სულიწმიდის გმობის შესახებ

„რაი არს გმობაი სულიწმიდისაი“

,,სახარებაში“ წაგიკითხავს ქრისტეს სიტყვები: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ, არც სააქაოში, არც საიქიოში; და მეკითხები, რაი არს გმობაი სულიწმიდისაი.

აი, ესაა სულიწმიდის გმობა. უღმერთო, საღვთო ჭეშმარიტების მოძულე და მდევნელი გმობს წმ. სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლისმოძულე და მისი (სიცოცხლის) საკუთარ თავში ჩამკვლელი გმობს წმ. სულს. რადგანაც, სულიწმიდა წოდებულია სულად ჭეშმარიტებისა და მომნიჭებლად ცხოვრებისა.

,,სახარებაში“ იოანესაგან წერილ-არს, რომ უფალმა იესუ ქრისტემ სულიწმიდას სამჯერ უწოდა ჭეშმარიტების სული (ინ. 14, 17; 15, 26; 16, 13). თუ ვინმე უარისმყოფელი ჭეშმარიტებას დასცინის, იგი განაგდებს სულიწმიდას და დასცინის მას, რადგან უფალი იგი არს სული და ჭეშმარიტება. რისთვისაა შეუნდობელი ეს ცოდვა, მეკითხები, იმავდროს რომ სხვა ცოდვები მოგვეტევება? ზაქეს ხომ ეპატია ვერცხლისმოყვარეობა*, მეძავს _ ხორციელი ცოდვები, ავაზაკს ჯვარზე _ ძალადობა; სხვათაც მრავალთაც მიეტევათ ცოდვანი მათნი. რატომღაა მიუტევებელი ჭეშმარიტების უარყოფა, ურწმუნოება და სულიწმიდა-ღმერთის აბუჩად აგდება? იმიტომ, რომ იმ ცოდვებისთვის ადამიანემბა დაირცხვინეს და მოინანიეს ისინი, ხოლო აქ ეს არ გვაქვს. იქ კაცნი სცოდავდნენ, მაგრამ სირცხვილითა და შიშით იყვნენ ღმერთთან დაკავშირებულნი. აქ კი ღმერთთან კავშირი გაწყვეტილია და უღვთო ადამიანი ღმრთისაგან მთლიანად განვარდა მოუსავლეთში. იქ სისუსტეა, აქ _ ნების შეუპოვრობა. იქ სული წყვდიადში დაეხეტება, მაგრამ ნათელს ეძიებს. აქ, ბნელეთში მოწანწალე სული სიბნელეს სინათლეს უძახის. როცა ადამიანს ცხონება არ სწადია, მისი სამოთხეში შეყვანა ღმერთს ძალდატანებით არა სურს. 

თვითმკვლელობა, საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილი ასევეა სულიწმიდის გმობა, რახან სულიწმიდას ეწოდება სიცოცხლის მომნიჭებელი. როცა ადამიანი სიცოცხლეს იღებს სიცოცხლის სულისგან და გაუცნობიერებლად იმისა, საიდან ერგო ეს საბოძვარი, არ ჰმადლობს ღმერთს, ეს შეენდობა. თუკიღა ვინმე, წმ. სულისგან სიცოცხლეშთაბერილი, ზიზღით უარჰყოფს მას, არ ეპატიება არც ამქვეყნად, არც იმქვეყნად. ეს რომ გავიგოთ, გავერკვეთ, რას ნიშნავს ,,მიეტევება“. შემცოდეს ცოდვები მიეტევებაო _ ნიშნავს, დაუბრუნდეს სიცოცხლის მთელი სისავსე, სიცოცხლე ხელახლა მიენიჭოს. მაგრამ თუ ვინმეს არ სურს, იცხოვროს, ეზიზღება და სძულს სიცოცხლე, მისთვის არაფერიღა აქვს მისაცემი ღმერთს და იგი ამოშლის მას ,,სიცოცხლის წიგნიდან“.

ღმერთს ევედრე, რათა დაგიცვას შენ და შენიანები სასიკვდინე ცოდვისგან _ შემოქმედისადმი ქმნილების უგნური ჯანყისგან.

უფალმან მოგცეს სიმრთელე და წყალობა.

______________

   *ფულისა და სიმდიდრის სიყვარული (მთარგმ. შენ.).

რუსულიდან თარგმნა მღვდელმა გიორგი სხილაძემ

___________________________________________________________________

უღმერთო, საღვთო ჭეშმარიტების მოძულე და მდევნელი გმობს წმ. სულს

4 Responses to “სულიწმიდის გმობის შესახებ”

  1. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    კითხვა: შეიძლება თუ არა ლოცვა თვითმკვლელისათვის?

    მიგება: თვითმკვლელისადმი ლოცვის საკითხზე მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორ ალექსეი ოსიპოვის ეს პასუხი, რაც გამომიგზავნეთ, ისევე, როგორც მის სხვა მოსაზრებათა გარკვეული ნაწილი, დაღდასმულია იმ საპატრიარქოს მოდერნისტულ-ეკუმენისტური სულისკვეთებით, რომელსაც ის წარმოადგენს. მისი მოსმენა და წაკითხვა სახიფათოა იმისთვის, ვისაც საკუთარ ყურებსა და თვალებზე საღვთისმეტყველო ფილტრები არ დაუყენებია…

    მათთვის, ვინც ამქვეყნიური ცხოვრების ხანგრძლივობა, როგორც ღვთისგან გამოსასწორებლად ბოძებული საშუალება, თვითნებურად მოისწრაფა, წმ. ეკლესია ასე გვაუწყებს: პანაშვიდებისა და ანდერძის შესრულება (წესის აგება) აკრძალულია გარდა იმ შემთხვევისა, როცა თვითმკვლელი საღ ჭკუაზე არ იყო ანუ თავიდანვე შეურაცხადი იყო ან ასეთ მდგომარეობაში თვითმკვლელობამდე ჩავარდა. თანაც, სჯულისკანონში განმარტებულია, რომ მოძღვარმა დაწვრილებით უნდა გამოიძიოს მისი ოჯახის წევრთა თუ თვითმხილველთაგან, _ ნამდვილად შეიშალა თუ არა ეშმას მსხვერპლი, რადგან ასეთად სავარაუდოდ ან ყალბად წარმოაჩენენ მისი ჭირისუფლები იმის შიშით, ულოცველი არ დაგვრჩეს გარდაცვლილიო.

    არის სხვა გამონაკლისებიც: მაგ., თუ ვინმეს ძალისმიერ გაუპატიურებას უპირებენ და შესაძლო მსხვერპლი იძულებით იკლავს თავს, ასეთს ეს ქმედება, რომელიც, ბუნებრივია იუდა ისკარიოტელივით უიმედობის გამო კი არ ჩაიდინა, არამედ სიბილწის თავიდან ასაცილებლად, ქალწულმოწამეობად ეთვლება; ასევე, თუ სამართლიან ომში, ბრძოლაში ან მსგავს შემთხვევაში ვინმე თავს აიფეთქებს ანუ მტერს თავს შეაკლავს საკუთარი ჯარის, ჯგუფის, მოყვასის გადასარჩენად, ან საკუთარი სხეულით გააუვნებელყოფს სხვების (ან სხვის) დასაღუპავად ასამოქმედებელ ნაღმს ან ჩაშლის ტერორისტულ აქტს, ან თავს იკლავს მოწინააღმდეგეთა ალყაში მოქცეული ისეთი პიროვნება, ვინც სახელმწიფო ან სხვა მნიშვნელოვან საიდუმლოს ფლობს და დატყვევების შემთხვევაში, მოსალოდნელია მისი გამჟღავნება და ერვნული საშიშროება თუ არა, სირცხვილი მაინც, _ ასეთი, წმ. ათანასე ალექსანდრიელის გამოთქმები რომ ვიხმაროთ, ,,პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება“ (მისი ,,ეპისტოლე ამონ მონოზვნის მიმართ“). ასეთებმა, დიდი ალბათობაა, წმიდანობის მადლსაც კი მიაღწიონ, სიტყვისაებრ მაცხოვრისა: იმაზე დიდი სიყვარული არავისა აქვს, ვინც თავს დასდებს მეგობრისათვის.

    ჩვეულებრივ შემთხვევაში თავმოკლულთათვის კი, წმ. მამათა სწავლებით, დასაშვებია პირადი ლოცვა გულში (კვეთაში ანუ ,,პროსკომიდიაზე“ და ბარძიმ-ფეშხუმში ანუ ,,დიდ გამოსვლაზე“ მოხსენიების გარეშე) და მათ სახელზე სულიერ-ხორციელი მოწყალების გაღება.

    ღმერთმა დაგვიფაროს თვითმკვლელობისაგან და მანვე შეიწყალოს ყველა ამის ჩამდენი!

    მღვდ. გ. სხილაძე

    • ლომისა Says:

      ღმერთმა დაგლოცოთ მამაო გიორგი! ვინც მართლმადიდებელ პრეზიდენტს და კანონიერი ხელისუფლების დამცველებს ფეხდაფეხ მისდევდნენ (პუტჩისტები თეთრი მელას მეთაურობით) მოსაკლავად, ვინც ლოცვა-კურთხევას (ილია მეორე და სხვა მისი მიმდევარი მღვდელმთავრები) არ აკლებდნენ მის მდევნელებს, ვინც საერთოდ მტრობს მართლმადიდებლობას (მიშა სააკიანი და მისი სექტანტური უკანონო რეჟიმის მესვეურები) ყველაზე მეტად წუხდებიან „მართლმადიდებელი პრეზიდენტი თავს არ მოიკლავდა“- მარჩიელობით.

      ზემოთ ჩამოთვლილნი არც ადრე იწუხებდნენ ჩვენზე ლოცვით და წყევლა-კრულვას გვითვლიდნენ. ახლაც ეშმაკს ემსახურებიან ამ მარჩიელობით. ფარისევლები იყვნენ და ფარისევლობას ემსახურებიან.

      • ნიკა Says:

        ВОПРОС: Какие житейские грехи подразумеваются под страшнейшим грехом «против Святаго Духа»?
        ОТВЕТ: Как это видно из Евангелия, под самым страшным грехом «хулою на Духа Святаго» (Мате. 12, 31-32) Сам Христос Спаситель подразумевал грех упорного, ожесточенного неверия, грех намеренного противления спасающей благодати Божией, которым грешили в то время книжники и фарисеи, утверждавшие, несмотря ни на что, что Христос Спаситель совершает чудеса силою князя бесовского Вельзевула.

        Почему этот грех самый тяжкий и почему он, по словам Христа-Спасителя не простится ни в сем веке ни в будущем?

        Потому что, если человек отвергает очевидные действия спасающей благодати Святого Духа, то неоткуда взяться у него и покаянию, без которого нет спасения: он не может покаяться. Милосердие Божие безконечно, и нет греха, который побеждал бы его. Но кто упорно отвергает самое это милосердие, кто не врит в него, кто упорно и ожесточенно противится самой спасающей благодати Божией, для того как бы нет милосердия Божия, грех его остаётся непрощённым, и такой человек погибает. Грешат этого рода грехом, между прочим, сонательные самоубийцы, дошедшие до отчаяния, почему Церковь и лишает их христианского погребения и заупокойных молитв.

      • ნიკა Says:

        Потому что, если человек отвергает очевидные действия спасающей благодати Святого Духа, то неоткуда взяться у него и покаянию, без которого нет спасения: (Архиепископ Аверкий) – გამომდინარე აქედან, ერეტიკოსები შეიძლება შევრაცხოთ ”საკუთარი სულის მკვლელებად – თვითმკვლელებად”_ და მათში სინანულიც არ მოიპოვება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: