სამგზის ანათემა!

„სამგზის ანათემა (წყევლა) ყოველივე სიახლეს; სამგზის ანათემა საეკლესიო გარდამოცემისა და წმიდა, ნეტარხსენებულ მამათა კანონების წინააღმდეგ ქმედებას!“ (VI მსოფლიო კრების VIII კანონი).

  • მოციქულთა 65-ე კანონი:

თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.

 

შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს! (წმ.კოზმა ეტოლიელი)

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“

ლინკი:იხილეთ მამხილებელი „სლაიდ-შოუ“

მიმდინარეობს ვატიკანისა და კონსტანტინეპოლის გამალებული მზადება გაერთიანებული რელიგიისათვის, ანტიქრისტეს რელიგიისათვის, და ეს ბოლო შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სამგზის ანათემას გადაცემულ კათოლოციზმის ერესის მსოფლიო წინამძღვრ რომის პაპსა და მსოფლიო ეკუმენისტ პატრიარქ ბართლომეოსს შორის და მათი დაუფარავი ღვთისმგმობელი თანალიტურგია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჟამი უფლის მეორედ მოსვლისა და საყოველთაო სამსჯავროსი ახლოა. რადგან მსოფლიო განდგომილება ქრისტეს სჯულიდან, ოფიციალური მსოფლიო „მართლმადიდებელი“ ეკლესიების ევქარისტიული ერთობისა, ეს ყველაზე დიდი ნიშანი გატიალების სიბილწისა, უკვე სახეზეა, და ქვემოთ მოხმობილი ეს შემაძრწუნებელი ვიდეო მასალაც სრულად გვიდასტურებს ამას. არავითარი სურვილი გამოსწორების, სინანულის, პირიქით შემზარავი საქმეები ოფიციალურ „მართლმადიდებელ“ ერესიერარქთა მხრიდან გრძელდება, უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან წარწყმედის ჭაობში და ხალხსაც ითრევენ. საქართველოს პატრიარქ ილია მეორის, კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსის, რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის, რუმინეთის პატრიარქ თეოქტისტეს, სერბეთის, ბულგარეთის და სხვა ოფიციალურ „მართლმადიდებელ” ეკუმენისტური ეკლესიის პირველიერარქთა მხრიდან, წმიდა ეკლესიის 7 მსოფლიო კრების ღვთაებრივი კანონები უარყოფილია, ღმერთის მოძღვრების დოგმატები შეგინებულია, უფლის მრავალი აკრძალვა და მცნება ფეხქვეშ გათელილია.

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.“
  • ლაოდეკიის კრების 33 კანონი: მწვალებელთან და განდგომილთან ერთად ლოცვა არ შეიძლება.

ქრისტეს მოძღვრებას უარყოფენ და მაინც მისი სახელით მოქმედებენ, რათა მოატყუონ ხალხი, შეიტყუონ მახეში და წარწყმიდონ.

ლათინებზე ბრძანებდნენ ათონელი ბერები იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი მიმართვაში: „მათ მეფეო ცვლილებებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს ეკლესიიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მათ თითქმის მთლიანად დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმიდა მამათამიერი გარდამოცემა. რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება ასეთი (პაპისტებთან თანამლოცველი პატრიარქის) სახელისა? ვინც სულიწმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული?!

რა თქმა უნდა, ასეთი პატრიარქები უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? ტფუუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ!“ აი, ასე ამხილეს ათონელმა ბერებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი – იოანე ვეკკა მეფის წინაშე, როდესაც მეფე და პატრიარქი ლათინებთან გაერთიანებას ცდილობდნენ.

ვიდეო:

ანტიმართლმადიდებლური გლობალიზაციის ფორუმი

ეს ვიდეო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ილია მეორე მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკუთარი პირით აღიარებს, სექტებისა და ყოველგვარი ერესის დამკვიდრებას ისინი რომ ხელმძღვანელობენ საქართველოში; ეკუმენიზმის მწვალებლობის ასეთი ურცხვი საჯარო ქადაგება , მართლაც რომ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს მსოფლიო აპოსტასიაში. ხოლო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა რუის-ურბნისის კრების ღვთაებრივი განაჩენი ამ ორი უმაღლესი ერეტიკოსის ინტერკონფესიური გლობალიზაციის საჯარო ქადაგების საწინააღმდეგოდ ასეთია: „ყველა მწვალებელი შეჩვენებულ იყოს! ყველა მართლმადიდებელ კურთხეულ იყოს! ყველა მწვალებლობის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება !“ (წმიდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა)

ინკი: იხილეთ მართლმადიდებლობის საშინელი გაცემის მამხილებელი ინფორმაცია

ლინკი:იხილეთ მამხილებელი „სლაიდ-შოუ“

ლინკი:პატრიარქი ბართოლომეოსი წმიდა მამების წინააღმდეგ!

კომენტარი: როგორც ეს ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოს მეორე მუდმივად შედის სალოცავად, როგორც კათოლიკურ მწვალებლურ ტაძრებში, ასევე_ კონსტანტინეპოლის იურისდიქციის თავის ტაძრებში პაპისტ მწვალებლებს სისტემატიურად იღებს სალოცავად, ამდენად მოციქულთა 65 კანონისა და მოციქულთა 45 კანონის ძალით_ განკვეთითა და შეჩვენებით არის მსჯავრდებული. იგივე მწვალებლურ ქმედებებს სჩადიან სხვა ქვეყნების მსოფლიო ეკუმენისტური „მართლმადიდებელი“ ეკლესიების პირველიერარქები და ისინიც, უფლის მოციქულთა ამ ორი და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვაკანონთა ღვთაებრივი ვერდიქტით განკვეთით და შეჩვენებით არიან მსჯავრდებულნი.

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახური

 

Advertisements