მართალი ბერი მერკვილი

ბ ე რ ი   მ ე რ კ ვ ი ლ ი

ბერი მერკვილი კელიაში გამომწვარი იპოვეს!

ყურადღება!


„მთელი ეს თანამედროვე სიყალბე, აურზაური და გატაცება რაღაც „უმაღლესი პოლიტიკით“ და „ფარული დიპლომატიით“, რაშიც ახლა გაძლიერებით იზიდავენ ეკლესიის არა მხოლოდ რიგით, არამედ უმაღლეს მსახურთაც, მიზნად ისახავს სწორედ მომზადებას ანტიქრისტეს მომავალი მსოფლიო ბატონობისთვის, იმ წარსაწყმედლის ძისა, რომელიც სათავეში უნდა ჩაუდგეს ერთიან ცრუ ეკლესიას, შეკოწიწებულს მსოფლიოს ყველა „რელიგიისგან“ და ერთიან მსოფლიო სახელმწიფოს, მიღებულს ყველა ერისა და სახელმწიფოს გაერთიანებით.“

(მთავარეპისკოპოსი ამბერკი)

დიდი ხნით ადრე მოგვიწოდებდა უფალი, ქრისტეს ეკლესიაში მიდითო და არა დღევანდელ, ეკლესიებად წოდებულ მშენებარე „ცეხებში“. ქრისტეს ეკლესია ქრისტეს რჯულია, ქრისტეს მცნებათა აღსრულებაა, ქრისტესთვის მოწამეობაა, ჯვარცმაა. დღეს ჩრდილოეთიდან მოწევნული ბომბები შედეგია იმ დიდი უბედურებისა, რაც ცრუ ქრისტიანობამ მოუტანა საქართველოს, სატანურ ხიბლში შთანთქა. დიდი ხანია, რაც „ეკუმენიზმის ლომმა“, ძერჟინსკის შამბნარებიდან გამოვარდნილმა, უდაბნოდ აქცია საქართველო; ეკუმენიზმმა მამა-პაპათა ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ქრისტე მაცხოვრის შიში და სიყვარული შეღებილ ფასადებად აქცია, რაც სასჯელად, ნელ-ნელა გვემხობა თავზე და საბოლოოდ დაგვღუპავს, გაგვანადგურებს, თუ დროზე არ მოვიქცევით. სანამ ცოდვებს, ცდომილებას არ შევიცნობთ, არ შევიგნებთ, სანამ კერპის თაყვანისცემიდან ქრისტეს თაყვანისცემას არ დავუბრუნდებით და სჯულს არ დავიცავათ, ლომს მგელი მიემატება, მგელს ტურა და საბოლოოდ შთანგვთქავს; ჯოჯოხეთში კი ცდომილების შეცნობა და სინანული, ვაგლახ, რომ გვიანია!
„საზრიანი უბედურებას ხედავს და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“ (იგ. სოლომონისანი 27. 12) ყრმანო, უკანასკნელი ჟამია! და როგორც გსმენიათ, რომ ანტიქრისტე მოვა, ან უკვე მოვიდა მრავალი ანტიქრისტე, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, რადგან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ, მაგრამ გამოვიდნენ, რათა გაცხადდეს, რომ ყველანი როდი არიან ჩვენნგანნი“ (I იოანე 2. 18, 19).

„ღმერთმა აღადგინნა რჩეულნი თვისნი: მოციქულნი, წინასწარმეტყველნნი და მოძღვარნი, დამამტკიცებლადდა მასწავლებლად მორწმუნეთა, ხოლო ეშმაკმან აღადგინა ცრუ მოციქულნი, ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ მოძღვარნი წინააღმდგომად ღვთისმსახურებისა და ბრძოლად ძველისა და ახლისა სჯულისა“ (წმ. მაქსიმე აღმსარებელი).

„კიდევ ვიხილე მზისქვეთში: განსჯის ადგილი დაეკავებინა უკანონობას, მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა“ (ეკლესიასტე 3.16). „კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნუცა ძრწით, რადგან თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია, კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის“ (I პეტრე, 3, 14-17).

ყველა ის წინასწარმეტყველებანი, რაც ივერიის სულიერ გაბრწყინებას უკავშირდება, აღიქმება ისე, როგორც ჩვენ გვინდა და გვესიამოვნება, სწორედ გამოხატავს ჩვენს სულიერ სიბრმავეს. ჩვენ ჩვენივე უმეცრებით ველოდებით, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უნდა დატოვოს ათონის წმინდა მთა და იმ საქართველოში უნდა ჩამობრძანდეს, სადაც შენდობის კვირას, ამბიონიდან „იქადაგება“: საქართველო ორ კვირაში ამქვეყნიურ „სასუფეველში“ – ნატოში უნდა შევიდესო. ამბიონიდან კეთდება ოფიციალური განაცხადი: ჩვენ ვეზიარებით ანტიქრისტეს და ველით მის მოსვლას პრომეთეს კერპთან, საიდანაც ახალადაგებული მაგისტრალური გზით მედეას კერპთან საზეიმო შეხვედრას მოვუწყობთ წმიდა გიორგის ძეგლის ლოცვა-კურთხევითო.

იმ საქართველოში ველოდებით, რომელმაც, ვითომდაც, ერესთ-ერესი „ეკლესიათა ეკუმენისტური მსოფლიო საბჭო“ დატოვა, ხოლო მასში დარჩენილი „მართლმადიდებელი“ ეკლესიის საჭეთმპყრობელთა (ეშმაკთა ნაზიარებების) მოხსენიებას განაგრძობს და მათთან ყველა „მართლმადიდებლური ქრისტიანობის საიდუმლოს“ თანაზიარია. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იმ საქართველოში უნდა ჩამობრძანდეს, სადაც ეკლესია თავისი დუმილით (ნეტავ, დუმდეს მაინც) ხელისშემწყობია ანტიქრისტიანული ხელისუფლების თავხედობის და თვითონაც ისევე ღებავს ეკუმენიზმის ფასადს, როგორც ხელისუფლება სახლებს, ქართული ეკლესიაც ისევე ფიქრობს ფასადების შეღებვით ღმერთის მოტყუებას, როგორც ხელისუფლებას ჰგონია, რომ სახლების ფასადთა შეღებვით ხალხს ატყუებს. თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ათონის წმიდა მთა უნდა დატოვოს და საქართველოში ჩამობრძანდეს, მაშინ გვეშინოდეს და არა გვიხაროდეს; რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არა წყალობით, არამედ მახვილით ჩამოვა, რომ თავზე დაგვამხოს პრომეთეს, მედეას კერპები, წმიდა დიდმოწამე გიორგის ძეგლი და ლამაზ ფერებში ფასადშეღებილი ეკუმენიზმი და გვკითხოს, – ერთს თუ ვერჩით და ეკლესიიდან განკვეთით ვსჯით, იმისთვის, რომ ეკუმენიზმის შეურიგებელი მოწინააღმდეგეა, მაშინ ხელს რატომ ვაფარებთ მეორეს, რომელიც ეკუმენიზმის შეურიგებელი მომხრეა? რომელიმე ხომ არის ჭეშმარიტების მომხრე და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რომ პირველნი არიან ჭეშმარიტების მომხრენი. „ეკლესიათა ეკუმენისტური მსოფლიო საბჭო“ ესაა ბოროტების, ანტიქრისტეს მოციქულთა საბჭო, თუ ჭეშმარიტება ის გვგონია, რასაც საქართველოს „მართლმადიდებელი ქრისტიანული“ ეკლესიის გაკერპებული იერარქი ინებებს?…

ღვთისმშობლის წილხვედრობა არ ნიშნავს ღვთის სასუფეველში შესასვლელ უფასო საგზურს; ღვთისმშობლის წილხვედრობა, უპირველესად, პასუხისმგებლობა და ღვაწლია, მისი ძე-ღმერთის მოძღვრების აღსრულება და მამონას განდევნაა, ღვთის მადლის მოპოვებაა და არა ძვირადღირებული ჯიპებისა; ღვთისთვის თავის შეწირულთა უპოვარობაა და არა მსოფლიო გლობალიზაციის ნაყოფით ტკბობა; მღვიძარება და მუდამ ანთებული ლაპრებით (გულით) მზადყოფნაა და არა უგუნურ ქალწულთა მსგავსად ჩამქრალი ლამპრებით სიძესთან შეხვედრა. შევიმოსოთ არა შეღებილ ფასადიანი ეკუმენისტური სამოსელი, არამედ საქორწინე, რათა სიძემ ქრისტემ არ გვკითხოს: „მოყვასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსავს სამოსელი საქორწინე?“; არ უთხრას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძემ-სიძემ თავის მსახურთ: „შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი“.

მაშ, რატომ უნდა დატოვოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ათონის მთა და საქართველოში ჩამობრძანდეს, თუ არა დასასჯელად? თუ საქართველო უფრო მეტად წილხვედრია, ვიდრე ათონის მთა? თუ საქართველოში უფრო ძლიერია ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა, ვიდრე ათონის მთის ბერებში? (ეკუმენიზმის მოწინააღმდეგე მამებში).

დიახ! უფლის საყოველთაო განკითხვის ჟამს საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება: ვახტანგ გორგასლის, დავითის, თამარის, ქეთევან დედოფლის, აბო თბილელის, შუშანიკის, ევსტათი მცხეთელის, რაჟდენ პირველმოწამის, ათთა ბევრთა მოწამეთას, ექვსი ათასი გარეჯელი ბერის, ნიკოლოზ, ევდემოზ კათალიკოსის, მრავალ ქართველ წმიდა მოწამეთა, ღირსთა და აღმსარებელ მამათა და არა დღევანდელი ფარისევლების, მწიგნობრების, მღვდელმთავრების, ახალი ჰეროდეების და პილატეების საქართველო.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი აუცილებლად ჩამობრძანდება საქართველოში, რომ გვკითხოს, – რატომ ვაიძულეთ, ქრისტეს ჭეშმარიტ მხედარი, რომ „მახვილით“ ებრძოლა ქრისტიანობის დასაცავად? რატომ დავუშვით, რომ საპყრობილეში გამოგვეკეტა იგი, იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენს ფარისევლობასაც ნიღაბი ეხდებოდა?

რატომ უშვებთ, რომ აგრესიული იეღოვას სექტა კარდაკარ დადის და სახლში უვარდება მოსახლეობას წარსაწყმედელი მოძღვრების საქადაგებლად, მაშინ, როცა ქრისტეს „მღვდლები“ თავიანთი პრესტიჟულნომრიანი ჯიპებიდან და სრა-სასახლეებიდან არ გამოდიან? ეკლესიაშიც იმიტომ ხომ არ დადიან, რომ იქ „საცხოვრებელი“ (და არა საცხოვნებელი) ვერცხლია? ჩამობრძანდება ღვთისმშობელი და მოგვკითხავს, რას დავამსგავსეთ მისი წილხვედრი საქართველო? ვაი, რომ მოგვკითხავს, რატომ დავუტევეთ მისი ძის – ქრისტეს მოძღვრება და შევუდექით „შიოლაშვილის ძის“ მოძღვრებას? ვაი, რომ მოგვკითხავს, რატომ დავუტევეთ ქრისტიანობა და შევუდექით „ილიანობას“ ; ვაი, ჩვენ, რომ ვდუმვართ და დუმილით ღმერთს ვღალატობთ, ამას მე კი არ ვამბობ, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს.

ვაი, შენ, საქართველოს „სულიერო მამავ“, რომ: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა განიკვეთოს“ (მოციქ. კანონი 45). ვაი, შენ რომ მოგიწევს ყორნის გათეთრება, მტკიცება, რომ ისინი, ვინც დღესაც მწვალებლებთან ლოცულობენ, შენ კი მათთან, ერეტიკოსები არ არიან?

ვაი, თქვენდა, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარნო და მღვდელმსახურნო, რამეთუ: „თუ ეკლესია ურწმუნოებს უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება, სახლში შეკრიბე, ჰოი, ეპისკოპოსო, მრევლი, რომ კეთილმსახური არ შევიდეს ბოროტმსახურთა შესაკრებელში, რადგან ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს“. (პეტრე და პავლეს განწესება 9) ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძის მოციქულებმა განაწესეს.

ვაი, ჩვენდა, რამეთუ: „თუ უღმერთოებმა დაიპყრონ ადგილი, გაიქეცი შინ, რადგან მათ შეაგინეს იგი.“ ( პეტრე და პავლეს განწესება 10). როგორც ღირსეულნი განწმენდენ სამღვდელო პატივს, ასევე ბილწნი შებილწავენ მას. თუ ერთად შეკრების შესაძლებლობა არ არის არც ეკლესიაში და არც სახლში, მაშინ თითოეულმა ილოცოს, იკითხოს, იგალობოს თავისთვის, ან ორმა და სამმა ერთად, რადგან უფალი ამბობს: „სადაცა იყვნენ ორნი ანუ სამნი შეკრებილნი სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“

ვაი, ჩვენდა! ამ ავადმყოფობას (უღმერთო ხელისუფლებასთან ერთობა) სიბრძნეს ვუწოდებთ, ხოლო ნიკოლოზ და ევდემოზ კათოლიკოსების მიერ მეფეთა უკეთურებების მხილებას, არ ვიცი, რას? ვაი, ჩვენდა! ეს ავადმყოფობა ეკუმენიზმის სიმსივნეა, რომლის მეტასტაზები მთელ ერში და ბერშია გამჯდარი.
დღევანდელი საქართველოს უზნეო ხელისუფლება, „სულიერი მამისაგან“ (ილია მეორე) კურთხეული, საკუთარი ხალხის მოძულე (ე.ი. ქრისტესმოძულე), რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ სიმდიდრეებს უცხო თესლთაზე ჰყიდის, ბოლოს ჩვენს დატყვევებულ სიწმინდეებსაც მისდგება, მათთვის უცხოა ღვთიური სიწმინდის შეუფასებლობა და აუქციონს თუ რა ჯანდაბა_ ტენდერს ეძახიან გამოაცხადებენ და გაასხვისებენ, მერე კი ცოტა ხანს ვაი-ვიშს დავიწყებთ და ამასაც შევეგუებით, ისევე, როგორც დღემდე ამქვეყნიურ ბატონს დამონებულნი ყველაფერს ვეგუებოდით. მაცხოვარს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განა ჩვენი უწმინდური ხელისუფლებისგან ესაჭიროება დაცვა? ქრისტე მაცხოვარს ან დედა ღვთისას გაუჭირდება ტყვეობიდან საკუთარი თავის გამოხსნა? მაგრამ ჩვენი მათდამი სიყვარული გამოიცდება, რაც საყოველთაო განკითხვის ჟამს შეგვიფასდება.
ვინ დაუშალა თქვენს „სულიერ მამას“, ჩემო ქართველებო, რომ საქართველოს თავისუფლებისათვის და ჭეშმარიტ ქრისტიანობისთვის მებრძოლ 9-აპრილელებს, რომელთაც ქაშუეთის ეკლესიაში მოუწოდებდა ლოცვისთვის, იქ გაეშალა ოდიკი, სადაც ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები და მანდილოსნები იყვნენ და იქ აღესრულებინა ლოცვა და საღმრთო ლიტურგია? ეზიარებინა, როგორც ისტორიულად საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარნი აზიარებდნენ ხოლმე ბრძოლის წინ საქართველოსთვის და ქრისტიანობისთვის მებრძოლთ, თუ არ იყო მათი ბრძოლა სამართლიანი? ღმერთი ნამდვილად არ დაუშლიდა. მაშ რა ხდება? 9 აპრილს ბარბაროსთაგან დაღვრილთა სისხლი არ იყო წმინდა?
ვინ დაუშალა თქვენს „სულიერ მამას“, ბოლო ასწლეულის განმავლობაში გვერდში დასდგომოდა ერთადერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას? (რამდენადაც ვიცი, ერთადერთი ზვიად გამსახურდია არ უკურთხებია, თუ ვცდები, შენდობას ვითხოვ), მაშინ როდესაც საქართველოს ფიზიკურ-სულიერად დამაქცეველ სააკაშვილ-შევარდნაძის ტანდემს სულიერ თანადგომას უცხადებს და საქართველოს უდიდეს სულიერ კერებში – გელათსა და ბაგრატის ტაძრებში ფიცის დადების ცერემონიალს თავის სასულიერო „კოჰორტთან“ ერთად „საზეიმო“ განწყობას ჰფენს? ან, იქნებ, არ იცის, რომ ამ ანტიქრისტე ტანდემს აქვს თავისი „სიწმინდეები“ – პრომეთეს და მედეას კერპები?

ამიტომაცაა, ჩემთვის ძალიან სამწუხარო და გულსატკენი, რომ ჩემი შეხედულებით, ერთ-ერთი ჭეშმარიტად მამულიშვილური სულისკვეთების პოლიტიკოსი (ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც), სიამაყით ამბობს, რომ მისი „სულიერი მამა“ „მსოფლიო ეკუმენისტური საბჭოს“ საპატიო პრეზიდენტი იყო. მე არ განვიკითხავ ამ პოლიტიკოსს, არ განვსჯი მას, ღმერთმა შემინდოს, რადგან ეს არცაა ამ პოლიტიკოსის ბრალი. ეს საქართველოში დამკვიდრებული იმ პაპიზმის ბრალია, სადაც არა მხოლოდ „სულიერი მამის“, არამედ გაურკვეველი ორიენტაციის უბრალო ღვთისმსახურის პირით ეკუმენიზმი ბრძნულად და ჭეშმარიტად არის გამოცხადებული და ამ „ღვთისმსახურის“ მიერ მესამე და მეოთხე ჯვრისწერის საქორწინო სუფრებზეც კია ნაქადაგები. ამიტომაა, რომ ამ პოლიტიკოსს ასეთი წარმოდგენა შეუქმნეს ეკლესიაზე და სასირცხვილოს საამაყოდ მიიჩნევს.

მთავარეპისკოპოსი ამბერკი ბრძანებს: „მთელი ეს თანამედროვე სიყალბე, აურზაური და გატაცება რაღაც „უმაღლესი პოლიტიკით“ და „ფარული დიპლომატიით“, რაშიც ახლა გაძლიერებით იზიდავენ ეკლესიის არა მხოლოდ რიგით, არამედ უმაღლეს მსახურთაც, მიზნად ისახავს სწორედ მომზადებას ანტიქრისტეს მომავალი მსოფლიო ბატონობისთვის, იმ წარსაწყმედლის ძისა, რომელიც სათავეში უნდა ჩაუდგეს ერთიან ცრუ ეკლესიას, შეკოწიწებულს მსოფლიოს ყველა „რელიგიისგან“ და ერთიან მსოფლიო სახელმწიფოს, მიღებულს ყველა ერისა და სახელმწიფოს გაერთიანებით.“

რა „უმაღლესი პოლიტიკა“ და „ფარული დიპლომატიაა“, რასაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან დაკავშირებით ახორციელებს? სირბილი სხვადასხვა პოლიტიკოსებისა ამერიკა-ევროპაში (და არა იქ, სადაც გასაღებია), რა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მერე რას აწვდიან ქართულ მოსახლეობას, მხოლოდ ეშმაკმა უწყის. „სულიერი მამის“ თხოვნით მიმართვა ამერიკის პრეზიდენტისადმი, იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ აფხაზეთის დაბრუნებაშიო, რაღაც წერილების გადაცემა რუსეთის ელჩისადმი, რა მიზანს და რა პოლიტიკას ემსახურება? იმას, რომ, ღმერთმა არ ქნას და თუ აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ, პასუხისმგებლობა მოიხსნას, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, საქართველოს ეკლესიას არაფერი გაუკეთებია ნდობისა და სიყვარულის აღსადგენად, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილივით რაღაც პროვოკაციულ ქმედებებს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჭეშმარიტების ღმერთია ყველა გასაჭირიდან გამოსავალის გასაღები, სიყვარულის ღმერთია დარღვეული საქართველოს გაერთიანების გასაღები, ღმერთთან სულიერი ერთობის აღდგენით მიიღწევა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც!

რუსეთის ხელისუფლება თავისი ინტერესების გამტარებელს და აღმსრულებელს, ისეთს, როგორც არის საქართველოში სააკაშვლი და მისი მაკურთხებელი, თვით რუსეთშიც კი ვერ იპოვიდა. სანამ ჭეშმარიტ მართაღმსარებლობას არ დავუბრუნდებით, სანამ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ ეყოლება, მანამდე იქნება ღვთის რისხვა საქართველოს თავს; შევიგნოთ ეს, თავი დავაღწიოთ ეშმაკის ხიბლს და მოვინანიოთ! ამინ!

გაზეთ „ქრონიკიდან“ მამა მერკვირის წერილი გამოქვეყნდა შემოკლებით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: