გამოკითხვა – ვინ არის თქვენთვის დიდი ქართველი!

ძვირფასო მეგობრებო!

აირჩიეთ ვინ არის თქვენთვის დიდი ქართველი!

gamokitxva-didi-ateuli

ბმული: http://bestgeorgians.ge/index.php?pg=nm&ct=4

ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე გამოკითხვის შესახებ

ხმის მიცემის პროცესი საქართველოში 7 თვის მანძილზე გაგრძელდება. 12 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს, პირველი არხის ეთერში მოეწყობა თოქ შოუ, სადაც საკუთარ კანდიდატებს დაიცავენ ლობისტები (ადვოკატები) – საზოგადოების ცნობილი სახეები და საინიციატივო ჯგუფები. ადვოკატებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ თავისი ნომინანტის პოპულარიზაციისთვის – ორიგინალური აქციების გამართვით დაწყებული და ბიოგრაფიების უცნობი დეტალების გამოქვეყნებით დასრულებული. პროექტის გუნდი – ბიოგრაფების, ჟურნალისტებისა და პროდიუსერების შემადგენლობით მათ განკარგულებაში იქნება. არჩევნების წესებსა და კრიტერიუმებზე პირველ თოქ შოუში მწერლების, მეცნიერების, მსახიობებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეთაგან შედგენილი მრჩეველთა საბჭო, ერთგვარი “მინი პარლამენტი” იმსჯელებს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ტელემაყურებელი, ანუ ქართველი ხალხი მიიღებს.

პროექტის გუნდი საზოგადოებას მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას “დიდი ქართველობის” კანდიდატთა შესახებ – ბიოგრაფიებს, სხვადასხვა, დღემდე უცნობ ფაქტებს ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებიდან. მასალები განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე, დარიგდება ბროშურების სახით, გარცელდება პრესაში, კანდიდატთა შესახებ გადაღებული იქნება მიკროფილმები. აუცილებელია, რომ “დიდი ქართველი” გენეტიკურად იყოს ქართველი? აუცილებელია , “დიდმა ქართველმა” იცოდეს ქართული ენა ან ცხოვრების დიდი წილი გატარებული ჰქონდეს საქართველოში? ან, სულაც, რამდენად საჭიროა “დიდ ქართველს” გმირობა ჰქონდეს ჩადენილი? თუ, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეც საკმარისია? იქნებ, არც ერთია მნიშვნელოვანი და საკმარისია, მისი პიროვნება სიამაყის გრძნობას იწვევდეს ქართველებში? ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, საზოგადოების გადასაწყვეტია.

სოციოლოგიური კომპანია მთელ საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბურ გამოკითხვას ჩაატარებს – 11-დან 18 ნოემბრამდე კორესპონდენტი ნებისმიერი თქვენგანის ოჯახში შეიძლება მოვიდეს კითხვით: ვინ არის შენთვის დიდი ქართველი? საქართველოს რჩეულ მოღვაწეთა დიდი სია 10 ნოემბრიდან გამოქვეყნდება “კვირის პალიტრაში”, დაიბეჭდება ბროშურებად და დარიგდება “საქართველოს ბანკის” ფილიალებში, ასევე სკოლებში.

გამოკითხვების შედეგად დიდი სია მიღებულ ხმათა რაოდენობის მიხედვით ჯერ ასამდე, შემდეგ კი 50-მდე დავა. 12 დეკემბრიდან, საქართველოში ზოგადეროვნული არჩევნები დაიწყება და საქართველოს ისტორიული არჩევანი თავის საამაყო შვილებთან დაკავშირებით, ისევ საქართველომ უნდა გააკეთოს. პირველი არხის ეთერში გამოცხადებული ინტერქტივით ერი თავის რჩეულ ათეულს შეადგენს, რომელთაგან ყველაზე დიდი ქართველი 19 აპრილს გამოცხადდება.

მაშ, ასე, აირჩიე შენი გმირი!

ბმული: http://bestgeorgians.ge/index.php?pg=nm&ct=4

——————————————————————————————————————————————————————————————

„დიდგორის“ რედაქტორის არჩევანი

zviadi-da-merabi

მე-20-ე საუკუნის დიდი ადამიანთა შორის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულთა შემდეგ: ზვიადი და მერაბი

დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი.

სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიღილიზმით, ინდიფერენტულობით და უზნეობით.

ზვიად გამსახურდია

http://bpg.sytes.net/Didgori/

http://mamuli.net/Didgori/

 

Advertisements