საკვირველ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი

sakvrveli-xar-shen-ufalo

ღმერთმა ადამიანი, ჩემო შვილო, მიწისაგან შექმნა. მაშინ, როცა მთელი ქმნილება ერთი ბაღივით შექმნა, გააკეთა მნათობები და მოკაზმა სამყარო, მთვარე ღამის ყველა ვარსკვლავის მთავრად დაადგინა, როგორც ერთგვარი კანდელი ბევრი ცეცხლით, დიდითა და მცირით, რომლებიც ამკობენ და ამშვენებენ ცას.

ხოლო დედამიწა – მრავალი ხით, დიდითა თუ მცირით. მხეცები და ქვეწარმავალნი.

სხვადასხვა ზომის ჩიტები, ცისქვეშეთში რომ დაფრინავენ.

შინაური ცხოველები და ფრინველები ადამიანის სარგებლისათვის.

ზღვა, ყოველგვარი თევზით. ყველაფერი იმისთის, რომ ადამიანს ეგემნა და განცვიფრებულიყო.

ხოლო ამ ყველაფერზე შექმნა დიდი მნათობი, რათა დღისით ემთავრა, გაეთბო და ეზრუნა ყველაფერზე თავისი სითბოთი და თავისი სინათლით ყველაფერი შეემკო და მოეკაზმა.

დაბოლოს, ადამიანი შექმნა, როგორც ყველაფრის მეფე, როგორც მაყურებელი, თეატრში მიწვეული.

ო, დიდებულება! ო, პატივი ადამიანისა! ყველაფერი ღმერთს უგალობს – სულიერი და უსულო.

ზოგი თავისი ხმით, ზოგიც თავისი ფოთლების შრიალით, ყველას საკუთარი ხმა აქვს, და ერთი პაწაწინა ბალახიც კი თუ ტკივილს მიაყენებ, ყვირის: სუნი, რომელსაც ის გამოსცემს, მისი საკუთარი ხმაა.

ყოველი ქმნილება ღვთის განსაკუთრებულ აზრს გამოხატავს.

ხოლო ღვთის აზრი სრულყოფილია, სავსეა, და შესაბამისად, ყოველი მისი ქმნილება თავისი შესახედაობითა და ჯიშით, საკუთარ თავში შეიცავს მთელ სრულყოფილებასა და სისავსეს.

მართალია, ზოგიერთ ქმნილებას ჩვენ საძაგლად მივიჩნევთ, მაგრამ ასე ჩვეულების გამო ვიქცევით და ეს დიდი სისულელეა.

დაუკვირდი და შეისწავლე, ერთი შეხედვით საძაგელი ქმნილებების ორგანიზმი, და გაგაოცებს მათი სასწაულებრივი აგებულება.

ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო პრიმიტიული და თვალისათვის ნაკლებად შესამჩნევია რომელიმე ქვეწარმავალი ან მწერების ჯიშის წარმომადგენელი, ის საკუთარ თავში მით მეტ სრულყოფილებას ატარებს.

ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ ბუნებას, სწორედ ამიტომ ესოდენ ზედაპირულად ვმსჯელობთ მის შესახებ.

სიტყვები – “საკვირველ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. – სწორედ ამიტომ არის ნათქვამი, რომ ყველა ქმნილება თავისებურად სრულყოფილია.

რომ ყოველი მათგანი მჭიდრო კავშირშია დანარჩენ ქმნილებებთან და გარკვეული მიზნით არის შექმნილი.

ეკლესიის ავტორიტეტულ მამათა ღვთისმეტყველების “სულიერი მდელო”

wm_giorgis makhvili_R

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: