იუსტინე პოპოვიჩი

ქრისტეს ყველაზე სულმდაბლური ღალატი

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი – შეერთება მწვალებლებთან, წმიდა საიდუმლოებების გზით და განსაკუთრებით ევქარისტიით დამყარებული, არის უფალ იესო ქრისტეს ყველაზე სულმდაბლური ღალატი

evqaristia
“ყველანაირი მშვიდობა როდია-საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან საქმე როცა აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვრიდოთ, არც დროისა და ხელმწიფის მოთხოვნებს დავემორჩილოთ, მით უმეტეს-არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს! ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლება!” (წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი სიტყვა მე-6 “მშვიდობის შესახებ.”)

ეკუმენიზმი საერთო სახელწოდებაა ყველა ფსევდოქრისტიანული მიმდინარეობისა და დასავლეთის ყველა ფსევდოეკლესიისა ერთად. მასში არის ყველა სახის ჰუმანიზმი, რომელიც სათავეს პაპიზმიდან იღებს. ყოველივე ამას კი აქვს ერთი, სახარებისეული განსაზღვრება -მწვალებლობა. მთელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა მწვალებლობას სწორედ ის ახასიათბდა, რომ უმნიშვნელოდ თვლიდა ან ამახინჯებდა იესო ქრისტეს ცალკეულ თავისებურებებს და ეს ახალი ევროპული წვალებანიც უარყოფენ, უგულვებელყოფენ ღმერთკაცს და მის ადგილას აყენებენ კაცს, არც არის რაიმე განსხვავება პაპიზმს, პროტესტანტიზმსა და სხვა სექტებს შორის, რომელთა სახელი ლეგეონია.

მართლმადიდებლური დოგმატი ეკლესიის შესახებ კათოლიკებმა უარყვეს და შეცვალეს მწვალებლური დოგმატით “პაპის უცდომელობის შესახებ”, ხოლო მისგან გამომდინარეობს დანარჩენებიც: “ფილიოკვე”, “ეპიკლეზის”(სულიწმიდის გარდამოწვევის ლოცვა ლიტურგიის ჟამს) უარყოფა, ქმნული მადლის შემოღება, აზიმა (უცომოება, უფუაროთი
სეფისკვერის გამოყენება), “წმ.ინკვიზიცია”… პროტესტანტიზმი არის ნამდვილი და ერთგული პირმშო პაპიზმისა.

სინანულის გარეშე, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის მიღების გარეშე ამ წვალებათა მიმდევრებისთვის არაბუნებრივიცაა და უაზროც ლაპარაკი რაღაც “ეკლესიათა გაერთიანებაზე”, სიყვარულის დიალოგზე, “ინტერკომენიოზე” (ურთიერთზიარება, ერთობლივი მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში) თანამედროვე “სიყვარულის დიალოგი”, რომელიც ლიტონი სენტიმენტალიზმის ჩარჩოებში მიმდინარეობს, სინამდვილეში არის სულმოკლე უარყოფა “განწმენდისა სულისაითა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაითა”(მე-2თეს.2.13). არსი სიყვარულისა არის ჭეშმარიტება და სიყვარული ჰგიეს ჭეშმარიტებასა ზედა.

evqaristia_2

თანამედროვე ეკუმენიზმის ლიტონი მორალური მინიმალიზმი და ჰუმანისტური პაციფიზმი ამჟღავნებენ და ამხილებენ თავიანთ ფილოსოფიისა და ეთიკის ავადმყოფურ ხასიათსა და უძლურებას “მოძღვრებისა მისებრ კაცთაისა.” (კოლ.2.8.) მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება მწვალებლების შესახებ ამბობს: “წვალებანი არ წარმოადგენენ ეკლესიას და შეუძლებელიცაა, რომ წარმოადგენდნენ.”

ამიტომ მწვალებლებს ვერ ექნებათ წმ.საიდუმლოებები, ვერ ექნებათ წმ.ევქარისტია – საიდუმლოებათა საიდუმლოება, რამეთუ იგია თავი და თავი ეკლესიაში: თვით ღმერთკაცი იესო ქრისტე, თვით ეკლესია, როგორც სხეული ქრისტესი.

“ინტერკომუნიო” (ურთიერთზიარება) ღმერთმა გვაშოროს-შეერთება მწვალებლებთან, წმიდა საიდუმლოებების გზით და განსაკუთრებით ევქარისტიით დამყარებული, არის უფალ იესო ქრისტეს ყველაზე სულმდაბლური ღალატი, იუდას გამცემლობა და მთელი სამოციქულო, წმიდა მამათა, ქრისტეს ერთიანი ეკლესიის ღალატი.

წმიდა თეოდორე სტუდიელი წერს: “ზიარების მიღება მწვალებლისაგან განაშორებს კაცს ღმრთისაგან და ეშმაკის ხელში აგდებს მას.”

“მწვალებლური პური არ არის ხორცი ქრისტესი”.

“რა განსხვავებაც ნათელსა და ბნელს შორისაა, იგივე განსხვავებაა მართლმადიდებლურ და მწვალებლურ ზიარებას შორის.

მართლმადიდებლური ზიარება განანათლებს კაცს, მწვალებლური-ბნელში ხვევს მას. პირველი ქრისტეს შეგვაერთებს, მეორე-ეშმაკს, პირველი განაცხოველებს სულს, ხოლო მეორე-ღუპავს.”

წმ. ათანასე დიდი ბრძანებს: “ჩვენ გვიპყრია და ვიმარხავთ მხოლოდ ეკლესიის სარწმუნოებას, რომელიც უფალმა გვიბოძა, მოგვცა, მოციქულებმა გვიქადაგეს, მამებმა დაიცვეს. რამეთუ ეკლესია მას ზედა დაემყარა და ვინც მას განუდგება, ის არაა ქრისტეანი და არ შეჰფერის სახელი ქრისტეანის”
————-
ფოტოზე: в чаше обнаружили кровь или миро цвета крови. 23 января 2005 года в Свято-Покровской церкви города Дзержинска, что в 30-ти километрах от Минска начали мироточить иконы. Сначала двенадцать, потом двадцать семь. замироточили напрестольные кресты и сами стены в алтаре! 9 февраля храм посетил митрополит Минский и Слуцкий Филарет.

12 февраля, перед началом литургии в потире (чаше) обнаружили миро. Митрополит Минский и Слуцкий Филарет благословил богослужение продолжать, удалив миро. 13-го февраля в чаше обнаружили кровь или миро цвета крови. Снова было получено благословение на совершение литургии.

В воскресение 20-го февраля перед началом службы, когда люди пришли в храм, произошло последовательное самовозгорание тканей: рушников украшавших иконы, покрывал на аналоях, и других материй, находившихся в алтаре и других частях храма. Храм наполнился дымом. Людей попросили храм покинуть. Были вызваны пожарные (МЧС), которым не удалось установить источник возгорания. Храм был закрыт. С 5-го марта богослужения возобновились.

Насколько известно, сейчас в храме мироточение прекратилось. Подобные явления для верующих это призыв Господа к покаянию и молитве.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: