სოდომელთა ცოდვის შესახებ

 ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა

წმ. რუის-ურბნისის კრების კანონი 18  –  ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სადომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისაგან. ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი – კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. დაბ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა! კაცთათვის ღმრთისაგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ: მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება როგორც რაღაც სქელი და მძიმე, დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირდთან არეული, რათა დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე. ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავს ხშირი ალმურის სისქედ, ხელით საძიებელი სიბნელის ფერად და დამახრჩობელ კვამლად, ნიშნად რისხვისა. ამასთან ერთად მიწა – მყარი, მტკიცე და მასზე დამყარებულ სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს, პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს. შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს. წყალიც უცხოდ და შეცვლილად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე, ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან, როგორც ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით. ამ ურჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არა მხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ მათი კაცობისა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოს ყველა მხარეში ხმაგავარდნილი მოდგმა, მათი სამეფოთი და მთავრებით, არა მარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა. არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში: ”რაჲ ზიარებაჲ იყო ბელიარისი ქრისტეს თანა?” (II კორ. 6,15), რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით ისრაელის ნეშტიღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას – დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს – განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას.

ქალაქები სოდომი და გომორა

__________________________________________________________________________

3 Responses to “სოდომელთა ცოდვის შესახებ”

  1. ცოდვილი Says:

    თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა ძნელია ამ ცოდვებთან ბრძოლა.. თვეები გამიტარებია ტირილში და სინანულში, როცა მგგონებია რომ თითქოს დავამარცხე, უცებ, არც ვიცი საიდან, რაღაცა შემომიჩნდება კვლავ სულში და თვეების და წლების ნაწვალევს წამებში წყალში ყრის. იმდენად აუტანელია სოდომური ცოდვების ცდუნების შემოტევები, რომ ბევრჯერ მიფიქრია რომ ალბათ მართლა შეუძლებელია მასთან გამკლავება, მაგრამ ასეთად ცხოვრებაც არ მინდა, გული მერევა საკუთარ თავზე და ეს სასოწარკვეთა უარესი ცოდვებისკენ მიბიძგებს, თვითმკვლელობამდეც მივყავარ.. მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, ვებრძვი ამ საზარელ ბუნებას ჩემში, ეს უგუნურები კი ისედაც ასეთ ძნელად დასამარცხებელ ცოდვებზე ხალხს უმტკიცებენ “სამეცნიერო” ენით, თითქოს ასეთად იბადები და ვერაფერს შეცვლი და ამით უნდა იამაყო. დიახ, ასეთად იბადები მაგრამ ეს შენი ჯვარია და შეცვლა შესაძლებელია, ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, მაგრამ შესაძლებელია, უნდა იყოს! უშანსოდ ხომ არ დაგვტოვებდა აბა უფალი? დღედაღამ ვლოცულობ და ვტირივარ, ვნანობ და თან ვიცი, მწარე გამოცდილებით, რომ ეს ბოროტება არსად წასულა, ჩემშია ჩასაფრებული და სათანადო მომენტს ელოდება, ერთი წამიც საკმარისია და ისეთი ძალით მომაწვება გონებაზე რომ ვერსად გავექცევი. მაგრამ, ბოლობოლო უნდა დავამარცხო, დავამარცხებ კიდეც, ღმერთის შეწევნით. ძალიან მძიმეა ჩემნაირი ხალხის ტვირთი და ვერ წარმოიდგენთ დღევანდელი ტენდენციები კიდევ უფრო როგორ ამძიმებს, პრაქტიკულად გადარჩენის შანსს გვიკლავენ!

    • nikolaus Says:

      chemo sayvarelo dzmao))gixarodes !vind daitmens is cxondeba,titoeluli brdzolis gamo shen gelodeba dzlevis,mowamis gvirgvini..nu daecemi.mravali yofila am codvashi ukideganod cjhafluli magram uflis madlida da mati dzalit amosula am wumpedan da dges ojaxebi yavt an ki brwyinaven tavdamblobit monastrebshi.gamagrdi dzmao da tu ginda damikavshirdi.nu shegashfotebs wyeuli eshma!chven qristes mxedrebi vart!da tu davaecemit avgdgebit kidevac!

    • რონი Says:

      საყვარელო ძმაო,არ ვიცი როგორ მოგმართო,მაგრამ გიხაროდეს!გიხაროდეს იმისთვის რომ შენ მიხვდი შენს ჩოდვას და არ ამართლებ,მიენდე უფალს,ნუ წარიკვეთ სასოს,ადამიანებისთვის შეუძებელი ღვთისთვის შესაძლებელია.მე ვიცი და წამიკითკია უამრავი ადამიანი,ამ ცოდვით დამძიმებული მოსულა რა ჭმ.ეკელიაში განკურნებულა და დღეს შვილებიც კი ყავთ!დიაღ,ეს ზღაპარი არაა!!ეს რეალობა!უფალი ყოვლისშემდძლეა.გიხაროდეს და დაითმინე,რადგანაც ზეცაში მიიღებ უჭკნობ გვირგვინს!მთავარია შენი სინანულს ახდეს ის სიხარული რასაც ქვია იმის შეგრძნება რომ ღმერთი არს შიყვარული და უფრთხილდი ეს სინანული არ გადაიზარდოს იუდას,,სინანლშჰი,,..შეგიძლია შემომეხმიანო კეტილო ადამიანოდა ბევრ საინტერესო რამეს მოგაწვდი))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: