ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

(სახარების განმარტება)

qrite_agsdga

“და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.

და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?

მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.

შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.

ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.

მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.

გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ”. (თ. 16, მ. 1-8)

განმარტება: არაფერ დიდებულსა და იესოს ღმრთაებრიობის შესაფერისს არ ზრახავენ ქალები, როდესაც სხედან სამარხთან და ყიდულობენ ნელსაცხებელს იმისთვის, რომ იუდაური ჩვეულების მიხედვით, სცხონ, რამეთუ იგი კეთილსურნელოვანი იყოს და არ გამოსცემდეს უსიამოვნო სუნს ხრწნისაგან, არამედ ნელსაცხებელის ძალით, რომელიც აშრობდა და ისრუტავდა სხეულის სინოტოვეს, უვნებლად შეინახოს. აი რას განიზრახავდნენ ქალები.

ადგნენ რა „კვირის პირველ დღეს ძალიან ადრე“ სამარხთან მისულები ფიქრობდნენ: ვინ გადაგვიგორებს ლოდს? თუმცა ქალებს ეს არ შეუნიშნავთ.

ასევე მათეც ამბობს, რომ ანგელოზმა გადააგორა ლოდი მას შემდეგ, რაც ქალები მივიდნენ. მაგრამ მარკოზი გაჩუმდა ამის შესახებ, რადგანაც მათემ უკვე თქვა, ვინ გადააგორა ლოდი. თუკი მათე ამბობს, რომ ანგელოზი ლოდზე იჯდა, ხოლო მარკოზი, რომ ქალებმა სამარხში შესვლის შემდეგ იხილეს იგი შიგნით მჯდომარე, ამან არ უნდა შეგვაცბუნოს.

ვინაიდან მათ შეეძლოთ ეხილათ ანგელოზი გარეთაც, ლოდზე მჯდომარე, როგორც მათესთანაა ნათქვამი, შეეძლოთ ეხილათ იგი აგრეთვე სამარხის შიგნითაც, როგორც მათზე უწინ შესული იქ.

თუმცა, ზოგიერთები ამბობენ, რომ მათესთან ერთნი, ხოლო მარკოზთან მეორე ქალები არიან მოხსნებულნი, მაგდელინელი კი ყველას თანამგზავრი იყო, როგორც ყველაზე უფრო გულმოდგინე და მოშურნე.

ანგელოზმა, რომელიც ქალებს გამოეცხადა, უთხრა: „ნუ განა კრთებით“. დასაწყისში ის ათავისუფელებს მათ შიშისაგან, ხოლო შემდეგ ახარებს აღდგომას.

იგი უწოდებს იესო ქრისტეს „ჯვარცმულს“, რადგანაც არ რცხვენია ჯვრისა, რომელიც არის კაცობრიობის ხსნა და ყოველგვარ სათნოებათ საფუძველი.

იგი „აღდგა“. საიდან ჩანს ეს? იქიდან, რომ იგი „არა არს აქა“ და გსურთ დარწმუნდეთ? „აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი“. იმიტომაც გადააგორა ლოდი, რომ ეჩვენებინა ეს ადგილი.

„არამედ წარვედით და უთხარით მოწაფეთა მისთა და პეტრეს“. პეტრეს გამოყოფს მოწაფეებისგან ან როგორც უპირატესს, მოიხსენებს რა მას მათგან გამორჩეულად, ან აი რატომ: რამდენადაც პეტრემ უარყო, ქალებს რომ ეთქვათ, ნაბრძანები ჰქონდათ ეცნობებინათ მხოლოდ მოწაფეებისთვის, იგი იტყოდა: მე უარვყავი, შესაბამისად აღარც მისი მოწაფე ვარ, ამიტომაც უფალმა უარმყო მე და განმირისხდა.

ამიტომაც დაუმატა ანგელოზმა: „და პეტრეს“, რათა გაურკვევლობას არ მოეცვა პეტრე იმის გამო, რომ იგი სიტყვის ღირსიც კი არაა, როგორც უარმყოფელი და ამიტომ უკვე არც იმის ღირსია, რომ მოწაფეთა რიცხვში ერიოს.

ხოლო აგზავნის „გალილეაში“, რათა განაშოროს ღელვასა და იმ დიდ შიშს, რომლსაც იუდეველთა მიმართ განიცდიდნენ.

მაშინ დედები „შეძრწუნებულ იყვნეს და დაკვირვებულ“, ანუ ისინი შეძრულნი იყვნენ როგორც ანგელოსის ხილვით, ისე აღდგომის შიშით და „არარაი ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა“.

მათ ან იუდეველბის ეშინოდათ, ან ხილვისგან იმდენად იყვნენ შეპყრობილნი შიშით, რომ თითქოსდა გონება დაკარგეს.

ამიტომაც არავის არაფერი უთხრეს, დაივიწყეს რა ყველაფერი, რაც გაიგონეს.

“ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი.

ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.

მათ კი, თუმცა გაიგეს, რთმ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს.

ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.

ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.

დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი”. (თ. 16, მ. 9-14)

განმარტება: „ხოლო აღ-რაი დგა“ – აქ გაჩერდი, შემდეგ წაიკითხე: „განთიად, პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალინელსა“. ვინაიდან განთიადისას კი არ აღდგა ) ვინ ნახა როდის აღდგა ის? – არამედ განთიადისას ეჩვენა, კვირა დღეს (რამეთუ ეს არის პირველი დღე შაბათისა, ანუ შვიდეულისა).

მარიამ მაგდალინელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შვიდნი ეშმაკნი“, ანუ მრავალნი (რამეთუ წმიდა წერილი იყენებს ზოგჯერ რიცხვს „შვიდს“ სიმრავლის აზრით), ანდა შვიდი ეშმაკი, რომელსაც შიშის არმქონე, ანუ სული არაღმრთისმოშიშებისა, სული უგუნურებისა, სული უმეცრებისა, სული სიცრუისა და სხვა; რომელიც სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს სვლისას, როცა სოფელში მიდიოდნენ“.

ამ ორზე ლუკაც საუბრობს (24; 13-35). და ისინი მოვიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც იმათ დაუჯერეს“.

მაშ როგორღა ამბობს ლუკა, რომ ისინი „დაბრუნდნენ იერუსალიმს, მონახეს შეკრებულნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა“ (ლუკა 24), მაშინ, როდესაც მარკოზის მოწმობით, არც იმათ დაუჯერეს, ვინც სოფლიდან მოვიდნენ.

ვპასუხობთ: „როდესაც მახარებელი ამბობს, რომ „სხვებს შეატყობინეს“, გულისხმობს არა თერთმეტ მოციქულს, არამედ ზოგიერთ სხვას. სწორედ მათ უწოდა მან „სხვები“, რამდენადაც თერთმეტმა იხილა იგი (ქრისტე) იმავე დღეს, როცა სოფლიდან დაბრუნებულებმა ნახეს ისინი მოსაუბრენი იმის შესახებ, რომ „უფალი ჭეშმარიტად აღდგა“.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მარკოზის სახარების განმარტება (თავი მეთექვსმეტე)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: