საქართველოს ამომგდები „გმირები“

საქართველოს ამომგდები უცხოურ „ორდენოსანი“ გმირები

27 დეკემბერი 1991 წელი გოგა ხაინდრავა ზეიმობს ზ. გამსახურდიას დამხობას გადამწვარი მთავრობის სახლის წინ

გაურკვეველი წარმომავლობისა და დანიშნულების, ოპოზიციურ ტელეარხად წოდებულ „კავკასიის“  მეპატრონე აქუბარდიასთან ერთად, ერთ ბედნიერ დღეს, მისთვის უჩვეულო პოზასა და ჩაცმულობაში მოგვევლინა ქართული პოლიტიკის „ვარსკვლავი“, ფრანგული ორდენის – „რაინდული ღირსების ორდენი“-ს კავალერი გოგა ხაინდრავა.
პიჯაკზე ორდენ მიმაგრებულ ხაინდრავას სიფათიც მორგებული და მიმაგრებული ჰქონდა. კმაყოფილი და ბედნიერია ხაინდრავა, რამეთუ მისი შრომა და ამაგი საერთაშორისო სარბიელზე დაფასდა! აქუბარდიასთან მასლაათი ერთ საათზედ მეტი გაგრძელდა. საგაზეთო პუბლიკაციაში შეუძლებელია მთელი რეპორტაჟის გადმოტანა.

გადაცემიდან შევიტყვეთ, რომ ეს ორდენი საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლს დაუარსებია და საფრანგეთის პრეზიდენტი გადასცემს ამ ჯილდოზედ წარდგენილ ნომინანტებს მას  ამა თუ იმ სფეროში გაწეული ღვაწლის შესახებო.
წამყვანი და მოპასუხე გაუთავებლად საუბრობდა კეთილშობილურ თვისებებზე, რაინდობაზე, ღირსებაზე, სიმართლისთვის და სამრთლიანობისთვის ბრძოლაზე და ასე შემდეგ.

ჩვენი წერილის მიზანია,  გავარკვიოთ, თუ რა „ღვაწლი და ამაგი მიუძღვის“ ამ „პოლიტიკოსს“ ჩვენი გავერანებული სამშობლოს წინაშე.


სიტყვაკაზმულად საუბრობდა გადაცემის სტუმარი, სიტყვაკაზმულად გვაყრიდა თვალში ნაცარს, თავს სიმართლისათვის, თავისუფლებისათვის მუხლჩაუხრელ მებრძოლად გვისაღებდა. გადაცემის მსვლელობისას შიგა და შიგ მაყურებლის ზარები გაისმოდა, რომლებიც ხოტბა- დიდებას ასხამდნენ და სიყვარულს ეფიცებოდნენ ორდენოსან რაინდს და ისიც „სტოიკურად“ იღებდა მილოცვებს, ჩვენ, რა თქმა უნდა შორსა ვართ იმ აზრისაგან, ვინმეს სხვისი სიყვარული და პატივისცემა დავუშალოთ. არა, ყველა მატარებელს თავისი მგზავრი ჰყავს დანიშნულების ადგილამდის მისაყვანი…

გ. ხაინდრავას „საქმენი საგმირონი“

საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალია ხალხი, ვისაც ახსოვს გ. ხაინდრავას „საქმენი საგმირონი“.

მოვიყვანთ იმ „მარგალიტებს“, რომლითაც საფრანგეთის ორდენის კავალერს ამკობდნენ ყოფილი თუ ახლანდელი თანამებრძოლები. „მარგალიტები“ შეუკრიბავს გაზეთ „დრონ“ –ს, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ.

მაშ ასე, ხაინდრავას ამ ორდენის მინიჭებით თავი მართლაც რაინდად წარმოუდგენია და კუდი ყავარზე გააქვს. ვნახოთ რას წერენ ხაინდარავას შესახებ მისი ყოფილი და ახლანდელი თანამებრძოლები, თუ მოწინაააღმდეგეები.

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და საბაბი კონფლიქტების დარეგულირება და მათი მშვიდობიანი გადაჭრა ყოფილა.

პაატა ზაქარეიშვილი: თუ გ. ხაინდრავა თავისი დაჯგუფებით აფხაზეთში იბრძოდა, აფხაზების წინააღმდეგ, ვერ გავიგე, ამ კაცს რა უნდა კონფლიქტების მინისტრად, რა კონფლიქტი უნდა მოაგვაროს, როცა აფხაზები ცალსახად აფიქსირებენ, „ვინც იარაღით გვებრძოდა, იმ ხალხს სახალხო დიპლომატიის დონეზეც კი არ დაველაპარაკებით, არა თუ სახელმწიფო დონეზეო“.

იხ. ეს კადრი ვიდეოდან: http://bpg.sytes.net/simartle/default.asp?bpgpid=180&pg=1

ზვიად ძიძიგური: „არ მომწონს გ. ხაინდრავას დანიშვნა კონფლიქტების მინისტრად, როცა ეგ აფხაზეთში იყო სახელმწიფო მინისტრი, მის სახელს უკავშირდება ბევრი სიბინძურე, მათ შორის აფხაზებთან და რუსებთან ერთად კონტრაბანდული ბიზნესი, და რა დაუშლის იგივე აკეთოს ოსებთან და კოკოითთან ერთად?“

მიხეილ ქარელი: „გოგა ხაინდრავა ოსურ ლუდსა და ხაბიზგინებზე ქეიფობს ცხინვალში, საეჭვო ხალხთან. ის ნამდვილად ვიცი,  ამ ხალხს საქართველოს სიკეთე ნამდვილად არ უნდა და ბევრი მათგანი 90-იან წლებში იარაღით იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ“.

ხაინდრავასთვისაც ხომ ის ხალხია მისაღები და სამეგობრო, ვინც 90 –იან წლებში ლახვარი ჩასცა საქართველოს!

გუბაზ სანიკიძე: „გოგა ხაინდრავამ, ჯერ იმ დიდ კითხვის ნიშნებს გასცეს პასუხი, როცა აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა. დღეს ყველა ამბობს, რომ გაგრა გაიყიდა, გაგრა ჩაბარდაო. თუ თანამონაწილე არ არის ხაინდრავა ამ ისტორიული ღალატისა, გამოვიდეს და თქვას, ვინ ჩააბარა გაგრა. ის ცალკე იყოს, როცა იარაღით ხელში დარბოდა ზვიად გამსახურდიას დასამხობად, ამაზე ისტორია გასცემს პასუხს და აქ თუ არა, იქ, ღვთიურ სამსჯავროზე მოეკითხება“.

მიხეილ ქარელი: „გოგა ხაინდრავამ, ბორის ჩოჩიევის გარემოცვასთან ერთად, ააორთქლა ეუთოს საკმაოდ სოლიდური გრანტი, რომელიც ქართული და ოსური სოფლების ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარებოდა.  ფული შეჭმულია, თითი არავის დაუკარებია, სამუშაოები არავის შეუსრულებია და ქაღალდზე თანხა ათვისებულია. იმ სოფლებში მგონი, არც შესულან საერთოდ. კარგი იქნება, თუ ეუთო და ქართველი სამართალდამცველები ერთად დაიწყებენ ამ თანხის ასავალ-დასავალის მოკვლევას“.

ამ ვაჟბატონს კი ერთი სურვილი ამოძრავებს, გამოიკვლიოს დღეს მის გარეშე გაიმასქნებული კოლოსალური თანხები, აბა, გაბედეთ და რომელიმემ მოკითხეთ მას ეუთოს გრანტი, მტრისას, ისეთი დღე დაგადგებათ!…

ახლა სხვა მხარესაც მოვუსმინოთ:

მამუკა კაციტაძე: „მე მაქვს ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცხინვალის რეგიონში ოქრუაშვილი და ხაინდრავა ვერ იყოფენ კონტრაბანდისტულ ტვირთს და ამის გამო ერთმანეთს ებრძვიან“.

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის გამოთქვეს ზემოხსენებული მოსაზრებები ქართველმა პოლიტიკის ვარსკვლავებმა (გაზეთ ”დრონში“ მითითებული არ არის), დღეს კი ისინი ერთიან ოპოზიციურ არმადას წარმოადგენენ.

ჩვენ ყველას ისიც კარგად გვახსოვს, როდესაც გოგა ხაინდრავამ და მისმა კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი ტორეზ კულუმბეგოვი პოლიტპატიმრად გააასაღა და დედამიწა შეაზანზარა – არიქა, გამსახურდია ოს ხალხს სდევნისო. მაინც რა რიგად შესტკივა გული ამ ჩვენს საფრანგეთის „ღირსეულ“ რაინდს „დევნილ და ტანჯულ“ ოსებზე, დღესაც ცხარე ცრემლებს აღვარღვარებს: ამ ხალხს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული სახელმწიფოს წინაშეო. უწიგნურსა და უვიცს დღევანდელ კასტას უწოდებს და თვითონ თუ წაუკითხავს საქართველოს ისტორია, თუ წაუკითხავს ფარნავაზიდან მოყოლებული რა ხეირს აყრიდნენ საქართველოს მისი ქებული ძმები, ხაინდრავა, ვახტანგ გორგასალსაც ჯვარს აცვამდა, უთუოდ, ოსი ხალხის უფლებების შელახვის გამო.

თავი გავანებოთ ადრეულ საუკუნეებს, სულ ახლახანს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დღემოკლე არსებობის ჟამს, თუ როგორი თანადგომა და ერთგულება გაუწიეს ოსებმა საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს, წაიკითხოს ქართველი მეცნიერების ნაშრომები და არა მარტო ქართველების, არამედ არაქართველი მეცნიერების ისტორიული ნარკვევებიც, სადაც პირუთვნელად და სამართლიანად არის აღწერილი ფრანგული რაინდული ღირსების ორდენოსანი ქველი რაინდის ხაინდრავას ძმების „გმირობა“.

მაგრამ ხაინდრავას ფეხზე ჰკიდია ქართველი ხალხი და მისი უფლებები მის მშობელ მიწაზე!

მოვუსმინოთ რას ამბობს საფრანგეთის ახლად გამომცხვარი რაინდის შესახებ იმდროინდელი ამბების მომსწრე;

ლევან ხაჭაპურიძე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს მისი წარმომადგენელი დიდი ლიახვის ხეობაში: „რატომ არ გამიხმა ის ხელი, რომლითაც ხაინდრავას ავაცილე. ხაინდრავა კაცი კი არა – არა კაცია! რამდენიმე დღე მატყუა, ცოცხლები არიან ბიჭებიო, მერე ოთხ ოჯახს და ამხელა სანათესაო-ჭირისუფალს ერთიანად ატყუებდა.

რამდენიმე კარგად მოხვდა მინისტრ ხაინდრავას ყბაში ჩემგანაც და სხვა ბიჭებისგანაც, კურდღელივით გაიქცა (ფრანგული რაინდული ღირსების ორდენის კავალერი, რომელიც სიმხდალესა და კურდღლობაში სხვას დასცინის – ა.ს.). ეგ ხეობაში ვეღარ შემოადგამს ფეხს, მე იქით ვიყო, ხალხია ძალიან აჯაგრული – ხაინდრავა აქ ამოსული რომ ვნახოთ, ცოცხალს არ გავუშვებთო.

ამ ხალხმა 15 წელი გაიტანა ერთმანეთი, ალყაში არიან, ტყვიების წვიმაში არიან, მაგრამ მშობლიური მიწა არ მიუტოვებიათ. ერთგულებისა და სიტყვის ფასი იციან და ვერ იტანენ გაიძვერა და სიტყვის გამტეხ ხალხს – ხაინდრავასნაირებს.

ქართველი ხალხის სამართლიანი უფლებების დამცველს, მის ჭირისუფალსა და სარანგს, დედ-მამითა და სისხლ-ხორცით, სულითა და გულით ქართველ ზვიად გამსახურდიას, რა განაჩენიც გამოუტანეს დასავლეთელმა დემონთკრატიის მამებმა, ამის მომსწრე და მნახველია ჩვენი თაობა. მათი ვერდიქტით, საქართველოს მიწაზე, ათასი ჯურის ავაზაკისა და გადამთიელის უფლებებს უნდა ენაცვალოს ამ მიწის ღვიძლი შვილების სასიცოცხლო ინტერესები და ვინც ამას ცხოვრებაში გაატარებს, მის მკერდს არ მოაკლდება ეშმაკის მოციქულთა ჩინ-მედლები და ორდენები, ხოლო ქართველთა ქომაგსა და მეოხეს _ ეკლესიის ქონგურებიდან დაშენილი ჭურვები.

ბოლო დროს, გოგა ხაინდრავას მიმართ, ხშირად გაისმის ბრალდება 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის შესახებ. საფრანგეთის რაინდული ღირსების რაინდი შეძლებისდაგვარად ცდილობს დაფაროს წარსული საქმენი საგმირონი და აცხადებს: იარაღი მქონდა, მაგრამ ქართველისათვის არ მისვრიაო.

აგერ უკვე სამი წელიწადია, გოგა ხაინდრავა აღშფოთებული და შეძრწუნებულია, 7 ნოემბერს რეზინის ტყვიები დაგვიშინა მიშას ხელისუფლებამო, ამ ავაზაკს ის კი ავიწყდება, როგორ ტყვიებს უშენდა თვით საქართველოს მტრებისა და მოღალატეების მიერ მოწყობილი ამბოხის შედეგად ქვეყნიდან განდევნილ მის პირველ და ჯერჯერობით უკანასკნელ კანონიერ პრეზიდენტს.

ამ და სხვა ავაზაკთა მამხილებელი სანდო და წყალგაუვალი საბუთები დაგვიტოვა მათმა სულიერმა წინამძღოლმა და უსტაბაშმა ჯაბამ.

ავაზაკთა უსტაბაშმა ჯაბამ, მიაბარა რა ეშმას სული, შთამომავლობას მართლაც რომ ჩინებული მამხილებელი საბუთები დაუტოვა, რომელიც არანაირ რევიზიასა და გადახედვას არ ექვემდებარება!


მოვუსმინოთ ჯაბას: ჯაბა ისოსელიანი: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 6 იანვარს გამთენიისას ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ და გია სვანიძის ბიჭებმა გაუხსნენ ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. პირველმა, ვინც ისროლა – ხაინდრავას ხალხმა თუ ჩვენებმა – „მხედრიონელებმა“, ვერ გეტყვით. ეს იყო შეცდომა, რადგან, როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები უსაფრთხოდ დასტოვებ ქვეყანასო, უნდა შეასრულო. მერე გოგაც და გიაც მიმტკიცებდნენ, ბატონო ჯაბა, ჯერ იმათ გვესროლეს ავტობუსებიდანო, მაგრამ ამხელა კაცი მაგას ვჭამ? რა ესროლეს? ერთი სული ჰქონდათ, ბუნკერიდან თავდაღწეულებს, საქართველო მშვიდობიანად დაეტოვებინათ. არა, მაგარი მიქარვა მოუვიდათ, თან იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები ისხდნენ, პრეზიდენტს რომ თავი დავანებოთ!

რაღა უნდა მექნა? დავტუქსე ორივე, ბოდიში, აღარ ვიზამთო და ეგ იყო. ცხონებული გია მართლა შეწუხებული იყო, კიდევ კარგი არ მოვკალით ვინმეო. მეორედ აღარ ვიზამთო, ეგ იყო მაგარი – მგონი შევარდნაძის ჩამოგდებასაც აპირებდნენ, ეგრე გამოუვიდათ, რა”.

ხედავთ, გია სვანიძე შეწუხებულა ძლიერ, ეს ავაზაკი კი დღესაც გაიძახის, არ ვნანობ ზვიად გამსახურდიას, რომ დავუპირისპირდიო და ასეთ კაცს ასხამს მისებრ ავაზაკი გმირისა და რაინდის შარავანდედს.

არსებობს მრავალი საბუთი და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იმ ავადმოსაგონარ, საქართველოს დამაქცევარ დღეს, ქაშუეთის ეკლესიის ეზოდან, გოგა ხაინდრავამ და მისმა ყაჩაღების „დევიატკამ“ გაისროლა პირველი ტყვია: გურამ პეტრიაშვილი, ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს წევრი (შენიშვნა: დედანში სწორედ ასე სწერია, ჩვენ კი ერთს შევახსენებდით გაზეთ „დრონის“ პატივცემულ რედაქციას, რომ ის უზენაესი საბჭო ზვიად გამსახურდიასი კი არა საქართველოს უზენაესი საბჭო იყო, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია და თავკაცობა ზვიად გამსახურდიას მიანდო. ასეთი შეიძლება ვთქვათ შევარდნაძის სახელმწიფო საბჭოდ წოდებულ „გკჩპ“-ზე, შევარდნაძის იმედისა და მილიონი სამუშაო ადგილის პარლამენტებზე, რომლებიც, მართლაც რომ არ აურჩევია საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, _ ან კიდევ, მიშას სალაყბოებზე): სწორედ გოგა ხაინდრავამ ისროლა პირველი ტყვია ქაშუეთის ეზოდან, ამ უწმინდურმა ისროლა პირველად მთავრობის სახლის მიმართულებით.  პირველი მსხვერპლი იყო გია ბახია, გოჩა ბახიას ძმა.  მერე, როცა სიგუა-კიტოვანმა და იოსელიანმა მოგვცეს ხელშეუხებლობის გარანტია, 1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას, ბარათაშვილის ხიდთან, სწორედ ხაინდრავამ და მისმა „დევიატკამ“ გაგვიხსნა ცეცხლი. იქ იმყოფებოდნენ ზვიადიც, მისი ოჯახიც, მცირეწლოვანი ბავშვები“.


საინტერესოა, საფრანგეთის პრეზიდენტს ყველაფერი ეს რომ წაეკითხა, მოაწერდა კი იმ გუჯარს ხელს, რომლითაც ეს ორდენი ჩამოკიდა გ. ხაინდრავას?

არ მოაწერდა!

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხომ ამ ორდენით ლანა ღოღობერიძე, დიდი ქართველი ბოლშევიკის  ლევან ღოღობერიძის ასული დააჯილდოვა, ლანა ხომ მისი მამის საქმეების ღირსეული გამგრძელებელია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, აჯილდოებდა რა, პუტჩისტ ხელოვანს,  უთუოდ იცოდა მისი მამის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „Вы знаете, товарищи, что в Грузии дворянство составляет 6 процентов населения. Это необыкновенный процент, которого нет ни в одной другой стране. Даже в Польше, стране панов, число дворян достигает 4 процентов. Мы должны сократить в Грузии процент дворянства” – Леван Гогоберидзе.

ამ ორდენით დაჯილდოებულია მეორე არანაკლებ პუჩისტი ხელოვანი ოთარ იოსელიანი (როგორც ამბობენ, დედით ოსი) რომლის ფილმებს გულმოდგინედ ეწაფება დასავლეთის დემონთკრატიული ელიტა, მის კადრებზე აღბეჭდილია „საბრალო ოსების“ ხვედრი ზვიად გამსახურდიასეულ საქართველოში.

არაკაცობისა და არაკაცური იდეოლოგიის შექმნასა და მის პროპაგანდაში სამარცხვინო წვლილი მიუძღვის კრიმინალურ ინტელიგენციას – აქ მოტანილია მაგალითები იმისა, თუ როგორ იქმნებოდა და ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში ბოროტი, არაკაცური სიცრუე – ადამიანის უფლებების ვითომ დიდი ქომაგის, აღიარებული რეჟისორის, მაგრამ არაკაცის ოთარ იოსელიანის ფილმის „Seule, Georgie – ული საქართველოს (1994)“ მაგალითზე.

მოღალატე, კრიმინალური ინტელიგენციის შეთითხნილი სიცრუე, შემდეგ მასობრივი ტირაჟებით ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში და ფართოდ გამოიყენებოდა ქართველი ერის წინააღმდეგ. კერძოდ „Seule, Georgie – მხოლოდ საქართველო“ (განსხვავებით დოკუმენტური ფილმისაგან „შევარდნაძის მხილება“ – რომელიც მასზე ბევრად ადრე, 1992 წელს გამოვიდა და მხოლოდ ერთხელ იყო ნაჩვენები ამერიკაში და არც ერთხელ არ ყოფილა ნაჩვენები ევროპასა ან რუსეთში) მრავალგზის იყო ნაჩვენები ევროპაში, ამერიკაში და განსაკუთრებით რუსეთში!


  • ო.იოსელიანის ცილისმწამებლური ფილმი „საქართველო ერთია”
 http://video.google.com/videoplay?docid=-2102083368623298301
  • სხვა ვიდეოფილმების ნუსხა
http://www.facebook.com/besarion.gugushvili?v=app_7146470109

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თითქმის საათნახევრიან, ფარისევლურ – ვითომ ობიექტურ და ვითომ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მთლიანად საქართველოს 1998-1994 წლების მოვლენებს მიეძღვნა – გაკვრითაც  არ არის ნახსენები საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ ფართოდ დოკუმენტირებული ის მხეცობები და ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევები, რომლებიც არაკაცთა ხუნტამ  ჩაიდინა – მთელი ფილმი კანონიერი ხელისუფლების ნომენკლატურული კრიმინალიტეტის მიერ დამხობის გამართლებას ემსახურება.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თითქმის საათნახევრიან ფილმში, რომელშიც მოიძებნა ადგილი ყველა , ასე თუ ისე გამოჩენილი პუტჩისტის ყბედობისათვის – და რომელშიც ყბადაღებულად ქადაგებენ, რომ გამსახურდიას რეჟიმი, თითქოს მოწინააღმდეგეთა სიტყვასა და აზრს ახშობდა – არ და ვერ მოიძებნა ადგილი კანონიერი ხელისუფლების, თუნდაც ერთი წარმომადგენლის, ან მომხრის აზრის გამოხატვისათვის – „პლურალიზმის“ თვალნათელი დადასტურება…

http://mamuli.net/Simartle/default.asp?bpgpid=111&pg=1

ხედავთ ქართველებო, ის ჩვენი დასავლეთელი მეგობრები, ვის და რის გამოც აჯილდოებენ?
ასე, რომ ეს ორდენი ვერაფერი სამაყო და საბაქიბუქოა!

შორს არ არის ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი ამ მოღალატე მანქურთებს საკადრის ორდენებს მიუძღვნის!
გოგა ხაინდრავა ახსენებს ნაპოლეონის მიერ დაარსებულ საპატიო ლეგიონის ორდენს, რომელიც თვით ნაპოლეონმა გადასცა კაცობრიობის ყველა დროის უდიდეს მოაზროვნესა და შემოქმედს გერმანელ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს. გოეთემ კი მისი ქვეყნის დამპყრობელს დითირამბები მიუძღვნა და გენიოსი უწოდა, ის დიდი სიამაყით ატარებდა ნაპოლეონის მიერ ბოძებულ რკინის ჯვარს. მაშინდელი გადმოცემებიდან ცნობილია ისიც, რომ გოეთე დიდად არ თანაუგრძნობდა გერმანელი ხალხის განმათავისუფლებელ მოძრაობას, პირიქით…

ისევ საფრანგეთის ორდენების შესახებ, საფრანგეთის მთავრობები ორდენებს წითელი ჯვრისა და წყალწაღებულთა მაშველთა კორპუსის სამკერდე ნიშნებივით ურიგებდნენ ყოველი ჯურის ავაზაკსა და გარეწარს, მათ შორის ბორის ელცინსა და ვლადიმერ პუტინს.

საფრანგეთის საპატიო ორდენი აქვს, აგრეთვე მიღებული რუმინეთის ყოფილ დიქტატორს ნიკოლაი ჩაუშესკუს, მას დასავლეთის დემკრატიის მებაირახტრე ქვეყნების მთავრობებიდანაც აქვს მიღებული ორდენები. აი, ისინიც: ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის“, დანიის სპილოს ორდენი, დიდი ბრიტანეთის ბანის საპატიო ორდენი, წმინდა ოლაფის ნორვეგიის სამეფო ორდენი.

ბრიტანელების ორდენებზე უამრავ ნომინანტს განუცხადებია უარი, მათ შორის კანადის პრემიერ მინისტრ ალექსანდერ მაკნეზის, რომელმაც შეუთავსებლად ჩათვალა ჯილდოს მიღება შოტლანდიაში მომხდარი მოვლენების გამო. აი, ეს არის ჭეშმარიტი ღირსება, რომელსაც ამ გადაცემაში წამდაუწუმ ახსენებდა გოგა ხაინდრავა. საერთოდ ღირსებაზე, პატიოსნებაზე და ამგვარ კეთილშობილურ თვისებებზე გაუთავებლად გაჰკივის ის, ვისაც ამ თვისებების ნატამალი არ გააჩნია, თორემ ღირსებიანი და პატიოსანი კაცი  უსიტყვოდ აშუქებს გარშემო მყოფთ და აკეთილშობილებს მათ.

გერმანიის კანცლერმა ქალბატონმა ანგელა მერკელმა კარლოს დიდის საერთაშორისო პრემია გადასცა პოლონეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკის ევროპის გაერთიანების საქმეში გაწეული წვლილის გამო. დონალდ ტუსკი კი წარმომავლობით განეკუთვნება კაშუბელ ეთნიკურ უმცირესობას, ზოგიერთი წყაროს ცნობით კატინ 2 ტრაგედია (2010 წლის 10 აპრილი) პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის სახელმწიფო ელიტის წარმომადგენლობის განადგურებით (ავია კატასტროფა), რუსეთის პრემიერ მინისტრ პუტინთან მისი საიდუმლო გარიგებით განხორციელდაო. აი, ამგვარად უთხრიან ძირს არააბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენლები ამა თუ იმ ქვეყნების სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის მსგავის მაგალითები მრავლად გვაქვს საქართველოს ისტორიაშიც.

საფრანგეთის მთავრობა, დემოკრატიის განვითარებისათვის, ადამიანის და ეროვნული უმცირესობების უფლებების „განუხრელი დაცვისათვის“ აჯილდოებს საქართველოში „ჩაგრულ ოსთა“ ინტერესების თავდადებულ დამცველს ვინმე გოგა ხაინდრავას, ეს იმ დროს, როდესაც დემოკრატიის აკვანში – საფრანგეთში ხელისუფლება „დემოკრატიული მეთოდებით“ ახშობს თავისუფლებისათვის მებრძოლ ბრეტონელების, კორსიკელების, კომორის კუნძულების მოსახლეობის ნებას. ჩვენთან კი, შეიარაღებული ექსტრემისტებისა და მკვლელების უფლებების დამცველს, ორდენით აჯილდოებს. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოს მიმართებაშია დასაშვები, ის ხომ „მცირე იმპერიაა“!

კიდევ ერთი კურიოზის შესახებ; დანიის უმაღლესი სპილოს ორდენით დაუჯილდოებიათ ბენიტო მუსოლინიც (!). ხოლო საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისათვის, ადამიანის ჭეშმარიტი უფლებებისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ზვიად გამსახურდია, იგივე დასავლურმა სამყარომ ანათემას გადასცა და შეაჩვენა.  მიზეზი?
– ზვიად გამსახურდია თავისი ქრისტიანული მრწამსითა და მეობით წინ აღუდგა გადაგვარებულ და ეშმას გზაზე მიმავალ ამა ქვეყნის ძლიერთ, ამხილა ისინი სიცრუესა და ბოროტებაში, ფარისევლობასა და ფსევდო დემოკრატიაში!

ახლა კი გოგა ხაინდრავას პორტრეტის შტრიხებისათვის:
რაც შეეხება გოგა ხაინდრავას და მისი მოღვაწეობის ერთ სფეროს, რომელიც რატომღაც ფართო საზოგადოებისათვის ფარდა წაფარებულია. ეს „მოღვაწეობა“ მჭიდრო კავშირშია მის მრავალჯერად მინისტრობასთან.

გ.ხაინდრავა მინისტრობასთან შეთავსებით ეწეოდა ნარკოტიკების მოხმარება-გასაღების საქმიანობასაც მოყოლებული აფხაზეთის ომიდან დამთავრებული ცხინვალის ომით.

2005 წლის აპრილში გოგა ხაინდრავა იმყოფებოდა ცხინვალში, ვინმე ბორის ვალიევთან სტუმრობის შემდეგ ხაინდრავას მოუნახულებია ბორის ჩოჩიევი. ვალიევის ოჯახში შეშხაპუნების შემდეგ ჩოჩიევის კაბინეტში ნარკოტიკის „პერედოზიროვკის“ შედეგად გოგა ხაინდრავას კინაღამ წაუღია წერილი. გამოძახებულ ექიმს სათანადო მედიკამენტის ორმაგი დოზის შეშხაპუნებით გამოუბრუნებია ხაინდრავა ჯოჯოხეთის ბილიკებიდან.
ეს ყველაფერი კი ბორის ჩოჩიევს ვიდეოფირებზეც გადაუღია. (ჟურნალი პრაიმ ტაიმი, პაატა გაგნიძე)
ამ ფაქტამდის კი უფრო საჩოთირო ამბავიც დამართნია მინისტრ გოგას. ოსებთან „მოსალაპარაკებლად“ ჩასული ხაინდრავა თბილისისაკენ ბრუნდებოდა, რუსულ საგუშაგოზე გაუსკვანჩავთ და 700 აბი სუბოტექსიც უპოვნიათ მისთვის, რომელიც ტყვია გაუმტარი ჟილეტივით შემოუხვევია ტანზე. გასკვანჩულ ხაინდრავას მოუხერხებია იმჟამად უცხოეთში მყოფ ზურაბ ჟავანიასთან დაკავშირება, ჟვანიას პრეზიდენტისთვის გადმოურეკავს და საერთაშორისო სკანდალის თავიდან ასაცილებლად ოპერატიულად უმოქმედნიათ. თბილისში დაბრუნებული გოგა ხელისუფლების თავკაცებს უმტკიცებდა, რომ ის 700 აბი ჩემთვის მინდოდაო (?!). (გაზეთი „დრონი“, ლევან ჯავახიშვილი).
…………………………….

რაც შეეხება გოგა ხაინდარავას მიერ მიშას და  ვანოს მისამართით მრავალგზის განმეორებულ მუქარას,  6 მაისს გამოგიყვანთ წირვასო, 6 მაისიც ვიხილეთ, მაგრამ… მიშა და მისი ვანო უვნებელი და მრთელია, ხოლო ამ ავაზაკების მიერ მრავალგზის გაცუცურაკებული ხალხი კი ისევ ცხვირ-პირ შეღებილი დარჩა.

გოგა ხაინდრავა გულზე მჯიღს იბრახუნებდა, მთელს ქალაქს გამოვიყვანო, მიშას და ვანოს წესს ავუგებო, მაგრამ სააკაძის მოედანზე შეკრებილი მისი ამფსონების რაოდენობა მხოლოდ რამოდენიმე ასეულს თუ აღწევდა.  გაბრაზებულმა ხაინდრავამა ჩვეული ქუჩური მარგალიტებით შეამკო თბილისი და თბილისელები. „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების“.

აქ ერთ რამესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, პუტჩისტების ხროვა, დღევანდელ დღეს ორივე ბანაკში თავშეფარებული ავაზაკები, ზვიად გამსახურდიას ბრალს სდებდნენ და სდებენ – ყველას ლანძღავდაო. მხილებას ლანძღვად ასაღებენ.

არა, ბატონ ზვიადს, ოდსმე ვინმეს პიროვნების ღირსების შეურაცხმყოფელი სიტყვა  უკადრებია? ესენი კი ერთმანეთს რას არ აკადრებენ,  დედის გინებასაც კი! ზვიადი ჭეშმარიტ ქართულ ოჯახში იზრდებოდა, ჭეშმარიტი ქართველი დედა ზრდიდა, ხოლო ამათი გამზრდელ-აღმზრდელები ვინ არიან ღმერთმა უწყის…

ისე რა შეხმატკბილებულად ღიღინებდა გადაცემის წამყვანი აქუბარდია და მისი ორდენოსანი მოპასუხე?! სულ ძმობას ეფიცებოდნენ ერთმანეთს. სულ ღირსება, ღირსებაო –ქაქანებდა ორი უღირსებო არსება. მაგრამ, ორიოდე კვირის შემდეგ, ხომ გამოჩნდა რა ღირსების მატარებელი და მქადაგებელია ეს ცრუ ეროვნული და დემოკრატიული ტელევიზია „კავკასია“?!

საინტერესოა, კიდევ გამოანათებს გ. ხაინდრავა თავისი პიჯაკითა და საფრანგეთის ორდენით „კავკასიის“ ფერადი ეკრანიდან?

ჭეშმარიტ ღირსებას არავითარი რკინის თუ ოქროს ორდენი არ სჭირდება დასტურად, ჭეშმარიტად ღირსეული კაცი, თვით არის ჩვენი საზოგადოების ორდენიცა და ჯილდოც! ეს რკინის ხარახურები სწორედ, რომ უღირსებოთათვისაა შექმნილი მათი უღირსობის დასამალად და მისაფუჩეჩებლად!

უჩინო, უმედლებო და უორდენო,  უბრალო ქართველი ა. სანდუხაძე


Advertisements

კანონიერი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა რუსეთ-უკრაინა-სომხეთის 1993 წლის ოქტომბრის დამლევის ინტერვენციისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდგომ, 1994 წლის თებერვლიდან იძულებულია საქმიანობა განაგრძოს უცხოეთში — დევნილობაში ანუ ემიგრაციაში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დევნილობაში წარმართავს ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი და დევნილი მთავრობის პრეზიდიუმი.

ბესარიონ გუგუშვილი

________________________________________________

ფული — სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ

საქართველოს განვლილი ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო — შეიქმნა ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი, ძლიერი და ღრმა საზოგადოებრივი აზრი, თეორია და პრაქტიკა — რომელზე დაყრდნობითაც საქართველომ არა თუ წარმატებით მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ერებიც წაახალისა დამოუკიდებლობისთვის საბძოლველად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს კვლავ დაეპატრონენ ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული ძალები, რომლებიც ისე წარმოადგენენ საქმეს თითქოს დამოუკიდებლობის მოპოვებით ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიზანი აღსრულდა (ისეთი წვრილმანის გარდა, როგორიცაა „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“) — ამით კი ეროვნული იდეოლოგიის საჭიროებაც გაქრა და იგი ბუნებრივად შეცვალა „დემოკრატიულმა“, „ლიბერალურმა“ იდეოლოგიამ.

მეორე მხრიდან — ამჟამად ძალზე ბევრი ლაპარაკი და მასჯელობაა იმაზე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება. მაგრამ, არასოდეს ითქმის და მიიჩქმალება, რომ ყველაფერს და ნებისმიერ ეროვნულს — აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში შესაბამისი ანუ ეროვნული იდეოლოგია და თეორია — სჭირდება საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ანუ ავტორიტეტული აზრი, სიტყვა. ამდენად — ქართული ეროვნულობის მტრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მიზანია — არ დაუშვან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში და დამოუკიდებლობის შესაბამისი ქართველი ერის ერთიანი და საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული იდეოლოგიის წარმოშობა, შექმნა, განვითარება და დანერგვა.

  • პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეთოთხმეტე

«17 რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.»

«Но истинной справедливости нет нигде, кроме той республики, Основатель и Правитель которой — Христос, если эту последнюю угодно будет называть республикой, так как нельзя отрицать, что она — народное дело. Но поскольку в нашем случае это название может показаться несколько необычным, то скажем так: истинная справедливость существует только втом граде, о котором Писание говорит: «Славное возвещается о тебе, град Божий» (Пс. ЕХХХУТ, 6).»

ათასწლეულებია რაც ადამიანი, კაცობრიობა განუყოფელია სარწმუნოებისგან — ათეისტები და ღმრთისმგმობებიც კი იძულებული არიან აღიარონ, რომ ადამიანების უძველესი სოციუმებიც კი არსებითწილად იმართებოდა რელიგიური წარმოდგენებით და რელიგიური წარმოდგენები ამ სოციუმების შემაკავშირებელი დუღაბი იყო.

ხოლო სარწმუნოება, რელიგია — საფუძვლიანად, ფუნდამეტურად, კაპიტალურად დაფუძნებულია და ეყრდნობა ავტორიტეტს — უპირველეს ღმერთის, უფლის, ღვთაებების ავტორიტეტს, თაყვანისცემას — ანუ არამატერიალურს, რწმენას, სიტყვას და აქედან გამომდინარე ღმრთისმეტყველთა, ღვთისმსახურთა, ქურუმთა, ზოგადად — სარწმუნოებრივი სიტყვის მომსახურეთა ავტორიტეტს.

ავტორიტეტის საწყისი მნიშვნელობა ხომ: ძალაუფლება, ხელისუფლება, გავლენაა (თაყვანისცემა) — და, სწორედ ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით უნდა შევხედოთ პრობლემას — განსაკუთრებით კი უფლის, ღმერთის, სარწმუნოებისა და აქედან გამომდინარე ზნეობრიობისა და სულიერების ავტორიტეტსა და ძალაუფლებას — რასაც უნდა ნერგავდეს და ახორციელებდეს ეკლესია.

ტრადიციული ანუ რელიგიაზე, სარწმუნოებაზე და შესაბამისად ზნეობასა (და სულიერებაზე) დაფუძნებული სახელმწიფოები იმართებოდა სიტყვის ავტორიტეტზე, თაყვანისცემაზე დაყდნობით, სიტყვაზე დაყრდნობით — ტაძრის, ეკლესიის, მეფის სიტყვისმიერ (მორალურ, ზნეობრივ და სულიერ) ავტორიტეტზე და სიტყვისმიერ თაყვანისცემაზე დაყრდნობით — რაც თავის მხრივ ღმერთის, უფლის, ღვთაებების ავტორიტეტისა და თაყვანისცემიდან ამოიზრდებოდა, მომდინარეობდა — ანუ განსახელმწიფოებრიებულ ხალხს აერთიანებდა სიტყვა და არა მატერიალური რამ (ოქრო-ვერცხლი, ეკონომიკა, ფინანსები, არმია და სხვა მსგავსი).

არსებითწილად სახელმწიფოების წარმოქმნა და განსახელმწიფოებრივებული ხალხების არსებობისა და ორგანიზაციის საყოველთაო წესად, ხერხად და მეთოდად გადაქცევა უმჭიდროესადაა დაკავშირებული „სახელმწიფო რელიგიაზე“ გნებავთ „სახელმწიფო სარწმუნოებაზე“ — უფრო ზუსტად კი „სახელმწიფო სიტყვაზე“ — ანუ ისევ და ისევ სიტყვის (არამეტერიალურის) ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებულ სისტემაზე.

სარწმუნოებაზე, სიტყვაზე — ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე — დაფუძნებული სახელმწიფოებრივი სისტემები წარმატებით არსებობდნენ ათასწლეულების განმავლობაში — მანამ, სანამ ფულად-სასაქონლო ურთიერთობები იმდენად არ განვითარდნენ, რომ დაიწყეს სიტყვის ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სისტემების ჯერ ჩანაცვლება და შემდგომ შეცვლა-გარდაქმნა.

ორიათასი წლის წინ კი კაცობრიობის ცხოვრებასა და არსებობაში უდიდესი გარდატეხა მოხდა — განკაცებული უფალი, სიტყვა თვით მოევლინა ამ ქვეყანას და აჩუქა საკუთარი ადამიანური არსის მეშვეობით სიყვარულის სიტყვა. ათასწლეულების განმავლობაში ხალხში ღვთიური ძალით დათესილი სიტყვის მოლოდინი სიტყვად გადაიქცა, მოევლინა. ამის შემდგომ კაცობრიობისთვს სიტყვის მთავარი მნიშვნელობა სიყვარული შეიქნა და ამ სიყვარულის ავტორიტეტი და თაყვანისცემა.

ახალმა აღთქმამ უფალთან დაახლოების, ცოდვათა მიტევების, სამუდამო სასუფევლის, უფლის მადლის მოპოვების, მიღწევის საშუალება მისცა ყოველ ცალკეულ ადამიანს და არა „რჩეულ ერს“, როგორც მთლიანობას და ამითი მოახდინა ხალხების, საზოგადოების გათითოკაცება, ატომიზება — რათა გათითოკაცებული ადამიანები კვლავ და უფრო ძლიერად გაერთიანებულიყვნენ ღვთის სიყვარულში და ურთიერთისადმი ღვთიურ სიყვარულში. ამდენად გათითოკაცებული ადამიანების გაერთიანების საფუძველი გახდა უფლის ავტორიტეტი და თაყვანისცემა — ამითი კი იმ მიწიერი და ცოდვილი ადამიანების — პირველ რიგში კი მოციქულთა და წმინდა ღვთისმეტყველთა — რომლებსაც მართალი და შეურყვნელი ღვთიური სიტყვა მიჰქონდათ ადამიანებთან. ეს, აგრეთვე, იმასთან დაკავშირებითაც, რომ ახლა ზოგი ისე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქართველი ერი „რჩეული ხალხია” ან საქართველო „ღვთისმშობლის წილხვედრია“ და ამით თავისთავად და დაუმსახურებლად ერგებათ უფლის მადლი — ცდილობენ მიჩქმალონ ზ. გამსახურდიასეული გაფრთხილება ქრისტეს გზასა და ბარაბას გზას შორის უფსკრულზე.

ღვთიური სიყვარულის სიტყვაზე დაყრდნობით, ამ სიყვარულში მადლიანი გაერთიანებით, ადამიანის თანდაყოლილი და შეძენილი სულიერი სნეულებების მიუხედავად, ქრისტიანი ხალხები საოცარი ტემპებით განვითარდენ — მათ შორის ეკონომიკურად, სოციალურად, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაზრისით. ქრისტიანული ქვეყნები ყოველ მხივ დაწინაურდნენ და თანამედროვე ცივილიზაციის მამოძრავებლები გახდნენ.

მაგრამ, ეკონომიკურმა განვითარებამ, მატერიალური სიმდიდრის უზარმაზარმა დაგროვებამ — სიყვარულის სიტყვის მადლის მეოხებით — განვითარებულ და დაწინაურებულ ხალხებში გააჩინა მატერიალურის, სიმდიდრის გაკერპების ტენდენციები. სიმდიდრის, მატერიალურის კერპი თანდათანობით სულ უფრო და უფრო ძლიერი გახდა და ძლიერად დაუპირისპირდა ღვთიური სიყვარულის სიტყვას. სიმდიდრის კერპმა დაიწყო გავლენის მოპოვება მანამდე ასკეტიზმით გამორჩეულ ეკლესიაშიც და ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის. სწორედ ამაზე წერდა გულისტკივილით ზ. გამსახურდია თავის თეორიულ ფუძემდებლურ ნაშრომში „დილემა კაცობრიობის წინაშე“

იმისათვის, რომ შეესუსტებინათ და შემდეგ მოესპოთ სიტყვის ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სისტემები — ფულად-სასაქონლო სისტემაზე დაფუძნებულ, აგებულ სისტემებს (და მათ შორის სახელმწიფოებრივებს) პირველ რიგში უნდა მოესპოთ ზოგადად სიტყვის ანუ საერთოდ ავტორიტეტისა და თაყვანისცემის გავლენა, შესაბამისი ინსტიტუტიები, წეს-ჩეულებები, ტრადიცია, დაესუსტებინათ და სახელი გაეტეხათ სიტყვის მცველი ეკლესიისთვის და სანაცვლოდ დაენერგათ სიტყვისგარეშე, სიტყვისმგმობელი ე.წ. „დამოუკიდებელი“, „თავისუფალი“, „ლიბერალური“, „პლურალისტული“ ამორფული აზროვნება — რომელსაც არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს ფუნდამენტური, საყოველაო ავტორიტეტები და მათდამი თაყვანისცემა — ანუ უნივერსალურ და საყოველთაო ღვთაებრივ სიტყვაზე დაფუძნებული რაიმე.

უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის „თავისუფლება“ და „ლიბერალიზმი“, რომელიც უპირველესად უზნეობით ვლინდება და უარყოფს ზნეობრიობას ზნეობისგან გარეცხილი, უზნეო „კანონის“ სასარგებლოდ.

ადამიანებს ამგვარ „ლიბერალურ“ საზოგადოებაში ფულად-სასაქონლო ურთიერთობების აგენტები უნერგავენ საყოველთაო უნდობლობას უნივერსალური და საყოველთაო სიტყვისადმი, ზოგადად ავტორიტეტებისადმი და თაყვანისცემისადმი — ნებისმიერ საკითხზე ხელოვნურად ქმნიან და ნერგავენ არაერთ, მრავალ და დაპირისპირებულ შეხედულებას, მოსაზრებას. და — ამ და ასეთ ხელოვნურსა და მართვად „აზრთა მრავალფეროვანებას“ უდიდეს სიკეთედ წარმოადგენენ. ამდენად, ასეთ „ლიბერალურ“ საზოგადოებებში ადამიანებს უკვე აღარ და ვეღარ აერთიანებს რაიმე ერთიანი და უნივერსალური ღვთიური სიყვარული, სიტყვა, ავტორიტეტი, თაყვანისცემა ან კიდევ — იდეოლოგია და აზროვნება. ხდება ხალხის, საზოგადოების, სოციუმის სრული ატომიზირება — თითოეული და ყოველი ყველაზე ჭკვიანია, ყველას საკუთარი და სხვებისგან განსხვავებული და ორიგინალური აზრი და მეტიც სიტყვა გააჩნია, არავინ აღარ იზიარებს და ითავისებს სხვის აზრს. ამავე დროს — მოდაში შემოჰყავთ და ნერგავენ სიამაყეს ადამიანის „საკუთარი“ — „დამოუკიდებელი“, „ორიგინალური“ და „არაორდინალური“ აზროვნებით, და — ასეთს უპირისპირებენ ავტორიტეტისა და თაყვანისმცემის ტრადიციულ აზროვნებას.

მეტიც — „ლიბერალურ“ საზოგადოებაში ინერგება თვით ღვთიური სიტყვისადმი, სარწმუნოებისადმი „ლიბერალური“, „მრავლმოსაზრებიანი“, „თავისუფალი“,„მოდერნისტული“, „შემოქმედებითი“ დამოკიდებულება — ნებისმიერი ადამიანი შესაძლებლად მიიჩნევს განსაჯოს, იმსჯელოს თვით სარწმუნოების ნებისმიერ საკითხზე საკუთარი თვალთახედვით ისე, რომ არ გაითვალისწინოს რელიგიური ავტორიტეტები — მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმინდა ღვთისმეტყველები. შესაბამისად ადამიანი რჩება, არსებობს მოძღვარის (მასწავლებლის, დამრიგებლის, აღმზრდელის) გარეშე — რამეთუ მას აღარ შეუძლია მოძღვარის ავტორიტეტის ატანა ანუ მოძღვრისადმი დამორჩილება. ცალკე საკითხია, რომ კატასტროფულად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა — რომლებიც მოძღვრობას შესძლებდნენ (თითქმის ნებისმიერ დარგში). ანუ — ხდება თვით ავტორიტეტისა და თაყვანისცემის, სიტყვის დაკნინება და დამდაბლება, დევალვირება და ინფლიაცია — რაც თავისთავად ამდაბლებს და აკნინებს ურთიერთსიყვარულის ფაქტორს საზოგადოებაში.

საზოგადოებას სულ უფრო ნაკლებად აერთიანებს სიტყვა, ღვთიური სიყვარული, საერთო ავტორიტეტები, საერთო თაყვანისმცემლობა და სულ უფრო მეტად აერთიანებს მატერიალური, მიწიერი, ბილწი ინტერესები და მეტიც — გამაერთიანებელი სიძულვილი რეალური მტრისადმი თუ მტრის ხატისადმი.

„ლიბერალურ“, „პლურალისტურ“ საზოგადოებაში ადამიანები თავს აღარ თვლიან ღვთის მონებად — რამდენადაც აღარ ეთაყვანებიან უფალს და აღარ ცნობენ მას უნივერსალურ და საყოველთაო ავტორიტეტად (შესაბამისად არც ღვთისმტყველებსა თუ მსოფლიო საეკლესიო კრებების დოქტრინებს) — მათ თავი წარმოდგენილი აქვთ „თავისუფალ და დამოუკიდებელ“ არსებებად. ამგავრად „განთავისუფლებული“ ადამიანი უკვე სავსებით მზადაა ფულის, მატერიალურის მონა გახდეს, მეტიც — იგი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. მისი ამ მისწრაფების დასაკმაყოფილებლად ფულით, დაფინანსებული კამპანიების მეშვეობით აჩენენ, ქმნიან უამრავ კერპს — სპორტულს, მუსიკალურს, მხატვრულს, კინოსა და მოდისას და ასე შემდეგ (უფრო ხშირად გამომწვევად გარყვნილსა და უზნეოს) — რომლებისადმი თაყვანისცემა ტოტალურად ანაცვლებს უფლის თაყვანისცემას.

ასეთი ატომიზებული საზოგადოებების მართვა და მასში „ერთიანობის“ მომენტის შეტანა შესაძლებელი ხდება და ძალიანაც იოლად ხორციელდება — უკვე მხოლოდ და მხოლოდ ფულით! ფული, ფულით შექმნილი კერპები და ფულით ორგანიზებული პიარ კამპანიები სავსებით საკმარისი ხდება სიყვარულის სიტყვის მადლს მოკლებული ასეთი საზოგადოების სამართავად. და — ასეთ საზოგადოებაში, სოციუმში წარმატებით მოქმედებენ მხოლოდ ის ინსტიტუციები, რომლებიც ფულის შემწეობით იქმნება, არსდება და ფუნქციონირებს — ხოლო, ფული კი ყოველთვის კონცენტრირებულია გლობალისტური მმართველი კლასის ხელში (საკუთრივ ამ ქვეყანაში ან სულაც საზღვარგარეთ).

სიყვარულის სიტყვის მადლს მოკლებული, ატომიზებული საზოგადოების ადამიანი, მარტოსული — უძლური ხდება გაუგოს და დაეხმაროს სხვა ადამიანებსა და საზოგადოებებს, ჩაწვდეს მათს ჭირ-ვარამს — იგი შეუთავსებადი, ყინულივით ცივი ხდება სხვის მიმართ და ამითი საკუთარი თავის მიმართაც.

აღნიშნული „განვითარებისა და პროგრესის“ შედეგად ათასწლეულების განმავლობაში არსებულ ღვთიურ, სარწმუნოებრივ, რელიგიურ ავტორიტეტსა და თაყვანისცემას, სიტყვას სიყვარულისას ანაცვლებს, ცვლის მმართველი კლასის ფულის ძალა. თანამედროვე გლობალიზმს არ სჭირდება რაიმე ავტორიტეტები და თაყვანისცემა — მით უმეტეს არც სიყვარულის ძალა და მადლი.

აღზრდისა და სწავლების სისტემები სულ უფრო მეტად წვრთნის ფუნქციით შემოიზღუდებიან და იმთავითვე უნერგავენ ახალგაზრდობას ნიჰილიზმს, ავტორიტეტისა და თაყვანისმცემლობის უარყოფას — უნერგავნ, რომ არ არსებობს რაიმე უნივერსალური, საყოველთაო და მით უმეტეს ღვთიური დოგმები, წესები და წესრიგი. განათლების სისტემა ანუ ღვთიურ სინათლესთან სულიერი ზიარების სისტემა სრულებით ისპობა.

ყოველივე ზემოთაღნიშნული სავსებით რეალურად და პრაქტიკულად მოქმედებს დღევანდელ საქართველოში. პრაქტიკულად არსებობს მხოლოდ ერთი, ფუნდამენტურად უცხოური ფესვების მქონე ცენტრალიზებული მატერიალური ინტერესებით შედუღაბებილი, ორგანიზებული კომპრადორული, გლობალისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალა, მმართველი კლასი — რომელსაც უპირისპირდებიან აგრეთვე მატერიალური ინტერესების ზეგავლენაში მყოფი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ვერაფრით ვერ ერთიანდებიან იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ არც ერთიანი ავტორიტეტები და სათაყვანისცემო და არც — ერთიანი დამფინანსებელი (რაც მონოლითად ადუღაბებს „ნაცმოძრაობას“). აქვე — ფულის, მატერიალურის ზეგავლენა და სულ უფრო მეტად იგრძნობა ეკლესიაში, იმ ადამიანთა უკანასკნელ თავშესაფარში, რომელთაც კიდევ შემორჩათ სულიერება — სადაც, ღვთისმსახურების პროცესშიც და წამომადგენლურ, საზოგადოებრივი თვალთახედვის არეში მყოფ წრეებში ფრიად იშვიათი გახდა ასკეტიზმი, თავმდაბლობა და ზოგადი, ყოველდღიური მარხულობა — რომელიც საუკუნეების განმავლობაში სწორ გზას უგებდა ეკლესიის ავტორიტეტს.

უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის „თავისუფლება“ და „ლიბერალიზმი“, რომელიც უპირველესად უზნეობით ვლინდება და უარყოფს ზნეობრიობას ზნეობისგან გარეცხილი, უზნეო „კანონის“ სასარგებლოდ.

უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის ძველი აღთქმის ადამიანის, კერპთაყვანისმცემლის მისწრაფება მატერიალური ღირებულებების, ფულის, დოვლათის, სიმდიდრის ეკლესიისადმი და უფრო ხშირად კი უშუალოდ სასულიერო პირებისადმი „მსხვერპლ-შეწირვით“ უფლის „მომადლიერებისა“ და „მოქრთამვისა“. უფალთან ურთიერთობაშიც კი თავს იჩენს მიწიერის, მატერიალურის პრიორიტეტი.

მეორე მხრივ უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის „თავისუფლება“ და „ლიბერალიზმი“, რომელიც უპირველესად უზნეობით ვლინდება და უარყოფს ზნეობრიობას ზნეობისგან გარეცხილი, უზნეო „კანონის“ სასარგებლოდ.

სიყვარულის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის ასპექტში, ჭრილში ძალზე ნიშანდობლივია, რომ თვით ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა შორისაც კი იშვითად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც ღრმად აქვს შესწავლილი, გათავისებული, გაგებული და ცალსახად იზიარებს მის თუნდაც ყველაზე არსებით დებულებებსა და მოსაზრებებს — თუმცა სიტყვაზე ყოველი მათგანი თითქოს აღიარებს ზ. გამსახურდიას ავტორიტეტს და თაყვანს სცემს მის ღვაწლს. ამას გულისტკივილით თვით ზვიადიც აღნიშნავდა: მრავალს სახლში ჩემი წიგნები აქვს და გამოსაჩენ ადგილას უდევს — მაგრამ ძალზე იშვიათია ისეთი, რომ ეს წიგნები ყურადღებით შეესწავლოს, ღრმად ჩაწვდომოდეს — ხოლო ჩემი მოსაზრებები კი გაეთავისებინოსო.

იმის მიუხედავად, რომ ზ. გამსახურდიამ, ეროვნულმა ხელისუფლებამ, ეროვნულმა მოძრაობამ მოკლე დროში საკმაოდ არსებითი ფრიად პოზიტიური თეორიული და პრაქტიკული აზროვნება, ცნობიერება და სიტყვა შექმნა — თითქმის არ ხდება, რომ ვინმე ამ საგანძურს სერიოზულად და სისტემატურად სწავლობდეს, განავრცობდეს და ავითარებდეს (მხოლდ-ღა მტრები ჯიჯგნიან და ჩენჩავენ ბოროტად). იმათ შორის, ვინც ეროვნულად მოაზროვნედ თვლის საკუთარ თავს — თითქმის ყველა და თითეული ამაყად გატაცებულია საკუთარი კონსტრუქციის ველოსიპედის გამოგონებით და სხვისის კრიტიკით, განქიქებით ან რაც კიდევ უარესია — მიჩქმალვა-მიჩუმათებით, საკუთარი ავტორიტეტის ნარცისული ფერებით.

ხოლო — საქართველოს მტერს არავითარი ავტორიტეტები და თაყვანისცემები არ სჭირდება — იგი გათითოკაცებულ ქართველობას აერთიანებს სიძულვილში და მართავს მცირეოდენი ფულის 30 ვერცხლისეული ძალით…



საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში

Government of Republic Georgia in exile

http://gov.georgia.eu.com/

______________________________________________________________

მიმართვა

თანამოქალაქენო,

ქართული ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებმა, რომელთაც მოთავეობდნენ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაარსებული „ჰელსინკის კავშირი“ და „წმინდა ილია მრთლის საზოგადოება“, ხოლო შემდგომ — ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ 1990-იან წლებში მთელი ქართველი ერი დარაზმეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის და გაუძღვნენ მას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვისათვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის შედეგად, დაწყებული სსრკ-საქართველოს ომის ვითარებაში, საქართველომ შექმნა ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული მთავრობა — რომელმაც ჩაატარა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის რეფერენდუმი და მის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, შეუდგა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობას.

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული მთავრობა, მთლიანად ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გააქტიურებისთანავე წააწყდა შინაგანი და გარეგანი ანტიქართული, ანტიეროვნული ძალების მძაფრ წინააღმდეგობას, სსრკ-საქართველოს ომის გამძაფრებას — რომელმაც 1991 წლის შუახანებიდან მწვავე ხასიათი მიიღო „მცოცავი“ პუტჩისა და სამაჩაბლოში პრო-საბჭოთა ძალების მხრივ საბრძოლო ქმედებათა გამწვავების სახით.

1992 წლის დამდეგს ეროვნული ხელისუფლება, მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი (სადაც გრძელდებოდა მისი მხარდამჭერების მასსობრივი უმძაფრესი საპროტესტო მოძრაობა) და ხელისუფლებისათვის ბრძოლა განეგრძო უმთავრესად დასავლეთ საქართველოდან, რაც 1993 წლის შუახანებში გადაიზარდა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მასსობრივი, ძირითადად მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოძრაობით. მაგრამ, სსრკ სამართალმემკვიდრე რუსეთისა და დასავლეთის საქართველოს შინაგან საქმეებში უხეში ჩარევით, რისი კულმინაციაც გახდა აშშ თხოვნით განხორციელებული რუსეთ-უკრაინა-სომხეთის მასშტაბური ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია დასავლეთ საქართველოში. საინტერვენციო ძალების შეტევის შედეგად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავის პოსტზე დაიღუპა, ხოლო — ეროვნული, ლეგიტიმური მთავრობა კვლავ იძულებული გახდა დევნილობაში წასულიყო.

1993 წლის მიწურულიდან ძალაუფლება მთელს საქართველოში ხელთ ჩაიგდეს ანტიქართულმა, ანტიეროვნულმა ძალებმა — რომლებიც არსებითად დამპყრობლებად მოგვევლინენ. მათ უმკაცრესი ზომებით, მასსობრივი რეპრესიებით დათრგუნეს ეროვნული მოძრაობა, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები.

1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს დამპყრობლურმა, ანტიეროვნულმა რეჟიმებმა არაერთი არალეგიტიმური საერთაშორისო აქტით (დსთ-ში გწევრიანება, რუსეთის „სამშვიდობო“ ანუ საოკუპაციო ძალების დამკვიდრება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ე.წ. „სარკოზის შეთანხმება“ და სხვ.) არსებითად დაამკვიდრეს საქართველოს გაყოფა რუსეთსა და დასავლეთის გავლენის სფეროებად.

მძაფრდება და ღრმავდება ინსპირირებული დემოგრაფიულ კატასტროფა, ეკონომიკური დაკაბალება, მთელი ქართველი ერის პროლეტარიზება.

ამასთანავე, 2008 წელს ნაციონალისტური ისტერიის ვითარებაში ინსპირირებულმა და მოღალატურად წაგებულმა „ომმა“ (რომლის მიზანიც იყო საქართელოში რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროების მკაცრი დემარკაცია) — გამოიწვია ქართველი ხალხის უმძაფრესი საპროტესტო მუხტი, რომლითაც სპეკულატიური მიზნებით სარგებლობენ კვლავ ის ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ხელისუფლების გარეთ დარჩნენ. გამძაფრდა ფაქტობრივი, დამპყრობლური რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი.

არსებულ ვითარებაში, საქართველოს გადასარჩენად სავსებით აუცილებელი და გადაუდებელია ეროვნული მოძრაობის, მისი ორგანიზაციების აღდგენა-აღორძინება.

მოგიწოდებთ კვლავ გაერთიანდეთ გამოცდილი, დროით შემოწმებული ეროვნული მოძრაობების ორგანიზაციების გარშემო. მოგიწოდებთ ახალი ძალებით გააძლიეროთ ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები, გაწმინდოთ ეს ორგანიზაციები დესტრუქციული, უმოქმედო პირებისაგან.

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის სახელით:

[ხელმოწერები]

ბესარიონ გუგუშვილი-დევნილი თავრობის პრემიერ-მინისტრი
იოსებ ღუდუშაური-
დევნილი მთავრობის წევრი – პრეფექტი

_____________________

შენიშვნა: მოსაზრებები შეგიძლიათ დატოვოთ შემდეგ მისამართზე

https://didgori.wordpress.com/gov_of-rep_georgia-in-exile/


წმ. თამარ მეფის წარმომავლობის შესახებ

საქართველოს ცოცხალი  ლეგენდა თამარია მხოლოდ. გადაავლეთ  თვალი საქართველოს ისტორიას: ყველგან, საცა კი ინაკვთება სახსარი საქართველოს ისტორიის, რომელიმე ხაზტეხილი ეპოქათა მდინარების, ყვავილობს ყველგან სურნელოვანი სახელი თამარის. მიზეზი? – დიდი თამარ სათუთი ნერვია, საქართველოს სულის.

 გრიგოლ რობაქიძე

 

„მოწყალედ გვექმენ ქართველთა ჩვენო ლამაზო დედაო“

ქართველი ერის მოღალატეებს, ქართველი ერის მტრების ყურმოჭრილ ლაქიებს! ყველას, ვისაც ფეხზე ჰკიდია სამშობლო!

საქართველოს მაოხარად დანიშნულმა პატარა ცახესმა, სააკაშვილ მიხეილად წოდებულმა კვისლინგმა უკვე მერამდენედ ჩაგვაფურთხა სულსა და გულში. შეგვიბილწა ყველა სალოცავი და სათაყვანო.

და ამას თავზარდამცემი, გულისამრევი გულგრილობით, უზნეო დუმილით ისმენს ერი და ბერი. ეს ხდება აქ, ამ ჩვენს ცოდვილ მიწაზე. იქ, ზეციერ საქართველოში კი ბორგავს სული ფარნავაზისა, სული წმიდა მეფეთა – ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებლისა, თვით ქართველთა დიდი დედის წმიდა თამარისა. საქართველოსთვის შუბლგანგმირულნი ილია მართლისა და ზვიად განმათავისუფლებლისა, სული ვაჟასი და დიდოსტატ კონსტანტინესი, პავლე ინგოროყვასი და გრიგოლ რობაქიძისა.

არსაიდან განმკითხავი, არსაიდან ქომაგი!  ისე წავმხდარვართ და დავცემულვართ, რომ აღარ ძალგვიძს ამ აშკარა მტერს საქართველოისას ვინმემ პასუხი გასცეს, პასუხი აგებინოს, საკადრისი მიუზღვას და დაადუმოს.

ადრე, მის ამგვარ, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ აშკარა მტრულ გამოხტომებს, რაიც სულს მიფორიაქებდა და გულს მიკლავდა, უვიცობისა და უწიგნურობის გამოვლინებად მივიჩნევდი. მაგრამ დღეს უკვე ნათელია, რომ ეს კაცი მიზანმიმართულად, შეურაცხადობის აგონიის ფონზე სთესავს ამ ნარ-ეკალს, რათა თუ გვეღირსა და დაგვიდგა დღეი ძლევაი საკვირველისა, პასუხი ვერვინ მოსთხოვოს.

ამგვარი ბოდვებით, უვიცობით სთესს ის ჩვენს, მათი წყალობით ისედაც სასომიხდილ ერში არასრულფასოვნების სინდრომს. და უბედურება ისაა, რომ ამ ოლიგოფრენულ ბოდვებს არ პასუხობს ჩვენი ისტორიკოსების არმია, მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის კომენტარს. იქნებ მიზეზიც ჰქონდეთ – გიჟსა და სულელს ვინ გაპაექრებია?  მეორე მიზეზი კი ეს ცხოველური შიშია. ნუთუ მართლა ასე დაგვაბეჩავა!

ჩვენ უჩინო და უტიტულო ქართველებს არარად გვაგდებენ, არც-რად მივაჩნივართ! თავში ისე აქვს ავარდნილი პირფერთა და ლიქნიათა ლათაიები, რომ ცას ხელებით იჭერს, ხოლო თუ სადმე ბუზის ბზუილი გაიგონა მყისვე პირქვე ემხობა და მიწაში ჩაძრომას ლამობს, აკი ვნახეთ ერთხელ  მთავარსარდალ მიშიკო მაგარიას გულადობა და ვაჟკაცობა.

ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას კვლავ შეუკრიბავს მიშა მაგარიასეული „მარგალიტები“, ამ საუკუნის სამარცხვინო ფრაზები და მასაც გულ-სული ასტკივებია და სცდილობს ხმა მიაწვდინოს მის პროფესორ დედას. შეისმენს კი? შეასმენს კი მის პირმშოს რამეს?

ან კიდეც, ვინ იცის, იქნებ დედისეული სკოლა აქვს გავლილი, აკი იწუნებს ჩვენი თაობის სკოლასა და განათლებას – „ჩემმა თაობამ ვერ ისწავლა კარგად ისტორიაო“ ამბობს ლიქნიათა და  მედროვეთაგან მოწონებული მაგარი პრეზიდენტი მიშა.

იქნებ ისტორიაში ჩვენი განუსწავლელობის ბრალია, რომ არ ვიცით, რომ თურმე დავით აღმაშენებელიც ოცნებობდა ნატოში შესვლაზე, რომ თურმე მეთორმეტე საუკუნეში დავით სოსლანიც „სამხრეთელი ოსი“ ყოფილა. თურმე აგერ უკვე ოთხი საუკუნეა რაც ფერეიდანში ქართველი გულამოსკვნილი მღერის „სულიკოს“; ისიც კი არ გვცოდნია, რომ „სულიკოს“ დამწერი აკაკი წერეთელი არა XIX საუკუნეში, არამედ მეთექვსმეტე საუკუნეში დაბადებულა და იქნებ საქართველოს ბულბული დიდი აკაკიც ოსი იყო, ჰა? 

„ჩემმა თაობამ ვერ ისწავლა კარგად ისტორია“ – რაკი ეს მიშასაგან გავიგონე, მეც ვეცი წიგნებს, პაპირუსებს, ეტრატებს და დავიწყე ძებნა თამარის ბიოგრაფიებისა, მივჩხრიკ-მოვჩხრიკე, გადავიკითხე „ქართლის ცხოვრება“, გადავფურცლე ბასილი ეზოს მოძღვრის და მრავალთა მატიანენი, მაგრამ ვერა და ვერ მივაგენი. თითქოს ჩემს ჯინაზე ყველანი საგულდაგულოდ მალავს დიდი თამარის „ოსობას“ (უფალო შემინდე!)

მხოლოდ ერთგან მივაგენი ცნობას: „საქართველოს დიდ ხელმწიფეს გიორგი III (1156-1184) ჭაბუკობისას მამამ შერთო ოვსთა მეფის ასული, ბურდუხან (ძალიან ლამაზი ქალი, „მისებრი სძალი არა ეხილა ქართლის თემსა“). ამ შეუღლებისაგან იშვა ჯერ სახელოვანი თამარი და შემდეგ რუსუდანი“ (გუბაზ სანიკიძე, ლევან სანიკიძე, ისტორია I ქართული ბასილოიგრაფია (მეფეთა ნუსხა) გამომცემლობა სამშობლო, თბილისი – 1992 წელი, გვ. 45).

ინტერნეტ სივრცეშიც შემდეგი მონაცემებია თამარ მეფის შესახებ:  „თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ“.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94

მაშასადამე თამარის დედა ოვსი ყოფილა, სახელად ბურდუხანი, მაგრამ როდის იყო ქართველურ მოდგმაში (გარდა წარმართული ეპოქებისა), ქართულ ქრისტიანულ ყოფასა და ცნობიერებაში ეროვნება დედის მხრიდან წამოსულიყო?

იქნებ, ამ აზრების მფრქვეველი, საკუთარი ქვენა ზრახვებით ზომავდეს თამარის წარმომავლობის საკითხს და ამით სცდილობს გაამართლოს მისი არაჩვენებური წარმომავლობა?

ჰქმნის რა ფონს, სცდილობს შენიღბულად განახორციელოს მავანთა ფარული პოლიტიკური გეგმები ქართული ეროვნული თვითშეგნების დასაკნინებლად, არასრულფასოვნების დასამკვიდრებლად.

საკითხავია, არის კი ამ ნაბოდვარის პატრონი ნამდვილ ქართული მოდგმისა და ჭეშმარიტი ქართული ცნობიერების მქონე?

ავი ენები კი მართლაც ჩურჩულებენ რაღაც საწინააღმდეგოს!

რის პასუხადაც იგი სცდილობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რომ „ძალიან ბევრი ეროვნული მოღვაწე საქართველოსი, მაგალითად თამარ მეფე, აღარ ვლაპარაკობ დავით სოსლანზე, ოსი იყო“ და ჰგონია, რომ მის „დიდ ისტორიულ აღმოჩენას“  შოკში ჩავუგდივართ. არა ბატონო, შოკში არ ჩავვარდნილვართ, შოკში მაშინ ჩავვარდით, როდესაც ვიხილეთ მიწაზე გართხმული და შიშისაგან სულთმობრძავი, ჰალსტუხღეჭია მიშა მაგარია! 

რაც შეეხება დავით სოსლანს, აი რას გვამცნობენ ჩვენს მიერვე ზემო მოხმობილი წიგნის ავტორები: „სრულიად საქართველოს მეფეს გიორგი I ჰყოლია კიდევ „მეორე ცოლი“, ოსვთა მეფის ასული სახელად ალდე, რომლისგანაც დაბადებულა დემეტრე (ამ დემეტრეს შტოსაგან, მეექვსე მუხლად, წარმოსდგება თამარ მეფის ქმარი დავით სოსლანი“ (გვ. 37).

ახლა ვნახოთ ინტერნეტის ვიკიპედია დავით სოსლანის წარმომავლობის შესახებ:

დავით სოსლანი († დაახლოებით 1203 ან 1204), თამარ მეფის მეორე ქმარი.

თამარმა იქორწინა მასზე 1187 წელს დიდუბის სასახლეში. წყაროს ცნობით, დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის “გაზრდილი” და “თვისი” (“თვისი”, უფრო გავრცელებული აზრით, აღნიშნავდა ნათესავს, სხვა მოსაზრებით – ქვეშევრდომს, ვასალს, ასევე “გაზრდილს” ჰქონდა ორი მნიშვნელობა: გაზრდილის და ვასალის).

მემატიანე ახასიათებს, როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში (ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში – კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში 1195, ბასიანის ბრძოლაში 1203). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა.

მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I-ისა და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან (ხაზგასმა ჩვენია ა.ს). ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო. დავით სოსლანს ბაგრატიონად მიიჩნევს “ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც”. ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არა ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება.

 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97_%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

  • Происхождение

Согласно Вахушти Багратиони, Давид-Сослан по отцовской линии был потомком Деметре, сына Георгия I, то есть был из рода Багратионов. У Георгия I, царя Грузии (10141027), было два сына от разных жён — Баграт IV и Деметре (последний добивался престола, но безрезультатно). Впоследствии он перебрался в Константинополь. Эти факты подтверждаются данными «Летописи Грузии» (Матиане Картлиса). У Деметре остался малолетний сын Давид, которого бабушка увезла в Осетию — на родину. Там его усыновил осетинский царь из рода Царазонов, затем выдал за него замуж свою дочь. Их сын Атон стал царём Осетии. Давид-Сослан был внуком Атона.

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B0%D0%B2%D0%B8%D0%B4_%D0%A1%D0%BE%D1%81%D0%BB%D0%B0%D0%BD

  • Origins

David Soslan was a member of the royal house which ruled Alania (Ovseti or Oseti of the Georgian sources; hence, the modern designation of Ossetia), an Orthodox Christian kingdom in North Caucasus, and frequently intermarried with the Bagrationi Dynasty of Georgia. A relatively later chronicler, writing during the reign of George IV Lasha (son of Tamar and David Soslan; 1212-1223), ascribes David Soslan, though vaguely, the Bagrationi ancestry. A version of David’s Bagratid origin found further development in the works of the 18th-century Georgian scholar Prince Vakhushti Bagrationi. He considered David Soslan a descendant of George I of Georgia (1014-1027) and his Alan wife Alde who were the parents of Demetrius (Demetre), an unfortunate pretender to the Georgian crown whose son, David, was forced by Bagrat IV of Georgia to flee to Alania. According to Vakhushti, David and his descendants – Aton and Jadaron – married into the Alan ruling family and became “kings of the Osi [i.e., Alans]”. This Jadaron is said to have been David Soslan’s father.[1] While this account is considered credible by some scholars of Georgia, the issue of David’s dynastic origin still remains controversial.

An interesting passage from the 13th-century anonymous Georgian Histories and Eulogies of Sovereigns relates that David was under the patronage of Tamar’s paternal aunt Rusudan and came of “the descendants [ძენი; literally, “sons”] of Ephraim, which are Osi, handsome and strong in battle.” The Georgian scholar Korneli Kekelidze suggested that David Soslan’s family – the “Ephraimids” – might have claimed descent from the biblical Ephraim, and compared this family legend to that of the Bagratids who considered themselves descendants of David, the second king of the Israelites.[2]

In 1946, the North Ossetian archaeologist Evgeniya Pchelina announced that, during the digs at the Nuzal chapel in the Ardon Gorge, North Ossetian ASSR, she discovered the tomb allegedly belonging to David Soslan whom she identified with the certain Soslan mentioned in the Georgian asomtavruli inscription in the chapel, and suggested that David Soslan might have been a member of the Tsarazon family, a heroic clan from Nuzal known to the Ossetic folklore tradition.[3] However, the hypothesis has not been accepted by most Georgian scholars who regard Pchelina’s conclusions doubtful.

აი, ასეთ ცნობებს ვაწყდებით ინტერნეტ სივრცეში დავით სოსლანზე.

სხვა რამ იმ დროინდელი წერილობითი ძეგლი დავით სოსლანის წარმომავლობის შესახებ დღემდე არ არსებობს.

„ბაგრატიონთა დინასტიის ოსეთის შტოს ისტორია შედგენილია სანდო საისტორიო წყაროების მიხედვით. ამას ადასტურებს ნუზალის (ჩრდ. ოსეთი, კასარის ხეობა) ფრესკული მხატვრობაც (დ. ლოლაშვილი, დავით სოსლანის აკლდამის  საიდუმლოება, გვ. 81-82).

… დღემდე  ჯერჯერობით არავის მოუტანია დოკუმენტი , რომელიც წინ აღუდგებოდა ქართველ მემატიანეთა მტკიცებას დავით სოსლანის ბაგრატიონობის შესახებ. რაც შეეხება ვარაუდს, რომ დავით სოსლანი ცარაზონთა გვარს ეკუთვნის (ე. პჩელინა), იგი არაა საბუთებით გამაგრებული, მხოლოდ ზოგადადაა მინიშნებული ოსურ გადმოცემებზე, რაც, რა თქმა უნდა, მტკიცებისათვის საკმარისი არ არის. ზოგი მიიჩნევს, რომ “ცარაზონოვი” არის დავით სოსლანის გვარი  და ოსურად ნიშნავს “ბატონიშვილს” (ი. მეგრელიძე)”.  (როინ მეტრეველი “მეფე თამარი” – თბილისი, 1991, გვ. 162).

და ერთი რამაც, დავით სოსლანის ვიკიპედიის ინგლისური ვარიანტიდან ვგებულობთ შემდეგს:

1946 წელს ჩრდილოეთოსელი არქეოლოგი ევგენია პხელინა გვამცნობს, რომ არდონის ხეობაში, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ, ნუზალის კაპელას გათხრებისას მან აღმოაჩინა საფლავი, რომელიც თითქოსდა დავით სოსლანს ეკუთვნოდა, რომელიც გაშიფრა კაპელის ქართული ასოთმთავრული წარწერით და შემოგვთავაზა, რომ დავით სოსლანი შესაძლებელი იყო ცარაზონთა საგვარეულოს, ოსური ფოლკლორის ტადიციებიდან ცნობილი ნუზალის გმირული კლანი, წევრი იყო. ეს ჰიპოტეზა ქართველი მეცნიერების უმრავლესობის მიერ არ იქნა მიღებული, რომლებიც პჩელინას დასკვნებს საეჭვოდ მიიჩნევენ.

და თუ დავით სოსლანი „სამხრეთ ოსეთელი“ იყო, მაშინ რატომ დაუსაფლავებიათ ის კავკასიის ქედს გადაღმა? განა თამარ მეფის თანამეცხედრისათვის (ოსების და რუსების თქმით, თურმე დავით სოსლანი საქართველოს მეფეც ყოფილა) კავკასიის ქედს გადმოღმა, ქართველთა პირსისხლიანი მტრების მიერ შეთითხნილ და არანაკლებ პირსისხლიანი მტრების მიერ წარა-მარა გნმეორებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, თუნდაც მის ე. წ. დედაქალაქში – ცხინვალში საფლავის ადგილი არ აღმოჩნდა?

მით უმეტეს, როგორც საისტორიო წყაროები გვამცნობენ ის თამარზე ადრე აღსრულებულა (წყაროებში სამი თარიღია მითითებული 1203, 1204, 1207) და დაუჯერებელია, თამარს მისი თანამეცხედის ნეშტი მთებს იქით დაესაფლავებინა.

„…დღემდე ჯერჯერობით არავის მოუტანია დოკუმენტი , რომელიც წინ აღუდგებოდა ქართველ მემატიანეთა მტკიცებას დავით სოსლანის ბაგრატიონობის შესახებ.“ – გვამცნობს ქართველი მეცნიერი. მაგრამ აი, 18 წლის შემდეგ გამოჩნდა კაცი, ევგენია პჩელიანას „საისტორიო სკოლის სწავლების“ მიმდევარი, რომელმაც „სწორად ისწავლა ისტორია“ და გვიმტკიცებს არა მარტო დავით სოსლანის ოსობას, არამედ პჩელინას დიდმა „შეგირდმა“ დავით სოსლანს უმოწყალოდ ზედ მიაყოლა მისი ღვთივმოსილი თანამეცხედრე მეფეთ-მეფე წმიდა თამარი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შევსთხოვოთ მოწყალე სააკაშვილს დაგვიდოს დღემდის ჩვენთვის უცნობი დოკუმენტები და „განგვანათლოს“.

როგორც სჩანს, მიშა სააკაშვილს ოსი სეპარატისტი და რუსი იმპერიალისტი „ისტორიკოსების“ ბილწი გონების ნაჟური გადაუბულბულებია და ამიტომ ჰგონია, რომ მის თაობას არ უსწავლია ნამდვილი ისტორია.

ჩვენ არც ნამდვილი ქართული გეოგრაფია გვისწავლია, თორემ ჩავჯდებოდით ახლა იმ მატარებელში, რომელითაც ილორის მაგიერ სულორში შევგრიალდებოდით.

ჩვენთვის რომ ნამდვილი ქართული პოეზიაც ესწავლებიათ მაშინ ორბელიანის ტაეპებს დიდ შოთას მივაწერდით და ქართული პოეზიის დედოფლის ლექსებზე რომ ავღზრდილიყავით, მაშინ ასე შევაჯერებდით დიდი ქალბატონი ანა კალანდაძის ლექსებს „ატმის რტოო, ატმის რტოო, ლამის სახლში შემომეჭრას თუთა“! (?!) მაგარია, არა?!

ეჰ, რამდენი რამე გვკლებია, როდის ავაღწევთ მიშა მაგარიას „ცოდნის“ სიმაღლემდე?! რამხელა ოჩოფეხები დაგვჭირდება მას რომ მხარი გავუსწოროთ!

ხუმრობა იქით იყოს, სერიოზულად განვსაჯოთ ჩვენი უბედურება, რომელსაც მიშა მაგარია ჰქვია და ნათელი მოვფინოთ იმ უკუნსა და ბნელს, რომელიც მის მოვლინებას მოჰყვა საქართველოში.

დავუშვათ, რომ ქართველთა დიდი დედა (მომიტევე დიდო თამარ!) ოსი იყო, რა მოხდა მერე ამით?! იქნებ დამისახელოთ ევროპის მონარქიული სახელმწიფოს რომელიმე მონარქი, რომლის ფესვი იმავე ქვეყნის წიაღიდან მომდინარეობდეს?

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უინძორების დინასტია, რომელიც სათავეს 1901 წლიადან იღებს, წარმოსდგება საქსენ-კობურგ გოთას საგვარეულოდან და ეს შენ დღეს დიდ ბრიტანელს რომ შეახსენო ცხვირპირი წითლად შეგეღებება! არადა აი, რას ვგებულობთ იგივე ვიკიპედიიდან:

Das Haus Windsor [‘wɪnz“] (ab 1917) ist das britische Königshaus. Wegen des innenpolitischen Drucks während des Ersten Weltkrieges aufgrund der deutschen Abstammung und Verwandtschaft der königlichen Familie mit dem Deutschen Kaiserreich, änderte König Georg V. am 17. Juli 1917 den deutschen Namen Sachsen-Coburg-Gotha (vom Haus Sachsen-Coburg und Gotha herrührend), den die Familie in Großbritannien seit 1840 trug, in den jetzigen Namen Windsor. Dieser steht für die kleine englische Stadt Windsor in der Grafschaft Berkshire, wo sich Schloss Windsor, die Residenz der königlichen Familie, befindet.

ე.ი. „უინძორთა სახლი (უინძორები 1917 წლიდან) არის ბრიტანეთის სამეფო სახლი. მეფე გეორგ V 1917 წლის 17 ივლისიდან პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას შიდა პოლიტიკური ზეწოლით გერმანული წარმოშობის და გერმანიის იმპერატორების სამეფო სახლთან ნათესაობის მიზეზის გამო შეცვალა გერმანული სახელი საქსენ-კობურგ-გოტა (საქსენ – კობურგის და გოტას სახლი), რომელსაც ოჯახი 1840 წლიდან ატარებდა, უინძორთა სახელით. ეს წარმოდგება ბერკშირის საგრაფოს პატარა ქალაქ უინძორისგან, სადაც სამეფო რეზიდენცია, უინზორის ციხე-დარბაზი იმყოფება. 

თუნდაც თამარი (შემინდე დიდო დედაო!) ოსური წარმომავლობის იყოს, ვერ გამიგია, რა მიზანს ემსახურება ქვეყნის პირველი პირისგან წარამარა ამის ყრანტალი??

გაბედეთ და დიდ ბრიტანელებს შეჰკადრეთ დღეს უინძორები ბრიტანელები არ არიანო და რად დღეც თქვენს სიფათს დაადგება, უკეთესის ნახვას ვერც ვინატრებთ. ან კიდევ რუსებს უთხარი ის, ეკატერინა II პრუსიელი იყოო და ზარბაზნების ქუხილი მერე ნახეთ…

არადა ჩვენი სახელოვანი მეცნიერები, პოეტები, მწერლები საზოგადო მოღვაწენი როგორი სითათუთით, კრძალვით, მოწიწებითა და სიყვარულით მოიხსენიებენ მას. გავიხსენოთ

ისევ გრიგოლ ორბელიანი:

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
მიხარის – გიმზერ,
ვჰსწუხვარ – და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..

და დღესაც ამათი წყალობით დავრდომილი სამშობლოს ტკივილებს მეფეთ-მეფე თამარის ცქერით ვიამებთ.

ანდა რად ღირს ვაჟასეული ტაეპების გულში წაჩურჩულება

დიდი თამარი

ქალო, ქართველთა სულისდგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა ვხედაო

შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩემო ლამაზო დედაო!

რა ვქნა, როგორ ვერწმუნო მიშა სხვააკაშვილს? რამეთუ ვერსად ვერ ვკითხულობ მიშა მაგარიასეულ „შენ, ჩემო ოსო დედაო“-ს!

მიშა მაგარიას ჭავჭავაძის უნივერსიტეტში დაუკვეხნია: „ის თემები, რომელზეც მე ვსაუბრობ პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რის დანერგვასაც ცდილობდა ილია ჭავჭავაზე XIX საუკუნეში“.

ღმერთო დიდებულო რას არ გაიგონებ?! დიდება შენს მოთმინებას უფალო!

საერთოდ სმენია კი ამ „მრავლისმცოდნე“ პრეზიდენტს ილიას „თემების“ შესახებ რამე? გაუგია კი წმიდა ილია მართლის „ქვათა ღაღადის“ არსებობაზე რაიმე?

და თუ ერთხელ მაინც გადაუკითხავს წმიდა ილია მართალის რომელიმე თხზულება, მაშინ რად გვაყრის თვალში ნაცარსა და რად გვიწამლავს გათანგულ სულებს?

მიშამაგარიას უპირველესი მიზანი ხომ დღესავით ნათელია –  ახლებურად „ასწავლოს“ ქართველ სტუდენტობას ისტორია, ესე იგი – დაავიწყოს, ამოშანთოს ჩვენი გონებიდან ისტორიული მახსოვრობა და ჟამთაღრიცხვა მხოლოდ 2004 წლიდან დავიწყოთ.

საჭიროდ ვთვლით შთავაგონოთ მას ილიას ეს სიტყვები:

„…ყოველ სწავლასა და ცოდნას საძირკვლად საკუთარი მწერლობისა და ვითარების ცოდნა უნდა დაედოს.

ამ სახით რომ გვართმევენ ყოველს ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას… გვიბათილებენ ისტორიასაც… რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი?.. ვისი უნარია ყოველივე ეს? რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?.. ღმერთმა გვაშოროს, იგი ცოდვა მთელს ერს შევწამოთ… ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად-ხსენება – დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი წადილები. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილ ადამიანს არ ეპატიება“.

და საქართველოს დღევანდელ მანქურთ საჭეთმპყობელებს მინდა შევახსენოთ ისევ და ისევ ილიასეული სიტყვები:

„… ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მასს ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერის ბრძენისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი“

და ვაი მას, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ წავა, მკაცრი თემი ქალბატონი ისტორია სამუდამო გაქრობას მიუსჯის სასჯელად! დასასრულ, ისევ მივმართავ მიშა მაგარიას ამფსონებს, ქალბატონებსა და ბატონებს, რომლებიც ისმენენ რა ასეთ მტრულ ბოდვებს მათი კუმირისაგან და თვით თევზებივით პირში წყალი ჩაუგუბებიათ:

–  მოგწონთ კი ბატონებო და ქალბატონებო ამ კვისლინგის ასეთი სიმაგრე?

–  თქვენთვის მიშას სიმაგრე და გამაგრება უმთავრესია თუ მამული ჩვენი?

მივმართავT ოთარ კობერიძეს, რომელმაც მიშა მაგარიას საამებლად კახეთში საარჩევნო ვაქხანალიისას ასეთი უტიფრობა და მკრეხელობა წამოროშა – „მიშამ დამპალი საქართველო ჩაიბარაო“, მოგიწონებდა კი ასეთ თქმას ბატონო ოთარ თქვენი თამარივით ლამაზი, სულნათელი მეუღლე ქალბატონი ლია?

გვინდოდა მიგვემართა მიშას ამქარში ქანცგაწყვეტილი ეკა ხერხეულიძისათვის, ნუგზარ წიკლაურისათვის, ცრუ დისიდენტისათვის ირაკლი კენჭოშვილისათვის, შოთა მალაშხიასათვის და  გამინისტრებულ პროფესორ იულონ გაგოშიძისათვის ორიოდე სიტყვით, მაგრამ საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ, რადგან ჩვენი ღაღადისი კედელზე ცერცვის ჰყრა იქნებოდა მხოლოდ.

ჩვენს წერილს პროლოგად გრიგოლ რობაქიძის სიტყვები წარვუმძღვარეთ და ეპილოგად იმავე მწერლის სიტყვებს დავურთავთ:

„…ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება “მეშჩანური” მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და რამდენია ისეთი, რომლისთვის ამ საშინელ ქვეყანაში საკუთარი სულიც ციხედ გარდაქმნილა!

ასეთია დიდი თამარ, და ამ სიყვარულის ღალატი იქნებოდა, თუ შვიდასი წლისთავზე არ ითქვა უკანასკნელი სიმართლე… თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი“ (გაზეთი “საქართველო”, 1918, N90-91, 13-15 მაისი).

გილოცავთ 26 მაისის ღირშესანიშნავ დღეს!

     

     დღეს 26 მაისია – საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის, მერაბ კოსტავას დაბადების  და ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევის დღე.

     გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს! დამოუკიდებელ, მთლიან და თავისუფალ საქართველოში აღგვენიშნოს ეს ღირშესანიშნავი დღე ყველას ერთად!

Sinodis_Mxileba_10

      ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II) / მაგთიკომის ჟურნალი „მუდმივი კავშირი” #1-2003 წელი

Sinodis_Mxileba_12

 

ვიდეოს სინქრონული ჩანაწერი: კულმინაციამ პიკს 14 სექტებრის საღამოს მიაღწია, როდესაც მოედანზე შეკრებილმა ხალხმა სახელმწიფო მეთაურს (ე. შევარდნაძეს) დაუჩოქა, რათა თანამდებობიდან არ გადამდგარიყო. ე. შევარდნაძე თანამდებობაზე დარჩა.

ილია მეორის მიმართვა დაჩოქილი ხალხისა და ე. შევარდნაძისადმი: „მთელი საქართველო ღელავს, ამიტომ მე უფლება მაქვს, როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური!” დაჩოქილი ბრბოს ტაში და სიხარულის დიდი ოვაცია;

ე. შევარდნაძის მიმართვა დაჩოქილი ხალხისა და ილია მეორისადმი: „დიდი მადლობა, კარგათ იყავით, ხმა ღვთისა და ხმა ერისა!“

 

 

 

 

მართლმადიდებლური შეგონება კ. ზ. გამსახურდიას

მართლმადიდებლური შეგონება კონსტანტინე ზ. გამსახურდიას

„ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად, რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“

მოდით, განვიხილოთ, რას გვასწავლის უფალი, და მისი წმიდა ეკლესიის ღმერთშემოსილი  მამები, იმის შესახებ, არის თუ არა, ყველანაირი მშვიდობა, საღმრთო მშვიდობა, და არის თუ არა, ყველანაირი გაერთიანება ღვთისსათნომყოფელი?! ამასთან დაკავშირებით, მოვუხმოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს – „ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან თუ აშკარა უკეთურებასთან გვაქვს საქმე, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, მითუმეტეს არ უნდა მივემთხვიოთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა შევუერთდეთ სენშეყრილს…“ღვთის მტერ და უწმიდურ ადამიანებთან გაერთიანება კი არა, მათგან გაყოფა ბრძანა უფალმა, რადგან დაუშვებელია ბოროტებასთან გაერთიანება; აი, რას ბრძანებს უფალი – ყოვლისმპყრობელი: „გგონიათ, ვითომ დედამიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ: გასაყოფად. ვინაიდან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამნი ორის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ. მამა იქნება ძის წინააღმდეგ და ძე – მამის წინააღმდეგ, დედა – ასულისა და ასული – დედის წინააღმდეგ“ ( ლუკა 12-51,53) და ეს ბრძანა უფალმა ღვთისა და ეშმაკის შვილთა დედამიწაზევე გაყოფის შესახებ, მომავალი განკითხვისათვის, როდესაც უფლის მარჯვნივ და მარცხნივ წარსდგებიან ადამიანები საშინელი სამსჯავროს მოლოდინში. და, ვისგანაც უფალმა გაყოფა ბრძანა, ვინ ბედავს, რომ ბოროტმსახურ უსჯულო ადამიანებთან გაერთიანდეს?!

ბატონო კონსტანტინე, ეს თქვენ მოგმართვათ, საქართველოს მართლმადიდებელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, რადგან უკვე კეთილგონიერების ყოველგვარ ზღვარს გადახვედით, საღრმთო სინდისს უგულვებელყოფთ საკუთარ თავში, და თუ არ გითხარით სათქმელი, არ ივარგებს, არც თქვენთვის, და ჩვენც მკაცრად მოგვთხოვს უფალი პასუხს, იმისთვის, თუ, რატომ არ შეგაგონეთ, ურწმუნოებაში მყოფს, მისი წმიდა უცდომელი სარწმუნოების სწავლება, ბოროტისა და კეთილის დამღუპველი ერთსულოვნების, ანუ მართლმადიდებელთა მხრიდან ეშმაკთან შეერთების  ყოვლადდასაგმობი თქვენეული მცდელობის შესახებ!

დავიწყოთ იმით, რომ წმიდა პავლე მოციქულმა, კითხვის სახით მოგვცა გაფრთხილება: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად, რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან?, ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ (II კორ.6-11,15) იმედია, ვერ გაბედავთ, უფლის მტერ მიხეილ სააკაშვილივით, რომ თავი აიმაღლოთ, სამყაროს შემოქმედი ღმერთის_ წმიდა მოციქულის, ამ წმიდა შეგონების წინააღმდეგ; ხოლო,  რადგან სიმართლის მსახურად წარმოაჩენთ თავს, მაშინ, გთხოვთ, გვიპასუხოთ, რა საერთო გაქვთ, თქვენ მართალ ადამიანს უსჯულოების მოქმედ ადამიანებთან?! ბუნებრივია, დასვამთ კითხვას, ვის ვთვლით ჩვენ უსჯულოდ და რატომ ვთვლით, უსჯულოდ! მოგახსენებთ, რომ ღვთის კანონთა თანახმად, უსჯულოებად ითვლება სიწმიდეთა მკრეხელობა, რაც გამოიხატება, მართლმადიდებლურ ტაძართა, ჯვარ-ხატთა დარბევაში, მართლმადიდებელი მღვდლის ცემასა და დაპატიმრებაში, მართლმადიდებელი მრევლის  ფიზიკურ მხეცურ ანგარიშსწორებაში! ხოლო, გლდანის ტაძრის  და მასში არსებულ სიწმიდეთა დარბევა და მღვდლის დაპატიმრება, განხორციელდა „თავისუფლების ინსტიტუტის“ მაშინდელი ლიდერის, გიგა ბოკერიასა  და თქვენი დღევანდელი რესპუბლიკელი თანამებრძოლების, თინათინ ხიდაშელის, მისი ქმრის დავით უსუფაშვილის, დავით ზურაბიშვილის, „კმარელების“ და სხვა მათ მსგავს უსჯულოთა ბეზღობით ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ამერიკულ ორგანიზაციაში „ჰიუმან რაითს უოთჩში“, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში; სწორედ, ამ თქვენი მეგობრების გამუდმებული ისტერიული მოთხოვნა იყო, რომ დასჯილიყო მართლმადიდებლობა საქართველოში და დაკანონებულიყო იეღოველთა სექტა და ზოგადად სექტები ჩვენს სამშობლოში; თინათინ ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი და მეგობარნი მათნი უკიჟინებდნენ ე. შევარდნაძეს და აიძულებდნენ ამერიკის კონგრესის ზეწოლით, რათა დაეპატიმრებინა სექტათა მდევნელი მართლმადიდებლები, რაც მოიმოქმედეს კიდეც, ოღონდ უფრო ცოტა მოგვიანებით, და ამერიკელ სენატორთა მოთხოვნით ე. შევარდნაძის ჩამნაცვლებულმა მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ნინო ბურჯანაძემ, გიგა ბოკერიამ, მაია ნადირაძემ, ირაკლი ოქროაშვილმა, გოგა ხაინდრავამ, გიორგი ბარამიძემ, მერაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ახალაია-სანოძეებმა მძიმე ტექნიკით შეუნგრიეს კარებები გლდანის მართლმადიდებლურ ტაძარს, (ერთი კარები შემდუღებელი აპარატით გაჭრეს, მეორეს ჯავშან მანქანა მიაყენეს და შელეწეს ხოლო ტაძრის კედლები ავტომატებით დაცხრილეს)!

დიახ, თინათინ ხიდაშელის და მის მსგავსთა მოთხოვნით დარბიეს ხატები, ჯვრები, მართლმადიდებელი მრევლი სიკვდილის პირამდე სცემეს და ციხეებში ჩაყარეს, ხოლო ამ ყველაფერზე საჯაროდ, მასმედიით, თანაც დიდი სიხარულით უაღრესი კმაყოფილება გამოთქვა თქვენმა დღევანდელმა  რესპუბლიკელმა მეგობარმა ლევან ბერძენიშვილმა; აი, მისი სიტყვები: „მე ვარ უაღრესად დაკმაყოფილებული დღეს დაპატიმრებული აღმაშფოთებელი შემარცხვენელი დამნაშავის ამბით…სამართალმა ყველგან შეაღწია… “ ე. ი. ტაძრის დარბევა, მისი წმიდა საკურთხევლის მოოხრება, მღვდლებზე ხელის აღმართვა და მრევლის მხეცურად ცემა: „სამართალმა ყველგან შეაღწია ყოფილა“ და, დღეს, ეს ღვთისმბრძოლი ლევან ბერძენიშვილი ბრალს დებს მეორე ღვთისმბრძოლს მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში! გაუგონარი ცინიკური მკრეხელობაა, ეს თქვენი მხრიდან, ბატონო კონსტანტინე, და დღევანდელი თქვენი დემონოლოგი მეგობრების მხრიდან!

ე.ი. თქვენ, საკუთარი თავის სიმართლის მსახურად წარმომჩინებელ ადამიანს, მეგობრული ერთობა გაქვთ უსჯულოების მოქმედ  ადამიანებთან და, ამიტომ  გეკითხებით, თქვენ, ბატონო კონსტანტინე, რა განსხვავებაა, მიხეილ სააკაშვილ, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილსა და თქვენს დღევანდელ რესპუბლიკელ მეგობართა: თინათინ ხიდაშელ, დავით უსუფაშვილ, დავით ზურაბიშვილსა, გოგა ხაინდრავა და ლევან ბერძენიშვილს შორის? ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინიც, ხომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მსგავსად კვლავაც გააგრძელებენ მართლმადიდებლობის დევნას საქართველოში?! ხოლო მართლმადიდებლობის მდევნელნი, ხომ კაცთა კვლასაც, არასოდეს ერიდებიან და ისევ გაგრძელდება დაუსრულებლად გირგვლიანის საზარელ ამბავთა საქმეები? რადგან, ვისაც კი ოდესმე ღვთის სიწმიდეთა წინააღმდეგ აღუმართავს ხელს, მათ ხომ ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა ცხოვრების წესად აქვთ გადაქცეული? თუ შეიძლება, გაგვეცით პასუხი, რა საერთო გაქვთ,  თქვენ სიმართლის მსახურებაზე პრეტენზიის მქონე ქრისტიანს, უფლის ამ უბოროტეს  მტრებთან? ანუ „ რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან?“ იქნებ, გაგვცეთ პასუხი, რა პასუხი გაგაჩნიათ ღმერთის წმიდა მოციქულის ამ კითხვაზე?

ასევე, ბრძანებს უფლის წმიდა მოციქული პავლე: „რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.“ (II კორ.7-16,18) ხოლო, თქვენ, თქვენს უსჯულო მეგობრებთან ერთად მიზნად დაგისახავთ უწმიდურთან შეერთება, კერპთაყვანისმცემელი სახელმწიფოსთან „ინტეგრაცია“; ბოროტებიდან განშორების მაგივრად, მიხეილ სააკაშვილივით, გეზი აღებული გაქვთ, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რათა მიეტმასნოთ უწმიდურს, თავს აწონებთ ა.შ.შ._ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესს, დაბრძანდებით იქ მოლაპარაკებებზე და მლიქვნელობთ ღვთისმგმობელთა კარზე, რათა მოიპოვოთ ერეტიკოსთა პოლიტიკური მხარდაჭერა, თანაც სწორედ იმ ღვთისმგმობელთა მხარდაჭერა, რომელებიც გამუდმებით სდევნიან ჩვენს სამშობლოში მართლმადიდებლობას და აკანონებენ სექტებს, რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ შეგვიგინეს ღმერთი და არნახული მხეცური სისასტიკით დაგვირბიეს მართლმადიდებლური სიწმიდეები, და სწორედ ამ სატანისტებს ემუდარებით, რათა მათი ამჟამინდელი ერთგული მსახურები: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, ახალაი-სანოძეები ჩამოიშორონ და საქართველოს ხელისუფლებაში ამჯერად თქვენ დაგაბრძანონ.

კომუნისტური პერიოდის ჟამს, თქვენი წინამორბედნი, პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ღვთისმგმობელ კრემლში დარბოდნენ, იმ კრემლში, რომელიც თავად რუს მართლმადიდებელ ერს უფლის ხსოვნისთვის სასტიკად აწამებდა, ხოლო, დღეს,  უკვე თქვენ,  ამერიკულ-ევროპულ „კრემლში“ დაბრძანდებით, რომელთაც საკუთარ ერებთან ერთად უარყვეს, რა ხანია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და საკუთარი ცივილიზაციის კომფორტულ წიაღში, აღარც ჯვარი, აღარც ხატი, აღარც ღვთის ტაძარი, და აღარანაირი ნიშან-წყალი ღვთის ხსოვნისა აღარ მოეპოვებათ; არამედ ამ ზესახელმწიფოთა ხელისუფლებანი და მათი ერები ერთსულ-ერთხორც უარყოფენ მართლმადიდებლობას; ხოლო გამომდინარე აქედან, წაშლილი აქვთ ღვთისგან დაწესებული ზღვარი ნათესაური: აღარც ბიძაშვილი იციან, აღარც მამიდაშვილი, აღარც მამამთილი, აღარც ძმისცოლი, აღარაფერი ზნეობრივი და წმიდა მათთვის აღარ არსებობს; მათ საკერპო ტაძრებში მამათმავალ-ლეზბოსელი ეპისკოპოსები მსახურებენ, ოფიციალურად ნებადართული აქვთ ერთი სქესის ქორწინებები, ნათლავენ, აზიარებენ გველებს, ძაღლებს, კატებს, მაიმუნებს და რელიგიის დონეზე ათას სისაძაგლეს აკანონებენ, აი, ეს არის თქვენი ამერიკულ-ევროპული „გლობალიზაცია-ინტეგრაცია“, ანუ თქვენი ამერიკა და ევროპა სექტანტურად აღმსარებლობენ;

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი, სადაც თქვენ მლიქვნელურ თაყვანისცემას გამოხატავთ, ბაპტისტურ-იეღოველური აღმსარებლობისაა და ამ ზესახელმწიფოდან ვრცელდება საქართველოში იეღოველთა და ბაპტისტთა სექტის ყოველგვარი უსჯულოება და მათი ღვთისმგმობი ლიტერატურა ხრწნის და იბირებს საქართველოს მოსახლეობას! იქნებ, ფიქრობთ, რომ პოლიტიკურად მოატყუებთ ეშმაკს, ხელისუფლებაში მოხვალთ და თან იმართლმადიდებლებთ? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, მამათქვენს თქვენზე მეტი სიბრძნე არ გააჩნდა, რომ თქვენზე უკეთესად მოეხერხებინა ეგ პოლიტიკა, და განა, დღესაც ხელისუფლების სათავეში არ იქნებოდა? რატომაც არა, ფიქრობთ, ალბათ თქვენ, და ქართველი სულგაყიდული „ვაცლავ ჰაველი“ თქვენი არჩეული გზით ხომ ჩვენც გვეყოლებოდა?

მამაშენმა შესანიშნავად უწყოდა, ყველა ჩვენთაგანზე უკეთესად ეს ყველაფერი, მაგრამ, იუდა ვაცლავ ჰაველივით, არ გაყიდა ქრისტე  და ამერიკულ-ევროპულ გლობალიზაცია-ინტეგრაციას უფლის ჯვარცმის გზა-გოლგოთა არჩია! ხოლო, თქვენ კი რას სჩადიხართ? ბედავთ, იმკრეხელოთ  ღვთის კანონთა წინააღმდეგ?

ახლა, რაც შეეხება, მამათქვენის უბოროტეს მტერ სახელმწიფო დამნაშავე გოგა ხაინდრავას, რომელიც არნახული ფარისევლობით გვერდზე მოისვით და მასთან ერთად გამოდიხართ ტელევიზიით, თანაც ბედავთ, რომ დაგვმოძღვროთ, ასე ვთქვათ, მასთან ერთად ამხელთ ვითომ მკვლელებსა და ტერორისტებს, კი მაგრამ, მასხარად გვიგდებთ, ბატონო კონსტანტინე? განა, გოგა ხაინდრავას და მის თანაამფსონ „მხედრიონელებს“ შეედრება კაცთა კვლაში მიხეილ სააკაშვილი თავისი მხეცთა ბუნაგით? რომ გამოდის, ეგ თქვენი მეგობარი გ. ხაინდრავა და იძახის ძირს მკვლელებიო, მაგან თავად, მამათქვენის სიძულვილით, მის სისხლს მოწყურებულმა, განა ნახევარი საქართველო დედა-ბუდიანად არ ჩადო მიწაში?! ან, განა, ღმერთი მიიღებს მაგის ფარისევლურ სინანულს, ორიოდ სიტყვით მოსაჩვენებლად, რომ ამოღერღა ტელე-„იმედით“?! რამეს რომ ნანობდეს ეგ ძმათა სასაკლაოს მომწყობი „კაენი“, კვლავაც კი არ უნდა ლიდერობდეს და თავად მკვლელი სხვის მკვლელობას  მართალი კაცივით რიხიანად საჯაროდ განიხილავდეს, პირიქით, სირცხვილით ვერც უნდა ბედავდეს ერის წინაშე გამოჩენას და სადმე განმარტოებით მჯდომი თავში ხელების ცემით, მოთქმა-გოდებით მომტირალი, დღე და ღამ უნდა ინანიებდეს  კაცთა კვლის თავის კაენურ ცოდვას, რადგან მაგის თავზე ღვთის რისხვად, აი, რა წყევლა არის აღმართული: „ეს რა ჰქენი? შენი ძმის სისხლი ღაღადებს ჩემდამი, წყეულ იყავ ქვეყანაზე, კვნესით და ძრწოლვით ხვიდოდე მასზე“ (დაბ.4, 10-11), ხოლო, თქვენ კი, როგორ ბედავთ, რომ ე. შევარდნაძის მიერ მამათქვენის კვალში ჩაყენებული ეგ დაგეშილი მდევნელი და  სახელმწიფო დამნაშავე, „მხედრიონთან“ ერთად სამეგრელოს ამწიოკებელი, ძმათა მკვლელი „კაენი“  ზუგდიდში შეგყავთ, ხალხს გონებას უმღვრევათ, და აბუჩად იგდებთ, როგორც მამის ხსოვნას, ისე მთელ ერის ბოლოდროინდელ საშინელ სისხლიან უბედურებას?!
გაფრთხილებთ, თუ არ შეწყვეტთ მაგ ღვთისმბრძოლ პოლიტიკობანას თამაშს, უფრო მკაცრი მხილება გელოდებათ წინ, რის შემდგომაც, ბრალი – უკვე, მართლმადიდებლობის ღალატში, ე.ი. ღმერთის გაცემაში წაგეყენებათ! ღმერთმა დაგიფაროთ!

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

იხ. ვიდეო — პუტჩისტი გ. ხაიდრავა

http://bpg.sytes.net/simartle/bpg/publication_view.asp?InfoID=11607&iabspos=1&vjob=vdocid,11607

იხ. დოკუმენტი –პუტჩისტები ს. ზურაბიშვილი და ჯ. კაშია

http://bpg.sytes.net/simartle/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11537

1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმი

31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველია!

zviadi-kolx-k

ზვიად გამსახურდია

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი – საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა, რომლის 88 პროცენტმა სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა.

კენჭისყრის კითხვა ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: «თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?»

რეფერენდუმის შედეგები კრემლისათვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა რუსულმა მასმედიამ მაინც შხამიანი კომენტარი გააკეთა: რეფერნდუმის დადებითი შედეგი 1 აპრილს გახდაო ცნობილი. 1 აპრილი კი ხუმრობისა და სასაცილო ტყუილების დღეაო.

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სრულიად საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატულება და მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაწილეობა მიიღო რეფერენდუმში და ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ამავე დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, 1939 წლის 31 მარტს, დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში ვაჟკაცი დაიბადა. ამ დღეს ქვეყანას უფალმა მოუვლინა საქართველოს მომავალი, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

მარტის ბოლო დღეს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

31 მარტის რეფერენდუმის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა – როგორ აპირებთ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებასო. ბატონმა ზვიადმა ასეთ შეკითხვას ხუმრობით “ჟურნალისტური შეთქმულებაც” უწოდა და დაამატა: ჩვენ საიდუმლოებებს ჟურნალისტებს არ ვანდობთო.

zviadi_damoukideblobaდამოუკიდებლობის გამოცხადება

პირველი და ყველაზე მოულოდნელი საიდუმლო 9 აპრილს გაითქვა: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

იგივე გაზეთი, საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 31 მარტს სამაჩაბლოს ქართული სოფლების მოსახლეობამ ერთსულოვნად მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, რამაც ოსი ექსტრემისტები და სეპარატისტები გააღიზიანა, რასაც დაემატა ის დეზინფორმაცია და აშკარა წაქეზება, რომელსაც იმ დღეებში ეწეოდა პროგრამა “ვრემია”, რომელმაც სეპარატისტების პოზიცია შემდეგნაირად გაახმაურა: “ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობას”

ცენტრალურ საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიაში რეფერენდუმის და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველი ოპერატიული ცნობები ადგილებიდან დილის 9 საათისათვის მივიდა. “საერთოდ, დაბეჯითებით შეიძლება, აღვნიშნოთ საქართველოს მოსახლეობის უაღრესად აქტიური მონაწილეობა რეფერენდუმში”, – ამბობდა მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ხმალაძე: “გამართული რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. ეს დღე თავის მნიშვნელობას არც არასდროს დაკარგავს, რადგან მაშინ ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული: – “ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.”

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი იქნებოდა რეფერენდუმის შედეგები ცალკეული რეგიონების მიხედვით. არაეთნიკური ქართველებით დასახლებულ ყველა რაიონში, მოსახლეობამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

საარჩევნო კომისიაში იყო დოკუმენტები, წერილები და განცხადებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სოფლებიდან, რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები, რომ (ოსური სოფლები მაქვს მხედველობაში) – ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობასო. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი იყო ჩვენი საზოგადოების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად 70-წლიანი დამოუკიდებლობის დაკარგვისა.

zviadi-referendumzeზვიად გამსახურდია რეფერენდუმზე

1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით:

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477

რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%;

კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის “დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, “არა” მომხრეთა რიცხვი – 17.400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა – 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში – 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97, 67%-მა. უარყოფითად – 1, 42%-მა.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო.

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა.

“რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა “ეროვნულმა კონგრესმა”, რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს!

რაც მთავარია, ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.

კენჭისყრის შედეგები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის თვალსაზრისით, არამედ ისინი ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ქვეყანამ დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ 31 მარტის რეფერენდუმი მაინც მტკიცე იურიდიულ არგუმენტად რჩება ტერიტორიების დასაბრუნებლად, ვინაიდან შემდგომდროინდელ მოვლენები ეთნიკური წმენდის შედეგი იყო და არა მოსახლეობის ნების შეცვლისა.

ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში იქნება ბათილი და აგრესიის გამომხატველი. თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალიებს.

რეფერენდუმი გამოხატავდა არა ქართველი ერის (როგორც აფსუა სეპარატისტებს სურთ წარმოადგინონ), არამედ საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ნებას. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხთა წარმომადგენლებიც.

31 მარტი იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა.

ამჟამინდელი უკანონო ანტიეროვნული რეჟიმი და შევარდნაძისდროინდელი ოპოზიცია, ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის უღიმღამო აღნიშვნისას გვერდი აუარონ იმ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საკითხს, რომელის დამსახურებაცაა ამ რეფერენდუმის ჩატარება. როგორც არალეგიტიმური ხელისუფლება, აგერეთვე ოპოზიცია პუტჩისტური ავადმყოფობის სინდრომითაა ინფიცირებულნი. ისინი იბრძვიან პირადი კეთილდღეობისათვის და კვლავ, უცხო ქვეყნების პოლიტიკური წრეების ანტიქართული ინტერესების გამომხატველად გვევლინებიან.

„დიდგორის“ რედაქცია

http://video.google.com/videoplay?docid=3846833218126330420

იხ. ფრანგული დოკუმენტური ფილმი: ფერადი რევოლუციების ქურუმები