მთავარეპისკოპოსი ამბერკი

mtavarepiskoposi amberki

კითხვა: რით არის განპირობებული ეკლესიის მსახურთა უარყოფითი დამოკიდებულება ცეკვების, კერძოდ კი, ბალეტის მიმართ? ხომ არ ნიშნავს ეს რომ რიგით ერისკაცის ცხოვრებაში ამით მონაზვნურ წესს ამყარებენ?

პასუხი: ამქვეყნად ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ამოცანა – სულის სამარადისოდ გადარჩენაა. სხვა მიზნებს ეკლესია არ ისახავს და ვერც დაისახავს, რადგან უდრეკად და უცვლელად ეკლესიად უნდა დარჩეს. ეკლესია მიესალმება ყველაფერს, რაც სულის ცხონებას ხელს უწყობს, აკურთხებს და მხარს უჭერს. მაგრამ ყველაფერს, რაც კი რამენაირად ხელს უშლის ამის შესრულებას, ეკლესია გმობს და უარყოფს. ეკლესია ცეკვის წინააღმდეგი მხოლოდ იმიტომაა, რომ ეს ზნეობას ზიანს აყენებს.

საღვთო მცნების ყოველი დამრღველი სულს იღუპავს. მცნებათა შორის ძალზე მთავარი, მე 7–ე მცნებაა, რომელიც ზნეობრივ დაცემას კრძალავს:“არ იმრუშო’’. ამ მცნების დაცვა არა მხოლოდ ბერ–მონაზვნებისთვის არის სავალდებულო, არამედ ერისკაცთათვისაც , რომლებსაც ჭეშმარიტი ქრისტიანობა და სულის ცხონება სურს.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ, როგორც სამწუხროდ, დღეს ბევრს მიაჩნია, მხოლოდ ქორწინებაზე უარის მთქმელ ბერებს მოეთხოვება ზნეობის დაცვა, ხოლო ერისკაცებს კი შეუძლიათ ზნეობრივად დაცემულ ცხოვრებას ეწეოდნენ და მოიქცნენ ისე, როგორც მოესურვებათ. თუმცა, როგორც სახარებიდან (მათე 19, 3–12) და სამოციქულო ეპისტოლეებიდან (1კორ., 7) ჩანს, ჭეშმარიტი ქრისტიანობა მეუღლეობაზე მაღლა ყოველთვის აყენებდა და აყენებს უბიწო ცხოვრებას. მაგრამ, ამასთანავე არ კრძალავს ქორწინებას, რომლის მიზანი – ბავშვების კურთხეული დაბადება და ცათა სასუფევლის მომავალ მოქალაქეებად, ქრისტიანულად აღზრდაა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებართვა გაცემულია კანონიერ, ეკლესიის კურთხევით დაშვებულ ქორწინებაზე. ნებისმიერი სხვა სახეობას ხორციელ თანაცხოვრებას, სიძვასაც და მრუშობასაც, ეკლესია ყოველთვის მძიმე ცოდვად მიიჩნევდა და რწმენის უარყოფის და მკვლელობის ცოდვას უტოლებდა, რადგან ამ სახეობის ცოდვებს ხშირად ეს ცოდვებიც თან სდევს ხოლმე – მკვლელობაც და რწმენის უარყოფაც, ამას ცხოვრების გამოცდილებაც ცხადყოფს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ეკლესია გმობს ყველაფერს, რაც ამ ცოდვებში ჩათრევას ხელს უწყობს. 

ასე უნდა შევხედოთ ცეკვებსაც. მეექვსე მსოფლიო კრების 62 კანონი ეკლესიური ცხოვრებიდან განკვეთით ემუქრება და კრძალავს „საყოველთო ქალთა ცეკვებს, რომლებსაც ძალუძს დიდი ზიანის მიყენება“.

მრავალი წმინდა მამა, მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი, მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ საზოგადოებრივ გართობებსა და სანახაობებს, რომლებიც ზნეობას ზიანს აყენებდნენ. ყოველი ქრისტიანისთვის ქალის ამგვარი ცეკვა არასასიამოვნო უნდა იყოს იმიტომ, რომ თავის თავად უნდა ახსენებდეს იროდიადას ქალიშვილის როკვას, რომლის მსხვერპლიც წმ. იოანე ნათლისმცემელი გახდა. ამაზე საუბრობს წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებაში:“ რატომ უნდა გვიკვირდეს იროდის საქციელი, როდესაც დღესაც, ქრისტიანობის ზეობის დროს მრავალი განებივრებული ყმაწვილი როკვის გულისთვის სულს იღუპავს. სიამოვნებებით დატყვევებულნი მიჰყვებიან გონიერ მგელს”.

ჭეშმარიტად, სადაც როკვაა, იქ ეშმაკიცაა. ღმერთმა ფერხნი სახტუნავად და უწესობისთვის კი არ მოგვცა, არამედ წესიერი სიარულისათვის და ანგელოზებთან სიხარულის გაზიარებისთვის.

ამგვარად ცეკვავენ ეშმაკები და მათი მსახურნი. და თუ დღეს ქეიფის დროს წმ. იოანე ნათლისმცემლის მოკვდინება არ ხდება, მისი თავის სანაცვლოდ ახლა დემონები მოქეიფეთა სულებს ითხოვენ. ნუ მეუბნები, რომ როდესაც ღვინით დამთვრალი ქალის ცეკვას უყურებ, მის ურცხვ მოძრაობას და საუბარს უსმენ, არაფერს გრძნობ მის მიმართ და ვნება არ გიპყრობს. პირიქით, საშინელ ზიანს აყენებ საკუთარ თავს, რადგან ქრისტეს სხეულს სიძვის სხეულად აქცევ. და თუ დღეს არ დგას შენს წინაშე იროდიადეს ქალიშვილი, ეშმაკი, რომელიც მაშინ მას მართვდა, აი დღესაც მართავს მოცეკვავებს, იტაცებს რა და ატყვევებს მოქეიფეთა სულებს.’’ ( ნაშრომი, ტ 7, გვ. 499–503). 

ნუთუ არ აზიანებს ჯანსაღ ზნეობრივ სულს თანამედროვე ცეკვები, რომლებიც ზოგჯერ გვაოცებენ თავისი უსირცხვილობით? დიახ, ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა და ჯანსაღი ზნეობა დღეს უკიდურეს ზღვარამდე დაეცა; დიახ, ზნეობრივად დაცემული თანამედროვე საზოგადოების თვალში გარყვნილება ცუდს არაფერს წარმოადგენს.

მაგრამ ეკლესიის სწავლება, რომელიც მიწაზე მოვლენილი ქვეყნის მაცხოვრის მიერაა დადგენილი, ყოველთვის უცვლელი რჩება. ჭეშმარიტი ეკლესია ვერ მიესადაგება დროის სულს და ვერ მოუდრეკს ქედს კაცობრიობის ვნებებს. და თუ ეკლესიის ხმის შესმენა არ სურს თანამედროვე ქრისტიანებს, მით უარესი მათთვის. ეკლესია კი არ უნდა მიჰყვებოდეს ცხოვრებას, არამედ ცხოვრება – ეკლესიას. რამეთუ ცხოვრებას არ გააჩნია ეკლესიის, მისი სწავლებისა და დადგენილებების განსჯის უფლება, არამედ , პირიქით, ეკლესიას თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოანიჭა ეს უფლება. ( მათე 18, 17–18)

კითხვა: რატომ ეკრძალებათ ქალებს მამაკაცის სამოსის ტარება? საკმარისია თუ არა ამისთვის მოსე წინასწარმეტყველის აკრძალვა:“ ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსელით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის.’’ (მეორ. 22,5). მოძველებული ხომ არაა ასეთი აკრძალვა?

პასუხი: ასეთ აკრძალვას ზნეობრივი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ვერ მოძველდება, და მოსესგან კი არ მომდინარეობს ეს, არამედ თვით ღმერთისგან, რომელმაც მოსეს მეშვეობით თავის რჩეულ ერს საღვთო კანონები მისცა. ძველი აღთქმიდან მხოლოდ იმან დაკარგა ძალა, რაც წმინდა წეს-ჩვეულებას ეხებოდა და რაც 51 წელს იერუსალიმში ჩატარებულ სამოციქულო კრებაზე გაუქმდა. ხოლო ყველა ზნეობრივი კანონი ძველი აღთქმისგან დღემდე მოქმედებს. 

მამაკაცის იერსახის მორგებას ქალს ასევე ახალი აღთქმაც უკრძალავს. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში მიუთითებს, რომ თავსაბურავის გარეშე ლოცვა და თმის შეჭრა არ შეეფერება მოკრძალებულ და უბიწო ქრისტიან ქალს. (11, 4–15). თვითოეულ სქესს თავისი განმასახვავებელი ნიშნები აქვს, საკუთარი იერსახე და სამოსი. ქრისტიანობა ხაზს უსვამს იმას, რომ ქალის საუკეთესო მორთულობა მისი ქალურობა, სიწმინდე და უბიწოებაა. 

წმ. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ „ქალებიც, ღირსეულად შემოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს’’. ( 1 ტიმ, 2, 9). 

ხოლო პეტრე მოციქული ასე მიმართვს ქალებს:“დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი, არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე”. (1 პეტრ. 3,3–4).

ეთანხმება კი ყველა ამ დარიგებას მრავალი თანამედროვე ქალი? მათი უმეტესობის სურვილია მიიღონ მამაკაცის იერსახე, მიჰბაძონ მას ქცევასა და ჩვევებში, რითაც თავისი სქესის ბუნებრიობას არღვევენ.

გარდა ამისა, ახალი აღთქმა პირდაპირ უკრძალავს ქალს მამაკაცის სამოსის ჩაცმას. მეექვსე მსოფლიო კრების 62–ე კანონი ბრძანებს: “ვადგენთ: კაცმა არ შეიმოსოს ქალის სამოსი, არც ქალმა შეიმოსოს მამაკაცის…იმ დღიდან, ვისაც ეს ეცოდინება და მაინც გაბედავს ზემოდხსენებულის ჩადენას, საეკლესიო კლირიკოსიც კი, ვბრძანებთ, ხარისხი აეყაროთ, ხოლო ერისკაცი განაყენოთ საეკლესიო ცხოვრებიდან’’. 

ადამიანმა მთლად უნდა დაკარგოს ზნეობრივი გრძნობა, რომ ვერ ხვდებოდეს და ვერ გრძნობდეს, თუ ზნეობრივად რაოდენ უარყოფით სანახაობას წარმოადგენს მამაკაცის კოსტუმში გამოწყობილი, თმაშეჭრილი, სიგარეტის კვამლში გახვეული და თანამედროვე მამაკაცის აღვირახნილი მანერების მიმბაძველი ქალი. ნუთუ გასაგები არაა, რომ ასეთი მოვლენა არა მხოლოდ უფლისთვისაა საძაგელი, არამედ ადამიანებისთვისაც ასეა, და ეს ჩვენი უზნეო ჟამის ნაშობია, ჯანსაღი ზნეობრივი გრძნობის გათელვის და ღმერთის მიერ ადამიანში ჩადებული ბუნებრივი კანონების უარყოფის შედეგია.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: