი თუ მოღვაწე, რომელიც ამას არასდროს აღნიშნავს და პირიქით, _ არსებულ არაკონსტიტუციურ, სამხედრო ხუნტის სამართალმემკვიდრე ხელისუფლებას ცნობს და მეტიც, _ ტაშს უკრავს.

        წარმოგვიდგენია, კათალიკოს ამბროსი ხელაიას რომ საქართველოს დამპყრობი ქართველი ბოლშევიკების მთავრობა ეცნო და ეკურთხებინა?! ისტორია ხომ მას ქვეყნის მოღალატეთა რიგს მიათვლიდა?! ამჟამინდელმა პატრიარქმა კი ასეთი და მსგავსი ხელისუფლება ოთხგზის ცნო და დალოცა…

  5. davit Says:

    gaunatlebeli Says:
    30/07/2011 at 7:46 pm ხოდა ყველა პროფესორი ვერ იქნება, და ასეთ ხალხს რას გვეტყვით, შევიძულოთ პატრიარქი? ზურგი ვაქციოთ ქართულ ეკლესიას? მაშინ არსობის პური საიდანღა მივიღოთ?! ვფიქრობ მარტო ერთი გზა გვაქვს, ეკლესიის იერარქიას უნდა დავემორჩილოთ და თუ ვინმე იერარქი უღირსია, მას ღმერთი მიხედავს, უბრალო ხალხის განსაკითხი ეგ არ არის..///////////

    შე დალოცვილო გაუნათლებელო, მერე ეს საიტი რისთვის არის, განათლდი რა! კაცოო, აბა რაებსა სწერ, პური არსობისა მანდამაინც გარეგინისა და ილია პატრიარქის ხვევნა-კოცნა მტლაშამტლუშით უნდა მიიღო? ხოდა დაემორჩილე და ულოშნე ხელები ხან ფეხები გარეგინსა, პაპსა, მალხაზ სონღულაშვილსა და მათ შუქურა ფაშა ზადესა!

    • davit Says:

      ეს ზარმაცი გაუნათლებელი იმიტომ ვერ განათლდა რომ ღმერთი მიხედავს ყველაფერსო, გაიძახის და თვითონ ტვინის განძრევა არ უნდა! აბა ცოტა რომ გააქნ-გამოაქნიოს თავი, ხომ მიხვდება რომ ეშმაკები ანაფორაში შემოსილან, მიტრებიც თავზე დაუდგიათ და კვერთხით ტარტაროზთან მიერეკებიან?

  6. თეკლა Says:

    გაიხარეთ დავით! კარგად ვიცინე თქვენს კომენტარზე! სამწუხაროდ უმრავლესობის სენია ეს დღეს! თვითონ ეზარებათ აზროვნება და მოქმედება და უფალი როგორც ინებებს,ისე იქნებაო გაიძახიან! მე მგონი ჩვენი ბედრკული სამშობლოს ყოველგვარი განსაცდელი აქედან მოდის, რომ საპატრიარქოში ვერ არის ყველაფერი რიგზე (რბილად რომ ვთქვათ), მრევლი დაბნეულია,აშკარად კრიტიკას ვერ ბედავს სამღვდლოებისას და რაღაც ჯადოსნური წრეა შეკრული!!!

    • ლომისა Says:

      მშვიდობა ქ-ნო თეკლა. შიშის ფაქტორიც არის! ბევრს მართლა ეშინია მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში სიმართლესაც საუბრობენ. უმთავრესი კი მაინც კერპთაყვანისმცემლობა, ფარისევლობა და მიკერძოებაა. „პლენში“ ყოფნის რომელი წელი აქვს რელიგიის მინისტრს?

  7. shota bandzeladze Says:

    ugrmsi madloba ro aset informaciebs avrcelebt chemo ketilo xalxo,es patriarqis kactmokvarebas ufro metad amtkicebs da chveni sarwmunoebis cheshmaritebas,gana ufali kvaela adamianis skvaruls ar gvaswavlis?miuxedavat religiuri gansxvavebisa,erti surati an video manaxet sadac patriarqi mattan ertad loculobs an sakurtxevelshia shesuli,kvelam kargad vicit ro ertxel romis papma daapira sakurtxevelshi shesvla da patriarqma txovnit ukan gamoistumra da auxsna rom mas ar sheezlo misi iq sheshveba,gmertma gaazleros chvnei patriarqi,sircxvilia roca mamas shvilebi usafuzvlod lanzgaven magram damijeret chven koveli sitkva zecashi iwereba,rogorc kargi aseve cudi,patriarqs lanzgavt da ganikitxavt magram is mainc tqwensze loculobs.

  8. goga Says:

    მონოფიზიტები რომ მწვალებლები არიან, ეს ფაქტია, მაგრამ მე ვერ ჩავთვლი უწმინდესის ილია მეორის ვერც ერთ მოქმედებას სარწმუნოებისაგან განდგომად ან არასარწმუნოებრივ მოქმედებად.
    მე იქ არ ვყოფილვარ და არც ის ვიცი და არც დამინახავს, თუ რა მოხდა საერთოდ, ან რა არ მოხდა მაგრამ რომც მომხდარიყო, ნაჩქარევ დასკვნას მაინც არ გავაკეთებდი. ვფიქრობ, რომ სანთლის დანთება ერთობლივი ლოცვა არ არის, ხოლო გარეგინ მეორე ჯვარს სახავდა თუ რას აკეთებდა, მისი ხელების ფათური პირადად ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ერთი რამ კი ვიცი: მე არა ვარ პატრიარქი, “მის ტაფაში” არ “გამოვმწვარვარ”, მე არ ვიცი ის, რაც იცის პატრიარქმა, რა ან როგორ ჩანს მისი გადმოსახედიდან და თუნდაც ამიტომაც თავს ვერ მივცემ მისი განკითხვის უფლებას (გარდა ამისა, განკითხვა საკამოდ მძიმე ცოდვაა, მით უმეტეს ღვთის მიერ ხელდასხმული პატრიარქის. მაინტერესებს ავტორს თუ ესმის, სად გაყო თავი?), ხოლო თუ ავტორს პატრიარქისთვის ან საქართველოს ეკლესიის მრევლისათვის რაიმე სიკეთე უნდა, მივიდეს და მისი პრეტენზიები და შეხედულებები თავად პატრიარქს უთხრას (“მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს გარეთაო”). დარწმუნებული ვარ, სათანადო პასუხს მიიღებს, თორემ თეა თუთბერიძის და “ძმათა მისთა” მსგავსად სხვადასხვა “არაქრიატიანულ და არაქართულ საქციელში”, ზურგს უკან (ინტერნეტის საშუალებით მისთვის სახელის გატეხის მცდელობა, კაგებესთან ან რუსეთის თანამედროვე სპეცსამსახურებთან მის თანამშრომლობაში და სხვა) მისი დადანაშაულება, ვფიქრობ, თავად არ არის მორწმუნე ადამიანის საქციელი.

    • ლომისა Says:

      „სამეძაო სახლის დატოვება თავისთავად (ავტომატურად) როდი ნიშნავს გაპატიოსნებას; მით უმეტეს, როცა იქ დარჩენილებთან და-ქალობას (შდრ.: და-ეკლესია) სიამოვნებით აგრძელებ… შუასაუკუნეების ერეტიკოსებს თავისებურად მაინც სწამდათ, რაღაც იდეებს მაინც იცავდნენ. დღეს კი ტაძრები აივსო _ არც მეტი, არც ნაკლები _ ურწმუნო ,,სამღვდელოებით“, რომელთა დიდ უმრავლესობას სულის ცხონება კი არა… და _ მისი უკვდავებისაც არ სჯერა. მათი მიზანი ჭეშმარიტების სამსახური კი არა, ,,თბილი“ ცხოვრებაა; ღვთისმსახურნი კი არა, რელიგიის მუშაკნი არიან. ნამდვილად სრულდება წმ. დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები ,,გაპარტახების (მოოხრების) სისაძაგლე“, რაც წმ. მამათა განმარტებით ნიშნავს წმიდა საყდართა უწმინდური მღვდელმთავრების მიერ დაპატრონებას.“ მღვდელი გიორგი სხილაძე

      • ელენა Says:

        goga შენ რას ჩათვლი და რას არა, ნეტა ვის რაში აინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს, უფალი და წმინდა მამები რას როგორ თვლიან. თუთბერიძეს გლობალიზაცია-ტოლერანტობასთან რომ არის შეხმატკბილებულ_შეკავშირებული ცრუ პატრიარქი ზუსტად მაგასაა რომ ვჩივით. ”გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩებაო” მაგრადა გაქვთ ”დამუღამებული”!

  9. mariami Says:

    yvelaferi kargad iqneba,nu ganikitxavt da ar ganikitxebit.

  10. ელენა Says:

    მარიამ, მწვალებლებისთვის ”ყველაფერი კარგად იქნება” ”ჯოჯოხეთში”!

  11. roberti(giorgi)daraselia Says:

    დღევანდელ საქართველოში ნორმალურ ადამიანს მღვდლობის სურვილი თუ გაუჩნდება,სასწრაფოდ მისახედია,გაგიჟებულა და მიტომ,დღეს კი რამდენს სურს მღვდლობა? ძალიან ბევრს,იმიტომ რომ ,მღვდლობასთან აიგივებენ ფუფუნებას და არა მართმადიდებლობნისთვის თავგანწირვას


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: