ვებ-საიტ „დიდგორს“

“დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”
ბერი იოანე-ზოსიმე „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი

khatuna

ვებ-საიტ „დიდგორს“ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და თამარობას. ქრისტე აღსდგა!.

1995 წლის 14 მაისიდან გლდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიამ დაიწყო ანტიქრისტეს მოციქულთა მხილება და დიდი ბრძოლა ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად.

ვებ-საიტი „დიდგორი“ ჭეშმარიტად არის გვირგვინი ამ დიდი ბრძოლისა. შემთხვევითი როდია, რომ სწორედ „დიდგორი“ არის ზვიად გამსახურდიას დევნილი ეროვნული კანონიერი ხელისუფლების საიტი.

წიგნში „საქართველოს სულიერი მისია“, ბატონმა ზვიადმა ბრწყინვალედ განმარტა იოამე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“.

მე ღრმად მწამს, ის დიდებული შრომა, რაც ვიხილე ინტერნეტში სწორედ ვებ-საიტი „დიდგორი“ არის ქართველი ერის გამომაფხიზლებელი და განმანათლებელი სარწმუნოებაში, რათა დავუტევოთ სიცრუე და შევუდგეთ ჭეშმარიტებას.

დიდება და მადლობა უფალს, რომ ამ მართლაც უმძიმეს და ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან საყოველთაო განდგომილების ჟამს, როცა სასულიერო პირებიც დუმილს ირჩევენ, ინტერნეტში არსებობს ვებ-საიტი „დიდგორი“, თავისი ბრწყინვალე ფეის-ბუკის საიტებით; „დიდგორის ველი“, „Kyrie Eleison“ და „Ekumenizm Religia Antixrista“. დღეს, ამ საიტს ხელთ უპყრია მახვილი მხილებისა ერესთა-ერესის ეკუმენიზმის წინააღმდეგ და მის მფლობელებს მთავარ მიზნად სახარების გავრცელება დაუსახავთ, ამიტომ იგი აღასრულებს ქართველი ერის სულიერ მისიას.

– გლდანის ეპარქიის მრევლის წარმომადგენელი, მხევალი ღვთისა ეკატერინე (ხათუნა) ხიზამბარელი

3 Responses to “ვებ-საიტ „დიდგორს“”

  1. ლომისა Says:

    ჭეშმარიტად აღსდგა! დიდი მადლობა ქრისტესმიერო დაო.

  2. Bukhnikashvili Lali Says:

    ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! პატივცემულო რედაქცია, მინდა გახაროთ – ლაზარე აღსდგა! “სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვია… დაყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს…” ყოველი საიდუმლო გაშიფრულია! იბერიონთა საძმო მალე კარვის დღესასწაულს იზეიმებს მთელ მსოფლიოსთან ერთად! ამის შესახებ ინფორმაციას (თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია) ჩვენს საიტზე: gangeba.com აღმოიკითხავთ.  უღრმესი პატივისცემით,ლალი ბუხნიკაშვილი (საძმოს არქივარიუსი)     14.05.2016, 00:07, “დიდგორი” <comment-reply@wordpress.com>: ლომისა posted: “”დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა” ბერი იოანე-ზოსიმე „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი ვებ-საიტ „დიდგორს“ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და თამარობას. ქრისტ”

    • ლომისა Says:

      უკაცრავად, პასუხის დაგვიანებისათვის. თქვენი კომენტარი არ იკითხება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: