წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ ველიმეროვიჩი

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი ველიმეროვიჩი

(კრიზისი თუ ღვთის სასჯელი?)

თავდაპირველად ევროპელები, თუკი მათ რაიმე უბედურება დაატყდებოდათ თავს, „კრიზისის“ ნაცვლად ხმარობდნენ სიტყვა „სასჯელს“. ეხლა სიტყვა „სასჯელი“ შეცვალეს „კრიზისით“, გასაგები – ნაკლებად გასაგებით. თუ გვალვა დადგებოდა, ამბობდნენ: „ღვთის სასჯელი!“, წყალდიდობა – „ღვთის სასჯელი!“, იწყებოდა ომი ან ეპიდემია – „ღვთის სასჯელი!“, მიწისძვრა – „ღვთის სასჯელი!“, კალიების შემოსევა თუ სხვა უბედურებები, ყოველთვის ერთი და იგივე – „ღვთის სასჯელი!“. ეს ნიშნავს, კრიზისი გამოწვეული გვალვით, ომით და ეპიდემიით. და ეხლაც, ამჟამინდელ ფინანსურ-ეკონომიკურ კატასტროფას ხალხი აღიქვამს, როგორც ღვთის სასჯელს, მაგრამ უწოდებს მას არა „სასჯელს“, არამედ – „კრიზისს“. რამეთუ განმრავლდა უბედურება უგუნურებისაგან! ვიდრე წარმოითქმებოდა გასაგები სიტყვა „სასჯელი“, გასაგები იყო მიზეზიც, რომელმაც უბედურებამდე მიიყვანა, ცნობილი იყო მსაჯულიც, უბედურების მომავლენელი, და მიზანიც, რისთვისაც მოევლინა უბედურება. უმრავლესობისათვის ნაკლებადგასაგები სიტყვის „სასჯელის“ „კრიზისით“ შეცვლის შემდეგ, არავის შეუძლია ახსნას, თუ რისგანაა იგი, ან ვისგანაა, ან რისთვისაა. მხოლოდ ამით განსხვავდება დღევანდელი კრიზისი იმ კრიზისისაგან, რომელიც გამწვეულია გვალვით და წყალდიდობით, ომით ან ეპიდემიით, კალიების ან სხვა რამის შემოსევით.

შენ მეკითხები ნამდვილი კრიზისის, თუ ღვთის სასჯელის შესახებ? მიზეზი ყოველთვის ერთია. ყველა გვალვის, წყალდიდობის, ეპიდემიის და სხვა უბედურების მიზეზი იგივეა, რაც დღევანდელი კრიზისის: – ღვთისგან განდგომილება! ღვთისგან განდგომის ცოდვამ გამოიწვია ეს კრიზისიც და ღმერთმა მოავლინა იგი, რათა გამოაღვიძოს, გამოაფხიზლოს ადამიანები, რათა ისინი გონს მოეგნენ და დაუბრუნდნენ მას. ცოდვებისთვის არის კრიზისიც. და მართლაც, ღმერთმა გამოიყენა თანამედროვე საშუალებები ადამიანთა შთასაგონებლად: მან მიაყენა დარტყმა ბანკებს, ბირჟებს, მთელ ფინანსურ სისტემას, ამოუტრიალა დახლები ყველა ზარაფს, როგორც ეს მან ოდესღაც იერუსალიმის ტაძარში გააკეთა. გაუგონარი პანიკა გამოიწვია ვაჭრებსა და ხარკის ამკრეფებს შორის. აღაშფოთა, დაამხო, შერია, აამღვრია, შიში დათესა. და ყველაფერი ეს იმისათვის, რომ გამოიღვიძონ ქედმაღალმა ევროპელმა და ამერიკელმა ბრძნებმა, გონს მოეგონ, გაიხსენონ ღმერთი. იმისათვის, რომ მატერიალური კეთილდღეობის ნავთსაყუდელში მყარად მდგომებმა გაიხსენონ სული, აღიარონ საკუთარი უსამართლობა და მაღალ და ცხოველ ღმერთს თაყვანი სცენ.  რამდენი ხანი გასტანს კრიზისი? მანამ, ვიდრე ქედმაღალი დამნაშავენი არ აღიარებენ ყოვლადძლიერის გამარჯვებას. მანამ, ვიდრე ადამიანები არ მიხვდებიან, რომ გაუგებარი სიტყვა „კრიზისი“ გადაიყვანონ თავიანთ მშობლიურ ენაზე და სინანულის ოხვრით წამოიძახონ – „ღვთის სასჯელი!“   შენც, პატიოსანო მამაო, დაარქვი „კრიზისს“ „ღვთის სასჯელი“ და შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება. სალამი შენ და მშვიდობა უფლისაგან!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 8), თბილისი, 2005 წ.

_______________________________________________________________

კატასტროფები

იხ. ვიდეო

One Response to “წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ ველიმეროვიჩი”

  1. გეორგიანელი Says:

    როგორც აქ იხილავთ,

    http://politikurifilosofia.wordpress.com/2010/09/24/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%B2%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%99/

    არსებობენ ფინანსური კატასტროფები, ეკოლოგიური კატასტროფები და ორივე პირდაპირკავშირშია ადამიანთა ზნეობრივ კატასტროფასთან. ხოლო ამას რა შედეგიც მოჰყვება, ის უკვეა აღწერილი ამ საითის პუბლიკაციაში.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: