თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი

ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი

(ზვიად გამსახურდია)

ამერიკიდან და ევროპიდან გადმოიღეს ქართველებმა (არ იციან, რომ სატანიზმს ეზიარებიან) “ორი თითის” საზეიმო ჟესტიკულაცია

ბაფომეტი (ლათ. Baphometh, baffometi, ოქსი. Bafometz) — სატანისტური ღვთაების სახელი.

უახლეს ისტორიაში ღვთაება „აღადგინა“ ელიფას ლევიმ. პირველად ქრისტიანობის ისტორიაში ის ღიად გამოჩნდა ელიფას ლევის ნაშრომში „დოგმა და უმაღლესი მაგიის რიტუალში“.

ეს იყო ანდროგენული არსება, რომლის ხელებზეც ეწერა ალქიმიური სლოგანი „Solve et Coagula“.

სატანისტური ეკლესიის ჩამოყალიბებამდე, ბაფემოტის გამოსახვა არსად არ გვხდება და რა თქმა უნდა, ბაფომეტი არ ითვლებოდა სატანიზმის ძირითად სიმბოლოდ.

ლათინური სიტყვა „Baphomet“, მარჯვნიდად მარცხნივ იკითხება როგორც „Temohpab “— რაც წარმოადგენს აკრონიმს: „Templi omnium hominum pacis abbas“: „მსოფლიო ტაძრის ხალხთა წინამძღვარი“…

“მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი “მართლმხილება”, რაც აგრეთვე, ქრისტიანული პრაქსისის საფუძველთა საფუძველია.

putchistebi

რქებიანი თითების წყობა, იგივე “რქებიანი ხელი” ანუ “ჩორნუტო” არის ეშმაკის, სატანის სიმბოლო, რომელსაც ურჩხულის რქების და თავის ქალის და, არცთუ იშვიათად, თვით ურჩხულის სახითაც გამოსახავენ. ეს არის სატანისტების მიმართვის ფორმა, “სატანური მისალმება”.

ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგებების ძირითადი მიზანი.

ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა.

ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავის გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეაგზავნის. “ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდნენ თავს ეკლესიას, გვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”.

აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა, რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეას, მით უფრო სრულყოფილია იგი”.

ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum).

ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად.

ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “Templum omnium hominum pacis abbat” (“ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”).

“თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათლებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს.

მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისაგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთოთა ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საქართველოში აღდგეს ასეთი ეკლესია.

(ზვიად გამსახურდია)

 
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: