სომხური ბოროტმორწმუნეობის შესახებ

წმიდა მაქსიმე ბერძენი – სომხური ბოროტმორწმუნეობის წინააღმდეგ

სომხური ბოროტმორწმუნეობა, რომელიც მრავალი მწვალებლობისაგან შედგება, სამ უმთავრეს, ყველაზე უფრო უწმინდურ და საძაგელ მწვალებლობას შეიცავს. პირველი და უბოროტესი მათი ზრახვა ის არის, რომ ღმერთ-სიტყვის მაცხოვნებელი წამებისას, მათი აზრით, უვნებელი ღვთაებაც ისევე მოკვდა, როგორც კაცთა ნათესავი; მეორე მათი უმთავრესი მწვალებლობა ბრძნობს, რომ განკაცებულმა სიტყვამ ღვთისამ, ზეცად ამაღლების შემდგომ, განიძარცვა ყოვლადწმიდა ღვთისმ შობლის ყოვლადწმიდა სისხლით მიღებული სხეული; ხოლო მესამე მათი უმთავრესი მწვალებლობა ის არის, რომ არასწორად აღრევს ქრისტეში შეურევნელად შეერთებულ ორ ბუნებას – კაცობრივს და ღვთაებრივს, რომელნიც, ვითომდაც, ერთ ბუნებად იქცა. 

ასეთია უმთავრესი მათეული ღმრთივსაძაგელი მწვალებლობები და რა შეიძლება ვთქვათ მართლმადიდებლებმა წინააღმდეგ ამისა? ნუთუ ჩვენ ამას დავეთანხმებით, რომ ასეა? არავითარ შემთხვევაში! ნუ იყოფინ, რომ ოდესმე შევიწყნაროთ ესოდენ ღვთისმგმობი და მკრეხელური აზრები გვამოვნებით ერთი, მარადმყოფი, უკვდავი და უვნებელი ღმერთის ბუნებასა და მის უკვდავებაზე. მათეული მკრეხელობის წარმოთქმა და მოსმენა არ შეუძლიათ თვით ღმრთის წინააღმდგომ ეშმაკებსაც კი. ხოლო ეს ჩანს იმ ნათქვამიდან, რომელიც დამღუპველმა და ბოროტის დასაბამმა გველმა პირფერულად ჩასჩურჩულა დედაკაცთა წინაპარს: „არა სიკუდილით მოჰკუდეთ. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგან, განგეხუნენ თქუენ თვალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (დაბ. 3,4,–5), ანუ, უკვდავნი და უხრწნელნი იქნებით, ვითარცა თვით უფალი, რომელმან შეგქმნათ თქვენ.

მაგრამ ყოველთა შემქმნელი ღმერთის უკვდავებაზე მრავლის მეტყველება არათუ ზედმეტია, არამედ ღიმილის მომგვრელიც, რამეთუ არა მარტო ღმრთივსულიერნი წერილნი არიან სავსე მარადმყოფი ყოველთა დამტევნელის უკვდავებაზე მოწმობით, არამედ ყველაზე უფრო გარეშე ფილოსოფოსები და რიტორნიც კი უგალობენ თავიანთ თხზულებებში მარადმყოფი ღვთის უკვდავების დიდებას. მაშ, წყეული სომხები, წყეულ დიოსკორესთან(6) ერთად, როგორღა ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ღმრთაებრივი უკვდავი ბუნება მის წმიდა სხეულთან ერთად მოკვდა?

და, უკეთუ უვნებელი, უკვდავი და არაქმნული მისი ღვთაება, როგორც ისინი ამბობენ, სიკვდილს მიეცა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მისი წმიდა სულიც, ვითარცა ხორცთან ერთად შობილი, მის ღმრათაებასთან ერთად მოკვდა. და, უკეთუ ვაღიარებთ, რომ ეს ასეა, მაშინ როგორღა ვიტყვით, რომ იგი შთახდა ჯოჯოხეთს და ბჭენი რვალისანი შემუსრნა და აღმოიყვანა საუკუნითგან იქ მყოფი მართალი სულები?

უკეთუ იგი მოკვდა, როგორც ხორცით, ასევე ღმრთაებით და სულით, მაშინ, როგორღა იქნება თავად ჯვარცმულისაგან ჭეშმარიტებით თქმული: „ამისთვის უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაითა კუალად მოვიღო იგი“; და კუალად: „ხელმეწიფების დადებად მისა და ხელმეწიფების კუალად მოღებად მისა” (იოანე, 10, 17-8) და, უკეთუ, მათებურად, იგი მოკვდა როგორც ხორცით, ასევე ღმრთაებით და სულით, მაშ, როგორღა შეძლო მისი მიღება სრულებით მკვდარმა, – მან, ვინც არის განუსაზღვრელად ძლიერი ძალა ყოვლისმპყრობელი ღმერთისა? უკეთუ ადამიანის სულს, რომელიც შექმნილია სიტყვიერად და უკვდავად, არ შეუ- ძლია, რომ მოკვდეს, მაშ, ყოველთა ცხოვრება, „რომელსა მხოლოსა აქვს უკვდავება, და ნათელსა მყოფ არს მიუწვდომელსა“ (1 ტიმ. 6,16), როგორღა მოკვდა ჯვარზე თავისი უკვდავი ღმრთეებით?

კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II” (საპატრიარქოს ჟურნალი – ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″) 

და ეს ერეტიკული ზრახვა რომ ღვთის გმობაა, ღმრთივსაძაგელია და სიცრუეა, ძალიან ბრძნულად აჩვენა ალამუნდარ ისმაიტელმა, რომელიც ქრისტიანულ მართლმორწმუნეობაზე მოექცა და მოინათლა მთელი ოჯახითა და მოდგმით. ხოლო, როდესაც უწმიდურმა სევეროსმა(7) შეიტყო ისმაიტელის მამულის სჯულისაგან მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოქცევა, მაშინ მასთან გაგზავნა თანამზრახველი ორი ეპისკოპოსი და შეეცადა მის მიდრეკას ღმრ- თივსაძაგელ თავის მწვალებლობაზე. როდესაც მწვალებლები ალამუნდართან მივიდნენ და ხანგრძლივი საუბარი გაუბეს სევეროსის მოძღვრებაზე, ალამუნდარმა დაითხოვა ისინი და უთხრა: „ხვალ კიდევ ვისაუბრებთ ამაზე“, ხოლო მწვალებელთა წასვლის შემდგომ მან თავის ერთგულ მსახურს უთხრა: „სევეროსის მოგზავნილები კიდევ რომ მოვლენ ჩემთან და თავიანთ მწვალებლურ მოძღვრებაზე საუბარს დამიწყებენ, მაშინ მომიახლოვდი და ყურში ჩამჩურჩულე: მიქაელ მთავარანგელოზი უკვე გარდაიცვალა-თქო“.

როცა სევეროსის კაცნი კვლავ მოვიდნენ და ხანგრძლივად სიტყვაფლიდობდნენ წინაშე ახლად ნათელღებული ალამუნდარისა, მაშინ მივიდა მათთან მსახური და თავის ბატონს წასჩურჩულა, რაც დავალებული ჰქონდა. ალამუნდარი უმალ მოჩვენებით მწუხარებას და ნაღველს მიეცა, თავი ჩაქინდრა და იდაყვდაყრდნობილი მდუმარედ იჯდა, ეპისკოპოსების სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა და, როცა ჩააცივდნენ და მწუხარების მიზეზს გამოჰკითხავდნენ, ალამუნდარმა უპასუხა: „შევიტყვე, მთავარანგელოზი მიქაელი გარდაიცვალა და როგორ არ ვიდარდო, როდესაც ასეთ მცველს მოვაკლდი?“ რაზეც მათ შესძახეს: „არ დაიჯერო, პატივცემულო ბატონო, არაფრით მიაქციო ყურადღება ამგვარ ამბავს, ეს აშკარა ტყუილია, რამეთუ ანგელოზთა ბუნება სიკვდილს არ ექვემდებარება, რადგან ყოველთა შემოქმედმა შექმნა ისინი უკვდავად“.

მაშინ ალამუნდარმა უთხრა: „მაშ, მითხარით, გთხოვთ, უკეთუ ანგელოზთა ბუნებას, რომელიც ყოველთა შემოქმედმა შექმნა უკვდავად, არ შეუძლია, რომ მოკვდეს, მაშინ დაუსაბამო და მარადიული, რომელსა მხოლოსა აქვს ბუნებითი უკვდავება, და ნათელსა მყოფ არს მიუწვდომელსა, – როგორ უნდა მომკვდარიყო თავის უკვდავი ღმრთეებით, თავისი მაცხოვნებელი წამებისას? ძლიერ შემცდარხართ და დიდად შორს ხართ ჭეშმარიტებისაგან, თქვენს მოძღვართან ერთად“. ასეთი ბრძნული მოსაზრებებით დაუყო პირი მწვალებლებს და არცხვინა ახლად ნათელღებულმა ისმაიტელმა.

კიდევ სხვა საკვირველი სასწაულიც მოვისმინოთ – არა ამქვეყნიური, არამედ ღვთის განგებულებით – ზეცითგან გამოცხადებული, ჭეშმარიტი კეთილმორწმუნეობის საუწყებლად და საძაგელი სომხური მწვალებლობის სამხილებლად:

როდესაც უნეტარესი პატრიარქი პროკლე(8) სასულიერო წოდებასთან და ერთან ერთად კონსტანტინეპოლის შემოგარენს მოივლიდა, ცრემლით ლოცვას აღასრულებდა და ევედრებოდა ხშირი და საშინელი მიწისძვრების შეჩერებისათვის, – იმ დროს, უეცრად, ხალხიდან პატარა ბავშვი აღეტაცა ზეცად, ყველა მორწმუნის თვალწინ, რომლებიც დიდი შიშით ღაღადებდნენ: „უფალო, შეგვიწყალენ“. შემდგომ ბავშვი კვლავაც უვნებლად დადგა მიწაზე. როდესაც უნეტარესმა პროკლემ ბავშვს ჰკითხა, თუ რა იხილა და რა ისმინა იქ, ყრმამ უპასუხა, რომ წმიდა ანგელოზები იქ სამწმიდაოს საგალობელს გალობდნენ დანართის გარეშე, ისევე, როგორც ამქვეყნად გალობს წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

ამის თქმისთანავე, ღვთის მიუწვდომელი განგებით, ბავშვი გარდაიცვალა. ხოლო გამონათქვამი „დანართის გარეშე“ ნიშნავს შემდეგს: უსჯულო სევეროსმა, რომელიც ქრისტეს ღმრთაების შესახებ ბრძნობდა, რომ იგი ვნებას ექვემდებარებოდა, და სურდა ამ მწვალებლობის დანერგვა, თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ სამწმიდაო დანართით ეგალობათ შემდეგნაირად: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, ჩვენთვის ვნებულო, შეგვიწყალენ ჩვენ“. ამ დანამატით – „ჩვენთვის ვნებულო“, ყოვლადუწმიდურს სურდა ეჩვენებინა, რომ ქრისტეს ღმრთაება ივნო ანუ მოკვდა მის წმიდა სხეულთან ერთად. რა შეიძლება, რომ ამ გმობაზე უარესი და საძაგელი რამ იყოს წინაშე ღვთისა?

უკუეთუ მხოლოდშობილის ღმრთაება ივნო, ანუ მის წმიდა სხეულთან ერთად მოკვდა, როგორც ის უწმიდურნი ამტკიცებენ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სრულად წმიდა სამებაც ივნო, ანუ მოკვდა, რამეთუ ერთ არს ღმერთი, ერთ არს ბუნება და ერთ არს არსება სამებისა განუყოფელისა. რამეთუ წმიდა სამება განუყოფელად განიყოფება ჰიპოსტასებით, ხოლო არსებით შეერთებულია შეურევნელად, ე. ი. ერთ არს ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება ერთარსება, იგივ განიყოფება და განუყოფელია, განიყოფება ჰიპოსტასებით, ხოლოგანუყოფელია არსებით, ბუნებით და ღმრთეებით. ამიტომ, ცხადად მხილებულნი არიან უწმიდური სომხები სევეროსთან ერთად, რამეთუ ისინი გმობენ წმიდა სამებას, როდესაც მის ვნებას აღიარებენ, ანუ სიკვდილს – მხოლოდშობილის მაცხოვნებელი წამების დროს.

ო, რა უწმიდურებაა და რა სატანური ნააზრევია? მარტო ამ ერთი მწვალებლობისათვის გვმართებს მათი მოძაგება სრულად და მათგან განშორება, თანახმად ღმრთის მოშურნის გამოთქმისა: „ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენ და მტერთა შენთა ზედა განვკფდი? სიძულვილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე“ (ფს. 138, 21-22).

კიდევ ერთი საკვირველი ამბის შესახებ მონათხრობი მოვისმინოთ, რომელიც ღვთის განგებით მოხდა ჭეშმარიტების საჩვენებლად და სევეროსისეული ღმრთივსაძაგელი გმობის სამხილებლად.

როდესაც ქალკედონში შეიკრიბა 630 ღმრთივსულიერი მამა წმიდა მსოფლიო IV კრებაზე და მრავალი დღის მანძილზე ჭეშმარიტებისათვის გულმოდგინედ გამოარჩევდნენ, ამ დროს დემონური პაექრობით შეპყრობილი მწვალებლები ძლიერ ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელთა მიერ საღმრთო წერილიდან მოყვა ნილ მტკიცებებს. მაშინ ორივე მხარემ, განგებით, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო: ჭეშმარიტებაზე მინიშნება ღვთისათვის მიენდოთ და ყოვლადდიდებულ დიდმოწამე ეფემიასათვის. ამისთვის ორივე მხარემ ცალ-ცალკე დაწერა თავისი სარწმუნოების სიმბოლო და დაბეჭდა; შემდეგ გახსნეს მოწამის წმიდა ნაწილების ჩასასვენებელი, დასდვეს ორივე წერილი მის წმიდა ნეშტზე და მართლმადიდებლებმა წარმოსთქვეს: „შენ, უფალო, გულთამხილავო, ლოცვითა ყოვლადდიდებულისა მოწამისა შენისათა, არწმუნე წინააღმდგომთა ჭეშმარიტებისა შენისათა!“ შემდგომ დახურეს წმიდა ლუსკუმა, კვლავ დაბეჭდეს და თავ-თავიანთ ადგილს მიაშურეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ერთობლივი შეთანხმებისამებრ, შეიკრიბნენ და წმიდა საძვალე გახსნეს – ო, რა საოცარი და აღმატებულია ყოველ გონებაზე სასწაულნი შენნი, ყოვლადნეტარო და კაცთმოყვარეო მეუფეო! – ნახეს, რომ მართლმადიდებელთა წერილი მაგრად ეპყრა წმიდა მოწამეს ხელში, ხოლო მწვალებლების – შორს ეგდო, მის წმიდა ფერხთით, ვითარცა ღმრთივსაძაგელი და ყოვლითურთ ღმრთისმგმობელობით აღსავსე. სხვა კიდევ მეტი რაღაა საჭირო მათი მწვალებლობის სარცხვენად? მაგრამ არ დასცხრებიან უსჯულოები! არის კიდევ საეკლესიო სიტყვა, რომელიც ამბობს, რომ მტრული მხარის მოწმობა უფრო უტყუარად ითვლება; და ვინ შეიძლება ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების უფრო დიდი მტერი იყოს, ვინემ – ეშმაკი? ამიტომ, ზემოთ ნათქვამს დავუმატებ კიდევ ერთ მოწმობას, რომელიც ეშმაკებმა თქვეს და ამით დავამთავრებ სიტყვას:

კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადის ბატონობის დროს ელადაში იყო ერთი ადგილი, თავისი ჯადოქრობით ყველაზე ცნობილი. ეწოდებოდა პითია(9), სადაც ულამაზესი საკერპო ტაძარი იყო აგებული და მასში იდგა ცნობილი კერპი, რომელსაც ყველა წარმართი განსაკუთრებულ პატივს სცემდა და მათებურად „ღმერთი“ – აპოლონი ერქვა. მასთან ყველა ხალხის კერპთაყვანისმცემელი მიემართებოდა ყოველი მხრიდან და თითოეული მათგანი თავის კითხვაზე პასუხს იღებდა აპოლონის ქურუმებისაგან დემონური მზაკვრებით. და აი, ამიტომაც ჰქონდათ ამ „ღვთისადმი“ დიდი რწმენა კერპთაყვანისმცემელ ხალხებს.

უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მაცხოვნებელი წამების შემდეგ და შემდგომად მის ზეცად ამაღლებისა, როდესაც ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებით გაბრწყინდა მთელი მზისქვეშეთი, და ერთნი სიხარულით შეუდგნენ მოციქულთა ქადაგებას, ინათლებოდნენ, ხოლო მეორენი ძლიერ ეწინააღმდეგებოდნენ ყოველივე ამას და მთელ ქვეყანაზე ამის განსჯა და ურთიერთშორის ბრძოლა შეიქმნა, მაშინ აპოლონის ერთმა ქურუმმა, როდესაც დაინახა, რომ მთელი ქვეყანა ესოდენმა მღელვარებამ მოიცვა და მოკლე ხანში ყველა შეძრა, მოისურვა თავისი „ღმერთი” აპოლონისაგან შეეტყო, თუ რა იყო ეს ახალი მოძღვრება, მთელ ქვეყანას რომ მოეფინა, და ვინ იყო იესო ქრისტე. გაბედა და ყოველივე ამის შესახებ ჰკითხა თავის კერპ- ღმერთ აპოლონს. ხოლო ეშმაკი, რომელიც იდუმალ მტრობდა ქრისტეს კეთილმორწმუნეებს, შეკითხვისათვის განურისხდა თავის მსახურს, არ მოუწონა საქციელი და უთხრა: „უმჯობესი იყო, სულაც არ გეკითხა ჩემთვის ამაზე, წყეულო მსახურო ჩემო” მაგრამ, ღვთაებრივი ძალით იძულებულმა, მოკლედ განუმარტა თავის მსახურს განკაცებული ქრისტე ღმერთის საშინელი საიდუმლო, უამბო მისი მაცხოვნებელი წამების შესახებ და დასძინა: „ჯვარცმული არის ღმერთი, მაგრამ ღმრთაება მისი არ ვნებულა“.

ამის შემდეგ რას იტყვის უღირსი სევეროსი თავის სამგზის წყეულ სომეხ მიმდევრებთან ერთად? აი, სხვა ყოვლითურთ ცბიერმა აპოლონმა, ღვთის ძალით, თავისი საკუთარი ნების წინააღმდეგაც კი აღიარა ქრისტე მაცხოვარი, როგორც ვნებული და როგორც უვნებელი: ვნებული, როგორც ადამიანი, რამეთუ იყო სრული კაცი, და უვნებელი – ღმრთაებით. ხოლო დიოსკოროსს, სევეროსს და მათ მიმდევარ წყეულ სომხებს როგორ არ ეშინიათ იმის მტკიცება, რომ ივნო ქრისტეს უკვდავი ღმრთაება მისი მაცხოვნებელი წამების დროს?

ამიტომ, გირჩევ, როგორც ერთგულ მეგობარს და საყვარელ ძმას, განეშორე მათ უწმიდურ საკრებულოს და მათთან პირმოთნე საუბრებს (ანუ მას, რასაც დღეს ეკუმენისტები დიალოგებს უწოდებენ–მ.ნ.), უკეთუ ნამდვილად გსურს ბოლომდე უვნებლად დაიცვა შენში წინაპართაგან გადმოცემული მართლად მადიდებელი სარწმუნოება – რამეთუ განხრწნიან კეთილსათნო ჩვევებს ბოროტი საუბრები, როგორც იტყვის სამოციქულო სიტყვა. და კუალად: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე“ (ტიტე 3,10). წყეული სომხები კი, არა თუ პირველი და მეორე, არამედ შვიდი კრების მოძღვრებას ეწინააღმდეგებიან. და როგორღა ღირს-ვყოთ ისინი ჩვენთან ურთიერთობით და საუბრებით? იცოდე, რომ ყველა მწვალებლობის მეთაური არის ეშმაკი, რამეთუ სახარებაში მოხსენიებული მტერი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც სუფთა და უმწიკვლო სახარებისეულ ღვთისშემეცნების ხორბლის ყანაში ცბიერების ღვარძლი დათესა, ანუ ის ღმრთივსაძაგელი სხვადასხვა მწვალებლობა, რომელშიც ჩვენს ჩათრევას ესწრაფის ყოვლადუწმიდური და სურს განგვაშოროს მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რომლის მოძღვრებითაც გვწამს მარადმყოფი და დაუსაბამო ღმრთაების – ყოვლისამპყრობელისა და ერთარსებისა და განუყოფელისა ყოვლადწმიდისა სამებისა და საშინელი, ყოველ- თა გონებასა და სიტყვაზე აღმატებული საიდუმლო – მხოლოდშობილი ძის განკაცებისა, რომელიც წმიდა სამების ერთი პირია და რომლისაგან და რომლისა მიერ სამუდამოდ შეიმუსრა ბოროტის ძლიერი ისრები; იარაღი მისი განქარდა და სამკვიდრებელ მისი შეიმუსრა და, ვითარცა უძლური ფრინველი, გმობისა და დათრგუნვის საგნად იქცა ყოველთაგან, რომელთა ყოვლითა გულითა და ჭეშმარიტებით სწამთ ჯვარცმული იესო ქრისტესი, ვინც სძლია ეშმაკნი.

ნუ ვიქნებით უზრუნველნი და უგრძნობელნი, როცა ჩვენი ცხონებისა და ცხოვრების ესოდენ შეურიგებელი და ცბიერი მტერი გვყავს; არამედ მხნე ვიყოთ და ვიფხიზლებდეთ მარადჟამს და რაოდენი იგი არ დაცხრება და ყოველგვარი მზაკვრობით აღიჭურვება წინააღმდგომად და მოსაკვდინებელად ჩვენდა, ეგრეთვე ჩვენც აღვიჭურვოთ კეთილმორწმუნეობის იარაღით, მისი ლეგიონისა და მისი დამცველი ღმრთივსაძაგელი მწვალებლების წინააღმდეგ და მოვიზღუდოთ ყოვლითა გონებითა და ღმრთივსულიერი წერილის ცოდნით, რათა ოდესმე ჩვენც განვიცადოთ უფრო ძლიერი საჭმელი და მთელი ცხოვრება ოდენ რძით არ ვიკვებებოდეთ.

მტკიცედ აღვიჭურვოთ დოგმატთა ყოვლადსაჭურველით, როგორიც არის იოანე დამასკელის საღვთისმეტყველო თავნი და მტკიცედ დავისწავლოთ ისინი, რათა დავუყოთ დაუდუმებელი პირი ჩვენს მტრებს და დავამხოთ ყოველი წინააღმდგომი ქრისტეს ნებისა, რამეთუ ქრისტემ მოგვცა ხელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა და ყოველთა ბოროტთა ძალთა, „რამეთუ არა არს ბრძოლა ჩუენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე“ (ეფეს. 6,12) და რომელთა ნაირგვარი მანქანება და განსაცდელი დაამხოს უფალმა და უვნებელად საუკუნოდ დაგვიცვას ჩვენ, ამინ!

——————————

6 დიოსკორე I (444-451) – ალექსანდრიის პატრიარქი, მონოფიზიტი.

7 სევეროსი (512-538) – ანტიოქიის პატრიარქი, მონოფიზიტი.

8 პროკლე (434-446) – კონსტანტინეპოლის პატრიარქი

9 პითო (იხ. ბერძნ. სახელთა ორთოგრაფ. ლექსიკ.); პითია – მისანი ქალი აპოლონის ტაძარში

___________________________________________________________________

wm_giorgis-makhvili_r

One Response to “სომხური ბოროტმორწმუნეობის შესახებ”

  1. davit Says:

    რა მახვილია! რა წერილია! შენ დაგელოცოს მარჯვენა წმინდაო მამაო მაქსიმე!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: