ეკუმენიზმის პან-ერესის წინააღმდეგ

ამონარიდი მსოფლიო სამღვდელოებისა და ბერების მიერ მიღებული კონვენციიდან (აპრილი 2009)

მათ, ვინც უფლის წყალობით გავიზარდეთ ღვთისმოსავ დოგმატურ სწავლებაზე, და ვინც ყველაფერში ვემორჩილებით ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, გვწამს, რომ: კაცობრიობის ხსნის ერთადერთი გზა(I) წმინდა სამებაშია, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს საქმეებში, მოძღვრებასა და მის სხეულში, წმინდა ეკლესიაშია, რომელიც ქრისტეს სწავლების გამგრძელებელია. ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი სინათლე. (II) არ არსებობს სხვა სინათლე,  რომელსაც შეუძლია ჩვენი განათლება, არც სხვა სახელები არ არსებობს ცისქვეშეთში, რომელსაც  შეეძლებოდა ჩვენი ხსნა. ”ხსნა სხვაგან არ არსებობს. არც არანირი სხვა სახელი არ მისცემია  კაცობრიობას ცისქვეშეთში, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეევძლებდით ცხონებას.” (III) ყველა  მრწამსი, ყველა რელიგია, რომელიც უარყოფს და არ აღიარებს ქრისტეს, როგორც ”ხორციელად  მოსულ ღმერთს”(IV) ,ადამიანური განსჯის  ნაყოფსა და ბოროტის მანქანებას წარმოადგენს  (V),  რომელიც ღვთის ჭეშმარიტი შეცნობისა და ნათლობის საშუალებით ხელახალი დაბადებისკენ კი არა, წარსაწყმედელისაკენ მიაქანებს ადამიანებს. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, რომლებსაც გვწამს წმინდა სამება, სხვა რელიგიებთან არ გვაკავშირებს საერთო ღმერთი, მათ შორის არც ეგრეთწოდებულ მონოთეისტურ (ერთღმერთიან) რელიგიებთან – იუდაიზმთან და ისლამთან,  რომლებსაც არ სწამთ წმინდა სამების.

ორი ათასი წლის მანძილზე ქრისტეს მიერ დაარსებული და სულიწმიდით მართული ეკლესია  უფლის მიერ ნაქადაგებ, წმინდა მოციქულთა  მიერ გადმოცემულ და წმინდა მამების მიერ  შემონახულ და დაცულ მხსნელ ჭეშმარიტებაში მუდამ იდგა მტკიცედ და შეურყევლად. იგი  პირველი საუკუნეების მანძილზე იუდეველთა და წარმართთა მხრიდან სასტიკი დევნის დროსაც კი  არასდროს გატეხილა. ეკლესიამ შვა უამრავი მოწამე და ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული  გამოდიოდა. ამგვარად ამტკიცებდა იგი თავის ღვთაებრივ წარმომავლობას, რაზეც წმინდა იოანე  ოქროპირი ასე ხატოვნად ბრძანებს: ”არაფერია ეკლესიაზე უფრო ძლიერი… თუ შენ კაცის  წინააღმდეგ იბრძვი, შეიძლება დამარცხდე ან გაიმარჯვო, ხოლო თუ ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვი,  შეუძლებელია გაიმარჯვო, ვინაიდან ღმერთი ყველასა და ყველაფერზე ძლიერია.”(VI).

დევნის დროებით შეწყვეტისა და გარე მტრებზე (იუდეველებზე, კერპთაყვანისმცემლებზე)  მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ეკლესიაში შიდა მტრები იწყებდნენ ხოლმე გამრავლება გაძლიერებას. თავს წამოყოფდნენ  ხოლმე მრავლფეროვანი ერესები, რომლებიც ბედავდნენ, და  წმინდა მამების მიერ გადმოცემული სარწმუნოების  დამახინჯების გზით აბნევდნენ მორწმუნეებს,  ასუსტებნდენ მათ რწმენას სახარებისა და მართლმადიდებლური ტრადიციების მიმართ. წმინდა  ბასილი დიდი ეკლესიაში არსებული ვითარების აღწერისას, როდესაც მთელი 40 წლის მანძილზე  თვით უმაღლეს იერარქებს შორისაც კი მძვინვარებდა არიოზის ერესი, – წერდა: ”სრულიად  უგულვებელყოფილ იქნა წმ. მამათა დოგმები,  განადგურებულია მოციქულთა მიერ დაწესებული  ტრადიციები. ახლა ეკლესიაში შეინიშნება ახალგაზრდა სასულიერო  პირთა მიერ შემოტანილი  სიახლეები; ადამიანები ღვთისმეტყველების ნაცვლად მეცნიერული კვლევებით არიან დაკავებულნი;  ამა სოფლის სიბრძნე გვერდს უვლის ჯვრის უპირატესობას. მწყემსები ჩაანაცვლეს ცხვრის ტყავში  გახვეული მგლებით, რომლებიც ქრისტეს სამწყსოს (ფარას) განაბნევენ (VII).

რაც შეემთხვა გარეშე მტრებს, იგივე დაემართა შიდასაც – ერესებს. ადგილობრივ და  მსოფლიო კრებებზე სულიწმიდით განბრძნობილ მამათა სრული და ერთიანი შეთანხმებით მიღებულ  იქნა გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც ეკლესიამ დაამტკიცა ჭეშმარიტი,  მართლმადიდებლური სწავლება და მოახდინა  მისი გამიჯვნა-დემარკაცია ყველა დანარჩენი  სწავლებისაგან. ამიტომ, როდესაც  ზედმიწევნით ვიცავთ წმ. მამათა სწავლებებს და არ ვცვლით  მათ მიერ დაწესებულ საზღვრებს, ჩვენ დაცულნი ვართ ცდომილებისაგან. გამონათქვამები: “წმინდა მამათა სწავლების თანახმად” და “ჩვენი მამების მიერ დაწესებული საზღვრების გადაულახავად” – წარმოადგენს მართლმადიდებლური მრწამსისა და  ცხოვრების ურყევ წესს, პირდაპირ კურსსა და  უსაფრთხოების რეგულატორს. შესაბამისად, ჩვენი აღმსარებლობის მთავარი პოზიცია შემდეგნაირია:

1. ჩვენ უცვლელად და ხელშეუხებლად ვინარჩუნებთ ყველაფერს, რაც მსოფლიო კრებებისა და  წმინდა მამების მიერ იქნა დადგენილი. ვაღიარებთ და ვიღებთ ყველაფერს, რასაც ისინი  აღიარებდნენ და ვგმობთ ყველაფერს, რასაც წმინდა მამები გმობდნენ; უფრო მეტიც, ჩვენ თავს  ვარიდებთ ყოველგვარ ურთიერთობას მრწამსის საკითხებზე სიახლეების შემომტანებთან. ჩვენ არ  ვუმატებთ, არ ვაკლებთ და არც ვცვლით წმინდა სწავლებას. ღმერთშემოსილი ეგნატე ანტიოქიელი წმინდა პოლიკარპე სმირნელის  მიმართ თავის ეპისტოლეში წერს: ”ნებისმიერი, ვინც იმის საპირისპიროს ამბობს, რაც დადგენილ იქნა – მიუხედავად ამ პიროვნების სანდოობისა, მაშინაც კი, თუ ის მარხულობს, უქორწინებელია, და აღასრულებს წესებს – დაე, ის თქვენს თვალში იყოს ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი, ცხვრის  ფარის წარწყმედის მოსურნე”.

წმინდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის სიტყვების განმარტებისას: ”თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, რაც არ გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებულ იყავნ” – შენიშნავს, რომ მოციქულს ეს არ უთქვამს მხოლოდ მათ შესახებ, რომლებიც სახარებით ნაუწყების  საპირისპიროს აცხადებენ, ან თავდაყირა აყენებენ ყველაფერს, არამედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე სულ მცირე განსხვავებულს ახარებს, რაც არ  გვიცნობებია თქვენთვისო, მაშინაც კი თუ ისინი ჩურჩულით წარმოთქვამენ სხვა რამეს, დაე  შეჩვენებულ იყვნენო.” (VIII).

”იკონოკლასტების“ (საეკლესიო ტრადიციებისა და კანონების მოწინააღმდეგეთა) წინააღმდეგ მიღებული განჩინებისას მე-7 მსოფლიო კრება კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას წერს: “ჩვენ ყოველთვის ვიცავდით საყოველთაო ეკლესიის  ტრადიციებს და არასდროს მოგვიკლია ან მიგვიმატებია მისთვის რაიმე. მოციქულების მსგავსად ჩვენც ვიცავთ, ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ყველფერს, რაც წმინდა სამოციქულო ეკლესიამ წერილობით თუ გადმოცემით მიიღო პირველ საუკუნეებში,  ვინაიდან ეკლესია ვერასდროს  შეეგუება მის წიაღში სიახლეების შემოტანას და რაიმეს გამოკლების მცდელობას. ამიტომ, სულიწმიდით განბრძნობილ მამათა კანონების თანახმად, ეკლესიაში ყველაფერი ჯეროვნად უნდა დავიცვათ,  როგორც სიახლეების  შემოტანისგან, ასევე რაიმეს გამოკლებისაგან.”

წმინდა მამებისა და კრებების კვალდაკვალ, ჩვენც უარვყოფთ და შევაჩვენებთ ეკლესიის ისტორიის მანძილზე აღმოცენებულ  ყველა ერესს. დღემდე შემორჩენილი ძველი ერესებიდან – ქალკედონის მე-4 მსოფლიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების, წმინდა მამების უმრავლესობის (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. იოანე დამასკელი, ფოტი დიდი და სხვ…) სწავლებების თანახმად, ვგმობთ არიანელობას (რომელიც შემორჩენილია იეღოვას ცრუ მოწმეებში) და მონოფიზიტობას, რომელიც  წარმოადგენს ევტიხის უკიდურეს სახეს და სევეროსისა და დიოსკორეს უფრო ზომიერ ფორმას.

2. ჩვენ ვაცხადებთ, რომ პაპიზმი არის ერესებისა და ცთომილებების  მშობელი. “ფილიოქვე”ს სწავლება – რაც ნიშნავს სულიწმიდის გამომავლობას “და ძისაგან” – ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ქრისტემ სულიწმიდის შესახებ გვასწავლა. კრებებზე დამსწრე მამებიდან ყველა ერთად და ცალ-ცალკე ერესად მიიჩნევენ პაპიზმს, ვინაიდან ფილიოქვეს გარდა, პაპიზმმა უამრავ ცდომილებას დაუდო სათავე, როგორიცაა პაპის პრიმატი და  უცთომელობა, უფუარი ხმიადით ზიარება, განსაწმენდელი, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა, ქმნილი მადლი,  ცოდვების პატიების ყიდვა (ინდულგენცია) … პაპიზმმა შეცვალა ნათლობასთან, საღვთო ევქარისტიასთან და სხვა წმ. საიდუმლოებებთან დაკავშირებული თითქმის ყველა სწავლება, პრაქტიკა და ეკლესია საერო სახელმწიფოდ გადააქცია.

შუასაუკუნეებთან შედარებით თანამედროვე პაპიზმმა უფრო შორს  გადაუხვია საეკლესიო სწავლებიდან,  ისეთ დონემდე, რომ იგი უკვე  აღარ წარმოადგენს დასავლეთის ძველი ეკლესიის გაგრძელებას. მან შემოიღო ”მარიოლოგია“, მთელი  რიგი გაზვიადებული სწავლებები, როგორიცაა სწავლება ღვთისმშობლის მიერ კაცობრიობის ხსნის შესახებ. ამან გააძლიერა პენტეკოსტალის ”ქარიზმატული მოძრაობა” (სავარაუდოდ სულიწმინდაზე ორიენტირებული ჯგუფები). საღვთო ლიტურგიას პაპიზმმა შემატა სიახლენი, როგორიცაა ცეკვები და მუსიკალური ინსტრუმენტები, რამაც შეამოკლა და ძირეულად გაანადგურა საღვთო მსახურება. ცნო რა მადლმოსილება სხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორისაც, ვატიკანის მეორე კრებაზე პაპიზმმა საფუძველი დაუდო პან-რელიგიას ეკუმენიზმის ფარგლებში. დოგმასა და ზნეობრიობას შორის არსებული კავშირის გამო დოგმატურ მინიმალიზმს ზნეობრივი მოთხოვნების მინიმალიზაცია მოჰყვა, რომლის შედეგიც გახლდათ უმაღლეს იერარქთა ზნედაცემულობა და გადახრები, როგორიცაა ჰომოსექსუალობა და  პედოფილია. პაპიზმი “უნიის” მხარდაჭერით – რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებლობის კარიკატურას, რითიც იგი აცდუნებს და თავის რჯულზე გადაყჰავს მორწმუნეები – ხელს უშლის დიალოგის დაწყებას და ეწინააღმდეგება გაერთიანების შესაძლო გულწრფელ მიზნებს.

ვატიკანის მეორე კრების შემდეგ პაპიზმში შეინიშნებოდა რადიკალური ცვლილებები და გადახრები პროტესტანტიზმისკენ. თვით “ახალი საუკუნის” მრავალფეროვანი “სულიერი” მოძრაობებიც კი იქნა შემოღებული.

წმ. სვიმეონ თესალონიკელის თანახმად,  პაპიზმმა უფრო მეტი ზიანი მიაყენა ეკლესიას, ვიდრე ყველა ერესმა და სქიზმამ  ერთად აღებულმა. ჩვენ,  მართლმადიდებლებს, გვაქვს საერთო კავშირი სქიზმამდელ პაპებთან და  წმინდანებადაც მოვიხსენიებთ ბევრ  პაპს. სქიზმის შემდეგდროინდელი პაპები კი ერეტიკოსები არიან; მათ შეწყვიტეს რომის ტახტის მემკვიდრეებად ყოფნა, აღარ გააჩნიათ სამოციქულო მემკვიდრეობა, ვინაიდან უკვე აღარ აქვთ წმ. მოციქულებისა და მამების მიერ ნაქადაგები სარწმუნოება. ამ  მიზეზის გამოა, რომ ჩვენ არც-ერთ ასეთ პაპთან არ გვაქვს არათუ კავშირი, არამედ ერეტიკოსებს ვუწოდებთ მათ. ”სულიწმიდის მიმართ მკრეხელობის გამო, რაც გამოიხატება ფილიოქვეს სწავლებაში, მათ ჩამოშორდათ სულიწიმდა. ამიტომ ყველა მათი სწავლება და საქმე მოკლებულია მის მადლს. არც-ერთი მათი საიდუმლო არ არის ნამდვილი. წმინდა სვიმეონის განმარტებით: “ვინაიდან სიახლეების შემომტანნი მკრეხელობენ და სულიწმიდისაგან შორს არიან, ყველა მათი მსახურება მოკლებულია მადლს, იმდენად, რამდენადაც მათ შებღალეს და დაამცირეს სულიწმიდის მადლი… და, იმის გამო, რომ ყველაფერი ახალი, შეცვლილი და საღვთო ტრადიციის საწინააღმდეგო შემოიღეს, აღარაფერი სულიერი აღარ შემორჩათ. აი, რატომ აღარ  არის მათ შორის სულიწმიდა.“

3. იგივე და უფრო მეტიც შეიძლება ითქვას  პროტესტანტიზმზე, რომელმაც, როგორც პაპიზმის  შთამომავალმა, ბევრი ერესი მიიღო მემკვიდრეობით, და თავის მხრივ დაუმატა კიდეც მრავალი. მან უარყო ტრადიცია, აღიარებს მხოლოდ წმინდა ბიბლიას (sola scripta), რომელსაც სხვათა შორის მცდარად განმარტავს; გააუქმა სამღვდელოება, როგორც განსაკუთრებული საიდუმლო მადლის მქონე, ასევე უარყოფს წმინდანებისა და წმინდა ხატების თაყვანისცემას; ლანძღავს და აუგად იხსსენიებს წმინდა ღვთისმშობლის პიროვნებას, უარყოფილი აქვს მონასტრული ცხოვრება, წმინდა საიდუმლოთაგან აღიარებს მხოლოდ ნათლობას  და საღვთო ევქარისტიას (ზიარებას), მათშიც შეცვლილი აქვს ეკლესიის სწავლება და პრაქტიკა. იგი ასწავლის წმინდა ბედისწერისა (კალვინიზმი) და მხოლოდ რწმენის შესაბამისად გამართლების შესახებ. უფრო მეტიც, მისმა უფრო ”პროგრესულად“ მოაზროვნე ნაწილმა მღვდლობის  ნება დართო ქალებისაც და  შემოიღო ჰომოსექსუალისტებს შორის ქორწინება – რომელბსაც ასევე იღებენ სამღვდელოებაშიც. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მას არ გააჩნია ეკლესიოლოგია (საეკლესიო სწავლება), ვინაიდან ეკლესიის ცნება, როგორც მართლმადიდებლური ტრადიცია, მათთვის არ არსებობს.

4. ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება აღდგეს ერეტიკოსებთან ჩვენი კავშირი, არის მათ მიერ საკუთარი ცდომილების უარყოფა და მონანიება. იმისათვის, რომ დამყარდეს ჭეშმარიტი ერთობა და მშვიდობა, ერთობა ჭეშმარიტებაში და არა ცდომილებასა და ერესებში. რაც შეეხება ეკლესიაში ერეტიკოსთა გაერთიანებას, კანონიკური სამართალი მოითხოვს, რომ ისინი მიღებულ იქნან მხოლოდ და მხოლოდ ნათლობის შემდეგ. ეკლესიის გარეთ არა მართლმადიდებელი მღვდლის მიერ საგანგებოდ ნაკურთხ წყალში სამგზის შთაფვლის გარეშე აღსრულებული მათი წინა “ნათლობა” არანაირად არ წარმოადგენს ნათლობას. იგი მოკლებულია სულიწმიდის მადლს (რომელიც აღარ მოქმედებს სქიზმებსა და ერესებში) და ამდენად, ჩვენ არაფერი არ გვაკავშირებს მათთან, როგორც ამაზე წმ. ბასილი დიდიც მიგვითითებს: “რაც შეეხება მათ, ვინც ჩამოშორდნენ ეკლესიას, მათზე აღარ მოქმედებს სულიწმიდის მადლი. ვინც შეწყვიტა (სამოციქულო) მემკვიდრეობა, მათზე აღარ გადმოდის იგი… რაც შეეხება მათ, ვინც გატეხა ფიცი და გახდა ერისკაცი, მათ აღარ გააჩიათ არც ნათლობის უფლება, არც ხელდასხმით კურთხევა,  ვინაიდან მათთან აღარ იმყოფება სულიწმიდის მადლი, მადლი, რომლისგანაც ისინი ჩამოშორებულ იქნენ.”

აი, რატომაა უსაფუძვლო და რატომ კიდია  ჰაერში ეკუმენისტთა ახალი მცდელობა – ჩამოაყალიბონ ახალი შეთანხმება, თითქოს ჩვენ  და ერეტიკოსებს გვქონდეს საერთო ნათლობა, როგორც ამტკიცებენ კიდეც. რომ შესაძლებელია ეკლესიის ერთიანობის ხელშეწყობა არარსებული ნათლობის კავშირით, რომელიც ვითომდა ყველგან არსებობს, სადაც  კი ნათლობა აღესრულება. ეკლესიაში შესვლა და მისი წევრობა შესაძლებელია არა ნებისმიერი ნათლობით, არამედ მხოლოდ ეკლესიაში მღვდლად ნაკურთხი სასულიერო პირების მიერ შესრულებული ერთადერთი, უცვლელი ნათლობის საიდუმლოთი.

5. ვიდრე ერეტიკოსები აგრძელებენ საკუთარ ცდომილებაში დარჩენას, ჩვენ თავს ვარიდებთ მათთან კავშირს, განსაკუთრებით კი მათთან ერთად საერთო ლოცვაზე დასწრებას. წმინდა კანონები მთელი თავისი სისავსით კრძალავენ არა მარტო საერთო ღვთისმსახურებასა და ტაძრის შიგნით საერთო ლოცვას, არამედ თვით სახლებში ან სხვა  ადგილებში ყოველდღიური ლოცვების ერთად წაკითხვასაც. ეკლესიის მკაცრი დამოკიდებულება ერეტიკოსთა  წინააღმდეგ გამომდინარეობს ჭეშმარიტი სიყვარულიდან, მათი გადარჩენის გულწრფელი ინტერესიდან, და ეკლესიის დედობრივი მზრუნველობიდან, რომ ერესების მიერ მისი ერთგული მორწმუნეები არ იქნენ წარწყმედილნი. ვისაც უყვარს მოყვასი, იგი ამხელს მას ჭეშმარიტებით და არ ტოვებს მას ცდომილებაში. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი სიყვარული და შეთანხმება მხოლოდ ფარისევლობა და სიცრუე იქნება. არსებობს ასეთი გამონათქვამი კარგი ომი და ცუდი მშვიდობა. ”… სანაქებო ომი აღემატება იმ მშვიდობას, რომელიც აშორებს ადამიანს ღმერთისგან” – წერს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. წმინდა იოანე ოქროპირი კი გვირჩევს: ”თუ ხედავ, რომ ღვთისმოშიშება წამხდარია (დაკარგულია), ჰარმონიას კი ნუ არჩევ ჭეშმარიტებას, არამედ მედგრად იდექი სიკვდილამდე… არსად არ უღალატო ჭეშმარიტებას.” და სხვაგან, იგი უფრო მეტი ემფატურობით დასძენს: ”არ მიიღო არანაირი მცდარი დოგმა, რომელსაც გააჩნია სიყვარულის საბაბი.” ლათინთა წინააღმდეგ მამების ამ პოზიციას ითვლისწინებდა მართლმადიდებლური მრწამსის უდიდესი დამცვეელი და აღმსარებელი წმ. მარკოზ ეფესელი, რომელმაც ფლორენციაში თავისი აღმსარებლობა შემდეგი სიტვებით დაასკვნა: “ეკლესიის ყველა მასწავლებელი, ყველა კრება და ყველა საღვთო წერილი  მოგვიწოდებს შორს დავდგეთ მათგან, ვისაც სხვა მრწამსი გააჩნია და თავი შევიკავოთ მათთან კავშირისაგან. და რატომ უნდა ვცე მე მათ პატივი? მივყვე მათ, ვინც  ყალბი  მშვიდობის  საბაბით ისწრაფვის ერთიანობისკენ? მათ, ვინც გააყალბა სარქმუნოების წმინდა სიმბოლო (მრწამსი) და აღიარებს სულიწმიდის გამომავლობას ძისაგან?… დაე, ეს ნურასოდეს მოხდება,  ო, სახიერო ნუგეშინისმცემელო! დაე, არასოდეს არ გადავუხვიო ჩემი სარწმუნოებიდან, არამედ შენი სწავლებისა და შენს მიერ შთაგონებული წმინდა და ნეტარი მამების სწავლათა დაცვით, და ჩემი ღვთისმოსაობით მეც შევუერთდე მათ რიგებს.

6. მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე ეკლესია მყარად და უცვლელად ინარჩუნებდა ყველა ერესის მიმართ უარყოფით და დამგმობ პოზიციას, რაც ნათლადაა ჩამოყალიბებული ”მართლმადიდებლობის ზეიმის“ ღვთისმსახურებაში, რომლის  დროსაც ხდებოდა ყველა ერესის და ერეტიკოსის ცალ-ცალკე შეჩვენება, უფრო მეტიც, იმაში დასარწმუნებლად, რომ არავინ გამორჩა ანათემას, ტექსტის ბოლოს დართულია საზოგადო ანათემა: ”დაე, ყველა ერეტიკოსი შეჩვენებულ იყოს.”

საუბედუროდ, ეკლესიის ეს ერთიანი, მდგრადი და ურყევი პოზიცია,  რომელიც მას გააჩნდა მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, თანდათანობით უგულვებელყოფილ იქნა 1920 წელს კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) საპატრიარქოს მიერ გამოცემული ეპისტოლეს შედეგად. ამ ეპისტოლეში, სათაურით “ქრისტეს ყველა ეკლესიას”, ერესები პირველად იყო ოფიციალურად მოიხსენიებული ეკლესიებად, როგორც ეკლესიიდან გაუცხოვებულნი კი არა, არამედ, როგორც კვლავ მასთან დაკავშირებულნი. მიმართვა რეკომენდაციას იძლეოდა, რომ “პირველ ყოვლისა ეკლესიებს შორის სიყვარული უნდა გამოცოცხლდეს და გაძლიერდეს, და აღარასოდეს განვიხილავდეთ ერთიმეორეს უცხოდ და შორეულად, არამედ უფრო ახლობელად და ქრისტესთან კავშირში მყოფად. და ქრისტეში ღვთის აღქმის  თანამემკვიდრეებად.” (იხ. I კარმირისი, “ მართლმადიდებლური მსოფლიო ეკლესიის დოგმატური და სიმბოლური ძეგლები“ ტომ2, გვ.958)

ახლა გზა ხსნილია მართლმადიდებელი  ეკლესიის წიაღში ჯერ  პროტესტანტული სიახლის შემოტანით და შემდეგ პაპის აღიარებით – ეკუმენიზმის ერესის მიღების, ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.  ეს პან-ერესია, რომელიც აღიარებს და ახდენს ყველა ერესის, როგორც ”ეკლესიების” ლეგალიზებას და შეურაცხყოფს დოგმატურ სწავლებას ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შესახებ. ახლა პატრიარქებისა და ეპისკოპოსების მიერ განვითარებულ და თავსმოხვეულ იქნა ახალი დოგმა ეკლესიის შესახებ, ახალი საეკლესიო სწავლება. რომლის თანახმად, არც-ერთ ეკლესიას არა  აქვს უფლება თავი გამოაცხადოს, როგორც ექსკლუზიურად საყოველთაო და ჭეშმარიტმა ეკლესიამ. არამედ, თითოეული მათგანი წარმოადგენს ნაწილს და არა მთლიან ეკლესიას. ყველა მათგანი  კი ერთად შეადგენს ეკლესიას.

მამათა მიერ დაწესებული ყველა საზღვარი მორღვეულია. აღარ არსებობს ერესებსა და ეკლესიას, ჭეშმარიტებასა  და ცდომილებას შორის არსებული გამყოფი ზღვარი. თვით ერესები ახლა უკვე ”ეკლესიებად” იწოდება. ფაქტიურად, ბევრი მათგანი – ისევე როგორც პაპიზმი _ განიხილება, როგორც “და ეკლესიები“, რომელსაც ღმერთმა ჩვენთან ერთად კაცობრიობის ხსნა მიანდო.

ახლა სულიწმიდის მადლი არსებობს ერესებში და ამდენად მათი ნათლობები – როგორც სხვა ყველა მათი “წმინდა საიდუმლოებანი” ჭეშმარიტად ითვლება. ნებისმიერი ერესის მიმდევარი მათი წესებით ჩატარებული ნათლობით  მიიჩნევა ქრისტეს სხეულის, ეკლესიის წევრად. კრებების მიერ დადგენილი ანათემები ახლა ძალადაკარგულია და უდნა იქნას ამოშლილი საღვთისმსახურო წიგნებიდან. ჩვენ ეხლა ჩათრეულნი ვართ “ეკლესიების მსოფლიო საბჭოში”, სადაც თვით ჩვენი მონაწილეობის უფლების მიღებითაც კი არსებითად ვუღალატეთ საკუთარ ეკლესიურ თვითშეგნებას. ჩვენ უკუვაგდეთ,  უარვყავით  სწავლება ერთი, წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შესახებ, “ერთი ღმერთის, ერთი მრწამსის, ერთი ნათლობის შესახებ”.

7. ეს ქრისტიანთა შორისი სინკრეტიზმი ახლა გადაიზარდა რელიგიათა შორის სინკრეტიზმში, რომელიც ათანაბრებს ყველა სხვა რელიგიას – ერთადერთ, ღვთივგამოცხადებულ, ქრისტეს საშუალებით ღვთის თაყვანისცემის, ღვთის შეცნობისა და ქრისტეს მსგავსი ცხოვრების წესთან. შესაბამისად, თავდასხმა ხორციელდება არა  ერთი, წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის დოგმატურ სწავლებაზე ერესების შესახებ, რომელიც ასევე წარმოადგენს  იესო ქრისტეს გამოცხადებისა და  მხოლოდ მის მიერ კაცობრიობის გადარჩენის ძირითადი დოგმატური სწავლებასაც მსოფლიო რელიგიების შესახებ.  ეს არის ყველაზე უარესი წარმოსახვითი ცდომილება, ყველა საუკუნის უდიდესი ერესი.

8. ჩვენ გვწამს და ვაღიარებთ, რომ ხსნა  შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეში. მსოფლიოს რელიგიები და ერესები მხოლოდ დაღუპვისკენ მიუძღვიან თავიანთ მიმდევრებს. მართლმადიდებელი ეკლესია არა მარტო ჭეშმარიტი ეკლესიაა, არამედ იგია ერთადერთი ეკლესია. მხოლოდ ის დარჩა ერთგული სახარების, მსოფლიო  კრებებისა და წმინდა  მამათა გადმოცემებისა. და შესაბამისად, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია  წარმოადგენს ქრისტეს ჭეშმარიტ საყოველთაო (მსოფლიო) ეკლესიას. ნეტარი მამის იუსტინე პოპოვიჩის  თანახმად, ეკუმენიზმი დასავლეთ ევროპის ფსევდო ეკლესიათა საერთო სახელია, მათი საერთო სახელი ფაქტიურად ”პან-ერესია”.

ეს პან-ერესი მიღებულ და აღიარებულ  იქნა ბევრი მართლმადიდებელი პატრიარქის, ეპისკოპოსის, სამღვდელოების, ბერებისა და ერისკაცთა მიერ. ისინი ასწავლიან და “უსინდისოდ” ქადაგებენ მას; ისინი ამ პან-ერესს პრაქტიკაში ახორციელებენ, კავშირს ამყარებენ ერეტიკოსებთან ყველა შესაძლო გზით – საერთო ლოცვებით, ურთიერთ სტუმრობით, სასოფლო-სამეურნეო ურთერთთანამშრომლობით. ამგვარად საკუთარ თავს ეკლესიის გარეთ ტოვებენ. ჩვენი პოზიცია მსოფლიო კრებებზე მიღებული კანონიკური გადაწყვეტილებებიდან და წმინდანთა მაგალითებიდან ცხადად ჩანს. ახლა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იკისროს საკუთარი პასუხისმგებლობა.

9. რა თქმა უნდა, არსებობს საერთო კოლექტიური პასუხისმგებლობებიც; ძირითადად, ჩვენი იერარქებისა და თეოლოგების ეკუმენური ცნობიერების გამო მათი საერთო პასუხისმგებლობა მართლმადიდებელი საზოგადოებისა და მათი პირადი  სამწყსოების მიმართ. მათ ჩვენ ღვთის შიშითა და სიყვარულით ვუცხადებთ, რომ მათი პოზიცია  და გახსნილობა ყველა ეკუმენური საქმიანობის მიმართ დასაგმობია ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ვინაიდან:

ა) მათ პრაქტიკულად ეჭვი შეაქვთ ჩვენ მართლმადიდებლურ-პატრისტიკულ  ტრადიციებსა და მრწამსში;

ბ) ისინი ეჭვის მარცვალს სთესენ თავისი სამწყსოს გულებში და ხელს უწყოებენ ბევრი მათგანის კალაპოტიდან ამოვარდნას (სიმშვიდეს ურღვევენ), და ამგვარად საქმე მიჰყავთ განხეთქილებისა და სქიზმისაკენ და,

გ) ისინი მიუძღვიან თავიანთ სამწყსოს ცდომილებისაკენ და მისი საშუალებით, სულიერი წარწყმედისაკენ.

ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მათი პოზიცია დაგმობილ და უარყოფილ უნდა იქნას იერარქებისა და მორწმუნე მრევლის მთელი სისავსის მიერ.

თარგმანი შესრულებულია ვებ-საით http://oodegr.com/

———————————-

[I] იხილეთ გენადი II კონსტანტინოპოლის პატრიარქის ეპისტოლე :”კაცობრიობის ხსნის ერთადერთი გზის შესახებ”, გიორგი აკადემიკოსის მიმართ ”სრული შემორჩენილი ნაწერები – ევრეს ჩომპლეტეს დე გეორგეს შცჰოლარიოს” ტომ.I-VII, პარიზი 1928-1936, გამოც.ლ.პეტიტი-ხ. საიდრიდესი-მ.იუგი, ტომ.III, 434-452.

[II] იოანე 8:12, იოანე 3:19

[III] საქმე მოც. 4:14

[IV]1 იოანე 4:2-3

[V] იხილეთ წმინდა კოსმა ეტოლიელის სწავლებანი, I, მენუნოსის მიხედვით:” კოსმა ეტოლიელის სწავლებანი და ბიოგრაფია), ტინოსის გამოცემა, ათენი, სწავლება ა1, 37, გვ. 142: ”ყველა რელიგია მცდარია, ყალბი, ყველა მათგანი ეშმაკის მოძღვრებაა. მე მივხვდი და მეამაყება, რომ ღვთისმოსავი და მართლმადიდებელი ქრისტიანების მრწამსი ნამდვილი, ღვთაებრივი, სწორი, უტყუარი, სრულყოფილი და წმინდაა, რომ ჩვენ უნდა ვიწამოთ იგი და მოვინათლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.”

[VI] ქადაგება გადასახლებამდე”1, 33, 186.

[VII] ეპისტოლე 90, “უწმინდეს ძმებსა და ეპისკოპოსებს დასავლეთში”2, 2, 20

[VIII] გალატელთა.1, 9. გალატელთა მიმართ ქადაგება, თავი1, გვ 61, 624.

[IX] მანსი, 13, 409-412.

[X] ზნეობრივი თავაშვებულობას და დაცემულობას თვით სასულეირო პირთა შორისაც მე-15 საუკუნის დასაწყისიდანვე შენიშნავდა წმინდა სვიმონ თესალონიკელი (იხ. სვიმონ თესალონიკელის დოგმატური ეპისტოლე 16, ბალფურში, 1416/17-1429) “თეოლოგიური ნაშრომები, ცნობათა ნაწყვეტები 34, თესალონიკი 1981, გვ.218:“ და უფრო მეტიც, ისინი საერთოდ არაფრად მიიჩნევენ იმას, რომ მრუშობის შედეგად ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. მათ შორის არიან სასულერო პირები, რომელთაც ჰყავთ საყვარლები და ახალგაზრდები ვნებების დასაკმაყოფილებლად (მრუშობისათვის) და მიუხედავად ამისა, მაინც უსინდისოდ ყოვლედღიურად აღასრულებენ ღვთისმსახურებას”. იქვე, 15, გვ 216: “ისინი ასევე არ მისდევენ სახარებისეული ცხოვრების წესს; ვინაიდან ფუფუნებისა და მრუშობის არანაირ ფორმას არ თვლიან საძრახისად, და საერთოდ, რაც ქრისტიანებს ეკრძალებათ, არაფერს არ ერიდებიან”. ის ზნედაცემულობა, რომელიც ბოლო დროს შეინიშნება თვით მართლმადიდებელ სამღვდელოებას შორისაც კი, წარმოადგენს სწორედ რომ ეკუმენიზმის ლიბერალიზმისა და სეკულარიზმის (გაერისკაცება) ნაყოფს (შედეგს)…

[XI] დიალოგი 23,გვ.155, 120-121. ეპისტოლე ნეტარების შესახებ, არქიეპისკოპოსი სვიმეონ თესალონიკელი (1416/17-1429) ”თელოგიური ნაშრომები, ვლატადეს ცნობათა ნაწყვეტები34, თესალონიკი 1981, გვ:226.

[XII] ეპისტოლე კანონიკის შესახებ ა, ამფილოქვე იკონიელის მიმართ, კანონი ა. [XIII] 2006 წელს ბრაზილიაში, პორტო ალეგრეში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა მე-9 საყოველთაო კონვენცია სათაურით “წოდებულნი ვართ, რომ ვიყოთ ერთი ეკლესია”, მიღებულ და აღიარებულ იქნა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. ამ კონვენციის ტექსტის მე-8 აბზაცში ვკითხულობთ: “ქრისტეში მონათლული ყველა ადამიანი გაერთიანებულია მის სახელში”. მე-9 აბზაცში კი: ”ის, რომ ჩვენ ყველანი ზოგადად ქრისტეს მივეკუთვნებით მამის, ძის, და სული წმინდის სახელით ნათლობის შედეგად, ეკლესიებს აძლევს შესაძლებლობას და მოუხმობს ერთად სვლისაკენ, მაშინაც კი, თუ ისინი არ ეთანხმებიან ერთმანეთს. ჩვენ გარწმუნებთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ნათლობა, ზუსტად ისევე, როგორც არსებობს ერთი სხეული და ერთი სული, ერთი იმედი. ერთი უფალი, ერთი სარწმუნოება, ერთი ღმერთი და მამა ყველა ჩვენთაგანისთვის (იხ: ეფესელთა: 4:4-6). პერგამოს მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზულასი) თავის ნაშრომში ”მართლმადიდებლური სწავლება ეკლესიის შესახებ და ეკუმენური მოძრაობა”, სუროჟის ეპარქიის ჟურნალმა (ინგლისი, 1985 წლის აგვისტო, ტომ 21, გვ 23) გაუკვალეს გზა ამგვარ პოზიციას შემდეგი განცხადებით, რომ: “ნათლობის საშუალებით, მაშინაც კი, როცა ადგილი აქვს გაყოფას, განხეთქილებას, სქიზმას, კვლავ შესაძლებელია ეკლესიის სახელით ლაპარაკი… ჩემი გაგებით, მართლმადიდებლები ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობას იღებენ, როგორც მონათლული ქრისტიანების მოძრაობა, რომლებიც განხეთქილებაში იმყოფებიან, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ ერთად გამოხატონ საერთო მრწამსი. წარსულში ეს ხდებოდა სიყვარულის ნაკლებობის გამო, რომელიც ახლა ღვთის წყალობით ნელნელა ქრება.

[XIV] აპოლოგეტიკა პონტოში გამგზავრების შესახებ 82, 1, 176.

[XV] რომაელთა მიმართ, ჰომილია 22, 2 გვ. 60, 611. ფილიპელთა მიმართ, ჰომილია 2, 1, გვ.62, 119.

[XVI] ფლორენციაში სარწმონოების აღიარება, დოკუმენტებში, რომელიც ეხება ფლორენციაში გამართულ კრებას, მარკოზ ეფესელი პარ .პეტიტ, აღმოსავლეთის პატროლოგია 17, 442. [ხვიი] იხ. პაპ იოანე-პავლე II-ისა და პატრიარქ ბართლომეუსის ერთობლივი განცხადება, უკანასკნელის ვიზიტის დროს რომში 29 ივნისს, 1995 წელს. იგივე განცხადება იქნა გაკეთებული უფრო ადრე 1993 წელს ლიბანში, ბალამანდში მოწვეულ გაერთიანებულ საღვთისმეტყველო კომისიაზე, რომელიც მიეძღვნა მართლმადიდებლებსა და პაპისტებს შორის დიალოგს.

[XVIII]ეფესელთა მიმართ 4:5

[XIX] არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი, მართლმადიდებლური ეკლესია და ეკუმენიზმი, თესალონიკი 1974, გვ.224…


9 Responses to “ეკუმენიზმის პან-ერესის წინააღმდეგ”

  1. გიორგი Says:
  2. გიორგი Says:

    • გიორგი Says:

      • თამარი Says:

        მცირე რამ დანაშაული სარწმუნოების საქმეში არის მთლიანად ღმერთის უარყოფაო ერთ-ერთი წმინდა მამა იმიტომ ბრძანებს რომ იწყება ჯერ ერთი კანონის დარღვევიდან მერე მეორესი მერე მესამესი და აი სადამდე გაიზარდა! ამათ ვინც კიდევ სამღვდელოებად თვლის დაე მათი ხვედრის ღირსი გახდეს! ფუი ეშმაკს!!!

  3. Mariami Gabitadze Says:

    ეს ლექსი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მე-2 ლექსი.

    ყველაფერი კარგად იქნება

    ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ
    ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
    იფიქრე კარგი და დაიხსომე, რომ
    ყველაფერი კარგად იქნება !

    როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
    შენი ცხოვრებაც ისე იქნება,
    გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლისა
    და ყველაფერი კარგად იქნება !

    ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
    განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება,
    ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
    და ყველაფერი კარგად იქნება !

    როცა ვარდები დეპრესიაში
    და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
    მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი:
    ყველაფერი კარგად იქნება!

    რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
    შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
    რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
    ყველაფერი კარგად იქნება!

    თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
    ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება:
    ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
    და ყველაფერი კარგად იქნება!

    როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
    და შენი გული ბოღმით ივსება,
    ერთადერთია რაც გადაგვარჩენს, თქვი:
    ყველაფერი კარგად იქნება!

    დიდი ნიჭია თავშეკავება
    ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
    როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
    ყველაფერი კარგად იქნება!

    როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
    და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
    სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
    ყველაფერი კარგად იქნება!

    როდის იქნება? როგორ იქნება?
    როცა კითხვები გულში ისმება,
    ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
    ღმერთის წყალობით
    ყველაფერი კარგად იქნება !

    • ლომისა Says:

      „სამეძაო სახლის დატოვება თავისთავად (ავტომატურად) როდი ნიშნავს გაპატიოსნებას; მით უმეტეს, როცა იქ დარჩენილებთან და-ქალობას (შდრ.: და-ეკლესია) სიამოვნებით აგრძელებ… შუასაუკუნეების ერეტიკოსებს თავისებურად მაინც სწამდათ, რაღაც იდეებს მაინც იცავდნენ. დღეს კი ტაძრები აივსო _ არც მეტი, არც ნაკლები _ ურწმუნო ,,სამღვდელოებით“, რომელთა დიდ უმრავლესობას სულის ცხონება კი არა… და _ მისი უკვდავებისაც არ სჯერა. მათი მიზანი ჭეშმარიტების სამსახური კი არა, ,,თბილი“ ცხოვრებაა; ღვთისმსახურნი კი არა, რელიგიის მუშაკნი არიან. ნამდვილად სრულდება წმ. დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები ,,გაპარტახების (მოოხრების) სისაძაგლე“, რაც წმ. მამათა განმარტებით ნიშნავს წმიდა საყდართა უწმინდური მღვდელმთავრების მიერ დაპატრონებას.“ მღვდელი გიორგი სხილაძე

      • ელენა Says:

        თქვენთვის – პატრიარქისა და მისი მიმდევრებისათვის ყველაფერი ნამდვილად კარგად არის ამ მიწიურ ცხოვრებაზე, არ იკლებთ: უღმერთო ხელისუფლების მონა-მორჩილებას, ჯიპებს, ოპერას, ბალეტს, მწვალებლებთან სადილ-ვახშმებს,…, სახარებით კი ნამდვილად მწარე ჯოჯოხეთი ელოდება თქვენ პატრიარქს მწვალებლობისთვის, სახრების მცნებების იგნორისთვის!

  4. ნიკა Says:

    VATICAN ECUMENISM ORTHODOX ECUMENIST/ Православие и экуменизм. http://www.youtube.com/watch?v=ZdE4m7hNJiQ&feature=related

  5. ioane Says:

    არქიფოებმა დააქციეს ქვეყანა, მწვალებელი ილიას დავალებით ბაფტისტმა სონღულასვილმა თარგმნა ახალი ახქმა და ფსალმუნები, ირაკლი ივერიელის ლოცვა კურთხევით განიდევნა ზვიად გამსახურდია, და საქართველოც დაისაჯა


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: