ანტიქრისტეს მოლოდინში

დასავლეთში ქრისტეშობა აღარ აქვთ!

ANTIQRISTES MOLODINSHI“იცი ანტიქრისტეს ნიშნები: საკუთარ თავში არ დაიმარხო, არამედ უხვად გაუნაწილე ყველას ეს ცოდნა.” (წმ. კირილე იერუსალიმელი)

გვიახლოვდება ქრისტეშობის დიდი და სასიხარულო დღესასწაული. საზღვარგარეთ მცხოვრები მრავალი რუსი და სხვა ერის მართლმადიდებელი ქრისტიანი უკვე დიდი ხანია ახალი კალენდრის შემოღების მომხრეა. მიზეზი კი ამერიკელებთან და ახალი კალენდრის სხვა მიმდევრებთან ერთად ამ დღესასწაულის აღნიშვნის სურვილია. მაგრამ მათ არ იციან, უფრო ზუსტად კი არ სურთ, რომ იცოდნენ, დასავლეთის თანამედროვე ადამიანებს, პატარა გამონაკლისის გარდა ქრისტეშობა აღარ აქვთ… ქრისტეს შობას ჩაენაცვლა რაღაც “სეზონური დღესასწაული”, სადაც ქრისტე მაცხოვარს არც იხსენებენ, ხოლო მთავარი მოქმედი პირი თეთრწვერიანი წითელლოყება მხიარული ბერიკაცია, რომელიც უხვად ურიგებს საჩუქრებს ბავშვებს. ამ დღეებში მისი გამოსახულება სხვადასხვა პოზაში ყველგანაა წარმოდგენილი. სამზადისი სამყაროში ძე ღვთისას ხორციელად მოვლინების დიდი დღესასწაულისთვის დღეს ინტენსიური და ხმაურიანი ბიზნესის დღეობად იქცა – საშობაოდ გაჩაღებულ ვაჭრობას მილიონები მოაქვს. ქრისტე მაცხოვარზე კი უკვე არავინ ფიქრობს! მის უწმინდეს სახელს არც კი იხსენებენ! ეს როგორ მოხდა?

რა თქმა უნდა, ეს ანტიქრისტეს მოციქულების უდიდესი “მიღწევაა”, რომელიც შეეცდება ანტიქრისტე ჩაანაცვლოს ქრისტე მაცხოვარს, და მის მაგივრად მოევლინოს კაცობრიობას. ჩვენ იმდენად კადნიერნი არ ვართ, რომ ანტიქრისტეს მოვლინების ზუსტი ვადები ვიწინასწარმეტყველოთ, რამეთუ, როგორც ღვთის სიტყვა თვით უფალი იესო ქრისტეს ბაგით მოწმობს, ამის ცოდნა არც ერთ ადამიანს არ ხელეწიფება. “ მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.”(მათე 24;36) – ასე ბრძანა უფალმა, როდესაც თავისი მეორედ მოსვლა იგულისხმა და სამყაროს აღსასრული, რასაც წინ უნდა უძღვოდეს ანტიქრისტეს მოვლინება. მაგრამ ამასთანავე, უფალმა თავისი მეორედ მოსვლის და სამყაროს აღსასრულის მოახლოების მრავალ ნიშანზეც მიგვითითა, რაც შემდეგი რჩევით დაასრულა:” ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.”(მათე 24;32,33) ასევე სამოციქულო ეპისტოლეებშიც მრავლადაა მითითება, თუ რა ნიშნები დაახასიათებს ანტიქრისტეს მოვლინების ეპოქას (მაგალითად, 2 პეტრე, 2 და 3 თავი; 1 იოანე, 2 და 4 თავი; 2 ტიმ., 3: 1-14 და განსაკუთრებით 1 თესალ, 4: 16-18., 5:1-11 და 2 ესალ., 2 თავი). 

წმინდა დიდი მამა იერუსალიმის მღვდელმთავარი, წმ კირილე თავის ღრმა და მნიშვნელოვან “საჯარო სწავლებანში” პირდაპირად და გაბედულად ურჩევს ქრისტიანებს: “იცი ანტიქრისტეს ნიშნები: საკუთარ თავში არ დაიმარხო, არამედ უხვად გაუნაწილე ყველას ეს ცოდნა.”(მე-15 დარიგება). და ყველაფერი ზემოთ ხსენებულის საფუძველზე ჩვენ არა მხოლოდ უფლება გვაქვს, არამედ წმინდა ვალდებულებაც გაგვაჩნია, დავინახოთ მიმდინარე მოვლენებში იმ ყველაფრის აღსრულება, რაც ღვთის სიტყვითა და ეკლესიის წმინდა მამების მიერაა ნაწინასწარმეტყველი ანტიქრისტესა და ბოლო ჟამზე და ძმური სიყვარულით გავაფრთხილოთ ყველ მორწმუნე ქრისტიანი განერიდონ ყოველგვარ უგუნურ უდარდელობას და “დროის აშკარა ნიშნების” მიმართ გულგრილობას.

ხოლო “დროის საშინელი ნიშანნი” უკვე იმდენი დაგროვდა, რომ ისინი, ვინც ჩვენ ახლო წარსულში ანტიქრისტეს თემით “ზედმეტად” გატაცებისთვის განგვიკითხავდა, დღეს უკვე გონს მოდიან და აღიარებენ, რომ მართლები ვიყავით, რომ განგაშის ზარებს ვცემდით მაშინ, როდესაც უმეტესობა ამასოფლიური ბედნიერებით ტკბებოდა და თითქოს არ იმჩნევდა, საით მიექანებოდა ეს სამყარო. იყო კი ოდესმე წარსულში ჩვენნაირი დრო, რომელსაც ასე შეიძლება მიესადაგებოდეს პავლე მოციქულის მიერ “ბოლო დღეების” დახასიათება? ”ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი, რადგანაც კაცნი იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, ბუნებითმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.”(2 ტიმ, 3;1-5). დღეს სამყაროში, როგორც არასდროს, განსაკუთრებით ამპარტავნება და თავისმოყვარეობაა გაბატონებული, ეს კი, წმიდა მოსაგრე მამების სწავლებით, ყველა დანარჩენი ვნების დასაწყისია, ყელაფერი იმის, რასაც წმ. მოციქული ახსენებს.

მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი

wm_giorgis makhvili_R

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: