წმიდაო ძალაო ზეცისაო და ყოველთა მნათობთა უნათლესო

Αγνή Παρθένε 

ყოვლადწმინდაო ქალწულო


მარიამ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთისმშობელო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო! 
დედოფალო, დედაო და ქალწულო, საწმისო ცუარისა საღმრთოისაო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
ზეციერთა ძალთა აღმატებულო, ხელთუქმნელო ნათელო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
ქალწულთა სიხარულო და ანგელოზთა უზესთაესო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
წმიდაო ძალაო ზეცისაო და ყოველთა მნათობთა უნათლესო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
უპატიოსნესო დედოფალო, წინამძღვარო ყოველთა ზეცისა მხედრობათაო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
მამათმთავართა სასოებაო და წინასწარმეტყველთა აღსრულებაო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
განსაცდელთა შინა შემწეო, კიდობანო სიტყვისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
ქალწულთა სიხარულო და დედათა სიქადულო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
უბიწოებისა მასწავლელო და სულთა ჩვენთა გამწმენდელო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
საფარველო უვრცელესო ღრუბელთაო და განსაცდელთა შინა მყოფთა ნავთსაყუდელო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!;
უძლურთა მფარველო და უსასოოთა სასოებაო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
მარიამ, დედაო ქრისტესო, ჭეშმარიტისა ღმრთისაო; აარონისა კვერთხო და ჭურჭელო მყუდროისა სიხარულისაო; ყოველთა ქვრივთა და ობოლთა ნუგეშისმცემელო;
უწმიდესო და უხრწნელო, ყოვლად ქებულო დედოფალო, ღმრთეებრივისა ძისა შენისა წყალობაი მომმადლე, ცხონების მეშუამდგომლეო, მუხლმოდრეკით გიღაღადებ – გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
წმიდა ნექტარიუს ეგინელი. (1846—1920) 
( თარგმანი შესრულებულია თინათინ მჭედლიშვილის მიერ)

wm_giorgis makhvili_R

One Response to “წმიდაო ძალაო ზეცისაო და ყოველთა მნათობთა უნათლესო”

  1. ნიკა Says:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: