მარხვები

მარხვები :

  • დიდი მარხვა 26 თებერვლიდან (10 მარტიდან) – 14 (27) აპრილამდე მძიმე მარხვა
  • პეტრეპავლობის მარხვა 10 (23) ივნისიდან – 29 ივნისამდე (12 ივლისამდე)
  • მარიამობის მარხვა 1 (14) აგვისტოდან 15 (28) აგვისტომდე
  • შობის მარხვა 15 (28) ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე (7 იანვრამდე)

ერთდღიანი მარხვები :

  • ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს (მსგეფსის გარდა)
  • ნათლისღების წინა დღეს 5 (18) იანვარი. მძიმე მარხვა
  • იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე 29 აგვისტო (11 სექტემბერი) მძიმე მარხვა
  • ჯვართამაღლების დღეს 14 (27) სექტემბერი. მძიმე მარხვა

ზემოთ

ხსნილი ოთხშაბათს და პარასკევს :

  • შობიდან ნათლისღებამდე 25 დეკემბრიდან (7 იანვრიდან) – 4 (17) იანვრის ჩათვლით
  • 5 (18) თებერვლიდან – 11 (24) თებერვლის ჩათვლით
  • ყველიერის კვირა (რძის ნაწარმით და კვერცხით) 19 თებერვლიდან (3 მარტიდან) – 25 თებერვლის (9 მარტის) ჩათვლით
  • ბრწყინვალე შვიდეული 15 (28) აპრილიდან – 21 აპრილის (4 მაისის) ჩათვლით
  • სულთმოფენობის შემდგომი კვირა 3 (16) ივნისიდან – 9 (22) ივნისის ჩათვლით

ზემოთ

მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები :

  • ხორციელის შაბათი 17 თებერვალი (1 მარტი)
  • დიდმარხვის მესამე შაბათი. 16 (29) მარტი
  • დიდმარხვის მეოთხე შაბათი. 23 მარტი (5 აპრილი)
  • კვირაცხოვლობისთომას კვირის სამშაბათი (აღდგომიდან მეორე შვიდეულის სამშაბათი) 4 (17) აპრილი
  • სულთმოფენობის წინა შაბათი 23 აპრილი (6 მაისი)
  • დიმიტრის შაბათი. 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი). აღინიშნება 26 ოქტომბრის (8 ნოემბრის) წინა შაბათი რომელ რიცხვშიც მოუწევს

 

შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემული თვე და რიცხვი ახალი სტილის აღმნიშვნელი თარიღებია.

 


 

თევზი სამარხვოა თუ არა?

 

დღესაც აზრთა სხვადასხვაობაა თევზის სამარხვო-არასამარხვობაზე. მაგრამ გასაკვირია ეს დავა, როცა ამ საკითხზე, ისევე, როგორც ყველაფერზე, ეკლესიას, დიდი ხანია, გააჩნია განწესება, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამაზე კამათი და ხალხის გაუგებრობაში ჩაგდება როგორც მრევლის, ისე სამღვდელოთა მიერ.

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე

 

წმ. ექვთიმე ათონელის (X-XIსს..) მიერ შედგენილი „საეკლესიო კანონთა კრებული“ —
„მცირე სჯულისკანონი“
(სრულიად საქ. საპატრიარქო: „საღვთისმეტყველო კრებული“, 11, თბილისი, 1983):
VI კრების (კონსტანტინოპოლი, 692წ.) კანონები, თავი 17:

 

ასევე, გავიგეთ, რომ ზოგან მარხვის დროს შაბათ-კვირას ჭამენ ყველსა, კვერცხსა და ყოველგვარ წველას (რძის ნაწარმს).

 ეს საქმე უჯერო და უწესოა, რადგან ეშმაკი ზოგს მარჯვნიდან აცდენს და ზოგს მარცხნიდან მოსპობს. ჩვენ კი საღმრთო გზით სიარული გვმართებს და როგორც ზემოთ ვთქვით (იხ. თავი მეთექვსმეტე): წესი არ რის შაბათსა (გარდა დიდშაბათისა ანუ აღდგომისწინა შაბათისა — მღვდ. გ. ს.) და კვირას მარხულობისა, არამედ წესია შაბათ-კვირას პირის ხსნისა სამარხვო საჭმლით.

ქრისტეანებს მარცხენა ცდომისგან ვაფრთხილებთ და ვამცნებთ, რომ ღვთის ეკლესია ყველგან ერთ წესზე უნდა იყოს და წმიდა მარხვას წესიერად უნდა იცავდნენ და ეკრძალებოდნენ როგორც ხორცის ჭამას, ასევე, ყოველგვარი წველისა, ყველისა, რძისა და კვერცხისა, რაც ნაყოფია ცხვართა, ძროხათა და ფრინველთა, და წმიდა მარხვაში წესი არაა მათი გემოს ხილვისა.

ვინც ეს წესი არ დაიცვას, სამღვდელონი აღიხოცნენ სამღვდელოებისაგან, ერისკაცნი — განიკვეთნენ ზიარებისაგან და ეკლესიისგან.

ესეც გავიგეთ, რომ ზოგგან წველას, თევზსა და ღვინოს აიგივებენ. ეს სრული სიცოფე და უგუნურებაა და ეშმაკისგან ძლევა. მართლაც, ყოველი უწესო მოძღვრება ეშმაკის მიერ არის დამკვიდრებული. ჩვენ კი ვიცით, რომ არ შეიძლება გაიგივება ყველისა, თევზისა, ზეთისა და ღვინისა. ხოლო ისინი, ვინც ამათ აიგივებენ, მართლმადიდებელი ეკლესიის წესისაგან განყოფილები არიან. წმიდა მარხვის დროს ყველის ჭამა არც შაბათ-კვირას და არც სხვა დღეებში არ შეიძლება.

თევზი, ზეთი და ღვინო, ვისაც როგორ შეეძლოს; ისე იმარხოს და უძლურების ან სხვა სათანადო მიზეზის გამო შეიძლება ამათი მიღება.

 ხარების დღესასწაული თუ დიდმარხვაში მოხვდეს, რა დღეც აუნდა იყოს, თევზის, ზეთის და ღვინის მიღება შეიძლება.

 

კითხვა-მიგებანი:

თავი 14

 კითხვა: კათოლიკე მარხვაში (დიდმარხვა ანუ სააღდგომო მარხვა — მღვდ. გ. ს.) ზოგნი თევზის ჭამას ცოდვად თვლიან.

 მიგება: კათოლიკე მარხვაში თევზის ჭამა არც უსჯულოებაა და არც ცოდვა. პირიქით, ის უფრო დიდი ბრალია, თევზი და წველა რომ ერთნაირად შერაცხო. და საიდან მოდის ეგ ჩვენს

ქვეყანაში, მიკვირს, რადგან თევზის მარხვა დიდმარხვაში წესიერად უნდა მონაზვნებისა და მოწესეთათვის: თუ სხვა დღეებში არა სჭამენ, ხ ა რ ე ბ ო ბ ა ს უეჭველად ჭამონ და უჭმელობა დიდი

ცოდვაა, თუ, რა თქმა უნდა, აქვთ თევზი.

ღვინის სმა სათრობელად უფრო დიდი ცოდვაა. თევზი კი, თუ წესიერად იმარხონ, კარგია; თუ ვერ იმარხეს — არა აქვს ბრალი. და მისი წველასთან გაიგივება მწვალებელთა წესია და არა კეთილ არს. ეს „სჯულისკანონშიც“ სწერია და ისეა წესი და მისი უმეტესი უწესობაა.

შენიშვნა: ე. ი. თევზთან და თევზის ნაწარმთან ერთად სამარხვო საკვებია ყველაფერი, რაც უშუალოდ მიწიდან აღმოცენდების (მღვდ. გ. ს.).

 

 


 პრეს-სამსახურის დამატებითი განმარტება:

 

მაშასადამე, ვინაიდან მარხვებში ხსნილდება,  კანონის თანახმად, თევზი სამარხოდ ითვლება და  გაიგივება არ შეიძლება, მარხვებში თევზისა და ღვინისა, ხორცთან და წველის ნაწარმთან, მაგრამ დიდმარხვის სხვა დღეებში ღვინო და თევზი ექვემდებარება მარხვას და ხსნილდება ხარებას და ბზობას, რაც ყველა ადგილობრივ ეკლესიათა კალენდარშია მითითებული!
 .
„თევზი, ზეთი და ღვინო, ვისაც როგორ შეეძლოს; ისე იმარხოს და უძლურების ან სხვა სათანადო მიზეზის გამო შეიძლება ამათი მიღება.“*

ვაზუსტებთ, ასევე იმასაც, რომ თევზის და ღვინის საკითხი, მარხვებში, მოძღვართა იკონომიის წესს ექვემდებარება, ე.ი. განსაკუთრებით თევზი და ღვინო, “ვისაც როგორ შეეძლოს” იმას რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თვითნებურად იმოქმედოს ყველამ ჯანმრთელმაც და უძლურმაც, არამედ მოძღვრის ლოცვა-კურთხევის და მეთვალყურეობის ქვეშ, უძლურებისა და სხვა სათანადო მიზეზის გამო, შეიძლება მოძღვარმა ნება დართოს თევზის და ღვინის მიღებაზე უძლური სხეულის გასამაგრებლად, ან რაიმე სხვა სათანადო მიზეზის გამო (ღვინის არა სათრობად, რასაკვირველია); მძიმე ავადმყოფთათვის დიდმარხვებში რძის ნაწარმის კურთხევასაც უშვებს ზოგჯერ ზოგიერთი მოძღვარი და ეს ცოდვად, ბუნებრივია, არ ჩაითვლება. შობის მარხვაში, ამჟამად, გარდა კალენდარში აღნიშნული მითითებისა თევზის და ღვინის გახსნილების შესახებ, მრავალ ადგილობრივ ანტიეკუმენისტურ ეკლესიებში მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა

მხრიდან გაცემულია ლოცვა-კურთხევა ნებართვაზე თევზითა და ღვინით გახსნილების შესახებ შაბათ-კვირასაც.

* წმ. ექვთიმე ათონელის (X-XIსს..) მიერ შედგენილი „საეკლესიო კანონთა კრებული“ —
„მცირე სჯულისკანონი“
(სრულიად საქ. საპატრიარქო: „საღვთისმეტყველო კრებული“, 11, თბილისი, 1983):
VI კრების (კონსტანტინოპოლი, 692წ.) კანონები, თავი 17:

Advertisements

მღვდელი ბასილი მკალავიშვილი ამხელს…

ვამხელთ ეკუმენიზმს, როგორც ერესთა-ერესს

vamxelt_ekumenizms_0

vamxelt_ekumenizms_1

vamxelt_ekumenizms_2

ჩამოიტვირთეთ PDF-დოკუმენტი

ეკუმენიზმი და საქართველოს ეკლესია

894_ekumenizmi-da-saqartvelos-eklesia

An Open Letter to Patriarch Ilia II of Georgia

From the Brotherhood of the Monastery of Saint Shio of Mghvime

“Christ the Lord called that Church the Catholic Church which maintains the true and saving confession of the Faith. It was for this confession that He called Peter blessed when He declared ‘…upon this rock [i.e., of right faith] I will build my church; and the gates of hell shall not prevail against it’ (Matt. 16:18)’.” _Saint Maximus the Confessor (Migne PG 90, 132A)

“We are orphans and fatherless…” _Lamentations of Jeremiah 5:3.

“Whoso readeth, let him understand.” _Matt. 24:15

In ancient Sodom there lived the righteous Lot and his family. Our long-suffering God awaiting the conversion the change of heart of the Sodomites bestowed upon them all that they needed: air water food… life itself. Lot was for them a certain example of righteousness, a model for their correction. But in vain. The measure of lawlessness and sin overflowed; the Lord brought out the family of Lot and destroyed the city of Sodom by fire thus taking away that life which He Himself had granted.

Like unto Sodom becomes that church in which the abomination of heretical doctrines finds itself a lodging place. Long-suffering and merciful is the Lord and just as the destruction of Sodom was delayed for the sake of righteous Lot; so too for the sake of His righteous servants for the time being He shall not withdraw the grace of the Holy Spirit from that church which is deviating into the heretical gloom so offensive to Him. But for how long? Where is that boundary beyond which lawlessness exceeds His long-suffering and mercy? If the time for an exodus like Lot’s is come then such a time is the termination of the period [allowed for repentance], it is the time for the execution of the judgments of God, the time of righteous anger, the time for the taking away of the very Spirit of Life. The going forth from the midst of sin by the true children of the Church serves as an indication of the spiritual death of the hierarchy of a Local Church. And only then when the Lord shall have led forth all of them, all those faithful to Him_His true Church_will the grace of His Holy Spirit completely abandon the assembly of those who have remained behind.

Lot forewarned his sons-in-law of the approaching judgment but was mocked by them. And his sons-in-law were burned together with all the Sodomites.

We also have the example of Nineveh. The Ninevites repented and the judgment of God was suspended. But what of Sodom? Was Sodom capable of changing? Sodom, in which there was not even a consciousness of the need for amendment?

  1. Ecumenism is heresy! That is quite clear. Moreover, it is the heresy of heresies.
  2. Of all the errors which the so-called “Ecumenism” comprises, the most fundamental and profound is its error concerning the very nature of the Church itself. This is an ecclesiological heresy. It is contrary to the Nicean-Constantinopolitan confession of faith, for it asserts that there is no “One, Holy, Catholic, and Apostolic Church“.
  3. The so-called “World Council of Churches” already in its very name contains this contradiction of the Orthodox Christian doctrine concerning the Church. And in its “Branch Theory” it totally rejects this dogma. And the “Council” endeavors to accomplish this fundamental rejection by its militant practice of “religious pluralism”.
  4. The Orthodox Church, by participating in the activities of the aforementioned “World Council of Churches”, declares her agreement with all its [the WCC’s] teachings and activities. By this very means she becomes a party to all the falsehood and errors of the Council. She becomes heretical to the degree that the Council itself is heretical.
  5. This heresy is introduced even more deeply into the body of the Church by the participation of her hierarchy in the various forms of liturgical concelebrations conducted by the institutions of the Council in the course of its routine activities.
  6. The Georgian Orthodox Church (GOC) has been an active member of the WCC for a considerable time (since 1962). This lively participation, manifested in the activities of her senior hierarchs, is the path of falling away into heresy, or rather, it is essentially already heresy.
  7. Both in their numerous public appearances, and also ex cathedra, the senior hierarchs of the GOC have shown themselves to be apologists and preachers of the heresy of Ecumenism. At the Local Council in 1995 participation in this movement was recorded in the official documents and confirmed by the ecclesiastical authority. By this means this heresy was definitively implanted into the body of the Local Georgian Church.
  8. When the Church begins in any degree to accept heretical teachings, then saving grace wanes in her. Once the Church as a whole accepts a heresy, then saving grace departs from this community, since salvation for its members has become impossible, even if they were to lay down their lives for their convictions.
  9. There are only two routes of escape from the situation which has arisen in the GOC: either the Church renounces its error, or else those seeking salvation quit the assembly of the unfaithful.
  10. The Church’s rejection of the heresy of Ecumenism must be expressed by its departure from the WCC. There is no other way.
  11. This can be done only by the senior hierarchs of the GOC_this is their prerogative. But the hierarchs refuse to do this.
  12. Some of the hierarchs consider such a step inconsistent with the contemporary processes of global integration. Subordinating, in their own conceptions, the life of the Church to the mere laws by which society functions, they threaten the Christians with economic difficulties, political, religious, and cultural isolation, and a like multitude of imagined horrors.
  13. Such a way of thinking is based on a lack of faith in the providential care for the Church by her Creator and Founder. This is unbelief, this is real atheism which captivates the mind and conscience. They do not realize that the Lord does not abandon His true servants. His eye slumbereth not; and mighty is His right hand.
  14. Other of the hierarchs, not possessing a true Christian consciousness and not wishing to comprehend the very essence of the dogmas of the Church of Christ, consider that membership in the WCC is not so very significant a sin. Such as these seek by means of various compromises to deceive both God and themselves.
  15. So what then remains for an Orthodox Christian seeking salvation to do, who is certain that this very salvation is not possible without a true faith free of heretical abomination?
  16. “…and they departed from the presence of the council, rejoicing that they were counted worthy to suffer shame for His name.” Acts 5:41.

“…But as for those who…severe themselves from communion with their president, that is, because he publicly preaches heresy and with bared head teaches it in the Church, such persons are not only not subject to canonical penalty…, but are worthy of due honor among the Orthodox. For not bishops, but false bishops and false teachers have they condemned, and they have not fragmented the Church’s unity with schism, but from schisms and divisions have they earnestly sought to deliver the Church.” (Canon XV of the First-Second Council of Constantinople)

In his commentary on Canon XIV of the Fourth Ecumenical Council, Zonar writes: “Those are also heretics who even partly disagree with the teaching of the Church or who only slightly distort it.”

The Monastery of our Righteous Father Shio of Mghvime (the Cave-dweller) severs eucharistic communion with Catholicos-Patriarch Ilia II because of his heresy of Ecumenism.

Archimandrite George, Abbot of the monastery
Archimandrite John
Hieromonk Nicholas
Monk Kyrion
Novice Bessarion
Novice Guram

April 14/27 1997

The Abbot of the Lavra of the Righteous David of Garedzhe, Archimandrite Gregory, severs eucharistic communion with Catholicos-Patriarch Ilia II because of his heresy of Ecumenism, and resigns from the office of abbot.

Archimandrite Gregory

April 17/30, 1997

Betania Monastery severs liturgical communion with Catholicos-Patriarch Ilia II because of his heresy of Ecumenism.

Abbot of the Monastery, Hieromonk Haggai
Monk Eutyches
Monk Gabriel

April 18 / May 1, 1997

The Abbot of the Zarzma Monastery, Archimandrite George, severs eucharistic communion with Catholicos-Patriarch Ilia II and Bishop Sergius of Akhaltsikhe on account of their having fallen into the heresy of ecumenism.

Archimandrite George May 2/15, 1997

To the Catholicos-Patriarch of All Georgia, Ilia II,
And to the Holy Synod of Bishops of the Georgian Orthodox Church

Your Holiness; Most-reverend Bishops:

We humbly wish to inform you that with the blessing of the ruling bishop of the Shemokmedi diocese, Kyr Joseph, a meeting of the clergy of the Guria region was held on May 6/19 of this year. At this meeting we considered the situation which has arisen in the bosom of the Mother Church, in particular, the declarations of the brotherhoods of the St. Shio of Mghvime, Betania, and St. David of Garedzhe monasteries. We most humbly beg you not to rend the robe of the Church of Christ by schism.

For love’s sake, resolve to leave the World Council of Churches.

Otherwise we shall subscribe to the decision of the aforementioned brotherhoods and shall sever eucharistic communion with you.

1 ) Abbot of the Shemokmedi Monastery of St. Nicholas, Archimandrite Nicholas
2) Spiritual Father of the Dzhikheti Convent, Archimandrite Andrew
3) Rector of the Shemokmedi Cathedral, Protopriest Basil
4) Rector of the Church of SS. Julitta and Cyriacus, Priest Matthew
5) Rector of the Church of St. George in Dvabchu, Priest Constantine
6) Deacon of the Shemokmedi Cathedral, Fr. Cyriacus

იხ. ვებ-მისამართი : 

http://www.orthodoxinfo.com/ecumenism/georgia.aspx

 

იხ. ვიდეო:

Sixth Convocation for Orthodox Awareness: «The Heresy of Ecumenism and the Patristic Stand of the Orthodox» (Sunday of Orthodoxy, 23 February/8 March 1998) ( Play All, English Version, 110′ 44″) ( Play All, Russian Version, 110′ 49″)

გამოხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი მრევლიდან

890_patriarqi-kacismkvlelebtan

ჯაბა იოსელიანი, ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ სიგუა და ილია II

   სირცხვილი იმ „ზვიადისტებს“, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უსასტიკესი სატანური შურისძიებით დამამხობელთა ხელმძღვანელსა და თანაც, უშიშროების გენერალს, სექტების მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტსა და თანაც,  მასონური ლოჟების მიერ ხელდასხმული შევარდნაძე-სააკაშვილის „სიკვდილის ბრიგადების“ ხელისუფლების მაკურთხეველს  _  ილია მეორეს, სისხლის სამართლის ამ მსოფლიო დამნაშავეს, თავისი ცრუ სამღვდელო იერარქიით, მართლმადიდებელ ეკლესიად აღიარებენ!

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრეს-სამსახური

Attached Files:

წერილის სანახავად ჩამოიტვირთეთ PDF დოკუმენტი

რედაქციაში შემოვიდა წერილი, რომელიც თავისი შინაარსით ძალზე აქტუალურია და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მისი აქ გამოქვეყნება.

ჩემთვის ერთ გასაკვირ საკითზე მინდა მოგახსენოთ, ვნახე ჩვენი პატრიოტების წერილები საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებაში და მიკვირს, როგორ შეგიძლიათ აქოთ ის ხალხი, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ მთავრობას უღალატა ? როგორ გგონიათ, მათ მხოლოდ ეკლესიების ნაგებობები აბარიათ ? ხალხი ამოწყდა, დაჩაჩანაკდა, გაიქცა საქართველოდან იმ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ემორჩილებიან. მათი უპირველესი მოვალეობაა მიხედონ ხალხს და არა კედლებს, ან რა გული უძლებთ საკუთარი სამწყსოს განადგურების დამნახველთ ? საქერთველოს საპატრიარქოს ისეთივე პასუხი მოეთხოვება უფლის წინაშე, როგორიც პუჩისტებს, ამისი მციროდენი აჭვიც არა რის, რადგან ეკლესიის მსახურთ მოეთხოვებათ პირველ რიგში, დადგეს სიმართლის მხარეს, ხალხის საკეთილდღეოდ და არა ეშმაკის მსახურთა მორჩილებაში, ხმა აიმაღლოს ყოველგვარ ბოროტებაზე, ხოლო ის ვინც ეშმაკს ემორჩილება ნებით თუ უნებლიედ, იგი უფალს ეურჩება და ასეთებს უფალი განჰკვეთს. ჩვენ კი ერისკაცთ, გვევალება ვამხილოთ ასეთი სამღვდელოება და არა დავემორჩილოთ, რადგან არ გავხდეთ ურჩთა მორჩილნი. (ფრთხილად ვიყოთ მათი ბედი არ გავიზიაროთ). ვიყოთ გამბედავნი და მორჩილნი უფლისა და არა მასონებისა, უფალი გვსჯის არა საქართველის ეკლესიის მსახურთა უსჯულო საქციელის მხილების გამო, არამედ ჩვენი უვიცობის გამო, რომ ვერ გაგვირჩევია მგელი ცხვრისაგან. გამოვფხიზლდეთ და ვიმოქმედოთ.

ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით შევეცდები მოგწეროთ. ისე ურიგო არ იქნებოდა კიდევ ერთხელ გადაგეკითხათ მამა გიორგის ნაშრომი.

პატივისცემით გიორგი გოზიტაშვილი. (საფრანგეთი)

 

მღვდ. გ. სხილაძის პასუხები მკითხველს

mgvdgsxiladze_1

მოძღვარი გიორგი სხილაძე

1. „დიდგორის“ მკითხველმა გვთხოვა, წაგვეკითხა ერთი, გაურკვეველი რელიგიის მქონე ჯგუფის, ელ-გამოცემა და ჩვენი აზრი გამოგვეთქვა, სიმართლეს შეეფერება თუ არა იქ მოყვანილი მტკიცებულებები

წავიკითხეთ, შევისწავლეთ და გთავაზობთ ჩვენეულ დასკვნას:

ეს უავტორო თხზულება, „მალე დამყარდება მსოფლიოს ახალი წესრიგი: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“, როგორც წაკითხულიდან ჩანს, არის ერთ-ერთი სექტის ნაცოდვილარი, რადგან არსად არ იმოწმებენ და არც ახსენებენ ეკლესიის წმინდა მამებსა და მასწავლებლებს; კერძოდ, ეს უნდა იყოს ე. წ. მეშაბათეების ანუ „მეშვიდე დღის ადვენტისტების“ წევრთა შედგენილი, რასაც ცხადყოფს შემდეგი ადგილიც*:

„შაბათი დღის, როგორც წმინდა დღისადმი პატივმიგებით შეგვიძლია, თაყვანი ვცეთ ღმერთს, როგორც ჩვენს შემოქმედს. ვიცავთ რა წმინდა დღეს, რომელიც უფალმა აირჩია, ამით მთელს მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ ქვეყნიერების შემქმნელი — ჩვენი ღმერთია. ეშმაკი, „ლუციფერი“ წმინდა შაბათს თავს ესხმის იმიტომ, რომ მას უნდა იყოს „მსგავსი უზენაესისა“ (ესაია: 14, 14) და რომ პატივს ცემდნენ მას, ვითარცა ღმერთს. შემოქმედი შაბათის წმ. დღის თაყვანცემას ითხოვს; სატანას კი, შემოქმედის მიმბაძველს, უნდა, რომ მას კვირადღეს მიაგონ პატივი. თქვენ რას აირჩევთ?“.

შაბათის ნაცვლად კვირადღის მიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად დაკავშირებულია იმასთან, რომ მაცხოვარი სწორედ კვირა დღეს აღსდგა მკვდრეთით. ამიტომ, ლიტურგიკულად ყოველი კვირა დღე არის აღდგომის დღესასწაულის „მცირე“ განახლება (დიდი განახლება არის აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის თავზე, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ სხვაგვარად, თომას კვირიაკე — მაცხოვრის გვერდის განხილვა — ეწოდება), რისი აღნიშვნაც ჯერ კიდევ მოციქულებიდან იღებს სათავეს და არა სატანისაგან, როგორც ამას ამ თხზულებაში წერენ. ასე გადმოგვეცა ეს წეს-ჩვეულება (ტრადიცია) ქრისტეანულ ეკლესიას. კვირა ბერძნულად „საუფლოს“ ნიშნავს, რასაც ეს სექტა სატანურად „მხეცის ნიშანს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ნიშნის მისაღებად ემზადება კვირადღის პატივისმცემელიო. უქმობას კვირა დღეს და არა შაბათს (როგორც ეს ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო) გვავალდებულებს „დიდი სჯულუსკანონი“; ამ დღის ღვთისმსახურებაში განლევასა და წმინდად დაცვას გვასწავლიან მსოფლიოს I, VI და ლაოდიკიისა და კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრებები, წმ. ბასილი დიდი, პეტრე და თეოფილე ალექსანდრიელები. ხოლო ე. წ. ადვენტისტები კვირას „ყალბ დღეს“ უწოდებენ. მათი აზრით, ამ დღის პატივისმცემელნი წარწყმდებიან, ხოლო მეშაბათეები (ღვთისმკვლელი იუდეველებიც?) ცხოვნდებიან.

როგორც უფალი ამბობს, „შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის“ (მარკოზი: 2, 27).

აპოკალიფსური განმარტებანი და წინასწარმეტყველებანი უნდა ვიკითხოთ წმინდა მამებთან (მაგ., წმ. მღვდელმოწამე პაპი რომისა იპოლიტე (IIIს.), წმ. დიაკონი ეფრემ ასური (IVს.), წმ. ანდრია კესარიელი (VIს.), წმ. იოანე დამასკოელი (VIIIს.), წმ. ნილოს ათონელი — მირონმდინარე (XVIს.), წმ. მღვდელმონაზონი სერაფიმე საროველი (XIXს.), წმ. იოანე კრონშტადტელი (XIX-XXსს..) და სხვ.), რადგან ისინი „ბიბლიას“ სულიწმინდით განმარტავდნენ, ხოლო ასეთი სექტების წევრთა განმარტებები დაფუძნებულია ადამიანური გონების მშვინვიერ ბრძნობაზე, რომელშიც გულისამრევადაა შეზავებული ამპარტავნება და უმეცრება, როგორც სათავე ყოველგვარი მწვალებლობისა (ერესი), განხეთქილებისა (სქიზმა) და თვითნებური თავშეყრისა ანუ კიდეშესაკრებლობისა (პარა-სინაგოგა), როგორც ამას წმ. ბასილი დიდი გვასწავლის თავის „პირველ კანონიკურ ეპისტოლეში“. თანაც, „გამოცხადების“ XIII თავის განმარტების სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგალითად, პროტესტანტულ მიმდინარეობებში (ძირითადად, ე. წ. ბაპტისტებში). ვთქვათ, ერთ-ერთია: — „წყლიდან ამომავალ წითელ მხეცში“ გულისხმობენ არა რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, არამედ ლენინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს მდინარე (წყალი) ლენადან და მოგვევლინა ხალხიდან („და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ — „გამოცხ. იოანესი“: 17, 15) გამომავალ რევოლუციურ გმირად. ხოლო როგორც ამავე, XIII, თავშია აღწერილი, მან მართლაც: შექმნა წითელი სახელმწიფო, დაახლოვებით სამწელიწადნახევარი ეპყრა ძალაუფლება, დაჭრეს და გადარჩა, იყო დიდი ორატორი ღვთის გმობაში — „მიეცა მას პირი დიდად მეტყველი და მგმობარი, და მიეცა მას ხელმწიფება ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე“ (5), დახოცა წმინდანები — „მიეცა მას ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა“ (7) და ა. შ.. ხოლო „მიწიდან ამომავალ მხეცში“ გულისხმობენ სტალინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს ფოლადიდან (რომელიც მიწიდან მოიპოვება) და მართლაც: მოქმედებდა ლენინის სახელითა და ძალაუფლებით მის სიცოცხლეშივე — „ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა“ (12); აიძულებდა ხალხს, თაყვანი ეცათ ლენინისთვის — „რათა თაყვანის-სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულება სიკუდილისა მისისა განიკურნა“ (იქვე); ხალხი მოხიბლა საბრძოლო გამარჯვებებითა და სწრაფი მიღწევებით (ატომური იარაღის ჩათვლით) — „იქმნ სასწაულთა დიდთა, და რათა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა და აცდუნრებს მკვიდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (13); ლენინისაგან შექმნა კერპი, რომელსაც უნდა ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი მისი მოწინააღმდეგე („ხალხის მტერი“) — „ყოველნი, რომალთა არა თაყვანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ“ (15).

მაგრამ აქ მთავარია ის, რომ წმინდა მამათა სწავლებისამებრ, ანტიქრისტეს ანუ „ანტეს“ (როგორც ისინი უწოდებენ) ორგვარი გაგება არსებობს — საზოგადო და კერძო. ზოგადი გაგებით, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ანტიქრისტეა ყოველი სული, ვინც ქრისტე-მაცხოვარს ღმერთად არ აღიარებს და მის მცნებებს არ ასრულებს; ხოლო კერძო გაგებით, ანტიქრისტე ასპარეზზე უნდა გამოჩნდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის ანუ ქვეყნიერების ნივთიერი (მატერიალური) აღსასრულის წინ შვიდი წლით ადრე. თანაც, რახან სატანა მახინჯად ბაძავს ღმერთს, — როგორც მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას წინ უძღვოდა მისი წინასწარმეტყველებისა და უშუალო წინამორბედის — იოანე ნათლისმცემლის — მოსვლა, ეშმაკმაც თავისი სრულყოფილი მსახურის ანუ ანტეს მოსვლამდე მისი წინამორბედები მოავლინა და ამ აზრით, პაპო-კათოლიციზმიცა და კომუნიზმიც, მართლაც, ანტიქრისტეს წინამორბედობაა და „თეთრი“ ა.შ.შ-ცა და „წითელი“ რუსეთიც მისი წინამორბედნი არიან.

ჩვენს მიერ წაკითხული ეს თხზულება („მსოფლიოს ახალი წესრიგი მალე დამყარდება: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“), რომელიც საკმაოდ ვრცელია და ორმოცდაშვიდ ენაზეა გავრცელებული, წარმოადგენს ტყუილ-მართლის ნაზავს და აღბეჭდილია სექტანტებისათვის დამახასიათებელი აზროვნების დაბალი დონითა და აბდაუბდით…

მაგალითები:

1. ადვენტისტების მთავარი მკრეხელობაა ის, რომ ისინი ე. წ. იეღოველებივით მაცხოვარს სრულყოფილ ღმერთად არ აღიარებენ.

2. ხალხს მოუწოდებენ ყველანაირი, მათ შორის, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ეკლესიის დატოვებისაკენ.

3. გვთავაზობენ ლათინურ-კათოლიკური გამოთქმის „VICARIUS FILII DE“ („ძე-ღვთისას მოადგილე“) — გულისხმობენ რომის პაპს — ასო-რიცხობრივ ჯამს — 666, რაც ნუმეროლოგიურად, შესაძლოა, მრავალი კომბინაციური სახესხვაობითაც მივიღოთ.

4. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, ერთი მხრივ, „აპოკალიფსურ მხეცს“ უწოდებენ და მეორე მხრივ, უშვებენ, რომ ამ და სხვა ერეტიკულ საკრებულოებში დღეს „ჭეშმარიტი ქრისტეანენი არიან“.

5. ამბობენ, რომ ა.შ.შ. გამოსცემს ისეთ კანონს, რომ ყველამ პატივი სცეს კვირას და დაიცვას ეს დღე; ხოლო ამის მოწინააღმდეგეებს დევნას დაუწყებენ და მოკლავენ (გაუგონარი უაზრობაა).

ეს სექტანტები, ასევე, წერენ:

1. „…იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას, ორმოცი წელი იქნებით დასჯილნი თქვენი ცოდვების გამო (თითო წელიწადი თითო დღეზე); „თითო წელზე თითო დღეს, თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ“ (რიცხვთა: 14, 34; ეზეკიელი: 4, 6).

აქ მოყვანილი სიტყვები რა კავშირშია ან შაბათთან ან კვირასთან?

2. „რომის კათოლიკურმა ეკლესიამ… გაბედა და მთლიანად უგულებელჰყო მეორე მცნება, რომელიც მის პრაქტიკასა და წეს-ჩვეულებებს მსჯავრს სდებდა“.

მოგეხსენებათ, მეორე მცნება ეხება იმას, რომ არ უნდა შევიქნმნათ კერპი და თაყვანი არ უნდა ვცეთ მას. ადვენტისტობა აქ თუ იმას გულისხმობს, რომ კათოლიკობამ რომის პაპისგან კერპი შეიქმნა და მას ემსახურება, ამაში, სამწუხაროდ, მართალია, მაგრამ ზემოთქმული მაინც დიდი გადაჭარბებაა (მამხილებლობა არ უნდა მივიდეს ცილისწამებამდე, რომ თუნდაც კერპთაყვანისმცემლებს რაიმე დავაბრალოთ).

3. „რომის კათოლიკურმა ეკლესიამ… მეოთხე მცნებაში მითითებული საღვთო დღე — შაბათი — კვირით შეცვალა;

კათოლიკურ ეკლესიას სირცხვილი არ აწუხებს იმის გამო, რომ თაყვანსაცემი დღე შეცვალა;

ამ მოწმობათა (იგულისხმება ზემომოყვანილი და სხვა მსგავსი ციტატები — ავტ.) სიცხადე უფლებას გვაძლევს, გადაჭრით გამოვიტანოთ დასკვნა, რომ „გამოცხადების“ (თთ.. 13 და 14) მხეცი — ეს რომაულ-კათოლიკური ეკლესიაა და მისი ნიშანი (მხეცის ნიშანი) — კვირადღის დაცვა“.

მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული არაა, ანტიქრისტე რომის პაპის (ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარის, ან ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის) ან სხვა სახით მოევლინოს კაცობრიობას, ზემოთქმული, უფრო — ბოლო ფრაზა, მაინც რელიგიურ-პოლიტიკური ბოდვაა.

4. „ნათელია, რომ შემოქმედის ბეჭედი, მისი კანონით, შაბათის წმინდა დღის მცნებაში გამოიხატება. ესაა მისი, როგორც ჩევენი შემქმნელის, ძალაუფლების აღიარება. დავიცავთ რა მის წმ. შაბათ-დღეს, ამით ვაჩვენებთ, რომ ვცნობთ მას, როგორც ჩვენს შემოქმედს“.

საიდანაა ნათელი ის, რასაც აქ ამტკიცებენ, ნათელიაო?

ერთი რამ კი, მართლაც, ნათელია: შაბათის გაფეტიშებაში ეს სექტა ჩამოჰგავს სხვა მეშაბათე სექტას — იუდეველობას, რომელთა შთაგონებითაცაა შექმნილი, ცნობილია, მსოფლიოში არსებულ რელიგიურ, მეცნიერულ თუ პოლიტიკურ ერესთა, სქიზმათა და პარა-სინაგოგათა უმრავლესობა.

_____________

*თარგმანი ავტორისეულია.

____________________________________________________________________________
2. „ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე“

შემაძრწუნებელია შემდეგი: მიუხედავა იმისა, რომ მ. სააკაშვილმა იმდენი ხმა ვერ მიიღო, რამდენიც გამოაცხადა (და ეს ყველამ იცის), მას დაახლოვებით მესამედმა მაინც დაუჭირა მხარი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყოფილმა თითქმის მეორე პირმა მას საჯაროდ დასდო ბრალი მძიმე დანაშაულებში და მათ, შორის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. მართალია, ასეთი ბრალდება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის ნამდვილობას, მაგრამ მთელს მოსახლეობას (და მათ შორის, იმ მესამედ ნაწილსაც) ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს ბრალდება გამოერკვია და დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებული (უკვე დამნაშავე) პასუხისგებაში მიეცა (ხელმეორედ მაინც აღარ აერჩია პრეზიდენტად).

მ. სააკაშვილი ებრძვის არა სახელმწიფო გადამტრიალებლებს, არამედ თავის გადამტრიალებლებს (აქედან, დასკვნა: მისთვის მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო, არამედ საკუთარი თავი). ეს რომ ასეა, მტკიცდება იმით, რომ მან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავა რამდენიმე ადამიანი, ხოლო ისინი, ვინც ეს დანაშაული უკვე ჩაიდინა (თ. სიგუა და თ. კიტოვანი) და ამის მისაღწევად ბევრის სისხლიც დაღვარა, შუა ქალაქში დაუბრკოლებლად დადიან, ხოლო მათი ხელმძღვანელი (ე. შევარდნაძე) სამთავრობო აგარაკზე ისვენებს…

* * *

ჩვენ პირადად ვიცნობთ ბ-ნ რობერტ პეტრიაშვილს, როგორც პატიოსან კაცს, მაგრამ მისი, როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელის, წინადადება, უკანონო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სურვილზე, არასწორია; ეტყობა, გადაიღალნენ ჩვენი პატრიოტები…

მინაწერი (P. S.): აქვე, გთავაზობთ ჩვენს ადრეულ, „დიდგორზე“ „კომენტარებში“ გამოქვეყნებულ, კომენტარებსაც:

„მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა“

მოგეხსენებათ, სასწაული არის არაბუნებრივი მოვლენა, რომელსაც თვით ბუნების შემოქმედი აღასრულებს საღვთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად თუ ურწმუნოთა და მცირედმორწმუნეთა განსამტკიცებლად.

დღეს, ხშირად, ამა თუ იმ სასწაულს იყენებენ უსჯულოებაზე ხელის დასაფარებლად, ამის მამხილებელთა პირზე ასაფარებლად და სურთ რა გაამართლონ მოდერნისტულ-ეკუმენისტური ქმედებები, ამ ასპექტში სვამენ კითხვას: ე. წ. ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიებში მადლი არის თუ არ არის? ამ კონტექსტში, უკვე, საკითხის თვით ასე დასმაა არასწორი, რადგან ჯერ ის კი არ უნდა ვიკითხოთ, სადმე მადლი არის თუ არა, არამედ ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ: მადლიანად ვიქცევით თუ არა? რადგან წმ. ბასილი დიდი თავის კანონთა პირველ თავში, რომელიც „დიდ სჯულისკანონშია“ შეტანილი, საუბრობს რა განხეთქილების (სქიზმა) მოქმედთა შესახებ, დასძენს: „განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად*. პირველ განგდომილთ მამებისგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ, სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებითვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს“.

…მორწმუნეებს ახსოვთ, რომ ორი წლის წინ დაიწყო და სულ ახლახანს დასრულდა იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები: პატრიარქი ირინე (ირინეოსი) I სინოდმა და სხვა ბერძნულმა საპატრიარქოებმა ტახტიდან გადააყენეს საეჭვო ბრალდებით** და მის მაგივრად აღასაყდრეს თეოფილე III. ცეცხლი კი მაცხოვრის ყოფილ საფლავზე ორივეს დროს გარდამოხდა, მაგრამ ამ ორიდან, სინამდვილეში, რომელიღაც ხომ იყო დამნაშავე? მაშ, რა უნდა ვიფიქროთ? — ესე წერილ-არს, „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს“ (მათე: 12, 39; 16, 4), ხოლო არსად წერია, სანამ იერუსალიმში ცეცხლი გადმოვა, მანამ არ გაბედოთ ეკუმენისტების მხილებაო…

აღდგომის ტაძარში ცეცხლი გარდამოდის მაცხოვრის და არა სხვა ვინმეს გამო. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა XIXს. სომხებმა მოსყიდვით მიაღწიეს იმას, რომ თავიანთი წინამძღვარი ანუ მწვალებელი-მონოფიზიტი შეაგზავნეს საფლავთან და მართლმადიდებელი პატრიარქი გარეთ გამოაძევეს, ცეცხლი არამართლმადიდებელზე რომ არ გადმოვიდა, უფალმა, როგორც ჩანს, ამით მიანიშნა არა ის, რომ იმდროინდელი მართლმადიდებელი პატრიარქი პიროვნულად იმსახურებდა მის ხელებზე ცეცხლის გადმოსვლას (მაშინ, ცეცხლი მართლა მის ხელში დაჭერილ სანთლებზე გადმოვიდოდა და მის გვერდით ქვის სვეტს არ გახეთქავდა და ისე არ გარდამოსკდებოდა), არამედ ის, რომ მონოფიზიტობა, როგორც ასეთი, არის მცდარი აღმსარებლობა, — პიროვნულად რაც უნდა უკეთესი ადამიანი ყოფილიყო ის მონოფიზიტი „პატრიარქი“ იმ მართლმადიდებელ პატრიარქზე.

გავიხსენოთ ძველი აღთქმის დროინდელი ისტორიიდან იერუსალიმში ხდენილი სხვა სასწაულიც: ე. წ. ცხოვართა საბანელთან მდებარე ტბაზე, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა (ბეთ-ხასდა) ერქვა, „ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღვის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღვევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა“ (იოანე: 5, 4). ხოლო კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა სნეულებისგან, თავისთავად კი ვერ ეწია სიკეთეს ამ სასწაულიდან, არამედ უფალმა მოიღო მოწყალება და ჰრქუა მას: „აღდეგ, აღიღე ცხედარი (სარეცელი) შენი და ვიდოდე!“ (8). ჯერ ერთი, მაცხოვარი ცოტა მოგვიანებით ეტყვის უკვე განკურნებულს: „აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რამე გეყოს შენ“ (14); მეორე: იერუსალიმში იმჟამად სასწაულის ხდენილობა თავისთავად ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ სამხელნი არ იყვნენ იმდროინდელი იმ ღვთისმკვლელი სინედრიონის წევრები, რომლებიც უშუალოდ ეხებოდნენ ანგელოზისგან შეხებულ წყალს და მათთვის ყველაფერში უნდა დაეჯერებინათ?! ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო, მართალია, არა მაცხოვნებელი, თუმცა, მაინც საღვთო მადლი, მაგრამ განა ის მექანიკურად ამართლებდა და აბრაამის წიაღში ახვედრებდა ყველას?! მსგავსადვე, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც არის მადლი, მაგრამ ქრისტე განმარტავს, ვისზე როგორ იმოქმედებს იგი: „მოვიდეს იგი [სული ჭეშმარიტებისა]*** და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე; ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისა**** დასჯილ არს“ (16, 8-11). შესაბამისად, ვერც ჩვენ გვიშველის, თავისთავად, აღდგომის ტაძარში გარდამოსული ცეცხლი, თუ იმ ყოფილი სნეულივით ცოდვის სარეცელზე დავრჩით და ხორციელი თუ სულიერი „საწოლი ჩვენი შეუგინებლად არ დავიცავით“ (როგორც გვირგვინობის ანუ ჯვრისწერის ლოცვებშია ნათქვამი) და ამავე დროს, მადლი არ შევიტკბეთ და ცოდვა არ ვამხილეთ, რამეთუ „გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (5: 29).

__________________________

*განხეთქილებაში გადის ის, ვინც სწორედ „კანონიერი წესების მიყოლას აღკვეთს“;

**რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მან გრძელვადიანი იჯარით არაბერძნებზე გასცა ბერძნული საპატრიარქოს კუთვნილი მიწები. პატრიარქი დღემდე არ აღიარებს ამ ბრალდებას, რომელიც თავიდან თვით საქართველოს საპატრიარქომაც კი არ გაიზიარა; თუმცა, სიმართლე ბოლომდე არ დაიცვა და ბოლოს, მაინც აღიარა მათი აზრითაც უკანონოდ არჩეული ახალი პატრიარქი.

როცა ჯერ კიდევ მოქმედმა პატრიარქმა ირინემ ერთ-ერთ ანტიეკუმენისტურ შეკრებაზე სალონიკში თავისი არქიმანდრიტი გააგზავნა მათ მხარდასაჭერად და თვითონ კი მამხილებელი სიტყვებით ეკუმენისტებად მოიხსენია სხვა პატრიარქები, მაშინ, წინასწარმეტყველების უნარი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რასაც ეს უკანასკნელნი ამის გამო მას დამართებდნენ და გვახსოვს, ჩვენს სულიერ შვილებს გავუზიარეთ, კიდეც, ეს ვარაუდი. — ისე ყველაფერი კეთილად აგიხდეთ! — რაიმე სულიერი და დოგმატურ-კანონიკური დარღვევა „ვერ“ მოუძებნეს, რადგან თვითონ, ამ მხრივ, უარესს სჩადიან და უცებ, გამოუძებნეს პირდაპირი გაგებით მიწიური საკითხი — მიწის გაცემა; თვითონ მართლმადიდებლობას გასცემენ და სხვას მიწის გაცემას არ პატიობენ;

***სულიწმიდა;
****სატანა (ავტ. შენიშვ.).

  • „კათოლიკურ კალენდარზე“

ადამიანური საზომის გარდა არსებობს ანგელოზური საზომი, რომელსაც „აპოკალიფსში“ „ლერწამი ოქროისაი“ ეწოდება („გამოცხადება იოანესი“: 21, 15). აქედან გამომდინარე, ბუნებაში ზედმიწევნით სწორი (აბსოლუტურად ზუსტი) კალენდარი ვერ იარსებებდა და არც არსებობს. მაგრამ ე. წ. იულიუსის კალენდარი, რასაც სამოციქულო მართლმადიდებლობა მიჰყვება, მსოფლიოს პირველმა წმინდა საეკლესიო კრებამ აკურთხა და მსოფლიოს ყველაზე დიდ მეცნიერთა (ასტრონომთა და სხვ.) აზრითაც, სწორედ ისაა არსებულ კალენდრულ წყობებს (სისტემებს) შორის შედარებით ნაკლებად ცდომილი. ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო დიდი მტკიცებითი საბუთი (არგუმენტი) და პასუხი ამ საკითხზე არის შემდეგი: თავად მაცხოვარი როცა დედამიწაზე მობრძანდა, იმ დროს, ბუნებრივია, კალენდარული ცდომილებიდან გამომდინარე, ძველებრაული კალენდრისთვისაც  „დაგროვილი“ იქნებოდა გარკვეული დრო, რაც მისთვისაც უნდა მიემატებინათ (ან უნდა მოეკლოთ). მაგრამ ქრისტე პასექის დღეს უკვე არსებული კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა. ხოლო კალენდრის რეფორმის მომხრეთა აზრით, მაშინ, ვის, თუ არა მას, უნდა შეეცვალა (შეესწორებინა) არსებული კალენდარი და პასექი ისე უნდა ედღესასწაულა (რაც უფალს არ გაუკეთებია).

  • 1583წ. დიდი კრების განჩინება პასქალიის* დამრღვევთა და ახალი კალენდრის მიმდევართა განკვეთის შესახებ

რამდენადაც, ისევ ძველი რომის ეკლესია, თითქოსდა, უხარისო საკუთარ ასტრონომთა დიდებისმოყვარეობა, წინდაუხედავად შეცვალა რა მშვენიერი დადგენილებანი წმინდა აღდგომაზე, რომელიც მთელი ქვეყნის ქრისტეანების მიერ განსაზღვრებისამებრ აღესრულებოდა და იდღესასწაულებოდა — ამის გამო ხდება ცდუნებათა მიზეზი, რამეთუ დღესასწაულობის პრაქტიკასთან დაკავშირებული კითხვით ჩვენი საწყავის წინაშე წარდგნენ სომეხი კაცები, რადგან მათაც კი აიძულებენ სიახლეთა მიღებას. ამისათვის, ჩვენ უნდა გვეთქვა, თუ რა არის ამაზე დადგენილი წმინდა მამაების მიერ. ჩვენი თანახმიერება, იმსჯელა რა ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქთან, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქთან და სინოდის სხვა წევრებთან ერთად სულიწმინდის მოხმობით, განსაზღვრავს და განმარტავს ამის თაობაზე წმ. მამათა გადაწყვეტილებას: ვინც არ მისდევს ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და იმას, რაც მსოფლიოს შვიდმა წმინდა კრებამ გვიბრძანა წმინდა აღდგომასა და თუენზე** და კეთილად განაგო, მივყვებოდეთ მას, — არამედ სურს, მისდიოს გრიგორიანულ*** პასქალიასა და თუენს, რითაც უღმერთო ასტრონომებითურთ ეწინააღმდეგება წმ. კრებათა განჩინებებს და სურს, შეცვალოს და დაასუსტოს ისინი, — შეჩვენებულ იყოს (ანათემა) და ქრისტეს ეკლესიიდან და მორწმუნეთა კრებულიდან — განკვეთილ! თქვენ კი, მართლმადიდებელო და კეთილმორწმუნე ქრისტეანენო, გეპყრათ ის, რაც გისწავლიათ, რაშიც იშვენით და აღიზარდენით და როცა გარდუვალობა მოგიხმობთ, საკუთარი სისხლიც კი დათხიეთ, რათა შეინარჩუნოთ მამათამიერი რწმენა და აღმსარებლობა! იფხიზლებდით და შემოიზღუდენით მათგან, რათა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე შეგეწიოთ და ჩვენი სისავსის ლოცვები იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ჭეშმარიტად (ამინ)!

კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია II
ალექსანდრიის პატრიარქი სილიბისტრო
იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი და

1583წ. 20 ნოემბრის კრების სხვა მღვდელმთავრები

______________________

*პასქალია — აღდგომისა და მის გარშემო მოძრავ დღესასწაულთა კალენდარული მონაცემების ცხრილი;

**თუენი (თვენი) — საეკლესიო კალენდრით განლაგებულ დღესასწაულთა და წმინდანთა განსადიდებელი (ჰიმნოგრაფიული) ლოცვების კრებული, რომელიც თვეების მიხედვითაა გაწყობილი (იწყება სექტემბრის თვიდან და მთავრდება აგვისტოს თვით);

***გრიგორიანული — ასე ეწოდება „შესწორებულ“ კალენდარს, რომლის შემოტანაც 1583წ. კათოლიკობაში უკავშირდება რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სახელს — მთარგმნელის (მღვდ. გ. სხილაძე) შენიშვნები.

  • „უნათლავ ყრმებზე“

გმადლობთ წმ. ნინოს დღის მოლოცვისათვის; შეგეწიოთ მისი ლოცვის მადლი თქვენს ოჯახთან ერთად!
არქ. რაფაელის რომელ სწავლებას გულისხმობთ უნათლავ ბავშვებზე, ცხონება-არცხონების თუ სხვას?
წყარო : საერთაშორისო შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ.

  • „ცხონდებიან თუ არა მოუნათლავი ბავშვები?“

საერთოდ, რატომ ვინათლებით? — იმიტომ, რომ პირველ რიგში სინანულითა და ნათლობის წყლით ჩამოვიშოროთ ჭუჭყი ცოდვისა, რომელიც ორგვარია: საკუთარი და წინაპრისა (პირველმამა ადამისა და საგვარეულო წინაპრებისა). ბუნებრივია, ახალშობილს გარკვეულ ასაკამდე საკუთარი ცოდვა არ გააჩნია, მაგრამ თუ ასეთი მოუნათლავად მაინც ცხონდება, მაშ, რატომღა ნათლავს მათ ეკლესია? „ძველი აღთქმის“ დროს სასუფეველში ვერცერთი ვერ ხვდებოდა — მართალნი „აბრაამის წიაღში“ განისვენებდნენ მხოლოდ. როცა მამამთავარ იაკობს იოსების სიკვდილის ამბავს მიუტანენ, ის გოდებას იწყებს და ამბობს, ჩემს შვილთან ერთად ჩავალ შავეთშიო…

უახლოეს წარსულში, თითქოსდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სატკივრები მოეგვარებინოთ, საქ. ეკლესიაში სადავოდ შექმნეს საკითხი, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში უკვე დადგენილია. ესაა მკვდრადშობილ, დაბადებამდე მოკლულ („აბორტი“) და გარდაცვლილ უნათლავ ჩვილთა სულების ცხონება-არცხონების საკითხი, რომელიც დოგმატური ღვთისმეტყველების დონეს განეკუთვნება და მისი გადაწყვეტა მსოფლიო წმ. საეკლესიო აზრის ძალაუფლებაა („პრეროგატივა“) და არა რომელიმე ადგილობრივი სინოდისა. საქართველოში მამათმცოდნეობის („პატროლოგია“) ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორმა, მისმა თანაშემწეებმა და საქ. საპატრიარქოს „საღვთისმეტყველო კომისიის“ წევრებმა, რომლებიც ერთ-ერთ მოდავე მხარეს წარმოადგენდნენ, ისიც კი განაცხადეს, ამ საკითხს საქ. ეკლესიის სინოდი როგორც გადაწყვეტს, ჩვენც იმ აზრზე დავდგებითო (რა თქმა უნდა, ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავრებს შეუძლიათ და კიდევაც უნდა იმსჯელონ ნებისმიერ დოგმატურ საკითხზე, მაგრამ არა გადაწყვეტის კუთხით, არამედ მხოლოდ მსოფლიო ეკლესიისა და წმ. მამების აზრის მოძიების, გამორკვევის, განმარტებისა და ხაზგასმის თვალსაზრისით. ხოლო „ის, ვინც განცხადებული ჭეშმარიტების შემდეგ კიდევ რაღაცის ძიებას განაგრძობს, სიცრუისაკენ მიდის“* — VI მსოფ. წმ. საეკლ. კრების განჩინება). საკითხის ასე არაკანონიკურად, ჩამორჩენილად, „პროვინციულად“ დასმას, რაც მხოლოდ დამწყები „სემინარისტისათვის“ არაა სამარცხვინო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია „სინოდური პაპიზმი“ ვუწოდოთ. ამის უარეს გამოვლინებას წარმოადგენს „პატრიარქისტული პაპიზმი“, რომლის ჩვენს ეკლესიაში არსებობას ამ წერილის დასაწყისში შევეხეთ, როცა კათოლიკური „პაპიზმი“ და მართლმადიდებლური — „აღმოსავლური პაპიზმი“, — ასე დავარქვით, წარმოვაჩინეთ.

___________________________________

*აქვე გვახსენდება მსგავსი შემთხვევა, როცა 1994წ. მცხეთა-თბილისის საეპარქიო კრებაზე პატრიარქმა დააყენა კითხვა, აღდგომიდან მერამდენე დღეს უნდა აღსრულდეს მიცვალებულთა მოხსენებაო, და მსჯელობის შემდეგ დაადგინეს — II დღეს. ამ დროს, მართლმადიდებელი ეკლსიის მიერ უკვე, დიდი ხანია, დადგენილია, რომ აღდგომიდან  II დღე არის არა მიცვალებულთა ხსენების, არამედ საფლავთა კურთხევის, ხოლო IX დღეა მიცვალებულთა ხსენებისა (იხ. ჩვენი ნარკვევიდან: „საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრიც-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ.., პარიზი, 2004წ.) http://saqme.fr an http://bpg.sytes.net/didgori/files/saqme_N1.pdf.

ამ საკითხზე უმრავლეს წმ. მამათა თანხმიერი აზრიც („Consensus Patrum“) ისეთივეა, როგორიც მათ მიერვე შედგენილი განმარტებაც: „უწყოდეთ, რამეთუ რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკვდინედ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლისცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ აყოვნებთ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და ნუ დააყოვნებენ ექვსსა და ანუ რვასა დღესა და შეამთხვიოს სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად. უკეთუ რვა დღემდე იცოცხლოს, დააცადონ და დღესა მერვესა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის. უკეთუ უდებ იქმნეთ, ხელთაგან თქვენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა“ („მცირე კურთხევანი“, წესი და განგება ნათლობისა).

  • „ისევ მოუნათლავ ბავშვებზე“

დიახ, ცხონება-წარწყმედის საკითხი, სწორედაც, უფლის საიდუმლოა და ამიტომაც, გამომდინარე იქედან, რომ განგება ადამიანს აძლევს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ჩვენ ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, რატომ ცხონდება ერთი (დიდი თუ პატარა) და რატომ ვერა — მეორე; ღმერთი რატომ უშვებს (ხელს ბოლომდე არ უშლის) ერთზე, მოევლინოს ამ ქვეყანას და მოინათლოს და სხვაზე — არა თუ ვერა. აქ გვახსენდება ცნობილ დეკაბრისტ რილეევის შემთხვევა: როცა პატარაობაში მძიმედ ავადმყოფი კვდებოდა, დედამისი ეკლესიაში წავიდა და დაჟინებით სთხოვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მისთვის შვილი გადაერჩინა, რაზეც დედა-ღვთისამ მიუგო, რომ უმჯობესი იყო ამ პატარასათთვის, დროზე ადრე გასულიყო ამ სოფლიდან. ქალმა არ დაუჯერა და თხოვნა გააგრძელა, რომლის დროსაც ღონემიხდილს ჩაეძინა. ღვთისმშობელმა მარიამმა მას ჩვენებაში ანახა მისი შვილის მომავალი ზრდა და საქმიანობა, რაც ჩამოხრჩობით დასრულდებოდა, რადგან დიდობაში მასონურ რევოლუციაში (დეკაბრისტთა 1825წ. აჯანყება) მოუწევდა მონაწილეობის მიღება. დედამ მაინც შვილის ხორციელი ცხოვრება არჩია და დედა-ღვთისამაც მისცა სათხოვარი — შინ დაბრუნებულს პატარა სრულიად გამოჯანმრთელებული დაუხვდა. შემდეგ, როცა შვილი ეზრდებოდა, თვალწინ სულ ის კადრები უდგებოდა და ისეთი თანმიმდევრობით, რაც სიზმრეულ ჩვენებაში ნახა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დედამ თავისი შვილი, მართლაც, სახრჩობელაზე ჩამოკიდებული არ იხილა…

მართალს მწერთ, რომ უფალმა გამოგვისყიდა პირველქმნილი ცოდვისგან, მაგრამ გამოგვისყიდა სწორედ ნათლობით, როგორც სამწყემსო ბეჭდით, რომლის გარეშეც ვერცერთი, დიდი თუ პატარა, სულიერი ცხოვარი ვერ შევა ზეციურ ფარაში.

თქვენ თუ წიგნის „კურთხევანი” ზოგიერთ რედაქციაში ეჭვი გეპარებათ, წმინდა მამათა მიმართ თქვენი იმ მოკრძალებიდან გამომდინარე, რაც თქვენს წერილებში ჩანს, ვფიქრობ, სრულიად ენდობით ქართული ეკლესიის მნათობ წმ. ექვთიმე ათონელს (IX-Xსს..), რომლის მიერ შედგენილ „საეკლესიო კანონთა კრებულში” ვკითხულობთ: „ყმაწვილს ნუ მოჰქრისტიანავ (მოაქრისტიანებ — მღვდ. გ. ს.), პირდაპირ მონათლე. როცა მოგიწოდონ, რასაც გინდა აკეთებდე, თავი დაანებე და მონათლე; თუ კვდებოდეს შობის (იგულისხმება ბავშვის შობა — მ. გ. ს.) დღეს, მაინც მონათლე სწრაფად. შუადღემდე შენ ნუ აიძულებ — თუ მოგგვარონ, მონათლე. შუადღის შემდეგ შენ აიძულე, რომ მონათლონ. თუ მოუნათლავი მოკვდეს, წაიყვანე და მკვდრებთან დამარხე (იგულისხმება: ეკლესიის სასაფლაოზე დამარხვის უფლება მიეცი — მ. გ. ს.), და ჟამი არა სწირო (ლიტურღია არ აღავლინო; შესაბამისად, არაქრისტეანზე არც პანაშვიდი სრულდება და არც „წესის აგება“ — მ. გ. ს.). თუ შენ იყო მიზეზი (ყრმის უნათლავად გასვლისა — მ. გ. ს.), მიდი და უთხარი ეპისკოპოსს; თუ მიზეზი დედ-მამა იყოს, ისინი მიგზავნე. თუ ყმაწვილი ნათვლის პროცესში მოკვდეს ისე, რომ ემბაზში ჯერ არ ჩაგესვას, მოუნათლავია და შეწყვიტე მონათვლა; თუ მოასწარი ემბაზში ჩასმა და ისე მოკვდა — ქრისტიანია და ნათვლა დაასრულე” („მცირე სჯულისკანონი”, „თეთრი სამღვდელოების დარიგება”, თავი VIII, „საღვთისმეტყველო კრებული” 11, სრ. საქ. საპატრიარქო, თბ. 1983).

ისევ გეკითხებით: თუ გაუნათლავი ბავშვი მაინც ცხოვნდება, მაშ, რატომღა ენიჭება მის ემბაზში ჩასმა-არჩასმას ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა? თან, აბორტით მოკლული ბავშვი რომ ისედაც ცხოვნდებოდეს, ღრმად მორწმუნე დედა ყველა ბავშვს მუცლიდანვე მოიშორებდა, რომ მათ ცხონებაში დარწმუნებულიყო. შვილთაკვლა არამარტო იმის გამოა მძიმე ცოდვა, რომ ადამიანი ბუნებითად (ფიზიკურად) კვდება, არამედ იმისთვისაც, რომ — სულიერად კვდება.

რაც შეეხება ახალნამშობიარები ქალის განუწმენდელ მდგომარეობასთან მიმართებას, ეს არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას და სისულელეს ნამდვილად არ წარმოადგენს, როგორც თქვენ აცხადებთ (ღმერთმა მოგიტევოთ!). ეს რომც იყოს წარმართობიდან გადმოსული (როგორც მიგაჩნიათ), წარმართობიდან ბევრი ისეთი რამეა გადმოსული — მაგ., პირადი და საზოგადო სისუფთავე (ჰიგიენა) და ბევრი სხვა _, რაც ყოველთვის ღირებულია. ასე, ძველი აღთქმის ეკლესიიდანაც გადმოვიდა ახალი აღთქმის ეკლესიაში ბევრი რამ, რაც ქრისტეანობასა და საღ აზრს არ ეწინააღმდეგებოდა. აი, რას წერს მსოფლიო ეკლესიის დიდი მამა — ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი წმ. ტიმოთე, რომელიც 381წ. წმ. II მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა და რომლის აზრებს წმინდა მამებმა „კანონიკური პასუხები” უწოდეს და შეიტანეს საეკლესიო სამართლის საყოველთაო კოდექსში „დიდი სჯულისკანონი”:

6. კ ი თ ხ ვ ა: თუ კათაკმეველი დედაკაცი თავის სახელს ჩასწერს, რომ ნათელი მიიღოს, ხოლო მისი ნათლისღების დღეს დაემართება მას დედათა წესი, შეიძლება თუ არა მისი ნათლისღება იმ დღეს, თუ დრო უნდა მიეცეს და რამდენიმე ხნით უნდა გადაიდოს ნათლისღება?
პ ა ს უ ხ ი: ნათლისღების გადადება საჭიროა, სანამ დედაკაცი არ განიწმინდება.

7. კ ი თ ხ ვ ა: თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?
პ ა ს უ ხ ი: საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება”.

ხოლო განსხვავება ამ და აქ განსახილველ მდგომარეობას შორის ისაა, რომ თუ „დედათა წესი” ერთ კვირამდე გრძელდება, მშობიარობის შემდგომი დროის მონაკვეთი (პერიოდი) — 40 დღე.

ღმერთმა განგწმინდოთ ხორციელადაც და სულიერადაც!

მამა გიორგის კომენტარები „დიდგორზე“

„ღმერთმა დაგლოცოთ!“

არქიმ. რაფაელის ამ შესანიშნავი წერილის გამოქვეყნებისათვის ღმერთმა დალოცოს „დიდგორის“ რედაქტორიცა და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელიც!

  • „მოწონება“

ვეთანხმებით ბ-ნ დიმიტრი ჩუბინიძის მიერ ამ წერილში გამოთქმულ აზრს, რომ არჩევნები კანონიერმა ხელისუფლებამ ანუ 1990-91წწ.. უზენაესმა საბჭომ უნდა დანიშნოს, რომ მომავალი ხელისუფლება ლეგიტიმური იყოს, რაც საქართველოს კარგის მეტს არაფერს მოუტანს როგორც ზნეობრივად, ისე ნივთიერად.

ღმერთმა დაგლოცოთ ძმაო დიმიტრი!

———————-

  • „სამწუხარო სიმართლე“

ბატონო იოსებ, თქვენი „საითის“ მართლმადიდებლობის განყოფილების პრეს-სამსახურისეული შეფასება ათონის მთის „კინოტის“ განცხადებისა, სამწუხაროდ, სიმართლეა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევათაგანია, როცა ადამიანს სიმართლე ამწუხრებს. წესიერ დროში წესიერ ადამიანს სიმართლე უნდა ახარებდეს, მაგრამ — სიმართლე ბერთა მტრების მხილებისა და არა ბერთა მხილებისა.

წყარო: მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!

————————————————————————-

  • „გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტ — ბ-ნ გიორგი მამაცაშვილს“

ძმაო გიორგი, მამოძრავებს რა თქვენთვისა და ბ-ნი იოსებ ღუდუშაურისათვის — ორივესთვის თანაბარი კეთილმოსურნეობა, გულნატკენი ვარ თქვენი მისდამი დაპირისპირების გამო. მისგან განსხვავებით თქვენ პირადად არ გიცნობთ, მაგრამ თქვენი ნაწერებიდან ჩანს, რომ მამულიშვილი ადამიანი ბრძანდებით. ასეთივე კაცად ვიცნობ „დიდგორის“ რედაქტორსაც. საფიქრებელია, რომ მისი გაცნობის შემდეგ მასზე დღეს შექმნილი წარმოდგენა საპირისპიროდ შეგეცვლებათ და შენდობას ითხოვთ მისგანაც და თქვენი გაზეთის მკითხველისგანაც იმ ბრალდებებისა და დაბრალებებისგან, სამწუხაროდ, ასე უხვად რომ გასდევენ თქვენს ამ წერილს.

არავინ და არაფერი მიბიძგებს რა მიკერძოებისაკენ, გთხოვთ, არ გეწყინოთ შემდეგი შედარება: თქვენს წერილში არ ჩანს (ან იქნებ, მე ვერ დავინახე, რადგან თქვენზე უარესი ვარ) ლოცვით გამთბარი გულისთვის დამახასიათებელი მოყვასის სიყვარული და დავით მეფსალმუნისეული შეგრძნება: „მატლ ვარ და არა — კაც“. თქვენგან ლაჩრად მონათლულმა კაცმა კი, როცა „ვილჰელმს“ მიწერა, გმირობა ვერ შევძელი და გამოვიქეციო, ამით, ჩემი აზრით, თავმდაბლობის გამოხატვა სცადა; აბა, რომელი ლაჩარი გინახავთ, ამას რომ ასე „მოხალისედ“ აღიარებდეს?! ჯერ ერთი, თქვენს მიერ აღწერილი მოვლენების დროს, რა იცით, რომ ეს ადამიანი მართლაც მხდლურად გაიქცა და არა მხედრულად? მეორეც, „საცა არა სჯობს — გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“-ო, ამას ვინ ამბობს, ჩემგან არ გესწავლებათ. თქვენივე მამულიშვილური სულისკვეთებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ქაქუცა და ზვიადი ლაჩრებად არ მიგაჩნიათ; თუმცა, ბრძოლის ველიდან ერთიც „გაიქცა“ და მეორეც. ახლა, შესაძლოა, იფიქროთ, ვის ადარებს ვიღაც „სოსოსო“ (სხვათაშორის, კიდევ ერთი სხვაობა — მას თქვენ გიად ან გიოდ არ უხსენებიხართ), მაგრამ სწორედ ვადარებ და არ ვუტოლებ. ღმერთმა ორივეზე მეტი ეროვნული გმირი გაგხადოთ ერთიც და მეორეც!

პირველ რიგში, ჩემს თავს შევახსენებ, რომ მხოლოდ ამკობს ადამიანს მოკრძალება და თავმდაბლობა, ხოლო სხვისი დაცინვა და შეურაცხყოფა — პირიქით, „რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (ლუკა: 18, 14).

ღმერთმა დაგვლოცოს და აღგვამაღლოს სულიერ-გონიერად!

ძმური და მამაშვილური სიყვარულით — უღირსი მღვდ. გ. ს.

მინაწერი: აქვე, ვისარგებლებდი შემთხვევით და გთხოვდით, გადაგეცათ თქვენი გაზეთის რედაქტორ — ბ-ნი ლაშა ნადარეიშვილისადმი, რომ გაზეთი და საერთოდ, ნებისმიერი გამოცემა გარკვეული (სასურველია — სწორი) მსოფლმხედველობის მთესველ-გამავრცელებელი იარაღი უნდა იყოს და არა „სარეკლამო დაფა“, სადაც გვერდიგვერდ (უკომენტაროდ) იბეჭდება საღვთო ლიტერატურაც და უღვთო და ღვთისმტერი ი. ჯუღაშვილის განდიდებაც; პატიოსან მეცნიერთა ნააზრევიც და გამრყვნელი ფროიდის ფსიქოლოგიაც; წმინდა ხატებიც და უხამსი ფოტოებიც.

თქვენს ადგილზე, ჩემს საპატივცემულოდ იმათი და იმათგან აფრიალებული დროშა, ვისაც ჩემი ქვეყნის დაქცევაში ლომის წილი უძევს, მხოლოდ დამამწუხრებდა და დამაფიქრებდა…

———————————————————————————————

  • „თხოვნა“

მშვიდობა თქვენდა!

თუ შეიძლება, მიმითითეთ, საეკლესიო სამართლის რომელი კანონი გაქვთ მხედველობაში და სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ ერთხელ. წინასწარ გიხდით მადლობას; ღმერთმა გაკურთხოთ! თქვენი სულის ცხონების მსურველი უღირსი მღვდელი — გ. ს., ლევილი, საფრანგეთი.

წყარო : მ. გიორგი სხილაძე – საეკლესიო ახალი წელი.

  • „მწიგნობრობასა და სამართლიანობაზე“

თქვენს ვებ-გვერდზე ერთ-ერთი პატივცემული პიროვნება საქ. საპატრიარქოს წარმომადგენელთა ნაწერებზე „კომენტარებში“ შენიშნავს, ნუთუ, უფრო წიგნიერი არავინ ჰყავთო?!. ჩვენი მხრივ კი ვიტყვით: როგორ არა ჰყავთ, მარტო წიგნიერება რომ შველოდეს საქმეს!.. მაგალითად, საქ. ეკლესიას წარმოადგენს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), რომლის დარი მწიგნობარი სასულიეროთა შორის არათუ საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოშიც ძნელად მოიძებნოს; რომელიც, როგორც იტყვიან, ცოცხალ ენციკლოპედიას წარმოადგენს, მაგრამ მისი სულისკვეთების სიმართლესთან მიმართების წარმოსაჩენად მოვიყვანთ ერთ პირად შემთხვევას, რომელიც მას უკავშირდება: 1996 თუ 97 წელი იყო, როცა ის თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში მღვდელმსახურობდა და ერთხელ, წირვის შემდეგ, ამბიონზე გამოსულს ვკითხე, რა წარმოდგენა ჰქონდა საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სცნობდა თუ არა, საერთოდ, მას ეკლესიად. მან მომიგო, რომ ისინი განხეთქილებაში (ბერძნ. „სქიზმა”; რუს. „რასკოლ”) არიან დედაეკლესიასთან. როცა ვუთხარით, რომ ბოლშევიკურ დევნას გაცლილი ხალხისგან დამორჩილება ისევ იმ საპატრიარქოსადმი, რომელიც თავად ემორჩილებოდა მდევნელებს, საბოლოო ჯამში, იქნებოდა შორიდან დამორჩილება იმ ძალისადმი, რომელსაც აქედან გაექცნენ-თქო, დაბნეულმა მიპასუხა, შესაძლოა, ასეც იყოს, ღმერთმა უწყისო… ამ საკითხზე საუბრის გაგრძელებას თავი აარიდა, უცებ უხერხულად შებრუნდა და საკურთხეველში შევიდა.

არაგულმართალი მწიგნობარი უფრო ძნელად მოიქცევა, ვიდრე გულმართალი ავაზაკი, რომელიც შევიდა, კიდეც, პირველი ცათა სასუფეველში.

მინაწერი (P. S.): რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გალობაზე, რახან უცხოეთში გვიწევს ყოფნა, ვასრულებთ როგორც სამხმიან ქართულ უმშვენიერესსა და მსოფლიოში შეუდარებელ საგალობლებს, ასევე, სერბულ, ფრანგულ, რუსულ და ბერძნულ ერთხმიან თუ პოლიფონიურ საგალობლებსაც  („რვა ხმათას” მწყობრით), რადგან ჩვენს მრევლში ქართველთა გარდა სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებლებიც დადიან.

კიდევ, ერთი: ისევ თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის გთხოვთ, ზედსახელად „ეკუმენისტს” ნუღარ დაირქმევთ, რადგან ეკუმენიზმი თანამედროვე პრაქტიკული გაგებით ძალზე ცუდ რამეს ნიშნავს.

პარიზის ქართული სამრევლო

904_ikona_derjavnaia_pirveli1

ყოვლის მპყრობელი

როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე,
ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.
წმ.მოციქული იაკობი

მთავარში — ერთიანობა, კამათში — თავისუფლება
და ყველაფერში — სიყვარული.
ნეტარი ავგუსტინე

ცოდნა საქმის, გმირობის გარეშე
ეშმაკეული ღვთისმეტყველებაა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

ღმერთისა და სამშობლოსათვის სიკვდილი მწყურია!
წმ.ამბროსი აღმსარებელი

სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ
სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა.
მათე: 18,20

როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე,
ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.
წმ.მოციქული იაკობი

იხილეთ ზოგიერთი ამონარიდი ამ ნაშრომიდან:

mgvdgsxiladze

მოძღვარი გიორგი სხილაძე

რამდენადაც, ღმერთი ზეცაშიც სუფევს და დედამიწაზეც, მისი ეკლესია პირობითად ორი ნაწილისაგან შედგება: ზეციურისგან, რომელსაც მეორენაირად „მოზეიმე ეკლესია“ ჰქვია და ქვეყნიურისგან, რომელსაც სხვაგვარად „მებრძოლი ეკლესია“ ეწოდება. სწორედ ამიტომ ამქვეყნიურ ეკლესიაში იშვა „მებრძოლი ქრისტეანობის“ აუცილებლობა, რადგან ბოროტი ძალები, სულიერი თუ ხორციელი, ებრძვიან ეკლესიის „ხომალდს“:

1987-88 წწ-დან დაწყებულ ეროვნულ მოძრაობაში ქმედით („აქტიურ“) მონაწილეობას იღებდა საქართველოს. ეკლ. ერთადერთი მღვდელმთავარი და მხოლოდ ერთი მღვდელი. მათთან  ერთად ეროვნული მთავრობის მიმართ ძალადობრივი ამბოხი ქმედითად დაგმო ეპისკოპოსთაგან ერთადერთმა , რომელსაც ეს „რევოლუციური“  უკანონო „მთავრობის“ მხრიდან შეიარაღებულ თავდასხმად, ამის გამო სამშობლოდან იძულებით გაქცევად და ბოლოს,  სამღვდელო პატივიდან განკვეთადაც დაუჯდა. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალებას, ამ ეროვნულ უბედურებას, რომელიც  საქართველოს. ისტორიაში შევა უშავეს ფურცლად, სამი-ოთხი კაცის გარდა ქართველ სამღვდელოთა სრული უმრავლესობადუმილით ან კმაყოფილებით შეხვდა. ხოლო ვინც მათ ამაში არ ეთანხმებოდა, მაგ., იპოდიაკონი (ამჟამად დეკანოზი) იაკობ აბაშიძე, საეკლ. გალობის ერთ-ერთი მასწავლებელი და ერთი დიაკონი ამისთვის სასულიერო სასწავლებლიდან გაგდებულ-იქნა; თბილისის ფერიცვალების მონასტრიდან დედა ეკატერინესთან (ჯგერენაია) ერთად „გაიქცა“ იღუმენია სიდონია (კაკუბერი), რადგან ეს უკანასკნელი იცემა კიდეც; ასევე მოეპყრნენ უკვე „ხელისუფალნი“ წალენჯიხელ მამა რომანოზს, ხოლო მამებს — არჩილ მინდიაშვილსა და ზაქარია ფერაძეს სიცოცხლის ხელყოფითაც კი დაემუქრნენ როცა 1989 წლის 9 აპრილის ღამის შემდეგ დაიწყო ქართველი ერის მეყვსეული გამოფხიზლება და მას თავისი ეროვნული ხელისუფლების არჩევის საშუალება გაუჩნდა, მოსკოვში მყოფმა პატრიარქმა ილია მეორემ ე. შევარდნაძეს, რომლის ქართული თუ რუსული „კარიერა“ სისხლიანი ძაფებით იყო ნაკერი (რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ბოროტებებზე), მოუწოდა: „შენ  უნდა დაბრუნდე სამშობლოში, ქართველი ერი გელოდება, შენ სჭირდები მას“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოც. „მადლი“, N1 (127), 1998 წ.).

რით ავხსნათ ქართველი „წითელი მწიგნობრებისადმი“ დაუმსახურებელი პატივისცემა („ნუ მოვიწონებთ იმათ საქციელს, ვინც ზომაზე მეტად გულმოწყალეა. მაგრამ ბოროტთა დასჯაც ჯეროვანია იმისათვის, სიკეთესა და სიმართლეს რომ ვეწიოთ და არა იმისთვის, რომ საკუთარი ვნებები და გულისთქმები დავიკმაყოფილოთ“ — წმ. ანტონი დიდი), რაც არეკლილია მაგ., საქართველოს. საპატრიარქოს გაზეთში „მადლი“ (აპრ-მაისი, 2000 წ., გვ. 7), რომლის რედაქციაც მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბს აქებს „ქართულ მწერლობაში ისეთი დიდებული რაინდის სახის შექმნისათვის, როგორიც დათა თუთაშხიაა“, რომელიც სინამდვილეში  წარმოადგენს ურწმუნო, მრუშ, შიგადაშიგ ლაჩარ, ყაჩაღ (აბრაგ) და მორევოლუციონერო ლიტერატურულ გმირს, რომელზედაც კომუნისტურმა იდეოლოგიამ „შავი თაობები“ გაზარდა?! ასეთი „გმირისადმი“ პატივისცემიდან ერთი ნაბიჯია ანტიქრისტეს მოციქულისადმი პატივისცემამდე.

მღვდელი გიორგი სხილაძე

გადაიტვირთეთ: საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე“.

მიბმული ფაილი:

წმიდა იოანე ოქროპირი

სიტყვა მღვდლობაზე

ufali_cixeshi

უფალი იესო ქრისტე ციხეში

საქმე მღვდლობას, ასეთ მაღალ ხელისუფლებას ეხება, რომელიც ისევე აღემატება ყველანაირ ხელისუფლებას, როგორც სული – ხორცს მღვდელმსახურება, სრულიად სამართლიანად, ზეციური განწესებით აღესრულება ამ სოფელში. რამეთუ კაცმა, ანგელოზმა, მთავარანგელოზმა და ღმერთის მიერ ქმნილმა ძალამ კი არა, თავად ნუგეშინისმცემელმა განაწესა სასულიერო ხარიხთა მიმდევრობა, და ჯერაც ხორცში მყოფი ხალხი გახდა წარმომადგენელი ზეციური მსახურებისა. ამიტომაც აღმსარებლობით ისეთი წმიდა უნდა იყოს მღვდელმოქმედების აღმასრულებელი, ვითარაცა ცათა შინა ზეციურ ძალთა წინაშე მდგომარე.

როცა ხედავ წმიდა საკურთხეველში უფალს დაკლულსა და შემოგებებულს, და მოძღვარს ამ სამსხვერპლოს წინაშე მდგომარეს მლოცველს და ყველას მის სამწყსოში უფლის პატიოსანი  სისხლითა და ხორცით ზიარებით განწმენდილს, ნუთუ, თავი მაინც ამ სოფელში კაცთა შორის გგონია? ნუთუ, არ გცილდება შენ ყოველი გულისთქმა, ხორციელი და არ მიეახლები იმ წამს ზეცას და შენი განწმენდილი სული და გონი ნუთუ ვერ ჭვრეტს ზეციურს? „ჰოი, საოცრებაო! და ჰოი, კაცთმოყვარეობაო ღმრთისაო!“  და უფალი ჩვენი იესო ქრისტე მჯდომარე მამისა თანა, სწორედ იმ წამს წმიდა ბარძიმს მიახლებულთა ყოველ  მონანულ მორწმუნეთათვის მისაწვდომი ხდება. ყველაფერს ამას რწმენის თვალი ხედავს. როგორ გგონიათ, შეიძლება განა ამის უგულვებელყოფა? ვის ძალუძს ქედმაღლობა ამ საიდუმლოს წინაშე? … წარდგომილ არს ტრაპეზის წინაშე მღვდელი, შთამომყვანებელი ცეცხლის კი არა, არამედ სული წმიდისა. დიდხანს იმიტომ კი არ ლოცულობს, რომ ალი გადმოვარდეს ციდან და დაიწვას მსხვერპლი, არამედ, რათა ტარიგზე გადმოსულმა მადლმა აღანთოს და განწმინდოს სული ყოველთა, უფროის ვერცხლისა გამოხურვებულისა. ვის ძალუძს უგუნურის გარდა, ამ საშინელი საიდუმლოს უგულვებელყოფა? განა არ იცი, რომ  არა დიდებული, ღვთაებრივი მადლის შეწევნა კაცი ვერ გაუძლებდა ცეცხლს ამ ტარიგისას და დაიღუპებოდა ერთიანად?

ვინაც გააცნობიერა ჯერ კიდევ სისხლსა და ხორცში მყოფი მღვდლის ნეტარ უკვდავ ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობა მისთვის ნათელი უნდა იყოს, რა პატივით შემოსა სული წმიდამ მღვდელმსახურნი, რომელთა მეშვეობითაც აღესრულება მღვდელმოქმედება და სხვა მსახურებანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სრულყოფისა და ცხონებისათვის. ხალხს, ჯერაც ამ სოფელში მიმოქცეულთ ენიჭებათ განმგებლობა ზეციურისა, უფლება, რომელიც ღმერთს თავისი ანგელოზებისა და მთავარანგელოზთათვისაც არ უბოძებია. რადგან მათთვის (ანგელოზთათვის) არ უთქვამს: „…რაოდენნი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რაოდენი განსჰსხნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათე 18, 18). მღვდლმსახურთ მიწაზე მხოლოდ სხეულის შეკვრის უფლება როდი ეძლევათ, ეს საკვრელი მიწაზეც ბოჭავს სულს და იმ სოფელშიაც გაჰყვება. აქ მიწაზე მღვდლების ნამოქმედარს, იქ, ცაში, ღმერთი დაასრულებს და მღვდელთა განაჩენს დაამტკიცებს ზეცად უფალი. და განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა მღვდლებს ყველა ზეციური უფლება მიანიჭა? და კიდევ: „უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ შეპყრობილ იყვნენ“ (იონე 20, 23) განა მიწაზე არსებულ რომელიმე ხელისუფლებას აქვს ამხელა ხელმწიფება და განა არსებობს ამაზე დიდი უფლებოსილება? „არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (იოანე 5, 22). ხოლო ძემ ეს უფლება მთლიანად მღვდელს უბოძა: მათ ისეთი მაღალი ხელისუფლება მიანიჭა, თითქოს ისინი გასულები იყვნენ უკვე ამ სოფლიდან და ვნებათაგან განთავისუფლებულთ დატევებული ჰქონდეთ თითქოს ბუნება ხორციელი..

მეფემ რომ რომელიმე თავის მხლებელთაგანს მიანიჭოს უფლება, რომ მან თავისი სურვილისამებრ გადაწყვიტოს კაცთა დატყვევება და განთავისუფლება, ასეთი კაცი ხომ უმალ მთელ ქვეყანაში გახდებოდა საყოველთაოდ ცნობილი და დიდად დაფასებული, ხოლო როცა მღვდელს ღვთისგან ეს უფლებამოსილება ეძლევა, რომელიც ისევე აღემატება მეფისგან მხლებელზე მინიჭებულ უფლებამოსილებას, როგორც ცა დედამიწას და სული ხორცს, ზოგიერთები მაინც ფიქრობენ, რომ თითქოს მღვდელს ნაკლებმნიშვნელოვანი პატივი აქვს ამქვეყნად.

…ჭეშმარიტად უგუნურებაა მღვდელთა იმ უფლების უგულებელყოფა, რომლითაც გვენიჭება ცხონება და უფლისგან აღთქმული ყოველი სიკეთე. „უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღვთისასა…“ და კიდევ: „…უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქვნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა“ (იოანე 6, 53) და ეს ხომ მღვდლის კურთხეული ხელები აღასრულებენ, უფრო სწორედ, მღვდლის ხელების მეშვეობით ხდება ყველა ღვთის საიდუმლოს აღსრულება და როგორ გინდა, რომ ამ ხელების გარეშე აიცილო მარადიული ცეცხლი და მიიღო გვირგვინი განმზადებული?

მღვდლები ჩვენთვის სახეა იმ კაცთა, რომელთაც ძალუძს ნათლობის მეშვეობით ადამიანის მეორედ შობა. მღვდლების მეშვეობით შევიმოსავთ ქრისტეს, ვიმარხებით ღვთის ძესთან ერთად, ვხდებით ნაწილნი ეკლესიის სხეულისა, რომლის თავი არს ქრისტე, ამიტომ ჭეშმარიტი მღვდლის არა მხოლოდ უნდა გვეშინოდეს უმეტეს ყოველთა მეფეთა და ყოველთა მამათა ჩვენთა, რადგან მათ გვშობეს სისხლით და ნებათაგან ხორცთა, ხოლო მღვდელნი კი არიან მიზეზნი ჩვენი მეორედ შობისა, მარადიული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლისმიერი ძეობისა. ქრისტემდე იუდეველ მღვდლებს ძალუძდათ განკურნება ხორციელი სენისა, უფრო სწორად, მათ ეძლეოდათ ავადმყოფობის გასინჯვის, ან განკურნება – არგანკურნების დამოწმების უფლება, ქრისტეს ეკლესიის მღვდლებს კი მიენიჭათ არა უბრალოდ გასინჯვა დამოწმების უფლება, არამედ ძალა სულიერ და ხორციელ ვნებათა სრული განკურნებისა. მათი უპატივცემულობა დათანისა და მისი თანამზრახველობის დანაშაულზე უფრო დიდი სასჯელის ღირსია. ქრისტესგან მინიჭებული უფლებით მღვდლობა თუ ასე აღმატებულია ყველა ძალაუფლებაზე, მაშინ მღვდლის უპატივცემულობა სხვა რა უნდა იყოს თუ არა დიდი კადნიერება? არსებობს კი ისეთი უბადრუკი სული, რომელიც შეურაცხყოფს ამ დიდებულ სათნოებას? თუ არა განცოფებული ბოროტისაგან? მაშ აბა სხვა ვინ გაბედავს ამას?…

 

მღვდლებს ღმერთმა უფრო მეტი უფლება და ძალა მიანიჭა, ვიდრე ხორციელ მშობელთ, არა მარტო დასჯისა, არამედ სიკეთის ქმნისაც. ხორციელ და სულიერ მშობელთა შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ამ სოფელსა და მომავალ სოფელს შორის. ხორციელი მშობელნი შვილებს ხორციელ სიკვდილს კი არა, სნეულებასაც ვერ ააცილებენ, ხოლო სულიერ მშობელთ, ანუ მღვდლებს ხშირად უხსნიათ დასაღუპავად განწირული სული, ხან უვნებელი სასჯელის მეშვეობით, ხანაც მოსალოდნელ დაცემას თავშივე დროზე წამლობით კურნავენ არა მარტო შეგონებითა და სწავლებით, ლოცვის მეშვეობითაც. მღვდლები მარტო ახალ ადამიანს (ნათლობით) როდი აღმოაცენებენ ჩვენში, მათ მინიჭებული აქვთ უფლება ცოდვათა ჩვენთა შენდობისა, რომლის გარეშეც ცხონება შეუძლებელია…

შვილებს რომ ჩხუბი მოუვიდეთ ამა სოფლის ძლიერსა და ცნობილ ხალხთან, მშობელნი ამ შემთხვევაშიც კი ვერ მიეხმარებიან მათ. არა და მღვდელთ ბევრი მორწმუნე წარჩინებულებთან და მეფეებთან კი არა, მათზე განრისხებულ ღმერთთანაც კი შეურიგებიათ.

რუსულიდან შემოკლებით  თარგმნა გიორგი მარიამიძემ