1990 წ. 28 ოქტომბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები

გილოცავთ 1990 წლის 28 ოქტომბრის თარიღს!

მრავალს დაესწარით! კიდევ მოგვასწროს უფალმა ასეთ არჩევნებს!

1990 წ. 28 ოქტომბერს  საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილ იმპერიულ სივრცეში – საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები. ქართულმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით შესძლო ქართველი ერის საუკუნოვანი მისწრაფების განხორცელება. ეროვნული მოძრაობა გაერთიანდა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“-ს გარშემო.

1990 წ. 28 ოქტომბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები

ქართველი ერის გაერთიანებას საფუძველი შეუქმნა ქართულმა დისიდენტურმა მოძრაობამ, რომლის სათავეშიც იყვნენ ქართველი ერისათვის წამებული გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. 1989 წ.  9 აპრილის მოვლენების შედეგად ნათლად გამოჩნდა ქართველი ერის მზადყოფნა თავისუფლებისათვის ბრძოლის რთულ და ეკლიან გზაზე გასასვლელად. 1989 წლის 9 აპრილს ქართველი ერი შიშველი ხელით  შეებრძოლა რუსეთის საოკუპაციო ჯარებს და ზნეობრივად დაამარცხა დამპყრობელი.

1990 წ. 11-13 მარტს ჭეშმარიტი ეროვნული ძალების ინიციატივით თბილისში მოწვეულ-იქნა ეროვნული და ანტისაბჭოთა ძალების კონფერენცია, რომლის მიზანი იყო ეროვნული ძალების მოქმედების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა. კონფერენციის დაწყებისთანავე გამოიკვეთა ორი, მკვეთრად განსხვავებული და პრინციპულად დაპირისპირებული პოლიტიკური პოზიცია, რამაც განსაზღვრა უახლოესი მომავლის საქართველოს ბედი.

ზვიად გამსახურდიას გარშემო შემოკრებილი ეროვნული ძალები შესაძლებლად და აუცილებლად თვლიდნენ ს.ს.რ.კ. კონსტიტუციის ფარგლებში, საბჭოთა სამართლებლივ სივრცეში არსებული „დაშვებების“ გამოყენების საფუძველზე მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას, არჩევნებში გამარჯვებას და ამ გზით – ლეგიტიმური, გარდამავალი ხელისუფლების გამოყენებას საქართცველოს ს.ს.რ.კ-ის შემადგენლობიდან კანონიერი და ლეგიტიმური  გასვლისათვის.

ე.წ. ეროვნულ კონგრესში გაერთიანდნენ პოლიტიკურად გაკოტრებული ფსევდო ანტისაბჭოთა ძალები: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (თვმჯ. გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (თვმჯ. ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თვმჯ. თემურ ჟორჟოლიანი), საქართველოს ,,მხედრიონi” (თვმჯ. ჯაბა იოსელიანი). ეს მოღალატეები მისდევდნენ ანდრეი სახაროვს, მერაბ მამარდაშვილს, ნიკო ჭავჭავაძეს, რევაზ ჩხეიძეს, აკაკი ბაქრაძეს, ელდარ შენგელაიას, ჯანსუღ ჩარკვიანს, ნოდარ ლომოურს და მათდაგვარ ქართული ,,წითელი ინტელიგენციის“ წარმომადგენლებს. საზღვარგარეთ მოკალათებული რენეგატი ქართველები იდეoლოგიურად ამაგრებდნენ მომავალ პუტჩს. ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთში დაარსებული ე. წ. თავისუფლების ინსტიტუტის წიაღში გამოშვებული ჟურნალი „ივერია“ სალომე ზურაბიშვილის, ჯანრი კაშიას, ზაქარია (ჯონი) ლაშქარაშვილის და სხვა პუტჩისტთა ხელმძღვანელობით; ინგლისში მცხოვრები მოქალაქე რამაზ კლიმიაშვილისა და რადიო თავისუფლების რუსულ განყოფილებაში მომუშავე თენგიზ გუდავას ანტიქართული გამოსვლები და სხვ.

ამ ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა ე.წ. მე-5-ე კოლონის როლი შეასრულეს 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების მომზადებასა და განხორციელებაში. ეს ძალები არჩევნების გზით საქართველოს მომავლის წარმატებით განხორციელებას შეუძლებლად აცხადებდნენ და თითქოსდა, მოითხოვდნენ, პირველ რიგში, საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს საუკუპაციო საბჭოთა არმია მოიწვიეს „ქართველმა“ რენეგატებმა ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად. ზოგადად, პუტჩისტური კრედო დემაგოგიური იყო და ასე  ჟღერდა: „ჯერ დემოკრატია, შემდეგ – დამოუკიდებლობა“ და  „თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმი“ (თითქოს, დამონებულ ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების დამყარება შესაძლებელი ყოფილიყოს. დემოკრატია ერის მმართველობას ნიშნავს. როგორ შეუძლია დატყვევებულ ერს საკუთარი ქვეყანის მართვა?). ეს ლოზუნგები პირველად ა.შ.შ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაახმოვანა.

საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა აიტაცეს ჯორჯ ბუშის ეს ორი ლოზუნგი. პირველით, ისინი  ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის დასუსტებას, ხოლო მეორეთი _ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის სახელის გატეხას მისი ფაშიზმთან გაიგივებით. ამას ეყრდნობოდა ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერთათვის „პროვინციული ფაშიზმის“ იარლიყის მიკერებაც. სამწუხაროდ, დასავლური ცივილიზაციისთვის, „ენა, მამული, სარწმუნოება“, დღესაც, მისთვის სამტრო იდეოლოგიას წარმოადგენს.

ა.შ.შ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 1990 წ. კიევის ცნობილი ვიზიტის დროს თავის გამოსვლაში გააფრთხილა უკრაინა, რათა არ დამდგარიყო იგი „თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმის“ გზაზე, რაც ფრიად ნიშანდობლივია იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდისათვის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფების გარდა უკრაინაში არავითარი ეთნოკონფლიქტი არ იყო. მაშასადამე, ბუშის ეს გაფრთხილება ეხებოდა, რა თქმა უნდა, იმ რესპუბლიკას, რომელიც „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა“ – საქართველოს! ჯორჯ ბუშის სიტყვა კიდევ იმითაა არსებითი, რომ იგი ნათელს ჰფენს იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გეგმებსა და განზრახვებში არ შედიოდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მისი შემადგენელი რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მიღება! პირიქით, ამ გამოსვლაში დაუფარავი მუქარაა იმ რესპუბლიკების მიმართ (და პირველ რიგში, საქართველოს მიმართ), რომლებიც თავგანწირვით იბრძოდნენ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისათვის და რომლებიც არ იქნენ ჩამოთვლილი იმ სიაში, სადაც იყვნენ ის რესპუბლიკები, რომლებშიც „დემოკრატია ყვაოდა“.

1990 წ. 28 ოქტობრის არჩევნების შედეგად საქართველოს სათავაში მოსული ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის სცენარი დაიწერა მალტის ცნობილი შეხვედრისას, რომელზეც სხვადასხვა ზესახემწიფოების მეთაურებმა განსაზღვრეს უკვე დაშლის პირას მისული საბჭოთა იმპერიის ბედი. ბუშმა, გორბაჩოვმა და მაშინდელი მსოფლიოს სხვა ლიდერებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საქართველოს რესპუბლიკას და ქართველ ერს – საჯიჯგნად მიუგდეს სასიკვდილოდ განწირულ, მარცხით გაანჩხლებულ მომაკვდავ საbჭოთა ურჩხულს.

1989 წ. 2 დეკემბერს კუნძულ მალტაზე გაიმართა ს.ს.რ.კ-ის პრეზიდენტ მ. გორბაჩოვისა და ა.შ.შ-ის პრეზიდენტ ჯ. ბუშის შეხვედრა. საიდუმლო გარიგებით არსებითად გადაწყდა საქართველოს, ქართული ეროვნული მოძრაობის ბედი. ბალტიის რესპუბლიკების ეროვნულმა მოძრაობებმა ამ საიდუმლო გარიგებას „ახალი რიბენტროპ-მოლოტოვის გარიგება“ უწოდეს.

მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი, 1989 წ. 24 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წ. ბალტიის რესპუბლიკების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის  ოკუპაცია და ანექსია უკანონოდ სცნო და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხის სურვილისა და ნების წინააღმდეგ და მეტიც, საბჭოთა კანონების დარღვევით მოხდა. ამით, არსებითად, მან საბჭოთა კავშირიდან მათ გასვლას იურიდიული საფუძველი შეუქმნა.

ამრიგად, ყოველნაირად შემზადდა ბალტიის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან გასვლა და განახლებული საბჭოთა კავშირის შექმნა – ბალტიის გარეშე! სწორედ ამას გულისხმობდა „განახლებული საბჭოთა კავშირის“ ყბადაღებული დოქტრინა, მათ შორის, ფართოდ რეკლამირeბული „დემოკრატიზებაც“!  ხოლო იმ რესპუბლიკებისათვის, რომლებიც საბჭოთა ხალხების საბყრობილედან ბალტიის რესპუბლიკებთან ერთად შეეცდებოდნენ „გაპარვას“, გამოსცეს „გაფრთხილება“, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა უკრაინაში ვიზიტის დროს ძალზედ ხმამაღლა და დამაშინებლად გააჟღერა.

ა.შ.შ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის 1991 წ . 1 გვისტოს ცნობილი სიტყვა წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის განვითარების ვაშინქტონისეულ პროგრამას, დერექტივასა და გაფრთხილებას მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ – არ გაეწიათ წინააღმდეგობა მიმდინარე პროცესებისადმი და დამორჩილებოდნენ მოსკოვისა და ვაშინქტონის შეთანხმებულ პოლიტიკურ გეზს. პრეზიდენტ ბუშის ეს სიტყვა მომზადებული იყო დღეს კარგად ცნობილი კონდოლიზა რაისის მიერ და მსოფლიო დიპლომატიასა და პოლიტიკაში ცნობილი გახდა „კიევური კოტლეტის“ სახელწოდებით.

მაშასადამე, ისტორიული სინამდვილე ასეთი იყო: 1990 წ. 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ზ. გამსახურდიას მიერ შექმნილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”.

არც საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა და მითუმეტეს, არც საქართველოს ს.ს.რ-ის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მრავალპარტიულ არჩევნებს. ამდენად, მრავალპარტიული არჩევნები ვეღარ ჩაითვლებოდა საბჭოურ არჩევნებად.

1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებს ერქვა ,,საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები“ (ამოღებულია ,,ს.ს.რ.“) და არა – ,,საქართველოს ს.ს.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები“, რაც მიღწეულ-იქნა ეროვნული ძალების მიერ მრავალდღიანი აქციების შედეგად (ეროვნული ძალების ზეწოლით ესეც ამოღებულ-იქნა).

საბჭოთა კანონით ყველა პარტია თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას გადიოდა იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ იმის გამო, რომ არც საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა და მითუმეტეს, არც საქ. ს.ს.რ. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მრავალპარტიულობას, ყველა პარტია დარეგისტრირდა მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ესეც ეროვნული ძალების ზეწოლის შედეგად მოხერხდა).

ეროვნული მოძრაობის მოთხოვნით საარჩევნო კომისიებში დამატებულ-იქნენ წევრები ეროვნული მოძრაობიდან და დამოუკიდებელი ორგანიზაციებიდან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს ეწეოდა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე.

მიუხედავად საბჭოთა იმპერიის სპეცსამსახურებისა და  კომუნისტური პარტ-ნომენკლატურის მიერ ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგილი აგენტურის გააფთრებული წინააღმდეგობისა, ზ. გამსახურდიას ინიციატივით 1989 წ. დამლევს შექმნილმა გაერთიანებამ – პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ,,მრგვალმა მაგიდამ“ შეძლო საქართველოს ს.ს.რ. უმაღლესი საბჭოს 1990 წ. მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრისათვის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და რაც მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია, არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

აქვე უნდა განიმარტოს, თუ რატომ იყო ეს არჩევნები არასაბჭოთა: არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციას ახდენდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უწევდნენ უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები.

არჩევნების შედეგებმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს: დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს საარჩევნო ბლოკის ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” ორგანიზაციებმა. 1990 წ. 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ მიიღო დადგენილება საქართველოში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა პრესაში. აგრეთვე, საქართველოს ახaლი კონსტიტუციის მოსამზადებლად შეიქმნა კომისია, რომელმაც ნაყოფიერი შრომა გასწია ამ მიმართულებით.

ა.შ.შ-ის და ს.ს.რ.კ-ის პოლიტიკური ელიტის „კარნახს“ გულისფანცქალით ელოდნენ „ქართული“ პოლიტიკური ოპოზიცია, საქართველოში მოკალათებული მოღალატეები და დასხვასხვა საიდუმლო სპეცსამსახურების რეზიდენტები, რომლებმაც სისრულეში მოიყვანეს ბუშის და გორბაჩოვის განაჩენი.

დაიწყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დასამხობად საერთაშორისო შეთქმულების მზადება, რომელშიც ლომის წილი მიუძღვით წითელ ინტელიგენციას, კომუნისტურ მაფიას, კრიმინალურ წრეებს და ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტს ჯანრი კაშიას, სალომე ზურაბიშვილის და მათდარი „აგენტების“ მეთაურობით.

საქართველოს დღევანდელი ,,დე-ფაქტო “  ხელისუფლება შეგნებულად ჩქმალავს 1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, რომლის მსგავსი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ეს იყო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი შეგნებულად ეწევა საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების დამსახურების ნიველირებას. ხდება ისტორიული სიმართლის გაყალბება და დამახინჯება. 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალებას წარმოგვიდგენენ როგორც შედეგს სამოქალაქო დაპირისპირებისა, რაც არასწორია, და ეს სამხედრო ხუნტის მიერ ჩადენილი სახელმწიფო დანაშაულის მიჩქმალვას ემსახურება. პირიქით, არის მცდელობა მარიონეტული ხელისუფლების დაუმსახურებელი განდიდების და მისი ლეგიტიმიზაციისა. ადგილი აქვს ეროვნული ლეგიტიმური უზენაესი საბჭოს წევრების გადაბირებას და მათ გათქვეფას უკანონო ხელისუფლების სტრუქრუტებში.

მადლობა ღმერთს, რომ მალე გაიფანტა „ედ-ვარდების რევოლუციით“  გამოწვეული ეიფორია და ნათლად გამოჩნდა დღევანდელი უკანონო ხელისუფლების ნამდვილი ფიზიონომია!  აშკარად ჩანს მისი უუნარობა საზოგადოების განმთლიანებისა და 1991-1992 წლების შემდგომი შავბნელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის საქმეში. დღევანდელ უკანონო ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი დრო, ჩაღრმავებოდა საქართველოში არსებულ უმძიმეს სოციალურ-პოლიტიკურ მგომარეობას და შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის. მაგრამ მათ ეს არ სურთ, რადგან თვითონ წარმოადგენენ „პუტჩისტური მონეტის“ მეორე მხარეს. დღევანდელი ,,დე-ფაქტო“  ხელისუფლება ისეთივე ანტიქართულია, როგორც შევარდნაძის ეპოქის ყველა „არჩეული“ ხელისუფლება! 

განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად დაგვანახა დღევანდელი ე,წ. პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრის (ძველი პუტჩისტები) და საქართველოს ,,დე-ფაქტო“ ხელისუფლების სულიერი მამების (ახალი პუტჩისტები) მტრული დამოკიდებულება ქართული ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნული მოძრაობის ჭეშმარიტი ძალების მიმართ. მათი მტრობა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, თუგინდ, მათ მიერვე დეკლარირებული და მათგანვე უკუგდებული, ყბადაღებული ,,ადამაინის უფლებების დაცვისა“ და დემოკრატიული პრინციპების მიმართ გამომდინარეობს მათი ვიწროპარტიული და მერკანტილური მისწრაფებებიდან. საქართველoში დღესდღეობით არ არსებობს პილიტიკური ძალა, რომელიც ერის ინტერსებს საკუთარი კეთილდღეობის ინტერესებზე მაღლა დააყენებდა! ჩვენდა სამწუხაროდ, სახელმწიფო დამნაშავეთა დიდი უმრავლესობა დღესაც საქართველოშია და ხელისუფლება აქვს მიტაცებული. საქართველოს ხელისუფლებაში ამჟამად მყოფი დამნავე ჯგუფის მიერ, რომელსაც მართავს ქართველი ერის მიმართ მტრულად განწყობილი დასავლურ- ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკური საერთაშორის ძალა, რომელმაც საქართველოს ხელოვნურად (პროვოკაციულად) თავს მოახვია მორიგი ომი. ეს ომი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ უღმერთო-ანტიქართული ხელისუფლების გაძლიერებას და რუსეთის მიერ ადრე მიტაცებული სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიების იურიდიულად ჩამოცილებას საერთაშორისო ორგანიზაციების შუამდგომლობით.

საქართველოს ,,დე-ფაქტო “ ხელისუფლება, დასავლეთიდან მართული ოპოზიცია და საქართველოს ოფიციალური საპატრიარქო კვლავ რჩებიან წინაღობად კანონიერებისა და ლეგიტიმურობის აღდგენის გზაზე. საქართველოს განვითარების სახელმწიფოებრივი განვითარება ასცდა მისი განვითარების ბუნებრივ გზას, რომელიც ყოველთვის მორალზე ანუ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე იყო დაფუძნებული. საზოგადოების უდიდესი ნაწილი გადარჩენის გზად, უპირველეს ყოვლისა, მატერიალურისადმი მისწრაფებების დაკმაყოფილებაში ხედავს. ქართველ ერს არ ექადაგება ოფიციალური საპატრიარქოდან ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა. ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი მრწამსის, ეროვნული ორიენტირებისა და თვითშეგნებადაკარგული საქართველოს დაშლა, სახაროვისეული მოდელის თანახმად, დიდ საძნელეს არ წარმოადგენს თანამედროვე ევროპულ სამართლებრივ სივრცეში. ამიტომ, გულს ნუ დაიმშვიდებთ ქართველნო, თითქოს, „ნატო“ -ში შესვლა იყოს საქართველოს გადარჩენის გარანტი. არა და არა! რა ადგილიც უკავია ჭეშმარიტი მართლმადიდებლობას და ეროვნული ცნობიერება „ნატოს“ გლობალისტურ დოქტრინაში ყველას კარგად მოეხსენება.

„ნატოს“ სამხედრო ბლოკში გაწევრიანების არანორმალურმა სწრაფვამ, რომელიც მ. სააკაშვილის მარიონეტული ხელისუფლების პროტეჟეების მიერ არის ნაკარნახევი, ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის ასევე უკანონო ხელისუფლებას, ე. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მათ მიერვე მიტაცებულ (დაგომისის ხელშეკრულებით გაფორმებული) საქართველოს ტერიტორიებზე ადრე თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების აღიარებისა. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, მ. სააკაშვილის უკანონო ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია, კვლავაც, საქართველოს „ნატოში“ შეთრევას ლამობენ  და დასავლეთიდან შეპირებულ 4,5 მილიარდში ხედავენ საქართველოს ხსნას. ჩვენის აზრით, ეს თანხა, საქართველოს საბოლოო დაშლისა და დაქცევისათვის სამშობლოს გამყიდველებისათვის ჰონორარად გამოყოფილი თანხაა.

დასავლეთიდან ინსპირირებული რუსეთ-საქართვლოს ომი, რომელიც 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო და დღემდე მძვინვარებს, საქართველოში არსებული გაუგონარი უკანონობის შედეგია და ეს უკანონობა საქართველოს არსებობას კითხვის მიშნის ქვეშ აყენებს. ქართველი ერი განიცდის აგრესიას როგორც მ. სააკაშვილის უკანონო ხელისუფლების მხრიდან, აგრეთვე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან, ამიტომ ქართველ მამულიშვილთა საღად მოაზროვნე ნაწილი, ქვეყნის გადარჩენის გზას, მხოლოდ და მხოლოდ, ამ უკანონო-მარიონეტული ხელისუფლების გადადგობაში და კანონიერების აღდგენის პროცესიის დაწყებაში ხედავს.

მხოლოდ უფლის გზით მიმავალი ერი მიიღებს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას! მხოლოდ პირუთვნელი სიმართლის ღაღადით და მისადმი თვალის გასწორებით მიიღწევა სასურველი! მხოლოდ კანონიერების აღდგენა გადაარჩენს საქართველოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოლოო დამარცხება გარდაუვალია! საქართველოს გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად,  უფლის ხელშია!

„დიდგორის“ რედაქცია