ქართველი მღვდელი ფრანცისკანურ ორდენში!

ს ე ქ ტ ა ნ ტ ე ბ ი  

„დეკანოზი“ ბასილ კობახიძე, სექტანტები: მალხაზ სონღულაშვილი, ბენიამინ ბაკურაძე და სტივენ ჯორჯ პლატენი

  • ეკუმენურ ფრანცისკანულ ორდენში ორი ქართველი გაწევრიანდა!!

 დიდი ბრიტანეთის ქალაქ ვეიკფილდის ყოველთა წმინდათა სახელობის კათედრალში ეპისკოპოსმა სტივენ ჯორჯ პლატენმა ეკუმენურ ფრანცისკანულ ორდენში ორი ახალი წევრის მიღების რიტუალი აღასრულა. ეკუმენურ ფრანცისკანულ მესამე ორდენს შეუერთდნენ დეკანოზი ბასილ კობახიძე და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წევრი ბენიამინ ბაკურაძე. ბაპტისტური „ეკლესიის“ მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი უკვე, რამდენიმე წელია, ამ ორდენის წევრია. ეკუმენური ფრანცისკანური ორდენი ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბდა ანგლიკანურ „ეკლესიაში “. მასში გაწევრიანებული არიან ანგლიკანები, მეთოდისტები, რეფორმატები, ბაპტისტები და სხვ. ორდენის მიზანია ქრისტიანებს შორის ძმობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, ეკუმენური დიალოგის ხელშეწყობა და საქველმოქმედო საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი ბასილ კობახიძე პირველი მართლმადიდებელია, რომელიც ეკუმენურ ფრანცისკანურ ორდენში გაწევრიანდა.

_______________________________________________

 

  • მართლმადიდებელთა კომენტარი:

   ვეკითხებით საქართველოს „საპატრიარქოს“: რა სჯულით და რომელი სჯულის კანონით მოქმედებს იგი? კი, მაგრამ მამა ბასილი (მკალავიშვილი) განკვეთეს ეკუმენიზმის მხილების გამო, ხატმბრძოლ და ღვთისმბრძოლ სექტებს, თურმე, რატომ აკადრა „ძალადობა“.ამის გამო ციხეში ჩასვეს, ხოლო დღისით-მზისით,ღვთის სჯულის ასეთი მაგინებელი — ყოვლად მკრეხელი „დეკანოზი“ ბ. კობახიძე აქამდე არაფრისდიდებით და თანაც, ვერაფრისდიდებით ვერ განკვეთეს? თუ ასეა და მაინც თავის წიაღში ტოვებენ ამ განცხადებულ ღვთისმგმობელს და ერთ-ერთი სექტის ოფიციალურად აღიარებულ წევრს, კი, მაგარამ მაშინ,მართლმადიდებელ ეკლესიად რატომღა იწოდებიან; იქნებ, მოუგონონ საკუთარ თავს უფრო შესაფერისი სახელწოდება?!

ქართველი მართლმადიდებლები

 

Advertisements