სომეხთა წუალებათათვის

თარგმანება სომეხთა წუალებათათვის, თუ რომლითა შეიჩუენებიან სომეხნი (სომეხთა სწავლების მხილება)

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

ვითარმედ, ვითარმცა ხრწნილებისა, რომელ არს შიმშილი, წყურვილი და სხუა კაცობრივი უხრწნელებისა არა მგონებელნი, შეიჩუენებიან.

და ვითარცა ერთისა ბუნებისასა ქრისტესსა შორის მგონებელნი, მგმობელნი, შეიჩუენებიან.

და ვითარცა ერთსა მოქმედებასა ქრისტესსა მგონებელნი, მგმობელნი, შეიჩუენებიან.

და ვითარცა ერთსა ნებასა მის შორის ბოროტად მეჩქურენი. შეიჩუენებიან.

და ვითარცა ქრისტეს შობისა უარის მყოფელნი, შეიჩუენებიან. და ვითარცა ხარებასა ღუთის მშობლისასა არა მედღესასწაულენი, შეიჩუენებიან.


და ვითარცა ხატსა ქრისტესსა და ღუთის მშობლისასა და ყოველთა წმიდათა საიდუმლოთა არა თაყუანის მცემელნი, შეიჩუენებიან.


და ვითარცა უცომოსა პურისა მსხუერპლად შემწირუელნი, შეიჩუენებიან. და ვითარცა ღვინოსთანა ქრისტეს სისხლისასა წყლისა არა განმზავებელნი, შეიჩუენებიან.


და ვითარცა სახარებისა გარდამქცეველნი, შეიჩუენებიან.


და ვითარცა ცრუ მღვდელობისა მათისა ცხადათ განმსყიდველნი და სამთვრალოთ მყოფელნი მათისა ეკლესიისანი, წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ, ვითარცა სიმონიანნი, შეიჩუენებიან და იუდას თანა დაიწესებიან.

რომელ თვინიერ მარილისა შეიქმნან უცომოსა და მკუდარსა მსხუერპლსა მოცემისაებრ ებრაელისა, შეიჩუენებიან.

რომელ იანვრის თვის ხუთსა ჰყოფენ ხარებასა უწესოებით არა პატივისათვის ღუთისმშობლისა, შეიჩუენებიან.

რომელ არა ექუსსა იანვარსა დღესასწაულობენ ნათლისღებასა, არამედ განვლენ მდინარედ მაჩუენებლობით, შეიჩუენებიან.

რომელ დღესასწაულობენ თორმეტსა თვის იანვრისასა ნათლისღებასა ქრისტესსა, რომელ არს გარდაქცეულება დიდი, შეიჩუენებიან.

რომელ არ აქუსთ მირონნი, არამედ ბალაზინისა ზეთსა იხმარებენ, შეიჩუენებიან.

რომელ ნათლისღებასა არა სცხებენ ზეთსა, არამედ უდებ ჰყოფენ, შეიჩუენებიან.

რომელ ნათლისღებასა შინა არა იქმნების მათ მიერ შებერვა ახალ ნათელღებულთა, შეიჩუენებიან.

რომელ არცა ერთსა რასამე ლოცუათა შინა მათთა დაუბრთ ჰსჯულად არა თქმად მამაო ჩუენოსა, არცა იტყვიან, შეიჩუენებიან.

რომელი დაუძსთ ჰსჯულად მამათა მათთა, ვინცა ვინ შაბათსა ანუ კვირიაკესა მარხუათა თანა აღირაცხვენ თვინიერ ხოლო განცხადებისანი ამისთვის, შეიჩუენებიან.

რომელ წმიდათა დიდთა მარხუათა შაბათ-კვირიაკეთა სჭამენ სძესა და კვერცხსა და ერბოსა, რომელნიმე ცხადად, რომელნიმე ფარულად, შეიჩუენებიან.

რომელ სახსენებელსა წმიდათასა არა აღასრულებენ ამისთვის, შეიჩუენებიან.

 საპატრიარქოს სტიქაროსნები ყვავილთა ფურცლებს უფენენ  სომეხ მონოფიზიტ მწვალებლებს

რომელ მიცუალებასა წმიდის ღუთისა მშობლისასა და ამაღლებასა ჯუარისასა არა დღესასწაულობენ, შეიჩუენებიან.

რომელ შემატეს ხმა განსმენილობით ქადაგებული მათ მიერ მარხუა ალაჯორისა, რომელი მიიღეს უღმერთოთა მანასკერტს ტარსუნ ქალაქსა დვინს შეკრებილთა მწუალებელთა, შეჩუენებულიმცა არიან.

რომელ ყუელიერი, რომელი პირველად ეზოდ წმიდისა მარხუისა განაწესეს წმიდათა ღმერთშემოსილთა მამათა, ამათ შეაგინეს ხორცთა ჭამათა, შეიჩუენებიან.

შეურაცხყოფენ ჟამისა წირვასა საღმრთოსა და არცა იმოსებიან თვინიერ სტიხრისა, ოლარის და ფილონისა, და არა ჰსწირავენ, რომელი კანონითა დაუწესა დიდმან სილივისტროს, შეიჩუენებიან.

რომელ ჟამის წირვის ჟამსა რამდენნი პირნი იქმნებიან მწირველნი,ერთის მეტი ვერ მიიღებს საიდუმლოს, შეიჩუენებიან.

რომელ დიდსა ხუთშაბათსა სერობასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, ოდეს ყოველნი ქრისტეანენი ეზიარებიან, ყოვლად არა აღასრულებენ, არამედ სრულიად უგულებელ ყოფენ, შეიჩუენებიან.

რომელ კნინღა დაურთავსვე და ზრახვენ იგინიცა, რაჟამს გარდაიხდიან პასექსა აღვსებისასა წელიწდეულთა კრავთა და ჰცხებენ სისხლითა მათთა წუერთილთა დასაცველად თავთა თვისთა შერაცხვენ, შეიჩუენებიან.

რომელ ჰსჯულისამებრ ურიათასა ამას ესე ვითარცა საძაგელსა მსხუერპლსა, რა მოიყუანებენ ხარსა და ვერძსა და შეამკობენ მათ ღებილითა ძოწეულითა და მათ შორის რათა მათთა დამოჰკიდებენ ხილისა თითო ფერსა და მოიყუანებენ მათ კართა თანა ეკლესიისათა და სახელ ჰსდებენ მსხვერპლად სამეუფოდ, ესე იგი არს მტლად, შეჩუენებულმცა არს ხსენება მათი.

რომელ უგულისხმა და უცნობელ არიან ურწმუნოებით ამისი, ვითარმედ სისხლი ქრისტესი დაითხია საცხოვრებლად სოფლისა და იტყვიან, ვითარმე უკეთუ არა იქმნას დაკულა და დათხევა სისხლისა ზროხისა ანუ ცხვრისა, რაჟამს ყოფდნენ ჟამის წირვასა მიცუალებულისა, არა იქმნების განსუენება სულისა მათისა, შეიჩუენებიან.

რომელ გარდამაქცეველთა წმიდისა სახარებისათა აღმოუხოციან, რამეთუ დაუდუმებლად ყოველნი ქრისტეს განხორციელებისა საიდუმლონი განგებულებანი, ვითარ იგი მლოცველისა ოფლი ქრისტესი და შეძრწუნებული არს სული ჩემი, დამიხსენ მე ჟამისა ამისგან, შეიჩუენებიან.

რომელ არ იმარხვენ მარხვათა ქრისტეს შობისათა, რომელი წმიდათა მოციქულთა განაწესეს ორმეოცი დღე, არცა კუალად წმიდათა მოციქულთასა, არცა ღვთის მშობლისათა მიცუალებისათა, არამედ აქუნ მათ მარხუანი უცხონი ჰსჯულისაგან და წესისა ქრისტეანეთასა, ვითარ იგი იმარხვენ იონნას ზედ ქალაქისათვის ნინევისა და ელიასთვის და გრიგორისათვის, დიდისა სომხითის ეპისკოპოსისა და სუბსარქისისათვის, შეიჩუენებიან.

რომელ სახე წმიდისა იოანე ნათლის მცემელისა შეაგინეს და ნიში პატიოსნისა სქემისა შეამწიკვლნეს, უსჯულოებითა მონაზონთა მათთა ერის კაცებრ ჭამითა, შეიჩუენებიან.

რომელ განაკლებენ საშუალ ჯუარისასა სამსჭუალსა რკინისა, ქვისა იყოს ჯუარი ანუ თუ ძელისა, და სცხებენ ზეთსა ქუნჯუთისასა, წესისამებრ ახალ ნათელღებულთასა და ეგრეთღა თაყუანსა სცემენ, შეიჩუენებიან.

რომელ განადგინეს ყოველი სომხითი ბერძენთა მთავრობისაგან და თანა შემწე ექმნეს სპარსთა და მომადლებისა მათისათვის მოიხვნეს ხალიფასაგან წესნი და ჰსჯულნი სრულიად ქრისტეანეთაგან, ანუ გარე კიდე განბნეულნი მათნი, ესე იგი არიან წინა დაცუეთა სამღვდელოვისა ნაწილისაგანთა ჟამსა კურთხევისასა და ღორის ხორცითა არა ჭამითა და ნაცვლად ფაყვითა მანდილთა და ბურვილობისა ქედთა მათთა ზედა ტვირთველობა მანდილთა და რათა შემდგომად ჩამოლოცვისა არა იტყვიან, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, არამედ იგინი ჯუარის წერით ოდენ ერსა მთხვეველსა ხელთა მათთა.

და წირვასა შინა ორთავე ქედთა დაიბურვენ და სახარებასა წარიკითხავენ სამხრით კერძო და მუნით ილოცვენ წესისამებრ მუსლიმისათა.

და რასა მღუდელნი და მონაზონნი მათნი ზრახვიდნენ, ამის უკუე და ესე ვითართათ ს, რომელი ითქმიან, დაიწერა არა ღირს არიან, განგდებასა მათ და განკიდგანებს წმიდა ეკკლესია და ესოდენ უკუე, ვითარცა ღუთის მბრძოლნი შეიჩუენებიან და ეშმაკისად მიცემულნი.

მთავართა თანა მათთა და მოძღვართა მრავლისა თანა მათისა ბოროტად მადიდებლობისათა.

და მერმეცა ყოველთა ქრისტიანეთა მიერ, შეიჩუენებიან. ვითარ კუალად ქრისტიანეთა შესარაცხელ არიან და არა უფროსღა ვითარცა მბრძოლნი და ქრისტეს უარის მყოფელნი, გინა ვითარ ნათლისღება მათი, კეთილ შეწყნარებულ არს და ანუ სარწმუნოება მათი შეწყნარებულ იყვნენ.

არამედ დაიყავნ უგუნურთა მათ არა წმიდათა, არა წმიდანი პირნი მათნი, ჭეშმარიტათ ქრისტიანეთა ამაოთ სახელისმდებელნი მათი და ნათლისღებაც მათსა კეთილ შემწყნარებელად მეტყველნი.

ხოლო უკეთუ მათნი წიგნნი წარიკითხეს, რომელნიმე განხორციელებისათჳს ქრისტესისა და სახარებისა და წმიდათა მამათათჳს აღუწერიათ, ვითარ ურიათა და მანიქეველთაგან.

(მიხეილ საბინაშვილი, „საქართველოს სამოთხე“, პეტერბურგი, 1882 წ., გვ. 633-635).

_____________________________________________________

One Response to “სომეხთა წუალებათათვის”

  1. davit Says:

    კაცოოო, მაინც რა ძალა აქვს არა დემაგოგიას? ოლალოოლ კინაღამ გუთანმა გარეგინის ბრატიშკა პატრიარქი ილია ნათლის ანგელად მომაჩვენა, ხოლო წმინდა ეგანტე ბნელეთის მოციქულად!!!!!!!!! ვაჰმეე ეს რა ვთქვი ეხლაღა გამოვფხიზლდი გუთანის შეგონებიდან!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: