საქართველოს ეკუმენისტი პატრიარქის ილია II ერეტიკული ქმედებების მსჯავრმდებელი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები და მათი განმარტებები
„დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!” (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი).

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” რლიგიური რიტუალები

Visit to the WCC of His Holiness ILJA II, Catholicos Patriarch of All Georgia. Dr. Konrad Raiser and H.H. Ilja II.
Switzerland May 1996
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ვიზიტი „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში”. ემს გენერალური მდივანი კონრად რაიზერი და ილია II. შვეიცარია1996 წ. მაისი

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ასამბელეის შამანური „ლოცვა” გრძელი ყალიონით, რომლის პრეზიდენტიც იყო ილია II
„დიდი ძვრები მოხდა საერთაშორისო ეკუმენურ მოძრაობაში, საქართველოდან ამ დიდ საქმეშიც პირველი გზის გამკვალავი თქვენ ბრძანდებით. ეკუმენური მოძრაობის სფეროში თქვენ ერთ-ერთი ღირსეული და გამოჩენილი მოღვაწე ბრძანდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ გერგოთ მსოფლიო საეკლესიო საბჭოს პრეზიდენტობის პატივი. ბევრი რამ გააკეთეთ ეკლესიების დაახლოებისა და ერთა დამეგობრების საკითხში” (საპატრიარქოს ბეჭვდითი გამოცემა „ჯვარი ვაზისა” 1983 #2)

„ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა“
- ილია II მიერ მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო საჯარო ქადაგება:
ა)„ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”, „ევროპის ეკლესიათა კონფერენცია” და ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენცია… ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა” ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა”, 1988, N2, გვ. 72/ #1).

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საპატიო სტუმარი (ფილიპ პოტერი) ეწვია თბილისის ტაძრებს და მრევლის წინაშე იქადაგა (იქადაგა ეკუმენიზმი-რედ.შენიშ). მან ხაზი გაუსვა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” მნიშვნელობას მშვიდობისა და ხალხთა დაახლოების საქმეში…ეკლესიების დაახლოება – განაცხადა ფილიპ პოტერმა – განაპირობებს სახელმწიფოებისა და ხალხის შეკავშირებას…”; იმავე დღეს იგი დაესწრო თბილისის სიონის ტაძარში ჩატარებულ საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღიას, რომლის დროსაც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ფილიპ პოტერმა სიტყვით მიმართეს ერთმანეთს.”

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”-ს ერთ-ერთი ასამბლეა, რომლის პრეზიდენტიც იყო საქართველოს პატრიარქი

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ასამბლეაზე ქალი „მღვდელი” ამბიონზე კითხულობს სახარებას. (არ დაგავიწყდეთ ამ საბჭოს პრეზიდენტი იყო საქართველოს პატრიარქი თავისი სინოდით)
- ილია II თანალოცვა ერეტიკოსებთან:
„საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3/16-დან 17/30 აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი, დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი – აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი. ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ტაძრები და ესაუბრნენ ამ ეკლესიათა წინამძღვრებს, ხოლო საღამოს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ დიდი სამშაბათის ლოცვას”.

ილია II და საქართველოს ეკლესიის სხვა ერესიერარქები მონოფიზიტებთან ლოცვისას (ეჩმიაძინი)
„კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II” (საპატრიარქოს ჟურნალი – ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″)

„დღისით უწმიდესმა ვაზგენ I და მისმა თანხმლებმა პირებმა მოილოცეს ქვაშვეთის წ. გიორგის, დიდუბის ღვთისმშობლის და ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრები. იმავე საღამოს უწმიდესი ვაზგენ I დაესწრო ლოცვას სიონის საპატრიარქო ტაძარში…ვაზგენ პირველი ამბობს: ორჯერ მოგვეცა საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის უფლება.” („ჯვარი ვაზისა” 1984 #2)

В 1993 году умер Католикос Васген II. На похоронах присутствовали представители Грузинской, Румынской и др. Православных Церквей. Также присутствовали, как это сообщает ЖМП, и католики. Они, видимо, тоже очень любят монофизитов. Источник: Журнал Московской Патриархии №3-4, 1993 г.
„451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრებაზე (მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება) მონოფიზიტები დამარცხდნენ და დაიგმო მონოფიზიტური მწვალებლობა; ღვთისგან მოიკვეთნენ ერეტიკოსი მონოფიზიტები ნესტორი, ევტიქი და დიოსკურე, მათი სწავლება მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ მწვალებლობად გამოაცხადა.” (წიგნიდან „დოგმატური ღვთისმეტყველება”)

ილია II თანალოცვა ერეტიკოსებთან და მათი ზიარება:
- ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი ანტიოქიის კრების II კანონი:
,,თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა ( უზიარებლები ეწოდებათ მოუნანიებელ ერეტიკოსებს – ავტ.) მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი”.
„დიდ ხუთშაბათს – ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები – ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს – ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია – ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად”.

რომის პაპთან ერთობლივი ლოცვა სვეტიცხოველში
- ლაოდეკიის კრების 6 კანონი:
მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღვთის სახლში.
„ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისათვის პაპის უცდომელობის დოგმატი არის არა ოდენ მწვალებლობა, არამედ მწვალებლობათა მწვალებლობა, რადგან არც ერთი ერესი არ აღძრულა უფლისა და მისი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი შეუპოვრობითი და ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს პაპიზზმა ჩაიდინა. უეჭველად მწვალებლობათა მწვალებლობაა პაპიზმი და საშინელებათა საშინელება, რომელმაც ავად განიზრახა და ბოროტად განდევნა უფალი იესო ქრისტე. პაპიზმი ახალი გამცემლობაა უფლის, ახალი ჯვარცმაა მისი.” (წმინდა იუსტინე პოპოვიჩი)
ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა” ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა”, 1988, N2, გვ. 72/ #1).
- ილია II შესვლა და თანალოცვა ერეტიკოსთა ტაძრებში:
„პატრიარქმა ილია მეორემ ქ. ბერნში, ძველ კათოლიკურ ტაძარში, აღასრულა მწუხრის ლოცვა, რომლის შემდეგ უამრავი მრევლის წინაშე წარმოსთქვა ქადაგება” („ჯვარი ვაზისა”, 1981წ. N1).

- ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 65-ე კანონი:
,,თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს”.
“თქვენი მოღვაწეობა ჟენევაში „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში” – როგორც ამ საბჭოს პრეზიდენტისა, თქვენი ვიზიტები ბულგარეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ვანკუვერში (კანადა) და სხვა მრავალ ქვეყანასა და რელიგიურ ცენტრში ბევრის მეტყველი და ბევრის მომცველია. დაიხვეწა, აღდგა, ან ახლად დამყარდა კავშირი მრავალ რელიგიურ და კულტურულ დაწესებულებებთან.” (საქართველოს წმ. სინოდის სახელით ამ სიტყვებით მიმართა ილია II მიტრ. კონსტანტინემ. “ჯვარი ვაზისა” 1983 #2.)
——————————————-
პირველი წერილის დასასრული
გაგრძელება იხ. შემდეგ ბმულზე: პასუხი საპატრიარქოს მოდერნისტულ „მართლმადიდებლურ ფორუმს“ church.ge(ნაწ.II)
church.ge-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” დატოვების შემდეგ ილია მეორემ მოინანია ეკუმენიზმი და თავის იერარქიასთან ერთად აღარ ულოცია ერეტიკოსებთან, აბა, ქვემოთ, ამ დოკუმენტში რა არის აღწერილი? “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო” საქართველოს საპატრიარქომ დატოვა 1997 წელს 20 მაისს, ხოლო 2005 წელს საქართველოს ეკლესიის იერარქებმა ილოცეს კათოლიკებთან და იუდეველებთან: “Илия II совершил молебен о здравии всего народа Азербайджана в кафедральном соборе Святых Жен Мироносиц, На молебне присутствовали настоятель бакинского римско-католического прихода Христа Искупителя отец Ян, председатель еврейской общины горских евреев Азербайджана Семен Ихиилов,


წყარო: http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=18
ა) На празднике, отмечающем прибытие евреев в Грузию, Патриарх Илия II в слове, обращенном к главному раввину иудеев Грузии, сказал: «Евреи вносят большой вклад в дело поклонения Единому Богу». (Телепрограмма «Вестник» 8/IX, 1998г.)
ბ) ეკუმენისტური განდგომილება ახალ საფეხურზე ავიდა “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” VI ასამბლეაზე ვანკუვერში (კანადა). საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას თავად ილია II ხელმძღვანელობდა. 1983 წლის 31 ივლისს ამ ასამბლეის მონაწილეთა მიერ შესრულებულ იქნა “ეკუმენიკური ლიტურგია” (შედგენილი ფრანგი რეფორმატორის მაქს ტურიანის მიერ). ამ ლიტურგიის მთავარი მოქმედი პირი იყო ანგლიკანი ეპისკოპოსი რანსი. მისი “თანამწირველები” იყვნენ ექვსი პროტესტანტი პასტორი, მათგან ორი ქალი: ინდონეზიელი რეფორმატორი კაროლინა პატიაზინა-ტორჩი და ლუთერანი ელიზაბეტა ლიდელი დანიიდან. მათ გარდა მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს “მართლმადიდებელებმა”, მონოფიზიტებმა, პაპისტებმა ამავე ასამბლეაზე პირველად “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ისტორიაში ოფიციალურად იყვნენ მოწვეულნი: იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის, და სხვა რელიგიათა წარმომადგენლები.” (ვანკუვერი VI ასაბლეის ჟურნალი “Canvas” #17, 1983, p.1; жмп # 9, 1983, ст. 54)
გ) “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VII ასამბლეა…დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. სიტყვით გამოვიდა მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), რომელმაც განაცხადა: … საქართველოს ეკლესიას გააჩნია სიმპათიები და მისწრაფება ეკუმენისტური სოლიდარობისადმი”…კანბერის ბიულეტენი გვთავაზობს ტექსტებს, რომლებიც გამოხატავენ სოლიდარობას ეკუმენისტ-ჰომოსექსუალისტებისადმი. ეს მოწოდება დაიბეჭდა ასამბლეის ბიულეტენის მეორე გვერდზე, რომელიც იუწყება, რომ ჰომოსექსუალისტებმა და ლეზბიანებმა გააკეთეს მოწოდება გამოსულიყვნენ მათი უფლებების დასაცავად, ჰომოსექსუალისტებს “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ამ ასამბლეაზე წარმოადგენდა დელეგაცია, რომელსაც სათავეში ედგნენ “მღვდელქალა” ნენსი უილსონი, პასტორები კიტ ჩერი და სტივ პიტერსი, რომლებიც ჰომოსექსუალისტთა და ლეზბიანთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში” (!) (Assembly Line”. #3, 1991.)
დ) На VIII Ассамблее Всемирного Совета Церквей (В.С.Ц.) в Харарэ (Зимбабве) Вселенское Православие было представлено почти полностью. (1998г. 3-14 декабря). В ходе заседаний были африканские песни и танцы, совместные экуменические моления. Абсолютное большинство «православных» делегатов принимало участие в этих молитвах, некоторые же части этого служения совершались под их личным руководством. Самое большое время (12 семинаров) было уделено вопросу «содомитов». На одном из семинаров, англиканский «священник» – содомит Дуглас Тор подверг резкой критике В.С.Ц. за недостаточные публикации в сфере «теологии гомосексуализма». На Ассамблее явно чувствовалось влияние и активность содомитов. Кроме того на этом «форуме» активное участие принимали «Международная комиссия защиты прав гомосексуалистов и лесбиянок», «Европейский форум «Церквей лесбиянок и гомосексуалистов», «Движение христиан-гомосексуалистов», специализированные «Церкви» содомитов, такие как: «Metropolitan Commiunity Church» и другие. Информационные агентства больше внимания уделили выступлениям содомитов и их участию в совместных молитвах. чем сослужениям экуменистов из официальных «Православных Церквей» – Всемирного Православия. На одном из семинаров Ассамблей положительно был разрешен вопрос о допустимости полигамии (многоженства) в целях борьбы со СПИД-ом. На вопрос информационного Агентства В.С.Ц. – ENI – все ли Поместные «Православные Церкви» принимали участие в совместных служениях и семинарах Ассамблей, представитель Московской Патриархии ответил: «Насколько мне известно все». (წიგნიდან “ეკუმენიზმი ანტიქრისტეს რელიგია” – შემდგენლები: მღვდელი გელასი აროშვილი და მღვდელი ზურაბ აროშვილი)
—————————————————————————————————————–
კანონიკური ტექსტი მოამზადა: საით „დიდგორის” პრესსამსახურის წარმომადგენლებმა:
_გიორგი წულაძემ და ნიკოლოზ გვარამიამ